Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > კულტურა და ხელოვნება > დამიანე


Posted by: August 22 Feb 2008, 20:15
დამიანე

დამიანე, XIV საუკუნის ქართველი მხატვარი. ხელმძღვანელობდა უბისის ეკლესიის მოხატვას. აღნიშნული ძეგლის კედლის მხატვრობაში ფერწერის ორი მანერა შეიმჩნევა, ერთი, რომელიც ეკლესიის მხატვრობაში ჭარბობს, "საიდუმლო სერობის" კომპოზიციისათვის არის დამახასიათებელი; ამ სცენის ქვემოთ დამიანეს წარწერაა, რაც გვაფიქრებინებს, რომ "საიდუმლო სერობის" ფერწერული სტილი დამიანემ შექმნა; მეორე, როგორც ჩანს, მისი მოწაფის მიერაა შექმნილი. დამიანეს მიერ შესრულებული ფრესკები XIV საუკუნის ქართველი მხატვრობის უმნიშვნელოვანეს ძეგლთაგანია, ადრინდელი მხატვრობის მონუმენტურობას, სიდინჯესა და დარბაისლობას აქ დინამიკურობა, დაგრძელებული ფიგურები, სამოსლის ნაკეცთა რთული, ტეხილი ხაზები დაქუცმაცებული ხუროთმოძღვრული ფონი ცვლის. დამიანეს ნახატი მეტყველია, მის ენერგიულ ფერწერას ახასიათებს ფართო, თამამად დადებული ჭარბი მონასმები. მოციქულთა, ანგელოზთა და წმინდანთა სახეები ძალზე საინტერესოა თავისი ექსპრესიით. თმა და წვერი ოსტატურად არის დამუშავებული. "საიდუმლო სერობის" კომპოზიცია გვიჩვენებს, რომ მხატვარი არ ერიდებოდა რეალური სინამდვილის ასახვას - გაშლილ სუფრაზე აწყვია მწვანილი, ქართული პური. დამიანე თავისი დროის დიდი მხატვარი იყო.
http://ka.wikipedia.org/wiki/დამიანე

დამიანეს ფრესკები

http://www.irazoo.com/ViewSite.aspx?q=Ubisi&Page=1&irp=1&Site=http%3A%2F%2Ffeed.validclick.com%2Fgen.php%3Fdst%3DvMXV5G2TZKTGlIZ66NuVxOvi6pln1sO%252BkNhi16dhotu1vuDYbYOsuMieoKS7ybToaMWqqdjJhJiemna7z7LapY7ey8ij342aZWqb18aQ6bJ7mcLH2Vlrt6WrzMuZvaqCxJqWxZ6adqjAz%252B1lpqmshLPuma%252BKV5Wnn5HOtKHMqdudaX%252BYhpW2unWngoO51KyTnpd0oufX3J6D3KK9zNiZxWh1rLaswOiyp73G0%252Bidh9aunrTCma6fgpOyxn%252By3md3qbHHl22qyrPL5HqdpZ62z6aP0ptmk6fnxVlrt7u9hqZ31HyIs5mtfOSWnsTeucOOrL26xbC2a5WPibaxjKLFrZGCycHtaoCswqWxwWu6jJ%252FXqYS%252F3ZeFePDO6pussLm%252Fj%252Bucz56iyMe9rafUork%253D%26key%3Dtag-4243-0-112945390649%26affID%3D4243%26id%3DLFPvAffVC0%26sitehost%3Den.wikipedia.org

უბისი
"უბისას მონასტრის ხატები და კედლის მხატვრობა - XIVს."

უბისის ეკლესიის ხატწერისა და მონუმენტური ფერწერის ძეგლები ქართულ საეკლესიო ძეგლთა შორის სრულიად განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. მხატვრული დონითა და შინაარსობრივი დატვირთვით ეს უნიკალური ანსამბლია, რომელიც ერთდროულადაა შექმნილი ადგილობრივ სამხატვრო ამქარში გვერდიგვერდ მოღვაწე ხატმწერებისა და მონუმენტალისტების მიერ.

