Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format |
თბილისის ფორუმი > თბილისი > თბილისის დეველოპერული პროექტები |
Posted by: Rapanui 4 May 2017, 06:04 |
მიმდინარე პროექტების არასრული სია: მარიოტის Moxy Hotels საარბრუკენის მოედანზე Rixos Hotel Tbilisi Panorama Tbilisi Museum of Fine Arts Hyatt Regency Tbilisi Axis Towers http://axistowers.ge Alliance Towers http://alliancegroup.ge/home/geo Tbilisi Gardens http://tbilisigardens.ge/ Greenhill Residence http://greenhill.ge/ წინა თემა: https://forum.ge/?f=51&showtopic=34687163 ქვეთემა: https://forum.ge/?f=51&showtopic=34823230&st=0 http://yoursmiles.org/p-profession.php |
Posted by: Rapanui 4 May 2017, 06:10 |
Posted by: Rapanui 4 May 2017, 06:14 |
პანორამა თბილისი ფერდობზე მარჯვნივ რაღაც ჯოჯო შენდება |
Posted by: ივანიჩ 4 May 2017, 11:40 |
კონკასთან რა იგეგმება? |
Posted by: Fabian 4 May 2017, 12:02 | ||
Rapanui მშვენიერი თემა გამოგივიდა...
ძალიან მაგარი რამეა და სიამოვნებით ვიცხოვრებდი მანდ... |
Posted by: Delvaux 4 May 2017, 12:15 | ||
ეგ ჯოჯო მ2 ააშენა, ლუქს კლიენტებისთვის არისო... მგონი ნუცუბიძის პლატო გონიათ :-) |
Posted by: ML320_Blue 4 May 2017, 16:36 | ||
ეს ვერ დავამუღამე, რა სტილია, არც თანამედროვეა, არც მავრიტანული, არც კლასიკური... ეს არწივი ფასადზე კიდე რისი სიმბოლოა. |
Posted by: NVIDIA MAN 4 May 2017, 17:11 |
Museum of Fine Arts -ის რენდერი აშკარად აცდენილია რეალობას, სხვანაირი გამოვიდა აშკარად, ანუ გაცილებით უკეთესი. სხვა ფერის სახურავით... სხვანაირი ფასადით |
Posted by: ივანიჩ 4 May 2017, 17:35 | ||
მიმსგავსებულია რუსთაველის თაეატრს |
Posted by: brutal_88 4 May 2017, 19:08 |
ერთი ნორმალური საცხოვრებელი უბნის პროექტიც არ არის სულ რაღაც მათხოჯი 20 სართულიანი კორპუსები. ევროპიზაცია კი არა, ჯაკარტიზაცია მიდის. თან რომ უხარია ხალხს |
Posted by: otokarcobra 4 May 2017, 19:18 | ||||
ბინის ყიდვას ვაპირებთ მე და ჩემი მეუღლე და ტვინს მიჭამს მანდ მინდაო და დაწერე ერთი აბა რატო იცხოვრებდი მაინც და მაინც მანდ |
Posted by: TramwayMan 4 May 2017, 19:35 | ||
otokarcobra
ტრანსპორტის კარგი კავშირი აქვს, მეტრო 500 მეტრში, მრავალი ავტობუსის ხაზი და ლამის შესასვლელში საბაგირო რომელიც მალე გაიხსნება და ვაკეში პირდაპირ გადახვალ მდინარის მეორე ნაპირზე. ნუ სირბილი და სპორტით დაკავება ადვილია ზემოთ ბევრი სიცარიელე და უკაცრიელობაა. დანარჩენი აბა რა გითხრა საცობებში დგომა გარანტირებული გაქვს. ჰო კიდევ მანდ ტრამვაი გაივლის რამდნიმე წელში გაითვალისწინე. შესაბამისად მანქანებს თითო ზოლი ექნებათ სამოძრაო აქეთ იქიდან. |
Posted by: otokarcobra 4 May 2017, 19:38 |
ტრამვაი არ ვიცოდი, დანარჩენი კი ბატონო კარგია...საცობს რაც შეეხება არის ადგილი თბილისში სადაც შეიძლება იცხოვრო და საცობში დგომა არ მოგიწიოს? არა მგონია.... ეს ჰაერს და ეკოლოგიას აწვება უფრო, ვერეს ჰაერიო, ბავშვიო და ვითომ არი ეხლა მაგხელა განსხვავება? |
Posted by: TramwayMan 4 May 2017, 19:42 | ||
otokarcobra
კი მანდ უკეთესია ჰაერი რა თქმა უნდა, ნაკადები არ არის დიდი საავტომობილო. ჩიხური ადგილია არ არის მაგისტრალი. |
Posted by: Fabian 4 May 2017, 20:26 | ||
otokarcobra
ტრამვაის კაცმა გითხრა უკვე პლუსები, ამას დაუმატე პრემიალური ვიდი კორპუსის... |
Posted by: ტემპერა 4 May 2017, 21:09 |
Rapanui კვების მრეწველობის სამინისტრო გამოგრჩა =========================== |
Posted by: Rapanui 5 May 2017, 00:27 | ||
ტემპერა დასაწყისში დავწერე, არასრული სიაა-თქო )) მერე ყველას მოვიტან, რაც წინა თემაში იყო ნახსენები. ML320_Blue
ვანში აღმოჩენილი ძვ.წ.აღ. სამი არწივის სინთეზიაოო Museum of Fine Arts |
Posted by: kataxxl 8 May 2017, 08:47 |
ML320_Blue მემგონი არწივი არაა .................................................. |
Posted by: Kublicha 8 May 2017, 12:28 |
ჯერ ადრეა, ერთი 4-5 რედკოსნაირი ჩადგან და მერე გააკეთონ პარკი "რაც დარჩება" იმ ფართობზე http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/431374-zooparkis-teritoriaze-thbilisis-centraluri-parki-gashendeba.html |
Posted by: ივანიჩ 8 May 2017, 12:38 |
გიგიც მასე ამბობდა გაშენდებაო და ,,პროექტიც" ჰქონდათ გამოფენილი მახსოვს ესეც მერიც იგივე პათოსით საუბრობს მომავალი მერიც მომავალში ისაუბრებს და ასე არადა ქალაქის ცენტრში რა კარგი თანამედროვე პარკის მოწყობა შეიძლება მაგრამ სადა აქვთ ტვინი |
Posted by: Guro_ 8 May 2017, 14:00 | ||
მადლობა ღმერთს აქ მეც მერგო ერთი ბინა. ძალიან კარგი პროექტია, ვგულისხმობ სიმყარის და უსაფრთხოების მხრივს. დანარჩენი გარე ფასადზე ძალიან ძვირი დაიხარჯა და გააძვირა ბინები, ცოტა ნაკლებადაც შეილებოდა და ასევე მთლად აღფრთოვანებულიც არ ვარ ჩემი ბინის შიდაგანლაგებით. |
Posted by: Rapanui 10 May 2017, 04:29 |
15.04.2014 09.05.2017 |
Posted by: Soft_Eject 10 May 2017, 10:30 | ||
იცი რა არის საწყენი ? აქ რამდნეიმე ადამიანის გინება გიწევს და ცუდი ფიქრი... დამკვეთის არქიტექტორის შემესრულებლის და ნებართვის გამცემის ყველა ძირ ბუდიანათ უნდა ციმბირში გადაასახლო |
Posted by: ტემპერა 11 May 2017, 21:01 |
არადა ამ პროექტზე დაიგინეს, დავანგრევთ და ზუსტად ისეთს ავაშენებთო ==== |
Posted by: Carver 11 May 2017, 21:24 | ||
ეს რა ჯანდაბაა, ვითომ აივნების დამთავრება უშველის? ................................................ |
Posted by: ტემპერა 11 May 2017, 21:28 | ||
გაუკეთებენ აივნებს შეღებავენ მწავენდ და ეგ გამოვა |
Posted by: Carver 11 May 2017, 21:36 | ||
არადა ორიგინალს საერთოდ სხვა ფორმა აქვს.. ალბათ მიშენებები ჰქონდა.. ახლა რომ ვუყურონ მაქსიმუმ სამტრედის ფორმით თუ მიამსგავსებ.. არ ვიცი ამათ ადგილას ადრე რა იდგა, მაგრამ მე მომწონს.. http://radikal.ru |
Posted by: punisher 11 11 May 2017, 21:45 | ||||
მეჩეთია |
Posted by: nodara95 16 May 2017, 16:58 |
ვარლამოვი იყო თბილისში და ბათუმში. ბლოგი დაწერა. ცუდის მეტი არაფერი უწერია გინდა ბათუმი აიღე გინდა თბილისი. შეიძლება მერე დაწეროს კარგ მხარეებზე |
Posted by: Soft_Eject 16 May 2017, 22:17 | ||
რა დაწერა არასწორი ? ეგ ძირითან უბრანისტულ საკითხებს ეხება: საგზაო ინფრასტრუქტურა, საზ.ტრანსპორტი, უსაფრთხოება, გზის დაგეგმარება და ხარიხსი რომელია მაქედან ჩვენთან ნორმალური ? ზოგადად ეგ კარგს წერს ხოლმე და ობიექტრუსაც საქართველოზე, თანაც ეგ პოსტები ცუდი/თბილისი/ბათუმია მერე ექნება კარგიც პ.ს ახტუნგ ახტუნ ხალხო სოკარის სათაოსთან რო ჩამოუხვევ, ვისოლს გასცდები სანა გვირაბთან მიხვალ მანდ ხიდთან მიწა მოასწორებს და იყიდება მგონი ვინმემ მითხარით ვინ ყიდის ? ვის მოუვიდა აზრად მაგსი გაყიდვა ? მასეთი კაცი უნდა ციხეში ჩასვა და ექსკალატორი გაუკეთო ერთ ადგილას, მთლად გამოსირდნენ მართლა დერდობის მონგრევა აღაღ გამიგია მასეთ ადგილას და მიწის გაყიდვა/ აშენება, როდემდე |
Posted by: nodara95 16 May 2017, 23:25 |
არა ვადევნებ თვალს და გამიკვირდა კარგ მხარეებზე რო არ დადო პოსტი ამდენი ხანი, თორე ტყუილი არაფერი უთქვამს. ბათუმის მატარებლის სადგურზე ზუსტი შეფასება დაწერა. მართლა ჩინური სოფლის სადგურია. ბაქოზე ეგრვე გამოაქვეყნა კარგი და ცუდი ბლოგები. |
Posted by: Soft_Eject 16 May 2017, 23:58 |
nodara95 ზოგადად თქვა რო ბევრი პოსტეი იქნებაო, პროსტო ჯერ ცუდით დაიწყო მერე კარგი იქნება ბაქოზეც ეგრე იყო |
Posted by: Rapanui 17 May 2017, 22:41 |
ბავშვთა სამყაროს დემონტაჟი. უკანა მხარე. |
Posted by: ტემპერა 17 May 2017, 22:47 | ||
ვარლამოვი ვინაა?? : ) |
Posted by: nodara95 17 May 2017, 22:58 |
ცნობილი რუსი ბლოგერი. ძალიან ობიექტური და საინტერესო ბლოგების ავტორი. |
Posted by: ტემპერა 17 May 2017, 23:11 | ||
nodara95
ვერ დამილინკავ სად წერს თბილისზე? |
Posted by: Soft_Eject 18 May 2017, 01:03 |
ტემპერა http://varlamov.ru/2378227.html http://varlamov.ru/2374463.html http://varlamov.ru/2369684.html http://varlamov.ru/2357665.html http://varlamov.ru/2356579.html ბევრ ქალაქსზეა აქვს დაწერილი ჯერ ცუდი/ მერე კარგი |
Posted by: nodara95 18 May 2017, 01:28 |
აჰა დღესაც დაუდია. ამდენი ცუდი ბლოგი 1 ქალაქზე გაეკეთებინოს არ მახსოვს. უჩვეულოა უბრალოდ. |
Posted by: ტემპერა 18 May 2017, 08:11 |
Soft_Eject ინტრიგანია ვიღაცაა ----------------------------- * * * აი ეს წააკითხეთ ვარლამას http://www.timeout.ru/msk/feature/459719 |
Posted by: Soft_Eject 18 May 2017, 15:16 |
ტემპერა არა ნამდვილად არ არის ინტრიგანი, თავის ქალაქებზეც იგივს წერს, საკმაოდ ობექტურად უყურებს ყველაფერს ნველოდოთ კარგ თბილისს |
Posted by: otokarcobra 18 May 2017, 22:01 |
nodara95 ჰო მარა ყველაფერს სწორს ლაპარაკობს სამწუხაროდ |
Posted by: Carver 19 May 2017, 16:09 |
ტემპერა თუ იცი, ეს ორი რა უბანია, რა ქუჩაა? http://radikal.ru http://radikal.ru |
Posted by: Kublicha 19 May 2017, 16:43 |
Carver მეორე ახოსპირელის ქუჩაა, გუდიაშვილის სკვერთან, სოლოლაკი |
Posted by: Carver 19 May 2017, 16:59 |
Kublicha ხო მეც გუდიაშვილისკენ ვვარაუდობდი.. ეს რკინის კონსტრუქციებში ჩასმული ნაწილი, გუდიაშვილის ქუჩის რესტავრაციის ეტაპში არაა მოყოლილი? |
Posted by: BceOK 19 May 2017, 22:33 |
დომუს დეველოპმენტის 3 ობიექტი ვაკეში: ფალიაშვილის 87 - ზედ ვაკის პარკთან: ორი ობიექტი ჭავჭავაძის გამზირზე: მაგარი გამოდის სამივე |
Posted by: Rapanui 21 May 2017, 04:05 |
commersant.ge / 10 მაისი, 2017 | კოლმეურნეობის მოედნის ნაწილი საფეხმავლო გახდება მთაწმინდის რაიონში, ორბელიანის მოედნის, ყოფილი კოლმეურნეობის მოედნისა და ათონელის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია მაისის ბოლოს დაიწყება. მთლიანად გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები და ავტომობილებისთვის აშენდება მიწისქვეშა პარკირებები. პროექტის ფარგლებში შესაძლებელია მოედნის ერთი ნაწილი საფეხმავლოდ გადაკეთდეს. როგორც თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, კოლმეურნეობის მოედანზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოები გაცილებით ფართომასშტაბიანი იქნება, ვიდრე თბილისის ჩუღურეთის რაიონში განხორციელებული, დავით აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაცია იყო. მისივე ინფორმაციით, რეაბილიტაციის ორწლიანი პროექტისთვის 20 მლნ ლარი დედაქალაქის ბიუჯეტში აკუმულირებული აქვთ. კოლმეურნეობის მოედანზე არსებულ ყვავილების ბაზრობას რაც შეეხება, დავით ნარმანიას თქმით, მეყვავილეები დედაქალაქის ამ უბნის შემადგენელი ნაწილია და ისინი კვლავაც ამ ტერიტორიაზე დარჩებიან, იმ განსხვავებით, რომ მათთვის შესაბამისი სივრცე მოეწყობა. commersant.ge / 8 მაისი, 2017 | ლაურა ღაჭავას კომპანია კოლმეურნეობის მოედანზე ყვავილების პავილიონის მშენებლობას გენ.გეგმის დამტკიცების შემდეგ დაიწყებს ბიზნესვუმენ ლაურა ღაჭავას კომპანია PP კოლმეურნეობის მოედანზე ყოფილი „პირიმზის" მიმდებარე ტერიტორიაზე ყვავილების პავილიონის მშენებლობას თბილისის განვითარების გენერალური გეგმის დამტკიცების შემდეგ დაიწყებს. როგორც ლაურა ღაჭავას იურისტი შალვა კაციაშვილი რადიო „კომერსანტთან" საუბრისას აცხადებს, კომპანიას აქვს შესაბამისი პროექტი და ელოდებიან გენ.გეგმასთან მის შეთანხმებას. მისივე თქმით, გარდა ამისა პრობლემას ქმნიან ყვავილებით გარემოვაჭრეები, რომლებიც უარს აცხადებენ ტერიტორიის დატოვებაზე. კაციაშვილის განმარტებით, ძველი თბილისის გამგეობამ უნდა გაიყვანოს მოვაჭრეები, თუმცა ამ დრომდე ისინი ადგილზე რჩებიან და კომპანია მოლოდინის რეჟიმშია. არსებული ინფორმაციით, პავილიონის მშენებლობა დაწყებიდან დაახლოებით 10 თვეში დასრულდება, რადგან ძირითადად, მინის კონსტრუქციის შეკვრა უნდა მოხდეს. პროექტის მიხედვით პავილიონში პირველ სართულზე ყვავილების სექცია იქნება, სადაც შესვლას გარემოვაჭრეებსაც შესთავაზებენ, მეორე სართულზე კი კაფე-ბარები განთავსდება. |
Posted by: Carver 24 May 2017, 00:51 |
მესმის ეკლექტიკა.. http://radikal.ru http://radikal.ru |
Posted by: Rapanui 24 May 2017, 23:50 |
შპს "კაფსულომ" კახეთის გზატკეცილზე ყავის ქარხნის მშენებლობა დაიწყო შპს "კაფსულომ" კახეთის გზატკეცილზე ყავის ქარხნის მშენებლობა დაიწყო. როგორც ქარხნის ხელმღვანელი ბეჟან გურგენიძე „კომერსანტთან" საუბრისას განმარტავს, კომპანიამ უკვე მიიღო თბილისის მერიისგან როგორც მშენებლობის ნებართვა, ასევე განაშენიანების რეგულირების გეგმა (გრგ). მისი განმარტებით, მშენებლობა საკმაოდ სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და ის სავარაუდოდ, 2-3 თვეში დასრულდება. მისი განმარტებით, კომპანია შპს „კაფსულო" პირველად საქართველოში აპარატის ყავის წარმოებას იწყებს. გურგენიძე აცხადებს, რომ კომპანია წლის ბოლომდე ბაზარზე პირველ, სატესტო პროდუქციას გამოიტანს.მისივე განცხადებით, ყავა სარეალიზაციო ქსელში კაფსულის ფორმებში გამოვა. კომპანია „კაფსულო" ყავისთვის შესაფუთ მასალას საფრანგეთიდან და შვეიცარიიდან შემოიტანს. რაც შეეხება ნედლეულს, ყავა სხვადასხვა ქვეყნიდან შემოვა, მათ შორის, აფრიკიდან, სამხრეთ ამერიკიდან,ცენტრალური ამერიკიდან და ასე შემდეგ. შეგახსენებთ, თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, „ავტოვაზის" მიმდებარედ ყავის გადამამუშავებელი საწარმოს აშენების შესახებ ინფორმაცია 2016 წლის აგვისტოში დაანონსდა. მაშინ ეკონომიკის სამინისტროში აცხადებდნენ, რომ აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად შპს „კაფსულოს" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ორი ერთეული 12064 კვ.მ და 4928 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები 412 000 ლარად საინვესტიციო პირობებით გადასცა. აღნიშნულ ობიექტებზე შპს „კაფსულო" ყავის გადამამუშავებელ საწარმოს მშენებლობასთან ერთად საგამოფენო დარბაზების მოწყობას, აღჭურვას და ფუნქციონირებას უზრუნველყოფდა. პროექტის განსახორციელებლად კომპანია არანაკლებ 11 277 000 ლარს დახარჯავდა და ჯამში 30 ადამიანს დაასაქმებდა. თანამედროვე ტექნოლოგიებით იქნებოდა აღჭურვილი და წლის განმავლობაში სავარაუდოდ 500 ტონა მწვანე ყავის ნედლეულს შეისყიდიდა, ხოლო წარმოების წლიური მოცულობა დაახლოებით, 1200 ტონა იქნებოდა. შპს „კაფსულო" გამოშვებული პროდუქციის 50%-ის ექსპორტზე გატანას გეგმავს. კომპანიის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ქარხანა ქართულ-უცხოური ინვესტიციით შენდება. commersant.ge / 17 მაისი, 2017 | . . . . დღეს გადავუღე: |
Posted by: Rapanui 3 Jun 2017, 00:31 |
fortuna.ge / 30 მაისი, 2017 | კოლმეურნეობის მოედანზე, კერძო კომპანიას, მერიის არქიტექტურის სამსახურმა, მსუბუქი კონსტრუქციის სავაჭრო პავილიონის აშენების უფლება არ მისცა. როგორც “ფორტუნას” არქიტექტურის სამსახურში განუცხადეს, საკითხი კულტურულ მემკვიდრეობათა საბჭოს დამოუკიდებელმა ექსპერტებმა განიხილეს. უარის მიზეზი არსებული პროექტი გახდა. პროექტის მიხედვით ვეკუას N3–ში, ეგრეთწოდებულ ყვავილების „ბაზრის” ადგილას, კვების ობიექტი უნდა განთავსებულიყო, ხოლო მეორე სართული მეყვავილეებს დათმობოდათ. არქიტექტურის სამსახურმა, უარის გარდა, ადგილის განაშენიანებაზე რეკომენდაციებიც გასცა. “ამ ტერიტორიაზე ორსართულიანი თუნდაც მსუბუქი კონსტრუქციის გაჩენა არ არის მიზანშეწონილი. მიზანშეწონილია პერიმეტრული განაშენიანება შიდა ატრიუმის მოწყობით (გამეორდეს ადრე არსებული, შიდა ეზოებიანი განაშენიანების სტრუქტურა)”, – ნათქვამია არქიტექტურის სამსახურის პასუხში. |
Posted by: Rapanui 3 Jun 2017, 00:40 |
commersant.ge / 2 ივნისი, 2017 | „ალიანს ჯგუფმა" ვაკეში პრემიუმ კლასის კომპლექსის Alliance Highline-ის მშენებლობა დაიწყო. როგორც ჯგუფის ხელმძღვანელი აკაკი სონგულია რადიო „კომერსანტთან" საუბრისას აცხადებს, ამ ეტაპზე მიწის სამუშაოები მიმდინარეობს, პროექტის მიხედვით მიწის ქვეშ 4 სართულზე ავტოსადგომი ეწყობა, შემდეგ კი თაუერების სამშენებლო პროცესიც დაიწყება. სონგულიას თქმით, პროექტის გახსნის თარიღი არ შეცვლილა და მისი დასრულება 2019 წელსაა დაგეგმილი. პრემიუმ კლასის კომპლექსი სამი თაუერისგან შედგება, პირველ ბლოკში იქნება ყველაზე მაღალი 40–სართულიანი შენობა, სადაც განთავსდება პრემიუმ-კლასის საცხოვრებელი, ორ თაუერში კი სასტუმრო და აპარტამენტები იქნება. მისივე თქმით, სასტუმროს ოპერატორი მსოფლიოში უმსხვილესი ამერიკული ბრენდის Wyndham Hotel Group-ში შემავალი Wyndhem Garden-ი იქნება. თაუერები ვაკეში სპორტის აკადემიის უკან განთავსდება , კომპლექსში მოეწყობა სრული ინფრასტრუქტურა, 4 სართულიანი ავტოსადგომი მიწისქვეშ, საცურაო აუზი, სპა, ფიტნესი, კონსიერჟის სერვისი და თანამედროვე ტექნოლოგიები. გამოყენებული იქნება ალტერნატიული ენერგიის წყარო და მოსახლეობას საერთო სივრცეებზე - კორიდორზე, ლიფტზე და სხვა ინფრასტრუქტურაზე დახარჯული ელექტროენეგიის მომსახურებისთვის გადასახადის გადახდა არ მოუწევს. კომპლექსამდე მისასვლელი ინდივიდუალური გზა თამარაშვილის ქუჩიდანაც მოეწყობა. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 75 მილიონ დოლარამდეა. რენდერები: » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ « |
Posted by: punisher 11 3 Jun 2017, 00:40 | ||
ძლივს რაღაცა სასარგებლო გააკეთა მერიამ ,მოუნდათ ბიჭებს მზამზარეული ბიზნესი; (დედა#####უული ქვეყანაა რა) |
Posted by: ივანიჩ 3 Jun 2017, 23:05 | ||
მესაკუთრე შპს,,კოლმეურნე" პატარა ბიჭები ნაღდად არ იქნებიან |
Posted by: Rapanui 6 Jun 2017, 02:53 |
ხედები მთაწმინდის პარკიდან სპორტის სასახლის გარშემო მშენებლობები: ახალი მუზეუმი კარგად ზის :ყეს: ჰაიატ რეგენსი რუსთაველზე მორიგი გიგანტური საკულტო ნაგებობა ) |
Posted by: BceOK 10 Jun 2017, 21:15 |
ვარაზის ხევთან რესტორანი: |
Posted by: Soft_Eject 11 Jun 2017, 00:08 | ||
შე####ს ამ ვარაზის ხევა, თბილისს ხო საერთოდ კასტრაცია გაუკეთეს მართლა როდემდე... ვარაზის ხევზე რა უნდა რესტორანს ??? ისევ ხეები უნდა დაჭრან, და რესოტრანი ჩადგან! ფუ თქვენი. ეგ არაფერი, ამ ცხოვრებაში თუ არა იქითა ცხოვრებაში დაისჯებიან ყველა, ქალაქის და თაობების გაუბედურების გამო, 40 წელი რო კეთილდღეობაში ეცხოვრათ... |
Posted by: Accident 11 Jun 2017, 03:58 | ||||
ხეები იქით იყოს და მანდ რესტორანს რა ჯანდაბა უნდა? შუა ტრასაა, სადაც მანქანების ადგილებშიც შეზღუდულია და სიარულით კი ვინ იქოშინებს მაგ აღმართზე? ოღონდ ცენტრს მიასკდნენ და მეტი გარემობები აღარ აინტერესებთ. ხიხო და პროვინციალური აზროვნების სასტავს აქვთ დათრეული ყველა ბიზნესი. |
Posted by: BceOK 11 Jun 2017, 11:23 | ||||||
მარცხენა მხარეს რესტორანი როა ალბათ ისინი კარგად მუშაობენ ხოდა ეხლა მარჯვენა მხარესაც ხსნის ვიღაცა |
Posted by: Chxikvia 14 Jun 2017, 07:20 |
პეკინის გამზირის რეაბილიტაცია იგეგმებაო და შენობის ფასადებიც შედის თუ მარტო საგზაო სამუშაოები იგეგმება? |
Posted by: Accident 14 Jun 2017, 08:48 |
Chxikvia საგზაო იგეგმება https://forum.ge/?f=51&showtopic=34806517&st=1335 და პეკინზე რა შენობებია, რომ რეაბილიტაცია სჭირდებოდეს? ფასადების გადაღებვას თუ გულისხმობ, ეგ ნებისმიერ დროს შეუძლიათ ისედაც, რად უნდა დაანონსება და ერთი ამბავი. |
Posted by: nodara95 14 Jun 2017, 20:18 |
მემგონი ფასადებს არ ეხებიან. ობობას ქსელებივით გაბმულ კაბელებსაც მიწის ქვეშ თუ ჩაიტანენ მთლად კარგი |
Posted by: kuchu 14 Jun 2017, 20:24 | ||
Accident
პეკინზე შენობების უმრავლესობა ძალიან დაზიანებულია. რამოდენიმე ფაქტიურად ინგრევა. საშინელი მდგომარეობაა |
Posted by: Fabian 14 Jun 2017, 20:40 |
პეკინის 30 http://radikal.ru http://radikal.ru http://radikal.ru |
Posted by: Accident 14 Jun 2017, 21:15 | ||
kuchu
კითხვა იყო, ფასადების რეაბილიტაცია თუ ხდებაო. ხოდა მაგაზე დავწერე, რა ღირსშესანიშნავი ფასადები პეკინზეა, რომ რეაბილიტაცია უღირდეთ-მეთქი. ხოლო ავარიული შენობების გამაგრებას თუ აპირებენ, მაგას ცალკე გამაცხადებდნენ, რატომ დაგვიმალავდნენ. |
Posted by: Soft_Eject 14 Jun 2017, 22:33 |
Fabian ეგ რა ადგილია ? Accident რეაბილიტაცია არა მაგრამ რას გავს მანდ სახლები ოდნავ რამის ფორიქრება ნამდვილად არის საჭირო რო უფრო სიმპატიური ქუჩა გახდეს |
Posted by: Fabian 14 Jun 2017, 22:51 | ||
Soft_Eject
ბულაჩაურის და პეკინის გზაჯვარედინი |
Posted by: Kublicha 15 Jun 2017, 00:33 |
Fabian ყოფილი ჯანსამის ადგილას? |
Posted by: Rapanui 21 Jun 2017, 07:01 |
არწივი დაუდგიათ ფაინ არტ მუზიუმზე. ფრთები იმხელაა და ისეა წინ გამოწეული, არწივი არ ჩანს გვერდიდან რომ უყურებ )) . . . . commersant.ge ყოფილი კაზინო „ არაგვის" ტერიტორიაზე მასშტაბური კომპლექსის მოსაწყობად ინვესტორებთან მოლაპარაკება შემოდგომიდან დაიწყება. როგორც პროექტის განმახორციელებელი კომპანია „ლოიალ კაპიტალ გრუპის" ვიცე-პრეზიდენტმა მინდია გადაევმა რადიო „კომერსანტს" განუცხადა, პროექტთან დაკავშირებით საბაზრო კვლევები დასრულდა. ამაჟამად კონცეპტუალური მოდელის დამუშავება მიდის. მისივე თქმით, ინვესტორებთან საუბარი პროექტის დაფინანსებაზე უკვე შემოდგომიდან დაიწყება. "არაგვის" ტერიტორიაზე შერეული ტიპის სავაჭრო კომპლექსი უნდა მოეწყოს. თავდაპირველად ტერიტორიაზე „ჰაიატის" ბრენდის სასტუმროს მშენებლობა იგეგმებოდა, თუმცა პროექტზე უარი ინვესტორმა 2008 წლის მოვლენების ფონზე თქვა. |
Posted by: AUTOCRAT 21 Jun 2017, 13:26 |
მაინც დაადგეს ქათამი |
Posted by: NVIDIA MAN 21 Jun 2017, 16:42 |
ჩვენს ისტორიას და წინაპრებს ვცეთ პატივი, "ქათამი" ტეხავს... |
Posted by: Fabian 21 Jun 2017, 17:26 | ||
Kublicha
კი |
Posted by: Carver 6 Jul 2017, 13:08 |
http://radikal.ru |
Posted by: ბერტყვი 11 Jul 2017, 11:28 |
არსენალზე რა ისმის, აპირებენ რამეს? კალაძე ხომ აპირებდა, ახლა რა უშლის ხელს... მშვენიერი ადგილია ცენტრალურ ქუჩებს თუ დააკავშირებენ, იმედია ცათამბჯენებს არ ჩაარჭობენ და რამე 'ლისი ვერანდა', 'ჩემი სახლი ჯიქიაზე' - პონტში გააკეთებენ |
Posted by: ტემპერა 11 Jul 2017, 11:48 | ||
კაზინო არაგვი რომელია? : )))) მე რესტორანი ვიცოდი |
Posted by: Ambitious_Person 11 Jul 2017, 12:18 |
ამ ტემაში პროექტებს რომ ვნახულობ რავიცი მალე თბილისი იქნება რავიცი დუბაი ალბათ ჩემი აზრით გარეუბნებს და რეგიონებსაც უნდა მიექცეს ყურადღება |
Posted by: Accident 12 Jul 2017, 13:15 |
Ambitious_Person და მერე ეგ აღსანიშნავი ფაქტია, რომ უდაბნოში გაშენებულ უნახავ ქალაქს ვემსგავსებით, რომლებმაც 50 წლის წინ აღმოაჩინეს ნავთობი და შუშის შენობები წამოჭიმეს? |
Posted by: Ambitious_Person 14 Jul 2017, 01:37 |
Accident მერე ეგ არ ვთქვი ? გარეუბნებს უნდა მიექცეს ყურადღება , თორემ მალე კორპუსს თავზე დაადგამენ კორპუსს ძაან გადაიჭედა, ლამაზი შენობები კარგია მაგრამ არა ერთად მიყრილი |
Posted by: Paco_rabanne 14 Aug 2017, 20:36 |
თბილისი პანორამასთან დაკავშირებით არის რამე ახალი ? ?? რაგაც ჩაკვდა ეს თემა |
Posted by: Carver 17 Aug 2017, 01:13 |
ნარიყალას რეაბილიტაციის I ეტაპი წლის ბოლოს მთავრდება თუ საინფორმაციოებს დაეჯერებათ.. მაგრამ რეალურად რა ხდება, ვინმეს თუ აქვს ინფორმაცია, რა სტადიაზეა, რა მდგომარეობაა? 2015 წელს დაანონსებული ინფორმაციების მიხედვით, უნდა მომხდარიყო ძეგლის მხოლოდ გამაგრება, საბოლოო ეტაპზე კი კონსერვაცია, ასეთ მდგომარეობამდე მიყვანა ( მაშინდელი რენდერი) http://radikal.ru დღესდრეობით კი, ნაყირალას კოშკში გაჭრილ კარიბჭეზე გაკრულია რენდერი, ცუდი ხარისხია, მაგრამ მაინც კარგად ჩანს, რომ მხოლოდ კონსერვაციასთან არ გვაქვს საქმე მკვეთრი თეთრი ფერით აღნიშნულია გალავნის, ბურჯების, ქონგურების ის ნაწილი, რომელიც ჩამოშლილია და აღარ არსებობს ამ ეტაპზე, მეტიც, ციტადელის (ზედა ციხის) გარდა, ქვემო ციხის გალავნის და კოშკების მონახაზია რენდერზე, რომელიც საერთოდ დანგრეულია და კლდეშია შერწყმული, მიწით დაფარული... ანუ რა რა გადაწყდა, პირვანდელ სახეს უბრუნებენ ნარიყალას? ( ამ რენდერზეა საუბარი) http://radikal.ru |
Posted by: giomelqa12 31 Aug 2017, 22:58 | ||
https://imedinews.ge/ge/ekonomika/25718/eliavas-bazrobis-teritoriaze-savaraudod-moli-ashendeba |
Posted by: NVIDIA MAN 18 Sep 2017, 01:14 | ||
|
Posted by: tavri 19 Sep 2017, 16:13 |
...ჰოდა, გავაგრძელოთ (თუ მოდერაცია არ გვიწყენს, რასაკვირველია) წინა ნაწილის ბმული: https://forum.ge/?f=51&showtopic=34687163&st=1500 ვნახე ეს და გამიჩნდა კითხვა: როგორ მოვხვდე ამ ახალ ხიდზე, თუ ვმოძრაობ მარჯვენა სანაპიროზე საბურთალოდან დიღმის მიმართულ;ებით? |
Posted by: Delvaux 19 Sep 2017, 16:52 |
კალაძის პრეზენტაციებში იყო ბაგები-მაღლივის ხიდის რენდერები... მაგ ადგილას ეხლა საბაგიროს რეაბილიტაცია სრულდება და მგონი დანგრევას უპირებს ) |
Posted by: TramwayMan 19 Sep 2017, 16:53 |
კალაძის სამოქმედო გეგმა კი არა ქალაქის ჩაესტაკადება ჩაბეტონების პრეზენტაცია გამართა ტიპმა. ვაშლიჯვრის სერპანტინი რომელის მშენებლობაც უნდათ უცხოელი ექსპერტები დაგიჟდნენ მაგაზე ეს ვის რად უნდაო რისთვისო მეწყერსაშიში ზონა და სანიაღვრე ზონა. მაგ ფერდობის განაშენიანება უნდათ მთლიანად ეს არის ერთადერთი მიზეზი რეალური მაგ გზის გაყვანის. |
Posted by: tavri 19 Sep 2017, 17:21 |
ვაშლიჯვრის ფერდობი მეწყერსაშიშია ცალსახად, და მყავს მეწყერების სპეციალისტი და იმისგან ვიცი ...ისე, ჩემს კითხვაზე პასუხიც მაინტერესებდა |
Posted by: Tocadero 19 Sep 2017, 17:37 |
tavri მაიცა და ნაცების პროექტი კალაძეს მიაწებეს ამ უნიჭოებმა??????????? ერთი ნარმანიამ გახსნა მეცხრესთან ნაცების დაკიდებული შუქნიშანი რომელიც დღემდე არ ჩართულა და მერე ეხლა ეს |
Posted by: zabzu 19 Sep 2017, 17:48 | ||
მტკვარიც მასე სუფთა ივლის? როგორც მაგ ვიდეოშია |
Posted by: tavri 19 Sep 2017, 18:05 | ||
Tocadero
გაუჭირდებოდათ... |
Posted by: Kublicha 19 Sep 2017, 21:56 |
ხიდების (და არა ესტაკადების) მშენებლობა ნამდვილად არ ნიშნავს ქალაქის ჩაბეტონებას. (ბაგებს და სამტრედიას ვგულისხმობ), ვინაიდან ეგ არ ეწინააღმდეგება ქალაქის მსუბუქი ავტომობილებისგან გაცხრილვის პოლიტიკას. ხიდები და სჭირდება მსუბუქი მანქანების გარდა ქვეითებსაც, ველოსიპედებსაც, მოპედებსაც, მოტოციკლებსაც, ავტობუსებსაც, ტროლეიბუსებსაც, ტრამვაისაც. ყველა ჩამოთვლილის ხელშეწყობა არის საჭირო რომ ქალაქი განიტვირთოს მსუბუქი მანქანებისგან, რაც დროთა განმავლობაში გარდაუვალია. რაც შეეხება ესტაკადებს, ამის მშენებლობა ნამდვილად არ უნდა იყოს პრიორიტეტი. შეიძლება ზოგიერთ ძალიან გაუვალ კვანძზე აშენდეს (ეგეთი ამ ეტაპზე მარტო ვაშლიჯვარი მგონია). ესტაკადების მიერ მოჩვენებითად განმუხტული გზაჯვარედინები (სინამდვილეში გამუხტვა კი არა ძაბრის სხვაგან გადატანაა ეგ) იქნება მსუბუქი ავტომობილების წამახალისებელი, რაც ქალაქის გენპოლიტიკას უნდა ეწინააღმდეგებოდეს. რა განსხვავებაა ხიდს და ესტაკადას შორის: ხიდი არის მდინარეზე, რკინიგზაზე ან სხვა მანქანისთვის გადაულახავ ბარიერზე, ხოლო ესტაკადა არის ავტომობილების ერთმანეთში გადაკვეთის საწინააღმდეგოდ აშენებული ხელოვნური ორ ან მეტ დონიანი გზაჯვარედინი. ასევე რეკომენდაციას ვუწევ ხიდის აშენებას ვახუშტის ქუჩიდან დადიანის გამზირამდე (ნაძალადევამდე ) |
