Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > თბილისი > თბილისის გზები


Posted by: Kublicha 16 Sep 2017, 15:53
ამ მომენტისთვის მიმდინარეობს საგზაო სარემონტო და კომუნიკაციობის განახლების სამუშაოები შემდეგ ქუჩებზე:

საბურთალოს რაიონი:
- პეკინის გამზირი. "ბლექ სი გრუპი"
- ასათიანის ქუჩა. "ჯეუ გრუპი"
- ზაქარიაძის ქუჩა. "ჯეუ გრუპი"
-ფარნავაზ მეფის გამზირი.

ვაკის რაიონი:
- წყნეთი, გოგებაშვილის ქუჩა. "GWP"

მთაწმინდის რაიონი:
-ათონელის ქუჩა
-ვირსალაძის ქუჩა.

ისნის რაიონი:
-ბოჭორმის ქუჩა
-ავლიპი ზურაბაშვილის ქუჩა (ყოფილ თელავის)
-ნავთლუღის ქუჩა. "GWP"

სხვა რაიონებზე ინფორმაციას არ ვფლობ, გთხოვთ დაამატოთ.

წინა თემების ბმულები
http://forum.ge/?f=51&showtopic=34194630
http://forum.ge/?f=51&showtopic=34200106
http://forum.ge/?f=51&showtopic=34473032&st=0
https://forum.ge/?f=51&showtopic=34726491&st=0
https://forum.ge/?showtopic=34806517

Posted by: Accident 17 Sep 2017, 04:26
უფრო ქუჩებს ეხება, მაგრამ ნათელი მაგალითია ზოგადი განიკუთხაობის, ასევე საკრებულოსა და ჟურნალისტების საცოდაობის.

https://goo.gl/maps/EjgZStxtnB12
https://matsne.gov.ge/ka/document/view/3073394
https://matsne.gov.ge/ka/document/view/3663622

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «



https://imedinews.ge/ge/saqartvelo/23763/sandro-eulis-quchas-sakheli-sheetsvala
https://imedinews.ge/ge/dzalovnebi/27716/sandro-eulis-quchaze-apetqeba-mokhda


http://1tv.ge/ge/news/view/174258.html
http://1tv.ge/ge/news/view/179304.html

Posted by: emre 17 Sep 2017, 09:22
ზაფხულის სიცხეებმა სულ დაჩორთა გზები
ახალ დაგებულიც :/

Posted by: ივანიჩ 17 Sep 2017, 23:37
ავლაბარში ალბათ ისნის რაიონია ზუსტად არვიცი- წურწუმიას და კობარეთის ქუჩები... რახანია მანდაც მიდის სამუშაოები...

Posted by: donrobita 18 Sep 2017, 00:48
ლილოს გზა ძალიან ცუდადაა დაგებული რაც დააგეს. ისეთი ტალღოვანია ერთი მომენტი ვიფიქრე ძველი გზა ჯობდათქო.


Posted by: isa_da 18 Sep 2017, 17:55
QUOTE (donrobita @ 18 Sep 2017, 00:48 )
ლილოს გზა ძალიან ცუდადაა დაგებული რაც დააგეს. ისეთი ტალღოვანია ერთი მომენტი ვიფიქრე ძველი გზა ჯობდათქო.

ჩემს წინ მიმავალ მანქანას რომ ვუყურებდი სერფერივით მოძრაობდა გზაზე biggrin.gif

გზებისთვის თარაზოს მაგვარი რამე არ არსებობს დაგების დროს რომ გამოიყენონ?

Posted by: 088 18 Sep 2017, 17:58
QUOTE
QUOTE (donrobita @ 18 Sep 2017, 00:48 )
ლილოს გზა ძალიან ცუდადაა დაგებული რაც დააგეს. ისეთი ტალღოვანია ერთი მომენტი ვიფიქრე ძველი გზა ჯობდათქო.

ჩემს წინ მიმავალ მანქანას რომ ვუყურებდი სერფერივით მოძრაობდა გზაზე

გზებისთვის თარაზოს მაგვარი რამე არ არსებობს დაგების დროს რომ გამოიყენონ?


ბოლო პირიც დაგებულია?

Posted by: isa_da 18 Sep 2017, 18:00
QUOTE (088 @ 18 Sep 2017, 17:58 )
QUOTE
QUOTE (donrobita @ 18 Sep 2017, 00:48 )
ლილოს გზა ძალიან ცუდადაა დაგებული რაც დააგეს. ისეთი ტალღოვანია ერთი მომენტი ვიფიქრე ძველი გზა ჯობდათქო.

ჩემს წინ მიმავალ მანქანას რომ ვუყურებდი სერფერივით მოძრაობდა გზაზე

გზებისთვის თარაზოს მაგვარი რამე არ არსებობს დაგების დროს რომ გამოიყენონ?


ბოლო პირიც დაგებულია?

კი, ლილოდან ლოჭინის ხიდამდე ორივე პირი დაგებულია.

თუნდაც პირველი პირი იყოს, ასფალტით კი არა ხრეშით უნდა მოესწორებინათ ამხელა ტალღები რომ არ ყოფილიყო.

Posted by: ნიკა 18 Sep 2017, 21:38
QUOTE (isa_da @ 18 Sep 2017, 17:55 )
QUOTE (donrobita @ 18 Sep 2017, 00:48 )
ლილოს გზა ძალიან ცუდადაა დაგებული რაც დააგეს. ისეთი ტალღოვანია ერთი მომენტი ვიფიქრე ძველი გზა ჯობდათქო.

ჩემს წინ მიმავალ მანქანას რომ ვუყურებდი სერფერივით მოძრაობდა გზაზე biggrin.gif

გზებისთვის თარაზოს მაგვარი რამე არ არსებობს დაგების დროს რომ გამოიყენონ?

კი. გეოდეზისტი ქვია. .

Posted by: isa_da 19 Sep 2017, 17:12
QUOTE (ნიკა @ 18 Sep 2017, 21:38 )
QUOTE (isa_da @ 18 Sep 2017, 17:55 )
QUOTE (donrobita @ 18 Sep 2017, 00:48 )
ლილოს გზა ძალიან ცუდადაა დაგებული რაც დააგეს. ისეთი ტალღოვანია ერთი მომენტი ვიფიქრე ძველი გზა ჯობდათქო.

ჩემს წინ მიმავალ მანქანას რომ ვუყურებდი სერფერივით მოძრაობდა გზაზე biggrin.gif

გზებისთვის თარაზოს მაგვარი რამე არ არსებობს დაგების დროს რომ გამოიყენონ?

კი. გეოდეზისტი ქვია. .

როგორც მე არ ვიცოდი მაგის შესახებ, ისე არ ეცოდინებათ იმათ და კი არის ეხლა თვალით გასწორებული, ოღონდ ელამის გასწორებული biggrin.gif

Posted by: vatman 19 Sep 2017, 18:06
ეს გზების დახაზვა რა გახდა. ფეიქრები რამდენი ხანია რაც გააკეთეს და ისევ დაუხაზავია.
ნუ რაც დახაზეს სხვაგან ისიც არ ვარგა...

Posted by: vatman 22 Sep 2017, 09:53
დღეს დილით ეხლახან ზაჰესის ხიდთან გზა ჩავარდა კიდევ, ამჯერად ზაჰესის მხარეს შუა გზაზე კაი დიდი ორმოა
facepalm.gif

ნუ პატრულს გადაკეტილი აქვს გზა

Posted by: ნიკა 22 Sep 2017, 21:58
ბოლო ბოლო კანდელაკი ცალმხრივი რჩება? ან ტაშკენტზე რას აპირებენ? თუ ასეა გააკეთონ შესაბამისი მონიშნვები და ტაშკენტზე შემხვედრად მოსიარულეებსაც მიხედონ.



ვხუმრობ რისი მიმხედავები არიან.

Posted by: Tocadero 22 Sep 2017, 23:38
ერთი ორი აზრი მინდა აქ დავწერო

შემოვლენ მთავრობის შნირები და წაიღებენ იდეებს ხომ ვიცი და იქნებ მართლა გააკეთონ რაიცი რა ხდება

პირველი პირველ კორპუსთან ქვაფენილი რომ ადის აყარეთ და ასვალტი დააგეთ!!!!!!

რაიყო და დავით აღმეშენებელმა ანდერძში ჩაწერა კიდე 1000 წელი იყოსო??? რომელ არჩევნებზე მოიფიქრებთ მაგ უბედურების შეკეთებას????????

მეორე სანაპიროზე სულ მუდმივად საცოვი რომაა მშრალ ხიდამდე არ მისული გააფართოეთ გზა მტკვრის ხარჯზე

არაა ძნელი და რთული პროექტი

კიდე აბანოებთან რომ ადიან მანქანები და სულ საცობი რომაა გააკეთეთ გვირაბი და მანქანებმა მარტო პირდაპირ იმოძრაონ. მაგარი ეშველება მანდ მოძრაობას.!!!!!

თამარაშვილზე რომ ამოდიხარ და ვაკის პარკისკენ რომ უნდა აუხვიო შეცვალეთ ნახაზი ასვალტზე. სამივე რიგს მიეცით ახვევის საშუალება!!!! არაფერს არ აშავებს და პირიქით დარღვევების გარეშე იქნება შესაძლებელი მოძრაობის განმუხტვა!!!!!!

აეროპორტიდან ლილოსკენ ან დაააგეთ გზა ან აწარეთ ან გააუქმეთ ან ავტობანი გააკეთეთ !!! რამე ქენით უღმერთოებო. იტალიელი სტუმარი მყავდა მაგარი ტეხავს სტუმრის წაყვანა კახეთში იმ იმბეცილობის გამო რაც მანდ ხდება. სირცხვილია!!!! რა გახდა მაგის მოწესრიგება????


მაღლივიდან ჯიქიასკენ რომ ჩადის ნაკადი მაგის დაზახვა შუა ზამთარში გააკეთდა. ნახაზი 2 კვირაში აიყარა და წაიშალა. არის ისევ ანარქია. დახაზეთ ადამიანურად თუ კიდე ყინვებს ელოდებით რომ აჩერედნოი მაყუთი შევიდეს ჯიბეში????



Posted by: aimo 23 Sep 2017, 20:23
ააც ვიკითხავ ბარემ. ეს კუნძული მარადჟამს უნდა დარჩეს ვაჟაზე?

user posted image

Posted by: Accident 23 Sep 2017, 20:55
aimo
ჰკითხე მერიას ფეისბუქზე, აქ არვინ შემოდის მაქედან, ასე რომ, ვერავინ გეტყვის ზუსტ ინფორმაციას.

მანდ ვაჟა-ფშაველა—უნივერსიტეტის დამაკავშირებელი გვირაბის შახტის სამშენებლო მოედანია, რომელიც წესით დაიხურება სადგურის ამოქმედების შედმეგ.
მაგრამ რამდენ ხანში მოიხსნება, ან საერთოდ მოიხსნება თუ არა ეგ ჯებირები, მერიის გადასაწყვეტია.

Posted by: JoseeeM 26 Sep 2017, 17:57
საცობებისაგან თავის ასარიდებლად კარგი საშუალება: Google Maps ში ჩართეთ Traffic და დაინახავთ სად არის საცობები და გასვლის წინ შეარჩევთ ნაკლებად დატვირთულ გზას. მობილურზეც შესაძლებელია და კომპიუტერიდანაც.


https://www.google.ge/maps/@41.7253724,44.7842304,14z/data=!5m1!1e1


მე ძალიან მადგება.

მწვანეზე და მშვიდობიანად გევლოთ!

Posted by: ივანიჩ 26 Sep 2017, 19:01
ბარათაშვილის ხიდზე ასასვლელი ავტობუსების სტაიანკა რატოა ხოარ იცით

Posted by: Accident 26 Sep 2017, 19:28
QUOTE
ბარათაშვილის ხიდზე ასასვლელი ავტობუსების სტაიანკა რატოა ხოარ იცით

ბარათაშვილის ქუჩაზე არსებულ გაჩერებაზე ვერ ატევენ, ეტყობა. თან არ უნდათ, ხალხმა შეაწუხონ ასვლის მოთხოვნით, შესვენებისას.

Posted by: ივანიჩ 26 Sep 2017, 21:52
Accident
ყვითელ ან ლურჯ ავტობუსებზე არაა საუბარი. თეთრი დიდი ავტობუსებია თითქოს ტურისტული. ყოველ საღამოს დგანან და ერთი ზოლი უკავიათ sad.gif

Posted by: ნიკა 26 Sep 2017, 22:40
ოსმ-ზე მეტ ნაკლებად მგონი დავალაგე ახალი სქემა.
გაგარინიდან მგალობლიშვილზე ახვევა ისევ დაუშვეს bis.gif

მაგრამ იოსებიძის ამბავი მაინც ვერ გავიგე ბოლომდე. ცალმხრივია ბულაჩაურის მიმართულებით?

Posted by: Accident 26 Sep 2017, 23:27
ივანიჩ
ხო ეგ არ ვიცოდი, მე ლურჯებს ვხედავ ხოლმე ჩამწკრივებულს, ადრე ყვითლებსაც აყენებნდნენ მეორე ასასვლელზე.




Posted by: W-G1 30 Sep 2017, 22:17
საღამოსკენ, თსუს პირველი კორპუსიდან ნუცუბიძემდე წასვლა არის სრული ჯოჯოხეთი ;დ
მგზავრებით სავსე ავტობუსში დგომა, რომელიც მანქანებით გადატენილ გზას მიუყვება sad.gif

Posted by: BceOK 30 Sep 2017, 22:46
მშრალი ხიდის ტერიტორიებს როდის ამთავრებენ ? (დედა ენის ბაღს ვგულისხმობ)

Posted by: Tocadero 3 Oct 2017, 00:04
JoseeeM

კარგი და როცა სრულიად ქალაქი პარალიზებულია გინდ გუგლის რუკა გქონია და გინდ იანდექსის smile.gif

ისე გამწვავდა საცობები რომ .......

ისე ერთხელ გამომადგა

მეორეთ კი ვერა ნუ ჩემი ბრალი იყო უფრო


Posted by: Carver 4 Oct 2017, 17:44
QUOTE
ლილოს გზა ძალიან ცუდადაა დაგებული რაც დააგეს. ისეთი ტალღოვანია ერთი მომენტი ვიფიქრე ძველი გზა ჯობდათქო.

რა არის ეს? ვინ ჩაიბარა..
ეს რა გზაა, არ გამევლო არ მეცოდინებოდა მაინც..

Posted by: rommel 4 Oct 2017, 20:28
Carver
QUOTE

QUOTE
ლილოს გზა ძალიან ცუდადაა დაგებული რაც დააგეს. ისეთი ტალღოვანია ერთი მომენტი ვიფიქრე ძველი გზა ჯობდათქო.

რა არის ეს? ვინ ჩაიბარა..
ეს რა გზაა, არ გამევლო არ მეცოდინებოდა მაინც..


ეგ პირველი ფენაა. მეორე ჯერ არ დაუგიათ.

Posted by: Carver 4 Oct 2017, 22:12
rommel
QUOTE
ეგ პირველი ფენაა. მეორე ჯერ არ დაუგიათ.

ნამდვილად?

წინა გვერდზე წერია დასრულებულიაო..

იმედია სწორს ამბობ..

Posted by: Accident 4 Oct 2017, 22:26
QUOTE
ეგ პირველი ფენაა. მეორე ჯერ არ დაუგიათ.

და თუნდაც პირველი ფენა რატომ უნდა იყოს ტალღოვანი და ##ურად გაკეთებული?



სწორად თუ ვერ აკეთებენ, დახრილობა მაინც მისცენ, მაგას რაღა უნდა



Posted by: vatman 4 Oct 2017, 23:04
ახმეტელიდან შეშელიძეს მიმართულებით მარჯვენა ზოლში, შუქნიშნამდე არ მისული ასფალტი ამ წვიმების შემდეგ ისევ იშლება vis.gif

ზაჰესის ხიდთან რაც ჩაინგრა, მთლიანად ახალი ასფალტი დაუგიათ.

მარა ეხლა იტალიიდან ჩამოვედი, სადაც მანქანით დავდიოდი და იქაც არის დალატკული, ჭების გასწორებაც მანდაც არ იციან და ზოგ ადგილას ისეა დახაზული გზა როგორც ყაზბეგის და პეკინის კვეთაზე იყო რემონტამდე biggrin.gif
შუქნიშნებიც კი ჩვენი სჯობია biggrin.gif

ასე რო გზების მხრივ ძაან ტრაკში არ ვართ... ალბათ ჩვენთანაც იგივე ევროპული ტექნოლოგიით აგებენ ...

ფასიანი ავტობანები რა თქმა უნდა მშვენიერი აქვთ.

Posted by: Kublicha 4 Oct 2017, 23:35
vatman
QUOTE
ასე რო გზების მხრივ ძაან ტრაკში არ ვართ... ა

გააჩნია გზაში რას გულიხმობ.
თუ მხოლოდ სავალ ნაწილს, მაშინ ნამდვილად არ ვართ ტრაკში, განსაკუთრებით ბლექ სი გრუპის დიდი ტენდერი რომ იყო 2 წლის წინ იმის მერე ნამდვილად ვერ იტყვი რომ ცუდი გზებია ქალაქში, ყოველ შემთხვევაში მნიშვნელოვან ქუჩებზე. იტალიაში მეც ეგეთი შთაბეჭდილება დამრჩა გზებზე, განსაკუთრებით ხიდებზე გადაბმის ადგილებში

მაგრამ.
გზა არაა მხოლოდ სავალი ნაწილი. გზა არის სავალი ნაწილი+ტროტუარი.
ტროტუარებზე არის კატასტროფული მდგომარეობა.

ფიზიკურად ვერ გაივლი ფეხით.
დაუშვათ მიდიხარ ბავშვით (ეტლით), გადაბმულად 20 მეტრს ვერ გაივლი ტროტუარზე რომ არ შეგხვდეს რომელიმე მათგანი:
-ჩავარდნილი გზა
-უშველებელი ბორდიური, კიბე ან რამე საფეხური
-აყრილი ასფალტი
-უკანონოდ სახლზე ან რამე დაწესებულებაზე შეერთებული უძრავი ქონება.
-ჯიხური, ნაგვის ურნა, ავტობუსის გაჩერება, სარეკლამო აბრა ან სხვა რამე მოძრავი ქონება.
-დაპარკინგებული მანქანა (უკვე ბანალური თემაა და ყუარდღება თავიდანვე არ გავამახვილე)
-ვიღაცის გარაჟი
-დაცვის ჯიხური
-კიბეები (უკეთეს შემთხვევაში გავლადი, უარეს შემთხვევაში განადგურებული)
-იმდენად ვიწრო ტროტუარი რომ ფეხითაც ვერ გაიეტევი

ეს მცირე ჩამონათვალია.

Posted by: ივანიჩ 5 Oct 2017, 17:20
QUOTE
-ნავთლუღის ქუჩა. "GWP"

ნელნელა დასარულს უახლოვდება
ერთი ფენა ასფალტი დაგებულია

Posted by: Tocadero 5 Oct 2017, 19:54
Kublicha

ყიფშიძეზე რომ შედიხარ ზედ ტროტუარზე დგას დაცვის ჯიხური

იცავს ვიღაც ყვერს

ბავშვებს რომ გზაზე უწევთ გადასვლა ეგ არაფერი

იცავს რა ტყუილა ზის თორე იმ ყვერის გაგორება რომ მოუნდეს ვიღაცას რა ტელევიზორის მაყურებელი დაცვა შეუშლის

პარადოქსია ეს დაცვის ინსტიტუტი smile.gif

Posted by: rommel 6 Oct 2017, 10:45
Accident
QUOTE

QUOTE
ეგ პირველი ფენაა. მეორე ჯერ არ დაუგიათ.

და თუნდაც პირველი ფენა რატომ უნდა იყოს ტალღოვანი და ##ურად გაკეთებული?


გეთანხმები არ უნდა იყოს, უბრალოდ საბოლოო ფენა გააუმჯობესებს მდგომარეობას, ცოტა ხნით მაინც. გზის საფუძველი იყო ჩავარდნილი ბევრ ადგილას. ამათ მხოლოდ ზედა ფენა მოხსნეს და ახალი გადააგეს, მეორე პირზე გაასწორებენ, მაგრამ ჩავარდება ისევ უახლოეს მომავალში. მე ვამჩნევ, რომ ღლეურადაა გაკეთებული, ასე რომ უფრო უპრიანი იქნება ეს კითხვა მერიას დაუსვა.

Posted by: vatman 6 Oct 2017, 18:14
Kublicha
QUOTE
გააჩნია გზაში რას გულიხმობ.
თუ მხოლოდ სავალ ნაწილს, მაშინ ნამდვილად არ ვართ ტრაკში, განსაკუთრებით ბლექ სი გრუპის დიდი ტენდერი რომ იყო 2 წლის წინ იმის მერე ნამდვილად ვერ იტყვი რომ ცუდი გზებია ქალაქში, ყოველ შემთხვევაში მნიშვნელოვან ქუჩებზე. იტალიაში მეც ეგეთი შთაბეჭდილება დამრჩა გზებზე, განსაკუთრებით ხიდებზე გადაბმის ადგილებში

ძირითადად სავალ ნაწილს ვგულისხმობ...
ნუ დანარჩენიც ცოტ ცოტა აქვთ biggrin.gif biggrin.gif

Posted by: iraklioni 6 Oct 2017, 23:16
ბარათაშვილის ახალი რეაბილიტირებული ასფალტი რას დაემსგავსაააა...........

Posted by: vatman 10 Oct 2017, 11:49
შეშელიძეზე ბელიაშვილიდან გლდანის მიმართულებით გამყოფ გაზონთან ბორდიურები აყარეს.

Posted by: NVIDIA MAN 10 Oct 2017, 14:32
QUOTE (iraklioni @ 6 Oct 2017, 23:16 )
ბარათაშვილის ახალი რეაბილიტირებული ასფალტი რას დაემსგავსაააა...........

ორი ისეთი ჩავარდნა აქვს საკაიფოდ ურახუნებ....

ან დაეხაზათ მაინც ამ კუტუებს!

Posted by: Kublicha 10 Oct 2017, 14:35
QUOTE
შეშელიძეზე ბელიაშვილიდან გლდანის მიმართულებით გამყოფ გაზონთან ბორდიურები აყარეს.

ალბათ ნიუჯერსის აკეთებენ

Posted by: ჭოლო 14 Oct 2017, 20:01
დღეს ზურაბიშვილს ქუჩაზე აგებდნენ მეორე ფენას.
მანდ კომუნიკაციებიც სეცვალეს კაი ხანი იყო გადათხრილი.
წურწუმიაზე რა ხდება საინტერესოა.
ბოჭორმის ქუჩაზე გავირე დღეს და კაი ასფალტია დახაზეს კიდევაც

Posted by: Tocadero 15 Oct 2017, 16:13
გამოვიდა ის ### ყიფშიძეზე დვარეცი რომ დადგა და ტროტუარზე ბუტკა რომ დადგა.

სახეზე მეცნო ყოფილი მთამვრობაა მემგონი.

ვიფიქრე მოვახსენებ თქო მაგრამ აზრი არ ქონდა. ნეხვობის კოეფიციენტი 1000% ზე ეყენა.

ჩავუშვებ რაზრაბოტკაში მაგის საქმეს. ვნახოთ ვინაა wink.gif

Posted by: ნიკა 20 Oct 2017, 14:56
დაუზუსტებელი ინფორმაციით წყნეთი-სამადლოს გზა ახალ წლამდე ან იანვარში გაიხსნება. სიმართლე გითხრათ არ ვიცი ახლა რა მდგომარეობაა მაგ გზაზე.

Posted by: levan666 20 Oct 2017, 20:02
მშრალ ხიდთან როდემდე უნდა ჰქონდეთ გადათხრილი და გადაკეტილი არავინ იცით?
ამ გონებაჩლუნგებმა ახლა მეორე მხარეს ქვაფენილი აყარეს და ერთი ვიწრო ზპლო დატოვეს mad.gif რითი აზროვნებენ ხიდს ორივე მხარე რომ არ უნდა ჩაუკეტო ამდენი ხანი ვერ უნდა მიხვდნენ?

Posted by: Accident 20 Oct 2017, 21:25
QUOTE
მშრალ ხიდთან როდემდე უნდა ჰქონდეთ გადათხრილი და გადაკეტილი არავინ იცით?


არადა ძალიან მაგარია ეგ მიდამოები მანქანების გარეშე, დაჟე მიუხედავად იმისა, რომ ტრაქტორები მიმოდიან და თხრა და მტვერია.
ახლა ვხვდები, რამხელა გავლენა აქვს მანქანების მოძრაობას გარემოსა და ადამიანზე... და რატომ ცდილობენ ევროპის ქვეყნებში მოედნების საფეხმავლოდ გადაკეთებას

Posted by: ნიკა 21 Oct 2017, 22:04
დღეს ვცადე ახალდაბას მეწყერის გადაღება მუხათწყაროს მხრიდან, მაგრამ არ შანს ფაქრიურად ახლანდელი განათების პირობებში. მზე გირტყამს თვალებში sad.gif

Posted by: GEORGIA007 23 Oct 2017, 10:08
აეროპორტიდან ლოჭინის ხიდამდე გზა გაუკეთებიათ რაც დიდი სიურპრიზი აღმოჩნდა ჩემთვის up.gif კომუნისტების მერე მანდ გზა არ არსებობდა

Posted by: llevani 26 Oct 2017, 10:07
ვეფხი და მოყმესთან, ქვედა სანაპიროდან გაგარინზე ასასვლელი თითქმის სულ დაკეტილი აქვს პატრულს. არა პიკის საათებში მაინც გახსენით და გრაფიკი გამოაცხადეთ.

Posted by: Snow93 27 Oct 2017, 10:09
დარწმუნებული ვარ პირველი არ ვარ ვინც ამას წერს, მაგრამ ლაგუნა ვერესთან ლუკოილის და ვისოლის კალონკები არის სასწრაფოდ მოსაცილებელი!

სერიოზულად ამცირებს მაგ მონაკვეთის გამტარუნარიანობას

Posted by: mrpitkina 27 Oct 2017, 10:23
Snow93
მასე ნახევარი თბილისი დასანგრევია გამტარუნარიანობა რომ გაიზარდოსsmile.gif

Posted by: Snow93 27 Oct 2017, 10:51
mrpitkina
ნახევარი კი არა მთელი თბილისი ხელახლაა ასაშნებელი და ჯერ ამით დავიწყოთ biggrin.gif

Posted by: GEORGIA007 27 Oct 2017, 12:04
Snow93
QUOTE
ლაგუნა ვერესთან ლუკოილის და ვისოლის კალონკები არის სასწრაფოდ მოსაცილებელი!

ახლადარჩეული მერი დიდი ამბით გვპრირდება მაგათ მონგრევას და მაგათ ხარჯზე გზის გაფართოებას და ვნახოთ ერთი წლის თავზე თუ განახორციელებს ან თუ ემახსოვრება

Posted by: ნიკა 27 Oct 2017, 12:13
დიდ განსხვავებას ეგ არ მოგვცემს, 100-200 მეტრით წაიწევს წინ ძაბრი.

Posted by: Kotola 27 Oct 2017, 12:17
QUOTE
დიდ განსხვავებას ეგ არ მოგვცემს, 100-200 მეტრით წაიწევს წინ ძაბრი.

მაინც საჭიროა მაგის გაკეთება, გმირთა მოედნიდან დიღომის მიმართულებით მიმავალ ნაკადს მაინც გაუადვილდება გადაჭრა და ესტაკადაზე ასვლა...

Posted by: Snow93 27 Oct 2017, 12:29
Kotola
უფრო მაგიტო ვამბობ თორე ელბაქიძისკენ მიმავლები მაინც გაიჭედებიან

Posted by: GURAMI2 5 Nov 2017, 22:01
დიღმისკენ მიმავალი ესტაკადა როა ლაგუნასთან, აი ეგ გინახიათ გადატვირთული? მე არ შემხვედრია. ეგ უნდა ყოფილიყო ერთზოლიანი და ძაბრიც არ იქნებოდა ეგეთი კატასტროფული.

Posted by: Kublicha 5 Nov 2017, 22:10
GURAMI2
ერთზოლიანი კი არა ეგ უნდა ყოფილიყო მარჯვენა ზოლებში, ხოლო მარცხნიდან გაივლიდნენ და ქვეშ გაუძვრებოდნენ ორთაჭალისკენ მიმავლები.
მანდ ძაბრი კი არ ქმნის საცობს, ორი დიდი ნაკადის გადაკვეთა ქმნის, რაც აღარ იქნებოდა.
თუ ძაბრის გამოა, მაშინ რატომაა რომ ესტაკადის დასაწყისიდან ვისოლამდე აღარაა ისეთი საცობი როგორც გალფიდან ესტაკადის დასაწყისამდე?

Posted by: GURAMI2 5 Nov 2017, 22:24
Kublicha
ეგეც არი, მაშინ შეიძლება 2 ზოლიან ესტაკადას დანიშნულება დაემატოს და გალფიდან ხიდით დაუკავშირდეს ესტაკადას გალფი და ლუკოილის აღება იქნება საჭირო. გამოვა 3 ზოლი გვირაბიდან ამოსული ნაკადი რომელიც ორთაჭალისკენ მიდის შედარებით თავისუფლად შეძლებს გადასვლას.

Posted by: Kublicha 5 Nov 2017, 22:54
QUOTE
გალფიდან ხიდით დაუკავშირდეს ესტაკადას

გალფიდან ესტაკადა გაკეთდეს რომელიც არსებულ (დიღმისკენ მიმავალ) ესტაკადას შეუერთდება?

გამოსავალი კი არის, მაგრამ სიმახინჯეა და ფულის ყრა

Posted by: GURAMI2 6 Nov 2017, 14:19
სადაც ამდენი სიმახინჯეა ერთსაც აიტანს ეგ ტერიტორია.
კიდე ფრეგოსთან რო 1 ზოლიანი ესტაკადა ადის ვერ ატარებს მოძრაობას ვარაზის ხევის ასახვევში გადაჯგუფების დროს ერთიამბავია, სატვირთოს ნიშნები კი დგას მაგრამ აზრი ? თან თუნახალ გზქზე ასვლა ან ვარაზისხევზე მოხვედრა, ერთი გამოსავალია ესტაკადა ან გეპეისთან მობრუნება და ისევ ესტაკადა ან მის გვერდით გავლა. საკმაოდ ცუდი დაპროექტებულია.

Posted by: Kublicha 6 Nov 2017, 14:24
GURAMI2
QUOTE
სადაც ამდენი სიმახინჯეა ერთსაც აიტანს ეგ ტერიტორია.

მაინც გასაცალმხრივებელია სანაპიროები, ადრე თუ გვიან მოუწევთ ამის გაკეთება, ამიტომ ისედაც დასანგრევ ესტაკადებზე კიდევ დამატებითი მიშენებები და ხარჯების გაწევა არ ღირს.

Posted by: Snow93 6 Nov 2017, 14:46
QUOTE (GURAMI2 @ 6 Nov 2017, 14:19 )
სადაც ამდენი სიმახინჯეა ერთსაც აიტანს ეგ ტერიტორია.
კიდე ფრეგოსთან რო 1 ზოლიანი ესტაკადა ადის ვერ ატარებს მოძრაობას ვარაზის ხევის ასახვევში გადაჯგუფების დროს ერთიამბავია, სატვირთოს ნიშნები კი დგას მაგრამ აზრი ? თან თუნახალ გზქზე ასვლა ან ვარაზისხევზე მოხვედრა, ერთი გამოსავალია ესტაკადა ან გეპეისთან მობრუნება და ისევ ესტაკადა ან მის გვერდით გავლა. საკმაოდ ცუდი დაპროექტებულია.

+1

აი კონკრეტულად მაგ ესტაკადების დამპროექტებელია მოსაკლავი, ნახევარი მეტრით ფართო რო გაეკეთებინა ორი მანქანა ავიდოდა. ახლაც ეტევა 2 პატარა მანქანა მაგრამ საშიშია...
ცირკთანაც იგივეა

Posted by: GURAMI2 6 Nov 2017, 15:31
Kublicha
არსებულ სიტუაციაში გაცალმხრივება პრომლემას ვერ მოაგვარებს, ძალიან ცოტა ხიდია. თან არის რამდენიმე ისეთი ადგილი ეკონომიკურად ცუდი იქნება მათი გაუქმება.

Posted by: Fabian 11 Nov 2017, 11:12
დელისში ვიპოვე ბეტონის ბურჯები, რომელიც სავარაუდოთ დაუმთავრებელი ესტაკადის ნაწილია. ჰოდა კითხვა მაქვს რისთვის აშენებდნენ მანდ ესტაკადას?
user posted image

აქაა ეს ბურჯები
http://wikimapia.org/#lang=en&lat=41.731669&lon=44.745740&z=19&m=b

Posted by: TramwayMan 11 Nov 2017, 14:02
1 წლიანი პროექტები გაქვთ მოკლედ. მანქანების ნაკადი რომ მოიმატებს კიდე რას ჩაამატებთ? biggrin.gif მესამე სართულს დაადგამთ? biggrin.gif

Posted by: Kublicha 11 Nov 2017, 18:39
Fabian
QUOTE
ჰოდა კითხვა მაქვს რისთვის აშენებდნენ მანდ ესტაკადას?

კოორდინატები მანახე აბა

Posted by: Fabian 11 Nov 2017, 19:32
Kublicha
QUOTE
კოორდინატები მანახე აბა

სურათის ქვევით ვიკიმაპიის ლინკია კოორდინატით....

Posted by: Kublicha 11 Nov 2017, 19:46
QUOTE
სურათის ქვევით ვიკიმაპიის ლინკია კოორდინატით....

უი ვერ დავინახე

QUOTE
. ჰოდა კითხვა მაქვს რისთვის აშენებდნენ მანდ ესტაკადას?

სავარაუდოდ გაზაფხულის და ბუდაპეშტის ქუჩების შეერთებას ისახავდა მიზნად. ვეძისის ქვესადგურთან შეურეთდებოდა ბუდაპეშტს. ალტიტუდები კარგად ჯდება, ზუსტად ეგ ხიდი ამოავსებდა იმ ხევს, რომელსაც თავის მხრივ რაღაც მდინარის ან ნამდინარების შედეგად უნდა იყოს წარმოშობილი.

ალბათ ნუცუპლატოს ასეთ სიმაღლეებამდეზე აღშენებას არ ვარაუდობდნენ სსრკელები და შესაბამისად ინტენსიფიკაციისაა თუ მუხრან მაჭავარიანის ქუჩის არსებობაც გამოირიცხებოდა

Posted by: Nino_Gomez 11 Nov 2017, 23:59
Fabian
რა ადგილია საერთოდ ვერ მივხვდი, ზუსტად მითხრა შეგიძლია ?

Posted by: Fabian 12 Nov 2017, 20:36
Nino_Gomez
QUOTE
რა ადგილია საერთოდ ვერ მივხვდი, ზუსტად მითხრა შეგიძლია ?

სურათის ქვეშ მითითებულია კოორდინატები.

Posted by: toyota12345 17 Nov 2017, 12:03
სალამი ყველას! არ ვიცი სწორად ვპოსტავ თუ არა მაგრამ ლესია უკრაინკას ქუჩა მთაწმინდაზე რომ არის ზევიდან შეიძლება მანდ ჩამოსვლა რუსთაველისკენ? ისეთი ვიწრო ქუჩაა რო ქვევიდან ამომსვლელი და ზევიდან ჩამომსვლელი ვერ ეტევიან ერთად და ნიშანი ვერ ვიპოვე ამკრძალავი რო ზევიდან არ შიეძლება მაგრამ რაღაც მგონია რო არ უნდა შეიძლებოდეს

Posted by: Kotola 17 Nov 2017, 15:31
toyota12345
არ შეიძლება მე როგორც ვიცი, ასასვლელია მანდ მარტო...

Posted by: Kublicha 17 Nov 2017, 15:32
ორმხრივია. არ უნდა იყოს, მაგრამ ორმხრივია

Posted by: Tocadero 27 Dec 2017, 16:17
user posted image

ფოტო ფაქტი

მადლობა კახის yes.gif

Posted by: Snow93 27 Dec 2017, 16:25
Tocadero
წყნეთის ბეთანიას მონაკვეთია 13 ივნის ჩანგრეული?

Posted by: Kublicha 27 Dec 2017, 17:01
Snow93
ეგ არის ნამდვილად

Posted by: ნიკა 27 Dec 2017, 18:49
სერიოზული კედელი აუშენებიათ. .

Posted by: Tocadero 27 Dec 2017, 22:38
Snow93

ეგარის

გაზაფხულზე გავხნითო


Posted by: Delvaux 28 Dec 2017, 02:09
QUOTE (Tocadero @ 27 Dec 2017, 16:17 )
user posted image

ფოტო ფაქტი

მადლობა კახის yes.gif

ობიექტურები თუ ვიქნებით ნარმანიას დროს დაიწყო სიარპიმ ამის მშენებლობა... კახის დამსახურება ნოლია

Posted by: Tocadero 28 Dec 2017, 14:32
Delvaux

არც ნარმანიაა შუაში და არც კალაძე

გზების სამინისტრო თუ რაღაც რომ ქვია ეგ აშენებს

პოლიტოკოსებმა მარტო ლამარაკი და ქულების წერა იციან.

ამდენი ხანი რომ არ გააკეთეს ეგ გზა ეგაა ნარმანიას მინუსი

ნუ ნარმანიაზე რასაც ვფიქრობთ აღარ დავწერ smile.gif

ყველაზე ცუდი ისაა რომ ეგ ადგილი წლების მანძილზე იმეწყრებოდა

და ყველას ყველაფერი ეკიდა yes.gif

სანამ არ წამოვიდა შხუილით

მაგრამ უფრო ცუდი ისაა რომ ამდენი ხანი გავიდა და დღემდე ეკიდათ

რას აკეთებდნენ ამდენ ხანს???

ალბათ ფულებს ჭამდნენ ვითომ რაღაცას იკვლევდნენ

რამდენი წელი გავიდა???

რა იყო ეხლა მაგ მონაკვეთის აღდგენა???

ეხლა ქულებს იწერენ ნახე რა გავაკეთეთო

vik.gif vik.gif vik.gif facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif

Posted by: da_to 18 Jan 2018, 20:35
კალაძე დაიქოქა ?!

1. ქ. თბილისში, საბურთალოს რაიონში, მარშალ გელოვანის ქუჩისა და პ. სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე, ორდონიანი კვანძის მოწყობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა - 4`307`727.00 GEL

2. ქ. თბილისში, ცინცაძე-კარტოზიას ქუჩის გადაკვეთაზე სატრანსპორტო კვანძის მოწყობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა - 2`901`669.00 GEL (იმედია მიწა გამოისყიდეს, ნარმანიმაც გამოაცხადა ტენდერი, მაგრამ მერე აღმოჩდა რომ კერძო საკუთრებაზე უნდა გაევლო ესტაკადას და biggrin.gif)

3. ქ. თბილისში, კახეთის გზატკეცილის (მარცხენა) სათადარიგო ზოლის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა - 10`149`013.00 GEL

4. ქალაქ თბილისის მასშტაბით არსებულ ქუჩებზე გზების კაპიტალური შეკეთების სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა - დაახლოებით 15 000 000 GEL (რამოდენიმე ტენდერია)

Posted by: SabaGEO 18 Jan 2018, 21:21
QUOTE
გზების სამინისტრო თუ რაღაც რომ ქვია ეგ აშენებს

ესეთი რამე მართლა არსებობს? კომუნისტების დროს რომ იყო ვიცი

Posted by: Kublicha 18 Jan 2018, 21:26
QUOTE
ქ. თბილისში, ცინცაძე-კარტოზიას ქუჩის გადაკვეთაზე სატრანსპორტო კვანძის მოწყობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა - 2`901`669.00 GEL (იმედია მიწა გამოისყიდეს, ნარმანიმაც გამოაცხადა ტენდერი, მაგრამ მერე აღმოჩდა რომ კერძო საკუთრებაზე უნდა გაევლო ესტაკადას და

ამ ესტაკადის საჭიროებას ვერ ვხვდები და მომკალით. თუ რამე აფერხებს მაგ ქუჩას არის მ2ის ეზოში შემსვლელ-გამომსვლელები და არა ცინცაძის ნაკადის გადაკვეთა.


Posted by: Fabian 18 Jan 2018, 22:40
da_to
QUOTE
4. ქალაქ თბილისის მასშტაბით არსებულ ქუჩებზე გზების კაპიტალური შეკეთების სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა - დაახლოებით 15 000 000 GEL (რამოდენიმე ტენდერია)

აბა რეებია?

Posted by: brutal_88 18 Jan 2018, 23:27
ისევ ესტაკადები, ახლი გზები, პრობლემა კი უფრო და უფრო მწვავდება sad.gif

Posted by: vatman 19 Jan 2018, 10:09
QUOTE
ქ. თბილისში, საბურთალოს რაიონში, მარშალ გელოვანის ქუჩისა და პ. სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე, ორდონიანი კვანძის მოწყობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა

ისე მაინტერესებს- რანაირათ?
თავისუფალი ადგილი დარჩა მანდ საერთოდ
Kublicha
QUOTE
ამ ესტაკადის საჭიროებას ვერ ვხვდები და მომკალით. თუ რამე აფერხებს მაგ ქუჩას არის მ2ის ეზოში შემსვლელ-გამომსვლელები და არა ცინცაძის ნაკადის გადაკვეთა.

+1
ვერც მე ვხედავ მანდ აუცილებლობას.
მაგას სჯობია ბელიაშივლის და ბალანჩინის ქუჩების კვეთაზე გააკეთონ ორდონიანი კვანძი

Posted by: kwinto 19 Jan 2018, 12:41
Kublicha
QUOTE
ამ ესტაკადის საჭიროებას ვერ ვხვდები და მომკალით. თუ რამე აფერხებს მაგ ქუჩას არის მ2ის ეზოში შემსვლელ-გამომსვლელები და არა ცინცაძის ნაკადის გადაკვეთა.

ცინცაძით თუ მოდიხარ, ძალიან ცუდი გადასაკვეთია ეგ ადგილი

Posted by: ZEUS 19 Jan 2018, 19:25
QUOTE (Kublicha @ 18 Jan 2018, 21:26 )
QUOTE
ქ. თბილისში, ცინცაძე-კარტოზიას ქუჩის გადაკვეთაზე სატრანსპორტო კვანძის მოწყობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა - 2`901`669.00 GEL (იმედია მიწა გამოისყიდეს, ნარმანიმაც გამოაცხადა ტენდერი, მაგრამ მერე აღმოჩდა რომ კერძო საკუთრებაზე უნდა გაევლო ესტაკადას და

ამ ესტაკადის საჭიროებას ვერ ვხვდები და მომკალით. თუ რამე აფერხებს მაგ ქუჩას არის მ2ის ეზოში შემსვლელ-გამომსვლელები და არა ცინცაძის ნაკადის გადაკვეთა.

yes.gif მეც მაგის დასაწერად შემოვედი ახლა. თან პახოდუ ისეთი პატარა ქუჩაა, ვეჭვობ მანდ ესტაკადის აშენების შემთხვევაში უარესი შედეგი არ მივიღოთ...

Posted by: Giorgijee 19 Jan 2018, 20:47
ესტაკადა რათ უნდა, პოლიციის სამართველოდან გელოვანს არასდროს არ არი მანდ პრობლემა გავლის

ერთადერთი შემაფერხებელი შუქნიშანია ეგეც იმიტომ ტვირთავს რომ ვიწრო გზაა


Posted by: Kublicha 20 Jan 2018, 00:35
Giorgijee
QUOTE
ესტაკადა რათ უნდა, პოლიციის სამართველოდან გელოვანს არასდროს არ არი მანდ პრობლემა გავლის

ერთადერთი შემაფერხებელი შუქნიშანია ეგეც იმიტომ ტვირთავს რომ ვიწრო გზაა

არა მანდ მართლა საჭიროა. ვაშლიჯვარში 112დან იწყება ხოლმე საცობი, ხოლო მარშალ გელოვანზე ვეფხვი და მოყმიდან.

QUOTE
აგას სჯობია ბელიაშივლის და ბალანჩინის ქუჩების კვეთაზე გააკეთონ ორდონიანი კვანძი

მანდაც ისეთი არაფერი არაა, უნდა აეკრძალოს გლდანიდან მომავლებს მარცხნივ მოხვევა. მოტრიალდნენ მაკდონალდსთან.

მაგას მუშტაიდი-სანაპიროს შუქნიშანზე ჯობია.

Posted by: da_to 20 Jan 2018, 01:00
vatman
QUOTE
თავისუფალი ადგილი დარჩა მანდ საერთოდ






კიდევ ერთი სიახლე :

ქ. თბილისში, ფონიჭალის დამაკავშირებელი მიწისქვეშა გზაგამტარის მშენებლობისა და მასთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა - 2`202`883.00 GEL

როგორც ვხვდები ზემო და ქვემო ფონიჭალის დამაკავშირებელ გზა და გვირაბზეა საუბარი...

Posted by: llevani 20 Jan 2018, 02:02
ვაშლიჯვრიდან მაგ ესტაკადა სისულელეა დიდი შედეგი არ გვექნება. საჭიროა ახალი გზა თვითონ ვაშლიჯვარში რომელიც კორპუსებს აცდება და დასავლეთისკენ წავა.
ეს შენ გეგმა სადაა
* * *
პატრული მეცოდება გზაჯვარედინებისთვის უკვე შლაგბაუმებად გადაიქცნენ
უამრავი ადგილია სადაც 2 წელია მანქანები უყენიათ და უქმად არიან ამას იმერული ეზოს პოსტიც დაემატა.

Posted by: da_to 20 Jan 2018, 14:11
QUOTE
სისულელეა დიდი შედეგი არ გვექნება.


შედეგი ექნება მაგრამ არა 100%იანი .... მანდ უკვე ახალი პრობლემა იკვეთება, გელოვანზე ჩამოსვლის დროს ნაკადთან შეერთება და გადაწყობა ზოლებში ...

Posted by: Carver 20 Jan 2018, 18:00
ვაკე საბურთალოს დამაკავშირებელზე ისმის რამე?



ან ვეფხვის და მოყმის ხიდზე?



QUOTE
მანდ უკვე ახალი პრობლემა იკვეთება, გელოვანზე ჩამოსვლის დროს ნაკადთან შეერთება და გადაწყობა ზოლებში ...

ზუსტად, შანსი არაა შეერთების დროს შეფერხება არ მოხდეს + ესტაკადიდან ჩამოსვლის შემდეგ, გელოვანზე მომენტალურად უკიდურეს მარცხენა ზოლში გადასვლის მსურველებს რა გამოლევს..

Posted by: ნიკა 20 Jan 2018, 22:05
ვინმემ გაზომა ნეტა ვაშლიჯვარიდან ჩამოსული ნაკადის რამდენი % მიდის პირდაპირ და არა დიღომში? ვეჭვობ 90%-ზე მეტი. და შედეგი კი დაიწერა უკვე რაც იქნება.

Posted by: da_to 20 Jan 2018, 23:51
ქ. თბილისში, ლაგუნა-ვერეს მიმდებარე საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია-გაფართოების სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა

ამაზე რა აზრის ხართ ? უშველის რო იქაურობას, ეს გაფართოებული გზით წამოსული ნაკადი ელბაქიძის კვანძის ქვეშ გაეტევა ???




Posted by: Kublicha 21 Jan 2018, 00:34
QUOTE
უშველის რო იქაურობას

რა თქმა უნდა არა.
მეზარება თავიდან დაწერა რატომ.

Posted by: Fabian 21 Jan 2018, 00:39
ნიკა
QUOTE
ვინმემ გაზომა ნეტა ვაშლიჯვარიდან ჩამოსული ნაკადის რამდენი % მიდის პირდაპირ და არა დიღომში? ვეჭვობ 90%-ზე მეტი. და შედეგი კი დაიწერა უკვე რაც იქნება.

გლდანი არს ბოროტების სავანე...

Posted by: Niku7a 21 Jan 2018, 10:55
შუა ტრასებზე არსებულ ბენზინგასამართ სადგურებზე ამბობენ რამეს? ლაგუნას მიმდებარე არი კატასტროფა

Posted by: ZEUS 21 Jan 2018, 15:03
Carver
QUOTE
ვაკე საბურთალოს დამაკავშირებელზე ისმის რამე?

ეს გაცილებით საჭირო მგონია, ვიდრე ხინცაძის ქუჩაზე ესტაკადის გაკეთება.
როპგორც მახსოვს, თვით ნარმანიას ედო წინასაარჩევნო პროგრამაში.
* * *
QUOTE
ზუსტად, შანსი არაა შეერთების დროს შეფერხება არ მოხდეს + ესტაკადიდან ჩამოსვლის შემდეგ, გელოვანზე მომენტალურად უკიდურეს მარცხენა ზოლში გადასვლის მსურველებს რა გამოლევს..

ვეჭვობ მანდ ისეთ ადგილას ჩამოვა ესტაკადა, მომენტალურად უნდა გადახვიდე, წინააღმდეგ შემთხვევაში აცდები გვირაბს.

Posted by: Carver 21 Jan 2018, 16:24
Niku7a
QUOTE
შუა ტრასებზე არსებულ ბენზინგასამართ სადგურებზე ამბობენ რამეს? ლაგუნას მიმდებარე არი კატასტროფა

პროექტის მიხედვით ბენზ. სადგურებს აიღებენ..


ZEUS
QUOTE
ეს გაცილებით საჭირო მგონია

ზედაპირულად , მეც მაგ აზრზე ვარ, რომ გაფილტრავს საცობებს კონკრეტულ მონაკვეთში..

Posted by: Niku7a 21 Jan 2018, 19:47
Carver
QUOTE
პროექტის მიხედვით ბენზ. სადგურებს აიღებენ..

საიდ შეიძლება ვნახო პროექტი პატივცემულო? თავისი ვადებით და ა.შ.? smile.gif

Posted by: Carver 22 Jan 2018, 21:34
Niku7a
აზრზე არ ვარ, ვიდეოზე დაყრდნობით გითხარი სადგურებს აიღებენ თქო, სხვანაირად ფიზიკურად ვერ მოხერხდება სავალი ნაწილის გაფართოება..

Posted by: Kublicha 22 Jan 2018, 21:52
Niku7a
QUOTE
საიდ შეიძლება ვნახო პროექტი პატივცემულო?

ტედნერი ზუსტადაც პროექტირებაზეა ეხლა.
რომ გამოვლინდება ტენდერის გამარჯვებული მერე რაღაც ვადა ექნება და გააკეთბს პროექტს. ამის შემდეგ შევძლებთ ნახვას.
რამდენად საჯარო იქნება ეგ არ ვიცი

Posted by: Snow93 23 Jan 2018, 09:26
კალაძე ააშენებს ესტაკადას, რომელზეც ნარმანიამ 87 ხის გადარჩენის მოტივით უარი თქვა

"ცინცაძე-კარტოზიას დამაკავშირებელი ესტაკადის პროექტის შეჩერების ერთადერთი მიზეზი არის 87 ხე- მცენარის შენარჩუნება", - 2017 წლის 14 ივნისს თქვა თბილისის მაშინდელმა მერმა დავით ნარმანიამ.

ახალმა მერმა კი 87 ხის გადარჩენას საგზაო მოძრაობის განტვირთვა ამჯობინა. თბილისის მერიამ ძველ იპოდრომთან, ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების კვეთაზე ესტაკადის მოწყობაზე ტენდერი უკვე გამოცხადდა. დოკუმენტაციის მიხედვით, სამუშაოს სავარაუდო ღირებულება 2,9 მილიონი ლარია.

ესტაკადით ცინცაძის ქუჩიდან თამარაშვილის ქუჩისკენ მოძრაობა კონფლიქტური წერტილების გარეშე უნდა მოხდეს, გარდა ამისა ესტაკადის ქვეშ შეფერხებისა და საკონფლიქტო წერტილების გარეშე გაივლის ყაზბეგის ქუჩიდან იყალთოს გვირაბისკენ მიმავალი სატრანსპორტო ნაკადი.

ყოფილი იპოდრომის ტერიტორიის ჩრდილო კიდეზე გამავალი ტრასის სიგრძე
ესტაკადის ჩათვლით 245 მ-ია. აქედან ასასვლელი პანდუსი 88 მ, ესტაკადა 26 მ და
ჩამოსასვლელი პანდუსი 131 მ.


http://www.tabula.ge/ge/story/128897-kaladze-aashenebs-estakadas-romelzec-narmaniam-87-xis-gadarchenis-motivit-uari-tqva

Posted by: da_to 23 Jan 2018, 13:16
QUOTE
რომელზეც ნარმანიამ 87 ხის გადარჩენის მოტივით უარი თქვა


კაი ერთი, ესტაკადა კერძო საკუთრებაზე რომ გადიოდა და ეს ტენდერის ჩატარების მერე რომ გაიგეს ეგ არაფერი ??? biggrin.gif

Posted by: ნიკა 23 Jan 2018, 14:27
მთელი ეგ გზა ახლაც კერძო საკუთრებაზე გადის biggrin.gif

Posted by: Snow93 23 Jan 2018, 14:59
QUOTE (da_to @ 23 Jan 2018, 13:16 )
QUOTE
რომელზეც ნარმანიამ 87 ხის გადარჩენის მოტივით უარი თქვა


კაი ერთი, ესტაკადა კერძო საკუთრებაზე რომ გადიოდა და ეს ტენდერის ჩატარების მერე რომ გაიგეს ეგ არაფერი ??? biggrin.gif

ნარმიამ 87 ხის გამო რომ უარი თქვა ეგ უკვე ანეგდოტია givi.gif

Posted by: Carver 23 Jan 2018, 17:47
არც გამიკვირდება თუ ეგ სიმართლეა.. ყოველი დავარდნილი ფოთოლის გამო მანდრაჟი ჰქონდა ნარმიანას, ელისაშვილი ისე უტრაკებდა.. სამართლიანადაც აწვებოდა..

Posted by: zabzu 23 Jan 2018, 22:39
თბილისი მანქანებისა და მძღოლების ქალაქო
როდიდან იქნება ასეთი ლოზუნგი?

Posted by: Menzoorqa 24 Jan 2018, 00:37
მერვე პოლკში,პირდაპირ სამინისტროს წინ,უკვე წელიწადზე მეტია სერიოზული დიდი იამკაა,ჩავარდნილია გზა,თანაც რამდენჯერაც არ გავივლი სულ წყლითაა სავსე,არ შრება. ქვეყნის ერთი-ერთი მთავარი უწყების "საფასადე" გზაზე იამკა ვერ ამოასვსეს,და რომელიმე გზაზე მთლად მარიანას ღარი რო შემხვდეს აღარც გამიკვირდება facepalm.gif

Posted by: moonlight 28 Jan 2018, 21:06
ნიკა
QUOTE
ვინმემ გაზომა ნეტა ვაშლიჯვარიდან ჩამოსული ნაკადის რამდენი % მიდის პირდაპირ და არა დიღომში? ვეჭვობ 90%-ზე მეტი

სწორედ რომ უმრავლესობა დიღმის მხარეს მიემრთება. რამოდენიმეჯერ მაინც თუ გაივლი მაგ გზაზე, ეჭვგარეშე მიხვდებით, იოლად.

Posted by: ნიკა 28 Jan 2018, 23:28
ხო ანუ ვთანხმდებით რომ მანდ ესტაკადა მარცხენა ზოლში უნდა ჩამოვიდეს. ხოლო დანარჩენი გზა უნდა გაგანიერდეს მარჯვნივ.

Posted by: toyota12345 28 Jan 2018, 23:33
შეშელიძიდან სარაჯიშვილის ხიდზე რომ უნდა აუხვიო ოღონთ აი თემქის გამგეობის მხრიდან აი მანდ ჩავარტყი მაგარ იამკაში ფრთხილად იყავით გუშინ ღამე კიდე კაი ნელა ავდიოდი ნუ მანდ მოსახვევია სწრაფად ვერც შეხვალთ მაგრამ მაინც ფრთხილად იყავით მაგარი მურტალი იამაა შეილება ამორტიზატორი შეიწირო....... ზედ მოსახვევშია

Posted by: ML320_Blue 28 Jan 2018, 23:39
QUOTE (toyota12345 @ 28 Jan 2018, 23:33 )
შეშელიძიდან სარაჯიშვილის ხიდზე რომ უნდა აუხვიო ოღონთ აი თემქის გამგეობის მხრიდან აი მანდ ჩავარტყი მაგარ იამკაში ფრთხილად იყავით გუშინ ღამე კიდე კაი ნელა ავდიოდი ნუ მანდ მოსახვევია სწრაფად ვერც შეხვალთ მაგრამ მაინც ფრთხილად იყავით მაგარი მურტალი იამაა შეილება ამორტიზატორი შეიწირო.......  ზედ მოსახვევშია

არავინ არის, ვინც ამ ორმოებს, ჭებს და გადათხრილ და დებილურად გადაკერებულ გზებს აკონტროლებს? როგორ შეიძლება ეგეთი რამე მილიონიან ქალაქში, 21-ე საუკუნეში, ორღობე ხომ არ არის, ამის დედა ვატირე. წლობით არის ორმოები ერთი და იმავე ადგილზე, ან გაუბედურებული ჭები ან გადათხრილ-გადაკერებულები. ესენი ეტყობა დიდი რბილი პრადოებით დადიან და ჰკიდიათ.

Posted by: Didgori_3 29 Jan 2018, 01:25
თემქიდან მუხიანის გადასასვლელზეა მარიოა გაკეთებული, ერთს რო ააცილებ მერე მეორე გხვდება, მერე მესამე და რო გაძვრე მაგარი უნდა გაგივარდეს

Posted by: ZEUS 29 Jan 2018, 09:38
QUOTE
პატრული მეცოდება გზაჯვარედინებისთვის უკვე შლაგბაუმებად გადაიქცნენ
უამრავი ადგილია სადაც 2 წელია მანქანები უყენიათ და უქმად არიან ამას იმერული ეზოს პოსტიც დაემატა

მაინც არაფრის კეთება არ უნდათ სხვა და მაგაში მაინც გამოვიყეოთ ჩვენი გადახდილი გადასახადებით.

Posted by: vatman 29 Jan 2018, 10:23
toyota12345
QUOTE
შეშელიძიდან სარაჯიშვილის ხიდზე რომ უნდა აუხვიო ოღონთ აი თემქის გამგეობის მხრიდან აი მანდ ჩავარტყი მაგარ იამკაში ფრთხილად იყავით გუშინ ღამე კიდე კაი ნელა ავდიოდი ნუ მანდ მოსახვევია სწრაფად ვერც შეხვალთ მაგრამ მაინც ფრთხილად იყავით მაგარი მურტალი იამაა შეილება ამორტიზატორი შეიწირო....... ზედ მოსახვევშია

ისე მაგარი მამალი იამკა კი არის, თანაც უცბად გაჩნდა...
მაგის გამოც არის ეს დღეები ხიდების ქვეშ საცობი

Posted by: Snow93 29 Jan 2018, 11:26
QUOTE (toyota12345 @ 28 Jan 2018, 23:33 )
შეშელიძიდან სარაჯიშვილის ხიდზე რომ უნდა აუხვიო ოღონთ აი თემქის გამგეობის მხრიდან აი მანდ ჩავარტყი მაგარ იამკაში ფრთხილად იყავით გუშინ ღამე კიდე კაი ნელა ავდიოდი ნუ მანდ მოსახვევია სწრაფად ვერც შეხვალთ მაგრამ მაინც ფრთხილად იყავით მაგარი მურტალი იამაა შეილება ამორტიზატორი შეიწირო....... ზედ მოსახვევშია

გუშინ შუადღისას გავიარე კაკ რას მანდ და ძალიან ცუდადაა... რომ გინდოდეს მერე ვეღარ მოუვლი სხვა ზოლიდანვე ხო არ შეხვედი

Posted by: da_to 30 Jan 2018, 21:59
მერიამ ტენდერი გამოაცხადა სარაჯიშვილის გამზირზე მდ.გლდანულაზე არსებული ხიდების რეკონსტრუქციაზე - 10`096`327.00 GEL

ფაქტიურად ახალი ხიდები კეთდება, დამატებითი ბურჯებით და ახალი კოჭებით...

Posted by: TramwayMan 30 Jan 2018, 23:23
ქ. თბილისში, მდ. მტკვარზე ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის ხიდის რეაბილიტაციის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა. NAT180001224

1`701`193.00 GEL

Posted by: Kublicha 30 Jan 2018, 23:44
აუ ეხლა აჩიჩქნიან წლობით ვახუშტის ხიდს.
თუმცა მაგათ ალბათ დააჩქარებინებენ, მერიასთან ახლოა და შეაწუხებთ საცობი

Posted by: Snow93 31 Jan 2018, 09:29
Kublicha
ორთაჭალის ხიდი ძალიან მალე მორჩნენ და ბარათაშვილისას 2 წელი მოუნდნენ... ეტყობა ორთაჭალაშიც სამინისტორები შეწუხდა

Posted by: vatman 31 Jan 2018, 10:36
da_to
QUOTE
მერიამ ტენდერი გამოაცხადა სარაჯიშვილის გამზირზე მდ.გლდანულაზე არსებული ხიდების რეკონსტრუქციაზე - 10`096`327.00 GEL

ფაქტიურად ახალი ხიდები კეთდება, დამატებითი ბურჯებით და ახალი კოჭებით...


აქამდე მეგონა მანდ ერთი ხიდია biggrin.gif
ანუ გამოდის ხიდები ისე ააშენეს, რო ცენტრალური ხიდი უკვე ტრამვაისთვის იყო გათვალისწინებული

Posted by: ივანიჩ 31 Jan 2018, 10:54
QUOTE
მერიასთან ახლოა და შეაწუხებთ საცობი

მთელი სააკაძის მოედანის აცობია ყოველთვის და არ აწუხებთ
რაღა ხიდი შეაწუხებთ biggrin.gif

პ.ს. ამ მეტეხის გვირაბს ოდესმე რამე ეშველება/?

Posted by: Snow93 31 Jan 2018, 11:22
ივანიჩ
გაყვანილობა შეცვალეს ზაფხულში სულ ჩაკეტილი იყო და განათებასაც შეცვლიან

Posted by: da_to 31 Jan 2018, 11:28
ივანიჩ
QUOTE
პ.ს. ამ მეტეხის გვირაბს ოდესმე რამე ეშველება/?


ახლო მომავალში არა ... 1,2 მილიონიანი ტენდერი იყო კაპიტალური რეაბილიტაცია მოდერნიზაციის პროექტირებაზე და არ შედგა ...

პროექტირებაზე ამდენი რომ ჯდება (ან მეტი) რეაბილიტაცია ალბათ 10 მილიონი მაინც დაჯდება

Posted by: ივანიჩ 31 Jan 2018, 12:08
Snow93
ეხლა მგონი თელასი თხრიდა კაი ხანი, მთელ სანაპიროზე აყრილი ჰქონდათ ტროტუარი.
წყალი კიდევ მოთქრიალებს ისევ

Posted by: Snow93 31 Jan 2018, 12:16
ივანიჩ
ხო მაგაზე ვამბობ.

წყალს ნამდვილად ვერაფერი ეშველება. ფეხით მაქვს მოვლილი მთლიანად და ძალიან სერიოზული სამუშაოაებია ჩასატარებელი რომ სანიაღვრეები ჩამონტაჟდეს და აღარ წვეთავდეს გრუნტი

Posted by: ნიკა 2 Feb 2018, 18:08
ინტენსიფიკაციის წრე
https://photos.app.goo.gl/PD7slYl5agI5ajA53
* * *
ეს კი ორთაჭალჰესი
https://photos.app.goo.gl/bHMnW5YGHNotCn6l1

Posted by: ნიკა 20 Feb 2018, 12:13
რუსულ კომპანია „ნიკარემსტროის“ თბილისში ესტაკადების მშენებლობის ტენდერში დისკვალიფიკაცია მისცეს

რუსული კომპანია „ნიკარემსტროი“ თბილისში ესტაკადებს ვეღარ ააშენებს. BPN-ის ინფორმაციით, სატენდერო კომისიამ შპს "ნიკარემსტროის ფილიალი საქართველოში“ ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დაიწუნა. საქმე ეხება როგორც მარშალ გელოვანის გამზირისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელი ესტაკადის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერს, ასევე ცინცაძე-კარტოზიას ქუჩის გადაკვეთაზე სატრანსპორტო კვანძის (ესტაკადის) მოწყობის სამუშაოებზე გამოცხადებულ სახელმწიფო შესყიდვას.

ცინცაძე-კარტოზიას ქუჩის გადაკვეთაზე ესტაკადის მოწყობასთან დაკავშირებით ტენდერში წინადადებების მიღება 2018 წლის 3 თებერვალს დაიწყო და 8 თებერვალს დასრულდა. თბილისის მერიამ შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად 2 901 669 ლარი განსაზღვრა. კომპანია „ნიკარემსტროიმ“ კი ესტაკადის მშენებლობა მერიას 2 698 524 ლარად შესთავაზა.

რაც შეეხება მარშალ გელოვანისა და სარაჯიშვილის კვეთაზე ესტაკადის მშენებლობას, აქ კომპანიამ ესტაკადის მშენებლობა მერიას 4 006 186 ლარად შესთავაზა, თითქმის 300 ათასი ლარით ნაკლებად, ვიდრე მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ პირობებში იყო მითითებული. მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში აღნიშნული ესტაკადის მშენებლობის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 4 307 727 ლარს შეადგენდა.

თუმცა ორივე შემთხვევაში „ნიკარემსტროის“ ტექნიკური დოკუმენტაციის გამო ტენდერში დისკვალიფიკაცია მისცეს.

მარშალ გელოვანის ქუჩისა და სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე ესტაკადის მშენებლობაზე „ნიკარემსტროის“ კონკურენტი კომპანია „ენსისია“, მან მერიას მშენებლობა 4 177 999 ლარად შესთავაზა. ცინცაძე-კარტოზიას ქუჩის გადაკვეთაზე ესტაკადის მოწყობის ტენდერში კი „ნიკარემსტროის“ კონკურენტი შპს Construction Service-ია, მის მიერ შეთავაზებული თანხა 2 699 060 ლარს შეადგენს.

http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/479172-rusul-kompania-nikaremstrois-thbilisshi-estakadebis-msheneblobis-tendershi-diskvalifikacia-misces.html

Posted by: Snow93 20 Feb 2018, 14:15
QUOTE (ნიკა @ 2 Feb 2018, 18:08 )
ინტენსიფიკაციის წრე
https://photos.app.goo.gl/PD7slYl5agI5ajA53
* * *
ეს კი ორთაჭალჰესი
https://photos.app.goo.gl/bHMnW5YGHNotCn6l1

jump.gif jump.gif jump.gif
ვა ვა, მეორეზე ჩემი სახლი ძაან ახლოსაა და კიდევ ერთი კარგი ობიექტი მოჩანს givi.gif

Posted by: vatman 26 Feb 2018, 12:34
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/480183-vakelisa-da-tciladzis-quchebze-modzraobis-sqemebi-satesto-rezhimshi-sheicvala.html

ვაკელისა და ჭილაძის ქუჩებზე მოძრაობის სქემები სატესტო რეჟიმში შეიცვალა
12:03 26-02-2018

ვაკელისა და ჭილაძის ქუჩებზე მოძრაობის სქემები სატესტო რეჟიმში შეიცვალა ვაჟა-ფშაველას გამზირისა და იონა ვაკელის ქუჩის გადაკვეთაზე ნაკადების განმუხტვისთვის, იონა ვაკელისა და ჭილაძის ქუჩებზე მოძრაობის სქემები სატესტო რეჟიმში შეიცვალა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს, ვაკელის ქუჩაზე ორმხრივად მოძრავი ტრანსპორტი ვაჟა-ფშაველას გამზირის გადაკვეთაზე გროვდებოდა, რაც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე საცობისა და ავტოავარიების საფრთხეს ქმნიდა.
პრობლემის გადასაჭრელად, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა ვაკელის ქუჩა ვაჟა-ფშაველას გამზირიდან ყაზბეგის გამზირის მიმართულებით გააცალმხრივა, თუმცა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ორმხრივი მოძრაობის რეჟიმი შენარჩუნდა. ამიტომ, ყაზბეგიდან ვაჟა-ფშაველას გამზირისა და ფანჯიკიძის ქუჩისკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ე.წ. ბასლეინი დახაზა. ასევე, გაკეთდა შესაბამისი საგზაო მონიშვნებიც.
აღნიშნული ცვლილებიდან გამომდინარე, ყაზბეგის გამზირიდან ვაჟა-ფშაველას გამზირამდე, იონა ვაკელის ქუჩის პარალელური - ოთარ ჭილაძის ქუჩის მონაკვეთიც გაცალმხრივდა.
აღსანიშნავია, რომ ადრე ჭილაძის ქუჩაზე მოძრავ ტრანსპორტს ვაჟა-ფშაველას გამზირის გადაჭრა ეკრძალებოდა. მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა ვაჟა-ფშაველასა და ჭილაძის გადაკვეთაზე არსებულ გზაჯვარედინზე შუქნიშნები განათავსა. ამგვარად, ყაზბეგიდან ვაჟა-ფშაველას გამზირის, ნუცუბიძისა და ფანჯიკიძის ქუჩებისკენ გადაადგილება მნიშვნელოვნად გამარტივდა.
თბილისის მერია ავტომფლობელებს ურჩევს, ნუცუბიძის ქუჩიდან სააკაძის მოედანზე მოსახვედრად, იონა ვაკელის ქუჩის, ყაზბეგისა და პეკინის გამზირებით, ასევე, კოსტავას ქუჩით ისარგებლონ.

Posted by: ნიკა 26 Feb 2018, 14:14
დიდი ქაოსი კი იყო გუშინ ამის გამო. ტანძიის ქუჩიდან ამომავალი მანქანები ყაზბეგის გადაკვეთას ცდილობდნენ და პირდაპირ ვაჟაზე გასვლას. წინ კი ახლიდან დახაზული ვაკელის ქუჩა ხვდებოდათ. დღეს რა იქნება ვნახოთ.

პ.ს. ისე "სატესტო"-ს კი ეძახიან და კანდელაკისგან განსხვავებით ზოლები ლამაზად გახაზეს. კანდელაკზე დღემდე არ შეუცვლიანთ ზოლები თუმცა მგონი მალე 1 წელი შესრულდება რაც ცალმხრივია.

Posted by: Fabian 26 Feb 2018, 22:00
ნიკა
QUOTE
დიდი ქაოსი კი იყო გუშინ ამის გამო.

ნეტა ჩემი ცნობისმოყვარეობის გამო ხომ არ მოხდა biggrin.gif შევნიშნე ახალი ნიშნები, რომელიც ცელოფნებით იყო დაფარული, სულ ავაძრე, მაინტერესებდა თუ რა იყო biggrin.gif

Posted by: GEORGEXIII 26 Feb 2018, 22:25
დედა აღარ ყავს გლდანში გზებს დღეს გავედი მანქანით თან სპორტული პადვესკით არის და რომ ატეხა რახა-რუხი იცოცხლე კი დავლოცე მთელი მერიის შემადგენლობა.

Posted by: Snow93 27 Feb 2018, 09:05
GEORGEXIII
გლდანში კი არა მთელ ქალაქში მასეა უკვე, სადაც კანალიზაციის თავსახურებია ყველგან 2 მეტრიანი დირკაა ჩასარტყმელი.

Posted by: darlan 27 Feb 2018, 13:52
QUOTE
ვაკელისა და ჭილაძის ქუჩებზე მოძრაობის სქემები სატესტო რეჟიმში შეიცვალა


რა წყნარი ქუჩა იყო ჭილაძის ქუჩა, ახლა მასაც გააპახაბნებენ ისევე როგორც მთელი საბურთალოა

Posted by: ნიკა 27 Feb 2018, 14:56
გუშინ მომეჩვენა თითქოს ტაშკენტზე, ზევიდან რომ ჩადიხარ კანდელაკიდან, შესვლის ამკრძალავი ნიშანი არაა. პრინციპში არც არავინ უყურებდა მაგ ნიშანს, ვაჟა ფშაველამდა დაჯლიგინებდნენ მანქანები. მანდ რო კამერა დაეყენებინათ ალბათ გორის რადარის რეკორდს მოხსნიდა ჯარიმების რაოდენობით.

Posted by: llevani 28 Feb 2018, 02:25
მგონი ყველა ჭა ბრახუნებს ქალაქში. ფეიქრებზე ამბობენ ჭის გარშემო ორმო გაჩნდა.

Posted by: ნიკა 28 Feb 2018, 13:05
კიდევ ერთი სიახლეა. ტაშკენტის ქუჩა ისევ გაორმხრივდა კანდელაკსა და ბუდაპეშტს შორის. ბუდაპეშისა და ვაჯას შორის ისევ ცალმხრივია.
სავარაუდოდ მაგით ცდილობენ ებრძოლონ შარტავადან ჟვანიას მოედანზე მარცხნივ დარღვევით შემხვევ მანქანებს. ეგ ნაკადი ახლა ტაშკენტით ჩავა ბუდაპეშტზე და მერე ბუდაპეშტით გავა გამსახურდიას გამზირზე.


Posted by: da_to 1 Mar 2018, 10:49
ბარათაშვილის ხიდის ქვეშ, დღეს დილით დიდი გაბარიტების მქონე ავტომობილი გაიჭედა. თვითმხილველების თქმით, ბარათაშვილის ხიდი დაზიანებულია.

ცნობისთვის, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც აღნიშნულ ადგილას დიდი გაბარიტების ავტომობილები გასვლას ვერ ახერხებენ და სატვირთო ავტომობილების გაჭედვის არაერთი ფაქტი დაფიქსირებულა.

ამის მიზეზად კი ზოგიერთი ექსპერტის მხრიდან ხიდის რეაბილიტაციის შემდეგ სავალ გზასა და ხიდს შორის მანძილის შემცირერბა სახელდება.

https://bpn.ge/finansebi/43138-ra-khdeba-am-tsuthebshi-barathashvilis-khidis-qvesh-sadac-specteqnika-gaitceda.html?lang=ka-GE


მე როგორც ვიცი, პირიქით გაიზარდა მანძილი, გზის დონე დაწიეს ....

Posted by: ივანიჩ 1 Mar 2018, 15:33
QUOTE
ბარათაშვილის ხიდის ქვეშ, დღეს დილით დიდი გაბარიტების მქონე ავტომობილი გაიჭედა

გახსნი საიტს კაცი და მიხვდები, რომ ჟურნალისტი საერთოდ ტყემალზეა,
ვერ ერკვევა რა არის ავტომობილი, რა არის სატვირთო ავტომობილი და რა არის ტვირთი. გაბარიტების აღქმაშიც ეტყობა პრობლემები აქვს biggrin.gif

Posted by: ML320_Blue 2 Mar 2018, 01:29
QUOTE (ნიკა @ 27 Feb 2018, 14:56 )
გუშინ მომეჩვენა თითქოს ტაშკენტზე, ზევიდან რომ ჩადიხარ კანდელაკიდან, შესვლის ამკრძალავი ნიშანი არაა. პრინციპში არც არავინ უყურებდა მაგ ნიშანს, ვაჟა ფშაველამდა დაჯლიგინებდნენ მანქანები. მანდ რო კამერა დაეყენებინათ ალბათ გორის რადარის რეკორდს მოხსნიდა ჯარიმების რაოდენობით.

მანდ დამაჯარიმა პატრულმა ორიოდე თვის წინ, ასე ღამის სამი საათი იქნებოდა, ვერ დავინახე ის კირპიჩი (მაშინ ეხატა), გზის მონიშვნას ვუყურებდი, 50 ლარი გამომიწერა. :დ

Posted by: Kublicha 2 Mar 2018, 15:22
ნიკა
QUOTE
სავარაუდოდ მაგით ცდილობენ ებრძოლონ შარტავადან ჟვანიას მოედანზე მარცხნივ დარღვევით შემხვევ მანქანებს

QUOTE
დარღვევით

QUOTE
დარღვევით

QUOTE
დარღვევით

QUOTE
დარღვევით

არ გეკადრებათ ბატონო ნიკა.
არაა ეგ დარღვევა, შარატავაზე ის საგზაო ნიშანი მოქმედებს ხეივნის ერთ მხარესზე. ხეივნის მეორე მხარე (პოლიციასთან) შესვლას არაფერი გიკრძალავ, რადგან ხეივნის შუაში ნიშანი არ დგას.
როცა გზას შუაში აქვს გამყოფი ხეივანი, ის აღიქმება როგორც ორი გზაჯვარედინი. პირველ გზაჯვარედინზე ცხადია ნიშანი დგას რათა ვიღაცა პროწივზე არ შევიდეს პეკინზე კაზინოსთან, ხოლო მეორე გზაჯვარედინზე არანაირი ნიშანი არ დგას რაც გაძლევს უფლებას სადაც გინდა წახვიდე, მათ შორის პეკინზეც პოლიციასთან.

ისევე როგორც ყაზბეგიდან (ქავთარაძის მხრიდან) დელისთან ახვევას არაფერი არ გიკრძალავს. ისევე როგორც ვარკეთილდან მოსკოვის გამზირზე შესვლას არაფერი გიკრძალავს.

da_to
QUOTE
მე როგორც ვიცი, პირიქით გაიზარდა მანძილი, გზის დონე დაწიეს ....

მარცხენა სანაპიროზე დაწიეს, ეგ კიდე მარჯვენაზე მოხდა

Posted by: vatman 2 Mar 2018, 18:12
QUOTE
ისევე როგორც ყაზბეგიდან (ქავთარაძის მხრიდან) დელისთან ახვევას არაფერი არ გიკრძალავს.

აი მანდ თუ არ ვცდები შეხვევის აკრძალვის ნიშანი დგას smile.gif

Posted by: Kublicha 2 Mar 2018, 20:41
QUOTE
აი მანდ თუ არ ვცდები შეხვევის აკრძალვის ნიშანი დგას

დგას ნიშანი "პირდაპირ და მარჯვნივ", ოღონდ ეგ ეხება თამარაშვილის ცალ მიმართულებას. ხეივნის იქით არ დგას. ან თუ დგას, დგას ნებადამრთველი (პირდაპირ და მარცხნიხ)

აი თამარაშვილიდან ყაზბეგისკენ წასვლა (ვაჟადან რომ ჩმოდიხარ) ნამდვილად აკრძალულია

Posted by: ნიკა 2 Mar 2018, 21:42
Kublicha
ვაღიარებ რომ მასე დეტალურად არ განმიხილავს ნიშნების განლაგება wink.gif

Posted by: Fabian 2 Mar 2018, 23:06
ისე მაგრა სულელურად არის დაპროექტებული საბურთალოს ქუჩები.
რატომ მაინცდამაინც პეკინიდან უნდა იწყებოდეს ვაჟა, პავლოვი და მიცკევიჩი, ეს ბოლო უაზროდ იწყება და უაზროდაც მთავრდება, არადა ერთი შეხედვით ისეთი განიერია, რომ დაუმთავრელობის შთაბეჭდილებას ტოვებს.

Posted by: Fabian 4 Mar 2018, 21:30
user posted image

დღეს ვეფხვი და მოყმესთან საცობში დგომისას მომივიდა ეს აზრი.
მოკლედ გაგარინი - გელოვანის ნაკადი გადის გვირაბში(მწვანე ისარი)
ბაქრაძის სანაპირო - გაგარინი ესტაკადით(ყვითელი ისარი)
წითელი ისრებით აღნიშნულია, ის რაც რჩება არსებული მდგომარეობით.

ვიღებ ნებისმიერი სახის კრიტიკას, რადგან ეს აზრი ესე უცბად მომივიდა და არ მიფიქრია დიდათ.

Posted by: toyota12345 4 Mar 2018, 21:39
პავლოვიდან აკრძალეს ახვევა ვაჟასკენ რამოდენიმე დღეა რესპუბლიკურთან რომ არის შუქნიშანი და ნახირი მაინც ადის ნიშანს არავინ არ უყურებს და უმეტესობა ქალი არის აი დღეს ვაკვირდებოდი 10 მანქანიდან 8 ქალი მძღოლი იყო რომელიც დარღვევით იდგა ზოლში.

დააყენეს ერთი საწყალი ეკიპაჟი გოგო იყო პოლიციელი ერთერთი და კაროჩე ეძახის რაციაში მიცკევიჩიდან გამომსვლელებს რომ მარჯვნივ იმოძრავეთო არავინ არ უგდებდა ყურს მაინც აგრძელებდნენ პირდაპირ მოძრაობას ის კიდევ მაინც ყვიროდა რუპორში მაგრამ ხო გაგიგიათ გამოთქმა ძაღლის ადგილასაც არ ჩააგდესო აი მასე იყო დღეს შუადღისით......

და მერე რამეს რო ეტყვი ამ ქალ მძღოლებს გამოგიხტება და ქალთმოძულე ხარო ამათ წესების დაცვა მარტო პავაროტნიკის ჩართვა და ნელა სიარული გონიათ...........

Posted by: Kublicha 4 Mar 2018, 23:39
Fabian
QUOTE
დღეს ვეფხვი და მოყმესთან საცობში დგომისას მომივიდა ეს აზრი.
მოკლედ გაგარინი - გელოვანის ნაკადი გადის გვირაბში(მწვანე ისარი)
ბაქრაძის სანაპირო - გაგარინი ესტაკადით(ყვითელი ისარი)
წითელი ისრებით აღნიშნულია, ის რაც რჩება არსებული მდგომარეობით.

ვიღებ ნებისმიერი სახის კრიტიკას, რადგან ეს აზრი ესე უცბად მომივიდა და არ მიფიქრია დიდათ.

მგონი ეგრეც არის ნარმანიას დაქენსელებულ პროექტში

Posted by: Fabian 5 Mar 2018, 00:01
Kublicha
QUOTE
მგონი ეგრეც არის ნარმანიას დაქენსელებულ პროექტში

მართლა?! biggrin.gif არც ვიცოდი, პლაგიატი გამომივიდა biggrin.gif

გაქვს მაგაზე რაიმე ინფო, ან ლინკი?

Posted by: Kublicha 5 Mar 2018, 00:20
QUOTE
გაქვს მაგაზე რაიმე ინფო, ან ლინკი?


Posted by: Sultan-A 6 Mar 2018, 10:17

2015 წლის 13 ივნისს მომხდარი სტიქიის დროს დაზიანებული წყნეთი-ბეთანიის საავტომობილო გზის გახსნის სავარაუდო თარიღი ცნობილია.

როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ პროექტის განმახორციელებელი კომპანიის „კავკაზუს როუდ პროჯექტის“ ხელმძღვანელმა პაატა ტრაპაიძემ განუცხადა, პროექტის დასრულება 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს იგეგმებოდა, თუმცა რეაბილიტირებული გზა 13 ივნისს გაიხსნება.

„პროექტს ახალი მისასვლელი გზების რეაბილიტაცია დაემატა. წყნეთიდან სტიქიის ადგილამდე მონაკვეთის რეაბილიტაციაზე ტენდერი ჩატარდა და აღნიშნული მონაკვეთიც კეთდება. კოჯორი-ბეთანიის შემაერთებელ გზამდე სრული რეაბილიტაცია ხორციელდება. ჩემი ინფორმაციით, ივნისის დასაწყისში, სავარაუდოდ, 13 ივნისს გაიხსნება“, - აღნიშნავს ტრაპაიძე.

https://bpn.ge/ekonomika/43278-13-ivnisis-stiqiis-dros-dazianebuli-tsynethi-bethaniis-gzis-gakhsnis-tharighi-cnobilia.html?lang=ka-GE
https://crp.ge/?galleryItem=24

Posted by: ნიკა 6 Mar 2018, 10:20
wow.gif wow.gif wow.gif wow.gif wow.gif .

Posted by: Kublicha 6 Mar 2018, 14:45
QUOTE
როექტს ახალი მისასვლელი გზების რეაბილიტაცია დაემატა. წყნეთიდან სტიქიის ადგილამდე მონაკვეთის რეაბილიტაციაზე ტენდერი ჩატარდა

ახალი მეწყერია მანდ. კიდევ ერთი მონაკვეთი ჩაინგრა, ბაქსვუდის სკოლიდან რამდენიმე მეტრში. მაგასაც ალბათ იგივე ტექნოლოგიით გააკეთებენ (ფრანგული კედლით)

Posted by: Fabian 6 Mar 2018, 20:52
Kublicha
მე ცოტა სხვანაირი პროექტი მოვხაზე, მარა ამასაც არაუშავს, ერთადერთი მანდ ხიდის და ლისზე ახალი გზის წინააღმდეგი ვარ...

Posted by: Kublicha 6 Mar 2018, 22:10
QUOTE
ერთადერთი მანდ ხიდის და ლისზე ახალი გზის წინააღმდეგი ვარ...

ხიდის არა და ლისზე ასასვლელი გზის მეც წინააღმდეგი ვარ

Posted by: Fabian 6 Mar 2018, 22:37
Kublicha
QUOTE
ხიდის არა და ლისზე ასასვლელი გზის მეც წინააღმდეგი ვარ

სახიდე ადგილი მეგულება ოდნავ ზევით, თორნიკე ერისთავის ქუჩის ხაზზე.

Posted by: citroen999 7 Mar 2018, 13:32
მეგობრებო სავანენის ქ რომელია სოლოლაკში? ან ეხლა რა ქვია მემგონი ძველი დასახელებაა

Posted by: Niku7a 7 Mar 2018, 13:58
შემთხვევით ხომ არ იცით ზედაზნის მონასტრისკენ მისასვლელი გზის რეაბილიტაცია როდიდან იწყება?



OFFTOPIC:
თბილისთანაა, მალე მაგასაც მოგვაერთებენ tongue.gif




Posted by: rommel 7 Mar 2018, 14:02
ასეთი უუნარო ხალხის მნახველი არ ვარ. აეროპორტის ხიდებიდან ლოჭინამდე მონაკვეთის ნახევარი დააგეს და ნახევარი მიაგდეს ისე. ეს დაგებული მონაკვეთიც ვერ დაუხაზიათ აგერ უკვე 3 თვეა. დღეს საბურავი გავგლიჯე ისეთ ორმოში ჩავვარდი sad.gif მერია თქვენს დედებს ...

Posted by: donrobita 7 Mar 2018, 14:35
QUOTE (rommel @ 7 Mar 2018, 14:02 )
ასეთი უუნარო ხალხის მნახველი არ ვარ. აეროპორტის ხიდებიდან ლოჭინამდე მონაკვეთის ნახევარი დააგეს და ნახევარი მიაგდეს ისე. ეს დაგებული მონაკვეთიც ვერ დაუხაზიათ აგერ უკვე 3 თვეა. დღეს საბურავი გავგლიჯე ისეთ ორმოში ჩავვარდი sad.gif მერია თქვენს დედებს ...

თუ ის ორმოა რომელშიც მეც ჩავვარდი მაშინ ოო

კახეთის მიმართულებით რო მიდიხარ ღამე არ ჩანს და რო ჩავარტყი მეგონა მოძვრა მთლიანად დისკიანად.

ვინცხამ შეჭამა მანდ საკაიფო ფული და მოტყდა

Posted by: ივანიჩ 7 Mar 2018, 16:24
ეგ მეორეხარისხოვანი გზა (გაკეთებულიც და გასაკეთებელიც) თავიდანაა გასაკეთებელი!

Posted by: rommel 7 Mar 2018, 20:24
donrobita
QUOTE
კახეთის მიმართულებით რო მიდიხარ ღამე არ ჩანს და რო ჩავარტყი მეგონა მოძვრა მთლიანად დისკიანად.


მგონი ეგ არის smile.gif



ივანიჩ
მეორეხარისხოვანი რატომაა?

Posted by: Tocadero 8 Mar 2018, 20:15
დღეს ახალი ლუქი ვნახე ვერაზე. რაღაც ლამაზი იყო ასე მოვკარი თვალი და თესლურად იყო ჩასმული.

კალაძე ბჟუტურებდა რაღაცას ლუკებზე.

ეხლა ყველა ლუკი რომ მოხოდინ და გაასწორონ ტიფლისის ცენტრში მაინც და ცენტრალურ გზებზე ძააან მაგარი იქნება.

გვირავი რომაა მეტეხის ხიდთან აი მაგაშია იმენა მკვლელი ლუკები. ნაცების ნამამაძაღლარი. ან ვინ ჩაიბარა ან მიხომ რატო ვერ შეამჩნია. იმენა 10 სანტიმეტრითაა ჩაწეულები.

ვინმე შემოვიდეს და წაიკითხოს კაი იქნება.ბ

Posted by: ივანიჩ 9 Mar 2018, 23:52
ნუ ცენტრალური რომ არაა ის ვიგულისხმე

Posted by: ნიკა 14 Mar 2018, 16:22
ამის გარდა ტაშკენტი უკვე ვაჟამდე გააორმხრივეს, ანუ ძველი სქემა აღდგა მანდ.

Posted by: akkai 15 Mar 2018, 12:15
ლაგუნა ვერესთან“ გზის გაფართოების პროექტზე კომპანია „ხალი“ იმუშავებს. თბილისის მერიის ტენდერში მხოლოდ ეს კომპანია მონაწილეობდა და გამარჯვებულიც გახდა.

კომპანიამ გზის ამ მონაკვეთზე სრულყოფილი საველე მოკვლევით სამუშაოები უნდა ჩაატაროს და რეკონსტრუქცია-გაფართოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია შეადგინოს.

პროექტში გათვალისწინებული უნდა იყოს ტროტუარების კეთილმოწყობა, გამწვანება და ველობილიკის მოწყობაც. ასევე უნდა დაიგეგმოს გზის საფარიდან წყლის აცილების ღონისძიებებიც.

ლაგუნა ვერესთან გზის გაფართოების გადაწყვეტილება ქალაქის მთავრობამ იანვარში, ამ მონაკვეთზე საცობების გამო მიიღო. მაშინ მერიაში მხოლოდ ის განმარტეს, რომ გზის გაფართოება თავად ლაგუნა-ვერეს ხარჯზე არ მოხდებოდა.

,,ხალი“ პროექტის შედგენისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 53 ათას 985 ლარს მიიღებს.

https://imedinews.ge/ge/ekonomika/52827/laguna-verestan-gzis-gapartoebis-proeqtistvis-kompania-meriisgan-53985-lars-miigebs


კალონკები როა იმას აიღებენ ვითომ?

აბა სხვა ვერ ვხვდები რა შეილება გაკეთდეს

Posted by: Snow93 15 Mar 2018, 13:24
QUOTE (akkai @ 15 Mar 2018, 12:15 )


კალონკები როა იმას აიღებენ ვითომ?

აბა სხვა ვერ ვხვდები რა შეილება გაკეთდეს

წესით კი, ერთერთი წინასაარჩევნო დაპირება კალაძესი ეგ იყო

Posted by: Tocadero 16 Mar 2018, 10:48
კალამ ლუკების გასწორების პროექტი დაიწყო. მაგრამ ###ები აკეთებენ ისევ და ისევ. რუსთაველზე ნახევარი ქუჩა გადათხარეს ერთი ლუკის გამო

Posted by: რაგნარი 19 Mar 2018, 06:45
ჩუბინაშვილზე პურის ქარხანასთან როდისმე გააკეთებენ გზას? ხუთი მთავრობა და ფორმაცია გამოირა მაგ გზამ, მაგრამ ისევ ისეა, როგორც ჩემი დაბადებისას...

Posted by: PAINKILLER 19 Mar 2018, 10:15
QUOTE (ნიკა @ 14 Mar 2018, 16:22 )
ამის გარდა ტაშკენტი უკვე ვაჟამდე გააორმხრივეს, ანუ ძველი სქემა აღდგა მანდ.

მოიცა, იოსებიძე მთლიანად გააცალმხრივეს?? აბა ბუდაპეშტიდან ვეღარ გავალ სააკაძის მოედანზე?

Posted by: ნიკა 19 Mar 2018, 18:03
QUOTE
მოიცა, იოსებიძე მთლიანად გააცალმხრივეს?? აბა ბუდაპეშტიდან ვეღარ გავალ სააკაძის მოედანზე?

ისე მე ვიცოდი რო აქამდეც ცალმხრივი იყო და ყველა დარღვევით დადიოდა მაგ ქუჩაზე.

Posted by: zazamos 19 Mar 2018, 18:40
ნიკა
QUOTE
ისე მე ვიცოდი რო აქამდეც ცალმხრივი იყო

არა, გამჭოლი მოძრაობა იყო აკრძალული გაგარინის / ბუდაპეშტის მხრიდან, ცარიელი რგოლის ნიშანი იდგა. ნუ რა თქმა უნდა, არავინ იცავდა. თუმცა მაგ მიმართულებით გაცილებით მეტი მანქანა მოძრაობდა ყოველდღიურად, ვიდრე ბულაჩაურიდან, და ჩემი აზრით, თუ გაცალმხრივებაა, აქედან უნდა გაეცალმხრივებინათ. პლიუს შუქნიშანი დაედგათ ბულაჩაურზე. ახლა ნუცუბიძიდან / ბუდაპეშტიდან სააკაძეზე მოხვედრა მხოლოდ პეკინის გავლით იქნება შესაძლებელი.
* * *
Fabian
QUOTE
ვიღებ ნებისმიერი სახის კრიტიკას, რადგან ეს აზრი ესე უცბად მომივიდა და არ მიფიქრია დიდათ.

ესტაკადა უნდა იყოს ჩამომსვლელი, და არა ამსვლელი. ასე უკუღმა გაკეთდა გმირთა მოედანი და ამდენი ესტაკადის მიუხედავად საცობებს ვერ ავუდივართ. ამიტომ ჯობს გაგარინი - გელოვანის ნაკადი ესტაკადით, და ბაქრაძის სანაპირო - გაგარინი გვირაბით. ჩემი სუბიექტური აზრია smile.gif. smile.gif

Posted by: ნიკა 19 Mar 2018, 18:51
QUOTE
ახლა ნუცუბიძიდან / ბუდაპეშტიდან სააკაძეზე მოხვედრა მხოლოდ პეკინის გავლით იქნება შესაძლებელი.

მე ისედაც ეგრე დავდიოდი. მაგ ქუჩებზე წესის დარღვევის გარდა მუდმივად საცბი იქნებოდა. ვფიქრობ ახლა ბუდაპეშტის დაისვენებს ცოტა.

Posted by: zazamos 19 Mar 2018, 19:02
მეც რესპუბლიკურთან ჩავდივარ ყოველთვის სააკაძეზე მოსახვედრად. ახლა ნაკადი ისევ ყაზბეგი-პეკინის კუთხეს დააწვება smile.gif.

Posted by: ნიკა 19 Mar 2018, 20:15
ისე ლოგიკურად სააკაძის მოედანზე ახლა შარტავადან მანქანები ხომ აღარ შევა. შესაბამისად მანდ მხოლოდ ერთი შუქნიშანის საჭიროება რჩება, ვახუშტიდან ამომსვლელი ნაკადისა და შარტავაზე მოძრავის კვეთაზე.

Posted by: Kublicha 19 Mar 2018, 21:43
QUOTE
ვახუშტიდან ამომსვლელი ნაკადისა და შარტავაზე მოძრავის კვეთაზე.

საბურთალოს ქუჩის შესართავთანაც საჭიროა ოღონდ მანდ ჩვეულებრივი აღარ უნდა, მარტო gps bus შუქნიშანი.

არ ვიცი აყენია თუ არა ეგეთი, მაგრამ პეკინის გაცალმხრივების პროექტში ეგრე იყო. ჩემი თვალით მაქვს ნანახი მერიაში სქემაზე.

Posted by: Snow93 20 Mar 2018, 09:09
ბოლო 2 კვირაა რატომღაც ძალიან მოიმატა საცობებმა, ალბათ გაზაფხულის ბრალია, პეკინიდან 5 საათიდან მოყოლებული როცა არ უნდა გამოვიდე ისნამდე ყველა ქუჩა გადაჭედილია... 8ზე გამოვდივარ ხოლმე სამსახურიდან და 1 თვის წინ მაგ დროს უკვე თავისუფალი იყო მოძრაობა, მაგრამ ახლა კატასტროფაა sad.gif

Posted by: ნიკა 20 Mar 2018, 13:49
Kublicha
QUOTE
საბურთალოს ქუჩის შესართავთანაც საჭიროა ოღონდ მანდ ჩვეულებრივი აღარ უნდა, მარტო gps bus შუქნიშანი.