წიგნი "უბისას ეკლესიის ხატები და კედლის მხატვრობა _XIVს." (ავტორი ნ. ბურჭულაძე)

About Ubisi
'Ubisi' (Georgian უბისი) is a small village and a medievаl monastic complex in Georgia, particularly in the region Imereti, some 25 km from the town Kharagauli. The monastic complex of Ubisi comprises a 9th-century St. George’s Monastery founded by St. Gregory of Khandzta, a 4-floor tower (AD 1141), fragments of a 12th-century defensive wall and several other buildings and structures. The monastery houses a unique cycle of murals from the late 14th century made by Damiane apparently influenced by art from the Byzantine Palaiologan period (1261-1453). The monastery is also known for its honey made by the monks.
user posted image

http://www.irazoo.com/ViewSite.aspx?q=Ubisi&Page=1&irp=1&Site=http%3A%2F%2Ffeed.validclick.com%2Fgen.php%3Fdst%3DvMXV5G2TZKTGlIZ66NuVxOvi6pln1sO%252BkNhi16dhotu1vuDYbYOsuMieoKS7ybToaMWqqdjJhJiemna7z7LapY7ey8ij342aZWqb18aQ6bJ7mcLH2Vlrt6WrzMuZvaqCxJqWxZ6adqjAz%252B1lpqmshLPuma%252BKV5Wnn5HOtKHMqdudaX%252BYhpW2unWngoO51KyTnpd0oufX3J6D3KK9zNiZxWh1rLaswOiyp73G0%252Bidh9aunrTCma6fgpOyxn%252By3md3qbHHl22qyrPL5HqdpZ62z6aP0ptmk6fnxVlrt7u9hqZ31HyIs5mtfOSWnsTeucOOrL26xbC2a5WPibaxjKLFrZGCycHtaoCswqWxwWu6jJ%252FXqYS%252F3ZeFePDO6pussLm%252Fj%252Bucz56iyMe9rafUork%253D%26key%3Dtag-4243-0-112945390649%26affID%3D4243%26id%3DLFPvAffVC0%26sitehost%3Den.wikipedia.org

ეს კი ქართველი არქიტექტორის, აწგარდაცვლილი ვიქტორ ჯორბენაძის საიტიდანაა

Damiane's Murals at Ubisi
Ubisi on the border between Imereti and Migrelia, off the road from Kutaisi to Zestaphoni, is not a well-known place and yet the church and its monastery go back to the 9th century, and the church houses a unique cycle of murals from the late 14th century which rival the best paintings in the Byzantine churches of Istanbul.
Although the painter's name, Damiane, is known, the accurate dating of his murals are in dispute. Because of their obviously non-Georgian style and their colors I venture to contradict the Georgian art-historian Shota Amiranashsvili's claim that the paintings are Georgian and suggest that Damiane came from Konstantinopolis during the last years before the fall of the city in 1428. It is also rare that the name of a Georgian church painter is known. I know of only two other examples: Cyrus Emanuel Eugenicus (also written Evgenika) who was hired from Konstantinopolis in 1384-96 by the Dadiani to paint in Tsalentsikha, and, of course, Tevdore and his disciples in Svaneti. The Damiane paintings have no relatives in Georgia but much in common with those of the Kariye Ecclesia in Istanbul and the paintings of other Konstantinopolian refugees in Crete and Greece. - I think for instance of El Greco's Cretan teacher. - I welcome comments by Brigitta and Rolf Schrade and other scholars of this subject.

user posted image
Symbols of the Trinity in the vault of the church. The elegant hair-style of God Father and the cabalistic rhomb winged by a Tetramorph! To the left is the Annunciation pictured below and to the right the Nativity also shown further down.

user posted image
The almost aggressively dramatic angel of the Annunciation.

user posted image
Less well preserved than the Trinity the depiction of the Mother of Christ adheres to traditional Eastern Byzantine models, but it is surrounded by scenes in a pastoral landscape more turbulent than even contemporary Tuscan paintings. The washing of the child below the Three Kings to the right.

