forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
reklama

Pages: (9) « პირველი ... 4 5 [6] 7 8 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> რას იტყვით სოდაზე, მკურნალია?
tintoreto
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9084
წევრი No.: 134933
რეგისტრ.: 19-August 11

გამოგზავნილია: 16 May 2016, 23:23  #47831868      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
web_nts
QUOTE
აი ასეთი სისულელის დაწერა როგორ შეიძლება?

ხალხი ვისაც სიმსივნით დაავადებული ყავს ოჯახში, ყველგან რაღაც საშველს ეძებს. შენ შემოდიხარ და წერ რაღას სრულიად სისულელეს რომელსაც ბევრი დაიჯერებს, იყიდის და დალევს ან სხვას დაალევინებს.

АСД სტალინი ბერიას დავალებით შექმნილია
ნახე მაგაზე უამრავი წყაროა
მე ვიცნობ ხალხს, რომ ამ პრეპარატის მეშვეობით დღეს ცოცხლები არიან, როცა რამოდენიმე წლის წინ ექიმებმა ორი სამი თვის სიცოცხლე ივარაუდეს
ექიმთან კონსულტაცია საჭიროა, მაგრამ როცა აღარაა საშველი და იცი რომ ახლობელს ვერანაირი წამალი და ექიმი ვერ უშველის, მაშინ რატო არ შეიძლება ამ პრეპარატის მიღება? როგორც ბოლო შანსის?


--------------------
Если человека кусает вампир, он становится вампиром. Такое ощущение, что очень многих вокруг искусали бараны...
არაფერია უფრო მუდმივი,ვიდრე დროებითი უფულობა...

მსოფლიოს მართავს მხოლოდ ფული და სექსი!

ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშა და თბილისში შავი ჯიპი
donpako007
RUGBY


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2942
წევრი No.: 8706
რეგისტრ.: 7-February 05

გამოგზავნილია: 16 May 2016, 23:41  #47832050      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · icq · aim · yim · msn


--------------------
ค้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้__ค้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้ ค้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้__ค้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้
willsmith
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 172
წევრი No.: 213734
რეგისტრ.: 4-February 16

გამოგზავნილია: 17 May 2016, 00:17  #47832437      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
sandrikia
QUOTE
ამიტომ უნდა დაასხა ადუღებული წყალი. და მერე აღარაა საშიში..


უფრო რომ დააზუსტოთ?

რატომ აღარ არის საშიში ანუ კუჭს ხომ რეცხავს თუ ამის შემდეგ აღარ გახვრეტავს კუჭს?

ასევე დააზუსტეთ როგორ უნდა დალიოს ადამიანმა პროფილაქტიკის მიზნით?

რა რაოდენობის ადუღებულ წყალს ვასხავთ რამდენ სოდას ვუშვებით და რომ გავაცივოთ ადუღებული წყალი ისე არ შეიძლება? თუ მაინც ცივი წყალი უნდა დაესხას და იმ წუთასვე დალიო აი ეგ ვერ გავიგე. smile.gif
machaxela
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4025
წევრი No.: 43877
რეგისტრ.: 12-October 07

გამოგზავნილია: 17 May 2016, 00:45  #47832682      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ისა და სოდიანი წყლის სმა კუჭს ხვრეტსო გამიგია და რანაირად სვას ადაიანმა?

სოდიანი წყლის სმა კუჭს არ ხვრეტს . კუჭს ხვრეტს წყლული, სოდა კუჭში მჟავე გარემოს აქცევს ტუტედ, რაც ამცირებს ტკივილის და წვის შეგრძნებას, ადამიანისათვის ტკივილი ასატანი ხდება აღარ მკურნალობს კვალიფიციურად ამ დროს წყლული თავის საქმეს აკეთებს, ათხელებს კუჭის კედელს და საბოლაოდ ხვრეტს მას.

This post has been edited by machaxela on 17 May 2016, 00:49
sandrikia
RUGBY


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11434
წევრი No.: 92255
რეგისტრ.: 26-May 09

  გამოგზავნილია: 17 May 2016, 01:01  #47832829      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
willsmith

მოკლედ მე რა ვიდეოებიც დავდე 2 წუთიანი ვიდეო რომელიცაა მანდაა ყველაფერი ახსნილი... მეორე ვიდეოა!!

