forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (97) « პირველი ... 95 96 [97]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> = ახალი წიგნები Vol.2 =, ახლად გამოცემული წიგნები, ანონსები და ა.შ.
4L3X
I'm a supa craze memba!!!


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12012
წევრი No.: 188455
რეგისტრ.: 6-July 14

გამოგზავნილია: 10 Nov 2019, 22:37  #55466759      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
user posted image

ნიკოლო ამანიტის ხშირად თავისი თაობის საუკეთესო იტალიელ მწერლად მოიხსენიებენ. იგი შვიდი რომანისა და მოთხრობების რამდენიმე კრებულის ავტორი, ფილმების სცენარისტი და რეჟისორია. მისი რომანი – „მე არ მეშინია“ – გამოსვლისთანავე ბესტსელერად იქცა და 35-მდე ენაზე ითარგმნა. 2010 წელს გამოცემული რომანი – „მე და შენ“ – მსოფლიოში არანაკლები წარმატებით სარგებლობს. 2012 წელს ცნობილმა იტალიელმა რეჟისორმა ბერნარდო ბერტოლუჩიმ წიგნის მიხედვით ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღო, რომელიც არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია.

„მე და შენ" საკუთარ თავში ჩაკეტილი 14 წლის ბიჭის, ლორენცო კუნის მიერ მოთხრობილი ამბავია მარტოსულობაზე, გარე სამყაროს მიმართ შიშსა და უნდობლობაზე, ბულინგსა და ნარკომანიაზე.

ლორენცოს ხშირად აბუჩად იგდებენ სკოლაში, დასცინიან და ფიზიკურადაც უსწორდებიან. მან იცის, რომ ერთადერთი გამოსავალი საკუთარ ინდივიდუალობაზე უარის თქმა და გარშემომყოფების მსგავსად მოქცევაა. თუმცა მან ისიც იცის, რომ მიბაძვა მხოლოდ ნიღაბია, ერთგვარი თამაში, რომელიც მოზარდების სასტიკ და აგრესიულ სამყაროში გადარჩენის ერთადერთი საშუალებაა.

ლორენცო თავს ბედნიერად მხოლოდ მაშინ გრძნობს, როცა მარტოა. მოულოდნელად ამ მყუდრო სიმარტოვეში მისთვის უცხო ადამიანი, 23 წლის ნახევარდა შემოიჭრება, რომელთან ერთად გატარებული რამდენიმე დღე მას სამყაროს სხვაგვარად დაანახვებს…

► მთარგმნელი – თეა ნიკობაძე
► რედაქტორი – მაკა სესკურია
► გარეკანის დიზაინერი – ია გაბუნია


--------------------
მოსკოვი უნდა დაეცეს!!!

საზოგადოების სიმწიფე განისაზღვრება იმით, თუ როგორ ექცევა ის, თავის ყველაზე დაუცველ წევრებს

აღთქმულ მიწამდე მხოლოდ თავისუფლებაში დაბადებულები აღწევენ

თანამედროვე კაცობრიობის ორი ყველაზე დიდი საფრთხე, რადიკალური ისლამი და რაშიზმი!!!
MITIATO
დეპრესიული ოპტიმისტი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9080
წევრი No.: 111500
რეგისტრ.: 5-February 10

გამოგზავნილია: 19 Nov 2019, 13:16  #55499428      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
user posted image

ბერნარ ვერბერის ბოლო რომანში, 2018 წ. სექტემბერში გამოცემულ „პანდორას ყუთში“ მწერალი შინაგანი ცხოვრების და რეინკარნაციის თემას განავრცობს. თავადაც განუცდია რეგრესიული ჰიპნოზის შედეგები და ნაწილობრივ თავის ნანახსაც გადმოგვცემს. წიგნში გაერთიანებულია სამეცნიერო ფანტასტიკის, მისტიკური, მითოლოგიური ელემენტები. რომანში გადმოცემულია მთავარი გმირის თავგადასავლები სხვადასხვა ეპოქაში; მას ერთი ცხოვრებიდან მეორეში უწევს გადანაცვლება და იქ მოქმედება, რადგან ძველი ამბები თავისებურად გავლენას ახდენენ აწმყოს მოვლენებზე.

