Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > მხატვრობა > უილიამ ბლეიკი


Posted by: Pegasos 6 May 2014, 13:24
ეს თემა დაეთმობა ინგლისელი მხატვრისა და პოეტის, მისტიკოსის, უილიამ ბლეიკის შემოქმედებას.

იდუმალია ბლეიკის ხელოვნება, ღრმა. მისი მხატვრობა და პოეზია განუყოფელია ერთმანეთისგან, რადგან მხოლოდ მათი ერთობლიობით შეიძლება წარმოდგენა შევიქმნათ ამ მხატვარზე. სახვით ხელოვნებაშიც და სიტყვაშიც მისი ფესვები თითქოს უძირო, ბნელ უფსკრულში იკარგება, იმავე დროს მისი შემოქმედება ნათლით მოსილია, როგორც მისი პირადი რელიგიური გამოცდილება.

გამოკვეთილი ინდივიდუალისტია ბლეიკი. გამოირჩევა მისი ხელი გამოსახულების შექმნაში, სიტყვების წყობა და აზრი წინადადებებში, რელიგიური შეხედულებები მის თანამედროვე საზოგადოებაში, გამოხატვის ხერხები ხელოვნებაში.

თავისი ეპოქის მიერ ვერგაგებული ადამიანი, რომლის საფლავიც და სახელიც წლების შემდეგ დავიწყებული იქნა და მოგვიანებით პრერაფაელიტებმა აღმოაჩინეს.

ადამიანი, რომელიც სხვა რიტმით ცხოვრობდა ამ ქვეყანაზე, რომელიღაც სხვა სამყაროს რიტმით, ზოგიერთისთვის ბნელი, მკრეხელი, ხოლო სხვებისთვის ნათლით მოსილი ნეტარი.




და გამოჩნდა დიადი ნიშანი ცაში: ქალი, რომელსაც ემოსა მზე, მთვარე ესვენა ფერხთით და თორმეტი ვარსკვლავის გვირგვინი ედგა თავზე. მუცლად ეღო და კიოდა მშობიარობის კივილით გაწამებული. სხვა ნიშანიც გამოჩნდა ცაში: აჰა, წითელი ურჩხული დიდი, რომელსაც ჰქონდა შვიდი თავი და ათი რქა, და თავს ედგა შვიდი გვირგვინი. კუდით მოითრევდა ცის ვარსკვლავთა მესამედს, გადმოყარა ისინი ქვეყნად და დადგა ურჩხული ქალის წინაშე, რომელსაც უნდა ეშვა, რათა შობისთანავე შთაენთქა მისი შვილი. (გამოცხადება 12:1-4)

http://pix.ge/

Posted by: Artanjelo 8 May 2014, 23:44
Pegasos

თუა მისი აღმსარებლობა ცნობილი ?

ფაქტია მისი შემოქმედება რელიგიურია მაგრამ ახსენე რომ ის ინდივიდუალისტია,საინტერესოა მისი შეხედულებები რელიგიისადმი.
მე მაინც მგონია რომ ჯერ კიდევ არ არის აღომეჩენილი ეს მხატვარი.

ჯვარცმა
http://www.radikal.ru

Posted by: Pegasos 9 May 2014, 00:02
Artanjelo

QUOTE
თუა მისი აღმსარებლობა ცნობილი ?

ფაქტია მისი შემოქმედება რელიგიურია მაგრამ ახსენე რომ ის ინდივიდუალისტია,საინტერესოა მისი შეხედულებები რელიგიისადმი.


არ იყო რომელიმე კონფესიის ტრადიციების მიმდევარი.
იყო ღრმად მორწმუნე ქრისტიანი. მისტიკოსი, ძალიან საინტერესო არის მისი პოეტური შემოქმედებაც, სადაც თავის უშუალო რელიგიურ გამოცდილებაზე მიუთითებს ფარულად. მისტიკოსია, ასევე ცნობილია, რომ ცხოვრების განმავლობაში ჰქონდა ხილვები, დაახლოებით ემანუელ სვედენბორგის მსგავსი. ეზოტერიკოსია, როგორც მხატვრობაში, ისე პოეზიაში გადმოსცემს და ხაზს უსვამს ობიექტის შინაგან ბუნებას, იმას, რასაც თავად განიცდის. ამიტომ არის ინდივიდუალისტი რელიგიური თვალსაზრისითაც. აქვს ასევე წინასწარმეტყველური ნაწერები...