Posted by: Rapanui 19 Sep 2017, 22:46 | ||||
tavri
ცდებით პატივცემულო, სასტიკად ცდებით! გაგრძელდა: https://forum.ge/?f=51&showtopic=34946541 ამ თემის გახსნისას, ის თემა ჩაძირული არ იყო, რომ ვერ გენახა (ამ წუთას მეათეა) სანამ თემას გხსნიდი, ერთი თვალი მაინც გადაგევლო განყის თემებისთვის. |
Posted by: Kublicha 19 Sep 2017, 23:04 |
გააერთიანეთ იმ თემასთან, არ წაშალოთ. |
Posted by: tavri 20 Sep 2017, 11:58 |
Rapanui სათაური წმინდად მორფოლოგიურად შეცვლილი გახლდათ, ხოლო სემანტიკურად არ დავკვირვებივარ და საერთოდ არ გამიხსნია ეგ თემა. მოკლედ, ისევ აქტუალურია ის უკვდავი შეკითხვა: "-რა საჭიროა ეს ორი სათაური?" * * * ვიდრე არ გაგიერთიანებიათ, ისევ აქ დავპოსტავ. ეს მართლა კარგი და საჭირო რამეა: |
Posted by: BceOK 21 Sep 2017, 22:48 |
ვაკის პარკთან! 3030303030303 |
Posted by: BceOK 28 Sep 2017, 00:07 |
Kaas Boutique Hotel! 3030303030 |
Posted by: Just_Test 4 Oct 2017, 00:26 |
ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია, როგორი იქნება პირველი არხის ახალი შენობა, ხმა მიეცით თქვენს რჩეულ არქიტექტურულ პროექტს 4 ოქტომბრის 00:00 საათიდან 13 ოქტომბრის 12:00-მდე საიტზე 1TV.GE საიტზე დეტალურად შეძლებთ 3 არქიტექტურული პროექტის დათვალიერებას, რომელთაგან ერთი გახდება გამარჯვებული. დიზაინს ირჩევ შენ! http://1tv.ge/projects/poll/ მე-3 პროექტი მომეწონა(შპს არტსტუდიო-პროექტი) მე და მაგას მივეცი ხმა. |
Posted by: ჭოლო 4 Oct 2017, 11:07 |
გალერეას მოხსნეს წინ ღობე. წინა მხარე დამთვრებულია თითქმის მარა უკან ჯერ რკინის კარკასს აწყობენ როდის მორჩებიან კაცმა არ იცის :| გახსნით ალბათ მარტო წინა მხარეს გახსნიან სურათს დავდებდი სასტიკად რო არ მეზარებოდეს ატვირთვა |
Posted by: Delvaux 4 Oct 2017, 11:26 | ||
კი კარგია მაგრამ ერთი ზოლი ძაბრის ფუნქციას ხომ არ შეასრულებს და საცობებს ხომ არ შექმნის? |
Posted by: Tocadero 4 Oct 2017, 16:30 |
Delvaux რაა კარგი??? იქცა მთელი ქალაქი ესტაკადებად და ბეტონის ჯუნგლებად BceOK რკინის ჯადოა რას გავს |
Posted by: Dato_juve 11 Oct 2017, 10:39 |
პირველი არხის შენობის რომელი არქიტექტურული პროექტი მოგწონთ აქედან? ხმის მიცემაც ქონიათ: http://1tv.ge/projects/poll/ |
Posted by: Tocadero 11 Oct 2017, 13:03 |
Dato_juve ჩვენი ფულები რაში გაწერონ ძაღლის შვილებმა არ იციან არა???????????????????????????????????? ამათი სახელმწიფოებრივი ხედვა #####ან მე რა დავაშავეთ ყველა იდიოტი მთავრობაში როგორ უნდა იყოს შენობა კი არა საერთოდ დასახურია ეგ ტელევიაზია უსაქმურები ეგენი |
Posted by: JSB14BSJ 11 Oct 2017, 13:08 | ||
Tocadero
არათანმიმდევრულად მსჯელობ და კლასიკურ შეცდომას უშვებ სილოგიზმში. როცა ყველა იდიოტი მთავრობაშია, ეს იმას ნიშნავს, რომ ხალხი ბევრად უარესი იდიოტია. როდის გაიგებთ, რო ხალხშია პრობლემა, ხალხში. და არა ედიკაში და მიშაში და ბატონ ბიძინში. |
Posted by: Dato_juve 11 Oct 2017, 14:24 | ||||
Tocadero
+1000000000000000000
+1000000000000000000 პ.ს. ისე მგონი სამივე ერთმანეთზე უარესია... |
Posted by: TramwayMan 11 Oct 2017, 19:59 |
პირველი არხის შენობაზე გამოცხადებულ გამოკითხვაშ როგორც უნდათ ისე უცვლიან ხმას კანდიდატებს და აშკარად თბილქალაქპროექტის პროექტს ლობირებენ რადგან გუშნ არტსტუდიოს პროექტი უსწრებდა თბილიქალაქპროექტისას და 12000 ყე მეტი ხმა ჰქონდა და დღეს რომ შევედი უცებ 9000 იყო ჩამომხტარი. ხოდა ეგეც თქვენი ონლაინ კონკურსები. |
Posted by: Carver 11 Oct 2017, 21:09 | ||
არცერთი პროექტი ვარგა.. +
|
Posted by: Daniel 19 Oct 2017, 21:42 |
დღეს გალერეა გაანათეს და ძალიან ლამაზი გამოვიდა დაკონფირმებული ბრენდების ნაწილი: H&M, DOTS გუდვილი | Goodwill, სახაჭაპურე N1 MADO • მადო Cavea Cinemas JYSK GeorgiaArmani Exchange Lacoste UNITED COLORS OF BENETTON SIX |
Posted by: JSB14BSJ 19 Oct 2017, 22:59 | ||
Daniel
ეს რას ნიშნავს?? (მშობლიური ენისთვის ნამუსის ახდის გარდა?) |
Posted by: Guro_ 20 Oct 2017, 02:00 |
JSB14BSJ აი რამდენი ვუწვალე იცი რო გამეგო რა იგულისხმებოდა? კ-ს მაგივრად ქ მაინც დაეწერა ბენეტონის შემოსვლა გამისწორდა |
Posted by: GEORGIA007 23 Oct 2017, 10:12 | ||
როდის იხსნება? |
Posted by: NVIDIA MAN 23 Oct 2017, 11:28 | ||||
ნოემბრის ბოლოს უნდა გაიხსნას წესით და რიგით. |
Posted by: GEORGIA007 23 Oct 2017, 11:41 | ||
ერთ თვეში? მოასწრებენ ვითომ? |
Posted by: Daniel 1 Nov 2017, 22:46 |
18-ში გაიხსნებაო H&M-იო! ძალიან კარგი ამბავია. ცუდია რომ პირველ პოსტში, წინა პოსტების ლინკები არაა! გადავხედე და შედარებით დიდი პროექტების მშენებლობას, ჩვენს ქვეყანაში დაახლოებით 4 წელი ჭირდება რაც სამწუხაროა. დიდი იმედი მაქვს რომ კახის მერობის დროს, ცოტა მოცოცხლდება პროექტების ხარისხი, ტემპიც და რაოდენობაც. |
Posted by: NVIDIA MAN 2 Nov 2017, 15:38 | ||
GEORGIA007
საბოლოო გახსნის თარიღი - 30 ნოემბერი |
Posted by: GEORGIA007 4 Nov 2017, 10:16 | ||
NVIDIA MAN
OK |
Posted by: kuchu 27 Nov 2017, 10:35 |
25.11.2017 ============================ |
Posted by: ფაშისტი 27 Nov 2017, 12:03 |
ელიავაზე სკვერი არ იქნება ნეტა? გამწვანება ან რამე ეგეთი .. სასეირნო ადგილი |
Posted by: Ambitious_Person 3 Dec 2017, 13:54 |
ვინც მოხვდებით მაქეთკენ ჭავჭავაძის აქსის სმარტთან როა სურათი გადაუღეთ , ჩემს წინ შენდებოდა, ძაან მომწონს ეგ შენობა და როდის სრულდება მაინტერესებს. ბევრი ეგეთი შენობები თბილისს |
Posted by: Rapanui 15 Dec 2017, 17:58 | ||||
|
Posted by: Soft_Eject 15 Dec 2017, 21:22 |
ვარაზის ხევის აღამრთზე რას აშენებენ ? მაგ ადგილას 1.ვინც გასცა ნებართვა 2.ვისაც რამის აშენება მოუვიდა გონებაში ორივე უნდა გმირთა მოედანის ძეგლზე მიაბა ცხოვრების ბოლომდე თავის მომდევნო თაობით... |
Posted by: ივანიჩ 31 Jan 2018, 17:32 |
თბილისში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „ჰილტონ თბილისი“ გაიხსნება https://bpn.ge/biznesi/27922-thbilisshi-khuthvaskvlaviani-sastumro-hilton-thbilisi-gaikhsneba.html?lang=ka-GE პ.ს. მიამატეთ სიას |
Posted by: Rapanui 7 Mar 2018, 19:04 |
|
Posted by: Rapanui 7 Mar 2018, 21:36 |
საბჭოეთის დროინდელი არაშენდას დემონტაჟი დაუწყიათ: |
Posted by: GEORGIA007 13 Apr 2018, 06:51 |
Panoramas mshenebloba shaecheres?ra stadiazea axla mshenebloba? |
Posted by: kuchu 17 May 2018, 13:59 |
17.05.2018 •••••••••••••••••••• |
Posted by: Rapanui 28 May 2018, 13:57 |
მეტროსადგურ უნივერსიტეტთან |
Posted by: Snow93 18 Jun 2018, 17:11 |
სხვა რომელ თემაში ჩამეგდო აღარ ვიცი ,,გაუფრთხილდი ქალაქს”- თბილისის მერია ახალი სოციალური კამპანიისთვის კონკურსს აცხადებს ,,გაუფრთხილდი ქალაქს”- ამ სახელწოდებით, თბილისის მერია ახალი სოციალური კამპანიისთვის კონკურსს აცხადებს. სარეკლამო კომპანიების მიერ წარდგენილ პროექტს მერია და სპეციალური კომისია გამოავლენს. საუკეთესოს ავტორი კი მას ექვსი თვის განმავლობაში განახორციელებს. პროექტისთვის საზოგადოებრივი აზრის კვლევაც ჩატარდა. საკონკურსო პროექტების წარდგენა 18- ივნისიდან 9 ივლისის ჩათვლით მოხდება. „ეს ქალაქი არის ყველასი ყველამ უნდა გაითვალისწინოს და გაითავისოს ეს, როგორც საკუთარ სახლში საკუთარ ოჯახში უვლი ნივთებს, უვლი, შენ საკუთარ სახლს, ისე უნდა მოვუაროთ ამ ქალაქს,“- აცხადებს კალაძე. |
Posted by: masha 18 Jun 2018, 19:43 | ||
Snow93
მოსახლეობამ რა უნდა ქნას? აგერ ტატიშვილზე ყველაზე მაღალი კორპუსის წამოჭიმვა რომ უნდათ, იბრძოლეს მეზობლებლმა მაგრამ ვინაა გამგონი? |
Posted by: Snow93 19 Jun 2018, 09:55 |
masha მთავარია გვეგონოს რომ ვინმეს ჩვენი აზრი აინტერესებს, დალშე არაფერი |
Posted by: masha 19 Jun 2018, 10:00 | ||
Snow93
ჰო რა, გვაგოიმებენ და მალე ცას ვეღარ დავინახავთ ფანჯრებიდან |
Posted by: Stendal 19 Jun 2018, 11:58 |
|
Posted by: Novis 20 Jun 2018, 00:07 |
Stendal საად? (((((((((( |
Posted by: kataxxl 20 Jun 2018, 01:16 |
Novis ერთი ბაგებს გავს მეორე თავისუფლებაზე ბიძ საყლევეთი |
Posted by: Novis 20 Jun 2018, 10:06 |
kataxxl ((( რას უშვებიან ქალაქს, პატრონი არ ყავს |
Posted by: Snow93 20 Jun 2018, 12:24 |
Novis დიღომშიც მაქვს ზუსტად მასეთი რაღაც ნანახი რკინიგზის საავადმყოფოსთან... * * * „არქიტექტურის სამსახურს გამოეყო ურბანული სამსახური, ამ მიმართულებით პრობლემები გვაქვს" - კახა კალაძე დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის მუშაობის პრინციპზე ისაუბრა. კახა კალაძის განცხადებით, მშენებლობების ნებართვების გაცემის ვადებთან დაკავშირებით არსებობს პრობლემები. მერიაში მიაჩნიათ, რომ აუცილებელია სამსახურმა დასაბუთებული გადაწყვეტილებები მიიღოს. „არქიტექტურის სამსახურს გამოეყო ურბანული სამსახური. ამ მიმართულებით, სამწუხაროდ, გვაქვს პრობლემები, რადგან ჯერ კიდევ რჩება ბევრი საკითხი, ჯერ კიდევ წინა მთავრობის დროინდელი, რომელიც ჯერ არ განხილულა. მინდა, დავავალო ვიცე-მერს, ბატონ ირაკლი ხმალაძეს ურბანული სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად, ყველა ჩამორჩენილ ად პრობლემურს საკითხს გაეცით პასუხი და ასევე შეიქმნა პარალელურად სისტემა, რომელიც გამართულად და უპრობლემოდ იმუშავებს,“- განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ განმარტა, რომ კახა კალაძის მერობის პერიოდში გაცემული ნებართვები არ გადაიხედება. „მიზანი არის ის, რომ ურბანული განვითარების სამსახურში მიიღებოდეს ხარისხიანი გადაწყვეტილებები, რომელიც დედაქალაქს წაადგება და მეორე მხრივ, ეს გადაწვეტილებები მიიღება დადგენილ ვადებში, რომ ხელი არ შეეშალოს ბიზნესსექტორს და ეკონომიკურ საქმიანობას. აქამდე რა ნებართვებიც გავეცით, კახა კალაძის მერად მოსვლის შემდეგ, გადახედვას არ საჭიროებს. ეს საკითხი არც განიხილება. მანამდე გაცემულ ნებართვებს კი ვერ გადავხედავთ, თუ არ მოხდა კონკრეტული საჩივრის წარმოდგენა, თუ არ დაფიქსირდა კანონის დარღვევა,“- განაცხადა ირაკლი ხმალაძემ. |
Posted by: Snow93 27 Jun 2018, 11:35 |
მიწისქვეშა პარკინგების მოწყობაზე ინტერესი არცერთმა კომპანიამ არ გამოხატა - კალაძე ოპოზიციას ადანაშაულებს დედაქალაქის მთავრობის სხდომა თბილისის მერმა მიწისქვეშა პარკინგების მშენებლობის საკითხის განხილვით დაიწყო. კახა კალაძის თქმით, პარკინგები ვაგზლის მოედანზე, ვარკეთილში და გეგეშიძის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა მოწყობილიყო. კალაძის თქმით, 22 ივნისს დასრულდა ინტერესების გამოხატვა, თუმცა მიწისქვეშა საპარკინგე ადგილების მშენებლობით დაინტერესებული არცერთი კომპანიის განაცხადი არ შესულა. „კონკრეტული პოლიტიკური პარტიები ედგა ამ პროცესებს სათავეში და ნამდვილად სამარცხვინოა, რაც მაშინ ხდებოდა და იყო მცდელობა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის. იყო ბრალდებები რომ მუნიციპალიტეტმა არაგონივრული გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა ფაქტი სახეზეა, გამოცხადებული გვაქვს ერთ ლარად ვაძლევთ ბიზნეს სექტორს და ასევე იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც მაშინ იძახდნენ, რომ ჩვენ მოგვეცით ეს მიწის ნაკვეთები და ჩვენ გავაკეთებთ მიწისქვეშა პარკინგებს. აი ბატონო, სამი ლოკაციაა წარმოდგენილი და გადმოგცემთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ თქვენ ამის შესაძლებლობა არ გაგაჩნიათ,“-განაცხადა კალაძემ. |
Posted by: Primrose 27 Jun 2018, 12:55 | ||
კომპანიებისთვის ვიგოდა რა არის? ოპოზიციისკენ თითის შვერა ჯობია? |
Posted by: Snow93 27 Jun 2018, 13:45 |
Primrose ვიგოდა არის რომ კალაძე გაუღიმებს რა თქმა უნდა ყველაფერ 9 წლიანი სისხლიანი რეჟიმის ბრალია |
Posted by: iviko18 27 Jun 2018, 14:25 | ||||
ფასიანი იქნება ეს პარკინგები. ........... ........... |
Posted by: Snow93 27 Jun 2018, 14:44 |
კონდიციონერებისა და გათბობის მილების დემონტაჟი - კალაძე ისტორიული უბნების ფასადების დამახინჯების გამო მოსახლეობას მიმართავს მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის ისტორიული იერსახის შენარჩუნებაზე იმსჯელეს. დედაქალაქის მერის თქმით, რეაბილიტირებულ უბნებში შეინიშნება საცხოვრებელი სახლების დაზიანება საყოფაცხოვრებო დანიშნულების მილებით. დედაქალაქის მერმა ზედამხედველობის სამსახურს კონდიციონერებისა და გათბობის მილების დემონტაჟი მოსთხოვა. “მინდა დავავალო თბილისის ზედამხედველობის სამსახურს, რომ დააფიქსიროს და აღრიცხოს თითოეული მსგავსი ფაქტი, რაზეც ახლა ვსაუბრობდი. მესაკუთრეებს მივცეთ გონივრული ვადა, რომ თვითნებურად მოწყობილი ინფრასტრუქტურის დემონტაჟი განახორციელონ. ის დაზიანებები, რაც არის ფასადებზე, მინგრეული, მონგრეული ამას ჩვენ ჩვენი ხარჯებით აღვადგენთ, მოვაწესრიგებთ, ხოლო ეს რაც არის კონდიცირების მოტორები და გამათბობლების მილები, რომლის გამოც მოხდა დაზიანება, აუცილებლად დაიწყეთ ამის დემონტაჟი“- განაცხადა კახა კალაძემ. პ.ს. ისა და ზამთარში თუ გაიყინნენ და ზაფხულში გაიგუდნენ მაშინ რა უნდა ქნან დავიჯერო გაუკეთებენ სათანადო რემონტს? |
Posted by: Snow93 29 Jun 2018, 10:31 |
მიწისქვეშა პარკინგების ჩავარდნილი პროექტი - ოპოზიცია მერის ბრალდებებს საკრებულოს სხდომაზე უპასუხებს მიწისქვეშა პარკინგების ჩავარდნილი ტენდერი და დედაქალაქის მერის ბრალდებები - კახა კალაძის მწვავე კრიტიკას ოპოზიცია, საკრებულოს სხდომაზე უპასუხებს. „ნაციონალური მოძრაობა“ კახი კალაძეს საპირისპირო ბრალდებებს უყენებს და მას მიწისქვეშა პარკინგების ინიციატივის ჩავარდნაში ადანაშაულებს. პარტიის წევრები მერს ახსენებენ ოპოზიციის მოთხოვნას - პროექტის ბიუჯეტიდან დაფინანსების შესახებ. დეპუტატების თქმით, პარკინგების მოწყობისთვის ფულის დახარჯვაზე მუნიციპალიტეტმა უარი თქვა და ამის გამო კანონის შესაბამისი მუხლიც გააუქმა, შედეგად კი პროექტი ჩავარდა. „ბიძინა ივანიშვილს მისცეს საკუთრებაში ერთ ლარად პუშკინის ტერიტორია, რომ იქ პარკინგი მოეწყოს თავისი პირადი სასტუმროსთვის, ხოლო დანარჩენ 9 ლოკაციაზე, სადაც მართლაც თბილისელების პარკინგი უნდა ყოფილიყო, ეს პროექტი ჩავარდა. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ „ქართული ოცნება“ ამ პრობლემების მოგვარებაში არის უუნარო,“-აცხადებს ენმ-ს წევრი ირაკლი ნადირაძე. თბილისის მერი კი დარწმუნებულია, რომ ამ პროცესებს სათავეში ოპოზიცია ედგა. მიწისქვეშა პარკინგების საკითხის გარდა დეპუტატები დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებსაც განიხილავენ. „სხდომაზე გამოდის თბილისის მთავრობის მიერ ინიცირებული საკითხები. ხმაურზე რეგულაციები და ზედამხედველობა შსს-დან გადმოდის თბილისის საქალაქო სამსახურზე. მშენებლობებიდან დაზარალებული ადამიანებისთვის ინტერესთა გამოხატვაზე, ორ ლოკაციაზე ტენდერს გამოვაცხადებთ. ინვესტორებს საშუალება ექნებათ, რომ ააშენონ შესაბამისი საცხოვრებელი ფართები,“-აცხადებს თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი. |
Posted by: Primrose 29 Jun 2018, 13:18 | ||
iviko18
იმისთანა რა ფასი უნდა დაადო, რომ გიღირდეს. გადამხდელი ვინაა,, ტექნოლოგიები სადაურია, საშენ მასალას ვინ იძლევა, რანაირს. |
Posted by: Snow93 16 Jul 2018, 16:52 |
გენგეგმა, რომელშიც "პანორამა თბილისი" არ გაითვალისწინეს - ივანიშვილის სკანდალურ პროექტს დემონტაჟი ემუქრება ბიძინა ივანიშვილის პანორამა თბილისს დანგრევის საფრთხე ემუქრება. ეს საფრთხე კი, სავარაუდოდ, შემთხვევით თავად ხელისუფლებამ, უფრო კონკრეტულად კი თბილისის მერმა შექმნა. საქმე იმაშია, რომ დედაქალაქის მერიის მიერ მოწონებული გენგეგმის მიხედვით, პანორამა თბილისი მოქცეულია ისტორიულ-ლანდშაფტურ ზონაში, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ ადგილზე მშენებლობა არ შეიძლება. თუ საკრებულომ გენერალური გეგმა იმ სახით მიიღო, როგორც ახლა არის, მაშინ პანორამა თბილისის დაწყებული მშენებლობის დემონტაჟი უნდა განხორციელდეს. საკრებულოს ოპოზიციაში ეჭვობენ, რომ გენგეგმის მიღება შესაძლოა, განგებ გაჭიანურდა, რომ პანორამა თბილისის მშენებლებს დოკუმენტაციის მოწესრიგება და მშენებლობის გაპრავება მოესწროთ. ეჭვის კი ის აჩენს, რომ სამშენებლო დოკუმენტაციის ერთი ნაწილი კვლავაც არაა საჯარო. თბილისის მერიაში განმარტავენ, რომ შემზღუდავი ზონები, მათ შორის, ისტორიულ-ლანდშაფტური ზონა დედაქალაქში 1985 წელს განისაზღვრა, საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რეპსუბლიკის მთავრობის დადგენილებით. სწორედ ამიტომ, მერის მოადგილე თვლის, რომ ახლა უპირატესი ფუნქციურ-ზონალური დაყოფაა, რომელიც მთაწმინდის ქედზე პანორამის მშენებლობას გამონაკლისის სახით დასაშვებს ხდის. თუმცა, ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ, რადგან გენგეგმით კიდევ ერთხელ მოხდა ისტორიულ ლანდშაფტური ზონის, თუნდაც, ირიბად აღიარება, ახლა ამ კონსტრუქციების მშენებლობა უკვე უკანონო, იმის მიუხედავად, რომ მათი მესაკუთრე ხშირად აყენებს თავს კანონებზე და ისტორიაზე მაღლა. |
Posted by: fermina 16 Jul 2018, 17:55 |
https://www.facebook.com/search/top/?q=%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98%20%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%98%20%E1%83%AF%E1%83%98%E1%83%A5%E1%83%98%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94%20jikia%20house http://www.jikiahouse.ge/ აქ ხომ არ ცხოვრობთ ვინმე? როგორი უბანია? ვიზუალურად ვიცი, რომ ძალიან კარგია, ნანახი მაქვს. მაცხოვრებლის გამოცდილება მაინტერესებს. და კიდევ, მანსარდის ტიპის ბინა რამდენად კომფორტულია საცხოვრებლად. |
Posted by: Nescafe13 19 Jul 2018, 17:17 |
აქ მშენებლობის უფლების გაცემა შეიძლება ? |
Posted by: max-14 19 Jul 2018, 17:21 | ||
აქ (საქართველოში) ყველაფერი შეიძლება............ |
Posted by: Nescafe13 19 Jul 2018, 22:04 | ||
მარჯვნივ რომ მშენებარე კორპუსია ეგ დააშენეს ფრესკოს (სანდრო ეულის ქუჩაა ფოტოზე) ადრე ეგ მიწა ჩავარდა გეცოდინებათ ეხა რო წვიმები იყო ფრესკოს ავტოსადგომიც დაკეტილი იყო , ამხელა ძალა აწვება მიწას მინიმუმ ხო 15-16 იანს ააშენებენ რავი რა ვთქვა ჯერ ხო ჯურღმული გახდა ეგ დასახლება და ჩემი სახლი ჯიქიაზეც გადაფარა ამ უაზრო პროექტებმა |
Posted by: girvan_88 19 Jul 2018, 23:02 | ||
აი ეს სიტყვა ვინც შემოაგდო და დაამკვიდრა... |
Posted by: GIACH 23 Jul 2018, 12:42 |
მე ვცხოვრობ მაგ კომპლექსში მეორე წელია უკვე, პრინციპში ნორმალური უბანია ძალიან კარგი გამწვანებით და ბევრი პატარ-პატრა ქანდაკებებით, ლოკაციაც ისეთია ყველა მხრიდან გზა მიდის და მეტროც იქვეა, ფეხით 5 წუთის გზაზე, მე პირადად შედარებით პატარა კორპუსები და განსაკუთრებით ჩემი სახლის წინ არსებული დიდი სკვერი და უკან მწვანე ბილიკები მომწონს. ასევე სიმშვიდეა და მანქანები არ დადიან ბევრი, გარშემო კი შენდება დიდი კორპუსები, განსაკუთრებით ეგ დიდი უაზრო საშინელება ფრესკოს თავზე, რომელიც მგონი 35 სართულიანი უნდა იყოს მაგრამ ჩვენს უბანს ეგ არანაირ პრობლმას არ უქმნის, არც გვრჩდილავს და არც უბანში იჭრება ანუ ისეა საზიზღრობა თორე ამ უბნისათვის ზიანი არ მოაქვს ყოველშემთხვევაში, მოკლედ მაგ ფასებში რაც ღირს სახლები თბილისში ეგეთი ახალი დასახლება არ არსებობს , პრინციპში არც ძველი. მინუსებიც აქვს რათქმაუნდა, მაგრამ საერთო ჯამში ბავშვების ეზოში გაშვება არ მეშინია და ტერიტორიაც საკმარისი აქვთ გასართობათ, ასევე ბევრი ხილის ხეებიც დგას გარდა დიდი ნაძვებისა. ციყვიც ვნახე ამასწინათ. ერთი ეგაა ბევრი უცხოელი ცხოვრობს, განსაკუთრებით ირანელები. |
Posted by: fermina 24 Jul 2018, 20:36 |
GIACH მადლობა, მე დავათვალიერე და ეზო მომეწონა ისე, გავგიჟდი. მართლა თბილისში მსგავსი უბანი არ მინახავს. ყველანაირად მომეწონა. ადგილმდებარეობაც გადასარევია. მომწონს ჯიქია, მშვენიერი უბანია, მწვანე, მშვიდი. ხო ის ფრესკოს თავზე ე.წ. პირამიდა საშინელებაა, ძალიან არ მომწონს. და კიდევ სხვა მშენებლობებიცაა მანდ, მაგრამ დიდად მართლა არ გიშლით ხელს. ახლა მე რაზე ვიკავებ თავს და რა მინუსები დავინახე გეტყვი და აბა თუ დამეთანხმები: სახლები ძალიან ახლოს დგას ერთმანეთთან. არ მომეწონა ღია აივნები, ერთმანეთს ხედავს ყველა და თითქოს პირადი სივრცე არ გაქვს, დიდი აივნის "მუღამი" თითქოს ის არის, რომ სკამები გაიტანო, დაჯდე, წამოწვე, რა ვიცი მე, სტუმრებთან ერთად ყავა დალიო. კი, მანდ ყველას აქვს აივანზე სკამები და მაგიდა, მაგრამ ძალიან გამოფენილი მგონია ეს ყველაფერი საჯაროდ. ასევე, ძალიან კარგია დაკეტილი უბანი რომ არის, მაგრამ შეიძლება სწორედ ამ მიზეზით ხმაურიანიც იყოს, მითუმეტეს ეზოში არის ღია კაფეც, მაღაზიებიც და ოფისებიც. ასევე ერთმა მობინადრემ მითხრა, რომ კედლებიც თხელია და მეზობლებიდან ხმაური გამოდის, ხმაური კი არა პრინციპში ნებისმიერი ხმა. შემთხვევით მანსარდული ტიპის ბინაში ხომ არ ცხოვრობ ან ხომ არ იცი, რამდენად კომფორტულია საცხოვრებლად? |
Posted by: GIACH 25 Jul 2018, 10:29 |
სახლები 15 მეტრითაა დაშორებული ერთმანეთს, პრონციპში ეს მინუსი აქვს კი, ასევე გააჩნია რომელ კორპუსში ცხოვრობ, მე მაგალითად პარკის წინ ვარ და უკანა მხრიდან შედარებით ახლოსაა სახლი მაგრამ წინა მხრიდან ნორმალური დაშორება და არანაირი პრობლემა არაა, ზოგიერთ კორპუსს ორივე მხრიდან ახლოს უდგას კორპუსები, ასევე ბინის მიმართულებასაც გააჩნია საით მხარე გადის, აივანს რაც შეეხება როგორც ავღნიშნე ჩემთვის ბაღის მხარეს ნორმალურადაა, დახურული აივნები რომ იყოს აჯობებდა ჩემი აზრით, თუმცა მოფიქრება ბევრი რამის შეიძლება სიმყუდროვის შესაქმნელად, სახლები რომ 30-40 მეტრით იყოს დაშორებული და თბილისის ხედები ქონდეს იდეალური ადგილი იქნებოდა მაგრამ ფასი მინიმუმ ალბათ 1500 დოლარი. ამიტომ ავღნიშნე ზემოთ თავის ფასში ნორმალურია რა, ხმაურთან დაკავშირებით მე პირადად არავის ხმა არ მესმის, შეიძლება დიდი ბინა მაქვს და მაგიტომ, იზოლაცია ნორმალურია. პატარა ბინებში რა ხდება არ ვიცი მაგრამ მე არ მაწუხებს მეზობლების ხმები. მოკლედ თავად უნდა შეაფასოთ რა გინდათ. დაკეტილი უბანი როა მაგიტომაც არაა ხმაურიანი, მოკლედ ბევრი რამეზეა დამოკიდებული, კორპუსის მდებარეობა, სართული ბინის სიდიდე და ა.შ. მე მომწონს მიუხედავად არსებული მინუსებისა გარემო ამ უბანში დღესდღეობით კარგია სხვა უბნებთან შედარებით. გუშინ კიდე შესასვლელთან ახალი სკვერი აღმოვაჩინე. |
Posted by: Snow93 25 Jul 2018, 11:47 |
კალაძის ბიზნეს გეგმა - საკრებულოს ოპოზიცა გენერალური გეგმის შესწორებას ითხოვს საკრებულო თბილისის გენერალური გეგმის განხილვას იწყებს. 1200 გვერდიანი დოკუმენტიდან ახლა მხოლოდ 80 გვერდი დარჩა, რომელმაც დედაქალაქის ურბანული განვითარება უნდა უზრუნველყოს, თუმცა ასე არ ფიქრობს ოპოზიცია. "ეს არ არის გეგმა,რომლის მიხედვითაც თბილისი უნდა განვითარდეს, ეს კალაძის გამდიდრების გეგმაა-" აცხადებენ დეპუტატები. მათი მთავარი შენიშვნა სკვერებში დაგეგმილ მშენებლობებს ეხება. გაერთიანებული კომისიის სხდომაზე ოპოზიცია გენგეგმის მერიაში დაბრუნებას და მის შესწორებას მოითხოვს. „ეს არის კალაძის ბიზნეს გეგმა, თუ უნდათ თბილისზე საჭიროებაზე მორგებული გენერალური გეგმა, დაუბრუნონ კალაძეს წაიკითხოს კარგად და თბილისელების გენერალური გეგმა შემოიტანოს და არა საკუთარი ბიზნეს პროექტი, სავარაუდოდ აერიათ გენგეგმის ნაცვლად კალაძემ შემოიტანა პროექტი,რომელითაც უნდა გამდიდრდეს და ფული იშოვოს“-ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი. ფრაქცია ”ევროპული საქართველო - თბილისის” თავმჯდომარის მოადგილე დავით ჟღენტი კი ამბობს, რომ ძირითადი შეკითხვები პანორამა თბილისის მშენებლობას, ასევე შემოვლით რკინიგზასა და პარკირების გეგმას ეხება. საკრებულოს უმრავლესობის წევრები კი აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტექნიკური ნაწილის დაზუსტება და შეჯამება და აგვისტოში უკვე იქნება გამართული გენგეგმა. გენერალური გეგმის შინაარსით კმაყოფილია დედაქალაქის მერი. „იწყება განხილვები, საკმაოდ შრომატევადი სამუშაო იქნა გაწეული სითი ინსტიტუტისა და მერიის სამსახურების მიერ და მგონია, რომ დოკუმენტი,რომელიც ჩვენ მოვიწონეთ არის მნიშვნელოვანი“-აცხადებს კალაძე. |
Posted by: eleqtro 25 Jul 2018, 11:59 |
fermina მე ვცხოვრობ მანსარდულ სართულზე. წინა ბინაც მანდ მქონდა და ისიც მანსარდა. იმდენად მომეწონა, რომ სხვაზე არც მიფიქრია. კედლები არის 20სმ+ თბოიზოლაცია და ორმაგი თაბაშირმუყაო. მე ჯერ მეზობლის ხმა არ გამიგია. პ.ს. მანსარდულს დახურული აივნები აქვს. |
Posted by: Snow93 25 Jul 2018, 18:58 |
"კალაძის ბიზნესგეგმა" - თბილისის გენგეგმის განხილვას საკრებულოში ხმაური და ურთიერთბრალდებები მოჰყვა საკრებულოში თბილისის გენერალური გეგმის განხილვა ხმაურისა და ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობდა. ოპოზიციის შეფასებით, გენგეგმის დოკუმენტში ბევრი ხარვეზი და გაურკვევლობაა. მათი აზრით, გენგეგმა თბილისელების ინტერესებზე არ არის მორგებული. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, უფლებრივი ზონირების რუკებში განაშენიანების ნებართვასა და აკრძალვაზეც არის საუბარი. „ეს არის კალაძის ბიზნესგეგმა და არა თბილისელებისთვის მნიშვნელოვანი გენერალური გეგმა, რომელიც უნდა მივიღოთ იმიტომ, რომ სკვერებში კორპუსების აშენება არის წარმოუდგენელი და ამის გაკეთება არ შეიძლება. ასევე ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა ვთქვათ, მის პროექტს გენერალურმა გეგმამ და მერიამაც დაადო და მოიწონეს, რომ არის ისტორიული ლანდშაფტის ზონა და იქ მშენებლობა არ შეიძლება, თუ მშენებლობაა, დემონტაჟი უნდა მოხდეს, თუმცა ის, რომ ბიძინა ივანიშვილს მშენებლობას არავინ დაუნგრევს, კარგად ვიცით,“- განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა. საკრებულოს უმრავლესობამ ოპონენტები წინა ხელისუფლების დროს ყოფილი სასტუმროს აჭარის მიმდებარე ტერიტორიის გასხვისებაში დაადანაშაულა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. „აჭარის წინ ტერიტორია ვინ გაყიდა, თქვენი ხელისუფლების დროს გაიყიდა თუ არა, თბილისელმა ამომრჩეველმა და მოსახლეობამ ამაში ხარკი უნდა გადაიხადოს, თქვენ ამაზე ხმას როგორ იღებთ,“- მიმართა თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ, რევაზ სოხაძემ ოპონენტებს. რევაზ სოხაძის შეფასებით, „პანორამა თბილისი“ არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რაც შეიძლება ახლა თბილისში განხორციელდეს. დედაქალაქის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკას თბილისის მერიაშიც გამოეხმაურნენ. მერის მოადგილის, მაია ბითაძის შეფასებით, გენგეგმასთან დაკავშირებით ოპონენტების მიერ გამოთქმული შენიშვნები აბსტრაქტული და სასაცილო იყო. გენერალური გეგმის ავტორებს მიაჩნიათ, რომ გენგეგმა ყოველთვის არის ზოგადი და მის საფუძველზე სხვა ჩარჩო დოკუმენტები უნდა შეიქმნას. მათივე აზრით, დოკუმენტში იმაზე მეტი შეზღუდვაა, ვიდრე ეს წინა გეგმაში არსებობდა. |
Posted by: fermina 25 Jul 2018, 20:29 |
GIACH eleqtro დიდი მადლობა პ.ს. ვიცი მანსარდას დახურული აივნები რომ აქვს, სწორედ მაგიტომ მომეწონა. მე ვფიქრობ, მაგ კომპლექსში მანსარდა სჯობს ჩვეულებრივ ბინას, ჯერ ერთი მაღალი სართულია და მეორეც, აივნების გამო. |
Posted by: GIACH 26 Jul 2018, 16:44 |
