MMA-Mixed Martial Arts შერეული საბრძოლო ხელოვნება საბრძოლო სპორტის ერთ-ერთი გამორჩეული სახეობაა, სადაც გამარჯვებისათვის აუცილებელია ფლობდე რამდენიმე საბრძოლო ხელოვნებას, დღეს სპორტის ეს სახეობა ბევრად განვითარებული და პოპულარულია, აგრეთვე კარგად ანაზღაურებადია თუ მებრძოლი გამოდის UFC - Ultimate Fighting Championship-ში, არსებობს რამდენიმე ორგანიზაცია რომელიც თავისი ეგიდით ატარებს ივენთებს ასეთი ორგანიზაციები UFC, Bellator, ONE, Cage Warriors, Wsof, M1-Global და სხვები
ყველა ორგანიზაციისგან გამორჩეული და საუკეთესოა UFC - Ultimate Fighting Championship, სადაც თავს იყრიან მსოფლიოს საუკეთესო მებრძოლები, ორგანიზაცია წელიწადში რამდენჯერმე ატარებს ე.წ. ივენთებს და ათამაშებს რამდენიმე წონით კატეგორიაში ჩემპიონის ქამრებს, აღნიშნული ივენთები მსოფლიოში ყველაზე პოპულარული და ყურებადი მმა-ს ივენთებია, შესაბამისად ყველაზე დიდი ანაზღაურებით
ამ შესანიშნავი სპორტის მცირე ისტორია კი ასეთია
ბრძოლა წესების გარეშე სათავეს იღებს ძველი საბერძნეთიდან როდესაც ტარდებოდა შეჯიბრებები ე.წ. პანკრატიონში და ეს სახეობა შესული იყო ოლიმპიურ თამაშებზე 648 წელს ჩვენს წელთ აღრიცხვამდე.
თანამედროვე ბრძოლა წესების გარეშე რომელსაც უკვე მოგვიანებით ეწოდა შერეული საბრძოლო ხელოვნება 1995წ (Mixed martial arts) - სათავეს იღებს 1900 წლიდან.
გრეისების ოჯახის ვალე ტუდო შერეუული ხელოვნებებში ტურნირები ტარდებოდა 1920 წლიდან.
იაპონიაში სპორტის ეს სახეობა გამოჩნდა 1970 წელს.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ სპორტმა თავი იჩინა 1993 წელს როდესაც შეიქმნა Ultimate Fighting Championship (UFC). ბრაზილიელი როის გრეისი იყო პირველი ვინც მოიგო პირველი ჩემპიონატი და გახდა ჩემპიონი.
ამავე დროს იაპონიაში ძალიან დიდი პოპულარობის გამო და ადგლიობრივი Shooto მას ასევე ვალე ტუდოსაც ეძახდნენ პოპულარობის ისეთ პიკს მიაღწია რომ 1997 წელს შეიქმნა Pride fighting Championship იგივე წლების განმავლობაში ამ სპორტის პოპულარობა იზრდებოდა რამაც გამოიწვია უამრავი სხვა შერეული საბრძოლო ხელოვნების პრომოუტერი კომპანიის შექმნა. თუმცა ლიდერები ამ საქმეში დარჩნენ UFC და Pride FC. 2007 წელს პრაიდი დაიკეტა. გამოჩნდენ ბევრი სხვა პრომოუტერი მაგალითად STRIKEFORCE, M1 global, bellator fc, UFC-ის შვილობილი WEC, K-1. K-1 გვთავაზობს როგორც შერეული საბრძოლო ხელოვნებების ტურნირებს, აგრეთვე K-1 კიკბოქსინგს შეცვლილი წესებით.