QUOTE
მე მაინც მგონია რომ ჯერ კიდევ არ არის აღომეჩენილი ეს მხატვარი.


მეც მასე მგონია. მისი შემოქმედება არ არის გაგებული ჯერ კიდევ ღრმად, არ მიეწოდება ფართო საზოგადოებას როგორც საჭიროა. ჯერ კიდევ წინ არის ის დრო, როცა მისი სამყარო გაიშლება და უფრო ნათელი გახდება ადამიანების გულებში.


ადამისა და ევას მიერ აბელის გვამის პოვნა.
საფლავი გათხრილია აბელისთვის, მგლოვარე ევა დასტირის შვილს, გაოგნებული ადამი კი უყურებს მკვლელ კაენს, რომელიც სინდისის ცეცხლში გახვეული გარბის, თავზარდაცემული. შემზარავია მკვლელის სახის გამომეტყველება, შემზარავია ბუნებაც. გაწითლებული მზე სისხლისფერ სინათლეს გამოსცემს, ავის მომასწავებელი ღრუბლებია ცაზე, ტრაგედია დატრიალდა მიწაზე, რომელიც უნაყოფო და დაწყევლილია, რადგან მასზე ძმის მიერ დაიღვარა ძმისავე სისხლი.

http://pix.ge/

Posted by: Pegasos 16 May 2014, 08:57
მოყვასის დასაცინი შევიქენი მე, ღვთის მხმობელი და მისგან პასუხნაცემი; დასაცინი შევიქენი მართალი, წრფელი. (იობი 12:4)

იობის მდგომარეობა შესანიშნავად არის დახატული ამ სურათში, სადაც პერსონაჟთა სხეულის ენა ხატოვანია. დაჩოქილი, წელში გასწორებული იობი მართალი, დაბნეული თვალებით იყურება ზეცისკენ, ელოდება რა პასუხს ტანჯვის ასახსნელად. მისი გაშლილი ხელები გულწრფელობაა, მას ბრალი არ აქვს, ის არ კრავს მუშტებს, არამედ გაშალა ხელები. იობის სამი მეგობარი ერთი მეორის გვერდით სხედან, თითქოს მათგან წამოსული სათქმელი საფეხურებად არის დაწყობილი, სახეები მკაცრია, ულმობელი. სამივე იშვერს იობისკენ ორივე ხელს, მათი სიტყვები იობისადმი გულიდან არის წამოსული, არა ერთი, არამედ ორი ხელით, მთელი არსებით მისკენ არიან მიმართულნი, რასაც იობი ახვედრებს წინ გამოწეულ მართალ გულს.

http://pix.ge/

Posted by: Artanjelo 22 May 2014, 21:26
აი,ისააკ ნიუტონი.
ისე,პირამიდა ხშირად ფიგურირებს ბლეიკის ნახატებში.
http://www.radikal.ru
* * *
იოაკობის სიზმარი.
http://www.radikal.ru

Posted by: Pegasos 22 May 2014, 22:55
Artanjelo

QUOTE
ისე,პირამიდა ხშირად ფიგურირებს ბლეიკის ნახატებში.


პირამიდაც და რაც შეეხება ფარგალს, ის ჩანს ნიუტონის ხელშიც და ღმერთის, დემიურგის ხელშიც სამყაროს შექმნისას. ბლეიკთან ეს ფარგალი სიმბოლოა საზღვრის, შეზღუდულობის, დაკანონების. ფარგლით შემოქმედი ხაზავს გარკვეულ საზღვრებს, "ვინ საზღვარსა დაუსაზღვრებს". ხშირად ვარაუდობენ რომ ეს სურათი გნოსტიკოსთა დემიურგზე მიუთითებს, მის სიბნელეზე. ოღონდ ბლეიკთან "შემოქმედის სიბნელე, პირქუშობა" საკმაოდ რთული ცნებაა.

http://forum.ge/?showtopic=34241065&view=findpost&p=40832326

QUOTE
იოაკობის სიზმარი.


ძალიან მომწონს ეს ნახატი. ტრადიციული ხაზისგან განსხვავებით, ბლეიკი აქ სპირალის ფორმის კიბეს ირჩევს...


