სამწუხაროდ ასეა ((
და არა მხოლოდ საქართველოში, და არა მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეში, ეს თანამედროვე ცივილიზაციის პრობლემაა.
განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ე.წ. განვითარებულ ქვეყნებში სხვადასხვა სახის სამედიცინო მეცნიერებების (საბუნებისმეტყველო, ინტეგრაციული, ალტერნატიული და ა.შ.) მონაპოვარის რეალიზაციას შედარებით მოკლე დრო სჭირდება.
ავადმყოფის იმედგაცრუებას კი დიდი დრო არ უნდა, მით უფრო საბუნებისმეტყველო სამედიცინო მეცნიერების ინდუქციური დიფერენცირებისა და ურთიერთგამომრიცხავი შეთავაზებების ფონზე.
ამას ემატება პრაქტიკოს ექიმთა მუდმივი ჩამორჩენილობა დროში...
°
ლიბერალ-დემოკრატიული პიროვნული უფლებები და თავისუფლებები თავისთავად ითხოვს და ქმნის კიდეც ისეთ გარემოს, სადაც პიროვნება უცილობელი გამოწვევის წინაშე დგას: მან თავად უნდა აირჩიოს ექიმი, ადვოკატი, საფინანსო მრჩეველი და ა.შ.
პიროვნების ასეთი ჩართულობა, მატერიალური რესურსის არსებობის შემთხვევაშიც კი, ხშირად ურთულეს მდგომარეობაში აყენებს მას.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ:
საზოგადოდ, ნებისმიერი დაავადების პრევენცია და მკურნალობაა შესაძლებელი, მაგრამ არა მხოლოდ წამლების საშუალებით — ნებისმიერი წამალი შედეგის მკურნალობას ემსახურება და არა მიზეზის.
აქ კი თავად პიროვნული ცნობიერების პრობლემასთან მივდივართ: პიროვნებას მხოლოდ წამალი სურს, თანაც უკვდავების წამალი და არა ცნობიერი ჩართულობა და ცხოვრების სტილის გადახედვა.
და რაც მთავარია, მას არ აქვს შესაბამისი ცოდნა-გამოცდილება.
ერთადერთი გამოსავალი დედუქციური გამაერთიანებლის (ინფორმაცია, გამოცდილება და ა.შ.) შემოტანაა.
ასეთი ცოდნა-გამოცდილების ადამიანები კი იშვიათია...
სწორედ ამ მიზნით შემოგთავაზეთ შეხვედრა
* * *