ჩვენ რომ მოძრაობის კულტურა გვქონდეს, ვაკის პარკთან როგორცაა ეგ სქემაც იმუშავდეს. ანუ ავტობუსისთვის გზის დათმობის ვალდებულება გქონდეს მუდამ. შუქნიშანი საერთოდ აღარ იქნებოდა საჭირო.

Posted by: Dato_juve 22 Mar 2018, 11:27
დედაქალაქში კიდევ ერთი ქუჩა გაცალმხრივდება

user posted image

Posted by: rachveli1 22 Mar 2018, 12:38

ესენი იდიოტები არიან!!!!!
გაგარინი-ყაზბეგიდან შართავა-სააკაძე რო მოხვდე აჭარამდე უნდა ჩახვიდე
ყველა ქუჩა პეკინისკენ მიმართულებით არის გაცალხმრივებული

Posted by: zazamos 22 Mar 2018, 14:22
rachveli1
QUOTE
აჭარამდე უნდა ჩახვიდე

როგორც ჩანს, სააკაძის გასატვირთავად გააკეთეს, რომ შარტავას მხრიდან ნაკადი არ შევიდეს, და ქვემოდან ამოსვლისას უფრო ფართო ნაკადი შევიდეს შარტავაზე. მაგრამ უფრო ახლა სრული დატვირთვა ყაზბეგს, პეკინს და გამრეკელს დააწვება.

Posted by: ნიკა 26 Mar 2018, 12:37
ბუდაპეშტიდან რომ გადაკვეთ გამსახურდია/პეკინს ისევ ცალმხრივია ოღონდ აქედან. ნეტასადამდეა? ცაგერის ქიჩამდე?

Posted by: Carver 26 Mar 2018, 19:33
QUOTE
გაგარინი-ყაზბეგიდან შართავა-სააკაძე რო მოხვდე აჭარამდე უნდა ჩახვიდე

ყაზბეგიდან სააკაძეზე მისასვლელი მეორე ვარიანტიც არის, პირდაპირ მერიის წინ გამოდიხარ ვიწრო ქუჩებით.. არ ვიცი სახელი მაგ ჩიხების, სულ საცობია მაგ ვიწრობებში..

Posted by: AUTOCRAT 27 Mar 2018, 03:56
ღრმადფილოსოფიური ახალი ტროტუარი თბილისში

user posted image

Posted by: vatman 27 Mar 2018, 10:05
Carver
QUOTE
ყაზბეგიდან სააკაძეზე მისასვლელი მეორე ვარიანტიც არის, პირდაპირ მერიის წინ გამოდიხარ ვიწრო ქუჩებით.. არ ვიცი სახელი მაგ ჩიხების, სულ საცობია მაგ ვიწრობებში..

უკვე აღარ გააცალმხრივეს საპირისპირო მიმართულებით

Posted by: otokarcobra 29 Mar 2018, 19:52
ჩემ პატარა გულისტკივილს დავწერ:

სახლიდან სამსახურამდე და უკან ყოველდღე გავდივარ ამ მარშრუტს: მგალობლიშვილის ქუჩა-გაგარინის ქუჩა-ვეფხი და მოყმე-სანაპირო-ბარათაშვილის ხიდი-ქეთევან წამებული-კახეთის გზატკეცილი და უკან.

1. პიკის საათებში არასდროს არ დამინახავს ეკიპაჟი რომელიც პატრულირებს. ყველა ეკიპაჟი მარეგულირებლადაა ქცეული ან არ ვიცი საცობში დგომა ეზარებათ და სადაც საცობი არაა იქ კატაობენ. ამიტომ იჩითება ქაოსი ბევრგან, "პროწივზე" გადასვლები და სრული პიზდეცები. რატო ვერ ხვდებიან რო ხალხი დაიმატონ მარეგულირებლებად და ეს პატრულები გაუშვან თავის საქმეზე რო აქციეს ცოცხალ შუქნიშნებად.
2. მარჯვენა სანაპიროდან სააკაძისკენ რო ქუჩა ადის (თაღლაურა როა) მანდ პატიოსნად დგას ხალხი რიგში, ელოდებიან სააკაძისკენ ამსვლელ შუქნიშანს და გვერდიდან სანამ ვახუშტის ხიდზე გახვალ ეტენებიან უკულტურო მძღოლები და ხო შეიძლება პლასტმასები ჩაარჭონ? (ანუ ვდგავარ საშუალოდ 5-7 წუთი თუ მეტი არა და ვიცდი პატიოსნად და ამ დროს ვიღაც ჯიგარი მიაჭრის, ვიღაც მეორე ჯიგარიც რომელიც ასევე ჩემსავით იდგა და იცდიდა, სრულიად გაუგებარი მიზეზის გამო უთმობს და აყენებს ზოლში და მერე თავის სრული იდიოტი მგონია და სრულიად მეკარგება სურვილი წესრიგის დაცვის. მოკლედ ან კამერა დააყენონ მანდ და აჯარიმონ ხაზის გადაკვეთისთვის (უნდა აწყობდეთ ფული შევა) ან არადა პლსატმასები.
3. შარტავაზე მერიის მოპირდაპირე მხარეს გაჩერებასთან, ამ გაცალმხრივებული ქუჩის, მარცხენა ორი ზოლი ქცეულია ჩვეულებრივ პარკინგად, თან ორი(!) ზოლი ერთი კი არა და ეს მანქანები ყველა მერიის მანქანაა. მერე ჩვენ გვთხოვენ წესრიგს ესენი. ასევე მანდ მერიის მხარეს გაჩერებაზეც მუდმივად დაპარკინგებულია მანქანები და ავტობუსს გაჩერება უწევს სამოძრაო ზოლში.
4. მგალობლიშვილიც და ისაკაძეც (ყოფილი ვაზისუბნის ქუჩა) გასაცალმხრივებელია ყველა ვარიანტში და პარკინგი ასაკრძალი, სრული განუკითხაობა სუფევს მანდ ყოველ დღე.

Posted by: toyota12345 29 Mar 2018, 20:31
otokarcobra

ხო ამ ადგილს გულისხმობ?

ჩემი მანქანით არის გადაღებული ეს ვიდეო და ზუსტად მასე ვდგავარ ხოლმე ყოველთვის პატიოსნად მაგრამ არამარტო მანდ თბილისში ბევრ ადგილას არიან დედარძე#####ული ხალხი რომელსაც რიგში დგომა არ უნდა გვახტება ყველას თავზე და მიდიან წინ!!!!!!!!!!

ხალხნო ნუ შემოატარებთ ზოლში ასეთ მძღოლებს უბრალოდ მიუგზეთ და ჩაკეტეთ!!!!!!!!




Posted by: otokarcobra 29 Mar 2018, 20:59
toyota12345
კიი ეგ ადგილია ზუსტად.

მე არასდროს არ ვატარებ, მარა შენ უკან ხო შემოატარა.

ყოველ დღე მაქვს სურვილი რო რამე იაფიანი ჯიპით, თავის დუგებით და ამბებით ვიარო და ყველა ეგეთი მძღოლი დავლეწო. თან მართალი ხარ თან ჭკუას ისწავლიან.

Posted by: ნიკა 30 Mar 2018, 11:37
არც მე ვატარებ ეგეთებს, მაგრამ 99% ატარებს სამწუხაროდ. ბევრჯერ ყოფილა რომ მე არ გამიტარებაი და ტიპი წინ გავარდნილა და ჩემს წინა მანქანა ატარებს ხოლმე. არა და დაარტყი რა მერე რა მოხდება არ გაინტერესებს? 3:)

Posted by: donrobita 30 Mar 2018, 11:44
+1 არ გატარება ჩემგან. ჩამიხტება წინ და დავარტყავ. ნუ მერე ხვდებიან რო არ ვატარებ და აყენებენ ტრაკს. უმეტეს შემხვევაში თამარ მეფის ხიდიდან რო ადის გმირთა მოედანზე ესტაკატა და გვერდიდან ეტენებიან

Posted by: Snow93 30 Mar 2018, 14:28
QUOTE (toyota12345 @ 29 Mar 2018, 20:31 )
otokarcobra

ხო ამ ადგილს გულისხმობ?

ჩემი მანქანით არის გადაღებული ეს ვიდეო და ზუსტად მასე ვდგავარ ხოლმე ყოველთვის პატიოსნად მაგრამ არამარტო მანდ თბილისში ბევრ ადგილას არიან დედარძე#####ული ხალხი რომელსაც რიგში დგომა არ უნდა გვახტება ყველას თავზე და მიდიან წინ!!!!!!!!!!

ხალხნო ნუ შემოატარებთ ზოლში ასეთ მძღოლებს უბრალოდ მიუგზეთ და ჩაკეტეთ!!!!!!!!


+1

თითქმის ყოველდღე ვაკეთებ მასეთებს უკვე

Posted by: otokarcobra 30 Mar 2018, 14:44
donrobita
QUOTE
უმეტეს შემხვევაში თამარ მეფის ხიდიდან რო ადის გმირთა მოედანზე ესტაკატა და გვერდიდან ეტენებიან

კი ეგეც ზუსტად იგივე ვარიანტია

Posted by: toyota12345 30 Mar 2018, 16:00
ფორუმელები თუ ვინმე ამ თემიდან მასე დადიხართ თბილისში აი საცობს იკიდებთ და ნაგლად ბოლოში ეტენებით დამიჯერეთ რომ მთელი საცობი თქვენ გაგინებთ მე ლიჩნად არ შემოგატარებთ მაგრამ ჩემს უკან მდგომი 95% შემოგატარებთ მაგალითად ქალი მძღოლი რომელიც ვერ ხვდება ვაბშე რატო ზის საჭესთან ან იმას რომ თქვენ ნაგლად ეტენებით ან ტაქსები რომლებიც უმეტესობა მასე დადის და შემოგატარებს პრობლემა არაა თან აქეთ განიშნებს ხელით შედი ძმაოო შენც ავარიულებით მადლობას გადაუხდი და მორჩა ვითომც არაფერი საკაიფო საცობი შეიმოკლე ნაპირზე მშრალი გახვედი ჩვენ პატიოსანი ადამიანები ვინც ერთმანეთს პატივს ვცემთ ვდგავართ უკან ჩვენთვის ზოლში და მამენტ არ გვეჩქარება მხოლოდ შენ გეჩქარება ხო?!!!!! რომელი ერთი ჩამოვთვალო ეგეთი ადგილები პირველ რიგში პატრული უნდა დააყენონ ვინაიდან სხვა გამოსავალი არ არის ამათ აყენებული ###ები რომ დაუყენო მაინც გადაახტებიან ეს ადგილებია გმირთა მოედნის ესტაკადების ასასვლელები ლაგუნასთან უფროსწორეთ ფრეგოსთან პირველ რიგში ერთი ეკიპაჟი 24/7 უნდა დააყენო ან მამენტ ღამე მოხსნა როცა მოძრაობა აღარ არის, თამარ მეფის ხიდიდან ასასვლელთან ცირკთან. ასევე ამ ჩემს ვიდეოში რა ადგილიც არის თაღლაურასთან სააკაძის დაღმართზე. და კიდევ მრავალ ადგილას........

პატივი ეცით ერთმანეთს გზებზე დაიმახსოვრეთ არავინ არავისზე მაგარი არ არის წესები ყველას დაგვირღვევია და შეიძლება დავარღვიოთ კიდევაც ადამიანები ვართა მაგრამ ეს დარღვევა კი არა თავზე გადაჯმაა ნერვები დრო და ფული არ მაქვს თორემ ეგეთი მძღოლი უნდა გადმოათრიო მანქანიდან და როგორც რუსეთშია ეგრევე ბიტა უნდა გადააღუნო თავზე და დაულეწო მანქანა!!!!!!!!!!!

Posted by: Z-owner 30 Mar 2018, 16:20
otokarcobra
QUOTE
მგალობლიშვილიც და ისაკაძეც (ყოფილი ვაზისუბნის ქუჩა) გასაცალმხრივებელია ყველა ვარიანტში

რატომ? ან რა მიმართულებით?

QUOTE
პარკინგი ასაკრძალი

მოსახლეობისთვისაც?

განუკითხაობის მიზეზი უკულტურო და ელემენტარულის უცოდინარი მძღოლია, შანსი არაა ყვირილის და სიგნალების გარეშე ჩახვევის, ვაზისუბნის ქუჩიდან მგალობლიშვილზე, შუა გზაჯვარედინზე დგანან, პლიუს ხშირად მგალობლიშვილიდან საპირისპირო მხარეზეც ამოდიან და ეგეც საცობი. რა შუაშია გაცალმხრივება და პარკინგის აკრძალვა.

Posted by: Snow93 30 Mar 2018, 16:20
toyota12345
თითქმის მთელი თემა მასეთებს ვაგინებთ და მეეჭვება აქედან ვინმე მასე დადიოდეს gigi.gif

Posted by: toyota12345 30 Mar 2018, 16:30
Snow93

არა ძმა ფორუმელები არ არღვევენ)))))))) როგორ არ დადიან უბრალოდ ვინ გამოვა და დაწერს მე მასე დავდივარო რო კითხო მაგარი ბიჭები არიან თუნდაც რამდენი ჩემი ნაცნობი მინახია ეგრე რომ დადის შეიძლება ცხოვრებაში კაი ადამიანია მაგრამ მასე რომ დადის და მისთვის ეს ნორმალურია მე ეგეთ ხალხს პატივს არ ვცემ სულ რო ჯიგარი კაცი იყო და ეგრე რომ დადის ის ჩემს თვალში უკვე სირია რა ვქნა მე ასე ვფიქრობ!!!!!!!!

Posted by: Snow93 30 Mar 2018, 18:06
toyota12345
კონკრეტულად ამ განყოფილებაზე მაქვს საუბარი თორემ ფორუმზე ჯამში ვინ აღარაა დარეგისტრირებული smile.gif

Posted by: otokarcobra 31 Mar 2018, 13:34
Z-owner
QUOTE
ვაზისუბნის ქუჩიდან მგალობლიშვილზე, შუა გზაჯვარედინზე დგანან, პლიუს ხშირად მგალობლიშვილიდან საპირისპირო მხარეზეც ამოდიან და ეგეც საცობი.

ორ მხრივია მგალობლიშვილი და რატო უშლი ამოხვევას?

QUOTE
რა შუაშია გაცალმხრივება და პარკინგის აკრძალვა.

შენ თვითონ წერ რა შუაშიცაა და მე რაღას მეკითხები. ორმხრივია და უნდა გაცალმხრივდეს ორივე ქუჩა. მგალობლიშვილი უნდა გაცალმხრივდეს გაგარინის მოედნიდან ვაზისუბნის მიმართულებით და ვაზისუბანი უნდა გაცალმხრივდეს ტაშკენტიდან გაგარინის ქუჩის მიმართულებით.

პარკინგი უნდა აიკრძალოს მაგ ქუჩებზე, დაინგრეს ერთი ძველი სახლი რომელიმე ან ორი და იმათ ადგილზე აშენდეს 3-4 სართულიანი პარკინგი. ცხოვრებაში საცობი აღარ იქნება მანდ. ოღონდ აღსრულების ნაწილია მთავარი მანდ.

Posted by: Z-owner 31 Mar 2018, 14:10
................................................................................

Posted by: ნიკა 5 Apr 2018, 13:47
მგონი არ იდო აქ ეს ვიდეო. თუ იდო და მაპატიეთ მე ბებერს biggrin.gif

Posted by: toyota12345 5 Apr 2018, 14:29
ფიქრის გორიდან ნიკოლაძიდან რომ ამოვდივართ მელიქიშვილზე პირდაპირ გადაჭრა და პეტრიაშვილზე ასვლა ხომ არ შეიძლება? რამდენი ვნახე უკვე ეგრე რომ ადის და იქნებ მე ჩამოვრჩი მოვლენებს და მანდ ეგენი სწორად ადიან?

Posted by: Kublicha 5 Apr 2018, 14:33
toyota12345
წლების განმავლობაში ეყენა ნიშანი, რომელიც არ კრძალავდა პეტრიაშვილზე გადასვლას.
ეხლა რა აყენია არ ვიცი

Posted by: ქართლოსი 6 Apr 2018, 20:55
აეროპორტის ტრასაზე მეორე ხარისხოვანი გზა 4 თვეა ამ გზაზე დავდივარ სულ ესეა ეს ლუქი ღია. facepalm.gif

ქალაქშიც მხვდება ესეთილუქები facepalm.gif


user posted image



ესეც გზის მდგომარეობა:


» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: hopla123 7 Apr 2018, 13:02
საშინელებაა უკვე მანქანით გარეთ გასვლა . შეზეუდვებია შემოსაღები

Posted by: max-14 7 Apr 2018, 17:22
თბილისი აღარაა,ბომბეი და დელია უკვე,აღარ შეიძლება მანქანით მოძრაობა

Posted by: GIVENCHY46 8 Apr 2018, 13:00
user posted image
რა შენობაა ვინმემ იცის? თბილისის ზღვაზე.....

Posted by: Tedo-ჭოპი 8 Apr 2018, 16:42
QUOTE
რა შენობაა ვინმემ იცის? თბილისის ზღვაზე.....

როგორც მივხვდი სუსის ახალი მშენებარე სათავო ოფისია

Posted by: eleqtro 11 Apr 2018, 17:32
მტკვრის მარცხენა სანაპიროდან გალაკტიონ ტაბიძის ხიდზე ასასვლელად საავტომობილო პანდუსი მოეწყობა

https://bpn.ge/finansebi/44366-mtkvris-marckhena-sanapirodan-galaqtion-tabidzis-khidze-asasvlelad-saavtomobilo-pandusi-moetsyoba.html?lang=ka-GE

Posted by: Kublicha 11 Apr 2018, 17:52
ისევ პანდუსებით და ესტაკადებით ვებრძვით საცობებს.
ვერაფერი ვისწავლეთ ვერც ჩვენი და ვერც სხვისი გამოცდილებით

Posted by: eleqtro 11 Apr 2018, 18:03
Kublicha
QUOTE
ისევ პანდუსებით და ესტაკადებით ვებრძვით საცობებს.

ეს საჭირო პანდუსია

Posted by: da_to 11 Apr 2018, 18:24
მერია საგზაო ნიშნების და საგზაო მონიშვნის შესამოწმებელ აპარატურას ყიდულობს ... ნიშნების სხივის არეკვლის დახრის კუთხე არ ვიცი მაგრამ საგზაო მონიშვნის უმრავლესობა რომ ერთ კვირაში ქრება იმას იმედია შეამოწმებენ .....


საგზაო ნიშნის შუქდაბრუნების კოეფიციენტის საზომი ხელსაწყო (რეტრორეფლექტო მეტრი)
საგზაო მონიშვნის მხედველობის ღამით (RL), დღისით (Qd), ასევე გარემოს ტემპერატურის (C/F) და ტენიანობის (RH%) შესამოწმებელი ხელსაწყო ( რეტრორეფლექტომეტრი )
ინსტრუმენტების ნაკრები საგზაო მონიშვნის ფიზიკური პარამეტრების შესამოწმებლად
საგზაო მონიშვნის სისქის საზომი ხელსაწყო
მანძილმზომი ბორბალი
ლაზერული მანძილმზომი აპარატი

Posted by: GURAMI2 11 Apr 2018, 23:27
ჭკვიანურია მანდ პანდუსის მიწყობა, ოღონდ ორმხრივი უნდა იყოს, პატრულს ეგ ადგილი თითქმის ყოველთვის ჩაკეტილი აქვს პიკის საათზე, და 2 კილომეტრის გავლა მიწევს ტყუილ უბრალოდ.

Posted by: hopla123 12 Apr 2018, 13:24
ჰაერს ვერ ისუნთქებს ადამიანი რა უბედურებაა ქუჩებში

Posted by: Snow93 12 Apr 2018, 13:28
QUOTE (hopla123 @ 12 Apr 2018, 13:24 )
ჰაერს ვერ ისუნთქებს ადამიანი რა უბედურებაა ქუჩებში

სამწუხაროდ მაგას კაი ხანი არ ეშველება

Posted by: Delvaux 12 Apr 2018, 17:33
იმედია მერიის ზედამხედველობიდან შემოდიან აქ და წაიკითხავენ...

აღდგომის დილას გავიარე ფეიქრების ქუჩაზე, გლდანის მიმართულებით მივდიოდი. შუა ზოლში იდგა კაცი და პულივიზატორით ორმაგი უწყვეტი ხაზი ხელის ერთი მოსმით გადააგეთა ცალმხრივად წყვეტილად... smile.gif))

ანუ ამ ჯიგარის ერთპირობნული გადაწყვეტილებით, მის კომერციულ ფართთან მოსახვედრად აღარ დაგჭირდებათ შორს წასვლა და მოტრიალება... იქვე ჯიგრულად შეუხვევ და ეგაა... მერე რა თუ საავარიო სიტუაცია შეიქმნება... smile.gif))

Posted by: ნიკა 13 Apr 2018, 12:13
QUOTE
იმედია მერიის ზედამხედველობიდან შემოდიან აქ და წაიკითხავენ...

მგონი ტყუილად გაქვს იმედი. ჯობია ფბ-ზე მიწერო.

Posted by: vamos 15 Apr 2018, 03:19
ყველგაან კოპუსი ჩადგეეს რა ჰაერზეა საუბარიი

Posted by: vatman 17 Apr 2018, 09:58
დედაქალაქის მერი ქვემო და ზემო ფონიჭალის დამაკავშირებელი გზაგამტარის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ქვემო და ზემო ფონიჭალის დამაკავშირებელი მიწისქვეშა სარკინიგზო გზაგამტარის მშენებლობის პროცესს და მასთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
მიწისქვეშა სარკინიგზო გზაგამტარი გოფრირებული ლითონის კონსტრუქციით მოეწყობა. გზაგამტარის სიგრძე სულ 42 მეტრი, სიგანე 11 მეტრი, ხოლო სიმაღლე 4.5 მეტრი იქნება. გვირაბის საავტომობილო სავალი ნაწილის სიგანე შვიდ მეტრს შეადგენს, ტროტუარების კი - ორ-ორ მეტრს. პროექტის მიხედვით, მოეწყობა გზაგამტართან მისასვლელი საავტომობილო გზა, რომელიც 300 მეტრი იქნება.
„აღნიშნული პროექტის დასრულებას დაახლოებით, სამი-ოთხი თვე დასჭირდება. ძალიან მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ, რომლის ფარგლებშიც, დაახლოებით, 50 მეტრიანი გვირაბი გაკეთდება, რომელიც რკინიგზის მაგისტრალის ქვეშ გაივლის. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს, ამ პროექტზე ძალიან დიდი მოთხოვნა იყო. ჩემი დაპირება იყო, რომ მას აუცილებლად გავაკეთებდით. სამუშაოები უკვე დაწყებულია და მისი ღირებულება დაახლოებით, 2 300 000 ლარია. ადრე შემოვლითი გზით ერთმანეთთან დასაკავშირებლად, ადგილობრივ მოსახლეობას შვიდი კილომეტრით მეტი გზა უნდა გაევლო, ახლა კი, გზები ერთმანეთს დაახლოებით, 50 მეტრიანი გვირაბით დაუკავშირდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ქვემო და ზემო ფონიჭალის დასახლებებს რკინიგზის ხაზი კვეთს, რომლის დამაკავშირებელი უახლოესი წერტილი მარნეულისა და რუსთავის გზატკეცილების გადაკვეთის ადგილია. აღნიშნულ ორ დასახლებას შორის უმოკლესი სამანქანო გზის მანძილი შვიდი კილომეტრია. ზემოხსენებული პროექტი კი, რკინიგზას გვირაბის საშუალებით, ლ. ღოღობერიძის ქუჩის მიმდებარედ კვეთს და მანძილს 500 მეტრამდე ამცირებს, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს დროსა და ხარჯებს უზოგავს. ასევე, შეამცირებს სატრანსპორტო ნაკადს მარნეულისა და რუსთავის გზატკეცილების გადაკვეთაზე.
სამშენებლო სამუშაოებს შპს „სამშენებლო კომპანია მამისონი“ აწარმოებს. დედაქალაქის ბიუჯეტიდან პროექტზე 2 350 000 ლარი დაიხარჯება. მშენებლობა მიმდინარე წლის მარტში დაიწყო და ოთხი თვე გაგრძელდება.

http://tbilisi.gov.ge/news/5149

გოფრირებული გაუძლებს ამხელა მატარებლის სიმძიმეს? spy.gif

Posted by: kataxxl 17 Apr 2018, 14:28
კალაძემ 5 თვეში იპოდრომთან ესტაკადას დავდებო yes.gif

https://www.facebook.com/kakhakaladzeofficial/videos/1232651966838237/

ესტაკადა კი არა შუქნიშანი დაეყუდებინათ მანდ 10 ჯერ ჯობდა

Posted by: Snow93 17 Apr 2018, 14:54
QUOTE (eleqtro @ 11 Apr 2018, 17:32 )
მტკვრის მარცხენა სანაპიროდან გალაკტიონ ტაბიძის ხიდზე ასასვლელად საავტომობილო პანდუსი მოეწყობა

https://bpn.ge/finansebi/44366-mtkvris-marckhena-sanapirodan-galaqtion-tabidzis-khidze-asasvlelad-saavtomobilo-pandusi-moetsyoba.html?lang=ka-GE

ეგ გეგმა კაი ხანია არსებობს და ვნახოთ... ჯერ კიდევ 2012ში უდა გაეკეთებინათ

Posted by: eleqtro 17 Apr 2018, 17:10
Snow93
QUOTE
ეგ გეგმა კაი ხანია არსებობს და ვნახოთ... ჯერ კიდევ 2012ში უდა გაეკეთებინათ

აღდგომა და ხვალეო.


ესეც ცინცაძე

Posted by: Kublicha 17 Apr 2018, 17:18
მაგ სამუშაოების დაწყეის გამო ისეთი საცობია ვერეს ხეობაში (მზიურიდან თამარაშვილამდე), საბუთალოს ქუჩაზე, ვაჟაზე, ანტონოვსკაიაზე რომ დედა შვილს არ აიყვანს ხელში.
ხოლო ასათიანი იპოდრომიდან ყაზბეგამდეც და ყაზბეგდან ვაჟამდეც გაცალხმრივებულია მაგრამ მაინც ვერ ატარებს.

საღამოს ალბათ სააკაძიდან ჩაკეტავენ საბურრთალის ქუჩას თორე გასკდება შუაზე.

Posted by: Snow93 18 Apr 2018, 09:02
3 თვე მოეცადათ და აგვისტოში დაეწყოთ მშენებლობა ხო შეიძლებოდა facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif

Posted by: internazionale 18 Apr 2018, 13:10
კარგია იპოდრომზე რომ ამ პანდუსს აკეთებენ, რა ვადებზეა საუბარი ხომ არ იცით? წესით დიდი დრო არ უნდ დაჭირდეს, ნუ ვიცით რომ ჩინეთში ნახევარ დღეშიც გააკეთებენ ასეთს, მაგრამ ესენი ნეტა 1 თვეში მორჩებიან?

ამაზე მნიშვნელოვანია თამარაშვილზე ხიდების გაკეთება, ყოფილი მერი, ბატონი დავით ნორას ძე ნარმანია გვპირდებოდა ჯერ კიდევ მერად არჩევამდე რომ პირველ რიგში ამ ხიდებს ააშენებდა, გზის სიგანის ბილბორდი იყო გაკრული მაშინ იმ ადგილზე და ისე დაბრუნდა კოკში აღარც კი ახსოვს ის დაპირება, იმედია ეს ფეხბურთელი მაინც გააკეთებს მანდ ხიდებს.

ახალი გზა სადაც თამარაშვილს უერთდება მანდაც შეიძლება პანდუსების გაკეთება.

Posted by: Snow93 18 Apr 2018, 14:05
internazionale
ვიკითხე მაგაზე და რამდენიმე თვე დაჭირდებაო facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif 1 თვეში კი არა კარგი ტემპებით 1 კვირაშიც მორჩებოდნენ მაგრამ...

Posted by: osccara 18 Apr 2018, 14:31
რა ერთი თვე, 5 თვე დაჭირდებაო,

რა ამბავია.....

Posted by: Kublicha 18 Apr 2018, 14:35
1 თვეში შეუძლებელია მაგის გაკეთება. ყველაზე სწრაფად ესტაკადა მემგონი იუსტიციის სახლთან გაკეთდა და იმასაც 2-3 თვე დასჭირდა.

internazionale
ცალკ ცალკე აღებული შეიძლება ყველგან საჭირო იყოს ესტაკადა, მგრამ ზოგადად საცობებთან ბრძოლა ესტაკადით და გზების გამტარიანობის გაზრდით არის უაზრობა.
ცივილიზებული ქვეყნები მიხვდნენ ამას, ჩვენ პირიქით ეხელა ვიწყეთ ესტაკადების Mშენებლობას ისინი რომ ანგრევენ

Posted by: da_to 18 Apr 2018, 16:12
თამარ მეფის სახელობის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა, ტენდერს აცხადებს მერია 2015 წლის იანვრის დასკვის საფუძველზე ეს ნორმალურია biggrin.gif ?

გადავხედე გამოკვლევებს, უცებ რაც თვალში მომხვდა თვალამრიდია დაზიანებულიო, არადა უკვე გამოცვალეს და ახალია .... ეს შეიძლება ძალიან უმნიშვნელოა, მაგრამ იქნებ ამ სამი წლის განმავლობაში ხიდს კიდევ დაემართა რამე ???

Posted by: ZEUS 18 Apr 2018, 20:31
internazionale
QUOTE
ამაზე მნიშვნელოვანია თამარაშვილზე ხიდების გაკეთება, ყოფილი მერი, ბატონი დავით ნორას ძე ნარმანია გვპირდებოდა ჯერ კიდევ მერად არჩევამდე რომ პირველ რიგში ამ ხიდებს ააშენებდა, გზის სიგანის ბილბორდი იყო გაკრული მაშინ იმ ადგილზე და ისე დაბრუნდა კოკში აღარც კი ახსოვს ის დაპირება, იმედია ეს ფეხბურთელი მაინც გააკეთებს მანდ ხიდებს.

ახალი გზა სადაც თამარაშვილს უერთდება მანდაც შეიძლება პანდუსების გაკეთება.

ხო. მანდ როგორც მახსოვს გმირთა მოედნისნაირი სისტემის გაკეთებას გვპირდებოდა ნარმანია (ორდონიანი მოძრაობით).

Posted by: Dface 19 Apr 2018, 18:17
იპოდრომის ესტაკადაზე მერიამ ვიდეო გაავრცელა




თუმცა ჩემი აზრით მაგაზე მეტად თამარაშვილის კვეთას სჭირდებოდა ესტაკადები

Posted by: zabzu 24 Apr 2018, 05:07
რათქმაუნდა თამარაშვილზე უკეთესი იქნებოდა
ამას რომ მორჩებიან მალე მიხვდება კალაძე რომ თამარაშვილზეც აუცილებელი იქნება აშენება

Posted by: vatman 24 Apr 2018, 10:30
ფეიქრებს ნელ ნელა დედა არ ჰყავს, არადა რამდენ ხანს აკეთებდნენ facepalm.gif

Posted by: ნიკა 3 May 2018, 13:32
0:13-ზე კარგად ჩანს ახალი ჩამოშლილი ქვები. მაგათ ვითომ ეგ ბადე გააჩერებს?

Posted by: Kublicha 3 May 2018, 13:44
ნიკა
მოძრაობის სენსორებია ფერდობზე, რომელიც შლაგბაუმებს კეტავს.

Posted by: Snow93 3 May 2018, 14:39
QUOTE (ნიკა @ 3 May 2018, 13:32 )
0:13-ზე კარგად ჩანს ახალი ჩამოშლილი ქვები. მაგათ ვითომ ეგ ბადე გააჩერებს?

wow.gif wow.gif wow.gif
მაგათ რა ბადეები უშველის ერთი თუ დაიძრა. აქამდე აეფეთქებინად და ჩამოეგორებინათ, ერთი მიწისძვრა უნდა და კარგად იყოს ეგ გზა...

Posted by: ნიკა 3 May 2018, 16:41
Kublicha
QUOTE
მოძრაობის სენსორებია ფერდობზე, რომელიც შლაგბაუმებს კეტავს.

ეგ კარგია. მსხვერპლს ავიცილებთ. მდინარე ვერეზეც ვნახე დონის ავტომატური მზომავი ხელსაწყოები. მაგრამ ამხელა რაღაცას რომ აკეთებდნენ, ვითომ ვერ ჩამოშალეს ეგ ქანებიც?
user posted image

user posted image

Posted by: ZEPTER 3 May 2018, 16:43
ხეების დარგვასაც აპირებენ როგორც ჩანს ვნახოთ აბა რა გამოვაsmile.gif

Posted by: Kublicha 3 May 2018, 17:14
QUOTE
ერთი მიწისძვრა უნდა და კარგად იყოს ეგ გზა...

რა მიწისძვრა, კაი გვარიანი წვიმაც ეყოფა
QUOTE
მაგრამ ამხელა რაღაცას რომ აკეთებდნენ, ვითომ ვერ ჩამოშალეს ეგ ქანებიც?

ჯერ ხო კიდე 1 თვეა გახსნამდე. იქნება ყრიან

თან რომ დაგორდეს გზამდე ვერ მოაღწევს, ჩაღრმავება იქნება გზას და კლდეს შორის.

Posted by: kataxxl 3 May 2018, 19:42
მანქანაზე დიდი ზომის ლოდებია

თუ დაგორდა იმ ბადეს ხევის ბოლოს ჩაიტანს

გადახურული გზა უნდა გაეკეთებინათ ბეტონის სახურავით

მაგრამ ტვინი სახლში რომ დარჩათ

ანდა სულ სხვა მხარეს გაეყვანათ გზა და არიდებოდნენ მაგ მონაკვეთს


Posted by: ნიკა 4 May 2018, 00:45
რა ხეები? კლდეზე ხეები როგორ უნდა გაიზარდოს?

Posted by: Fabian 7 May 2018, 20:05
და მანდ გვირაბის გაყვანის პონტი არ იყო?

Posted by: toyota12345 7 May 2018, 20:06
ნაფეტვრებისკენ გზა დააგეს თუ იცი? აი კლუბი შტაბი რომ არის იქამდე ვარ ნამყოფი და იმის იქით კიდე შორია ეგ ნაფეტვრები და როგორი გზაა ვინმემ თუ იცით?

Posted by: ნიკა 7 May 2018, 22:54
აღდგომამდე ვიყავი და არ იყო. არც რაიმე ნიშანი იყო რომ გააკეთებდნენ. ნუ ტრაქტორი კი იყო გადატარებული.

Posted by: Snow93 8 May 2018, 10:04
QUOTE (kataxxl @ 3 May 2018, 19:42 )
მანქანაზე დიდი ზომის ლოდებია

თუ დაგორდა იმ ბადეს ხევის ბოლოს ჩაიტანს

გადახურული გზა უნდა გაეკეთებინათ ბეტონის სახურავით

მაგრამ ტვინი სახლში რომ დარჩათ

ანდა სულ სხვა მხარეს გაეყვანათ გზა და არიდებოდნენ მაგ მონაკვეთს

ასე უაზროდ აქვთ გაკეთებული დავიჯერო?

რამდენიმე ლოდი ისე მეჩვენება თითქოს წკიპზეა და ეს ესაა ჩამოვარდება

Posted by: kataxxl 8 May 2018, 11:54
Snow93

მართლა ძაან დიდი ლოდებია

წვიმა უნდა

დაასველებს აატალახებს

მოჭიდებას დაკარგავს და ერთი თუ დასრილადა მერე აკრიფავს და აკრიფავს

ძალა ექნება იმის დედა

Posted by: Snow93 8 May 2018, 16:13
kataxxl
ან აქამდე რატო არ ჩამოიყარა... მუშებიც ძალიან საშიშ პირობებში მუშაობდნენ გამოდის...

Posted by: Kublicha 16 May 2018, 21:30
კალაძე აგრძელებს წინამორბედების პოლიტიკას.
ესტაკადები არ გვეყო, ეხლა სახლები უნდა გამოვისყიდოთ და მის ადგილას გზა გაავაფართოვოთ. თან ამაში გადასახადების გადამხდელთა ფული უნდა დაიხარჯოს.

http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/493494-kakha-kaladze-ar-gamorickhavs-rom-avlabarshi-samebis-tadzris-mimdebare-teritoriaze-meriam-sakhlebi-gamoisyidos-da-gza-gaafarthovos.html
კახა კალაძე არ გამორიცხავს, რომ ავლაბარში, სამების ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე მერიამ სახლები გამოისყიდოს და გზა გააფართოვოს

იტალიაში მაინც არ იყოს ნაცხოვრები. სად ნახა ესტაკადით განტვირთული საცობები.

Posted by: ივანიჩ 17 May 2018, 16:13
QUOTE
სამების ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე მერიამ სახლები გამოისყიდოს და გზა გააფართოვოს

მშვენიერი იდეაა!
ქალაქის მთავარ საკათედრო ტაძართან მისასვლელი გზა საჭიროა იყოს ნორმალური!
ზოგი სახლი კიდე ავლაბარში და ჩუღურეთში ისეთია, სული რომ შეუბერო შეიძლება ჩამოინგრეს yes.gif

Posted by: Snow93 17 May 2018, 16:19
QUOTE (ივანიჩ @ 17 May 2018, 16:13 )
QUOTE
სამების ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე მერიამ სახლები გამოისყიდოს და გზა გააფართოვოს

მშვენიერი იდეაა!
ქალაქის მთავარ საკათედრო ტაძართან მისასვლელი გზა საჭიროა იყოს ნორმალური!
ზოგი სახლი კიდე ავლაბარში და ჩუღურეთში ისეთია, სული რომ შეუბერო შეიძლება ჩამოინგრეს yes.gif

+1
უცხოელი წავიყვანე რამდენჯერ ფეხით და გამო***ბული უყურებდა სუყველა... ამხელა დიდებული ტაძარი და გვერდზე დანგრეული გაპარტახებული სახლები... მგონი ყველაფერია ნათქვამი მარტო მაგ ადგილის დათვალიერებით

Posted by: GURAMI2 17 May 2018, 19:04
არვიცი სანამ ხალხი მუშაობას არ დაიწყებს გზებს არაფერი ეშველება კი პიკის საათებში ყოველთვის იქნება საცობი, მაგრამ დღეს რაც ხდება დღის მონაკვეთში სულ საცობი რას ნიშნავს სად დადის ეს ხალხი სულ საცობი როგორ არის ეს ხო უმუშევროვას ნიშნავს კრრძოდ ჩალიჩობს რაღაცას ზბევრი ტაქსაობს ბევრი დისტრიბუციაშია უფრო ბევრი კერძოდ ჩალიჩობს რაღაცას. სანამ ამ ხალხს ატაფერი ეშველება სანამ მინიმალური ხელფასი ევროპულს არ გაუტოლდება სანამ სიფელში გლეხი თავისი შრომით მინიმალურ ხელფას არ აიღებს როგორიც ევროპაშია არაფერი ესტაკადა არ უშველის ჩვენ ქალაქს და მოსახლეობას.

Posted by: kataxxl 18 May 2018, 09:04
GURAMI2

სანამ ეგ კომუნისტური აზროვნება არ გადავარდება არაფერი გვეშველება

გლეხი სანამ იქნება და ხელფასს დაელოდება იქამდე ვიქნებით ტრაკში

იმის მაგივრად რომ პროდუქცია მოიყვანონ და იშრომონ მთელი დღე ბირჟაზე ყრიან და ელოდებიან დედისმტყვნეს სეტყვას მერე ბიძომ ფულები რომ დაურიგოს და იმით ნათრევი ბმვ ან მერსო იყიდონ.

ნაწილი თბილისში მორბის და ხელოსნობას ან ტაქსისტობას იბრალებს

შედეგი სახეზეა

Posted by: PAINKILLER 18 May 2018, 09:50
ეს პეკინის გაცალმხრივება იყო ძალიან დიდი შეცდომა, მთელი საბურთალო საცობებშია და მხოლოდ პეკინზე არის თავისუფალი მოძრაობა facepalm.gif

Posted by: vatman 18 May 2018, 10:14
მარცხენა სანაპიროზე, ოკრიბადან რო ჩადიხარ, მოსაბრუნებელი გააუქმეს. ეხლა უნდა მობრუნება შესაძლებელის შემდეგ მოსაბრუნებელზე

Posted by: toyota12345 18 May 2018, 13:37
აი ვინც მანდ მერიაში ზის ეს გამოსირებულები ერთი გზა მაინც დაეტოვათ აი მაგალითად გაგარინიდან რომ სააკაძეზე ადვილად მოხვდე. პეკინზე უნდა წამოხვიდე მერე აჭარასთან მოაბრუნო კოსტავაზე საცობში გაიჩითო და კაროჩე რაა....

თქვენ რას იტყვით შარტავა რომ ორმხრივი დაეტოვათ ან იოსებიძე ბულაჩაურამდე და მერე ბულაჩაურით გამოვიდოდა ნაკანი შარტავაზე და გავიდოდა ადვილად სააკაძეზე

Posted by: Kotola 19 May 2018, 19:45
QUOTE
თქვენ რას იტყვით შარტავა რომ ორმხრივი დაეტოვათ ან იოსებიძე ბულაჩაურამდე და მერე ბულაჩაურით გამოვიდოდა ნაკანი შარტავაზე და გავიდოდა ადვილად სააკაძეზე

ჩემი აზრით ჭაბუკიანი (შაურმების ქუჩა) პირიქით უნდა გაეცალმხრივებინათ, პეკინიდან სააკაძისკენ...

Posted by: zuken 19 May 2018, 21:28
ხო და დააბრუნონ ყველაფერი თავის ადგილზე რაა. მეზიზღება უკვე გარეთ გამოსვლა.

Posted by: Kublicha 19 May 2018, 21:47
QUOTE
ჩემი აზრით ჭაბუკიანი (შაურმების ქუჩა) პირიქით უნდა გაეცალმხრივებინათ, პეკინიდან სააკაძისკენ...

ეგ ნიშნავს რომ აჭარასთან არავინ არასოდეს არ მობრუნდება. ანუ აზრი ეკარგება მაგ სამკუთხედს თუ 17კუთხედს თუ რა ფიგირუცაა

მე ვიყავი მერიაში თათბირზე როცა მაგ ქუჩების გაცალმხრივებას განიხვილავდნენ და აქტიურად ვითხოვდი ბულაჩაური გაცალმხრივებულიყო პეკინიდან შარტავასკენ, მაგრამ ვერფრით დავარწმუნე.
საპატრულოს წარმომადგენელი იყო განსაკუთრებით წინააღმდეგი

ჩემი მეორე დაჟინება გაითვალისწინეს და საბურთალოს ქუჩა არის ისე როგორც ეხლაა. პირიქით აპირებდნენ

Posted by: Kotola 20 May 2018, 00:06
QUOTE
ეგ ნიშნავს რომ აჭარასთან არავინ არასოდეს არ მობრუნდება. ანუ აზრი ეკარგება მაგ სამკუთხედს თუ 17კუთხედს თუ რა ფიგირუცაა

რატო ეკარგება აზრი? სპორტის სასახლიდან სააკაძემდე როცა გაქვს საქმე კოსტავაზე მაშინ მოგიწევს მობრუნება აჭარასთან და გარდა მაგისა პეკინი მარტო იმიტო ხო არ გაცალმხრივდა რო აწარასთან ვატრიალოთ. პეკინის გაცალმხრივებით გაადვილდა გადაადგილება და საბურთალოს დაცლა იგივე ყაზბეგიდან, საბურთალოს ქუჩიდან და მთლიანად საბურთალოდან, პეკინის გავლით ადვილად ხვდები გმირთა მოედანზე და სანაპიროებზე და მაგის მეორე ალტერნატივა იქნებოდა ჭაბუკიანი რო პირიქით იყოს და საბურთალოდან მარცხენა სანაპიროსკენ მიმავალი, ან დიღომისკენ მიმავალი ნაკადები სააკაძიდან ჩაიცლებოდა, ერთადერთი სააკაძე დარჩებოდა გადატვირთულ კვანძად, მარა ისედაც ეგრეა და ვერ ვხვდები რატოა კაი პირიქით რო გააცალმხრივებინე ჭაბუკიანი biggrin.gif გაჭედილია მთელი საბურთალო და საღამოს სწრაფად დაცლაა საჭირო ჩემი აზრით

Posted by: PAINKILLER 20 May 2018, 00:25
QUOTE (Kublicha @ 19 May 2018, 21:47 )
QUOTE
ჩემი აზრით ჭაბუკიანი (შაურმების ქუჩა) პირიქით უნდა გაეცალმხრივებინათ, პეკინიდან სააკაძისკენ...

ეგ ნიშნავს რომ აჭარასთან არავინ არასოდეს არ მობრუნდება. ანუ აზრი ეკარგება მაგ სამკუთხედს თუ 17კუთხედს თუ რა ფიგირუცაა

მე ვიყავი მერიაში თათბირზე როცა მაგ ქუჩების გაცალმხრივებას განიხვილავდნენ და აქტიურად ვითხოვდი ბულაჩაური გაცალმხრივებულიყო პეკინიდან შარტავასკენ, მაგრამ ვერფრით დავარწმუნე.
საპატრულოს წარმომადგენელი იყო განსაკუთრებით წინააღმდეგი

ჩემი მეორე დაჟინება გაითვალისწინეს და საბურთალოს ქუჩა არის ისე როგორც ეხლაა. პირიქით აპირებდნენ




ბულაჩაური რომ უკუღმა გაეცალმხრივებინათ და შარტავა ორმხრივად დაეტოვებინათ, ყაზბეგიდან მომავალი ნაკადი მაგ მაგ მიმართულებით ჩავიდოდა სააკაძეზე და მერე სანაპიროზე, მაგრამ მაგ შემთხვევაში გაცალმხრივებული პეკინის ქუჩა თითქმის ცარიელი დარჩებოდა, 6 ზოლი ნაღდად არ არის საჭირო გმირთა მოედნისკენ მიმავალი ნაკადისთვის


ბულაჩაურის შებრუნებით კიდევ უფრო მეტი საცობი შეიქმნებოდა ჭაბუკიანზე და შარტავა-კანდელაკიც დაიტვირთებოდა უფრო მეტად



კარგია რომ არ დაგეთანხმნენ მაგ ვარიანტზე smile.gif





ჭაბუკიანის საცობის ყველაზე მთავარი მიზეზი არის ის რომ მაგ მოკლე მონაკვეთზე ხდება ორი საკმაოდ დიდი ნაკადის გადაკვეთა, ერთი რომელიც მიდის სააკაძიდან აჭარისკენ და მეორე სპორტის სასახლიდან საბურთალოს ქუჩაზე, მაგ ორი ნაკადის გადაწყობისთვის საკმარისი სიგრძე-სიგანე არა აქვს ჭაბუკიანის ქუჩას...

Posted by: toyota12345 20 May 2018, 10:48
ჭაბუკიანი ანუ შაურმების ქუჩა აი ეგ საშაურმეები მოაცილონ მაქედან თორემ მაგრად პროპკავს იქაურობას. ისე მერიის პირდაპირ პატარა ქუჩა რომ არის ქუთათელის და ახლახან რომ გააცალხმრივეს იოსებიძისაკენ აი მანდ შევედი და იოსებიძიდან ხომ არ შეიძლება მაგ ქუჩით ჩამოსვლა მერიისაკენ და რავი მანქანები მაინც ჩამოდიან ერთი საერთოდ ხვიჩიადან ჩამოვიდა და გააგრძელა მერიისაკენ მოძრაობა.

მე ამ ქალაქში არაფერი არ მიკვირს უკვე შევეჩვიე ყველაფერს და არც არაფერი არ ეშველება ამ საცობებს, მანქანები ყოველდღე ემატება მხოლოდ კვირა დღეს თუ ივლი თავისუფლად ხოდა დღეს ვაპირებ გასვლას და უნდა ვიკატავო biggrin.gif

Posted by: Kublicha 21 May 2018, 12:44
PAINKILLER
QUOTE
კარგია რომ არ დაგეთანხმნენ მაგ ვარიანტზე

ნუ ამ გადმოსახედიდან, როცა ვხედავთ რომ არსებულმა სქემამ გაამართლა, მეც ეგრე ვფიქრობ, მაგრამ წინასწარ მაგას ვერ ვიტყოდი.
QUOTE
ბულაჩაური რომ უკუღმა გაეცალმხრივებინათ და შარტავა ორმხრივად დაეტოვებინათ, ყაზბეგიდან მომავალი ნაკადი მაგ მაგ მიმართულებით ჩავიდოდა სააკაძეზე და მერე სანაპიროზე, მაგრამ მაგ შემთხვევაში გაცალმხრივებული პეკინის ქუჩა თითქმის ცარიელი დარჩებოდა, 6 ზოლი ნაღდად არ არის საჭირო გმირთა მოედნისკენ მიმავალი ნაკადისთვის

არა ეგრე არა, შარტავა ისე უნდა ყოფილიყო როგორც ეხლაა. ბულაჩაურით ისარგებლლებდნენ ყაზბეგიდან გაგარინისკენ მიმავლები. (არქივიდან გაგარიდანმდე მოძრაობა ცალმხრივი იყო) და ყაზბეგიდან პეკინზე მარტო მარჯვნივ გადიოდი.
ანუ თითქმის ისე, როგორც რემონტის დროს, დროებითი სქემის დროს.

QUOTE
ჭაბუკიანის საცობის ყველაზე მთავარი მიზეზი არის ის რომ მაგ მოკლე მონაკვეთზე ხდება ორი საკმაოდ დიდი ნაკადის გადაკვეთა, ერთი რომელიც მიდის სააკაძიდან აჭარისკენ და მეორე სპორტის სასახლიდან საბურთალოს ქუჩაზე, მაგ ორი ნაკადის გადაწყობისთვის საკმარისი სიგრძე-სიგანე არა აქვს ჭაბუკიანის ქუჩას...

მიზეზი ეგ არის, მაგრამ მე ვერ დავარქმევდი მაგას საცობს. მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელი სიტუაციაა.


QUOTE
ბულაჩაურის შებრუნებით კიდევ უფრო მეტი საცობი შეიქმნებოდა ჭაბუკიანზე და შარტავა-კანდელაკიც დაიტვირთებოდა უფრო მეტად

ხომ გეუბნები, ამ გადმოსახედიდან ნამდვილად ეგრეა და მეც ეგრე ვფიქრობ, მაგრამ ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი რომ საბუთალოს რაიონში მთავარი მაზოლი - ყაზბეგის ბოლო განიტვირთებოდა ამ სქემით. და თუ არჩევანი იყო გაჭედილ ყაზბეგს და გაჭედილ ჭაბუკიანს შორის - მე ავირჩიე გაჭედილი ჭაბუკიანი.

toyota12345
პეინკილერი მართალია, მანდ პრობლემის მიზეზი არის დიდი ნაკადების გადაჯგუფება და არა საშაურმეებთან გაჩერებული 1-2 მაქანა.

Posted by: PAINKILLER 21 May 2018, 13:52
QUOTE
მიზეზი ეგ არის, მაგრამ მე ვერ დავარქმევდი მაგას საცობს. მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელი სიტუაციაა.

Kublicha

რა არის დამაკმაყოფილებელი, 200 მეტრიანი მონაკვეთის გავლას რომ 10-15 წუთი მინიმუმ სჭირდება?


QUOTE
მე ავირჩიე გაჭედილი ჭაბუკიანი.


ხოდა ამის მერე სულ შენს ხსენებაში ვიქნები საშაურმესთან რომ გავიჭედები biggrin.gif თუ დაგასლოკინებს ესე იგი საშაურმესთან ვდგავარ



QUOTE
პეინკილერი მართალია, მანდ პრობლემის მიზეზი არის დიდი ნაკადების გადაჯგუფება და არა საშაურმეებთან გაჩერებული 1-2 მაქანა.



ჭაბუკიანი-პეკინის კვეთაზე შუქნიშნის დროს თუ გაზრდიან, შეიძლება ეგ პრობლემაც მოიხსნას მეტნაკლებად

Posted by: ივანიჩ 21 May 2018, 14:55
QUOTE
და არა საშაურმეებთან გაჩერებული 1-2 მაქანა.

მანდ ისედაც კიდია ნიშნები რომ გაჩერება არ შეიძლება.
თუმცა პერიოდულად რომ იდგეს ეკიპაჟი სადმე ხვიჩიას კუთხეში არ იქნება ცუდი

Posted by: PAINKILLER 21 May 2018, 15:06
QUOTE (ივანიჩ @ 21 May 2018, 14:55 )
QUOTE
და არა საშაურმეებთან გაჩერებული 1-2 მაქანა.

მანდ ისედაც კიდია ნიშნები რომ გაჩერება არ შეიძლება.
თუმცა პერიოდულად რომ იდგეს ეკიპაჟი სადმე ხვიჩიას კუთხეში არ იქნება ცუდი

ხვიჩიას კუთხეში კი არა, ერთხელ მაგ საშაურმესთან პოლიციის მიკროავტობუსი (მგონი სპეცების) იყო 45%-ით მიპარკინგებული და ავტომატიანი ტიპი იყო გადმოსული შაურმების საყიდლად, ფაქტიურად ნახევარი გზა ჰქონდა გადაკეტილი biggrin.gif

Posted by: Kublicha 22 May 2018, 01:06
QUOTE
რა არის დამაკმაყოფილებელი, 200 მეტრიანი მონაკვეთის გავლას რომ 10-15 წუთი მინიმუმ სჭირდება?

ჯერ ერთი 10-15 წუთი არ სჭირდება და მეორეც, მანამდე რამდენი სჭირდებოდა სანამ ორმხრივი იყო?
QUOTE
ხოდა ამის მერე სულ შენს ხსენებაში ვიქნები საშაურმესთან რომ გავიჭედები  თუ დაგასლოკინებს ესე იგი საშაურმესთან ვდგავარ

მე რა შუაში ვარ, ჩემი სქემა ხომ არ მოქმედებს. ბულაჩაურით ხომ შეგიძლია წასვლა?
მე რომ არა, ვაფშე აიკრძალებოდა მაგ საშაურმეებთან შესვლა და დაგრჩებოდათ მარტო ბულაჩაური.
ფაქტიურად მიღებული ქონდათ ეგეთი სქემა (სადაც ჭაბუკიანი პეკინიდან მოდიოდა სააკაძისკენ), ამობეჭდილი ჩეხური ბინის ხელა ქაღალდზე, გადაღებული სარეკლამო რგოლები და ა.შ.

Posted by: ZEUS 22 May 2018, 11:10
სააკაძის შაურმებთან მიპარკინგებული მანქანები არის დღევანდელი პატრულის სახე love.gif love.gif

Posted by: Snow93 22 May 2018, 17:24
QUOTE (ZEUS @ 22 May 2018, 11:10 )
სააკაძის შაურმებთან მიპარკინგებული მანქანები არის დღევანდელი პატრულის სახე love.gif love.gif

თბილისის ახალი პარკინგის სისტემისაც... ზუსტად ამკრძალავი ნიშნის ქვეშ რომ ქონდეს ტიპს გაჩერებული ჯარიმას არავინ დაუწერს

Posted by: PAINKILLER 22 May 2018, 23:43
QUOTE
ჯერ ერთი 10-15 წუთი არ სჭირდება და მეორეც, მანამდე რამდენი სჭირდებოდა სანამ ორმხრივი იყო?


Kublicha

როგორ არ სჭირდება, აბა სცადე მანდ გავლა 6-დან 7 საათის დიაპაზონში


სანამ ორმხრივი იყო მანდ საერთოდ არ მჭირდებოდა გავლა დოლიძეზე ასასვლელად, კოსტავაზე ვაგრძელებდი გზას აჭარამდე


QUOTE
ბულაჩაურით ხომ შეგიძლია წასვლა?
მე რომ არა, ვაფშე აიკრძალებოდა მაგ საშაურმეებთან შესვლა და დაგრჩებოდათ მარტო ბულაჩაური.
ფაქტიურად მიღებული ქონდათ ეგეთი სქემა (სადაც ჭაბუკიანი პეკინიდან მოდიოდა სააკაძისკენ), ამობეჭდილი ჩეხური ბინის ხელა ქაღალდზე, გადაღებული სარეკლამო რგოლები და ა.შ.




დოლიძეზე როგორ წავიდე ბულაჩაურით? მანდ შესვლა რომ აეკრძალათ, მაშინ კოსტავა უნდა დაეტოვებინათ ორმხრივად და ეგ უფრო მაწყობდა პრინციპში...

Posted by: Kublicha 23 May 2018, 00:01
QUOTE
როგორ არ სჭირდება, აბა სცადე მანდ გავლა 6-დან 7 საათის დიაპაზონში

მაგ საათებში ნახევარ თბილისში იგივე ან უარესი სიტუაციაა, მაგრამ დარწმუნებული ვარ მაგ დროსაც კი არ დასჭირდება 10-15 წუთი. დავინიშნავ დროს რომ მოვხვდები.
QUOTE
სანამ ორმხრივი იყო მანდ საერთოდ არ მჭირდებოდა გავლა დოლიძეზე ასასვლელად, კოსტავაზე ვაგრძელებდი გზას აჭარამდე

და რამდენ ხანს ანდომებდი სააკაძიდან აჭარამდე მისვლას?
QUOTE
მანდ შესვლა რომ აეკრძალათ, მაშინ კოსტავა უნდა დაეტოვებინათ ორმხრივად და ეგ უფრო მაწყობდა პრინციპში...

არ ტოვებდნენ. სააკაძიდან შარტავას გარდა ვერსად წახვიდოდი.
QUOTE
დოლიძეზე როგორ წავიდე ბულაჩაურით?

ეს სერიოზულად?

Posted by: ივანიჩ 23 May 2018, 10:28
QUOTE
დოლიძეზე როგორ წავიდე ბულაჩაურით?

ეს სერიოზულად?

ანუ როგორ და რანაირად კიარაო, არამედ როგორ და რანაირადო რა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif



პ.ს. სადაც ჭაბუკიანი, იქ ანა კალანდაძეც.....
ბულაჩაური და ჭოპორტი ჩაბარდა წარსულს biggrin.gif

Posted by: PAINKILLER 23 May 2018, 10:45
QUOTE
არ ტოვებდნენ. სააკაძიდან შარტავას გარდა ვერსად წახვიდოდი.
QUOTE
დოლიძეზე როგორ წავიდე ბულაჩაურით?

ეს სერიოზულად?


Kublicha

ანუ შენ სერიოზულაც კითხულობ სააკაძიდან დოლიძეზე ბულაჩაურით რატომ ვერ მიდიხარო? biggrin.gif ბულაჩაურზე თუ გავედი იქ ნაკლები საცობი დამხვდება? თან მთელი პეკინი უნდა გამოვიარო ისევ, მაგას მირჩევნია სანაპიროზე ჩავიდე და გმირთა მოედნიდან ამოვიდე ჩიქოვანზე, უფრო ნაკლები დრო დამჭირდება

Posted by: vatman 23 May 2018, 10:53
PAINKILLER
QUOTE
სააკაძიდან დოლიძეზე ბულაჩაურით რატომ ვერ მიდიხარო?  ბულაჩაურზე თუ გავედი იქ ნაკლები საცობი დამხვდება? თან მთელი პეკინი უნდა გამოვიარო ისევ, მაგას მირჩევნია სანაპიროზე ჩავიდე და გმირთა მოედნიდან ამოვიდე ჩიქოვანზე, უფრო ნაკლები დრო დამჭირდება

და საბაურთალოს ქუჩით რა გიშლის ხელს რო წახვიდე?

Posted by: PAINKILLER 23 May 2018, 11:14
QUOTE (vatman @ 23 May 2018, 10:53 )
PAINKILLER
QUOTE
სააკაძიდან დოლიძეზე ბულაჩაურით რატომ ვერ მიდიხარო?  ბულაჩაურზე თუ გავედი იქ ნაკლები საცობი დამხვდება? თან მთელი პეკინი უნდა გამოვიარო ისევ, მაგას მირჩევნია სანაპიროზე ჩავიდე და გმირთა მოედნიდან ამოვიდე ჩიქოვანზე, უფრო ნაკლები დრო დამჭირდება

და საბაურთალოს ქუჩით რა გიშლის ხელს რო წახვიდე?

წინა პოსტებს გადახედე და მიხვდები რაც (ვინც) მიშლის biggrin.gif

Posted by: vatman 23 May 2018, 11:44
PAINKILLER
QUOTE
წინა პოსტებს გადახედე და მიხვდები რაც (ვინც) მიშლის

საშაორმეები თუ საშაურმეებთან მობირჟავეები? biggrin.gif

მარა არ არის მანდ ისეთი საცობი, როგოც შენ ამბობ, გადაწყობისთვისაც საკმარისი მანძილია ჩემი აზრით, მე მყოფნის

Posted by: Kublicha 23 May 2018, 12:22
PAINKILLER
QUOTE
წინა პოსტებს გადახედე და მიხვდები რაც (ვინც) მიშლის

რას მერჩის ვერ გავიგე, გეუბნები მარტო ბულაჩაურს ტოვებდნენ მეთქი და ეხლა არჩევანი გაქვს გინდა ბულაჩაური, გინდა ჭაბუკიანი.
თუ იმას ვერ მპატიობ რომ ჩემი რეკომენდაცია იყო ბულაჩაური შეტრიალებულიყო, ჯერ ერთი არ გააკეთეს ეგრე და მეორეც ერთი მაინც არ მოგწონს ბულაჩაური.
თუ არ გჯერა რომ მართლა აპირებდნენ, მომწერე მეილი და გამოგიზაცნი PDFს.
თუ საშაურმეები გაწუხებს, საშაურმემ შეიძლება შეგაფერხოს სააკაძეზე, ჭაბუკიანის დასაწყისამდე, მაგრამ ჭაბუკიანის მთელ სიგრძეზე პეკინამდე, დასაწყისში განთავებული საშაურმე როგორ გაფერხებს?
თუ სანაპიროთია უფრო სწრაფი, არც მაგას გიშლის ვინმე, თუმცა ეჭვი მეპარებ თამარ მეფე ხიდიდან ცირკამდე უფრო სწრაფად გაირო.

Posted by: GURAMI2 23 May 2018, 12:52
შარტავაზე ვიყავი გუშინ მერიას რო გაცდები 100 მეტრში, მანდ ხო სახლჱბია ხალხი ცხოვრობს გარეთ მანქანით რო გამოხვიდე და ისევ უკან დაბრუნდე მთლიან პეკინის გავლა რატო უნდა გიწევდეს რა უაზრობაა .

Posted by: PAINKILLER 23 May 2018, 14:25
QUOTE (Kublicha @ 23 May 2018, 12:22 )
PAINKILLER
QUOTE
წინა პოსტებს გადახედე და მიხვდები რაც (ვინც) მიშლის

რას მერჩის ვერ გავიგე, გეუბნები მარტო ბულაჩაურს ტოვებდნენ მეთქი და ეხლა არჩევანი გაქვს გინდა ბულაჩაური, გინდა ჭაბუკიანი.
თუ იმას ვერ მპატიობ რომ ჩემი რეკომენდაცია იყო ბულაჩაური შეტრიალებულიყო, ჯერ ერთი არ გააკეთეს ეგრე და მეორეც ერთი მაინც არ მოგწონს ბულაჩაური.
თუ არ გჯერა რომ მართლა აპირებდნენ, მომწერე მეილი და გამოგიზაცნი PDFს.
თუ საშაურმეები გაწუხებს, საშაურმემ შეიძლება შეგაფერხოს სააკაძეზე, ჭაბუკიანის დასაწყისამდე, მაგრამ ჭაბუკიანის მთელ სიგრძეზე პეკინამდე, დასაწყისში განთავებული საშაურმე როგორ გაფერხებს?
თუ სანაპიროთია უფრო სწრაფი, არც მაგას გიშლის ვინმე, თუმცა ეჭვი მეპარებ თამარ მეფე ხიდიდან ცირკამდე უფრო სწრაფად გაირო.

საშაურმესთან ფაქტიურად ვეღარავინ აჩერებს, ეგ არც მიხსენებია მაგ კონტექსტში


მხოლოდ ბულაჩაური რომ დარჩენილიყო, სააკაძეზე გასვლას მართლა აღარ ექნებოდა აზრი, სანაპიროდანაც საკმაოდ მალე ავდივარ ტელევიზიასთან, რამდენჯერმე ვცადე და დროში სხვაობა მინიმალური იყო




* * *
QUOTE (GURAMI2 @ 23 May 2018, 12:52 )
შარტავაზე ვიყავი გუშინ მერიას რო გაცდები 100 მეტრში, მანდ ხო სახლჱბია ხალხი ცხოვრობს  გარეთ მანქანით რო გამოხვიდე და ისევ უკან დაბრუნდე მთლიან პეკინის გავლა რატო უნდა გიწევდეს რა უაზრობაა .

პეკინის ბოლოში ვინც ცხოვრობს, იმასაც მასე მოუწევს მთლიანი წრის შემოვლა რომ სახლში დაბრუნდეს smile.gif

ამიტომ თუ ახლოს მიდიხარ, მანქანა უნდა დაივიწყო

Posted by: GURAMI2 23 May 2018, 16:47
ხო შეიზლებოდა კალანდაძის ქუჩა ორმხრივი იყოს და მარჯვნივ მოხვევა შეიძლებოდეს და სააკაძის მოედნამდე გასვლა? ძალიან დატვირთავს ვითომ მოძრაობას?

Posted by: ნიკა 24 May 2018, 13:48
ისე მერიაშ მოძრაობის წესები თუ იციან ნეტა? ოთარ ჭილაძის ქუჩაზე ვაჟადან ბუდაპეშტისკენ (ფანჯიკიძე) რომ ადიხარ ერთი რიგი ადის და უკუღმა ორი რიგია. ეგ არაფერი, მაგრამ გამყოფი ზოლი უწყვეტია, ხოლო მარჯვენა მხარეს მოწყობილია ოფიციალური პარკინგი, მთელს გაყოლებაზე, მეორე ნიუანსია რომ ამ პარკინგზე მანქანის გაჩერება არ შეიძლება, რადგან გაჩერებული მანქანითან უწყვეტ ზოლამდე 3 მეტრზე ნაკლები მანძილი რჩება. გაჩერებული მანქანების გამო ხშირად შეუძლებელია მაგ ქუჩაზე ისე გავლა, რომ ეს უწყვეტი არ გადაკვეთო ორი ბორბლით მაინც. და რაც ყველაზე ცუდია უკვე თითქმის ბოლოსკენ სულ დგას ხოლმე ერთი მუქი ფერის ჯიპი უკუმიმართულებით შემოსული, რომელსაც ტრაკი აქვს ხოლმე გამოშვერილი, და ღამე საერთოდ არ ჩანს ხოლმე (რადგან ამრეკლები საპირისპირო მხარეს იყურება). დიდი შანსია ვინმემ მოაძროს ეგ ტრაკი.

Posted by: rachveli1 24 May 2018, 15:20
ხუდადოვიდან დადიანზე რო გადიხარ, მარჯვნივ მოხვევეა რათოა აკრძალური? რა იდიოტიზმია

Posted by: Kublicha 24 May 2018, 15:26
QUOTE
ხუდადოვიდან დადიანზე რო გადიხარ, მარჯვნივ მოსვევეა რათოა აკრძალური? რა იდიოტიზმია

ქვეითები რომ უსაფრთხოდა გადავიდნენ. გეთანხმები იდიოტიზმია, მაგრამ მიზეზი არის წესების არ ცოდნა. მარჯვნივ მოხვევისას ქვეითებს უნდა დაუთმო, მუხედავად იმისა, რომ მწვანე გინთია

Posted by: toyota12345 24 May 2018, 16:20
როგორც ერთ დროს რომ იყო გემახსოვრებათ საბურთალოს ქუჩიდან ეკლესიიდან როცა მოდიხარ მარჯვნივ ვერ უხვევდი პეკინისაკენ. აი სულ მაინტერესებდა რატომ არ შეიძლებოდა პეკინზე გასვლა და აგრძელებდი პირდაპირ შაურმებისკენ მოძრაობას

Posted by: Kublicha 24 May 2018, 16:35
toyota12345
ეგ სხვა რამის გამო იყო.
ეგ იმიტომ იყო, რომ აჭარიდან ვინც მოდიოდა და ბახტრიონზე შეხვევა უნდოდა თავისუფალი ფანჯარა დარჩენოდა. მაშინ შუქნიშანი არ იყო ბახტრიონთან.
მანდ რომ არ აეკრძალათ მარჯვნივნ მოხვევა, პეკინზე სულ ნაკადი იქნებოა - ან პავლოვიდან მომავლები ივლიდნან, ან საბურთალოს ქუჩიდან გამომსვლელები და ბახტიონთან ყოველთვის გაუჭირდებოდათ შეხვევა

Posted by: ნიკა 25 May 2018, 19:30
ვერეს ხეობა მაღლივიდან ცოტა მაღლა 360 გრადუსში
https://photos.app.goo.gl/VqfPEW6rn2caeZul1

გუგლი ურევს მოძილაში ამ ფოტოს. ედჯში ნორმალურადაა. ჩმორი არ მაქვს კომპში
ეს სიფათას ბმული აქ ყველაფერი ნორმალურადაა
https://www.facebook.com/photo.php?fbid=10210920786368312&set=a.10204469394487547.1073741904.1612571166&type=3&theater

Posted by: TramwayMan 26 May 2018, 00:48
აღმაშენებლის ხეივნის სარეაბილიტაციო პროექტის ტენდერი გამოცხადდა.

https://tenders.procurement.gov.ge/public/library/files.php?mode=que&file=315758&code=1527250081
https://tenders.procurement.gov.ge/public/library/files.php?mode=que&file=315753&code=1527250006

* * *
ქ. თბილისში, თამარ მეფის სახელობის ხიდზე ასასვლელი პანდუსის კვლევისა და სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურება.

https://tenders.procurement.gov.ge/public/library/files.php?mode=que&file=315018&code=1527158685
https://tenders.procurement.gov.ge/public/library/files.php?mode=que&file=315017&code=1527158679


ქ. თბილისში, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“-სთან გვირაბის და მიწისქვეშა ავტოსატრანსპორტო გასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშოებისა და ქ. თბილისში, გმირთა მოედანზე მიწისქვეშა გზაგამტარის კვლევის და რეაბილიტაციის სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.

https://tenders.procurement.gov.ge/public/library/files.php?mode=que&file=309678&code=1526573198
https://tenders.procurement.gov.ge/public/library/files.php?mode=que&file=309679&code=1526573235


* * *
ქ. თბილისში, მეტეხის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენისმომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.

https://tenders.procurement.gov.ge/public/library/files.php?mode=que&file=303634&code=1525795001
https://tenders.procurement.gov.ge/public/library/files.php?mode=que&file=303635&code=1525795060

ქ. თბილისში, გალაქტიონის სახელობის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.

https://tenders.procurement.gov.ge/public/library/files.php?mode=que&file=303693&code=1525796418
https://tenders.procurement.gov.ge/public/library/files.php?mode=que&file=303720&code=1525797073
https://tenders.procurement.gov.ge/public/library/files.php?mode=que&file=303721&code=1525797087

ქ. თბილისში, გორგასლის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.

https://tenders.procurement.gov.ge/public/library/files.php?mode=que&file=302038&code=1525453652
https://tenders.procurement.gov.ge/public/library/files.php?mode=que&file=302039&code=1525453662

ქ. თბილისში, ლ. კაჩინსკის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურება.

https://tenders.procurement.gov.ge/public/library/files.php?mode=que&file=301928&code=1525451193
https://tenders.procurement.gov.ge/public/library/files.php?mode=que&file=301929&code=1525451198

Posted by: ნიკა 1 Jun 2018, 15:09
წყნეთი-სამადლო
https://www.facebook.com/peruka111/posts/1927842927248963?comment_id=1928417673858155&reply_comment_id=1928420927191163&notif_id=1527850805536154&notif_t=feed_comment_reply&ref=notif

Posted by: Snow93 1 Jun 2018, 16:42
QUOTE (TramwayMan @ 26 May 2018, 00:48 )

ქ. თბილისში, ლ. კაჩინსკის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურება.

https://tenders.procurement.gov.ge/public/library/files.php?mode=que&file=301928&code=1525451193
https://tenders.procurement.gov.ge/public/library/files.php?mode=que&file=301929&code=1525451198

აუ ოღონდ ეს არ მენახა და... vis.gif vis.gif vis.gif
მანდ ვცხოვრობ, ორ ადგილსაა მარტო ჩამტვრეული და შარშან მთელი წელი აგებდნენ მაგასაც და ბოჭორმის ქუჩასაც facepalm.gif
ჯერ დავიტანჯე მთელ ქალაქ-გამოვლილს სახლამდე მისასვლელად მჭირდებოდა საცობში დგომა და ახლა კიდე 1 კვირი წინ გაფუჭდა ბოჭორმის ქუჩის რგოლი მარანის პირდაპირ facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif

Posted by: ნიკა 10 Jun 2018, 17:22
ჯავახეთის ქუჩის გზაგამტარზე, აეროპორტის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა 100 დღით შეიზღუდება. განცხადებას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ თბილისში, ჯავახეთის ხიდებზე (გზაგამტარზე) მიმდინარე საგზაო-სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 10 ივნისის 00:00 საათიდან კახეთის გზატკეცილზე მდებარე ჯავახეთის ქუჩის გზაგამტარზე, აეროპორტის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა 100 დღით შეიზღუდება. აეროპორტის მიმართულებით მოძრაობა შესაძლებელი იქნება გზაგამტარის პანდუსიდან ჯავახეთის ქუჩის გავლით და ასევე გაიჭრება გზის გამყოფი გამწვანების ზოლი და მოძრაობის საპირისპირო ზოლში მოეწყობა ერთი სამოძრაო ზოლი, რომელიც გზაგამტარის მერე ისევ შეუერთდება კახეთის გზატკეცილს“, - ნათქვამია განცხადებაში.


http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/497802-javakhethis-quchis-gzagamtarze-aeroportis-mimarthulebith-saavtomobilo-modzraoba-100-dghith-sheizghudeba.html

Posted by: toyota12345 10 Jun 2018, 17:34
ნიკა

ნიკა როგორ ხარ გენაცვალე

Posted by: donrobita 10 Jun 2018, 18:20
QUOTE (ნიკა @ 10 Jun 2018, 17:22 )
ჯავახეთის ქუჩის გზაგამტარზე, აეროპორტის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა 100 დღით შეიზღუდება. განცხადებას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ თბილისში, ჯავახეთის ხიდებზე (გზაგამტარზე) მიმდინარე საგზაო-სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 10 ივნისის 00:00 საათიდან კახეთის გზატკეცილზე მდებარე ჯავახეთის ქუჩის გზაგამტარზე, აეროპორტის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა 100 დღით შეიზღუდება. აეროპორტის მიმართულებით მოძრაობა შესაძლებელი იქნება გზაგამტარის პანდუსიდან ჯავახეთის ქუჩის გავლით და ასევე გაიჭრება გზის გამყოფი გამწვანების ზოლი და მოძრაობის საპირისპირო ზოლში მოეწყობა ერთი სამოძრაო ზოლი, რომელიც გზაგამტარის მერე ისევ შეუერთდება კახეთის გზატკეცილს“, - ნათქვამია განცხადებაში.


http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/497802-javakhethis-quchis-gzagamtarze-aeroportis-mimarthulebith-saavtomobilo-modzraoba-100-dghith-sheizghudeba.html

help.gif help.gif help.gif

მანდ ამბავი იქნება დედა შვილს არ აიყვანს ხელში

Posted by: Official 10 Jun 2018, 21:22
ბლიაააა
ესეიგი 15 წუთიტ ადრე უნდა გადმოვიტანო სახლიდან გამოსვლის დრო

Posted by: otokarcobra 11 Jun 2018, 11:21
QUOTE (donrobita @ 10 Jun 2018, 18:20 )
QUOTE (ნიკა @ 10 Jun 2018, 17:22 )
ჯავახეთის ქუჩის გზაგამტარზე, აეროპორტის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა 100 დღით შეიზღუდება. განცხადებას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ თბილისში, ჯავახეთის ხიდებზე (გზაგამტარზე) მიმდინარე საგზაო-სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 10 ივნისის 00:00 საათიდან კახეთის გზატკეცილზე მდებარე ჯავახეთის ქუჩის გზაგამტარზე, აეროპორტის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა 100 დღით შეიზღუდება. აეროპორტის მიმართულებით მოძრაობა შესაძლებელი იქნება გზაგამტარის პანდუსიდან ჯავახეთის ქუჩის გავლით და ასევე გაიჭრება გზის გამყოფი გამწვანების ზოლი და მოძრაობის საპირისპირო ზოლში მოეწყობა ერთი სამოძრაო ზოლი, რომელიც გზაგამტარის მერე ისევ შეუერთდება კახეთის გზატკეცილს“, - ნათქვამია განცხადებაში.


http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/497802-javakhethis-quchis-gzagamtarze-aeroportis-mimarthulebith-saavtomobilo-modzraoba-100-dghith-sheizghudeba.html

help.gif help.gif help.gif

მანდ ამბავი იქნება დედა შვილს არ აიყვანს ხელში

დედას არ აყავს შვილი ზუსტად......სრული ქაოსია

Posted by: vatman 11 Jun 2018, 12:19
აეროპორტიდან ჯავახეთის ქუჩისკენაც ჩასასვლელიც გადაკეტილია ხო?
თუ გახსნეს?

Posted by: ნიკა 11 Jun 2018, 12:23
მოსკოვის გამზირზე, ვარკეთილის ხიდებამდე ძლიერი საცობია. გზის აღნიშნული მონაკვეთის გავლას ავტომობილები მინიმუმ 30-40 წუთს ანდომებენ. მძღოლების ინფორმაციით, საცობი კახეთის გზატკეცილზე ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოებმა გამოიწვია.
მოსკოვის გამზირიდან დაკეტილია ვარკეთილის ასასვლელიც, რაც ავტომობილებს დამატებით სირთულეს უქმნის.
საცობია ასევე ორთაჭალის ჰესიდან იუსტიციის სახლამდეც, რაც სავარაუდოდ, გადატვირთულ მოძრაობას და რუსთაველის გამზირის ნაწილობრივ გადაკეტვას უკავშირდება.

http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/497900-moskovis-gamzirze-da-mtkvris-marjvena-sanapiroze-modzraoba-sheferkhebulia.html

Posted by: donrobita 11 Jun 2018, 12:57
თან 100 დღეო

ჩინელები 2 დღეში მთლიან ხიდს ცვლიან

ესენი რემონტს 100 დღე უნდებიან.


Posted by: toyota12345 11 Jun 2018, 13:41
როცა ვთქვათ ლილოდან მოდიხარ და გინდა ვარკეთილის მიკროებში ან მეტროსთან მოხვედრა ერთი ვარიანტია დამპალოს ხიდებთან ჩაუხვიო და ისთ ფოინთის კრუგიდან ახვიდე, ან მეორე ვარიანტი შსს სამინისტროდან შეხვიდე ზემო სამგორის მეტროს უკანა მხარეს და იქიდან ონაშვილის ქუჩით ახვიდეთ ვასმოი პოლკისკენ და გახვიდეთ ვაზისუბანი ვარკეთილისკენ.

Posted by: Kublicha 11 Jun 2018, 14:19
QUOTE
ან მეორე ვარიანტი შსს სამინისტროდან შეხვიდე

სამინისტროსთან შეხვევა ძირითადი ტრასიდან არ შეიძლება, მხოლოდ პანდუსიდან შეიძლება

Posted by: toyota12345 11 Jun 2018, 14:21
Kublicha

ვიცი რა შესახვევზე იძახი კი მანდ არ შეიძლება ეგ არ მიგულისხმია ანუ სადაც შეიძლება ოდნავ იქით გადიხარ ნოე რამიშვილის ქუჩით ზემო სამგორისაკენ....


Posted by: Kublicha 11 Jun 2018, 14:29
toyota12345
ეგრე კი

Posted by: ნიკა 13 Jun 2018, 11:34
ხსნიან დღეს წყნეთი-სამადლოს? .

Posted by: ივანიჩ 13 Jun 2018, 11:39
QUOTE
ხსნიან დღეს წყნეთი-სამადლოს

აბა კიდე ჩამოწვა მეწყერიო?

Posted by: ნიკა 13 Jun 2018, 11:43
QUOTE (ივანიჩ @ 13 Jun 2018, 11:39 )
QUOTE
ხსნიან დღეს წყნეთი-სამადლოს

აბა კიდე ჩამოწვა მეწყერიო?

რაა? help.gif help.gif help.gif help.gif help.gif eek.gif eek.gif eek.gif eek.gif eek.gif

Posted by: lachi 13 Jun 2018, 12:25
QUOTE
QUOTE
ხსნიან დღეს წყნეთი-სამადლოს

აბა კიდე ჩამოწვა მეწყერიო?


საიდან ეგ ინფო? არის ოფიციალურად სადმე?

Posted by: ივანიჩ 13 Jun 2018, 12:32
QUOTE
საიდან ეგ ინფო? არის ოფიციალურად სადმე

ერორი გუშინდელი კურიერი 9 საათიანი.წყალდიდობის ნიუსი რომ იყო იქ თქვეს და მეც გამიკვირდა

Posted by: Sultan-A 13 Jun 2018, 12:37
ივნისის ბოლოს

https://www.allnews.ge/sazogadoeba/161105-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%98%E1%83%AE%E1%83%A1%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%AC%E1%83%A7%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98-%E1%83%91%E1%83%94%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%96%E1%83%90,-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%AA-13-%E1%83%98%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A5%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%96%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90.html

Posted by: ნიკა 13 Jun 2018, 17:45
QUOTE (Sultan-A @ 13 Jun 2018, 12:37 )
ივნისის ბოლოს

https://www.allnews.ge/sazogadoeba/161105-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%98%E1%83%AE%E1%83%A1%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%AC%E1%83%A7%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98-%E1%83%91%E1%83%94%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%96%E1%83%90,-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%AA-13-%E1%83%98%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A5%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%96%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90.html

ჰმ. ფოტოზე აშკარად წყნეთი0ახალდაბას გზაა და მანდაც მიდის რაღაც სამუშაოები თურმე.

Posted by: iviko18 13 Jun 2018, 22:02
QUOTE (ნიკა @ 13 Jun 2018, 17:45 )
QUOTE (Sultan-A @ 13 Jun 2018, 12:37 )
ივნისის ბოლოს

https://www.allnews.ge/sazogadoeba/161105-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%98%E1%83%AE%E1%83%A1%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%AC%E1%83%A7%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98-%E1%83%91%E1%83%94%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%96%E1%83%90,-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%AA-13-%E1%83%98%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A5%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%96%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90.html

ჰმ. ფოტოზე აშკარად წყნეთი0ახალდაბას გზაა და მანდაც მიდის რაღაც სამუშაოები თურმე.

იმ მონაკვეთზე რაღაც უნიკალური ტექნოლოგიით გააკეთეს ხიდი. ეს ტექნოლოგია საქართველოში პირველად იქნა გამოყენებულიო, თუმცა რა ტექნოლოგიაა არ ვიცი.

Posted by: ნიკა 13 Jun 2018, 23:26
ნუ ფოტოზე რაც ჩანს უნიკალურობა იმაშია რომ ხიდი პირდაპირ მიწაზე დევს მთლიანად lol.gif

user posted image

Posted by: toyota12345 13 Jun 2018, 23:33
გმირთა მოედნიდან თამარ მეფის მიმართულებით დაახლოებით ცირკის ასახვევთან კალოდეცი იყო ახდილი ვერ დავინახე ჩავარტყი მანდ მანქანით ღამით და გაასხა ამორტიზატორმა, გადამაგდო ხარჯებში აი ვის ეხება ეგ შემეძლო მაგ მომენტში დამერეკა სადმე და ვინმე ამინაზღაურებდა მაგ თანხას? დაზღვეული არ მყავს მანქანა მაგრამ რაც მე ამათ ვაგინე ვინც ეგრე დატოვა ეგ...... ერთი თვის გინება კი დავხარჯე სიტყვათა მარაგიდან.

Posted by: Snow93 14 Jun 2018, 09:33
toyota12345
ნამდვილად არავინ აიღებს პასუხისმგებლობას... მასე ნახევარ თბილისს უნდა აუნაზღაურონ

Posted by: Snow93 18 Jun 2018, 10:41
მაშველები იყვნენ მობილიზებული ცოტა ხნის წინ თბილისში, გახოკიძის ქუჩაზე - ისინი თითქმის ერთი საათის განმავლობაში გზის სარემონტო სამუშაოებისას ორმოში ჩავარდნილი მუშის ამოყვანას ცდილობდნენ. ორმო, სადაც დაშავებული მუშა მოყვა, წყლით იყო სავსე.

სამაშველო ბრიგადები მამაკაცის ამოყვანის მცდელობის პარალელურად ორმოდან წყალს ტუმბავდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც მუშას წყლის მილი გაყავდა, რა დროსაც მიწა ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა.

ორმოდან ამოყვანილი მამაკაცი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მას ფეხი აქვს მოტეხილი.

gigi.gif

Posted by: ნიკა 19 Jun 2018, 17:51
ახალდაბას მეწყერი და წყნეთი-სამადლოს გზა 360 გრადუსში
https://photos.app.goo.gl/8XP2y4XuTNd6ALf4A

ეს კი ფოტოები
user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image
* * *
მეორე პორცია

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

Posted by: ნიკა 21 Jun 2018, 16:09
დღეს კიდევ ვიყავი წყნეთი-სამადლოზე. ამჯერად მანქანით მოვახერხე შესვლა (ნაცნობმა შემიყვანა). მოკლედ ეგ თვის ბოლოსაც ვერ გაიხსნება ჩემი აზრით. ძალიან ბევრი სამუშაოა კიდევ დარჩენილი. წყნეთისკენ ასფალტი ჯერ საერთოდ არაა ერთ მონაკვეთზე. მერე პატარა მონაკვეთი არის პირველი ფენა სრულადაა დაგებული (დაახლოებით 360-იან მოსახვევებს შორის ადგილამდე). მერე მიდის ცალი ზოლი პირველი ფენა. და ბოლოს გრუნტი. თვითონ დამწყრილზე მგონი პირველი ფენა დაგებულია. ამავე დრო მიდის ინტენსიური მუშაობა კოდალებით. ერთ ადგილას ჩამოყრილმა ქვებმა ახლად დაგებული ასფალტი დააზიანეს თითქოს (მანდ დრონით გადავიღე არ მივსულვარ). როგორც ჩანს წვიმების შედეგად ჩამოინრა კლდე. სანამ იქ ვიდექით სულ მიდიოდა პატარ პატარა კენჭების ცვენა. მოკლედ ეგ მონაკვეთი სავარაუდოდ ვერის ხეობასავით იქნება და წვიმაში ხშირად დაკეტავენ ხოლმე.
* * *
ახლო 360-იანი
https://photos.app.goo.gl/R4FCZEHMFBa6Z86v6

Posted by: kataxxl 21 Jun 2018, 17:10
იპოდრომთან ერთი ბოძი ამოუყვანიათ უკვე და სხვებსაც ეჩალიჩებიან.

ალბათ სექტემბერს გახსნინან

Posted by: Snow93 21 Jun 2018, 17:46
საბურთალოს ქუჩიდან პეკინამდე სანამ გახვალ ერთი ადგილას ჩავარდნილია ასფალტი საშინლად უკვე წელიწადზე მეტია... მუშაობს ვითომ ამათი აპლიკაცია რაც გააკეთეს? მერიიდან 5 წუთის სავალია არა და....

Posted by: emre 22 Jun 2018, 21:33
მეტეხის გვირაბი როდემდე უნდა იყოს ასეთ სამარცხვინო მდგომარეობაში...

Posted by: iviko18 23 Jun 2018, 08:20
QUOTE (ნიკა @ 21 Jun 2018, 16:09 )
ერთ ადგილას ჩამოყრილმა ქვებმა ახლად დაგებული ასფალტი დააზიანეს თითქოს (მანდ დრონით გადავიღე არ მივსულვარ). როგორც ჩანს წვიმების შედეგად ჩამოინრა კლდე. სანამ იქ ვიდექით სულ მიდიოდა პატარ პატარა კენჭების ცვენა. მოკლედ ეგ მონაკვეთი სავარაუდოდ ვერის ხეობასავით იქნება და წვიმაში ხშირად დაკეტავენ ხოლმე.

წინა გვერდებზეც იწერებოდა რომ ფერდობები არ არის გაწმენდილი ქვებისგანო. ბადეებიც არ აღმოჩნდა ეფექტური, როგორც ჩანს.

Posted by: Kublicha 23 Jun 2018, 12:30
iviko18
რა ბადე დაიჭერს მაგას, ექსკავატორისხელა ლოდებია

Posted by: max-14 24 Jun 2018, 11:48
პატარა დიამეტრის ორმოები კეთდება ბევრგან,საშიში ძალიან-მანქანებისთვის,ასფალტი ინგრევა მრგვალად,მიხედონ ამ უმოძრაო ბანდამ(მერიამ თუ ვისაც ეხება)

Posted by: donkosta 24 Jun 2018, 13:14
წყნეთის გზა გაიხსნა ტუ იცით?

ან გავლადია ატარებენ ნაკადს?
* * *
წყნეთის გზა გაიხსნა ტუ იცით?

ან გავლადია ატარებენ ნაკადს?

Posted by: Snow93 24 Jun 2018, 16:33
donkosta
https://forum.ge/?showtopic=34975300&view=findpost&p=52951119

Posted by: emre 26 Jun 2018, 11:53
ხალხცი, თუ იცით თბილისის შემოვლით გზაზე ასვალტი დააგეს?
თუ ისევ ისეთი დანგრეულია...

Posted by: vatman 26 Jun 2018, 14:13
emre
QUOTE
ხალხცი, თუ იცით თბილისის შემოვლით გზაზე ასვალტი დააგეს?
თუ ისევ ისეთი დანგრეულია...

თუ იმ 2 კილომეტრიან მონაკვეთს გულისხმობ, ის უკვე დიდი ხანი დაკეტილია.
მარა ახალაშენებულზეც არის რამდენიმე მონაკვეთი სადაც დანგრეულია გზა, მარა სედანით უპრობლემოდ გახვალ.

Posted by: otokarcobra 26 Jun 2018, 19:02
QUOTE (emre @ 26 Jun 2018, 11:53 )
ხალხცი, თუ იცით თბილისის შემოვლით გზაზე ასვალტი დააგეს?
თუ ისევ ისეთი დანგრეულია...

3 ადგილზეა გრუნტამდე დასული, დანარჩენი კარგია....

Posted by: emre 26 Jun 2018, 19:58
დიდი მონაკვეთი იყო მახსოვს რამდენიმე წლის წინ ასვალტის გარეშე
რამდენიმე კილომეტრი...
ეგ მაინტერესებს, ისევ ისეა თუ დააგეს ასვალტი.
თორე პატარა მონაკვეთებს არაუშავს : )

Posted by: Snow93 27 Jun 2018, 11:06
მოკლედ, ადრე დავწერე აქ 1 წელი არც არის გასული მეთქი რაც ბოჭორმის ქუჩა გაარემონტეს და ამ გზის დასაწყისში უკვე ჩავარდა ასფალტი ჭის გარშემო მეთქი, მარანთან...
ხო და ჩემდა გასაკვირად გუშინ 1 ღამეში გაუკეთებიათ, გუშინ ღამე ისევ საავარიო სიტუაცია იყო რო გავიარე და დღეს მოსწორებულია ასფალტია ახალი დასხმული gigi.gif gigi.gif gigi.gif
ასე გააგრძელე კალა

Posted by: kataxxl 30 Jun 2018, 12:01
იპოდრომთან იმტენსიურად ამოყავთ ბოძები

2 თვეში თუ მორჩნენ კაი იქნება

მაგრა იქნება რო კაი???

კალაძის ქულების გარდა რას შეცვლის ეგ ესტაკადუშკა?????


Posted by: ნიკა 30 Jun 2018, 15:05
დაუზუსტებელი ინფორმაციით წყნეთი-სამადლო გაიხსნა. ცერემონიალი ხვალ იქნება თუმცა მანქანები უკვე დადის. საღამოს მექნება ზუსტი ინფო

Posted by: kataxxl 30 Jun 2018, 15:45
ნიკა

ხვალ დავტესტავთ smile.gif

მაინც ამ სიცხეში ქალაქში რა უნდა აკეთო დააა ........

Posted by: migeli85 30 Jun 2018, 17:26
13 ივნისის სტიქიის დრო რომ ჩამოიტანა თბილისში, მაგ გზას თუ გულისხმობთ, კი - გახსნილია. დღეს ვიყავი ველოსიპედით და და ბოლომდეა ასვალტი დასხმული და გზაც დახაზულია. ჯებირებს აკეთებდნენ, თუმცა მანქანები დადიოდნენ თავისუფლად.

Posted by: Kublicha 30 Jun 2018, 22:57
მე წყნეთში ვარ და ყოველდღე ავდიოდი პირველ შლაგბაუმამდე, გუშინ ღამე ჯერ კიდევ დაკეტილი იყო. პირველი შლაგბაუმიდან რამდენიმე მეტრში ახალი ფერადად მოციმციმე შლაგბაუმი დააყენეს, ეგ მუდმივად იქნება და წვიმაში დაიტეკება.

დღეს არ ავსულვარ. ხვალ ავალ და გეტყვით რა ხდება, ეხლა მეზარება კრიშტიანო რონალდოს გამოვარდნით უნდა დავტკბე
* * *
ძაან ძაან მაინტერესებს ამ მწყერულ - ქვებცვენია და ა.შ გზაზე პარკირების დახაზვა ვის მოუვიდა აზრად.

user posted image
user posted image

Posted by: ნიკა 1 Jul 2018, 15:10
გახსნილია. ავიარ ჩამოვიარე.
https://www.facebook.com/vardzelashvili/videos/10211133013353854/

Posted by: PAINKILLER 1 Jul 2018, 19:33
QUOTE
ძაან ძაან მაინტერესებს ამ მწყერულ - ქვებცვენია და ა.შ გზაზე პარკირების დახაზვა ვის მოუვიდა აზრად.


ვერ ვხვდები მანდ რისთვის უნდა გააჩერო მანქანა, სურათების გადასაღებად??

Posted by: TramwayMan 1 Jul 2018, 19:58
PAINKILLER
Kublicha
ლამაზი გადასახედი მოეწყო და მაგისთვის. ძნელი მისახვედრია? biggrin.gif

Posted by: kataxxl 1 Jul 2018, 21:47
PAINKILLER

იღებდნენ იკვე

უფრო კლდეს ვიდრე ხედს smile.gif))))

უზარმაზარი სატვირთო შემხვდა მოსახვევში პროწივზე

ყლემ ნაგვის ურნა დაინახა და გადმივიდა პროწივზე ნაგვის გადასაგდებად

Posted by: ნიკა 1 Jul 2018, 22:18
ხო ორივე გავლაზე თითო თითო მანქანა იყო გაჩერებული. ზევით რომ ავიარე, ცოტა მანქანა იყო. ალბათ ჯერ არ გაბაზრებულა. უკან რომ მოვდიოდი ბლომად შემხვედრი მანქანა მოდიოდა. აწი ბაგებში სულ საცობები იქნება. წყნეთის ცენტრშიც ქაჯობები იყო.

Posted by: iviko18 2 Jul 2018, 10:12
QUOTE (Kublicha @ 23 Jun 2018, 12:30 )
iviko18
რა ბადე დაიჭერს მაგას, ექსკავატორისხელა ლოდებია

ინჟინერმა განაცხადა, ყველანაირი ზომის ლოდებს დააკავებსო, 3000 კილოჯოულის ენერგიაზეა გათვლილიო.