ობერონი, ტიტანია და პაკი მოცეკვავე ფერიებთან ერთად. "ზაფხულის ღამის სიზმრიდან".

http://pix.ge/

Posted by: Artanjelo 22 May 2014, 23:24
Pegasos
QUOTE
პირამიდაც და რაც შეეხება ფარგალს, ის ჩანს ნიუტონის ხელშიც და ღმერთის


კი,მახსოვს,
QUOTE
რელიგიური სიუჟეტები (post #40832326)
მადლობა რომ გახსოვს,ზუსტად აქ გავავლე პარალელი,ფაქრგალი უფროა მაგრამ აქ ხომ სიმბოლიკაა, ფარგალიც კავშირშია პირამიდასთან.
QUOTE
ხშირად ვარაუდობენ რომ ეს სურათი გნოსტიკოსთა დემიურგზე მიუთითებს, მის სიბნელეზე. ოღონდ ბლეიკთან "შემოქმედის სიბნელე, პირქუშობა" საკმაოდ რთული ცნებაა.

ვერ მიგიხვდი,შეგიძლია უფრო კონკრეტულად ?

QUOTE
ობერონი, ტიტანია და პაკი მოცეკვავე ფერიებთან ერთად. "ზაფხულის ღამის სიზმრიდან".


ულამაზესია. დავაკვირდი ბლეიკის თეთრს,ნუ უფრო რძის ფერს,თითქოს სულიერებას გამოხატავს და არა მატერიას.


ეს ნახატი მგონი ღვთაებრივი კომედიიდან არის და ხომ არ იცი რა სიუჟეტია,რა ხდება ?
http://www.radikal.ru

Posted by: Pegasos 22 May 2014, 23:54
Artanjelo

QUOTE
ფარგალიც კავშირშია პირამიდასთან.


ჰო, ასევე მინიშნება მასონურ სიმბოლიკაზეც.

QUOTE
ვერ მიგიხვდი,შეგიძლია უფრო კონკრეტულად ?


როდესაც ქრისტიანობა გამოჩნდა, პირველ საუკუნეშივე წარმოშობილი გნოსტიკური სწავლებების ნაწილი ხაზს უსვამდა, რომ ამ ხილული სამყაროს შემოქმედი, ძველი აღთქმის ღმერთი, რომელსაც ისინი უწოდებენ დემიურგს, არის "ცუდი" ღმერთი (აქ იკვეთება მატერიისადმი გნოსტიკოსების რთული დამოკიდებულება) და რომ იესო ქრისტე არის სხვა ზენა სფეროებიდან მოსული, რომელმაც სულიერი საწყისი უნდა გამოიხსნას მატერიის ტყვეობისგან, რომელიც დემიურგმა შექმნა... მართალია გნოსტიციზმი როგორც გაერთიანებები, მნიშვნელოვნად ჩრდილში წავიდა პირველი საუკუნეების მერე, მაგრამ მათი იდეები დღემდე შემორჩენილია. ბლეიკი იცნობდა ამ გადმოცემებსაც. ის არ იყო ტრადიციული საეკლესიო ხაზის მიმდევარი და სამყაროს შექმნის დახატვისას ღმერთს, დემიურგს ხელში ფარგალი დააჭერინა: ეს შებოჭვაა. ტყუილად არ აქვს შერჩეული ფონზე მუქი ფერი. ღმერთი, ძველი აღთქმის დემიურგი პირქუშია. აქ ორმაგი გაგებაა ბიბლიური ღმერთის: 1) ბიბლიური ღმერთი, როგორც მბოჭავი ძალა, რომლის წინააღმდეგაც გამოდის მეამბოხე ხელოვანი; 2) ილუზია ღმერთისა, რომელიც ძველი აღთქმის მიხედვით "ბნელია", ხოლო მისი სიბნელე კი ქარწყლდება იესოს პიროვნებაში, რომლის მხურვალე მორწმუნე იყო ბლეიკი, იესოს მეშვეობით ღმერთის სიბნელე იფანტება...