user posted image
Christ's entry into Jerusalem. Christ in off-blue is nonchalantly enthroned on a tired white donkey, the children hacking-off palm branches and especially the two dramatic crowd-scenes with their massed together people and individualized facial features (the man on the left holding out a palm leaf!) are highly refined. What and where are the models of Damiane?

user posted image
The Great Tetramorph and an over-elongated saint reminiscent of El Greco... what minerals did Damiane use to prepare his blues?

user posted image
Christ in Majesty in the apse conch....

user posted image
....and below his feet the Last Supper, an unusual location for Georgia and Byzantine painting. - The disciples have no halos and an eleventh disciple is out of the picture to the left. But Judas sits at his conventional place in the left foreground on a stool. Unfortunately this photo is not sharp...
http://vdjorbenadze.tripod.com/Ubisi/Ubisi.htm
საფლავის ქვა უბისიდან (ფოტოს ავტორი: ვიქტორ ჯორბენაძე, 1984 წელი)

Posted by: guga_art 22 Feb 2008, 22:56
ბრწყინვალე მხატვრობაა მახსოვს ერთი 7 წლის წინ ვიყავი და დღემდე დამრჩა გონებაში საოცარი იყო ნამდვილად ჩემთვის როგორც ფერწერა ისე ასოცირდება და ყინწვისის ანგელოზზე საერთოდ დავიშოკე იტალიელები აკეთებდნენ რესტავრაციას დაახლოებით იგივე წლის წინათ და მქონდა პატივი ხარაჩოებზე ავსულიყავი და ძალიან ახლოს მენახა სრული საოცრებაა

Posted by: провод 22 Feb 2008, 23:10
QUOTE
Ubisi on the border between Imereti and Migrelia,

ეტყობა მაგრა იცნობს ამის დამწერი საქართველოს. smile.gif

მართლა დიდებული ადგილია. ულამაზასესი და გამორჩეული ტაძარი. ერთი წლის წინ ვიყავი და რესტავრაციას უკეთებდნენ. ვინმემ ხომ არ იცით ეხლა როგორი მდგომარეობაა? კარგად გააკეთეს? სამწუხაროა მაგრამ ბევრი ფრესკა დაზიანებულია და ზოგი ცუდად არის რესტავრირებული. მემგონი ჯობია საერთოდ დაანებონ თავი და ისე დატოვონ როგორც არის.

Posted by: ტემპერა 22 Feb 2008, 23:27
QUOTE
დამიანე, უბისის ეკლესიის მხატვრობა

აბა არასი დამიანესიო და გვატყუებდნენო?

Posted by: androemda 21 Mar 2008, 16:26
ეს თემა რატომ ჩავარდა??sad.gif( რაც უფრო მეტი ინფორმაცია იდება ქართული მონუმენტური მხატვრობის შესახებ , მით უფრო კარგად შევძლებთ თანამედროვე ქართველი მხატვრების შემოქმედების გაგებასsmile.gif
მაშ ასე... უბისის მხატვრობა, ერთ-ერთი უნკალური ძეგლი ქართული კულტურისა, მაგრამ, ყოველთვის არსებობს " მაგრამ":) ისტორიკოსები ამ პერიოდს (XIII-XIVსს) "პალეოლოგთა სტილს" უწოდებენ, როდესაც ქართული კედლის მხატვრობაში ჩნდება ბიზანტიური ხელოვნების გავლენა და ეროვნული ელემენტების შესუსტება, რაც ასე სახასიათო იყო XI-XIII საუკუნის ძეგლთათვის(ატენი, ყინცვილის, ვარძია ......), ეს გარემოება გამოწვეული იყო გაუთავებელი ომებითა და პოლიტიკური თუ ეკონომიკური კრიზისით, მაგრამ, მედალს ორი მხარე აქვსო და ზოგი ჭირი მარგებელიაოsmile.gif დაძაბულმა ვითარება ქართველებს ეროვნული თვითშეგრძნება უფრო გაუღვივა და შემოქმედებითი ჩაკრაც გაუხსნა ( ამის ნათელი მაგალითი სახეზეა უბისის ფერწერის სახით)smile.gif ჭირში გაუტეხელობა მხატვრობაშიც გამომჟღავნდა, ქართველი მხატვრები კარგად, ზედმიწევნით კარგად იცნობდნენ და ეცნობოდნენ ბიზანტიურ მხატვრობას და იღებდნენ მათგან იმდენს რამდენიც საჭირო იყო (დღევანდელობისაგან განსხვავებით), ფაქიზად არჩეულ ფორმებსა თუ იდეებს ქართულ ყოფასა და მენტალიტეტს უთავსებდნენ, ამას უმატებდნენ თავის გამოცდილებასა და შემოქმედებითობას და საბოლოოდ იღებდნენ მხატვრობის უნიკალურ, თვითმყოფად ნიმუშებსsmile.gif