This post has been edited by sandrikia on 17 May 2016, 01:09


--------------------
"სამყაროს უძველესი არიელები სწორედ კავკასიის მთების შვილები არიან" Johann Friedrich Blumenbach

ვერ ვივიწყევ ძველ სკოლას, იმიტომ რომ ძველი სკოლიდან ვარ!!

коллекционер
Queeestion
Vazha Shenentho Chkhaidze


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1053
წევრი No.: 102159
რეგისტრ.: 12-October 09

გამოგზავნილია: 17 May 2016, 03:52  #47833713      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
Geooo, miha-miha587

უკაცრავად, შემაგვიანდა ))
შევეცდები ცოტა რამ მაინც ვთქვა, თუმცა საამისო ადგილი და ფორმატი აქ არ არის.
ამასთანავე, ჩემთვის ცნობილი არაა, თუ რა პროფესიულ ენაზე უნდა მოგაწოდოთ ინფორმაცია.
არც თქვენი ინტერესის ადრესატის ინდივიდუალური და კულტურულ-ეთნიკური იდენტობა ვიცი, არც სქესი, ასაკი, დაავადება და ა/.შ.
თუმცა, ასე საუბარი ფორუმ.ჯი-ზე მოსულა... ))

°

დღეს, ძირითადად, რამდენიმე სახის აქტიური მედიცინა არსებობს:

1. საბუნებისმეტყველო (მატერიალისტური) მედიცინა, რომელსაც აქვს ცნობიერი საყრდენი; რომლისთვისაც დამახასიათებელია ინდუქციური აზროვნება; რომელიც ყველაფერს ჰყოფს, მაგრამ ვეღარ აერთიანებს; რომელიც ცდილობს ნაწილებიდან მთელი დაინახოს, რაც შეუძლებელია; რომელიც დღეს ერთს ამბობს, ხვალ მეორეს, ზეგ მესამეს. და, რაც მთავარია, ყველა ეს პოზიცია უმრავლეს შემთხვევაში ერთმანეთის საწინააღმდეგოა... უძველესი ჭეშმარიტება «ყველაფერი საკვებია და ყველაფერი წამალია, გააჩნია რაოდენობას» სრულიად სხვა სლოგანმა შეცვალა: «ყველაფერი ყველაფრის წამალია». სოციალური ქსელებია ამის დასტური. თანაც, ის, რაც გუშინ წამალი იყო, დღეს შხამია და პირიქით. ხვალ კი ისევ შებრუნდება კარუსელი… ეს არ არის ნეგატივზე კონცენტრაცია, ეს არის მხოლოდ ფაქტების აღნიშვნა.

2. ანთროპოსოფიული მედიცინა, რომელიც ცნობიერად ეყრდნობა დედუქციურ აზროვნებას; რომელიც მთელიდან ხედავს ნაწილებს; რომელიც სულიერში იღებს სათავეს და ფიზიკურ-მინერალურისკენ მიედინება. იგი ადამიანსა და მის გარემოს ჰარმონიულ ერთობლიოობაში განიხილავს. აქ ცვლილებები მხოლოდ ეპოქისმიერი და ინდივიდუალურია.

3. ურთიერთობითი მედიცინა, რომელიც 1981 წელს მრეტმა შემოიტანა. იგი ცნობიერად ითვალისწინებს როგორც საბუნებისმეტყველო, ისე ანთროპოსოფიული მედიცინის მონაპოვარს და ეყრდნობა სულიერ-მშვინვიერ, ინდივიდუალურ-პიროვნულ ურთიერთობებს (რეზონანსს).

4. ალტერნატიული მედიცინა, რომელიც ეყრდნობა ძველ კულტურათა ნამუსრევებს, ხოლო მისი მკურნალობის მეთოდიკა დღეს უკვე ლატარიის თამაშს წააგავს.

5. ინტეგრირებული მედიცინა, რომელიც სინამდვილეში ეკლექტური მედიცინაა, ანუ იგი ცდილობს სხვადასხვა ძაფზე აასხას ერთი მძივი, რაც შეუძლებელია, და რაც ასევე ლატარიის თამაშს წააგავს.