აქვე მოვიყვან შედარებას. რაინერ მარია რილკეს პოეზიაში არის ერთ-ერთი სიმბოლო - ხე. ეს რთული და მეტად საინტერესო სახეა მის შემოქმედებაში. ერთ ლექსში შემოქმედებითი სამყარო პოეტს უზარმაზარ ხედ აქვს წარმოდგენილი. ქვემოთ, სადაც სიღრმეა და ღმერთი, სადაც აბსოლუტური შემოქმედების ძალაა, იქ სიბნელეა. ამ ხეს კენწეროში ანგელოზები აგვირგვინებენ, აქ იწყება სინათლე, დროისა და წარმავლობის სფერო, სადაც ლუციფერი, დროის ღმერთი სუფევს, სინათლისკენ პირშექცეულ ანგელოზებს აღარც ახსოვთ, რომ ღმერთის ტოტებიდან ამოზრდილან და ბრწყინვალე ლუციფერისა უფრო სჯერათ.

"მათ აქ სინათლისა უფრო სწამთ, ვიდრე ღმერთის შავი ძალის".

ღმერთის სიბნელეში, სიშავესა და პირქუშობაში იმალება მისი ძალების სრული უმეცრება. smile.gif ის დახურულია, და ბლეიკიც ასე ხურავს ამ შემოქმედებით ძალას. ზედაპირულად ის ბნელია, უარყოფითი, ხოლო სიღრმეში კი მისი ნათელი ჩანს, თუკი ჩავუღრმავდებით. smile.gif

QUOTE
ეს ნახატი მგონი ღვთაებრივი კომედიიდან არის და ხომ არ იცი რა სიუჟეტია,რა ხდება ?


დანტეს ჯოჯოხეთია. საყვარლების ქარბუქი. წარმოდგენილი ჰყავს ჯოჯოხეთში მყოფი ცნობილი შეყვარებულები. smile.gif

QUOTE
დავაკვირდი ბლეიკის თეთრს,ნუ უფრო რძის ფერს,თითქოს სულიერებას გამოხატავს და არა მატერიას.


ჰო. ფერებსაც ძალიან ღრმა მნიშვნელობით არჩევს. შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი მხატვარია, რომელმაც თავის ნახატებში პირდაპირ შემოიტანა ფერთა შესახებ ეზოტერული სწავლება. ზოგადად, ნებისმიერი დიდი ხელოვანი უკვე ეზოტერიკოსია თავისი არსით, მაგრამ ბლეიკთან ეზოტერიზმი ძალიან ხაზგასმულია. რაღაცით მაგონებს უფრო გვიანდელ ანთროპოსოფიულ მხატვრობას.

Posted by: Artanjelo 23 May 2014, 00:12
Pegasos
QUOTE
ჰო, ასევე მინიშნება მასონურ სიმბოლიკაზეც.

დადებით კონტექსტში ? ანუ სიმპათიით იყო განწყობილი მასონების მიმართ ?


QUOTE
როდესაც ქრისტიანობა გამოჩნდა, პირველ საუკუნეშივე წარმოშობილი გნოსტიკური სწავლებების ნაწილი ხაზს უსვამდა, რომ ამ ხილული სამყაროს შემოქმედი, ძველი აღთქმის ღმერთი, რომელსაც ისინი უწოდებენ დემიურგს, არის "ცუდი" ღმერთი (აქ იკვეთება მატერიისადმი გნოსტიკოსების რთული დამოკიდებულება) და რომ იესო ქრისტე არის სხვა ზენა სფეროებიდან მოსული, რომელმაც სულიერი საწყისი უნდა გამოიხსნას მატერიის ტყვეობისგან, რომელიც დემიურგმა შექმნა... მართალია გნოსტიციზმი როგორც გაერთიანებები, მნიშვნელოვნად ჩრდილში წავიდა პირველი საუკუნეების მერე, მაგრამ მათი იდეები დღემდე შემორჩენილია. ბლეიკი იცნობდა ამ გადმოცემებსაც. ის არ იყო ტრადიციული საეკლესიო ხაზის მიმდევარი და სამყაროს შექმნის დახატვისას ღმერთს, დემიურგს ხელში ფარგალი დააჭერინა: ეს შებოჭვაა. ტყუილად არ აქვს შერჩეული ფონზე მუქი ფერი. ღმერთი, ძველი აღთქმის დემიურგი პირქუშია. აქ ორმაგი გაგებაა ბიბლიური ღმერთის: 1) ბიბლიური ღმერთი, როგორც მბოჭავი ძალა, რომლის წინააღმდეგაც გამოდის მეამბოხე ხელოვანი; 2) ილუზია ღმერთისა, რომელიც ძველი აღთქმის მიხედვით "ბნელია", ხოლო მისი სიბნელე კი ქარწყლდება იესოს პიროვნებაში, რომლის მხურვალე მორწმუნე იყო ბლეიკი, იესოს მეშვეობით ღმერთის სიბნელე იფანტება...