რომ არ დავუკარგოთ თავისი უდიდესი დამსახურებები ამ სპორტის სახეობის პოპულარობასა და ცნობადობაში მსოფლიოს მასშტაბით დავძენ რო უდიდესი წვლილი შეიტანეს 90-იანი წლებიდან მოყოლებული ისეთმა მებრძოლებმა როგორებიც იყვნენ როის გრეისი, დან სევერნი, დონ ფრაი, ფრენკი და კენ შემროკები, ტანკ აბოტი, მარკ კოულმენი, ფედორ ემილიანენკო, ბას რუტენი, კიმბო, დან ჰენდერსონი, ვიტორ ბელფორტი, კაზუში საკურაბა, პატ მილეტიჩი და კიდევ სხვები..... ჩამოთვლილ სიაში რა თქმა უნდა ყველა არ არის
ქალების დაინტერესება, სპორტის ამ სახეობაში ჩართვა და პოპულარობა კი დიდწილად არის დამსახურება ამერიკელი ძიუდოისტის რონდა როუზის, რომელმაც ძიუდოში ოლიმპიური ბრინჯაოსა და მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის, აგრეთვე პანამერიკული თამაშების ოქროს მედლის მფლობელია
ეს არის მეგობრები ამ შესანიშნავი სპორტის სახეობის მოკლე მიმოხილვა
ეს კი მეგობრებო ამ თემის ძველი ლინკები
MMA - UFC * Bellator * ACB * FGN etc.UFC Ultimate Fighting Championship - And All MMAMMA, UFC, Bellator and OtherMixed Martial Arts / VoL 7Mixed Martial Arts / VoL 6MMA - შერეული საბრძოლო ხელოვნება (ნაწილი 5)MMA- შერეული საბრძოლო ხელოვნება (VOL 4)MMA- შერეული საბრძოლო ხელოვნება (ნაწილი 3)MMA - შერეული საბრძოლო ხელოვნებაUFC - ბრძოლა წესების გარეშეეს კი სასარგებლო საიტების ლინკები საიდანაც შეგიძლიათ გადმოწეროთ ყველა მმა-ს ივენთები
http://fighttracker.ru/http://rutracker.org/forum/viewforum.php?f=257http://mmatracker.ru/http://sport.adjara.com/tags/29110/mainეს შერეული საბრძოლო ხელოვნების საინფორმაციო საიტები სადაც ყველანაირი ინფორმაცია და სიახელი იდება
http://www.sherdog.com/https://mmajunkie.com/http://www.lowkickmma.com/https://www.mmafighting.com/https://www.bjpenn.com/ესეც როგანიზაციების ოფიციალური საიტები
http://www.ufc.com/http://www.bellator.com/https://www.onefc.com/https://cagewarriors.com/https://www.pflmma.com/რადგანაც საუბრის 99% შეეხება იუ-ეფ-სი-ს ორგანიზაციას ამიტომ გავეცნოთ ამჟამინდელ მოქმედ ჩემპიონებს
მძიმესა 120 კგ-მდე და ქვემძიმე 94 კგ-მდე წონების ჩემპიონი დენიელ კორმიე -
http://www.ufc.com/fighter/Daniel-Cormierსაშუალო წონის 84 კგ-მდე ჩემპიონი რობერტ უიტაკერი -
http://www.ufc.com/fighter/robert-whittakerქვესაშუალო წონის 77 კგ-მდე ჩემპიონი ტაირონ ვუდლი -
http://www.ufc.com/fighter/Tyron-Woodleyმსუბუქი წონის 70 კგ-მდე ჩემპიონი ხაბიბ ნურმაგომედოვი -
http://www.ufc.com/fighter/Khabib-Nurmagomedovქვემსუბუქი წონის 65 კგ-მდე ჩემპიონი მაქს ჰოლოვეი -
http://www.ufc.com/fighter/Max-Hollowayზემსუბუქი წონის 61 კგ-მდე ჩემპიონი თიჯეი დილაშოუ -