თემა განხილული იქნება სხვადასხვა სახის მედიცინის პოზიციებიდან, დაცალკევებით.

°

ჩემს წინა პოსტში უკვე ვთქვი, რომ საზოგადოდ, ნებისმიერი დაავადების პრევენცია და მკურნალობაა შესაძლებელი, მაგრამ არა მხოლოდ წამლების საშუალებით — ნებისმიერი წამალი შედეგის მკურნალობას ემსახურება და არა მიზეზის. აქ კი თავად პიროვნული ცნობიერების პრობლემასთან მივდივართ: პიროვნებას მხოლოდ წამალი სურს, თანაც უკვდავების წამალი და არა ცნობიერი ჩართულობა და ცხოვრების სტილის გადახედვა.

ერთი სიტყვით, დღევანდელმა ადამიანმა უნდა შეიძინოს შესაბამისი ცოდნა-გამოცდილება, იგი თავად უნდა იქცეს მკურნალად, სხვა გზა აღარ არსებობს. ამ თემაში თქვენი აქტიურობაც ამის დასტურია.

ცხადია, აქ ექიმის როლის დაკნინებაზე სულაც არაა საუბარი, პირიქით: დაინტერესებულმა ადამიანმა იმდენი ცოდნა-გამოცდილება მაინც უნდა შეიძინოს, რომ შეძლოს რეალური გადაწყვეტილების მიღება, თუ რომელ ექიმს მიანდოს თავისი ჯანმრთელობა.

°

საბუნებისმეტყველო მედიცინა საკვები სოდით მკურნალობის შესახებ.

საკვები სოდა დღევანდელი მედიცინის აღმოჩენა არაა, იგი დიდი ხნის უკან იყო ცნობილი, როგორც ბაქტერიოციდული, ანთებისაწინააღმდეგო და სხვა თვისებების მქონე მინერალი. თუმცა, თანამედროვე საბუნებისმეტყველო მედიცინის მიერ მჟავა-ტუტოვანი ბალანსის აღმოჩენის შემდეგ საკვები სოდის (და არა მარტო საკვები სოდის!) გამოყენებას სხვა საფუძველი და მიმართულება მიეცა.

მართალია, საკვები სოდა უამრავი დაავადების სამკურნალოდ იქნა გამოყენებული, მათ შორის ე.წ. კიბოს სამკურნალოდ, მაგრამ იგი, უმთავრესად, უშუალოდ არ ზემოქმედებს ამ დაავადებებზე.

ადამიანის ორგანიზმში მჟავა-ტუტოვანი ბალანსის (დიდების ნორმა pH-7.5 / 7.7) დარღვევისას შექმნილი მჟავა გარემო იწვევს სხვადასხვა დაავადებებს, ხოლო საკვები სოდა გამოიყენება ამ დარღვეული ბალანსის აღსადგენად.

საკვები სოდის (NaHCO3) მაჩვენებელი არის pH-8.1 ანუ ახლოსაა ნეიტრალურ გარემოსთან, ხოლო ჩამქრალი სოდის (Na2CO3) მაჩვენებელი არის pH-11.0 ანუ გაცილებით ძლიერი ტუტეა. 60° C ტემპერატურაზე საკვები სოდა იშლება და ვღებულობთ ჩამქრალ სოდას.

გავრცელებული აზრი, თითქოს ჩამქრალი სოდის წყლიანი ხსნარი აზიანებს კუჭის ლორწოვან გარსს და საერთოდ კუჭნაწლავის სისტემას, ლაბორატორიული ცდებით არ დასტურდება.

!!! უკვე დაავადებული კუჭ-ნაწლავი თავისთავად პრობლემურია და აუცილებელია ექიმის კონსულტაციები.

!!! ჩამქრალი სოდის წყლიანი ხსნარი უნდა მიიღოთ აუცილებლად მშიერზე, ხოლო საკვები მიიღოთ 30-40 წთ. შემდეგ.

ხსნარის კონცენტრაციის შერჩევა ინდივიდუალურია, ამიტომ უმჯობესია თავიდან ჩაის კოვზის წვერით აიღოთ საკვები სოდა და ცხელი წყლით ჩააქროთ. საბოლოოდ, დღეში ორჯერ თითო ჩაის კოვზი. ზედმეტი სოდა გამოიყოფა საშარდე გზებით.