აქვე მოვიყვან შედარებას. რაინერ მარია რილკეს პოეზიაში არის ერთ-ერთი სიმბოლო - ხე. ეს რთული და მეტად საინტერესო სახეა მის შემოქმედებაში. ერთ ლექსში შემოქმედებითი სამყარო პოეტს უზარმაზარ ხედ აქვს წარმოდგენილი. ქვემოთ, სადაც სიღრმეა და ღმერთი, სადაც აბსოლუტური შემოქმედების ძალაა, იქ სიბნელეა. ამ ხეს კენწეროში ანგელოზები აგვირგვინებენ, აქ იწყება სინათლე, დროისა და წარმავლობის სფერო, სადაც ლუციფერი, დროის ღმერთი სუფევს, სინათლისკენ პირშექცეულ ანგელოზებს აღარც ახსოვთ, რომ ღმერთის ტოტებიდან ამოზრდილან და ბრწყინვალე ლუციფერისა უფრო სჯერათ.

"მათ აქ სინათლისა უფრო სწამთ, ვიდრე ღმერთის შავი ძალის".

ღმერთის სიბნელეში, სიშავესა და პირქუშობაში იმალება მისი ძალების სრული უმეცრება.  ის დახურულია, და ბლეიკიც ასე ხურავს ამ შემოქმედებით ძალას. ზედაპირულად ის ბნელია, უარყოფითი, ხოლო სიღრმეში კი მისი ნათელი ჩანს, თუკი ჩავუღრმავდებით.

ამას რაც შეეხება ეს ძალიანი დიდი სასაუბრო თემაა,აჯობებს შემდეგისთვის გადავდოთ თორემ ბლეიკისთვის დრო აღარ დაგვრჩება. ხო,მადლობა განმარტებისთვის.


საინტერესი ის არის რომ ბლეიკი სრული მისტიკაა,თან რაღაც განსაკუთებული იდენტობა აქვს.

უბრალოდ ისიც უნდა აღვნიშნო რომ ძალიან მძიმეა და ხშირ შემთხვევაში შიშის მომგვრელიც.

Posted by: Pegasos 23 May 2014, 00:23
Artanjelo

QUOTE
დადებით კონტექსტში ? ანუ სიმპათიით იყო განწყობილი მასონების მიმართ ?


ესეც ცოტა ბუნდოვანია, დადებით თუ უარყოფით კონტექსტში. თუმცა ბლეიკის ყველა საბოლოო კონტექსტი და აზრი არის დადებითი და ნათელი, უბრალოდ მისი გამოხატვაა ძალიან თავისებური, რაც არა ერთხელ გვაფიქრებს და გვაეჭვებს, "დადებითია" თუ "უარყოფითი"... მასონურ ორდენებთან მის კავშირზე არაფერი მსმენია, იყო თუ არა წევრი არ ვიცი. ალბათ არა. საერთოდ, დიდი თავგადაკლული წევრი რომელიმე ორგანიზაციის არც ყოფილა მგონი. არც სჭირდებოდა, ის ძალიან კარგად წვდებოდა იდეებს, რომელიც ამა თუ იმ გაერთიანებაში ტრიალებდა.
მასონი იყო თუ არა არ ვიცი, მაგრამ უდავოდ განიცადა მათი იდეების გავლენა. სიმპათიებიც ჩანს, ჩემი აზრით, იგრძნობა.

QUOTE
საინტერესი ის არის რომ ბლეიკი სრული მისტიკაა,თან რაღაც განსაკუთებული იდენტობა აქვს.