გემოვნების ამბავია, მანსარდი შედარებით იაფია თუმცა ვიწრო აივნები აქვს, ლიფტი არ ადის და სახურავის იზოლაცია თავად უნდა გააკეთოთ თუმცა სავარაუდოდ ზაფხულში უფრო ეცხელება. |
Posted by: fermina 27 Jul 2018, 01:12 |
GIACH იმ პროექტში, რომელსაც მთავაზობდნენ, მანსარდს საკმაოდ ფართო აივანი აქვს ერთ მხარეს, ახალ პროექტში აივნის ნაწილი არის უფრო ფართე, შეწეული შიგნით ისე, რომ მაგიდ და სკამებიც კი დაეტევა. დაახლოებით ასეთი, თუ გაიხსნა ფბ ლინკი: https://www.facebook.com/jikiahouse/photos/a.156365127898969.1073741828.156334957901986/935551716646969/?type=3&theater უფრო ცხელი ყველა ვარიანტში იქნება, თვითონვე მითხრეს გაყიდვების ოფისში. |
Posted by: Snow93 27 Jul 2018, 12:41 |
10 მილიონით გაზრდილი თბილისის ბიუჯეტი - საკრებულოში დოკუმენტის განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს თბილისის ბიუჯეტის 10 მილიონი ლარით იზრდება - თბილისის საკრებულოს ოპოზიცია და უმრავლესობა ბიუჯეტის გაზრდასთან დაკავშირებით დღეს დილიდან დაობს. მსჯელობა თბილისის საკრებულოს გაერთიანებული კომისიების სხდომაზე მიმდინარეობს. თანხის ძირითადი ნაწილი ინფრასტრუქტურაზე დაიხარჯება, თუმცა მილიონ ლარამდეა გამოყოფილი, მაგალითად, სარეკლამო და პიარ მიმართულებაზე. რის გამოც, ოპოზიცია ფულის უყაირათო ხარჯვაზე და წინა საარჩევნო ტაშ-ფანდურზე საუბრობს. თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, საინტერესოა, რატომ ზრდიან ხარჯებს PR-ისთვის, მაშინ როდესაც ქალაქში უამრავი პრობლემა არსებობს. „ძალიან ლეგიტიმური შეკითხვები გვაქვს. მაშინ, როცა უამრავი პრობლემა არის დედაქალაქში, როგორ შეიძლება რეკლამას ნახევარი მილიონი დაუმატოთ, მერიის ადმინისტრაციას 1 მილიონი დავუმატოთ, ტაშ-ფანდურში ნახევარი მილიონი დავხარჯოთ და ამასობაში თანხა მოვაკლოთ ლიფტების, სახურავების, ჟოლაბების შეკეთებას, მართლა იმას, რაც თბილისელებს სჭირდება და არ დაგვავიწყდეს, ეს მიმართულება მცირდება 6 მილიონი ლარით,“ - განაცხადა ხაბეიშვილმა. თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ევროპული საქართველო - თბილისის“ თავმჯდომარის მოადგილე, დავით ჟღენტი აცხადებს, რომ ბიუროკრატიული ხარჯების დაფინანსების მიზნით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებში თანხების კლება ხდება. „ბიუჯეტი იზრდება 10 მილიონი ლარით და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუ ეს კონკრეტული თანხა მიემართებოდა თბილისელებითვის იმ მთავარ მოთხოვნებზე, მაგრამ, სამწუხაროდ, არ ხორციელდება იმ მთავარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, რაც არის თბილისელებისთვის მნიშვნელოვანი,“ - განაცხადა დავით ჟღენტმა. |
Posted by: fermina 27 Jul 2018, 15:06 |
GIACH კიდევ რა არის იცი? რაღაც ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს რაღაც დასასვენებელი სახლი თუ სანატორიუმია, სადაც ერთი-ორი კვირა უნდა დარჩე და მერე სახლში დაბრუნდე ეს ჩვენი ბრალია, არ ვართ მიჩვეულები ნორმალურ, კეთილმოწყობილ საცხოვრებელ გარემოს. აივნების გამო ალბათ მაინც სხვა ვარიანტს გადავწყვეტ, ძალიან მინდა დიდი და მყუდრო აივანი და მანდ არ გამოდის ეგ ამბავი, არც მანსარდაზე |
Posted by: Snow93 9 Aug 2018, 20:04 |
კახა კალაძე არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ დიღმის ტყე-პარკში მასშტაბური მშენებლობები იგეგმება დიღმის ტყე-პარკში არავითარი მშენებლობა არ იგეგმება-ასე ეხმაურება კახა კალაძე „კურიერის“ ეთერში გასულ რეპორტაჟს, სადაც აღნიშნულ ტერიტორიაზე მასშტაბურ მშენებლობებზე იყო საუბარი. განცხადება თბილისის მერმა, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გააკეთა, რომელიც დღევანდელ დღესთან დაკავშირებით წუთიერი დუმილით დაიწყო. სხდომაზე დედაქალაქის მერმა რამდენიმე საკითხი განიხილა. მათ შორის კახა კალაძემ იმ 42 ერთეული მუნიციპალური ტრანსპორტის ჩამოწერის განკარგულება გასცა, რომელმაც ტექნიკური შემოწმება ვერ გაიარა. მისი თქმით ეს ავტოტრანსპორტი ელექტრო ან ჰიბრიდული მანქანებით უნდა ჩანაცვლდეს. „მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან სახელმწიფო და მუნიციპალური ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ტექნიკურ დათვალიერებას ექვემდებარება. მერიის 42 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება მინიმალურ ტექნიკურ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს და მინდა დაგავალოთ, რომ ეს ავტომობილები ამოიღოთ ხმარებიდან. ყვითელი ავტობუსები არის ნაწილი იმ დიდი პრობლემისა, რომელიც ჩვენ ეკოლოგიის თვალსაზრისით გვაქვს,“-განაცხადა კახა კალაძემ და აღნიშნა, რომ ქალაქში მოძრავი მანქანების 50% საგანგაშო მდგომარეობაშია. დღეს ასევე დედაქალაქის მერმა დააანონსა ვაშლიჯვრის ესტაკადის მშენებლობა, რომლის განხორციელების ფარგლებში შესაძლოა გარკვეული შეზღუდვები მიმდებარე ქუჩებზე დაწესდეს. |
Posted by: Snow93 13 Aug 2018, 13:34 |
დედაქალაქში შშმ პირებისთვის ადაპტირებული რეტერატები განთავსდა ევროპის მოედანზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ადაპტირებული რეტერატები განთავსდა. თანამედროვე ტექნოლოგიებით შექმნილი საზოგადოებრივი საპირფარეშოები, ე.წ. სითი ბოქსები თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს მიერ გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულმა კომპანია „სითი ბოქსმა“ დაამონტაჟა. საზოგადოებრივი საპირფარეშოები დედაქალაქში, პირველ ეტაპზე, 30 ლოკაციაზე განთავსდება. რეტერატების მონტაჟის პროცესს ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი თავართქილაძე გაეცნო. „სააგენტოს მიერ გამოცხადებული პირველი აუქციონის საფუძველზე, გამარჯვებული კომპანია „სითი ბოქსი“ შეირჩა, რომელიც 30 ლოკაციაზე საზოგადოებრივ ტუალეტებს განათავსებს. შემდგომში, საჭიროებიდან გამომდინარე, აუქციონის გამოცხადება უკვე ახალ ლოკაციებზე გვაქვს დაგეგმილი. დღეს ვნახეთ მაღალი სტანდარტების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ადაპტირებული საპირფარეშოები. აღნიშნული ღონისძიება ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს და ქალაქის მასშტაბით, ძალიან დიდ პრობლემას გადაჭრის“, - განაცხადა ირაკლი თავართქილაძემ. აუქციონის პირობების თანახმად, საზოგადოებრივი საპირფარეშო ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, საინფორმაციო წარწერებზე გათვალისწინებულია ბრაილის შრიფტი და ამასთან, აღჭურვილია ბავშვის გამოსაცვლელი მაგიდით. თანამედროვე, ავტომატიზირებული და ანტივანდალური მასალებით მოპირკეთებული საზოგადოებრივი საპირფარეშოს მოვლა-პატრონობასა და სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვაზე პასუხისმგებელი მოიჯარე იქნება, რომელიც ასევე, ვალდებულია, კვირაში შვიდი დღის განმავლობაში, 24-საათიანი სამუშაო რეჟიმით, ცხელი ხაზის მუშაობა უზრუნველყოს. თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად, ადგილზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ხელძღვანელი იციკ მოშე და ტენდერში გამარჯვებული ისრაელური კომპანიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. * * * არასამთავრობო ორგანიზაციები თბილისის მთავრობას მოუწოდებენ, დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიაზე მორიგი მშენებლობის ნებართვა არ გასცენ. ანალოგიური მოთხოვნით მოსახლეობამ ხელმოწერები უკვე შეაგროვა. ისინი თბილისის მერიასა და საკრებულოს დიღმის ტყე-პარკის ლანდშაფტურ-რეკრეაციულ ზონად გამოცხადებას ითხოვენ. ივნისში ქალაქის არქიტექტურის სამსახურმა კომპანია „ანაგს“ ის სამშენებლო პირობები განუსაზღვრა, რომლის თანახმადაც ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსი უნდა აშენდეს |
Posted by: Snow93 16 Aug 2018, 12:34 |
"მინდა მივმართო სამშენებლო კომპანიებს, რომ გააქტიურდით," - კახა კალაძე ქალაქში დაუსრულებელ შენობა-ნაგებობებზე საუბრობს დედაქალაქის მთავრობის სხდომის ერთ-ერთი მთავარი საკითხი თბილისში დაუსრულებელი მშენებლობების პრობლემა იყო. თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ ასეთი ობიექტების აღწერა უკვე დასრულდა და დედაქალაქის მასშტაბით, სულ 179 დაუმთავრებელი ნაგებობაა. კახა კალაძე აცხადებს, რომ მას პრემიერს მინისტრი მამუკა ბახტაძესთან მოლაპარაკებები ჰქონდა, სხდომაზე აღინიშნა, რომ მამუკა ბახტაძე ამ პრობლემის მოგვარებას მხარს უჭერს. „ჩვენ რამდენიმე დღის წინ ვისაუბრეთ დაუმთავრებელ შენობა-ნაგებობებზე, რომელიც სამწუხაროდ ბლომად გვაქვს ქალაქში. ამის აღწერა მოხდა, ბატონი ილია ელოშვილი მუშაობდა ამ მიმართულებით, დაახლოებით, 179 ობიექტია. ძალიან ცუდია, როდესაც ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე, უბნებში და რაიონებში ვხედავთ ასეთ შენობა-ნაგებობებს. გარდა ამისა, არის უამრავი ადამიანი, რომლებსაც გარკვეული თანხები აქვთ გადახდილი და წლებია უკვე ელოდებიან საკუთარ ფართებს და მგონია, რომ ეს მათთვისაც სერიოზული შვება იქნება. მინდა მივმართო ასევე დეველოპერებეს, სამშენებლო კომპანიებს, არქიტექტორებს, რომ გააქტიურდით. არსებობს პრობლემა დღეს ქალაქში. ეს წლობით დაუმთავრებელი შენობა -ნაგებობები და ჩვენ მზად ვართ, დედაქალაქის მერია, მოგმართავთ, რომ იაქტიურეთ, მოიტანეთ თქვენი წინადადებები,“ - განაცხადა კახა კალაძემ. * * * თბილისის მერიის ურბანული სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარდგენილ ალექსანდრე ტოგონიძეს დღეს საკრებულოს წევრები მოუსმენენ. ტოგონიძე დღეს უნდა დაამტკიცონ დეპუტატებმა, თუმცა მანამდე მან საკრებულოს წევრებს საკუთარი ხედვა და პროგრამა უნდა გააცნოს. მას საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციის მწვავე შეკითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს. ალექსანდრე ტოგონიძე აღნიშნულ თანამდებობაზე კახა კალაძემ წარადგინა. მანამდე კი ის ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ჯგუფში“ შემავალ სამშენებლო კომპანიებში მუშაობდა. ოპოზიცია მხარის არ დაჭერის მიზეზად, სწორედ სამშენებლო ბიზნესში მის მოღვაწეობას და ამ მიმართულებით შესაძლო ინტერესს ასახელებს. მათი აზრით, დედაქალაქის მთავრობას ივანიშვილი სანდო კადრებით აკომპლექტებს. თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ ტოგონიძე თანამდებობაზე დანიშვნის შემთხვევაში ივანიშვილის დავალებების შემსრულებელი იქნება. „ასეთი ადამიანები ინიშნებიან ერთი რამის გამო, რომ შემდგომში მათ ბიძინა ივანიშვილის მავნებლური დავალებები პირნათლად, ხმის ამოუღებლად და გაუპროტესტებლად დაამტკიცონ და ყველა ის პროექტი, რომელიც თბილისელებისთვის მავნებლურია, ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ გადაწყვიტონ,“ - განაცხადა ნადირაძემ. მმართველი გუნდისთვის ოპოზიციის კრიტიკა და ტოგონიძის საწინააღმდეგო არგუმენტები მიუღებელია. თბილისის საკრებულოს უმრავლესობა ოპოზიციის ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევს. „ყველა ჩვენ, ვინც გვყავს საქალაქო სამსახურის უფროსი, ეს არის „ქართული ოცნების“, მმართველი პარტიის მიერ შერჩეული კანდიდატი და რომელზეც ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას,“ - განაცხადა თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ. |
Posted by: Snow93 22 Aug 2018, 17:05 |
გთხოვთ, დააფიქსიროთ თქვენი მოსაზრება - ფიქრობთ თუ არა, რომ ვარაზისხევში არსებული ქვაფენილი, თანამედროვე, ევროპული ტიპის ასფალტის საფარით უნდა ჩანაცვლდეს ? დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია გამოკითხვის მეშვეობით. და 47% აქვს არა-ს... |
Posted by: Snow93 30 Aug 2018, 11:40 |
ამ წუთებში თბილისის მერიაში დიღმის ტყე-პარკში დაგეგმილი მშენებლობის გამო ხმაურიანი სხდომა იწყება. არასამთავრობო ორგანიზაციები თბილისის მთავრობას მოუწოდებენ, დიღმის რაიონის მწვანე ზოლში მორიგი მშენებლობის ნებართვა არ გასცენ. იმ შემთხვევაშ თუ არქიტექტურის სამსახური "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" საჩივარს არ დააკმაყოფილებს, საქმის განხილვა უკვე სასამართლოში გაგრძელდება. ივნისში ქალაქის არქიტექტურის სამსახურმა კომპანია „ანაგს“ ის სამშენებლო პირობები განუსაზღვრა, რომლის თანახმადაც ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსი უნდა აშენდეს. |
Posted by: ტემპერა 7 Sep 2018, 17:25 |
ეს პროექტი გაიმაზა? ------------------------------------------------------ |
Posted by: ika-084 7 Sep 2018, 21:19 |
რამდენი ოჯახი და ადამინი გაამწარეს ამ გენგეგმით ეს როგორ უნდა შერჩეთ ამ დებილებს.... |
Posted by: Snow93 8 Sep 2018, 10:57 |
ika-084 როგორც წინას შერჩა და აგრძელებენ მათ გზას ქალაქის ნგრევისთვის,ისე შერჩებათ ამათაც |
Posted by: Snow93 10 Sep 2018, 13:16 |
ჩუღურეთის რაიონის გამგეობა, თანადაფინანსებული პროექტების განხორციელებას განაგრძობს. ამ ეტაპზე, სხვადასხვა სახის სამუშაოები 44 მისამართზე მიმდინარეობს, რომლის ჯამური ღირებულება 1 409 981 ლარს შეადგენს. პროექტის ფარგლებში, ავარიული შენობა-ნაგებობების კედლებისა და საძირკვლის გამაგრება, წყლისა და წყალსაწრეტების ქსელის რეაბილიტაცია, ქანობიანი და ბრტყელი სახურავების შეცვლა, სადარბაზოების განახლება და სხვა სახის სამუშაოები ხორციელდება. აღნიშნულ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანიები ასრულებენ. თანადაფინანსებული პროექტების ფარგლებში, გამაგრების სამუშაოები 42 ობიექტზე უკვე დასრულებულია. ჩუღურეთის რაიონის გამგეობა აღნიშნული მიმართულებით, წლის ბოლომდე, კიდევ 18 პროექტის განხორციელებას გეგმავს. * * * თბილისის საკრებულოს სხდომა დღეს ხმაურიანი იქნება. ოპოზიციონერი დეპუტატები ეშმაკის ბორბალთან დაკავშირებით თბილისის მერიის მიერ ორი მილიონი ლარის გამოყოფაზე აპირებს ყურადღების გამახვილებას. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამტკიცებენ, რომ მერია დედაქალაქის პრობლემებს არაადეკვატურად აფასებს. მმართველი გუნდის ოპონენტები შესაძლო კორუფციულ გარიგებაზე საუბრობენ. 2 მილიონ ლარიანი კონტრაქტი იტალიურ კომპანიასთან უკვე გაფორმებულია. პროექტი ეშმაკის ბორბალზე გიგანტური საათისა და ახალი განათების დამონტაჟებას ითვალისწინებს. „ან უნდა თქვან, რომ ქვეყანაში ისე კარგად არის ყველაფერი, რომ ეშმაკის ბორბალიღა დაგვრჩა გასამართი და ამისთვის 2 მილიონი ლარი უნდა დავხარჯოთ, ასევე უნდა გვითხრან რომ ქვეყანაში იმდენად კარგი სიტუაციაა, რომ სარესტორნო მომსახურებაში შეიძლება, რომ 45 ათასი ლარი დახარჯონ და პარალელურად 1 ლარად და 13 თეთრად გამოკვებონ სოციალურად დაუცველები. ამ ორ საკითხზე გვექნება ჩვენ ყურადღება გამახვილებული,“-განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. თბილისის საკრებულოს უმრავლესობა კი ოპოზიციას სპეკულაციაში ადანაშაულებს |
Posted by: Snow93 18 Sep 2018, 12:53 |
დედაქალაქის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა. პირველი საკითხი, რაზეც მერმა ყურადღება გაამახვილა, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიწისქვეშა პარკინგის მოწყობის პროექტზე გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვის დასრულებაა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, პროექტის განხორციელებით კომპანია „იქს 2“-ია დაინტერესებული, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, აღნიშნულმა კომპანიამ კონკრეტულ ლოკაციაზე ტექნიკური კვლევა უნდა ჩაატაროს. „ჩვენ გამოცხადებული გვქონდა ინტერესთა გამოხატვა სხვადასხვა კონკრეტულ ლოკაციაზე, თუმცა პირველი გამოცხადების შედეგად, ინტერესი არავის გამოუხატავს და პროცესი თავიდან გამოცხადდა. ამ ეტაპზე, ერთ კონკრეტულ ლოკაციაზე - ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე პარკინგის მოწყობის პროექტთან დაკავშირებით, კომპანია „იქს 2“ არის დაინტერესებული. ჩვენ ვაპირებთ ხელშეკრულების გაფორმებას. კომპანიას კი, ვალდებულება აქვს, რომ ხუთი თვის განმავლობაში, ტექნიკური კვლევა ჩაატაროს. ამ პროექტის განხორციელებაზე, საბოლოო გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტთან ერთად, კომპანიაც მიიღებს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ კვლევები დადებითი იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, მიწისქვეშა პარკინგების პროექტების განხორციელება დედაქალაქისთვის მნიშვნელოვანია, რასაც მუნიციპალიტეტი ხელს შეუწყობს. „ვიცით, მიწისქვეშა პარკინგების პროექტის განვითარება დედაქალაქისთვის რამდენად მნიშვნელოვანია და ის, რომ პარკირების სისტემა მოვაწესრიგოთ და არ ვიყოთ იმ ქაოტურ მდგომარეობაში, რაშიც დღეს ვიმყოფებით. ჩვენ, მუნიციპალიტეტი ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ასეთ პროექტებს ხელი შევუწყოთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერი ინიციატივით გამოვიდა, მუნიციპალური პარკირების ადგილების ეკონომიკური საქმიანობისთვის გამოყენების შემთხვევებზე, ჯარიმის ოდენობა გაიზარდოს. მისი თქმით, წინა სხდომაზე გაცემული დავალების შესაბამისად, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ კანონდამრღვევების დაჯარიმება დაიწყო, თუმცა, ვინაიდან ჯარიმის ოდენობა დაბალია, მუნიციპალური პარკინგის არამიზნობრივად გამოყენების შემთხვევები გრძელდება. „ქალაქში, სამწუხაროდ, არის ქუჩები, სადაც მუნიციპალური პარკირების ადგილები დაკავებული აქვთ სხვადასხვა ეკონომიკური საქმიანობისთვის. ეს არის მისაბმელიანი ავტომობილები, ხშირ შემთხვევაში, გახსნილი აქვთ ტურისტული ბიუროები, ვიზების მომსახურება; არის შემთხვევები, როდესაც საპარკინგე ადგილები შევსებულია გასაქირავებელი ავტომანქანებით და მოქალაქეებს არ ეძლევათ შესაძლებლობა, მუნიციპალური პარკინგით ისარგებლონ. ჩემი დავალება იყო, რომ განგვეხორციელებინა დაჯარიმება, რაც „სატრანსპორტო კომპანიას“ დაევალა. რა თქმა უნდა, გამოიწერა ჯარიმები, თუმცა, როგორც ჩანს, ჯარიმის ოდენობა ძალიან დაბალია - 10 ლარი და ეს ადამიანები თავიანთ საქმიანობას განაგრძობენ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ეკონომიკურ განვითარებასა და წინსვლას არანაირად არ ვეწინააღმდეგებით, თუმცა ქალაქში არსებობს ძალიან ბევრი ლოკაცია, სადაც ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება შესაძლებელია. არავის აქვს უფლება, ადამიანებს, რომლებიც კეთილსინდისიერად იხდიან პარკირების საფასურს, ავტომობილის გაჩერება შეუზღუდონ. შესაბამისად, მინდა ირაკლი ხმალაძეს დავავალო, დაიწყეთ მუშაობა კანონპროექტზე, რომ მოხდეს ჯარიმის ოდენობის გაზრდა, გამკაცრება, რათა შედეგი გამოიღოს“, - განაცხადა კალაძემ. დედაქალაქის მერის თქმით, ჯარიმის ოდენობის გაზრდამ შედეგი სამშენებლო სექტორის შემთხვევაში უკვე გამოიღო. „ჩვენ იგივე მიდგომა და დამოკიდებულება გვქონდა, როდესაც მშენებლობებზე უსაფრთხოების თვალსაზრისით, გადაწყვეტილებები მივიღეთ. ბევრი სკეპტიკურად უყურებდა ამ მიდგომას. საუბარი იყო, რომ ჯარიმების გაზრდით, აღნიშნულ პრობლემას ვერ მოვაგვარებდით, თუმცა შედეგი უკვე სახეზეა. აქაც მინდა ვთქვა, რომ ეს არ არის ის შედეგი, რისი მიღებაც ჩვენ საბოლოოდ გვინდა, თუმცა სამშენებლო უსაფრთხოება მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული“, - აღნიშნა კახა კალაძემ. ტაქსების რეფორმის ფარგლებში, თბილისის მერია ტაქსის ერთიან ვიზუალურ სტანდარტზეც მუშაობს, რომელიც 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდება. კახა კალაძის თქმით, ქალაქში მოძრავი ყველა ტაქსი აღნიშნული პერიოდიდან ერთიან სტანდარტში მოექცევა. „ტაქსების რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მიმართულებაა, რომელზეც ტაქსების ლიცენზირების თვალსაზრისით, არაერთხელ ვისაუბრეთ. ამ კონკრეტულ რეფორმას რაც შეეხება, თბილისის მერია საკრებულოსთან ერთად, აღნიშნულ საკითხზე უკვე მსჯელობს. ერთიანი ვიზუალური სტანდარტი პირველი ნოემბრისთვის უკვე იქნება დამტკიცებული. ამ დროიდან, ტაქსით მომსახურების სერვისის მიმწოდებლებს ეცოდინებათ, თუ როგორი იქნება 2019 წლიდან ეს მოთხოვნები. აღნიშნული სტანდარტი გაითვალისწინებს ასევე, ტაქსის ერთიან დიზაინში რეკლამის განთავსების ადგილს, რომელიც მძღოლებს დამატებითი შემოსავლის წყაროს შეუქმნის“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ტაქსის მძღოლებს ექნებათ შესაძლებლობა, ავტომობილზე რეკლამისთვის გამოყოფილი ადგილით ისარგებლონ და კერძო სექტორთან თანამშრომლობით, დამატებითი ფინანსური სარგებელი მიიღონ. კახა კალაძემ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების მიმართულებით დაგეგმილ ცვლილებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალ სასწავლო წელთან დაკავშირებით, თბილისის მეტროს მოძრავი შემადგენლობები პიკის საათებში სამწუთიანი შუალედით იმოძრავებენ. დროის შუალედის შემცირება კი, მეტროს მოძრავი შემადგენლობის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში გახდა შესაძლებელი. „პრობლემა იყო ის, რომ პიკის საათებში მოქალაქეებს 5-6 წუთი ლოდინი უწევდათ, რაც სერიოზულ დისკომფორტსა და პრობლემას წარმოადგენდა. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს მეტროს ვაგონების მთლიან განახლებას, მეტროს სამი ოთხვაგონიანი ახალი შემადგენლობა დაემატება, რომელიც „ახმეტელის თეატრი“ - „ვარკეთილის“ ხაზზე იმოძრავებს და ერთი სამვაგონიანი შემადგენლობა საბურთალოს ხაზზე. ეს მოგვცემს შესაძლებლობას, რომ პიკის საათებში, როდესაც ყველაზე ბევრი მგზავრი გადაადგილდება, მოცდის ინტერვალი სამ წუთამდე შევამციროთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ 21 სექტემბრიდან, ყოველ პარასკევსა და შაბათ ღამეს, 00:00-დან 06:00 საათამდე, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ „ვარკეთილამდე“ ავტობუსი იმოძრავებს. მარშრუტი „ღამის ეკონომიკის“ პროექტის ფარგლებში შემუშავდა. „ჩვენ ვამბობდით, რომ „ღამის ეკონომიკის“ განვითარების ფარგლებში, საჭირო და მნიშვნელოვანია, ღამის საათებში, კონკრეტულ ლოკაციებზე მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა იყოს შესაძლებელი. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია და 21 სექტემბრიდან, ყოველ პარასკევსა და შაბათ ღამეს, 00:00-დან 06:00 საათამდე, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ „ვარკეთილამდე“ ავტობუსი იმოძრავებს. ჩვენთვისაც საინტერესოა, თუ როგორ განხორციელდება საპილოტე პროექტი. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მოსახერხებელი იქნება, როგორც ღამის ცხოვრების მოყვარული ახალგაზრდებისთვის, ისე ტურისტებისა და ღამით დასაქმებული მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ. „ღამის ავტობუსის“ საპილოტე პროექტი დაიგეგმა ისე, რომ დედაქალაქის უმეტესი ნაწილი მოიცვას და მგზავრები გასართობი და კულტურული აქტივობებით დატვირთულ ცენტრებთან დააკავშიროს. ავტობუსი უკუმიმართულებითაც ანალოგიურ მარშრუტს გაივლის. ავტობუსს ექნება წარწერა - „ღამის ავტობუსი“. საპილოტე მარშრუტზე „მანის“ მარკის ავტობუსები ერთსაათიანი ინტერვალით და სტანდარტული - 50-თეთრიანი ტარიფით იმოძრავებენ. ამასთანავე, შეღავათიანი მგზავრობის ტარიფიც იმოქმედებს. დედაქალაქის მერი თბილისში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ სამუშაოების პირველი ეტაპი ყველა ლოკაციაზე დასრულებულია. მეორე ეტაპი კი, 20-25 ოქტომბრისთვის დასრულდება. „დედაქალაქში არაერთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს, მათ შორის, ბარათაშვილის აღმართი, შარტავა-კოსტავას ქუჩების რეაბილიტაცია. პირველი ეტაპი და ყველაზე მძიმე სამუშაოები, რაც მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოცვლას, სანიაღვრე ქსელის მოწესრიგებას გულისხმობს, უკვე შესრულებულია და მოძრაობა თავისუფლად არის შესაძლებელი. შემდეგი ეტაპი ცენტრალური გზების საბოლოო ფენით მოასფალტება, კეთილმოწყობის სამუშაოები, როგორც ველობილიკის, ასევე, ავტობუსების ზოლის, საფეხმავლო ბილიკების მოწყობაა. მთლიანად შეიცვლება ბორდიური, გარე განათებები და ელექტროსადენები მიწისქვეშ მოთავსდება. პროექტების დასრულება კონკრეტულ ლოკაციებზე სრულად, 20-25 ოქტომბრისთვის იგეგმება. რობაქიძის გამზირზე საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყო და შემდეგ უკვე მოასფალტება და კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყება“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, დედაქალაქში ახალი პროექტები იწყება, მათ შორის, ლეხ კაჩინსკის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია. „კაჩინსკის ქუჩაზე სამუშაოები უკვე დაწყებულია, რისთვისაც კომპანია GWP-ს მინდა, თანამშრომლობისთვის მადლობა გადავუხადო, იმიტომ, რომ აქაც კომუნიკაციები ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო და რეაბილიტაცია საფუძვლიანად ხდება. მიწისქვეშა კომუნიკაციები, წყალარინების ქსელი, სანიაღვრე სისტემა მთლიანად გამოიცვლება. დღეს კი, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური შესაბამის სამუშაოებს იწყებს. აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის დაახლოებით, 900 000 ლარი დაიხარჯება. სარეაბილიტაციო სამუშაოები ოქტომბრის ბოლოს დასრულდება“, - აღნიშნა თბილისის მერმა. ბოლო საკითხი, რომელზეც კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა, სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებული მოქალაქეებია. დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ დაზარალებულ მოსახლეობას თბილისის მერია ხელს ყველანაირად შეუწყობს. „სამშენებლო კომპანია „სვეტთან“ დაკავშირებულ საკითხი ისევ საკმაოდ აქტუალურია. პირადად მე ძალიან ბევრი შეტყობინება მომდის, თუ რა იქნება, როგორ იქნება და რა მდგომარეობაა. გასულ კვირას, ჩემი მოადგილე ილია ელოშვილი „სვეტის“ მიერ დაზარალებული მოქალაქეების საინიციატივო ჯგუფს შეხვდა და არსებული მდგომარეობა დეტალურად განიხილეს. კიდევ ერთხელ მინდა დაგიდასტუროთ მერიის და პირადად ჩემი თანადგომა - ყველანაირად ხელი შეგიწყოთ, დაგეხმაროთ, რომ რაც გადახდილი გაქვთ, არ დაკარგოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე გამოძიება დაწყებულია, რომელიც ეფექტურად მიმდინარეობს. „ერთი მხრივ, გამოძიება საკმაოდ ეფექტურად მიმდინარეობს და მეორე მხრივ, რაც ჩვენს პრეროგატივაში შედის, ამ მიმართულებით, თბილისის მერია ყოველთვის გვერდში დაგიდგებათ და დაგეხმარებათ, რომ ეს პროექტები დასრულდეს. დაახლოებით, 14 ლოკაციაზე იყო დაწყებული მშენებლობები და 14-ვე იყო უნებართვო, რაც სერიოზული პრობლემაა. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ. თითოეული ჩვენგანისთვის უნებართვო, უკანონო მშენებლობები კატეგორიულად მიუღებელია. განსაკუთრებით, ეს ეხება 2015-2016 წლებს და ნაწილი 2017 წელს, როდესაც უკანონო მშენებლობები მიმდინარეობდა. ჩვენი მხრიდან მაქსიმალური თანადგომა გექნებათ, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა. |
Posted by: Snow93 20 Sep 2018, 14:29 |