!!! ორგანიზმის რეაქციებს ყურადღება უნდა მიაქციოთ.

°

ალტერნატიული მედიცინა საკვები სოდით მკურნალობის შესახებ.

ძველი ინდუსები, იყენებდნენ რა საკვებ სოდას, მკაცრად მიუთითებდნენ ორგანიზის თანდათანობითი და ხანგრძლივი შეჩვევის აუცილებელობაზე, თვით ჯანმრთელი ადამიანის შემთხვევაშიც კი. ცხადია, ამ მხრივ გასათვალისწინებელია ძველინდური ეპოქის დრო და მისი აღმოსავლეთში მდებარეობა (გეოგრაფიული მედიცინის პოზიციიდან).

ძველი ჩინელები და იაპონელები საკვებ პროდუქტებს ჰყოფდნენ ინად და იანად. მათი სწორი კვების უმთავრესი საფუძველი იყო ინ-იან ბალანსის რეგულირება, შესაბამისი სიმპტომატოლოგიური მონაცემებით. ამ პროდუქტების სიაში იყო საკვები სოდაც.

°

ანთროპოსოფიული მედიცინა კიბოს (კანცერის), კვების საფუძვლებისა და საკვები სოდის შესახებ.

ანთროპოსოფიული მედიცინის (ციტოლოგიის) საზრისით არ არსებობს კიბოს უჯრედი, როგორც ასეთი. ეს არის ჩვეულებრივი უჯრედი შესაბამისი თვისებებით. ხოლო კიბო წარმოიქმნება იმ შემთხვევაში, როდესაც უჯრედის დიფერენციაციის ხარისხი აღარ შეესაბამება ორგანიზმის მოცემულ სისტემას / ორგანოს. ყოველივე ეს ლაბორატორიული ცდებით იქნა დადასტურებული საუკუნის უკან.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, კიბო ეს არის საზოგადოებისა და პიროვნების ჰარმონიული ურთიერთობის რღვევის შედეგი (მაგ. ასე იყო გასული საუკუნის 90-იანი წლების საქართველოში) ანუ ნებისმიერი კიბო არის ანარქიული წარმონაქმნი.

კიბოს წარმოქმნის საბაბი მრავალგვარი შეიძლება იყოს, მაგრამ მიზეზი ერთია: იმუნური ძალების დაქვეითება. სწორედ იმუნოძალების გასაძლიერებლად შეიქმნა ფითრის პრეპარატი «ისკადორი». ეს პრეპარატი არის კიბოს პრევენციისა და საწყის ეტაპზე მკურნალობის საშუალება. იგი ასევე გამოიყენება სიმსივნის საოპერაციოდ მოსამზადებლად (სიმსივნის საზღვრების გამოკვეთა) და ოპერაციის შემდეგდროინდელი მკურნალობისას (ქიმიო- და სხივური თერაპია), უარყოფითი გვერდითი შედეგებისგან დაცვის მიზნით.

გასული საუკუნის 80-იან წლების დასაწყისში, საკუთარ ლაბორატორიაში, მე თავად შევქმენი ფითრის ძლიერი პრეპარატი განსხავებული ტექნოლოგიით...

ანთროპოსოფიული მედიცინის საზრისით თანამედროვე დაავადებების აბსოლუტური უმრავლესობა, მათ შორის კიბოც, განპირობებულია აბსტრაქტული აზროვნებისა და არასწორი კვების გამო სისხლში მიმდინარე პროცესებით (მინერალიზაციის მაღალი ხარისხი და სხვ.).

ანთროპოსოფიული მედიცინა ადამიანს ხედავს როგორც მრავალწევროვან არსებას და საკვები პროდუქტებიც ამ წევრების შესაბამისი კუთვნილებით აქვს წარმოდგენილი. ამ ხედვით მინერალები ყველაზე გვიან შემოვიდა ადამიანის კვებაში. იგი თავის დროზე პოზიტიური მოვლენა იყო, მაგრამ დღეს უკვე ზედმეტად აძლიერებს ადამიანის მინერალურ აზროვნებას და ხელსაყრელ გარემოს ჰქმნის თანამედროვე დაავადებებისთვის, მათ შორის კიბოსთვის.