ჰო. არიან მხატვრები, რომლებსაც წარმოიდგენ და წინ დაგიდგება მათი ეპოქაც, გარემოებები, რომლებმაც ისინი შექმნეს. რა თქმა უნდა, ბლეიკიც მისმა ეპოქამ შვა, მაგრამ მის ნახატებს რომ ვუყურებ, თითქოს ვეთიშები მის გარშემო სხვა ყველაფერს, სადღაც სხვაგან გავდივარ, თითქოს განყენებულია ყველაფრისგან, რომელიღაც სამყაროა იქ, და ის არეკლილია აქ.
ისე, საკუთარ ხილვებსაც ხატავდა ხოლმე ბლეიკი თავის სურათებზე, მართლაც რომ "იქ" დანახულს. smile.gif

Posted by: Hermyon 23 May 2014, 00:25
ყველა მისი პერსონაჟი დამძიმებულია ფიზიკურად ან სულიერად

Posted by: Artanjelo 23 May 2014, 00:28
Pegasos
QUOTE
ჰო. არიან მხატვრები, რომლებსაც წარმოიდგენ და წინ დაგიდგება მათი ეპოქაც, გარემოებები, რომლებმაც ისინი შექმნეს. რა თქმა უნდა, ბლეიკიც მისმა ეპოქამ შვა, მაგრამ მის ნახატებს რომ ვუყურებ, თითქოს ვეთიშები მის გარშემო სხვა ყველაფერს, სადღაც სხვაგან გავდივარ, თითქოს განყენებულია ყველაფრისგან, რომელიღაც სამყაროა იქ, და ის არეკლილია აქ.
ისე, საკუთარ ხილვებსაც ხატავდა ხოლმე ბლეიკი თავის სურათებზე, მართლაც რომ "იქ" დანახულს.


საინტერესო იქნებოდა იუნგის ანალიზი,იუნგი ხომ სიზმრების "მამაა" ? smile.gif
Hermyon
QUOTE
ყველა მისი პერსონაჟი დამძიმებულია ფიზიკურად ან სულიერად


მეც ავღნიშნე ზემოთ:
QUOTE
უბრალოდ ისიც უნდა აღვნიშნო რომ ძალიან მძიმეა და ხშირ შემთხვევაში შიშის მომგვრელიც.

Posted by: Pegasos 23 May 2014, 00:33
Artanjelo

QUOTE
საინტერესო იქნებოდა იუნგის ანალიზი,იუნგი ხომ სიზმრების "მამაა" ?


კი. smile.gif შეიძლება კიდეც იუნგის მეთოდოლოგიით ახსნა, მაგრამ კიდევ უფრო საინტერესოა ჩვენ თვითონ რას განვიცდით ამ დროს და როგორ ავხსნით. ამისთვის საჭიროა უფრო მეტად მივენდოთ ჩვენს თავს და გავერკვეთ შთაბეჭდილებებში.
თუმცა ბლეიკს მარტო სიზმრებში არ ჰქონია ხილვები. სიზმარი, ისევ ეზოტერული თვალსაზრისით, ისედაც ყოველთვის კავშირია მიღმა სამყაროებთან.
ბლეიკს კი გამოცხადებები და ხილვები, როგორც თვითონ ამბობდა, ფხიზელ მდგომარეობაშიც ჰქონდა. მაგალითად, ერთ-ერთ ნახატში ადამიანის სახე დახატა, რომელიც მან გადმოიღო იმ არსებისგან, რომელმაც ერთხელ მის ოთახში შეიხედა ფანჯრიდან, როცა პატარა იყო. მაშინ ძალიან შეშინებია. smile.gif

Posted by: Artanjelo 23 May 2014, 00:42
Pegasos
QUOTE
მეთოდოლოგიით

მეთოლოგიით ცოტა ძნელი იქნება.
QUOTE
ამ კიდევ უფრო საინტერესოა ჩვენ თვითონ რას განვიცდით ამ დროს და როგორ ავხსნით

მართალი ხარ. უბრალოდ ჩვენ იმ დროებაშ ვცხოვრობთ როცა ადამიანს დრო არ რჩება ფიქრისათვის.
QUOTE
თუმცა ბლეიკს მარტო სიზმრებში არ ჰქონია ხილვები. სიზმარი, ისევ ეზოტერული თვალსაზრისით, ისედაც ყოველთვის კავშირია მიღმა სამყაროებთან.
ბლეიკს კი გამოცხადებები და ხილვები, როგორც თვითონ ამბობდა, ფხიზელ მდგომარეობაშიც ჰქონდა. მაგალითად, ერთ-ერთ ნახატში ადამიანის სახე დახატა, რომელიც მან გადმოიღო იმ არსებისგან, რომელმაც ერთხელ მის ოთახში შეიხედა ფანჯრიდან, როცა პატარა იყო. მაშინ ძალიან შეშინებია. 