Posted by: PAINKILLER 3 Jul 2018, 11:04
QUOTE (TramwayMan @ 1 Jul 2018, 19:58 )
PAINKILLER
Kublicha
ლამაზი გადასახედი მოეწყო და მაგისთვის. ძნელი მისახვედრია? biggrin.gif

ფოტოები დაიდოს, გადასახედიდან გადაღებული !

Posted by: ნიკა 3 Jul 2018, 13:31
PAINKILLER
QUOTE
ფოტოები დაიდოს, გადასახედიდან გადაღებული !

კამიკაძეებს ეძებ? biggrin.gif

Posted by: Kublicha 3 Jul 2018, 14:35
ნიკა
QUOTE
კამიკაძეებს ეძებ?

+1 biggrin.gif
ძალიან არ მომეწონა უსაფრთხოების ამბავში.
1) გზის პირას სწორი ზედაპირი რომაა ფერდთან, გაკეთებინათ ჩაღრმავება რომ წამოსული საშუალო ზომის ქვები იმაში ჩარჩენილიყო.
2) ბადე არის მხოლოდ 3-4 მეტრის სიგრძის რაც ჩემია ზრით პატარა კენჭების მეტს ვერაფერს შეაკავებს. ხო სხვათა შორის ბეთანიის მხარეს ეგ ბადე უკვე სავსეა ჩამონაყარით. (გახსნიდან 2 დღეში)
3) ამ ყველაფერთან ერთად პარკინგი დახაზეს, იმის მაგივრად მკაცრად აკერძლათ გაჩერება მაგ მონაკვეთზე.
4) შლაგბაუმი წყნეთის მხრიდნა კეტავს მხოლოდ სავალი ნაწილის ცალ მიმართულებას. ანუ თუ აუქცევ გვერდს არაფერი გაკავებს. ორივე მხარეს რომ შლაგბაუმი დაეყენებიათ, გამომსველლი მანქანები კი ჩაიკეტებოდა, მაგრამ მაგის მოგვარება მარტივად შეიძლება სენსორით. თუ ზევიდან უახლოვდება მანქანა გაიხსნას.
5) დიდი მეწყერიდან სამადლომდე კიდევ არაერთი მეწყერია სადაც პირდაპირ თითქლის ჰორიზონტალურად გაწოლილი ხეების ქვეშ გიწევს გავლა. ეგ ხეები მაინც უნდა მოეჭრათ.

Posted by: ნიკა 3 Jul 2018, 14:44
ესკი ამ გზის გახსნის შედეგი
https://www.facebook.com/giogalua/posts/1674624132587283

Posted by: kataxxl 3 Jul 2018, 16:44
მუ ცხელა და დარბის ხალხი მთაში

აი ბაგებში ზედ გზაზე რომ დადგეს კორპუსები სულ მაგის ბრალია

აწი სულ უარესი და უარესი იქნება

Posted by: Snow93 4 Jul 2018, 15:34
დღეს მნიშვნელოვანი დღეა თბილისის მერიისთვის და მნიშნელოვანი დღეა მთლიანად თბილისისთვის.

ხანგრძლივი დისკუსიის, პროფესიული განხილვებისა და მრავალი ადამიანის დაუღალავი შრომის შედეგად, დღეს დასრულდა თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტმა და „სითი ინსტიტუტმა“ დაასრულეს ძირითადი სამუშაო პროცესი და დოკუმენტი მზად არის შემდგომი განხილვებისთვის საკრებულოში გადასაგზავნად, რისთვისაც, პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც ბოლო კვირების და თვეების მანძილზე ენერგიას არ იშურებდა ამ მეტად მნიშვნელოვანი საქმის წარმატებით დასრულებისათვის და 24-საათიან რეჟიმში უწევდა მუშაობა.

დოკუმენტის უმთავრესი ხაზი - მწვანე, შეკავშირებული, კომპაქტური და მედეგი ქალაქის კონცეფცია თავიდანვე დადებითად იყო შეფასებული დედაქალაქის მერიის მხრიდან და შესაბამისად, ცხადია, სრულად იქნა გაზიარებული.

მოგეხსენებათ, თბილისის მუნიციპალიტეტის და პროფესიული წრეების წარმომადგენელთა დიდი ნაწილის პოზიცია კონცეფციასთან მიმართებაში ყოველთვის იყო დადებითი, მაგრამ ის ჯერ კიდევ არ იყო გამყარებული სრულყოფილი, აღსრულებადი დოკუმენტით.

ჩვენ არაერთი შენიშვნა გვქონდა ამ დოკუმენტში მოყვანილი მოსაზრებების განხორციელების გზებზე, ეტაპებზე, საკუთრების საკითხებზე, რუკის დახვეწაზე, ზონირების საკითხის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანაზე და არაერთ სხვა თემაზე, რომელიც წერილობითი სახით იყო წარდგენილი გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის წინაშე და მედიაშიც არაერთხელ იყო განხილვის საგანი.

თუმცა, ერთობლივი მუშაობით, საერთო ძალისხმევით - “სითი ინსტიტუტის”, თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების და პროფესიული წრეების წარმომადგენლების ჩართულობით, ყველა ეს ხარვეზი მაქსიმალურად იქნა გათვალისწინებული და აღმოფხვრილი.

დაიხვეწა და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოვიდა ზონირების საკითხები; დაიხვეწა რუკა, დატანილი იქნა გაცემული სამშენებლო ნებართვები და გრგ-ები, შეიქმნა თემატური რუკები, რომელშიც აისახა შიდა საუბნო გამწვანებები, ხაზობრივი ნაგებობები; დაზუსტდა ქონებრივი საკითხების გადაწყვეტის გზები, მესაკუთრეთა უფლებების მაქსიმალური გათვალისწინებით;

უზრუნველყოფილი იქნა შეზღუდვის ქმედითი ინსტრუმენტების დანერგვა, ქაოტური განაშენიანებისა და გეოლოგიური (გეოდინამიკური) თვალსაზრისით საფრთხის შემცველი არეალების სამშენებლოდ განვითარებისთვის. იქ მოცემულია, რომ მაქსიმალური ყურადღებით უნდა მოხდეს კვლევების ჩატარება და შემდეგ უკვე გადაწყვეტილებების მიღება. ეს არეალებია ჟვანიას ქუჩის ნაწილი, ვერეს ხეობა, გლდანის ტბის მიმდებარე ტერიტორია და სხვა.

აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილ გენგეგმაში, გათვალისწინებულია 4 ახალი საქალაქო პარკის პროექტირება-მოწყობა და 11 განაშენიანების ჩარჩო გეგმა (მაგალითად: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია, დიღომი, თბილისის ზღვა და ა.შ.).

ასევე, შეიქმნა და დაზუსტდა პროექტების და კვლევების სამოქმედო გეგმა, ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიცაა ურბანული განვითარება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგება, ამ მიმართულებითაც გვქონდა ჩვენ შენიშვნები და გათვალისწინებული იქნა. გარემოს დაცვა, ეკონომიკური განვითარება, ინფრასტრუქტურის მოწყობა და ყველა სხვა, ჩვენი ქალაქისთვის მნიშვნელოვანი მიმართულება.

ამ დოკუმენტში არის პასუხი, ჩვენი ქალაქის პრაქტიკულად ყველა ძირითად გამოწვევაზე.

რა თქმა უნდა, ძალიან მცდარია წარმოდგენა, რომ გენგეგმის მიღება ერთი ხელის მოსმით გადაწყვეტს ჩვენი ქალაქის ყველა პრობლემას. ამ ეტაპისთვის „სითი ინსტიტუტთან“ თანამშრომლობით მიღწეული შედეგი მერიისთვის მისაღებია. ამ გენერალურმა გეგმამ მაქსიმალურად მიიღო ისეთი სახე, რომ მიახლოებულია სპეციალისტების, მოსახლეობის ინტერესებთან და მორგებულია რეალობას. ჩვენ ათეული წლებია, თბილისის განაშენიანების პროცესი გვქონდა მიშვებული და დღეს დედაქალაქში მძიმე მემკვიდრეობა გვაქვს. წარმოდგენილი დოკუმენტი, რომელიც შემდგომი პროცედურებისთვის გადაეცემა საკრებულოს, არის ის კარკასი, ის საბაზისო მოცემულობა, რომელიც ჩვენც და თბილისის მომავალ მთავრობებს მისცემს რეალურ საშუალებას დედაქალაქის არსებული მდგომარეობიდან გამოყვანის პროცესი წარმატებით მიმართოს სრულყოფილი, თანამედროვე ქალაქის ფორმირებისკენ.

Posted by: isa_da 10 Jul 2018, 10:47
კახეთის გზატკეცილზე შუაში ცემენტის ამრეკლები რატომ მოხსნეს ხომ არ იცით ? ისნიდან სამინისტრომდე არის რაც ვნახე აღებული, იმის იქით არ მინახავს.

Posted by: Snow93 16 Jul 2018, 16:47

უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან, ბაგების მიმართულებით გადასასვლელი საფეხმავლო ხიდის აღდგენითი სამუშაოები დასრულებულია.

რეკონსტრუქციის ფარგლებში ასფალტის საფარი გამოიცვალა.

დედაქალაქის ბიუჯეტიდან სარეაბილიტაციო სამუშაოებში 500 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა.

დასრულებული ხიდი თბილისის მერმა გაანათა.

http://rustavi2.ge/ka/news/108994

Posted by: Snow93 18 Jul 2018, 08:45
გიორგი ჩერქეზიშვილი: ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების რეფორმა შეუქცევადია

„ტექნიკური ინსპექტირების რეფორმა არის შეუქცევადი, საკმაოდ რთული და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა - სახელმწიფო უწყებების, პარლამენტის, მუნიციპალიტეტების და რაც მთავარია, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა იყოს მაღალი“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ჩერქეზიშვილმა კონფერენციაზე „ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის მონიტორინგი და შეფასება“ სიტყვით გამოსვლისას. კონფერენცია ორგანიზაცია “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (East-West Management Institute) “სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის” პროექტის ორგანიზებით სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“-ში იმართება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ჩერქეზიშვილმა ისაუბრა ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ეს ერთობლივი პასუხისმგებლობის საკითხია, მათ შორის როგორც მძღოლების, ისე სახელმწიფოსი და სამოქალაქო საზოგადოების.

„სახელმწიფოს ვალდებულების საკითხია იმ ნაწილში, რომელზეც ვსაუბრობთ - გარემოს დაცვითი ღონისძიებების უზრუნველყოფა, ასევე ინფრასტრუქტურის და ხარისხის კონტროლის ნაწილი, კერძოდ, საწვავზე ვსაუბრობ - რომ ეს ყველაფერი გამართული იყოს და რეგლამენტები იყოს წესრიგში და იმ შესაბამისობაში, რა ვალდებულებებიც გვაქვს აღებული ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში. მივესალმებით თქვენი პროექტის დაწყებას და ვიმედოვნებით, რომ ის იქნება თანამშრომლობაზე დამყარებული“, - აღნიშნა მინისტრმა. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სამოქალაქო აქტივობა და ჩართულობა იმ ნაწილში, რომელიც სახელმწიფომ უნდა განახორციელოს -კონტროლის და მონიტორინგის მექანიზმების ნაწილში.

შეგახსენებთ, რომ 1-ლი ივლისიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მეორე ეტაპი დაიწყო. ტექნიკური ინსპექტირების გავლას სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომანქანები დაექვემდებარებიან.

დღეიდან პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლა ავტომფლობელს მისთვის მოსახერხებელ ნებისმიერ ცენტრში შეეძლება. ამასთან, სამუშაო საათებში მოქალაქეებს შეუძლიათ დამატებითი ინფორმაცია მიიღონ ცხელი ხაზის 1484-ის მეშვეობით.

Posted by: ივანიჩ 18 Jul 2018, 14:01
QUOTE
ბაგების მიმართულებით გადასასვლელი

ერთი ახალი სამანქანო ხიდი არ აწყენდა მანდ რაა

Posted by: kataxxl 18 Jul 2018, 14:34
ივანიჩ

კი მოაბოდიალა კალაძემ მაგრამ არ არიან ეგენი მაგის ამშენებლები

Posted by: ივანიჩ 18 Jul 2018, 17:47
ავლაბრის - ბარათაშვილის აღმართი დაიკეტა?
დილიდან საცობებია
კი იყო ისე დასაგები მამენტ

Posted by: donrobita 18 Jul 2018, 18:44
ივანიჩ
ცალმხრივადაა და მარცხენა სანაპიროს დედა აღარ ყავს

Posted by: ივანიჩ 18 Jul 2018, 18:45
აჰა დადებულა ინფო
,,დღეს იწყება ბარათაშვილის აღმართის კაპიტალური რეაბილიტაცია, რაც, შეიძლება ითქვას, ათეულობით წლის განმავლობაში არ განხორციელებულა. სამუშაოების ფარგლებში, გათვალისწინებულია სანიაღვრე ქსელის აღდგენა, სადრენაჟო სისტემის, ბორდიურისა და ტროტუარის მოწყობა. ასევე, მთლიანად შეიცვლება განათების სისტემა. ჯამში, 15 ათასი კვადრატული მეტრი ასფალტის საფარი შეიცვლება. ამ კონკრეტული პროექტის განხორციელებაში დაახლოებით, 3 მილიონ 233 ათასი ლარი დაიხარჯება"
წყარო: http://www.newposts.ge/?l=G&id=179309-%E1%83%97%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98,%20%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%90%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90,

Posted by: donrobita 18 Jul 2018, 20:28
ისნიდან დიდუბემდე საცობია მარცხენა სანაპიროზე. მტერს არ ვუსურვებ მანდ გავლას ისეთი ამბავია

Posted by: Niku7a 20 Jul 2018, 12:10
მთელ გორგასალს და მარჯვენა სანაპიროს დედა რო აღარ ყავს არაუშავს ხო? 15 სექტემბერს დაიწყონ რეაბილიტაცია up.gif

Posted by: NVIDIA MAN 20 Jul 2018, 12:46
როდის დაასრულებენ სამუშაოებს? სექტემბრამდე მოასწრებენ?

Posted by: Snow93 20 Jul 2018, 15:33
როგორ მიხაროდა ზაფხულია და ქალაქში მარტივად ვიმოძრავებ მეთქი.... რა ჯანდაბა სჭირდა ამისთანა სექტემბრის ბოლომდე აღარ მორჩებიან ამ ბარათაშვილს ხო ვიცი, ისიც ყველაზე კარგ ვარიანტში

Posted by: Nescafe13 21 Jul 2018, 19:57
აღმაშენებლის ძეგლიდან რომ ჩადიხარ დიდუბისკენ მაგ გზას ოდესმე გააკეთებენ ?
ან ამერიკის საელჩოს ზემოთ ხიდები რომაა გლდანი-მუხიანისკენ ამავალი ისე მაინც გადააგონ სირცხვილია down1.gif

Posted by: toyota12345 21 Jul 2018, 21:00
გაქანებული ზაფხულია და რა მოძრაობაა ქალაქში, მოვა სექტემბერი და მერე ნახეთ აი დიდი პიზდეცი იქნება ქალაქში გადაადგილება. წინასწარ ვფიქრობ უკვე მანქანის გაყიდვაზე.....

Posted by: Niku7a 23 Jul 2018, 16:48
ან რობაქიძის გამზირი რა გახდა, სერფინგით უნდა გახვიდე mad.gif

Posted by: toyota12345 23 Jul 2018, 16:53
წვიმის დროს უკვე შიშით ვერ გამოვდივარ მითუმეტეს ღამით! ამასწინათ წვიმაში არ ჩანდა და ჭა იყო ახდილი რო ჩავარტყი ამორტიზატორმა გაასხა.

Posted by: Niku7a 23 Jul 2018, 17:37
იუსტიციის სახლთან ისეა დატალღული სამაშველო ჟილეტით შევდივარ facepalm.gif

Posted by: ნიკა 23 Jul 2018, 21:00
QUOTE (toyota12345 @ 23 Jul 2018, 16:53 )
წვიმის დროს უკვე შიშით ვერ გამოვდივარ მითუმეტეს ღამით! ამასწინათ წვიმაში არ ჩანდა და ჭა იყო ახდილი რო ჩავარტყი ამორტიზატორმა გაასხა.

ჭა თუ ახდილი იყო რატომ არ ჩანდა?

Posted by: Snow93 24 Jul 2018, 12:12
ნიკა
მეც მომივიდა მსგავსი რამ... განათება არ ყოფნის საერთოდ ფორმალურადაა და მითუმეტეს ნაწვიმარზე მანქანიდან არ ჩანს ხოლმე გაფუჭებული გზა


**********************************

სააკაძეც გადაუთხრიათ და დღეს 20 წუთი ვიდექი სპორტის სასახლესთან...

Posted by: vatman 24 Jul 2018, 12:53
toyota12345
QUOTE
წვიმის დროს უკვე შიშით ვერ გამოვდივარ მითუმეტეს ღამით! ამასწინათ წვიმაში არ ჩანდა და ჭა იყო ახდილი რო ჩავარტყი ამორტიზატორმა გაასხა.

ქერჩის ქუჩაზე ძლიერი წვიმის დროს, სადაც მწოლიარე პოლიციელები დააყენეს, GWP-ს ხალხი ხსნის ხოლმე ჭას, რამდენჯერმე ლამის ჩავარდი. მაგათ რაღაც ტექნიკურ სამსახურს იქვე აქვს რაღაც განყოფილება და წვიმის დროს მაგ ჭას ხსნიან, არადა შუა გზაზეა ეს ჭა... წვიმაში და ღამით ჩემი ფეხები ჩანს მანდ

Posted by: Snow93 25 Jul 2018, 11:51
თბილისის ახალი გენერალური გეგმა - ავტომანქანის გაჩერების მოსაკრებელსა და პროდუქტებზე ფასი ძვირდება

პური და სხვა პროდუქტები თბილისში, სავარაუდოდ, 2019 წლიდან გაძვირდება.

დედაქალაქის გენერალური გეგმის რეკომენდაციების მიხედვით, საწარმოებს წყლისა და ბუნებრივი აირის მოხმარებაზე ლიმიტი დაუწესდებათ, თუ დაწესებულ ლიმიტს გადაცდებიან, საჯარიმო ტარიფის გადახდა მოუწევთ. გაზრდილი გადასახადების კი მათ მიერ წარმოებულ პროდუქციის ფასებზე აისახება.

ახალი რეგულაცია ყველაზე მძიმე ტვირთად პურის საცხობებს დააწვებათ. ამავე სიაში არიან ფარმაცევტული საწარმოებიც, რაც წამლების გაძვირებასაც ნიშნავს.

ოპოზიციის თქმით, აღნიშნული ცვლილება მერიას საშუალებას აძლევს, ბიზნესი შეავიწროვოს და უფრო მეტი თანხის გადახდა აიძულოს.

კიდევ ერთი, რაც გენერალური გეგმის თანახმად, თბილისში ძვირდება, ავტომანქანის გაჩერების მოსაკრებელია.

დღეს მერიამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ თბილისში პარკინგზე ზონალური და საათობრივი ფასები დაწესდება. ავტომანქანის გაჩერება ცენტრალურ უბნებში უფრო ძვირი იქნება და იმოქმედებს საათობრივი გადასახადი.

მერიას იმედი აქვს, რომ მოქალაქეების ნაწილი, მაღალი გადასახადის გამო, მანქანებს გააჩერებს, მუნიციპალური ტრანსპორტით იმოძრავებს და თბილისში საცობების პრობლემაც მოგვარდება.

თბილისის მერიას საკრებულოს ოპოზიცია სითი პარკის ცვლილების დროს გაცემულ დაპირებებს ახსენებს, რომლის მიხედვითაც, ქალაქში ახალი და გამართული პარკინგები უნდა მოწყობილიყო. სინამდვილეში კი მოქალაქეები იმავე სერვისში, სავარაუდოდ, გაორმაგებულ გადასახადს გადაიხდიან.

შეზღუდვები შეეხებათ ტაქსის მძღოლებსაც. დღეს მერიამ დააკონკრეტა, რომ ორკარიანი და მარჯვენა საჭიანი ავტომობილების მფლობელებს ტაქსის ლიცენზიას არ მისცემენ. უახლოს მომავალში კი თბილისის მთავრობა დააწესებს ფერს, ტაქსის ყველა მძღოლი ვალდებული იქნება, ერთი ფერის მანქანა ჰყავდეს.

Posted by: toyota12345 25 Jul 2018, 11:55
ერთი ის ვიცი რომ ხალხის ერთობა არის საჭირო ეს მთავრობა რომ მოვიშოროთ და გავაგდოთ!!!!!!!!!

Posted by: Snow93 25 Jul 2018, 18:56

ტაქსის მძღოლებს, თბილისის გენერალური გეგმის მიხედვით, შეზღუდვები დაუწესდებათ

თბილისის გენერალური გეგმის მიხედვით, შეზღუდვები დაუწესდებათ ტაქსის მძღოლებს. შესაძლოა, ორკარიანი და მარჯვენა საჭიანი ავტომობილების მფლობელებს ტაქსის ლიცენზია არ მისცენ.

სატრანსპორტო საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია ”ჰაბ ჯორჯიას” აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ მერიაში პრობლემის გადაწყვეტის არასწორ გზებზე საუბრობენ და კონკრეტული რეგულაციების დაწესებით თბილისში ვითარება არ შეიცვლება.

Posted by: da_to 25 Jul 2018, 21:35
ყველაფერში უნიათო როგორ უნდა იყოს ეს ხალხი .... ეხლა იწყებენ ვაშლიჯვრის ესტაკადის მშენებლობას (ნუ ალაბთ ერთი 10 დღეში) და 6 თვე გაგრძელდებაო... ზაფხულის სრული 2 თვის დაკარგვა შეიძლებოდა ???

Posted by: Snow93 26 Jul 2018, 10:58
da_to
აუ ეს რა მითხარი... ჯერ ავლაბარს დედა უტირეს და მაქეთა უბნებს მთლიანად... ახლა მეორე ბოლოსაც გამოუყვანენ წირვას

Posted by: vatman 26 Jul 2018, 11:22
da_to
QUOTE
ყველაფერში უნიათო როგორ უნდა იყოს ეს ხალხი .... ეხლა იწყებენ ვაშლიჯვრის ესტაკადის მშენებლობას (ნუ ალაბთ ერთი 10 დღეში) და 6 თვე გაგრძელდებაო... ზაფხულის სრული 2 თვის დაკარგვა შეიძლებოდა ???

გადასასვლელ ხიდს უკვე დემონტაჟი გაუკეთეს.

მანდ ზევით თუ არ გაფართოვდა გზა, მაინც დიდი შვება არ იქნება ვაშლიჯვარისათვის

Posted by: kosta-k 26 Jul 2018, 11:56
ანუ 6 თვე სრული კოლაპსი იქნება მანდ...დღეს დილიღ 8 საათზე გავიარე და უკვე საცობი იყო...წარმომიდგენია დღის საათებში რა იქნება facepalm.gif

Posted by: da_to 26 Jul 2018, 12:30
vatman
QUOTE
მანდ ზევით თუ არ გაფართოვდა გზა, მაინც დიდი შვება არ იქნება ვაშლიჯვარისათვის


და ქვევით როგორ წარმოგიდგენია დაეტევა, გელოვანზე ??? გვირაბის შესასვლელთან იქნება სულ საცობი, დიღმისკენ მივმავალი ხალხი და ესტაკადიდან ჩამომსვლელები დასცხებენ ერთმანეთს biggrin.gif

Posted by: Kublicha 26 Jul 2018, 12:32
da_to
QUOTE
გვირაბის შესასვლელთან იქნება სულ საცობი, დიღმისკენ მივმავალი ხალხი და ესტაკადიდან ჩამომსვლელები დასცხებენ ერთმანეთს

ლაგუნა 2 იქნება

Posted by: max-14 26 Jul 2018, 14:01
QUOTE
რაც წამლების გაძვირებასაც ნიშნავს.

მეტი რაღა უნდა გააძვირონ ამ ღორებმა,ისედაც ასტრონომიულ მოგებაზე არიან ეს ფარმაცევტული კანტორები,მსოფლიოში მემგონი ამხელა მოგებაზე არცერთი კომპანია არ მუშაობს,ამათთან შედარებით ნარკობარონები მართლა ლაწირაკები არიან
QUOTE
რომ ორკარიანი და მარჯვენა საჭიანი ავტომობილების მფლობელებს ტაქსის ლიცენზიას არ მისცემენ. უახლოს მომავალში კი თბილისის მთავრობა დააწესებს ფერს, ტაქსის ყველა მძღოლი ვალდებული იქნება, ერთი ფერის მანქანა ჰყავდეს.

ეს ცუდი არაა,მაგრამ რა შედეგს გამოიღებს რავიცი........
QUOTE
თბილისში პარკინგზე ზონალური და საათობრივი ფასები დაწესდება. ავტომანქანის გაჩერება ცენტრალურ უბნებში უფრო ძვირი იქნება და იმოქმედებს საათობრივი გადასახადი.

ეს მართლა უნდა იყოს

Posted by: ნიკა 26 Jul 2018, 15:47
Kublicha
QUOTE
ლაგუნა 2 იქნება

100%

Posted by: ივანიჩ 26 Jul 2018, 17:24
QUOTE
ორკარიანი და მარჯვენა საჭიანი

სამკარიანებიც არსებობს და არ გამორჩეთ gigi.gif

Posted by: aloha__ 27 Jul 2018, 09:37
QUOTE (da_to @ 26 Jul 2018, 12:30 )
vatman
QUOTE
მანდ ზევით თუ არ გაფართოვდა გზა, მაინც დიდი შვება არ იქნება ვაშლიჯვარისათვის


და ქვევით როგორ წარმოგიდგენია დაეტევა, გელოვანზე ??? გვირაბის შესასვლელთან იქნება სულ საცობი, დიღმისკენ მივმავალი ხალხი და ესტაკადიდან ჩამომსვლელები დასცხებენ ერთმანეთს biggrin.gif




არ მგონია, გვირაბამდე საკმაოდაა სივრცე რომ ნაკადი განაწილდეს.

მანდ ერთადერთი რაც ნაკადს ჭედავს ავტობუსების გაჩერებაა. გადმოტანა შეიძლება კომერციული ფართებისკენ მაგრამ მაგას ტრაკი უნდა და ტრაკიანი ხალხი კიდე, რასაც მე ვატყობ, საქართველოში ჭირს.. ძირითადად ლაპარაკი და ბლა,ბლა,ბლა

Posted by: Snow93 27 Jul 2018, 12:36
QUOTE

მეტი რაღა უნდა გააძვირონ ამ ღორებმა,ისედაც ასტრონომიულ მოგებაზე არიან ეს ფარმაცევტული კანტორები,მსოფლიოში მემგონი ამხელა მოგებაზე არცერთი კომპანია არ მუშაობს,ამათთან შედარებით ნარკობარონები მართლა ლაწირაკები არიან


თან აქაური ბაზრის მოთხოვნაც ხელს უწყობს...

QUOTE
სამკარიანებიც არსებობს და არ გამორჩეთ  gigi.gif


სამკარიანები და უსარკოებიც დაჟე givi.gif

Posted by: ივანიჩ 30 Jul 2018, 11:41
QUOTE
სამკარიანები

ჰო რა გაგიკვირდათ
ჰიუნდაი ველოსტერ - სამკარიანია
მძღოლის მხარეს 1 კარი აქვს biggrin.gif
და აქეთ 2 biggrin.gif user posted image

Posted by: PAINKILLER 30 Jul 2018, 12:13
QUOTE (ივანიჩ @ 30 Jul 2018, 11:41 )
QUOTE
სამკარიანები

ჰო რა გაგიკვირდათ
ჰიუნდაი ველოსტერ - სამკარიანია
მძღოლის მხარეს 1 კარი აქვს biggrin.gif
და აქეთ 2 biggrin.gif user posted image


მაზდაც აპირებდა მსგავსი მოდელის გამოშვებას და დაიკიდეს, კონცეპტად დარჩა smile.gif


KABURA


user posted image

Posted by: ნაზღავ-მექეთელი 2 Aug 2018, 17:07
user posted image
აეროპორტის გზაზე ანგრევენ გამყოფ ბეტონს და ახალს აკეთებენ... ვერ ვხვდები, გაცვდა არსებული?

ვარკეთილის მეტროს მიმდებარედ, არსებულ ასფალტის საფარს ახლით ცვლიან... არც მანდ მახსენდება სერიოზული დაზიანებები...

ბევრი ფულებია მერიაში უპატრონოდ?

Posted by: Kublicha 5 Aug 2018, 01:56
კორჯიდან უძოზე ასასვლელი როგორი გზაა, სედანით მივალ?

Posted by: MONTY 5 Aug 2018, 19:18
ელემენტარული სტანდარტებსაც კი არ ითვალისწინებენ

დღემდე არაა მონიტორინგის საჯარო სისტემა

უნდა გაკეთდეს რუკა სადაც მოხდება დაგებული გზის მონაკვეთების დატანა თავისი ტექნიკური პარამეტრები და საექსპლუატაციო ვადებით




Posted by: Nescafe13 5 Aug 2018, 20:08
რობაქიძის ავენიუს ოდესმე გააკეთებენ ?
უკვე მეზარება მანდ გავლა მანქანით , მგონოა დაიშლება მთლიანად
თუ მანდეთ არ ცხოვრობს ვინმე მაღალი პირი და ფეხზე კიდიათ vis.gif

Posted by: TramwayMan 5 Aug 2018, 20:14
Nescafe13
მაგის საპროექტო დოკუმენტაციას აკეთებენ მგონი ტენდერიც შედგა უკვე ასე რომ აკეთებენ კი,

ასევე კეთდება მუხიანის მთავარი გზა ალეკო გობრონიძის ქუჩა, მეტროდან ბოლომდე.
და ასევე მეტროდან თბილისის შემოვლით გზამდე მთელი ხიაზანიშვილი და ციხის გზაც.

Posted by: Nescafe13 5 Aug 2018, 20:31
TramwayMan

მართლა ?
არ მჯეროდა თუ გობრონიძეს კიდე ხელს შეავლებდნენ
მეტროსკენ მიმავალ გზაზე , პირველ ზოლში თუ დგახარ ისეთი ცუდი გზაა სულ ტორმუზით დავდივარ მგონი :დ
მინდელის ხიდზეც ხო არაფერია ტენდერი ? უსაშინლესი ხიდია ეგეც sad.gif

Posted by: iviko18 5 Aug 2018, 20:51
QUOTE
ალეკო გობრონიძის ქუჩა

2006 წელს როგორ ბანძად გააკეთეს ეს გზა vis.gif თავსხმა წვიმაში, წყალში დებდნენ ცხელ ასფალტს და ისე აგებდნენ. facepalm.gif

Posted by: TramwayMan 5 Aug 2018, 21:31
Nescafe13
iviko18
ხიზანიშვილი უფრო ძველია, 1999-2000 წელს გაკეთდა, მაშIნ აიყარა ლიანდაგები ტრამვაის, მთელი ეს საქმე გააკეთა მაშინ შპს "ტრნ", ბევრ ადგილას ჯერ კიდევ მაშინდელი ასლფატია უმეტესწილად და დღემდე შენარჩუნდა.

Posted by: Mr-Raptor 6 Aug 2018, 09:28
Nescafe13
რაღა ძველი პეკინი და რაღა რობაქიძე, ბოლო წლებში იმდენად ვერიდები მანდ გასვლას რო სულ მგონი 3-ჯერ მოვხვდი მაგ მონაკვეთზე

TramwayMan
როდის კეთდება, ჯერ არაფერი დაუწყიათ მანდ, მუხიანში დუმბაძის ქუჩაზე დააგეს ასპალტი, აი გობრონიძეზე არაფერი არ დაწყებულა ჯერ

Nescafe13
ტორმუზი რას გშველის biggrin.gif შუმახერივით უნდა ატრიალო საჭე მარცხნივ თუ მარჯვნივ რო იმხელა ჩავარდნილ ან ამობურცულ "კალოდეცებს" აუარო გვერდი, დედა აღარ ყავს მაგ მონაკვეთს, ორივე მხარეს თან

ფეიქრებზე სულ ახალი გაკეთებულია მაგრამ რას გავს უკვე, ჯერ მარტო რამხელა მონაკვეთი საერთოდ ჩავარდა, მერიაში რო მონიტორინგი არსებობდეს სულ ციხეში უნდა დაიჭირო რასაც აკეთებენ იმის გამო, მაგრამ მონიტორინგის ხალხის ციხეშია დასაჭერი გაპრავებების გამო, ახლად დაგებულ ასპალტზე გაივლიან 3 ჭრილიან ნახვერტზე ამოიღებენ ასფალტს და ამოწმებენ დაგებული ასფალტის სიღრმე ნორმაა თუ არა და ვსო, გეგონება სხვა არაფერია შესამოწმებელი, ან ასფალტი შემადგნელობა, ან დაგების ხარისხი, ან დაგებული ასფალტის სისწორე და ა.შ. ფეიქრების მონაკვეთი რო გახსნეს შარშან იმ ღამესვე მომიწია გასვლა და ღამე ფარების განათებაზე ნათლად ეტყობოდა რამხელა ტალღები ქონდა ასფალტს და როგორი უსწორმასწოროდ იყო დაგებული

Posted by: ნიკა 6 Aug 2018, 10:17
QUOTE (Kublicha @ 5 Aug 2018, 01:56 )
კორჯიდან უძოზე ასასვლელი როგორი გზაა, სედანით მივალ?

მონასტრამდე მგონი ბეტონი დააგეს. ოღნდ მანქანა გავა თუ არა არ ვიცი ჩაკეტილი აქვთ ხოლმეო და რა ადგილას არ ვიცი.

Posted by: vatman 6 Aug 2018, 10:25
TramwayMan
QUOTE
ხიზანიშვილი უფრო ძველია, 1999-2000 წელს გაკეთდა, მაშIნ აიყარა ლიანდაგები ტრამვაის, მთელი ეს საქმე გააკეთა მაშინ შპს "ტრნ", ბევრ ადგილას ჯერ კიდევ მაშინდელი ასლფატია უმეტესწილად და დღემდე შენარჩუნდა.

სხვათაშორის ეს და წერეთელი კარგად დააგეს, რო ძირითადად დღემდე შენარჩუნდა.

Kublicha
QUOTE
კორჯიდან უძოზე ასასვლელი როგორი გზაა, სედანით მივალ?

დაგვიანებული პასუხია, მარა biggrin.gif
შარშანწინ ავედი უპრობლემოდ, ბოლოში ბეტონის გზა არის ეკლესიამდე

Posted by: Kublicha 6 Aug 2018, 11:33
ნიკა
vatman
მადლობა. არაა დაგვიანებული.
ანუ სადაც გრუნტია იქაც უსაშველო არაა ხო?>

Posted by: vatman 6 Aug 2018, 12:32
Kublicha
QUOTE
ანუ სადაც გრუნტია იქაც უსაშველო არაა ხო?>

არა, ოქტავიათი ავედი უპრობლემოდ,

Posted by: Fabian 6 Aug 2018, 19:57
TramwayMan
QUOTE
ხიზანიშვილი უფრო ძველია, 1999-2000 წელს გაკეთდა, მაშIნ აიყარა ლიანდაგები ტრამვაის, მთელი ეს საქმე გააკეთა მაშინ შპს "ტრნ", ბევრ ადგილას ჯერ კიდევ მაშინდელი ასლფატია უმეტესწილად და დღემდე შენარჩუნდა.

მახსოვს, ჟვანიამ დაალივერა მაშინდელი რემონტი. გზისპირა გარაჟებიც მოანგრიეს მაშინ...

Posted by: Nescafe13 7 Aug 2018, 09:23
Mr-Raptor
QUOTE
შუმახერივით უნდა ატრიალო საჭე მარცხნივ თუ მარჯვნივ რო იმხელა ჩავარდნილ ან ამობურცულ "კალოდეცებს" აუარო გვერდი, დედა აღარ ყავს მაგ მონაკვეთს, ორივე მხარეს თან


აუ ეგრეა კი
პროსტა ის მშველის რო მაგარი შეკრული მანქანა მყავს სუბარუ biggrin.gif
იმენა ვერაფერი უქნა საქართველოს გზებმა
ეს ბუგაროკები უფრო მეტ ზიანს მაყენებენ ვიდრე დაუგებელი გზები biggrin.gif
პროსტა სხვა გზა არ მაქ რომ ავერიდო მანდეთ წასვლას თOრე მანდ რა გამატარებს

პ.ს 2000 წელს არ დაგებულა გობრონიძე , სკოლაში დავდიოდი და მიშა იყო მოსული კარგად მახსოვს
2000 ში რა გზის დაგება , დენი არ იყო ხოლმე Mთელი დღე
გზა , ტროტუარები და განათებები მახსოვს 2005 წლის მერე დაიგო

Posted by: vatman 8 Aug 2018, 10:19
შეშელიძეზე , სარაჯიშვილის ხიდების ქვეშ რა სიჩქარის ლიმიტია? 60 თუ 70 ?
მანდ ახალი რადარი დააყენეს, ორივე მიმართულებით. ახმეტელიდან რო მოდიხარ, 70კმ/სთ შეზღუდვის ნიშანი დგას, უკვე ამ რადარის შემდეგ, ფეიქრების ხიდებამდე არ მისული. ხოლო როდესაც დიღმიდან გლდანისკენ მიდიხარ, მანდ არსად არ მინახია ნიშანი რო 70კმ/სთ მოძრაობის ნიშნის მოქმედება მთავრდება, ან ნიშანი იდგეს 60კმ/სთ.

ახმეტელის მეტროსთან, ჩამომსვლელ მხარეს, ზებრასთან მგონი დააყენეს ახალი რადარი, მარა როგორც დავაკვირდი გადასასვლელი ვერ ხვდება მის არეალში და სიჩქარის გადაჭარბება მანდ რანაირად უნდა მოახერხო, ღამიტაც აგდატვირთული მოძრაობაა biggrin.gif

Posted by: GEORGEXIII 8 Aug 2018, 12:45
გლდანში რას გავს უკვე გზები მთლიანად გასანახლებელია ცენტრალურ ქუჩებზე ორივე მხარეს.

Posted by: eleqtro 8 Aug 2018, 14:52
ვაშლიჯვარს როდის ამთავრებ? ჯერ არ დაუწყიათ, მაგრამ იწყებენ.

Posted by: ნიკა 8 Aug 2018, 14:56
შარტავა გადათხარეს ძველ ბაზართან ლამის მერიამდე.

Posted by: da_to 8 Aug 2018, 15:30
QUOTE
ყველაფერში უნიათო როგორ უნდა იყოს ეს ხალხი .... ეხლა იწყებენ ვაშლიჯვრის ესტაკადის მშენებლობას (ნუ ალაბთ ერთი 10 დღეში) და 6 თვე გაგრძელდებაო... ზაფხულის სრული 2 თვის დაკარგვა შეიძლებოდა ???


ორი კვირა გავიდა რაც ეს დავწერე, რა არის გაკეთებული იცით ??? საცოდავი დროებითი ღობე, რომელიც გამზადებული მოიტანეს და ერთ ადგილას ამოთხარეს მიწა ჰა ჰა 3-4 სატვირთოს მოცულობის ..... facepalm.gif

Posted by: Snow93 10 Aug 2018, 23:30
დედაქალაქის მერი კახა კალაძე საბურთალოს რაიონში, მერაბ კოსტავას ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

მიროტაძის ქუჩის (კოსტავას ქუჩიდან პეკინის გამზირამდე), პეკინის გამზირის (მიროტაძის ქუჩიდან 26 მაისის მოედნამდე), კოსტავას ქუჩის (26 მაისის მოედნიდან) სააკაძის მოედნამდე, ჭაბუკიანის ქუჩის (სააკაძის მოედნიდან პეკინის გამზირამდე) რეაბილიტაციის პროექტს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს.

თბილისის მერის განცხადებით, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, კოსტავას ქუჩაზე ასევე, ველობილიკი მოეწყობა, რომელიც პეკინის გამზირს დაუკავშირდება.

„ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ. რეაბილიტაციის პირველ ეტაპზე, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ სამუშაოების ჩატარება დაიწყო, რათა მიწისქვეშა კომუნიკაციების ქსელი სრულად განაახლოს და მოაწესრიგოს. შემდგომი ეტაპი ქუჩის სრული რეაბილიტაციაა, რომელიც გზის საფარისა და განათების ბოძების მოწესრიგებას გულისხმობს. ასევე, ავტობუსებისთვის ორივე მხარეს სპეციალური ზოლი მოეწყობა, იმისთვის, რომ მგზავრებმა უფრო კომფორტულად და სწრაფად გადაადგილება შეძლონ. გზის ერთ მხარეს მოეწყობა ველობილიკიც, რომელიც პეკინის გამზირს დაუკავშირდება. შემდეგში ვგეგმავთ, რომ აღნიშნული ველობილიკი საბურთალოს რაიონში განხორციელებულ სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დავაკავშიროთ და ერთიანი, დიდი წრე შეიკრას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის ფარგლებში, სარეაბილიტაციო არეალში არსებული საავტომობილო გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოებია დაგეგმილი. გზის სავალ ნაწილზე მოეწყობა ორფენიანი ასფალტობეტონის საფარი, ახალი სანიაღვრე სისტემა და გზის ორივე მხარეს მოწესრიგდება ტროტუარი. ასევე, ახლით შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციების ქსელები.

ტროტუარზე განთავსდება სკამები და სტანდარტების შესაბამისად, მოეწყობა შშმ პირთათვის ადაპტირებული გადასასვლელები. სამუშაოების ფარგლებში, 1,2 კმ სიგრძის მონაკვეთის სრული რეაბილიტაციაა გათვალისწინებული, რაც ახალი ბორდიურის, საავტომობილო და ველოსიპედების სავალი ნაწილის მოწყობას გულისხმობს. ასევე, შეიცვლება გარე განათების ბოძები და ახალი, თანამედროვე, განათების ევროპული ტიპის ქსელი დამონტაჟდება.

ამასთან, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აღნიშნულ ლოკაციაზე, 700 000 ლარამდე ინვესტიციას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც, წყლისა და წყალარინების ქსელი შეიცვლება.

სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება, რომლისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 3,5 მლნ ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ენ სი სი“ აწარმოებს.

დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე, საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ვახტანგ შაქარიშვილი იმყოფებოდნენ

Posted by: Kublicha 11 Aug 2018, 11:43
da_to
QUOTE
ორი კვირა გავიდა რაც ეს დავწერე, რა არის გაკეთებული იცით ??? საცოდავი დროებითი ღობე, რომელიც გამზადებული მოიტანეს და ერთ ადგილას ამოთხარეს მიწა ჰა ჰა 3-4 სატვირთოს მოცულობის ..... 

დააცადე, ეხლა ალბათ მაგ კომპანიის თანამშრომლები შვებულებაში არიან, სექტემბრიდან გამოვლენ და დაიწყება რა მუშაობა.

biggrin.gif

Posted by: vatman 11 Aug 2018, 11:47
და კოსტავაზე, ჯერ მხოლოდ GWP მუშაობს, ანუ მანდაც გააცდინეს ტყუილად დრო...
facepalm.gif

Posted by: Snow93 11 Aug 2018, 18:33
ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში - „თეგეტა მოტორსის“ სატვირთო ავტომობილმა გზის გამყოფი ჯებირი გაანგრია და საპირისპიროდ მომავალ ავტომობილს შეეჯახა. შემთხვევა ვაკე-საბურთალოს ახალ გზაზე, ცოტა ხნის წინ მოხდა. ორივე ავტომობილის მძღოლი უვნებელი გადარჩა.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო და სამაშველო ჯგუფები. ტერიტორიაზე შეფერხებულია მოძრაობა.

შემთხვევის შედეგად, დაზიანდა გარე განათების ბოძი, მიმდინარეობს მისი შეკეთება, რის გამოც ვაკე-საბურთალოს ახალ გზაზე გათიშულია ელექტროენერგია.

Posted by: ნიკა 11 Aug 2018, 19:43
აი ფოტოცაა
https://forum.ge/?showtopic=35028548&view=findpost&p=53245104

Posted by: vatman 11 Aug 2018, 23:10
Snow93
QUOTE
თბილისში - „თეგეტა მოტორსის“ სატვირთო ავტომობილმა გზის გამყოფი ჯებირი გაანგრია და საპირისპიროდ მომავალ ავტომობილს შეეჯახა.

QUOTE
აი ფოტოცაა
ავტოსაგზაო შემთხვევების საერთო თემა (post #53245104)

რაც ფოტოზეა, არ არის ეს თეგეტას ავტომობილი

Posted by: Snow93 14 Aug 2018, 12:01
ორბელიანის მოედანზე დაწყებული სამუშაოებიდან ოთხ თვეში ტერიტორიის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხა 11 მილიონი ლარით იზრდება.

პროექტი, რომლისთვისაც დედაქალაქის მთავრობამ პირდაპირი შესყიდვის წესით 52 მილიონი ლარი გამოყო, ახლა უკვე 63 მილიონს შეადგენს. მოედნის რეაბილიტაციას თბილისის განვითარების ფონდი ახორციელებს.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ამტკიცებენ, რომ დამატებით თანხები ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიებისთვის გამოიყო, რომლებსაც უკვე მრავალი წელია, ივანიშვილის პარკში ხეები გადააქვთ.

„გვაქვს სერიოზული ეჭვი და კითხვები, რომ ათობით მილიონ ლარს ჩვენ რეაბილიტაციისთვის კი არ ვიხდით, ვიხდით იმისთვის, რომ ივანიშვილის ხეები გადავიტანოთ. ჩვენ ამ საკითხს სარევიზიო კომისიისა და საკრებულოს სხდომებზე ამ საკითხს დავსვამთ,“- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
* * *
ეს რა ვნახე! თან მეორეჯერ უკვე!
რობაქიძის გამზირის ბოლო მონაკვეთი სულ გადათხარეს ზუსტად 2 დღის წინ, ისე რომ გუშინ ღამე ნელ-ნელა მივგორავდი საცობებში სადღაც 15 წუთი... დღეს დილას გავიარე და სრულადაა ასფალტი დაგებული!
ჩემ თვალწინ 2-ჯერ ქნეს უკვე მასე... იმედია არ მეჩვენება

Posted by: Nescafe13 15 Aug 2018, 20:49
Snow93

რობაქიძეს თუ რამე ეშველებოდა რას წარმოვიდგენდი biggrin.gif
ცვეტში მეზიზღებოდა მანდ გავლა
ეხა ვარაზისხევზე რას აკეთებენ ეგ მაინტერესებს
ნეტა მარჯვენა სანაპიროზე გზას გადააგებდნენ და მართლა ეშველება ცოტა თბილისს biggrin.gif

Posted by: Snow93 15 Aug 2018, 22:56
Nescafe13
ბოლო მონაკვეთს, ანუ ტრასაზე გასასვლელს შეგიძლია თქვა რომ ეშველა უკვე. კინაღამ დავამტვრიე 2 კვირის წინ დასაწყისში როა ჩავარდნილი გზა...

Posted by: Nescafe13 15 Aug 2018, 23:42
Snow93

მთლიან გზას არ აგებენ ?
არ გამივლია ამ ბოლო დროს მანდეთ
კრუგიდან დავინახე რომ აკეთებდნენ მეთქი მთელი გზის რეაბილიტაციაათქო

Posted by: Snow93 16 Aug 2018, 00:58
Nescafe13
არა მთელი გზა არამგონია, დასაწყისსაც მასე თუ იზავენ 2 დღეში კაი იქნება. შედეგი მაინც ერთნაირი იქნება და ცოტა ხანი გავიხარებთ biggrin.gif

Posted by: TramwayMan 16 Aug 2018, 03:06
Nescafe13
Snow93
მთლიანი რობაქიძე კეთდება

https://tenders.procurement.gov.ge/public/library/files.php?mode=que&file=335336&code=1530012812

Posted by: da_to 16 Aug 2018, 10:28
QUOTE
მთლიანი რობაქიძე კეთდება


ძაან უცნაურად კი გააკეთეს თან გაჩერდნენ ... ორი დღეა ჩუმად არიან biggrin.gif

Posted by: GEORGEXIII 16 Aug 2018, 10:44
დუმბაძეზე როდის ასრულებენ დაინგრა მანქანები


facepalm.gif

Posted by: Snow93 16 Aug 2018, 12:17
დღეს უსაშინლესი საცობები იყო დილით... გავიხედე და მარჯვენა სანაპირო მოთხარეს სულ, სააკაძის მონაკვეთიდან მოყოლებული, გეპეიდან რომ ჩავუხვიე შუქნიშანიც გაუქმებული იყო, ჯებირები ედგა რომ არ შეგეხვია იმ მონაკვეთზე

Posted by: Nescafe13 16 Aug 2018, 19:43
GEORGEXIII

რამდენი ხანია რაც გათხარეს :დ
პროსტა ნამუსიც კარგი საქონელიაო რომ იტყვიან ეგაა
ნორმანულ ქვეყანაში კარგად გაცემდნენ პასუხს ფირმას ვიღაცა აკეთებ მაგას
ვინაა პატრონი
ეგეც ხო გადატვირთული ქუჩა არაა რომ ვერ დააგო
პროსტა ფული იჭრება რა

Snow93

დილით 4 კაცი აბირჟავებდა მანდ
ჭკვიანურს კი შვებიან აგვისტოში რო გათხარეს მარა დროულად რომ გააკეთონ არ შეიძლება ?
facepalm.gif

Posted by: Snow93 16 Aug 2018, 23:45
Nescafe13
მეგავიარე 12სკენ (ანუ როცა სამსახურში 2 საათის მისულიუნდა ვიყო biggrin.gif) და მთელ პერიმეტრზე იყვნენ
პ.ს.
ახლა დადეს ეს ფეისბუქში
user posted image

Posted by: toyota12345 16 Aug 2018, 23:52
გმირთა მოედანთან ლუკოილის კალონკასთან დღეს გავიარე და მაგრად გამისწორდა პლასტმასის ბარიკადებს აკეთებენ ესტაკადის მხრიდან რო ძვრებოდნენ ნაგლად ბოლოსკენ პროჭი მძღოლები ახლა ჩემ სირს შემოძვრებიან და იქნება ეგ ადგილი განიტვირთოს ცოტა..... და ასევე კარგი იქნება მეორე მხარესაც რომ გააკეთონ მასე გმირთა მოედნის ესტაკადაზე ასასვლელთან ანუ ფრეგოს კალონკასთან.

Posted by: donrobita 17 Aug 2018, 08:44
QUOTE (toyota12345 @ 16 Aug 2018, 23:52 )
გმირთა მოედანთან ლუკოილის კალონკასთან დღეს გავიარე და მაგრად გამისწორდა პლასტმასის ბარიკადებს აკეთებენ ესტაკადის მხრიდან რო ძვრებოდნენ ნაგლად ბოლოსკენ პროჭი მძღოლები ახლა ჩემ სირს შემოძვრებიან და იქნება ეგ ადგილი განიტვირთოს ცოტა..... და ასევე კარგი იქნება მეორე მხარესაც რომ გააკეთონ მასე გმირთა მოედნის ესტაკადაზე ასასვლელთან ანუ ფრეგოს კალონკასთან.

ეგ საცობს ვერ უშველის მაგრამ ღორიშვილ მძროლებს და ყვითელ თესლ მარშუტკებს მოუწევთ ნორმალურად სიარული

Posted by: vatman 17 Aug 2018, 10:08
toyota12345
QUOTE
გმირთა მოედანთან ლუკოილის კალონკასთან დღეს გავიარე და მაგრად გამისწორდა პლასტმასის ბარიკადებს აკეთებენ ესტაკადის მხრიდან რო ძვრებოდნენ ნაგლად ბოლოსკენ პროჭი მძღოლები ახლა ჩემ სირს შემოძვრებიან და იქნება ეგ ადგილი განიტვირთოს ცოტა..... და ასევე კარგი იქნება მეორე მხარესაც რომ გააკეთონ მასე გმირთა მოედნის ესტაკადაზე ასასვლელთან ანუ ფრეგოს კალონკასთან.

გადასაჯგუფებად, დიღმისკენ თუ იუსტიციის სახლისკენ , გამოდის უფრო ცოტა ადგილი დატოვეს

Posted by: ნიკა 17 Aug 2018, 10:34
გვირაბიდან თუ მიდიხარ მანდ არცაა საჭირო გადაჯგუფება როგორც მახსოვს. მარჯვენა რიგით პირდაპირ გადიხარ სანაპიროზე. თუმცა საცობში ამას მნიშვნელობა დიდად არა აქვს ცხადია.

Posted by: GEORGEXIII 17 Aug 2018, 10:35
Nescafe13
ფულს ჭრიან და ეგააა


yes.gif yes.gif yes.gif


პატრონი არ ყავს მაქაურობას დაააგორიალებენ ამ ტეხნიკას.

Posted by: Mr-Raptor 17 Aug 2018, 13:50
GEORGEXIII
ფულის რომც მოჭრან საჭიროა ეგ, იმიტო რო ქართველები და საქართველოს მოქალაქეები ვართ შეუგნებელი ხალხი ზოგადად, თუ თავში არ ჩაცხე ქართველს ან დედის მტლი არ აგინე ისე ყველა სხვა ფეხებზე კიდია და ამიტო უნდა გაუყო ზოლები რო მერე მაინც დაეტიონ და ბოლო რიგიდან აქეთ არ ჩაეკვეტონ, მე ლიჩნად არ ვატარებ ხოლმე ეგეთ მძღოლებს და ვინც ჩემ წინაა და ის აყენებს იმასაც ვაგინებ ცოცხალ მკვდარს biggrin.gif

იმიტო აქვთ თავში ავარდნილი, შენ არ ჩააყენებ და სხვა ჩააყენებს და კიდია მასტს

Posted by: Snow93 17 Aug 2018, 14:06
QUOTE (toyota12345 @ 16 Aug 2018, 23:52 )
გმირთა მოედანთან ლუკოილის კალონკასთან დღეს გავიარე და მაგრად გამისწორდა პლასტმასის ბარიკადებს აკეთებენ ესტაკადის მხრიდან რო ძვრებოდნენ ნაგლად ბოლოსკენ პროჭი მძღოლები ახლა ჩემ სირს შემოძვრებიან და იქნება ეგ ადგილი განიტვირთოს ცოტა..... და ასევე კარგი იქნება მეორე მხარესაც რომ გააკეთონ მასე გმირთა მოედნის ესტაკადაზე ასასვლელთან ანუ ფრეგოს კალონკასთან.

მაგის გაკეთებას წინასაარჩევნო დაპირება შეასრულოს და მოაცილოს ეგ კალონკები ჯობია

Posted by: toyota12345 17 Aug 2018, 14:39
Mr-Raptor

ეგრეა ეგრე მართალი ხარ. აი გმირთა მოედანზე გავლა შემიზღდა ტიპებს ყველაფერი კიდაით მთავარია თვითონ გაძვრნენ, მეც კი ბევრჯერ დამირღვევია მაგრამ არასოდეს პროტივზე არ გავსულვარ საცობში და არასოდეს ნაგლად არ ვეკვეხები ბოლოსკენ და რიგს ყოველთვის ვიცავ.

ფრეგოს მხარესაც რამე მოახერხონ და კიდევ თამარ მეფის მხრიდან რომ ნაკადი მოდის ცირკის მხრიდან მაგასაც მიხედონ.

ისე კი მანქანას ვყიდი და საერთოდ არ მწყდება გული მაინც სულ საცობში ვიყავი და ნერვები და ფული მიმდიოდა და აი მომავალში ამ ქალაქში თუ მოიკლებს მანქანები მერე ვიფიქრებ ისევ ყიდვაზე და იქამდე კი ვივლი ტაქსით ან რამით...........

Posted by: Nescafe13 20 Aug 2018, 11:38
რობაქიძეზე ეს ასახტომები იყო თუ ეხა დაამატეს პოლიციამდე არ მისული დიდუბის მხრიდან ?
ძალიან მაგარია , 4-5 გან დაამატონ კიდე :ფაცეპალმ :

Posted by: Snow93 20 Aug 2018, 12:36
Nescafe13
წეღან გავიარე და აღარაა. მოთხარეს უკვე დიდი მონაკვეთი და აგებენ გზას

Posted by: ივანიჩ 21 Aug 2018, 14:01
სპორტის სასახლის მიმდებარედ biggrin.gif
user posted image

Posted by: GURAMI2 21 Aug 2018, 20:53
QUOTE
და ასევე კარგი იქნება მეორე მხარესაც რომ გააკეთონ მასე გმირთა მოედნის ესტაკადაზე ასასვლელთან ანუ ფრეგოს კალონკასთან

ისე მანდ თუ დააკვირდები იყო მასეთი რაღაც გაკეთებული და მოგლეჯილებია.
ბეტონის ბარიერი უნდა დადონ და თუ მაგას გააკეთებენ ჩემი ხმა არჩევნებზე მაგათია biggrin.gif
ივანიჩ
QUOTE
სპორტის სასახლის მიმდებარედ

აუ დღეს 6-40 ზე მანდ საცობი იყო გმირთა მოედნიდა იწყებოდა სადღაც 20 წუთი მოვუნდი გავლას. თან ბოლომდეა სააკაძის მოედნამდე გადათხრილი და მერე ჭაბუკიანიც მიუყოლებიათ ნახევარი გზა მოჭრილია პეკინის შესართავამდე.

Posted by: donrobita 21 Aug 2018, 21:50
დღეს ყველგან დედისტყვნა ხდებოდა

დროზე მორჩნენ რემონტებს თორე მოვიდა სექტემბერი და მერე პიზდეც

ორივე სანაპირო. გმირთა მოედანი. კოსტავა და კიდე ბევრგან საგიჟეთი იყო

Posted by: Snow93 22 Aug 2018, 01:50
QUOTE (donrobita @ 21 Aug 2018, 21:50 )
დღეს ყველგან დედისტყვნა ხდებოდა

დროზე მორჩნენ რემონტებს თორე მოვიდა სექტემბერი და მერე პიზდეც

ორივე სანაპირო. გმირთა მოედანი. კოსტავა და კიდე ბევრგან საგიჟეთი იყო

მაგას ვერ ავცდებით უკვე დავრწმუნდი...

Posted by: toyota12345 22 Aug 2018, 01:51
გავყიდე მანქანა ორი მიზეზის გამო ერთი რომ ფული მჭირდებოდა სწავლისათვის და მეორე რომ აღარც მქონდა დიდი სურვილი ამ ქალაქში მანქანის ყოლის. რამოდენიმე წელი ვიქნები ასე და მერე შევხედავ თუ გაუმჯობესდება სიტუაცია და საცობები მოიკლებს მერე დავფიქრდები და იქამდე კი ვივლი საზოგადოებრივი ტრანსპორტით.

Posted by: geo570ge1997 22 Aug 2018, 10:44
ყველგან ათხრილია, ამეთხარა მეც ნერვები .

Posted by: Snow93 22 Aug 2018, 12:04
სარაჯიშვილის მეტროს წინ რა კარგად მოუფიქრებიათ smile.gif სულ საავარიო სიტუაცია იქმნებოდა ხოლმე და ახლა უსაფრთხოა მოხვევა

Posted by: vatman 22 Aug 2018, 12:24
Snow93
QUOTE
სარაჯიშვილის მეტროს წინ რა კარგად მოუფიქრებიათ  სულ საავარიო სიტუაცია იქმნებოდა ხოლმე და ახლა უსაფრთხოა მოხვევა

რა მოიფიქრეს?
rolleyes.gif

Posted by: Snow93 22 Aug 2018, 12:26
vatman
დააგრძელეს ტროტუარი ისეთნაირად რომ სანამ არ მოუხვევ კარგად და გასწორდები ხიდთან ავჭალიდან მომავალ მანქანასთან ვერ გადაიკვეთები გზაზე

*******************************************
თბილისის მერია საბურთალოს რაიონში, სიმონ ჩიქოვანის ქუჩის რეაბილიტაციას იწყებს. მიმდინარე სამუშაოებს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

პროექტის ფარგლებში გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტობეტონის საფარი, მოეწყობა ახალი სანიაღვრე სისტემა, ასევე, ტროტუარები, რომელიც აქამდე ქუჩაზე არ იყო. გარდა ამისა, მოეწყობა 2 საყრდენი კედელი, შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციების დაზიანებული მონაკვეთები. ტროტუარებზე მოეწყობა შშმ პირთათვის ადაპტირებული გადასასვლელები, შეიცვლება გარე განათების ბოძები და დამონტაჟდება ახალი განათებები.

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, სიმონ ჩიქოვანის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში საპარკინგე სივრცეებიც მოწესრიგდება.

„ეს არის ინტენსიური მოძრაობით დატვირთული ქუჩა. სადაც ვდგავართ, აქ არის საპარკინგე ადგილები და თქვენ თვითონაც ხედავთ როგორი მოუწესრიგებელია. ეს ყველაფერი მოწესრიგდება. შეიცვლება განათების ბოძები, მოეწყობა ტროტუარები, რათა ფეხით გადაადგილება იყოს შესაძლებელი. დღეს ძალიან რთულია ამ ქუჩაზე ფეხით გაადგილება. იმის გამო, რომ საკმაოდ ვიწრო ქუჩაა და ვერ ვახერხებთ მთლიანად მოძრაობის შეზღუდვას, ნაწილობრივ ვატარებთ სამუშაოებს. თავდაპირველად ერთ ნაწილზე გაკეთდება, რის შემდეგაც დარჩენილ ნაწილზე გადავალთ“,- განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის ფარგლებში კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყლისა და წყალარინების ქსელების დაზიანებული მონაკვეთებს შეცვლის.

სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაახლოებით ორ მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი, ნოემბრის თვეში დასრულდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ბლექ სი გრუპი“ აწარმოებს.

სიმონ ჩიქოვანის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერთან ერთად, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გაგი ბუაძე, საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე, საკრებულოსა და პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები გაეცნენ.

Posted by: vatman 22 Aug 2018, 12:33
Snow93
QUOTE
დააგრძელეს ტროტუარი ისეთნაირად რომ სანამ არ მოუხვევ კარგად და გასწორდები ხიდთან ავჭალიდან მომავალ მანქანასთან ვერ გადაიკვეთები გზაზე

რამე დადგეს?
გუშინ არაფერი ცვლილება მანდ არ შემიმჩნევია...

Posted by: Snow93 22 Aug 2018, 12:37
vatman
მე არ ვყოფილვარ ბოლო 4-5 თვეა და შეიძლება ამ პერიოდში შეცვალეს

Posted by: vatman 22 Aug 2018, 12:39
დიღმიდან როდესაც უხვევ სარაჯიშვილზე ამაზე ამბობ?
რავი არაფერი შეცვლილა მანდ 30 წელია

Posted by: Snow93 22 Aug 2018, 12:52
vatman
არა პირიქით, დიღმის ხიდზე როცა ჩადიხარ და მოხვევა გინდა შუქნიშნამდე

Posted by: yobo 22 Aug 2018, 12:53
.................................................

Posted by: vatman 22 Aug 2018, 13:03
Snow93
QUOTE
არა პირიქით, დიღმის ხიდზე როცა ჩადიხარ და მოხვევა გინდა შუქნიშნამდე

ეს სულ მასე იყო, ტრამვაიც რო დადიოდა მასე იყო. ეს ტრამვაის დროიდანაა მასე გამოწეული ავჭალის მხრიდან , 89-90 წლიდან სადღაც. ლიანდაგებიც მაგ პატარა მონაკვეთზე ეხლაც ასფალტშია ჩაფლული.

Posted by: Snow93 22 Aug 2018, 13:44
vatman
არა მაშინ ვერ გამიგე რას ვგულისხმობ. ხშირად დავდიოდი ხოლმე მანდ და მოსატრიალებლად რომ მივდიოდი, სულ გაჩერება და დალოდება მიწევდა, ახლა ისეა შევიწროებული ავჭალის მხრიდან მომავალი რომ შეგიძლია მოტრიალდე და ისე შეუხვიო დიღმის ხიდზე

Posted by: vatman 22 Aug 2018, 15:33
Snow93
ხოლმე იყო მასე, აი მერიის საიტზე რუკები ნახე და 2005 წლის ორთო რუკა ჩართე

Posted by: Nescafe13 22 Aug 2018, 17:40
კი აგებენ გზებს მარა ბოლოს როგორი იქნება ეგაა საქმე biggrin.gif

თბილისს რომ დააგებენ იმედია კოჯრის გზასაც მიხედავენ გუშინ ავიარე და შემეცოდა მანქანა

ვარაზისხევზე რას ჩიჩქნიან ამდენი ხანი ?

Posted by: Snow93 22 Aug 2018, 17:51
Nescafe13
სხვა თემაში დავპოსტე, ქვაფენილის აყრას ფიქრობენ საერთოდ.... და ფეისბუქის გამოკითხვაშიც ლიდერობს ეგ ვერსია facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif

Posted by: Nescafe13 22 Aug 2018, 18:05
Snow93
QUOTE
ქვაფენილის აყრას ფიქრობენ საერთო


და რატოა ცუდი რომ აყარონ ? biggrin.gif
მე მაგალითად მაგრად მძულს ეგ ასასვლელი და ხშირად შემოვლით გზებს ვირჩევ რუსთაველზე რომ მოვხვდე
მანქანა მეცოდება როცა მანდ ავდივარ ისე ზანზარებს ყველაფერი
რა მნიშვნელობა აქ ასფალტი თუ იქნება მანდ ?

Posted by: Snow93 22 Aug 2018, 18:22
Nescafe13
ქვაფენილს მოჭდება უკეთესი აქვს და შენ თუ არა დამიჯერე ვიღაც გამო***ულს შეიძლება ისე დაუგორდეს მანქანა შუა წვიმაში გაჭედოს მოძრაობა...

ქვაფენილიცაა და ქვაფენილიც, ახლა რაც არის ნაღდად არ ვარგა და კაი ხარისხიასა არაფერს უზავს მანქანას

Posted by: Nescafe13 22 Aug 2018, 19:00
Snow93
QUOTE
ქვაფენილიცაა და ქვაფენილიც, ახლა რაც არის ნაღდად არ ვარგა და კაი ხარისხიასა არაფერს უზავს მანქანას


ხარისხის მიხედვით თუა მართლა არ ვიცი
კარგ ხარისხს თუ გააკეთებენ რა სჯობს
ეხა რაც აგია მაგას ასფალტი ან ბეტონი მირჩევნია 100 თავით
ძაან ცუდი რაღაცაა დაგებული რომელზეც ასვლა მეზარება ხოლმე

Posted by: eleqtro 22 Aug 2018, 23:57
Snow93
ელბაქიძეზეც იყო პროტესტი, არ შეიძლებაო, მაგრამ ფაქტია, რომ გაამართლა.

Posted by: Snow93 23 Aug 2018, 11:40
eleqtro
ელბაქიძეზე არაა მასეთი აღმართი. წვიმიან ამინდში რომ ავსულვარ ვაკეში საცობში ძალიან საშიშია მანდ, ბევრს უგორდება. განსაკუთრებით ბოლო მონაკვეთისკენ მანქანა თუა გაჩერებული უმეტესობას უჭირს დაგორების გარეშე ასვლა sad.gif

Posted by: eleqtro 23 Aug 2018, 17:02
Snow93
მასეთი აღმართი ნამდვილად არაა, თუმცა როცა დაიწყო მოასფალტებაზე ლაპარაკი, ძალიან ბევრი ოპონენტი გამოჩნდა.

დაგორებას რაც შეეხება, ვერ ვხედავ კავშირს დაგორებასა და საფარს შორის.

პირადად ჩემი გამიცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ სველი ქვაფენილი გაცილებით საშიშია მოცურების კუთხით, ვიდრე ასფალტი.

Posted by: ნიკა 23 Aug 2018, 23:52
QUOTE
სველი ქვაფენილი გაცილებით საშიშია მოცურების კუთხით, ვიდრე ასფალტი.

გეტანხმები. როცა ორმხრივი იყო ერთხელ კაი ჯიგრულად მოვცურდი მანდ მკვეტრი დამუხრუჭებისას.

Posted by: MONTY 24 Aug 2018, 01:02
ქვაფენილზე ასფალტი რო დაასხან , აიყრება ?
მარტო ასფალტი დიდი რისკი მგონია

ბეტონის ფილებზე რას ფიქრობთ?
რამდენიმე ვარიანტი ვნახე ინტერნეტში და ბეტონის ფილებიც აქვთ გამოყენებული მაგრამ არცერთი არ იყო დატვირთული ისე როგორც ვარაზისხევია

Posted by: Snow93 24 Aug 2018, 12:25
eleqtro
ასფალტი რომ ყოფილიყო უფრო მოგიცურდებოდა... არ დაკვირვებიხარ ყველა ქვეყანაში დიდ აღმართმზე ქვაფენილი რატომაა? ნუ იაპონურ ხიდებს არ ვგულისხმობ სხვა სამყაროა biggrin.gif

Posted by: PAINKILLER 24 Aug 2018, 13:10
QUOTE (ნიკა @ 23 Aug 2018, 23:52 )
QUOTE
სველი ქვაფენილი გაცილებით საშიშია მოცურების კუთხით, ვიდრე ასფალტი.

გეტანხმები. როცა ორმხრივი იყო ერთხელ კაი ჯიგრულად მოვცურდი მანდ მკვეტრი დამუხრუჭებისას.

უხარისხო ქვაფენილია და იმიტომ, ბრტყელი და ხორკლიანი ზედაპირით უნდა იყოს და არა მრგვალი და პრიალა როგორც ახლა არის



დააგონ წესიერი ქვაფენილი და არ იქნება პრობლემა, არც წვიმა ჩარეცხავს, არც ყინვა გააფუჭებს და არც მოცურებაზე იქნება პრობლემა

Posted by: Snow93 24 Aug 2018, 13:45
QUOTE (PAINKILLER @ 24 Aug 2018, 13:10 )
დააგონ წესიერი ქვაფენილი და არ იქნება პრობლემა, არც წვიმა ჩარეცხავს, არც ყინვა გააფუჭებს და არც მოცურებაზე იქნება პრობლემა

+1

Posted by: ნიკა 24 Aug 2018, 13:48
ქვეფენილის დაგება ჩვენთან არ იციან და ეგაა მთავარი პრობლემა. თურქეთში ქვაფენილზე რო მიდიოდა მარშუტგა მეგონა ასფალტი იყო. ჩვენთან ისეთი ოღრო ჩოღროა, გეგონება სოფლის ორღობეში მიდიხარ (სანამ ბეტონებს დააგებდნენ, ბევრგანაა უკვე ბეტონები ორღობეებში wink.gif )

Posted by: JSB14BSJ 24 Aug 2018, 14:06
QUOTE
ელბაქიძეზეც იყო პროტესტი, არ შეიძლებაო

მახსოვს.
თბილისის კოლორიტიო და ქართველობას გვართმევენო
biggrin.gif

Posted by: mywebber 24 Aug 2018, 14:13
ეს ჭები არ შეიზლება სავალი ნაწილიდან რო გადაიტანონ ნაპირზე?

Posted by: eleqtro 24 Aug 2018, 14:19
Snow93
QUOTE
ასფალტი რომ ყოფილიყო უფრო მოგიცურდებოდა... არ დაკვირვებიხარ ყველა ქვეყანაში დიდ აღმართმზე ქვაფენილი რატომაა?

მართალი გითხრა სპეციალურად აღმართები რომ ყოფილიყო ქვაფენილით, არ მახსენდება. ზოგადად უყვართ. smile.gif
* * *
user posted image
****************************************************************************
* * *
user posted image
არ დამეზარა და ნაცნობი ადგილიც მოვიძიე

Posted by: MONTY 24 Aug 2018, 18:17
QUOTE
თურქეთში ქვაფენილზე

user posted image

Posted by: Snow93 24 Aug 2018, 18:39
eleqtro
აბა სულ პირველივე ფოტოს დააკვირდი კარგად რაც დამიდე givi.gif givi.gif givi.gif

Posted by: MONTY 24 Aug 2018, 18:48
Snow93
გუგლის მიხედვით უმეტესგან ბეტონის ფილებია biggrin.gif
ასევე ვნახე ერთი სურათი სადაც ასფალტი იყო დასხმული და დაზიანებული და ქვედა ფენა ქვაფენილი იყო
თუ ქვაფენილზე შეიძლება ასფალტი , შეიძლება სატესტოდ მაგრამ მეეჭვება გაამართლოს ასფალტმა

Posted by: Snow93 24 Aug 2018, 18:54
MONTY
რაც დამიდე ფაქტია პირველივე ფოტოში ქვაფენილი მოჩანს და შენს ქვემოთ პოსტშიც biggrin.gif

*************************************************************************************************************************************

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, მის მოადგილესთან დავით უჯმაჯურიძესთან და საკრებულოს წევრებთან, რევაზ სოხაძესთან და მიხეილ ამაშუკელთან ერთად, ქსოვრელის ქუჩაზე გაზმომარაგების ქსელზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. ადგილზე თბილისის მერიის, ნაძალადევის რაიონის გამგეობისა და კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ➡ იხილეთ ვრცლად: http://tbsakrebulo.gov.ge/index.php?m=255&news_id=4437 #თბილისი2018 #მშენებლობა2018

Posted by: MONTY 24 Aug 2018, 19:01
.
.
......
....

user posted image

Posted by: Snow93 24 Aug 2018, 19:15
MONTY
მასე სურათებით თუ გავეჯიბრეთ ერთმანეთს მეორედ მოსვლამდე მოგვიწევს აქ პოსტვა biggrin.gif

Posted by: MONTY 24 Aug 2018, 19:17
Snow93
QUOTE
მასე სურათებით თუ გავეჯიბრეთ ერთმანეთს მეორედ მოსვლამდე მოგვიწევს აქ პოსტვა

არა უბრალოდ უმეტესგან ბეტონის ფილებს ვნახულობ და biggrin.gif

Posted by: Nescafe13 25 Aug 2018, 13:10
სანაპიროზე როდის მორჩებიან გადაგებას ნეტა drug.gif
უკიდურეს მარჯვენა ზოლში ყველგან ჭებია და არ გაიაროთ შეიძლება უცბათ ახტეთ ჰაერში მანქანით biggrin.gif

Posted by: Snow93 25 Aug 2018, 15:49
რობაქიძის გამზირზე ისევ ერთ ღამეში დააგეს ასფალტი jump.gif jump.gif jump.gif ნარმანიას დროს გადაკეტავდნენ 3 თვით მინიმუმ. უკვე მერამდენე ადგილა ვნახე მსგავსი ტემპი!

Posted by: mywebber 25 Aug 2018, 16:40
QUOTE
რობაქიძის გამზირზე ისევ ერთ ღამეში დააგეს ასფალტი

როგორ აკეთებენ ეგაა საქმე თორე biggrin.gif

Posted by: Snow93 25 Aug 2018, 21:12
mywebber
ანუ შორს ვარ იმ აზრისგან რომ კაი ხანი იქნება და აღარ დაჭირდება გადაგება biggrin.gif უბრალოდ მიხარია რომ მაგას ერთ ღამეს ანდომებენ და არა 3 თვეს ეგაა თემა

Posted by: TopGear 26 Aug 2018, 00:19
რობაქოძეზე მეორე ფენა ასფალტი აღარ უნდა დააგონ? დაადაბლეს გზა drug.gif

Posted by: eleqtro 27 Aug 2018, 11:32
Snow93

პირველ სურათზე სადაც ქვაფენილი იწყება, აღარაა სამანქანო გზა. smile.gif

https://www.google.com/maps/@51.6236002,-3.9457813,3a,75y,307.77h,77.44t/data=!3m6!1e1!3m4!1sfPdcBYYfK4b-_-uchXyyFA!2e0!7i13312!8i6656

Posted by: eleqtro 27 Aug 2018, 11:36
******************************************************************

Posted by: Snow93 27 Aug 2018, 12:59
TopGear
დააგეს უკვე smile.gif დღეს გვიარე და ნახევარი ზუსტად სულ დაგებული იყო ბოლომდე

eleqtro
მთაწმინდაზე არ ყოფილხარ არასდროს? givi.gif givi.gif givi.gif
მეზარება ახლა ჩამოვლა და ფოტოების გადაღება ყველგან, გუგლში ძებნის დროც არ მაქვს და ისეც მეეჭვება აზრი ქონდეს. კალაძეს მაინც ვერ გავაგებინებთ

Posted by: eleqtro 27 Aug 2018, 13:10
Snow93
QUOTE
მთაწმინდაზე არ ყოფილხარ არასდროს?

No comments

QUOTE
გუგლში ძებნის დროც არ მაქვს და ისეც მეეჭვება აზრი ქონდეს. კალაძეს მაინც ვერ გავაგებინებთ

იმედია არ გადაიფიქრებს.

Posted by: Nescafe13 27 Aug 2018, 15:50
ვარკეთილის ხიდს ოდესმე დაამთავრებენ ?
ამხენი ხანი რეაბილიტაცია კი არა ახალი ხიდი უნდა დადგა mad.gif
თან 3 ზოლი ერთად რომ იქცევა მძღOლები საიდან შეეტენონ აღარ იციან

Posted by: Kublicha 27 Aug 2018, 16:09
QUOTE
თან 3 ზოლი ერთად რომ იქცევა მძღOლები საიდან შეეტენონ აღარ იციან

ისე ეგ მიგვირს მეც, თავიდან ორი ზოლი გაერთიანებულიყო და მერე მოშორეით შეერთებოდა კიდევ ერთი. არაა ადგილი საკმარისი?

Posted by: Nescafe13 27 Aug 2018, 16:22
Kublicha

ვერ მივხვდი რას იძახი biggrin.gif

Posted by: pusho 30 Aug 2018, 10:53
სამგორის ხიდის ქვეშ როდის დაასრულებენ სამუშაოებს ხომ არ იცით?

Posted by: Snow93 30 Aug 2018, 11:43
მარშალ გელოვანი დილა-საღამოს სულ გადატენილია ხოლმე, 1 კვირის წინ დაიწყეს რეაბილიტაცია და ჯერჯერობით კარგად მიდიან, იმედია მორჩებნია მალე

******************************************************************************************************************************

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური საბურთალოს რაიონში, სოფელი დიღომი - დიდგორი - თელოვანის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის კაპიტალურ რეაბილიტაციას აწარმოებს. სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

„ჩვენს ქალაქში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. ამ ტერიტორიაზე გზა ცუდ მდგომარეობაშია. ადგილობრივ მოსახლეობას, განსაკუთრებით ზამთარში, გადაადგილება ძალიან უჭირს. ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო, რომ აღნიშნულ გზას აუცილებლად მოვაწესრიგებდით. სამუშაოებზე დაახლოებით, 3 მილიონი ლარი დაიხარჯება და დეკემბრის ბოლოსთვის დასრულდება. დედაქალაქში ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს და მიხარია, რომ ეს გზაც მოწესრიგებული იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამ ეტაპზე გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მიმდინარეობს საფუძვლის მომზადება ასფალტის საფარის დასაგებად. პროექტი 5 კმ გზის რეაბილიტაციას ითვალისწინებს, რომლის ფარგლებში სულ 42 000 მ2 ასფალტის საფარი მოეწყობა. აგრეთვე გათვალისწინებულია ზედაპირული წყლის მოცილების ღონისძიებები.

სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის 4 აგვისტოს დაიწყო და დეკემბერში დასრულდება.

სამუშაოებს დედაქალაქის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს „კავთა“ ახორციელებს. საავტომობილო გზის რეაბილიტაციაზე თბილისის ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარი დაიხარჯება.

დედაქალაქის მერთან ერთად, მიმდინარე სამუშაოები საბურთალოს რაიონის გამგებელმა, გაიოზ ვასაძემ, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა, გაგი ბუაძემ და საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა, ავთანდილ ცინცაძემ დაათვალიერეს.

Posted by: Kublicha 30 Aug 2018, 12:05
სააკაძეზე შაურმებისკენ წასვლა რომაა აკრძალული (გადათხრილია) იცით საიდან იწყებოდა ამ დილას საცობი? მარცხენა სანაპიროს ხოშარაულის კვეთიდან

Posted by: Snow93 30 Aug 2018, 12:12
Kublicha
უი მაგის დაწერ დამავიწყდა. თან მაგის გათხრის პარალელურად დაამთხვიეს მარჯვენა სანაპიროს რეკონსტრუქცია და 1 კვირაზე მეტი ორივე სანაპიროს დედის დედა ქონდა აქლემის წიხლით

Posted by: vatman 30 Aug 2018, 13:21
Kublicha
QUOTE
სააკაძეზე შაურმებისკენ წასვლა რომაა აკრძალული (გადათხრილია) იცით საიდან იწყებოდა ამ დილას საცობი? მარცხენა სანაპიროს ხოშარაულის კვეთიდან

მე კი გუშინ ვიფიქრე, გუგლს რა ეტაკა მეთქი რო საბურთალოს ქუჩის დასაწყისში აგური ეხატა რუკაზე , თურმე მართლა დაუკეტავთ...

Posted by: kataxxl 31 Aug 2018, 00:00
იპოდრომის ესტაკადაზე რკინის კონსტრუქცია დადეს და აპალოვკად რაღაც რკინის სახურავის მაგვარი კონსტრუქციაა

რაღაც ბოროტი ჩაიფიქრეს

მაგრამ შანსი არაა 15 ისთვის მოასწრონ

Posted by: vatman 31 Aug 2018, 10:48
kataxxl
QUOTE
იპოდრომის ესტაკადაზე რკინის კონსტრუქცია დადეს და აპალოვკად რაღაც რკინის სახურავის მაგვარი კონსტრუქციაა

რაღაც ბოროტი ჩაიფიქრეს

მაგრამ შანსი არაა 15 ისთვის მოასწრონ


20 ოქტომბერსო

ნაკადული: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/509581-dedaqalaqshi-am-droisthvis-mimdinare-samushaoebis-natsili-seqtember-oqtombershi-natsili-ki-noember-dekembershi-dasruldeba-rashic-27-milion-larze-meti-daikharjeba.html?ar=A

Posted by: datunia93 31 Aug 2018, 10:59
QUOTE (kataxxl @ 31 Aug 2018, 00:00 )
იპოდრომის ესტაკადაზე რკინის კონსტრუქცია დადეს და აპალოვკად რაღაც რკინის სახურავის მაგვარი კონსტრუქციაა

რაღაც ბოროტი ჩაიფიქრეს

მაგრამ შანსი არაა 15 ისთვის მოასწრონ

ეგ მინიმუმ ერთი კვირაა მანდ დევს. უკვე რკინაბეტონის კონსტრუქციებიც დაისხა და იქნება ეღირსოს და გაიხსნას ეგ შობელძაღლი ეგა... მანდ ვაბშე რა საჭირო იყო ესტაკადა აზრზე არ ვარ, გმირთა მოედანზეა საჭირო, მაგრამ მანდ მშენებლობის დაწყება მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს გამოიწვევს ისეა გადატვირთული ისედაც

Posted by: Snow93 31 Aug 2018, 18:55
დღეს ჩემს თვალწინ გადაკეტეს ქუჩა და ჯებირები დადგეს მარჯვენა სანაპიროზე smile.gif კიდევ 2 კვირა საშინელი საცობები იქნება მაქეთ

Posted by: kataxxl 1 Sep 2018, 00:43
Snow93

რა ჭირდა ეხლა მაგ სანაპიროს დასაგები?????

საარჩევნო მაიმუნობას გავს ეგ ყველაფერი

Posted by: Snow93 1 Sep 2018, 09:13
kataxxl
კი მასეა,რაც დააგეს მტკვრის მხარეს მართლა ჩაწეული და გაფუჭებული ბევრგან იყო და მეორე მხარეს ერთი ორგან ქონდა მარტო ბზარი. ტყუილად გაგვაწამებენ ისევ

**********************************


თბილისის მერიის ორგანიზებით, დედაქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებს გასაცნობად მედიატური გაიმართა.

თბილისის მერმა მედიის წარმომადგენლებთან ერთად ქალაქში მიმდინარე მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა და მათ ყველა პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

იხილეთ ვრცლად : http://tbilisi.gov.ge/news/5952

Posted by: Nescafe13 1 Sep 2018, 09:28
QUOTE
დღეს ჩემს თვალწინ გადაკეტეს ქუჩა და ჯებირები დადგეს მარჯვენა სანაპიროზე  კიდევ 2 კვირა საშინელი საცობები იქნება მაქეთ


აუ ბელიაშვილზე რა ხდება ხოლმე როცა მარტო იქეთაა მოძრაობა დასაშვები
დედა შვილს არ აიყვანს ხელში sad.gif
იმ ესტაკატას კიდე ვაშლიჯვრის ასახვევში რომ აშენებენ , იმედია კიდე დიდ ხანს არ გაწელავენ , პოლნი პიზდეცია მთელი დღე მანდეთ biggrin.gif


ვარკეთილის ხიდის კეთება როდის დაიწყეს ?
გუშინ გავიარე და ისევ ისე იყო მგონი როგორც 1-2 კვირის წინ facepalm.gif
არავინ მუშაობდა , არადა ეხა ქალაქი რო გაივსება ნელ-ნელა იმ ნაკადს ერთი ზოლი გაატარებს მარტო lol.gif
უპატრონოა ეს ქვეყანა თორე ვინც მაგას აკეთებს ,დიდ ჯარიმას გაუკეთებდნენ ერთ ადგილას

Posted by: MANMUS 1 Sep 2018, 09:40
კახეთის გზატკეცილი რადღეშია facepalm.gif

Posted by: ნიკა 1 Sep 2018, 12:58
ნუცუბიძე ხო გახსოვთ როდის დააგეს? მგონი 2-3 წელია გასული. ამ ზაფხულს ძველი საბაგიროს მიდამოებში მგონი უკვე 3-ჯერ გასკდა მილი სხვა და სხვა ადილებში ყველა აქედან გამომდინარე შედეგით.

Posted by: Snow93 1 Sep 2018, 21:51
მე მებრძვიან ეს დედა აფეთქებულები თუ რა... ვცხოვორბ 300 არაგველზე, ყოველდღე და უახლოესი 2 თვე მომიწევს დიღომში სიარული მანქანით. ხო და ჯერ ამ სანაპრიოებს ხო დედა უტირეს, ახლა მეგონა ეს ერთი კვირა დავისვენე მეთქი მარა მეორე ნაწილი აჩეხეს. შემოვლითით ვანდომებდი ხოლმე ზუსტად 35 წუთს და დღეს ამოთხარეს მთელი კაჩინსკი!!!!

ერთი მეტრომშენშიც დაიწყეთ კიდევ რამე და ეგაა. ვაიზუსბანში ყველაზე მოკლე გზა სამგორის 16 სართულიანებდიან იყო ჩემთვის და მთელი იქითა მხარე უკვე თვეებია გადათხრილია

Posted by: llevani 2 Sep 2018, 18:48
დუმბაძის ქუჩის რემონტი გაჩერებულია.

Posted by: MANMUS 2 Sep 2018, 19:27
ბარათაშვილის აღმართზე ბეტონის მოაჯირები სულ მოუნგრევიათ.

Posted by: vatman 3 Sep 2018, 00:52
ქერჩის ქუჩა და თიანეთის გზატკეილი ამ დღეებში მთლიანად დახაზეს. ხოდაქერჩის ქუჩის და იპოლიტ ივანოვის ქუჩის კვეთაზე, სარაჯიშვილიდან მომავლებისათვის მარცხენა ზოლი მთლიანად მარცხნივ მოხვევისთვის გააკეთეს. drug.gif vik.gif

Posted by: ფაშისტი 3 Sep 2018, 13:05
კეკელიძეზე რაღა ხდება და რა დაუმთავრებელია გამაგებინეთ.. შარშან მთელს კეკელიძეზე ახალი საფარი დააგეს, რისთვის, აი რისთვის? ნუთუ არანაირი გეგმა არ აქვთ გათვლილი... წელს თუ ასე უნდა აეოხრებინათ... მოკლედ რა

Posted by: Snow93 3 Sep 2018, 15:22
მოკლედ ამ ქალაქის ვერაფერი გავიგე რა biggrin.gif დილას მარცხენა სანაპიროთი ავედი იმის შიშით რომ მარჯვენა სულ ამოთხარეს და გადაკეტილი იქნებოდა... ჰოი საოცრებავ, მარჯვენა თავისუფალი იყო თითქმის ასე 10-სკენ და მარცხენა სულ გადავსებული

პ.ს.
რობაქიძის დიდი მონაკვეთი ისევ ერთ ღამეში დააგეს! ცოტაც და მორჩებიან

Posted by: otokarcobra 3 Sep 2018, 16:51
Snow93
QUOTE
რობაქიძის დიდი მონაკვეთი ისევ ერთ ღამეში დააგეს! ცოტაც და მორჩებიან

მანდ გაყვანილობა შეცვალეს?

Posted by: Snow93 3 Sep 2018, 17:09
otokarcobra
მე რაც ვნახე ასფალტს აგებდნენ მარტო

Posted by: ფაშისტი 3 Sep 2018, 22:18
user posted imageuser posted imageდავადგინე ))) კანალიზაციის მილებს სვამენ, იფრო განიერებს, თორემ წვიმის დროს სანიაღვრეებს სახურავები ეხდებოდათ..user posted image

Posted by: Snow93 4 Sep 2018, 14:20
მარჯვენა სანაპიროზე ერთ ზოლი დარჩა მარტო და მორჩებიან რემონტს! დღეს გავიარე ძალიან თავისუფლად

Posted by: PAINKILLER 4 Sep 2018, 14:30
QUOTE (vatman @ 3 Sep 2018, 00:52 )
ქერჩის ქუჩა და თიანეთის გზატკეილი ამ დღეებში მთლიანად დახაზეს. ხოდაქერჩის ქუჩის და იპოლიტ ივანოვის ქუჩის კვეთაზე, სარაჯიშვილიდან მომავლებისათვის მარცხენა ზოლი მთლიანად მარცხნივ მოხვევისთვის გააკეთეს. drug.gif vik.gif

ვაბშე უნდა აიკრძალოს მარცხნივ მოხვევა 2 ზოლიანი გზიდან!!!

Posted by: Kublicha 4 Sep 2018, 14:51
PAINKILLER
QUOTE
ვაბშე უნდა აიკრძალოს მარცხნივ მოხვევა 2 ზოლიანი გზიდან!!!

აბა რა უნდა ქნან?
სიტყვაზე მიდიხარ პოლიციის აკადემიაში ან გლდანულაში ან ნებისმიერ ჩასახვევში. კაი დაუშვათ იქვე შეხვევა აკრძალე, მაგრამ სადამდე შემდეგზე რომ მოუხვიოს იქაც ხომ 2ზოლიანია? თიანეთამდე ხომ არ ატარებ

Posted by: PAINKILLER 4 Sep 2018, 14:54
QUOTE (Kublicha @ 4 Sep 2018, 14:51 )
PAINKILLER
QUOTE
ვაბშე უნდა აიკრძალოს მარცხნივ მოხვევა 2 ზოლიანი გზიდან!!!

აბა რა უნდა ქნან?
სიტყვაზე მიდიხარ პოლიციის აკადემიაში ან გლდანულაში ან ნებისმიერ ჩასახვევში. კაი დაუშვათ იქვე შეხვევა აკრძალე, მაგრამ სადამდე შემდეგზე რომ მოუხვიოს იქაც ხომ 2ზოლიანია? თიანეთამდე ხომ არ ატარებ

მოსაბრუნებელი წრე უნდა გაკეთდეს სადმე, არ არის აუცილებელი ყველა ჩასახვევთან შუქნიშანი დადგეს და ტრაფიკი გააჩეროს, 3 ზოლიან გზაზე კი ბატონო (სანაპიროზე მაგალითად), მაგრამ 2 ზოლიანზე არა !!!

Posted by: Kublicha 4 Sep 2018, 14:59
PAINKILLER
QUOTE
ი ყველა ჩასახვევთან შუქნიშანი დადგეს და ტრაფიკი გააჩეროს

მანდ უფრო სხვა მომენტია. შუქნიშნები დგება ქვეითების გადასვლის გამო და თუ ნაკადი ჩერდება ბარემ ჩასახვევაც გაუკეთებ.
თორე ქვეითი რომ არ იყოს ნამდვილად არ უნდა ყველა ჩასახვევში და არც ყოველ მე-2ში.

მაგრამ ქვეითებს რას უზამ? ხომ არ აიძულებ 1 კილომეტრი გაიაროს და ნაყინის საყიდლად ისე გადავიდეს, და რომ იყოდის ისევ 1 კილომეტრი გამოიაროს

Posted by: PAINKILLER 4 Sep 2018, 15:08
QUOTE
მანდ უფრო სხვა მომენტია. შუქნიშნები დგება ქვეითების გადასვლის გამო და თუ ნაკადი ჩერდება ბარემ ჩასახვევაც გაუკეთებ.
თორე ქვეითი რომ არ იყოს ნამდვილად არ უნდა ყველა ჩასახვევში და არც ყოველ მე-2ში.

მაგრამ ქვეითებს რას უზამ? ხომ არ აიძულებ 1 კილომეტრი გაიაროს და ნაყინის საყიდლად ისე გადავიდეს, და რომ იყოდის ისევ 1 კილომეტრი გამოიაროს



Kublicha

კი ბატონო იყოს შუქნიშანი (მე მანდ პეშეხოდები თითქმის არ შემინიშნავს მაგრამ მაინც იყოს), მაგრამ მარცხნივ ჩახვევა უნდა აირკძალოს ყველა ვარიანტში



წერეთლის გამზირზე მარცხნივ ჩახვევა აკრძალულია, არც მოსატრიალებელი არ არის საერთოდ (3 კილომეტრის მანძილზე), და საცობი თითქმის არასოდეს მინახავს


Posted by: vatman 4 Sep 2018, 15:49
Kublicha
QUOTE
მანდ უფრო სხვა მომენტია. შუქნიშნები დგება ქვეითების გადასვლის გამო და თუ ნაკადი ჩერდება ბარემ ჩასახვევაც გაუკეთებ.
თორე ქვეითი რომ არ იყოს ნამდვილად არ უნდა ყველა ჩასახვევში და არც ყოველ მე-2ში.

მაგრამ ქვეითებს რას უზამ? ხომ არ აიძულებ 1 კილომეტრი გაიაროს და ნაყინის საყიდლად ისე გადავიდეს, და რომ იყოდის ისევ 1 კილომეტრი გამოიაროს

კონკრეტულად მაგ ჩასახვევში შეიძLებოდა უკეთესად გაეთებინათ შუქნიშნის რეჟიმი, ვიდრე ეხლა არის.
1. მწვანე აენთოს ქვემოდან მომავლებს როგორც პირდაპირ ისე მარცხნივ მომხვევებისათვის, ხოლო იპოლიტ ივანოვის ქუჩიდან მხოლოდ მარჯვნივ მოხვევის სექცია (ეს დასამატებელია).
2. შემდეგ ქერჩის ქუჩაზე პირდაპირ მოძრავი ავტომობილებისათვის ორივე მიმართულებით აინთოს მწვანე, ხოლო იპოლიტ ივანოვის ქუჩაზე ქვეითად მოსიარულეებისათვის.
3. შემდეგ ქერჩის ქუჩაზე აინთოს ქველასათვის წითელი, ხოლო იპოლიტ-ივანოვის ქუჩაზე მწვანე, როგორც მარცხნივ მომხვევებისათვის ისე ამრჯვნივ, ოღონდ მარჯვნივ მომხვევმა გაატაროთ ქერჩის ქუჩაზე მოძრავი ქვეითები, ამისთვის კი ფეხით გადასასვლელი უნდა გადავიდეს გზაჯვარედინის ზემოდან ქვემოთ.