ასე რომ, საკვები სოდის, როგორც მინერალის, კიბოს თუ სხვა დაავადებების სამკურნალოდ გამოყენება არის მხოლოდ შედეგის და არა მიზეზის მკურნალობა, შესაბამისი პოტენციური ნეგატიური მოულოდნელობებით სხვადასხვა მიმართულებით.

ერთი სიტყვით, ადამიანმა უნდა გაიცნობიეროს თავისი სულიერ-მშვინვიერ-ფიზიკური მდგომარეობა და შესაბამისი ცხოვრების სტილი.

°

საბუნებისმეტყველო მედიცინა და შენენთო გლუტეინისა და ლაქტოზის აუტანლობის შესახებ.

თანამედროვე დაავადებების აბსოლუტური უმრავლესობა გამოწვეულია გლუტეინის აუტანლობით.
ასე რომ, ჯერ გლუტეინის პრობლემას მიხედეთ და არანაირი სოდა, წყალბადის ზეჟანგი, АСД და სხვ. აღარ დაგჭირდებათ.

https://www.facebook.com/notes/vazha-shenen...631734603760071

https://www.facebook.com/notes/1621367388130126/

https://www.youtube.com/user/ShenEntho/videos

°

გთხოვთ, აქ მეტ შეკითხვას ნუღარ დამისვამთ.
დანარჩენზე, როგორც უკვე ვთქვი, თუ შეხვედრას მოაწყობთ, იქ ვისაუბროთ.



This post has been edited by Queeestion on 17 May 2016, 03:58


--------------------
ქმენ, რაცა შენი ფერია! (რ)

PM-ს არ ვკითხულობ :)
Mako Subladze
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5614
წევრი No.: 12655
რეგისტრ.: 8-September 05

გამოგზავნილია: 17 May 2016, 09:19  #47834174      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
Queeestion
სიმსუქნეზე თუ გაქვთ დაკვირვება?
სად შეიძლება ვნახო, როგორ გავთავისუფლდე ზედმეტი წონისგან?


--------------------
მომავალი ეკუთვნის მშვიდობიან კაცს.
datoka888
law


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 909
წევრი No.: 21365
რეგისტრ.: 5-July 06

გამოგზავნილია: 17 May 2016, 09:36  #47834250      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
http://www.amazon.com/Bicarbonate-tablets-...ailpage_o01_s00

როგორც წამალი ისე გამოუწერეს ჩემს ახლობელს. (თირკმელებში აზოტის გასანეირტალებლად). ჩვეულებრივი სოდაა, ტაბლეტების სახით.
ამბობენ PH აბალანსებსო. შედეგი ნამდვილად გამოიღო.

ცალკე თემაა ის რომ 100 ტაბლეტი ღირს აქ აფთიაქში 50-60 ლარი. იქ კი 1000 ტაბლეტიsmile.gif

სპეკულიანტები არიან, რა უნდა ელაპარაკო.



This post has been edited by datoka888 on 17 May 2016, 09:38
kactus
Super Crazy Member +++


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 34983
წევრი No.: 52780
რეგისტრ.: 30-January 08

გამოგზავნილია: 17 May 2016, 09:47  #47834297      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Mako Subladze
მეტი კითხვა აღარ დამისვათო! user.gif


--------------------
Non fare tutto cio che puoi,
Non spendere tutto cio che hai,
Non credere tutto cio che odi,
Non dire tutto cio che sai.
Mako Subladze
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5614
წევრი No.: 12655
რეგისტრ.: 8-September 05

გამოგზავნილია: 17 May 2016, 10:07  #47834402      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
kactus
QUOTE
მეტი კითხვა აღარ დამისვათო!

არაო?
დავრჩენილვარ აბა მსუქანი.
არაა ჩემი საშველი.
roulette
კახური ზეთით?


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1340
წევრი No.: 93793
რეგისტრ.: 16-June 09

გამოგზავნილია: 17 May 2016, 10:09  #47834412      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მოკლედ თვეში ერთი კვირა უზმოზე მივიღებ ჩამქრალ სოდას (ჯანმრთელი ვარ და ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ) და სამი კურსის შემდეგ დავწერ რამეს თუ შევამჩნევ. დაწყებამდე სისხლის საერთო ანალიზს გავიკითებ და დასრულების შემდეგაც. გადავუღებ ფოტოებს და დავდებ ამ თემაში. დროებით.