ცოტა არ იყოს სკეპტიკურად ვარ განწყობილი მაგრამ ბლეიკის შემოქმედება მაფიქრებს.

ოჯახი თუ ყავდა ? საინტერესოა ცხორებისეული დეტალებიც.

Posted by: Pegasos 23 May 2014, 00:52
QUOTE
ცოტა არ იყოს სკეპტიკურად ვარ განწყობილი მაგრამ ბლეიკის შემოქმედება მაფიქრებს.


რა თქმა უნდა სკეპტიკურად უნდა მიუდგე ასეთ საკითხებს. მით უმეტეს, ერთი ადამიანის მიერ ნანახიც კი, შემდეგ რომ აგიღწერს, სულ სხვანაირად ჟღერს, სანამ ჩვენ თვითონ არ ვნახავთ. აღარაფერს ვამბობ, ბლეიკის ხილვებს სხვა რომ მოისმენს, მერე კიდევ სხვა და ასე მონაყოლით ჩვენამდე მოსულ ამბავს აქ ფორუმზე რომ დავწერთ. smile.gif სხვა საკითხია რა იწვევს ამ "ხილვებს", რა არის ეს სინამდვილეში და ა.შ. შეიძლება ითქვას, ყველას ჩვენს საკუთარ პიროვნებებში გვაქვს ამაზე პასუხი იმდენად,რამდენადაც ჩავუღრმავდებით საკითხს და საკუთარ თავს. smile.gif

QUOTE
ოჯახი თუ ყავდა ? საინტერესოა ცხორებისეული დეტალებიც.


ძალიან უყვარდა თავისი ცოლი, ქეითი. სიკვდილიც საოცარი ჰქონდა: სიკვდილის დღეს დანტეს ილუსტრაციებზე მუშაობდა. საერთოდ, დანტეს ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდა და სურდა "კომედიის" ილუსტრაციების დიდი სერია შეექმნა. ცოლს სთხოვა ამ დროს რომ არ განძრეულიყო, რათა "თავისი ანგელოზის" პორტრეტი დაეხატა. სიკვდილის წინ ცოლს უთხრა რომ მასთან იქნებოდა მუდამ. ყვებოდნენ, რომ ქალი, რომელიც ესწრებოდა მხატვრის სიკვდილს, თქვა: "მე ვიხილე არა ადამიანის, არამედ ნეტარი ანგელოზის სიკვდილი".

Posted by: Artanjelo 23 May 2014, 00:59
Pegasos
ბლეიკის ხილვების მიმართ ვარ-მეთქი სკეპტიკურად განწყობილი და არა შენი ცოდნის მიმართ. smile.gif

QUOTE
ძალიან უყვარდა თავისი ცოლი, ქეითი. სიკვდილიც საოცარი ჰქონდა: სიკვდილის დღეს დანტეს ილუსტრაციებზე მუშაობდა. საერთოდ, დანტეს ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდა და სურდა "კომედიის" ილუსტრაციების დიდი სერია შეექმნა. ცოლს სთხოვა ამ დროს რომ არ განძრეულიყო, რათა "თავისი ანგელოზის" პორტრეტი დაეხატა. სიკვდილის წინ ცოლს უთხრა რომ მასთან იქნებოდა მუდამ. ყვებოდნენ, რომ ქალი, რომელიც ესწრებოდა მხატვრის სიკვდილს, თქვა: "მე ვიხილე არა ადამიანის, არამედ ნეტარი ანგელოზის სიკვდილი".

გამოდის რომ მისი ცხოვრებაც მისტიურია და ცოტა არ იყოს არადამაჯერებელი ფაქტებითაც(აქაც მისი შემოქმედება მაეჭვებს).

Posted by: Pegasos 23 May 2014, 01:04
Artanjelo

QUOTE
ბლეიკის ხილვების მიმართ ვარ-მეთქი განწყობილი და არა შენი ცოდნის მიმართ.


მეც ეგრე გავიგე. smile.gif

QUOTE
გამოდის რომ მისი ცხოვრებაც მისტიურია და ცოტა არ იყოს არადამაჯერებელი ფაქტებითაც(აქაც მისი შემოქმედება მაეჭვებს).