Posted by: Johnnie Walker 21 Mar 2008, 19:57
androemda
QUOTE
"პალეოლოგთა სტილს" უწოდებენ

მდას...
არ ღირს მაგ მომენტის აქცენტირება.

ელ გრეკო დიდი ესპანელი ფერმწერი იყო.

Феофан Грек - დიდი რუსი ხატმწერი.

Posted by: სემირამიდა 21 Mar 2008, 21:04
провод
QUOTE
ერთი წლის წინ ვიყავი და რესტავრაციას უკეთებდნენ. ვინმემ ხომ არ იცით ეხლა როგორი მდგომარეობაა? კარგად გააკეთეს? სამწუხაროა მაგრამ ბევრი ფრესკა დაზიანებულია და ზოგი ცუდად არის რესტავრირებული. მემგონი ჯობია საერთოდ დაანებონ თავი და ისე დატოვონ როგორც არის.

კარგად გააკეთეს ერთ ერთი საუკეთესო რესტავრაციაა

androemda
QUOTE
"პალეოლოგთა სტილს"

მგონი მიღებული "პალეოლოგოსთა "ა wink.gif

QUOTE
ქართველებს ეროვნული თვითშეგრძნება უფრო გაუღვივა და შემოქმედებითი ჩაკრაც გაუხსნა ( ამის ნათელი მაგალითი სახეზეა უბისის ფერწერის სახით)

ცოტა არაზუსტი ინფო გაქვს smile.gif


Posted by: androemda 21 Mar 2008, 21:04
Johnnie Walker
არა, ეს სულ სხვა და სხვა რამეა,smile.gif თუ უბისის მხატვრობაზეა საუბარი, "პალეოგოლოსთა სტილი" აუცილებლად უნდა ითქვას, მერწმუნეsmile.gif)
* * *
სემირამიდა
ეს ინფორმაცია ჩემმა აწგარდაცვლილმა პედაგოგმა გაავრცელა და პუბლიკაციის სახითაც გამოსცაsmile.gif ცნობისთვის ეს ადამიანი ამ პერიოდის მხატვრობას იკვლევდა, შემიძლია მისი სახელი და გვარიც დაგისახელო თუ რათქმაუნდა გაინტერესებსsmile.gif
* * *
პალეოლოგთა და პალეოგოლოსთა- ორივე მიღებული ფორმაა, ამაზე უკვე აღარ დაობენsmile.gif

Posted by: სემირამიდა 21 Mar 2008, 21:13
androemda
QUOTE
ეს ინფორმაცია ჩემმა აწგარდაცვლილმა პედაგოგმა გაავრცელა და პუბლიკაციის სახითაც გამოსცა ცნობისთვის ეს ადამიანი ამ პერიოდის მხატვრობას იკვლევდა, შემიძლია მისი სახელი და გვარიც დაგისახელო თუ რათქმაუნდა გაინტერესებს

თუ გინდა მე დაგისახელებ და რითიც გარდაიცვალა იმასაც გეტყვი smile.gif

მაგრამ შენ გარდა იმისა რომ მაგ პუბლიკაციას იცნობ , სხვას რას იცნობ?