ნარჩენების ღამის საათებში გატანა ვაკის გარდა სხვა რაიონებშიც მოხდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“„თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა ლევან ჯღარკავამ განუცხადა, ნარჩენების ღამის საათებში გატანის საპილოტე პროგრამამ, რომელიც ვაკის მასშტაბით ხორციელდებოდა, გაამართლა. „ის, რისთვისაც გაკეთდა ღამის დასუფთავების პროექტი, იყო ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი. ერთი ის, რომ საცობი აგვეცილებინა თავიდან აღნიშნულ ლოკაციაზე და მეორე - დაგვეზოგა კომპანიის ხარჯები. ინიციატივამ ორივე მიმართულებით გაამართლა. ჩვენ ლოკაციებზე ერთხელ მივდივართ და ისიც ღამის საათებში. სხვა რაიონებშიც იგეგმება ნარჩენების გატანა ღამის საათებში. აქტიურად ვმუშაობთ საყოფაცხოვრებო ნარჩენების საპილოტე პროგრამის მთელი ქალაქის მასშტაბით ამოქმედებაზე, თუმცა ახლა ვგეგმავთ, თუ როგორ მოხდება ეს. ის ნაკლოვანებები, რაც ვნახეთ ვაკის რაიონში, გამოსწორდება“, - განაცხადა ლევან ჯღარკავამ. მისივე განმარტებით, პროექტის ეფექტურად განსახორციელებლად დამატებითი ნაგავმზიდები ესაჭიროებათ, რის შეძენასაც „თბილსერვისი“ უკვე გეგმავს. შეგახსენებთ, რომ საყოფაცხოვრებო ნარჩენების ღამის საათებში გატანის საპილოტე პროგრამის ამოქმედების შესახებ პირველად ქალაქის მერმა გასული წლის დეკემბერში ისაუბრა. პირველ ეტაპზე, აღნიშნული პროექტი ვაკის რაიონში რამდენიმე ქუჩაზე განხორციელდა. კახა კალაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ საპილოტე პროექტი საზოგადოებისთვისაც მისაღები იქნება, საყოფაცხოვრებო ნარჩენების ღამის საათებში გატანა მოხდება. * * * თბილისის საკრებულოს სხდომაზე დღეს რამდენიმე საკითხს განიხილავენ. ოპოზიცია ხმაურიანი სხდომისთვის ემზადება. რამდენიმე კომისიამ ბაზრობების, მათ შორის ელიავას ბაზრობის განაშენიანების გეგმა უნდა განიხილოს. ოპოზიცია კი თბილისის მერიას საბიუჯეტო თანხის გაფლანგვაში ადანაშაულებს. დეპუტატების ინფორმაციით, მუნიციპალიტეტმა ელიავას ბაზრობის განვითარების ორი პროექტი დაიწუნა, რამაც ბიუჯეტი დააზარალა. „ჯერ იყო და გენერალური გეგმისთვის 3 მილიონი ლარი დახარჯეს და თქვეს, რომ ამით პრობლემა ამოიწურებოდა,. ახლა ვხედავთ,რ ომ მილიონ 300 ათასი ლარის ტენდერი გამოაცხადა დედაქალაქის მერიამ იმისთვის რომ ელიავას ბაზრობისთვის რაღაც ჩარჩო გეგმები მოამზადოს და ამაში მილიონობით ლარს ხარჯავენ“-ამბობს "ნაციონალური მოძრაობიდან" საკრებულოს დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი. თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა კი აცხადებს, რომ ტენდერი გამოცხადებულია სწორედ იმ გეგმისთვის, რომელიც დედაქალაქის სწორ განაშენიანებას უზრუნველყოფს. "ამაზე არის სწორედ გარკვეული თანხები გამოყოფილი, რომ სწორად, ობიექტურად მოხეს ამა თუ იმ რეგიონის თუ რაიონის განაშენიანება"-ამბობს ზარქუა. კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე დღეს საქალაქო სამსახურების უფროსებს და რაიონების გამგებლებსაც ელოდებიან, რომლებიც დეპუტატებს ბიუჯეტის შესრულების 6 თვიან ანგარიშს გააცნობენ. |
Posted by: Snow93 21 Sep 2018, 17:04 |
რეგლამენტში ცვლილებები შედის. პარლამენტის ადგილსამყოფელად თბილისი განისაზღვრება. საკანონმდებლო ორგანო თბილისში იანვრიდან გადავა. ქუთაისში არსებული პარლამენტის შენობა კი შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცემა. უკვე ცნობილია, რომ საკანონმდებლო ორგანოს შენობაში შსს-ს პოლიციის აკადემია განთავსდება, თუმცა არ არის გამორიცხული რომ აღნიშნულ შენობაში 112-იც განთავსდეს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, თამარ ჩუგოშვილი აღნიშნავს, რომ პარლამენტი თბილისში უნდა დაბრუნდეს, ხოლო ქუთაისის პარლამენტის შენობა უფუნქციოდ არ დარჩება. „არის საუბარი იმაზე, რომ დასავლეთ საქართველოს ჰაბი, ასე ვთქვათ, უსაფრთხოების, შსს-ს ორგანოების კუთხით შეიძლება განთავსდეს აქ, მათ შორის, შესაძლოა იყოს აკადემია,“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ ქუთაისიდან პარლამენტის გადატანის შემდეგ დაზოგილი ფინანსები ქუთაისს მოხმარდება. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, მოსახლეობის გადასახადები არარაციონალურად იხარჯებოდა, რაც მისი თქმით, მიღებული გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი გახდა. „ეს რესურს, რომ მათ მივცეთ და მათ გამოიყენონ, უმჯობესია, ვიდრე ის, რომ ამ წლების განმავლობაში ორ შენობაში მოძრავი პარლამენტი არცერთ ქვეყანას არ აქვს,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ. |
Posted by: giorgi77 21 Sep 2018, 20:38 |
თბილისის ანძაზე მოძრავი რესტორანი განთავსდება https://imedinews.ge/ge/ekonomika/78348/tbilisis-andzaze-modzravi-restorani-gantavsdeba |
Posted by: Snow93 24 Sep 2018, 14:41 |
თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, მთაწმინდის რაიონის გამგებელ დავით კირკიტაძესთან ერთად, აზეულას ციხესიმაგრის ტურისტული მარშრუტისთვის განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაციას დაესწრო. მთაწმინდის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, ციხესიმაგრე მხატვრულად განათდა, მოწესრიგდა მისკენ მიმავალი გზა, მოეწყო გზის მაჩვენებლები და საინფორმაციო დაფები, გარდა ამისა, მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟდა ლედ სანათები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა იუნკერთა მემორიალს და ციხეზე ასასვლელ ლითონის კიბეს. თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, ტურისტების მოზიდვის თვალსაზრისით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. „ამ პროექტის ფარგლებში მთაწმინდის რაიონის გამგეობა აქტიურად თანამშრომლობდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან. მინდა მადლობა გადავუხადო ამ უწყებებს თანამშრომლობისთვის. პროექტის ღირებულება დაახლოებით 200 000 ლარია და დღეის მდგომარეობით, მიმდებარე ტერიტორია სრულად არის განახლებული. ვფიქრობ, მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან მსგავსი სახის ინფრასტრუქტურული ღონისძიებები პირდაპირ კავშირშია მეტი ტურისტის მოზიდვასთან. ასეთი პროექტები უფრო საინტერესოს და მიმზიდველს გახდის ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ქალაქს ტურისტებისთვის“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა. აღნიშნულ ტერიტორიაზე განათების ქსელის მოწყობის სამუშაოები მთაწმინდის რაიონის გამგეობამ „თბილსერვის ჯგუფთან“ ერთად შეასრულა. პროექტის განხორციელებაში, ასევე, ჩართული იყო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო. პრეზენტაციას, სხვა სტუმრებთან ერთად, ამავე უწყებების ხელმძღვანელები - ნიკოლოზ ანთიძე და გიორგი ჩოგოვაძე, ასევე, მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში - ჯაბა ჯიშკარიანი ესწრებოდნენ. |
Posted by: Snow93 25 Sep 2018, 17:14 |
თბილისის მერი კახა კალაძე სამშენებლო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება ქალაქში არსებულ დაუსრულებელ მშენებლობებსა და ამ მიმართულებით არსებული პრობლემების მოგვარების გზებზე გამახვილდა. სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მათ მერიის წარმომადგენლების მხრიდან ინფორმაცია ყველა მნიშვნელოვან საკითხზე მიიღეს. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, დაინტერესებულ კომპანიებს მერიის მხრიდან მაქსიმალური თანადგომა ექნებათ, რათა შეჩერებული მშენებლობები დასრულდეს და ის პრობლემები, რომლებსაც მსგავსი ობიექტები ქმნიან, დროულად მოგვარდეს. „დაინტერესებულ კომპანიებს მაქსიმალურად დავუჭერთ მხარს, რათა დედაქალაქში შეჩერებული მშენებლობები დასრულდეს და ის პრობლემები, რომლებსაც ასეთი ობიექტები ქმნიან, მათ შორის, ქალაქის იერსახის დამახინჯებისა და ანტისანიტარიის თვალსაზრისით, დროულად მოგვარდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერმა სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს ქალაქში ურბანული თვალსაზრისით არსებული პრობლემების მოგვარების პროცესში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, იმ ამოცანების გადასაჭრელად, რაც ქალაქის წინაშე დგას, სამშენებლო სექტორის წარმომადგენლების როლი მნიშვნელოვანია. შეხვედრაზე საუბარი ასევე, შეეხო ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლების პროექტს. თბილისის მერმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სამშენებლო სფეროს წარმომადგენლების მოსაზრებები მოისმინა. „სამშენებლო სფეროს წარმომადგენლებს ის შედეგები გავაცანით, რაც სამშენებლო სექტორში გვაქვს და რა მიმართულებითაც მივდივართ. ასევე, მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ აღნიშნულ პროცესში მათი ჩართულობა კარგი იქნება. გარდა ამისა, ვისაუბრეთ ავარიული შენობების, ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლების საკითხზე, რაც ასევე ძალიან აქტუალურია“, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილმა. თბილისის მერთან ერთად, შეხვედრას ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე, მერის მოადგილე მაია ბითაძე, ასევე, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის საქალაქო სამსახურების უფროსები ესწრებოდნენ. |
Posted by: Snow93 26 Sep 2018, 19:41 |
ბილისის მერი დედაქალაქში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებით უკმაყოფილოა. კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე ის კომპანიები გააკრიტიკა, რომლებიც თბილისის მასშტაბით სამუშაოებს შეფერხებით ახორციელებენ. კალაძემ სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებზეც ისაუბრა, მათ შორის ვაკის პარკის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ისაუბრა. "პირიქით გახარებულები უნდა იყვნენ ეს ადამიანები და ამ ქალაქში მაცხოვრებლები იმ პროექტებით, რომლებიც ქალაქში ხორციელდება. გამოდიან ე.წ. ექსპერტები, რომლებსაც ცხოვრებაში არაფერი შეუქმნიათ, ჩვეულებრივი უქნარა ადამიანები და საუბრობენ ვაკის პარკზე და სარეაბილიტაციო საქმიანობებზე. ერთადერთი რითიც ხალხს თავი დაამახსოვრეს, წითელ ბაღში 4 ძირი ხე დარგეს და ისინიც გახმა. შესაბამისად, ჩვენ ვაკის პარკსაც მოვაწესრიგებთ და სხვა პარკებსაც, რომლებიც მძიმე მდგომარეობაშია,"-ამბობს კალაძე. |
Posted by: Snow93 28 Sep 2018, 13:54 |
ჭავჭავაძის 33 ნომერში მცხოვრებლები მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს აპროტესტებენ. სასამართლო დავა მშენებლობის შეჩერებაზე ადგილობრივებმა ორ ინსტანციაში მოიგეს, თუმცა არქიტექტურის სამსახურმა 2018 წლის თებერვალში ნებართვა მშენებლობის გაგრძელებასთან დაკავშირებით მაინც გასცა. ადგილზე საკრებულოს წევრი ლევან ხაბეიშვილიც იმყოფებოდა, რომელმაც მშენებლობა თბილისის მერიის ინტერესებს დაუკავშირა. მობინადრეები კახი კალაძისგან და თბილისის მერიისგან განმარტებებს ითხოვენ, თუმცა არქიტექტურის სამსახურში ამ საკითხზე სასამართლო დავის დასრულებამდე კომენტარს არ აკეთებენ. |
Posted by: Carver 28 Sep 2018, 16:31 | ||
განათება არაფერს უშველის ჩამოშლილ ციხეს.. |
Posted by: Snow93 2 Oct 2018, 10:56 |
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც კალაძემ აღნიშნა, რომ ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი სააკაშვილთან შეთანხმებით მოქმედებს. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ძალიან ბევრი ბიზნესი კალაძის ინტერესებს შეეწირა. „ყველა მშენებლობა გაჩერდა საქართველოში, გარდა იმ მშენებლობებისა, რომელიც არის დაკავშირებული კალაძესთან, კალასთან, ოე, 9 წელი, დღეს რომ ყვიროდა, მართლა ეს უწიგნური, რანაირად შეიძლება ეს იყოს თბილისის მერი. ცუციკივით, რომ დაგვდევდა და აღარ იცოდა, რა დითირამბები ემღერა და ხან რომელი წერტილიდან შემოვიდოდა, მოდი, ფეხბურთი მეთამაშე და ხან სად. სანამ არ გაღორდა და არ მოითხოვა, რომ "არსენალის მთა" მაჩუქეთო,“ - განაცხადა სააკაშვილმა. ენმ-ის ლიდერმა თბილისში შექმნილ სატრანსპორტო ხარვეზებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საცობის განტვირთვის გეგმა არსებობდა, თუმცა, კალაძემ საკუთარი ინტერესების გამო არ განახორციელა. „საცობებია იმის გამო, რომ შემოვლითი გზა, რომელიც დავამთავრეთ, ეს იყო ჩემი პროექტი, გაყვანილია ეს გზა, ეს არის პრაქტიკულად ახალი სანაპირო. თავის დროზე ლავრენტი ბერიამ გააკეთა სანაპირო და ამით გატვირთა თბილისის ცენტრი და მეორეჯერ, ესეთი დიდი თბილისის ტრანსპორტის ინფრასტრუქტურა გავაკეთეთ ჩვენ, ეს არის მთელი გზა, რომელიც გადის გლდანი-ვარკეთილიდან მთელი ცენტრის გავლით არსენალზე და შემდეგ ორთაჭალისკენ და იქით და ეს არის ის გზა, ოთხზოლიანი გზა, რომელიც როგორც კი გაიხსნება თბილისში განიტვირთება საცობები მომენტალურად და ეს დაბლოკა კალაძემ იმიტომ, რომ "არსენალის მთაზე" ჰქონდა ბიზნესინტერესები,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. სააკაშვილმა ტაქსებზე დაწესებული რეგულაციებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ტაქსების ბიზნესი ერთი მაფიის ხელში მოხვდება, რომელსაც კვლაც ივანიშვილი გააკონტროლებს. |
Posted by: Snow93 4 Oct 2018, 10:39 |
აქცია კარტოზიას ქუჩაზე -"ტერასა ჯგუფის" 27-სართულიანი სახლის მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობა აპროტესტებს. მთავარი მოთხოვნა მშენებლობის შეჩერებაა. მათი განმარტებით მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ შენობებს სერიოზული პრობლემები ექმნება. ამასთან, აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ "ტერასა ჯგუფის" სამშენებლო პროექტში დარღვეულია თანამედროვეობისა და უსაფრთხოების ყველა სტანდარტი რაც საფრთხეს ქმნის. |
Posted by: Snow93 8 Oct 2018, 11:22 |
„ვუყურებდი ომეგა ჯგუფის საქმეს, აბსოლუტურად ბევრ დეტალში ჩემი თავი მახსენდებოდა. მათ შორის, გატაცების. ერთხელ გატაცების მსხვერპლიც გავხდი,“ - ინტერვიუ დეველოპერული კომპანია სვეტის მფლობელმა კურიერს დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე მისცა. ბიზნესმენი დეტალურად აღწერს სქემას, როგორ უხდიდა ქრთამს, სამშენებლო ბიზნესის მფარველობის სანაცვლოდ, ხელისუფლების მაღალჩინოსნებს. გივი ჯიბლაძე ამტკიცებს, რომ ერთ-ერთია, ვინც სახელმწიფოს სახელით რეკეტის მსხვერპლი გახდა. მაღალჩინოსანი ოცნების ხელისუფლებიდან, ვინც ბიზნესმენს შავ ფულს სთხოვდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოქმედი მოადგილე, გრიგოლ ლილუაშვილია. ჯიბლაძე პირველად კურიერთან შიფრავს სქემას, რომლითაც ხელისუფლებასთან ფული მიჰქონდა. სამშენებლო კომპანია სვეტის 20%-ს გრიგოლ ლილუაშვილი ფლობდა, თუმცა, წილი ნათესავზე - ლაშა ჭელიძეზე, ჰქონდა გაფორმებული. შესაბამისად, კომპანიის ფული სუს-ის მაღალჩინოსანთან შუამავლის დახმარებით მიდიოდა. გარდა ამისა, კომპანია სვეტში დასაქმებული იყო სუს-ის უფროსის მოადგილის მეუღლე და ის თვეში 3000 ლარს იღებდა. გადარიცხვის ქვითარი საქართველოს ბანკიდან ადასტურებს, რომ თანხა სვეტიდან სუს-ის მაღალჩინოსნის ოჯახში მიდიოდა. წილის სანაცვლოდ, კომპანია სვეტს სუს-ის უფროსის მოქმედი მოადგილე და თბილისის ყოფილი ვიცე-მერი მშენებლობის ნებართვების მარტივად მოპოვებას ჰპირდებოდა. ბიზნესმენი ამტკიცებს, რომ ქრთამის გარეშე საქართველოში ბიზნესის კეთება შეუძლებელია. მაგალითად, თბილისის ცენტრში სვეტმა რამდენიმე კორპუსი ისე ააშენა, რომ მშენებლობის ყველა ნებართვა არ ჰქონდა, მშენებლობა კი ნებართვის გარეშე სწრაფი ტემპებით მიდიოდა. ბიზნესმენი ამტკიცებს, რომ ბიზნესიდან წილს იღებს ყველა, ვის ხელშიც იყო ძალაუფლება და როდესაც ერთი ბიზნესის მიმართ რამდენიმე მაღალჩინოსნის ინტერესი გადაიკვეთა, მაშინ უკვე სერიოზული პრობლემები დაიწყო. ეს იყო ახალი რეალობა - საქმეში თბილისის ახალი მერის, კახა კალაძის, ფაქტორი გაჩნდა. სვეტის დამფუძნებლის თქმით, მას კალაძის შუამავალმა პირდაპირ უთხრა, რომ ყველა მასშტაბური მშენებლობა სხვა ახალ სადაზღვევო კომპანიაში უნდა დაეზღვიათ. კალაძეს უარი კი სწორედ გრიგოლ ლილუაშვილმა შეუთვალა. ბიზნესმენის თქმით, ის, რაც მაშინ დაიწყო, ბიზნესის განადგურების კონკრეტულ ფაქტებამდე მივიდა, თავად კი 2 გავლენიანი პირის დაპირისპირების მსხვერპლი გახდა. კახა კალაძე კარგად იყო ინფორმირებული იმის შესახებ, რომ სვეტი სწორედ გრიგოლ ლილუაშვილის შემოსავლის წყარო იყო. ბიზნესმენის დაკავებამდე ჩაწერილი ინტერვიუდან ირკვევა, რომ იმ მაღალჩინოსნების სია, რომელიც კომპანია სვეტიდან სარგებლის უკანონო გზით მიღებას ცდილობდა, საკმაოდ გრძელი იყო. გივი ჯიბლაძე ასევე ასახელებს კიდევ ერთ მაღალჩინოსანს, თბილისის ყოფილ მერს, დავით ნარმანიას, რომელიც, სავარაუდოდ, მისი კომპანიიდან დიდ ფულს იღებდა და ხალხის მიერ ბინების ასაშენებლად გადახდილი ფულით მდიდრებოდა. ჯიბლაძე ყვება, რომ კომპანია სვეტისგან დავით ნარმანია უძრავი ქონებაც მიიღო. კომპანია სვეტს ათასობით დაზარალებული მოქალაქეს ჰყავს, რომლებიც კუთვნილი ბინების მიღებას ვერ ახერხებენ. |
Posted by: Kublicha 8 Oct 2018, 22:28 |
სვანიძის ქუჩაზე 13 ივნისის სტიქიის დროს რომ რამდენიმე სახლი გასწორდა მიწასთან, აბა თუ გამოიცნობთ ეხლა ზუსტად იმ ადგილზე რა ხდება |
Posted by: matechala 8 Oct 2018, 22:49 |
Kublicha გაშენდა კორპუსები? |
Posted by: Kublicha 8 Oct 2018, 23:20 | ||
ჯერ არ აშენებულა, მაგრამ დაიწყო კორპუსის მშენებლობა |
Posted by: ნიკა 9 Oct 2018, 01:09 |
50 წლის მერე გაიხსენებენ ამ ტრაგედიასაც. . |
Posted by: Snow93 9 Oct 2018, 10:10 | ||
ასეთი მიმართულებით და ტემპებით გააგრძელონ მუშაობა უფრო ადრეც გაიხსენებენ... |
Posted by: ნიკა 9 Oct 2018, 18:50 |
Snow93 საშუალოსტატისტიკურად 50 წელიწადში ერტთხელ ხდება მანდ ეგეთი კტასტროფა. როდის რას ააშენებენ ნაკლებად მოქმედებს მაგაზე. |
Posted by: Snow93 10 Oct 2018, 09:45 |
ნიკა მე ვეთანხმები იმ მოსაზრებას რომ მასე დაემთხვა... მესმის 3-ჯერ ადიდდა საშუალოდ 50 წელიწადში ერთხელ, მაგრამ მეწყერი რომ ჩამოწვა ზემოთ ახლა ხომ მაგან გამოიწვია, რომ არ ჩამოწოლილიყო დიდი არაფერი მოხდებოდა |
Posted by: Kublicha 10 Oct 2018, 17:26 | ||
არაა მასე. არაფერ შუაში არაა მეწყერი თბილისის ღვარცოფთან. მეწყერმა იმსხვერპლა ის 1 კაცი ვინც უშუალოდ მეწყერში მოყვა. წყალდიდობა გამოიწვია იმან, რამაც მეწყერი (და არა მეწყერმა). ანუ ძალიან ძლიერმა წვიმამ. ასევე როლი ითამაშა მდინარის უშუალოდ მოსაზღვრე გამოფიტული ფერდებიდან მიწის ჩAმორეცხვამ. დიდი მეწყერის ადგილიდან ჩამოშლილი მასა მდინარემდე არ ჩასულა, მანამდე გაჩერდა ახალდაბის მიდამოებში. |
Posted by: Snow93 10 Oct 2018, 17:55 | ||
“ყველაფერი იმან გაართულა, რომ ძალიან დიდი მოცულობის მეწყერი ჩამოწვა, რომელმაც მდინარე ვერეს ხეობა ჩაკეტა. მდინარე დაგუბდა და რეალურად ეს დრამატული შედეგი არა წვიმამ მოიტანა, არამედ უზარმაზარმა ღვარცოფმა, რომელიც მეწყერმა გამოიწვია,” – ამბობს კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის (CENN) პროექტის კოორდინატორი, რეზო გეთიაშვილი. ანუ ამ აზრზე ვარ მეც |
Posted by: Kublicha 10 Oct 2018, 23:31 |
Snow93 ციტატა იგივე ორგანიზაციის (CENN) დასკვნიდან: მიდი და დაუჯერე ეხლა ასეთ ენჯეოებს, ურთიერთ გამომრიცხავს წერენ ან ერთმანეთში არ აქვთ შეთანხმებული ვერსია. |
Posted by: Snow93 11 Oct 2018, 09:58 |
Kublicha ენჯეოებმა რა ჩემი *** უნდა დადონ სერიოზული ჰიდროლოგების შესწავლა სჭირდება, პოლიტიკურად დამოუკიდებლის.. ერთმა პირდაპირ ხელი დაადო ხელისუფლებას და მეორე ჰიდროლოგმა შანსი არაა იმხელა მასა მოვარდა ვერაფერი გაატარებდაო |
Posted by: Kublicha 11 Oct 2018, 12:29 | ||
Snow93
მეწყერის ჩამონაშალი ჩაიყარა თუ არა მდინარის კალაპოტში, ამის დადგენა 4 წლის ბავშვსაც შეუძლია, ადგილზე მისვლა უნდა და მეტი არაფერი. |
Posted by: Snow93 11 Oct 2018, 14:02 |
Kublicha ახლა კაი დროსია მაგრამ სულ თავიდან ხომ მივიდნენ და მახსოვს ეგ ითქვა პირველივე ვერსიად |
Posted by: Snow93 17 Oct 2018, 10:12 |
„მზად ვართ გადმოვიბაროთ და განვაახლოთ შეჩერებული მშენებლობები, საქართველოს მასშტაბით“ – „სფერო დეველოპმენტი“ მიმართავს შეჩერებული მშენებლობების მფლობელებსა და წარმომადგენლებს, მიაწოდონ მათი პროექტების დოკუმენტაცია განსახილველად, რათა დეველოპერულმა კომპანიამ აიღოს ვალდებულება, როგორც ინვესტორმა, გადაიბაროს და განაახლოს შეჩერებული მშენებლობები. „სითი კვირა“ დაინტერესდა, რა რესურსით აპირებს „სფერო დეველოპმენტი“ თავისი შეთავაზების რეალიზებას, აქვს თუ არა კონტაქტი თბილისის მერიასთან და რომელმა კომპანიებმა გამოთქვეს „სფერო დეველოპმენტთან“ თანამშრომლობის სურვილი. კომპანიის ერთ-ერთი ხლმძღვანელის, მაცაცო გორდეზიანის განცხადებით, დაუსრულებელ მშენებლობებთან დაკავშირებით, მერიასთან პირველი კონტაქტი შედგა და ამ ეტაპზე რაიმე კონკრეტულის თქმა, როგორ გაგრძელდება თბილისის მერიის და „სითი დეველოპმენტის“ თანამშრომლობა, უჭირს. რაც შეეხება ფინანსებს, როგორც მაცაცო გორდეზიანი განმარტავს, პროექტის სარეალიზაციოდ მათ საკმარისი რესურსი აქვთ, თუმცა, ასევე, ჰყავთ როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი პარტნიორები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში, მზად არიან ფინანსური მხარდაჭერა გაუწიონ კომპანიას. როგორც მაცაცო გორდეზიანი აცხადებს, „სფერო დეველოპმენტის“ შეთავაზებით, უკვე დაინტერესდნენ როგორც მენაშენეები, ასევე ადგილობრივი დეველოპერები, თუმცა მათი ვინაობის გასაჯაროებისგან გორდეზიანი ჯერჯერობით თავს იკავებს. გორდეზიანი დარწმუნებულია, რომ პროექტი მომგებიანი იქნება და წარმატებას მოუტანს ყველა დაინტერესებულ მხარეს. შეგახსენებთ, რომ, დაახლოებით, ორი თვის წინ თბილისის მერმა კახი კალაძემ სამშენებლო კომპანიებს თბილისში არსებული დაუსრულებელი მშენებლობების დასრულებაში დახმარება სთხოვა. როგორც კალაძემ განაცხადა, თბილისში 179 დაუსრულებელი მშენებლობაა და თუ სამშენებლო კომპანიები ამ მიმართულებით გააქტიურდებიან და გადაწყვეტენ სამშენებლო პროცესებში ჩართვას, მერია და ცენტრალური ხელისუფლება მზად არიან, ასეთ კომპანიებს ყველანაირად დაეხმარონ. |
Posted by: Snow93 22 Oct 2018, 10:13 |
2018 წლის 1-ელ კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით, საცხოვრებელი უძრავი ქონების საშუალო გაქირავების ფასის ინდექსი 5.6%-ით არის გაზრდილი. ამის შესახებ „თიბისი ბანკის“, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და ForSet-ის ერთობლივი პროექტის უძრავი ქონების ლაბორატორიის (REM lab) ფარგლებში გამოქვეყნებულ პუბლიკაციაშია აღნიშნული. პუბლიკაცია უძრავი ქონების ბაზრის 2018 წლის მეორე კვარტლის მიმოხილვას მოიცავს. კვლევის თანახმად, აღნიშნულ პერიოდში, 1 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელი უძრავი ქონების გაქირავების საშუალო ფასი 6.2 აშშ დოლარსა და 7.7 აშშ დოლარს შორის იყო. ამასთან, როგორც კვლევაშია აღნიშნული, საცხოვრებელი უძრავი ქონების ქირაობა ყველაზე ძვირი 7.70 დოლარი ანუ 18.82 ლარი მთაწმინდის რაიონში; ყველაზე იაფი – 4.62 დოლარი, ანუ 11.30 ლარი გლდანშია. რაც შეეხება დედაქალაქის სხვა უბნებს, საბურთალოზე საშუალო გაქირავების ფასი 1 კვადრატულ მეტრზე – 6.69 დოლარი (16.37 ლარი); ნაძალადევში – 5 დოლარი (12.24 ლარი); დიდუბეში – 5.91 დოლარი (14.47 ლარი); ვაკეში – 7.41 დოლარი (18.12 ლარი); ჩუღურეთში – 6.63 დოლარი (16.23 ლარი); ისანში – 6.44 დოლარი (15.76 ლარი); კრწანისში – 6.98 დოლარი (17.08 ლარი); ხოლო სამგორში – 5.44 დოლარი (13.31 ლარი) იყო. |
Posted by: Snow93 25 Oct 2018, 10:02 |
თუ საქართველოს პარლამენტი მთავრობის მიერ შემუშავებულ კანონპროექტს მიიღებს, 2019 წლის 30 ივნისიდან თქვენ შენობისა და ბინის გაყიდვისა და გაქირავებისთვის დაგჭირდებათ ახალი ტიპის სერტიფიკატი, რომელშიც მითითებული იქნება თუ რა არის ამ უძრავი ქონების ენერგოეფექტიანობის მაჩვენებელი. თუ ამ დოკუმენტს არ აიღებთ, სახელმწიფო 150 კვადრატულზე ნაკლები უძრავი ქონების შემთხვევაში 300 ლარით დაგაჯარიმებთ. 500 კვადრატულზე მეტი ფართობის მქონე შენობაზე ჯარიმა 1500 ლარი იქნება. რომელ შენობებს არ ეხება რეგულაცია: 1) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს; 2) საკულტო-რელიგიური დანიშნულების შენობებს; 3) დროებით შენობა-ნაგებობებს; 4) სამრეწველო დანიშნულების შენობებს; 5) შენობებს, რომლებსაც საცხოვრებლად წლის განმავლობაში 4 თვეზე ნაკლები ვადით იყენებენ; 6) ცალკე მდგომ შენობებს, რომელთა ფართიც 50 კვადრატულ მეტრზე ნაკლებია. როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, ცვლილებები საქართველოს ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით არის განპირობებული. |
Posted by: Snow93 29 Oct 2018, 12:30 |
თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი სულხან ცინცაძის ქუჩის N85-ში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. აღნიშნულ ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა იგეგმება, რასაც ადგილობრივები აპროტესტებენ. შეხვედრაზე მოსახლეობამ მათ მიერ დაკვეთილი საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა წარმოადგინა, რომლის თანახმადაც, აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობა უსაფრთხო არ არის. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ფერდობი, სადაც კორპუსის მშენებლობაა დაგეგმილი, არამდგრადია და სამშენებლო სამუშაოები მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საცხოვრებელი სახლებისა და სკოლისთვის საფრთხის შემცველია. მერის მოადგილე ადგილობრივების პრობლემებს გაეცნო და განაცხადა, რომ კორპუსის მშენებლობა იმ დრომდე არ დაიწყება, ვიდრე მერია უსაფრთხოების ნორმებში არ დარწმუნდება. „აღნიშნულ ტერიტორიაზე მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობაა დაგეგმილი. მოსახლეობას გარკვეული შიშები აქვს, რომ შესაძლოა, ეს მშენებლობა გეოლოგიური თვალსაზრისით არ იყოს მართებული და საფრთხეს შეიცავდეს. მოსახლეობას ვთხოვეთ, მესამე, დამოუკიდებელი მხარე ჩაერთოთ პროცესში. პირველმა კვლევებმა დაადასტურა, რომ ეს ნამდვილად სახიფათო მონაკვეთია, რომელიც შესაძლოა, მშენებლობის პერიოდში საფრთხის გამომწვევი იყოს არა მხოლოდ ადგილობრივებისთვის, არამედ სკოლისთვისაც. შესამამისად, დამატებითი კვლევებისა და გარანტიების გარეშე ვერანაირ მშენებლობა ვერ განხორციელდება. მერიის იურიდიულ სამსახურში ჩაინიშნება განხილვა, სადაც ორივე მხარე დასკვნებს წარმოადგენს და გადაწყვეტილებაც ამის საფუძველზე მიიღება“, - განაცხადა ილია ელოშვილმა. შეხვედრას საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი დავით უთმელიძე და რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე ესწრებოდნენ. |
Posted by: Snow93 2 Nov 2018, 14:48 |
„მენაშენეთა ასოციაციის“ ხელმძღვანელის, ირაკლი როსტომაშვილის მოსაზრებით, კანონპროექტი, რომელიც ჰაერის დაბინძურების მიმართულებით, სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს, აუცილებელი და სჭიროა. როგორც როსტომაშვილი აცხადებს, მსგავსი რეგულაციები და სანქციები მოქმედებს, პრაქტიკულად, ევროკავშირის ყველა ქვეყანაში და თუ ჩვენი ორიენტირი ევროკავშირია, ჩვენც უდა დავიცვათ გარკვეული წესები. როგორც მერიის მიერ მომზადებულ კანონპროექტშია მითითებული, ფიზიკურ პირს გარემოს სამშენებლო მტვრით დაბინძურების შემთხვევაში, 500 ლარის, ხოლო იურიდიულ პირს 1000 ლარის ჯარიმა დაეკისრება. როსტომაშვილი ფიქრობს, რომ ასეთი გრადაცია მიუღებელია და კანონი ყველასათვის ერთი უნდა იყოს. როსტომაშვილის მოსაზრებით, ბოლო პერიოდში დეველოპერულ ბიზნესს ძალიან ბევრი რეგულაცია შეეხო და ეს შესაძლოა ამ ბიზნესზე უარყოფითად აისახოს. „ამის ნიშნებიც უკვე ჩანს და ეს ტენდეცია შესაძლოა, ბიზნესის ისეთ სეგმენტებზეც გავრცელდეს, რომლებსაც პირდაპირი თუ ირიბი კავშირი აქვთ სამშენებლო ბიზნესთან“. -აცხადებს როსტომაშვილი. როგორც ცნობილია, თბილისის მერიამ, საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერით, მოამზადა კანონპროექტი, რომელიც ჰაერის დაბინძურების მიმართულებით, სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ჰაერის მტვრით დაბინძურება სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, რომლის გამოსასწორებლად, შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი მხარდასაჭერად პარლამენტს უახლოეს მომავალში გადაეგზავნება. |