--------------------
გღვიძავს? (O_o) მოხვედი? (-_-) სად გაცივდი? (u_u) ის იცი? (ო_ო)
kactus
Super Crazy Member +++


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 34983
წევრი No.: 52780
რეგისტრ.: 30-January 08

გამოგზავნილია: 17 May 2016, 10:10  #47834421      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Mako Subladze
QUOTE
არაო?
დავრჩენილვარ აბა მსუქანი.
არაა ჩემი საშველი.

lol.gif
მაგაზე ადვილი რა არის?!
ამოიღე რაციონიდან პურ-ფუნთუშეული,ცომეული და ტკბილეული.
ტანწერწეტა გახდები! boli.gif
* * *
roulette
QUOTE
მოკლედ თვეში ერთი კვირა უზმოზე მივიღებ ჩამქრალ სოდას (ჯანმრთელი ვარ და ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ) და სამი კურსის შემდეგ დავწერ რამეს თუ შევამჩნევ. დაწყებამდე სისხლის საერთო ანალიზს გავიკითებ და დასრულების შემდეგაც. გადავუღებ ფოტოებს და დავდებ ამ თემაში. დროებით.

მე ვერ ვბედავ.ჯანმრთელი რომ ვარ,იმიტომ.მეშინია,რამე არ ავიკიდო.
რადგან არ გეშინია და შენი სურვილით იწყებ,დაიწყე! შედეგები აუცილებლად შეგვატყობინე,რა!
roulette
კახური ზეთით?


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1340
წევრი No.: 93793
რეგისტრ.: 16-June 09

გამოგზავნილია: 17 May 2016, 10:44  #47834638      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
kactus
აუცილებლად დავწერ შედეგებს ანალიზის ფოტოებთან ერთად.
lexanna
სამართლიანი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3209
წევრი No.: 2964
რეგისტრ.: 27-October 03

გამოგზავნილია: 17 May 2016, 14:01  #47836210      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
GIORGI XXL
QUOTE
ბიოფსიის პასუხი დადე და შეიძლება ვირწმუნოთ.

კახურად გეტყვი და ნუ იწყენ ''აი ჩემ ფეხებს ტუ არ დაიჯერებ'' biggrin.gif მე კი მიშველა და ცოცხალი ვარ და სენ და თქვენ აქ გინდატ დაიჯერეტ გინდა არა

ახლა იმასაც ვერ იტყვიტ სოდა ჩემი და მამაჩემის ბიზნესია და გასაღებას ვცდილობ biggrin.gif

ახლა ყველა მათ ვინც მომწერეთ გიპასუხებთ მოკლედ და მერე ეგებ თავად გავხსნა განვრცობილი თემა ამაზე

ერთი და უმთავრესი ისაა რომ მე ეს დეფექტი გენი მემკვიდრეობით მაქვს, მკერდის კიბო მემკვიდრეობიტია, დედაჩემი და მის ჯიშში ქალები (ჩემი დეიდაშვილები) ამიტ გარდაიცვალნენ. მარტო ესაც კი საკმარისია იმისტვის რომ უცხოეტში ასეტი დედის ქალიშვილები მკერდს(ორივე ზუზუს) პრივენციის მიზნიტ იკვეტენ (ანჯელიკა ჯოლი ამის მაგალიტია ტქვენტვის, რომლის დედა და დეიდაც ძუძუს კიბოთი დაიღუპნენ) ეს იმატ ვეუბნები ვინც დიაგნოზსს და ქაღალდებს მტხოვს biggrin.gif