პ.ს. ასევე ვიცი რომვაჩეიშვილი გასწავლიდა და ასევე ისიც რომ აკადემიელი ხარ biggrin.gif ( მაგრამ ალბათ რარაცეები დაგავიწყდა smile.gif )

QUOTE
პალეოლოგთა და პალეოგოლოსთა- ორივე მიღებული ფორმაა, ამაზე უკვე აღარ დაობენ

ოკ ამაზე არ ვიდაოთ smile.gif

Posted by: androemda 21 Mar 2008, 21:15

ხოო????smile.gif) შენც აკადემიის ხელ.და რესტ, ფაკ..... ხარ მოწამლული????smile.gif)))

Posted by: სემირამიდა 21 Mar 2008, 21:17
ქართველოებს ეროვნული თვითშეგნება ყოველთვის ქონდათ და თუ გაღვივებაზეა საქმე ალბათ უფრო პალეოს სტილის მინელების შემდგომ უფრო გაუღცვივდა ( მხატვრობის ამბავში smile.gif ) იმიტომ რომ თუ ატყობ უბისა მკვეთრად პალეოლოგოსურია, შეიძლება ითქვას პალეოლოგოსი ყვავის biggrin.gif ჰოდა ეგ ნიშნავს რომ ძალიან ძლიერია ბიზანტიის გავლენა . აი , როცა პალეოო მიინავლა , მერე რა მოხდა თუ იცი და რა წამოვიდა წინ ( არც პოსტპალეოს არ ვგულისხმობ ამ შემთხვევაში ) აი ეგ იყო ეროვნული თვითშეგნების გამოფხიზლებაც ,, გაღვივებაც და გადარჩენისთვის ბრძოლაც smile.gif

ასეთ რამეებზე შეიძლება ვილაპარაკო მაგრამ მართალი გითხრა წერა მეზარება და თუ არ შეგეპასუხე მეტად არ გაგიკვირდეს smile.gif
ისე ვეცდები biggrin.gif
* * *
androemda
QUOTE
ხოო????) შენც აკადემიის ხელ.და რესტ, ფაკ..... ხარ მოწამლული????)))

lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: Johnnie Walker 21 Mar 2008, 21:28
androemda
კი, ალბათ უნდა ითქვას, იმიტომ რომ ეგეთი "წრეგადასული" ექსპრესია ქართული ფრესკებისათვის დამახასიათებელი არ არის. მაგრამ ისე ვთქვათ ხოლმე, "შინაურულად" იმიტომ, რომ ნამეტანი კარგია და მაინცდამაინც უცხოდ და ბიზანტიურად ნუ გამოვაცხადებთ-თქო wink.gif smile.gif

მაგალითად, სან ვიტალეს მოზაიკებს რავენაში იტალია ადვილად აცხადებს ბიზანტიურად (მართლა ბიზანტიურია, იუსტინიანეს და თეოდოსიას ასახავს), მაგრამ იტალია რბილად რომ ვთქვათ, ძალიან მდიდარია კულტურის ძეგლებით. ჩვენ ეგეთი გულუხვობის უფლება არა გვაქვს (ვერა გვაქვს biggrin.gif).

Posted by: სემირამიდა 21 Mar 2008, 21:33
Johnnie Walker
QUOTE
ჩვენ ეგეთი გულუხვობის უფლება არა გვაქვს (ვერა გვაქვს ).

და მერე რამე აკლდება უბისას იმით რაც სინამდვილეშია ის რომ ვთქვათ? biggrin.gif

Posted by: androemda 21 Mar 2008, 21:38
Johnnie Walker
არა, ბიზანტიურად ნამდვილად არავინ არ აცხადებსsmile.gif ზემოთ დავწერე, რომ, ამ პერიდოში ქართველი მხატვრები კარგად იცნობდედ ბიზანტიურ მხატვრობას და მათგან ბევრი რამ ისწავლესთქო, მაშინ ეროვნულ თვითშეგრძნებას აღარ ვახსენებდიsmile.gif
მომდევნო მიმდინარეობას რას გულისხმობ; ხალხურ ნაკადს თუ ათონურს????