Posted by: Carver 4 Nov 2018, 03:39 |
ეს რაღაც "მუხრანთუბანი" შენდება მართლა? |
Posted by: nodara95 4 Nov 2018, 23:21 |
სხვა პროექტით შენდება ახლა მანდ სასტუმრო. |
Posted by: Carver 5 Nov 2018, 02:13 | ||
სავარაუდოდ არც ეს რენდერზე თითქოს აგურისფერი მახსოვს ის რაც შენდება.. |
Posted by: Snow93 5 Nov 2018, 10:15 |
Carver აღიარე რომ ძალიან უხდება გვერდზე შენობას |
Posted by: Snow93 16 Nov 2018, 17:43 |
მოსაკრებლების გადავადება და შეღავათები დღგ-ზე – ეს იმ შეღავათების ნაწილია, რომლებიც მერიის მიერ მომზადებულ კანონპროექტში გაიწერა და დაუსრულებელი მშენებლობების განახლებას უნდა შეუწყოს ხელი. კანონპროექტი, რომელზეც თბილისის მერიამ იმუშავა, პრემიერის აპარატშია გადაგზავნილი, მალე კი, პარლამენტში შევა. თბილისის მერის მოადგილეს, ილია ელოშვილს იმედი აქვს, რომ როგორც კი კანონპროექტი კანონი გახდება, გამოჩნდებიან ინვესტორები, რომლებიც დაუსრულებელი მშენებლობების განახლებას დააფინანსებენ. ილია ელოშვილის ინფორმაციით, თბილისში 7 დაუსრულებელი მშენებლობა უკვე განახლდა. როგორც ელოშვილმა BM.ge -ის განუცხადა, ეს ის მშენებლობებია, რომლებსაც პროცედურული ხასიათის პრობლემები ჰქონდათ და განსაკუთრებულ შეღავათებს არ საჭიროებდნენ. დაუსრულებელი მშენებლობების დასრულებაში აქტიურ მონაწილეობას გეგმავს კომპანია „სფერო დეველოპმენტი“. როგორც კომპანიის ერთ-ერთი ხლმძღვანელი, მაცაცო გორდეზიანი აცხადებს, „სფერო დეველოპმენტი“ მზად არის, როგორც ინვესტორმა, აიღოს ვალდებულება: გადაიბაროს და განაახლოს შეჩერებული მშენებლობები. გორდეზიანის თქმით, კომპანიას აქვს როგორც საკუთარი ფინანსური რესურსი, ასევე, საშუალება, მოიძიოს უცხოელი პარტნიორები და ინვესტორები. როგორც ცნობილია, დაახლოებით, ორი თვის წინ თბილისის მერმა, კახი კალაძემ სამშენებლო კომპანიებს თბილისში არსებული დაუსრულებელი მშენებლობების დასრულებაში დახმარება სთხოვა. როგორც კალაძემ განაცხადა, თბილისში 179 დაუსრულებელი მშენებლობაა და თუ სამშენებლო კომპანიები ამ მიმართულებით გააქტიურდებიან და სამშენებლო პროცესებში ჩართვას გადაწყვეტენ, მერია, ასევე, ცენტრალური ხელისუფლება მზადა, მათ ყველანაირად დაეხმაროს. |
Posted by: ივანიჩ 16 Nov 2018, 17:46 | ||
ზაფხულში თვითონ მერიამ (საკრებულომ) გაზარდა მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი და ეგ რომელ კატეგორიაში ჯდება - განახლების ხელშეწყობაში? |
Posted by: Snow93 7 Dec 2018, 11:10 |
“ელიავას ბაზრობის” გადატანის საკითხი აქტუალობას იქამდე არ დაკარგავს, სანამ ეს იმედის მომცემი პერსპექტივა რეალობად არ იქცევა. თბილისის მიწათსარგებლობის განვითარების გენერალური გეგმა, რომელსაც საკრებულო მალე დაამტკიცებს, ერთ-ერთ მნიშვნელოვან რეკომენდაციად ქალაქის ხელმძღვანელობას სწორედ ბაზრობის გადატანას სთავაზობს. მისი ამ სახით არსებობის წინააღმდეგია თავად მერიც, რომელმაც პოზიცია არაერთხელ დააფიქსირა. კახა კალაძის დავალებით, “ელაივას ბაზრობის” მოვაჭრეებმა გარეთ გამოფენილი პროდუქცია (საბურავები, სამშენებლო მასალა და ა.შ.) შიგნით, მათთვის განკუთვნილ გადახურულ სივრცეებში დაალაგეს, თუმცა გავიდა დრო და ნაწილმა პროდუქცია ისევ გარეთ გამოიტანა. ამან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი “ელიავას ბაზრობის” გადატანის აუცილებლობას და გადატანის გარდა, სხვა ღონისძიებების არაეფექტიანობას, ეს სტატია კი, ამჯერად არა უშუალოდ “ელიავას ბაზრობას”, არამედ აგლაძის ქუჩაზე მდებარე სამშენებლო კომპანია “ციტადელს” და მის მეზობლად მდგარ N34-ის პირველი საცხოვრებელი კორპუსის მაცხოვრებლებს ეხება. ადამიანები, რომლებიც საინიციატივო ჯგუფ „ელიავას პარკში“ ერთიანდებიან, სამშენებლო ბაზრობის დროულად გადატანას და მის ადგილზე სარეკრეაციო ზონის მოწყობას პირველად არ ითხოვენ. როგორც „სითი კვირასთან“ საუბრისას საინიციატივო ჯგუფის თავმჯდომარე ეკატერინე ჯგუშია ჯერ კიდევ შარშან აღნიშნავდა, ადგილობრივ მოსახლეობას სურს, რომ რკინისა და ცემენტის ბაზრობა ქალაქგარეთ გადავიდეს. ამ მოთხოვნის უპირველესი მიზეზი ადამიანის ჯანმრთელობაა, რომელიც, არსებულ პირობებში, მნიშვნელოვნად ზიანდება. „მოვითხოვთ, რომ რკინისა და ცემენტის საამქორებმა დატოვონ ტერიტორია. მოთხოვნის ეს ნაწილი მაინც დააკმაყოფილონ, მაღაზიებს არ ვეხებით იმიტომ, რომ სანტექნიკა ჩვენთვის მავნებელი არ არის. მავნებელია ცემენტი და რკინა, რომელიც იმ საამქროებიდან იფრქვევა. ჩვენ ჯანსაღ გარემოში გვინდა ცხოვრება. დიდი იმედი გვაქვს, რომ თბილისის მერი კახა კალაძე ამ პრობლემის მოგვარებას შეძლებს.”- აცხადებდა ეკატერინე ჯგუშია. პოზიცია ახლაც უცვლელია, მოთხოვნა კი უფრო კატეგორიული. “სითი კვირა”, “ციტადელის” პოზიციის გასაგებად, კომპანიის გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, გიორგი შეყილაძეს დაუკავშირდა, რომელიც ამბობს, რომ ზემოხსენებული პრობლემების მოგვარება თავად “ციტადელის” ერთ-ერთ პრიორიტეტია. მისივე განმარტებით, კომპანიას ამჟამად მერიაში შეტანილი აქვს პროექტი, რომელიც სამშენებლო ბაზრის ტერიტორიის მოწესრიგებას გულისმხობს. კერძოდ, უნდა მოწესრიგდეს ფასადი და გაკეთდეს თანამედროვე ტიპის მაღაზიები, ხოლო პროდუქციის დამუშავება, მით უმეტეს, ღია წესით, ქალაქის ხელისუფლებიდან საჭირო ნებართვების მიღების შემდეგ, აღარ მოხდება. შესაბამისად, ე.წ. საამქროებს, რომლებიც მოსახლეობის უკმაყოფილების გამომწვევი მთავარი მიზეზია, აღნიშნული ტერიტორიიდან გადაიტანენ. “თანამედროვე ტიპის მაღაზიების განაშენიანება სულ 1 500კვ.მ-ზე მოვითხოვეთ. ჯერჯერობით მხოლოდ 1 პროექტია მიღებული, რომელიც განაშენიანებას 500კვ.მ-ზე გულისხმობს. აგლაძის ქუჩის მხარეზე, ჩვენს მთლიან ტერიტორიაზე შუშებიანი ფასადის მქონე მაღაზიებს გავაკეთებთ, რომლებიც გარემოს არ დააბინძურებს. პირიქით, ჩვენ გამწვანებაც გვინდა. შეგიძლიათ, ნახოთ ერთ-ერთი ჩვენი მაღაზია აგლაძის ქუჩისა და გუდაუთის ქუჩის კვეთაზე. ის სხვის ტერიტორიაზე გვაქვს ნაქირავები. წელს, როცა მაღაზიების განვითარება გადავწყვიტეთ, გავაკეთეთ რემონტი, მოვაპირკეთეთ და სავაჭრო ტიპის თანამედროვე სივრცედ ვაქციეთ. ანალოგიური მაღაზიების გაკეთებას ვგეგმავთ ჩვენს კუთვნილ ტერიტორიაზე. ჩვენი ტერიტორია სულ 13 500 კვადრატამდეა. ამ ტერიტორიაზე მოიჯარეები გვყავს, რომელთაც თავისი ოჯახი და შემოსავალი აქვთ, ამიტომ ერთი ხელის მოსმით მათი გაყრა არ შეგვიძლია. თუმცა, რაც უფრო სწრაფად მივიღებთ ნებართვას მერიისგან, ფასადის მოწესრიგებას დავიწყებთ, საწარმოს სხვა ტერიტორიაზე გადავიტანთ და მოიჯარეებსაც ალტერნატივას შევთავაზებთ. დღესვე რომ გავუშვათ, ეს ჩვენზეც ცუდად იმოქმედებს, რადგან საქართველოში მოქმედი ყველა ბიზნესის მსგავსად, ჩვენც ბანკის კრედიტით ვმუშაობთ და მიღებული იჯარა ჩვენი შემოსავლის ერთ-ერთი წყაროა. მინდა, კიდევ ერთელ გავუსვა ხაზი იმას, რომ გარემოს მოწესრიგება ჩვენი პრიორიტეტია”- აცხადებს გიორგი შეყილაძე და განმარტავს, რომ ხსენებულ პროექტზე მუშაობა თითქმის გაზაფხულიდან დაიწყო. 500 კვ.მ-ზე, რაზეც მაღაზიის მოწყობის თანხმობა უკვე მიღებულია, ამჟამად 1 ხის გადარგვის ნებართვას უცდიან. როგორც შეყილაძე ვარაუდობს, “ციტადელს” ხის გადარგვაზე ოფიციალურ თანხმობას დღე-დღეზე მისცემენ. “ციტადელის” პოზიციის გულწრფელობაში ეჭვი ეპარება მოსახლეობას, უფრო ზუსტად, მათ არ სჯერათ კომპანიის დაპირების და მიაჩნიათ, რომ “ციტადელს” პრობლემის მოგვარება არ სურს. კომპანია კი, თავის მხრივ, ირწმუნება, რომ ზემოთქმულ ღონისძებებს მოსახლეობის თვალის ახვევის მიზნით არ ატარებს. “გულწრფელად გეუბნებით, რომ ერთი წუთით არ მოვდუნებულვართ ამ საკითხთან დაკავშირებით. თბილისის მერიასთან ურთიერთობისას ყველაფერს ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებოდით, მაგრამ ოფიციალური ნებართვები და რეგულაციები, როგორც ყოველთვის, დროს წელავს, ამიტომ აქამდე პრობლემის მოგვარება ვერ მოხერხდა. იმედი მაქვს, ყველაფერი დროულად მოგვარდება.”- აღნიშნავს “ციტადელის” გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გიორგი შეყილაძე. |
Posted by: Carver 7 Dec 2018, 22:21 |
პარკი გაშენდეს ელიავას მთლიან ტერიტორიაზე.. ვეღარ სუნთქავ ადამიანი, უმოქმედობით გვხოცავენ, არ შეიძლება ესე.. |
Posted by: knuca 7 Dec 2018, 22:48 |
იცით რამე ელიავას ბაზრობის გადატანაზე? კონცეფციის მოსამზადებლად ტენდერი უნდა გამოცხადებულიყო |
Posted by: Snow93 20 Dec 2018, 14:55 |
უკვე რამდენიმე თვეა, კინოთეატრი „რუსთაველი“ დაკეტილია და შესაბამისად, კინოს მოყვარულეს იქ ფილმების ნახვა აღარ შეუძლიათ. როგორც სოციალურ ქსელში ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელი წერს, კინოთეატრის მფლობელები შენობისათვის პროფილის შეცვლას გეგმავენ და იქ სასტუმროს მოწყობა სურთ, ერთ კინოდარბაზთან ერთად. პროექტის თანახმად, უნდა შეცვლილიყო შენობის როგორც ვიზუალი ასევე მოცულობაც. ამაშუკელის ინფორმაციით, დედაქალაქის არქიტექტურის სამსახურმა რეკონსტრუქციის პროექტი დაიწუნა, თუმცა არსებობს საფრთხე, რომ შენობის ფუნქცია მაინც შეიცვალოს. ამაშუკელი მესაკუთრესთან ისეთი ხელშეკრულების გაფორმებას ითხოვს, რომელიც შენობისათვის პროფილის შენარჩუნებას უზრუნველყოფს. ამაშუკელის მოსაზრებით, კიდევ უფრო უკეთესი იქნება, თუ მერია შენობას გამოისყიდის და იქ მუნიციპალური კინოთეატრი მოეწყობა. როგორც “სითი კვირას” “რუსთაველში” ჯერ კიდევ 1 თვის წინ განუმარტეს, კინოთეატრის დაკეტვის მიზეზი სარემონტო სამუშაოები გახდა, რომელთა დასრულების შემდეგ შენობა განახლებული კონცეფციით გაიხსნება. რაც მთავარია, მას ისტორიული და არქიტექტურული ღირებულებები შეუნარჩუნდებდა. “კინოთეატრ “რუსთაველის” შენობაში უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში საფუძვლიანი სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებულა. უახლოეს მომავალში მისი რეკონსტრუქცია განახლებული კონცეფციით იგეგმება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა კონცეფციაზე, რომლის მიხედვითაც სრულად იქნება დაცული და შენარჩუნებული შენობის ისტორიული და არქიტექტურული ღირებულებები.”- აცხადებდნენ კინოთეატრ “რუსთაველში”. შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირის 5 ნომერში მდებარე შენობა, არქიტექტორ ნიკოლოზ სევეროვის პროექტით, 1939 წელს აშენდა. 1988 წელს კინო „რუსთაველის“ შენობას არქიტექტურის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. |
Posted by: Carver 20 Dec 2018, 21:04 |
არცერთი არ ვარგა, უკეთესი გადასვლა მაინც გაეკეთებენიათ.. |
Posted by: ძლივს 21 Dec 2018, 01:53 | ||
რომ მაჩუქონ უარს არ ვიტყდი |
Posted by: Snow93 26 Dec 2018, 19:07 |
დედაქალაქში „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლების მიზნით, ორი საპილოტე პროექტის განხორციელება იგეგმება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძე თბილისის საკრებულოში განაცხადა. „რა თქმა უნდა, დავიწყებთ ამ პროექტების განხორციელებას. თუმცა პირველ ეტაპზე არსებობს გარკვეული სირთულეები: თქვენ იცით, რომ თუ არ არის ავარიულ „ხრუშჩოვკებში“ მცხოვრები მოსახლეობის 100 პროცენტის თანხმობა, შეუძლებელია ამ ადამიანების გამოყვანა და ახალი პროექტის განხორციელება. ამის მიუხედავად, ჩვენ გვაქვს გარკვეული მიდგომები, მზად ვართ, ხელი შევუწყოთ სამშენებლო სექტორს, რომ „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლების პროექტი მთელი ქალაქის მასშტაბით დაიწყოს. თამაშის წესები უნდა ჩამოვაყალიბოთ, როგორ უნდა მოხდეს ავარიული „ხრუშჩოვკის“ ჩანაცვლება, როდესაც სამშენებლო კომპანიებს აქვთ ინტერესი. ამ წესებს ძალიან მალე დავდებთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ. დედაქალაქის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ბიზნესთან კომუნიკაციით შეიქმნა ოპტიმალური მოდელი, რომლითაც განხორციელდება ავარიული შენობების ჩანაცვლების პროგრამა. მისივე თქმით, ახალი მოდელის მიხედვით, უახლოეს პერიოდში გამოცხადდება ინტერესთა გამოხატვა, პროექტის განხორციელების მიზნით. „ჩვენ მხედველობაში გვაქვს ვარკეთილის მესამე მასივში არსებული ოთხსართულიანი, ავარიული „ხრუშჩოვკები“, მათ შორის ერთი დანგრეულია. 11 წელია ამ ადამიანებს მუნიციპალიტეტი უხდის ქირას. ჩვენ ამ პროექტზე ვიმუშავეთ და რა თქმა უნდა, ამ ერთ პროექტს ეშველება, მაგრამ ყველაზე მთავარი არის ის, რომ ურბანული განვითარების სამსახური მუშაობს ერთიანი განაშენიანების რეგულირების გეგმაზე ამ რაიონში, შესაბამისი განაშენიანების ინტენსივობის პარამეტრების მინიჭებით, ისე, რომ სამომავლოდ ბიზნესი და იქ მცხოვრებლები, მუნიციპალიტეტის ჩარევის გარეშე შეძლებენ ერთმანეთთან კომუნიკაციას, ოპტიმალური შეთანხმების მიღწევას და დაიწყება ჩანაცვლების პროგრამა. ერთ საპილოტე პროექტს განახორციელებს მუნიციპალიტეტი ვარკეთილში და პარალელურად დამუშავდება განაშენიანების რეგულირების გეგმა ვარკეთილის მესამე მასივში განთავსებული ავარიული „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლების მიზნით“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ. |
Posted by: Snow93 8 Jan 2019, 17:15 |
დედაქალაქში „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლების მიზნით, ორი საპილოტე პროექტის განხორციელება იგეგმება. საუბარია ვარკეთილის მესამე მასივის მე-6 და მე-8 კვარტლებში მდებარე 4 ავარიული კორპუსის სრულად ჩანაცვლებაზე და ასევე, ზემო პლატოზე არსებული „ხრუშჩოვკების“ რენოვაცია – განახლებაზე. თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მერიას აქვს ამბიცია, რომ “ხრუშჩოვკების” რენოვაცია მთელი ქალაქის მასშტაბით მოხდეს და შესაბამისი სამოქმედო გეგმა საზოგადოებისათვის ახლო მომავალში გახდება ცნობილი. კალაძეს იმედი აქვს, რომ შეთავაზებები, რომლებიც ამ პროექტთან დაკავშირებით მერიას ექნება, სამშენებლო ბიზნესს გულგრილს არ დატოვებს და „ხრუშჩოვკების“ რენოვაციაში სამშენებლო სექტორი აქტიურ მონაწილეობას მიიღებს. სპეციალისტების ერთი ნაწილი დედაქალაქის მერიის ამ ოპტიმიზმს არ იზიარებს და ფიქრობს, რომ ბიზნესის დაინტერესება ძალიან გაჭირდება. არსებობს ეჭვი, რომ სამშენებლო სექტორის დაინტერესების მიზნით, თბილისის იმ რაიონებში, სადაც „ხრუშჩოვკების“ რენოვაცია იგეგმება, სპეციალური ნებართვები გაიცეს და განაშენიანების კ1 ან კ2-ის კოეფიციენტები 2-ჯერ ან 2.5-ჯერ გაზრდოს. არის მეორე ვარიანტიც- მსაგავსი პროექტები სხვადასხვა ქვეყანაში მთლიანად ბიუჯეტით შესრულდა, ან, მინიმუმ, 70% ბიუჯეტის და 30% კერძო ბიზნესის დაფინანსებით. მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელის, ირკლი როსტომაშვილისათვის მოვლენათა ამგვარი განვითარება კატეგორიულად მიუღებელია. „კოეფიციენტებს უნდა შევეშვათ, ეს კატეგორიულად მიუღებელია და თუ მსგავსი რამ მოხდა, ეს მავნებლობა იქნება.“ – აცხადებს როსტომაშვილი. ირაკლი როსტომაშვილი არც ამ პროექტის სუბსიდირებას ემხრობა და მიაჩნია, რომ უმჯობესია სახელმწიფომ მის ხელთ არსებული ფინანსური რესურსები განათლებაში, ჯანდაცვაში და სხვა ბევრად უფრო მნიშვნელოვან მიმართულებებში დააბანდოს. „ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ისე, როგორც ეს საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ხდება. საბჭოთა კავშირი უნდა დავასრულოთ. საჭიროა ეკონომიკას მივხედოთ. სანამ ეკონიმიკა არ დადგება ფეხზე, მსგავსი პროექტების რეალიზაცია დაუშვებელია. რატომ უნდა აუშენოს, ან გაურემონტოს გადასახადის გადამხდელმა ვიღაცას სახლი. მაგალითად, გყავთ ძველი მერსედესი. გაყიდეთ ის და იყიდეთ შედარებით ახალი ოპელი. ასეა ამ „ხრუშჩოვკების“ შემთხვევაშიც. ზოგიერთი მათგანი ისეთ უბანშია, რომ მის ფასად გარეუბანში ბევრად უფრო დიდ ფართს იყიდი. უმჯობესია უფრო პრაგმატულები ვიყოთ.“ – აცხადებს როსტომაშვილი. შეგახსენებთ, რომ „ხრუშჩოვკების” ჩანაცვლებაზე საუბარი მერიამ გასული წლის გაზაფხულზე დაიწყო. ტენდერიც არაერთხელ გამოცხადდა, თუმცა სამშენებლო სექტორის პასიურობის გამო, ამ წამოწყების რეალიზაცია ვერ მოხერხდა. თბილისში 4-5 სართულიანი დაახლოებით, 512 ხრუშოვკაა, სადაც 12 ათასი ოჯახი ცხოვრობს და მათ დაახლოებით 600 ათასი კვადრატული მეტრი ფართი უკავია. ეს „ხრუშოვკები“ ძირითადად ვაჟა-ფშაველას კვარტლებში, ნავთლუღში, დიღომში და კრწანისშია განთავსებული.სპეციალისტების შეფასებით თბილისური “ხრუშჩოვკების” ჩანაცვლებას დაახლოებით ნახევარი მილიარდი ლარი დასჭირდება. |
Posted by: Snow93 11 Jan 2019, 11:40 |
თბილისის ქუჩებში სიარულისას თითოეული თქვენგანი, ალბათ, ყოველდღე ხედავს სხვადასხვა კორპუსის აივნებზე დამონტაჟებულ სარეცხის გასაფენ თუ გასაშრობ მოწყობილობებს, ცენტრალური გათბობის ქვაბებს, გადაღებილ აივნებს (რომ აღარაფერი ვთქვათ მიშენებებზე, რაც უკვე აკრძალულია). ყველაზე ცუდი ისაა, რომ მსგავსი პრობლემები არამხოლოდ ძველ კორპუსებს, არამედ ახლებსაც ეხება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ამ პრობლემების აღმოფხვრის გაცილებით მეტი საშუალებითაა აღჭურვილი. ამ დროს ირღვევა მათი იერსახე და საცხოვრებელი კორპუსი თუ სხვა ტიპის შენობა ერთიანობას კარგავს. მით უმეტეს, რომ მსგავს გადაწყვეტილებებს მოსახლეობა არა საერთო შეთანხმებით და ან გარკვეული ნებართვის შემდეგ, არამედ ინდივიდუალური ინიციატივით იღებს და შედეგიც, შესაბამისად, ნეგატიურია. განაშენიანების ესთეტიკურ პარამეტრებს თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების მე-18 მუხლი განსაზღვრავს. მაგალითად, ამ მუხლის თანახმად, სარეცხის საშრობი, გასაფენი, ასევე, კონდიციონერი და მსგავსი მოწყობილობები შენობის შიგნით, სპეციალურ სათავსოში უნდა განთავსდეს. თუ ეს არ ხერხდება, მაშინ მათი განთავსება დასაშვებია ექსტერიერის ნაკლებად აღქმად ნაწილზე, მოწესრიგებული სახით. ასეთ შემთხვევაში საჭიროა მათი შენიღბვა დეკორატიული ელემენტებით. არქიტექტურის სამსახური ამ სტანდარტის დაცვის გარეშე ნებართვას არ გასცემს, ხოლო, თუ რამდენად სრულდება ეს წესი რეალურად, ამას უკვე ზედამხედველობის სამსახური აკონტროლებს. |
Posted by: otokarcobra 11 Jan 2019, 13:53 | ||
Snow93 მთელი ჩვენი ქვეყნის უბედურება აი ამ ერთ ფრაზაშია
|
Posted by: Snow93 15 Jan 2019, 14:35 |
დღეიდან სამშენებლო პროდუქტების ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდა. რეგლამენტის მიხედვით, სამშენებლო პროდუქტების მწარმოებლებს, მწარმოებლის ავტორიზებულ წარმომადგენელებს, იმპორტიორებსა და დისტრიბუტორებს გარკვეული სტანდარტების დაკმაყოფილება მოუწევთ. ახალი რეგულაციების მონიტორინგი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს დაევალა. ტექნიკური რეგლამენტი ისეთი ტიპის სამშენებლო პროდუქტებს ეხება, როგორიცაა ცემენტი, არმატურა, ელექტროკაბელები, პლასტმასის მილები. რეგლამენტში ის მოთხოვნებიც გაიწერა, რომელთა დაკმაყოფილებაც მშენებლებს სამშენებლო ობიექტებზე მოუწევთ. საუბარია სახანძრო უსაფრთხოებაზე, ენერგოეფექტური მასალის გამოყენებაზე დაზღვევა და ასე შემდეგ. რეგულაციები სამშენებლო პროცესებით გამოწვეული ხმაურის კონტროლსაც ითვალისწინებს. ცნობილი ფაქტია, რომ საქართველოში მშენებლობები ძირითადად ორ ქალაქში: თბილისსა და ბათუმში მიმდინარეობს. “სითი კვირა” შეეცადა გაერკვია, რა გავლენას იქონიებს ახალი რეგულაციები სამშენებლო ბაზარზე, ანუ გაიზრდება თუ არა მშენებარე ბინების ფასი თბილისში, რა მასშტაბის იქნება ეს ზრდა და გაძვირდება თუ არა სამშენებლო მასალა. სამშენებლო კომპანია „ივერონის“ დამფუძნებელი არჩილ ჯაყელი დარწმუნებულია, რომ მას შემდეგ, რაც ყველა რეგულაცია ძალაში შევა, დაახლოებით, ერთ წელიწადში ეს ყველაფერი ბინებისის ფასზეც აისახება. არჩილ ჯაყელის მოსაზრებით, 1 კვადრატული მეტრის ფასი თბილისში, დაახლოებით, 100 დოლარით მოიმატებს. განსხვავებული მოსაზრება აქვს დეველოპერული კომპანია „ბინადარის“ აღმასრულებელ დირექტორს, გოგა ტალახაძეს. ტალახაძე დარწმუნებულია, რომ ახალი რეგულაციების შედეგად ფასების ზრდა ბაზარზე მოსალოდნელი არ არის. მისი აზრით, რეგულაციები სამშენებლო ბაზარს უფრო პროგნოზირებადს გახდის და საბოლოოდ, მომხმარებელი უფრო ხარისხიან პროდუქტს მიიღებს. ახალ რეგულაციაში იმპორტიორთა უფლებების დარღვევის ნიშნებს ხედავს ეკოლოგი ლია თოდუა. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, ამ რეგლამენტით სერტიფიკატი მოეთხოვება მხოლოდ იმპორტულ პროდუქციას მაშინ, როცა საქართველოში წარმოებულ პროდუქციას იგივე სერტიფიკატს არავინ სთხოვს. თუდუას შეფასებით, ეს არის WTO TBT შეთანხმების დარღვევა, რაც მისი აზრით ევროპასთან ასოცირების შეთანხმებასაც არღვევს. |
Posted by: Snow93 17 Jan 2019, 15:30 |
უზენაესმა სასამართლომ ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით „მწვანე ალტერნატივის" საკასაციო საჩივარი განსახილველად არ მიიღო. რაც ნიშნავს იმას, რომ უცვლელი დარჩა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც,, გაუქმდა გადაწყვეტილება ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის შეჩერების შესახებ. ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის" მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ამ გადაწყვეტილებით არ გაუქმდა არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 20 სექტემბრის #909795 ბრძანება მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე, „თუმცა ბრძანების მოქმედების ვადა 2016 წლის 21 სექტემბერს ამოიწურა", - წერს „მწვანე ალტერნატივა". „მწვანე ალტერნატივისგან" განსხვავებული ინფორმაცია მოგვაწოდა კომპანიის წარმომადგენელმა მშენებლობის ნებართვის ვადებზე. კერძოდ, სამშენებლო კუთხით ტექნიკური ნაწილის ზედამხედველის, გოგა ზაქაიძის თქმით, კომპანიას 2013 წლის ნებართვა გაუგრძელდა და ახალი ნებართვის მიღება არ სჭირდებათ. მისივე თქმით, კომპანიის წარმომადგენლები ამ გადაწყვეტილების შემდეგ შეხვდებიან მერიას და იმ ჯგუფს, ვინც წინააღმდეგი იყო მშენებლობის და ამის შემდეგ გააგრძელებენ სამშენებლო სამუშაოებს. „5 წელი ველოდით სამართლიანობის აღდგენას, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ მუშაობას" - უპასუხა „ლიბერალს" კომპანიის წარმომადგენელმა. „ლიბერალი" დაუკავშირდა არქიტექტურის სამსახურს, სადაც განგვიცხადეს, რომ ინფორმაციას აღნიშნულ თემაზე ხვალ მოგვაწვდიან. |
Posted by: Snow93 29 Jan 2019, 16:31 |
2019-2020 წელს თბილისში ორი ახალი მულტიფუნქციური კომპლექსი აშენდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ 2019 წელს დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაციაზე განაცხადა. კახა კალაძის თქმით, წელს მულტიფუნქციური კომპლექსების მშენელობა დიდ დიღომსა და ვარკეთილში იწყება. თითოეული მათგანისთვის კი დედაქალაქის ბიუჯეტიდან 12 მილიონი ლარი გამოიყოფა. „ჩემი წინასაარჩევნო დაპირება იყო მულტიფუნქციური კომპლექსების აშენება სხვადასხვა რაიონებში და ჩვენ, რა თქმა უნდა, მას აუცილებლად შევასრულებთ. ეს არის მულტიფუნქციური ცენტრები, სადაც იქნება თავმოყრილი ყველანაირი სპორტული სახეობა: ჭიდაობა, ბოქსი, განთავსებული იქნება საფეხბურთო მინი მოედნები, საკალათბურთო მოედნები, საცურაო აუზები, მედიათეკა, კაფეები, ბიბლიოთეკები. ეს იმისთვის, რომ ადამიანს, რომელიც ადგილზე მივა, ყველანაირი სერვისით სარგებლობა შეეძლოს და არსად წასვლა არ დასჭირდეს. ესეც ორწლიანი პროექტია, წელს ვიწყებთ და მისი განხორციელება 2020 წელს დასრულდება“, – განცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, მულტიფუნქციური კომპლექსები გაზრდის სპორტული და ჯანსაღი ცხოვრების წესით დაკავებული ადამიანების რაოდენობას. „ჩვენთვის მთავარია მასობრიობა, რათა სპორტით დაკავებული იყოს რაც შეიძლება მეტი ადამიანი. შესაბამისად, ფასებიც იქნება მისაღები, რათა ყველამ შეძლოს ამ კომპლექსებით სარგებლობა“, – განაცხადა კახა კალაძემ. როგორც 2019 წელს დაგეგმილი პროექტების პრეზენტაციაზე დედაქალაქის მერმა განაცხადა, ერთი ასეთი კომპლექსი შარშან თემქაზე გაიხსნა, თუმცა, მისივე თქმით, ეს არ არის საკმარისი და მიმდინარე წელს თბილისის მთავრობა სხვა რაიონებისთვის განსახორციელებელ ანალოგიურ პროექტებს წარმოადგენს. |
Posted by: GEORGIA007 29 Jan 2019, 18:12 | ||
ძაან მაგარია ორი ხელით მივესალმები |
Posted by: gia-gia-gia 30 Jan 2019, 02:09 |
გორგასლის სანაპიროს მასშტაბური რეკონსტრუქცია იწყება და ზონა მთლიანად გვირაბში ექცევა. გაქვთ რაიმე ინფო? |
Posted by: JSB14BSJ 30 Jan 2019, 05:53 | ||
ძლივს რაღაცის რეგულირება იწყება ამ უპატრონო ქვეყანაში, სადაც სასტუმროებში დიდები და ბავშვები ხანძარში იწვიან და მაღაროებში მაღაროელები იღუპებიან და გამოვარდება ახლა 1000 ქართველი ვაჟკაცი ქართველობის წართმევის და თავისუფალ და დამოუკიდებელ ბიზნესზე ზეწოლის პროტესტით... |
Posted by: Snow93 30 Jan 2019, 11:41 |
gia-gia-gia თბილისის გზებში დავდე ჯერჯერობით რაცაა ცნობილი |
Posted by: JSB14BSJ 30 Jan 2019, 12:17 |