ეს უჩვეულო და თამამი რომანი გადაგვისვრის პარიზიდან ეგვიპტეში, ანტლანტიდის გავლით, დაგვაფიქრებს ინდივიდუალური თუ კოლექტიური მეხსიერების მექანიზმებზე, და ავტორის ენციკლოპედიურ ცოდნას გვიზიარებს მსოფლიო ისტორიის, ფილოსოფიასა და ფსიქოლოგიაზე.
ბერნარ ვერბერის რომანი „პანდორას ყუთი“ გვაიძულებს, დავფიქრდეთ ჩვენს ცხოვრებაზე, ჩვენს ადგილზე ისტორიასა და თანამედროვე სამყაროში.

► მთარგმნელი - მანანა ბოსტოღანაშვილი
► რედაქტორი - გიორგი კაკაბაძე

გამომცემლობა პეგასი


* * *
user posted image

თანამედროვე ლიტერატურის აღიარებული კლასიკოსი, ბრიტანელი მწერალი და ფილოსოფოსი აირის მერდოკი სამართლიანად ითვლება მეოცე საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო რომანისტად. მას მრავალი პრესტიჟული ჯილდო და ტიტული აქვს მოპოვებული.

„შავი პრინცი“ აირის მერდოკის უმნიშვნელოვანეს ნაწარმოებთა რიცხვშია. ალუზიებითა და სიმბოლოებით დატვირთულ ტექსტში ბევრი რამ წარმოაჩენს მწერლის ოსტატობას: სიუჟეტური პერიპეტიები, საინტერესო სტრუქტურა, დახვეწილი ენა... თუმცა რომანის მთავარი ღირსება ის არის, რომ მთავარი გმირების - ასაკოვანი კაცისა და ახალგაზრდა ქალის - უცნაური ურთიერთობის ამბავს ავტორი მთლიანად ცლის ბანალურობისგან და მკითხველისთვის „შავი პრინცი“ სიყვარულის შესახებ დაწერილი განსაკუთრებული წიგნი ხდება.

მთარგმნელი - თამარ ლომიძე

This post has been edited by MITIATO on 19 Nov 2019, 13:19


--------------------
"როდესაც მოიჭრება უკანასკნელი ხე,
როცა მოიწამლება უკანასკნელი მდინარე,
როცა დაჭერილი იქნება უკანასკნელი ჩიტი,
თქვენ მიხვდებით, რომ ფული არ იჭმება.”
MITIATO
დეპრესიული ოპტიმისტი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9080
წევრი No.: 111500
რეგისტრ.: 5-February 10

გამოგზავნილია: 20 Nov 2019, 15:49  #55504283      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
user posted image

ნობელის პრემიის ლაურეატი ფრანგი მწერალი ჟან-მარი გუსტავ ლე კლეზიო (1940) ერთ-ერთი ყველაზე ანგარიშგასაწევი ფიგურაა თანამედროვე ლიტერატურაში, ხოლო 2017 წელს გამოცემული მისი „ალმა“ დიდი მწერლის დიდი წიგნია - არა მხოლოდ უკიდურესად დახვეწილი სტილისა და რთული სტრუქტურის გამო. წიგნში პოლიფონიური თხრობაა, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ორი ხმაა - ერთი გვარის მატარებელი ორი კაცისა, ძიების ვნებით შეპყრობილები, საპირისპირო მიმართულებით რომ მოძრაობენ: ჟერემი ფელსენი საფრანგეთიდან მავრიკის კუნძულზე მიემგზავრება წინაპრების კვალის საძებნელად და გადაშენებული ფრინველის, დოდოს შესახებ უფრო მეტის შესატყობად; დომინიკ ფელსენი, მეტსახელად „დოდო“ კი, მავრიკელი მაწანწალა, პარიზში მიდის. მისი მიზანიც დაკარგული ნაწილის ძიებაა, წინაპრების ქვეყანაში აჩრდილებთან შეხვედრა და მათგან რაღაც ისეთის შეტყობა, რაც სხვაგვარ შუქში დაანახებდა ამ სამყაროში საკუთარ არსებობას.

მთარგმნელი - თამარ ლომიძე
B l a c k J a c k
Джентелмен Удачи


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8661
წევრი No.: 89070
რეგისტრ.: 16-April 09

გამოგზავნილია: 20 Nov 2019, 16:12  #55504396      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ვა დიოგენეს წიგნები რა გამიხარდა biggrin.gif


--------------------
Smile man . . . God loves you . . . .

Don't want to die? Don't be born . . .

If u are walkin' through hell . . . Keep walkin' . . .