აი სატრანსპორტო სამსახურში როგორ ფიქრობენ, რო 1 ზოლი გლდანის ლუწი მიკროების, გლდანულის, სოფ.გლდანის ნაკადს გაატარებს პიკის საათში. არადა მაგათ ეხებათ ეს.
PAINKILLER
QUOTE
წერეთლის გამზირზე მარცხნივ ჩახვევა აკრძალულია, არც მოსატრიალებელი არ არის საერთოდ (3 კილომეტრის მანძილზე), და საცობი თითქმის არასოდეს მინახავს

გააჩნია საიდან მოძრაობ wink.gif თუ დინამოსკენ მოძრაობ კახოვკაზე შეგიძლია შეუხვიო და გორის ქუჩაზე.
პირიქით მიმართულებით კი გამოფენის ეზოში შეგიძლია შეუხვიო, აი მობრუნება თუ შეიძლება არ ვიცი.

ბარემ აქვე ვიკითხავ წერეთლიდან თუ მოძრაობ, დინამოსთან მოხვევა წრეზე შეიძლება?

Posted by: PAINKILLER 5 Sep 2018, 09:07
QUOTE
გააჩნია საიდან მოძრაობ  თუ დინამოსკენ მოძრაობ კახოვკაზე შეგიძლია შეუხვიო და გორის ქუჩაზე.
პირიქით მიმართულებით კი გამოფენის ეზოში შეგიძლია შეუხვიო, აი მობრუნება თუ შეიძლება არ ვიცი.


vatman

კახოვკაზე შესახვევი შუქნიშნამდეა და შეგიძლია აუარო გვერდი შემხვევს და ისე დადგე შუქნიშანთან

გორის ქუჩაზე შესახვევთან მგონი 4 ზოლია მეტროს მხარეს, ასე რომ მანდ საცობის შანსი მინიმალურია (თან მეტროს შუქნიშანიც იქვეა და ისედაც დაბალი სიჩქარით მოძრაობენ მაგ ადგილზე)


QUOTE
ბარემ აქვე ვიკითხავ წერეთლიდან თუ მოძრაობ, დინამოსთან მოხვევა წრეზე შეიძლება?


მობრუნების ნიშანი არ არის, შესაბამისად არ შეიძლება მობრუნება

Posted by: da_to 5 Sep 2018, 09:46
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი როდის მერე აკეთებს თბილისში რამეს ????

ტენდერე გამოაცხადეს საპროექტო დოკუმენტაციაზე - ქ. თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდური გადასასვლელის მოწყობის მიზნით

Posted by: vatman 5 Sep 2018, 10:28
PAINKILLER
QUOTE
მობრუნების ნიშანი არ არის, შესაბამისად არ შეიძლება მობრუნება

მერე მანდ წრიული მოძრაობა არ უნდა იყოს წესით boli.gif

მანდ არც წრიულის ნიშანია, მხოლოდ კიდია ნიშანი მოხვევა მარცხნივ აკრძალულია

Posted by: PAINKILLER 5 Sep 2018, 13:15
QUOTE (vatman @ 5 Sep 2018, 10:28 )
PAINKILLER
QUOTE
მობრუნების ნიშანი არ არის, შესაბამისად არ შეიძლება მობრუნება

მერე მანდ წრიული მოძრაობა არ უნდა იყოს წესით boli.gif

მანდ არც წრიულის ნიშანია, მხოლოდ კიდია ნიშანი მოხვევა მარცხნივ აკრძალულია

წრიული მოძრაობა არის, ოღონდ წერეთლის მხრიდან ვერ დაკრუგავ, მუშტაიდის მხრიდან შეიძლება წრეზე მობრუნება smile.gif

Posted by: Kublicha 5 Sep 2018, 13:46
da_to
QUOTE
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი როდის მერე აკეთებს თბილისში რამეს ????

დიდ პროექტებს მგონი ინფრასტრუქტურის სამინისტრო აკეთებს. ვერეს ხეობა, წყნეთი ბეთანიის გზა, შინდისი-კრწანისის გზა

Posted by: ნიკა 5 Sep 2018, 13:53
da_to
QUOTE
ტენდერე გამოაცხადეს საპროექტო დოკუმენტაციაზე - ქ. თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდური გადასასვლელის მოწყობის მიზნით

wow.gif wow.gif wow.gif wow.gif wow.gif wow.gif wow.gif

Posted by: Kublicha 5 Sep 2018, 13:58
თავისუფლების მოედანზე, თბილისის საკრებულოს შენობის წინ არსებული პარკინგი გაუქმდა

user posted image
http://new.ipn.ge/ka/article/510612-tavisuplebis-moedanze-tbilisis-sakrebulos-shenobis-cin-arsebuli-parkingi-gaukmda


მომწონს, კარგი გადაწყვეტილებაა. აღარ ჩანდა შენობა ფაქტიურად.
საკრებულოს წევრებმა, თუ პარკინგის პრობლემა შეაწუხებთ, იარონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ხოლო თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არაკომფორტულია, მათ ხელშია და გააკომფორტულონ.

Posted by: PAINKILLER 5 Sep 2018, 14:01
QUOTE
თბილისის საკრებულოს შენობის წინ არსებული პარკინგი გაუქმდა



ასი წელია მანდ არ გამივლია, დაპარკინგებაზე რომ არაფერი ვთქვათ, მაგრამ ორი ხელით მივესალმები გადაწყვეტილებას smile.gif

Posted by: Snow93 5 Sep 2018, 15:58
QUOTE (Kublicha @ 5 Sep 2018, 13:58 )
მომწონს, კარგი გადაწყვეტილებაა. აღარ ჩანდა შენობა ფაქტიურად.
საკრებულოს წევრებმა, თუ პარკინგის პრობლემა შეაწუხებთ, იარონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ხოლო თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არაკომფორტულია, მათ ხელშია და გააკომფორტულონ.

+1
2 და 3 ზოლშიც იყვნენ ხოლმე მანქანები ჩამწკრივებულები და ახლა მოუწევთ სოლოლაკში კრუგების რტყმა biggrin.gif

Posted by: ნიკა 5 Sep 2018, 17:12
wow.gif wow.gif wow.gif wow.gif wow.gif

საქართველოს ბანკის წინაც გააუქმონ ბარემ bis.gif

Posted by: Kublicha 5 Sep 2018, 17:16
ნიკა
QUOTE
საქართველოს ბანკის წინაც გააუქმონ ბარემ

ყველა მაგას უპოსტავს ფბზე

Posted by: vatman 5 Sep 2018, 17:17
ნიკა
QUOTE
საქართველოს ბანკის წინაც გააუქმონ ბარემ

თავისუფლებაზე თუ გაგარინზე? rolleyes.gif

Posted by: ნიკა 5 Sep 2018, 18:06
vatman
QUOTE
თავისუფლებაზე თუ გაგარინზე?

გაგარინზე არცაა, უბრალოდ ევაკუება უნდა დამრღვევების.

Posted by: ივანიჩ 5 Sep 2018, 18:22
QUOTE
მომწონს, კარგი გადაწყვეტილებაა. აღარ ჩანდა შენობა ფაქტიურად.
საკრებულოს წევრებმა, თუ პარკინგის პრობლემა შეაწუხებთ, იარონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ხოლო თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არაკომფორტულია, მათ ხელშია და გააკომფორტულონ.

+100000000000000000

Posted by: eleqtro 5 Sep 2018, 19:32
+ წესიერად გადახაზონ ზოლები.

როგორც მახსოვს ლესელიძეზე აპირებენ საათობრივი პარკირების საპილოტე გაშვებას. ალბათ მაგას უკავშირდება.

Posted by: ივანიჩ 6 Sep 2018, 00:48
QUOTE
აღარ ჩანდა შენობა ფაქტიურად.

საღამოს მაინც იდგა 3-4 მანქანა
ჯერ არ იციან ეტყობა biggrin.gif

Posted by: da_to 7 Sep 2018, 10:09
კიდევ ორი პროექტის ტენდერი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისგან :

ქ. თბილისში, თამარაშვილის, უნივერსიტეტისა და ასათიანის ქუჩების კვეთაზე სატრანსპორტო კვანძის მშენებლობა-რეკონსტრუქციისა და უნივერსიტეტის ქუჩის მოდერნიზაცია-რეაბილიტაციის მიზნით ჩასატარებელი სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო და სატენდერო პროცედურების ჩატარებასთან დაკავშირებული ტექნიკური დოკუმენტების შედგენის მომსახურების გაწევა და საჭიროების შემთხვევაში საავტორო ზედამხედველობა.

ქ. თბილისში მეტეხის საავტომობილო გვირაბების კომპლექსის რეაბილიტაციის მიზნით ჩასატარებელი სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო-სახართაღრიცხვო და სატენდერო პროცედურების განხორციელებასთან დაკავშირებული ტექნიკური დოკუმენტების შედგენაზე მომსახურების გაწევა და საჭიროების შემთხვევაში საავტორო ზედამხედველობა

Posted by: MANMUS 7 Sep 2018, 10:46
წერეთელსაც რომ მიხედონ კარგი იქნება, ნახევარზე მეტი დალატკავებული და დაბზარულია.

Posted by: PAINKILLER 7 Sep 2018, 10:48
QUOTE (eraz @ 7 Sep 2018, 10:46 )
წერეთელსაც რომ მიხედონ კარგი იქნება, ნახევარზე მეტი დალატკავებული და დაბზარულია.

წერეთელს არაფერი სჭირს მისახედი, ერთი ორი პატარა ორმოა ამოსავსები მხოლოდ


თუმცა არ გამიკვირდება ამათ ატკატების სიყვარულით მთელი წერეთელი გადათხარონ biggrin.gif

Posted by: JSB14BSJ 7 Sep 2018, 10:51
QUOTE
მეტეხის საავტომობილო გვირაბების კომპლექსის რეაბილიტაციის მიზნით ჩასატარებელი სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო-სახართაღრიცხვო და სატენდერო პროცედურების განხორციელებასთან დაკავშირებული ტექნიკური დოკუმენტების შედგენაზე მომსახურების გაწევა და საჭიროების შემთხვევაში საავტორო ზედამხედველობა

ნეტა აქ რაღა მოელანდათ

Posted by: max-14 7 Sep 2018, 13:44
QUOTE
თუმცა არ გამიკვირდება ამათ ატკატების სიყვარულით მთელი წერეთელი გადათხარონ

არ იკადრებენ gigi.gif

Posted by: Snow93 7 Sep 2018, 14:13
QUOTE (da_to @ 7 Sep 2018, 10:09 )

ქ. თბილისში მეტეხის საავტომობილო გვირაბების კომპლექსის რეაბილიტაციის მიზნით ჩასატარებელი სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო-სახართაღრიცხვო და სატენდერო პროცედურების განხორციელებასთან დაკავშირებული ტექნიკური დოკუმენტების შედგენაზე მომსახურების გაწევა და საჭიროების შემთხვევაში საავტორო ზედამხედველობა

რა მოელანდათ და ჭის თავსახურები ისეა რომ სულ ვუბრახუნებ მანქანას როცა შევდივარ ბარათაშვილის მხრიდან

Posted by: da_to 7 Sep 2018, 14:38
JSB14BSJ
QUOTE
ნეტა აქ რაღა მოელანდათ


ძველი ნაწილი სერიოზულ მიხედვას საჭიროებს...

Posted by: ივანიჩ 7 Sep 2018, 15:05
QUOTE
ნეტა აქ რაღა მოელანდათ

წყალი ჩამოდის
განათება არ ვარგა
ვენტილაცია ხო საერთოდ
ჭები
ასფალტის საფარი

yes.gif

Posted by: Kublicha 7 Sep 2018, 15:06
ივანიჩ
QUOTE
წყალი ჩამოდის
განათება არ ვარგა
ვენტილაცია ხო საერთოდ
ჭები
ასფალტის საფარი

დანარჩენი კი ბატონო, მაგრამ ასფალტის საფარს რას ერჩი?

Posted by: ივანიჩ 7 Sep 2018, 15:19
QUOTE
მაგრამ ასფალტის საფარს რას ერჩი

არ თქვა რომ მოგწონს
ასფალტის საფარი მთელ ქალაქში გამოსაცვლელია აეროპორტის ტრასიდან თბილისი მოლამდე biggrin.gif
ახლა აი აგერ ისანში ვზივარ და მარტო ამ კვარტალში ყველა ცენტრალურ გზას პრობლემები აქვს - ქეთევან წამებულს, აწყურის ქუჩას, ისნის ბაზრობასთან ასასვლელ ქუჩას- სულ დატალღულია, ნავთლუღის ქუჩას ახლა რიჩარდ ჰოლბრუკი რომ ქვია, იქ ვაბშე ტრამპლინებია, სამ შვიდიანთან ვითომ, ახლად დაგებულ პატარა ქუჩებზე ისეთი ოღროჩოღროა ოფროუდის ტრასა გეგონება

Posted by: Niku7a 7 Sep 2018, 16:10
გორგასლის ქუჩას რო დედის ტრაკი აქ #####ული არაფერი ხო? mad.gif

Posted by: Snow93 7 Sep 2018, 16:48
QUOTE (ივანიჩ @ 7 Sep 2018, 15:19 )
QUOTE
მაგრამ ასფალტის საფარს რას ერჩი

არ თქვა რომ მოგწონს
ასფალტის საფარი მთელ ქალაქში გამოსაცვლელია აეროპორტის ტრასიდან თბილისი მოლამდე biggrin.gif
ახლა აი აგერ ისანში ვზივარ და მარტო ამ კვარტალში ყველა ცენტრალურ გზას პრობლემები აქვს - ქეთევან წამებულს, აწყურის ქუჩას, ისნის ბაზრობასთან ასასვლელ ქუჩას- სულ დატალღულია, ნავთლუღის ქუჩას ახლა რიჩარდ ჰოლბრუკი რომ ქვია, იქ ვაბშე ტრამპლინებია, სამ შვიდიანთან ვითომ, ახლად დაგებულ პატარა ქუჩებზე ისეთი ოღროჩოღროა ოფროუდის ტრასა გეგონება

+1
ისანში ვცხოვრობ მე და ყველა გზა საშინლადაა. მეტეხის გვირაბში შესვლისას სულ ვცდილობ მარცხენა ზოლში მოსიარულე მანქანებს მოვერიდო თორემ ჭები ისეა ჩავარდნილი სულ საავარიო სიტუაციები იქმნება.

სამგორის ბაზრობაზეც საშინელებაა და ისნის მეტროდან ავლაბრისკენ რომ მიდიხარ, როგორც კი გაცდები შუქნიშანს ევექსთან იმისთანა ჩაღრმავებაა მტრისას!

Posted by: GEORGEXIII 7 Sep 2018, 18:27
QUOTE
როგორც მახსოვს ლესელიძეზე აპირებენ საათობრივი პარკირების საპილოტე გაშვებას.

მარტო გადასახადების მატება

შექმნან დამატებითი საპარკინგე ასგილები და მერე კი..

Posted by: Nescafe13 7 Sep 2018, 19:36
მინდელის ხილზე გავლა მეზიზღება , პირველი ზოლით თუ გახვედი მანქანა ხტუნაობს drug.gif
ოდესმე აღირსონ მაგ ხიდს ასფალტი რა
ვინმე უცხოელი რო გაივლის თავი ოფროუდ გზაზე ეგონება ალბათ

Posted by: MANMUS 7 Sep 2018, 20:26
თამარის ხიდი რადღეშია ლამისაა ჩაინგრეს ასფალტი სულ დაბზარულიაfacepalm.gif

Posted by: kataxxl 9 Sep 2018, 10:24
ის ქვები ისევ ისე უკან ჩაულაგებიათ ამ იდიოტებს

არადა როგორი იმედი მქონდა რომ აყრიდნენ და გენმოდიფიცირებულ ასვალტს დააგებდნენ sad.gif

სანაპიროს დაგებას მორჩნენ???

Posted by: GEORGEXIII 9 Sep 2018, 20:10
გუშინ ვიყავი მუხიანის დაჩებს რომ ეძახიან დუმბაძიდან რომ ადიხარ მანდ იმენა სრული პიზდეცი დამხვდა biggrin.gif


რაღაც აღმართზე მომიწია პახოდუ ასვლა იმენა დედა არ ყავს იქაურობას ითხოვს ხალხი გზასო მარა რეაგირება 0

Posted by: otokarcobra 12 Sep 2018, 13:03
მარჯვენა სანაპიროზე ვეფხი და მოყმიდან ვახუშტის ხიდამდე დაგებას მორჩნენ? თუ ეგ საბოლოოა, მაგის ჩამბარებლის სუყველაფერი............ჯერ დაგებული ხო საშინელებაა და მერე ჭები არ გაასწორეს არც ერთი და არი კრატერებივით.

Posted by: ZEUS 12 Sep 2018, 14:40
QUOTE (otokarcobra @ 12 Sep 2018, 13:03 )
მარჯვენა სანაპიროზე ვეფხი და მოყმიდან ვახუშტის ხიდამდე დაგებას მორჩნენ? თუ ეგ საბოლოოა, მაგის ჩამბარებლის სუყველაფერი............ჯერ დაგებული ხო საშინელებაა და მერე ჭები არ გაასწორეს არც ერთი და არი კრატერებივით.

აბა ჩემი. ყველა ჭაში შესამჩნევად ურტყამ ძეგლიდან ხიდის მიმართულებით თუ მოძრაობ მარცხენა ზოლში.
მაგრად ტეხავს...

Posted by: da_to 12 Sep 2018, 15:52
რობაქიძეც საშინლადაა დაგებული პირველი ფენა, მაგას მეორე ფენა ისე გამოასწორებს როგოც დაბრეცილ კედელს მალიარი biggrin.gif

Posted by: ივანიჩ 13 Sep 2018, 09:53
QUOTE
ძეგლიდან ხიდის მიმართულებით თუ მოძრაობ

აი პირიქით თუ მოძრაობ არაა ცუდი ასფალტი

Posted by: mareim-mia 13 Sep 2018, 10:23
რა გააკეთეს ერთი ამ ზაფხულს, მთელი ქალაქი გადათხრილი რომ იყო. ახლა უარესი გზებია მგონი.

Posted by: Snow93 13 Sep 2018, 11:29
რობაქიძეზე ჭებია საშინლად დატოვებული, დროზე მიხედონ მაგას და რით ვერ დააყენეს ამ ავლაბარს და კაჩინსკის ქუჩას საშველი

mareim-mia
მარჯვენა სანაპირო სააკაძიდან ბელუქსამდე, ბარათაშვილის დაღმართი და კიდევ სააკაძეზე გაყვანილობა, ეს სამი რაც ყველაზე დიდ საცობებს იწვევს.... დალშე პატარ პატარაზე ბევრგან შეავლეს ხელი

Posted by: MANMUS 13 Sep 2018, 11:32
რაღაც მეეჭვება რო ავლაბრის აღმართს ორ დღეში მორჩნენ.

Posted by: Snow93 13 Sep 2018, 11:40
eraz
გუშინ ღამე გავიარე მაქეთ და კარგად იყო უკვე თითქოს დაგებული ასფალტი, მორჩებოდნენ ალბათ მილების შეცვლას უკვე

Posted by: toyota12345 13 Sep 2018, 11:53
ერთმა სულ უაზროდ გაისროკა თავი, საბურთალოზე შუა საცობში გაწედა ალბათ ვეღარ გაუძლო ნერვებმა გადმოვიდა და საპატრულოს მანქანას წიხლები დაუშინა და მერე პოლიციელი რო გადმოვიდა სახეშიც ტენა. სულ თქვენი ბრალია საცობებიო.

Posted by: vatman 13 Sep 2018, 12:13
Snow93
QUOTE
რობაქიძეზე ჭებია საშინლად დატოვებული,

მანდ ჯერ ერთი ფენაა და მაგიტოა ჯერ

Posted by: da_to 13 Sep 2018, 13:10
QUOTE
მანდ ჯერ ერთი ფენაა და მაგიტოა ჯერ


მეორეს აგენებენ დღეს ....


Posted by: Snow93 13 Sep 2018, 14:14
QUOTE (da_to @ 13 Sep 2018, 13:10 )
QUOTE
მანდ ჯერ ერთი ფენაა და მაგიტოა ჯერ


მეორეს აგენებენ დღეს ....

3 კვირაა მორჩნენ მაგ ერთ ფენას და რას ელოდებოდნენ ადენი ხანი facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif

Posted by: clockticker 13 Sep 2018, 23:47
შემაზიზღეს ტრანსპორტი პირველ რიგში ვინც აქ არ უნდა იყვნენ იმათ smile.gif

Posted by: Snow93 14 Sep 2018, 11:51
ამ მარშალ გელოვანზე რა ცუდად დატოვეს ერთ მონაკვეთზე ამომტვრეული ასფალტი, მანქანა სულ ზანზარებს მაგაზე სიარულით და ვინც არ იცის ან პირველად გამოდის მაგ გზაზე სულ საავარიო სიტუაციას ქმნის!

ამ ორთაჭალას როდის ეშველება ნეტა... დღეს 3 ადგილას ჩავარტყი მანქანა

Posted by: MANMUS 14 Sep 2018, 12:11
QUOTE
3 ადგილას ჩავარტყი მანქანა

გორგასალზე ხომ?

Posted by: Snow93 14 Sep 2018, 12:14
eraz
კიიი

მგონი ამოვისუნთებთ ცოტა

ოსტავასა და შარტავას ქუჩების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, ჭაბუკიანის ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა აღდგა. ქუჩაზე შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები და დაიგო ასფალტის საფარის ქვედა ფენა.

ჭაბუკიანის ქუჩაზე განხორციელებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, ადგილზე გაეცნო.

მისი თქმით, 15 სექტემბრამდე ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების პირველი ნაწილი დასრულდება, მეორე ეტაპის სამუშაოები კი ღამის საათებში განხორციელდება, რათა ტრანსპორტის მოძრაობა არ შეფერხდეს.

„ამ წუთისთვის ჭაბუკიანის ქუჩაზე დასრულებულია სამუშაოები და მოძრაობა გაიხსნა. როგორც დაგპირდით, 15 სექტემბრისთვის ამ კონკრეტულ ლოკაციებზე პირველი ფენა ანუ მოასფალტება იქნება დასრულებული, გზები გახსნილი და გადაადგილება თავისუფლად იქნება შესაძლებელი. მეორე ეტაპზე იქნება საბოლოო სამუშაოები, მოასფალტება - მეორე, მესამე ფენა. ეს სამუშაოები ღამის საათებში განხორციელდება, რათა მძღოლებს და მოსახლეობას დისკომფორტი არ შევუქმნათ. ასეთი მასშტაბური პროექტების განხორციელების დროს საცობების თავიდან აცილება შეუძლებელია, ყველა ქვეყანაში ასე ხდება და ჩვენც ვერანაირად ვერ შევძლებდით, რომ ეს ყველაფერი აგვეცილებინა. მოსახლეობას ძალიან დიდი მადლობა თანადგომისთვის, მოთმინებისთვის, მაგრამ ამ პროექტების გარეშე შეუძლებელი იმის მიღწევა, რაც თითოეულ ჩვენგანს გვინდა - რომ ჩვენი ქალაქი იყოს მოწესრიგებული, ინფრასტრუქტურა - გამართული, ხოლო გადაადგილება - კომფორტული და სწრაფი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, სრული რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, შეიცვლება ბორდიურები, გარე განათების ბოძები და სანათები, ხოლო მიწისზედა სადენები მიწის ქვემოთ ჩავა.

კოსტავას, შარტავასა და მიმდებარე ქუჩებზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, ჭაბუკიანის ქუჩაზე მოძრაობის აღდგენის პარალელურად, დღესვე, 22:00 საათიდან 15 სექტემბრამდე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება ანა კალანდაძის (ყოფილი ბულაჩაურის) ქუჩაზე. შესაბამისად, 26 მაისის მოედნიდან პეკინის გამზირის მიმართულებით, ავტობუსები მოძრაობას გააგრძელებენ კოსტავას ქუჩაზე და სააკაძის მოედნისა და ჭაბუკიანის ქუჩის გავლით, პეკინის გამზირს დაუკავშირდებიან.

Posted by: Nescafe13 14 Sep 2018, 14:53
რაო სანაპიროზე რო დავაგეთ გზას დახაზვას არ ვუპირებთო ?
პლანეტის ყველაზე ### მერია გვყავს შუა ზოლი მიანც გაავლონ მაგ ჩემისებმა
დაგებული ხო ცუდია და ერთი მანქანის გადატარება თეთრი ხაზით რა გახდა facepalm.gif

Posted by: otokarcobra 14 Sep 2018, 15:11
QUOTE (Nescafe13 @ 14 Sep 2018, 14:53 )
რაო სანაპიროზე რო დავაგეთ გზას დახაზვას არ ვუპირებთო ?
პლანეტის ყველაზე ### მერია გვყავს შუა ზოლი მიანც გაავლონ მაგ ჩემისებმა
დაგებული ხო ცუდია და ერთი მანქანის გადატარება თეთრი ხაზით რა გახდა facepalm.gif

დახაზვას თავი დაანებე, ვეფხი და მოყმიდან ვახუშტის ხიდისკენ მიმავალ მარცხენა ზოლში ერთი ჭა ისეა დატოვებული რო თუ ჩაარტყი უეჭველი დისკს ტეხავ........ყველა ჭა საშინლადაა მარა ის ერთი განსაკუთრებულად, ავარიაში ყვები გგონია ისე ურტყავ მანდ ტუ ჩაარტყი

Posted by: Nescafe13 14 Sep 2018, 15:54
otokarcobra

არ დავკვირვებივარ მარა შევეცდები შუა ზოლს გავყვე ხოლმე biggrin.gif
3-4 დღის წინ ავარია მომივიდა მანდ და ისედაც ვერიდები უკვე სწრაფად სიარულს და მითUმეტეს პირველ ზოლში ჩადგომას

Posted by: ივანიჩ 14 Sep 2018, 20:00
ისა და რამიშვილის ქუჩა როდის გააცალმხრივეს? ერთი მხრივ კია კაი მაგრამ საბურთალოდან მომავალმა კაცმა რამხელა წრე უნდა დაარტყას გათვალა ვინმემ?

Posted by: da_to 14 Sep 2018, 21:24
ასეთ *ლეობას ვინ იფიქრებს ??? მეორე მოსაბრუნებელიც გააუქმეს სანაპიროზე mad.gif mad.gif mad.gif mad.gif mad.gif ლამის ფეიქრებზე უნდა ჩახვიდე რომ მოაბრუნო ....

user posted image

Posted by: vatman 15 Sep 2018, 00:14
da_to
QUOTE
ასეთ *ლეობას ვინ იფიქრებს ??? მეორე მოსაბრუნებელიც გააუქმეს სანაპიროზე          ლამის ფეიქრებზე უნდა ჩახვიდე რომ მოაბრუნო ....

და მოსაბრუნებელიც რა ღ&#ურად გააკეთეს, ცენტრისკენ მიმავლებისათვის უცბად 2 ზოლის ადგილი რო იჩითება.

მარა დადებითი კუთხითაც შევხედოთ, აწი მარცხენა სანაპიროდან ხიდზე ამოსასვლელში არამგონია იყოს საცობი rolleyes.gif


Posted by: PAINKILLER 15 Sep 2018, 00:20
QUOTE (da_to @ 14 Sep 2018, 21:24 )
ასეთ *ლეობას ვინ იფიქრებს ??? მეორე მოსაბრუნებელიც გააუქმეს სანაპიროზე  mad.gif  mad.gif  mad.gif  mad.gif  mad.gif  ლამის ფეიქრებზე უნდა ჩახვიდე რომ მოაბრუნო ....

user posted image

მაგარი სისულელე გააკეთეს...

თუმცა მე მანდ დიდი ხანია აღარც ვატრიალებდი, ქალაქგარეთ გასვლა თუ მინდა პირდაპირ ფეიქრებზე გავდივარ, დიღმის მასივში გასასვლელად კი სანაპიროზეც აღარ ჩავდივარ, წერეთლიდან პირდაპირ დიდუბის მეტროს გავლით გადავდივარ ხიდზე (თუმცა მაგის გამო მეტროსთან საცობები უფრო იმატებს)


QUOTE
მარა დადებითი კუთხითაც შევხედოთ, აწი მარცხენა სანაპიროდან ხიდზე ამოსასვლელში არამგონია იყოს საცობი  

vatman

მაგაშიც მართალი ხარ, ხიდიც განიტვირთება უფრო და ზოგადად დიღმის მასივიც smile.gif


მაგრამ სამაგიეროდ ფეიქრებზე მოიმატებს საცობები, ისედაც 50კმ/სთ არის შეზღუდვა და ღოღვით დადის სასტავი



ორშაბათიდან ძაან გართულდება თბილისის ქუჩებში სატრანსპორტო სიტუაცია...

Posted by: Nescafe13 15 Sep 2018, 09:19
QUOTE
ასეთ *ლეობას ვინ იფიქრებს ??? მეორე მოსაბრუნებელიც გააუქმეს სანაპიროზე          ლამის ფეიქრებზე უნდა ჩახვიდე რომ მოაბრუნო ....


გუშIნ კი დავაკვირდი მაგ ადგილს მარა რას აკეთებდნენ ვერ მივხვდი
ტვინი არ აქვთ ? რატო გააუქმეს
ბელიაშვილზე მიწევს ხოლმე ხშირად გასვლა და მანდ ვტრიალდებოდი ხოლმე , აწი დიდუბეში სჯობს ახვიდე და იქ მობრუნდე
აბა იმ სიშორეს წასვლა facepalm.gif

Posted by: MANMUS 15 Sep 2018, 12:05
ნეტა კახეთის გზატკეცილზე თუ დაიწყეს პირველი ფენის დაგება მარჯვენა სათადარიგო გზაზე

Posted by: toyota12345 15 Sep 2018, 12:20
ამასწინათ კალაძე შემხვდა საბურთალოზე საცობში და მაგასაც შეწუხებული სახე ქონდა, ჯაფარამ მოსაწევი მოიტანაო და მელოდებიან მაგვიანდებაო....

Posted by: Snow93 15 Sep 2018, 18:55
QUOTE (Nescafe13 @ 15 Sep 2018, 09:19 )
QUOTE
ასეთ *ლეობას ვინ იფიქრებს ??? მეორე მოსაბრუნებელიც გააუქმეს სანაპიროზე           ლამის ფეიქრებზე უნდა ჩახვიდე რომ მოაბრუნო ....


გუშIნ კი დავაკვირდი მაგ ადგილს მარა რას აკეთებდნენ ვერ მივხვდი
ტვინი არ აქვთ ? რატო გააუქმეს
ბელიაშვილზე მიწევს ხოლმე ხშირად გასვლა და მანდ ვტრიალდებოდი ხოლმე , აწი დიდუბეში სჯობს ახვიდე და იქ მობრუნდე
აბა იმ სიშორეს წასვლა facepalm.gif

პირველი მესმის კიდევ რომ საავარიო სიტუაციები იქმნებოდა მაგ ხიდზე ასვლით მაგრამ ეგ რაღას აშავებდა ტო facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif

Posted by: Snow93 16 Sep 2018, 19:48
გუშინწინ ამოთხარეს კაჩინსკის ქუჩის (ყოფილი შავი ზღვის) შუა ნაწილი... დღეს კვირაა და ერთი ამბავია, გაფიქრებაც არ მინდა რა იქნება პიკის საათში
* * *
დედაქალაქში მიმდინარე გზების მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულებულია. თბილისის მერიაში განმარტავენ, რომ წინასწარ დადგენილი ვადები დაცულია და ტრანსპორტს გადაადგილება უპრობლემოდ შეუძლია.

რაც შეეხება სამუშაოების მეორე ეტაპს, რომელიც ძირითადად, ბორდიურების მოწყობას ითვალისწინებს, პროცესი ოქტომბრის ბოლომდე დასრულებული უნდა იყოს.


და ტრანსპორტს გადაადგილება უპრობლემოდ შეუძლია
და ტრანსპორტს გადაადგილება უპრობლემოდ შეუძლია
და ტრანსპორტს გადაადგილება უპრობლემოდ შეუძლია
და ტრანსპორტს გადაადგილება უპრობლემოდ შეუძლია
..........
http://rustavi2.ge/ka/news/113658

Posted by: Nescafe13 17 Sep 2018, 12:47
QUOTE (da_to @ 14 Sep 2018, 21:24 )
ასეთ *ლეობას ვინ იფიქრებს ??? მეორე მოსაბრუნებელიც გააუქმეს სანაპიროზე mad.gif mad.gif mad.gif mad.gif mad.gif ლამის ფეიქრებზე უნდა ჩახვიდე რომ მოაბრუნო ....

user posted image

დღეს გამოვიარე კიდე მაგ ადგილზე
სირცხვილია ეს დედა#####ული ამდენი ხანი რა ვეღარ მოასწორეს ეგ ადგილი facepalm.gif
ის ჯართი მაინც წაიყვანონ იქედან პირველ ზოლს რო აფერხებს facepalm.gif
რამე არქეოლოგიური ნახეს კი მარა რო ვერ მორჩნენ და კიდე საცობს ქმნიან ხელოვნურად ?
ყველა უნდა გაყარო ვინც გზასთან მიმართებაში მუშაობს მერიაში ,და ყველას კონტრაქტი გაუწყვიტო ვინაც გზის რეაბილიტაცია ეხება

Posted by: ივანიჩ 17 Sep 2018, 14:46
გაგიკვირდებათ და ეს ლეხ კაჩინსკის ქუჩაა
user posted image

Posted by: Thunder) 17 Sep 2018, 15:02
სირცხვილია ამდენი გადათხრილი და გაუკეთებელი გზა facepalm.gif facepalm.gif

Posted by: Kublicha 17 Sep 2018, 15:03
QUOTE
გაგიკვირდებათ და ეს ლეხ კაჩინსკის ქუჩაა
.
ქვედა ფენა ასფალტს, სხვაგანად ესე ექკავატორით ეჯაჯგურებიან? თუ ვირტგენებით ფხიკავენ? გუშინ ვუყურებდი, დაახლოებით 2 საათი მოუნდა ერთ ზოლზე 5-6 მეტრით რომ წაეწია წინ.

ისე შეუძლიათ არ იჩქარონ, ჩემი შვილი კარგად ერთობა ექსკავატორის ყურებაზე

Posted by: ივანიჩ 17 Sep 2018, 15:25
QUOTE
ქვედა ფენა ასფალტს, სხვაგანად ესე ექკავატორით ეჯაჯგურებიან? თუ ვირტგენებით ფხიკავენ?

არვიცი, აი ესე მუშაობდა მარტო ეგ ერთი ერთეული ტექნიკა, 1 საათის წინაა გადაღებული

Posted by: Snow93 17 Sep 2018, 16:47
აჰაა, ბევრს ვწერდი კაჩინსკის ქუჩაზე და ფოტოც გაიჩითა smile.gif

და წარმოიდგინეთ ეგ ახლა გადათხარეს და სულ ბოლო ნაწილი აგვისტოში...

Posted by: da_to 17 Sep 2018, 17:13
QUOTE
ქვედა ფენა ასფალტს, სხვაგანად ესე ექკავატორით ეჯაჯგურებიან?


განა ყველას აქვს ვირტგენი ... დღეს გზის დაგება ყველამ დაიწყო ... ორი სამი კომპანიაა რომესაც თავისი ტექნიკა აქვს... დანარჩენი ქირაობს ან ბირჟაზე ან კომპანიისგან .

იმიტომაც აგებენ იდელურად facepalm.gif

Posted by: Kublicha 17 Sep 2018, 17:25
da_to
QUOTE
განა ყველას აქვს ვირტგენი ...

იქირაონ მერე, რაც ამათმა ერთი კვირა ექსკავატორი უნდა აწვალონ და აზაპრავკონ ის აფხიკავდა რამდენიმე საათში. თან ძაან სქელი ალფალტია, ლამის შუაზე გადატყდეს ეს ექსკავატორი ისე უჭირს ზოგან ამოღება. თან დიდ ნაჭერ ასფალტებს აძრობს, რომელსაც მერე თვითმცლელზე ვერ ატევს და ცალკე იმის დამტვრევას ეჯაჯგურება.
არ ვიცი ეს როდის ქუჩა როდის დაიგო, მაგრამ საღოლ. ძალიან სქელი და მაგარი ასფალტია. ერთი 5-6 ჩარტყმა სჭირდება კოვშის, რომ ასფალტის ნატეხი გატეხოს ორად.



Posted by: Drifter_G 17 Sep 2018, 17:56
დიდი ფული რომ კეთდება ზოგადად ინფრასტრუქტურაზე მაგიტომაც თხრიან და თავიდან აგებენ 9 ჯერ გზებს,აბა 10 წელში ერთხელ ხარისხიანად რომ დააგონ ფული როგორ გააკეთონ biggrin.gif

Posted by: ივანიჩ 17 Sep 2018, 17:56
QUOTE
არ ვიცი ეს როდის ქუჩა როდის დაიგო

ბუშის ვიზიტის დროს ხომ ყველა გზა თავიდან დაიგო სადაც უნდა გაეარა? ასე მახსოვს რაღაც rolleyes.gif

Posted by: toyota12345 17 Sep 2018, 19:20
ეეხ რა დაენძრა ამ ქალაქს არადა რა მაგარი იყო ადრე გამოსვლა გსიამოვნებდა.......

Posted by: Snow93 17 Sep 2018, 19:30
QUOTE (ივანიჩ @ 17 Sep 2018, 17:56 )
QUOTE
არ ვიცი ეს როდის ქუჩა როდის დაიგო

ბუშის ვიზიტის დროს ხომ ყველა გზა თავიდან დაიგო სადაც უნდა გაეარა? ასე მახსოვს რაღაც rolleyes.gif

გზებიც დააგეს და მაშინ მორთეს პირველად ბარათაშვილი და სხვა ტერიტორიები სადაც უნდა გაეარა

Posted by: da_to 18 Sep 2018, 19:48
ვინც სანაპირო გაკეთებულად ჩაიბარა მაგას საჯარო სამსახურში რა უნდა ??? გზის დაბრეცლიობას თვალით რომ შემაჩენევ ეს ნორმალურია ??? რას მიკეთებს მუნიციპალური ლაბორატორია ??? მარტო ოთხი ხვრელის გაკეთებაა გზის შემოწმება ????????

ვაი ჩვენს პატრონს facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif

Posted by: Drifter_G 18 Sep 2018, 20:29
მუხიანის აგარაკებს ეშველებაო მომავალ წელს ასე დაანონსეს და იმედია ასეც იქნება

Posted by: otokarcobra 18 Sep 2018, 21:32
QUOTE (da_to @ 18 Sep 2018, 19:48 )
ვინც სანაპირო გაკეთებულად ჩაიბარა მაგას საჯარო სამსახურში რა უნდა  ???  გზის დაბრეცლიობას თვალით რომ შემაჩენევ ეს ნორმალურია ??? რას მიკეთებს მუნიციპალური ლაბორატორია ??? მარტო ოთხი ხვრელის გაკეთებაა გზის შემოწმება ????????

ვაი ჩვენს პატრონს  facepalm.gif  facepalm.gif  facepalm.gif

https://forum.ge/?showtopic=34975300&view=findpost&p=53413935

https://forum.ge/?showtopic=34975300&view=findpost&p=53426066

Posted by: Promes 18 Sep 2018, 22:50
გლდაიდან რო დიღომში მიდიხარ ახალი გზით მუხიანის მხრიდან როა გადასასვლელი მანდ რა ხდება? ამოთხრილია ნახევარი.. ერთი 10 მეტრემდეა ამოთხრილი და შემოღობილია.. ჰო სარაჯიშვილზე მორჩნენ დაგებას?

Posted by: Nescafe13 19 Sep 2018, 09:18
Promes

ასფალტი ჩაინგრაო ესე თქვეს , არ ვიცი რამდენად მართალია , მგონი 2 კვირაზე მეტია რაც დაკეტეს drug.gif
ამდენი ხანი მაგ პატარა მონაკვეთის აწყობას რაში ჭირდება ვერ ვხვდები

Posted by: otokarcobra 19 Sep 2018, 09:48
QUOTE (otokarcobra @ 14 Sep 2018, 15:11 )
QUOTE (Nescafe13 @ 14 Sep 2018, 14:53 )
რაო სანაპიროზე რო დავაგეთ გზას დახაზვას არ ვუპირებთო ?
პლანეტის ყველაზე ### მერია გვყავს შუა ზოლი მიანც გაავლონ მაგ ჩემისებმა
დაგებული ხო ცუდია და ერთი მანქანის გადატარება თეთრი ხაზით რა გახდა  facepalm.gif

დახაზვას თავი დაანებე, ვეფხი და მოყმიდან ვახუშტის ხიდისკენ მიმავალ მარცხენა ზოლში ერთი ჭა ისეა დატოვებული რო თუ ჩაარტყი უეჭველი დისკს ტეხავ........ყველა ჭა საშინლადაა მარა ის ერთი განსაკუთრებულად, ავარიაში ყვები გგონია ისე ურტყავ მანდ ტუ ჩაარტყი

ეს ჭა გასწორებული დამხვდა წეღან, მარა შემოღობილო იყო და ხვალ ვნახავ როგორ გაასწორეს lol.gif

Posted by: vatman 19 Sep 2018, 10:49
Nescafe13
QUOTE
ასფალტი ჩაინგრაო ესე თქვეს , არ ვიცი რამდენად მართალია , მგონი 2 კვირაზე მეტია რაც დაკეტეს 
ამდენი ხანი მაგ პატარა მონაკვეთის აწყობას რაში ჭირდება ვერ ვხვდები


მანდ საერთოდ გობრონიძის რეაბილიტაცია არ დაიწყეს? rolleyes.gif
ავტობუსში მასეა გამოკრულია განცხადება. თანაც გზა რო ჩამოიშალა, მერე მოძრაობა იყო ორმხრივი საპირისპირო მიმართულებაზე
Promes
QUOTE
ჰო სარაჯიშვილზე მორჩნენ დაგებას?

არა, კერ კიდევ თხრიან და ნაწილზე ასფალტი დევს.

ჰო ცენტროლიტის წინ, სავარაუდოდ შეიცვლება მოხვევა ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, ლიბანის ქუჩის მიმართულებით რამდენიმე მეტრით წინ გაჭრეს გზა და გზის შეერთება სავარაუდოდ იქნება მანდ

Posted by: ნიკა 19 Sep 2018, 11:15
ღამე ნუცუბიძეზე ისევ ამოხეთქა წყალმა. ასე ხდება ასფალტ როცა დააგებ და კომუნიკაციებს არ შეცვლი.

Posted by: Snow93 20 Sep 2018, 14:27
თბილისის მთავრობის სხდომა ტაქსის მძღოლებისთვის ახალი რეგულაციების განხილვით დაიწყო. კახა კალაძის გადაწყვეტილებით, ლიცენზიის დაწესების შემდეგ მომავალი წლიდან, თბილისში მოძრავ ყველა ტაქსს ერთნაირი ვიზუალის ვალდებულებაც დაეკისრება.

თბილისის მერის თქმით, პირველი ნოემბრისთვის უკვე ცნობილი იქნება, თუ რა ფერის ტაქსი იმოძრავებს დედაქალაქში.

კალაძის განცხადებით, ტაქსის მძღოლებს ავტომანქანაზე სარეკლამო ბანერების განთავსება შეეძლებათ.

„ვმუშაობთ ტაქსის ერთიან ვიზუალურ სტანდარტზე, რომელიც ამოქმედდება 2019 წლის ოქტომბრიდან და სავალდებულო იქნება. თუმცა პირველი ნოემბრისთვის ეს სტანდარტი ცნობილი იქნება. აღნიშნული სტანდარტი გაითვალისწინებს ტაქსის ერთიან დიზაინში რეკლამის განთავსების ადგილს, რომელიც მძღოლებს შეუქმნის დამატებით შემოსავლის წყაროს. ტაქსის მძღოლებს საშუალება ექნებათ, ისარგებლონ ავტომობილზე გამოყოფილი სარეკლამო ადგილით და კერძო სექტორთან თანამშრომლობით მიიღონ დამატებითი ფინანსური სარგებელი,“- განაცხადა კახა კალაძემ.

Posted by: PAINKILLER 20 Sep 2018, 14:30
QUOTE
კახა კალაძის გადაწყვეტილებით, ლიცენზიის დაწესების შემდეგ მომავალი წლიდან, თბილისში მოძრავ ყველა ტაქსს ერთნაირი ვიზუალის ვალდებულებაც დაეკისრება.


მაგრად ატრაკებს უკვე ბატონი ავტოგოლა




Posted by: Snow93 20 Sep 2018, 14:33
PAINKILLER
ძალიან გააურესებს სოციალურ მდგომარეობას ასე ერთი ხელის მოსმით აკრძალვა და რომ მიადგებიან მერიასთან მერე მოუწევს დათმობებზე წასვლა

Posted by: ნიკა 20 Sep 2018, 15:47
ყაზბეგი-თამარაშვილის კვეთაზეც ჩაირთო კამერა. მესამე რიგიდან შემხვევებს უწრს და უწერს ჯარიმებს bis.gif

Posted by: mywebber 20 Sep 2018, 16:13
QUOTE
ძალიან გააურესებს სოციალურ მდგომარეობას ასე ერთი ხელის მოსმით აკრძალვა და რომ მიადგებიან მერიასთან მერე მოუწევს დათმობებზე წასვლა

არაფერიც. ძალიან კარგი რეგულაციაა თან ეს მარტო თბილისს ეხება. ასე რომ რეგიონებიდან ჩამოსული ტაქსისტების დიდი ნაწილი შეწყვეტს ან თავისივე რეგიონში გააგრძელებს მუშაობას.

Posted by: ივანიჩ 20 Sep 2018, 16:23
QUOTE
პირველი ნოემბრისთვის უკვე ცნობილი იქნება, თუ რა ფერის ტაქსი იმოძრავებს დედაქალაქში

დაუშვან რამდენიმე ფერი- ვთქვათ თეთრი და ყვითელი. რათ უნდა ამას ამდენი ფიქრი.
პ.ს. წითელიც გვყავდა ადრე მიცუბიშები- გარაჟი რომ დაწვეს biggrin.gif

Posted by: Delvaux 20 Sep 2018, 16:31
QUOTE (ნიკა @ 20 Sep 2018, 15:47 )
ყაზბეგი-თამარაშვილის კვეთაზეც ჩაირთო კამერა. მესამე რიგიდან შემხვევებს უწრს და უწერს ჯარიმებს bis.gif

ლაგუნასთან დამწერა ღვედი არ გეკეთაო smile.gif

Posted by: PAINKILLER 20 Sep 2018, 16:33
mywebber
ივანიჩ


კომპანიებზე უნდა იყოს ფერის სტანდარტი, მაგრამ კერძო ტაქსებს რა ვალდებულება აქვს მანქანების გადაღებვის??

Posted by: Snow93 20 Sep 2018, 16:53
QUOTE (ნიკა @ 20 Sep 2018, 15:47 )
ყაზბეგი-თამარაშვილის კვეთაზეც ჩაირთო კამერა. მესამე რიგიდან შემხვევებს უწრს და უწერს ჯარიმებს bis.gif

მშვენიერია, დიღმის ტრასაზეც უნდა დააყენონ ყველა შესახვევში, ამას წინათ ვიღაც ძუკნამ კინაღამ დამამტვრია, მეოთხე ზოლში დაატორმუზა რესკად და გადმოუხვია სულ მარცხნივ შესახვევად

Posted by: ივანიჩ 20 Sep 2018, 17:03
PAINKILLER
მერიას კანონი (თვითმმართველობის კოდექსი) აძლევს ამის უფლებას და იყენებს, რეგულაცია კიდევ ყველაზე გავრცელდება...
ანუ
დედაქალაქის მთავრობას აქვს უფლებამოსილება, რომ განსაზღვროს (და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგინოს) საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობები, ნებართვის გაცემის წესი, ნებართვის მოქმედების ვადის, ნებართვის გაცემის ფასისა და მისი გადახდის წესი, ნებართვის მფლობელთა შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, განახლებისა და დამუშავების წესი.

პირობებში ჩაწერენ რომ ყველა ტაქსი უნდა იყოს ყვითელი ან თეთრი ან დამპალი ბადრიჯნისფერი და მორჩა. მიდი და ედავე მერე

Posted by: ნიკა 20 Sep 2018, 18:21
კი ღვედზეც ყველა კამერა წერს რომელსაც ზუმი აქვს.

პ.ს. ასევე თამარაშვილი-გ. წერეთელი ასახვევზეც წერს მესამე რიგიდან თუ არ დატრიალდი და ჭავჭავაძისკენ თუ მოინდომე ასვლა. აი მანდ კლონდაიკი იქნება ეგ კამერა. თანამშრომელს მოუვიდა ჯარიმა.

დიდი ალბათობით გ. წერეთლიდან ჭავჭავაძეზეზ მარჯვენა რიგიდან შემხვევებსაც აჯარიმებს (ეგ ჯარიმა ჯერ არ მაქვს ჩემი თვალით ნანახი)

Posted by: MANMUS 20 Sep 2018, 18:58
რობაქიძე დაამთავრეს თუ კიდე ცოდვილობენ

Posted by: Snow93 20 Sep 2018, 19:00
ძირითადი ნაწილი თავისუფალია ამ დღეებში გავიარე, ალაგ-ალაგ იდგა ჯებირები. მეორე ფენის დაგებას თუ აპირებენ არ ვიცი, ჯერ არ დაუწყიათ

Posted by: PAINKILLER 20 Sep 2018, 20:15
QUOTE (ივანიჩ @ 20 Sep 2018, 17:03 )
PAINKILLER
მერიას კანონი (თვითმმართველობის კოდექსი) აძლევს ამის უფლებას და იყენებს, რეგულაცია კიდევ ყველაზე გავრცელდება...
ანუ
დედაქალაქის მთავრობას აქვს უფლებამოსილება, რომ განსაზღვროს (და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგინოს) საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობები, ნებართვის გაცემის წესი, ნებართვის მოქმედების ვადის, ნებართვის გაცემის ფასისა და მისი გადახდის წესი, ნებართვის მფლობელთა შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, განახლებისა და დამუშავების წესი.

პირობებში ჩაწერენ რომ ყველა ტაქსი უნდა იყოს ყვითელი ან თეთრი ან დამპალი ბადრიჯნისფერი და მორჩა. მიდი და ედავე მერე

რისი უფლება აქვთ ეგ ვიცი მაგრამ კერძო ტაქსის მძღოლს რომ საკუთარი მანქანის გადაღებვა დაავალო ეგ არანაირ ნორმებში არ ჯდება, ტაქსის ფერის სტანდარტი სხვა ქვეყნებშიც და ქალაქებშიც არის მაგრამ კერძო მანქანებს არ ავალდებულებენ მაგას




ჩემი აზრით ეს უბრალოდ პაკაზუხობაა მერიის მხრიდან და მეტი არაფერი

Posted by: kataxxl 20 Sep 2018, 22:11
PAINKILLER

იქ კომპანიებს აქვთ ლიცენზიები და ვალდებულებაც აქვთ რომ ტაქსი ტაქს გავდეს

აქ ყველა ფლოსტიანი ტაქსისტია

ისმის კითხვა როგორ დავარეგულიროდ და მოვაქციოთ რაღაც ფარგლებში?

1. შემოვიყვანოთ 1-2 კომპანია ან სულაც სამი და კერძო ტაქსები ავკძალოთ

2. ეს კერძო ტაქსები გავაერთიანოთ რაღაც კომპანიაში და ვაიძულოთ რამე ჩარჩოში მოხვდნენ

3. ან ყველა კერძო ვაიძულოთ რამეს დაემსგავსოს - რა გამოვა ამისგან ხზ.

მოსკოვში ხელი რომ აწიო ყველა აჩერებს smile.gif)))))))))))))))))))

ისე ავტომობილების რობოტიზაცია მოსპობს ტაქსისტის პროფესიას როგორც კლასს უბრალოდ დრო უნდა ცოტა wink.gif

Posted by: Nescafe13 21 Sep 2018, 01:02
მარჯვენა საჭიანები იკრძალება ხო ?
დიდი პატივისცემის მიუხედავათ ტარსისტების მიმართ მართლა რაღაც თუ არ დაწესდა სრული პიზდეცია ქალაქში
სადაც უნდათ იქ აჩერებენ , ციმციმას არ ხმარობენ , ბევრს ტორმუზიც არ უნთებს , ###ზე კიდიათ დგანან და არც ფიქრობენ თუ მოძრაობას აფერხებენ
ბელიაშვილზე ღამით ვისაც გაგივლიათ კი დააკვირდებოდით მეორე ზოლში ყავთ გაჩერებული მანქანა

Posted by: PAINKILLER 21 Sep 2018, 10:06
QUOTE (Nescafe13 @ 21 Sep 2018, 01:02 )
მარჯვენა საჭიანები იკრძალება ხო ?
დიდი პატივისცემის მიუხედავათ ტარსისტების მიმართ მართლა რაღაც თუ არ დაწესდა სრული პიზდეცია ქალაქში
სადაც უნდათ იქ აჩერებენ , ციმციმას არ ხმარობენ , ბევრს ტორმუზიც არ უნთებს , ###ზე კიდიათ დგანან და არც ფიქრობენ თუ მოძრაობას აფერხებენ
ბელიაშვილზე ღამით ვისაც გაგივლიათ კი დააკვირდებოდით მეორე ზოლში ყავთ გაჩერებული მანქანა

ხო აბა რა, სხვა ფერში თუ გადაღებავენ მანქანას, მაგ ყველაფერს აღარ გააკეთებენ? biggrin.gif

Posted by: vatman 21 Sep 2018, 10:26
PAINKILLER
QUOTE
მაგრამ კერძო ტაქსის მძღოლს რომ საკუთარი მანქანის გადაღებვა დაავალო ეგ არანაირ ნორმებში არ ჯდება

გადაღებვა რა საჭიროა, გადააკრავ გარედან საჭირო ფერს და მორჩა. ნახევარი გერმანია ეხლა მასე დადის. იყიდი შავ ე კლასის მერსედეს და აღმოჩნდება რო ყოფილი ტაქსია

შარტავა, არსებულთან შედარებით დაადაბლეს? გუშინ მომეჩვენა რო გზის ძველი ფენა საკმაოდ მაღალზე, რო მეორე ფენა მაგ სიმაღლემდე მიწვდეს

Posted by: Snow93 21 Sep 2018, 10:47
QUOTE (Nescafe13 @ 21 Sep 2018, 01:02 )

სადაც უნდათ იქ აჩერებენ , ციმციმას არ ხმარობენ , ბევრს ტორმუზიც არ უნთებს , ###ზე კიდიათ დგანან და არც ფიქრობენ თუ მოძრაობას აფერხებენ
ბელიაშვილზე ღამით ვისაც გაგივლიათ კი დააკვირდებოდით მეორე ზოლში ყავთ გაჩერებული მანქანა

ბელიაშვილზე რესტორნებთანაც კატასტროფაა და კორპუსებში შესახვევთანაც.

დღეს კიდევ ორ ადგილას, ერთგან მეტეხის ხიდამდე და სანაპიროზე დააყენა ტაქსისტმა ისე რომ მთელი ზოლი შეაფერხა, ეგენი ცალკე მოსაკლავები არიან და კიდევ ვინც მაგათ უკან მიყვება, ისე გადმოკრავენ საჭეს მეორე ზოლში არც კი დაფიქრდებიან facepalm.gif

Posted by: PAINKILLER 21 Sep 2018, 11:44
QUOTE
გადაღებვა რა საჭიროა, გადააკრავ გარედან საჭირო ფერს და მორჩა

vatman


ფირის გადაკვრა და მერე აძრობა არც ისე იაფი ღირს...


Posted by: NVIDIA MAN 21 Sep 2018, 14:02
PAINKILLER
მოკლედ თემა არის რო უნდა დარეგულირდეს ეს მწვავე საკითხი, ამას პლიუს ვიზუალურადაც "რაღაცას" უნდა გავდეს მათი მანქანები,
ერთიანი სტანდარტი უნდა იყოს.

ასე, რომ იაფია თუ ძვირი ეს საქმე დროა მოხდეს სტანდარტიზირება, ისიც საკმარისია რო ამდენი წლები 1 თეთრი არ შეუტანიათ ბიუჯეტში.

Posted by: PAINKILLER 21 Sep 2018, 17:41
QUOTE
ისიც საკმარისია რო ამდენი წლები 1 თეთრი არ შეუტანიათ ბიუჯეტში.



ზუსტად ამაშია საქმე, ბიუჯეტის შევსებაზე ჩალიჩობენ, რეგულირება მაგრად ახატიათ იდეაში...






მთავარი ის არის რომ ტაქსზე მოთხოვნა დიდია და იმიტომ არის მთელი ქალაქი ტაქსებით გავსებული, აბა იყოს ნორმალური საზ.ტრანსპორტი, ძალიან ცოტა გამოიყენებდა ტაქსებს და რაოდენობაც ავტომატურად შემცირდებოდა...

Posted by: Snow93 21 Sep 2018, 18:04
QUOTE (PAINKILLER @ 21 Sep 2018, 17:41 )


მთავარი ის არის რომ ტაქსზე მოთხოვნა დიდია და იმიტომ არის მთელი ქალაქი ტაქსებით გავსებული, აბა იყოს ნორმალური საზ.ტრანსპორტი, ძალიან ცოტა გამოიყენებდა ტაქსებს და რაოდენობაც ავტომატურად შემცირდებოდა...

უმეტესობა მაინც ისეთია მეტს გადაიხდის და ტაქით წავა. საზ. ტრანსპორტის განვითარების შემდეგ ტაქსი უნდა გაძვირდეს და შეიზღუდოს. თორემ ბევრი უბრალოდ არ "იკადრებს".
პერსონალურ ავტომობილზე აღარაფერს ვამბობ

Posted by: toyota12345 21 Sep 2018, 18:09
ტაქსებზე არამგონია ისეთი მოთხოვნა იყოს რამდენი ტაქსიც დადის, მე პირადად ვტაქსაობდი ორი წელი და ვიცი ეგ სფერო კარგად.

თუ დააკვირდებით ცარიელი ტაქსი ყოველთვის უფრო მეტი დადის ვიდრე მგზავრიანი, თუ არ ჩავთვლით წვიმას ან პიკის საათში ისეთ ადგილებს სადაც ტაქსზე მოთხოვნაა ან დღესასწაულებს ფეხბურთი და ასე შემდეგ როცა არის...

ჩვეულებრივ დღეებში ტაქსი არის იმაზე მეტი ვიდრე კლიენტი, კერძო ტაქსები და + კომპანიის ტაქსები იანდექსი, ტაქსიფაი, მაქსიმი და ასე შემდეგ....

Posted by: PAINKILLER 23 Sep 2018, 00:04
QUOTE (Snow93 @ 21 Sep 2018, 18:04 )
QUOTE (PAINKILLER @ 21 Sep 2018, 17:41 )


მთავარი ის არის რომ ტაქსზე მოთხოვნა დიდია და იმიტომ არის მთელი ქალაქი ტაქსებით გავსებული, აბა იყოს ნორმალური საზ.ტრანსპორტი, ძალიან ცოტა გამოიყენებდა ტაქსებს და რაოდენობაც ავტომატურად შემცირდებოდა...

უმეტესობა მაინც ისეთია მეტს გადაიხდის და ტაქით წავა. საზ. ტრანსპორტის განვითარების შემდეგ ტაქსი უნდა გაძვირდეს და შეიზღუდოს. თორემ ბევრი უბრალოდ არ "იკადრებს".
პერსონალურ ავტომობილზე აღარაფერს ვამბობ

მე არ მგონია მასე, თუ ტრანსპორტი მოწესრიგებული იქნება, თავისი ბასლეინებით და ტრამვაის ხაზებით, ტაქსით სიარულს ცენტრალურ უბნებში დიდი აზრი არ ექნება იმიტომ რომ საზ.ტრანსპორტი უფრო მალე მიიყვანს ადგილზე


Posted by: Snow93 23 Sep 2018, 10:52
PAINKILLER
რაღაც ნაწილი კი გადაჯება ორი აზრი არაა მარა პირადად ჩემთვის სანამ მანქანას ვიყიდდი მილიონჯერ უთქვამთ თანატოლებს არ მოგბეზრდა ფეხით სიარული? წადი რამე მანქანა დაითირეო (მილიონჯერვე facepalm.gif)

ფეხით სიარულს არაფერი ჯობს და ერთი ეს ძერსკობის ინტიტუტი დამამხობინა.... თან ვინც მეუბენობოდა ჩემ გარშემო განა განსაკუთრებული ქონების პატრონი იყო რომელიმე.. 500 და 600 $-იანი დანგრეული მანქანებით მოძრაობდნენ facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif

საცობში მიიხედ მოიხედეთ რამდენია მასე
* * *
დედაქალაქის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური თბილისი-ნაფეტვრების დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციას ახორციელებს. სამუშაოებს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, საგზაო სამუშაოები ნოემბრის ბოლოსთვის დასრულდება.

„აქ გზა ფაქტობრივად არ არსებობდა, მხოლოდ გრუნტის საფარი იყო. შესაბამისად, ამ პროექტის განხორციელება გადავწყვიტეთ. აღნიშნულ ტერიტორიაზე სამუშაოები ნოემბრის ბოლოსთვის მთლიანად უნდა დასრულდეს. ადგილზე სანიაღვრე სისტემა ეწყობა, ბოლო ეტაპზე კი, გზის მოასფალტება მოხდება. საუბარია დაახლოებით 2 კილომეტრიან მონაკვეთზე“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისივე განცხადებით, თბილისი-ნაფეტვრების გზის მეორე ნაწილი მცხეთის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის და აღნიშნულ მონაკვეთზე სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო განახორციელებს.

„დედაქალაქის მერია ხიდამდე მისასვლელ გზას აკეთებს. ხიდის იქით კი, მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაა. ჩვენ უკვე გვქონდა კომუნიკაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან. უახლოეს დღეებში ისინიც ტენდერს გამოაცხადებენ და ხიდის შემდგომი მონაკვეთიც გაკეთდება. აქ ბევრი ადამიანი ცხოვრობს, არის აგარაკები“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერთან ერთად, თბილისი-ნაფეტვრების გზის სარეაბილიტაციო პროცესს, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე და ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ზაზა ხუციშვილი გაეცნენ.

პროექტის ფარგლებში, ამ ეტაპზე მიმდინარეობს გრუნტის სამუშაოები, 150 მეტრის სიგრძეზე ეწყობა კიუვეტები (ასფალტის საფარიდან წყლის არიდების სისტემა), წყალმიმღები და წყალგადამშვები ჭები. საფუძვლის მოწყობის შემდეგ, 1.9 კმ. მონაკვეთზე 14 000 კვადრატული მეტრი ასფალტის საფარი დაიგება.

სამუშაოებს კომპანია "ბელ-ბაუ" აწარმოებს და პროექტზე, დედაქალაქის ბიუჯეტიდან 800 ათას ლარზე მეტი დაიხარჯება.

Posted by: Snow93 24 Sep 2018, 14:46
ხმაური ფონიჭალაში - ადგილობრივი მოსახლეობა თბილისი-რუსთავის მაგისტრალის მშენებლობას აპროტესტებს და აქციას მართავს.

შეკრებილები სამშენებლო ტექნიკას მუშაობის გაგრძელების საშუალებას არ აძლევენ.

აქციის მონაწილეები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან, მაია ცქიტიშვილთან შეხვედრას ითხოვენ.

ადგილობრივების თქმით, ისინი ავარიულ კორპუსებში ცხოვრობენ და განსახლებას მოითხოვენ. მათი განცხადებით, მშენებლობის დაწყებამდე მათ შეუთანხმდნენ, რომ გაასახლებდნენ, თუმცა, ადგილობრივების თქმით, მათთვის საცხორებელი ფართით უზრუნველყოფას არ ახდენენ.

ადგილობრივები ასევე აცხადებენ, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდი კანონდარღვევით ახორციელებს სამუშაოებს და გაცემულ რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს.

Posted by: Nescafe13 25 Sep 2018, 09:51
დაახლოებით 10 ის მერე გამოვიარე მარცხენა სანაპიროზე
ელიავაზე კრუგთან ლამის შევაფრინდი ზილს sad.gif
ცუდი განათებაა ისედაც , მანქანა შუა გზაში ყავთ მიტოვებული , არანაირი მინიშნება რომ შორიდან დაინახო
მერე ფეიქრებზე ავარია დავინახე ლამის გული გამისკდა ორ მანქნას ცხვირი აღარ ქონდა
დაუხაზავი გზები , მანდ თუ 50 ია დასაშვები 1 რადარი არ უნდა ეკიდოს 4-5 და აღა იქნება ეგრე
ზოლები გაავლონ ხო შეიძლება
მერე ტაქსმა სიგარეტი გაისროლა ფანჯრიდან და ჩემ მანქანას მილიმეტრებში აცდა

ვაფშე მერია ხო ###თა ჯობია მაგათ ევალებათ გზებს მოუარონ თბილიში
დახაზონ და გაანათონ ნორმანულად ქუჩები , დაკიდონ რადარები და უფრო მეტი ფული შეუვათ
იმედია ყვითელ მაშუქებსაც დაკიდებენ რომ ჩემსავით აღარ დაემართოს ვინმეს შუა ზოლში მდგარ მანქანას რომ შევახდი
უპასუხისმგებლობაა მეტი არაფერი

Posted by: Snow93 25 Sep 2018, 16:47
ვინც ისნის მეტროსთან შუქნიშნები დააპროექტა არ აცდეს არაფერი რაც დღეს ვაგინე

Posted by: USSR 25 Sep 2018, 17:51
ანუ კოსტავადან მომავალი საზ ტრანსპორტი ვეღარ მოხვდება პეკინზე ჩერეზ აჭარა?

ისე დაავიწროვეს ეგ გზა რომ აშკარად მარტო შარტავადან მომავალი ტრანსპორტისთვისაა დატოვებული


Posted by: Snow93 25 Sep 2018, 18:41
USSR
კოსტავადან პეკინზე წელიწადია ალბათ რაც ვეღარ ხვდება, აჭარას შესახვევიდან შედიან ახლაც წეღან გამოვიარე
* * *
თბილისში ტაქსები, სავარაუდოდ, თეთრი ფერის იქნება. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით თბილისის ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილება უკვე მიიღო.

მძღოლებს ვალდებულება, რომ მოქალაქეებს ტაქსით მომსახურება თეთრი ფერის მანქანებით შესთავაზონ, 2019 წლის მეორე ნახევრიდან ექნებათ.

როგორც ცნობილია, თბილისის მერიამ ტაქსებთან დაკავშირებული საკითხის მოწესრიგება დაიწყო. ამ ეტაპზე დედაქალაქში მოძრავი ტაქსების აღრიცხვა მიმდინარეობს. მძღოლებმა რეგისტრაცია 1-ელ ნოემბრამდე უნდა გაიარონ და შესაბამისი მომსახურების გაწევისთვის საჭირო ნებართვა აიღონ. 2018 წლის ნოემბრიდან ლიცენზიის გარეშე ტაქსის სერვისის გაწევის შემთხვევაში მძღოლები დაჯარიმდებიან.

Posted by: Snow93 26 Sep 2018, 19:56
ტაქსის რეფორმა სრულიად ფასადურია და ეს გადაღებვაც თეთრ ფერზე, არის ფასადური, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელმა დავით მესხიშვილმა განუცხადა, რომელიც დედაქალაქის მერის აღნიშნულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ტაქსის გადაღებვა 1000-1500 ლარი ჯდება. ამას გარდა, ტაქსის მძღოლებისთვის არსებობს სხვა დანახარჯებიც, რაც საბოლოო ჯამში, ტაქსით მგზავრობის ღირებულებას გააძვირებს და ამ თანხების ამოღება მგზავრების ჯიბიდან მოხდება.

მესხიშვილის განცხადებით, შეცდომას უშვებს მერია, როცა დედაქალაქში ტაქსებისთვის ერთ ფერს აწესებს. მისივე თქმით, ქალაქში სრული სატრანსპორტო კოლაფსია, გადაადგილება ჭირს, ტაქსის გაძვირების შემთხვევაში კი, ისინი იძულებული იქნებიან საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავრონ.

„ტაქსის რეფორმა სრულიად ფასადურია და ეს გადაღებვაც არის ფასადური. ეს რეფორმა, როგორც მერიამ დაგეგმა, რეალურად არაფრისმომცემია. მთავარი ის იყო, რომ ტაქსები ტექნიკურად ყოფილიყო გამართული, მოწესრიგებული. ეს ყველაფერი კი ადმინისტრაციულად მოგვარებულიყო. ჩემთვის ჯერჯერობით გაურკვეველია, სინამდვილეში რას ნიშნავს ტაქსებთან დაკავშირებით შეტევა. შეიძლება თბილისში თეთრმა ტაქსებმა იარონ, მაგრამ ჩვენთვის, მგზავრებისთვის შეიცვლება ერთი – ძვირად ვიმგზავრებთ თეთრი ტაქსით“, – განაცხადა მესხიშვილმა.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ტაქსებთან მიმართებაში ახალი ვიზუალური სტანდარტი 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება.

კალაძის თქმით, მიღებულია გადაწყვეტილება ტაქსის ფერთან დაკავშირებით, რომელიც თეთრი იქნება.

Posted by: Carver 26 Sep 2018, 21:10
ბულაჩაური შეავიწროვეს, ველო ბილიკით სავარაუდოდ..

Posted by: kshaneli 26 Sep 2018, 22:20
მტვერია ყველგან გადათხრილი რომაა თბილისი

Posted by: Snow93 27 Sep 2018, 08:54
ეს დედა აფეთქებული ჯანო ბაგრატიონის ქუჩა არ შედის მერიის მოვალეობაში???? თუ ქალაქის ცენტრად არ ითვლება???

გუშინ სასწრაფო ვერ შევიდა ფიზიკურად ორივე მხრიდან ისე ქონდათ მანქანები ჩაყენებული! ყველა კუთხე-კუნჭულში ისე აქვთ დაყენებული ორი მანქანა რომ შეხვდეს ერთმანეთს ვერ ააცილებ თუ უკან არ დაიხიე

Posted by: Mr-Raptor 27 Sep 2018, 10:24
Snow93
და მერიამ რა ქნას მერე ხალხი რო მანქანებს ეგრე აყენებს

2 დღის უკან ეზოში რო შევედი ვიღაცას ახალი კამრი ისე ცუდად ეყენა რო მილიმეტრებში მოვახერხე გაძრობა, ჩემს შემდეგ რამდენიმე მანქანა ფიზიკურად ვერ შემოეტია და გაბრუნდა, აღარ მაქ სასწრაფოზე ლაპარაკიმ უბრალოდ ვერ შემოვიდოდა, ეხლა მერიის ბრალია ეგ თუ ჩვენი გამოქლიავებული აზროვნების, ფეხებზე რო გვკიდია ერთმანეთი, საქონელი ხალხი ვართ მეტი არაფერი smile.gif

Posted by: PAINKILLER 27 Sep 2018, 10:53
QUOTE
და მერიამ რა ქნას მერე ხალხი რო მანქანებს ეგრე აყენებს

Mr-Raptor

უნდა აყაროს ეგ მანქანები და ჰაიდა საჯარიმოზე!!!




სულ უბრალო დარღვევაზე რომ მიჰყავთ ევაკუატორით, აი საერთოდ რომ არაფერს უშლის და მაინც მიჰყავთ, რეალურ დამრღვევებს და გზის ჩამკეტავებს რატომ არ სჯიან იგივე მეთოდით??


QUOTE
ეხლა მერიის ბრალია ეგ თუ ჩვენი გამოქლიავებული აზროვნების, ფეხებზე რო გვკიდია ერთმანეთი, საქონელი ხალხი ვართ მეტი არაფერი



საგზაო მოძრაობას არეგულირებს შესაბამისი კანონები და არა "გამოქლიავებული აზროვნება"

Posted by: ივანიჩ 27 Sep 2018, 11:18
აჭარასთანაც დაავიწროვეს ის პატარა ქუჩა (დანიურ სახლთან) - ალბათ ბასლაინისთვის?

Posted by: Snow93 27 Sep 2018, 11:42
QUOTE (Mr-Raptor @ 27 Sep 2018, 10:24 )
Snow93
და მერიამ რა ქნას მერე ხალხი რო მანქანებს ეგრე აყენებს

2 დღის უკან ეზოში რო შევედი ვიღაცას ახალი კამრი ისე ცუდად ეყენა რო მილიმეტრებში მოვახერხე გაძრობა, ჩემს შემდეგ რამდენიმე მანქანა ფიზიკურად ვერ შემოეტია და გაბრუნდა, აღარ მაქ სასწრაფოზე ლაპარაკიმ უბრალოდ ვერ შემოვიდოდა, ეხლა მერიის ბრალია ეგ თუ ჩვენი გამოქლიავებული აზროვნების, ფეხებზე რო გვკიდია ერთმანეთი, საქონელი ხალხი ვართ მეტი არაფერი smile.gif

გამოქლიავებული აზროვნება რომ არსებობს ზუსტად მაგიტომაცაა საჭირო მერიის სათანადო სიმაღლეზე ყოფნა. ეზოებს არ ეხებიან ჯერ უფლება არ გავქვსო და შუა ქუჩაში რომ მასე აჩერებ წასაყვანია სადგომზე და ჯარიმაა ასსარტყმელი ეგ უნდა ქნას მეტი რა, რომ ჩამოუაროს და ჯარიმები გამოუწეროს სუყველას შესაბამისი აღარ გააჩერებენ.

ხანდახან მინდა ჩაქუჩით გავიდე და კუთხეები ჩამოვუნგრიო სუყველას რომ მეორეჯერ აღარ დააყენონ მარა უმეტესობას ეგეც კიდია თუ მანქანა არ წაართვი facepalm.gif

Posted by: NVIDIA MAN 27 Sep 2018, 12:21
ივანიჩ
QUOTE
აჭარასთანაც დაავიწროვეს ის პატარა ქუჩა (დანიურ სახლთან) - ალბათ ბასლაინისთვის?

ბასლაინისთვის და ველო ბილიკისთვის,

Posted by: Mr-Raptor 27 Sep 2018, 12:37
PAINKILLER
QUOTE
საგზაო მოძრაობას არეგულირებს შესაბამისი კანონები და არა "გამოქლიავებული აზროვნება"


საგზაო მოძრაობას რო არეგულირებს არ დაგავიწყდეს რამდენი კადრი ყავთ, რომ ეს დაარეგულირონ და გამოქლიავებული აზროვნება რო მოიშლება მერე კონტროლიც აღსრულებადი გახდება

როგორ გგონია მაგალითად 500 დარღვევა რო ხდება და ამ დროს 100 თანამშრომელი რო გყავს და სიტყვაზე 50 ევაკუატორი ყველა დაღვევაზე მოასწრებ რეაგირებას რომც გინდოდეს? ფიზიკურად ვერ შეძლებ, თუნდაც იმიტო რო მაგ მანქანებს რო წაიყვან და სხვა მიადგები იმ ადგილზე ისევ სხვა დააყენებს და ზუსტად მანდაა ჩვენი გამოქლიავებული აზროვნება, ეს სიტყვა ცოტა ვერ მოგხვდა ყურში კარგად ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა biggrin.gif არადა სრული სიმართლეა

მთავრობას იასნია უნდა მოვთხოვოთ მაგრამ საზოგადოებას უნდა ასე რო იცხვორს და იმიტო ვართ ასეთ სიტუაიაში, საზოგადოების მოქალაქეობრივი შეგნება რო ამაღლდება და ერთმანეთს ფეხებზე აღარ დავიკიდებთ და სხვაზეც ვიზრუნებთ მერე ძალიან ცოტა დარჩება დამრღვევი და იმას უკვე მარტივად მიეხედება

ადამიანი რო გზას ისე კეტავს რო სასწრაფოც ვერ შევიდეს და მანქანას ტოვებს იმას დედა აქვს მოსატყნავი, სხვა ვარიანტი მანდ არაა

Posted by: Snow93 27 Sep 2018, 12:39
Mr-Raptor
1 კაციც ეყოფა მაგ ქუჩას და მიმდებარეებს ბევრი არაფერი ჩალიჩი არ უნდა და თუ უნდა კიდევ რესურსი აქვთ საკმარისი კადრების დამატების

Posted by: Mr-Raptor 27 Sep 2018, 12:43
Snow93
QUOTE
1 კაციც ეყოფა მაგ ქუჩას და მიმდებარეებს ბევრი არაფერი ჩალიჩი არ უნდა და თუ უნდა კიდევ რესურსი აქვთ საკმარისი კადრების დამატების


იმ ქუჩას რო ეყოფა სხვა ქუჩამ რა დააშავა, შერჩევითად ხო არ უნდა მოხდეს ქუჩებზე კონტროლის დამყარება ხო, უნდა მოხდეს ყველგან

კადრებს ვერ დაიმატებს მარტო იმისთვის რო ეგ პრობლემა მოგვარდეს, ყველა ორგანიზაციას და სამსახურს გაწერილი ბიუჯეტი აქვს და ბიუჯეტის ხარჯზე ბევრს რო ვერ დაიმატებს კი ვიცით ეგ, თუ დროებით ხელშეკრულებებს დაუდებენ და მაგაზე მასიურად იმუშავებენ კი ბატონო, საჯარიმო თანხებით გადაიხდის ხელფასებს და აგეთ ათმაგი მოგებაც დარჩებათ ეგრე ნამდვილად შეიძლება

თქვენზე ძალიან მე მინდა რო ეგ და ბევრი სხვა რამ მოგვარდეს მაგრამ მარტო მთავრობაზე ამის დაბრალება არის თავის დაბრმავება და მეტი არაფერი

ყველა პრობლემა და ყოფა მოდის საზოგადოებისგან და შესაბამისად სიტუაციას ალანოგიურია, ამ სიტუაციის გამო იჩაგრებიან ჩვენნაირი ხალხი ვისაც წესრიგი უნდა

Posted by: Snow93 27 Sep 2018, 12:52
Mr-Raptor
მესმის რასაც ამბობ მაგრამ მე იმის თქმა მინდა რომ 1 წელი მაქსიმუმ რომ გაანძრიონ ერთი ადგილი და მასეთი მკაცრი პოლიტიკა გატარდეს, აღარც გააჩერებს ხალხი მასე მასიურად.
რომ ჩამოიაოროს და ყველა ქუჩაზე ჯარიმა აარტყას მშვენივრად მოასწრებს თავის უბანზე კონტროლიორი, ეჭვი მაქვს არჩევნების გამო არიან ჩუმად და მერე წამოროშავენ თავის გეგმებს.

ხალხის მენტალიტეტი გერმანიაშიც შესაცვლელი იყო და რა პოლიტიკაც გაატრა ჰიტლერმა იმის მერე გერმანელი და უბილეთო მგზავრი არავის უნახავს, სუფთა გერმანელი ოღონდ სხვა წარმოშობაზე არ ვამბობ givi.gif givi.gif

Posted by: PAINKILLER 27 Sep 2018, 13:15
QUOTE (Mr-Raptor @ 27 Sep 2018, 12:37 )
PAINKILLER
QUOTE
საგზაო მოძრაობას არეგულირებს შესაბამისი კანონები და არა "გამოქლიავებული აზროვნება"


საგზაო მოძრაობას რო არეგულირებს არ დაგავიწყდეს რამდენი კადრი ყავთ, რომ ეს დაარეგულირონ და გამოქლიავებული აზროვნება რო მოიშლება მერე კონტროლიც აღსრულებადი გახდება

როგორ გგონია მაგალითად 500 დარღვევა რო ხდება და ამ დროს 100 თანამშრომელი რო გყავს და სიტყვაზე 50 ევაკუატორი ყველა დაღვევაზე მოასწრებ რეაგირებას რომც გინდოდეს? ფიზიკურად ვერ შეძლებ, თუნდაც იმიტო რო მაგ მანქანებს რო წაიყვან და სხვა მიადგები იმ ადგილზე ისევ სხვა დააყენებს და ზუსტად მანდაა ჩვენი გამოქლიავებული აზროვნება, ეს სიტყვა ცოტა ვერ მოგხვდა ყურში კარგად ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა biggrin.gif არადა სრული სიმართლეა

მთავრობას იასნია უნდა მოვთხოვოთ მაგრამ საზოგადოებას უნდა ასე რო იცხვორს და იმიტო ვართ ასეთ სიტუაიაში, საზოგადოების მოქალაქეობრივი შეგნება რო ამაღლდება და ერთმანეთს ფეხებზე აღარ დავიკიდებთ და სხვაზეც ვიზრუნებთ მერე ძალიან ცოტა დარჩება დამრღვევი და იმას უკვე მარტივად მიეხედება

ადამიანი რო გზას ისე კეტავს რო სასწრაფოც ვერ შევიდეს და მანქანას ტოვებს იმას დედა აქვს მოსატყნავი, სხვა ვარიანტი მანდ არაა

და რატომ კარგავენ დროს და კადრებს, სრულიად უწყინარ სიტუაციაში დაყენებული მანქანის ევაკუატორით წასაყვანად, როცა სხვა ქუჩაზე გზას კეტავს მანქანა?? პატრული რისთვის არსებობს აბა, ყველა ქუჩაზე უნდა იმოძრავოს და კანონდარღვევა აღკვეთოს, ზუსტად ეგ ფუნქცია აქვს პატრულს !!!






Posted by: Mr-Raptor 27 Sep 2018, 14:24
Snow93
PAINKILLER
თქვენი მესმის მეც და გეთახნემბით, მაგრამ სულ მთავრობის ბრალი არაა და მაგას ვამბობ მე, იმას დააჯარიმებენ და მეორე დააყენებს, მესამეს წაიყვანენ და მეოთხეზე რო გადავლენ მესამეს ადგილზე სხვა დააყენებს

ეხლა გეტყვით მარტივ მაგალითს, ვაკეში აბაშიძის ქუჩაზე პარკინზე ვეჩნად ცერად უკანალით ქუჩაზე ტოვებდა ხოლმე ახალგაზრდა ძალიან ლამაზი გოგო GL ახალ მერსედესს რა, ხოდა სიტი პარკის სასტავი რო დადიოდა ერთხელ იმას ვუთხარი სხვებს რო აჯარიმენ იმ მერსედესს რატო არ უწერ მეთქი, ხოდა მაგას დავუწერე ერთხელ და სამსახურში მირეკავენ გამოცხადდი ადგილზეო, რო მივედიო გოგო დამხვდა ქვითრით ხელში და თავზე დამახია ის ქვითარიო biggrin.gif იმის მერე აღარ ვუწერო biggrin.gif

ხოდა დასკვა biggrin.gif თქვენ რასაც ამბობ კარგია უნდა იყოს ეგრეც, მაგრამ მაშინ ყველას წინააღმდეგ ეგრე უნდა მოიქცნენ და ეგრე რო არ ხდება თქვენც იცით biggrin.gif გუშინწინ საბურთალოს ქუჩაზე მივდივარ მანქანით და პროტივზე მოსეირნობს პრადო და მინთებს შუქებს გადადიო biggrin.gif ნამუსს საზღვარი ხო აქვს არა biggrin.gif მეც ავუნთე აქედან ფარები და ტიპმა ჩაწია შუშა და ვიღაც შარვალ კოსტუმიანი მასტი იყო რამის გადმოხტა ფანჯრიდან biggrin.gif აქედანაც მორალი, თუ მანქანების აყვანაა აეკრძალოს ყველას თანაბრად და გაკონტროლდეს ეს

Posted by: PAINKILLER 27 Sep 2018, 14:37
QUOTE
მაგას ვამბობ მე, იმას დააჯარიმებენ და მეორე დააყენებს, მესამეს წაიყვანენ და მეოთხეზე რო გადავლენ მესამეს ადგილზე სხვა დააყენებს


Mr-Raptor

არანაირად, როცა 2-3-4-ს წაიყვანენ, მერე აღარავინ გააჩერებს, ყოველ პარკინგზე 70-70 ლარი არც ისე ადვილი გადასახდელია

QUOTE
ეხლა გეტყვით მარტივ მაგალითს, ვაკეში აბაშიძის ქუჩაზე პარკინზე ვეჩნად ცერად უკანალით ქუჩაზე ტოვებდა ხოლმე ახალგაზრდა ძალიან ლამაზი გოგო GL ახალ მერსედესს რა, ხოდა სიტი პარკის სასტავი რო დადიოდა ერთხელ იმას ვუთხარი სხვებს რო აჯარიმენ იმ მერსედესს რატო არ უწერ მეთქი, ხოდა მაგას დავუწერე ერთხელ და სამსახურში მირეკავენ გამოცხადდი ადგილზეო, რო მივედიო გოგო დამხვდა ქვითრით ხელში და თავზე დამახია ის ქვითარიო  იმის მერე აღარ ვუწერო


QUOTE
გუშინწინ საბურთალოს ქუჩაზე მივდივარ მანქანით და პროტივზე მოსეირნობს პრადო და მინთებს შუქებს გადადიო  ნამუსს საზღვარი ხო აქვს არა  მეც ავუნთე აქედან ფარები და ტიპმა ჩაწია შუშა და ვიღაც შარვალ კოსტუმიანი მასტი იყო რამის გადმოხტა ფანჯრიდან



QUOTE
სულ მთავრობის ბრალი არაა


biggrin.gif ეგეთებს რომ აპარპაშებენ, მთავრობის ბრალი არაა ხო? აბა პრადოებით პროწივზე მე კი არ დავდივარ, ზუსტად მაგ მთავრობის წევრები, მათი ნაშები და ცოლ-შვილები არიან...

Posted by: Snow93 27 Sep 2018, 14:57
QUOTE (PAINKILLER @ 27 Sep 2018, 14:37 )
QUOTE
მაგას ვამბობ მე, იმას დააჯარიმებენ და მეორე დააყენებს, მესამეს წაიყვანენ და მეოთხეზე რო გადავლენ მესამეს ადგილზე სხვა დააყენებს

Mr-Raptor

არანაირად, როცა 2-3-4-ს წაიყვანენ, მერე აღარავინ გააჩერებს, ყოველ პარკინგზე 70-70 ლარი არც ისე ადვილი გადასახდელია


მეც მასე მგონია და ეკასნაირი მძღოლი საბედნიეროდ ჯერ არაა იმდენად ბევრი რომ ეგ ვერ მოაგვარონ. ერთხელ წაიყვანეს მასე ჩემი მეზობლის მანქანა და იმის მერე ყველა პარკირების ზოლში თანაბრი დაშორებით აყენებს ხაზებიდან რაც არ უნდა იყოს givi.gif givi.gif

Posted by: Mr-Raptor 27 Sep 2018, 15:53
PAINKILLER
QUOTE
ეგეთებს რომ აპარპაშებენ, მთავრობის ბრალი არაა ხო? აბა პრადოებით პროწივზე მე კი არ დავდივარ, ზუსტად მაგ მთავრობის წევრები, მათი ნაშები და ცოლ-შვილები არიან...


ხოდა მაგათი დდშვც მე biggrin.gif ჩვენ ვიჩაგრებით ისევ პატარა და მუშა ხალხი biggrin.gif ყველაზე ცუდი ისაა რო მე პირადად ვერანაირ მომავალს ვერ ვხედავ რო მაგ კუთხით რამე შეიცვლება იქამდე სანამ ხალხის მოქალაქეობრივი მიდგომა არ გამოსწორდება

Snow93
QUOTE
მეც მასე მგონია


მეც მგონია, სულ იმას ვიძახი რო ჯარიმები საკმარისად მკაცრი არაა და აღსრულება ხო საერთოდ არაა

Posted by: MANMUS 27 Sep 2018, 17:28
ავლაბრის აღმართზე მეორე ფენა არ უნდა დააგონ? თითქოს მგონია რო მოსასწორებელია.

Posted by: toyota12345 27 Sep 2018, 17:47
ერთხელ აბაშიძეზე ვმოძრაობ და დარიალის ქუჩიდან მანქანამ ამოუხვია ისე რომ არც გამოუხედია ძლივს მოვასწარი დამუხრუჭება რომ არ დავატყი დავაჯექი სიგნალს, შევხედე და გოგო ზის და იცით რაას მეუბნება ახლა გადმოვალ და დედას მოგიტყნავო. იმენა თვალზე ბინდი გადამეკრა შუა გზაზე გავაჩერე მანქანა და გადმოვედი მაგ მომენტში უკვე ვეღარ ვაზროვნებდი ან უნდა მეცემა ეს ###ქალა ან რავი და ამ დროს პატრულის მანქანა გაიჩითა და მოძრაობას რატო აფერხებო იმან გამომაფხიზლა და გავჩერდი ხელი აღარ დავარტყი ვიფიქრე ამის გამო შარში უნდა გავყო თავი და მეც კარგად შევაგინე წავიდა და მერე პატრულმა მე გამაჩერა მაინც რატო გააჩერე შუა გზაზეო და რატო გადმოხვედიო ნუ იმას რაღაცა ვუთხარი და მოვიშორე.......

Posted by: kshaneli 27 Sep 2018, 18:13
ავლაბრის აღმართზე რა ამბავია? მორჩა სამუშაოები? მაქეთ მაქ გასავლელი და გზა გახსნილი თუა?

Posted by: MANMUS 27 Sep 2018, 18:38

კი მოძრაობა აღდგენილია მაგრამ მეორე ფენა დარჩა დასაგები.

Posted by: Snow93 27 Sep 2018, 18:45
QUOTE (kshaneli @ 27 Sep 2018, 18:13 )
ავლაბრის აღმართზე რა ამბავია? მორჩა სამუშაოები? მაქეთ მაქ გასავლელი და გზა გახსნილი თუა?

თვითონ აღმართზე მაინცდამაინც დიდი საცობები არაა პიკის საათების გარდა

Posted by: vatman 27 Sep 2018, 18:47
ავჭალაში, რაგბის სტადიონის წინ რადარი დააყენეს. რა შუზღუდვაა მანდ ზუსტად არ ვიცი ან 40 ან 60

Posted by: gvirjo 28 Sep 2018, 11:58
QUOTE
ავჭალაში, რაგბის სტადიონის წინ რადარი დააყენეს. რა შუზღუდვაა მანდ ზუსტად არ ვიცი ან 40 ან 60

40 ია, კაი ხანია კიდია ეგ რადარი, მაგრამ არ მუშაობდა, ახლა ჩართეს თუ არა არ ვიცი

Posted by: Snow93 28 Sep 2018, 16:33
მოქალაქეების უპრეცენდენტო რაოდენობა იუსტიციის სახლში - ტაქსის მძღოლები ნებართვის ასაღებად რეგისტრაციას გადიან და დიდ რიგში უწევთ დგომა. ამის გამო კი იუსტიციის სახლში სრული ქაოსია, რეესტრი მოქალაქეების მომსახურებას ვერ ახერხებს.

ტაქსის მძღოლები, რომლებსაც შესაბამისი ნებართვა არ ექნებათ, პირველი ოქტომბრიდან 200 ლარით დაჯარიმდებიან.

ტაქსის მძღოლები ლიცენზიის აღებისთვის ვადის გახანგრძლივებას ითხოვენ.

„ჯერ ისედაც ვერაფერს ვშოულობთ და ახლა ეს 100 ლარი მოაქუჩე, მოდი, გადაიხადე, წაბრძანდი სახლში და მე უნდა ვიყო სახლში, პენსია ჩვენ არ გვაქვს, არაფერი ჩვენ არ გვაქვს, რით რა გავაკეთოთ. ცოტა ადრე გამოეცხადებინათ, ის უფრო უკეთესი იქნებოდა, რაღაცას ვიშოვიდით, მაგრამ დღესდღეობით, რომ არ არის, ეგ არის უბედურება,“ - განაცხადა ერთ-ერთმა მოქალაქემ.

ამ დრომდე ტაქსით მომსახურების ნებართვა 8 ათასზე მეტმა მძღოლმა მიიღო.

იუსტიციის სახლის ადმინისტრაციამ „კურიერის“ გადამღებ ჯგუფს შიდა ტერიტორიაზე გადაღების უფლება არ მისცა იმ მოტივით, რომ ჟურნალისტებს დაპირისპირება არ გადაეღო.

ტაქსის მძღოლებს ლიცენზიის აღება თბილისის მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო უწევთ. მძღოლებს ლიცენზიის ასაღებად დრო 21 აგვისტოდან ჰქონდათ.

მძღოლმა ერთწლიანი ნებართვის მისაღებად უნდა გადაიხადოს 100 ლარი, ჰიბრიდული ავტომობილის შემთხვევაში 50 ლარი, ხოლო ელექტროძრავიანი ავტომობილის ყოლის შემთხვევაში ნებართვა უფასოა.

Posted by: MANMUS 28 Sep 2018, 17:48
მიმდინარე წლის 28 სექტემბრის 21:00 საათიდან 30 სექტემბრის 09:00 საათამდე, ბარათაშვილის აღმართზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.
აღნიშნულ პერიოდში, სარეაბილიტაციო არეალში, ასფალტის საფარის ზედა ფენის დაგება დასრულდება და სავალი ნაწილი 30 სექტემბრისთვის გაიხსნება, დარჩენილი სამუშაოები მხოლოდ ტროტუარზე იწარმოებს, რაც ხელს არ შეუშლის ავტომანქანების გადაადგილებას.
ბარათაშვილის აღმართის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის 24 ივლისიდან დაიწყო. პროექტი სანიაღვრე ქსელის აღდგენას, სადრენაჟო სისტემის, ბაზალტის ბორდიურისა და ტროტუარის მოწყობას, ასევე, ახალი მოაჯირებისა და დეკორატიული სანათების მონტაჟს ითვალისწინებს. სამუშაოების ფარგლებში, ასფალტის საფარი ჯამში 15 000 კვადრატულ მეტრზე დაიგება.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ბლექ სი გრუპი“ ასრულებს და მის განსახორციელებლად, დედაქალაქის ბიუჯეტიდან 3 233 233 ლარი დაიხარჯება.

Posted by: Snow93 28 Sep 2018, 19:55
QUOTE (eraz @ 28 Sep 2018, 17:48 )
მიმდინარე წლის 28 სექტემბრის 21:00 საათიდან 30 სექტემბრის 09:00 საათამდე, ბარათაშვილის აღმართზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.
აღნიშნულ პერიოდში, სარეაბილიტაციო არეალში, ასფალტის საფარის ზედა ფენის დაგება დასრულდება და სავალი ნაწილი 30 სექტემბრისთვის გაიხსნება, დარჩენილი სამუშაოები მხოლოდ ტროტუარზე იწარმოებს, რაც ხელს არ შეუშლის ავტომანქანების გადაადგილებას.
ბარათაშვილის აღმართის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის 24 ივლისიდან დაიწყო. პროექტი სანიაღვრე ქსელის აღდგენას, სადრენაჟო სისტემის, ბაზალტის ბორდიურისა და ტროტუარის მოწყობას, ასევე, ახალი მოაჯირებისა და დეკორატიული სანათების მონტაჟს ითვალისწინებს. სამუშაოების ფარგლებში, ასფალტის საფარი ჯამში 15 000 კვადრატულ მეტრზე დაიგება.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ბლექ სი გრუპი“ ასრულებს და მის განსახორციელებლად, დედაქალაქის ბიუჯეტიდან 3 233 233 ლარი დაიხარჯება.

მადლობა რომ დადე, ახლა მივდიოდი მაგ გზით სახლისკენ givi.gif

Posted by: vatman 29 Sep 2018, 18:31
gvirjo
QUOTE
40 ია, კაი ხანია კიდია ეგ რადარი, მაგრამ არ მუშაობდა, ახლა ჩართეს თუ არა არ ვიცი

გზის რემონტამდე მანდ ხშირად დავდიოდი და რადარი არ შემინიშნია,
ისე დღეს კი დავაფიქსირე რო 40 იანი შეზღუდვის ნიშანი დგას წინ

Posted by: ნიკა 29 Sep 2018, 19:35
gvirjo
QUOTE
40 ია, კაი ხანია კიდია ეგ რადარი, მაგრამ არ მუშაობდა, ახლა ჩართეს თუ არა არ ვიცი

ჩართულია. ეგეც და გაბრიელ სალოსზეც (იქაც 40). პოლიციის საიტზე გამოქვეყნებულ ჯარიმებში ჩანს ხოლმე. სალოსის რადარი ლამის ლიდერია ჯარიმებით. მგონი ძველი რადარები ყველა აამოქმედეს ისევ და 10-ჯერ მეტი ახალი კამერა დაამატეს. ეგებ მწოლიარე პოლიციელების მოხსნამდეც მივიდეთ ამის ხარჯზე, დაიშალა მანქანა მაგეებზე სიარულით.