ყველაზე ჭკვიანური საქმე, რაც რადიო თავისუფლებას გაუკეთებია https://www.radiotavisupleba.ge/a/%E1%83%A0%E1%83%90-%E1%83%98%E1%83%92%E1%83%94%E1%83%92%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%97%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%A0%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AF%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-/29739750.html?fbclid=IwAR3bvrAn1yt9LkrBvbQSDiPSCSPIaquv8rECBXaFR6pOF2iV7dmX_oOL7BA გორგასალის ქუჩის სანაპიროს განვითარება; დაგეგმილია მიწისქვეშა საავტომობილო გვირაბის გაყვანა და ქუჩის დათმობა მხოლოდ ფეხით მოსიარულეებისთვის. გამწვანება 10 ჰექტარი ტერიტორია და აშენდება საფეხმავლო ხიდი, რომელიც პირდაპირ მეტროსადგურ „ავლაბართან“ გადავა. ბიუჯეტი: 110 000 000 ლარი. პერიოდი: 2019- 2020 წელი. კახეთის გზატკეცილის რეაბილიტაცია; დაწყებულია მარჯვენა და მარცხენა სათადარიგო გზების მოწესრიგება, შეცვლილია მიწისქვეშა კომუნიკაციები. იგეგმება გამწვანებისა და გარეგანათების განახლება. ბიუჯეტი: საგზაო ინფრასტრუქტურა - 45 000 000 ლარი. გარე განათება - 7 000 000 ლარი. გამწვანების საპროექტო არეალი - 7 085 489 ლარი. პერიოდი: 2019 წელი. უნივერსიტეტის ქუჩისა და წყნეთის გზატკეცილის (ბაგები) დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა; ბიუჯეტი: 20–30 მილიონი ლარი. პერიოდი: 2019- 2020 წელი. მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა; ბიუჯეტი: 18 000 000 ლარი. პერიოდი: 2019 წელი. „დიღმის ჭალები“ - ახალი პარკის მშენებლობა; მოეწყობა გამწვანებული სივრცე სპორტული მოედნებით, ამფითეატრით, კაფე-ბარებით; ბიუჯეტი: 11 620 192 ლარი. პერიოდი: 2019 წელი. დიდი დიღმის მულტიფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა; გეგმით აქ თავს მოიყრის სპორტის არაერთი სახეობა, აშენდება საფეხბურთო და საკალათბურთო მინიმოედნები, საცურაო აუზი, ტერიტორიაზე განთავსდება მედიათეკა და კაფე-ბარები. ბიუჯეტი: 12 000 000 ლარი. პერიოდი: 2019-2020 წელი. ვარკეთილის მულტიფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა; გეგმით აქ თავს მოიყრის სპორტის არაერთი სახეობა, აშენდება საფეხბურთო და საკალათბურთო მინიმოედნები, საცურაო აუზი, ტერიტორიაზე განთავსდება მედიათეკა და კაფე-ბარები. ბიუჯეტი: 12 000 000 ლარი. პერიოდი: 2019-2020 წელი. ვეტერანთა დასვენებისა და კულტურის პარკის („კიკვიძის პარკი“) სრული რეკონსტრუქცია; იგეგმება ახალი დასასვენებელი და სავარჯიშო სივრცეების შექმნა, მოეწყობა ამფითეატრი და დაიგება ველობილიკები. ბიუჯეტი: 4 900 000 ლარი. პერიოდი: 2019 წელი. ფიროსმანის ქუჩის რეაბილიტაცია (მიწისქვეშა კომუნიკაციების ჩათვლით); ბიუჯეტი: 50 000 000 ლარი. პერიოდი: 2019-2020 წელი. გუდიაშვილისა და ფურცელაძის ქუჩების რეაბილიტაცია; ბიუჯეტი: 45 000 000 ლარი. პერიოდი: 2019-2020 წელი. ი. ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია (მიწისქვეშა კომუნიკაციების ჩათვლით); მოწესრიგდება დაძველებული მიწისქვეშა კომუნიკაციები - საგზაო ინფრასტრუქტურა, გარეგანათებები, შეიქმნება მწვანე სივრცეები, შეიქმნება სპეციალური საავტობუსო ზოლები. ბიუჯეტი: 13 000 000 ლარი. პერიოდი: 2019 წელი. მშრალი და ზაარბრიუკენის ხიდების მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია; ბიუჯეტი: 9 900 000 ლარი. პერიოდი: 2019 წელი. კანდელაკის ქუჩის სრული რეაბილიტაცია; ბიუჯეტი: 1 600 000 ლარი. პერიოდი: 2019 წელი. ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების რეაბილიტაცია; ბიუჯეტი: 10 000 000 ლარი. პერიოდი: 2019 წელი. გმირთა მოედანზე მიწისქვეშა გზაგამტარის რეაბილიტაცია; ბიუჯეტი: 3 800 000 ლარი. პერიოდი: 2019 წელი. სოფელი დიღომი - კანალიზაციის სისტემის მოწესრიგება; ბიუჯეტი: 3 000 000 ლარი. პერიოდი: 2019 წელი. მუხიანის აგარაკები - საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება; ბიუჯეტი: 1 900 000 ლარი. პერიოდი: 2018- 2019 წელი. სასტუმრო რედისონის ქვეშ არსებული გვირაბის რეაბილიტაცია; ბიუჯეტი: 2 000 000 ლარი. პერიოდი: 2019 წელი. მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩაზე ამოსასვლელი გვირაბის რეაბილიტაცია; ბიუჯეტი: 1 300 000 ლარი. პერიოდი: 2019 წელი. მონუმენტის „ადამიანი და მზე“ მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია; მოეწყობა მწვანე სივრცე, დამონტაჟდება სარწყავი სისტემა, განათების ბოძები და შეიქმნება ხელოვნური ტბა. ბიუჯეტი: 3 553 970 ლარი. პერიოდი: 2019 წელი. გზაგამყოფი კუნძულების მოწყობა თბილისის სხვადასხვა უბანში: ბიუჯეტი: 753 773 ლარი. პერიოდი: 2019 წელი. სარაჯიშვილის გამზირზე, მდინარე გლდანულაზე არსებული ხიდების რეკონსტრუქცია: ბიუჯეტი: 4 000 000 ლარი. პერიოდი: 2018- 2019 წელი. ვაშლიჯვრის ესტაკადის მშენებლობა; ბიუჯეტი: 2 700 000 ლარი. პერიოდი: 2019 წელი. |
Posted by: kuchu 31 Jan 2019, 01:02 | ||
კონცეპტუალურად ცუდი იდეა არ არის მაგრამ რენდერზე რაც ჩანდა იყო სრული კოშმარი ; ( |
Posted by: Carver 31 Jan 2019, 01:27 | ||
პეკინი- შარტავა ვაჟა- პავლოვით არ უნდა გაეგრძელებინათ? ტყუილი აღმოჩნდა? |
Posted by: GEORGIA007 31 Jan 2019, 14:33 | ||
|
Posted by: JSB14BSJ 31 Jan 2019, 22:28 |
GEORGIA007 გადაიკეტება და დედის დედა ეტირება ნახევარ თბილისს არადა კი, გასაკეთებელია, მაგრამ ქართველების ხელში... ყველაზე ცუდი, რა დასკვნამდეც მივდივარხოლმე, ისაა, რომ საქართველო ყველაზე ცუდად ქართველების ხელშია. ისინი იყვნენ და - დამთავრებამდე ხსნიდნენ და მერე იწყებოდა დედის ტირილი და მამის დიეტა. ეს ცვედანები არიან და - ხო საშველს არ აყენებენ არაფერს (არსებობს რაღაც მოსაზრებები ამასთან დაკავშირებით, არ დავკონკრეტდები...). ტიპებს რკინის კონსტრუქცია ვერ გაუტანიათ ადგილიდან, სხვა რაღაზეა ლაპარაკი. ვითომ სამტრედია ფაფხურობს რაღაცას მშენებლობებზე, მაგრამ უბედურება ისაა, რო მაგის ფაფხური თბილისს არ სცდება მაშინ, როცა ქალაქი და მუნიციპალიტეტი რა შუაშია - კანონმდებლობაა შესაცვლელი. ერთი მოსე გვინდა, რო ჯანმრთელი თაობის გასაკეთებლად ერთი 40 წელი ატაროს სადმე ხალხი - ერთი დაავადების სხვადასხვა ვარიაციებითაა დაავადებული მთელი თაობები. დაავადებას არ ვიცი, რა ჰქვია, მაგრამ ვარიანტებია ზვიადიზმი, შევარდნაძიზმი, მიშიზმი, ბიძინიზმი და მომავალშიც ალბათ გაგრძელდება რამით... საერთო სახელი ამათ ყველას ჰქვიათ ქართველები და ესაა უბედურება. ვინც არ უნდა მოვიდეს ზევით (მოგეხსენებათ - ვისაც მოგეხსენებათ - არჩევნები ფიქციაა და არჩევნებით არავინ არ მოდის), ყველა მოყოლილი იქნება ფულადი ნაკადების მართვის სისტემაში და ეს სისტემაა, რაც განსაზღვრავს ქვეყანაში ყველაფერს. |
Posted by: Kublicha 1 Feb 2019, 00:41 |
მოიცათ კაცო, ფიროსმანის ქუჩის რეაბილიტაცია მიწისქვეშა კომუნიკაციების ჩთვლით 50 მილიონი ჯდება და ჭავჭავაძის გამზირის 13 მილიონი? (ასევე კომუნიკაციების ჩათვლით) |
Posted by: da_to 1 Feb 2019, 09:48 | ||
ფიროსმანზე სახლების რეაბილიტაციაც მოხდება , ჭავჭავაძე არა ... |
Posted by: Snow93 29 Mar 2019, 10:43 |
ახლო მომავალში, ვარკეთილში შესაძლოა, „ ხრუშჩოვკების“ რენოვაცია – ჩანაცვლება დაიწყოს. თბილისის მერიის მიერ გამცხადებული ინტერესთა გამოხატვით ორი კომპანია დაინტერესდა. როგორც მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურში აცხადებენ, ორივე კომპანია ქართულია და დამატებით დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. შეგახსნებთ, რომ თბილისის მერიამ ინტერესთა გამოხატვა ვარკეთილის მესამე მასივში მდებარე 30 205 კვ. მ. მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი კომპლექსის განვითარების მიზნით ორჯერ გამოაცხადა. არსებული მონაცემებით, მთლიანად თბილისში დაახლოებით, 512 “ხრუშოვკაა”, სადაც 12 ათასი ოჯახი ცხოვრობს და მათ დაახლოებით, 600 ათასი კვადრატული მეტრი ფართი უკავიათ. „ხრუშჩოვკები“ ძირითადად ვაჟა-ფშაველას კვარტლებში, ნავთლუღში, დიღომში, ნაძალადევში და კრწანისში მდებარეობს. |
Posted by: beka331 11 Apr 2019, 11:34 |
კიკვიძის პარკის ტენდერზე რა ისმის , 14 მარტს უნდა გამოცხადებულიყო |
Posted by: beka331 17 Apr 2019, 22:17 |
დაუწყიათ რეაბილიტაცია კიკვიძის.. შემოღობილია და შესასვლელში ქვაფენილი აუყრიათ.. მძიმე ტექნიკა და მუშები არიან მობილიზებულნი |
Posted by: zabzu 12 Aug 2019, 20:28 | ||
დასრულდა? თუ მიმდინარეობს რა ეტაპზეა, ხო არ გაქვს ინფორმაცია |
Posted by: Kublicha 21 Oct 2019, 13:50 |
ამ მიმართულებით რა ხდება. მიდის რამე სამუშაოები? |
Posted by: Tocadero 21 Oct 2019, 16:57 |
Kublicha იმედია გადაიფიქრებენ და არასოდეს დახარჯავენ ფულს მსგავს სისულეებში |
Posted by: metro500 21 Oct 2019, 17:11 |
თემქის ხევის პროექტზე ვინმეს ხომ არ გაიგიათ რამე? სექტემბრიდან უნდა დაწყებულიყო წესით სამუშაოები |
Posted by: Fabian 8 Nov 2019, 21:19 |
ლისის პერსპექტივა |
Posted by: Carver 8 Nov 2019, 23:14 |
იმედია მაგას იკმარებენ და გლდან ვარკეთილს არ დაამსგავსებენ.. პს. თიბისის HQ პროექტი არაა ცუდი.. |
Posted by: Tocadero 9 Nov 2019, 21:53 |
Carver შანსი არაა მანდ კორპუსები ჩაიდგმება იმის დედა ვატირე |
Posted by: Librarian 5 Jan 2020, 22:09 |
კაი თემაა... პანორამა თბილისზე ცალკე თემა არსებობს თუ აქ უნდა განვიხილოთ... ვინმეს ხომ არ აქვს ახალი სურათები ან სახეცვლილი პროექტი? 2 წელში მემგონი სრულად უნდა დამთავრდეს ხო? |
Posted by: instamatic 5 Jan 2020, 22:46 | ||
Librarian
https://forum.ge/?f=51&showtopic=34696201 |
Posted by: Librarian 5 Jan 2020, 22:53 |
instamatic მადლობა 30 უღრმესი მადლობა |
Posted by: TramwayMan 5 Jan 2020, 22:59 |
Carver Tocadero გლდანს რო ამსგავსებდნენ რა უშავს, ტიპიურ მავნებლურ უბანს აშენებენ. დაბალი სიმჭიდროვე, ვიწრო შარა გზები, შესაბამისად საზ ტრასნპორტის არაეფექტურია ანუ გამოდის რომ მაგ ხალხმა მუდამ მანქანებით უნდა იძრომიალონ. |
Posted by: HiStorian 3 Feb 2020, 01:28 |
სისხლის გადასხმის ადგილზე 2 - 38 სართულიანი კორპუსი. ორბი ჯგუფი, თავი ბათუმში გონიათ ყაზბეგის გამზირი საბოლოოდ ჩაიხერგება. |
Posted by: deep purple_in rock 3 Feb 2020, 02:11 |
დედა მოედღნა ქალაქს. 38 სარტული რა ამბავია. 38 სანტიმეტრიამი მოხვდეს მაგის ნებარტვის გამცემს |
Posted by: GEORGIA007 3 Feb 2020, 03:26 | ||
მანდ ავერსის კლინიკა არ გახსნეს? ანგრევენ იმას? |
Posted by: PNG 3 Feb 2020, 04:40 |
მაღლივთან ასე 500 მეტრში უნივერსიტეტის ქუჩაზეი რომელმა ჭკვიანმა ააშენა საბურთალოს სასაფლაოს გვერდით და 30 მეტრში ახალი სპორტის სასახლე ანუ ოლიმპიური სასახლე ? ძაან უბედური ადგილია და შეუფერებელი და არასასიამოვნო ადგილი სპორტ კომპლექსისთვის და ეგეთი ტიპის დაწესებულებისთვის. ამასწინათ ვიყავი და მაგრად არ მესიამოვნა და ბევრი ლანძღავს მანდ მაგის აშენების გამო შენობიდან გამოდიხარ და სასაფლაოზე იჩითები ნუთუ თბილისში გამოილია ადგილები დიღომში იმდენი სიცარიელეა რაღა ამ სასაფლაოს გვერდზე ააშენეს ? |
Posted by: GEORGIA007 3 Feb 2020, 18:00 |
ჭავჭავაძის 41 ნომერში 60 სართულიან პირველ ცათამბჯენს აშენებენ |
Posted by: Nescafe13 3 Feb 2020, 18:58 | ||
ვისია ეგ შენობა ნეტავ ? უბრალო ინვესტორს მოუვიდა აზრად აქ წამოვჭიმავ ამხელა შენობას და პროექტი წარადგინა მერიაში ? რა დააშავა ამ ქალაქმა ნეტა ასეთი მართლა იმ ხოხობის დედაც რა |
Posted by: GEORGIA007 3 Feb 2020, 19:03 | ||
მომიტყნავს სან ფრანცისკო ვაკე რო გაკეთდება |
Posted by: W-G1 3 Feb 2020, 19:28 |
ერთის მხრივ ის უსახური ბარაკები აღარ იქნება, მეორეს მხრივ კი იმხელა რაღაცა ამოშვერილი ;დ |
Posted by: Snow93 10 Feb 2020, 17:42 |
დიდიმინდორი ტაბახმელაში ვრჩებოდი ბავშვობაში საკმაოდ ხშირად ზაფხულობით და მე მაგაზე საზიზღარი ადგილი არ მეგულება, მეეჭვება ბოლო პერიოდში რამე სასიკეთოდ შეიცვალოს. სოლოლაკში ერთი ამბავია ხოლმე ზაფხულში დაჩებზე რომ მიდის ხალხი და მთაწმინდის გადასახვევამდე პიზდეცი.... ახლა რომ დაიტვერთოს ეგ ადგილი წარმომიდგენია რა იქნება. ის ახალი გზაც ორთაჭალიდან რომ ადის დიდი არაფერი, ძალიან საშიში მონაკვეთია და გახსნის პირველივე წელს იმსხვერპლა ერთი ადგილობრივი. |
Posted by: kataxxl 10 Feb 2020, 20:02 |
Nescafe13 მდგრადი განვითაერების მიმდინარე მინისტრს აქვს 25% შიგნით მაგ პროექტში ვიღაცამ დაპოსტა დაიწუნეს ეგ პროექტიო მაგრამ მაგხელა ლობის მერე უკან დააბრუნებენ იმჰო |
Posted by: experto 10 Feb 2020, 20:34 | ||||
|
Posted by: TopGear 10 Feb 2020, 21:05 |
რაც არ უნდა იყოს და რამხელა ეკონომიკური სარგებელიც მოიტანოს, ქალაქი ასე უსახურად, სიმახინჯეებით არ უნდა ვითარდებოდეს. ცათამბჯენი 5 სართულიანი შენობების ფონზე როგორია |
Posted by: დიდიმინდორი 10 Feb 2020, 21:25 |
Snow93 რა მხრივ არის ტაბახმელა საზიზღარი? არსებობს ქაჯობის (ავტომანნიის და კორპუსპფილიის) პრევენციის გზები, ეგ პრობლემა არა არის. მთავარი აქ ისალ არის, რომ ბაზარზე შემოშვებაზე უარი არ უთხრას, მაგრამ თუ ნებას დართავს, სანაცვლოდ ისეთ რამეს მოითხოვს, რომ ან კომპანია ეტყვის უარს, ან ორივე ჩვენ გამოგვიყენებს და ჩვენი ფულით აიშენებენ სახლებს. * * * TopGear რას ვიზამთ, ეგ ჩვენი გენეტიკური დეფექტია, რის გამოსწორებასაც უზარმაზარი ფინანსები და უზარმაზარი ძალისხმევა ჭირდება განათლების კუთხით. და დამატებით უმკაცრესი სადამსჯელო ზომები, რასაც თვის მხრივ დიდი დრო ჭირდება. |
Posted by: otokarcobra 10 Feb 2020, 23:54 |
experto experto ეგ ფოტო სად არის გადაღებული? |
Posted by: ქაფქიანა 11 Feb 2020, 00:03 |
მე მომხრე ვარ ვაკის პროექტის. რაც მეტი, მით უკეთესი. ყველა ერთად არა, ცალ-ცალკე მოდით. |
Posted by: winrar 11 Feb 2020, 10:13 | ||
ყვარელი, სოფელი შილდა, ხორცის მაღაზია |
Posted by: Ambitious_Person 11 Feb 2020, 15:22 |
HiStorian მე მომწონს ძაან მარა ჯუჯასავითაა სხვა კორპუსები უკვე ან ვინ უნდა იცხოვროს მანდ |
Posted by: ქაფქიანა 16 Feb 2020, 18:39 |
რამდენად დეველოპერულია, არ ვიცი, მაგრამ ტრამვაიმენმა გვერდზე თემებში რომ დადო იმედის ვიდეო, მაინც უფრო ეს თემა მივიჩნიე შესაფერისად. მოკლედ, ბითაძემ ხიდი დადიანიდან მარჯვენა სანაპიროზეო. მიხვდნენ თუ მორიგი წინასაარჩევნო ბოლი, ხეზ. |
Posted by: Fabian 16 Feb 2020, 20:06 | ||
ქაფქიანა
მაგის მშენებლობა ოღონდაც დაიწყონ და ცალკე თემას გავხსნი |
Posted by: TramwayMan 16 Feb 2020, 20:08 |
მეტრო ახმეტელთეან ყოფილი ავტობუსების პარკის ტერიტორიაზე ეს აშენდება. http://tas.ge/?p=publicpage&documentId=711754 |
Posted by: punisher 11 16 Feb 2020, 21:51 |
იშვიათი დედით ###ა მაგ იდეის ავტორი |
Posted by: brutal_88 16 Feb 2020, 23:13 |
რას გავს ზემოდან თბილისი, გახუნებული, გაყვითლებული ფერდოები, მანქანების ქაოსი, სუფთა ბაღდადია |
Posted by: Fabian 16 Feb 2020, 23:27 | ||
brutal_88
1001 ღამის ქალაქმა რა დაგიშავა?! :| |
Posted by: kuchu 16 Feb 2020, 23:45 | ||
ეგ რა ადგილია? ქართუს გვერდით? რაღაც არ მგონია მანდ 60 სართულიანი ცათამბრჯენი ჩაეტიოს |
Posted by: დიდიმინდორი 17 Feb 2020, 00:11 |
brutal_88 მაგას ვამბობ, რატომ არავინ არ ამწვანებს ფერდობებს? და რატომ არავინ არ ფიქრობს რომ ყველა დეველოპერს დაუწესდეს გამწვანების ვალდებულება გარკვეულ ფართობზე (შენობის სიმაღლის მიხედვით) შენობის ირგვლივ და ქალაქის გარშემო |
Posted by: deep purple_in rock 17 Feb 2020, 00:23 |
აი რატო ბიჭო რატო აძლევენ მაგ ###ობაზე ნებართვას, მოგიდღანთ ხედვა |
Posted by: metro500 18 Feb 2020, 23:46 |
brutal_88 ზამთარია და გახუნებული იქნება აბა მწვანე ბალახი ხომ არ იბიბინებს? აპრილი- ივნისის დასაწყისია ხოლმე ყველაზე ლამაზი აქაურობა როცა როცა ხშირი წვიმებია, აი ივლისიდან უდაბნოდ გადაქცევა იწყება. |
Posted by: TramwayMan 20 Feb 2020, 20:52 |
სასტუმრო აფხაზეთის ადგილას ვაჟა ფშაველას 25 http://tas.ge/?p=publicpage&documentId=720812 |
Posted by: TopGear 20 Feb 2020, 21:53 |
ჩემი, როგორც არაურბანისტის და არაარქიტექტორის აზრით, თბილისის არც ერთ უბანში ცათამბჯენი არ ჯდება. რაც არ უნდა მაღალი კლასის იყოს ფონი და გვერდები იმდენად კონტრასტულია რომ ყველანაირი ღირებულება ეკარგება. ცალკე დისთრიქთის გაკეთება არის ყველაზე ოპტიმალური, სადაც შეიძლება ცათამბჯენები და ბიზნესცენტრები აშენდეს |
Posted by: Ambitious_Person 25 Feb 2020, 16:09 |
TopGear კი ეგრეა ბევრი დაბალი ,კომუნისური შენობაა / აი ბათუმს უფრო უხდება მაღალი შენობები |
Posted by: GEORGIA007 25 Feb 2020, 17:07 | ||
რამდენი სართულია?? მაგდენი მაცხოვრებლის მანქანა სად უნდა ჩაატიონ ?? |
Posted by: kataxxl 25 Feb 2020, 17:38 |
აკძალეთ რა ეს ცათამბჯენები რა უბედურებაააა |
Posted by: SaNi 25 Feb 2020, 19:38 | ||||
სიმახინჯის და უგემოვნების მონუმენტია |
Posted by: Nescafe13 25 Feb 2020, 20:05 | ||
SaNi
ზატო ფულიანი საქმეა სულ არ კიდიათ თბილისი და მისი სილამაზე მთავარია ფული |
Posted by: GEORGIA007 25 Feb 2020, 21:19 | ||
მამენტ მუხიანსა და გლდანში სილამაზესა და დახვეწილობაზე საუბარი ძნელია მარა მანდ როცა მანქანები ისედაც ვერ მოძრაობს და ჩვეულებრივი არმაგედონია საცობების მხვრივ ამ ამბის ეპიცენტრში ამხელა მახინის ჩადგმას ხო უნდა მოფიქრება |
Posted by: dat111 25 Feb 2020, 22:21 |
ამას დაამსგავსეს ქალაქი და ევროინფრასტრუქტურა უნდა მოვარგოთო ხო მართლა თბილისის ფოტო არ გეონოთ, ქაბულია |
Posted by: Pioneer 26 Feb 2020, 03:51 |
ძალიან საკაიფოა სასტუმრო აფხაზეთის თაუერი გლდანის მახინები მახინჯია. |
Posted by: vatman 21 Apr 2020, 01:00 |
დეველოპერული პროექტი არ არის, მარა რომელ თემაში დამედო არ ვიცოდი ფერდის გამაგრება თემქის მე-4 მიკრორაიონსა და შეშელიძის ქუჩას შორის. მანდ დრონიდან ყველაზე კარგად გამოჩნდება რა სამუშაო კეთდება |
Posted by: hadesnexus 7 Sep 2020, 17:07 |
ეს საცხოვრებელი კორპუსია თუ საპყრობილე? ფანჯარა ამას არა აქვს და ჭუჭრუტანა და რა ოხრობაა გამაგებინეთ ვინმემ. |
Posted by: Fabian 27 Nov 2020, 12:11 |
გელოვანის მ2 |
Posted by: ნიკა 27 Nov 2020, 19:02 | ||
Fabian
ამისთვის ვიფრინე ამდენი დრონით? არა პრინციპში ღამე არ გადამიღია |
Posted by: deep purple_in rock 1 Dec 2020, 23:50 |
ეს მართალია თუ ფოტოშოპია ? ფეისბუქზე შემხვდა |
Posted by: TramwayMan 2 Dec 2020, 10:57 |
deep purple_in rock სარეკლამო ბანერი ქირავდება. |
Posted by: deep purple_in rock 4 Dec 2020, 00:39 |
ვაკის პარკის რეაბილიტაცია ხო შეიძლება ეზლა რო დაიწყონ ? მშენებლობა არ ჩერდება არაფერიო.,არავინ დადის პარკში. მაინცდამაინც სეზონი რო იქნება მაშინ უნდა გადათხარონ |
Posted by: deep purple_in rock 26 Dec 2020, 02:08 |
მილიონი ხე ქალაქს, სიცოცხლით სავსე ქალაქი |
Posted by: GEORGIA007 5 Mar 2021, 17:04 |
კრწანისში ხორციელდება თბილისის მაშტაბით ერთ ერთი უდიდესი პროექტი "ვილა რეზიდენსი" 200 000 000 $ მშენებელი "Domus" https://www.facebook.com/www.bm.ge/videos/270466424592015/ |
Posted by: something1 5 Mar 2021, 23:45 |
ძალიან მტკივნეული ხდება უკვე ამ ქალაქის ყურება. სრულ სიმახინჯედ გადააქციეს, არანაირი მასშტაბი, გემოვნება. აქამდე კიდე მოცარიელებული იყო სივრცეები, მაგრამ ამ ბოლო წლებში ვისაც ურბანიზმი ოდნავ მაინც ესმის მშვიდად ვეღარ გაივლის გარეთ. სამწუხაროდ მახინჯ ქალაქში ვცხოვრობთ. |
Posted by: GEORGIA007 6 Mar 2021, 08:23 |
something1 მე მგონი კრწანისი რეზიდენსი გაასწორებს და ახალ სტანდარტს შექმნის თბილისის ურბანულ განვითარებაში |
Posted by: gia-gia-gia 8 Mar 2021, 13:17 | ||
როგორც გავიგე არ აშენდება ეს დილდო, მინიმუმ 1-2 წელი, მანდ რაღაც კოვიდ ლაბორატორიებს აწყობენ |
Posted by: Nescafe13 8 Mar 2021, 14:50 |
ხოხობმა აქ რა მინდოდა , წადი რა სადმე უცხო ქვეყანაშიო ხიხოები მართლა უნდა მოარიდო ქალაქის მერობას |
Posted by: GEORGIA007 8 Mar 2021, 22:11 |
მართლა ლამაზი გამოვიდა |
Posted by: gia-gia-gia 14 Mar 2021, 12:39 |
ამ ვისოლის დილდოს როდის გააქრობენ ვიცოდეთ ერთი რა |
Posted by: Ambitious_Person 14 Mar 2021, 13:05 |
GEORGIA007 ძალიან მაგარია ეგ კრწანისი რეზიდენსი ეტყოპა პენსიაზე გასული მდიდრებისთვისაა მეც ეგრე მინდა ვიცხოვრო ასაკში ფაქტირუად მინი დასახლებაა |
Posted by: ჩხრამბურთლაძე 14 Mar 2021, 13:48 |
მეჰიკო სიტი დაბალსართულიანია მეგაპოლისი, თბილისის შედარება ბაღდათებთან,კაბულებთან და ა.შ მოეშვით. ყველაზე მსგავსი ქალაქი ქაოსური მშენებლობით. მთავარი რაც შემორჩა მეხიკოს სიმწვანეა და რაც არ აქვს ... |
Posted by: პაწა 14 Mar 2021, 19:03 |
სანაპიროზე, ქალაქური სადაც იყო, რატომ არაფერს აკეთებენ? |
Posted by: zabzu 15 Mar 2021, 02:02 |
ეს ვისოლის ოფისი რა სიმახინჯეა რა უბედურებაა |
Posted by: GEORGIA007 15 Mar 2021, 04:20 | ||||
არ უხდება მაგ ადგილს Ambitious_Person
კი მაგარი პროექტია და თან სუფთა და წყნარ ადგილას |
Posted by: პაწა 16 Mar 2021, 13:37 | ||
მე, ყოფული საპროექტოს წინ რომ გადმოხრილი მიშენებაა, მაგაზე "ვასველებ". ნიმუშია არქიტექტურის |
Posted by: Ambitious_Person 16 Mar 2021, 15:22 |
აქსისი როა ჭავჭავაძეზე ბევრი ეგეთი შენობა გვინდა რა სუფთა ქუჩები , გამართული მოძრაობა და ბევრ ევროპულ ქალაქს აჯობებს თბილისი |
Posted by: GEORGIA007 17 Mar 2021, 17:51 |
ახალი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი გელოვანზე |
Posted by: დიდიმინდორი 17 Mar 2021, 18:17 | ||
gia-gia-gia
როცა ამ დილდოს მომხმარებლები აღარ იქნებიან |
Posted by: GEORGIA007 19 Mar 2021, 05:14 |
თიბისის სათავო ოფისის მშენებლობის პირველი ფაზა დასრულდა თიბისის სათავო ოფისის - „თბილისის ბიზნეს ცენტრის“ მშენებლობის პირველი ფაზა დაგეგმილ ვადებში წარმატებით დასრულდა. აღსანიშნავია, რომ „თბილისის ბიზნესი ცენტრი“ ლისის ტბასთან მშენებარე კომპლექსია, რომელიც აერთიანებს თანამედროვე არქიტექტურის ელემენტებს, ენერგოეფექტურ, ინოვაციურ ტექნოლოგიებს და ეკოლოგიურ გარემოს. „თბილისის ბიზნეს ცენტრი“ იქნება საუკეთესო სივრცე თანამშრომლებისა და მომხმარებლებისთვის. კომპლექსში გათვალისწინებულია თანამშრომლებს შორის მეტი ინტერაქცია, მათთვის კომფორტული, კრეატიული სამუშაო გარემოს შექმნა. ამავდროულად, საოფისე სივრცეები ისეა დაპროექტებული, რომ მაქსიმალური კომფორტი შეიქმნას სტუმრებისთვის. შესაძლებელი იქნება სივრცეების გამოყენება შეხვედრებისთვის, რათა მოხდეს მეტი კომუნიკაცია და საქმიანი კავშირების დამყარება ბიზნესებს შორის. ეს იქნება ადამიანებზე მორგებული, ეკოლოგიურად სუფთა, გამწვანებულ გარემო, სადაც ადამიანები შეძლებენ იმუშაონ და ამავდროულად დაისვენონ, იქნება ურთიერთობა სტუმრებსა და თანამშრომლებს შორის, შეიქმნება სპეციალური სივრცეები ბავშვებისთვის, გაიხსნება რესტორნები და ა.შ. „თბილისის ბიზნესცენტრი“ იქნება ეკოლოგიურად ჯანსაღ გარემოში შექმნილი ინფრასტრუქტურული პლატფორმა, რომელიც მიმზიდველ სამუშაო გარემოს ქმნის, როგორც ინვესტორებისთვის, ისე დედაქალაქის მცხოვრებთათვის. თიბისის მისიაა გაუმარტივოს ადამიანებს ცხოვრება, სწორედ ამ მისიის განხორციელებას ემსახურება „თბილისის ბიზნესცენტრის“ მშენებლობა. ჩვენი მიზანია, ერთის მხრივ, თანამშრომლებისათვის შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ისინი შეძლებენ თავიანთი შესაძლებლობების რეალიზაციას, მეორე მხრივ, მომხმარებლებისთვისაც შევქმნათ თანამედროვე, ინოვაციური სივრცე, სადაც მათ მაქსიმალურ კომფორტს შევუქმით,“ - განაცხადა თიბისის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ. შენობის დიზაინი შატილის კოშკების არქიტექტურის ინსპირაციით ჰოლანდიურმა არქიტექტორულმა სტუდიომ „UNStudio“ - მ შექმნა. ინფორმაციისთვის: მშენებლობის პირველი ფაზის დასრულების შედეგად თბილისს ქართულ სამშენებლო ბაზარზე არსებული ტექნიკურად ერთ-ერთი ყველაზე რთულად რეალიზებადი და გამორჩეული კონსტრუქციის შენობა შეემატა. ურთულესი საინჟინრო გადაწყვეტები, სპეციფიკური გეომეტრიული ფორმის არქიტექტურული ელემენტები, ჯამურად 70 000 მ2 სამშენებლო მოცულობა „დომუს ქონსთრაქშენმა“ შეასრულა, რომელიც დეველოპერული კომპანია „დომუსის“ შვილობილია. მშენებლობის მეორე ფაზაზე დაგეგმილია ფასადის სამუშაოები, რომელსაც შეასრულებს „დომუს ალუმინიუმი“ კომპანია „არქთრეიდთან“ კოლაბორაციით. პროექტი მთლიანად ენერგოეფექტიანია და გათვლილია 2,100 ადამიანზე, ის მცირე რაოდენობით ელექტროენერგიას მოიხმარს. კომპლექსი ითვალისწინებს შენობა-ნაგებობების აშენებას მწვანე ლანდშაფტში, სადაც ტერასულად გაშენდება მცენარეები, რაც ჯანსაღ ეკოსისტემას შექმნის. (NS) |
Posted by: GEORGIA007 9 May 2021, 18:21 |
ტერასა ორთაჭალა https://korter.ge/terrasa-ortachala-tbilisshi |
Posted by: 088 11 Nov 2021, 10:54 |
ახალი სპორტის სასასახლე |
Posted by: punisher 11 11 Nov 2021, 15:17 | ||
ეს მაგათი ჭავჭავაძეა ? |
Posted by: llevani 12 Nov 2021, 22:41 |
სააკაძეძეზე შენობის მახინჯი კარკასი ფაქტიურად დაანგრიეს. თავისუალ ადგილას რა უნდა აშენდეს? |
Posted by: Fabian 12 Nov 2021, 22:48 | ||
llevani
საცხოვრებელი კორპუსი აშენდება |
Posted by: StreetBaron 12 Nov 2021, 23:08 | ||
თბილისის გადარჩენა ჯერ კიდევ 10 წლის წინ უპრობლემოდ შეიძლებოდა. იმის მერე იმდენი მავნებლობაა ჩადენილი და ისეთი მასშტაბის სიმახინჯეები აშენებული, რომ ვეღარ გამოსწორდება ბევრი ადგილი. ბოლოს კი ბრძენმა ერმა სამტრედიელი ხიხო, რომელიც მილანშია თურმე ნამყოფი მერად დასვა და ამით საბოლოოდ დაესწვა წერტილი ყველაფერს. იიი, სკვერები მოგვიწყო. სამაგიეროდ ამ ქალაქის მომავალი და ადამიანების ჯანმრთელობა გაყიდეს ტიპებმა * * *
ხო აბა, ეგეთ ადგილს ვინმე ცარიელს დატოვებს? პირდაპირ მერიის წინ რა საშინელებები ხდება და რაზეა საერთოდ საუბარი |
Posted by: forum-ge 12 Nov 2021, 23:21 | ||
მაგ სამტრედიელამდე ვინც იყვნენ, იმათ ნაკლები ბოროტება გაუკეთეს ქალაქს? თუ ისინი რადგან ნაცები იყვნენ ეპატიებათ და ბრძენი ერის არჩეული არ იყვნენ? ისინი "პრადვინუტები" იყვნენ და ეს სამტრედიელი ხიხოა? ქალაქის დამახინჯება კარგა ხნის წინ დაიწყეს უკონტროლო განაშენიანებით, როცა ყველას უპრობლემოდ აძლევდნენ ნებართვას. ეხლაც გრძელდება და კიდე გაგრძელდება სანამ ჭკუას არ ვისწავლით. |
Posted by: llevani 13 Nov 2021, 00:17 |
სპორტის სასახლის უბნის არქიტექტორს უნდა ჩამოართვა დიპლომი. ჩვეულებრივი მავნებლობაა. აჭარის მოედნის გაყდვისთვის ვინ უნდა აგოს პასუხი. სტალინი ან ვორონცოვი გვინდა მერად |
Posted by: Ambitious_Person 13 Nov 2021, 19:04 |
მაინც საკმარისი სიმწვანეა თბილისში და ძალიან დიდი პანიკაა ატეხილი არიქა არაფერი ეშველებაო მე ძალიან მომწონს თაურები არ თქვათ ახლა რომ ჭავჭავაძეზე აქსისი ცუდად გამოიყურება თაურებეი და მსგავსი ძვირადღირებული პროექები სიმდიდრის იერს აძლევს ქალაქს მე ვინც კი შემხვდა რომელიც საქართველოშია ნამყოფი გაკვრივებული იყო არ ელოდა ყოფილ საბჭოთა ქვეყანაში მსგავს ძვირადღირებულ შენობებს |
Posted by: dat111 13 Nov 2021, 19:13 | ||
საშინელებაა როგორც ვიზუალურად, ისე ინფრასტრუქტურილად და ხარისხობრივ-ტექნოლოგიურად, სადმე ვარკეთილისკენ წავიდოდა, აქ სადაც ფაქტიურად მისადგომი გზა არაა სრული მარაზმია, ნუ ახლოარმოსავლეთის და აზიის გადატენილ ქალაქების ფონზე არც არაფერი პრინციპში, მუმბაის რომ შევადაროთ არც ისე ცუდად გვაქ საქმე ჯერ. თბილისს 7 ბალიანი მიწისძვრა დახატავს, აწი სხვა საშველი ამ ქალაქის აღარ არის |
Posted by: StreetBaron 14 Nov 2021, 00:53 | ||||
ჩემი სიტყვიდან ეს შინაარსი გამოიტანეთ მხოლოდ? რა შუაშია აქ ნაცი და ქოცი. ვთქვი რომ ამ ხიხომ დაუსვა წერტილითქო, ანუ იგულისხმება რომ მანამდეც მისმა წინამორბედებმაც მაგრად ივაჟკაცეს. რა არის აქ გაუგებარი.
არ ვიცი სად ცხოვრობთ, მაგრამ სპორტის სასახლის უკან მოგიხდებოდათ ცოტა ხნით ცხოვრება. მეეჭვება იგივე აზრზე დარჩეთ |
Posted by: Ambitious_Person 14 Nov 2021, 00:57 |
StreetBaron ახლა დუბაიში მაგრამ მანდ პავლოვზე ვცხოვრობ კი სპორტის სასახლე და ზოგდად ახლო ახლოა კორპუსები მაგრამ სხვა ევროპულ ქალქებთან შედარებით სიმწვანე არ აკლია თბილისს აი რასაც ბათუმზე ვერ ვიტყვი ამ ზაფხულს ვიყავი და სრული კატასტროფაა სადაც კი ფეხის დაბიჯება შეიძლებოდა კორპუსი ჩადგეს ერთ დიდ სასტუმროდაა ქცეული ქალაქი |
Posted by: bavaria87 14 Nov 2021, 02:53 |
საკმაოდ მწვანე ქალაქია თბილისი და ტვინს ნუ ბურღავთ თქვენი მითომდა დიდი აქიტექტურლი აზრებით. შეხედეთ ტოკიოს, ბაქოს, პეკინს, აღარაფერს ვამბობ ახლო აღმოსავლეთის ქალაქებზე და მიხვდებით თუ როგორი მწვანეა თბილისი. მითუმეტეს ახლა მერია აპირებს 300 000 მდე ახალი ხის დარგვას და პარკების გაშენებას. |
Posted by: StreetBaron 14 Nov 2021, 03:27 | ||
bavaria87 კი რაც საბჭთა დროს მოესწრო ისაა მწვანე. ახლა სად დაინახეთ გამწვანება? არსებულ სკვერში რომ ბუჭქებს ჩარგავენ ეგ განახლებაა და არა ახლის შექმნა. დიდი დიღომი ხო რეალურად ბოლო წლებში აშენდა. ან დაგეგმარება ან გამწვანება რომელ სტანდარტში ჯდება? ჩემთვის არანაირი ხეირი არაა აზიურ ქლაქებს თუ ვჯობივართ. არაა ეს ქვეყანა აზია.