მე რა ტქმა უნდა სტადიებამდე საქმე არ მიმიყვანია და საერტოდაც ექიმტან საერტოდ არ დავდივარ მას შემდეგ რაც მატგან ხეირი ვერ ვნახე თავად გადავწყვიტე მკურნალობა და გეტყვით რაც ხალხურ მედიცინას ვიყენებ საერტოდ ამ ხნის ვარ ავადყოფობა არ ვიცი რა არის არანაირი (ფუფუ ჯვარი მწერია) და წამალიც არასდროს მიმიღია( არც მე და არც ჩემს შვილს) გარდა იმისა რომ მემკვიდრეობიტ მაქვსს ეს ავადმყოფი სიმსივნის გენი. მარა ამიტ მე 100 წ არ მოვკვდები რაც სოდის ტერაპიას მივაგენი. ადრე სხვა ტერაპიას მივმარტავდი და წარმატებიტ მარა ეს ავდმყოფობა უკან ბრუნდება გარკვეული დროის მერე, ამაზე ძალიან ბევრი შემიზლია დავწერო მარა არ ვტვლი ამ წამს საჭიროდ, მგონი რაც დავწერე იმაზე მეტი ინფრომცია არ არის საჭირო. ვისაც უნდა გააკეტებს ვისაც არა არა, თქვენზეა, ეს ფული არ ღირს რომ დაგენანოს.

იმას კი ვიტყვი რადგან ეს გენი მაქვს სხეულში ის უკან ბრუნდება გარკვეული დროს მერე და მე პროფილაქტიკის სახიტ დრესაც ვიღებ ასე 3 ტვესი ერტხელ რამდნიმე დღე სოდას, დალევა ძალინა მიჭირს ტორემ სარეტოდ დავლევდი(ეს ახდუნებს კიდეც, სხვატა შორის)

იმათ კი ვუპასუხებ ვისაც აინტერსებდატ ჩემი მდგომარობა დიაგნოზი, რომ იცოდეთ რომ მარტის ბოლოს კაკლისხელა რაღაც აღმოვაჩინე მუცელში რომელიც 3 ტვეში იმხელა გაიზარდა ფორტოხალი გეგონებოდა და ახლა ეს ხილი ფორტოხალი რომ არ იქნებოდა კი მიხვდებით biggrin.gif ივლისის დასაწყისში დავიწყე სმა, 2 კვირაც არ მისვამს და ნოემბრის დასაწყუსში ეს ფორტოხალი საერთდო გამიქრა. 3 წლ კი გავიდა. როგორც ვტქვი პერიოდულაად პროფილაქტიკის მიზნიტ ახლაც ვიღებ.




* * *
პ.ს. პირველად 20 წლ წინ აღმოვაჩინე ეს მკერდში და მას მერე ტავად ვმკურნალობ, ეს 10 წლის მერე დაბრუნდა ტავში და როცა მუცელში აღმოვაჩინე და წინა ტერაპიიტ ვერარ მივუდექი მერე სოდაზე გადავედი. სოდის აღმოჩენის მერე სოდით განვაგრზობ რომ არასადსროს დაბრუნდეს.

სოდა კი სიმონჩინის აღმოჩენილი ნამდვილად არ არის, სოდიტ უძველესი ცივილიზაციები მკურნალობდნენ ჯერ კიდევ ; ეგვიპტელები ; ინდოელები და სხვები, ეეს მატ მედიცნის წიგნებშიც ყოფილა სეტანილი, მაგ კაცმა წაიკიტხა ალბატ , სიმონჩნის გარდა ამერიკაშიც ერტ ერტი სახლის ექიმიცამ მეტოდიტ მკურნალობდა ერტამენტსგან დამოუკიდებლად, ალბატ სხვაგანც.
* * *
Natuka NGN
QUOTE
ერთ რამეს თუ აკვირდებით ხალხო, ყველა ეს დადებული მასალა რუსულენოვანია და რუსეთში მიდის ძირითადად ამის პროპაგანდა.
მეტს არაფერს დავწერ, დანარჩენი კითხვები თავად დასვით და თავადაც უპასუხეთ.
სადაც მედიცინა ნაკლებ განვითარებულია, იქ არის საჭირო მსგავსი მიტოლოგიები და ფაქტოიდები.