"De Woch fangt scho guat o "
ქაფქიანა
I still have a soul


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 32208
წევრი No.: 71656
რეგისტრ.: 20-October 08

გამოგზავნილია: 20 Nov 2019, 16:17  #55504423      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
MITIATO

ვერბერის ახალი წიგნი? ძალიან კარგი.


--------------------
...Came the end, the final end of Eternity
—And the beginning of Infinity.

Ceterum censeo Russio esse delendam...

We need ®US(SI)A Military Presence. © A10
senpai
хранитель слов


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 15642
წევრი No.: 107164
რეგისტრ.: 10-December 09

გამოგზავნილია: 21 Nov 2019, 16:47  #55508340      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ესეც საახალწლო სიაშია ჩასაწერი


user posted image
monogamist
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11474
წევრი No.: 61462
რეგისტრ.: 17-May 08

გამოგზავნილია: 21 Nov 2019, 19:27  #55509104      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ოო კონტრაპუნქტი უკვე მნიშვნელოვანი სიახლეა )
MITIATO
დეპრესიული ოპტიმისტი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9080
წევრი No.: 111500
რეგისტრ.: 5-February 10

გამოგზავნილია: 22 Nov 2019, 10:27  #55511207      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
user posted image

გამორჩეული კანადელი მწერლის, მაიკლ ონდააჩის რომანი „ომის წილი სინათლე“ (2018) იმ წლებზე მოგვითხრობს, რომლებიც მთავარმა გმირმა, ნათანიელმა, სიმართლის ძიებაში გაატარა. 1945 წლის ზაფხულში, ლონდონში, ორ მოზარდს მშობლებმა აცნობეს, რომ სამუშაოდ სინგაპურში მიდიოდნენ, მათ წაყვანას კი არ აპირებდნენ. ცოტა ხანში ორივეს კვალი გაქრა და თავგზააბნეული და-ძმისთვის სამყარო კიდევ უფრო იდუმალი გახდა. რა იცოდნენ მშობლებზე? როგორ უნდა ეცხოვრათ იმ უცნობების გარემოცვაში, რომლებიც მფარველებად და გზის მაჩვენებლებად გამოეცხადნენ? წლების შემდეგ ნათანიელს გამბედაობა ჰყოფნის იმისათვის, რომ წარსულის ბნელ წყალში ღრმად ჩაყვინთოს და შორეული სიმართლის მკრთალი შუქიც იხილოს.

მთარგმნელები - გია ჭუმბურიძე და ზაზა ჭილაძე
* * *
user posted image

ძალიან მალე - სერიაში დიოგენეს ბიბლიოთეკა !

ავსტრიელი მწერალი ქრისტოფ რაინსმაირი (1954) არაერთი გერმანულენოვანი თუ საერთაშორისო პრემიის ლაურეატია. მისი რომანი „უკანასკნელი სამყარო“ 1988 წელს გამოვიდა და მაშინვე დაიმსახურა როგორც ლიტერატურული კრიტიკის, ისე მკითხველის აღიარება.
წიგნში მოთხრობილია რომაელი მაქსიმუს კოტას მოგზაურობის ამბავი ქვეყნის დასალიერში - შავზღვისპირა ქალაქ ტომისში. ეს ქალაქი უკანაკნელი სამყაროს მოდელია, ადამიანური იმედების, სურვილების განადგურების ადგილი. აქ იმპერატორმა პუბლიუს ოვიდიუს ნაზონი გადაასახლა, რომელმაც, გადმოცემით, გამგზავრების წინ თავისი ცნობილი პოემა „მეტამორფოზები“ დაწვა. ტექსტში უცნაურადაა გადახლართული ძველი სამყარო, მითები, დღევანდელობა. ყველა და ყველაფერი მეტამორფოზას განიცდის: ადამიანები ცხოველებად, ქვებად გარდაიქმნებიან და ამ მეტამორფოზას ტექსტის პირველივე ფრაზა აღწერს - ფრინველების თეთრი გუნდი უცებ უზარმაზარ ქაფმოდებულ ტალღად გადაიქცევა.
„უკანასკნელი სამყარო“ ოცდაოთხ ენაზეა ნათარგმნი და პოსტმოდერნისტული ლიტერატურის მნიშვნელოვან ნიმუშად ითვლება.

მთარგმნელი - მაია ბადრიძე
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (97) « პირველი ... 95 96 [97]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0450 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]