Posted by: Snow93 29 Sep 2018, 19:44
ბარათაშვილის გამო მთელი აქეთა უბანი საცობშია

Posted by: MANMUS 29 Sep 2018, 21:06
ხვალ ეღირსება ავლაბრის აღმართს გახსნა, ცოტა ხანში წამებულის გამზირსაც დაჭირდება რემონტი ადგილ-ადგილ ისეთია მანქანა დახტუნაობს ხოლმე, გორგასალი ხო ვაფშე სხვა თემაა biggrin.gif

Posted by: Snow93 29 Sep 2018, 21:19
eraz
არ დაილევა თბილისში ეგეთი ქუჩები biggrin.gif

Posted by: Official 29 Sep 2018, 23:15
6 საათზე ავლაბრიდან ლესელიძეზე მინდოდა ჩასვლა და აეროპორტის ტრასაზე მოვხვდი sad.gif

Posted by: toyota12345 29 Sep 2018, 23:23
დღეს ფეხით გავისეირნე ვაგზლის მოედნიდან ვარკეთილამდე და ასევე ავიარე ავლაბრის აღმართზე ბოლო პირს ასხამდნენ სულ ცხელი იყო ასფალტი, უნდა გენახათ ხედი მაგ აღმართიდან სანაპიროზე შანგრილის მხარეს სანაპირო გაჭედილი და აქეთაც გაჭედილი.

Posted by: Snow93 29 Sep 2018, 23:27
Official
ხვალაც ერთი ამბავი იქნება... მარათონია 2 საათამდე

Posted by: gvirjo 29 Sep 2018, 23:29
vatman
ხო დაახლოებით რემონტის დაწყებისას დადგეს, ასე 2 თვე იქნება

ნიკა
მადლობა, ფრთხილად დავდიოდი ისეც, მაგრამ აეი უფრო ყურადთებით ვიქნები smile.gif

Posted by: MANMUS 30 Sep 2018, 08:47
ჯერ სადა ვართ გადმოვიდეს პარლამენტი თბილისში და მერე ნახეთ საცობები და დედის ###### ამოტრიალება შუა ქუჩაში რუსთაველზე lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: Snow93 30 Sep 2018, 13:28
QUOTE (eraz @ 30 Sep 2018, 08:47 )
ჯერ სადა ვართ გადმოვიდეს პარლამენტი თბილისში და მერე ნახეთ საცობები და დედის ###### ამოტრიალება შუა ქუჩაში რუსთაველზე lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

ისე რამხელა შვებაა ესკორტის გამო რომ აღარ იკეტება ქუჩები.... აწი იქნებოდა საცობები თუ იქნებოდა

Posted by: MANMUS 1 Oct 2018, 14:21
ჭავჭავაძეზე ასეთი ამბებიაuser posted image
ესეც ავლაბარიuser posted image

Posted by: otokarcobra 1 Oct 2018, 14:24
ავლაბრის აღმართზე ავიარე და მართლა კარგად დააგეს, კარგი ხარისხია ძალიან.....

გამოდის რო ბლექ სის გარდა გზას წესიერად არ/ვერ აგებს არავინ

Posted by: MANMUS 1 Oct 2018, 14:36
კი ნამდვილად კარგია, იმედია კახეთის გზატკეცილიც ასეთი გამოვა.

Posted by: donrobita 1 Oct 2018, 14:44
ბლექსი ნამდვილად ხარისხიანად და სწრაფად მუშაობს სხვების ფონზე. ბევრ ტენდერსაც იგებენ. ყველა კომპანია მაგისნაირი პასუხისმგებლიანი რო იყოს ავშენდებოდით. მაგათ რო მეტი რესურსი ჰქონდეთ გაცილებით წინ იქნებოდა ინფრასტრუქტურული პროექტები

Posted by: აგრაფინა 1 Oct 2018, 14:44
ნიკა
QUOTE
ყაზბეგი-თამარაშვილის კვეთაზეც ჩაირთო კამერა. მესამე რიგიდან შემხვევებს უწრს და უწერს ჯარიმებს


ვითომ? მაინც უხვევენ. ან ბოლო წამებში ეკვეხებიან და უარეს საცობებს ქმნიან.

Posted by: Snow93 1 Oct 2018, 15:20
კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მერის მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს დაავალა, იმ კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართოს, რომელიც ჩუღურეთის რაიონში, უზნაძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.

„ქალაქში ძალიან ბევრ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტს ვახორციელებთ. ჩუღურეთის რაიონში, უზნაძის ქუჩა უკვე პირველი აგვისტოდან გადათხრილი და მიტოვებულია. ეს ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. ასეთი კომპანიები ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში საერთოდ არ უნდა მონაწილეობდნენ. მინდა ირაკლი ბენდელიანს დავავალო, აღნიშნული კომპანიის წარმომადგენლები დაიბაროს და შესაბამისი პასუხი მოეთხოვოს, რადგან ეს დამოკიდებულება თითოეული ჩვენგანისთვის მიუღებელია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სამუშაოების შეჩერების გამო, აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებსა და საჯარო სკოლის მოსწავლეებს, გადაადგილების პრობლემა ექმნებათ.

„ფიზიკურად შეუძლებელია გადაადგილება. იქვე არის სკოლა, სწავლა დაწყებულია და ბავშვებისთვის გადაადგილების ძალიან დიდი საფრთხე არსებობს. დაიბარეთ კომპანიის წარმომადგენლები, რათა რაც შეიძლება სწრაფად დაამთავრონ ეს პროექტი“, - მიმართა თბილისის მერმა ირაკლი ბენდელიანს.

კახა კალაძე ასევე, კახეთის გზატკეცილზე მიმდინარე სამუშაოების დროს, ინტერნეტის ქსელის დაზიანების ფაქტსაც გამოეხმაურა და მიწისქვეშა კომუნიკაციების რუკის შედგენის ინიციატივით გამოვიდა.

„კახეთის გზატკეცილზე მიმდინარე სამუშაოების დროს, შეიქმნა პრობლემა - დააზიანეს ინტერნეტის ხაზი და ნახევარი დღის განმავლობაში, სახელმწიფო უწყებებს ინტერნეტი არ მიეწოდებოდათ. ესეც კატეგორიულად მიუღებელია, რადგან არ არსებობს მიწისქვეშა თბილისის არანაირი გეგმა. საჭიროა, დაიბაროთ ყველა ის კომპანია, ვისაც მიწისქვეშ კომუნიკაციები აქვს, რათა გაკეთდეს მიწისქვეშა ქსელების რუკა და კონტრაქტორმა, ვინც ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე მუშაობს, იცოდეს, თუ როგორ წარმართოს ეს სამუშაოები. ამ გეგმის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საქმეს ყველას გაუადვილებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თავის მხრივ, ირაკლი ბენდელიანმა აღნიშნა, რომ როდესაც ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და გზების რეაბილიტაციაზეა საუბარი, მიწისქვეშა კომუნიკაციების სრული შეცვლაც იგულისხმება. მიწისქვეშა კომუნიკაციების რუკის შედგენაზე მუშაობა კი, დაუყოვნებლივ დაიწყება.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მჭიდრო კომუნიკაციაში ვართ ყველა საკომუნიკაციო კომპანიასთან, სამწუხაროდ, ხშირად არის შემთხვევები, როდესაც კონკრეტულ ლოკაციაზე, კონკრეტულ მესაკუთრეს არ აქვს ინფორმაცია თავისი ქსელის არსებობის შესახებ. შესაბამისად, ჩვენ დაუყოვნებლივ, დღეიდანვე დავიწყებთ ამ კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრას და ეტაპობრივად, უახლოეს პერიოდში მოვახდენთ ქსელების სრულ აღწერას. აღნიშნული პრობლემა უახლოეს პერიოდში მოგვარებული იქნება“, - განაცხადა მერის მოადგილემ.

კახა კალაძე ტაქსების ლიცენზირების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ პირველი ოქტომბრიდან, ლიცენზიის გარეშე ტაქსის მომსახურების შემთხვევებზე მერიას მკაცრი რეაგირება ექნება.

„როგორც იცით, პირველი ოქტომბრიდან აღნიშნული სერვისის გაწევა ლიცენზიის გარეშე შეუძლებელია. მინდა, ყველა თავიდანვე გავაფრთხილო, რომ ვისაც ნებართვა არ ექნება, ძალიან მკაცრი მიდგომები იქნება - ჯარიმა 200 ლარს შედგენს. ნებართვის ერთი წლის საფასური ჩვეულებრივი, შიგაწვისძრავიანი ავტომობილებისთვის 100 ლარი იქნება, ჰიბრიდებისთვის - 50 ლარი, ხოლო ელექტროძრავიანი ავტომობილებისთვის - უფასო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა იმ პრივილეგიებზეც ისაუბრა, რომელსაც ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლები მიიღებენ. ასევე აღინიშნა, რომ ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპი 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან შევა ძალაში.

„ქალაქში მათთვის გამოიყოფა სპეციალური, უფასო ადგილები პარკირებისთვის. გარდა ამისა, მათ საკუთარ ავტომობილებზე გამოყოფილი ექნებათ კონკრეტული ადგილები, სადაც შესაძლებელი იქნება რეკლამის განთავსება და რა თქმა უნდა, იქიდან შემოსული თანხა იქნება მათი პირადი საკუთრება. ამასთან, ტაქსის მანათობელი, რომელსაც თბილისის მერია დაამზადებს, მათ უფასოდ გადაეცემათ. ცხადია, დაზიანების ან გატეხვის შემთხვევაში, მათ ამის ყიდვა მოუწევთ. მინდა, ასევე გითხრათ, რომ ჩვენ ვმუშაობთ ვიზუალურ სტანდარტზე, რომელიც 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან იქნება სავალდებულო. ეს უკვე მეორე ეტაპია. აქ საუბარია ფერზე. ჩვენ ძალიან ბევრი ვიმსჯელეთ ამასთან დაკავშირებით და გადავწყვიტეთ, რომ თეთრი ფერი იყოს, რაც 2019 წლის ოქტომბრიდან სავალდებულო იქნება. ასევე, 2019 წლის ოქტომბრიდან სამკარიანი და მარჯვენასაჭიანი ავტომობილები ამ სერვისის გაწევას ვერ შეძლებენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, დედაქალაქის მერიამ „თბილისობა 2018“-სთვის ის ადგილებიც შეარჩია, სადაც გარევაჭრობა ნებადართული იქნება.

„ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, საკუთარი პროდუქცია ამ სივრცეში წარმოადგინოს. მათ ექნებათ შესაძლებლობა, აღნიშნულ ტერიტორიებზე შევიდნენ და თავიანთი პროდუქცია გაყიდონ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

აღნიშნული ლოკაციებია:

ჩუღურეთში - ხეთაგუროვის სკვერიდან ბარათაშვილის ხიდამდე ტერიტორია;
სამგორში - ვიქტორ კუპრაძის ქუჩის N10, ე.წ. სვანების ბაზრობის ტერიტორია;
გლდანში - ხიზანიშვილის ქუჩაზე, გლდანის პარკსა და პოლიციის შენობას შორის არსებული სივრცე;
დიდუბეში - სტანისლავსკის ქუჩაზე, „დიდუბე პლაზას“ მიმდებარე ტერიტორია, ასევე, დიღმის მასივში, პაიჭაძის ქუჩა N1-ში, სკვერის მიმდებარე ტერიტორია.
საბურთალოზე - სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია;
ვაკეში - გეგეშიძის ბაღი.

Posted by: NVIDIA MAN 1 Oct 2018, 15:28
55-ე სკოლასთან რას აკეთებენ? ავტობუსის გაჩერება შიგნით შეიწევს?

რაც შეეხება ბარათაშვილის აღმართს რათქმაუნდა ხარისხიანია, მანდ დასავლური ტიპის მეთოდი გამოიყენეს დაგების.

Posted by: Snow93 1 Oct 2018, 15:32
ნეტა მასე მოხდეს და იდეალური იქნება თუ გამოიკვეთება ეგეთი ფირმების და სამუშაოს სამუშაოს შესრულების დონე

შეგვიძლია ზუსტად ვაკონტროლოთ ვინ რას და როგორ აკეთებს

Posted by: NVIDIA MAN 1 Oct 2018, 16:18
მე თუ მკითხავთ ბლექსიმ უნდა მოიგოს კახეთის გზატკეცილიც, ძალიან მაგრად გააკეთებენ.

Posted by: donrobita 1 Oct 2018, 16:23
QUOTE (NVIDIA MAN @ 1 Oct 2018, 16:18 )
მე თუ მკითხავთ ბლექსიმ უნდა მოიგოს კახეთის გზატკეცილიც, ძალიან მაგრად გააკეთებენ.

მარჯვენა დამხმარე ზოლი აქვს ბლექსის მოგებული და დაიწყეს უკვე მუშაობა.
მარცხენას კიდე ვერ დააყენეს საშველი რა ვინც მოიგო და ხიდს კიდე. დდშვც

Posted by: otokarcobra 1 Oct 2018, 16:41
QUOTE (donrobita @ 1 Oct 2018, 16:23 )
QUOTE (NVIDIA MAN @ 1 Oct 2018, 16:18 )
მე თუ მკითხავთ ბლექსიმ უნდა მოიგოს კახეთის გზატკეცილიც, ძალიან მაგრად გააკეთებენ.

მარჯვენა დამხმარე ზოლი აქვს ბლექსის მოგებული და დაიწყეს უკვე მუშაობა.
მარცხენას კიდე ვერ დააყენეს საშველი რა ვინც მოიგო და ხიდს კიდე. დდშვც

გადიან ნელ-ნელა ბოლოსკენ მარცხენაზე (მარცხენა-მარჯვენა როგორ გადაწყვიტე არ ვიცი მარ აიმას ვწერ რომელსაც გულისხმობ).....მარჯვენას რაც შეეხება და ერთი 10 დღეა შეუბერეს.

Posted by: NVIDIA MAN 1 Oct 2018, 16:53
ცოდო იყო ეს ახალი ავტობუსები ამ მეორე ხარისხოვანზე რო დაჯლიგინებდნენ, ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო გზა.

წლის ბოლომდე სრულად დამთავრდება ორივე მხარე?

Posted by: MANMUS 1 Oct 2018, 16:56
მარჯვენა ზოლზე მგონი ჭის სახურავებიც ღია იყო ისეთ დღეში იყო ეს ზოლი.

Posted by: da_to 1 Oct 2018, 17:37
ქ. თბილისში, მინდელის სახელობის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურება.

მომავალ წელს ეშველება ესეიგი ამ ხიდსაც ....

Posted by: MANMUS 1 Oct 2018, 17:40
თამარის ხიდიც რომ მიაყოლონ კარგი იქნება.

Posted by: ნიკა 1 Oct 2018, 17:46
აგრაფინა
QUOTE
ვითომ? მაინც უხვევენ. ან ბოლო წამებში ეკვეხებიან და უარეს საცობებს ქმნიან.

ავ002320226
SYN005

ეს ჯარიმა წითელზეა, თუმცა შეხვევასაც დააჯარიმებს.

Posted by: donrobita 1 Oct 2018, 17:53
QUOTE (otokarcobra @ 1 Oct 2018, 16:41 )
QUOTE (donrobita @ 1 Oct 2018, 16:23 )
QUOTE (NVIDIA MAN @ 1 Oct 2018, 16:18 )
მე თუ მკითხავთ ბლექსიმ უნდა მოიგოს კახეთის გზატკეცილიც, ძალიან მაგრად გააკეთებენ.

მარჯვენა დამხმარე ზოლი აქვს ბლექსის მოგებული და დაიწყეს უკვე მუშაობა.
მარცხენას კიდე ვერ დააყენეს საშველი რა ვინც მოიგო და ხიდს კიდე. დდშვც

გადიან ნელ-ნელა ბოლოსკენ მარცხენაზე (მარცხენა-მარჯვენა როგორ გადაწყვიტე არ ვიცი მარ აიმას ვწერ რომელსაც გულისხმობ).....მარჯვენას რაც შეეხება და ერთი 10 დღეა შეუბერეს.

მე არა კალაძემ გადაწყვიტა რომ ეხლა რომელიც მთავრდება მარცხენააო და რომელიც ეხლა დაიწყო მარჯვენაო
ნუ ესე მახსოვს რო ვუსმენდი gigi.gif

Posted by: toyota12345 1 Oct 2018, 18:02
კალაძის ცოლს ######თ ფორუმის სასტავმა მამრები ვინც ვართ.......

Posted by: Nescafe13 1 Oct 2018, 20:11
გობრონიძის ქუჩის დასაწყისში რა ხდება ? ამდენი ხანი რა დედისტყვნას აკეთებენ ? კრუგებს ურტყავს მარშუტკაც ,ავტობუსიც ამდენი ორი ორმოა გათხრილი საუკუნეა რა ვერ შეცვალეს facepalm.gif

Posted by: kataxxl 1 Oct 2018, 21:38
დააცადეთ კაცს საარჩევნოდ ქოცებს ქულებს უგროვებსზ smile.gif))))))))))))))))))))))

Posted by: Snow93 2 Oct 2018, 10:53
ტაქსების რეგულაციის თემა - საკრებულოში ცხარე დებატებია მოსალოდნელი. ოპოზიცია ხელისუფლებას მიღებული გადაწყვეტილებების გამო აკრიტიკებს და შესაძლო კორუფციაში ადანაშაულებს.

„ტაქსისტებს, რომლებსაც ჯერ 100 ლარიანი ხარკი დაადო დედაქალაქის მერიამ, შემდეგ უკვე ვნახეთ იუსტიციის სახლში რა ხდებოდა, პლუს ამას თურმე უნდა გადაღებონ ამ ადამიანებმა ავტომობილები ერთ თვეში. საკრებულოს სხდომაზე მოვითხოვთ ამ კითხვებზე პასუხებს“-ამბობს საკრებულოს დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ლევან ხაბეიშვილი.

„ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ მერია თვითდასაქმებულ ადამიანებს სტანდარტებს უწესებს და ცდილობს, რომ რეგულაციები კონკრეტულ კომპანიებს მოარგონ.

საკრებულოს უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ მხოლოდ ტაქსის ფერზე არ არის საუბარი. დეპუტატ ლევან ჟორჟოლიანის თქმით, ტაქსის მძღოლებს ბევრი ბენეფიტი ელოდებათ.

დღესვე დეპუტატებმა უნდა გადაწყვიტონ, მიიღებს თუ არა 3 წლის შემდეგ 13 ივნისის სტიქიით დაზარალებული რამდენიმე ოჯახი დახმარებას. დღის წესრიგში გათვალისწინებულია საკითხი, რომელიც ზარალის ანაზღაურების წესში ცვლილებებს გულისხმობს.

Posted by: ZEUS 2 Oct 2018, 23:34
თაღლაურას ჩასახვევიდან პაპილონამდე სექციური სიჩქარის მზომი რადარები დაუყენებიათ.

Posted by: iviko18 2 Oct 2018, 23:50
QUOTE (da_to @ 1 Oct 2018, 17:37 )
ქ. თბილისში, მინდელის სახელობის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურება.

მომავალ წელს ეშველება ესეიგი ამ ხიდსაც ....

ეს ხიდი ნარმანიას მერობის დროს არ შეაკეთეს? spy.gif

Posted by: TramwayMan 3 Oct 2018, 00:59
iviko18
QUOTE
ეს ხიდი ნარმანიას მერობის დროს არ შეაკეთეს?

ნარმანიას დროს შეაკეთეს თერმული ნაკერები მხოლოდ.

ახლა კი მთლიანად რაც გასაკეთებელია უნდა გააკეთონ.

Posted by: Snow93 3 Oct 2018, 11:01
დედაქალაქის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, უზნაძის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ახალი კომპანია ასრულებს. ამის შესახებ მან მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე მას შემდეგ ისაუბრა, რაც დედაქალაქის მერი კახა კალაძე აღნიშნულ ქუჩაზე არსებული მდგომარეობით დაინტერესდა.

„მთავრობის წინა სხდომაზე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ვისაუბრე, რომლებიც ქალაქის სხვადასხვა რაიონებში წარმატებით მიმდინარეობს, თუმცა არის კონკრეტული ადგილი - უზნაძის ქუჩა, სადაც სერიოზული პრობლემაა, სამუშაოები დასრულებული უნდა იყოს, მაგრამ კომპანია უპასუხისმგებლოდ მოიქცა, სამუშაოები მიატოვა და დღეს ქუჩა გადათხრილი და მიტოვებულია. მაინტერესებს ამჟამად რა მდგომარეობაა“, - მიმართა მან მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანს.

ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, კონტრაქტორ კომპანიას, რომელიც უზნაძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებდა, საჯარიმო სანქციები დაეკისრა.

„გასულ კვირას შემსრულებელ კომპანიას შევხვდით, რომლის მიმართაც საჯარიმო სანქციები გატარდა. ასევე, დღეის მდგომარეობით, მათთან ხელშეკრულება შეწყვეტილია. აღნიშნულ ქუჩაზე ახალი გამარჯვებული კომპანიაა შესული და სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. გარდა ამისა, გვაქვს დავალება მიცემული, რომ უახლოეს დღეებში, მთლიანი ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდეს“, - აღნიშნა მერის მოადგილემ.

კახა კალაძის თქმით, მსგავსი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია, რადგანაც ეს ყველაფერი დედაქალაქის მოწესრიგებისთვის კეთდება.

„სწორი მიდგომა უნდა გვქონდეს ჩვენ ყველას, მათ შორის კომპანიებსაც, რადგან ისინიც ამ ქალაქში ცხოვრობენ, თავიანთი ოჯახებით და ასეთი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. მათ პასუხისმგებლობა უნდა იგრძნონ, სამუშაოებს გულით მოეკიდონ და კარგად ჰქონდეთ გააზრებული, რამდენად მნიშვნელოვანია ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ხვალინდელი დედაქალაქი მოწესრიგებული, ინფრასტრუქტურა კი, გამართული იყოს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

Posted by: ნიკა 3 Oct 2018, 13:00
ZEUS
QUOTE
თაღლაურას ჩასახვევიდან პაპილონამდე სექციური სიჩქარის მზომი რადარები დაუყენებიათ.

ჯარიმა გაქვს ნანახი მანდ? ბაზას ვაკეთებ სექციური რადარების wink.gif

Posted by: vatman 3 Oct 2018, 14:25
ნიკა
http://police.ge/ge/1-oqtombridan-tbilissa-da-samegreloshi-sichqaris-mzomi-kidev-7-radari-amoqmeddeba/12027

Posted by: otokarcobra 3 Oct 2018, 16:12
QUOTE (Snow93 @ 3 Oct 2018, 11:01 )
დედაქალაქის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, უზნაძის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ახალი კომპანია ასრულებს. ამის შესახებ მან მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე მას შემდეგ ისაუბრა, რაც დედაქალაქის მერი კახა კალაძე აღნიშნულ ქუჩაზე არსებული მდგომარეობით დაინტერესდა.

„მთავრობის წინა სხდომაზე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ვისაუბრე, რომლებიც ქალაქის სხვადასხვა რაიონებში წარმატებით მიმდინარეობს, თუმცა არის კონკრეტული ადგილი - უზნაძის ქუჩა, სადაც სერიოზული პრობლემაა, სამუშაოები დასრულებული უნდა იყოს, მაგრამ კომპანია უპასუხისმგებლოდ მოიქცა, სამუშაოები მიატოვა და დღეს ქუჩა გადათხრილი და მიტოვებულია. მაინტერესებს ამჟამად რა მდგომარეობაა“, - მიმართა მან მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანს.

ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, კონტრაქტორ კომპანიას, რომელიც უზნაძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებდა, საჯარიმო სანქციები დაეკისრა.

„გასულ კვირას შემსრულებელ კომპანიას შევხვდით, რომლის მიმართაც საჯარიმო სანქციები გატარდა. ასევე, დღეის მდგომარეობით, მათთან ხელშეკრულება შეწყვეტილია. აღნიშნულ ქუჩაზე ახალი გამარჯვებული კომპანიაა შესული და სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. გარდა ამისა, გვაქვს დავალება მიცემული, რომ უახლოეს დღეებში, მთლიანი ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდეს“, - აღნიშნა მერის მოადგილემ.

კახა კალაძის თქმით, მსგავსი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია, რადგანაც ეს ყველაფერი დედაქალაქის მოწესრიგებისთვის კეთდება.

„სწორი მიდგომა უნდა გვქონდეს ჩვენ ყველას, მათ შორის კომპანიებსაც, რადგან ისინიც ამ ქალაქში ცხოვრობენ, თავიანთი ოჯახებით და ასეთი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. მათ პასუხისმგებლობა უნდა იგრძნონ, სამუშაოებს გულით მოეკიდონ და კარგად ჰქონდეთ გააზრებული, რამდენად მნიშვნელოვანია ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ხვალინდელი დედაქალაქი მოწესრიგებული, ინფრასტრუქტურა კი, გამართული იყოს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

და ძველ კომპანიას რას ვუშვებითო ძველს.........შეიტყაპუნა ფული, სამუშაო არ დაასრულა და ღმერთმა შერგოსო?

ვიცი რო შენ არ გაქ პასუხი მარა ისე ვწერ მაინც, ბრაზისგან

Posted by: ნიკა 3 Oct 2018, 19:10
QUOTE (vatman @ 3 Oct 2018, 14:25 )
ნიკა
http://police.ge/ge/1-oqtombridan-tbilissa-da-samegreloshi-sichqaris-mzomi-kidev-7-radari-amoqmeddeba/12027

ხოოო აშკარად სარფიანი საქმეა ეს რადარები და აყენებენ და აყენებენ biggrin.gif

Posted by: Nescafe13 3 Oct 2018, 21:00
otokarcobra
QUOTE
და ძველ კომპანიას რას ვუშვებითო ძველს.........შეიტყაპუნა ფული, სამუშაო არ დაასრულა და ღმერთმა შერგოსო?


სავარაუდოთ მაგთთან დაახლოებული პირი იქნება ვინც დაიკიდა და არ გააკეთა
მიცემს რაღაც გარკვეულ თანხას და დაიკიდებენ
ერთჯერ უქნიათ თუ რა ჯერ
აი ვაფშე არაფერი ეშველება ამ სტრუქტურებს ესე უპასუხისმგებლობის გამო


Posted by: PAINKILLER 3 Oct 2018, 23:29
QUOTE
კონტრაქტორ კომპანიას, რომელიც უზნაძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებდა, საჯარიმო სანქციები დაეკისრა.


რავიცი რავიცი...

Posted by: Snow93 5 Oct 2018, 14:02
ძლიერმა ქარმა თბილისში პრობლემები შექმნა. უამინდობის შედეგად, ერთ-ერთ ქუჩაზე ხე წაიქცა, რომელმაც რამდენიმე მანქანა დააზიანა. შემთხვევა გლდანის მესამე მიკრორაიონში მოხდა. იმის გამო, რომ ავტომობილის მფლობელებს დაზღვევა არ ჰქონდათ, ზარალის ანაზღაურებაზე მერია უარს ამბობს.

Posted by: ნიკა 5 Oct 2018, 16:08
QUOTE
იმის გამო, რომ ავტომობილის მფლობელებს დაზღვევა არ ჰქონდათ, ზარალის ანაზღაურებაზე მერია უარს ამბობს.

ეს მარაზმი ვინ მოიფიქრა? ანუ დაზღვევა რომ ჰქონოდა, მაშინ მერია აანაზღაურებდა? facepalm.gif

Posted by: Snow93 5 Oct 2018, 16:20
ნიკა
ტიპიური პენსიონერებზე გათვლილი რუსთავი 2-ს ნიუსია... გეგონება კერძო დაზღვევაში რამე ესაქმება მერიას

Posted by: ნიკა 5 Oct 2018, 17:07
ვერ გავცდით რა ამ სავოკურ აზროვნებას. ხე დაეცა?

უჩივლე მერისას სასამართლოში და მოთხოვე ზარალის ანაზღაურება, რადგან ხეებს არ მიხედა, რომ ქარისას ტოტები არ მოტეხილიყო.

Posted by: vatman 5 Oct 2018, 22:01
ნიკა
QUOTE
ვერ გავცდით რა ამ სავოკურ აზროვნებას. ხე დაეცა?

უჩივლე მერისას სასამართლოში და მოთხოვე ზარალის ანაზღაურება, რადგან ხეებს არ მიხედა, რომ ქარისას ტოტები არ მოტეხილიყო.


მაგას სჯობია მანქანა დააზღვიო და წყნარად იყო. ხოდა სადაზღვეომ მერე არკვიოს მუნიციპალიტეთან

Posted by: toyota12345 5 Oct 2018, 22:51
ქვეყანა კი არა სალობიეა..............





Posted by: ნიკა 6 Oct 2018, 00:12
QUOTE (vatman @ 5 Oct 2018, 22:01 )
ნიკა
QUOTE
ვერ გავცდით რა ამ სავოკურ აზროვნებას. ხე დაეცა?

უჩივლე მერისას სასამართლოში და მოთხოვე ზარალის ანაზღაურება, რადგან ხეებს არ მიხედა, რომ ქარისას ტოტები არ მოტეხილიყო.


მაგას სჯობია მანქანა დააზღვიო და წყნარად იყო. ხოდა სადაზღვეომ მერე არკვიოს მუნიციპალიტეთან

კიდევ უფრო მარტივად გავაკეთე მე. უკვე სახურავზე ხედავარდნილი მანქანა ვიყიდე შესაბამისად იაფ ფასად biggrin.gif

Posted by: Snow93 9 Oct 2018, 10:36
თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელ გალაქტიონ ბუაძესთან ერთად, საბურთალოს რაიონში, ცინცაძისა და კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე ახალი სატრანსპორტო კვანძის მოწყობის სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.

აღნიშნულ სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, პროექტი ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგან მისი საშუალებით, აღნიშნული მონაკვეთი განიტვირთება და ავტომობილების გადაადგილება თავისუფალი გახდება.

„ეს მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ძალიან მალე დასრულდება. ამ კონკრეტულ მონაკვეთს მიეცა შესაძლებლობა, ავტომობილებისგან განიტვირთოს და გადაადგილება თავისუფლად იყოს შესაძლებელი. აქ მოეწყობა სპეციალური კუნძულები, რომლებიც გამწვანებული იქნება. ასევე, დაირგვება ახალი ნარგავები, ხეები და მგონია, რომ მართლაც საკმაოდ ლამაზი პროექტი გამოვა. სამუშაოები ოქტომბრის ბოლოს დასრულება. პროექტის განხორციელებისთვის დაახლოებით, სამი მილიონი ლარი დაიხარჯა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის, გალაქტიონ ბუაძის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, ასევე, მოეწყობა თანამედროვე ენერგოეფექტური განათების სისტემა, არსებული გამწვანების მიმდებარედ კი - სკვერი.

ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე ორდონიანი კვანძის მშენებლობის ძირითადი სამუშაოები დასრულებულია. უახლოეს დღეებში გზის საფარის დაგება დაიწყება. გზაგამტარი ავტოსატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოდ და შეუფერხებლად მოძრაობას უზრუნველყოფს, საბურთალოს რაიონის ცენტრალურ ნაწილში საცობებს განტვირთავს და ტრანსპორტის გადაადგილების დროს შეამცირებს.

სამშენებლო სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს „ქონსთრაქშენ სერვისი“ აწარმოებს. ახალი სატრანსპორტო კვანძის მშენებლობაზე თბილისის მერიის ბიუჯეტიდან 2 968 952 ლარი დაიხარჯება.

სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას დედაქალაქის მერთან ერთად, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა მუმლაძე და საბურთალოს გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნენ.

Posted by: hadesnexus 10 Oct 2018, 05:34
დღეს ვიყავი მუხიანში და დლდანი-მუხიანის გზაზე რომ 1 თვის წინ ორმო იყო, ისევ ისეა. ამათი უმაქნისი დედა ვატირე, ერთი თვეა ორმო ვერ ამოავსეს და ესენი ააშენებენ ქვეყანას??

Posted by: CENTURIONI 10 Oct 2018, 09:25
ვარკეთილში ისტპოინტისკენ რომ მიდიხარ გახოკიძის ქუჩაზე დაახლოებიტ 500 მეტრი არის ამერიკული მთები გზა ისეთი ტალღოვანია ძალით რომ მოგინდეს ალბათ ვერ გააკეთებ. ასფალტი ზემოდან არის დაგებული და არა დაზიანებული მაგრამ ქვემოდან მიწაა გამოცლილი და საინტერესოა რამდენ ხანს გაძლებს ასე როდი ჩაინგრევა არადა ასეა უკვე წლებია მინუმუნ 4 წელი იქნება და მერიას აშკარად ეფეხებზე ჰკიდია ეგ კი არა ვინც მაგ ქუჩაზე ცხოვრობს იმათაც ფეხებზე ჰკიდიათ მგონი
ცალკე კიდევ GwP სირები ამატებენ იქ ორმოებს ამოთხრიან რამეს მერე დაალატკავებენ და არის ასე ლამაზად იქაურობა.

Posted by: ივანიჩ 10 Oct 2018, 11:38
დღეიდან თბილისში სიჩქარის კონტროლის 6 სექცია ამოქმედდა
http://www.newposts.ge/?l=G&id=185994-%E1%83%97%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98,%20%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A9%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%98

Posted by: Snow93 10 Oct 2018, 14:26
10 ოქტომბრის, კონკრეტულად კი, 12:40-ის მონაცემებით, ტაქსის ლიცენზია უკვე 17 424 ავტომობილს მიენიჭა. აღსანიშნავია, რომ მარცხენასაჭიანი და ოთხკარიანი ტაქსის მძღოლები, რომლებიც დღეის ჩათვლით გაივლიან რეგისტრაციას, ავტომობილების თეთრად შესაღებად უფასო ვაუჩერს მიიღებენ. გარდა ამისა, მათთვის უფასო იქნება მანქანის სალონის ქიმიური წმენდის ვაუჩერები. ამის სანაცვლოდ კი, მათ ავტომობილზე 2 წლის განმავლობაში იმ კომპანიის რეკლამის განთავსება მოუწევთ, რომელიც დედაქალაქის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვებს და მძღოლებს უფასო ვაუჩერებს გადასცემს.
მძღოლებს, ასევე, შეუძლიათ არ განათავსონ ხსენებული კომპანიის რეკლამა და ავტომობილის სარეკლამო სივრცე საკუთარი სურვილით გამოიყენონ, თუმცა ამ შემთხვევაში, ისინი უფასო ვაუჩერებს ვერ მიიღებენ.
ის, რაც ყველა ტაქსის მძღოლისთვის უფასო იქნება, მათთვის განკუთვნილი სადგომებია. დედაქალაქის მასშტაბით, უკვე შერჩეულია 60-ზე მეტი ლოკაცია, ჯამში, 250-მდე სადგომით, სადაც გაჩერება მხოლოდ ტაქსის მძღოლებისთვის იქნება ნებადართული. აღნიშნული აკრძალვის დარღვევის შემთხვევაში, სხვა სატრანსპორტო საშუალების მძღოლი დაჯარიმდება.

Posted by: ნიკა 10 Oct 2018, 20:58
რობაქიძე-პაიჭაძის კამერა ორმაგ რეჟიმში ამოქმედდა. ადრე მარცხენა რიგიდან წიმ მიმავლებს აჯარიმებდა მხოლოდ ახლა ორმაგი უწყვეტის გადაკვეთაზეც დაიწყო 50 ლარიანების წერა

https://www.facebook.com/dato.berianidze.37/posts/2053701108003109

Posted by: Werner Voss 10 Oct 2018, 21:18
აღმაშენებლის ბას ლაინზე და დინამოს შუქნიშანზე დააყენონ ეს ჭკვიანი კამერები, ყველას ფეხებზე რო კიდია მანდ ორმაგი ღერძულა ხაზი, ვერ გაჩერდება კამერა იმდენი საქმე ექნება

Posted by: lasha521 11 Oct 2018, 03:59
ნიკა
რანაირად არის დახაზული წყვეტილი იქთა მხრიდან არ უნდა იყოს საიდანაც მანქანები უხვევენ? lol.gif

Posted by: kosta-k 11 Oct 2018, 09:12
QUOTE
რანაირად არის დახაზული წყვეტილი იქთა მხრიდან არ უნდა იყოს საიდანაც მანქანები უხვევენ?

lol.gif facepalm.gif

Posted by: Snow93 11 Oct 2018, 10:03
QUOTE (ნიკა @ 10 Oct 2018, 20:58 )
რობაქიძე-პაიჭაძის კამერა ორმაგ რეჟიმში ამოქმედდა. ადრე მარცხენა რიგიდან წიმ მიმავლებს აჯარიმებდა მხოლოდ ახლა ორმაგი უწყვეტის გადაკვეთაზეც დაიწყო 50 ლარიანების წერა

https://www.facebook.com/dato.berianidze.37/posts/2053701108003109



ანუ გზაზე მარცხნივ მოხვევის ისარია მხოლოდ და ორმხრივი ხაზია თუ დავბრმავდი????

Posted by: ნიკა 11 Oct 2018, 11:56
მაგ კადრში არ ჩანს. წყვეტილი არის უფრო მარცხნივ, ანუ კიდე 10 მეტრი უნდა გაიარო და მერე შეუხვიო.

აი ასეა
user posted image

Posted by: rachveli1 11 Oct 2018, 13:57
QUOTE (hadesnexus)
დღეს ვიყავი მუხიანში და დლდანი-მუხიანის გზაზე რომ 1 თვის წინ ორმო იყო, ისევ ისეა. ამათი უმაქნისი დედა ვატირე, ერთი თვეა ორმო ვერ ამოავსეს და ესენი ააშენებენ ქვეყანას??


მუხიანში დუმბაძეს ქუჩას ნახევარი წელია აკეთებენ უქვე. აკეთებენ რა, ამ დროის ნახევარზე მეტი საერთოდ გაჩერებული იყო სამუშაოები

Posted by: Snow93 11 Oct 2018, 14:00
QUOTE (ნიკა @ 11 Oct 2018, 11:56 )
მაგ კადრში არ ჩანს. წყვეტილი არის უფრო მარცხნივ, ანუ კიდე 10 მეტრი უნდა გაიარო და მერე შეუხვიო.

აი ასეა
user posted image

კო ყოფილან მაშინ დასაჯარიმებლები 10 მეტრით ადრე რომ კვეთენ

Posted by: rommel 11 Oct 2018, 18:35
ძალიანაც კარგი. ეგეთი 10 მეტრით ადრე გამოვარდნილი სირები არიან მობრუნებისას რომ კარებთან ძლივს გიტორმუზებენ და მერე ბოჩოლას თვალებით გიყრებენ რა უნდაო.

Posted by: MANMUS 11 Oct 2018, 18:45
გორგასალზე გამოიარონ სანამ მერიას სართულებიანი მოხვდება.

Posted by: llevani 12 Oct 2018, 00:47
ესტაკადა რომ გაკეთდა აღმაშენებლის ხეივნიდან დიდ დიღომში. მაგის გაგრძელებაა საჭირო. მაქედან გამოსასვლელი ქუჩა ძალიან ვიწროა. 3 ზოლი 1ზოლში გადადის.

Posted by: Carver 12 Oct 2018, 02:17
QUOTE
მაქედან გამოსასვლელი ქუჩა ძალიან ვიწროა. 3 ზოლი 1ზოლში გადადის.

წინასწარ გათვალეს drug.gif

Posted by: Snow93 12 Oct 2018, 10:53
დედაქალაქის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიას 2018 წლის 27 ივლისის N24-80 დადგენილებაში ცვლილების პროექტი გააცნო, რომელიც თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ტაქსით მომსახურების წესს განსაზღვრავს.
პროექტის თანახმად, 2019 წლის ოქტომბრიდან, დედაქალაქს A და B კატეგორიის ტაქსები ეყოლება. თეთრ ტაქსებს A კატეგორია მიენიჭებათ. მათ მერია ტაქსის მანათობელ ნიშანს წარწერით „TAXI თბილისი“ უფასოდ გადასცემს.
როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით, რეგისტრირებულ მარცხენასაჭიან და ოთხკარიან იმ ტაქსის მძღოლებს, რომელთაც გავლილი აქვთ ტექნიკური ინსპექტირება, ავტომანქანის თეთრად შეღებვისა და ქიმიური წმენდის ვაუჩერები უსასყიდლოდ გადაეცემათ. ასევე, უახლოეს ხანებში თბილისის მერია ტაქსებისთვის უფასო პარკირების ადგილების გამოყოფას გეგმავს.
B კატეგორიის ნებართვა შეუძლიათ მიიღონ მათ, ვისთვისაც ტაქსით საქმიანობა დამატებითი შემოსავლის წყაროა. მათ არ ექნებათ თეთრი ავტომანქანის ყოლის ვალდებულება. B კატეგორიის ტაქსებს შეეძლებათ მგზავრების აპლიკაციებითა თუ ქოლცენტრების მეშვეობით მომსახურება. ამავდროულად, B კატეგორიის ტაქსები A კატეგორიისგან განსხვავებით, ტაქსის ნიშნის ტარებასა და მგზავრის ქუჩიდან აყვანას ვერ შეძლებენ.
2019 წლის ოქტომბრიდან, ორივე კატეგორიის ტაქსის ნებართვას მხოლოდ ხუთკარიანი და მარცხენასაჭიანი ავტომანქანების მფლობელები მიიღებენ. მერიის მიერ ტაქსით მომსახურების სფეროში დაწყებული რეფორმა სერვისისა და უსაფრთხოების ნორმების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

Posted by: Snow93 13 Oct 2018, 14:25
გლდანის რაიონში, გობრონიძის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულ ქუჩაზე გამავალი ხევძმარას კოლექტორისა და საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაციას თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს.

მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

„მუხიანში, გობრონიძის ქუჩის კონკრეტულ მონაკვეთზე მიწა ჩავარდა. მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა აღნიშნულ მონაკვეთზე სამუშაოების შესრულება დაიწყო. ტერიტორიაზე განთავსებული წყლის ცენტრალური კოლექტორი მთლიანად იყო დაზიანებული, ბეტონის სახურავი კი - ჩანგრეული, რის გამოც, ამ კონკრეტული ადგილის ჩამორეცხვა ხდებოდა. შესაბამისად, მოხდა გზის სავალი ნაწილის ჩანგრევაც. საგზაო მონაკვეთი, რომლითაც, როგორც მუხიანში, ასევე გლდანში მცხოვრები მოქალაქეები სარგებლობენ, 15 სექტემბერს ჩაიკეტა. სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე ერთი თვეა მიმდინარეობს და ნოემბრის ბოლოს დასრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის განმარტებით, იმისთვის, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ შენობა-ნაგებობებს საფრთხე არ შეექმნას, შესაბამისი სამუშაოები საფუძვლიანად ჩატარდება.

„გვირაბში შესვლისა და დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ არსებობს კონკრეტული პრობლემური ადგილები და ხდება ძირის გამორეცხვა. იმისთვის, რომ სამომავლოდ, ნებისმიერი საფრთხე ავიცილოთ თავიდან, გზის აღნიშნული მონაკვეთი აუცილებლად მოსაწესრიგებელი იქნება. ზოგადად, გაუგებარია, როგორ ხდებოდა ამ კონკრეტულ შენობა-ნაგებობებზე ნებართვების გაცემა. შეიძლება ითქვას, ყველა შენობა პირდაპირ სანიაღვრე არხზეა დაშენებული, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სანიაღვრე არხი და მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული შენობა-ნაგებობები უსაფრთხო იყოს. საჭირო სამუშაოებს ჩვენ აუცილებლად შევასრულებთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

დაზიანებული კოლექტორის აღდგენითი სამუშაოები გზის სავალი ნაწილიდან 15 მ სიღრმეზე მიმდინარეობს. რეაბილიტაცია ასევე, გზის 20-მეტრიან მონაკვეთს უტარდება. სამუშაოების ფარგლებში, კოლექტორი კაპიტალურად აღდგება, მოეწყობა ბეტონის ახალი კონსტრუქცია და მიწისქვეშა კომუნიკაციები სრულად განახლდება.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „პალიტრა“ აწარმოებს. პროექტის სავარაუდო ღირებულება 650 000 ლარია.

გობრონიძის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერთან ერთად, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე და გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე გაეცნენ.


Posted by: ZEUS 13 Oct 2018, 16:05
არ ვიცი აღნიშნეთ თუ არა - მარჯვენა სანაპიროზე, თაღლაურას ჩასახვევიდან პაპილონამდე სეცქციური სიჩქარის მზომი რადარები დააყენეს.

Posted by: MANMUS 14 Oct 2018, 11:36
ამ ბოლო დროს გურამიშვილზე ადგილ-ადგილ ჩაღრმავებები გაჩნდა ისეთი რომ 90-100 რო მოდიოდე შეიძლება პროწივზე გადაფრინდე sad.gif

Posted by: kataxxl 14 Oct 2018, 12:24
eraz

ნუ ეხლა გურამიშვილზე 100 ნაკლებით სიარული როგორ შეიძლება smile.gif)))))))))))))))))))))))))))

Posted by: rachveli1 14 Oct 2018, 14:50
eraz
javascr1pt:past
გურამიშვლიზე რათომ უნდა იარო ამხელა სიჩქარით?

Posted by: rommel 14 Oct 2018, 15:23
QUOTE
გურამიშვლიზე რათომ უნდა იარო ამხელა სიჩქარით?


იმიტომ რომ ჩაღრმავებებში ჩავარდე და პროწივზე გადაფრინდე.

Posted by: MANMUS 14 Oct 2018, 15:31
მე არ მითქვამს რო აუცილებლად 100 ით უნდა იაროთქო მაგ ადგილზე ვინმემ რომ მართლა მაგდენი დაადებინოს შესაძლოა ეგეთი რამე მოხდეს

Posted by: llevani 15 Oct 2018, 01:05
გურამიშვილიც გაფუჭებულია, ფეიქრებიც და მ. ჯავახისვილის ჭებიც დაწეულია

Posted by: vatman 15 Oct 2018, 09:27
eraz
QUOTE
ამ ბოლო დროს გურამიშვილზე ადგილ-ადგილ ჩაღრმავებები გაჩნდა ისეთი რომ 90-100 რო მოდიოდე შეიძლება პროწივზე გადაფრინდე 

ბოლო დორს კი არა კაი ხანია უკვე biggrin.gif
გურამიშვილის მეტროს წინ რამდენჯერმე გაასწორეს კიდეც vis.gif

აი ქერჩის და სარაჯშვილის გადაკვეთაზე რით ვერ დააგეს ასფალტი, რაცავ 50 მეტრიან მონაკვეთზე...

Posted by: Snow93 16 Oct 2018, 11:29
ამასობაში მუნიციპალური ინსპექცია წარუდგენია კალაძეს

https://www.facebook.com/CityHallofTbilisi/videos/269143147078655/?notif_id=1539674071341897&notif_t=live_video

Posted by: ragindarokna 16 Oct 2018, 11:53
ჩემ ქუჩაზე დადიან ბეტონმეშალკები და ყრიან კენჭებს გარაჟის პირდაპირ. ერთი ვერ დავიჭირე რო სულ ტრაკში გავტენო ის კენჭები ვინც ყრის. თუ დავიჭირე უნდა გამოვიძახო მუნიციპალური ინსპექცია. აბა მერე რა მოხდება მაინტერესებს თუ დააჯარიმებენ.

Posted by: Snow93 16 Oct 2018, 15:35
http://www.myvideo.ge/v/3692245?fbclid=IwAR1wMSa2Dz1UlwzHwFp9SppYToJydkyEeAWO49Hbv6Dq4FZ8RQte5Bc9ovQ
ჯიგარი biggrin.gif

Posted by: toyota12345 16 Oct 2018, 15:45
Snow93

არადა იმენა კრისტალს ბაზრობს, ცოტა მანძილის გავლა ეზარებათ არადა გასაჩერებელს ყოველთვის ნახავ ცოტა ფეხით თუ გაივლი ადამიანი მაგრამ არ უნდათ ძმაო და თან იციან პატრული არაფერსა არ მეტყვისო და ეგაა.

Posted by: Snow93 16 Oct 2018, 16:07
toyota12345
გადავლილი რომ დახვდება ყველას აღარ გააჩერებენ ეგაა საშველი biggrin.gif

Posted by: MANMUS 16 Oct 2018, 16:46
მგონი კაპოტი ჩაუბრიცა gigi.gif

Posted by: Carver 16 Oct 2018, 22:45
სამოქალაქო აქტივისტი კი არა, ისეთივე ველურია, როგორც მაგ მანქანის გამჩერებელი..

QUOTE
არადა გასაჩერებელს ყოველთვის ნახავ

no.gif

Posted by: Snow93 17 Oct 2018, 10:06
eraz
არამგონია მაგ სიმძიმის იყოს ეგ ქალი biggrin.gif

Posted by: ilo44 18 Oct 2018, 05:08
ვაჟაზე მეტროს მშენებლობის გამო დაკეტილი მონაკვეთის აღდგენა-გახსნას არ აპირებენ?

Posted by: TramwayMan 18 Oct 2018, 06:11
ilo44
QUOTE
ვაჟაზე მეტროს მშენებლობის გამო დაკეტილი მონაკვეთის აღდგენა-გახსნას არ აპირებენ?

კი, ტენდერი ჩატარდა და ეხლა გამარჯვებულის გამოვლენა მიმდინარეობს.

Posted by: PREDATOR1735 18 Oct 2018, 08:36
აგვისტოდან დაკეტილია გლდანის მეტროდან მუხიანისკენ მიმავალი გზა, მიწა ჩავარდაო. თემქაზე ვინც დავდივართ გვიწევს მუხიანის გავლიტ სიარული სამარსრუტო ტაქსით, უკვე მესამე თვე მიდის, საშველი ვერ დააყენეს

Posted by: Snow93 18 Oct 2018, 10:58
PREDATOR1735
მანდ ექსკავატორი ჩაიყვანეს და ის გაფუჭდა შიგნით... მე მიწევს ბოლო პერიოდში მასე სიარული და გავწამდი

Posted by: vatman 18 Oct 2018, 16:23
დუმბაძეზე ფაციფუცი განაახლეს როგორც იქნა

და რობაქიძეზე დახაზვა შუა გზაში მიტოვება რა იყო vis.gif

Posted by: ნიკა 19 Oct 2018, 01:01
შარტავაზე უცნაური კუნძულები გაჩნდა ბორდიურებისგან biggrin.gif

Posted by: TramwayMan 19 Oct 2018, 03:45
ნიკა
უსაფრთხოების კუნძულები? smile.gif

Posted by: ნიკა 19 Oct 2018, 12:18
TramwayMan
თითქოს ზომაში არაა იმხელა რომ მანდ გაჩერებული ადამიანი უსაფრთხოდ გრძნობდეს თავს

Posted by: ივანიჩ 19 Oct 2018, 12:34
უეჭველი ტრამვაის გაჩერებებია biggrin.gif
სერიიდან: მაინც არ მჯერა ზღაპრების

Posted by: ZEUS 19 Oct 2018, 13:26
ბულაჩაურის ქუჩაე ასე აპირებენ ორ ზოლის იმედზე ყოფნას, თუ მარცხენა მხარეს პარკინგის ხარჯზე სამ ზოლს გახდიან ისევ?

Posted by: Carver 20 Oct 2018, 03:35
QUOTE
თუ მარცხენა მხარესპარკინგის ხარჯზე სამ ზოლს

ველო ბილიკია...

Posted by: ZEUS 20 Oct 2018, 10:29
QUOTE (Carver @ 20 Oct 2018, 03:35 )
QUOTE
თუ მარცხენა მხარესპარკინგის ხარჯზე სამ ზოლს

ველო ბილიკია...

მარჯვენა მინდოდა მეთქვა. სადაც ახლა მანქანები დგანან.

Posted by: vatman 20 Oct 2018, 18:59
ერთი შემახსენეთ გაგარინი როდის დააგეს?
2 წელიც არ არის გასული ხო ჯერ...

Posted by: Snow93 20 Oct 2018, 21:34
კაჩინსკი დაახლოებით 1 თვის წინ, თითქმის მორჩნენ... დღეს გავიარე და აღარ გადამიღია,7-8 ადამიანი მუშაობდა სულ, არადა დღესვე შეუძლიათ დამთავრება
user posted image
user posted image
user posted image

Posted by: ZEUS 21 Oct 2018, 11:40
vatman
QUOTE
ერთი შემახსენეთ გაგარინი როდის დააგეს?
2 წელიც არ არის გასული ხო ჯერ...

ნარმანიას დროს იყო. 2 წელი იქნება გასული.

Posted by: Werner Voss 21 Oct 2018, 12:25
გაგარინი არ ვიცი, მაგრამ წურწუმია 2-3 წელში ჩვეულებრივად თავიდან იქნება დასაგები, მე თუ მკითხავთ ეხლაც თავიდანაა დასაგები. ან ვინ დააგო, ან ვინ ჩაიბარა ეგ გზა?!

Posted by: Kotola 21 Oct 2018, 17:18
QUOTE
შარტავაზე უცნაური კუნძულები გაჩნდა ბორდიურებისგან

მანდ მემგონი ავტობუსის გაჩერებები და შუქნიშნიანი ზებრა გადასასვლელი ეწყობა

Posted by: Foreign-Affairs 21 Oct 2018, 21:26
სასიამოვნო ამბავი: დღეს წოდორეთში ვიყავი და მისასვლელი გზა დაუგიათ. ბევრეთის გადასახვევამდეა გზა დაგებული.

ბევრეთზე გამახსენდა, მცხეთიდან დიდგორის ველამდე გზა მიდის?
წყნეთიდან მისვლა ხომ არ სჯობს?

Posted by: ნიკა 21 Oct 2018, 22:59
Foreign-Affairs
QUOTE
ბევრეთზე გამახსენდა, მცხეთიდან დიდგორის ველამდე გზა მიდის?

კი ნიჩბისიდანაა გზა და თიტქმის სულ ასფალტია სისინა ახალი.

Posted by: vatman 22 Oct 2018, 00:13
ქერჩის ქუჩაზე, იპოლიტ ივანოვის ქუჩის კვეთაზე ქვემოდან მომავლებისათვის მარცხენა ზოლიდან პირდაპირ მოძრაობა დართეს. ან ღამით ან დღეს დილით გადახაზეს. უფრო სწორედ პირდაპირ მოძრაობისათვის ისარი მიახატეს biggrin.gif

ZEUS
QUOTE
ნარმანიას დროს იყო. 2 წელი იქნება გასული.

ერთი ამდენს ჰა ჰა გაძლებს....

Posted by: Foreign-Affairs 22 Oct 2018, 08:31
QUOTE (ნიკა @ 21 Oct 2018, 22:59 )
Foreign-Affairs
QUOTE
ბევრეთზე გამახსენდა, მცხეთიდან დიდგორის ველამდე გზა მიდის?

კი ნიჩბისიდანაა გზა და თიტქმის სულ ასფალტია სისინა ახალი.

გაიხარე.
ამასწინ ვიყავი მანგლისში და გზად სოფელი დიდგორის გადასახვევს რომ ჩავუარე გზა ასფალტისა იყო და გამიხარდა, მაგრამ არ ვიცი ბოლომდე მიდის თუ მხოლოდ სოფლამდეა მიყვანილი.

Posted by: mywebber 22 Oct 2018, 11:00
რა ჯანდაბა ხდება საბურთალოზე? 1 საათი დავაგვიანე სამსახურში.
რამდენჯერ უნდა გადაკეტონ გახსნან და მერე ისევ გადაკეტონ?

Posted by: NVIDIA MAN 22 Oct 2018, 11:03
კოსტავაზე სპორტის სასახლის წინ აგებენ ზედა ფენას, თან წვიმდა დილით და თან აგებდნენ,

ხო არ შეიძლება წვიმის დროს დაგება?

Posted by: mywebber 22 Oct 2018, 11:10


ესენი ყავთ დაქირავებული?

Posted by: NVIDIA MAN 22 Oct 2018, 11:20
არა ეხლა ამას შევადარო არ შეიძლება,

კარგად ორგანიზებულად იგება გზა, უბრალოდ კითხვა გამიჩნდა დილით ძლიერად არა მარა წვიმდა და რამდენად უქმნის გზას პრობლემას,

ეხლა აღარ წვიმს აქ საბურთალოზე,

Posted by: Foreign-Affairs 22 Oct 2018, 11:40
QUOTE (mywebber @ 22 Oct 2018, 11:00 )
რა ჯანდაბა ხდება საბურთალოზე? 1 საათი დავაგვიანე სამსახურში.
რამდენჯერ უნდა გადაკეტონ გახსნან და მერე ისევ გადაკეტონ?

ტროტუარს აკეთებენ იპოდრომის საპირისპირო მხარეს, შევარდენიძის შესახვევამდე.

უესტაკადობა და ცუდი ამინდები, რაც ისედაც ნელ მოძრაობას კიდევ უფრო აფერხებს, საბურთალოს ქუჩას იმდენად ტვირთავს, რომ საღამოს პრაქტიკულად გაუვლელი ხდება.

იმედია შეფერხების გარეშე, ვადებში დასრულდება. ისედაც ძალიან გაეწელათ.

Posted by: mywebber 22 Oct 2018, 15:25
NVIDIA MAN
რა ორგანიზებულად ვარკეთილის ხიდებთან კახეთის გზატკეცილზე ასასვლელი გზა ერთი თვეა გადათხრილია რაღაც კომუნიკაციები გაიყვანეს და აღარსდროს აპირებენ გაკეთებას მგონი biggrin.gif

ნეტა ხარისხიანად და კარგად გააკეთონ და არ ვჩივი დროს დავაგვიანებ კიდე biggrin.gif

წარმოიდგინე ჯერ ვარკეთილში ვარ საცობში დღეს მალე გამოვიარეთ ეგ საცობი გამიხარდა და 1 საათი სანაპიროდან სააკაძემდე ასვლას დაჭირდა.

Posted by: NVIDIA MAN 22 Oct 2018, 16:18
წვიმს და გზას აგებენ შარტავაზე, ვინმე მცოდნე არ ხართ აქ?

შეიძლება?

წავიკითხე ინტერნეტში რო წესით უნდა შეწყდეს დაგების პროცესი...

Posted by: ნიკა 22 Oct 2018, 21:35
Foreign-Affairs
QUOTE
ამასწინ ვიყავი მანგლისში და გზად სოფელი დიდგორის გადასახვევს რომ ჩავუარე გზა ასფალტისა იყო და გამიხარდა

ეგ აბრა არასწორად დააყენა მანდ ვიღაცამ. სოფელი დიდგორი ხო საერთოდ სხვაგანაა (სოფელ დიღმის ზევითაა) და არც თვითონ დიდგორის ველის გზაა მანდ. არწივები სადაც აყენია იქაა დიდგორის ველის გადასახვევი, თუმცა ამ მხრიდან ჯერ არაა ასფალტი ბოლომდე.

Posted by: NVIDIA MAN 23 Oct 2018, 11:24
დღეს გავიარე დაგებულ კოსტავაზე, ხარისხი არ არის კარგი, ჭები რაზეც გადავიარე ამოწეულია მაღლა და პლიუს გზა ადგილ ადგილ ტალღოვანია...

საერთო ჯამში ბევრად ცუდი გვიანახავს მაგრამ მეტს ველოდი (იმედია ცოტა დაჯდება გზა)... კონტრაქტორი "NCC" სახელი თუ არ მეშლება, რღაც ესე ქვია კომპანიას.

მოკლედ ამ ქვეყაანში მემგონი ბლექსი გრუპმა რო იცის საქმე ეგრე ვერავინ აკეთებს.

Posted by: mywebber 23 Oct 2018, 12:16
ამ ახალ ბორდიულებს როგორ აკეთებენ? სავარაუდოდ ადგილზევე ასხამენ იმხელებია ქარხნული არ უნდა იყოს.
დაბზარულია თითქმის ყველგან მაგარი უხარისხო რამე ჩანს.

ახალ ესტაკადთან აკეთებნ მგონი თითქმის იგივეს იპოდრომზე, და იქ ხარისხიანია აშკარად ფერიც კი განსხვავებული აქვს დანარჩენი ქუჩებისგან.

Posted by: NVIDIA MAN 24 Oct 2018, 10:19
mywebber
QUOTE
ამ ახალ ბორდიულებს როგორ აკეთებენ? სავარაუდოდ ადგილზევე ასხამენ იმხელებია ქარხნული არ უნდა იყოს.
დაბზარულია თითქმის ყველგან მაგარი უხარისხო რამე ჩანს.

ახალ ესტაკადთან აკეთებნ მგონი თითქმის იგივეს იპოდრომზე, და იქ ხარისხიანია აშკარად ფერიც კი განსხვავებული აქვს დანარჩენი ქუჩებისგან.


ვირტგენის დანადგარია და ადგილზევე ასხამენ.


Posted by: brutal_88 24 Oct 2018, 16:05
ბარათაშვილის აღმართზე ავტობუსის ზოლი დაუმატებიათ, ოღონდ ერთმხრივი მხოლოდ.
ტროტუარი გადასახედის მხარეს ძალიან მაგარი გამოვიდა, გაადიდეს და ქვაფენილით მოაპირკეთეს.
კლდის მხარეს კი გრუზინულადაა გაკეთებული, შუამდე მიდის დ მერე წყდება, სად უნდა წავიდეს ფეხით მოსიარულე, აფრინდეს?
აუცილებელია მანდ შუქინიშნის გაკეთება ფეხითმოსიარულეებისთვის. იმდენი ტურისტი დადის საცალფეხო ბილიკზე კლდის გასწვრივ, რომ ვუყურებ კალაძის მაგივრდ მე ვწითლდები ხოლმე.


Posted by: Snow93 24 Oct 2018, 16:33
brutal_88
მანდ არანაირად არაა რეკომდირებული ქვეითების სიარული და იქამდე უნდა დაიდგას ამკრძალავი ნიშნები სანამ მაგ კლდის ქვემოთ აღმოჩნდებიან yes.gif

Posted by: MANMUS 24 Oct 2018, 17:36
ბარათაშვილის აღმართზე საგზაო მონიშვნები დაიხაზა. საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის კი, ე.წ ბას ლეინი გაკეთდა.
მართლაც რომ შესანიშნავადაა გაკეთებული
user posted image
user posted image

Posted by: toyota12345 24 Oct 2018, 17:40
მომეწონა ეგ ბასლაინი, მაგრამ რო ვიცი უკვე საცობის დროს მანდედან ჯიგრები რომ დააწვებიან იმედია კამარებიც იქნება ვინც მანდ გაივლის საკაიფოდ რო დაჯარიმდეს მინიმუმ 200 ლარით.

Posted by: Kublicha 24 Oct 2018, 17:48
აი ყოჩაღ. მართლა საღოლ.
მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღე პიკის საათში მიწევს მანდ მანქანით ასვლა და ვიცი მგზავობის დროს გამიხანგრძლივებს, მთელი გულით მივესალმები. რუსთაველზეც უნდა გააკეთონ.

Posted by: MANMUS 24 Oct 2018, 17:56
კახეთის გზატკეცილზე ვინმე ხომ არ მოხვედრილხართ მანდ რა მდგომარეობაა

Posted by: mywebber 24 Oct 2018, 18:26
კარგია მეტი ბასლაინი ქალაქს.

ისე ტრანსპორტში სტოპ ღილაკის ამუშავების დრო მოვიდა biggrin.gif კალა ჩართე სტოპ ღილაკები.
სავალდებულო აღარ უნდა იყოს გაჩერებაზე გაჩერება ყველა ავტობუსისთვის.
* * *
ხშირად აფერხებენ ავტობუსები ერთმანეთს ბასლაინში.

ვფიქრობ ყაზბეგის გამზირზეც შესაძლებელია ბასლაინის დახაზვა და სერიოზულად ააჩქარებს საზ ტრანსპორტს.
* * *
ვაჟაზე ვაბშე ორივე მხარეს შეიძლება
* * *
eraz
სრული პიზდეცია. ჯერ კომუნიკაციები გაყავთ გზის მარჯვენა მხარეს.
ვარკეთილიდან გზატკეცილზე ასასვლელი გზა გადათხრილია მაგის გამო. და სერიოზული ქაოსია მაგ ადგილას. ხიდი რემონტდება და მანდაც შეფერხებაა.

Posted by: MANMUS 24 Oct 2018, 18:37
წამებულის გამზირზეც კაი დაღვარჯლული ასფალტია ბზარებით და ტალღებითაა სავსე.

Posted by: TramwayMan 24 Oct 2018, 19:00
მერიის ტრანპორტის საქალაქო სამსახური როგორც ყოველთვის უმარილო სანახვერო საქმეებს აკეთებეს.
ზემოთ მომავალი ავტობუსები თავისუფლად გაივლიან სამაგიეროდ ქვემოთ მიმავლაები გადააფრინდებიან სამანქანაო ნაკადს.

მხოლოდ ასეთ ჩერჩეტების კანტორამ შეიძლება ქუჩაზე ბასლეინი ცალმხრივად დახაზოს პეკინის და კოსტავასი არ იყოს ან ჭავჭავძის ზედა ნაწილის.

ასეთი რამ მარტო აქ არის.

მოტა მაკდონალდის ვერსია დაკორექტირებული თბილისურად მანქანებზე შემომსხდარი ჩინოვნიკების მიერ რომლებსაც საზ ტრანსპორტის პრიორიტეულობა არც ესმით და ჰკიდიათ.

ამ მაიმუნობებს კი "რაძი გალოჩKი" აკეთებენ.

Posted by: mywebber 24 Oct 2018, 19:15
TramwayMan
სამანქანო გზა ხო უნდა დარჩენილიყო ფიზიკურად აღარაა ადგილი მეტი რა ექნათ biggrin.gif მაგის გარდა ათას რამეზე შეგვიძლია ვლანძღოთ დასაფასებელია ეს და კარგია

Posted by: TramwayMan 24 Oct 2018, 19:17
mywebber
მეორე მხარეს ორი ზოლია, საიდანაც ერთი ავტობუსს უნდა დაეთმოს.
ეს არის საზ ტრანსპორტის პრიორიტეტულობა.
მანქანებს დარჩებოდათ 2x1 ზოლები.

ბარემ ესეც არ გამოეყოთ ავტობუსებისათვის, ესეც ხომ მანქანებს მოაკლდათ?

Posted by: ZEUS 24 Oct 2018, 21:25
TramwayMan
QUOTE
მეორე მხარეს ორი ზოლია, საიდანაც ერთი ავტობუსს უნდა დაეთმოს.
ეს არის საზ ტრანსპორტის პრიორიტეტულობა.
მანქანებს დარჩებოდათ 2x1 ზოლები.

biggrin.gif აუფ. და იქიდან ერთი ზოლი ჩამოვიდეს ხო? biggrin.gif
ისე გააკეთონ რა ვაფშე - ტრამვაიმ და ავტობუსებმა იარონ მარტო.

Posted by: rommel 24 Oct 2018, 21:36
მივესალმები ბასლეინების გაკეთებას, მაგრამ მანდ ჩამომსვლელთათვისს ერთი ზოლი რომ დაეტოვებინათ სრული პიზდეცი აიწეოდა. ავლაბრის წრიული ფაქტობრივად გაუვალი გახდებოდა.

ამსვლელი ნაკადი წრიული მოძრაობის გამო ნელდება და ალბათ ამიტომ მისცეს ავტობუსებს უპირატესობა მაგ მხარეს.


Posted by: TramwayMan 24 Oct 2018, 21:52
ZEUS
QUOTE
აუფ. და იქიდან ერთი ზოლი ჩამოვიდეს ხო?
ისე გააკეთონ რა ვაფშე - ტრამვაიმ და ავტობუსებმა იარონ მარტო.

ჰო რა რო?

ერთი ზოლით ჩამოვიდნენ, რა პრობლემაა?

ეხლა მანქანებიც და ავტობუსებიც საცობშI იდგებიან ისე მხოლოდ მანქანები იდგებოდნენ საცობში, განსხვავებას ხომ ხედავ?

Posted by: ZEUS 24 Oct 2018, 22:43
QUOTE (TramwayMan @ 24 Oct 2018, 21:52 )
ZEUS
QUOTE
აუფ. და იქიდან ერთი ზოლი ჩამოვიდეს ხო?
ისე გააკეთონ რა ვაფშე - ტრამვაიმ და ავტობუსებმა იარონ მარტო.

ჰო რა რო?

ერთი ზოლით ჩამოვიდნენ, რა პრობლემაა?

ეხლა მანქანებიც და ავტობუსებიც საცობშI იდგებიან ისე მხოლოდ მანქანები იდგებოდნენ საცობში, განსხვავებას ხომ ხედავ?

კარგი რა smile.gif დავიჯერო ვერ ხვდები, სრული კატასტროფა რომ მოხდებოდა და ერთი ზოლი ვერ გაატარებდა?
ის ორი ზოლი ორჯერ მეტ მანქანას გაატარებს.

Posted by: Kublicha 24 Oct 2018, 23:05
TramwayMan
დაღმართზე არაა საცობი და იმიტომ. სადაც იცი რომ საცობის კერაა, იქ უნდა ბასლაინი, აბა სადაც ატარებს გზა ისედაც, იქ რატო ურთულებ საქმეს სხვებს?
ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა, რომ დახაზეს ამსვლელ მხარეს. (პირიქითაც ხომ შეეძლოთ)
ჭავჭავაძეს სჭირდება ყველაზე მეტად.

Posted by: MANMUS 25 Oct 2018, 00:08
ჭავჭავაძეზე თსუს მეხუთე კორპუსთან გაჩერება შიგნით შეუწევიათ

Posted by: Delvaux 25 Oct 2018, 09:35
აეროპორტის ტრასაზე ვარკეთილის ხიდების განახლება რომ მიდის როგორც ჩანს ძალიან დაბალკვალიფიციური კომპანია მუშაობს... ცალი მხარე დაასრულეს და ეხლა მეორეს აკეთებენ. რაც დაასრულეს გადაბმები არის უბანძესი, სავარაუდოდ ერთ წელიწად ში მაგას მოყრიან და თანამედროვე რკინის გადაბმები როა იმას გააკეთებენ...

Posted by: J4st5 25 Oct 2018, 09:40
QUOTE (Delvaux @ 25 Oct 2018, 09:35 )
აეროპორტის ტრასაზე ვარკეთილის ხიდების განახლება რომ მიდის როგორც ჩანს ძალიან დაბალკვალიფიციური კომპანია მუშაობს... ცალი მხარე დაასრულეს და ეხლა მეორეს აკეთებენ. რაც დაასრულეს გადაბმები არის უბანძესი, სავარაუდოდ ერთ წელიწად ში მაგას მოყრიან და თანამედროვე რკინის გადაბმები როა იმას გააკეთებენ...

1 წელია 20მ მონკვეთს აკეთებენ და კიდე თუ უხარისხოა, კომპანიას + მერია ვინც ჩაიბარა უნდა განაბახო

Posted by: Snow93 25 Oct 2018, 09:59
Delvaux
კი ნამდვილად მასეა, ორი დღის წონ მომიწია გავლა და საშინელი საცობები იყო ორივე მხარეს, გზის ხარისხიც შესაბამისი

Posted by: TramwayMan 25 Oct 2018, 10:10
Kublicha
პირიქით ადგილი არააო მაგიტო არ დავხაზეთო თორე ისე კი გვინდაო ანუ იქაც იყო რეკომენდაცია და ამათ პირადად გადაწვიტეს რო ესე სჯობდა თავიაანთი ავტომობილისტებზე მორგებული ტვინებით.


ZEUS
QUOTE
კარგი რა  დავიჯერო ვერ ხვდები, სრული კატასტროფა რომ მოხდებოდა და ერთი ზოლი ვერ გაატარებდა?
ის ორი ზოლი ორჯერ მეტ მანქანას გაატარებს.

საზ ტრანსპორტის პრიორიტეტი როგორ გესმის?
სადაც 4 ზოლია იქ ყველგან შესაძლებელია მანქანებს დაუთმო 2 და დანარჩენი 2 საზ ტრანსპორტს.


Posted by: mywebber 25 Oct 2018, 10:44
QUOTE
სადაც 4 ზოლია იქ ყველგან შესაძლებელია მანქანებს დაუთმო 2 და დანარჩენი 2 საზ ტრანსპორტს.

ეტაპობრივად უნდა მოხდეს ეგ.
მანქანების რაოდენობა თუ არ შემცირდა აზრი არ აქვს არანაირ პრიორიტეტებს.
დროთა განმავლობაში ხალხი დაიწყებს გადაჯდომას საზ ტრანსპორტზე, შესაბამისად შემცირდება მანქანების რაოდენობა. შესაბამისად შემცირდება გადაადგილების დრო და შესაბამისად უფრო მეტი პრიორიტეტის მინიჭების შესაძლებლობა ექნება საზ ტრანსპორტს.

ჰოპ ავდგეთ და ყველა გზის ნახევარი საზ ტრანსპორტს დავუთმოთ არ გამოვა ეგრე.

Posted by: TramwayMan 25 Oct 2018, 11:20
mywebber
საზ ტრანსპორტში არავინ გადაჯდება თუ ის მანქანებთან ერთად საცობშI იდგება.
სწორედ მათთვის ზოლის დათმობა და მანქანებისთვის ართმევა გამოიწვევს ხალხის გადაჯდომას.

QUOTE
ჰოპ ავდგეთ და ყველა გზის ნახევარი საზ ტრანსპორტს დავუთმოთ არ გამოვა ეგრე.

ჰოპ და ჰუპ არა.

რომ აკეთებ ქუჩას დაბასლეინს აკეთებ უნდა გაკეთდეს ორივე მხარეს.

Posted by: MANMUS 25 Oct 2018, 20:10
ახლადრეაბილიტირებულ ბარათაშვილის აღმართზე LED განათების ქსელი მოეწყო. ქუჩა სიმბოლურად თბილისის მერმა კახა კალაძემ გაანათა.

მისი თქმით, ბარათაშვილის აღმართზე ჩატარებული სამუშაოები ხარისხიანად არის შესრულებული.
user posted image
user posted image
user posted image

Posted by: rommel 25 Oct 2018, 20:21
ძალიან ლამაზი გამოვიდა. ამ ადგილს რომ შეეფერება ისეთი up.gif

Posted by: mywebber 25 Oct 2018, 22:11
QUOTE
ჩატარებული სამუშაოები ხარისხიანად არის შესრულებული

მართლაც. კარგად მუშაობდა შემსრულებელი კომპანია მაგ ლოკაციაზე.

Posted by: emre 25 Oct 2018, 22:22
ქვაფენილს კარგად დააკვირდეს რამდენად ხარისხიანადაა დაგებული
და რამდენად კომფორტული იქნება მასზე სიარული ...
user posted image

Posted by: hadesnexus 25 Oct 2018, 22:41
Dges 85 nomers mosvlis dro etsera 40 tsuti da 150-s 15 tsuti, es 11 saatze. Da amxela intervalebshi ggoniat vinmes exaliseba saz.transportit siaruli? Jer xazebis raodenoba da ganrigebia dasaregulirebeli, rom xalxma manqanebze uari tqvas. Me tareba arvici da gamatetres ukve am marshutka-avtobusebma, lamis tareba vistsavlo.

Posted by: ნიკა 26 Oct 2018, 00:10
მგონი დროა შევეგუოთ რომ ქვაფენილების დაგება არ ვიცით და მოვეშვათ მაგ მარაზმის კეთებას.

Posted by: Snow93 26 Oct 2018, 10:18
25 ოქტომბრის, კერძოდ, 13:14-ის მონაცემებით, ტაქსების რეგისტრაციისთვის გამოყოფილ საიტზე 20 190 მძღოლია რეგისტრირებული.
აღსანიშნავია, რომ ოქტომბრიდან ლიცენზიის გარეშე ტაქსით მომსახურება არ შეიძლება და კანონდამრღვევი 200 ლარით დაჯარიმდება.
მიმდინარე წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით რეგისტრირებული მარცხენასაჭიანი და ოთხკარიანი ტაქსის მძღოლები ავტომობილების თეთრად შესაღებად უფასო ვაუჩერს მიიღებენ. მათ, ასევე, უფასოდ გადაეცემათ მანქანის სალონის ქიმიური წმენდის ვაუჩერები. ტაქსის მფლობელებს აღნიშნულ ვაუჩერებს გადასცემს კომპანია, რომელიც დედაქალაქის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვებს, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი ავტომობილზე ამ კომპანიის რეკლამას განათავსებს.
დედაქალაქში თეთრი ფერის ტაქსები 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან იმოძრავებენ

Posted by: NVIDIA MAN 26 Oct 2018, 11:20
ბარათაშვილის აღმართი არის იმ ხარისხის რა ხარისხსაც ვხედავ ლონდონში, ბერლინში ახლად დაგებულ ქუჩებზე.

არ ველოდი და ბრავო!

Posted by: Snow93 26 Oct 2018, 11:34
NVIDIA MAN
კი აშკარად კარგი კომპანია ჩანს ეგ ბლექ სი გრუპი და მასე გააგრძელონ up.gif up.gif up.gif

Posted by: mywebber 26 Oct 2018, 11:47
კახეთის გზატკეცილს რომელი კომპანია აკეთებს ხოარ იცით?
შავ სიაში არიან იმენა შესაყვანები რა ამდენი ხანია გადათხრილი აქვთ ყველაფერი.

Posted by: Kublicha 26 Oct 2018, 12:15
Snow93
NVIDIA MAN
კი ნამდვილად კარგი კომპანიაა. პეკინსაც ეტყობა ხარისხი

Posted by: Snow93 26 Oct 2018, 12:18
ახლადრეაბილიტირებულ ბარათაშვილის აღმართზე LED განათების ქსელი მოეწყო. ქუჩა სიმბოლურად თბილისის მერმა კახა კალაძემ გაანათა.

მისი თქმით, ბარათაშვილის აღმართზე ჩატარებული სამუშაოები ხარისხიანად არის შესრულებული
user posted image
user posted image

Posted by: da_to 26 Oct 2018, 17:44
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ვეფხი და მოყმის ძეგლის მიმდებარედ მარშალ გელოვანის კვანძისა და მარშალ გელოვანის გამზირისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი გზის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა ...


Posted by: ქაფქიანა 26 Oct 2018, 17:56
da_to

QUOTE
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ვეფხი და მოყმის ძეგლის მიმდებარედ მარშალ გელოვანის კვანძისა და მარშალ გელოვანის გამზირისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი გზის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა ...


რა ეჩქარებათ. ასე 10-20 წელი მოიცადონ კიდევ.

Posted by: TramwayMan 26 Oct 2018, 18:09
ქაფქიანა
da_to
ყველაზი ქაჯური პროექტი რომელიც მხოლოდ იმისთვის უნდათ რომ მთა გაანაშენიანონ სერპანტინის გაყოლებაზე.

უცხოელებმა რომ ნახეს თვალები გადმოეკარკლათ, პირად საუბრებში კი (არაფერი გეშველებათო არც თქვენ და არც თქვენ ქალაქსო).

Posted by: ქაფქიანა 26 Oct 2018, 18:52
TramwayMan

უცხოელების თვალების კარკვლის რა მოგახსენო, მაგრამ პლატოელი ვარ და ძალიანაც მომწონს ეგ პროექტი. ვაშლიჯვრის იმ საცობს ცოტათი მაინც განტვირთავს.

ხიდს თუ გადებენ და სამტრედიის ქუჩით წერეთელზე ავალ, მთლად კანფეტ. დედა ნაძალადევში ცხოვრობს და პლატოდან ნაძალადევზე გასასვლელად უაზრო წრეების დარტყმა აღარ მომიწევს.

Posted by: TramwayMan 26 Oct 2018, 18:55
ქაფქიანა
QUOTE
ვაშლიჯვრის იმ საცობს ცოტათი მაინც განტვირთავს.

რის საფუძველზე დაასკვენი?

ხიდი ხო მარა, ეგ 2 ზოლიანი ვიწრო სერპანტინი როგორ რას განტვირთავს? თან გარშემო თუ უბანს შემოუშენებენ ტერასებზე,

Posted by: ქაფქიანა 26 Oct 2018, 18:57
TramwayMan

QUOTE
რის საფუძველზე დაასკვენი?


იმით, რომ ისარგებლებენ მაგით და შესაბამისად, მოაკლდება ვაშლიჯვარის ნაკადს.

QUOTE
ხიდი ხო მარა, ეგ 2 ზოლიანი ვიწრო სერპანტინი როგორ რას განტვირთავს? თან გარშემო თუ უბანს შემოუშენებენ ტერასებზე,


არ ვამბობ, რომ არ შემოუშენებენ, მაგრამ საიდან ეგ ინფო?

Posted by: TramwayMan 26 Oct 2018, 19:40
ქაფქიანა
QUOTE
იმით, რომ ისარგებლებენ მაგით და შესაბამისად, მოაკლდება ვაშლიჯვარის ნაკადს.

რა მოაკლდება კაცო მანქანების რაოდენობა უცვლელი რჩება? biggrin.gif შენნაირად ფიქრობენ მერიაშიც და იმიტო მივიღეთ უსარგებლო ესტაკადები,

QUOTE
არ ვამბობ, რომ არ შემოუშენებენ, მაგრამ საიდან ეგ ინფო?

ვნახე პროექტი და ინვესტორის დაინტერესებაც, მაგ გზის "საჭიროებაც" მაგით აიხსნება და არა იმით რომ რაიმეს განტვირთვა უნდათ.

Posted by: ქაფქიანა 26 Oct 2018, 19:59
TramwayMan

QUOTE
რა მოაკლდება კაცო მანქანების რაოდენობა უცვლელი რჩება?  შენნაირად ფიქრობენ მერიაშიც და იმიტო მივიღეთ უსარგებლო ესტაკადები,


მესმის, მაგრამ ყველნაირად მოაკლდება ვაშლიჯვარის ჩამავალ ნაკადს მანქანების რაოდენობა, როგორც ახლანდელი, ისევე მზარდი.

Posted by: Foreign-Affairs 26 Oct 2018, 20:01
ხვალ გაიზსნება საბურთალოს ქუჩის ესტაკადა?

Posted by: Snow93 28 Oct 2018, 19:15
დღეს გავიარე იოსებიძეზე.... აი სრული კატასტროფა! facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif ორმხრივია ისეთი ქუჩა რომ ორივე მხარეს მანქანები აყენია! რა იქნება პიკის საათში წარმომიდგენია

Posted by: Promes 29 Oct 2018, 19:37
გელოვანზე ხიდი რო უნდ გაეკეთებინათ გააკეთეს?

Posted by: Snow93 30 Oct 2018, 09:58
Promes
კაპიტალური რემონტი არამგონია და ისე შეაკეთეს გზის საფარი, მთელი ზაფხული საცობები იყო მანდ.

**************************************************************************************************************************************************************

კარგით რა biggrin.gif

მოქალაქე სერგი სავანელი დედაქალაქის მერიას თბილისის ქუჩებში ლამპიონებზე ქოლგის მექანიზმის დამონტაჟებისკენ მოუწდოებს. ავტორის განმარტებით, ქოლგის მიერ შექმნილი ხელოვნური ჩრდილი მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, სიცხეში თავი ჩრდილს შეაფარონ. გარდა ამისა, სერგი სავანელის თქმით, ქოლგების გაფორმება ქუჩების იერსახეს გაალამაზებს.
“(მაგალითად მოვიყვან კონკრეტული ქუჩის მონაკვეთს) თსუ-დან, თსუ-ს დეკანატამდე (ვაჟა-ფშაველას გამზ.) ქუჩის მონაკვეთი მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე, ბუნებრივი ჩრდილის არარსებობის გამო, “სიცხის ეპიცენტრია”. ის, ასევე, არის ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი ადგილი (სტუდენტები, ტურისტები, ადგილობრივი მოსახლეობა). წელიწადის ნებისმიერ დროს ქუჩის ამ მონაკვეთზე სიარული, მარტივად რომ ვთქვათ, არის ძალიან უსიამოვნო. ავითვისოთ ლაპიონების ვერტიკალური სივრცე, განვათავსოთ ლამპიონებზე ქოლგის მექანიზმები, რომლებიც ხელოვნურ ჩრდილს შექმნიან. ვაჟა-ფშაველას გამზირის ამ მონაკვეთს მიეცემა ახალი იერსახე, გაცოცხლდება, გამრავალფეროვნდება, “ქოლგების” გაფორმების უსაზღვრო შესაძლებლობები იქნება (დროშების გამოსახულება, უბრალოდ ფერები, წარწერები, ნახატები თუ სხვ.) რა თქმა უნდა, “ქოლგებს” დასჭირდება გაფრთხილება, მოვლა, ამისათვის თანხები შესაძლებელია, ქოლგებმა თავად “გამოიმუშაონ”, თუ მათზე გარე რეკლამები ესთეტიკურად განთავსდება. თეორიულად, ეს მონაკვეთი შეიძლება ტურისტებისთვის მიმზიდველ ადგილად იქცეს, რომელსაც ისინი დაათვალიერებენ, ფოტოებს გადუღებენ და ა.შ. (რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია ყველა სხვა მსგავს ქუჩას ან სხვა ტურისტულად აქტიურ ზონას წაადგეს)”- აღნიშნულია idea.tbilisi.gov.ge-ზე განთავსებული იდეის განაცხადში, რომლისთვის ხმის მიცემაც 2 ნოემბერს დასრულდება.
იმ შემთხვევაში, თუ იდეა 2500-ზე მეტ ხმას შეაგროვებს, ის განსახილველად თბილისის მერიას გადაეცემა.

Posted by: vatman 30 Oct 2018, 13:38
რამდენიმე დღე სტამბულში ვიყავი და მომიწია ავტობუსით ხშირად მგზავრობა. აი ყველგან იდეალური გზა არის, ნაკერები ერთ ადგილას მხოლოდ ვნახე. რო ჩამოვედი და აეროპორტიდან რო წამოვედი, მანდ მიხვდი რო გზების მხრივ ვართ ტრაკში cry.gif , მარა ვიმშვიდებ იტალია დიდად არ ჩამოგვრჩება გზების ხარისხის მხრივ biggrin.gif

Posted by: Snow93 30 Oct 2018, 13:48
vatman
კაკ რას სტამბულში ჩემი თვალით ვნახე ერთ ღამეში როგორ დააგეს 7 კმ ასფალტი აროპორტის ტრასაზე, მაგ ამბავში წინ არიან წასულები

Posted by: Kublicha 30 Oct 2018, 13:51
vatman
QUOTE
რამდენიმე დღე სტამბულში ვიყავი და მომიწია ავტობუსით ხშირად მგზავრობა. აი ყველგან იდეალური გზა არის, ნაკერები ერთ ადგილას მხოლოდ ვნახე. რო ჩამოვედი და აეროპორტიდან რო წამოვედი, მანდ მიხვდი რო გზების მხრივ ვართ ტრაკში

შენ ეტყობა ახალ აეროპორტში არ ყოფილხარ თორემ ტრაკში ყოფნის შეგრძნება მერე გენახა.

Posted by: rachveli1 30 Oct 2018, 13:56
QUOTE (Snow93)
დღეს გავიარე იოსებიძეზე.... აი სრული კატასტროფა! facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif ორმხრივია ისეთი ქუჩა რომ ორივე მხარეს მანქანები აყენია! რა იქნება პიკის საათში წარმომიდგენია


არ არის ორმხრივი, გაგარინიდან სააკაძისკენ ვინც მოძრაობს ყველა არღვევს მანდ.

რათომ შეატრიალეს მანდ მოძრაობა ვერ ვხდები, აშკარად ჯობდა როცა უკუღმა იყო ცალხმხრივი.

ან თუ შეატრუალეს, მაშინ ჭაბუკიანის ქუჩაზეც (საბურთAლოს ქ.) უნდა შეატრიალებინად მოძრაობა პეკინიდან სააკაძისკენ. მაშინ ჩვეულბრივად შეუხვებდნენ იქიდან ხვიჩიაზე და ხვიჩიიდან უქვე იოსებიძესე მოხვდებოდნენ მანქანები. და შარტავაზეც სააკაზედან მოხვდებოდნენ.

მანდ დარღვევის მთავარი მიზეზი არის ის რო, უდარღვევოდ პეკინი-ვაჟა-გაგარინიდან შარტავა-იოსებიძე-სააკაძეზე რო მოხვდე აჭარამდე უნდა ჩახვიდე მოსატრიალებლად.

Posted by: Snow93 30 Oct 2018, 14:02
rachveli1
რამდენი მანქანა მოძრაობდა იცი? დავიჯერო ამკრძალავი ნიშანი არ დგას ვაფშე?

Posted by: vatman 30 Oct 2018, 14:04
Kublicha
QUOTE
შენ ეტყობა ახალ აეროპორტში არ ყოფილხარ თორემ ტრაკში ყოფნის შეგრძნება მერე გენახა.

გუშინ ოფიციალურად გახსნეს და რანაირად ვიქნებოდი biggrin.gif

აი ჩვენი გზების ხარისხზე ამჯერად მაგრად დავიგრუზე....

Posted by: ივანიჩ 30 Oct 2018, 14:06
QUOTE
დავიჯერო ამკრძალავი ნიშანი არ დგას ვაფშე?

როგორ არ დგას - კირპიჩი, ზუსტად ცაგერის ქუჩის კუთხეში.

Posted by: rachveli1 30 Oct 2018, 14:12
Snow93

ვიცი, ხშირად დავდივარ მანდ.

ეს ნიშანი დგას user posted image აქ (სადაც მონიშნულია): user posted image.

Posted by: Snow93 30 Oct 2018, 14:20
rachveli1
ხო მაგ მხრიდან არ შევსულვარ ჯერ და არ მინახავს... მთელ ქუჩაზე ისე გავიარე სულ ვაჩერებდი 4-5 მეტრში რომ შემხვედრს გაეარა..

Posted by: Kublicha 5 Nov 2018, 22:37
კარტოზია-ცინცაძის ესტაკადის მიდამოები როგორც ჩანს ბლექ სიმ გადაიბარა. მაგათი ტექნიკა მუშაობს.

Posted by: TramwayMan 6 Nov 2018, 10:16
ქ. თბილისში, მშრალი ხიდის, ზაარბრიუკენის ხიდის, დედაენის და 9 მარტის ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

ftp://92.51.96.42/9Marti_da_Dedaena.rar

Posted by: NVIDIA MAN 6 Nov 2018, 10:33
TramwayMan

რა კარგი მასალა დადე, საინტერესოა....

Posted by: vatman 7 Nov 2018, 11:01
კოსტავას , სააკაძეს შარტავას რა უქნესს...
ჯერ ეს ბორდიურები ვინ დააყენა, ცოტა სხვა კუთხით გაეკეთებინდა, ვახუშტიდან ამისვლისას თავიდან ვერ კი მიხვდები რო სააკაძისკენ შეგიძია შეუხვიო, ისეა ბორდიური გაკეთებული.
ან ზებრა გადასასვლელი ზედ მოედანზე რამ გააკეტებინდა, როდესაც მიწისქვეშა არის.
აჭარასთანაც არ მომეწონა დიაგონალური გადასასვლელი.
ნუ გზები სასტიკად რო დავიწროებულია ეს კიდევ ცალკე თემაა

Posted by: NVIDIA MAN 7 Nov 2018, 11:29
vatman
ჩამოთვლილები: ზებრას რა უნდა სააკაძეზე როდესაც მიწისქვეშაა არ არის სწორი მიდგომა და ძალიან კარგი ქნეს რო გააკეთეს ზებრები,

ასევე ძალიან კარგია რო შეავიწროვეს სავალი ნაწილი და გააფართოვეს ტროტუარი + გააკეთეს ველობილიკი,

თუ გვინდა ნორმალური ქალაქი სწორედ ეს ნაბიჯებია ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი (შეიძლება მიზერი მაგრამ აუცილებელი),

პ.ს კოსტავა დახაზეს სქელი ფენით, შარტავა/სააკაძეს ამ ღამეს დახაზავენ,

Posted by: mywebber 7 Nov 2018, 11:32
user posted image
facepalm.gif

Posted by: Kublicha 7 Nov 2018, 12:18
vatman
QUOTE
ან ზებრა გადასასვლელი ზედ მოედანზე რამ გააკეტებინდა, როდესაც მიწისქვეშა არის.

ევროკავშირში შესაშვები არა ხარ. biggrin.gif

Posted by: vatman 7 Nov 2018, 12:38
Kublicha
QUOTE
ევროკავშირში შესაშვები არა ხარ.

კაით ეხლა ევროპაში არ არის მიწისქვეშა გადასასვლელები... biggrin.gif
NVIDIA MAN
QUOTE
ასევე ძალიან კარგია რო შეავიწროვეს სავალი ნაწილი და გააფართოვეს ტროტუარი + გააკეთეს ველობილიკი,

მგონი ძალიან მოუვიდათ, ტროტუარის გაფართოების წინააღმდეგი არ ვარ. მარა ველობილიკებს არ მივესალმები. არ არის თბილისი ველოსიპედის ქალაქი.
ერთი ეს ველობილიკების და საერთოდ ველოსიპედისტების პრივილეგიების მომთხოვნების სექტაა და მეორე პრიუსების მფლობელების სექტა. ორივე არ მევასება biggrin.gif

Posted by: TramwayMan 7 Nov 2018, 13:24
vatman
სავალი ნაწილი უნდა შემცირდეს აი როგორი უკმაყოფილო ხარ ხო ხედავ ეგაა მიუზანი ესეიგი მშვენივრად ამართლებს ჩანაფიქრს.

მანქანით გადაადგილება იმაზე არაკომფორტული და გაუსაძლისი უნდა გახდეს ვიდრე დღეს არის.

Posted by: vatman 9 Nov 2018, 11:41
TramwayMan
QUOTE
მანქანით გადაადგილება იმაზე არაკომფორტული და გაუსაძლისი უნდა გახდეს ვიდრე დღეს არის.

ეგრევე გეტყობა რო მანქანით არ დადიხარ...
არაკომფორტული კერძო მანქანისათვის მე საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს, მარა ცოტა დაგეგმარებისას ტვინი ხო უნდა გაანძრიონ. როგორც ზედა პოსტშიც აღვნიშნე, ტროტუარის გაფართოების წინააღმდეგი არ ვარ, ოღონდ ეს ველობილიკები მოაშორონ givi.gif


და ავტობუსები რატო ჯერ კიდევ არ დადიან შარტავაზე აჭარის მიმართულებით?

Posted by: Nescafe13 9 Nov 2018, 12:08
QUOTE (mywebber @ 7 Nov 2018, 11:32 )
user posted image
facepalm.gif

მართლა რო ფეისფალმის მეტი არ შეიძლება დაწროს ადამიანმა facepalm.gif

Posted by: mywebber 9 Nov 2018, 16:07
QUOTE
მართლა რო ფეისფალმის მეტი არ შეიძლება დაწროს ადამიანმა 

სააკაძის წრეა. თან საკმაო მანძილი აქვს გავლილი.

Posted by: rommel 10 Nov 2018, 11:08
მაგ ნაფეხურებს შევღებავდი და დასაწყისში წარწერას გავაკეთებდი - ნუ იქნები სლე!

Posted by: mywebber 10 Nov 2018, 14:19
სააკაძის მოედანზე, შარტავასა და კოსტავას ქუჩების რეაბილიტირებულ მონაკვეთზე ავტომობილების სამოძრაო ზოლები, ქვეითთა ორფეროვანი გადასასვლელები და სხვა საგზაო მონიშვნები იხაზება. პროცესი რამდენიმე დღეში დასრულდება.

საგზაო მონიშვნები გამძლე, თერმო და ცივი პლასტის საღებავით სრულდება. იგი ასფალტზე სულ მცირე სამი წლის განმავლობაში შენარჩუნდება.