ბოდიშით, ტქვენ გეტყობატ რუსულის გარდა სხვა ენა არ გეხერხებათ ინგლისური, გერმანული, იტალიური და ა.შ ყველა ენაზეა ამაზე მილიონზე მეტი სატია ასევე იუტუბიზეც ვიდეობი

https://www.youtube.com/results?search_query=soda+cures

https://www.google.com/?gfe_rd=cr&ei=Y-46V4...=1#q=soda+cures


--------------------
OPEN YOUR MIND, THINK WIDE ;-)
Queeestion
Vazha Shenentho Chkhaidze


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1053
წევრი No.: 102159
რეგისტრ.: 12-October 09

გამოგზავნილია: 17 May 2016, 15:17  #47836885      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
QUOTE (kactus @ 17 May 2016, 09:47 )
Mako Subladze
მეტი კითხვა აღარ დამისვათო! user.gif

აქ აღარო smile.gif


QUOTE (Mako Subladze @ 17 May 2016, 09:19 )
Queeestion
სიმსუქნეზე თუ გაქვთ დაკვირვება?
სად შეიძლება ვნახო, როგორ გავთავისუფლდე ზედმეტი წონისგან?

დიახ, სიმსუქნეზეც და სიგამხდრეზეც, საერთოდ, წონის პრობლემებზე

სად არა, ვინ უნდა ნახოთ

შენენთო ნახეთ smile.gif
შეგიძლიათ ნიღბებით მიხვიდეთ შეხვედრებზე
ნიკნეიმებს გაუფრთხილდით


QUOTE (roulette @ 17 May 2016, 10:09 )
მოკლედ თვეში ერთი კვირა უზმოზე მივიღებ ჩამქრალ სოდას (ჯანმრთელი ვარ და ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ) და სამი კურსის შემდეგ დავწერ რამეს თუ შევამჩნევ. დაწყებამდე სისხლის საერთო ანალიზს გავიკითებ და დასრულების შემდეგაც. გადავუღებ ფოტოებს და დავდებ ამ თემაში. დროებით.

ყოველი შემთხვევისთვის, ჩემი პოსტიდან ეს გაითვალისწინე:

"ასე რომ, საკვები სოდის, როგორც მინერალის, კიბოს თუ სხვა დაავადებების სამკურნალოდ გამოყენება არის მხოლოდ შედეგის და არა მიზეზის მკურნალობა, შესაბამისი პოტენციური ნეგატიური მოულოდნელობებით სხვადასხვა მიმართულებით".

ცნობისთვის, ყველას ბუნებრივი სოდა სჯობს )
თუ იშოვნი

თუ ვერა და, სოდაც თვითონ დაამზადე შემდეგნაირად: უზმოზე გადი ბუნებაში, თან წაიღე წალამი, კახური ტახის სამწვადე, 2 შუშა ჭაჭა, 2 ცარიელი შუშის ქილა და კონტინენტური (მაგ. ქართლის) მუხის კანგაცლილი შეშა... მუხა დაწვი სუთა ადგილზე, ნაცარი გახსენი წყაროს წყლიან შუშის ქილაში, დააყოვნე დასალექად, ფრთხილად გადაასხი მეორე ქილაში, დალიე (უზმო ხარ ხომ?)... 30 წუთის შემდეგ დაუკავშირდი ექიმ თამაზ სულაძეს, უთხარი, რომ მუხა უკვე დაწვი, მაგრამ დანარჩენს რა ვუყო არ ვიცი-თქოო... 10 წუთში შენთან იქნება რაჭული ლორით და დანარჩენს ის აგიხსნის... თანაც, სოდის დალევიდან 40 წუთი უკვე გასული იქნება ))

ჩემს ბაშვობაში, სოფელში, ხიდან ჩამოვარდნილებს ასე მკურნალობდნენ, არ ვხუმრობ... )) სადაც ბავშვი ხიდან მიწაზე დაეცემოდა, იმ ადგილზე მიწას მოთხრიდნენ, ნახშირს ამოიღებდნენ, დანაყავდნენ, წყაროს წყალში გახსნიდნენ და ბავშვს ასმევდნენ... თუ იმ ადგილზე მიწაში ნახშირი არ აღმოჩნდებოდა, ვერ იყო კარგის ნიშანი და აუცილებლად dega-ს დაეკითხებონენ ჭკუას... ჰო, მწვადისა და არყის რიტუალი აუცილებელია ))



This post has been edited by Queeestion on 17 May 2016, 16:27
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (9) « პირველი ... 4 5 [6] 7 8 ... ბოლო » Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0294 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]