კი, ბათუმში სრული განუკითხაობაა. ერთადერთი ის ბულვარი აქვს და იქაც შეტენეს რამდენიმე შენობა მაინც. |
Posted by: bavaria87 14 Nov 2021, 16:34 | ||||
კონტროლი არ აქვს მერიას თვითონ მშენებლობის დროს. ერთერთ პატარა მაგალითს გეტყვი: ბინა ვიყიდე 3 წლის წინ მშებარე კორპუსში. როგორც იცით ახლა ყველა მშენებარე კორპუსს აქვს ვალდებულება რომ მერიას წარუდგინოს გამწვანების პროექტი. ამ გამწვანების გარეშე მშენბლობის ნებართვა არ გაიცემა. ანუ თუ აშენებს 1000 კვმ მიწაზე უნდა დარგოს 10 ხე. თუ აშენებს 2000 ზე შესაბამისად 20 ხე და ასე შემდეგ. მე სადაც ვიყიდე ამ კომპანიამაც მერიასთან შეათანხმა ოფიციალურად (დოკუმნტების დიდი ნუსხაა, სადაც დეტალურად აა გაწრილი ხის სახეობა, სიმაღლე, ასაკი და ა.შ) 20 ახალი ხის დარგვა. ნეკერჩხალი ცაცხვი და ასე შემდეგ 3 მეტრზე მაღლები უნდა ყოფილიყო. კორპუსი 1 წლის წინ დასრულდა და იმ ადგილას სადაც ხეები უნდა დაერგოთ გადაასხეს ბეტონი. არცერთი ძირი ხე არ დაურგავთ. ახლა აღარ მგონია მათივე დაგებული ბეტონი აყარონ და ახლა დარგონ. როგორც ჩანს ამ ფირმას სულ ერთ ადგილას ჰკიდია მერიაც და კორპუსი ჩაბარდება თუ არა ისიც. მე გეუბნები იმაზე რასაც ვაკვრდეობდი ეს სამი წელი. დარწმუნებული ვარ იგივე ხდება ყველგან. როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება? ძალიან მარტივად: მშენებლობის დროს კონტროლი და ხეების დარგვის მოთხოვნა, წინააღმდეგ შემთხვევაში მშეებლობის შეჩერება. ასევე მამასისისხლის ფასი ჯარიმების გამოწერა და გაზულუქებული კრიმინალები, რომლებსაც თავს დეველოპერ ბიზნესმენებს უწოდებენ, მათი დასჯა. კიდევ ერთხელ ვიტყვი არიან ჩვეულებრივი უსინდისო კრიმინალები |
Posted by: StreetBaron 14 Nov 2021, 23:43 | ||
მუნიციპალური ზედამხედველობა უწერთ ჯარიმებს, მაგრამ "დეველოპერებს" კიდიათ, რადგან ისეთ ფაებში ყიდიან ბინებს უღირთ გადახდა. მერიაც კმაყოფილია ბიუჯეტში ფული შედის და ეს კრიმინალებიც. ზიანდება ქალაქი. აგერ ჩემი კორპუსის წინ 3 დიდი გარაჟი დაანგრიეს და კორპუსი ჩადგეს რომელ გამწვანებაზეა საუბარი. 1 ხის დასარგავი ადგილიც კი არ აქ |
Posted by: GEORGIA007 22 Nov 2021, 04:32 | ||
088
სად შენდება? |
Posted by: Fabian 22 Nov 2021, 17:45 | ||
GEORGIA007
საბურთალოს სასაფლაოზე |
Posted by: 088 6 Dec 2021, 22:22 |
მწვანე ქალაქი ლისი როცა სრულად დასრულდება ერთ-ერთი საუკეთსო ადგილი იქნება, ეხლაც საუკეთესოა. კრწანისი ვიკა რეზიდენსიც მაინტერესებს |
Posted by: otokarcobra 6 Dec 2021, 23:10 |
088 კრწანისი ვილა რეზიდენსს წინ უშენებს გრანდე კრწანისი უფრო დიდ პროექტს და ხედა უბრიდავს |
Posted by: StreetBaron 7 Dec 2021, 00:02 |
088 რეალურად ხედის გამო ყიდულობ მად სახლს. არაფერი განსაკუთრებული არაა სხვა მხრივ. სათამაშო მოედანი დაენანათ ჯიგრებს, დიდი ფართი მიაქ |
Posted by: 088 7 Dec 2021, 10:38 | ||||||
otokarcobra
ხო, ეგ ცუდი იქნება, თუ მოვხვდი გადავუღებ. იმაზე ვღადაობ შიგნით არ გიშვებენ რომ გადაუღო, რას მალავენ StreetBaron
ხედი დღეს არის, ხვალ არ იქნება ღამეა უფრო ხედი. ხო სტადიონიც ვერ ვნახე, ეგ ცუდია და იმედია გააკეთებენ, თუმცა კარგადაა მოწესრიგებული, სიმწვანეა, ჰაერიც კარგია, ცენტრს ჯობია კიდევ რომელიმე კარგი კომპლექსი ხომ არ გახსენდებათ რომ გადავუფრინო |
Posted by: ივანიჩ 7 Dec 2021, 11:52 |
უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე საბჭოთა ჯარების ყოფილი შტაბბინის შენობის დემონტაჟი დაიწყო. როგორც ჩანს, ყოფილი „ზაკვოს“ შენობის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსი მოეწყობა. ჰაიტექია ვითომ |
Posted by: Ambitious_Person 7 Dec 2021, 12:50 |
ძალიან მომეწონა სითი მოლი საბურთალოზე ბევრი ასეთი მოლი უნდა თბილისს გალერეა თბილისიც კარგია კიდევ რა ახალი მოლები იცით სანამ თბილისში ვარ რომ მოვინახულო |
Posted by: 088 7 Dec 2021, 14:55 | ||
ისთ ფოინთს თუ ნახავ, სხვა სანახავი მოლი აღარაა. თბილისი მოლი არ მგონია ნანახი მოლების შემდეგ მოგეწონოს |
Posted by: Fabian 7 Dec 2021, 17:20 | ||
სულ მაინტერესებდა თავდაცვამ რატომ არ დაიკავა ეს შენობა... რაღაც ბანძ შენობაში რომ არიან სანაპიროზე... |
Posted by: ბახსო 7 Dec 2021, 18:31 | ||||
თიბისი არ იყო მანდ? გაყიდეს თუ თავიანთი პროექტია რამე?
რაღაში გვინდა მეტი მოლი :დ ამოვიდა ყელში ეიჩენდემი და ზარა |
Posted by: winrar 7 Dec 2021, 18:33 | ||||
მაგ შენობაში თავდაცვის სამინისტროს განთავსება იგივეა, მეილი რომ mail.ru-ზე ქონდეს მინისტრს. |
Posted by: Fabian 7 Dec 2021, 19:18 | ||
winrar
რას გულისხმობთ? |
Posted by: otokarcobra 7 Dec 2021, 20:31 | ||||
რა და ზეპირად იციან რუსებმა მაგ შენობის ყველა კუთხე-კუნჭული. იდეა ესაა |
Posted by: Fabian 7 Dec 2021, 21:23 | ||||||
და მეტეოროლოგიის ინსტიტუტის შენობა არ იციან? |
Posted by: winrar 7 Dec 2021, 22:53 | ||||||||
მხოლოდ შენობის გეგმარების ცოდნაზე არაა საუბარი. არის შანსი ტერიტორია ”დაბინძურებული” იყოს მოსასმენი საშუალებებით ... ან არ იყოს, მაგრამ სიფრთხილეს თავი არ ტკივა. |
Posted by: Fabian 11 Dec 2021, 20:04 |
ლისის განაშენიანების რენდერი |
Posted by: Dmitry_Medvedev 11 Dec 2021, 21:25 |
Fabian სოციალურად დაუცველი დევნილებისთვის შენდება ხო? |
Posted by: ივანიჩ 12 Dec 2021, 12:27 | ||
კი მაგარი დაუცველები არიან მანდ ვინც ცხოვრობს |
Posted by: Ambitious_Person 12 Dec 2021, 23:02 |
Fabian ეგ ლისი შესწავლილია? რამდენად უსაფრთხოა მშენებლობა ფერდობია ხო მაინც კი კარგი ხედია და ძალიან კარგი ადგილია დასახლების , მინი ქალაქის გასაკეთებლად მაგრამ რამდენად უსაფრთხოა მომავალში |
Posted by: GEORGIA007 1 Jun 2022, 18:28 | ||
უსაფრთხოა |
Posted by: Artgeo 3 Jun 2022, 14:32 | ||
Ambitious_Person
რა შუაშია უსაფრთხოება? იცი რა ფული კეთდება? |
Posted by: HiStorian 4 Apr 2023, 14:30 |
ამ შენობის საცოდაობით აღარ ვარ ამხელა ხარჯი და აზრი? სანაგვედაა ქცეული უკვე წლებია რა ხდება ხომ არ იცით? |
Posted by: l10z1081 4 Apr 2023, 14:58 |
HiStorian და რა უნდა ყოფილიყო მანდ სავაჭრო ცენტრი? მგონი ძან დიდი ხანია ეგრე მიტოვებული აღარც მახსოვს როდის აშენდა |
Posted by: Delvaux 4 Apr 2023, 15:52 |
ეგ ააშენა ვანო მერაბიშვილის დეიდაშვილმა. მერე გაქცეული იყო საქართველოდან. ეხლა მგონი დაალაგა ურთიერთობა ქოცებთან და მიხედავს სავარაუდოდ. |
Posted by: SAROKAWA 4 Apr 2023, 16:23 |
მე ეგ ახალი სადგური მეგონა - didube west gate |
Posted by: ნიკა 20 Apr 2023, 11:38 |
https://tas.ge/?p=publicpage&documentId=949223 ორბი ყაზბეგზე |
Posted by: SAROKAWA 24 Apr 2023, 17:18 |
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი კორპუსის ასაშენებლად ღია კონკურსი ცხადდება იქ ხევი არაა კორპუსების უკან? |
Posted by: Fabian 24 Apr 2023, 18:25 | ||
SAROKAWA
მანდ ბარაკული ტიპის ერთსართულიანი სამეურნეო დანიშნულების შენობებია |
Posted by: Paco_rabanne 25 Apr 2023, 23:08 |
ეეჰ ერთ დროს რა აქტიური იყო აქაურობა . . |
Posted by: GEORGIA007 26 Apr 2023, 21:47 | ||
Yvelaze Didi da mnishvnelovani proeqti tbilishi * * * Park towersshi erti kvadrati premium klasis binebshi fasebi istoriuli maksimumi 22 000 egirebao or kvirashi 65% ukve gaiyidao |
Posted by: Tocadero 4 May 2023, 22:44 |
ვაკეში კორტები და ფიზლულტურის ინტიტუტი მიანგიეს მტარვალებმა რაღაცა დიდს ჩხიბავენ ინსტიტუტის დირეკტორი თუ რექტორი ძააან კმაყოფილი იყო, ეტყობა ბევრ ფართებს შეპიდნენ ლტოლვილებს ერეკებიან რა ჯანდაბას აშენებენ არ იცით??? დოქების უკან ხდება ეს ამბავი სტადიონის გარშემო |
Posted by: akkai 5 May 2023, 12:45 |
რა უნდა ვიცოდე სამშენებლო კომპანიაზე ან რა უნდა გადავამოწმო მშენებლობის დასაწყისში მშენებლობის დაწყებამდე წინასწარ გასაყიდი ბინა ე.წ. ჰაერი რო ვიყიდო ვინაიდან ამ პერიოდში ფასი არის შედარებით იაფი და ბიინების მეტი არჩევანია ვიდრე მშენებლობის დასრულების შემდეგ. |
Posted by: l10z1081 23 May 2023, 17:12 |
Tocadero ეს შენდება მგონი * * * "VR Vake Tower" ვილა რეზიდენსი აშენებს |
Posted by: yealing 12 Aug 2023, 00:44 |
ალიანს თაუერებს ოდესმე ეშველება მორჩენა? აშკარად არ მუშაობენ? ეგეც არაშენდების რიგს შეუერთდა? |
Posted by: GEORGIA007 15 Aug 2023, 12:47 | ||
ყველაზე გრანდიოზული პროექტია აქსის ტაურების და ორბი ჯგუფის შემდეგ |
Posted by: Volkssturm 19 Aug 2023, 17:33 |
.................................................................................................................................................................... |
Posted by: Guro_ 26 Aug 2023, 00:11 |
ამას გარდა, მხარი დაუჭირეს ბიზნესმენი ნოშრევან ნამორაძის პროექტსაც, რომლის მიხედვითაც ვაკეში 169-სართულიანი შენობის აშენება იგეგმება 169 სართულიანი შენობა თბილისში ვაკეში 169 სართული საკრებულომ მხარი დაუჭირაო. 169 სართული |
Posted by: Clesetit 26 Aug 2023, 08:23 | ||||||
მეტი ლყეობა თბილისს Guro_
169 სართული არ არის, მეტრია. ნაცები მეტრს და სართულს ვერ არჩევენ და პოლიტიკოსობაზე დებენ თავს თუმცა ნაცების სირობა მაგ პროექტის ლყეობას ოდნავადაც არ ჩრდილავს |
Posted by: Pioneer 26 Aug 2023, 10:00 |
რაღა დროს ესეთი ცისფერი შუშებია, ეს ნოშრევანიც კაი გოიმია |
Posted by: l10z1081 26 Aug 2023, 12:29 | ||
169 სართულიანი ემფაიერ სტეიტ ბილდინგი არ არის რა 169 სართული იცი რამდენი მეტრია 169 სართული? |
Posted by: Stallenger 26 Aug 2023, 12:40 | ||||
რო იკითხო რუსეთი არ მოსწონთ და ტიპები სპუტნიკს ვერ გასცდნენ... ძილისწინ სპუტნიკი თუ არ იკითხე რაა მამული https://sputnik-georgia.ru/20230825/v-tbilisi-poyavyatsya-srazu-neskolko-novykh-neboskrebov--vlasti-stolitsy-prinyali-reshenie-281679208.html Согласно, представленным проектам многофункциональные жилые комплексы, самый высокий из которых 169 этажей |
Posted by: Hif 28 Aug 2023, 23:00 | ||||
ორბი ჯგუფის რომელ პროექტს გულისხმობ? |
Posted by: GEORGIA007 3 Sep 2023, 00:10 | ||
Hif
ყაზბეგზე რომ აშენებენ М2 გვერდით |
Posted by: SabaGEO 4 Sep 2023, 00:28 |
იმდენი ბენზინ კალონკაა თბილისში, თან შუა ქალაქში, ჩეხები დაგვცინიან, და დასაცინებიც ვართ. |
Posted by: GEORGIA007 4 Sep 2023, 02:06 | ||
საგიჯეთია, ორს მოაცილებენ სავარაუდოდ ალბათ ლაგუნასთან |
Posted by: TiredMan 4 Sep 2023, 17:38 | ||
GEORGIA007
ვაი მაგათ პატრონს, იცინონ და იყვნენ. მაგათთან კვირას რომ მაღაზიას ვერ ნახავ რომ პური მაინც იყიდო.... |
Posted by: GEORGIA007 4 Sep 2023, 20:51 | ||
TiredMan
ჟაბკა მუშაობს კვირას და ჩინელები |
Posted by: l10z1081 4 Sep 2023, 21:39 | ||
ჟაბკა პოლონური არ არის კაცო? |
Posted by: SAROKAWA 5 Sep 2023, 11:54 | ||
მოცეკვავე სახლი არ დაეკარგოთ შუა პრაღაში |
Posted by: GEORGIA007 12 Sep 2023, 14:25 | ||
l10z1081
კი ბატონო მარა პრაღაშიც სავსეა |
Posted by: punisher 11 20 Sep 2023, 11:24 |
PARK HOME ვაკე . დომუს კაკლები მაღლივი შენობა ვაჟას ბოლოში გერგეთი რეზიდენსი მთაწმინდაზე სასტუმრო Swissotel Tbilisi ათონელზე კრწანისი რიზორტ რეზიდენსი ლისი ტრიო საბურთალო იდეა პანორამა საბურთალო ოლდ სითი პანორამა ავლაბარი * * * არსენალ რეზიდენსი (არსენალის მთა) ქიაჩელი რეზიდენსი ვერა გლაროს ოლდთაუნ (ლესელიძის ქუჩა) თბილისი ტერსასა სანაპირო თეთრი კვადრატი მინდელზე (საბურთალო) დომუსი იპოდრომი (საბურთალო) დომუსი ვაკის პარკი საკენი ვაჟა-ფშაველა (ყოფილი სასტუმრო აფხაზეთის ადგილას) სიმეტრია პარკი ოქროყანა (მთაწმინდა) გარდენ ჰილსი (სვანეთისუბანი) ალიანსი ვაკე ლისი გრინ თაუნი (მწვანე ქალაქი ლისზე) |
Posted by: GEORGIA007 20 Sep 2023, 11:52 | ||||
punisher 11
ამას ვინ აშენებს?
ძაან მაგარი პროექტია ანაგის |
Posted by: punisher 11 20 Sep 2023, 12:51 | ||||||
ეგენი თვითონ დომუსი , ძალიან დახვეწილი დეველოპერული კომპანიაა ოღონდ ტროტუარის მჭამალები არიან . დომუსი ვაკის პარკი დომუსი კავსაძეზე დომუსი ვაკე დომუსი ჭავჭავაძე ლოკომოტივთან აქ პირდაპირ ტროტუარი შეჭამეს/ დომუსი ქავთარაძე დომუსი რიგა თაქთაქიშვილზე დომუსი იპოდრომზე დომუსის ხეები ჭავჭავაძეზე |
Posted by: l10z1081 20 Sep 2023, 15:04 |
დომუსის პროექტები ზოგადად მეც ძალიან მომწონს |
Posted by: GEORGIA007 22 Sep 2023, 16:43 | ||
ახალი სტანდარტია თბილისში იმედია სხვებიც გადაიღებენ შესაბამისად |
Posted by: Fabian 22 Sep 2023, 18:25 |
დომუსის კორპუსები ყველაზე დახვეწილებია. ვიზუალით დელისის ტყუპებიც ლამაზია. |
Posted by: Ambitious_Person 23 Sep 2023, 00:26 |
ბიჯოს სურათებზე რა ლამაზია, ესენი ყველა შენდება? დაახლოებით ათ წელში ძაან საკაიფოდ იქნება თბილისი დიდი პრობლემა ისაა ვინ ყიდულობს ამ ბინებს ქართველების ძალიან მცირე ნაწილს ექნება მაგის ფული და გზის პრობლემები უნდა მოგვარდეს წლებია ამდენი კორპუსი ემატება და გზები არ ემატება პარალელურად |
Posted by: Bigenor 23 Sep 2023, 06:31 | ||
როგორ დამშვენდა თბილისი კახის დროს (ც) * * * Ambitious_Person
ნიუ-ორკში, პარიზში, ლონდონში ან ბარსელონაში ვინც ყიდულობს ყველა ამერიკელი, ფრანგი, ინგლისელი და კატალონელია? |
Posted by: Ambitious_Person 23 Sep 2023, 15:34 |
Bigenor მაგარი გამაოგნებელი შედარება გააკეთე / ხო თბილისის დამშვენებასთან კალაძე რა შუაშია ეს ბუნება და რელიეფი ღმერთმა მოგვცა , როგორც კი რამდენიმე ლამაზი შენობა გაჩნდა მაშინვე გაიზარდა ინტერესი გვერდით სხვა შენობების სამწუხაროდ საქართველოს სხვა ქალაქებში ერთმანეთს უყურებენ პირველი რომელი ააშენებს |
Posted by: Bigenor 23 Sep 2023, 22:40 | ||
Ambitious_Person
რავი მე ნორმალური ცივილური ქალაქების მაგალითი მოვიყვანე რომელზე სწორებაც უნდა გვქონდეს. კარგი, ნიუ-იორკი ცუდი მაგალითი იყო. ნიუ-იორკის ნაცლად ჩათვალე რომ სან-ფრანცისკო წერია. შენ რომელი ქალაქები მიგაჩნია თბილისის განვითარების მისაბაძ მაგალითად? ერვანი, ჯალალაბადი და მონტევიდეო? |
Posted by: Ambitious_Person 24 Sep 2023, 10:52 |
Bigenor თბილისის განვითარებაზე არ დამიწერია , მე დავწერე ბინის ფლობაე უცხოელების მიერ ძალიან ბევრი ბინა ვნახე რომელიც შენდება 200 K დოლარიანები უმეტესად და გაყიდულია აწერია მშენებლობა იწყება თუ არა ხდება ტერიტორიების ათვისება და უცხოელებზე დაყიდვა მოსხლოება ძალიან ნელი ტემპებით მდიდრდება და როცა საშუალო ქართველს შესაძლებლობა გაუჩნდება ყიდვის უკვე მიწოდება აღარ იქნება ამის მარტივი მაგალითია ბათუმი ის ციცქნა ქალაქი ათვისებულია უკვე |
Posted by: Bigenor 24 Sep 2023, 12:30 | ||||
Ambitious_Person
მეც მაგაზე დავწერე. რომელი ქალაქი მიგაჩნია რომ თბილისისთვის სამაგლითო უნდა იყოს?
უკაცრავად და ჩვენზე მეტად რომელი გამდიდრებული პოსტსაბჭოთა ქვეყანა ან ქალაქი იცი, რომელშიც 20 წლის წინ სამოქალაქო ომი იყო და 2 ომი რუსეთთან? ამ ბექგრაუნდის კვალობაზე მოსახლეობის გამდიდრება დინოზავრის ნაბიჯებით არის მომხდარი. |
Posted by: punisher 11 4 Oct 2023, 14:04 |
Outlook Forest კრწანისი . TBC headquarters თიბისის მთავარი ოფისი ლისზე მოედანი (ავლაბარი) ლისი გრინ თაუნი * * * პეკინი პლაზა . კრწანისი თვინსი რიგა პლაზა (ვაკე) ჭავჭავაძე 30 რეზიდენსი ორიონ ჭავჭავაძე |
Posted by: l10z1081 10 Oct 2023, 14:57 |
ბიოგრაფის ახალი პროექტი წერეთელზე (პანთეონის მოპირდაპირე მხარეს) * * * თითქმის იგივე პროექტია რასაც ვაჟაზე აშენებენ. ცოტა კრეატივი არ აწყენდათ |
Posted by: GEORGIA007 16 Oct 2023, 16:41 | ||
l10z1081
საკმაოდ სერიოზული პროექტია ვისოლ ჯგუფისა და ფხაკაძეებისგან ისანში ამაზე გრანდიუზულ პროქტს აკეთებენ ჰისნის სახელწოდებით მარა რენდერი ჯერ არ იძებნება ინტერნეტში ისევე როგორც საზოგადოებრივი ტელევიზიის ძველი შენობის ადგილას ასაშენებელი პროექტის შესახებ რომელსაც ასევე ძმები ფხაკაძეები ააშენებენ, ნავთობპროდუქტებიდან საკმაოდ წარმატებულად გადავიდნენ რესტორნების ქსელზე ახლა კი უკვე სამშენებლო ბიზნესშიც და თბილისის ერთ ერთ უდიდეს სამშენებლო კომპანიად ყალიბდებიან |
Posted by: l10z1081 16 Oct 2023, 17:00 | ||
კარგია. თითზე ჩამოსათვლელად არის საქართველოში ნორმალური სამშენებლო კომპანიები |
Posted by: GEORGIA007 16 Oct 2023, 17:15 | ||
l10z1081
სხვათაშორის საკმაოდ მომრავდნენ სერიოზული დეველოპერები და რაც ამ სფეროში სამშენებლო ბუმმა გამოიწვია. იმედია ეს სტანდარტს და ხარისხს უფრო ასწევს თბილისში და მთლიანად საქართველოში |
Posted by: l10z1081 16 Oct 2023, 17:42 | ||
კი მომრავლდა ბოლო წლებში მაგრამ მასიურად რაც შენდება 95% ნაგავია. და სერიოზული დეველოპერების წილი მთლიან სამშენებლო ბაზარზე ჯერ კიდევ ძალიან დაბალია სამწუხაროდ |
Posted by: GEORGIA007 16 Oct 2023, 22:47 | ||
l10z1081
ვიზუალურად ვერ დაგეთანხმები ციფრებში, საკმაოდ კარგად გამოიყურება უმეტესობა აქ დადებული დეველოპერული პროექტების ფოტოები. უფრო პირიქითაცაა 95 % კაია და ნორმალური ვიზუალით აი ადრე რაც შენდებოდა ისინი მართლაც ვერ უძლებს კრიტიკას |
Posted by: punisher 11 17 Oct 2023, 04:26 |
ქართულ ბრიტანული საერთაშორისო სკოლა . |
Posted by: Pioneer 17 Oct 2023, 11:52 | ||
ეს სკოლა რა საკაიფოა GEORGIA007
ვიზუალურად უკეთესი შენობებია, მეტი ყურადღება ექცევა ლობის, სერვისებს, მწვანე სივრცეებს და სხვა კეთილმოწყობას და კარგია ეს ქალაქისთვის. მაგრამ მეორეს მხრივ 9 კვადრატული საძინებლები და 15 კვარდატული მისაღები+სამზარეულო 25-ე სართულზე და ეს ყველაფერი 200,000 დოლარად რა ჯანდაბაა? |
Posted by: GEORGIA007 17 Oct 2023, 19:49 | ||
Pioneer
9+ 15 = 24 კვ მეტრი 200 000$?? სადაა მასეთი ფასი 83333 $ 1 კვ? აქსისშიც არაა მგონი მასეთი ფასი |
Posted by: Pioneer 18 Oct 2023, 13:16 | ||
GEORGIA007
ცოტა გადავაჭარბე, მაგრამ ასეთი პროექტებია: ორი საძინებელი 2*9 = 18 კვ.მ მისაღები / სამზარეულ= = 15კვ.მ აბაზანა 4 კვ.მ აივანი 5 კვ.მ ჰოლი 4 კვ.მ =15+18+4+5+4=46 და 200კ თუარა 150კ მაინც ღირს ასეთი ვთქვათ საკენში. |
Posted by: GEORGIA007 19 Oct 2023, 00:27 | ||
Pioneer
46 კვ 150 K მაინც ძვირია საკენისთვის მგონი |
Posted by: punisher 11 19 Oct 2023, 00:28 |
აბრეშუმფაბრიკის ცათამბრჯენების ახალი შეცვლილი პროექტი, რომელიც 13 სართუ;ლით დაბალი იქნება წინამორბედზე. ეს კი ძველი პროექტი რომელმაც დიდი მითქმა მოთქმა გამოიწვია. |
Posted by: TramwayMan 19 Oct 2023, 01:36 |
ახალი პროექტი ბევრად ცუდია, ყოველთვის უკეთესი თხელი სიულეტის შენობა მაღალი ვიდრე გასქქელებული და დადაბლებული სწორედ ამის საფუძველზე დააკლეს სართUლები ბშენობა გაიზარდა სისქეში და ამითი დამახინჯდა სწორედ. |
Posted by: GEORGIA007 19 Oct 2023, 20:28 | ||||
punisher 11
გაუგებარია რატომ დააპატარავეს? მშვენიერი იყო ვიზუალით
რა მითქმა მოთქმა? ამასობაში თბილისის "Glaros old town" არქიტექტურის საერთაშორისო კონკურსის პრემიის ნომინანტი გახდა! ეს პროექტი მეც ძალიან მომწონდა ვიზუალურად სხვათაშორის და გამეხარდა ამ ჯგუფის ასეთი წარმატება და აღიარება საერტაშორისო ასპარეზზე! კონკურსში 1000 მეტი პროექტი მონაწილეობდა მთელი მსოფლიოდან მარა შეირჩა 11 პროექტი 15 ქვეყნიდან, სამწუხაროდ საქართველოდან მარტო ეს პროექტი მოხვდა, ამ პროექტში განსაკუთრებული ადგილი უკავია ოქროს კიბეს |
Posted by: Delvaux 20 Oct 2023, 09:08 | ||
გეთანხმები, თუ ამხელა მოცულობის შექმნაზე თანხმობას იძლევი, ჯობია მაღალი იყოს. უფრო შთამბეჭდავიც იქნება და არქიტექტურული ღირებულებაც მეტი ექნება. ზოგადად მანდ მაგხელა მოცულობის შექმნა რა გავლენას მოახდენს ტრაფიკზე ეგაა მნისვნელოვანი, და როგორ გაართულებს მოძრაობას, თორემ თუ მაინც შენდება დიდი მოცულობა, ჯობდა კიდე უფრო მაღალზე მიეცათ ნებართვა და თხელზე. ეხლა დაემსგავსება რიგით მ2-ის შენობებს... |
Posted by: punisher 11 20 Oct 2023, 11:47 | ||
TramwayMan
ზოგადათ მიყვარს ცათამბრჯენები , მითუმეტეს თუ რაღაც არქიტექტურულ ღირებულებას წარმოადგენს ,გეთანხმები რომ სართულების დაკლება ცუდი ტონია თუ მაინც აძლევ ნებართვას იგივე ააშენოს , ორივე პროექტი ცალკე აღებულიც მომწონს თუ მაგალითად არ იდგება სადმე სანაპიროზე და იდგება სპორტის სასახლის უკან იმ 2000-2010 წლებში დადგმული სიმახინჯეების მაგივრად , მაგრამ ყოველივე ეს არქიტექტურული პოლემიკაც რო გადავდოთ იბადება კითხვა ??? ნუთუ ინვესტორმა რომელმაც გადაწყიტა რომ ნახევარი ქალაქი მოიმდუროს , მთავრობას შეუქმნას ერთგვარი უხერხულობა (ნუ თუ გააჩნიათ ეს გრძნობა ესეც საკითხავია) დახარჯოს მულტი მილიონობით დოლარი და არ იცოდეს რომ ეს ადგილი 13 ივნისს სტიქიის პირდაპირი დარტყმის ეპიცენტრში იყო. გაგებული მაქვს ინვესტორი რუსი ოლიგარქია ნუ იმ მარიკა ვერულაშვილის სიძის მამა თუ ვიღაც ეგეთი და მაგ სტიქიაზე მხოლოდ ბეჰემოთი ბეგი უნახავს სადმე ნიუსებში , მაგრამ ეგ ადგილი ასევე სხვა ტრაგიკულ მოვლენებსაც უკავშირდება , თუნდაც იმ ყბადაღებული ვეფხვის ამბავი როდესაც წყლის მასამ აბრეშუმ ფაბრიკის დაკეტილ საწყობში შეაგდო , ანდაც როგორ ეყარა მანქანები თვითონ ლაგუნა ვერეს აუზში , ხო პირდაპირ აუზში , და კიდევ ერთს დავამატებ , მაგ ადგილის ქვეშ გადის ბერიას დროინდელი გვირაბი კოლექტორი რომელიც მდინარე ვერეს აკავშირებს მტკვართან , და ეს შენობა პირდაპირ უნდა დააშენონ ამ კოლექტორს თავზე , რომელმაც არსებობის მთელი ამ 80 წლის მანძილზე მინიმუმ ორჯერ ვერ შეძლო ადიდებული მდინარე ვერეს გატარება და ორჯერვე ტრაგედია დაატრიალა . რა გარანტია აქვთ რომ მესამედაც არ დატრიალდება იგივე ??? მდინარის კალაპოტში საზოგადოდ სახლებს არ აშენებენ , შოვის ტრაგედიამაც კარგად დაგვანახა თუ რა შეუძლია გამოიწვიოს ადამიანების უპასუხისმგებლობამ და ყყლეზემკიდია ჰარი ჰარალე მიდგომებმა .((( ამ სურათში კი წითელი ისრებით მაქვს აღნიშნული თუ სად იწყება და მთავრდება ეს კოლექტორი , ანუ მთელი ეგ აბრეშუმ ფაბრიკა -ლაგუნას ტერიტორია მდებაეობს მაგ კოლექტორის თავზე.. |
Posted by: ივანიჩ 20 Oct 2023, 12:26 |
აქეთა მხარეს რატომ არაფერს გეგმავენ? აი ყოფილი რესტორან არაგვის ადგილას წლებია ესე მიგდებულია... არადა რაღაცა პროექტი მახსოვს მანდ |
Posted by: GEORGIA007 20 Oct 2023, 12:37 | ||
ივანიჩ
ფიფიას პროექტია ეგ, 2008 მოანგრია რესტორანი არაგვი და მის მაგივრად ორი ცათამბჯენი უნდა აეშენებინა მარა თბილისის დინამო იყიდა და ეს პროექტი სულ ###ზე დაიკიდა, მაგარი დეველოპერები გვყავდა ადრე ძაან! ისევე როგორც ცენტრ პოინტი რომლის მფლობელიც ნაცების სახე იყო და კვოტით პარლამენტის ვიცე სპიკერი ნახევარი საქართველო რო ჰყავდა გადაყრილი მშნებობების ფულებში დანგრევით კი ერთ ორ თვეში დაანგრიეს უცებ არაგვი, ახლა ჭაობია ერთ დროს ყველაზე პრესტიჟული რესტორნის ადგილას მაგარი სამწუხარო რეალობაა |
Posted by: ივანიჩ 20 Oct 2023, 14:43 | ||
დინამოთი ხო აყვავდა და მოგება ნახა რა |
Posted by: GEORGIA007 20 Oct 2023, 15:39 | ||
ივანიჩ
რაც მაგან ფეხბურთელები ყიდა კაი ჰაი კლასის ვილა მოსცხო ავლაბრის რეზიდენციასთან |
Posted by: Stallenger 21 Oct 2023, 10:38 |
ცირკის ფერდი მთლიანად მოსახსნელია |
Posted by: GEORGIA007 21 Oct 2023, 15:06 | ||
Stallenger
გმირთა მოედნის განვითარებასთან ერთად ეგ მხარეც განვითარდება ალბათ ძაან მიგდებულია ეგ მხარე |
Posted by: Fabian 21 Oct 2023, 20:23 | ||
punisher 11
ვერა რეჩკის კოლექტორი საერთოდ იწყება მზიურში და ბოლო წყალდიდობის მასშტაბი გამოწვეული იყო იმით, რომ უგულავას დროს აშენებული სექტორი იყო გოფრირებული, კომუსტების დროინდელი კოლექტორი საკმაოდ ფართოა, მეტსაც გეტყვი იმ ადგილას სადაც ვარაზისხევი უერთდება ვერეს ლამის ცალთაღოვანი მეტროს სადგურის ნახევარისხელაა მაინც. კიდევ დავამატებ იმას, რომ კოლექტორი მდებარეობს სავალი გზის ქვეშ ლაგუნასგან და ფაბრიკისგან ოდნავ მოშორებით. |
Posted by: Stallenger 21 Oct 2023, 21:53 | ||
წარმოუდგენელ რაღაცებს ამბობთ PAINKILLER-ის ცნობით იგულავა ყველა დროის საუკეთესო მერია. რისი თქმა გინდათ იგულავას აშენებულის გამო ხალხი დაიღუპა? საყოველთაოდ ცნობილია რომ იგულავას და ნაცბანდის მიერ ყველაფერი ხარიხსიანდ კეთდებოდა ხოლო საბჭოთა დროს გაკეთებული ყველაფერი ფინაჩური და უვარგისი იყო. ნაცბანდის ყველა ჟამთაღმწერი ამაზე ერთხმად თანხმდება. ნუ ატყუებთ ხალხს |
Posted by: Ambitious_Person 21 Oct 2023, 23:22 |
ამდენი ლამაზი კორპუსი ემატება და მაინც არ ეტყობა მნიშვნელოვნად , ბევრია ძველი კორპუსი რომელიც თუნდაც ვიზუალურად შესალამაზებელია მაგიტომ მომწონს ბათუმი რომ ის ფაქტიურად ახლად გაშენდა და Vელი შენობები ძალიან ცოტაა |
Posted by: Tocadero 21 Oct 2023, 23:54 |
Ambitious_Person რა მოგწონს ბათუმში??? თბილისს ხომ დედა მოუისქნეს და ბათუმი განგ ბანგში არის გაბახებული ვინც მაგ ნებართვებს გასცემს ყველას ის უნდა უქნა რაც ისრაელმა პალესტინას |
Posted by: punisher 11 22 Oct 2023, 06:34 | ||
ნეტარ არიან მორწმუნენი .. ბათუმი P. S. მაგრამ შემიძლია სხვანაირადაც განახო ბათუმი , ისე რომ კანი და ბარსელონა მონაგონი იქნება. |
Posted by: Stallenger 22 Oct 2023, 07:58 |
დააკვდა ეს მიმი, მაპატიეთ |
Posted by: PAINKILLER 22 Oct 2023, 09:47 | ||||
კიდევ ერთხელ მსგავს კონტექსტში დამთაგავ და ეგრევე დაგარეპორტებ |
Posted by: Ambitious_Person 22 Oct 2023, 23:31 |
punisher 11 ეგრე დუბაის ისეთ სურატებს დაგიდებ საერთოდ დაგეკარგება წარმოდგენა ნებისმიერ ქალაქს აქვს დადებითი და უარყოფითი ვიზუალი ჩემი ყოფილი ტანამშრომლის დედა (გერმანელია ) ცხოვრობს ორი თვეა საქართველოში და ისეთ დაჯღანულ უბნებს იღებს მიტყდება, არადა მგონი მოსწონს Stallenger არ დაგეზარა ? სხვისი აზრის პატივისცემას ქართველები როდის ისწავლით? |
Posted by: punisher 11 23 Oct 2023, 00:10 | ||
Ambitious_Person
მაინც ვერ გაქაჩავს ბათუმის იმ ვიზუალზე რაც მე დავდე და ტყუილად ნუ იწვალებ , მაქსიმუმი ესააა |
Posted by: l10z1081 23 Oct 2023, 15:06 |
TBS Palace - უნივერსიტეტის ქუჩაზე 33 სართული |
Posted by: masterG 23 Oct 2023, 21:57 |
ვინ ყიდულობს ამ შენობებში ბინებს და ფართებს ვერ ვხვდები. ისეთი ფასები ადევს უბრალოდ რო მთელი ცხოვრება უნდა იხადო. დავიჯერო მშენებლობა 1000$ უჯდებათ ამ კომპანიებს რო 1200-1500 დოლარებს(ეს კიდე იაფია) აფასებენ? რამე კვლევა არ მოგეპოვებათ ვინმეს რო ერთი ვნახოთ რას აკეთებენ და რამდენ პროცენტიან მოგებას იტოვებენ. ვეძებდი ბინას ცოტა ხნის წინ, გაფართოება განვიზრახე, შევედი მაიჰოუმზე სტანდარტულად და ეს არის სრული მარაზმი, ახალ აშენებულს ვერ გაეკარები და მშენებარეს ვერ ენდობი(თუ ენდობი და მაგ ნდობაში გახევს 2000 დოლარს კვადრატულში). გამაგებინოს ნეტავი რას შოულობს ეს ხალხი ან სად შოულობს რო ასეთ ფასიან ბინებს ყიდულობს, ყველაფერი რო ეგრევე გაყიდულია... |
Posted by: l10z1081 24 Oct 2023, 13:36 |
თბილისი გარდენს ახალი პროექტი |
Posted by: Pioneer 24 Oct 2023, 14:06 |
საბურთალოა თუ მანჰეტენი, იბიომაწ? უნივერსიტეტის ქუჩაზე 33 სართუალიანის ეზოშივე იქნება საბურთალოს სასაფლაო, სადარბაზოდან 3 მეტრში, თუ მიცვალებულებთან ახლოს გინდათ ყოფნა |
Posted by: punisher 11 24 Oct 2023, 22:30 | ||
Pioneer
ეს როგორ მოგწონს პრემიუმ კლასის კომპლექსად ააქვთ დაანონსებული ლისი ტრიო და ხედი პირდაპირ საფლავებზეა და კიდევ ერთს დავამატებ , მართალია თბილისის თემაა მაგრამ ბათუმში თუ არ ანგრევენ პირველ ზოლში იმ მახინჯ საბჭოთა კორპუსებს მაშინ რუსთავის მაგალითი მაინც აიღონ და ესეთ მაგვარად გაარემონტონ ამ კოპუსების ფასადები რომლებიც მართლა სირცხვილია პირველ ზოლში. ესეც რუსთავის რეაბილიტირებული საბჭოთა კორპუსები . |
Posted by: Pioneer 24 Oct 2023, 22:49 | ||||
punisher 11
ისეთი რენდერია, გეგონება საფლავი მოყვება ბინას და არეკლამებენ.