Posted by: otokarcobra 10 Nov 2018, 14:59
vatman
სხვანაირად გიცნობ და შავ პრადოიანი ღიპიანი ჩინოვნიკის შთაბეჭდილებას რატო მიტოვებ )))

Posted by: MANMUS 10 Nov 2018, 16:27
user posted image
user posted image
user posted image

Posted by: Nescafe13 11 Nov 2018, 20:42
ვარკეთილის ხიდი ხო დაიტანჯა
დაანგრიონ მაინც და დაისვენებენ biggrin.gif

განვითარებულ ქვეყანაში ვინმე ეგრე რომ აკეთებდეს ხიდს
იმხელა ჯარიმას ხევდნენ რომ საერთოდ სურვილი დაეკარგებოდა ტენდერში მიეღო მონაწილეობა ოდესმე კიდევ
ან ტრაკში შეთხრიდნენ გაფორმებულ საბუთებს და ციხეშI უკრავდნენ თავს

პატრონი არ ყავს მაგ ადგილს ?
ივლისი მერე მაგ ადგილს აკეთებენ (მე რაც გამივლია)

Posted by: MANMUS 11 Nov 2018, 22:14
კახეთის გზატკეცილის მარცხენა სათადარიგო ზოლზე აქტიური მუშაობა მიდიოდა დღეს ტრაქტორებით და მთელი ამბებით მარა მარჯვენა ზოლზე ჩემი ფეხები გადათხრილია მარტო და მიგდებულია ვინ სირისტიანს ჩააბარეს ეს მხარე facepalm.gif

Posted by: hadesnexus 11 Nov 2018, 23:03
ეგ რაარის, ერთი თვის წინ ვწერდი გლდანი-მუხიანის ტრასაზე 1 თვეა ორმო ვერ ამოავსეს მეთქი ამ ჩემისებმა და გუშინ ვიყავი და ისევ ისეა. აი დედის ტრაკი როგორ არუნდა აგინო და გასროკო, 2 თვეა ორმო ვერ ამოუვსიათ და ესენი ქვეყანას ააშენებენ? მე, ერთი ადამიანი დავამთავრებდი ამდენ ხანში, არათუ კომპანია.

Posted by: MANMUS 11 Nov 2018, 23:11
ვაჟაზე რომ მიწა ჩავარდა და ბავშვი მოიყოლა ის ორმო ისევ ისეა

Posted by: Snow93 12 Nov 2018, 10:14
სააკაძის მოედანზე, შარტავასა და კოსტავას ქუჩების რეაბილიტირებულ მონაკვეთზე ავტომობილების სამოძრაო ზოლები, ქვეითთა ორფეროვანი გადასასვლელები და სხვა საგზაო მონიშვნები იხაზება. პროცესი რამდენიმე დღეში დასრულდება.
საგზაო მონიშვნები გამძლე, თერმო და ცივი პლასტის საღებავით სრულდება. იგი ასფალტზე სულ მცირე სამი წლის განმავლობაში შენარჩუნდება.
კოსტავასა და შარტავას ქუჩებზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე ახალი სქემა ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა ბრიტანელ ექსპერტებთან ერთად შეიმუშავა, რომლებიც თბილისის მერიაში საერთაშორისო გრანტის ფარგლებში, რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდნენ.
ახალი სქემა ქვეითთათვის, მათ შორის შშმ პირებისთვის, ველოსიპედისტებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის მაქსიმალურად კომფორტული გარემოს შექმნას ითვალისწინებს.
სააკაძის მოედანი ქვეითთათვის სრულად ადაპტირდა და საგზაო მონიშვნების დატანის შემდეგ, ფეხით მოსიარულეებს ნებისმიერი მიმართულებით უსაფრთხო გადაადგილება შეეძლებათ. მოედანზე სატრანსპორტო ნაკადებისთვის გამყოფი კუნძულები ახლებურად მოეწყო, ხოლო შუქნიშები ავტომობილების, ფეხითმოსიარულეებისა და ველოსიპედისტების სინქრონულ მოძრაობას უზრუნველყოფს.
ქვეითთა ინტერესები გათვალისწინებულია თბილისის მერიის შენობის წინაც, სადაც შუქნიშანი დამონტაჟდა, მოეწყო გადასასვლელი და ახალი მოსაცდელი განთავსდა. ფეხმავლებისთვის შუქნიშანი დამონტაჟდა შარტავას N42-თანაც (ყოფ. საბურთალოს ბაზრის მიმდებარედ), ხოლო ქვეითთა ძირითადი გადაადგილების მიმართულების გათვალისწინებით, სპორტის სასახლესთან ირიბი „ზებრა“ გადასასვლელი დაიხაზა.
ველოსიპედის, როგორც ალტერნატიული სატრანსპორტო საშუალების მხარდაჭერისთვის, დედაქალაქის მერიამ კოსტავასა და შარტავას ქუჩებზე ველობილიკი მოაწყო, რომელიც კალანდაძის ქუჩით პეკინის გამზირს უერთდება.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის კომფორტული და სწრაფი გადაადგილებისთვის ახლადრეაბილიტირებულ მონაკვეთზე ავტობუსის ზოლიც დაიხაზება. შუქნიშნების რეჟიმი დაპროგრამებულია ისე, რომ მწვანე სიგნალი თავდაპირველად ავტობუსის ზოლს აუნთოს. ამჟამად, მიმდინარეობს მუშაობა, რათა მოახლოებულ ავტობუსს შეუჩერებლად გავლის შესაძლებლობა მიეცეს.

Posted by: toyota12345 12 Nov 2018, 12:44
ერევანში ვიყავი თბილისთან შედარებით მაგარი სუფთა ქალაქია, მძღოლებიც შედარებით მოწესრიგებულები არიან და საცობებიც ნაკლებია.

გზები საშინელია ერევნამდე გზას ვგულისხმობ. ინფრასტრუქტურა საშინელ დღეშია, არ არის დახაზული არაფერი. კორუფცია ყვავის.

Posted by: Snow93 12 Nov 2018, 14:07
toyota12345
როგორც მითხრეს მაქედან გარბიან თუ გარბიან და საცობს ვინღა შექმნის givi.gif
ისე კი მართლა ბევრი რამე აქვს კარგი ჩვენგან განსვავებული, თუმცა უცხოელები თბილისს ანიჭებენ უპირატესობას რატომღაც

Posted by: MANMUS 12 Nov 2018, 16:14
ვარკეთილის სასაფლაოებთან რომ გზა გადის იმხელა ღრმულია დიდი შანსია რო შიტოკი ზედ დატოვო, არც გლდანშია სახარბიელო მდგომარეობა 1000ჯერ როა
დალატკავებული გასვლა შეგზიზღდება მთელი გზა უნდა იჯაღჯაღო facepalm.gif

Posted by: ZEUS 12 Nov 2018, 23:15
eraz
QUOTE
ვაჟაზე რომ მიწა ჩავარდა და ბავშვი მოიყოლა ის ორმო ისევ ისეა

ძეგლთან, სკვერში გულისხმობ? მალე ნახევარი წელი გავა ალბათ სკვერში უზარმაზარი თხრილია. იქ, სადააც უამრავი ბავშვი დადის ყოველდღე.
ვინმე უნდა ჩაიჩეხოს, რომ ამათ რამე მოძრაობა გააკეთონ...

Posted by: Snow93 13 Nov 2018, 14:10
მაღირსეს კაჩინსკის დამთავრება! დასახაზი სასწრაფოდ, სხვა ყველაფერი ნორმალურადაა კაი საფარი ჩანს ჯერჯერობით

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ისნის რაიონში, ლეხ კაჩინსკის ქუჩაზე იმყოფებოდა, რომლის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასრულდა. კაჩინსკის ქუჩის კაპიტალური შეკეთება თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა განახორციელა.

„კაჩინსკის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა, სადაც ძალიან მძიმე მდგომარეობა არსებობდა. მთელი რიგი პრობლემების გამო, ცენტრალური გზა ჩავარდნილი იყო. პროექტის განხორციელების შედეგად, ყველაფერი ფუნდამენტურად მოწესრიგდა. კერძოდ, რეაბილიტაცია ჩაუტარდა წყლისა და სანიაღვრე სისტემას, შეიცვალა გარე განათების ბოძებიც. ასევე, ელექტროსადენები, მიწის ქვეშ განთავსდა. დარჩენილია საგზაო მონიშვნების დახაზვა, რომელიც გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, შესრულდება. აეროპორტიდან ქალაქში შემოსასვლელი გზა, დღეს სრულად არის რეაბილიტირებული, ისევე, როგორც ევროპულ ქალაქებშია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია მიწისქვეშა კომუნიკაციებს, წყალარინების ქსელსა და სანიაღვრე სისტემას ჩაუტარდა. პირველ ეტაპზე, შესაბამისი სამუშაოები კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ აწარმოა. ასევე, მთლიანად შეიცვალა გარე განათების სისტემა, განახლდა ასფალტის საფარი, მოეწყო ბორდიური და ტროტუარი.

პროექტის განხორციელებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 733 000 ლარი დაიხარჯა. ლეხ კაჩინსკის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები კონტრაქტორმა კომპანია „დინ გრუპმა“ შეასრულა.

კაჩინსკის ქუჩაზე კახა კალაძესთან ერთად, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე, ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ილია ჯიშკარიანი იმყოფებოდა.


Posted by: mywebber 13 Nov 2018, 15:02
Snow93
ხანძარი იყო დილას მანდ. სახლი დაიწვა მგონი

Posted by: Snow93 13 Nov 2018, 15:14
mywebber
დილას??? რას ამბობ, 9ს ნახევარზე გამოვედი სახლიდან და არაფერი შემინიშნავს...

Posted by: mywebber 13 Nov 2018, 16:13
Snow93
სადღაც 9:30 იქნებოდა ბევრი პატრული იდგა და სახანძრო

Posted by: Snow93 13 Nov 2018, 16:45
mywebber
ვა ნეტა რა მოხდა... მაგ უბანში ვარ გაზრდილი და თითქმის ბევრს ვიცნობ სხვადასხვა კორპუსებში

Posted by: NVIDIA MAN 13 Nov 2018, 17:39
კოსტავა-შარტავაზე, რაც ახლა მორჩნენ, მანქანები არის დაპარკინგებული პირდაპირ ველობილიკზე და ტროტუარზე,

მივწერე მერიას და მიპასუხეს ეგ პატრულის პრეროგატივააო,

რა ჭირს პოლიციას??

Posted by: vatman 13 Nov 2018, 17:49
NVIDIA MAN
QUOTE
რა ჭირს პოლიციას??

თბილისის პატრული არის სიჩმორის პიკი. ლამის ყველაფერზე რეაქცია 0.

ველობილიკსა და გზას შორის ბოძები უნდა ჩაარჭონ, თორე არაფერი ეშველება

Posted by: Snow93 13 Nov 2018, 18:00
NVIDIA MAN
პატრული გეტყვის მერიისო... ფეხებზე კიდიათ ჯერ-ჯერობით...

Posted by: toyota12345 13 Nov 2018, 18:25
პატრული დიდი ხანია მიჩმორებულია, მყავს სამეგობრო პატრულშიც და კრიმინალურ პოლიციაშიც დამიჯერეთ ზევიდან არის ასეთი ბრძანება თორემ მაგათ ერთი სული აქვთ მწვანეს როდის აუნთებენ. ტიპებს პოლიციაში მუშაობა აღარ უნდათ ისეთი პირობები შეუქმნეს გამოქცევაზე არიან ბანკის ვალებს რა ვუყოთო. ძველი ბიჭების საბლატაო დრო დაბრუნდა პოლიციელს ხელი რომ დაარტყა შეიძლება აღარც დაგიჭირონ.........

Posted by: MANMUS 13 Nov 2018, 18:48
ედიკას დროინდელ გაიშნიკებს ხო ჯობნიან ყოველ 50 მეტრში 5 ლარიანს რომ ახევდნენ და მანქანას ძირფესვიანად უჩხრიკავდნენ შარის მოდება უაზრო რაღაცის გამო biggrin.gif biggrin.gif

Posted by: ნიკა 13 Nov 2018, 20:39
vatman
QUOTE
ველობილიკსა და გზას შორის ბოძები უნდა ჩაარჭონ, თორე არაფერი ეშველება

ველობილიკსა და ტროტუარს შორის კიდე მავთულხლართი თავისი 5 კილოვოლტი ძაბვით facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif

Posted by: Carver 13 Nov 2018, 21:04
შარტავაზე ბას ლაინი რატომ არ გააკეტეს.. მახსოვს აქამდე რომ დადიოდა..

Posted by: Snow93 14 Nov 2018, 15:58
ეს ***ი ნახეთ რა


Posted by: MANMUS 15 Nov 2018, 22:55
თბილისში, შანიძის ქუჩაზე გზის სავალ ნაწილზე ასფალტის საფარი ჩაინგრა. გზის ნაწილის ჩანგრევის შედეგად, ორმოში აღმოჩნდა სამგზავრო ავტობუსის უკანა ბორბალი, რომელიც ქუჩაზე გადაადგილდებოდა.

მომხდარის დროს ავტობუსში მგზავრებიც იმყოფებოდნენ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

შანიძის ქუჩაზე გზის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს.

Posted by: ნიკა 16 Nov 2018, 16:07
გამყოფ კუნძულებზე ქვაფენილი ბალახით რომ ჩაანაცვლეს, ახლა ხალხი მანდ ვეღარ დადის და ძნელი გამოსაცნობი არაა, რომ გადმოინაცვლეს სავალ ნაწილზე facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif

Posted by: ZEUS 16 Nov 2018, 17:49
QUOTE (vatman @ 13 Nov 2018, 17:49 )
NVIDIA MAN
QUOTE
რა ჭირს პოლიციას??

თბილისის პატრული არის სიჩმორის პიკი. ლამის ყველაფერზე რეაქცია 0.

ველობილიკსა და გზას შორის ბოძები უნდა ჩაარჭონ, თორე არაფერი ეშველება

კი. ეგ გამოსავალი დაამუღამეს. ოღონდ არ იმუშაონ, კალაძეს მიარჭობენ ზედ მერიაზე ბოძებს.

Posted by: Tocadero 18 Nov 2018, 10:10
ეს სირები კაჩინსკის ქუჩას ამ საუკუნეში გახსნიან????


Posted by: Snow93 18 Nov 2018, 14:37
Tocadero
დაიცა კაცო, გახსნილია უკვე 1 კვირაა, დღეს ჩაკეტეს ისევ??? მე არაფერი შემინიშნავს და მანდ ვცხოვრობ სულ ქვემოთ

Posted by: Tocadero 18 Nov 2018, 16:28
Snow93

რავი გუგლი იძახდა დაკეტილიაო sad.gif

ისე იპოდრომის ესტაკადას რჩებიან

ზევიდან ასვალტი სრულად დაგებულია

ქვემოთ გზის გამყოფზე არაა ასვალტი რაღაცებს ჩიჩქნიდნენ

ტროტუარები გაუკეთებიათ

არავის დღემდე ტვინი არ ეყო რომ ძველი იპოდრომის ღობეები მაინც მოხსნან

დატოვეს აშკარად დიდი ნაწილი

რავიცი ასეთი ღოღვით ამ თვეში ვერ გახსნიან ალბათ

Posted by: Kublicha 18 Nov 2018, 20:39
შარტავაზე შუაში რა გააკეთეს, გაიგეთ რამე? მერიას და ბულაჩაურის შესახვევს შორის რომ პატარა კუნძულია მაგას ვგულისხმობ. მაგასთან მიმავალი ზოლი ყვითლად დახაზეს.
შუა გზაზე აპირებენ ბასლეინნის გაკეთებას და ეგ კუნძული გაჩერებისთვისაა? spy.gif

Posted by: ნიკა 18 Nov 2018, 22:12
Kublicha
დამასწარი. მეც ეგ უნდა დამეწერა. ვინც შარტავა დაგეგმა/დახაზა მგონი სერიოზულად სამკურნალოა biggrin.gif

პ.ს. სააკაძიდანაც საოცრად შედის რიგები. სააკაძეზე მეორე რიგში ვმოძრაობდი რომელის შარტავაზე რაღაც ჯადოქრობებით პირველი რიგი გახდა. პირველ რიგში ვინც მოძრაობდა ალბათ ანიჰილაცია მოუწყეს biggrin.gif

Posted by: vatman 18 Nov 2018, 23:55
შარტავაზე ჯერ არ ვყოფილვარ, მე სააკაძის მოედანს ვჩივი, განსაკუთრებით ვახუშტის ხიდიდან ამოსვლისას ისეა განლაგებული ბორდიურები რო მოსახვევში საბურთალოს ქუჩისკენ ნორმალურად ვერ შეხვალ

Posted by: serjhanti 19 Nov 2018, 00:37
უზნაძის გახსნას როდიდან აპირებენ ხომ არ იცით?!
მაგის გამო, მთელი 3 თვეა, სახლში 45 წუთით გვიან მივდივარ ხოლმე.

Posted by: MANMUS 19 Nov 2018, 07:45
წამებულის გამზირს არ უპირებენ არაფერს?

Posted by: Promes 19 Nov 2018, 09:10
გელოვანზე ხიდს რო აკეთებდნენ დაიკიდეს უკვე? :დდდ

Posted by: MANMUS 19 Nov 2018, 16:14
გლდანის რაიონში, მუხიანის დასახლებაში, დუმბაძის გამზირის კაპიტალური რეაბილიტაცია დასრულდა. საგზაო სამუშაოები თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა განახორციელა.
დასრულებულ პროექტს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.
„დუმბაძის გამზირზე კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. სამუშაოები რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომლის ფარგლებში, წყლისა და წყალარინების ქსელები ძირეულად შეიცვალა, მოეწყო სანიაღვრე სისტემა, მოასფალტდა გზა. დარჩენილია გზაგამყოფები, რომლებიც ერთ კვირაში მოწესრიგდება. მოეწყობა ახალი გამწვანება, თავისი სარწყავი სისტემით. ასევე, ორი კვირის შემდეგ განხორციელდება გზის დახაზვითი სამუშაოები, რადგან შესაბამისი სამუშაოების დასაწყებად, გარკვეული დროის გასვლა აუცილებელია. ყველგან, სადაც ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ვაწარმოებთ, ყველაფერი ძირეულად იცვლება, რათა სამომავლოდ, მოსახლეობას პრობლემები არ შეუქმნას“, – განაცხადა კახა კალაძემ.
პროექტის ფარგლებში, დუმბაძის გამზირზე, სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია განხორციელდა, მოეწყო ახალი ბორდიური და ტროტუარი, ხოლო ასფალტის საფარი 17 000 კვ. მეტრ ფართობზე დაიგო.
სამუშაოები, რომელზეც დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 1 400 000 ლარი დაიხარჯა, შპს „ენ სი სიმ“ აწარმოა.
დუმბაძის გამზირზე, დედაქალაქის მერთან ერთად, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ქეთევან ჯოხაძე იმყოფებოდნენ

Posted by: Snow93 20 Nov 2018, 11:07
eraz
ისნის მხარეს არის საშინელ მდგომარეობაში და სხვაგან რამე ჭირს ისეთი? ეგ თუ მოთხარეს კაი ამბავი გველოდა მაქაურებს...

Posted by: ფაშისტი 20 Nov 2018, 13:02
ვის უნდა მივმართო პეტრიაშვილის ქუჩაზე ბოძები რომ ჩაარჭონ? ტროტუარს ფუნქცია აქვს დაკარგული, მოსახლეობა შევწუხდით უკვე..წრეებს ვურტყამ ტროტუარზე შემომჯდარ მანქანებს რომ სახლამდე მივიდე. რამოდენიმეჯერ გზაზე ამომავალ მანქანის სარკეს გავედე იმიტომ რომ ადგილი არ იყო და ლამის გამიტანა
ანტრეს წინ რომ გააკეთეს უმეტესობა ამოგლეჯილია ტროტუარიდან, ნეტა ვიცოდე რად უნდათ, სახლში მიაქვთ?

ვის ეხება ხომ არ იცით?

Posted by: Snow93 20 Nov 2018, 13:20
ფაშისტი
იდეაში მერიას... ჩემთანაც ეგ პრობლემაა და ჯერ ვერ მოვაგვარეთ ვერაფერი. რამდენიმე უბანში სადაც ეგ პრობლემა იყო დაარჩეს ბოძები თავისი ბოქლომებით

Posted by: ნიკა 20 Nov 2018, 15:36
კანდელაკზე სასწაული ჭა გაიჩითა ტაშკენტის კვეთის მერე. სედანმა შეიძლება კარტერი დატოვოს.

Posted by: MANMUS 20 Nov 2018, 16:23
Snow93
მარტო ისნის მხარეს კიარა მთელი გზა ცუდ მდგომარეობაშია, ავლაბარში შადრევანს რო გაცდები ავტობუსის გაჩერებასთან ჭა ჩავარდნილივითაა, დიდი ალბათობაა რო ჩაინგრეს.


Posted by: l-e-v-a-n 21 Nov 2018, 02:01
===============================






================================

Posted by: Bonne-Espérance 21 Nov 2018, 12:14
Kublicha
QUOTE
შარტავაზე შუაში რა გააკეთეს, გაიგეთ რამე? მერიას და ბულაჩაურის შესახვევს შორის რომ პატარა კუნძულია მაგას ვგულისხმობ. მაგასთან მიმავალი ზოლი ყვითლად დახაზეს.
შუა გზაზე აპირებენ ბასლეინნის გაკეთებას და ეგ კუნძული გაჩერებისთვისაა?

შვეიცარიაში ვნახე პირველად ეგეთი რამე და სიმართლე გითხრა ვერც იქ მივხვდი რას ემსახურებოდა biggrin.gif
* * *
აუ გამახსენდა ახლა lol.gif lol.gif lol.gif ერთხელ მივდივარ ფეხით, მგონი ციურიხის გარეუბანში ვიყავი, და ვხედავ ქალი ზის ტროტუარზე ტირის, ვა მივედი
მეთქი რა მოხდა დაგეხმარებით ქალბატონო biggrin.gif გავიხედე თურმე ეგეთ ###ობას დაჯახებია მანქანით , მოგლეჯილი ქონდა ბორბალი მანქანას lol.gif
კინაღამ სიცილი ამიტყდა როგორ მოახერხა პროსტა თან მოძრაობა 20 კილომეტრითაა და მანქანები იშვიათად lol.gif შოკში იყო ქალი მოკლედ წყალი ვუყიდე მერე პატრულიც მოვიდა და სასწრაფო )))

Posted by: Snow93 21 Nov 2018, 15:37
თბილისის მერიამ მერაბ კოსტავას, ჟიული შარტავას და მიმდებარე ქუჩების სრული რეაბილიტაციისა და მოდერნიზების პროექტი დაასრულა. გაწეული სამუშაოების შედეგს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე ადგილზე გაეცნო. მისი თქმით, რამდენიმეთვიანი სამუშაოები შედეგიანად დასრულდა.
„საკმაოდ მასშტაბური სამუშაოები განხორციელდა. მიწისქვეშა კომუნიკაციები შეიცვალა, წყალარინების სისტემა მოწესრიგდა, წყლის მილები მთლიანად შეიცვალა, მოეწყო სანიაღვრე ქსელები. გარე განათების ბოძები გამოიცვალა და დამონტაჟდა ახალი, თანამედროვე ტიპის ბოძები თავისი LED სანათებით. ჰაერში გადაჭიმული სადენები მიწისქვეშ არის ჩატანილი. ასევე, ავტობუსებისთვის სპეციალური ზოლები მოეწყო, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება იყოს კომფორტული და სწრაფი. შშმ პირებისთვის კი ადაპატირებული ჩამოსასვლელები გაკეთდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, გზაგამყოფები, რომელიც მთლიანად ბეტონის ფილებით იყო გაკეთებული, გამწვანდა.
„ზოგადად, მიდგომა შევცვალეთ არამხოლოდ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, არამედ მთელი ქალაქის მასშტაბით. სადაც შესაძლებელია, გვინდა, მწვანე სივრცეები გავაკეთოთ. აღნიშნულ მონაკვეთზე, დაახლოებით, 200 ძირი ხე-მცენარე განთავსდა. ვფიქრობ, რომ ეს ორივე ქუჩა ძალიან ლამაზი გამოვიდა. ჩვენ ასეთი მიდგომები გვექნება ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტზე, რომელსაც სამომავლოდ განვახორციელებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
გარდა ამისა, მოეწყო ველობილიკი, რომელიც კოსტავა-შარტავას ქუჩებს გამჭოლი ქუჩებით აკავშირებს პეკინის გამზირთან; ტროტუარებზე განთავსდა მოსასვენებელი სკამები, ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრებისთვის მოსაცდელები.
დღესვე დასრულდა ქუჩების ორივე მხარეს ე.წ. „ბასლეინების“ დახაზვა, რაც საშუალებას მისცემს საზოგადოებრივი ტრანსპორტის იმ 150 000 მგზავრს, რომელიც ამ ქუჩებზე ყოველდღიურად გადადგილდება, შეუფერხებლად და კომფორტულად იმგზავრონ.
თბილისის მერიამ კოსტავასა და შარტავას ქუჩებზე „ბასლეინების“ ორივე მიმართულებით დახაზვის გადაწყვეტილება საერთაშორისო გამოცდილების მქონე ფრანგული კომპანიის, „სისტრას“ რეკომენდაციით მიიღო, რომელიც თბილისის ახალ სამარშრუტო სქემაზე მუშაობს. რეაბილიტირებულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობის ახალი სქემა ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა ბრიტანული კომპანიის, „მოტ მაკდონალდსის“ ექსპერტებთან ერთად შეიმუშავა.
რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები განახორციელეს თბილისის მერიის კონტრაქტორმა კომპანიებმა, „ბლექ სი გრუპმა“ და „ენ სი სიმ“. პროექტზე თბილისის მერიის ბიუჯეტიდან დაახლოებით 7 მილიონი ლარი დაიხარჯა.

Posted by: TramwayMan 21 Nov 2018, 16:06
user posted imageuser posted imageuser posted imageuser posted imageuser posted imageuser posted imageuser posted image
* * *
user posted imageuser posted imageuser posted imageuser posted image
* * *
user posted imageuser posted imageuser posted imageuser posted imageuser posted imageuser posted imageuser posted imageuser posted image

Posted by: ნიკა 21 Nov 2018, 16:34
ბულაჩაურის გზაჯვარედინის წესიერი ფოტო არ დაეს. თვითონაც ხვდებიან ალბათ რა სირობაც გააკეთეს

ამ ფოტოებშიც კი რამდენი დამრღვევი მძღოლია ნახეთ biggrin.gif

პ.ს. ამდენი ზებრა გადასასვლელით მერიამ თუ პატრულმა თუ მთავრობამ, ფაქტიურად აღიარა რომ ქვეთებთან ბრძოლა წააგო და ისინი ვერც მიწისქვეშა და ვერც გზის ზედა ხიდებიანი გადასასვლელებით სარგებლობას ვერ შეაჩვია.

Posted by: TramwayMan 21 Nov 2018, 16:54
ნიკა
QUOTE
პ.ს. ამდენი ზებრა გადასასვლელით მერიამ თუ პატრულმა თუ მთავრობამ, ფაქტიურად აღიარა რომ ქვეთებთან ბრძოლა წააგო და ისინი ვერც მიწისქვეშა და ვერც გზის ზედა ხიდებიანი გადასასვლელებით სარგებლობას ვერ შეაჩვია.

არა

ამით გააკეთეს ის რაც უნდა გაკეთებინათ რაც მოტ მაკდონლადმა და სისტრამ უთხრეს როგორც კეთდება ინფრასტრუქტურა თამაედროვე ქალაქებშ

მიწისქვეშა გადასასვლელებში და ხიზებზე მანქანებით იბობღეთ smile.gif

Posted by: ნიკა 21 Nov 2018, 16:57
TramwayMan
უბედურება იმაშია, რომ მაგ ზებრა გადასასვლელებითაც არ გადადის უმეტესობა (ფოტოებზეცაა დაფიქსირებული 3 დამრღვევი ქვეითი ველობილიკზე, რომლებიც ქუჩაზე გადასვლას აპირებენ უადგილო ადგილას biggrin.gif )

Posted by: TramwayMan 21 Nov 2018, 16:59
ნიკა
უბედურება კიდე იმაშIა რომ ფოტოებს თU დააკვირდები მანქანები დაპარკიგებულია, გაზონებზე, ტროტუარებზემ, ნახევრად ველობილიკებზე sad.gif

ასე რომ რაც ერი ის ბერი რაც ქვეითI ის მძღოლი.

Posted by: ნიკა 21 Nov 2018, 18:27
TramwayMan
პირველ ეგ მიწერია wink.gif


QUOTE
ამ ფოტოებშიც კი რამდენი დამრღვევი მძღოლია ნახეთ biggrin.gif


Posted by: toyota12345 21 Nov 2018, 18:57
რუსთავში ვიყავი გუშინ მთელი დღე, თბილისთან შედარებით კულტურა აქვთ ზებრაზე გადასვლის ქვეითებს და უმეტესობა ქვეითი ზებრაზე გადადიოდა. მძღოლებს რაც შეეხება უმეტესობა თმობდა.

Posted by: hadesnexus 21 Nov 2018, 21:12
toyota12345
მანქანების აბსოლუტური უმრავლესობა ატარებს ქვეითს, ქვეითი კი ყოველთვის არ გადადის ზებრაზე, იმიტომ რომ დიდი დაშორებაა ზებრებს შორის.
მეც უკვე ორჯერ დამაჯარიმა ქვეითად პარტრულმა, მაგრამ მაინც გადავდივარ, 300-400 მეტრი ზებრისთვის ბევრია როცა დიდი მოძრაობა არაა.

Posted by: toyota12345 21 Nov 2018, 21:19
hadesnexus

თბილისში თუ ვინმე კარგმა ადამიანმა არ შეანელა და არ გაატარა ქვეითები ძალიან დიდი ხანი დასჭირდება ქვეითს დგომა. როცა ერთი აჩერებს მერე სხვებიც აჩერებენ.

და საერთოდ ჩვენს ქვეყანაში კულტურის სერიოზული პრობლემაა ზებრაზე არ დათმობა, საცობში სიგნალი, მანქანიდან ბოთლის გადაგდება და ასე შემდეგ.......

Posted by: ნიკა 21 Nov 2018, 22:28
ბასლეინი თბილისში biggrin.gif
https://www.facebook.com/100008659782652/videos/2001556886809618/
"რა ვქნათ არჩევნების მოგება რო გვინდა სხვა რა გზაა უნდა მოვითმინოთ" - ფირქობს მთავრობა.

Posted by: hadesnexus 21 Nov 2018, 22:33
toyota12345
ზებრასთან დაკავშირებით საბედნიეროდ გამოსწორდა მდგომარეობა, ძველ პერიოდთან შედარება არაა, მაგრამ ნაგვის გადაყრა, ბორდიურზე პარკინგი და ა.შ. კვლავ დიდი პრობლემაა.
არადა ყველა ამ პრობლემის მოგვარება 1-2 თვეშია შესაძლებელი. 1-ააშენონ საპარკინგე შენობები, 2- ჯარიმები გახდეს მაღალი, მინიმუმ 300 ლარი, 3. მკაცრი კონტროლი და დაჯარიმება და მორჩა! 2 თვეში სანიმუშო მდგომარეობა იქნებოდა. მაგრამ ეს უნიათო მთავრობა ხომ საჭირო მაგრამ არაპოპულარული ნაბიჯის გადამდგმელი არასდიდებით არაა.

Posted by: Carver 21 Nov 2018, 22:49
QUOTE (ნიკა @ 21 Nov 2018, 22:28 )
ბასლეინი თბილისში biggrin.gif
https://www.facebook.com/100008659782652/videos/2001556886809618/
"რა ვქნათ არჩევნების მოგება რო გვინდა სხვა რა გზაა უნდა მოვითმინოთ" - ფირქობს მთავრობა.

ბულაჩაურზე იყო გეგმაში ბას ლეინი თუ "უცებ" მოიფიქრეს?


კოსტავაზე, რამდენიმე დღის წინ აღვნიშნე კიდეც, მეთქი რატომ აღარ აქვთ ბასებს ცალკე ზოლი..


მიწისზედა კაბელები/კომუნიკაციები მართლა ჩადეს მიწაში თუ დატოვეს აქა იქ, ანუ მთლინად კოსტავა-შარტავა "ობობის ქსელების" გარეშეა?

Posted by: otokarcobra 21 Nov 2018, 22:50
Carver
QUOTE
მიწისზედა კაბელები/კომუნიკაციები მართლა ჩადეს მიწაში თუ დატოვეს აქა იქ, ანუ მთლინად კოსტავა-შარტავა "ობობის ქსელების" გარეშეა?

კი მთლიანად ჩადეს და ყველაზე მეტად ეგ მიხარია.....ახალდაგებულ ქუჩებზე ეგრე შვებიან, შავი ზღვის ქუჩაც ზუსტად ეგრე გააკეთეს

Posted by: Carver 21 Nov 2018, 23:04
otokarcobra
QUOTE
ყველაზე მეტად ეგ მიხარია

+

უსახურ გარემოს/ფასადებს, კაბელების გარეშე ისეთი მოუწესრიგებელი ვიზუალი მაინც აღარ ექნება.. კარგია..

Posted by: brutal_88 22 Nov 2018, 03:03
QUOTE (ნიკა @ 21 Nov 2018, 16:34 )
ბულაჩაურის გზაჯვარედინის წესიერი ფოტო არ დაეს. თვითონაც ხვდებიან ალბათ რა სირობაც გააკეთეს

ამ ფოტოებშიც კი რამდენი დამრღვევი მძღოლია ნახეთ biggrin.gif

პ.ს. ამდენი ზებრა გადასასვლელით მერიამ თუ პატრულმა თუ მთავრობამ, ფაქტიურად აღიარა რომ ქვეთებთან ბრძოლა წააგო და ისინი ვერც მიწისქვეშა და ვერც გზის ზედა ხიდებიანი გადასასვლელებით სარგებლობას ვერ შეაჩვია.

იმედია მერია გონს მოეგო და ყველა მიწისქვეშა, თუ საფეხმავლო ხიდები გაუქმდება, მათ მაგივრად კი ცივილური საფეხმავლო ინფრასტრუქტურა გაკეთდება. ზებრები, შუქნიშნები, უსაფრთხოების კუნძულები და ა.შ.

Posted by: Foreign-Affairs 22 Nov 2018, 08:55
საბურთალოს ქუჩიდან მაღლივისაკენ მიმავალი ესტაკადა როდის მთავრდება საბოლოოდ?
ერთი თვის წინ რომ უნდა დაემთავრებინათ და ამ დრომდე დაუსრულებელი რომაა? დავიტანჯე რა.

Posted by: ZEUS 22 Nov 2018, 09:26
QUOTE (ნიკა @ 21 Nov 2018, 22:28 )
ბასლეინი თბილისში biggrin.gif
https://www.facebook.com/100008659782652/videos/2001556886809618/
"რა ვქნათ არჩევნების მოგება რო გვინდა სხვა რა გზაა უნდა მოვითმინოთ" - ფირქობს მთავრობა.

facepalm.gif პატრული არის 0. სრული 0. მარტო მოძრაობის მოწესრიგება დარცა მაგათ ფუნქციებში და იმასაც ვერ აკეთებენ წესიერად.

Posted by: Foreign-Affairs 22 Nov 2018, 10:49
დილით გავედი საბურთალოს ქუჩისაკენ და იპოდრომთან, იქ სადაც ესტაკადა კეთდება, გზა მთლიანადაა გადაკეტილი, რის გამოც საბურთალოს ქუჩა, ახალი გზა და ვაკე ძალიან გადაიტვირთა. აშკარაა გზის დაგებას აპირებენ ან უკვე აგებენ, მაგრამ ასეთ წვიმაში რამდენად დასაშვები და შესაძლებელია ეს?

Posted by: toyota12345 22 Nov 2018, 10:58
არჩევნებამდე კაცი არ მოკლა და არავინ არ შეგეხება ისე არის მიშვებული ქვეყანა.

სამაგიეროდ მერე ორმაგად ამოიღებენ.

Posted by: ნიკა 22 Nov 2018, 11:19
ZEUS
QUOTE
პატრული არის 0. სრული 0. მარტო მოძრაობის მოწესრიგება დარცა მაგათ ფუნქციებში და იმასაც ვერ აკეთებენ წესიერად.

ამას დავუმატოთ რომ არჩევნების მერე ფაქტიურად შეწყდა ვიდეოჯარიმების გამოქვეყნება პოლიციის საიტზე. ბოლო ჯარიმები 8 ნოემბერსაა გამოქვეყნებული ისიც თითო ოროლად.

ნუ ის უნდა აღვნიშნო რომ ვიდეოჯარიმებს ისვ ჩვეულებრივად წერენ. ორ თანამშრომელს დაუწერეს ამ პერიოდში.

Posted by: MANMUS 22 Nov 2018, 17:07
facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif
user posted image
“ბასლაინებზე” ავტომობილები დააპარკინგეს

Posted by: mywebber 22 Nov 2018, 17:24


აქაც იყოს ვიდეო

Posted by: ნიკა 22 Nov 2018, 17:49
გუშინ დავდე რამოდენიმე პოსტით ზევით მაგ ვიდეოს ორიგინალი wink.gif
https://forum.ge/?showtopic=34975300&view=findpost&p=53815940

Posted by: Foreign-Affairs 22 Nov 2018, 20:33
გავიარე საბურთალოს ქუჩაზე და ესტაკადაც მზადაა და მის ქვემოთ არსებული გზაც.
სავარაუდოდ ხვალ ან შაბათ-კვირას გახსნიან.


Posted by: ZEUS 22 Nov 2018, 22:52
QUOTE (ნიკა @ 22 Nov 2018, 11:19 )
ZEUS
QUOTE
პატრული არის 0. სრული 0. მარტო მოძრაობის მოწესრიგება დარცა მაგათ ფუნქციებში და იმასაც ვერ აკეთებენ წესიერად.

ამას დავუმატოთ რომ არჩევნების მერე ფაქტიურად შეწყდა ვიდეოჯარიმების გამოქვეყნება პოლიციის საიტზე. ბოლო ჯარიმები 8 ნოემბერსაა გამოქვეყნებული ისიც თითო ოროლად.

ნუ ის უნდა აღვნიშნო რომ ვიდეოჯარიმებს ისვ ჩვეულებრივად წერენ. ორ თანამშრომელს დაუწერეს ამ პერიოდში.

აბა რა პონტში არ აქვეყნებენ? თუ წერენ, მერე ერთიანად გამოაქვეყნებენ?

Posted by: Kublicha 22 Nov 2018, 22:58
ნიკა
QUOTE
ბულაჩაურის გზაჯვარედინის წესიერი ფოტო არ დაეს. თვითონაც ხვდებიან ალბათ რა სირობაც გააკეთეს

დაჟე პატიოსანი მძღოლებისთვისაც კი ხაფანგია. 99%ით დარწმუნებული ვარ, მაგალითად დედაჩემი აუცილებლად დაჯარიმდება მანდ. თან უწევს სიარული მაგ მიმართულებით.
დღეს გავიარე და ვერ ხვდებიან რომ იმ შუა ზოლშ რატოა ყვითელი ხაზები და ჩვეულებრივად დგებიან. ნუ შეხედულებისამებრ, ზოგი შარტავაზე აგრძელებს, ზოგი ბულაჩაურზე. biggrin.gif

ვერ ვხვდები, რატომ არ შეიძლებოდა ბოლომდე უკიდურეს მარჯვენა ზოლში ეტარებინათ ავტობუსი და უშუალოდ ბულაჩაურის გზაჯვარედინზე, შუქნიშNის ცაკლე ფაზით გაეყვანათ ბულაჩაურისკენ. gps-bus შუქნიშანიც შეიძლებოდა

რაც შეეხება დანარჩენ მონაკვეთებს ბასლეინის, დღეს მოვხვდი თანაც გაჭედილ დროს (6საათზე) და ფაქტობრივად არავინ არღვევდა . ბულაჩაურზე შესვლისას კი დგებოდა , მაგრამ ხვდებოდნენ და შეძლებისდაგვარად მალევე გადმიდიოდნენნ მარცხნივ


კაროჩე 5იანი +ით კალაძეს. ბრავო. ყოველგვარი სარკაზმის და ხუმრობის გარეშე ვამბობ. მაინც ევროპაში ცხოვრების გამოცდილება თავისას შვება

Posted by: ნიკა 23 Nov 2018, 10:18
Kublicha
თვითონ ბულაჩაურზე რა ხდებოდა ბასლეინზე? ისევ პარკინგადაა ქცეული?

Posted by: Kublicha 23 Nov 2018, 14:52
ნიკა
QUOTE
თვითონ ბულაჩაურზე რა ხდებოდა ბასლეინზე? ისევ პარკინგადაა ქცეული?

არც არავინ იდგა და არც არავინ მოძრაობდა. ეტყობა კაი მსუყე ჯარიმები დარიგდა

Posted by: Sultan-A 23 Nov 2018, 18:49
კახა კალაძემ ცინცაძე-კარტოზიას ესტაკადა გახსნა
https://imedinews.ge/ge/ekonomika/86699/kakha-kaladzem-tsintsadzekartozias-estakada-gakhsna

Posted by: ივანიჩ 23 Nov 2018, 19:34
ამასაც მიუვა ნეტა? user posted image

Posted by: Kublicha 23 Nov 2018, 21:49
ივანიჩ
QUOTE
ამასაც მიუვა ნეტა?

თუ ცხაურში ციმციმები უყენია აქვს უფლება ბასლეინში მოძრაობის. სამაშველოს მანქანაა როგორც ვხვდები.
QUOTE
კახა კალაძემ ცინცაძე-კარტოზიას ესტაკადა გახსნა

ერთის მხრივ multi modal street-ს აკეთებდე და მეორეს მხრივ ამას, ცოტა არ ჯდება ლოგიკაში

Posted by: ნიკა 23 Nov 2018, 21:51
QUOTE
ერთის მხრივ multi modal street-ს აკეთებდე და მეორეს მხრივ ამას, ცოტა არ ჯდება ლოგიკაში

biggrin.gif

ოსმ-ზე დავიტანე მაგ ვიდეოს დრონის კადრების მიხედვით. სატელიტურები რომ დაიდება მაგ ესტაკადის, მერე ჩასწორდება უკვე ზუსტად.

ნეტა ასე გავლის მსურველებზე სპეციალურად გათვალეს? biggrin.gif

user posted image

Posted by: Kublicha 23 Nov 2018, 21:59
QUOTE
ნეტა ასე გავლის მსურველებზე სპეციალურად გათვალეს?

სავარაუდოდ ფიშკებს ჩაარჭობენ და ვეღარ გაივლი.
და რატომ უნდა მოგინდეს? ესტაკადა რისთვისაა?

Posted by: ნიკა 23 Nov 2018, 22:14
Kublicha
QUOTE
და რატომ უნდა მოგინდეს? ესტაკადა რისთვისაა?

წარმოიდგინე რამდენს დაავიწყდება მანდ ასვლა და მერე მოუნდება biggrin.gif
აბა გვირაბთან რომ წრეა იქ ხომ არ წავა მოსატრიალებლად ქართველი ვაშკაცი.

Posted by: TramwayMan 23 Nov 2018, 22:48
მორიგი მავნებლური პროექტი.
ტაში დაუკარით შილაკაძის ამ 80 წლის საბჭოთა გადმონაშთის მორიგ ნახელავს.

Posted by: ნიკა 23 Nov 2018, 23:02
TramwayMan
ესაა?
http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00008784/

Posted by: TramwayMan 23 Nov 2018, 23:17
ნიკა
გახლავთ, ვერეს ხეობის საოცარი უპროექტო გზადა გზა ნაპროექტები სიმახინჯეც მაგისი ნახელავია.
თბილისი მოუშOრებელი ჭირია ეგ კაცი და მაგისი საქგზამეცნიერება.

Posted by: Kublicha 23 Nov 2018, 23:47
TramwayMan
აღარ მახსოვს, ან შილაკაძე ლაპარაკობდა ან გიგა ბათიაშვილი სანაპიროების გაცამლხრივებაზე, აპროტესტებდა ლაგუნას ესტაკადებს და ამბობდა მაგ ესტაკადების ნაცვლად ერთი ხიდი უნდა აშენებულიყო მტკვარზე, ეხლა კი ძაან გაფუჭდა გაცალმხრივების პერსპექტივაო.
ამ განცხადების გამო პატივს ვცემ, თუ შილაკაძეა.

მაგრამ ალბათ ბათიაშვილი იყო, ლაგუნას ესტაკადებიც შილაკაძის დაპროექტებული იქნება და თავის პროექტს ხო არ გალანძღავდა

Posted by: Carver 24 Nov 2018, 00:57
QUOTE
ლაგუნას ესტაკადებიც

რეალურად კეთდება ლაგუნას ნაწილი თუ უბრალოდ რენდერია?

Posted by: Kublicha 24 Nov 2018, 01:38
Carver
QUOTE
რეალურად კეთდება ლაგუნას ნაწილი თუ უბრალოდ რენდერია?

გაკეთდა 6 წლის წინ სამწუხაროდ.

Posted by: TramwayMan 24 Nov 2018, 06:03
Kublicha
შილაკაძეც და ბათიაშვილიც კოშმარები არიან. ბათიაშვილს მაგ ვაი არქიტექტორსაც არ აკლია სულელური იდეები თან ამ ბოლო დროს სიბერეში.

Posted by: ნიკა 24 Nov 2018, 12:36
მე არ მომისმენია ახლა მითხრა თანამშრომელმა: კალაძემ, შემდეგი თამარაშვილის ესტაკადა იქნებაო.

Posted by: Tocadero 24 Nov 2018, 12:58
გახსნეს იპოდრომთან გადასასელი მანქანები გამოდიოდნენ. მართალია ჯერ ცოტა მაგრამ გამოდიოდნენ
* * *
ნიკა

თამარაშვილის ესტაკადა სრული რეგვენობა იქნება რადან მაგაზე გადასული მანქანები 200 მეტრში სხვაგან დაეცობიან.

რა აზრი აქვს???

ამ სოფლელებმა ვერ შეიგნეს რომ ქალალქს ესტაკადები და ბეტონის ჯუნგლები არ სჭირდება

Posted by: ნიკა 24 Nov 2018, 17:44
დღეს გავიკატავე. შესრულების ხარისხი კარგი ჩანს. წვიმაში წყალი არსად არ იდგანა ახალ ადგილებში (ძველსი იდგა)

Posted by: Tocadero 24 Nov 2018, 19:08
ნიკა

მე უარესს გეტყვი მოედანი პენტაგონთან ანუ ზაკვოსთან შემოსაზღვრეს ჯებირებით

ეხლა მანდ მშენებლობა თუ დაიწყეს მერე ნახე პიზდეცები

Posted by: ნიკა 24 Nov 2018, 20:10
Tocadero
QUOTE
მე უარესს გეტყვი მოედანი პენტაგონთან ანუ ზაკვოსთან შემოსაზღვრეს ჯებირებით

ეხლა მანდ მშენებლობა თუ დაიწყეს მერე ნახე პიზდეცები

tas.ge-ზე მხოლოდ დემონტაჟის ნებართვაა. თუმცა 3 წელია უკვე ვადაც გაუვიდა მაგ ნებართვას.

Posted by: Snow93 24 Nov 2018, 22:08
კარგია ეგ ახალი ესტაკადა , თვალს უხარია, გულსაც... მაგრამ შედეგი ვიცით რაც იქნება საბოლოოდ biggrin.gif

Posted by: Tocadero 25 Nov 2018, 00:40
Snow93

ორშაბათს დაიდება შედეგი

ცუდი ისაა რომ მაღლივიდან იპოდრომისკენ შემავალი ნაკადი საერთოდ გადაკეტეს

ანუ რკინებია ჩალაგებული

ასევე მთელს მოედანზე

მანდ ორშაბათს საცობი იქნება იმის დედაც ჯეკ

არ გავს ზაკვოს დემონტაჟს

მემგონი ახალ ესტაკადას იწყებენ

და საახალწლოდ იმენა დააკასტრირებენ საბურთალოს საცობებით

ხალხი გოჭის საყდლათ მეტროთი ივლის ალბათ smile.gif))))))))))))))))))))))

Posted by: PAINKILLER 25 Nov 2018, 01:13
QUOTE
მემგონი ახალ ესტაკადას იწყებენ


Tocadero

სავარაუდოდ მასეა, თუმცა არ ვიცი რამდენად სჭირდება მაგ ადგილს ესტაკადა

Posted by: Snow93 25 Nov 2018, 01:15
Tocadero
არაფერია გამორიცხული...
PAINKILLER
აღარცერთ ადგილს აღარ სჭირდება უკვე ესტაკადა მაგრამ არავინ ფიქრობს საზ. ტრანსპორტის განვითარებაზე

Posted by: n-i-c-k 25 Nov 2018, 15:35
ნიშნები არ უნდა ეკიდოს რა მარშუტიდან სად მოხვდები ??
ვინც უცხოა საიდან გაიგოს მაგალითად უნივერსიტეტის ქუჩაზე როგორ მოხვდეს ??

მერე ამ მარშუტით მოუწევს ზოგს მოძრაობა biggrin.gif biggrin.gif
user posted image

და კიდევ ერთი ... ამ ტროტუარებს რომ აფართოვებენ იქ სადაც ისედაც საკმარისია ... მაგალითად ჩიქოვანის ქუჩაზე ... ერთ რიგად იქ მანქანები იდგა და ორი რიგი ერთმანეთის საწინააღმდეგოდ მოძრაობდა .. დღეს დავინახე ტროტუარს აფართოვებდნენ მანქანის სავალის ხარჯზე ... ანუ პარკინგი შეუძლებელი გახდება ამ მონაკვეთში და მანქანები სად უნდა დააპარკინგონ ??



Posted by: Snow93 25 Nov 2018, 16:01
n-i-c-k
დადგამენ ალბათ ცოტა მერე, იდგა მაქამდე ჩვეულებრივად

Posted by: vatman 25 Nov 2018, 17:24
n-i-c-k
QUOTE
ნიშნები არ უნდა ეკიდოს რა მარშუტიდან სად მოხვდები ??
ვინც უცხოა საიდან გაიგოს მაგალითად უნივერსიტეტის ქუჩაზე როგორ მოხვდეს ??

მერე ამ მარშუტით მოუწევს ზოგს მოძრაობა 

სავარაუდოდ ფიშკებს ჩაარჭობენ დახაზვის შემდეგ

QUOTE
მემგონი ახალ ესტაკადას იწყებენ

და ტენდერი რამე იყო მაგაზე საერთოდ?

Posted by: Tocadero 25 Nov 2018, 17:51
vatman

კახიმ თქვა დახაზვა ცოტა მერე მოხდება

ასვალტის დაგებიდან რარაც დრო უნდა გავიდეს და მერე დაიხაზოსო.

ეტყობ რაღაც წესია ასეთი


Posted by: JSB14BSJ 25 Nov 2018, 22:07
მუხიანში, გობრონიძის ბოლოში რო რაღაც დედიმაგათისას თხრიან უკვე 120 თვეა, მორჩნენ თუ ისევ ისეა?

Posted by: vatman 26 Nov 2018, 00:02
JSB14BSJ
QUOTE
მუხიანში, გობრონიძის ბოლოში რო რაღაც დედიმაგათისას თხრიან უკვე 120 თვეა, მორჩნენ თუ ისევ ისეა?

ისევ ისეა
Tocadero
და ფიშკები დახაზვამდე არამგონია რო ჩაარჭონ


საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო რამდენიმე ქუჩა გადაიკეტება

საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, 25 ნოემბერს, 00:00 საათიდან 07:00 საათამდე წერეთლის გამზირი, გიორგი ცაბაძის ქუჩიდან - დავით ბაქრაძის ქუჩამდე გადაიკეტება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.
სამონტაჟო სამუშაოები აღნიშნულ ტერიტორიაზე, იმავე საათებში, 26 ნოემბერსაც განხორციელდება. სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს. თბილისის მერია მოქალაქეებს შეფერხებისთვის ბოდიშს უხდის.

https://www.interpressnews.ge/ka/article/522585-saaxalclo-iluminaciebis-montazhis-gamo-ramdenime-kucha-gadaiketeba

Posted by: Promes 26 Nov 2018, 01:02
გელოვანზე რატო დაიკიდეს ის ხიდი.. სოფლის მეურნეობის სამინისტროსთანაც არაა საჭირო ის შუქნიშანი ქვეითებისთვის რო.გააკეთეს, ხიდი უნდა მაგ ადგილს..

Posted by: ნიკა 26 Nov 2018, 11:04
გუშინ 3-4 მუშა ჩიჩქნიდა რაღაცას ვაშლიჯვრის ესტაკადაზე. ასეთი ტემპით მომავალ ათწლეულში უნდა მორჩნენ წესით.

Posted by: MEGA 26 Nov 2018, 11:09
სანაპიროზე, დიდუბიდან ფეიქრებისკენ მოსაბრუნებელი დაკეტილია სანამ ბოლომდე არ მიხვალ, რა მიზეზით დაკეტეს საინტერესოა, რობაქიძეს აწვებოდა და ფეიქრებით ფიქრობენ გაშვებას?

Posted by: Snow93 26 Nov 2018, 11:20
MEGA
მაგას განვიხილავდით ადრე... იდეაში საავარიო სიტუაციის ასარიდებლად, მაგრამ არცთუ ისე საშიში იყო მანდ უკვე მოტრიალება, მორიგი იდიოტური საქციელი facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif

Posted by: mywebber 26 Nov 2018, 11:44
მოკლედ კარგია ცინცაძე-კარტოზიას ეტაკადი. კარგად ატარებს ნაკადს. პროსტა ერთი პრობლემაა. როცა ასათიანის ქუჩიდან ვაჟას კვეთავენ, ქვემოდან მომავალი მანქანები მარცხნივ უხვევენ რა დროსაც ელოდებიან შემხვედრი ზოლის გათავისუფლებას და პიკისაათში უფრო გაართულებს მაგ მონაკვეთზე მოძრაობას. ან შუქნიშანი უნდა დაარეგულირონ ან მარცხნივ მოხვევა უნდა აიკრძალოს.

Posted by: PAINKILLER 26 Nov 2018, 11:51
QUOTE (MEGA @ 26 Nov 2018, 11:09 )
სანაპიროზე, დიდუბიდან ფეიქრებისკენ მოსაბრუნებელი დაკეტილია სანამ ბოლომდე არ მიხვალ, რა მიზეზით დაკეტეს საინტერესოა, რობაქიძეს აწვებოდა და ფეიქრებით ფიქრობენ გაშვებას?

რობაქიძეს აწვებოდა თუ არა არ ვიცი მაგრამ გადაკეტვის გამო ფეიქრების ქუჩა კიდევ ორმაგად დაიტვირთა, ისედაც საშინელი საცობები იყო პიკის საათებში...







Posted by: Kublicha 26 Nov 2018, 13:29
PAINKILLER
QUOTE
ფეიქრების ქუჩა კიდევ ორმაგად დაიტვირთა, ისედაც საშინელი საცობები იყო პიკის საათებში...

დაიტვირთებოდა აბა რას იზამდა, ისე თუ მარტო გლდანის ნაკადი დადიოდა, ასე დიდი დიღომიც შეემატა

Posted by: da_to 26 Nov 2018, 13:54
QUOTE
ასე დიდი დიღომიც შეემატა


21:00 ამდე ჯობს ისევ ორმაგი გზა გაიარო, ვიდრე ფეიქრების საცობში ჩადგე biggrin.gif ყოველ გავლაზე ვიხსენიებ (დარწმულებული ვარ არა მარტო მე) მოსახვევების გამუქმებელს ...

Posted by: PAINKILLER 26 Nov 2018, 14:45
QUOTE (Kublicha @ 26 Nov 2018, 13:29 )
PAINKILLER
QUOTE
ფეიქრების ქუჩა კიდევ ორმაგად დაიტვირთა, ისედაც საშინელი საცობები იყო პიკის საათებში...

დაიტვირთებოდა აბა რას იზამდა, ისე თუ მარტო გლდანის ნაკადი დადიოდა, ასე დიდი დიღომიც შეემატა

ხოდა მერე როდის აპირებენ ახალი მაგისტრალის გაკეთებას მაგ მიმართულებით?? გლდანი-მუხიანი თითქმის მოწყვეტილია ქალაქს მაგ საცობების გამო, რკინიგზის გადატანის პროექტი ჩაიფუშა, მაგის ადგილზე ვერ კეთდება მაგისტრალი და სადმე სხვაგან მაინც გააკეთონ, თუნდაც იგივე ფეიქრების ქუჩა გააფართოვონ და ჩქაროსნული გააკეთონ (ის რაღაც დაშლილები და საწყობებიც მოაშორონ მანდედან)

Posted by: Kublicha 26 Nov 2018, 14:48
PAINKILLER
რაც მეტად გააფართოებენ, მით მეტად გაიჭედება.

Posted by: PAINKILLER 26 Nov 2018, 15:49
QUOTE (Kublicha @ 26 Nov 2018, 14:48 )
PAINKILLER
რაც მეტად გააფართოებენ, მით მეტად გაიჭედება.

ეგ რა პონტია, ლაუაზიეს კანონია? biggrin.gif




გაცალმხრივება უნდა მაგასაც, როგორც ქსნის ქუჩას (სანაპიროზე), სხვანაირად რა თქმა უნდა გაიჭედება ისევ





შეშელიძის ქუჩაც ვეღარ იტევს გაზრდილ ნაკადს, სარაჯიშვილის ხიდიდან გლდანის მეტრომდე ეგეც უნდა გაგანიერდეს, მუხიანის გადასახვევთანაც ერთი დამატებითი დამოუკიდებელი ზოლი არის საჭირო, და რაც მთავარია გლდანის მეტროსთან ფეხით მოსიარულეები თუ არ მოარჯულეს არაფერი ეშველება მაგ ადგილს, 2-მეტრიანი ჯებირები და შუქნიშნიანი ზებრა უნდა გაკეთდეს, რომ ხალხი მხოლოდ ერთ ადგილას გადავიდეს და მხოლოდ დროის კონკრეტულ მონაკვეთში, და არა ისე როგორც ახლაა, ვისაც უნდა სადაც უნდა როდისაც უნდა და როგორც უნდა ისე გადადის-გადმოდის...

Posted by: Kublicha 26 Nov 2018, 16:05
PAINKILLER
რაც უფრო მეტად განტვირთავ კონკრეტულ კვანძებს, მით მეტი ადამიანი ივლის მანქანანით, ანუ მით მეტი მანქანა ივლის ქალაქში (გადაადგილებების რაოდენობას ვგულისხმობ და არა თვითონ მანქანის, როგორს ქონების რაოდენობას)
შესაბამისად მთლიანობაში ქალაქი უფრო მეტად დაიტვირთება და მთლიანობაში A პუნქტიდან B პუნქტამდე გადაადგილების დრო გაიზრდება, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ფეიქრებზე საცობი აღარ იყოს.

საცობი კი არ უნდა განტვირთო, საცობი უნდა შეავიწროვო და დატოვო დერეფნები საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის და ემერჯენსი მანქანებისთვის.


Posted by: vatman 26 Nov 2018, 16:07
da_to
QUOTE
ყოველ გავლაზე ვიხსენიებ (დარწმულებული ვარ არა მარტო მე) მოსახვევების გამუქმებელს ...

მე სუბიექტურად მომწონს biggrin.gif
ფეიქრებიდან რო მოვდივარ, ეხლა დიდუბის ხიდამდე იმაზე აღარ ვფიქრობ რო ვინმე მარცხნიდან გამოხტება

ობიექტურად კი ფეიქრები გაჭედეს....

Posted by: PAINKILLER 26 Nov 2018, 16:18
QUOTE
რაც უფრო მეტად განტვირთავ კონკრეტულ კვანძებს, მით მეტი ადამიანი ივლის მანქანანით, ანუ მით მეტი მანქანა ივლის ქალაქში (გადაადგილებების რაოდენობას ვგულისხმობ და არა თვითონ მანქანის, როგორს ქონების რაოდენობას)
შესაბამისად მთლიანობაში ქალაქი უფრო მეტად დაიტვირთება და მთლიანობაში A პუნქტიდან B პუნქტამდე გადაადგილების დრო გაიზრდება, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ფეიქრებზე საცობი აღარ იყოს.

Kublicha


რა უცნაური თეორიები გაქვს, საიდან იგონებ? biggrin.gif

QUOTE
საცობი კი არ უნდა განტვირთო, საცობი უნდა შეავიწროვო და დატოვო დერეფნები საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის და ემერჯენსი მანქანებისთვის.


ბიჯო ვინ ამბობს რომ საზ.ტრანსპორტისთვის არ უნდა იყოს ცალკე ზოლები, მე სხვა რამეზე ვსაუბრობ საერთოდ



Posted by: Kublicha 26 Nov 2018, 16:38
PAINKILLER
QUOTE
რა უცნაური თეორიები გაქვს, საიდან იგონებ?

რატომღაც მთელი ცივილიზებული სამყაროც (ევროპა, სამხ კორეა, იაპონია) ეგრე ფიქრობს. ერთადერთი კონტრმაგალით არის აშშ გარდა ნიუ იორკის შტატისა.
QUOTE
ბიჯო ვინ ამბობს რომ საზ.ტრანსპორტისთვის არ უნდა იყოს ცალკე ზოლები, მე სხვა რამეზე ვსაუბრობ საერთოდ

გასაგებია, რომ არ გამოგვაყრის ავტობუსის და ტრამვაის ზოლებიც იყოს და თან დიდი გზები და ხიდები, მაგრამ როცა გაღლეტილი ქვეყანა ხარ ყველაფრის ფული არ გაქვს, არჩევანი სწოერდ უნდაგააკეთო.

მე ძაან რადიკალიზაციასაც არ ვემხრობი, ყველაფერში ზომიერებაა საჭირო.
არ ვამბობ განზრახ შევავიწროვოთ გზები, რათა მეტი ადამიანი ვაიძულოთ მანქანა სახლში დატოვოსთქო. გონიერების ფარგლებში, შევავიწრივოდ მხოლოდ იქ, სადაც არსებითი და საგრძნობი ეფექტი ექნება ავტობუსების გრაფიკისთვის.
მაგალითად ახლად გარემონტებულ ლეხ კაჩინსკის ქუჩაზე (ყოფილი შავი ზღვის) ბასლეინი არ დაიხაზა და ძაანაც სწორედ მოიქცნენ რადგან დადის 1 ცალი 37 ნომერი ავტობუსი, რომელიც დიდი სტრატეგიული გადამყვანი არაა. და თან არც ისეთი გაჭედილი ქუჩაა, რომ რამე ეფექტი მისცეს მაგ ავტობუსს.

სამაგიეროდ უნდა დაიხაზოს აუცილებლად თამარ მეფეზე, რომელიც კიდევ უფრო გაიჭედება ავტომანქანებისთვის, მაგრამ iდარდი, ავტობუსებისთვის გავლის დრო არსებითად შეიცვლება.


კაი შორს წავედი მსჯელობის საგნიდან. უბრალოდ მარტივად, მატერიალურად შევაფასოთ: ერთი 100 მეტრიანი ესტაკადა ფინანსურად ნიშნავს რომ უარს ვამვობთ 20-30 ავტობუსის ყიდვაზე. ფეიქრების გაფართოება ხო ბევრად ძვირი დაჯდება, აღარაფერს ვამბობ ჩქაროსნულ მაგისტრალზე რკინიგზის ადგილას ან სხვაგან.

რა უფრო სჭირდება ქალაქს? მაგალითად ცინცაძის ესტაკადა, თუ 20 ცალი 12მეტრიანი ავტობუსი?
მითუმეტეს, რომ ფინანსურის გარდა სხვა უერთიერთკავშირებიც აქვს ამ პროექტებს


კიდევ ერთხელ ვამბობ, არ ვარ რადიკალიზაციის მომხრე და არ ვამბობ მთლიანად ტრანსპორტზე გადასვლა უნდა დავისახოთთქო.
მარტო ზოლები და ავტოპარკი არაა, ქალაქის ცხოვრების ყველა კომპონენტი შესაცვლელია, ბოლოს და ბოლოს ვცხოვრობთ ქალაქში,სადაც 3 სუპერპარკეტია სადაც ბოსტნეულის ყიდვა შეიძლება. ვერ გადაიყვან ამ ქალაქს ტრანსპორტის ქალაქად და ვერ გახდება მადრიდი და ჰამბურგი.
მაგრამ ზომიერები ფარგლებში უნდა ნელ-ნელა შევიცვალოთ

Posted by: ნიკა 26 Nov 2018, 16:55
თამარაშვილზე ყველაფერი მშვიდადაა. არც დაგრევას უპირებენ რამეს და არც რაიმეს აშენება იწყება ჯერ. ჩვეულებრივად მძრაობენ უნივერიდან იპოდრომისკენ მანქანები.

Posted by: PAINKILLER 26 Nov 2018, 17:22
QUOTE (Kublicha @ 26 Nov 2018, 16:38 )
PAINKILLER
QUOTE
რა უცნაური თეორიები გაქვს, საიდან იგონებ?

რატომღაც მთელი ცივილიზებული სამყაროც (ევროპა, სამხ კორეა, იაპონია) ეგრე ფიქრობს. ერთადერთი კონტრმაგალით არის აშშ გარდა ნიუ იორკის შტატისა.
QUOTE
ბიჯო ვინ ამბობს რომ საზ.ტრანსპორტისთვის არ უნდა იყოს ცალკე ზოლები, მე სხვა რამეზე ვსაუბრობ საერთოდ

გასაგებია, რომ არ გამოგვაყრის ავტობუსის და ტრამვაის ზოლებიც იყოს და თან დიდი გზები და ხიდები, მაგრამ როცა გაღლეტილი ქვეყანა ხარ ყველაფრის ფული არ გაქვს, არჩევანი სწოერდ უნდაგააკეთო.

მე ძაან რადიკალიზაციასაც არ ვემხრობი, ყველაფერში ზომიერებაა საჭირო.
არ ვამბობ განზრახ შევავიწროვოთ გზები, რათა მეტი ადამიანი ვაიძულოთ მანქანა სახლში დატოვოსთქო. გონიერების ფარგლებში, შევავიწრივოდ მხოლოდ იქ, სადაც არსებითი და საგრძნობი ეფექტი ექნება ავტობუსების გრაფიკისთვის.
მაგალითად ახლად გარემონტებულ ლეხ კაჩინსკის ქუჩაზე (ყოფილი შავი ზღვის) ბასლეინი არ დაიხაზა და ძაანაც სწორედ მოიქცნენ რადგან დადის 1 ცალი 37 ნომერი ავტობუსი, რომელიც დიდი სტრატეგიული გადამყვანი არაა. და თან არც ისეთი გაჭედილი ქუჩაა, რომ რამე ეფექტი მისცეს მაგ ავტობუსს.

სამაგიეროდ უნდა დაიხაზოს აუცილებლად თამარ მეფეზე, რომელიც კიდევ უფრო გაიჭედება ავტომანქანებისთვის, მაგრამ iდარდი, ავტობუსებისთვის გავლის დრო არსებითად შეიცვლება.


კაი შორს წავედი მსჯელობის საგნიდან. უბრალოდ მარტივად, მატერიალურად შევაფასოთ: ერთი 100 მეტრიანი ესტაკადა ფინანსურად ნიშნავს რომ უარს ვამვობთ 20-30 ავტობუსის ყიდვაზე. ფეიქრების გაფართოება ხო ბევრად ძვირი დაჯდება, აღარაფერს ვამბობ ჩქაროსნულ მაგისტრალზე რკინიგზის ადგილას ან სხვაგან.

რა უფრო სჭირდება ქალაქს? მაგალითად ცინცაძის ესტაკადა, თუ 20 ცალი 12მეტრიანი ავტობუსი?
მითუმეტეს, რომ ფინანსურის გარდა სხვა უერთიერთკავშირებიც აქვს ამ პროექტებს


კიდევ ერთხელ ვამბობ, არ ვარ რადიკალიზაციის მომხრე და არ ვამბობ მთლიანად ტრანსპორტზე გადასვლა უნდა დავისახოთთქო.
მარტო ზოლები და ავტოპარკი არაა, ქალაქის ცხოვრების ყველა კომპონენტი შესაცვლელია, ბოლოს და ბოლოს ვცხოვრობთ ქალაქში,სადაც 3 სუპერპარკეტია სადაც ბოსტნეულის ყიდვა შეიძლება. ვერ გადაიყვან ამ ქალაქს ტრანსპორტის ქალაქად და ვერ გახდება მადრიდი და ჰამბურგი.
მაგრამ ზომიერები ფარგლებში უნდა ნელ-ნელა შევიცვალოთ

ამდენის წერას გეთქვა რომ საზ.ტრანსპორტის განვითარება უნდა იყოს პრიორიტეტული და ამაში 100%-ით გეთანხმები


მაგრამ თბილისის მაგისტრალურ და არც ისე მაგისტრალურ გზებს კატასტროფულად არ ჰყოფნის გამტარობა, და ბასლაინები ძირითადად პროსპექტებზე კეთდება იქ სადაც ხალხიც მოძრაობს, მაგისტრალებზე ხალხი არ მოძრაობს, არც ბასლაინია საჭირო, არამედ გამტარობა სჭირდება საკმარისი რომ მუდმივად საცობი არ იყოს


ფეიქრებზე ბასლაინს არანაირი აზრი არ აქვს, მაგაში კი დამეთანხმები, ამიტომ საჭიროა ცალმხრივი მოძრაობის განიერი მაგისტრალი, როგორც მარშალ-გელოვანი, აღმაშენებლის ხეივანი და აეროპორტის გზაა

Posted by: 088 26 Nov 2018, 18:26
ვაშლიჯვარში რატომ შეჩერდა მშენებლობა, ფაქტიურად არაფერი ხდება ბოლო პერიოდში

Posted by: ივანიჩ 26 Nov 2018, 18:43
QUOTE
და რაც მთავარია გლდანის მეტროსთან ფეხით მოსიარულეები თუ არ მოარჯულეს არაფერი ეშველება მაგ ადგილს,

დიახ!
ზუსტად!
კულტურა და შეგნება სჭირდება ყველაფერს.
განსაკუთრებით ქუჩაზე გადასვლას.
დროა მიხვდნენ რომ სოფელში და ორღობეში (და თვითონაც ბატები) არ არიან

Posted by: ZEUS 27 Nov 2018, 00:38
რობაქიძეზე ბასლაინი დახაზეს დიდუბისკენ. უბრალოდ ისეთი ვიწრო მეჩვენა, მანდ მანკს ავტობუსმა როგორ უნდა გაიაროს, საინტერესოა. შეიძლება მე მომეჩვენა. შესაბამისად, მანდაც აღარ არსებობს პარკინგი ჩათვალე.

Posted by: hadesnexus 27 Nov 2018, 00:45
QUOTE (ZEUS @ 27 Nov 2018, 00:38 )
რობაქიძეზე ბასლაინი დახაზეს დიდუბისკენ. უბრალოდ ისეთი ვიწრო მეჩვენა, მანდ მანკს ავტობუსმა როგორ უნდა გაიაროს, საინტერესოა. შეიძლება მე მომეჩვენა. შესაბამისად, მანდაც აღარ არსებობს პარკინგი ჩათვალე.

დღეს შუადღეზე 3 საათზე ხაზავდნენ და ტვინი ხომ უნდა დაეყოლებინათ რომ შუადღეს არ დაეხაზათ, პიკის საათში. თუ რამეს აკეთებენ, ხომ უკუღმა უნდა გააკეთონ ყველაფერი.

Posted by: TramwayMan 27 Nov 2018, 00:59
QUOTE (ZEUS @ 27 Nov 2018, 00:38 )
რობაქიძეზე ბასლაინი დახაზეს დიდუბისკენ. უბრალოდ ისეთი ვიწრო მეჩვენა, მანდ მანკს ავტობუსმა როგორ უნდა გაიაროს, საინტერესოა. შეიძლება მე მომეჩვენა. შესაბამისად, მანდაც აღარ არსებობს პარკინგი ჩათვალე.

მანებიც და დიდი ბოგდანებიც სტანდარტული სიგანისაა 2.50

ბასლეინებიც შესაბამისი ხაზება მინიმუმ 3 მეტრიანებია.

Posted by: vatman 27 Nov 2018, 10:22
ZEUS
QUOTE
რობაქიძეზე ბასლაინი დახაზეს დიდუბისკენ. უბრალოდ ისეთი ვიწრო მეჩვენა, მანდ მანკს ავტობუსმა როგორ უნდა გაიაროს, საინტერესოა. შეიძლება მე მომეჩვენა. შესაბამისად, მანდაც აღარ არსებობს პარკინგი ჩათვალე.

ძალიანაც კარგი smile.gif
ეხლა მარშალ გელოვანზეც რო დახაზონ ავტობუსის ზოლი საერთოდ მშვენიერი იქნება.
ახმეტელის მიმდებარედ და მინდელის ხიდზე/ შეშელიძეზეც იქნებოდა კარგი.

დღეს სამსახურში წუწუნებდნენ რო რა არის ეს ბას ლეინები, ავტობუსზე ხო არ გადავჯდებიო facepalm.gif

Posted by: Niku7a 27 Nov 2018, 13:12
მთელ გულუას რო დედა აქ მო%&(^ლი არაუშავს?
სადმე არ დევს ინფორმაცია აპირებენ თუა რა ახალი ასფალტის დაგებას?
თუ ზეპირად არ იცი სადაა გაფუძებული და სადაა ორმო, პროფილაქტიკისკენ უნდა გადაუხვიო ეგრევე mad.gif mad.gif
მეტეხიდან გმირათა მოედნამდე მარჯვენა სანაპიროსაც დედა აღარ ყავს facepalm.gif

Posted by: ნიკა 27 Nov 2018, 19:52
დღეს დავტესტე კოსტავა-შარტავა. მთლიანობაში არა უშავს, უბრალოდ აუცილებლად უნდა დაკიდონ ზოლების თავზე ნიშნები რომელი საით მიდის.

ველობილიკზე თითქოს არ იდგა მანქანები. ბასლეინზე და ტროტუარებზე იცოცხლე, რამდენიც გინდა.

მთლიანობაშ მაგარი vulnerable სქემაა ეგეთი მძღოლების მიმართ. ადრე ეგ თუ უბრალოდ 4-5 რიგიდან ერთს იკავებდა. ახლა მანქანებს სულ 2 რიგი აქვთ. შესაბამისად ავტობუსი როცა იძულებულია მოუაროს, მანქანებს ერთი რიგი რჩებათ გასავლელად.

იმედია არჩევნების მერე მაინც გამოცოცხლდებიან და დააჯარიმებენ მაგათ, თორემ ძაან საცობები იქნება მანდ.

კიდე ქვეითების გადასასვლელი გამოუვიდათ ძაან დამაბნეველი მერიიდან გეპეისკენ. ისე იწყება ხალს ჰგონია რომ საშაურმეებისკენ შეძლენბენ გადასვლას. და გადმოდიან კუნძულზე. მერე კუნძულიდან უკან დაბრუნება ცხადია ეზარებათ და გადადიან უადგილო ადგილას facepalm.gif


კანდელაკზე ზებრა შუქნიშანი როა დასაწყისში (სილქნეტთან) მანდ წითელზე ვჩერდები და ქალი გადმოდის გზაზე შუქნიშნიდან 10 მეტრში. რო გავჩერდი მეთქი რატო არღვევ, ქვეითების გამო არის ეს შუქნიშანი და შენ აგერ არღვევ. ჯარიმა ხო უნდა დაგიწერონ ახლა ამაზე. ხოდა რო დაიწყებენო წერას მაშნა ღარ დავარღვევო facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif

Posted by: Snow93 29 Nov 2018, 10:39
QUOTE (ნიკა @ 27 Nov 2018, 19:52 )
ხოდა რო დაიწყებენო წერას მაშნა ღარ დავარღვევო facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif

ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას რომ კითხო თურმე შეზღუდვა არასოდეს არის ეფექტური და თავისუფლება ყველაფერს დააყენებს თავის ადგილზეო facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif
მართლა ჯოხით უნდა ადგე მძღოლების უმეტესობას თავზე მაგის გამო

Posted by: ნიკა 29 Nov 2018, 19:12
Snow93
QUOTE
მძღოლების უმეტესობას

ნუ ეს ქვეითი იყო.

დღეს იგივე ადგილას მეორე ქალმა ქოფი ფეისთი გააკეთა. ზუსტად ისევე დაარღვია და როცა წინა მანქანას ძალიან ახლოს გავუჩერე (ისე რომ ვეღარ გაძვრებოდა ადვილად) ძალიან დიდი პრეტენზია და გაკვირვება ჰქონდა. ასე რატომ ქენიო. პასუხმაც არ დააყოვნა biggrin.gif

Posted by: Carver 29 Nov 2018, 21:57
ვაჟა-პავლოვზე არ იგეგმება ბას ლეინი?
ნახევარ საბურთალოს მოიცავს ეს ქუჩები და ავტობუსის შეუფერხებელი სვლა კარგი იქნებოდა, სიგანის მიუხედავად პიკის საათებში მაგარი საცობია ხოლმე..

Posted by: Kublicha 30 Nov 2018, 00:00
QUOTE
სიგანის მიუხედავად პიკის საათებში მაგარი საცობია ხოლმე..

ეე სიგანე რომ საცობს შველოდეს...


დღეს, მე როცა გავიარე შარტავა-კოსტავა-ბულაჩაურზე არცერთი დამრღვევი არ მოძრაობდა და არც ველობილიკზე იყო დაპარკინგებული.
ერთადერთი ვინც არღვევდნენ იყვნენ ქვეითები რომლევიც ველოსბილიკზე დააბოტებდნენ

Posted by: Snow93 30 Nov 2018, 10:19
თბილისის მერმა კახა კალაძემ საბურთალოს რაიონში, ცინცაძისა და კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე ახალაშენებული სატრანსპორტო კვანძი გახსნა.

თბილისის მერის კახი კალაძის განცხადებით, ესტაკადაზე მოეწყო ტექნიკური ტროტუარი, ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი განათების სისტემა LED სანათებით, სკვერი და ესტაკადიდან სკვერში ჩასასვლელი ლითონის კიბე. გარდა ამისა, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა მიწისქვეშა კომუნიკაციებს.

user posted image

Posted by: ნიკა 30 Nov 2018, 10:28
Kublicha
QUOTE
დღეს, მე როცა გავიარე შარტავა-კოსტავა-ბულაჩაურზე არცერთი დამრღვევი არ მოძრაობდა და არც ველობილიკზე იყო დაპარკინგებული.
ერთადერთი ვინც არღვევდნენ იყვნენ ქვეითები რომლევიც ველოსბილიკზე დააბოტებდნენ

ველობილიკზე არც მე შემიმჩნევია. ბასლეინზე აპარკინგებენ ხოლმე. უფრო სწორად ტროტუარზე აპარკინგებენ კუთხით და მანქანის უკანა მხარე რჩება ბასლეინზე

Posted by: Snow93 30 Nov 2018, 12:35
ისე პეკინზე გასასვლელი შუქნიშანი (აჭარასთან რომაა) ძალიან ცუდადაა დაგეგმილი... ერთხელ მე მომიწია ავტობუსის ჩაკეტვა და გუშინ სხვას შეემთხვა იგივე... დახაზული არაა რომ ბას ლაინია და ჩვეულებრივი გზით შეუხვევ და მერე იჭედები მარჯვენა ზოლში თუ არ იცი წინასწარ

Posted by: MANMUS 30 Nov 2018, 18:23
“ატენის ქუჩის მოსახლეობის პროტესტი ყურად არავინ იღო….და აი, 26-სართულიანი სახლის მშენებლობის ეზოში მიწა ჩავარდა”- აღნიშნულია პოსტში.
“სითი კვირა” თბილისის მუნიციპალურ ინსპექციას დაუკავშირდა, სადაც აცხადებენ, რომ ინციდენტისას გზის პატარა მონაკვეთი ჩამოიშალა.
“ამ ეტაპზე მშენებლებს გზის აღდგენა დაევალათ და შესაბამისი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.”- აღნიშნავენ მუნიციპალურ ინსპექციაში.
user posted image

Posted by: Nescafe13 30 Nov 2018, 18:55
QUOTE
“ამ ეტაპზე მშენებლებს გზის აღდგენა დაევალათ და შესაბამისი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.”- აღნიშნავენ მუნიციპალურ ინსპექციაში.


გზის აღდგენა კი არა სასწრაფოდ უნდა შეაჩერონ ეგ მშენებლობა
მარა ვინ შეაჩერებს კალაძIს ძმაკაცის ან ვინმე მაღალჩინოსნის იქნება ეგ მშენებლობა

იქნებ დახსნან მთელი გზები , მერე ესენი გადააგებენ და 1-2 კაპიკს იშოვნიან bis.gif

Posted by: Carver 1 Dec 2018, 01:04
QUOTE (Snow93 @ 30 Nov 2018, 12:35 )
ისე პეკინზე გასასვლელი შუქნიშანი (აჭარასთან რომაა) ძალიან ცუდადაა დაგეგმილი... ერთხელ მე მომიწია ავტობუსის ჩაკეტვა და გუშინ სხვას შეემთხვა იგივე... დახაზული არაა რომ ბას ლაინია და ჩვეულებრივი გზით შეუხვევ და მერე იჭედები მარჯვენა ზოლში თუ არ იცი წინასწარ

http://www.city.kvira.ge/2018/11/30/%E1%83%93%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%97-%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%94%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9A/

Posted by: Snow93 1 Dec 2018, 01:22
QUOTE (Carver @ 1 Dec 2018, 01:04 )
QUOTE (Snow93 @ 30 Nov 2018, 12:35 )
ისე პეკინზე გასასვლელი შუქნიშანი (აჭარასთან რომაა) ძალიან ცუდადაა დაგეგმილი... ერთხელ მე მომიწია ავტობუსის ჩაკეტვა და გუშინ სხვას შეემთხვა იგივე... დახაზული არაა რომ ბას ლაინია და ჩვეულებრივი გზით შეუხვევ და მერე იჭედები მარჯვენა ზოლში თუ არ იცი წინასწარ

http://www.city.kvira.ge/2018/11/30/%E1%83%93%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%97-%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%94%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9A/

კი კი მართალია ბატონი დავითი

Posted by: moonlight 1 Dec 2018, 15:30
ნუცუბიძის პლატოზე (ახლად აგებულ რაგბის მოედანთან) 700 მეტრი გზა გადათხარეს და აგდია ერთი წელიწადია, ... ამ გზის გადათხრა ჯანდაბას ცოტა განიერი გზის გვერდითა ნაწილია და სიგრძეზეა, აექცევა გვერდი მაგრამ ბოლოსკენ მხატვრების უბნიდან თხინვალასკენ მიმავალი არის ამაზრზენად ამოჭრილ ამოთხრილ ამოკბეჩილი და ეგრე დაგდებული...მოხერხებაც უნდა იმდენად საზიზღრადაა და აქედან 200 მეტრი არის 2 მეტრი სიგანის ასვალტი დატოვებული დანარჩენი ათხრილია და სემხვედრმა მანქანებმა უნდა იხრიგინონ ამ ნანგრევებზე.....
გინების გარეშე ვერ მოგინდება ვერც ავლა ვერც ჩამოვლა!!!!!!ვისი კი ხვდებით. ჩვენი ბედკრული რჩეული მერიის!!!!!!!!!1

Posted by: fat man2 1 Dec 2018, 16:14
ვაშლიჯვრის ესტაკადის სქემა სად შეიძლება ვანახო?

სარეკლამო ვიძიოები არმინდა, ვნახე!

Posted by: ნიკა 1 Dec 2018, 18:52
QUOTE
http://www.city.kvira.ge/2018/11/30/%E1%83...83%A3%E1%83%9A/

ფოტოში, ტრადიციისამებრ, ქვეითები დასეირნბენ ველობილიკზე.

Posted by: ნიკა 2 Dec 2018, 22:07
დღეს ვიბოდიალე ამ ახალ გზებზე (შატრავა, კოსტავა, სააკაძის მოედანი)

პრობლემები
1) რამოდენიმე ადგილზე (მაგ. უცებ რაც გამახსენდა ბულაჩაურზე) ზებრას შშმ პირების ასასვლელი არ გაუკეთდა ველობილიკზე. ქუჩის მეორე მხარეს არის.
2) სააკაძის მოედანზე არც ერთი ქვეითების შუქნიშანი არ მუშაობს. თან შავი სამოსი მეცვა (სპონტანურად გადავწყვიტე მანდ სიარული, თორემ სხვას ჩავიცმევდი). მაგარი ექსტრიმი იყო გეპეიდან საშაურმეებისკენ პირველ კუნძულამდე გადასვლა. მგონი 5 რიგია მანქანებისთვის მანდ.
3) საბურთალოს ქუჩაზე მოგეხსენებათ ცალი ტროტუარი საკაიფოდაა დამალული, და ქვეითები სავალ ნაწილზე დააბოტებენ facepalm.gif
4) როგორც ჩანს არჩევნებამდე ეგონათ რომ ხალხის აზრი შეუძლიათ დაიკიდონ საერთოდ, და ამიტომ აკეთებდნენ მანქანებისგან თავისუფალი ტიპის ქუჩებს. რაც ყველაზე მეტად შარტავასა და ბულაჩაურს შეეხო მგონი. შედეგად არც ერთ მხარეს მანქანის გაჩერება აღარ შეიძლება. მეორეს მხრივ პირველი ტურის მერე ხალხს ეფერებიან და შარტავაზე სრული სიგიჟეა, მარჯვენა მხარეს მთელი ტრორუარი ბულაჩაურიდან ძველ ბაზრამდე მანქანებითაა დაკავებული, ხალხი კიდე ბასლეინით დადის facepalm.gif

და ეს ყველაფერი ხდება კვირს საღამოს. წარმომიდგენია დღისით რამდენად უარესი ამბავი იქნება მანდ.

ცოტა ხანში დრონფოტოებს შემოგთავაზებთ.

Posted by: Carver 2 Dec 2018, 22:26
QUOTE
ფოტოში, ტრადიციისამებრ, ქვეითები დასეირნბენ ველობილიკზე.

მაგ უაზრო ველობილიკზე, ველო მხოლოდ რამდენჯერმე მყავს ნანახი და ხალხმა მაინც იმოძრაოს,
მაგის მეტი პრობლემა და დარღვევა არ იყოს..

აჭარასთან მოსატრიალებელი და ბულაჩაური რა იდიოტობა გამოუვიდათ..

Posted by: Kublicha 2 Dec 2018, 23:07
Carver
QUOTE
აჭარასთან მოსატრიალებელი

მაგას რას ერჩი?

Posted by: ნიკა 2 Dec 2018, 23:12
ესეც ფოტოები

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image
* * *
ეს კი 360-იანი
https://www.facebook.com/photo.php?fbid=10212186165441998&set=a.10204469394487547&type=1&theater

Posted by: Carver 3 Dec 2018, 00:05
Kublicha
მანდაც იგივეს, იმის მაგივრად რომ ბას ლეინი იყოს პრიორიტეტული, ჯერ ამ უაზრო ბილიკს აკეთებენ და მერე ტენიან ბას ლეინს, ამან ისე დაავიწროვა ქუჩა, რომ როგორ დახაზეს გაგეცინება..
წინა გვერდზე ლინკი დავდე.

Posted by: Tocadero 3 Dec 2018, 00:26
საბურთალოა თუ სამტრედია ????

რა ველოსიპედები აუტყდათ smile.gif))))))))))))))))))))))))))))))))))))))

Posted by: ნიკა 3 Dec 2018, 00:29
ვისაც ფეისბუქი არ აქვს. გუგლზე დავდე და ამ ბმულით ნახავთ
https://www.google.com/maps/@41.7247124,44.7763443,3a,75y,338.52h,45.04t/data=!3m7!1e1!3m5!1sAF1QipOJq368USUgxd332EUNpEAWCvp1aaMVssFuIo54!2e10!3e12!7i6876!8i2327

Posted by: Carver 3 Dec 2018, 01:06
მწვანე როგორ უხდება გაბრატისლავებულ საბურთალოს..
ფოტოები up.gif

Posted by: Snow93 3 Dec 2018, 11:22
მოქალაქე მარიკა ლომთათიძე სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” პოსტს აქვეყნებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ატენის ქუჩაზე მიწა ჩავარდა.
“ატენის ქუჩის მოსახლეობის პროტესტი ყურად არავინ იღო….და აი, 26-სართულიანი სახლის მშენებლობის ეზოში მიწა ჩავარდა”- აღნიშნულია პოსტში.
“სითი კვირა” თბილისის მუნიციპალურ ინსპექციას დაუკავშირდა, სადაც აცხადებენ, რომ ინციდენტისას გზის პატარა მონაკვეთი ჩამოიშალა.
“ამ ეტაპზე მშენებლებს გზის აღდგენა დაევალათ და შესაბამისი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.”- აღნიშნავენ მუნიციპალურ ინსპექციაში.

Posted by: JSB14BSJ 4 Dec 2018, 12:16
კარტოზიაზე თუ ჩოლოყაშვილზე კიდე რამე ხდება? გუგლის რუკა დილიდან გადაკეტილს მაჩვენებს ზედ იპოდრომთან და ვინმეს ხელცქვიტობაა თუ კიდე რამე ახალი დაიწყეს მანდ?

თან გადაკეტვის ხანგრძლივობა 22 იანვრამდე უწერია

biggrin.gif

ბრძენი ქართველი ერი

Posted by: Kublicha 4 Dec 2018, 12:45
JSB14BSJ
არაფერი არ ხდება, ყველა მიმართულებით ჩვეულებრივ მოძრაობენ.
გუგლს ყველაფერი კი არ დაეჯერება

Posted by: JSB14BSJ 4 Dec 2018, 13:49
Kublicha
QUOTE
გუგლს ყველაფერი კი არ დაეჯერება

გუგლს კი არა, იმას არ დაეჯერება, ვინც გუგლს ამ ინფორმაციას აწვდის.

თუ გადაკეტილი არაა გზა, ნეტა რომელმა უპასუხისმგებლომ მონიშნა გადაკეტილად.

Posted by: Snow93 4 Dec 2018, 15:48
ეჰ...
“მიროტაძის ქუჩაზე საგზაო მონიშვნები მძღოლებისთვის კომფორტის შესაქმნელად და საგზაო უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად დაიხაზა” – ასე პასუხობს მერია კრიტიკოსებს, რომლებიც აცხადებენ, რომ სასტუმრო “ჰოლიდეი ინ”-ის უკან მდებარე ახლად რეაბილიტირებულ ქუჩაზე საგზაო ნიშნები არასწორადაა დახაზული.
როგორც მერიაში აცხადებენ, საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი დავით მესხიშვილის შეფასებები პროფესიულ მსჯელობასა და ანალიზს არის მოკლებული.
„მიროტაძის ქუჩაზე პეკინის გამზირის გადაკვეთასთან მიახლოებისას, მარცხენა ზოლი იყოფა, რაც შუა ზოლში კიდევ ერთი ავტომანქანის შესვლისა და გზაჯვარედინის გამტარუნარიანობის გაზრდის შესაძლებლობას ქმნის.
მიროტაძის ქუჩის დასაწყისში არსებული სამოძრაო ზოლების მონიშვნა თავდაპირველად წყვეტილია – იგი ავტომანქანებს მანევრირების უფლებას აძლევს. შემდეგ, წყვეტილი ზოლი მიახლოების უწყვეტ ხაზში გადადის. ბოლომდე წყვეტილი ხაზის შენარჩუნების მოთხოვნა საგზაო უსაფრთხოების ელემენტარულ ნორმებს ეწინააღმდეგება, რადგან ავტომანქანების მარცხენა და მარჯვენა ზოლებიდან შუა – „სამკუთხედ“ ზოლში ერთდროულად გადაწყობისას, ავარიული სიტუაციების წარმოშობის ალბათობა მნიშვნელოვნად გაიზრდება“,- განუცხადეს „სითი კვირას“ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში.
რაც შეეხება პეკინის გამზირისად და მიროტაძის ქუჩის კუთხეში მდგარ შუქნიშანს, როგორც მერიაში განმარტავენ, შუქნიშანი ამჟამად ტესტირების რეჟიმში მუშაობს, ითვლება სატრანსპორტო ნაკადები და გადაწყვეტილება შუქნიშნის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, ახლო მომავალში იქნება მიღებული.
მერიაში არც ველობილიკების ზომებთან დაკავშირებულ კრიტიკას ეთანხმებიან. როგორც მერიაში აცხადებენ, ველობილიკების მოწყობისას გათვალისწინებული იქნა არაერთი ავტორიტეტული ორგანიზაციის რჩევები, ამდენად, ველობილიკის მოწყობის გამო, კრიტიკა არაპროფესიული და ზედაპირულია.
შეგახსენებთ, რომ სააკაძის მოედნის, კოსტავასა და შარტავას ქუჩების სატრანსპორტო სქემა ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა ბრიტანული კომპანიის, “მოტ მაკდონალდსის” ექსპერტებთან ერთად დაამუშავა. ბრიტანელი სპეციალისტები მერიაში, დაახლოებით, 6 თვის განმავლობაში უცხოური გრანტის ფარგლებში მუშაობდნენ.

user posted image

Posted by: TramwayMan 5 Dec 2018, 07:48
ვაშლიჯვრის ესტაკადაზე


Posted by: hadesnexus 5 Dec 2018, 21:59
აი ეს სირები ეხლა რისი ღირსები არიან? ტიპები ბეტონს ექსკავატორის კოვშით ეზიდებიან, ერთი პომპა ვერ უქირავებიათ. იმიტომაცაა უკვე მესამედი წელი რომ აკეთებენ გლდანი-მუხიანის გზას.user posted image

Posted by: vatman 6 Dec 2018, 10:17
QUOTE
ტიპები ბეტონს ექსკავატორის კოვშით ეზიდებიან

რანაირად? facepalm.gif

Posted by: hadesnexus 6 Dec 2018, 12:18
QUOTE (vatman @ 6 Dec 2018, 10:17 )
QUOTE
ტიპები ბეტონს ექსკავატორის კოვშით ეზიდებიან

რანაირად? facepalm.gif

ხ.ზ. ესეთი რამ პირველად ვნახე. ზევით დიდი ბეტონმრევი მიქსერი იდგა და ფოტო რომ დავდე ამ ექსკქვტორის კოვშით ჩაჰქონდქათ იმ საუკუნო ორმოში რასტვორი. თვალებს არ ვუჯერებდი.

Posted by: MANMUS 6 Dec 2018, 16:44
ბარათაშვილის აღმართზე კლდის ჩამონგრევის შემდეგ მიმდინარე გაწმენდითი სამუშაოების გამო სატრანსპორტო მოძრაობა 2 საათით შეიზღუდება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, ქეთევან დედოფლის გამზირიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობას ავლაბრის მოედანზე დაასრულებს.
გამონაკლისია N37 ავტობუსი, რომელიც დროებით ორთაჭალის გავლით გადაადგილდება. ანალოგიურად, ბარათაშვილის ქუჩიდან ქეთევან დედოფლის გამზირისკენ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ორთაჭალის გავლით იმოძრავებს.
გაწმენდით სამუშაოებს ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური აწარმოებს.

Posted by: 088 6 Dec 2018, 18:04
QUOTE (TramwayMan @ 5 Dec 2018, 07:48 )
ვაშლიჯვრის ესტაკადაზე


ვინმემ რომ ახსნათ, ესტაკადის აშენების შემდეგ საცობი ვაშლიჯვირდან ჩამომსვლელ და სოფელი დიღმიდან წამოსული მანქანები ესტაკადაზე ასასვლელთან საცობს არ წარმოქნიან? კვეთა ხომ მანდ ექნებათ

Posted by: kataxxl 7 Dec 2018, 08:55
088

არა არ ექნებათ

ესტაკადაზე არავინ ავა მარტო ჩამოვლენ

ავლენ ისევ იმ ძველი მოსავლელი გზით

Posted by: ნიკა 7 Dec 2018, 09:18
088
სოფელ დიღმიდან ჩამომსვლელები პირდაპირ გელოვანზე არ გადიან? ვაშლიჯვრის ასახვევში რა ესაქმებათ მაგათ?

