ვისაც ტერმინი არ გეცნოთ, ეგ არის "პაძელნიკი" რომელიც სტრატეგიულად მხარს უჭერს დაუოჯახებელ ტიპს (დედალი თუ მამალი) ნადირობის პროცესში, ხშირად უფრო მაგისთვის განკუთვნილ ზონებში (ბარი, კლუბი, დ.ა.შ.) მაგრამ სხვა დროსა და სიტუაციებშიც.
ოღონდ ეს ჯგუფურად მოძრაობაში არ აგერიოთ. ეგ სხვა თემაა როცა ყველას თავისი მიზანი აქვს და საჭიროების შემთხვევაში ერთმანეთს ყელს გამოაჭამენ. Wingman-ობის მთელი აზრი იმაშია რომ მაგ ადამიანის მთავარი მიზანი სხვისი წარმატება უნდა იყოს, დროებით მაინც.
დღეს მეფიქრებოდა ზოგადად საჭირო რამეათქო და დავინტერესდი ჩვენთან მაგ ამბებში როგორი სიტუაციაა.
ვისაც გაქვთ ისტორიები როცა გყავდათ ეგეთი პაძელნიკი და გამოგადგათ, შეგიძლიათ დაყაროთ.
რჩევები თუ გაქვთ შერჩევა-კასტინგთან დაკავშირებით, ეგეც საინტერესოა.
მე რაც მინახავს მიახლოებული თემა, ძმაკაცები შემეხმიანებიან ხოლმე ზოგჯერ როცა გოგოს დაქალი მოყავს პაემანზე და ვინმეა საჭირო დაქალის ყურადღების გადასატანად.
ამის წერის დროს რომ დავფიქრდი, ხშირად უარს ვამბობ ხოლმე ეგეთ შემოთავაზებებზე. ვერ ვყოფილვარ სა-wingman-ე მასალა