http://www.ufc.com/fighter/TJ-Dillashawყველაზე მსუბუქი წონის 57 კგ-მდე ჩემპიონი ჰენრი სეკ/ჯუდო -
http://www.ufc.com/fighter/Henry-Cejudoქალთა შორის ჩემპიონები
65 კგ-მდე წონის ჩემპიონი კრის საიბორგი -
http://www.ufc.com/fighter/Cris-Cyborg61 კგ-მდე წონის ჩემპიონი ამანდა ნუნეშ/სი -
http://www.ufc.com/fighter/Amanda-Nunes58 კგ-მდე წონის ჩემპიონის ტიტული ამ ეტაპზე ვაკანტურია და მალე გათამაშდება
52 კგ-მდე წონის ჩემპიონი როუზ ნამაიუნასი -
http://www.ufc.com/fighter/Rose-Namajunasეს კი ორგანიზაცია უფც-ს ვიკიპედიის გვერდი -
https://en.wikipedia.org/wiki/Ultimate_Fighting_Championshipაქვე თხოვნა იქნება უკვე ჩავლილი უფც 229-ის ივენთზე საუბარი დავტოვოთ წინა თემაში და ახალ თემაში იგივე არ ვწეროთ რაც ათასჯერ უკვე დაიწერა, ვისაუბროთ მეტი არგუმენტებით და მეტი რეალობით, რომ ახალი უსერებიც დაინტერესდნენ ამ შესანიშნავი თემით და დავაინტერესოთ და დავეხმაროთ უკეთ გაცნობაში
აქვე ახალი უსერებისთვის დავწერ რამდენიმე საინტერესო მომენტს რათა უფრო დაგეხმაროთ ამ სპორტის დაფასება და შეყვარებაში
ყოველი წლის ბოლოს ვლინდება ხოლმე გამარჯვებულის ნომინაციები სხვადასხვა კატეგორიებში, მაგალითად წლის მებრძოლი, წლის ჩხუბი, წლის ტრენერი და ა.შ.
აღნიშნული ნომინაციები სათავეს განსხვავებული წლებიდან იღებს
2008 წლიდან კი იმართება ნომინაცია წლის ბრძოლა, წლის ნოკაუტი და წლის საბმიშენი (მტკივნეული ილეთი), სადაც აღნიშნულ წელს ჩატარებული ორთაბრძოლებიდან საუკეთესო სახელდება და რომელსაც გირჩევთ, რომ აუცილებლად უყუროთ რათა უფრო დააფასოთ ეს სპორტის სახეობა და ამასთან ბევრად უკეთესად გარკვევაშიც დაგეხმარებათ, ეს კი გამარჯვებულები
ამასთან ერთად უამრავი ბრძოლაა რომელიც რა თქმა უნდა გამარჯვებული ვერ გახდა ვინაიდან მხოლოდ 1 გამარჯვებული სახელდება, მაგრამ აუცილებლად იმსახურებს ნახვას და ესეთი ბრძოლებია
ჯასტინ გეჯი ვს დასტინ პორიე
ჯონ ჯონსი ვს დანიელ კორმიე 1
დან ჰენდერსონი ვს მაიკლ ბისპინგი
ლუკ როკჰოლდი ვს კრის ვაიდმანი
რობერტ უიტაკერი ვს იოელ რომერო I და II
ჯონ ჯონსი ვს რამპეიჯ ჯექსონი
დენიელ კორმიე ვს ალექსანდერ გუსტაფსონი
ნეიტ დიაზი ვს კონორ მაკგრეგორი I და II
მაიკლ ბისპინგი ვს ანდერსონ სილვა
სტიპე მიოჩიჩი ვს მარკ ჰანტი
კეინ ველასკესი ვს ჯუნიორ დოს სანტოსი I, II და III
ჯუნიორ დოს სანტოსი ვს სტიპე მიოჩიჩი
ჯორჯ სენ-პიერი ვს ბიჯეი პენი I და II
ტაირონ ვუდლი ვს სტივენ ტომპსონი I და II
ჯორჯ სენ-პიერი ვს ჯონი ჰენდრიკსი
რობი ლოულერი ვს რორი მაკდონალდი I და II
ჯორჯ სენ-პიერი ვს მათ ჰიუზი I, II და III
და კიდევ უამრავი, დაინტერესების შემთხვევაში უბრალოდ კითხვა დასვით და პასუხიც ობიექტური იქნება
წელს იუ-ეფ-სი-ს 25 წელი შეუსრულდა და ლოგოც საიუბილეო იყოს
This post has been edited by Mr-Raptor on 9 Oct 2018, 15:57