Posted by: vatman 7 Dec 2018, 09:47
ნიკა
QUOTE
სოფელ დიღმიდან ჩამომსვლელები პირდაპირ გელოვანზე არ გადიან? ვაშლიჯვრის ასახვევში რა ესაქმებათ მაგათ?

მანდ როგორც მახსოვს გააცალმხრივეს და სოფლიდან მომავალი ნებისმიერ ვარიანტში ვაშლისჯვრისჯენ უნდა წახვიდე

დღეს დილით ახმეტელის მეტროსთან ჩამოსასვლელ მხარეს, ზებრასთან იდგა პატრული და არეგულირებდა გადასასვლელზე გადამსვლელებს და ავტომობილებს.
რით ვერ მიხვდა მერია რო შუქნიშანი უნდა დადგას მანდ

Posted by: ნიკა 7 Dec 2018, 10:45
vatman
თუ გააცალმხრივეს და მაშინ მივიღებთ მორიგ ლაგუნასნაირ კვეთას.

Posted by: Snow93 7 Dec 2018, 11:00
კონსულტაციების ჯგუფ ACT – ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, თბილისელების თითქმის ნახევარს, დღეში, საშუალოდ, 26 წუთი უწევს საცობში დგომა. გამოდის, რომ წლის განმავლობაში თბილისელები საცობში, დაახლოებით, 158 საათს ატარებენ. ამ მაჩვენებლით, თბილისი ისეთ მეგაპოლისებსაც კი უსწრებს, როგორებიც: მოსკოვი, (128 სთ) სტამბოლი,(120) რიო დე ჟანეირო ( 114) და მეხიკო (107 ) არიან.
user posted image
CT – ის კვლევების თანახმად, ყოველდღიურად საცობში დგომა თბილისელების 44% -ს უწევს. 69% საცობში კვირაში ერთხელ მაინც ხვდება.
2017 წლის მონაცემებით, თბილისის მოსახლეობის მეოთხედი (25%) საკუთარი, ოჯახის წევრის ან მეგობრის ავტომობილით სარგებლობს. როგორც ირკვევა, დღეისათვის თბილისში ავტობუსის 100 და სამარშრუტო ტაქსის 200-მდე ხაზი ფუნქციონირებს. ყველაზე მეტი მგზავრი სწორედ სამარშრუტო ტაქსებს გადაჰყავთ.
თბილისში 603 ათასი ადამიანი მგზავრობს სამარშრუტო ტაქსებით, 330 ათასი — ავტობუსებით და 288 ათასი მეტროთი. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ თბილისში მთლიანი ავტოპარკის 40%-ია თავმოყრილი.
თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს დაკვეთით, კომპანია PWC-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, დედაქალაქში ყოველდღიურად, დაახლოებით 550 ათასი ავტომობილი გადაადგილდება.

Posted by: 088 7 Dec 2018, 15:59
kataxxl
ნიკა
vatman

აი სურათზე მმოვნიშნე რასაც ვგულისმობდი, ვაშლიჯვრიდან ჩამომსვლელები თუ ესტაკადაზე ავლენ, მაგ. ომეგას ქარხნიდან წამოსული მანქანა, რომელსაც სურს გელოვანზე ჩასვლა არ გადაკვეთს ამსველელებს?user posted image

Posted by: kataxxl 7 Dec 2018, 16:03
088


არ გაუშვებენ მაქეთ .......................................................

Posted by: 088 7 Dec 2018, 16:48
kataxxl
QUOTE
არ გაუშვებენ მაქეთ .......................................................


მაშინ სოფ. დიღომი-ვაშლიჯვრის ხიდზე ორმხრივი უნდა გახადონ, სხვანაირად ომეგადან გელოვანზე როგორ ჩავლენ

Posted by: kataxxl 7 Dec 2018, 16:55
088

ეგ ხიდი ისედაც ორმხრივია


Posted by: 088 7 Dec 2018, 17:01
QUOTE
088

ეგ ხიდი ისედაც ორმხრივია


პარდონ smile.gif მე მანდ ვაშლიჯვრიდან დიღმისკენ მომავალი მანქანა არ მინახია და შევცდი ესეიგი

Posted by: Snow93 7 Dec 2018, 17:29
ბაიკერი დაჯახებია და საავადმყოფოფშია ახლა

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: ქაფქიანა 7 Dec 2018, 18:25
Snow93

მსგავსი სურათები უნდა ჩადო სპოილერში და უნდა მიაწერო, რომ მძიმე კონტენტია.

მე ზრდილობიანად და გასაგებად გიხსნი. მოდერმა შეიძლება ბანი გთხლიშოს გაუფრთხილებალდ.

მამენტ, ღირსიც იქნებოდი.

Posted by: Tocadero 7 Dec 2018, 21:25
088

პირდაპირ ჩადიან ქვევით და მაქედან არ ჭირდებათ გადმოსვლა

ისე ხანდახან იჩითებიან ხოლმე smile.gif)))))))

რომ გადაუკეტავენ მერე სულ მასე ივლიან

პრინციპში არაა მაგ მიმართულებაზე დიდი მოძრაობა

Posted by: ნიკა 8 Dec 2018, 10:53
მე როგორც მახსოვს ხიდი ცალმხრივია. ზუსტად ხიდამდეა ორმხრივი დიღმის ნაპირზე. და გელოვანზე ჩასასვლელიც იყო ბოლოს რომ ვიყავი, თუმცა ეგ დიდი ხნის წინ იყო (გაზაფხულზე)

Posted by: ZEUS 8 Dec 2018, 11:54
რა კვერცხობაა ეს ველობილიკები ამ პეკინზე და კოსტავაზე. ტყუილად ცდება ერთი ზოლი ან საპარკინგე ადგილი.
იმენნა მხოლოდ პიარისთვისაა გაკეთებული. ბულაჩაური ქუჩაზე ხო ვაფშე მისწრება იქნებოდა კიდევ დამატებით ერთი ზოლი ბასლეინი პირობებში.

Posted by: ფაშისტი 10 Dec 2018, 00:07
მადლობა მერიას. პეტრიაშვილზე სარები ჩაარჭვეს მეექვსე სკოლამდე.. აუ აი უბედნიერესი ვარ, ამოვედი ტროტუარზე როგორც იქნა!

Posted by: MANMUS 10 Dec 2018, 15:00
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა კახეთის გზატკეცილზე მარცხენა სათადარიგო ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. დასრულებულ პროექტს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილე, ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

პროექტით გათვალისწინებული 7,3 კმ სიგრძის მონაკვეთის (ჯორჯ ბუშის სახელობის ქუჩიდან აეროპორტის ხიდებამდე) სრული რეაბილიტაცია ახალი ბორდიურის, ტროტუარის, სანიაღვრე ქსელისა და გზის ორზოლიანი სავალი ნაწილის მოწყობას ითვალისწინებდა.

„კახეთის გზატკეცილის სათადარიგო ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. სამუშაოების ფარგლებში, მიწისქვეშა კომუნიკაციები შეიცვალა, რისთვისაც მინდა, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ მადლობა გადავუხადო. მოწესრიგდა, როგორც წყლისა და წყალარინების ქსელი, ასევე, სადრენაჟო სისტემა. ფაქტობრივად, ყველაფრის რეაბილიტაცია განხორციელდა. ცენტრალური გზის მეორე მხარეს ანალოგიური სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც სავარაუდოდ, იანვარში დასრულდება. უკვე მომავალი წლიდან შეგვეძლება, კახეთის გზატკეცილის სრული რეაბილიტაცია განვახორციელოთ, რომელიც საკმაოდ მასშტაბურ სამუშაოებს მოიცავს. გზის აღნიშნული მონაკვეთი ქალაქისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა, რომელიც დღეს არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაშია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კახეთის გზატკეცილზე მარცხენა სათადარიგო ზოლის რეაბილიტაციის ფარგლებში, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ორ მილიონ ლარამდე ინვესტიცია განახორციელა, რომლის დროსაც, წყლისა და წყალარინების (საკანალიზაციო) ქსელები შეცვალა. პარალელურად, მიმდინარეობს კახეთის გზატკეცილის მარჯვენა სათადარიგო ზოლის კაპიტალური რეაბილიტაცია, მომავალ წელს კი, კახეთის გზატკეცილზე ცენტრალური გზის სავალი ნაწილის სრული განახლება იგეგმება.

აღნიშნულ სამუშაოებზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან რვა მილიონი ლარი დაიხარჯა. სარეაბილიტაციო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „ჯეუ გრუპმა“ აწარმოა.

კახეთის გზატკეცილზე თბილისის მერთან ერთად, ისნისა და სამგორის რაიონის გამგებლები კახა ლაბუჩიძე და კახა გულედანი, მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე, ასევე, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები იმყოფებოდნენ.

Posted by: Snow93 10 Dec 2018, 15:23
ქაფქიანა
შენ მაგაზე ნუ ნერვიულობ, ბანი ან ვორნი თუ მაქვს სათხლეში ფაბი არ დამიგვიანებს biggrin.gif
პ.ს.
მგონი გასაგებად წერია https://forum.ge/?f=51&showtopic=33758989 ყველაფერი :

სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” გავრცელდა ფოტო, სადაც გამოსახულია ვიწრო ტროტუარი, რომელიც ხილიანის ქუჩას მიუყვება. ამ, ერთი შეხედვით, უცნაურმა ფაქტმა, რბილად რომ ვთქვათ, მოსახლეობის გაკვირვება გამოიწვია.
როგორც “სითი კვირას” ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურში განუცხადეს, საქმე არა საფეხმავლო, არამედ ტექნიკურ ტროტუართან გვაქვს, რომელიც ინფრასტრქუტურის სასმახურმა კედლის დასაცად მოაწყო. ის იცავს კედელს ნალექისგან და ასევე, ავტოსატრანსპორტო შემთხვევისგან

user posted image

Posted by: rommel 10 Dec 2018, 20:20
ახალი სექციური რადარების მდებარეობა:

თბილისი:

1. ვარკეთილი, ვ. კუპრაძის ქუჩიდან (თბილისის ზღვის ასასვლელი) - თემქა, ანაპის 414-ე დივიზის ქუჩამდე (თბილისის ზღვის ჩასასვლელი), ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ.

2. თემქა, ანაპის 414-ე დივიზის ქუჩიდან (თბილისის ზღვის ასასვლელი) - ვარკეთილი, ვ. კუპრაძის ქუჩამდე (თბილისის ზღვის ჩასასვლელი), ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ.

3. თემქა, ანაპის 414-ე დივიზის ქუჩიდან (თბილისის ზღვის ასასვლელი) - მუხრანის ქუჩამდე (თბილისის ზღვის სასაფლაო), ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ.

4. მუხრანის ქუჩიდან (თბილისის ზღვის სასაფლაო) - თემქა, ანაპის 414-ე დივიზის ქუჩამდე (თბილისის ზღვის ჩასასვლელი), ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ.

5. მუხრანის ქუჩიდან (თბილისის ზღვის ჩასასვლელი) - ვანათის ქუჩამდე (თბილისის ზღვის მოედანი), ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ.

6. ვანათის ქუჩიდან (თბილისი ზღვის მოედანი) - მუხრანის ქუჩამდე (თბილისის ზღვის სასაფლაო), ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ.

7. კახეთის გზატკეცილი მ. გრიგორაშვილის ქუჩის კვეთიდან (ქალაქის გასასვლელი) - კახეთის გზატკეცილი ი. იუმაშევის ქუჩის კვეთამდე (ქალაქის გასასვლელი ლილოს დასახლება), ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ.

8. კახეთის გზატკეცილი ი. იუმაშევის ქუჩის კვეთიდან (ქალაქში შემოსასვლელი ლილოს დასახლება) - კახეთის გზატკეცილი მ. გრიგორაშვილის ქუჩის კვეთამდე (ქალაქში შემოსასვლელი), ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ.

Posted by: Nescafe13 11 Dec 2018, 15:49
მუხიანის გზა ისევ მიატოვეს ? biggrin.gif

Posted by: Kublicha 11 Dec 2018, 16:26
QUOTE
ის იცავს კედელს ნალექისგან

რაიო?

Posted by: ნიკა 11 Dec 2018, 18:38
Kublicha
მოუსმინე
https://www.facebook.com/kakhakaladzeofficial/videos/268789037119225/
* * *
ულტრათანამედროვე სადრენაჟო სისტემა
https://www.facebook.com/david.bostanashvili/posts/10156011353632742

Posted by: MANMUS 12 Dec 2018, 17:28
კოსტავაზე, ხილიანის ასახვევთან წყალმა ამოხეთქა. შესაბამისი შინაარსის ვიდეომასალა სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მოქალაქემ გამოაქვეყნა.
საგულისხმობა, რომ ქუჩის სარემონტო სამუშაოები ცოტა ხსნის წინ დასრულდა. გამოიცვალა შიდა კომუნიკაციები და დაიგო ასფალტის საფარი. facepalm.gif

Posted by: mywebber 12 Dec 2018, 17:38
QUOTE
კოსტავაზე, ხილიანის ასახვევთან წყალმა ამოხეთქა. შესაბამისი შინაარსის ვიდეომასალა სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მოქალაქემ გამოაქვეყნა.
საგულისხმობა, რომ ქუჩის სარემონტო სამუშაოები ცოტა ხსნის წინ დასრულდა. გამოიცვალა შიდა კომუნიკაციები და დაიგო ასფალტის საფარი.

რაღაც მილია დახუფული სურათი ვნახე და თავი აქვს პროსტა ახსნილი. biggrin.gif
* * *
user posted imageuser posted imageuser posted image

Posted by: da_to 13 Dec 2018, 11:06
QUOTE
რაღაც მილია დახუფული სურათი ვნახე და თავი აქვს პროსტა ახსნილი. 


სახანძრო ჰიდრანტს გავს ...

Posted by: MANMUS 13 Dec 2018, 22:00
წამებულის გამზირი
user posted image

Posted by: ნიკა 14 Dec 2018, 01:20
https://www.facebook.com/nanka.art/posts/2072402372779917

Posted by: PAINKILLER 14 Dec 2018, 17:38
ბულაჩაურის ქუჩაზე რაც გააკეთეს არის ნამდვილი დანაშაული !!! როგორ შეიძლება 4 ზოლიანი გზიდან დატოვო მხოლოდ 2 ზოლი, როცა ამ 2 ზოლზე ნაკადებიც იკვეთება და მაგას მძღოლი ხვდება მხოლოდ მაშინ როცა შუქნიშანს მიადგება! რამე ნიშნები მაინც დაკიდონ ბლიად!


ველოსიპედის ბილიკზე არაფერს ვამბობ, ვორნის აკიდება არ მინდა... მაგ სიგანის ბილიკი ამსტერდამში და ვენაში არა აქვთ მგონი

Posted by: Kublicha 14 Dec 2018, 17:48
QUOTE
ბულაჩაურის ქუჩაზე რაც გააკეთეს არის ნამდვილი დანაშაული !!! როგორ შეიძლება 4 ზოლიანი გზიდან დატოვო მხოლოდ 2 ზოლი, როცა ამ 2 ზოლზე ნაკადებიც იკვეთება და მაგას მძღოლი ხვდება მხოლოდ მაშინ როცა შუქნიშანს მიადგება! რამე ნიშნები მაინც დაკიდონ ბლიად!


ველოსიპედის ბილიკზე არაფერს ვამბობ, ვორნის აკიდება არ მინდა... მაგ სიგანის ბილიკი ამსტერდამში და ვენაში არა აქვთ მგონი

ველობილიკის ნადვლად უნდა იყოს ერთი ზოლი (8:00 - 20:00 პარკირების აკრძალვით). დანარჩენი ყველაფერი კარგია.
რა ნაკადები იკვეთება? საბურთალოს ბაზრის მხრიდან ხო აღარაა მოძრაობა. ფაქტიურადა მარტო სააკაძე-ვაჟას ნაკადი გადის მაქ ქუჩაზე

სხვათა შორის ეგ 8:00 -20:00 ის გაკეთება დაიწყეს სხვადასხვა ქუჩებზე (მაგალთად კოსტავა ფილარმონიიდან დაბლა) და ძალიან მივესალმები. ადგილობრივებს ღამის საათებში ექნებათ დგომის საშუალება და დღისით მოძრაობის გამტარიიანობას გაზრდის

Posted by: PAINKILLER 14 Dec 2018, 17:59
QUOTE
ველობილიკის ნადვლად უნდა იყოს ერთი ზოლი (8:00 - 20:00 პარკირების აკრძალვით). დანარჩენი ყველაფერი კარგია.


Kublicha

ხოდა მეც მაგას ვამბობ, მანდ 2 ზოლის დატოვება არის სრული იდიოტობა!


QUOTE
ფაქტიურადა მარტო სააკაძე-ვაჟას ნაკადი გადის მაქ ქუჩაზე


იოსებიძიდანაც გამოდიან და ისედაც წინასწარ თუ არ დაიკავე ზოლი, ბოლოში მაინც მოგიწევს გადაწყობა და 2 ზოლი უკვე საკმარისი არ არის მანევრირებისთვის, მითუმეტეს რომ ვაჟას მიმართულებით მხოლოდ 1 ზოლია დატოვებული რაც არ არის საკმარისი

QUOTE
სხვათა შორის ეგ 8:00 -20:00 ის გაკეთება დაიწყეს სხვადასხვა ქუჩებზე (მაგალთად კოსტავა ფილარმონიიდან დაბლა) და ძალიან მივესალმები. ადგილობრივებს ღამის საათებში ექნებათ დგომის საშუალება და დღისით მოძრაობის გამტარიიანობას გაზრდის


კარგი ვარიანტია, მთავარია რამდენად გაკონტროლდება ეგ ზოლი დღის განმავლობაში

Posted by: Kublicha 15 Dec 2018, 01:15
QUOTE
კარგი ვარიანტია, მთავარია რამდენად გაკონტროლდება ეგ ზოლი დღის განმავლობაში

რა სირთულეა მაგის გაკონტროლება, საათი არ აქვს პატრულს ეკიპირებაში?

Posted by: Snow93 15 Dec 2018, 13:19
ვაშლიჯვრის ესტაკადის მშენებლობა, წესით, 2019 წლის თებერვალში უნდა დასრულებულიყო, თუმცა თარიღმა რამდენიმე თვით გადაიწია. როგორც “სითი კვირას” თბილისის მერიაში განუცხადეს, პროექტი ძირეულად შეიცვალა.
“პროექტის პრიორიტეტი არსებული წიწვოვანი მცენარეების მაქსიმალურად შენარჩუნება იყო. ცხადია, ზემოაღნიშნულმა პროცესმა მოითხოვა პროექტის რედიზაინისათვის საჭირო დამატებითი დრო. აღნიშნული მომენტისათვის, სამუშაოები მიმდინარეობს ახალი (დაკორექტირებული) გეგმა-გრაფიკის მიხედვით და მისი დასრულება იგეგმება 2019 წლის გაზაფხულზე.”- განმარტავენ მერიაში.
​შეგახსენებთ, რომ თბილისში, ვაშლიჯვრისა და გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი ესტაკადის მშენებლობა ქალაქის ხელისუფლების ერთ-ერთი დაპირება გახლდათ. დაპირებისამებრ, საზოგადოება ელოდება ორდონიანი სატრანსპორტო კვანძის მოწყობას, რომელმაც მოძრაობა მნიშვნელოვნად უნდა განტვირთოს.
როგორც “სითი კვირასთან” საუბრისას საბურთალოს მაჟორიტარი ავთანდილ ცინცაძე განმარტავს, ესტაკადის მოწყობის შედეგად ცალმხრივი მიმართულების ორდონიანი სატრანსპორტო კვანძი, რომლის მეშვეობითაც ვაშლიჯვრის დასახლებიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრავი ნაკადი ესტაკადის მეშვეობით გადაივლის გელოვანის გამზრის, შეერწყმება დასავლეთის მიმართულებით გელოვანის გამზირზე მოძრავ სატრანსპორტო ნაკადს, ხოლო ვაშლიჯვრის დასახლებიდან თბილისისკენ მიმავალი სატრანსპორტო ნაკადის ერთი ზოლი შეერწყმება დასავლეთიდან თბილისისკენ მიმავალ სატრანსპორტო ნაკადს გელოვანის გამზირზე. შესაბამისად, კვანძის შუქნიშნებით რეგულირების აუცილებლობაც მოიხსნება და კვანძის გამტარუნარიანობაც გაიზრდება.
რაც შეეხება სამუშაოების ღირებულებას, საუბარი, დაახლოებით, 4 600 000 ლარზეა, რომელსაც დედაქალაქის მერია ამ პრობლემის მოსაგვარებლად დახარჯავს.


Posted by: Nescafe13 15 Dec 2018, 21:26
QUOTE
სამუშაოები მიმდინარეობს ახალი (დაკორექტირებული) გეგმა-გრაფიკის მიხედვით და მისი დასრულება იგეგმება 2019 წლის გაზაფხულზე.”- განმარტავენ მერიაში.


up.gif

ერთი წელი მოუნდნენ აშენებას
პროსტა ტეხავს რა
ისე კი საკაიფო ფულს იშოვიდნენ love.gif

Posted by: Carver 15 Dec 2018, 23:34
ეს ხიდი იგეგმება ისევ?


Posted by: ZEUS 16 Dec 2018, 00:04
რიავი აბა. კალაძეს კი ქონდა წინასაარჩრვნო გეგმაში და...
ლუგანაზე ვისოლის ლეგენდარული კალონკის გადატანის არ იყოს...
* * *
PAINKILLER
მეც მაგას ვიძახი. სრული იდიოტობა. ამ პოპულისტური ველობილიკის ნაცვლად უნდა ყოფილიყო მესამე ზოლი, რომელიც გავიდოდა პეკინზე მარცხნი და ორი ზოლი ვაჟასკენ.
პროსტა რაოდენ იდიოტი უნდა იყო, რომ ამდენს ვერ მიხვდე დაგეგმარებისას.

Posted by: Carver 16 Dec 2018, 00:29
ZEUS
QUOTE
ლუგანაზე ვისოლის ლეგენდარული კალონკის გადატანის არ იყოს..

მაგაზე ისაუბრა ვიღაცამ, კერძო მესააკუთრეებთან მიდის მოლაპარაკებები და დაიწყებენ ადრე თუ გვიან..

მაგრამ ამ ხიდზე არაფერი მახსოვს ვინმეს ეთქვა..

Posted by: ZEUS 16 Dec 2018, 00:34
QUOTE (Carver @ 16 Dec 2018, 00:29 )
ZEUS
QUOTE
ლუგანაზე ვისოლის ლეგენდარული კალონკის გადატანის არ იყოს..

მაგაზე ისაუბრა ვიღაცამ, კერძო მესააკუთრეებთან მიდის მოლაპარაკებები და დაიწყებენ ადრე თუ გვიან..

ხო. ეგ მეც გამიგია. უბრალოდ ამდენი წელია რას "ელაპარაკებიან", ეგ ვერ გავიგე facepalm.gif

Posted by: n-i-c-k 16 Dec 2018, 19:40
ცინცაძე - კარტოზიის გზის დაგება დაგვიანებით , ცოტა ხნის წინ ძლივს აღირსეს და უკვე გადათხარეს ...

user posted image

QUOTE
ბულაჩაურის ქუჩაზე როგორ შეიძლება 4 ზოლიანი გზიდან დატოვო მხოლოდ 2 ზოლი


სასამარლოს შენობა მაინც გადაიტანონ სხვაგან .. ელემენტარულად სასამართლოს პარკინგი არ უნდა ჰქონდეს ??

Posted by: Kublicha 16 Dec 2018, 20:44
n-i-c-k
QUOTE
ცინცაძე - კარტოზიის გზის დაგება დაგვიანებით , ცოტა ხნის წინ ძლივს აღირსეს და უკვე გადათხარეს ...

მანდ რაღაც წლის ურდულია ისეთი, რომ მთელი ცხოვრება ქრონუკულად სარემონტოა. რაც თავი მახსოვს სულ ეგრეა, დააგებენ - რამდენიმე თვეში ისევ ასაყრელია.

Posted by: ZEUS 17 Dec 2018, 00:35
მანდ ცვეტში მისტიური ზონაა მემგონი. ერთი 20 წელია რაცე მახსოვს და სულ ათხრილია ან მინიმიმუმ იამაა იმ ერთ ჭასთან.

Posted by: Carver 17 Dec 2018, 01:23
QUOTE
მანდ რაღაც წლის ურდულია ისეთი, რომ მთელი ცხოვრება ქრონუკულად სარემონტოა

და არის ესეთი გაუკეთებელი რომ ვერ კეთდება და ან არ იცვლება..

QUOTE
ცინცაძე - კარტოზიის გზის დაგება დაგვიანებით , ცოტა ხნის წინ ძლივს აღირსეს და უკვე გადათხარეს ...

facepalm.gif

Posted by: GEORGEXIII 17 Dec 2018, 09:19
მეტროდან მიხიანისკენ რომ მიდიხარ რა ისმის მაგ გზაზე?

ტრაქტორი დავინახე ამასწინათ მიყენებული ეგააა და ეგაა ვინმე მუშაობს საერთოდ მაგ გზაზე??

თუ რახან ალტერნატიული გზა აქვს დაიკიდეს.

Posted by: Snow93 17 Dec 2018, 11:32
GEORGEXIII
მეეჭვება ეგ მალე მორჩნენ. კოლექტორამდე არიან ჩასულები კაი ხანია და გაყვანილობას აქვს რაღაც პრობლემაო ასე თქვეს

Posted by: Kublicha 17 Dec 2018, 12:09
ZEUS
QUOTE
მანდ ცვეტში მისტიური ზონაა მემგონი. ერთი 20 წელია რაცე მახსოვს და სულ ათხრილია ან მინიმიმუმ იამაა იმ ერთ ჭასთან.

ეგ და კიდევ ყაზბეგიდან ასათიანზე რომ აუხვევ იქვე კვეთასთანვე.
ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მანდ მომუშავე ბრიგადა არასოდეს მინახავს.

Posted by: Nescafe13 17 Dec 2018, 18:47
Snow93
QUOTE
მეეჭვება ეგ მალე მორჩნენ. კოლექტორამდე არიან ჩასულები კაი ხანია და გაყვანილობას აქვს რაღაც პრობლემაო ასე თქვეს


დაახლოებით 5 თვეზე მეტი იქნება რაც გაჭრილია რა გაყვანილობის პრობლემა ვერ დაადგინეს ? facepalm.gif
ამდენ დროში ყველაფერი უნდა მოეწსროთ
ყლეზე კიდიათ და იმიტომაცაა ეგრე , ესაა პასუხი ჩემი აზრით


Posted by: GEORGEXIII 17 Dec 2018, 18:57
Snow93
აბა იქითა წელს თუ მოესწრო კარგია.

Posted by: Snow93 17 Dec 2018, 19:14
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა საბურთალოს რაიონში, სიმონ ჩიქოვანის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა.
დასრულებულ პროექტს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.
„ჩიქოვანის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. პროექტის ფარგლებში, მთლიანად შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები და LED განათების ქსელი მოეწყო, რომელიც ელექტროენერგიას 60-70%-ით ზოგავს. პროექტის განხორციელება რთული იყო იმ თვალსაზრისით, რომ მუშაობა ღამის საათებშიც გვიწევდა. ეს მჭიდროდ დასახლებული ქუჩაა და სამუშაოების წარმოება ასევე, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა ხმაურის მხრივ. ადგილობრივ მოსახლეობას მინდა მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ საშუალება მოგვცა, 24-საათიან რეჟიმში გვემუშავა. აღნიშნულ ტერიტორიაზე უკვე მოწყობილია საპარკინგე ადგილები, ტროტუარი და რაც ამ კონკრეტულ ქუჩაზე იყო შესაძლებელი, ყველაფერი მაქსიმალურად არის გაკეთებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.
პროექტის ფარგლებში, გზის სავალ ნაწილზე ასფალტობეტონის საფარი დაიგო, მოეწყო ახალი სანიაღვრე სისტემა და ტროტუარი, რომელიც აქამდე ქუჩაზე არ არსებობდა. გარდა ამისა, მოეწყო ორი საყრდენი კედელი და შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციების დაზიანებული მონაკვეთები.
ტროტუარებზე მოეწყო შშმ პირთათვის ადაპტირებული გადასასვლელები, შეიცვალა გარე განათების ბოძები და დამონტაჟდა ახალი სანათები. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ასევე, მოწესრიგდა საპარკინგე სივრცეები.
დედაქალაქის ბიუჯეტიდან ჩიქოვანის ქუჩის რეაბილიტაციაზე 2 077 777 ლარი დაიხარჯა. სამუშაოები კომპანია „ბლექ სი გრუპმა“ აწარმოა.
ჩიქოვანის ქუჩაზე თბილისის მერთან ერთად, საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ვახტანგ შაქარიშვილი იმყოფებოდნენ.user posted image

Posted by: GURAMI2 17 Dec 2018, 19:18
ორთაჭალა ჰესის ხიდსის რეკონსქციას არ აპირებენ ნეტა? ხიდიდან იუსტიციის სახლამდე მთლიანად შესაცვლელია საფარი .

Posted by: Snow93 17 Dec 2018, 19:19
GURAMI2
დიდი იმედი მაქვს ზაფხულამდე არ დაიწყებენ. ... დილაობით საშინელება ხდება მანდ

2 590 ავტოსაგზაო შემთხვევა, 74 დაღუპული და 3 207 დაშავებული – ასეთია შსს-ს სტატისტიკა, რომელშიც 2018 წლის 10 თვის მონაცემებია ასახული.
სტატისტიკური მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის ნოემბრამდე თბილისში ყველაზე მეტი – 112 ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთის გზატკეცილზე მოხდა, რამაც 6 ადამიანის დაღუპვა გამოიწვია.
ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილს აღმაშენებლის ხეივანი იკავებს, სადაც 80 ავარიის შედეგად, 4 პირი დაიღუპა, მესამე ადგილზე კი 78 შემთხვევით მტკვრის მარცხენა სანაპიროა, სადაც 5 ადამიანი გარდაიცვალა.
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, გასულ წელს თბილიში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 87 ადამიანი დაიღუპა.

Posted by: Snow93 19 Dec 2018, 14:30
გუუდ

“თბილისი არ უნდა იყოს და არ იქნება ჯიხურების ქალაქი”, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. კალაძის თქმით, იმ ჯიხურების მფლობელებს, რომლებსაც ისინი არასწორ ადგილზე აქვთ განთავსებული, 3-დან 6-თვემდე ვადა მიეცემათ, რათა ობიექტების ადგილმდებარეობა გაასწორონ, წინააღმდეგ შემთვევაში, მათ ჯიხურების აღება მოუწევთ.
“დაახლოებით 6 წლის წინ, ქალაქში 2500 ჯიხური განთავსდა. ყველაზე ცუდი ამ ყველაფერში არის ის, რომ მათი დიდი ნაწილი ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით არასწორ და ზოგ შემთხვევაში, კანონმდებლობით დაუშვებელ ადგილებშია განთავსებუი.მაგალითად, გზისპირას განთავსებული ჯიხურები, რის გამოც მუდმივად ფერხდება სატრანსპორტო მოძრაობა, ზოგ შემთხვევაში ტროტუარზე განთავსებული ჯიხური პრაქტიკულად არ ტოვებს ქვეითის გასავლელ ადგილს”,- განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერის განმარტებით, ჯიხურების უმრავლესობას სულ ახლახან გაუვიდა იჯარის ვადა და აღრიცხულია ყველა ის ობიექტიც, რომლებიც ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით არასწორ ადგილზეა განთავსებული.
რაც შეეხება იმ ჯიხურებს, რომლებიც მდებარეობიდან გამომდინარე არ არიან პრობლემური. მერის განმარტებით, ისინი დარჩებიან, თუმცა ამ ადგილებზე ხელახლა გამოცხადდება აუქციონები და მათ მფლობელებს მიეცემათ შესაძლებლობა ახალი ვადით აიღონ საიჯარო უფლება.

Posted by: ნიკა 20 Dec 2018, 14:23
ვერი გუუდ. პირველ რიგში სიგარეტს რომ ყიდიან ეგენია ასაღები, და ასევე პირდაპირ გზაჯვარედინის კუთხეში რომ დგას და ხედვას აუარესებს. და საერთოდ მანქანიდან ეგრევე ყიდვა რომელზეცაა განსაზღვრული ყველა უნდა აიღონ.

დ ა რაც მთავარია და რასაც არც ერთი მთავრობა არ იზავს, დაცვის ჯიხურებია ასაღები, რომ;ლებიც ტროტუარს კეტავს მთლიანად (საელჩოებთან და ა.შ.)

Posted by: MANMUS 20 Dec 2018, 14:47
საშემოდგომო გამწვანების ფარგლებში, დედაქალაქში 11 000 კვადრატული მეტრის ბეტონის გზაგამყოფი კუნძულები გამწვანებამ ჩაანაცვლა.
გმირთა მოედანზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, 5980 კვადრატულ მეტრ ფართობზე ჰიდრო თესვის პრინციპით დაითესა ბალახი, 221 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგო ბალახის საფარი და დაირგო 21 ძირი მერქნიანი მცენარე – 11 ძირი ჭადარფოთოლა ნეკერჩხალი; 10 ძირი ფოტინია.
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მიერ, დედაქალაქში 97 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე არსებულ გზაგამყოფ კუნძულებზე მოეწყო სარწყავი სისტემა, დაიგო ბალახი და დაირგო სხვადასხვა სახეობის 7000-მდე ბუჩქი.

Posted by: ნიკა 20 Dec 2018, 16:11
რამდენიადამიანი შეეწირება ნეტა ამ გამწვანებებს. sad.gif

ყვეკლაფერს ერთი ადგილიდან რატომ აკეთებენ ნეტა?

Posted by: vatman 20 Dec 2018, 16:39
ნიკა
QUOTE
ამდენიადამიანი შეეწირება ნეტა ამ გამწვანებებს.

??

Posted by: ნიკა 24 Dec 2018, 19:30
vatman
მანდ დადიოდა დამრღვევი ქვეითები. ახლა გადმობარგნენ პირდაპი სავალ ნაწილზე. ეგ ერთი
მეორე რომ ხილვადობას აუარესებს საგრძნობლად
მესამე რომ ზოგან სწრაფი გზის გასწვრივაა ისე რომ დისტანცია ნახევარი მეტრიც კი არაა.


იხარე ერო.
https://www.facebook.com/100008659782652/videos/2021912241440749/

საფოსტო ბილიკები გვქონია ქალაქში

Posted by: vatman 25 Dec 2018, 12:22
ნიკა
ვერ მივხვდი რა ადგილზე იძახი, თუ ზოგადად ამბობ?

არამგონია ეს ხეები ასეთი საავარიო სიტუაციები შექმნან მასიურად

Posted by: MANMUS 25 Dec 2018, 19:59
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, დადგება იმ კომპანიის პასუხისმგებლობის საკითხი, რომელიც აეროპორტის გზაზე მდებარე, ე.წ. ვარკეთილის ხიდების სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.
ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის საკრებულოში, დეპუტატ ბექა დავითულიანის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. დავითულიანის თქმით, აეროპორტის გზაზე რამდენიმე თვეა სარეაბილიტაციო სამუშაოები შეფერხებით მიმდინარეობს, რაც გადაადგილების პრობლემას ქმნის.
„პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს არის ნათელი მაგალითი, თუ როგორი არ უნდა იყოს კონტრაქტორი სამშენებლო კომპანია. უახლოეს დღეებში ამის შესახებ მსჯელობა გვექნება და აუცილებლად დავაყენებთ ამ კომპანიის პასუხისმგებლობის საკითხს იმიტომ, რომ კატეგორიულად მიუღებელია ამ კომპანიის დამოკიდებულება, პირველ რიგში, თბილისის მოსახლეობის მიმართ. 30-მეტრიან მონაკვეთზე უკვე შვიდი თვეა სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. შენიშვნას ვიღებთ, რასაც პირადად ჩემი და მერიის სამსახურების მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
ამასთან, დედაქალაქის მერის თქმით, მომდევნო წლებში მეტი ყურადღება გამახვილდება იმაზე, რომ მსგავსმა კომპანიებმა მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებში მონაწილეობა არ მიიღონ.
„სამწუხაროა, მაგრამ, ფაქტია, რომ ჯერ კიდევ არსებობენ ასეთი კომპანიები. თუმცა ვიმედოვნებ, რომ მომდევნო წელს ამ საკითხს გაცილებით ყურადღებით მოვეკიდებით და ისე მივიღებთ გადაწყვეტილებებს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ტენდერით ხდება, თუმცა ასეთ კომპანიებს თავიანთი  ადგილი უნდა ჰქონდეთ და ასეთი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში მონაწილეობის შესაძლებლობა არ უნდა ჰქონდეთ“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.




Posted by: ნიკა 25 Dec 2018, 19:59
vatman
ხეები გზის პირას არ მახსოვს სად შევნიშნე დარგული. კუნძულზე არა მარჯვენა კიდეზე იყო ეგრევე რა ნახევარი მეტრიც არ იქნებოდა სავალი ნაწილიდან.

ქვეითების ვიდეოებს შეგიგროვებ თუ გინდა და ერთად დავდებ რეგისტრატორიდან.

Posted by: da_to 26 Dec 2018, 00:05
ამას რომ მიხვედრლილიყვნენ 7 თვე იყო საჭირო ? facepalm.gif ვაი რა გვეშველება .... ვაშლიჯვარის ესტაკადის ამბავას როდის მიხვდებიან ნეტავ ? biggrin.gif

ნამდვილად მიუღებელია ეს დამოკიდებულება თბილისელების მიმართ, 30 მეტრიან მონაკვეთზე უკვე 7 თვეა მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები. შესაბამისად, მივიღებთ გადაწყვეტილებას. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ჯერ კიდევ არსებობს ასეთი კომპანიები.

https://www.interpressnews.ge/ka/article/526885-kaxa-kalaze-es-aris-nateli-magaliti-rogori-ar-unda-iqos-samsheneblo-kompania


Posted by: vatman 26 Dec 2018, 12:03
რობაქიძეზე ბას ლეინებზე ნაგვის ურნები რო უადგილოდ დგას ნეტავ თუ ხვდებიან.
ეს ჯანდაბას და გუშინ საღამოს 9-ზე ბასლეინზე იყო დაპარკინგებული ტრაილერი, 4 საათშI გამოვიარე და ისევ იდგა , ოღონდ უკან პატრული იყო მომდგარი უკვე (4 საათში!!!). მაგ ტრაილერის მძღოლს ხო უნდა ერთი 1 წლით პრავა წაართვა როგორც მინიმუმ mad.gif

Posted by: ZEUS 26 Dec 2018, 12:15
vatman
QUOTE
საღამოს 9-ზე ბასლეინზე იყო დაპარკინგებული ტრაილერი, 4 საათშI გამოვიარე და ისევ იდგა , ოღონდ უკან პატრული იყო მომდგარი უკვე (4 საათში!!!).

ხო. ეგ ტრაილერი მეც ვნახე. აი, ძაან პიზდეცუა რა. პატრულიც რა ოპერატიულია biggrin.gif

Posted by: rommel 26 Dec 2018, 12:39
QUOTE
გუშინ საღამოს 9-ზე ბასლეინზე იყო დაპარკინგებული ტრაილერი,


ნეტა ასეთი მძღოლები უბრალოდ დებილები არიან თუ ზედმეტად ნაგლები rolleyes.gif

Posted by: MANMUS 26 Dec 2018, 12:56
თბილისის მერი კახა კალაძე საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილ სპეციალურ ზოლებში კერძო ავტომანქანების გადაადგილებისა და ველობილიკებზე პარკირების შემთხვევებზე კონტროლის გამკაცრებას ითხოვს.
როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მერიის პრიორიტეტი საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება და ველოსიპედებით გადაადგილების წახალისებაა, სწორედ ამიტომ, ყველა განხორციელებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტში ე.წ. ბასლეინები და ველობილიკებია გათვალისწინებულია.„2019 წელს სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება. ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელებისას მაქსიმალურად ვითვალისწინებთ ჩვენი უცხოელი ექსპერტების რჩევებს, მინიშნებებს, თუ რა უნდა გაკეთდეს, როგორ უნდა განხორციელდეს პროექტები, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა იყოს კომფორტული, სწრაფი და თავისუფალი. შემთხვევითი არ არის, რომ ავტობუსებისთვის განკუთვნილი გვაქვს სპეციალური ზოლები, რათა საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება იყოს ყველაზე კომფორტული. ახალი სატრანსპორტო პოლიტიკის ჭრილში, ჩვენ შევეცდებით, საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა ისარგებლოს კიდევ უფრო მეტი უპირატესობით და შევზღუდოთ კერძო სატრანსპორტო საშუალებების მოხმარება. პრობლემა ისაა, რომ გახშირდა შემთხვევები, როდესაც ავტობუსის ზოლზე მოძრაობენ ავტომანქანები, რაც დარღვევაა. მინდა, ვთხოვო ირაკლი ხმალაძეს, მჭიდრო კომუნიკაცია გქონდეთ საპატრულო პოლიციასთან, მათი მხრიდან არის სრული მზაობა. საუბარი მქონდა მინისტრ გიორგი გახარიასთან და მაქსიმალური მხარდაჭერა გვაქვს. თუ საჭიროა, აუცილებლად დავაყენოთ კამერები, რომ დამრღვევები დაჯარიმდნენ. ყველამ უნდა გაითავისოს, რომ ეს ზოლები განკუთვნილია მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის, რათა ადამიანებმა გადაადგილება შეძლონ სწრაფად და კომფორულად“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, დარღვევაა ასევე ველობილიკებზე ავტომანქანების გაჩერება ან ასეთ შემთხვევებზე რეაგირება ასევე უნდა გამკაცრდეს.
„იგივე დამოკიდებულება მაქვს ველობილიკებთან დაკავშირებით. ეს ხომ ჩვენი ახირება არ არის. ჩვენ მივდივართ და ყველაფერს ვაკეთებთ საერთაშორისო სტანდარტებით, როგორც ნორმალურ, განვითარებულ ქვეყნებშია და ახლის გამოგონებას არ ვაპირებთ. გვინდა, ხელი შევუწყოთ ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტს. ველობილიკები იმისთვის კეთდება, რომ რაც შეიძლება მეტი შესაძლებლობა იყოს ფეხით გადაადგილების, ველოსიპედით სარგებლობის. ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტზე, რომლის რეაბილიტაციასაც ვახორციელებთ, გვექნება ის მიდგომები, რაც კოსტავა-შარტავას კონკრეტული მონაკვეთის რეაბილიტაციისას გვქონდა. ჩემი თხოვნა იქნება, ჩართეთ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაც, რომელიც პარკირების მონიტორინგს ახორცხიელებს და ამ მიმართულებით რეგულაციები გავამკაცროთ. თუ გასაზრდელია ჯარიმები, მივიღოთ გადაწყვეტილება, პარლამენტი მზადაა, თუ კანონში გვინდა ცვლილებების შეტანა. ქალაქში უნდა იყოს წესრიგი. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ფეხით მოსიარულეებისთვის შესაძლებელი იყოს თავისუფალი გადაადგილება, ასევე, ველობილიკების მიზანია, ხელი შევუწყოთ ამ მიმართულების განვითარებას“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, მსგავსი პრობლემაა ტაქსის სადგომებთან დაკავშირებითაც. კერძოდ, რეგისტრირებული ტაქსისთვის ქალაქში პირველად გამოიყო სპეციალური ადგილები, თუმცა ხშირია შემთხვევები, როდესაც ამ ადგილებზე გაჩერებულია სხვა კერძო სატრანსპორტო საშუალებები, რაც ასევე დარღვევაა.
„ესეც დასარეგულირებებლია. როდესაც რაღაც გადაწყვეტილებას ვიღებთ, ის თუ არ აღვასრულეთ, იმ რეფორმას ფასი საერთოდ დაკარგული აქვს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Posted by: Snow93 26 Dec 2018, 13:30
eraz
კარგია ჭკუას ისწავლიან ზოგ-ზოგიერთები

Posted by: MANMUS 26 Dec 2018, 13:46
Snow93
გამოფხიზლდებიან ოთხნიშნას რომ მიარჭობენ, სხვანაირად ამათ ტვინამდე ვერ დავა
პ.ს ჭავჭავაძეზე ერთი ამბავი აიწევა ცოტა ხანში givi.gif
ვაკის რაიონში, ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება. ამის შესახებ თბილისის მერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„ჭავჭავაძის გამზირი თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით, განათებებით, გამწვანებებით და იქნება მოწესრიგებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, 2019 წელს ფინანსთა სამინისტროდან დამატებით მიღებული თანხებით, თბილისის მერია დაიწყებს ფიროსმანის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ასევე დაიწყება თანამედროვე სტანდარტის ნაგავსაყრელის პოლიგონის მოწყობა.

კალაძის თქმით, ასევე დაგეგმილია ორი მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა ვარკეთილსა და დიდ დიღომში.

გარდა ამისა, გლდანში, ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩების სრული რეაბილიტაცია იგეგმება.

Posted by: Snow93 26 Dec 2018, 14:06
eraz
ვაიმე ვაიმე, იმედია ზაფხულში მოხდება ეგ ყველაფერი. შეუძლებელი გახდება გავლა ვატყობ

Posted by: ნიკა 26 Dec 2018, 14:23
ვახ. რა კარგად მახსოვს 2006 თუ რომელი წელი იყო საშინელ საცობებში რომ მომიწია ცხოვრება. დავიჯერო მაგის მერე უკვე იმ დონეზე დაზიანდა რომ ახლიდან უნდა?

Posted by: da_to 26 Dec 2018, 14:29
ნიკა
QUOTE
დავიჯერო მაგის მერე უკვე იმ დონეზე დაზიანდა რომ ახლიდან უნდა?


მე როგორც მახსოვს მხოლოდ ასფალტის საფარი მოხსნეს ... მახსოვს მაშინ პირველლად ვანხე ვირთგენის ასფალტის ამყრელი მანქანა და პირდაღებული ვუყურებდი biggrin.gif

Posted by: MANMUS 26 Dec 2018, 14:29
ჭავაჭვაძე კი არა ჯერ წამებულის და გორგასლის ქუჩებით უნდა დაეწყოთ წინა გვერდებზეც დავდე ფოტო რა მდგომარეობაშიცაა. ყველაფერს უკუღმა როგორ აკეთებენ facepalm.gif

Posted by: Nescafe13 26 Dec 2018, 15:08
QUOTE
გორგასლის ქუჩებით


ეს საერთოდ უნდა აიყაროს და გადაიგოს თავიდან
მანქანა ხტუნავს როცა მიდიხარ

მეტეხის ხიდის ქვეშ გზა რომელიც იუსტიციისკენ მიდი ისიც გასაკეთებელია თავიდან ბოლომდე

ვაფშე და თბილისი უნდა დაკეტო 2-3 თვით და მთელი ტემპით უნდა გადაიგოს ქალაქი biggrin.gif

Posted by: Snow93 26 Dec 2018, 19:05
QUOTE (Nescafe13 @ 26 Dec 2018, 15:08 )
QUOTE
გორგასლის ქუჩებით


ვაფშე და თბილისი უნდა დაკეტო 2-3 თვით და მთელი ტემპით უნდა გადაიგოს ქალაქი biggrin.gif


lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: MANMUS 27 Dec 2018, 16:34
user posted image
“ეს არის უტროტუარო ავტობუსის გაჩერება ჭავჭავაძის გამზირზე. თავის დროზე ქუჩის ამ მონაკვეთში მდგომი შენობები კოდუების კლანმა იყიდა. ყოფილი ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის წინ ათამდე დიდი ხე მოჭრეს (რის შედეგადაც მთლიანად დაირღვა გამზირის გამწვანების ერთგვაროვნება), აქ კიდევ ტროტუარი მიიტაცეს.
ავტობუსის გაჩერებაზე პარკინგის არსებობა ნიშნავს, რომ აქ მდებარე “სოლოს” ფილიალის და კიდევ რამდენიმე მაღაზია-ოფისის თანამშრომლების ინტერესები ქალაქისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე იმ ათასობით ადამიანის უსაფრთხოება და კომფორტი, ვინც ავტობუსებით სარგებლობს.გააუქმეთ პარკინგი, დაგვიბრუნეთ ტროტუარი”, -წერს ერთ -ერთი მოქალაქი სოციალურ ქსელში.
აქვე გთავაზობთ თბილისის მერის გუშინდელ განცხადებას მთავრობის სხდომაზე -„ჩემი თხოვნა იქნება, ჩართეთ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაც, რომელიც პარკირების მონიტორინგს ახორცხიელებს და ამ მიმართულებით რეგულაციები გავამკაცროთ. თუ გასაზრდელია ჯარიმები, მივიღოთ გადაწყვეტილება, პარლამენტი მზადაა, თუ კანონში გვინდა ცვლილებების შეტანა. ქალაქში უნდა იყოს წესრიგი”.

Posted by: ZEUS 29 Dec 2018, 18:43
QUOTE
ყოფილი ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის წინ ათამდე დიდი ხე მოჭრეს (რის შედეგადაც მთლიანად დაირღვა გამზირის გამწვანების ერთგვაროვნება)

მართლა რა საშინლად ჩანს. ეტყობა რომ შეეწირა ვიღაცეების ინტერესებს შუა ჭავჭავაძეზე ეგ ხეები...

Posted by: MANMUS 1 Jan 2019, 23:02
ჩარგლის ქუჩას ყოფა ეტირა თავიდან გახდა დასაგები facepalm.gif

Posted by: Carver 2 Jan 2019, 01:13
ვაჟა-პავლოვით უნდა გაეგრძელებინათ რეაბილიტაცია და ასე თუ ისე საბურთალო დამთავრდებოდა, უაზრო ველობილიკსაც აზრი მიეცემოდა..

Posted by: ZEUS 2 Jan 2019, 14:51
QUOTE (Carver @ 2 Jan 2019, 01:13 )
ვაჟა-პავლოვით უნდა გაეგრძელებინათ რეაბილიტაცია და ასე თუ ისე საბურთალო დამთავრდებოდა, უაზრო ველობილიკსაც აზრი მიეცემოდა..

მართლა რა უაზრო ველობილიკია რა. დღეში ერთი ველოსიპედისტი არ გაივლის.
პოპულისტური ნაბიჯი იყო აშკარად.

Posted by: Snow93 2 Jan 2019, 20:31
ZEUS
რა თქმა უნდა, რომც გაიაროს რომელი სუფთა ჰაერი მანდაა? მაგის სუნთქვა ბევრად საზიანოა და საერთოდ არაა საჭირო თბილისში მსგავსი ტრეკი

Posted by: TramwayMan 2 Jan 2019, 21:02
Carver
QUOTE
ვაჟა-პავლოვით უნდა გაეგრძელებინათ რეაბილიტაცია და ასე თუ ისე საბურთალო დამთავრდებოდა, უაზრო ველობილიკსაც აზრი მიეცემოდა..

აგრძელებენ კიდევაც წელს. უნივერსიტეტამდე.

Posted by: Carver 2 Jan 2019, 23:27
TramwayMan
ოფიციალურად დაანონსდა ?
ვაჟაზეა მარტო საუბარი?

Posted by: TramwayMan 3 Jan 2019, 00:18
Carver
რამდენი ხანია დაანონსებულია.
ვაჟა და ყაზბეგი

Posted by: Carver 3 Jan 2019, 00:21
TramwayMan
მშვენიერი up.gif


.....................

Posted by: JSB14BSJ 3 Jan 2019, 09:27
მუხიანში, გობრონიძის ბოლოში რო რაღაც დედიმაგათისას თხრიან უკვე 120 თვეა, მორჩნენ თუ ისევ ისეა?

Posted by: vatman 3 Jan 2019, 10:07
JSB14BSJ
წინა კვირას გახსნეს, მარა ეგრევე ეტყობა რო დროებით გახსნილია ახალი წლებისათვის, ჩაწეულია ისევ. უბრალოდ ასფალტი გადააფურთხეს.

ბოხუას ქუჩა როდის გადათხარეს ლუბლიანადან ბელიაშვილამდე? გუშინ გამოვიარე და ასფალტ აყრილი დამხვდა

Posted by: ნიკა 3 Jan 2019, 16:05
ვარკეთილის ხიდები გუშინ გახსნილი იყო. სამუშაოების დაუსრულებლად ცხადია.

Posted by: ilo44 3 Jan 2019, 18:11
ვარკეთილის ხიდი, ასეთი საშინელად გაკეთედული ხიდი არსად მინახვს. მწოლიარე პოლიციელი დააყენონ უკეთესია

Posted by: MANMUS 7 Jan 2019, 13:00
ჩარგლის ქუჩამ 3 წელიც ვერ გაძლო facepalm.gif

Posted by: ნიკა 7 Jan 2019, 17:15
ვეფხი და მოყმე 360-ანი
https://goo.gl/maps/PP63DztuUcS2

აღმაშენებლის ძეგლი
https://goo.gl/maps/M4CQutjAohE2

თავისუფლების მოედანი
https://goo.gl/maps/nKXc66jWrbN2

Posted by: Snow93 14 Jan 2019, 14:43

დღეიდან ავტომობილებს, რომლებსაც ტექნიკური დათვალიერება არ გაუვლიათ, „ჭკვიანი“ კამერები დააჯარიმებენ. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შსს-ს ცნობით, ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელები შსს-ს მომსახურების სააგენტოს მომხმარებელთა სატელეფონო მონაცემების ბაზაში დაფიქსირებულ ტელეფონის ნომერზე მიიღებენ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას ვიდეოჯარიმის გამოწერის შესახებ. შეტყობინების მიღებიდან 10 დღის განმავლობაში ჯარიმის გადახდის შემთხვევაში, მოქალაქე სარგებლობს 20% -იანი შეღავათით. იმ შემთხვევაში, თუ პირი ვიდეოჯარიმას მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღებიდან 10 დღის ვადაში არ გადაიხდის, საჯარიმო ქვითარი, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, მას ფოსტის მეშვეობით ეგზავნება, ხოლო ვიდეოჯარიმის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, 30-დან 60 დღის ვადაში, პირს ვიდეოჯარიმა განმეორებით ეგზავნება.

საჯარიმო ქვითრის ფოსტის მეშვეობით ორჯერ ჩაუბარებლობის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნებას ოფიციალურ ვებგვერდზე.

აღნიშნული წესი ამოქმედდა 2017 წლის პირველი ნოემბრიდან ძალაში შესული რეგულაციით, რომლის თანახმად, ვიდეოჯარიმის ქვითარი სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე- police.ge-ზე საჯაროდ ქვეყნდება.

შსს-ს ინფორმაციით, მთელი საქართველოს მასშტაბით, უკვე დამონტაჟებულია და ეფექტიანად მოქმედებს 1 441 ვიდეოკამერა, რომლებიც სამინისტროს ერთიან ქსელშია ჩართული. მათ შორის 795 არის ზოგადი ხედვის, 646 კი – ე.წ. ჭკვიანი ვიდეოკამერა.

ამ დროისთვის, ვიდეოკამერები თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეა გადანაწილებული.

2019 წლის პირველი იანვრიდან ტექნიკური ინსპექტირება მთელი ავტოპარკისთვის სავალდებულო გახდა. შემოწმებას ის მსუბუქი ავტომობილებიც გაივლიან, რომლის ძრავის მოცულობაც 3 ათას კუბურ სანტიმეტრზე ნაკლებია.

ტექნიკური ინსპექტირების გავლის ვალდებულება მსუბუქი ავტომობილის მფლობელებს ეტაპობრივად შეეხება და ეს ავტომობილის რეგისტრაციის თარიღზეა დამოკიდებული.

მაგალითად: თუ მსუბუქი ავტომობილის რეგისტრაციის მოწმობის გაცემის თარიღი 2013 წლის 28 ოქტომბერია, სატრანსპორტო საშუალებამ ინსპექტირება 2019 წლის 28 ოქტომბრამდე უნდა გაიაროს.

ოთხ წლამდე ავტომობილებს ტექდათვალიერება არ მოეთხოვებათ, 4-დან 8 წლამდე მანქანები შემოწმებას ორ წელიწადში ერთხელ გაივლიან. რვა წლისა და უფრო ძველი ავტომობილები სავალდებულო ტექდათვალიერებას ყოველწლიურად დაექვემდებარებიან.

Posted by: MANMUS 15 Jan 2019, 11:43
პროექტში შეტანილი ცვლილებების გამო, ვაშლიჯვრის ესტაკადის მშენებლობის დასრულების ვადამ გადაიწია. თბილისის მერიის ინფორმაციით, ახალი პროექტი ადგილზე ნაკლები ხე-მცენარის მოჭრას ითვალისწინებს.

„თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, პროექტმა განიცადა გარკვეული ცვლილებები, რათა კვანძის მშენებლობის შედეგად ნაკლები ზემოქმედება მოხდეს მწვანე საფარზე. თავდაპირველად უნდა მოჭრილიყო 47 დიდი და 198 მცირე დიამეტრის ხე-მცენარე, ხოლო გადაირგვებოდა 42 დიდი და 16 პატარა დიამეტრის მცენარე. ახალი პროექტის მიხედვით კი, მნიშვნელოვნად ნაკლები ხე-მცენარე მოიჭრება. ასევე, პროექტში შეტანილი ცვლილება ითვალისწინებს კერძო მესაკუთრეთაგან მიწის გამოსყიდვის საკომპენსაციო ხარჯების შემცირებას“, – აცხადებენ მერიაში.

მარშალ გელოვანისა და პეტრე სარაჯიშვილის ქუჩების გადაკვეთაზე ორდონიანი კვანძის მშენებლობა 2018 წლის ზაფხულში დაიწყო და 180 დღის ვადაში უნდა დასრულებულიყო.

Posted by: Snow93 15 Jan 2019, 14:32
უცხოელების თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა, ვისაც სულ მცირე ორი დღე მაინც მოუწია თბილისში ყოფნა, ერთხმად აღნიშნავს თბილისელი მძღოლების მართვის განსაკუთრებულ სტილს.
ქაოსი, უწესრიგობა, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობა და გაუთავებელი – გაბმული ხმოვანი საგნალი თბილისის ქუჩების სავიზიტო ბარათად იქცა. შედეგიც სახეზეა. 2 590 ავტოსაგზაო შემთხვევა, 74 დაღუპული და 3 207 დაშავებული – ასეთია შსს-ს სტატისტიკა, რომელშიც 2018 წლის 10 თვის მონაცემებია ასახული.
თბილისელი მძღოლები განსაკუთრებით ფეხითმოსიარულეებს ერჩიანიან და ზებრაგადასასველებს სადაც შუქნიშანი არ დაგას ფაქტობრივად არ ცნობენ. ხშირ შემთხვევაში, ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელთან სიჩქარის შენელების ნაცვლად კიდევ უფრო უმატებდნენ სიჩქარეს.
ფაქტია, რომ ცივილური წონასწორობა ფეხით მოსიარულესა და მძღოლს შორის, რაც ასე დამახასიათებელია ევროპისა და ამერიკის ქალაქებისთვის სრულიად უცხოა თბილისისთვის. სად არის გამოსავალი, რა აიძულებს ვთქვათ გერმანელ მძღოლს არ მოიქცეს „თბილისურად“? სპეციალისტების შეფასებით, იმისათვის, რომ თბილისის ქუჩებში გამეფებული ქაოსი შევცვალოთ ცივილიზებული წესრიგით, მხოლოდ პოლიტიკური ნებაა საჭირო, ანუ პოლიციამ რეალურად უნდა დაიწყოს კანონის აღსრულება.
“საჭიროა უფრო მკაცრი წესების, მაღალი ჯარიმებისა და მკაცრი აღსრულების შემოღება. რაც უფრო მნიშვნელოვანია, აღსრულება განსაკუთრებით მკაცრი უნდა იყოს გარდამავალ პერიოდში, რათა საშუალება მივცეთ საგზაო მოძრაობის ყველა მონაწილეს, შესაბამისად შეცვალოს საკუთარი მოლოდინები და ქცევა. როგორც კი მოლოდინები შეიცვლება, აღსრულების ინტენსივობა (და მასთან დაკავშირებული ხარჯები) შეიძლება მკვეთრად შემცირდეს”, – აცხადებს “ფონდი პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის” დირექტორი, ირაკლი იზორია.

Posted by: MANMUS 15 Jan 2019, 15:03
https://www.primetime.ge/news/1547546252-
* * *
ცოტა გვიკლია ევროპულ სტანდარტებამდე facepalm.gif givi.gif

Posted by: Snow93 16 Jan 2019, 13:50
აუ აუუუ რა მაგრად დაგვერხა პროსტააა

კახა კალაძის თქმით, მერია ვახუშტის ხიდის რეაბილიტაციის პროექტს იწყებს. ხიდს, რომელიც წერეთლის გამზირს სააკაძის მოედანთან აკავშირებს, კალაძის თქმით, 4-5-თვიანი რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

როგორც ნეტგაზეთს მერიაში უთხრეს, ამჯერად მოსამზადებელი ეტაპი მიმდინარეობს, რისი დასრულების შედეგაც რეაბილიტაცია დაიწყება. მათივე ინფორმაციით, ჯერჯერობით ბოლო დეტალები ზუსტდება.

“ამ პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ახალი კონსტრუქციის, სავალი ნაწილის, სადეფორმაციო ნაკერების, რკინა-ბეტონის, თვალამრიდების და ასევე გარე განათების ქსელის, ხიდთან მისასვლელის, სანიაღვრე ჭების, დაზიანებული კედლების რეაბილიტაცია და სანაპირო ბურჯების დასუფთავება. დაახლოებით 4-5 თვის განმავლობაში გაგრძელდება ეს სამუშაოები, იმიტომ, რომ არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაშია ეს ხიდი და რეაბილიტაცია აუცილებელია,” – თქვა კალაძემ დღეს, 16 იანვარს გამართულ დედაქალაქის სხდომაზე.

Posted by: Nescafe13 16 Jan 2019, 14:42
Snow93
QUOTE
“ამ პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ახალი კონსტრუქციის, სავალი ნაწილის, სადეფორმაციო ნაკერების, რკინა-ბეტონის, თვალამრიდების და ასევე გარე განათების ქსელის, ხიდთან მისასვლელის, სანიაღვრე ჭების, დაზიანებული კედლების რეაბილიტაცია და სანაპირო ბურჯების დასუფთავება. დაახლოებით 4-5 თვის განმავლობაში გაგრძელდება ეს სამუშაოები, იმიტომ, რომ არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაშია ეს ხიდი და რეაბილიტაცია აუცილებელია,” – თქვა კალაძემ დღეს, 16 იანვარს გამართულ დედაქალაქის სხდომაზე.


5 თვით დაიკეტება ეგ ხიდი ? თუ თან რეაბილიტაცია და თან სიარულიც იქნება შესაძLებელი ?
იმენა პიზდეცი გაიჩითება ეგ ხიდი 5 თვით რომ დაიხუროს biggrin.gif

Posted by: MANMUS 16 Jan 2019, 15:05
ვარკეთილის ხიდი ხო დაამთავრეს ახლა ეს facepalm.gif facepalm.gif

Posted by: Snow93 16 Jan 2019, 16:06
Nescafe13
ERAMUS

გიხაროდენ... კახეთის გზადკეცილიც დამატებია მაგ სიას...

იქამდე რომ საზ.ტრანსპორტს მიხედონ და მერე ჩაკეტონ ქალაქი საშვილიშვილო პროპკებში არ ფიქრობენ ნეტავ???

Posted by: TramwayMan 16 Jan 2019, 17:25
Snow93
Nescafe13
ცალ ცალი მხარე იკეტება smile.gif ჯერ ერთი მერე იქით გადავა მოძრაობა და მეორე დაიკეტება.

Posted by: Snow93 16 Jan 2019, 17:33
TramwayMan
ვაი რომ ცალ-ცალი კი არა პატარა მონაკვეთის გადაკვეთაც კოლაფსს იწვევს უკვე

Posted by: MANMUS 16 Jan 2019, 17:59
ჭავჭავაძესაც რომ მიაყოლებენ ცოტა ხანში მერე კი ნაღდად დიდი დომხალი აიწევა

Posted by: Carver 16 Jan 2019, 18:17
თამარ მეფის რაბილიტაციაზე ამბობდა ადრე, დაივიწყეს?

Posted by: Nescafe13 16 Jan 2019, 18:39
Snow93
QUOTE
ვაი რომ ცალ-ცალი კი არა პატარა მონაკვეთის გადაკვეთაც კოლაფსს იწვევს უკვე


ჯერ არა უშავს , სკოლები რომ დაიწყება და ყველა მანქანით გამოვა გარეთ მერე იქნება პიკი
ფიზიკურად რომ გინდოდეს მარცხენა სანაპიროზე მოხვედრა საბურთალოდან იმხელა გზის გავლა მოგიწევს პიზდეც

ესეთი მონაკვეთები უნდა დაიწყოს , ივნისის დასაწყისში და აგვისტოს ბოლოს უნდა მოამთავრონ ხოლმე, ამ დროს ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე გამტარი ხიდის დაკეტვა/შევიწროვება რა იქნება წარმომიდგენია

Posted by: Snow93 21 Jan 2019, 16:35
14 იანვრიდან 17 იანვრის ჩათვლით, მას შემდეგ, რაც პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებაგაუვლელი ავტომობილების დაჯარიმების პროცესში ე.წ. ჭკვიანი კამერებიც ჩაერთო, საერთო ჯამში, 6 654 ჯარიმა გამოიწერა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შს სამინისტროს კვლევისა და რეფორმების სამმართველოს ხელმძღვანელმა ბექა ლილუაშვილმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ე.წ. ჭკვიანი კამერები აღნიშნულ კანონდარღვევას აფიქსირებენ, ტექნიკური ინსპექტირების არგავლის გამო დაჯარიმებულთა რაოდენობა გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ პროცესში „ჭკვიანი კამერების“ ჩართვამდე 2019 წლის 1-ელი იანვრიდან 14 იანვრის ჩათვლით, ჯამში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების მიერ სულ 2404 ჯარიმა დაიწერა.

„ჩვენი მიზანი იყო აღსრულების ეფექტიანობის გაზრდა. ხშირად იყო შემთხვეები და ამას საპატრულო პოლიციის მიერ გამოწერილი ჯარიმებიც აჩვენებდა, რომ უამრავ ავტომობილს ჰქონდა კანონით ვალდებულება, რომ ტექნიკური ინსპექტირება გაევლო, თუმცა ასე არ ხდებოდა. რა თქმა უნდა, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების მხრიდან გადამოწმების დროს მხოლოდ მათ ნაწილზე იწერებოდა ჯარიმა და ეს პროცესი ეფექტიანობის გაზრდას მნიშვნელოვნად საჭიროებდა“, - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.

შს სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, დაჯარიმების პროცესში ე.წ. ჭკვიანი კამერების ჩართვის ერთ-ერთი მიზანი პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებში მიმართვიანობის ზრდა იყო.

„ბუნებრივია, ამ პროცესის მიზანი, რომ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებში მიმართვიანობა გაზრილიყო და ავტომობილები ტექნიკური ინსპექტირების გასავლელად აქტიურად მიეყვანათ, ფაქტობრივად, მიღწეულია. 14 იანვრის შემდეგ მიმართვიანობის მაჩვენებელი ფაქტობრივად, რამდენჯერმე გაიზარდა. მათ შორის გასამმაგდა, გაოთხმაგდა მიმართვიანობა. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებიდან ჩვენს საინფორმაციო ბაზაში დღე-ღამის განმავლობაში თუ 600 ჩანაწერი მოდიოდა, ახლა ეს მაჩვენებელი ფაქტობრივად, გახუთმაგდა“, - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების არგავლის შემთხვევაში, ფიზიკური პირები 50 ლარით, ხოლო იურიდიული პირები 200 ლარით ჯარიმდებიან. აღსანიშნავია, რომ ტექნიკური ინსპექტირების არგავლის შემთხვევაში მძღოლები ყოველ 30 დღეში დაჯარიმდებიან.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 14 იანვრიდან ე.წ „ჭკვიანი კამერების“ მიერ ავტომატურ რეჟიმში ხდება იმ ავტომობილების დაჯარიმება, რომლებსაც კანონის შესაბამისად, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება არ გაუვლიათ.
* * *
გასულ კვირას თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისში ახალი სერვისეი ე. წ. „ქარშეარინგის“ სერვისი დაწყება დაანონსა. როგორც ითქვა, კომპანია Aicar-ი თბილისში 300-მდე ელექტრომობილს შემოიყვანს, რომლებიც დედაქალაქში სხვადასხვა ლოკაციაზე განთავსდება და მსურველებს გარკვეული ანაზღაურების ფასად საშუალება ექნებათ ამ ავტომობილებით გარკვეული დროით ისარგებლონ, ანუ იქირაონ.
როგორც კალაძე აცხადებს, პროექტის დეტალური პრეზენტაცია ახლო მომავალში გაიმართება. დედაქალაქის მერს იმედი აქვს, რომ აღნიშნული სერვისი დედაქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება.
მერიის ამ წამოწყებას გარკვეული სკეპტიციზმით უყურებს არასამთავრობო სექტორის ერთი ნაწილი. მაგალითად, საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელის, დავით მესხიშვილისთვის გაუგებარია რა იურიდიული კავშირი აქვს მერიას ამ პროექტთან და კომპანია Aicar-თან. გაუგებარია ასევე პროექტის მიზანი და ის, თუ რა პრობლების მოგვარება მოხდება ამ პროექტის რეალიზაციის შემთხვევაში.
“რა კავშირშია ამ პროექტთან მერია, ვერ ვხვდები. ყველა ქვეყანაში ე.წ. „ქარშეარინგი“ ჩვეულებრივი, კერძო ბიზნესია. რა შუაშია აქ მერია. გასარკვევია ისიც, რა სეგმენტზეა გათვლილი ეს სერვისი. როგორი იქნება მომსახურების საფასური და რომელი და რამდენი კომპანია მიიღებს პროექტში მონაწილეობას. თუ ეს იქნება ერთი ან თუნდაც ორი კომპანია, ეს სრული კატასტროფაა. გამოდის, რომ მერიის მხრიდან რაღაც ბიზნესინტერესებზეა საუბარი. მოკლედ, უფრო მეტი კითხვაა, ვიდრე პასუხი”, – აცხადებს მესხიშვილი.
მესხიშვილისთვის გაუგებარია ასევე ისიც, თუ როგორ უნდა შეცვალოს 300-მა ელეტროავტომობილმა ეკოლოგიური მდგომარეობა თბილისში. მოკლედ, საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია მოლოდინის რეჟიმშია და მერიისაგან განმარტებებს ითხოვს. მოლოდინის რეჟიმშია “სითი კვირაც”. იქამდე კი შეგახსენებთ, რომ ე.წ. „ქარშეარინგი“ პირველ ეტაპზე თბილისში სამი მოდელის – Nissan, Renault და Smart -ის ავტომობილების შემოყვანას გულისხმობს. სერვისით სარგებლობა მომხმარებელს სპეციალური აპლიკაციის საშუალებით შეეძლება, რომელსაც საკუთარ ტელეფონში გადმოწერს; აპლიკაციის საშუალებით, ასევე, შესაძლებელი იქნება სასურველი ავტომობილის დაჯავშნა და მისი გამოყენება.

Posted by: Snow93 23 Jan 2019, 10:53
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური კახეთის გზატკეცილზე, მარჯვენა სათადარიგო ზოლის კაპიტალურ რეაბილიტაციას ახორციელებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

„კახეთის გზატკეცილის სათადარიგო ზოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები ეტაპებად დავყავით. გვინდოდა, რომ ორივე ზოლი მოწესრიგებული ყოფილიყო, რადგან კომუნიკაციების მოწესრიგებითა და მიწისქვეშა სამუშაოებით, კახეთის გზატკეცილის ცენტრალური გზის სრული რეაბილიტაცია გვაქვს დაგეგმილი. პირველ ეტაპზე, სათადარიგო ზოლების მოწესრიგება გადავწყვიტეთ. აქაც მთლიანად გამოცვლილია მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოწესრიგებულია ყველაფერი, რათა გზის გადაკეტვის დროს, ავტომობილების მოძრაობა შესაძლებელი იყოს. დარწმუნებული ვარ, როდესაც ცენტრალური გზის, თარგების მოწესრიგებისა და გამწვანების ჩათვლით, ყველა სამუშაო დასრულდება, ქალაქისთვის ძალიან ლამაზი და მნიშვნელოვანი პროექტი იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სარეაბილიტაციო არეალი 7.3 კილომეტრს მოიცავს, რომლის ფარგლებში, ტროტუარი და ბორდიური მოეწყობა, ასფალტის საფარი კი სავალ ნაწილზე, დაახლოებით, 70 000 კვ. მეტრზე დაიგება. სამუშაოების ფარგლებში, ასევე, მიმდინარეობს საკომუნიკაციო ქსელის მოწესრიგება, დაზიანებული სანიაღვრე ქსელის აღდგენა და ახლის მოწყობა.

გასულ წელს ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა კახეთის გზატკეცილზე მარცხენა სათადარიგო ზოლის რეაბილიტაცია განახორციელა. სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელიც მიმდინარე წლის თებერვალში დასრულდება, შპს „ბლექ სი გრუპი“ აწარმოებს. პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 10 357 000 ლარი დაიხარჯება.

კახეთის გზატკეცილის მარჯვენა სათადარიგო ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მერთან ერთად, მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსმა გალაქტიონ ბუაძემ, ისნისა და სამგორის გამგებლებმა, ასევე, საკრებულოსა და პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატებმა დაათვალიერეს.
user posted imageuser posted image

Posted by: Mama_Basili 23 Jan 2019, 13:02
ნახევარი თბილისის გზები უკვე ხელახლა დასაგებია, 100 მეტრს ვერ გაივლი რომ სადმე ორმოში არ ჩაარტყა მანქანა vis.gif

Posted by: Niku7a 23 Jan 2019, 17:33
QUOTE
ნახევარი თბილისის გზები უკვე ხელახლა დასაგებია, 100 მეტრს ვერ გაივლი რომ სადმე ორმოში არ ჩაარტყა მანქანა

+1
აი მარჯვენა სანაპიროს იმენა დედა აღარ ყავს, მეორეხარისხოვან გზებზე აღარაფერს ვამბობ
გორგასალი თავიდან ბოლომდე ამერიკული მთებია
"ახალ გზაზე"-ც ბეტონებია ამოჭული ალაგ ალაგ.... facepalm.gif

Posted by: MANMUS 23 Jan 2019, 18:45
გურამიშვილზე იმხელა ჩაღრმავებები გაჩნდა მანქანები ჩადიან და ამოდიან პირდაპირი მნიშვნელობით sad.gif

Posted by: Nescafe13 23 Jan 2019, 20:40
გობრონიძეზე რა გაუკეთებიათ ?
ჭები ათხარეს და რალის გზა გეგონება
იმედია 2020 მდე მორჩებიან

Posted by: JSB14BSJ 24 Jan 2019, 22:19
Nescafe13
QUOTE
გობრონიძეზე

მოიცა, კიდე არ გახსნილა გობრონიძე??

Posted by: moonlight 24 Jan 2019, 22:39
ჯერ იმ "ფირმას"შე#$$ვინც დაიწყო აგარაკის გზის კეთება მერე მის მომთრევს და მერე მის გამგდებს...ყველაფერში ჩაისვარეს ტიპებმა...7თვეა მიწას ტკეპნიან თანს სად?
კლდოვან გრუნტზე,..კლდეზე კატაობდნენ 7 თვე კატოკებით და ვერ მიხვდნენ..მერე ააცმევინეს..ეხლა დგას ბუღი და გაურკვეველი მომავალი ამ გზის ..საუბარია 2 კილომეტრზე რომელიც მხოლოდ მოხრეშილია და 100 მეტრი ასფალტი მისხმული...საღოლ ქოცნებავ სააღოლლლ კალლლიაძე!!!!1

Posted by: Snow93 25 Jan 2019, 20:22
წურწუმიას ქუჩაზე ავლაბარში გზა ჩანგრეულა
user posted image

Posted by: MANMUS 25 Jan 2019, 20:43
1 წლის წინ დააგეს და უკვე ჩაიგრა , მშვენიერია.

Posted by: ნიკა 25 Jan 2019, 23:48
ქალაქის ბევრ ქუჩაზე დაიწყო "უკონტაქტო პატრულირება" აქამდე მხოლოდ ბელიაშვილზე და ბარნოვ/აბაშიძეზე მახსოვს რომ იყო.

Posted by: MANMUS 26 Jan 2019, 14:57
სარეკონსტრუქციო სამუშაოებიდან გამომდინარე, ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის ხიდზე მოძრაობა ცალმხრივად შეიზღუდება. ავტოტრანსპორტისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ვახუშტის ხიდიდან სააკაძის მოედნის მიმართულებით.

Posted by: Nescafe13 26 Jan 2019, 17:29
QUOTE
ავტოტრანსპორტისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ვახუშტის ხიდიდან სააკაძის მოედნის მიმართულებით.


პიზდეც

ყველაზე მარტივი რომელი გზაა ეხა მარჯვენა სანაპიროდან მარცხენაზე რომ მოხვდე? biggrin.gif

Posted by: vatman 26 Jan 2019, 18:31
QUOTE
სარეკონსტრუქციო სამუშაოებიდან გამომდინარე, ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის ხიდზე მოძრაობა ცალმხრივად შეიზღუდება.

გილოცავთ rolleyes.gif popcorn.gif

Posted by: MANMUS 26 Jan 2019, 18:50
ზაფხულში მაინც დაეწყოთ ახლა წავა ერთი ამბავი მანდ help.gif sad.gif

Posted by: da_to 27 Jan 2019, 00:46
QUOTE
გილოცავთ


გმირთა მოედანს ამ ნაკადის დამტება აკლდა biggrin.gif

Posted by: ZEUS 27 Jan 2019, 11:32
5 თვეო ჩემი facepalm.gif ვადები აქვთ ზეპიზდეცი.

Posted by: MANMUS 28 Jan 2019, 18:10
გმირთა მოედანზე თამარ მეფის შესახვევისკენ დღეს დიდი დომხალი იყო sleep.gif

Posted by: Snow93 28 Jan 2019, 18:50
ქინგ დევიდში მაქვს სამსახური და ხო წარმოგიდგენიათ ახლა თამარ მეფის ხიდზე რა ხდება 24/7....

Posted by: da_to 28 Jan 2019, 22:27
QUOTE
5 თვეო ჩემი   ვადები აქვთ ზეპიზდეცი.


უი CRP-ი აკეთებს თურმე, ცოტა იმედი მომეცა ...



სულ ვაკვირდები ხოლმე ვაშლიჯვარის ესტაკადის მშენებლობას, მაქსიმუმ რაც მინახავს არის 7 კაცი თავის ზედამხედველინად ...

Posted by: ფაშისტი 29 Jan 2019, 13:48
ჩიტაძეზე გადავიღე ეს ფოტო.. ვინმემ იცის ვის მფლობელიბაშია? ეზოში არსებულ წმ ნინოს სახელობის ტაძარს ეკუთვნის? ხეები ამოზედილი, შველერები გადებული.. არადა სკოლაა ეზოში, ბავშვები დარბიან.. რავიცი
user posted image
user posted image
* * *
user posted image


მემგონი ატვირთვა არ გამომივიდა.. არდა ინსტრუქციას მივყვები

Posted by: Snow93 29 Jan 2019, 17:50
ვაიმე დედაააა
user posted image
წელს თბილისის მერია გორგასლის ქუჩაზე 110 მლნ-იან პროექტს იწყებს.

როგორც მერმა დღევანდელ პრეზენტაციაზე განაცხადა, საავტომობილო გზის მოწყობა მიწისქვეშ იგეგმება, არსებული 10 ჰა-მდე ტერიტორიზე კი, მწვანე სივრცეები შეიქმნება.
პროექტი წელს უნდა დაიწყოს, მისი დასრულება კი, 2020 წელსაა დაგეგმილი.

„გორგასლის ქუჩის სანაპიროს განვითარება ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა და ამაზე აქამდე არ გვისუაბრია. ჩვენ გვინდა, რომ არსებული გზა მიწისქვეშ ჩავიტანოთ, გავაკეთოთ გვირაბი და გვირაბის ზემოთ გავაკეთოთ მწვანე სივრცე, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ფეხით მოსიარულეებისთვის იქნება განკუთვნილი.

ეს ნიშნავს დაახლოებით, 10 ჰა-მდე მწვანე სივრცის შექმნას ქალაქის ცენტრში. 110 მლნ დაჯდება მისი განხორციელება - ეს 2-წლიანი პროექტია. ასევე გვინდა, საფეხმავლო ხიდის გაკეთება, რომელიც გადავა ავლაბრის მიმართულებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

Posted by: Omid77 29 Jan 2019, 18:33
QUOTE (Snow93 @ 29 Jan 2019, 17:50 )
ვაიმე დედაააა
user posted image
წელს თბილისის მერია გორგასლის ქუჩაზე 110 მლნ-იან პროექტს იწყებს.

როგორც მერმა დღევანდელ პრეზენტაციაზე განაცხადა, საავტომობილო გზის მოწყობა მიწისქვეშ იგეგმება, არსებული 10 ჰა-მდე ტერიტორიზე კი, მწვანე სივრცეები შეიქმნება.
პროექტი წელს უნდა დაიწყოს, მისი დასრულება კი, 2020 წელსაა დაგეგმილი.

„გორგასლის ქუჩის სანაპიროს განვითარება ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა და ამაზე აქამდე არ გვისუაბრია. ჩვენ გვინდა, რომ არსებული გზა მიწისქვეშ ჩავიტანოთ, გავაკეთოთ გვირაბი და გვირაბის ზემოთ გავაკეთოთ მწვანე სივრცე, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ფეხით მოსიარულეებისთვის იქნება განკუთვნილი.

ეს ნიშნავს დაახლოებით, 10 ჰა-მდე მწვანე სივრცის შექმნას ქალაქის ცენტრში. 110 მლნ დაჯდება მისი განხორციელება - ეს 2-წლიანი პროექტია. ასევე გვინდა, საფეხმავლო ხიდის გაკეთება, რომელიც გადავა ავლაბრის მიმართულებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რას ნიშნავს ეს ნახატი ვითომ? eek.gif

ეს გვირაბი არ ვიცი, ლანდშაფტს შეცვლის ძალიან.... ის უკან ხიდი კი, გაზის მილს, გავს, მასეთის ჩადგმა მანდ როგორ შეიძლება...

Posted by: TramwayMan 29 Jan 2019, 19:24
Snow93
Omid77
უიმეე სახელდახელო რენდერებია სხვა არაფერი, რეალობასთან საერთO არ აქვს სინამდვილეში როგორიც გამოვა ანუ,.

Posted by: da_to 29 Jan 2019, 22:05
QUOTE
უიმეე სახელდახელო რენდერებია სხვა არაფერი,


ეგეთი რენდერი მიშასც ქონდა მაგრამ biggrin.gif

Posted by: Sсооby 29 Jan 2019, 23:27
QUOTE
ის უკან ხიდი კი, გაზის მილს, გავს, მასეთის ჩადგმა მანდ როგორ შეიძლება...

ვაიმე ხალხო კალьяს მოსწონს და ეგრე იქნება ანოუკის უსველდება მილьяნურია
თქვენ ვინ გეკითხებათ?
ფუფ

Posted by: Pioneer 30 Jan 2019, 00:57
ხიდი დახვეწონ, პროექტი მაგარია. მანდ მწვამე პრომენადა ძალიან გაასწორებს.

Posted by: Carver 30 Jan 2019, 01:44
ძალიან მაგარი იდეაა,

მაგრამ ის ხიდი ზუსტად რა ადგილას იქნება და როგორი დიზაინის,
კლდისუბნის იერი არ გააფუჭონ..

Posted by: Omid77 30 Jan 2019, 11:23
QUOTE (TramwayMan @ 29 Jan 2019, 19:24 )
Snow93
Omid77
უიმეე სახელდახელო რენდერებია სხვა არაფერი, რეალობასთან საერთO არ აქვს სინამდვილეში როგორიც გამოვა ანუ,.

ხიდი კი გავს ბოლო წამს მიტყეპებულს smile.gif აქ ხიდი ხომ არ ჩაგვემატებინაო და ჩაამატეს ეტყობა gigi.gif

Posted by: rommel 30 Jan 2019, 15:48
ცუდი პროექტი არ უნდა იყოს, მაგრამ პრიორიტეტები არ გააჩნია სამწუხაროდ ჩვენს მერიას. 110 მილიონს თუ ამაში იხდი, ერთი ამდენიც მოიძიე და გააკეთე ტრამვაი.

Posted by: HiStorian 30 Jan 2019, 16:03
user posted image

ეს ვის დაუტოვეს?

ან თუ რამე იდგა და ასაღები იყო, რატომ მანამდე არ აიღეს?

არა რა, რაც გინდა აკეთე, აზრი არ აქვს.
შეუთანხმებლობაა ყველა რგოლში

Posted by: Snow93 30 Jan 2019, 17:24
11 თებერვლიდან ამოქმედდება ვებგვერდი chargers.tbilisi.gov.ge, რომლის საშუალებით ელექტრომობილების მფლობელებს შეეძლებათ, თბილისის მერიას საცხოვრებელ სახლთან ელექტროდამტენების დამონტაჟება სთხოვონ.
როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ელექტროდამტენები ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე დამონტაჟდება.
„ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაა. ეს საკმაოდ კომპლექსური პრობლემაა და მასშტაბური მიდგომა სჭირდება. მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიმართულების მოწესრიგებით ამ პრობლემის მოგვარებას ვერ მოვახერხებთ, ამიტომ ძალიან ბევრი მიმართულებით ვმუშაობთ. ერთ-ერთი მიმართულება ისაა, რომ ხელს ვუწყობთ ქალაქში ელექტრომობილების შემოყვანას. როგორც იცით, მათი განბაჟება უფასოა. გარდა ამისა, ელექტრომობილების პარკირება უფასო იქნება. ამასთან, გვაქვს კიდევ ერთი სიახლე: შეიქმნა სპეციალური ვებგვერდი chargers.tbilisi.gov.ge, რომელიც 11 თებერვლიდან ამოქმედდება. ნებისმიერ მსურველს, რომელსაც ელექტრომობილი ჰყავს, შეუძლია, აღნიშნულ ვებგვერდზე დარეგისტრირდეს, მოგვაწოდოს ინფორმაცია თავისი საცხოვრებელი ადგილის შესახებ და ჩვენ, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, მზად ვართ, ელექტროდამტენები სახლთან დავუმონტაჟოთ. ეს ელექტრომობილების შემოყვანას წაახალისებს. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ძალიან კარგი კომუნიკაცია გვაქვს ბიზნესთან და არის კომპანია, რომელსაც სურს ელექტრომობილების შემოყვანა საქართველოში. საუბარია ელექტრომობილების „გაზიარებაზე“ ანუ ეს ავტომობილები განთავსებული იქნება ქალაქის სხვადასხვა რაიონში, სხვადასხვა ქუჩაზე და აპლიკაციის საშუალებით მოქალაქე ისარგებლებს ამ ავტომობილით. გვქონდა კომუნიკაცია ბიზნესთან და ელექტროდამტენების უფასოდ დამონტაჟება, რომელზეც ვსაუბობთ, განხორციელდება ბიზნესთან ერთად ანუ მუნიციპალიტეტი არაფერს დახარჯავს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა ელექტრომობილების მფლობელ მოქალაქეებს 11 თებერვლიდან აქტიურობისა და ვებგვერდზე დარეგისტრირებისკენ მოუწოდა.

Posted by: PAINKILLER 1 Feb 2019, 16:58
QUOTE
110 მილიონს თუ ამაში იხდი, ერთი ამდენიც მოიძიე და გააკეთე ტრამვაი.


+1111111111111111111111


QUOTE
ეს ვის დაუტოვეს?

ან თუ რამე იდგა და ასაღები იყო, რატომ მანამდე არ აიღეს?

არა რა, რაც გინდა აკეთე, აზრი არ აქვს.
შეუთანხმებლობაა ყველა რგოლში



HiStorian

ეგ კალაძემ აიღო ახალი წლის წინა დღეებში, სავარაუდოდ ნუგეშის ჯიხური იყო, ყველგან აიღეს ქალაქის მასშტაბით, და დატოვეს ეგეთი ღრმულები....

Posted by: da_to 1 Feb 2019, 20:58
საკამოდ აქტიურად დაიწყო CRP იმ ხიდზე მუშაობა.. დაკეტილ მიმართულებაზე უკვე გაასუფთავეს სავალი ნაწილი... იმედია სავალ ნაწილს 5 თვეზე ადრე დასრულებენ...

Posted by: PAINKILLER 2 Feb 2019, 01:17
თამარ მეფის ხიდი მაგრად დაიტვირთა ვახუშტის ხიდის გადაკეტვის გამო... მაგრამ გაგარინზე უარესები ხდება, საბურთალოდან დიღომში ჩერეზ გმირთა მოედნით ბევრად მალე მოხვდები ვიდრე გაგარინიდან ან ვაშლიჯვრიდან

Posted by: da_to 2 Feb 2019, 01:24
QUOTE
თამარ მეფის ხიდი მაგრად დაიტვირთა


მანდ კვინიტაძეზე მთელი დღე საცობია ...

დიდუბის ხიდიც გადატვირთულია, დღეს პატრულის ორი ეკიპაჟი იდგა ...

Posted by: Kublicha 2 Feb 2019, 02:16
da_to
QUOTE
საკამოდ აქტიურად დაიწყო CRP იმ ხიდზე მუშაობა..

ყოველთვის, როცა რაღაცა უნდათ რომ ჩქარა გაკეთდეს, მაშინვე მაგ კომპანიას უკვეთავენ biggrin.gif

Posted by: ZEUS 2 Feb 2019, 11:10
ბულვაჩაურის ქუჩის ორზოლიანობა რა უტვინო გადაწყვეტილება იყო mad.gif
ამ პოპულისტურ ველობილიკს შეეწირა ერთი ზოლი, რომელიც ძალიან დაეხმარებოდა გამტარუნარიანობის გაზრდაში.

Posted by: MANMUS 2 Feb 2019, 11:11
ამ ველობილიკს ვინმე იყენებს საერთოდ? არავინ დამინახია ვინმეს მანდ ველოსიპედით გაევლოს.

Posted by: ZEUS 2 Feb 2019, 11:20
QUOTE (ERAMUS @ 2 Feb 2019, 11:11 )
ამ ველობილიკს ვინმე იყენებს საერთოდ? არავინ დამინახია ვინმეს მანდ ველოსიპედით გაევლოს.

არავინ საერთოდ. მე ნაღდად არავინ დამინახავს მანდ. ჩვეულებრივი პოპულისტური პროექტი იყო.

Posted by: Snow93 2 Feb 2019, 16:12
ZEUS
+1
ERAMUS
ვინ გაივლის მანდ ველოსიპედით. ღამე თუ გამოვა ვინმე ბავშვი და გაიკატავებს ზემოთ-ქვემოთ, ისიც ყოველ შუქნიშანზე მოუწევს დასტოპება....
სუფთა ჰაერი მანდ არაა და სივრცე დლსად უნდა წავიდნენ

Posted by: PAINKILLER 2 Feb 2019, 20:15
ბულაჩაურზე ველოსიპედით კი არა ფეხითაც არავინ დადის მგონი, სულ არ იყო საჭირო ეგ ველობილიკი... 4 ზოლი მთლიანად დატვირთული იყო მაგ ქუჩაზე და უცბად 2-ად გადააკეთეს, ასეთი სისულელე ვინ მოიფიქრა საინტერესოა...



Posted by: Snow93 2 Feb 2019, 22:59
PAINKILLER
რა პრობლემაა ისევ დაიწყებენ კაპიტალურ რემონტს ერთი 3 წელიწადში და "გამოასწორებენ"

Posted by: Nickboy 2 Feb 2019, 23:45
ჭავჭავაძის გამზირის ტენდერი გამოცხადდა..

https://tenders.procurement.gov.ge/public/?lang=ge

1-1 ველობილიკი იქნება გზის ერთ მხარეს yes.gif + ბასლეინები
user posted image

3 თვეში უნდა მორჩნენ... ნუ იმედია 4-ში მაინც ჩაეტევიან..
-------------------------------------------------------------------------------------------------
ERAMUS
QUOTE
ამ ველობილიკს ვინმე იყენებს საერთოდ? არავინ დამინახია ვინმეს მანდ ველოსიპედით გაევლოს.


პეკინზე საკატაოდ გამოსული გინდა 1000-ობით ადამიანი დაინახო? biggrin.gif

ახლა იქმნება ველოსიპედების ინფრასტრუქტურა.. ჭავჭავაძეზე რომ მორჩებიან რეაბილიტაციას, სავარაუდოდ, ველოსიპედით დავიწყებ სიარულს... თუ ვარაზისხევი ძალიან ცუდი არ იქნება biggrin.gif

ნელ-ნელა მომრავლდება ველოსიპედისტების რაოდენობა

Posted by: rommel 2 Feb 2019, 23:51
დავიჯერო ჭავჭავაძეზე ტროტუარზე დაპარკინგებული მანქანების ეპოქა დასრულდა? rolleyes.gif

Posted by: PULSE 2 Feb 2019, 23:54
QUOTE
ჭავჭავაძის გამზირის ტენდერი გამოცხადდა..

https://tenders.procurement.gov.ge/public/?lang=ge

1-1 ველობილიკი იქნება გზის ერთ მხარეს  + ბასლეინები

ერთი ვერ გავიგე, ბასლეინები თუ უნდა იყოს, ავტობუსის გაჩერებებზე შეწეულ "ჯიბეებს" რისთვის ტოვებენ?

Posted by: Nickboy 3 Feb 2019, 00:00
PULSE
QUOTE
ერთი ვერ გავიგე, ბასლეინები თუ უნდა იყოს, ავტობუსის გაჩერებებზე შეწეულ "ჯიბეებს" რისთვის ტოვებენ?


გადავხედე სულ პროექტს და ეჭვები გამიჩინა... რატომ არ არის გამოყოფილი ბასლეინი რაიმე სხვა ფერით როგორც აქ? spy.gif sad.gif
user posted image

ბასლეინების გარეშე თუ ტოვებენ ჭავჭავაძეს, ძალიან ცუდადაა საქმე sad.gif

user posted image

Posted by: brutal_88 3 Feb 2019, 00:09
როცა ველობილიკები სულ მოიცავს საბურთალოს, მაშინ ბევრ ველოსიპედისტს ნახავთ.

ველობილიკის გარეშეც ქუჩები შესავიწროვებელია თბილისში, პეკინი ძალიან განიერია, ერთ ზოლს მოვაკლებდი და ტროტუარს დავუმატებდი.

Posted by: PULSE 3 Feb 2019, 00:27
Nickboy
როცა დააანონსეს ჭავჭავაძის რეაბილიტაცია, თქვეს რომ ბასლაინები იქნებაო.
შეიძლება პროექტის შედგენის შემდეგ გადაწყვიტეს ბასლეინების გაკეთება, მაგრამ მაშინ ხო უნდა დაერედაქტირებინათ პროექტი. შეიძლება, სანამ დაიწყება სამუშაოები, შეიტანონ ცვლილებები? mo.gif

Posted by: Nickboy 3 Feb 2019, 00:30
PULSE
QUOTE
როცა დააანონსეს ჭავჭავაძის რეაბილიტაცია, თქვეს რომ ბასლაინები იქნებაო.
შეიძლება პროექტის შედგენის შემდეგ გადაწყვიტეს ბასლეინების გაკეთება, მაგრამ მაშინ ხო უნდა დაერედაქტირებინათ პროექტი. შეიძლება, სანამ დაიწყება სამუშაოები, შეიტანონ ცვლილებები?


არ ვიცი... ვერც ახალი ზებრები ვნახე.. მოსაშვილთან რომ არის გადასასვლელი ხიდი, მაგი უნდა დაეშალათ, მაგრამ არ ჩანს აქ არაფერი...