ჰო. ცხოვრება საერთოდ მისტიურია, თითოეული ჩვენთაგანის. უბრალოდ ბლეიკმა ეს ძალიან ღრმად გააცნობიერა და საკუთარ თავში ისეთი სამუშაო ჩაატარა, რომ... მან ეს გაიგო, გააცნობიერა, გარდაქმნა ეს იმპულსები შემოქმედებაში, ჩვენამდე მოიტანა და გვითხრა.

Posted by: Melpomene 25 May 2014, 21:18
1233-მდე: სურათი, ჩანახატი, ილუსტრირებული ხელნაწერი და ა.შ.

http://allshares.ge/download.php?id=D9CB98FA51

Posted by: Pegasos 25 May 2014, 21:21
Melpomene

up.gif




-----------------------

Posted by: anthro 2 Jun 2014, 15:05
Pegasos
ძალიან კარგი თემაა, და თქვენი კომენტარებიც ძალიან მომწონს.
მითოლოგიური, რელიგიური და მისტიური წყაროების ცოდნის გარდა ბლეიკის ნახატებს დიდი დრო და მედიტატიური დაკვირვება სჭირდებათ, რომ რაღაც დონეზე მაინც გაიხსნან - მაგრამ მაინცნაწილობრივამოუხსნელნი რჩებიან...
ენითარმონი..

Posted by: Hermyon 8 Jun 2014, 22:30
Artanjelo
რომელ დეტალებში ხედავ ფიზიკურ სიმძიმეს?
Pegasos
მისტიკურობა და გამოგონილი ამბები არ ახდენს ჩემზე გავლენას, მხოლოდ ნახატი, რომელზეც მკაცრადაა ასახული ავტორის ფიქრები
სხვა არაფერი, და გთხოვ მეტი დაწერე ნახატებზე, ვიდრე ცხოვრებისეულ დეტალებზე
anthro
ასევე, მოგვახსენე მაგ ნახატზე აზრი, თუ შეიძლება

მე ჯერჯერობით უვიცი ვარ ამ კაცის მიმართ და თქვენი პოსტები ნამდვილად დამეხმარებოდა უკეთ გაგებაში და გაანალიზაბაში

Posted by: anthro 8 Jun 2014, 22:54
Hermyon
QUOTE
მისტიკურობა და გამოგონილი ამბები არ ახდენს ჩემზე გავლენას, მხოლოდ ნახატი, რომელზეც მკაცრადაა ასახული ავტორის ფიქრები

ეს კარგად ვერ გავიგე, განსაკუთრებით ის თუ რას გულისხმობ "ავტორის ფიქრების მკაცრად ასახვა" -ში...
მისტიკურობა თუ არ გიზიდავს, ბლეიკი არაა ანუ "შენი" მხატვარი, ნახატების გაანალიზება ამას არ უშველის smile.gif

Posted by: melodyman/ 23 Feb 2015, 03:18
http://www.radikal.ru




საინტერესოა ამ ადამიანის სამყარო
ამტკიცებდა რომ მთავარანგელოზები უწევდნენ ინსტრუქციას და შემდეგ თვითონვე ტკბებოდნენ ბლეიკის ნამუშევრებით






user posted image

Posted by: blue_velvet 5 May 2015, 19:44
საკმაოდ საინტერესო მხატვარია, იქნებ განვაგრძოთ საუბარი მასზე.

Posted by: Hermyon 5 May 2015, 19:50
QUOTE
Artanjelo
რომელ დეტალებში ხედავ ფიზიკურ სიმძიმეს?
Pegasos
მისტიკურობა და გამოგონილი ამბები არ ახდენს ჩემზე გავლენას, მხოლოდ ნახატი, რომელზეც მკაცრადაა ასახული ავტორის ფიქრები
სხვა არაფერი, და გთხოვ მეტი დაწერე ნახატებზე, ვიდრე ცხოვრებისეულ დეტალებზე
anthro
ასევე, მოგვახსენე მაგ ნახატზე აზრი, თუ შეიძლება

მე ჯერჯერობით უვიცი ვარ ამ კაცის მიმართ და თქვენი პოსტები ნამდვილად დამეხმარებოდა უკეთ გაგებაში და გაანალიზაბაში

lol.gif

Prof lvl 99 მიბაზრია

Posted by: roytagliaferro 6 May 2015, 04:54
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: Circus_Closet 6 May 2015, 06:21
ვახ
QUOTE
პოეტი

რო იყო ქე ვიცოდი მარა თუ ხატავდა პირველად გავიგე

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)