Posted by: amadeus 21 Mar 2008, 21:39
ამჟამად უბისის მონასტერში მოღვაწეობს მამა მათე ძალიან დიდი პიროვნება.
ერთ ამბავს გავიხსენებ რომელიც ეხება წიგნს "უბისას ეკლესიის ხატები და კედლის მხატვრობა _XIVს."
2002 წლის ზაფხულში ვაგზლის მოედნის მიდამოებში
დავეხეტებოდი, მოკლედ როდესაც "ნაგვის" დიდ გროვას მივუახლოვდი დავინახე დასურათებული წიგნი,
თავიდან ვერ მივხვდი რა იყო (ახლოს მისვლაც მომერიდა ხალხმრავალი ადგილი იყო),
ბოლოს გავბედე და მივუახლოვდი და რას ვხედავ ეს უდიდესი
წიგნი ამ ნაგვის გროვაში აგდია უმოწყალოდ. არც კი დავფიქრებულვარ
ისე დავწვდი, კარგად გავწმინდე და სახლში წამოვიღეsmile.gif
ეს დღე არასოდეს დამავიწყდება ასე მეგონა იმ წიგნში არსებული
ყველა წმინდანი ჩემზე ლოცულობდნენ ეხლაც მაჟრჟოლებს ტანში,
რომ გამახსენდება smile.gif

Posted by: androemda 21 Mar 2008, 21:53
amadeus
აღფრთოვანებული ვარsmile.gif ჭეშმარიტად იმსახურებ 2kiss.gif

Posted by: NinaNoir 24 Mar 2008, 21:23
მე მინდა რომ ჯვარი უბისაში დავიწერო, ბიძია-ბაბუას რომ უნდოდა თამუნიასთან ალავერდში დაეწერა ჯვარი ეგრე smile.gif

უბისის მხატვრობა ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც საქართველოში არსებობს.... (ჩემი აზრით და არა მარტო ჩემი)

საერთოდ საეკლესიო კედლის მხატვრობაზე თუ წავიდა ლაპარაკი სვანეთი ეკლესიების ფრესკებს არაფერი მირჩევნია.......

ნაკიფარი, ლენჯერი, ლაღამი კალას კვირიკეს ეკლესია, ლამარია ცუდად არის შემონახული, მაგრამ მაინც, და ა.შ


Posted by: androemda 24 Mar 2008, 21:37
NinaNoir
გახსენი სვანეთის მხატვრობაზე თემა smile.gif თემის ამოქაჩვა ჩემზე იყოსsmile.gif

Posted by: amadeus 26 Mar 2008, 10:25
androemda
QUOTE
გახსენი სვანეთის მხატვრობაზე თემა

შენ ვერ ხსნი?

Posted by: ტემპერა 26 Mar 2008, 10:51
ისევ დამიანე?
--------------------------------

Posted by: androemda 28 Mar 2008, 14:22
amadeus
მე თავმდაბალი ადამიანი ვარ. ჯერ არ მაქვს ამის უფლება no.gif

Posted by: Tsadamiani 28 Mar 2008, 14:48
აუ ძაან მაგრა მიყვარს ეგ ეკლესია , გვერძე კოშკით და სასაფლაოებით
ჩემი სოფლის გვერძეა და ყოველ წელს დავდივარ ხოლმე

აბაშიძეების საგვარეულო ეკლესია იყო

Posted by: amadeus 6 Apr 2008, 23:47
მოკლედ უბისაში ვიყავი დღეს წირვას დავესწარი smile.gif
დიდი სულიერი სიამოვნება მივიღე.
http://img237.imageshack.us/my.php?image=img0481fb0.jpg
http://img237.imageshack.us/my.php?image=img0477wq1.jpg
http://img237.imageshack.us/my.php?image=img0471au9.jpg
http://img237.imageshack.us/my.php?image=img0480og3.jpg

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)