რუსთავი დიდი ხანია ბევრად მოწესრიგებულია, ვიდრე ბათუმი. |
Posted by: Ambitious_Person 24 Oct 2023, 23:28 | ||
ყველას ჯვარი გვწერია როგორც კითხვაა "ამას პარკინგი მოყვება" , აქ იქნება "ამას საფლავის ადგილი მოყვება" საკმაოდ კაი პროექტია კარგ ადგილას მაგრამ საფლავებია პრობლემა, არ მესმის ინვესტორმა ასე როგორ გარისკა როცა ამხელა არჩევანია რატომ იყიდის ხალხი საფლავის ხედით ბინას? თუმცა მეორე მხრივ კარგი შემახსენებელიცაა , რომ მოკვდავი ხარ და დრო არ უნდა ფლანგო / თბილისს ძალიან უხდება თაუერები , ისეთი კარგი ხედებია მაგას არავინ გამაზავს, ამიტომ წინასწარვე შეეგუეთ ამას ვინც აკრტიიკებთ masterG თუ სწორად მახსოვს ბანკები გასცემენ მრავანწლიან იპოთეკურ სესხებს ადრე მგონი 20 წლიანიც იყო ხოდა ხალხი იღებს ამხელა სესხებს და ქირის ნაცვლად სესხში იხდის |
Posted by: Stallenger 25 Oct 2023, 00:41 | ||
და რას ერჩით საფლავებს? ერთ-ერთი ყველაზე კარგი ადგილია სასაფლაო სასეირნოდ და თვალიერებისთვის |
Posted by: ბახსო 27 Oct 2023, 14:38 | ||
იყოს მიგდებული, ძლივს ერთი ორი ხე გვაქვს ქალაქის ცენტრში |
Posted by: masterG 8 Nov 2023, 14:52 | ||
როცა სესხი 10 პროცენტის ფარგლებშია(იდეალური ვარიანტი დღეს, 12ის ფარგლებშია ხოლმე ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის) საბოლოოდ ისედაც ძალიან ძვირი ქონება, სამმაგად უფრო ძვირი გიჯდება, ესეც იმ შემთხვევაში თუ ამ 20 წლის მანძილზე მინიმუმ სტაბილურად მაინც იყავი. აბსურდია უბრალოდ დღევანდელი სიტუაცია. |
Posted by: GEORGIA007 8 Nov 2023, 18:17 | ||||
masterG
ძირითადად უცხოელები ყიდულობენ ან უცხოეთში მცხოვრები ქართველები Ambitious_Person
კი ხედები თბილისის უდიდესი პლიუსია ნამდვილად |
Posted by: Nescafe13 9 Nov 2023, 22:20 |
ძველი თბილისის რომელი ქუჩების რეაბილიტაცია იგეგმება სად ვნახავ ? |
Posted by: ჩხრამბურთლაძე 10 Nov 2023, 00:54 | ||
არ ვიცი როგორ წარმოგიდგენია სპიჩკის კოლოფის ფორმის ბინებში ცხოვრება, ან რა ხედი იშლება მაგ ბინებიდან) უყურებ იგივე ფორმის ბეტონის ბინას, რომელსაც მინიმუმ მთლიანი გადაღებვა და ფასადის აღდგენა უკვე ამ ეტაპზე ესაჭიროება, არც ეზო არც პარკინგი, ტროტუარიც აღარც არის დატოვებული ქავთარაძის ქუჩაზე, გინდა არ გინდა 2 ადამიანი გვერდს ვერ აუვლის ერთმანეთს ისეთი ვიწრო საფეხმავლო გზა არის შემორჩენილი). ყველაფერი ეს დროთა განვალობაში იქცევა გეტოთ, სადაც არც გადასახადებს გადაიხდიან, დეპრესია, ნარკომანია, გარანტირებული აქვთ იქ მაცხოვრებელ 'წარმატებულ'' ხალხს. დეურბანიზაცია მიდის მსოფლიოს წამყვან ქალაქებში, ჩვენთან კი დღეს აქტიური ურბანიზაცია მიმდინარეობს, და ყოველ წელს რეკორდული კვ.მ ემატება ქალაქს. გაიყიდება თუ არა ყველა ის კორპუსი რომელიც ეხლა შენდება ( მინიმუმ 10 კორპუსია 30+) გაუჭირდებათ.... 10 წლის წინ აშენებულ კორპუსებში ყიდვა -გაყიდვა უკვე ჭირს , ეს იმის გათვალისწინებით რომ ფასი ნაკლებია. |
Posted by: Stallenger 11 Nov 2023, 11:46 | ||
ჩხრამბურთლაძე
მაგის მიხვედრას და სხვისი დაშვებული შეცდომების არ დაშვებას ინტელექტი სჭირდება, საქართველოს მიდამოებში კი ეს უკიდურესად დეფიციტური რესურსია |
Posted by: Ambitious_Person 11 Nov 2023, 12:20 |
ჩხრამბურთლაძე მე დავწერე თაუერებზე რა შუაშია ვიწრო ერთმანეთზე მიდგმული კორპუსები ? ეგ პრობლემები მხოლოდ საქართველოში არაა მყიდველს უნდა ეყოს ჭკუა და წინასწარ გათვალოს სად შეიძლება ბინის ამოუშენონ წინ შარშან ვიყიდე ემ კვადრატის ბინა , იქვე მეზობლად იდგა სახლი , ხოდა არაო აქ კორპუსი არ აშენდებაო , მაგრამ არ ვენდე და ისეტი ბინა ავარჩიე იქ რომ აშენებულიყო არ დამიჩრდილავდა მაინც ხოდა დღე სუკვე იმ სახლის ადგილას რამდენიმე სართულია ამოშენებული / თაუერების აშენება ზუსტადაც რომ მაგ მხრივაც პლიუსია , ჯერ ის რომ ლამაზი ხედები გექნება , მეორეც არჩევანი რომ მაღალ სართულზე იმიტომ იყიდი რომ მცირე შანსია გვერდით ტაუერი მოგიდგან უმეტესობა 9-10 სართულიანებია / პარკინგს რაც შეეხება როცა გაუსაძლისი იქნება მოხდება მეტი დაწოლა მიწისქვეშა პარკინგებზე , |
Posted by: ჩხრამბურთლაძე 11 Nov 2023, 14:19 | ||||
მართალი ბრძანდებით. ის სხვა ვინც შეცდომებს უშვებს ის ძაან შორსაა, ბანგლადეშის დედაქალაქი დაკკა იგულისხმება. უწესრიგობა რაც აქ ხდება, პოსტ საბჭოთა ქვეყნებში ამას ვერ ნახავ, არც უზბეკეთ, ტაჯიკეთ, ყირგიზეთებში, ბაზრებიც ამ ჩამორჩენილ ქვეყნებშიც ყფრო წესრიგშია, გამყიდველები უნიფორმით არიან და არა ჯინსებით, ხელოსნებს თავისი უნიფორმა აქთ და არა გაურეცხავი ტაოტიანი ჯინსები. ხალხია ესეთი უვარგისი, ყველაფერს ხელისუფალს ვერ დააბრალებ. |
Posted by: Pioneer 12 Nov 2023, 14:53 | ||||
ჩხრამბურთლაძე
რა დეურბანიზაცია, ურბანიზაცია გრძელდება მთელ მსოფლიოში. წამყვან ქალაქებში თუ სან ფრანცისკოს გულისხმობ, მაქედან ხალხი მიდის უძრავი ქონების უსაშველო სიძვირის გამო. უძრავი ქონების უსაშველო სიძვირე გამოიწვია მშენებლობის რეგულაციებმა, დაბალმა განაშენიანებამ და უსასრულო ზონირებულმა საბურბიამ.
არაფერი მშენებლობა არ იყო და გეტო იყო თბილისი 90-იანებში. გეტოს არ ქმნის სიმჭიდროვე, გეტოს ქმნის უფულობა და სოციალური სეგრეგაცია. არც უფულობა და არც სოციალური სეგრეგაცია საბედნიეროდ თბილისში არაა და არც გვემუქრება. საბედნიეროდ არც უსაშველო ზონირებული საბურბია და მშენებლობის შეზღუდვა არ გვაქვს, რაც ბინებს ხელმისაწვდომს ტოვებს ჯერ კიდევ თბილისის მაშტაბით. |
Posted by: ჩხრამბურთლაძე 14 Nov 2023, 10:29 | ||||||
სანამ კატოკივით გადაგიარე, ჯერ ტერმონილოგიას გაეცანი. დეურბანიზაცია იგივე ''რურალიზაცია'' (Ruralization – a megatrend of post-industrial society)- განვითარებულ ქვეყნებში უფრო ადრე დიწყო პროცესი, განვითარებად ქვეყნებში კოვიდის შემდგომ და ციფრული სამუშაოების გაჩენის შემდემ, როდესაც ქალაქგარეთ(თუნდაც სოფელში) ადამიანი იმდენს გამოიმუშავებს თავისი შრომით როგორც მეგაპოლისში, ერთ ერთი მთავარია ფაქტორი იგივე განვითარებულ ქვეყნებში არის ინფრასტრუქტურული განვითარება, NY შემოგარენში ეს ტრენდი დაიწყო საშუალო ფენამ რის შემდეგაც იქ ფასებმა მოიმატა და გახდა უკეთესი ადგილი. რა ჩვენთან იგივე არ ხდება? რამდენი IT ჩასახლდა ბათუმში, მოსკოვი,მინსკი,კიევიდან. ან DIGITAL NOMAD დაგუგლე , რა კავშირშია დეურბანიზაციასთან? პირდაპირ კავშირში.. |
Posted by: Passe-Partout 14 Nov 2023, 20:25 |
დედა მოუდღნეს ქალაქს. კიდევ უარესი იქნება. Джер сада харт |
Posted by: Pioneer 14 Nov 2023, 20:35 | ||||
ჩხრამბურთლაძე
ნეტო მაინც იზრდება ქალაქები, ანუ ურბალიზაციას მეტი ხალხი მიყავს ქალქში, ვიდრე გაედინება. ბათუმიც ქალაქია და მოსკოვი კიდე მაინც იზრდება, კიევიც და მინსკიც.
რა აგრესიული ხარ |
Posted by: Ambitious_Person 14 Nov 2023, 21:14 |
როგორ ტვინი წაიღო ამ "ბეტონის ჯუნგლება" ხალხმა რა მშვენიერი ლამაზი კორპუსები შენდება თვითონ თუ ცხოვრობენ კორპუსებში სხვამ აღარ უნდა რომ იცხოვრონ ? ან დაწერეთ რამდენ კორპუსზე "რთავთ " ნებას რომ აშენდეს სიმწვანე კი თბილისს არ აკლია ნამდვილად დაინახავენ სადმე რამე კორპუსი აშენდა და ბეტონის ჯუნგლებეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე |
Posted by: Tocadero 14 Nov 2023, 21:18 |
Ambitious_Person შენც სოფლელი ხარ ლოლ მარტო სოფლელებს აბოდებთ ბეტონებზე ქალაქლები კი უკვე გავვრბივართ ამ ###ობიდან )))))))))) |
Posted by: Irenicon 14 Nov 2023, 21:20 |
Ambitious_Person არქიში ყველა შენნაირები ყავდათ? |
Posted by: Ambitious_Person 14 Nov 2023, 23:40 |
Irenicon უკეთესები ყავდათ და ყავთ არ იდარდო ახალგამოჩეკილო / |
Posted by: ჩხრამბურთლაძე 15 Nov 2023, 15:39 | ||||||
გამომრჩა ""))"" მონიშვნა. თბილისი ვითარდება მეგაპოლისის მსგავსათ, მდინარეზე გაჭიმული ქალაქი , სადაც ვერ ვითარდება მეტროპოლიტენი.საფეხმავლო გზები,, არ არის არც ფინანსები და არც სამომავლო განვითარების გეგმა), EU-ში 400 ათას + ისტორიულ ქალაქებშიც არის მაგალითები მეტროს(მიწისზედა და მიწისქვედა ) მშენებლობის. გეტოს რაც შეეხება, გერშმანი საუკეთესო ურბანისტია რეგიონში, და უკვე გვაქვს სამეზობლოს ცუდი გამოცდილების მაგალითები ), ჩვენთან ""იგივე '' მეორდება , იმის გათვალისწინებით რომ არ გვაქვს თავისუფალი ტერიტორია ცალკე ახალი მიკრო უბნების განვითარებისთვის , უკვე გაშენებულ და დასახლებულ უბნებში ვტენით მაღალ სართულიან კორპუსებს. საფახმავლო დამაკავშირებელი გზები, იგივე ვაკე- საბურთალოს გადამკვეთი გზა თავისი ხიდით იყო ადრე ეს პროექტი დამტკიცებული რათქმაუნდა მეგაპოლისების მოსახლეობა მზრდადია , ამას არავინ არ უარყოფს).\ |
Posted by: Pioneer 15 Nov 2023, 20:57 | ||
ჩხრამბურთლაძე
გერშმანი კარგი უბრანისტია, მაგრამ გეტო სოციალური ფენომენია და კორპუსის ზომა მანდ მხოლოდ პატარა ნაწილია. მოსკოვში მასობრივი შესახლებული მიგრანტები ქმნიან ეგეთ სახლებში გეტოს სიტუაციას. მარსელში პატარა სახლებიან უბნებშია ეგეთი გეტო. ამერიკაში ეგეთ კორპუსებში სოციალური საცხოვრებელია, ანუ ღატაკები და უმუშევრები ცხოვრობენ და იმიტომ არის გეტო. დეტროიტში ერთსართულია დასახლებებშია გეტო. მე განა გიგანტური კორპუსები მომწონს, ეგეთ ადგილას საერთოდ ვერ ვიცხოვრებდი პირადად და სხვებსაც ვერ ვუგებ რატომ ყიდულობს, მაგრამ ფასია მთავარი ფაქტორი. რომ აკრძალო ეგეთი მშენებლობა, ხელმისაწვდომი არ იქნება ახალი ოჯახისთVის ბინა. გარდა ამისა მშენებლობას დიდი წილი აქვს ეკონომიკაში და სხვა ათასი ბიზნესი მიბმული. |
Posted by: ჩხრამბურთლაძე 18 Nov 2023, 19:29 |
მოროტორიუმი მშენებლობაზე, და სხვა საინტერესო მოსაზრებები. |
Posted by: Godwottery 19 Nov 2023, 01:56 | ||||
Pioneer
არც ეხლა არ არის ხელმისაწვდომი მაგ კატეგორიისთვის. საერთოდ ვფიქრობ რომ დემოგრაფიული უფსკრულის ოდნავ მაინც გამოსასწორებლად, პირველი შვილის გაჩენაზე წყვილებს ბინას უნდა ჩუქნიდეს სახელმწიფო (დიახ, ჩემი გადახდილი გადასახადებიდან). დამატებითი მოტივაცია იქნებოდა ოჯახების შესაქმენლად და ბავშვის გასაჩენად. რეალურად ის რაც ახლა ხდება კატასტროფა. 20-30 წლამდე კონტინგენტის უმრავლესობას შვილი ჯერ არყავს, ან დაუოჯახებელია.
პარიზის გეტო. ჩვეულებრივი საბჭოთა უბანია, ლე კორბუზიეს ოჯახში რო ირბინა შიშველმა ფრანსუა მიტერანმა მასეთი მთხლეობის გამოგონების გამო მაგაში რა თქმა უნდა გეთანხმები რომ გეტო სოციალური ფენომენია. გეტო წარმოიქმნება სოციალური დაბალი ფენების თავშეყრისგან. მრავალბინიანი ლე კორბუზიეობები კი შესანიშნავი ადგილია ასეთი ფენების მჭიდრო თავშეყრებისათვის. რატომ, იმიტომ რომ იაფ კვარტლებს არ აქვს გამწვანება, არ შედის მხვილი ბიზნესი, არ არის ინფრასტუქტურა, არ არის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ეზოები არის მოასფალტებული პარკინგი. ასეთი უბანიდან ნებისმიერი ნორმალური ადამიანი წავა უფრო ნორმალურ უბანში როგორც კი ამის ფინანსები გაუჩნდება, მის ადგილს კი მასზე დაბალი ფენა ისევ დაიკავებს. ამიტომ გეტო რომ არ წარმოიქმნას, არ შეიძლება იაფი საბინაო მეურნეობა შენდებოდეს კომპაქტურად, იგი უნდა იყოს მიმობნეული მთელ ქალაქში რომ ბალანსი დაცული იყოს. განაშენიანება უნდა იყოს პირველ რიგში ჰუმანისტური ამას უნდა უჭედავდნენ ტვინებში არქიტექტორებს უნივერსისტეტებში. ყველაფერი რაც არაჰუმანისტურია გადაიქცევა გეტოდ. არაჰუმანისტურია დაასფალტებული და დაბეტონებული ეზოები, არაჰუმანისტურია უზარმაზარი ბეტონის გოლიათი-შენობები (ა'ლა "თეთრი მაგნოლია"), არაჰუმანისტურია გამწვანების არ არსებობა, არაჰუმანისტურია ღია აივნების არ არსებობა. ასეთ ადგილებში ადამიანები არ ჩერდებიან. არაჰუმანისტური არქიტექტურის ნათელი წარმომადგენელი არის ბრუტალიზმი, სადაც ჯანმრთელი ადამიანი არ გაჩერდება. |
Posted by: lovelock 19 Nov 2023, 03:09 |
სერვის ჩარჯები (service charge) მაფიქრებს ამ ახალ აშენებულებში. რამოდენიმე წლის წინ იყიდა მეგობარმა მგონი დომუსი და 0.8 ლარი იყო გადასახადი კვადრატულზე. ახლა ეგ გადასახადი გაორმაგდა და 1.6 იხდის. თავად რაც მითხრა სერვისის დონე დაბალია, ხარჯები კი იზრდება. ჩემთვის ასევე გაუგებარია ლიტიგაცია მანდ როგორ მიდის როცა ვინმე არ იხდის? ანუ შესაძლებელია ვინმე გაასახლო თუ სერვის ჩარჯები არ გადაიხადა? საქართველოში ბინის მფლობელობის ლეგალური სტრუქტურა ვერ დავადგინე რადგანაც ყველა სახლი სხვადასხვა წესითაა და მიწა სახლის ქვემოთ ვის ეკუთვნის ეგეც ბუნდოვანია. მაკლერების უმეტესობა არიან მოყვარულები ასევე როგორც მიხვდი და პროფესიულობა აკლიათ. ითავსებენ ამ სამსახურს და სხვა აქვთ ხოლმე ძირითადი. თან ნახევარი შეკითხვას ვერ იგებს რას ეკითხები. ვინმემ თუ იცით გამარკვიეთ ან ადვოკატი თუ იცით ამ საქმეში ვინც არის კარგად გაცნობიერებული ეგეც მისაღებია. |
Posted by: something1 20 Nov 2023, 02:49 |
ყველა რომ თბილისში ჩამოდის ეგეც არ არის ნორმალური. ერთადერთი პატარა ქვეყანა ევროპაში, რომლის მთლიანი უმრავლესობა ერთ ქალაქში ცხოვრობს ჩვენს გარდა არის სომხეთი. აშკარაა რომ ეს ქალაქი ამდენ ადამიანს ვეღარ იტევს დიდი ხანია უკვე. თუ არ მოიძებნება რაიმე ბალანსი, კიდევ უფრო დავემსგავსებით აფრიკის ქვეყნებს. არ შეიძლება მხოლოდ ერთი ქალაქის გაცენტრალიზება, როდესაც სხვა ქალაქებსაც აქვთ პოტენციალი, მაგალითად ქუთაისს, სადაც ყოველწლიურად იკლებს მოსახლეობა. პრობლემა მოსახლეობის/მთავრობის მენტალიტეტშია, რადგან არ ხდება ქალაქების სწორი განვითარება, მხოლოდ ერთ ან ორ უბანს ექცევა ყურადღება (ისიც მთავარ გამზირებს) არ იქმნება სამუშაო ადგილები შედარებით პატარა ქალაქებში, არ არსებობს ქარხნები, სოფლის მეურნეობა, ვიღაცისთვის სადღაც ცხოვრება ტეხავს და ა.შ. მოკლედ ჯანსაღი და ინფრასტრუქტურულად განვითარებული ქალაქი ამ ქვეყანაში ჯერ არ არსებობს ერთი ორი ქუჩის გარდა, სადაც ყველას უნდა ცხოვრება და რამის სახეზე ააფარონ ერთმანეთს კორპუსები. |
Posted by: lovelock 20 Nov 2023, 02:58 |
something1 სამსახურების გამო ჩამოდიან ასე არაა? ამასწინებზე მითხრა ვიღაცამ რომ ქუთაისში გამოგზავნილი ფულებით ცხოვრობენო უკვე და არაფერი არ ხდებაო. როცა მოსახლეობა იკებს მერე სერვისები ჩამოიკლებს კლიენტურის გარეშე და გაპარტახდება. ბევრ ქვეყანას ააქვს ამის პრობლემა და ჩემი აზრით ინვესტიის ნაკლებობაა სხვა ქალაქებში, არანაირი ინდუსტრიის წახალისება არ ხდება დედაქალაქების გარეთ ამიტომ ჩამოდიან ხალხი ისევ მანდ. მიწის დამუშავებას არ ვთვლი იმიტომ რომ წელში გამწყვეტი სამუშაოა ბევრისთვის. |
Posted by: Fabian 21 Nov 2023, 10:47 |
იყოს ამ თემაში - გლდანის იუსტიციის სახლის პროექტი |
Posted by: webdesigner93 21 Nov 2023, 12:23 | ||||||
Ambitious_Person
ლამაზიც შენდება , ულამაზოც და სრულიად უადგილოც შენდება და ესაა პრობლემა , თორემ
ამაში გეთანხმები , ზევიდან ყურებას გავს და მეც არ მომწონს ეს მიდგომა. უბრალოდ რაც შენდება , ჯობს კარგი და ლამაზი აშენდეს , კარგი არქიტექტურით და მკაცრად გაკონტროლდეს რომ ფასადზე თავიდანვე არ დაიწყებენ მაცხოვრებლები თვითნებურ სამუშაოებს , რაც ჯამში იერსახეს ძლეირ ამახინჯებს .... ვის რა მოსწონს და რა უნდა უკვე პიროვნულია , მეც არ მომწონს კორპუსები და მაღალი განაშენიანება , რაღაცნაირად "მბოჭავს და სული მეხუთება" ( მაინც და მაინც საქართველოზე რომ არ გვქონდეს აქცენტი და ემოციები არ ლაპარაკობდნენ ჩვენ ნაცვლად , აი მაგალითად დუბაი იქნება თუ NY ჩემი საერთოდ არაა ) , ამიტომაც ვცხოვრობ ქალაქ გარეთ კერძო სახლში , მაგრამ ახლა აქაც რომ დამიწყონ კორპუსების აშენება , ბუნებრივია მექნება პროტესტი
მოვლა აკლია მწვანე სივრცეებს ( რაც ბოლო წლებში ცოოოოტა გაუმჯობესდა ზოგ ლოკაციაზე ) და ასევე ბმა ერთმანეთთან და ზოგადად ფიზიკურად მიუდგომელია ზოგი მწვანე სივრცე , ანუ რაღაც ადგილებში არის რომ მოწესრიგდა მწვანე სივრცე , მაგრამ აქეთ იქით სამანქანო მაგისტრალებია და არ არის ნაფიქრი საერთოდ ქვეითზე , როგორ უნდა მოხვდეს იქ. და ასევე არის სერიოზული დანაშაულის ფაქტები სადაც არსებულ რეკრეაციულ სივრცეებში და სტადიონების ადგილას ააშენეს კორპუსები , რაც სრულად დაუშვებელია , მსგავს ბევრ დანაშაულს დიდ დიღომში შეხვდები , ამხელა საძილე რაიონია , უამრავი მრავალ სართულიანი კორპუსით , მაგრამ რაც მოსახლეობას საცხოვრებლად საჯარო ინფრასტუქტურა სჭირდებათ , უბრალოდ არ აქვთ , მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტიც კი. მოკლედ ორივე მხარეს არის რა სიმართლის ნაწილი. |
Posted by: SAROKAWA 21 Nov 2023, 12:39 | ||
გასახლება არა მაგრამ აი ლიფტის ჩიპი თუ აქვს იბლოკება ზოგან ანუ რაღაცით გაიძულებენ რა გადახდას |
Posted by: Ambitious_Person 22 Nov 2023, 21:09 |
lovelock თუ სწორად მახსოვს დედაჩემს უთხრეს პირველი წელი იხდი და მერე ნებაყოფლობითიაო თუ არადა უთხარი ჩემს წინ არ "მოცოცხო" და ფეხით ვივლიო მე მგონი კვადრატულში 65 კაპიკიი გადავიხადე , something1 ბათუმის მოსახლეობაც გაირდება მალე დროის ამბავია , მოხდება მნიშვნელოვანი ქალაქების ათვისება ვინც ამაზე ფიქრობდა ის ციხეშია ჩაყუდებული მაგალიტად ანაკლიის მშენებლობაც განმუხტავდა ოდნავ მარტო სამუშაოზეც არაა , ხალხი უსაქმურადაა , გამოგზავნილი ფულიტ ცხოვრობს მაგრამ თბილისშია მაინც უნდა ჩაუჯდნენ დარგის სპეციალისტები და მოიფიქრონ როგორ მიიზიდონ ხალხი |
Posted by: lovelock 22 Nov 2023, 23:22 |
Ambitious_Person SAROKAWA კარგი დალაგება, მოწესრიგება მესმის მაგრამ კორპუსს არ სჭირდება მაგალითად fire safety წლიური შემოწმება, რაიმე გარედან გადაკრასკვა გალამზება მერე? თუ რომ დაძველდება საშინელი სახე უნდა მიიღოს? ან რაიმე გაუფუჭდეს რაიმე გასაკეთებელი იყოს მანდ ფონდი არ იკრიფება? და მიწა ვის ეკუთვნის კურპუსის ქვეშ? |
Posted by: Ambitious_Person 1 Dec 2023, 01:43 |
https://korter.ge/central-park-towers-tbilisi ჩემს მეზობლად რა მაგარი კორპუსი შენდება ბევრი ასეთი თბილისს მარა ვინ ყიდულობს ამ ნახევარ მილიონიან ბინებს lovelock ეგ ალბათ გააჩნია რამდენად "ქომუნითი პაკეტია" კორპუსი ისე მაგ ფერის გადასვლის მეც მეშინია გლდანი/მუხიანის ძველ კორპუსებს არ დაემსგავსოს მერე |
Posted by: webdesigner93 1 Dec 2023, 14:31 |
Ambitious_Person ამ კორპუსში მაგარი რა არის მაგარი მაგ ადგილას ჩემთვის გაუგებარია , სხვა ადგილას რომ იყოს სადაც მასეთივე განაშენიანებაა კი , მაგრამ ასე ცალკეული მაღალი კორპუსები და გვერდზე დაბლები რანაირადაა კარგი , ან იმ დაბალი კორპუსის მაცხოვრებლებმა რა დააშავეს სამხრეთის მზეს რო ვეღარ ეღირსებიან. |
Posted by: Ambitious_Person 1 Dec 2023, 17:36 |
webdesigner93 თვითონ კურპუსია მაგარი , რაც განსხვავდება როგორ არის გარემოსთან აი კალათბურთელი რომ მოვიდეს და დადგეს ჩემს გვერდით ვეტყვი შენშია პრობლემა სხვაგან დადექი თქო? თვითონ კორპუსის დიზაინი და ბოლოს რუფტოპ ტერასები მომწონს ისეთი ლამაზი ბუნება გვაქვს ბევრი ეგეთი კორპუსები გვინდა / |
Posted by: webdesigner93 1 Dec 2023, 19:21 | ||
Ambitious_Person
ეს რა შუაშია. შენ და კალათბურთელი მთელი ცხოვრება ერთად აპირებთ დგომას ? კორპუსები კიდე სად წავა , რა ვქნათ , შეჯიბრი დავიწყოთ ვინ უფრო მაღალს ააშენებს და ასე შეჯიბრში ვიცხოვროთ ? ხომ არ ჯობია რამე ლოგიკურზე შევთანდმხდეთ და კოეფიციენტის წესი მხოლოდ უბრალო მოქალაქისთვის არ იყოს და ყველასთვის კანონბდეს. სადაც მაღალი შენობები გვაქვს უკვე წარმოდგენილი , იქ რომ აშენდე არ ჯობია ? თუ ასე 5 სართულიანი , გვერდე 50 სართულიანი , გვერდზე ისევ 5 სართულიანი , მერე 7 სართულიანი და ასე ალოგიკური წყობით ვაკეთოთ ყველაფერი ? ან მაგ მაღალ კორპუსში უამრავი ხალხი რომ იცხოვრებს , შესაბამისი სერვისები არ უნდათ ? სატრანსპორტო პოლიტიკა ? საჯარო სივრცეები ? ასე ლამაზი კორპუსია და მოდი ავაშენოთ პრინციპით გამართლება როგორ შეიძლება ადგილის განხილვის გარეშე. მარჯანიშვილზეც გაუშვი მსგავსი კორპუსი ბარემ , კოჯორშიც ააშენე , მერე რა რომ კერძო სახლებია ირგვლივ სულ , რავიცი ეგება სოლოლაკსაც მოუხდინო როგორმე და ასე ..... არ შეიძლება ეგეთი მიდგომა. |
Posted by: beka331 1 Dec 2023, 22:12 | ||
Fabian
კიდევ სადმე იგეგმება? ეგ რა ადგილას იქნება? |
Posted by: Hif 1 Dec 2023, 22:40 | ||
ეს არის ჰოტელ ჰაბი, 25 სასტუმროს გაერთინება ერთ კომპლექსში როგორც მახსოვს. წინა "იაფასიან" პროექტს სჯობს ეს დიზაინი. ადგილიც ძალიან მაგარია. |
Posted by: Fabian 3 Dec 2023, 16:10 | ||
beka331
მერვე მიკროში, 33 კორპუსის წინ, ავტობუსის ბოლო გაჩერებასთან. |
Posted by: Zinnober 3 Dec 2023, 21:24 |
ალიანს ჰაილაინი გაკოტრდა? დგას წლებია არაშენდა დოქები გაყიდონ მაინც |
Posted by: punisher 11 4 Dec 2023, 17:55 | ||
რატომ გაკოტრდა? დამთავრდა მშენებლობა , ვიზუალი მოწესრიგებული აქვს , და შიგნთ რა იქნება ამ დროისთვის ქალაქისთვის არ არის აქტუალური , მაინც 99 % შიგნით ვერც მოხვდებოდა , საერთოდ ალიანსი არც ჩქარობს ინტერიერის მოწყობას განსხვავებით იმავე ორბისაგან და უკეთესს ხარისხსაც დებს . |
Posted by: Kublicha 22 Jan 2024, 16:44 |
რესპუბლიკურ საავადმყოფოს დანგრევა გადაწყდაო. ხოდა ვინც იცით, რა მოქმედებაა, რა ვითარებაა? ისევ საავადმყოფო შემდება თუ მორიგი "წჭხჯჰ რეზიდენსი? თუ საავადმყოფო, ვინ აშენებს, სახელმწიფო თუ კერძო სექტორი? თუ სახელმწიფო, რა სახსრებით? ბიუჯეტი თუ საგარეო სესხით? |
Posted by: NotGonnaDie 22 Jan 2024, 21:33 | ||
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ ერთ ათ წელში რაიმე პარაგრაფს ან ბიოგრაფს ვიხილავთ |