გარდა ამისა, ყველგან სადაც რეაბილიტაციას ვაკეთებთ, ქვეითებს ვანიჭებთ უპირატესობასო, მაგრამ სადაც არის მიწისქვეშა გადასასვლელი დაიკიდეს ის ადგილები sad.gif

ვინ ხართ ამ საკითხებში გამოცდილი... ტყუილად ხომ არ ვწერ ამდენს? biggrin.gif
მითხარით, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რაც ითქვა biggrin.gif

Posted by: PAINKILLER 3 Feb 2019, 00:42
QUOTE (brutal_88 @ 3 Feb 2019, 00:09 )
როცა ველობილიკები სულ მოიცავს საბურთალოს, მაშინ ბევრ ველოსიპედისტს ნახავთ.

ველობილიკის გარეშეც ქუჩები შესავიწროვებელია თბილისში, პეკინი ძალიან განიერია, ერთ ზოლს მოვაკლებდი და ტროტუარს დავუმატებდი.

კი პეკინი განიერია ცალმხრივი მოძრაობისთვის, სამაგიეროდ სხვა ქუჩებია ვიწრო ორმხრივისთვის, განსაკუთრებით ისინი რომლის გავლითაც პეკინზე უნდა მოხვდე, ამიტომ არის საცობები მუდმივად მაგ გადამკვეთ ქუჩებზე, ხოლო პეკინზე კი სიხალვათეა...


თავისუფლად შეილება ბახტრიონის და საბურთალოს (ცინცაძის) ქუჩების გაცალმხრივება

Posted by: Tocadero 3 Feb 2019, 01:23
რავიცი ნახაზაბზე ის რკინის ხიდი ისევ იქ არის


ბასლაინებიც არა დატანილი

ანუ ისევ ისე ტოვებენ

ტროტუარებიდან მანქანებს გააძევებენ როგორც სჩანს

Posted by: Carver 3 Feb 2019, 02:49
QUOTE (brutal_88 @ 3 Feb 2019, 00:09 )
როცა ველობილიკები სულ მოიცავს საბურთალოს, მაშინ ბევრ ველოსიპედისტს ნახავთ.


2019-20 წლის პროექტების ჩამონათვალში, საერთოდ არაა ნახსენები საბურთალოს სხვა ქუჩების რეაბილიტაცია..

QUOTE
ბასლაინებიც არა დატანილი

ბასლეინის გარეშე არ გააკეთებენ ჭავჭავაძეს..
პრინციპში, ის უფრო არ გამიკვირდება, რომ ბასლეინი არ გააკეთონ და 4 ზოლიანი ველობილიკი გაუშვან..

Posted by: ZEUS 3 Feb 2019, 13:32
აგერ მე, აგერ თქვენ და აგერ გერმანია. ვნახავთ დღეში რამდენი ველოსიპედისტი გაივლის smile.gif

Posted by: MANMUS 3 Feb 2019, 14:55
ჭავჭავაძეზე გზის პირას რომ ნერგებია მაგას რაღას უზამენ?

Posted by: rommel 3 Feb 2019, 16:25
QUOTE
ჭავჭავაძეზე გზის პირას რომ ნერგებია მაგას რაღას უზამენ?


რა უნდა უქნან? დატოვებენ როგორც არის. ველობილიკი იქნება ტროტუარზე. იქ სადაც ახლა მანქანების პარკინგია. ჩანს ეს ყველაფერი ნახაზებზე.

Posted by: brutal_88 3 Feb 2019, 23:48
დავიჯერო ჭაბჭაბაძეზეც გააკეთებენ ველობილიკებს?
ყველა ჯერზე კალაძე მარტო ბასლაინებს ახსენებს, ველობილიკებს არა ((

Posted by: PAINKILLER 4 Feb 2019, 00:27
QUOTE
4 ზოლიანი ველობილიკი გაუშვან..



ველობანი? biggrin.gif





Posted by: Foreign-Affairs 4 Feb 2019, 23:06
გამარჯობა.

ცინცაძის (საბურთალოს) ქუჩიდან გამრეკელზე შესვლისას მუდმივად იქმნება საავარიო სიტუაცია და საცობი, რისი მიზეზიც ერთის მხრივ პეკინიდან ცინცაძეზე მომავალი მანქანებისათვისაც ანთებული მწვანეა, ხოლო მერეს მხრივ ცინცაძიდან გამრეკელისაკენაც შემხვევებისათვისაც. რუკაზე კარგად მაქვს გამოხატული მოცემული სიტუაცია.

user posted image

ჩემი აზრით აუცილებელია შუქმნიშნით აღნიშნული მოძრაობის დარეგულირება და ცინცაძიდან გამრეკელზე შემხვევთათვის ცალკე უნდა ინთებოდეს შუქნიშანი და არცერთ შემთხვევაში არ უნდა ემთხვეოდეს იგი პეკინის მხრიდან მომავალთა მწვანეს.

თქვენ რას ფიქრობთ?

Posted by: eleqtro 5 Feb 2019, 12:03
QUOTE
თქვენ რას ფიქრობთ?

გეთანხმები, თუმცა https://forum.ge/?f=51&showtopic=34975300

Posted by: MANMUS 5 Feb 2019, 17:28
უკვე მეორედ ჭავჭავაძეზე 55 სკოლასთან გაჩერებაზე
user posted image

Posted by: da_to 5 Feb 2019, 17:28
ხანდახან საინტერესო სურათიც კი გამოსდით, კალაძის გარდერობს როცა არ იღებენ biggrin.gif

user posted image

Posted by: vatman 5 Feb 2019, 17:42
da_to
QUOTE
ხანდახან საინტერესო სურათიც კი გამოსდით, კალაძის გარდერობს როცა არ იღებენ

ეხლა ამ სურათს ვუყურებ და ვფიქრობ, არ სჯობდა შუაში ცარიელი დაეტოვებინათ და ხიდები, მხოლოდ სავალი ნაწილისთვის გაეკეთებინათ.
ისე ტრაილერი არაქართული ნომრებითაა მგონი.
მართლაც ახალი ხიდი აუშენებიათ რა

Posted by: da_to 5 Feb 2019, 18:01
QUOTE
ისე ტრაილერი არაქართული ნომრებითაა მგონი.


აშკარად, კი ეფარება რაღაც მაგრამ განლაგებით არ გაქვს ქართულს ... არც მეზობელი ქვეყნის ნომრებს biggrin.gif

user posted image

Posted by: TramwayMan 5 Feb 2019, 18:04
vatman
QUOTE
ეხლა ამ სურათს ვუყურებ და ვფიქრობ, არ სჯობდა შუაში ცარიელი დაეტოვებინათ და ხიდები, მხოლოდ სავალი ნაწილისთვის გაეკეთებინათ.
ისე ტრაილერი არაქართული ნომრებითაა მგონი.
მართლაც ახალი ხიდი აუშენებიათ რა

რატო სჯობდა? ტრამვაის 11 მეტრიანი ზოლიანი ეგ. შუაში რომ საზ ტრანსპორტის ზოლი გინდოდეს მერე მერე უნდა ახლიდან მიანგრ მაანგრიონ გვერდები დაშენებაზე?

Posted by: vatman 5 Feb 2019, 18:10
TramwayMan
QUOTE
რატო სჯობდა? ტრამვაის 11 მეტრიანი ზოლიანი ეგ. შუაში რომ საზ ტრანსპორტის ზოლი გინდოდეს მერე მერე უნდა ახლიდან მიანგრ მაანგრიონ გვერდები დაშენებაზე?

მთელ სარაჯიშვილზე და ლიბანზე მაგ გაზონს არავინ მოანგრევს, ერთადერთი მანდ ოდესმე ტრამვაი თუ დაბრუნდება, ამიტომაც დავწერე რამდენად მიზანშეწონილია ეხლა ამის აშენება მეთქი.da_to
QUOTE
აშკარად, კი ეფარება რაღაც მაგრამ განლაგებით არ გაქვს ქართულს ... არც მეზობელი ქვეყნის ნომრებს

ამწეები ჩვენი იქნება?

Posted by: TramwayMan 5 Feb 2019, 18:13
vatman
QUOTE
მთელ სარაჯიშვილზე და ლიბანზე მაგ გაზონს არავინ მოანგრევს, ერთადერთი მანდ ოდესმე ტრამვაი თუ დაბრუნდება, ამიტომაც დავწერე რამდენად მიზანშეწონილია ეხლა ამის აშენება მეთქი.da_to

გაზონი რა შუაშია, მთავარი ხიდია.
რატომ არ არის მიზანშეწონილი? smile.gif
მიზანშეუწონელი სწორედ აუშენებლობა იქნებოდა.

Posted by: da_to 5 Feb 2019, 18:28
vatman
QUOTE
ამწეები ჩვენი იქნება?


სავარაუდოდ კი და მანქანაც მგონი ...

სერიოზული პროექტები აქვთ გაკეთებული : https://www.facebook.com/CSRustavi/


ე.ი თითო მალა არის 31 მეტრი და 44 ტონა .... თავისი მონტაჟით და ტრასნპორტირებით ერთეულის ღირებულება არის 27 000 ლარი biggrin.gif

2 ცალი 100 ტონაიანი ამწით მოხდა მონტაჟი ...

Posted by: vatman 6 Feb 2019, 10:14
da_to
QUOTE
სავარაუდოდ კი და მანქანაც მგონი ...

მართალი ხარ.
http://www.cs.ge/ge/Welcome/ServicesCat/45/main

ასეთ პროექტებში აქვს მონაწილეობა მიღებული და ამ განყოფილებაში გამოგვრჩა მაგის არსებობა biggrin.gif
http://www.cs.ge/ge

Posted by: da_to 6 Feb 2019, 10:24
vatman
QUOTE
ასეთ პროექტებში აქვს მონაწილეობა მიღებული და ამ განყოფილებაში გამოგვრჩა მაგის არსებობა


იმიტომ რომ ძირითადად თვითონ არ ჩანს, სხვა კომპანია ასრულებს სამუშაოს და ამათ უკვეთავენ კონსტრუქციებს ... smile.gif


გამოცხადდა ტენდერი :

ქ. თბილისში, კახეთის გზატკეცილის სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა - შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 43`158`658.00 GEL

ვადა შვიდი თვე, 24 საათიანი რეჟიმით ...


მივულოცოთ ბლექ-სის ? biggrin.gif

Posted by: vatman 6 Feb 2019, 10:29
da_to
QUOTE
მივულოცოთ ბლექ-სის ?

ნუთუ კონკურენტი არ ჰყავს? givi.gif


გობრონიძეზე ნეტავ რამეს აპირებენ... ის ჩავარდნილი ადგილი რო იყო ბოლოდმეც მიყვანილი არ არის და მიგდებულია

Posted by: Snow93 6 Feb 2019, 11:50
დედაქალაქის მერია გორგასლის ქუჩის რეკონსტრუქციის პროექტზე 110 000 000 ლარის დახარჯვას გეგმავს. მასშტაბური პროექტი საავტომობილო გვირაბს და მწვანე სივრცეს გულისხმობს, რომელიც მხოლოდ ფეხით მოსიარულეებისთვის იქნება განკუთვნილი. მერიის დაახლოებითი გეგმა ასეთია.
ქალაქმგეგმარებელ ზურაბ ბაქრაძის აზრით, რეკონსტრუქციის პროექტის ანონსი სერიოზულ ეჭვს ბადებს, რომ ეს ღონისძიება სრულიად გაუაზრებელი და მოუმზადებელია და ნდობას არა მარტო ინტეგრირებული დაგეგმვის, არამედ სატრანსპორტო და ლანდშაფტურ დარგობრივ დაგეგმვათა თვალსაზრისითაც არ იმსახურებს.
ზზ“თუ ეს ღონისძიება, ავტორთა აზრით, უნდა ჩაეწეროს მტკვრის სარეკრეაციო ხერხემლად ჩამოყალიბების გრძელვადიან პროცესში, გაუგებარია, რატომ აირჩიეს მაინცა და მაინც ეს ადგილი, სადაც განაშენიანებაცა (ხარფუხი) და მის წინ მტკვრამდე არსებული ადგილიც ძალიან ვიწროა და ეს ღონისძიებას არაეფექტურს ხდის. ქალაქის ცენტრში არის სხვა ადგილიც, კერძოდ, მარცხენა სანაპირო დიდუბისა და პლეხანოვის უბნების მონაკვეთში, სადაც მტკვრის ჩართვა ქალაქის სარეკრეაციო სისტემაში განუზომლად ეფექტური იქნება.”- აცხადებს ზურაბ ბაქარაძე.
როგორც ის “სითი კვირასთან” საუბრისას აღნიშნავს, პროექტი გაუგებარია მტკვრის სარეკრეაციო ხერხემლად ქცევასთან დაკავშირებული სატრანსპორტო გადაწყვეტის თვალსაზრისითაც: ქალაქი მტკვარს ვერ დაიბრუნებს, თუ მდინარის ორივე ნაპირზე ავტომაგისტრალები დარჩება. ამ გადმოსახედიდან და მთელი ქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკის დეკლარირებული ცვლილებიდან გამომდინარე, პირველი რიგის სამუშაო ჰიპოთეზა უნდა იყოს სატრანსპორტო მაგისტრალის ქალაქში ისე გატარება, რომ ის, შეძლებისდაგვარად, მტკვრის ხან ერთ, ხან მეორე მხარეს გადიოდეს და ამდენად, მტკვართან სარეკრეაციო სივრცეებსაც მონაცვლეობით ხან ერთ, ხან მეორე მხარეს ტოვებდეს.
ბაქრაძის თქმით, აღნიშნულ მონაკვეთზე უკვე არსებობს მარცხენა სანაპიროს სატრანსპორტო გვირაბი და ზემოთქმულის გათვალისწინებით, პირველ რიგში, უნდა მოისინჯოს ამ გვირაბის მოდერნიზების და მარჯვენა მხარეს ავტომაგისტრალის საერთოდ გაუქმების შესაძლებლობა, თუ, რა თქმა უნდა, ქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკის დეკლარირებული ცვლილება დეკლარაციად არ დარჩება.
“გარდა ამისა, უნდა ითქვას, რომ ზემოთ აღწერილი სტრატეგიული მიზნის მისაღწევად სრულიად უგუნურია მტკვართან სარეკრეაციო ზონის „მიახლოება“ ისე, როგორც ეს რიყეზე გაკეთდა. მერიის მიერ შემოთავაზებული კლიპი სწორედ ასეთ გადაწყვეტას გვთავაზობს – ავტომაგისტრალი რჩება, არსებითად, დღევანდელ დონეზე, ის იხურება რკინა-ბეტონის კონსტრუქციით და ამ უკანასკნელზე ეწყობა „გამწვანებული მისასვლელი მტკვართან“. ეს ნიშნავს, რომ მტკვრის ზედაპირისა და მისი სანაპიროს ნიშნულების სხვაობას, რომელიც, დაახლოებით, 5 მეტრია, დაემატება ერთი ამდენივე მანძილი და „მტკვრის პირას“ მისული ადამიანი მდინარისგან, დაახლოებით, 10 მეტრის სიმაღლეზე აღმოჩნდება. ამას თუ დავუმატებთ, რომ ბეტონის აღნიშნულ კონსტრუქციაზე ხეების დარგვა შეუძლებელია, ხოლო ამ ღონისძიებას მრავალწლიანი, უზარმაზარი ხეებით შექმნილი ალეა შეეწირება, უნდა ითქვას, რომ აქ მტკვრისა და მისი სანაპიროს სარეკრეაციო ზონად გამოცხადება ცარიელი, უშინაარსო სიტყვებია, მეტი არაფერი.
ჩემი აზრით, მერიამ სასწრაფოდ უნდა ამოიღოს ეს ღონისძიება დაანონსებულთა სიიდან და შექმნას ქალაქის ერთიან სარეკრეაციო სისტემაში მტკვრის ჩართვის გეგმა, რომელიც თანხმობაში იქნება თბილისის კომპლექსურ სატრანსპორტო სქემასთან. მხოლოდ ასეთი 2 დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, რამდენადმე მაინც, პროფესიული განხილვა მტკვრისა და განაშენიანებული ქალაქის ურთერთმიმართების თემისა, რაში ჩართვასაც დაანონსებული ღონისძიება სრულიად უსუსურად ცდილობს.”- განმარტავს ქალაქმგეგმარებელი.

Posted by: gvirjo 6 Feb 2019, 16:41
TramwayMan
ხომ არ იცით, სურათზე მარცხენა მხარეს, ახლა სადაც მიდის მოძრაობა ძველ ჯებირებს ტოვებენ, თუ ამ ეტაპის შემდგომ, მეორე მხარეც უნდა დაიკეტოს და იგივე ტიპის სამუშაოები ჩატარდეს? (თავიდან ეგ მხარე იყო ცოტახნით დაკეტილი, გამაგრებითი სამუშაოები ჩატარდა სავარაუდოდ)

Posted by: TramwayMan 6 Feb 2019, 17:06
gvirjo
ამ ეტაპის შემდეგ ანუ მარჯვენა ზოლი და ტრამვაის ზოლის მერე ახლა იქითა დაიკეტება და იქითას გააკეთებენ.

Posted by: ilo44 6 Feb 2019, 18:37
კარგი იდეა, გვირაბი, მაგრამ არა ეგრე. აუცილებელია ორი მიწისქვეშა ცალმხრივი გვირაბის აშენება, გორგასლიდან მარჯამიშვილის ხიდამდე. საერთოდ უნდა გაკეთდეს ისე რომ დიღმიდან რუსთავის ავტბანამდე იყოს ჩქაროსნული გზა გვირაბებით და ესტაკადებით, შუქნიშნები უნდა გაუქმდეს, ან ქვემოთ ჩაიწიოს გზამ გვირაბის სახით.

Posted by: gvirjo 7 Feb 2019, 09:42
TramwayMan
მადლობა

Posted by: MANMUS 9 Feb 2019, 11:20
ვახუშტის ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოებიდან გამომდინარე, 10 თებერვალს, კვირას, 07:00 საათიდან 11:00 საათამდე, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით და სამუშაოების სირთულის გათვალისწინებით, ხიდზე და მის მიმდებარედ, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება.
დროის ამ მონაკვეთში შეიცვლება დიდუბიდან ვახუშტის ხიდის გავლით სააკაძის მოედნისკენ მოძრავი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტები: საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაივლის წერეთლისა და თამარ მეფის გამზირებს, საიდანაც გმირთა მოედანს დაუკავშირდება და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობს.

Posted by: mrpitkina 9 Feb 2019, 13:46
QUOTE
ვახუშტის ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოებიდან გამომდინარე, 10 თებერვალს, კვირას, 07:00 საათიდან 11:00 საათამდე, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით და სამუშაოების სირთულის გათვალისწინებით, ხიდზე და მის მიმდებარედ, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება.

პირდაპირ დაეწერათ სახლიდან გარეთ არ გახვიდეთო

საგიჟეთი იქნება

Posted by: MANMUS 9 Feb 2019, 14:27
ცალი მხარე რომ იყო დაკეტილი გმირთა მოედანზე თამარ მეფის ჩასახვევთან ვაქხანალია იყო ეხლა საერთოდ help.gif

Posted by: vatman 9 Feb 2019, 22:27
კიდევ კარგი ხვდებიან რო კვირას უნდა გააკეთონ.

ვაშლიჯვრის ესტაკადაზე გადახურვის რკინის კონსტრუქციის ნაწილი დადგეს ღამით

Posted by: Snow93 10 Feb 2019, 00:01
ERAMUS
კიდევ კარგი რომ მხოლოდ 1 დღით ხდება ეგ ამბავი

Posted by: Niku7a 12 Feb 2019, 11:03
სავარაუდოდ როდის დაიწყება ჭავჭავაძის რეაბილიტაცია თქვენი კომპეტენტური აზრით? user.gif

Posted by: MANMUS 12 Feb 2019, 11:26
სავარაუდოდ ზაფხულში ივლისი-აგვისტოში.

Posted by: Kublicha 12 Feb 2019, 12:54
ასათიანზე (მ2-ებთან) ზუსტად ისეთივე საცობია, როგორც ესტაკადამდე იყო. არცერთი წამით ნაკლები არ სჭირდება გავლას.
ვამბობდი მე, მანდ თუ რამე აფერხებს, M2ების შესასვლელ-გამოსასვლელებია და არა გზაჯვარედინუთქო.

აბა დათვალეთ ეხლა რამდენი ავტობუსის ყიდვა შეეძლო ქალაქს მაგ სრულიად არაადეკვატური ესტაკადის ფულით.

ეგეთივე არაადეკვატურ პროექტს გეგმავენ ეხლა მარცხენა სანაპიროდან გალაქტიონის ხიდზე ასასვლელი პაუდისის სახით.

Posted by: MANMUS 12 Feb 2019, 19:14
თბილისის მერია ვაჟა-ფშაველას გამზირის რეაბილიტაციას გეგმავს.

გამზირის რეაბილიტაციის სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მიზნით ტენდერი უკვე გამოცხადდა.

სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 19 თებერვალს დაიწყება და 22 თებერვალს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 90 000 ლარია.

როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, გამზირზე გზის ა/ბეტონის საფარი ამორტიზებულია, შეიმჩნევა ორმოები, ჯდენები, გრძივი და განივი ბზარები. საპროექტო გზის გრძივი და განივი პროფილები არ შეესაბამება ნორმებს.

„მომსახურების მიწოდება მიზნად ისახავს სარეაბილიტაციო გზაზე სრულყოფილი საველე საკვლევაძიებო სამუშაოების ჩატარებას და ორფენიანი საგზაო სამოსის გათვალისწინებით არსებული საავტომობილო გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენას, რაც გულისხმობს საპროექტო მონაკვეთზე გზის ძირითადი ტექნიკურ-ეკონომიკური და ზოგადი სატრანსპორტო-საექსპლუატაციო მახასიათებლებისა და მონაცემების განხილვას, შესწავლასა და გაანალიზებას. გზის სამოსის კონსტრუქცია გაანგარიშებული უნდა იქნეს ერთ ღერძზე დატვირთვით 100 კნ. საპროექტო გზის სავალ ნაწილზე უნდა მოეწყოს ორ ფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი (ა/ბეტონის საფარის ზედა ფენა ადჰეზიური დანამატით). სავალი ნაწილის სამოსის კონსტრუქციის ტიპების შერჩევა საანგარიშო ღერძული დატვირთვების გათვალისწინებით,“ - აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.

Posted by: Nescafe13 12 Feb 2019, 21:33
QUOTE
თბილისის მერია ვაჟა-ფშაველას გამზირის რეაბილიტაციას გეგმავს.


თავიდან ბოლომდე ?

მეტრომდე არაფერი უჭირს და მეტროს ზემოთ სანდრო ეულამდე ვაფშე დედა აქ ნატირები ჭები იმეხალზე ამოწეულ/ჩაწეული პიზდეც

სანდრო ეულიც გასაკეთებელია

დახურონ თბილისი და მიყვნენ პირწმინდად biggrin.gif , ისე არაფერი ეშველება გზებს

Posted by: ZEUS 13 Feb 2019, 00:02
Kublicha
QUOTE
ასათიანზე (მ2-ებთან) ზუსტად ისეთივე საცობია, როგორც ესტაკადამდე იყო. არცერთი წამით ნაკლები არ სჭირდება გავლას.
ვამბობდი მე, მანდ თუ რამე აფერხებს, M2ების შესასვლელ-გამოსასვლელებია და არა გზაჯვარედინუთქო.

რათქმაუნდა. მანდ მანქანების გაჩერებაც ასაკრძალია. ეგეცაა საცობის მიზეზი. მაგრამ ამათ ტვინამდე წლებია ვერ დავიდა. არ მესმის, 10 მანქანის პარკინგის გამო, რატომ უნდა შექმნა ამხელა პრობლემები.

Posted by: ივანიჩ 13 Feb 2019, 10:35
QUOTE
სავარაუდოდ ზაფხულში ივლისი-აგვისტოში.

არა რას ამბობთ
პირიქიტ, ხალხი რომ ჩამოვა, სწავლა რომ დაიწყება და გადატვირთული რომ იქნება მოძრაობა, აი მაშინ მოუნდებათ ხოლმე

Posted by: Nickboy 13 Feb 2019, 11:14
Niku7a
QUOTE
სავარაუდოდ როდის დაიწყება ჭავჭავაძის რეაბილიტაცია თქვენი კომპეტენტური აზრით?


22 თებერვალს მთავრდება ტენდერზე შეთავაზებების მიღება..

აპრილში როგორ არ უნდა დაიწყონ?

ივლისი-აგვისტოს დაელოდონ არ მგონია... იმდენი ინფრასტრუქტურული პროექტია, რომ მთელი წელი იქნება მუშაობა..

მოკლედ, იმედ მაქ, რომ აპრილში დაიწყებენ yes.gif

აქამდე არ დავკვირვებივარ ასე... თუ გაქვთ გამოცდილება, ტენდერის დასრულებიდან რამდენ ხანში იწყებენ ხოლმე სამუშაოებს?

პს
სამუშაოს შესრულების ვადაზე 3 თვე უწერიათ... იმედია 4-ში ჩაეტევიან biggrin.gif

Posted by: JSB14BSJ 13 Feb 2019, 22:56
Nescafe13
QUOTE
მეტრომდე

რომელ მეტროს გულისხმობ?

Posted by: Nescafe13 13 Feb 2019, 23:44
QUOTE (JSB14BSJ @ 13 Feb 2019, 22:56 )
Nescafe13
QUOTE
მეტრომდე

რომელ მეტროს გულისხმობ?

ვაჟას მეტრომდე, ნუ სარეაბილიტაციო კია მარა ერთიანად ვაჟას გაკეთება სრული სისულელე იქნება , აი პოლნი პიზდეცი იქნება :დ

ვაჟას მეტროდან , მეტრო უნივერსიტეტამდე დაიწყონ რეაბილიტაცია მანდ გზა ვაფშე უნდა აიყაროს და გადაიგოს ისევ

Posted by: JoseeeM 13 Feb 2019, 23:52
ვაჟაზე გამახსენდა,

ხომ არ იცით ძეგლის ზემოთ, მეტროს დამხმარე ტერიტორია რომ არის შემოღობილი რატომ არ იღებენ და არ ათავისუფლებენ პროსპექტს?

ეგეც ვინ მემ ხომ არ დააპრიხვატიზაცია?

Posted by: MANMUS 14 Feb 2019, 09:37


საგზაო პანდუსის მშენებლობასთან დაკავშირებით, დღეს 00:00 საათიდან 14 თებერვლის 07:00 საათამდე, თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე, “ვეფხი და მოყმის” ძეგლიდან დავით აღმაშენებლის ძეგლამდე, საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ავრცელებს.

„ავტომანქანები იმოძრავებენ შემდეგი მიმართულებით - დავით აღმაშენებლის ხეივნიდან მარშალ გელოვანის გამზირზე შემოსული ავტომანქანების ნაკადი იმოძრავებს სოფელი დიღმის მიმართულებით, საიდანაც ვაშლიჯვრის ჩამოსასვლელიდან კვლავ შეძლებს მოძრაობა გააგრძელოს მარშალ გელოვანის გამზირზე, „ვეფხი და მოყმის” ძეგლის მიმართულებით;

ჟვანიას მოედნიდან „ვეფხი და მოყმის” ძეგლთან ჩამოსული ტრანსპორტის ნაკადი ჩავა მარჯვენა სანაპიროზე და მარცხენა სანაპიროზე მოსახვედრად თამარ მეფის ხიდით ისარგებლებს.

მარჯვენა სანაპიროზე მოძრავი ნაკადი კი გზას ბაქრაძის ქუჩით გააგრძელებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

Posted by: da_to 14 Feb 2019, 16:47
QUOTE
საგზაო პანდუსის მშენებლობასთან დაკავშირებით, დღეს 00:00 საათიდან 14 თებერვლის 07:00 საათამდე, თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე, “ვეფხი და მოყმის” ძეგლიდან დავით აღმაშენებლის ძეგლამდე, საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება.



https://www.facebook.com/CityHallofTbilisi/videos/307943089925026/

Posted by: kataxxl 14 Feb 2019, 19:17
Nickboy

ხო სულ კბილებს ილესავენ დაწყებაზე smile.gif

რაც დასაწყები და დასამთავრებელი იყო ხომ სულ კრამიტები დაუმტვრიეს smile.gif))))))))))))))))))
* * *
JoseeeM

იმიტომ რომ გურჯები არიან smile.gif))))))))))))))))))))


Posted by: Nickboy 14 Feb 2019, 20:59
kataxxl
QUOTE
ხო სულ კბილებს ილესავენ დაწყებაზე

რაც დასაწყები და დასამთავრებელი იყო ხომ სულ კრამიტები დაუმტვრიეს ))))))))))))))))))


sad.gif

Posted by: MANMUS 15 Feb 2019, 09:19
გლდანის გზებიც მისახედია ნახევარზე მეტი დალატკავებულია.

Posted by: ნიკა 15 Feb 2019, 22:37
კაი რა რა დროის გლდანის გზები და ეგეთი წვრილმანებია. აგერ გორგასალია მიწისქვეშეთში ცატასანი და ლილომდე მეტრო/რკინიგზა მისაყვანი. ეგეთი წვრილმანებით ნუ ვაწუხებთ მერიას. facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif

Posted by: MANMUS 16 Feb 2019, 07:26
აღარ იციან რა მოიფიქრონ givi.gif

Posted by: ჯ ა ნ ო 17 Feb 2019, 16:31
გლდანში ხიზანიშვილი გაკეთდება, მუხიანისკებ გობრონიძე გაკეთდება ამ წელს.

Posted by: Fabian 18 Feb 2019, 00:44
ჯ ა ნ ო
QUOTE
გლდანში ხიზანიშვილი გაკეთდება

ორივე? აღმავალ - დაღმავალიც?

Posted by: da_to 18 Feb 2019, 09:35
Fabian
QUOTE
ორივე? აღმავალ - დაღმავალიც?


კი, ორივე კეთდება ...

გლდანის რაიონში, ი. ხიზანიშვილის, ი. ვეკუას და ხოჭოს ტბის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 11`928`338.00 GEL

Posted by: vatman 18 Feb 2019, 10:23
da_to
QUOTE
ი. ვეკუას

ამას ისე სარეაბილიტაციო რა სჭირს mo.gif

ისე მაგ ქუჩაზე ვერ გავიგე ილია ვეკუას ქუჩაა თუ აკაკი ვასაძის? biggrin.gif

Posted by: Nescafe13 19 Feb 2019, 20:22
ვაჟა დახაზონ რა
სირცხვილია , ერთი ღამე უნდა სულ გამოდით და გაავლეთ ეს ხაზები ვინ სად დადის არავინ აზრზე არაა facepalm.gif

Posted by: ჯ ა ნ ო 24 Feb 2019, 15:34
Fabian
QUOTE
ორივე? აღმავალ - დაღმავალიც?


კი



ახმეტელიდან მუხიანისკენ ახალი გზა ნოზაძის ქუჩა ახალი გაკეთებული მშვენიერი გზა იყო, გადათხარა ჯივიპიმ მერე დაასხვა ასფალტი და ვაი ამ დასხმას


სრულიად ახლიდანაა გასაკეთებელი, ამათ კონტროლი არყავს ან ნებართვას რომ აძლევენ გადათხრის შემდეგ ვინმე იბარებს შესრულებულ სამუშაოს?


ორმოებია გაკეთებული ისეთი ტალღები გაიკეთა ასფალტმა.

Posted by: da_to 26 Feb 2019, 09:39
ჭავჭავაძეს სავარაუდოდ ჯეუ გრუპი გააკეთებს, ერთი მონაწილე იყო ტენდერში მარტო ...

Posted by: Nescafe13 26 Feb 2019, 11:50
უნივერსიტეტის ქუჩაც სრულიად ასაყრელია და დასაგები თავიდან
სასაფლაოებიდან საერთოდ პირწმინდად უნდა აყარონ
ჭები ჩასულია სადღაც ტრაკში , გზა დატალღულია
იმედია მიხედავენ და ბლექ სი გრუპის გარდა აღარავინ უნდა მიაკარო მაგ საქმეს

Posted by: ZEUS 26 Feb 2019, 14:19
QUOTE (da_to @ 26 Feb 2019, 09:39 )
ჭავჭავაძეს სავარაუდოდ ჯეუ გრუპი გააკეთებს, ერთი მონაწილე იყო ტენდერში მარტო ...

ბლექ სის წარმადობა აღარ ყოფნის ეტყობა და არ შეეჭიდა მაგ პროექტს.

Posted by: otokarcobra 26 Feb 2019, 15:34
QUOTE (ZEUS @ 26 Feb 2019, 14:19 )
QUOTE (da_to @ 26 Feb 2019, 09:39 )
ჭავჭავაძეს სავარაუდოდ ჯეუ გრუპი გააკეთებს, ერთი მონაწილე იყო ტენდერში მარტო ...

ბლექ სის წარმადობა აღარ ყოფნის ეტყობა და არ შეეჭიდა მაგ პროექტს.

ეგ ჯეუ გრუპი ბლექ სის შვილობილი ხო არაა?

კახეთის გზატკეცილზე, ეხლა ბლექ სი და ჯეუ გრუპი ერთად მუშაობენ დამხმარე გზაზე.

Posted by: Kublicha 26 Feb 2019, 15:49
QUOTE
ეგ ჯეუ გრუპი ბლექ სის შვილობილი ხო არაა?

არა

Posted by: Nickboy 26 Feb 2019, 16:01
QUOTE
ჯეუ გრუპი


ნორმალური კომპანია მაინც არის?

Posted by: vatman 26 Feb 2019, 16:23
otokarcobra
QUOTE
ეგ ჯეუ გრუპი ბლექ სის შვილობილი ხო არაა?

ყოველშემთხვევაში თურქული ფესვები აქვს

ასე რო გამორიცხული არაფერია....

Posted by: Kublicha 26 Feb 2019, 16:25
vatman
QUOTE
ყოველშემთხვევაში თურქული ფესვები აქვს

არა თურქული, კიკაბიძეები არიან დამფუძნებლები. (ბუბა არა biggrin.gif )

Posted by: MANMUS 26 Feb 2019, 16:28
კახეთის გზატკეცილზე მარჯვენა ზოლზე რა ეტაპზე არიან დაიწყეს დაგება?

Posted by: vatman 26 Feb 2019, 16:43
Kublicha
QUOTE
არა თურქული, კიკაბიძეები არიან დამფუძნებლები. (ბუბა არა  )

რომელი კომპანიის დამფუძნებლები?

ბლექ სი გრუპი თუ არ ვცდები უკვე თურქების და ბლექ სი როუდის მონაწილეობით

კიკაბიძე კი ბლექ სი როუდის დამფუძნებელი იყო.
ეხლა მგონი თურქები მანდ არსად არ ფიგურირებენ ოფიციალურად

Posted by: ZEUS 26 Feb 2019, 22:24
აბა კი ყოფილა ეგეც ბლექ სი გრუპის.

Posted by: Kublicha 26 Feb 2019, 22:44
vatman
QUOTE
რომელი კომპანიის დამფუძნებლები?

ჯეუ

QUOTE
კიკაბიძე კი ბლექ სი როუდის დამფუძნებელი იყო.

ნინო კიკაბიძე? დარწმუნებული ხარ? კალანდაძეში ხომ არ გერევა გვარი? ეგაა ყველა საბუთში ბლექ სის დამფუძნებელი

Posted by: da_to 26 Feb 2019, 23:41
QUOTE
კიკაბიძე კი ბლექ სი როუდის დამფუძნებელი იყო.


ოფიციალურად არცერთ საბუთში არ არის დამფუძნებელი smile.gif


Posted by: vatman 27 Feb 2019, 10:21
Kublicha
QUOTE
ჯეუ

უკაცრავად მე შემშლია,
ჯეო გრუპს ვუყურებდი, ეს თურმე ჯეუ ყოფილა...

QUOTE
კალანდაძეში ხომ არ გერევა გვარი? ეგაა ყველა საბუთში ბლექ სის დამფუძნებელი

კი, მერევა.....

sad.gif

Posted by: otokarcobra 27 Feb 2019, 11:33
QUOTE (ERAMUS @ 26 Feb 2019, 16:28 )
კახეთის გზატკეცილზე მარჯვენა ზოლზე რა ეტაპზე არიან დაიწყეს დაგება?

კი პირველი პირები დაგებულია ყველგან, ეხლა ტროტუარების მოწყობა მიდის

Posted by: da_to 28 Feb 2019, 14:37
მშვენივრად მუშაობს CRP-ი ვახუშტის ხიდზე... დაკეტილ მონაკვეთზე ბეტონი დასხმული აქვთ უკვე და დღეს რაღაც საიზოლაციო მასალას უსმევდნენ ...

Posted by: kikucha 28 Feb 2019, 15:07
თბილისის გენერალურ იგეგმა (ახალი) სად უნდა ვნახო ? გუგლით ვერ ვიპოვე

Posted by: ragindarokna 28 Feb 2019, 15:37
კანდელაკის რეაბილიტაცია იწყება. იმედია ნორმალურად დააგებენ და ტრამპლინებზე აღარ მოგვიწევს ფრენა gigi.gif

Posted by: Snow93 28 Feb 2019, 17:05
ragindarokna
საინტერესოა როდის მორჩებნიან ან რა ტემპებით იმუშავებენ... მაგ ადგილს საცობი არ აკლია არასოდეს

Posted by: otokarcobra 1 Mar 2019, 01:13
QUOTE (Snow93 @ 28 Feb 2019, 17:05 )
ragindarokna
საინტერესოა როდის მორჩებნიან ან რა ტემპებით იმუშავებენ... მაგ ადგილს საცობი არ აკლია არასოდეს

კანდელაკის დასაწყისშია საცობი, გაგარინის მოედნამდე თორე მოედნისმერე არასოდეს არ ყოფილა საცობი.......გზის დაგება არ უშველის მანდ არაფერს

Posted by: Snow93 1 Mar 2019, 15:04
კანდელაკისა და ბუდაპეშტის ქუჩებზე 2 მარტიდან, სარეაბილიტაციო სამუშაოების პერიოდში დროებით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები.
N6 ავტობუსი და მიკროავტობუსები: N4, N11, N26, N58, N66, N72, N147 და N161 ჟვანიას მოედნიდან ვაჟა-ფშაველას გამზირს დაუკავშირდებიან, შემდეგ გაივლიან ტაშკენტის ქუჩას და მოძრაობას დადგენილი სქემით კანდელაკის ქუჩაზე განაგრძობენ.
ხოლო, N29 ავტობუსი და N208 მიკროავტობუსი ამავე მარშრუტის გავლის შემდგომ ნუცუბიძის ქუჩას დაუკავშირდებიან, აუხვევენ ნუცუბიძის ფერდობის მე-3 მიკრორაიონში, გაივლიან ამაშუკელის ქუჩას, რის შემდეგაც მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობენ.

Posted by: Carver 1 Mar 2019, 15:37
Snow93
QUOTE
საინტერესოა როდის მორჩებნიან ან რა ტემპებით იმუშავებენ...

3 თვეში-ო კალამ...

Posted by: Nickboy 1 Mar 2019, 16:52
ჭავჭავაძეს როდის იწყებენ არ უთქვამთ?

Posted by: Carver 1 Mar 2019, 22:31
2019 წლის პროექტების სია რომ გამოქვეყნდა,
არც კანდელაკი ყოფილა მაგ სიაში, არც ვაჟა,
გზა და გზა ამატებენ თუ რა ხდება..

Posted by: otokarcobra 1 Mar 2019, 23:03
Carver
კანდელაკი იყო როგორ არა

Posted by: PULSE 3 Mar 2019, 20:38
დღეს სარაჯიშვილის მეტროსთან რკინის ხიდის ქვეშ მგონი უსაფრთხოების კუნძულს აკეთებდნენ. ეტყობა დაიწყეს ზებრათი ჩანაცვლებაზე მუშაობა.

Posted by: MANMUS 3 Mar 2019, 20:46
კარგი ფული გაკეთდება ამ რკინის ხიდებისგან gigi.gif

Posted by: Bonne-Espérance 4 Mar 2019, 23:45
ნეტა ვაშლიჯვრის ესტაკადას როდი მორჩებიან? დეკემბერში უნდა მორჩენილიყო biggrin.gif რა სამარცხვინო ქოცნახირია მთავრობაში

Posted by: max-14 5 Mar 2019, 20:16
ბათუმის ქუჩაზე მანქანას ჭის სახურავი ამოუტრიალდა და პირდაპირ იყო შერჭობილი მანქანაში,მძღოლი გოგონა იყო,ტირილს ვერ იკავებდა.......

Posted by: eleqtro 5 Mar 2019, 20:45
Bonne-Espérance
QUOTE
ნეტა ვაშლიჯვრის ესტაკადას როდი მორჩებიან?

აპრილშიო

Posted by: ZEUS 5 Mar 2019, 23:19
QUOTE (eleqtro @ 5 Mar 2019, 20:45 )
Bonne-Espérance
QUOTE
ნეტა ვაშლიჯვრის ესტაკადას როდი მორჩებიან?

აპრილშიო

არ იჩქარონ. დაკვირვებით გააკეთონ.
ბარემ ზაფხული მოვა. მანქანები შემცირდება და შემოდგომაზე გახსნან.

Posted by: Nickboy 6 Mar 2019, 13:26
კანდელაკის შემთხვევას თუ გავითვალისწინებთ... მარტის ბოლოს ველი ჭავჭავაძის რეაბილიტაციის დაწყებას yes.gif

წესით, დღეს ან ხვალ უნდა დაიდოს ხელშეკრულება.. იმედია არ გაწელავენ

Posted by: PAINKILLER 6 Mar 2019, 13:35
QUOTE (Snow93 @ 1 Mar 2019, 15:04 )
კანდელაკისა და ბუდაპეშტის ქუჩებზე 2 მარტიდან, სარეაბილიტაციო სამუშაოების პერიოდში დროებით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები.
N6 ავტობუსი და მიკროავტობუსები: N4, N11, N26, N58, N66, N72, N147 და N161 ჟვანიას მოედნიდან ვაჟა-ფშაველას გამზირს დაუკავშირდებიან, შემდეგ გაივლიან ტაშკენტის ქუჩას და მოძრაობას დადგენილი სქემით კანდელაკის ქუჩაზე განაგრძობენ.
ხოლო, N29 ავტობუსი და N208 მიკროავტობუსი ამავე მარშრუტის გავლის შემდგომ ნუცუბიძის ქუჩას დაუკავშირდებიან, აუხვევენ ნუცუბიძის ფერდობის მე-3 მიკრორაიონში, გაივლიან ამაშუკელის ქუჩას, რის შემდეგაც მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობენ.

მოიცა, კანდელაკი და ბუდაპეშტი ერთდროულად დაკეტეს??? ანუ მხოლოდ ვაჟა-პავლოვით უნდა იაროს მანქანებმა?




ძაან ჯოჯოხეთური საცობები შეიქმნება, განსაკუთრებით სააკაძეზე და გმირთა მოედანზეც თავისთავად

Posted by: vatman 6 Mar 2019, 13:48
PAINKILLER
QUOTE
მოიცა, კანდელაკი და ბუდაპეშტი ერთდროულად დაკეტეს??? ანუ მხოლოდ ვაჟა-პავლოვით უნდა იაროს მანქანებმა?

კანდელაკი ნახევარია ჯერ ჯერობით კადაკეტილი, 2 ზოლად მოძრაობენ.

Posted by: da_to 6 Mar 2019, 15:39
აეროპორტის გზაზეც ჯეუ მონაწილეობს მარტო facepalm.gif

Posted by: Kublicha 6 Mar 2019, 15:41
ბუდაპეშტს რა ჭირს სარემონტო?

Posted by: vatman 6 Mar 2019, 15:43
Kublicha
QUOTE
ბუდაპეშტს რა ჭირს სარემონტო?

კანდელაკის კვეთიდან ვეძისის მიმართულებით

Posted by: ragindarokna 6 Mar 2019, 16:07
ორთაჭალაში გორგასლის ქუჩიდან იუსტიციის სახლამდე ასაყრელია და თავიდან დასაგები. ჭების სახურავები ისე აცა ბაცა არი დაგებული თუ ააცილე მეორე ზოლში უნდა გადახვიდე ან პროწივზე გაწიო საბურავი. 40 კმ-ით რომ უნდა იარო მაგ მონაკვეთზე საშინელი ადგილი ცენტრალურ გამზირზე არი კიდე სადმე თბილისში? თფუი!

Posted by: ნიკა 6 Mar 2019, 19:46
vatman
QUOTE
კანდელაკი ნახევარია ჯერ ჯერობით კადაკეტილი, 2 ზოლად მოძრაობენ.

უკვე 1

Posted by: Nescafe13 7 Mar 2019, 19:54
QUOTE
ორთაჭალაში გორგასლის ქუჩიდან იუსტიციის სახლამდე ასაყრელია და თავიდან დასაგები.


ეგ მონაკვეთი ვაფშე ცალკე სასწაულია
ეგეთი ცუდი გზა რავიცი მეტი სადაა თბილისში
დაჟე მთელი გორგასალი დასაგებია მთლიანად

Posted by: rommel 7 Mar 2019, 21:45
QUOTE
დაჟე მთელი გორგასალი დასაგებია მთლიანად


აღარავინ დააგებს მაგ ქუჩას. კალაძე გაზონის გაშენებას აპირებს მანდ, მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

Posted by: Fabian 7 Mar 2019, 22:29
საბურთალოზე ბევრი პრობლემატური კვანძია, მარა რაღაც სასწაული ხდება ხოლმე გაგარინზე და ვერც კი ვხვდები თუ როგორ შეიძლება მაგ მოედანზე სიტუაციის გამოსწორება... გაქვთ რამე მოსაზრებები?

Posted by: Kublicha 8 Mar 2019, 00:44
QUOTE
თუ როგორ შეიძლება მაგ მოედანზე სიტუაციის გამოსწორება... გაქვთ რამე მოსაზრებები?

კონკრეტულად რა პრობლემას გულისხმობ? თუ ის გაქვს მხედველობაში, შარტავადან მომავლებსი დიდი ხანი რომ უწევთ საცობში დგომა, ეგ ხელოვნურადაა. მარეგულირებლები დიდი ხნიდ აჩერებენ რათა პენინმა იმოძრაოს

Posted by: PAINKILLER 8 Mar 2019, 01:26
QUOTE (Kublicha @ 8 Mar 2019, 00:44 )
QUOTE
თუ როგორ შეიძლება მაგ მოედანზე სიტუაციის გამოსწორება... გაქვთ რამე მოსაზრებები?

კონკრეტულად რა პრობლემას გულისხმობ? თუ ის გაქვს მხედველობაში, შარტავადან მომავლებსი დიდი ხანი რომ უწევთ საცობში დგომა, ეგ ხელოვნურადაა. მარეგულირებლები დიდი ხნიდ აჩერებენ რათა პენინმა იმოძრაოს

აბა რისთვის გააცალმხრივეს შარტავა, რომ ბოლოში ისევ საცობში დადგნენ მანქანები?


შარტავა კიდევ არა უშავს, ისაკაძეზე არის პიკის საათში ნამდვილი ჯოჯოხეთი, ერთხელ მოვხვდი მანდ და 40 წუთი ერთ ადგილზე ვიდექი, მერე დავტრიალდი და ჩერეზ ტაშკენტი-პავლოვი-პეკინი-გმირთამოედანი-თამარმეფისხიდი-მარცხენასანაპიროთი გავედი დიდუბეში ზუსტად 15 წუთში facepalm.gif

Posted by: MANMUS 8 Mar 2019, 14:18
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა კახეთის გზატკეცილზე, მარჯვენა სათადარიგო ზოლის კაპიტალური რეაბილიტაცია დაასრულა. მუშაობის შედეგს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

მისი თქმით, უახლოეს მომავალში კახეთის გზატკეცილის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია დაიწყება.

„ჩვენ დავასრულეთ კახეთის გზატკეცილის მარჯვენა სათადარიგო ზოლის რეაბილიტაციის პროექტი. 7 კილომეტრზე მეტია მისი სიგრძე. მთლიანად მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები. დღეს უკვე მოასფალტებულია და ყველა სამუშაო დასრულებულია. დარჩენილია გამწვანების სამუშაოების ნაწილი და გზის დახაზვის სამუშაოები, რომელიც რამდენიმე დღეში დაიწყება. ამის შემდეგ უკვე დავიწყებთ კახეთის გზატკეცილის ცენტრალური ნაწილის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. პირველად დავიწყეთ სწორედ სათადარიგო ზოლების რეაბილიტაცია, რადგან, როდესაც შეზღუდვები იქნება ცენტრალურ გზაზე, მათ გამოვიყენებთ“, განაცხადა კახა კალაძემ.

სარეაბილიტაციო არეალში მოეწყო ტროტუარი და ბორდიური, დაახლოებით 70 000 კვ. მეტრზე დაიგო ასფალტის საფარი, მოწესრიგდა საკომუნიკაციო ქსელი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა დაზიანებულ სანიაღვრე ქსელს.

რეაბილიტირებული სათადარიგო ზოლი, დედაქალაქის მერთან ერთად, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა გალაქტიონ ბუაძემ, ისნის რაიონის გამგებელმა კახა ლაბუჩიძემ, სამგორის რაიონის გამგებელმა კახა გულედანმა, პარლამენტისა და საკრებულოს წევრებმა ირაკლი აბუსერიძემ, შოთა ხაბარელმა, გიორგი დოხტურიშვილმა, ლევან დავითაშვილმა და ბექა დავითულიანმა დაათვალიერეს.

სარეაბილიტაციო სამუშაოები კომპანია „ბლექ სი გრუპმა“ აწარმოა. პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 11 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

user posted image
user posted image
user posted image
* * *
ცენტრალური გზის ბორდიურებს რატომ ცვლიან ვერ ვხვდები
* * *
user posted image
კარგია რომ 37 ნომრის ავტობუსებს აღარ მოუწევთ ჯაღჯაღი.
* * *
user posted image
იმედია მალე დაიწყებენ ცენტრალურ გზას.

Posted by: SONY-2018 8 Mar 2019, 22:50
QUOTE
აბა რისთვის გააცალმხრივეს შარტავა, რომ ბოლოში ისევ საცობში დადგნენ მანქანები?

yes.gif

Posted by: Fabian 8 Mar 2019, 23:30
Kublicha
QUOTE
კონკრეტულად რა პრობლემას გულისხმობ?

მუდმივი საცობი

Posted by: Snow93 9 Mar 2019, 16:14
PAINKILLER
შარტავას ეგ მონაკვეთი სულ გადატვირთული იქნება მანქანების რაოდენობა თუ არ შემცირდა... ძალიან უაზრო მონაკვეთია

Posted by: Fabian 10 Mar 2019, 10:39
Kublicha
PAINKILLER
Snow93
გოთუას და სანაპიროს კვეთაზე რომ დაყენედეს შუქნიშანი როგორ ფიქრობთ არ მოეხსნება გაგარინს დატვირთვა?

Posted by: Kama 10 Mar 2019, 10:54
QUOTE (Fabian @ 8 Mar 2019, 23:30 )
Kublicha
QUOTE
კონკრეტულად რა პრობლემას გულისხმობ?

მუდმივი საცობი

მემგონი დღესდღეობით თბილისში საცობს პრობლემად აღარ უნდა ვთვლიდეთ

Posted by: MANMUS 10 Mar 2019, 15:37
ვახუშტის ხიდს როდის ამთავრებენ?

Posted by: Nescafe13 12 Mar 2019, 20:11
QUOTE
ვახუშტის ხიდს როდის ამთავრებენ?


რა ეჩქარებათ
ვინმე კითხულობს თუ ?

მარცხენა სანაპროზე პროსტა ხაზები გაავლონ დაგება არ გვინდა
პროსტა ხაზი
ხო ელემენტარულია





ანუ ყველამ თავისი ზოლი რომ იცოდეს
დახაზეთ რა ბლინ sad.gif
სირცხვილია
თბილისში ხაზები როგორ არ უნდა იყოს გავლებული facepalm.gif

Posted by: Kublicha 12 Mar 2019, 22:06
Fabian
QUOTE
გოთუას და სანაპიროს კვეთაზე რომ დაყენედეს შუქნიშანი როგორ ფიქრობთ არ მოეხსნება გაგარინს დატვირთვა?

რა კავშირშია? გაგარინზე ძირითადად იკვეთება სააკაძე-კანდელაკის და დიღომი-ვაჟას ვექტორები.
რომელიმეს შეამცირებს ეგ შუქნიშანი?

Posted by: ნიკა 13 Mar 2019, 00:49
Kublicha
სააკაძე-გაგარინი-დიღმის ნაკადის ნაწილი მასე ივლის. თუმცა უკუმიმართულებას ეგ არ უშველის ცხადია.

Posted by: Kublicha 13 Mar 2019, 01:30
ნიკა
QUOTE
სააკაძე-გაგარინი-დიღმის ნაკადის ნაწილი მასე ივლის

სააკაძიდან დიღომში გაგარინით არავინ არ დადის. ათასჯერ უფრო სწრაფი და მოხერხებულია სანაპიროზე ჩასვლა

Posted by: Snow93 13 Mar 2019, 10:57
Fabian
ანუ გოთუადან დიღმის მიმართულებით რომ გააგრძელოს მოძრაობა ხო?
კი მიფიქრია მაგაზე და მგონი კარგი აზრია. უბრალდ გელოვანიდან მომავალი ნაკადი ძალიან დაიტვირთება

Posted by: ნიკა 13 Mar 2019, 11:49
Kublicha
QUOTE
სააკაძიდან დიღომში გაგარინით არავინ არ დადის. ათასჯერ უფრო სწრაფი და მოხერხებულია სანაპიროზე ჩასვლა

აბა გაგარინზე კანდელაკიდან მარჯვნივ ორი რიგი რომ უხვევს ეგ მანქანები საიდანაა? სააკაძის მერე გროვდება ამდენი?

Posted by: TopGear 14 Mar 2019, 18:03
ვინმეს შეუძლია მითხრას ტროტუარებზე ბორდიურებს რატომ ჭრიან და კვადრატის ფორმის შეღრმავებებს რატომ აკეთებენ გზის პირას?

Posted by: da_to 14 Mar 2019, 19:14
TopGear
QUOTE
ვინმეს შეუძლია მითხრას ტროტუარებზე ბორდიურებს რატომ ჭრიან და კვადრატის ფორმის შეღრმავებებს რატომ აკეთებენ გზის პირას?


ნაგვის ურნებისთვის აკეთებენ ჯიბეებს...


ცუდი ისაა რომ რამდენიმე თვის წინ გაკეთებულ გზებს ჩიჩქნიან და ორმაგ ხარჯს წევენ ....

Posted by: beka331 14 Mar 2019, 19:28
QUOTE
ვინმეს შეუძლია მითხრას ტროტუარებზე ბორდიურებს რატომ ჭრიან და კვადრატის ფორმის შეღრმავებებს რატომ აკეთებენ გზის პირას?

ეგ რობაქიძეზეა გასაკეთებელი აუცილებლად, ბას ლეინს ზღუდავს

Posted by: da_to 14 Mar 2019, 20:32
QUOTE
ეგ რობაქიძეზეა გასაკეთებელი აუცილებლად, ბას ლეინს ზღუდავს


მად აკეთებენ ზუსტად, ახალ გაკეთებულ ასფალსტ ჩიჩქნიან.... რეაბილიტაციის დროს ვერავინ მოტვინა რომ ბასლაინს შეუშლიდა ურნები !

Posted by: ბეჟანბეჟანი 14 Mar 2019, 20:40
თბილისის შუქნიშნებზე თემა არაა ჯერ თუ აქ განიხილავთ?

შუქნიშნები თბვილისში ძალიან მოუხერხებელი როა, სტოპხაზთან თუ ხარ გაჩერებული, რომ არ ჩანს, ზოგი შუქნიშანი ძალიან უცნაურად რომ იქცევა და რიგ შემთხვევებში, ფეხით მოსიარულეთა ზებრებზე რომ რამოდენიმე მეტრის დაშორებითაა დაყენებული და ზოგჯერ ცდება მხედველობის ზონას, ამათზე ვინაა პასუხისმგებელი?
* * *
QUOTE (Fabian)
გოთუას და სანაპიროს კვეთაზე რომ დაყენედეს შუქნიშანი როგორ ფიქრობთ არ მოეხსნება გაგარინს დატვირთვა?

დიღმიდან მომავალი, საქართველოს ბანკის შენობას (ვისი ვისაში რომ ქვია) რომ გაცდები, პირველივე ასახვევია გოთუას ქუჩა, რომელიც ამოდის გეპეის მე-6 კორპუსთან, სააკაძეზე და გაგარინთან რა შუაშია?
* * *
QUOTE (PAINKILLER)
კანდელაკი და ბუდაპეშტი ერთდროულად დაკეტეს??? ანუ მხოლოდ ვაჟა-პავლოვით უნდა იაროს მანქანებმა?

რაც ეგ ქუჩები გააცალმხრივეს, მაგ მხრიდან სახლს ვეღარ ვაგნებ და ახლა საერთოდ გადაკეტვას აპირებენ?

Posted by: TopGear 14 Mar 2019, 23:24
da_to
გასაგებია. ეჰ, არადა სულ ცოტა სიsmartე იყო საჭირო რეაბილიტაციის დროს და თანხებიც დაიზოგებოდა

Posted by: Kublicha 15 Mar 2019, 00:01
QUOTE
ეგ რობაქიძეზეა გასაკეთებელი აუცილებლად, ბას ლეინს ზღუდავს

რობაქიძეზე ბასლენი გვაქვს?

Posted by: PAINKILLER 15 Mar 2019, 00:25
QUOTE (da_to @ 14 Mar 2019, 20:32 )
QUOTE
ეგ რობაქიძეზეა გასაკეთებელი აუცილებლად, ბას ლეინს ზღუდავს


მად აკეთებენ ზუსტად, ახალ გაკეთებულ ასფალსტ ჩიჩქნიან.... რეაბილიტაციის დროს ვერავინ მოტვინა რომ ბასლაინს შეუშლიდა ურნები !


გუშინ მაგ ნაგვის ურნის გამო კინაღამ ლურჯმა ავტობუსმა გადამიარა, მარჯვენა ზოლში მივდიოდი და ვერ ჩაეტია ბასლეინში ნაგვის ყუთის გამო და ჩემს ზოლში გადმოვიდა


QUOTE
რობაქიძეზე ბასლენი გვაქვს?


Kublicha

თბილისში არ მოძრაობ? smile.gif


QUOTE
შუქნიშნები თბვილისში ძალიან მოუხერხებელი როა, სტოპხაზთან თუ ხარ გაჩერებული, რომ არ ჩანს, ზოგი შუქნიშანი ძალიან უცნაურად რომ იქცევა და რიგ შემთხვევებში, ფეხით მოსიარულეთა ზებრებზე რომ რამოდენიმე მეტრის დაშორებითაა დაყენებული და ზოგჯერ ცდება მხედველობის ზონას, ამათზე ვინაა პასუხისმგებელი?

ბეჟანბეჟანი

ზოგადად თბილისში შუქნიშნები არის ძალიან ცუდად მოწყობილი, განსაკუთრებით პრობლემაა მარცხნივ შეხვევის ადგილებში, არცერთ შუქნიშანს არა აქვს მარცხენა წითელი ისრიანი ნიშანი, მხოლოდ მწვანეა და როცა ეგ მწვანე გამორთულია, კარგად უნდა იცნობდე იმ ადგილს რომ წინასწარ მიხვდე მარცხენა შესახვევის არსებობა და ზოლში ტყუილად არ ჩადგე, ზოგადად ზოლების მართვა არის თითქმის ნოლის დონეზე, მაგ ახალგაკეთებულ რობაქიძეზეც ვერ მოახერხეს ზოლების ზემოთ მიმართულების მანიშნებლების ჩამოკიდება წესიერად, მხოლოდ ერთ შუქნიშანზეა და ისიც არეულად არის დაკიდებული, თან ზედ შუქნიშნის წინ არის და არა რამდენიმე ათეული მეტრით ადრე (წესით ორივე ადგილას უნდა იყოს)

Posted by: Kublicha 15 Mar 2019, 00:28
PAINKILLER
QUOTE
თბილისში არ მოძრაობ?

მეც გამიკვირდა. ნუთუ ამდენი ხანია არ გამივლია რობაქიძეზე

Posted by: ZEUS 15 Mar 2019, 00:31
QUOTE (da_to @ 14 Mar 2019, 20:32 )
QUOTE
ეგ რობაქიძეზეა გასაკეთებელი აუცილებლად, ბას ლეინს ზღუდავს


მად აკეთებენ ზუსტად, ახალ გაკეთებულ ასფალსტ ჩიჩქნიან.... რეაბილიტაციის დროს ვერავინ მოტვინა რომ ბასლაინს შეუშლიდა ურნები !

ძალიან კურიოზია რა. ვაფშე გზაზე რატომ უნდა იდგეს იდეაში მოძრაობის ზოლში...

Posted by: PAINKILLER 15 Mar 2019, 00:32
QUOTE (Kublicha @ 15 Mar 2019, 00:28 )
PAINKILLER
QUOTE
თბილისში არ მოძრაობ?

მეც გამიკვირდა. ნუთუ ამდენი ხანია არ გამივლია რობაქიძეზე

ეგ კი არა მგონი ერთადერთი ქუჩაა ქალაქში სადაც ორივე მხარეს არის ბასლეინი, ანუ რეალურად პარკინგი მთლიანად გაუქმებულია მაგ ქუჩაზე (მხოლოდ ტროტუარებზეა დაშვებული)



Posted by: Kublicha 15 Mar 2019, 00:42
QUOTE
მგონი ერთადერთი ქუჩაა ქალაქში სადაც ორივე მხარეს არის ბასლეინი

შარტავა და კოსტავაც ეგრეა

Posted by: PAINKILLER 15 Mar 2019, 01:13
QUOTE
შარტავა და კოსტავაც ეგრეა

Kublicha

ეგ ორივე ცალმხრივებია smile.gif



უნდა დამეზუსტებინა რომ რობაქიძე ერთადერთი ორმხრივი ქუჩაა სადაც ორივე მხარეს ბასლეინია

Posted by: Snow93 15 Mar 2019, 10:36
ეს რობაქიძე ამხელა ქუჩაა და მოტრიალება რომ მოგინდეს ან საცობში უნდა ჩადგე ან კიდევ ზოლები დაიკიდო და დაარღვიო... გაეკეთებინათ შუა გამზირზე 2-3 ადგილას მოსატრიალებელი ვითომ რა დაშავდებოდა

Posted by: PAINKILLER 15 Mar 2019, 13:07
QUOTE
ეს რობაქიძე ამხელა ქუჩაა და მოტრიალება რომ მოგინდეს ან საცობში უნდა ჩადგე ან კიდევ ზოლები დაიკიდო და დაარღვიო... გაეკეთებინათ შუა გამზირზე 2-3 ადგილას მოსატრიალებელი ვითომ რა დაშავდებოდა

Snow93

რატომ უნდა დაარღვიო?? 2 შუქნიშანია და ორივეზე შეიძლება მარცხნივ შეხვევაც და მოტრიალებაც (აკრძალვის ნიშანი არ დგას არსად როგორც ვიცი)

Posted by: beka331 15 Mar 2019, 13:35
მიცკევიჩის ძეგლამდე შეიძლება მოტრიალება უპრობლემოდ

Posted by: PAINKILLER 15 Mar 2019, 13:53
QUOTE (beqa331 @ 15 Mar 2019, 13:35 )
მიცკევიჩის ძეგლამდე შეიძლება მოტრიალება უპრობლემოდ

მაიაკოვსკის ძეგლია ეგ და მანდ ორივე შუქნიშანზე შეიძლება მოტრიალება

Posted by: beka331 15 Mar 2019, 13:54
PAINKILLER
რომ ვწერდი, ვხვდებოდი რომ რაღაც მეშლებოდა smile.gif

Posted by: toyota12345 15 Mar 2019, 14:29
სადაც მარცხნივ უხვევ იქ აბრუნებ კიდევაც. თუ რათქმაუნდა ნიშანი არ გაქვს რომ არ მოაბრუნოო. მაგალითად ვაკეში ჭავჭავაძეზე ვარაზიდან რომ ავდივართ პიქსელის შენობასთან რომ შუქნიშანია მანდ მარცხნივ რომ შევდივართ ვაბრუნებთ კიდევაც მაგრამ უკვე ზევით არაყიშვილის შუქნიშანთან ვეღარ ვაბრუნებთ ნიშანი გვიკრძალავს.

Posted by: Snow93 15 Mar 2019, 15:06
ხო და სანამ შუქნიშნამდე მიხვალ დიდუბიდან საცობში მითუმეტეს კაი დიდი მანძილია და შუქნიშანზეც საკმაოდ დიდი ხანი გიწევს ლოდინი, მაგის მაგივრად გადავჭრი ხოლმე ორივე ზოლს და ისე მივდივარ უკან

Posted by: vatman 15 Mar 2019, 15:36
Snow93
QUOTE
ხო და სანამ შუქნიშნამდე მიხვალ დიდუბიდან საცობში მითუმეტეს კაი დიდი მანძილია და შუქნიშანზეც საკმაოდ დიდი ხანი გიწევს ლოდინი, მაგის მაგივრად გადავჭრი ხოლმე ორივე ზოლს და ისე მივდივარ უკან


და ჩვენ დანარჩენები რო ვდგავართ ძალიან ჭკვიანები ვართ? facepalm.gif
არ გეწყინოს, მარა ნამდვილად ღირსი იქნები პატრულმა რო დაგაჯარიმოს


PAINKILLER
QUOTE
რატომ უნდა დაარღვიო?? 2 შუქნიშანია და ორივეზე შეიძლება მარცხნივ შეხვევაც და მოტრიალებაც (აკრძალვის ნიშანი არ დგას არსად როგორც ვიცი)

მანდ პრობლემა არის, 1 კვარტალიდან თუ გამოდიხარ და გინდა აღმაშენებლის ხეივანის მიამრთულებით ან ლუბლიანაზე წახვიდე. ამ დროს ან ეზოებით პოლიციასთან უნდა ახვიდე და ვაშლიჯვრის ასახვევთან გამოხვიდე, ან დიდუბესთან მოატრიალო, ან რობაქიძედან ჩახვიდე მარჯვენა სანაპიროზე და მანდ მოუხვიო ბელიაშვილისკენ

Posted by: Snow93 15 Mar 2019, 16:17
vatman
მთლად მასეც არ ვარ biggrin.gif ძაან როცა მეჩქარება ვარღვევ ხოლმე და ისე რა თქმა უნდა ვდგავარ რიგში ჩვეულებრივად. სხვისი მეზიზღება მასეთი საქციელი... გუში ბარათაშვილის აღმართის დასაწყისში ტაქსმ ადაატორმუზა რესკად და მერე ეგრევე გადააჭრა საპირისპირო ზოლში.... რისი ღირსიცაა იცით

Posted by: Fabian 16 Mar 2019, 11:34
Kublicha
QUOTE
აბა გაგარინზე კანდელაკიდან მარჯვნივ ორი რიგი რომ უხვევს ეგ მანქანები საიდანაა? სააკაძის მერე გროვდება ამდენი?

+1

Posted by: PAINKILLER 18 Mar 2019, 00:34
QUOTE
მანდ პრობლემა არის, 1 კვარტალიდან თუ გამოდიხარ და გინდა აღმაშენებლის ხეივანის მიამრთულებით ან ლუბლიანაზე წახვიდე. ამ დროს ან ეზოებით პოლიციასთან უნდა ახვიდე და ვაშლიჯვრის ასახვევთან გამოხვიდე, ან დიდუბესთან მოატრიალო, ან რობაქიძედან ჩახვიდე მარჯვენა სანაპიროზე და მანდ მოუხვიო ბელიაშვილისკენ


vatman


არ გამოვა მანდ მოსატრიალებელის გაკეთება, ხიდთან ისედაც საცობია ხოლმე და უარესი მოხდება... მარშალ-გელოვანზე გასვლა უკეთესი ვარიანტია

Posted by: vatman 18 Mar 2019, 10:23
Snow93
QUOTE
მთლად მასეც არ ვარ  ძაან როცა მეჩქარება ვარღვევ ხოლმე და ისე რა თქმა უნდა ვდგავარ რიგში ჩვეულებრივად. სხვისი მეზიზღება მასეთი საქციელი... გუში ბარათაშვილის აღმართის დასაწყისში ტაქსმ ადაატორმუზა რესკად და მერე ეგრევე გადააჭრა საპირისპირო ზოლში.... რისი ღირსიცაა იცით

ხოდა მოიქეცი ისე, როგორც გინდა მოიქცნენ სხვები smile.gif
მეც დამირღვევია და დედა ტერეზა არ ვარ

PAINKILLER
QUOTE
არ გამოვა მანდ მოსატრიალებელის გაკეთება, ხიდთან ისედაც საცობია ხოლმე და უარესი მოხდება... მარშალ-გელოვანზე გასვლა უკეთესი ვარიანტია

არც ვამბობ რო გასაკეთებელია, უბრალოდ მოუხერხებელია მოტრიალება

აღმაშენებლის ხეივანში ვინც არ გაითვალისწინა წყლის არიდება მარცხენა ზოლში mad.gif

Posted by: PAINKILLER 18 Mar 2019, 16:16
QUOTE
არც ვამბობ რო გასაკეთებელია, უბრალოდ მოუხერხებელია მოტრიალება


vatman

არანაკლებ უხერხულია როცა მარცხენა სანაპიროდან რობაქიძეზე მინდა მოხვედრა, იძულებული ვარ მთელი სანაპირო გავიარო ბოლომდე და ქსნის ქუჩის ასახვევთან მოვტრიალდე, მეორე ვარიანტია რომ დიდუბის მეტროს გავლით მოვხვდე რობაქიძეზე, თუმცა პირველს ვამჯობინებ ხოლმე უმეტესად....



Posted by: vatman 18 Mar 2019, 16:54
PAINKILLER
QUOTE
არანაკლებ უხერხულია როცა მარცხენა სანაპიროდან რობაქიძეზე მინდა მოხვედრა, იძულებული ვარ მთელი სანაპირო გავიარო ბოლომდე და ქსნის ქუჩის ასახვევთან მოვტრიალდე, მეორე ვარიანტია რომ დიდუბის მეტროს გავლით მოვხვდე რობაქიძეზე, თუმცა პირველს ვამჯობინებ ხოლმე უმეტესად....

ხო რაც შეცვალეს მაგის მერე ხო, ისე პირველი ვარიანტი სჯობია. პიკის საათში დიდუბეში მობრუნებას ვერ შეძლებ, ხშირად პატრული დგას და წრეზე მხოლოდ ავტობუსებს/მაშრუტკებს უშვებს

Posted by: Niku7a 21 Mar 2019, 14:10
"მარჯვენა სანაპირო არ დააგოთ
ნამდვილად კარგი საფარია" - აცხადებენ ქართველი სერფერები....
facepalm.gif

Posted by: Nescafe13 23 Mar 2019, 11:08
Niku7a
QUOTE
"მარჯვენა სანაპირო არ დააგოთ
ნამდვილად კარგი საფარია" - აცხადებენ ქართველი სერფერები....


დაგებას ვინ ჩივის დახაზონ მაინც biggrin.gif
მეტეხის ხიდის ქვეშ რომ გამოძვრები იქედან უპიზდეცესი გზაა , როდის დატოვებ დისკს ვერ გაიგებ

Posted by: MANMUS 23 Mar 2019, 11:35
გურამიშვილიც კარგი გზა გახდა სერფერებისთვის ნუ იმ მაშტაბით არა რაც სანაპიროზეა biggrin.gif

Posted by: vatman 25 Mar 2019, 10:46
გლდანში ა და მე-2 მიკროებს შორის არსებული გზა - ფ.მოსულიშვილის ქუჩა აყარეს. მგონი კაპიტალურად აკეთებენ

Posted by: Niku7a 25 Mar 2019, 11:25
Nescafe13
QUOTE
დაგებას ვინ ჩივის დახაზონ მაინც 
მეტეხის ხიდის ქვეშ რომ გამოძვრები იქედან უპიზდეცესი გზაა , როდის დატოვებ დისკს ვერ გაიგებ

დახაზვას რა აზრი აქ როდესაც ისეთი გზაა რომ ზოლიდან ზოლში უნდა იხტუნაო რომ თქვენი ნახსენები დისკი არ დატოვო... biggrin.gif
თან უბედურება ისაა რომ თბილისის საკვანძო მაგისტრალია, სავიზიტო ბარათი და ყველაფერი ერთად. რეალურად კი სოფლეფში უკეთესებია დაგებული ბევრგან, ვიდრე შუაგულ ქალაქში facepalm.gif
ბაგრატიონის ძეგლიდან ლაგუნამდე არ დადის ეტყობა საქალაქო სამასხურის არც ერთი მანქანა, არ იციან რა ხდება down1.gif

Posted by: Snow93 25 Mar 2019, 11:40
Nescafe13
ერთი პერიოდი ხშირად მიწევდა მაგ მონაკვეთის გავლა და სულ საავარიო სიტუაცია იქმნება, ზოგი ისე გადაკრავს საჭეს და დაატორმუზებს არც გაიხედავს გვერდზე რა ხდება facepalm.gif facepalm.gif
მარშუტკებიც ბლომად დადიან მანდ და ეგენი ხო საერთოდ პიზდეცია, სულ მეტეხის ხიდის ქვეშ აჩერებენ მგზავრებისთვის

Posted by: Nescafe13 25 Mar 2019, 20:43
Niku7a
QUOTE
დახაზვას რა აზრი აქ როდესაც ისეთი გზაა რომ ზოლიდან ზოლში უნდა იხტუნაო რომ თქვენი ნახსენები დისკი არ დატოვო...


დახაზვაზე იმიტომ გავაკეთე აქცენტი რომ , თუნდაც წვიმიან გზაზე ბევრად უკეთ იმოძრავებს ნაკადი , გზის დაგებაზე აღარ მაქ პრეტენზია , კი მაინც დაკერონ ხომლე
არადა ეგეც ხო რთული საქმე არაა
იმედია აგვისტოში მაინც მიხედავენ , ისევ ბლექ სი გრუპმა უნდა გააკეთოს ეგ გზაც

Snow93
QUOTE
მარშუტკებიც ბლომად დადიან მანდ და ეგენი ხო საერთოდ პიზდეცია, სულ მეტეხის ხიდის ქვეშ აჩერებენ მგზავრებისთვის


ტაქსები ?
შუშის ხიდთან ყოველთვის ვიღაცაა გაჩერებული და კლიენტს იყვანს

აი სრული პიზდეცია ქალაქში მოძრაობის მხრივ biggrin.gif

Posted by: Snow93 27 Mar 2019, 17:20
ქალაქში რამე ხდება????? წეღან საბურთალოდან წავედი თემქაზე და მთელი მარჯვენა სანაპირო ბელუქსიდან მოყოლებული გადატენილია! არ იძვრებოდნენ. კიდევ კარგი უკან მარცხენათი მოვბრუნდი...

Posted by: alea iacta est 27 Mar 2019, 17:40
Snow93
QUOTE
ქალაქში რამე ხდება????? წეღან საბურთალოდან წავედი თემქაზე და მთელი მარჯვენა სანაპირო ბელუქსიდან მოყოლებული გადატენილია! არ იძვრებოდნენ. კიდევ კარგი უკან მარცხენათი მოვბრუნდი...


ტაქსისტები მართავდნენ აქციებს რუსთაველსა და რესპუბლიკის მოედნებზე, მაგან გამოიწვია სავარაუდოდ.

Posted by: Snow93 27 Mar 2019, 18:07
ხო ხო ახლახანს ვნახე კაკ რას და მაგის დასაწერად შემოვედი

Posted by: ORIONI 28 Mar 2019, 00:26
ვაკისპარკის წინ, მოსატრიალებელზე და თამარაშვილის გზაჯვარედინზე რა ტრუბაკვადრატები დაასვეს და ჩააბეტონეს?

Posted by: beka331 28 Mar 2019, 10:48
QUOTE
ვაკისპარკის წინ, მოსატრიალებელზე და თამარაშვილის გზაჯვარედინზე რა ტრუბაკვადრატები დაასვეს და ჩააბეტონეს?

თამარაშვილი უნივერსიტეტის ქუჩის კვეთაზეცაა, რაღაც გზისმანიშნებელს გავს, მაგრამ ერთი რაც ვიფიქრე ისაა რომ არ უნდათ რომ იქ მანქანა გაჩერდეს, სხვა იდეა არ მაქვს

Posted by: Kublicha 28 Mar 2019, 14:28
beqa331
QUOTE
ერთი რაც ვიფიქრე ისაა რომ არ უნდათ რომ იქ მანქანა გაჩერდეს, სხვა იდეა არ მაქვს

რა უნდა მანდ მანქანას, დიდი დიდი პოლიცისს მანქანები გაჩერდენ ხოლმე და ვის რას უშლის. რაღაც სხვა ამბავია. სარეკლამო ბანერს ხომ არ აკეთებენ?

Posted by: beka331 28 Mar 2019, 15:08
Kublicha
QUOTE
რა უნდა მანდ მანქანას, დიდი დიდი პოლიცისს მანქანები გაჩერდენ ხოლმე და ვის რას უშლის. რაღაც სხვა ამბავია. სარეკლამო ბანერს ხომ არ აკეთებენ?

არა, ჩაბეტონებულია დაახლოებით ერთი მეტრის სიმაღლის რკინის კონსტრუქცია..
თავში ჰორიზონტალურად არის დაახლოებით ამავე სიგრძის და შავ ფონზე ყვითლად არის მანიშნებელი, მოხვევისას რომ არის მაგის მსგავსი

Posted by: Kublicha 28 Mar 2019, 15:13
beqa331
ვიცი როგირიცაა, ვნახე ორივე ადგილას.

Posted by: Nescafe13 28 Mar 2019, 18:29
ფეიქრებზე ხიდს დედა ეტირა , ორ ადგილას ამოჭმულია უკვე ასფალტი შეიძLება დისკი ჩაღუნო biggrin.gif
ცალკე შუა ზოლიც რომელიც გლდანში მოდის შესაკეთებელია უკვე
ეს დილით დიდი მანქანების გამოსვლა და გზის გადაკეტვა სხვა თემაა
ვაფშე უნდა აიკრძალოს მანდ ბევრგან შეხვევა მე თუ მკითხავ

Posted by: Niku7a 28 Mar 2019, 22:54
იუსტიციის სახლის წინაც არჭვია ეგ ეგ მილკვადრატი...

Posted by: iviko18 28 Mar 2019, 23:20
QUOTE (ORIONI @ 28 Mar 2019, 00:26 )
ვაკისპარკის წინ, მოსატრიალებელზე და თამარაშვილის გზაჯვარედინზე რა ტრუბაკვადრატები დაასვეს და ჩააბეტონეს?

ალბათ აღქმის გასაუმჯობესებლად, დროზე ადრე რომ არ მოუხვიოს მძღოლმა და მერე ჩაკვეხება არ დაიწყოს.

Posted by: ZEUS 28 Mar 2019, 23:49
QUOTE (iviko18 @ 28 Mar 2019, 23:20 )
QUOTE (ORIONI @ 28 Mar 2019, 00:26 )
ვაკისპარკის წინ, მოსატრიალებელზე და თამარაშვილის გზაჯვარედინზე რა ტრუბაკვადრატები დაასვეს და ჩააბეტონეს?

ალბათ აღქმის გასაუმჯობესებლად, დროზე ადრე რომ არ მოუხვიოს მძღოლმა და მერე ჩაკვეხება არ დაიწყოს.

მაგ ლოგიკას ის ეწინააღმდეგება, რომ ვაჟას და პეკინის კვეთაზე ზედ კუნძულის შუაში აღმართეს ეგ მოწყობილობა. შესაბამისად მანდ თუ ვინმე მოხვდა, ესეიგი ძალიან მოინდომა და ვერაფრის დიდებით გადაარწმუნენ ვერაფრით biggrin.gif

Posted by: da_to 28 Mar 2019, 23:57
მეც ბევრი ვიფიქრე მაგ ჯღან რაღაცაზე, უკვე ბევრ ადგილას დააყენეს... თუ კარგად დააკვირდებით ასფალტში კიდევ ერთი სამაგრია გაკეთებული, მეტალის ფირფიტაა ჩაბეტონებული... რატომღაც რაღაცის კონსტრუქცია ან სამაგრი მგონია. ცალკე ეგ რა უნდა იყოს ? თან რამოდენიმე ადგილას ის ფოსფორის ლენტი უკვე აძვრა biggrin.gif

Posted by: Snow93 29 Mar 2019, 10:38
გუშინ ვნახე მე პირველად, იუსტიციის სახლის წინაც დააყენეს. კამერების ვარიანტი ხო არაა?

Posted by: ფაშისტი 29 Mar 2019, 11:48
da_to
Snow93
იქნებ ფოტო დადოთ.. ვკითხულობ ორი დღეა ამ ორ გვერდს და ვერ მივხვდი რეები დაარჭვეს biggrin.gif

Posted by: Snow93 29 Mar 2019, 13:17
ფაშისტი
აი ასეთი რაღაცეები დაარჭეს სამკუთხედებზე და კუნძულებზე, გადაღების პონტი არ მქონია
https://metalgroup.ge/files/milkvadrati/untitled%20folder/milkvadrati.jpg

Posted by: otokarcobra 29 Mar 2019, 13:23
პეკინის და ვაჟას კუთხეში ვნახე მე და იუსტიციის სახლთან. მეტი არ შემიმჩნევია. იუსტიციის სახლთან მწვანე სტიკერიც აქვს მიკრული. თან აშკარად თითო ბოძია ჯერ, მეორეებიც უნდა წავიდეს

Posted by: Snow93 30 Mar 2019, 17:09
დღეს ვნახე ბევრგან.... მიმართულების ისრებიანი სტიკერები დააკრეს... მგონი კამერისთვისაა მართლა.


ქალაქში რამე ხდება ისევ? გადავედი ჭკუიდან იმისთანა საცობი იყო მარჯვენა სანაპიროზეც, გმირთა მოედანზეც, ახალ გზაზეც და თარხნიშვილზეც...

Posted by: Carver 31 Mar 2019, 02:22
QUOTE
გადავედი ჭკუიდან იმისთანა საცობი იყო მარჯვენა სანაპიროზეც, გმირთა მოედანზეც, ახალ გზაზეც

+

QUOTE
ქალაქში რამე ხდება ისევ?

?

Posted by: Snow93 31 Mar 2019, 15:30
user posted imageuser posted imageuser posted image

Posted by: Nescafe13 31 Mar 2019, 15:54
Snow93

როდის დასრულდებაო რას ამბობენ ?

ან მშრალი ხიდის რა ისმის ნეტა ?

მე რაც ვნახე არაფერი გაუკეთებიათ იქ ჯერ

Posted by: hadesnexus 31 Mar 2019, 22:29
კალაძემ საყრდენები შევაკეთეთ, 1400 ტონაა ხიდი და ავწიეთო და მე მეეჭვება და მგონია რომ რაღაცას ფანტაზიორობს თუ მართლა ასეა???

Posted by: kataxxl 31 Mar 2019, 23:59
Snow93

ვაკეში და ვაკე საბურთალოზეა ეგეთი რაღაცეები

მაგას წინ უძღოდა გოპროიანი და კამერებიანი ტიპებით ტაფიკის თვლა

Posted by: Snow93 1 Apr 2019, 00:37
kataxxl
ხო მოსატრიალებელი რომაა ვაკის პარკის ზემოთ მანდაც ვნახე გუშინ

Posted by: ფაშისტი 2 Apr 2019, 16:51
თბილისის გზები გასაგებია.
მაგრამ, პარლამენტის წინ შადრევანს როდის მიეხედება ნეტავ.. ჩიტაძეზე ვმუშაობ და ყოველ დღე გავდივარ მაგ მონაკვეთს, 3-4 დღეა რეცხავენ კერხერით ღიობებს მაგრამ იმდენად ძველია უკვე რომ ალაგ ალაგ ცვივა ეს ნალესი, თუ ბათქაში, არ ვიცი ტექნიკურად რა ქვია ბოდიშს ვიხდი. ობი აქვს გარშემო, ზოგან შეღებილია..
ნუთუ არ შეიძლება გალამაზდეს და ერთიანი იერი მიეცეს შადრევანს, რომელიც დედაქალაქის შუაგულში დგას.. მართალია კარვები უკარგავს ფონს მაგრამ მაინც..

Posted by: vatman 2 Apr 2019, 16:56
ფაშისტი
QUOTE
მართალია კარვები უკარგავს ფონს მაგრამ მაინც..

ეგენი კიდევ დგანან მანდ?

რამდენიმე თვე მანდედ არ გამივლია საერთოდ ....

Posted by: ფაშისტი 2 Apr 2019, 17:06
vatman

დგანან ჰო.. არ ვიცი რის ან ვის იმედად მაგრამ, დგანან, თან არაერთი და ეს ტურისტები იღებენ ამ ფოტოებს და არის ერთი ამბავი. როგორ მინდა მალე ეშველოს მაგათ რომ დაემსგავსოს ეგ ადგილი იმას რისთვისაც არის

Posted by: da_to 2 Apr 2019, 17:50
ფაშისტი
QUOTE
მაგრამ, პარლამენტის წინ შადრევანს როდის მიეხედება ნეტავ..


ტენდერი იყო მაგის რეაბილიტაციის პროექტირებაზე ....

საპროექტო ობიექტი მდებარეობს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მოედანზე, განთავსებულია შადრევანი, რომლის სატუმბი სადგური მდებარეობის მიწისქვეშ. ატმოსფერული
ნალექების მოსვლის დროს ხდება წყლის ჩაჟონვა, რაც საფრთხეს უქმნის და აზიანებს მიწისქვეშ განთავსებულ სატუმბ სადგურს. საჭიროა საპროექტო ტერიტორიის ჰიდროლოგიური, ჰიდროგეოლოგიური ან/და სხვა კვლევა, რათა თავიდან იქნას აცილებული წყლის ჩაჟონვით ნაგებობის დაზიანება.

Posted by: ფაშისტი 2 Apr 2019, 19:00
da_to

QUOTE
საჭიროა საპროექტო ტერიტორიის ჰიდროლოგიური, ჰიდროგეოლოგიური ან/და სხვა კვლევა, რათა თავიდან იქნას აცილებული წყლის ჩაჟონვით ნაგებობის დაზიანება.


და? მოიგო ვინმემ ტენდერი? რა ეტაპია?
უპატრონო ქვეყანა ვართ რა.

მადლობა , ამდენი ნამდვილად არ ვიცოდი მაგ ადგილის შესახებ.

Posted by: MANMUS 2 Apr 2019, 19:23
ეგ შადრევანი საერთოდ რომ მოაშორონ და გამწვანება გააკეთონ მაგ ადგილას არ ჯობია? როგორც ადრე იყო.

Posted by: ქაფქიანა 2 Apr 2019, 20:54
ERAMUS

QUOTE
ეგ შადრევანი საერთოდ რომ მოაშორონ და გამწვანება გააკეთონ მაგ ადგილას არ ჯობია? როგორც ადრე იყო.


კაი ერთი.

მიტინგი რომ იქნება კონტროლიდან გამოსული, ან სულაც პარლამენტზე იერიში რომ დაიწყოს, გამწვანება დაგიშლის მოიერიშეებს?

biggrin.gif

Posted by: da_to 2 Apr 2019, 23:44
ფაშისტი
QUOTE
და? მოიგო ვინმემ ტენდერი? რა ეტაპია?


შერჩევა მიმდინარეობს ... ეს პირელი ეტეპია. ეს გამარჯვებული მოამზადებს პროექტს რომლის მიხედვითაც მერია ახალ ტენდერს უკვე რეაბილიტაციაზე გამოაცხადებს. შეიძლება წელს არც მოესწროს biggrin.gif

Posted by: ნიკა 2 Apr 2019, 23:58
დანიშნულება კაი და ეს რკინები რომ კატასტროგაა, თუ მანქანა შეასკდება ამაზე ვინმემ იფიქრა ნეტა?

არანაირი უსაფრთხოების ნორმა არაა დაცული ისე აყენია.

Posted by: Kublicha 3 Apr 2019, 00:01
ნიკა
QUOTE
არანაირი უსაფრთხოების ნორმა არაა დაცული ისე აყენია.

როგორ არაა დაცული ეხლა, რეებს ამბობ. ყვითელი ატრაჟაწელი სტიკერი ხომ აკვრია?

QUOTE
თან რამოდენიმე ადგილას ის ფოსფორის ლენტი უკვე აძვრა

ნუ ამდენ ხანში ერთხელ აძვრება ეხლა, აბა რას იზამს.

Posted by: Snow93 3 Apr 2019, 11:08
ნიკა
მე რაც მინახავს იმისთანა ადგილებში აყენია მარტო დამრღვევი თუ შეასკდება და კია ღირსი biggrin.gif

Posted by: vatman 3 Apr 2019, 12:33
ფოტო დადეთ ერთი ამ კონსტრუქციების smile.gif

Posted by: Bonne-Espérance 3 Apr 2019, 16:01
კალიაძე ვაშლიჯვის ესტაკადა როდის მორჩება? lol.gif რა უმაქნისი ხროვაა...

Posted by: da_to 3 Apr 2019, 16:08
ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს :

ტენდერი ჯეუმ მოიგო biggrin.gif

user posted image

Posted by: ნიკა 3 Apr 2019, 16:15
Snow93
QUOTE
მე რაც მინახავს იმისთანა ადგილებში აყენია მარტო დამრღვევი თუ შეასკდება და კია ღირსი

არაა აუცილებელი. შეიძლება ვიღაცამ მარჯვნიდან გხიოს და მოგისროლოს მაგ რაღაცაზე.

Posted by: beka331 3 Apr 2019, 16:45
QUOTE
ფოტო დადეთ ერთი ამ კონსტრუქციების


https://m.imgur.com/a/5y3N0Cq

vatman

მობილურით ვარ და ვერ ჩავსი ფოტო

Posted by: NVIDIA MAN 3 Apr 2019, 17:38
კახეთის გზატკეცილის გაკეთებას ვნატრობ უკვე რამდენი წელია! ძალიან გამიხარდა!

როგორი კომპანიაა ჯეუ გრუპი?

პ.ს ჯეუ გრუპმა თუ მოიგო ტექნიკაზე ბლექ სი გრუპი რატო წერია? war.gif

Posted by: da_to 3 Apr 2019, 17:56
NVIDIA MAN
QUOTE
პ.ს ჯეუ გრუპმა თუ მოიგო ტექნიკაზე ბლექ სი გრუპი რატო წერია?  


იმიტო რო საქართველოა .... არ აქვს თავისი ტექნიკა და ქირაობს.

ანუ რაღაც შეთანხმებაა მაგ ორ კომპანიას შორის, მარტო ჯეუმ რომ მიიღო მონაწილეობა ტენდერში ...

Posted by: Snow93 3 Apr 2019, 19:34
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა კახეთის გზატკეცილის ცენტრალური სავალი ნაწილის ორივე მიმართულების კაპიტალური რეაბილიტაცია დაიწყო.

მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. კახა კალაძის განცხადებით, სარეაბილიტაციო სამუშაოები შვიდი თვის განმავლობაში გაგრძელდება და აეროპორტისკენ მიმავალი ცენტრალური გზა სრულად მოწესრიგდება.

„ერთ-ერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება - კახეთის გზატკეცილის რეაბილიტაცია დავიწყეთ, რომელიც მძიმე მდგომარეობაში იყო. ორივე მიმართულებით გზის საერთო სიგრძე, რომელიც შეიცვლება და მოწესრიგდება, დაახლოებით, 23 კილომეტრს შეადგენს. სამუშაოებს, რომელიც 24-საათიან რეჟიმში გაგრძელდება, ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ჯეუ გრუპი“ ასრულებს. პროექტის ფარგლებში, გამწვანდება და მოწესრიგდება გამყოფი ზოლები, განათების ბოძები კი სანათებიანად შეიცვლება. შეზღუდვის დროს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, სათადარიგო ზოლებით ისარგებლონ, რომელთა რეაბილიტაცია გასულ წელს დავამთავრეთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, როგორც ღირებულებით, ასევე, იმ თვალსაზრისით, რომ ქალაქის შემოსასვლელია. საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს ქალაქზე და ქვეყანაზე შთაბეჭდილება პირველად ამ გზით ექმნებათ. შესაბამისად, ის მაქსიმალურად მოწესრიგებული, განახლებული და თანამედროვე იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სამუშაოების ფარგლებში, გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყობა 360 ჭა, ბორდიური და ტროტუარი. გზის სავალ ნაწილზე, ჯამში, 280 000 კვადრატულ მეტრზე ასფალტის საფარის სამი ფენა დაიგება. რეაბილიტაციის მომდევნო ეტაპზე, გარე განათების ქსელი სრულად გამოიცვლება და ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი LED სანათები დამონტაჟდება. პროექტი ასევე, ითვალისწინებს გამწვანების ღონისძიებებს.

სამუშაოების პერიოდში ცენტრალური სავალი ნაწილი სრულად შეიზღუდება და ავტოსატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას მარჯვენა და მარცხენა სათადარიგო ზოლებით შეძლებენ. აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად, თბილისის მერიის ბიუჯეტიდან 42 937 537 ლარი დაიხარჯება.

გასულ წელს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა კახეთის გზატკეცილის მარჯვება და მარცხენა სათადარიგო ზოლებისა და ტროტუარების სრული რეაბილიტაცია განახორციელა. გზატკეცილზე მოეწყო ბეტონის თვალამრიდები და რეაბილიტაცია ჩაუტარდა გზატკეცილზე არსებულ ავარიულ ხიდს.

კახეთის გზატკეცილზე თბილისის მერთან ერთად, ისნისა და სამგორის რაიონების გამგებლები კახა ლაბუჩიძე და კახა გულედანი, ასევე, საკრებულოსა და პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები გიორგი დოხტურიშვილი და შოთა ხაბარელი იმყოფებოდნენ.

Posted by: C.R.E.A.M. 3 Apr 2019, 19:38
ტაქსისტები წავიკითხე

Posted by: ფაშისტი 4 Apr 2019, 09:29
ჩამოვედი მელიქიშვილზე სახლიდან და მთელი გამზირი ნატოს დროშებითაა შემკული.. მიგვიღეს და ვერ გავიგე? smile.gif

Posted by: Snow93 4 Apr 2019, 10:10
ფაშისტი
თავი სახლში ხომ უნდა იგრძნოს ვიღაც სტუმარმა ნატოდან biggrin.gif

Posted by: ფაშისტი 4 Apr 2019, 11:06
Snow93
QUOTE
თავი სახლში ხომ უნდა იგრძნოს ვიღაც სტუმარმა ნატოდან

საქართველოს ერთი დიდი ნიღაბი აქვს, რომელიც უნდა ჩამოიხსნას, ან ჩამოხსნან, ან ჩამოვხსნათ

Posted by: vatman 4 Apr 2019, 11:44
beqa331
QUOTE
https://m.imgur.com/a/5y3N0Cq

კაშმარ რას ჰგავს
facepalm.gif

da_to
QUOTE
ანუ რაღაც შეთანხმებაა მაგ ორ კომპანიას შორის, მარტო ჯეუმ რომ მიიღო მონაწილეობა ტენდერში ...

ან საერთოდ ერთი მფლობელი ჰყავთ, არაოფიციალურად wink.gif

Posted by: MANMUS 4 Apr 2019, 11:49
QUOTE
https://m.imgur.com/a/5y3N0Cq

ეს ცოტახანში მანდ აღარ იდგება , შეაჯდება ვიღაც biggrin.gif

Posted by: PREDATOR 4 Apr 2019, 13:16
vatman
da_to
QUOTE
ანუ რაღაც შეთანხმებაა მაგ ორ კომპანიას შორის, მარტო ჯეუმ რომ მიიღო მონაწილეობა ტენდერში ...

მთელი საოცრება ისაა რო ტენდერში მარტო ჯეუ არ იყო, ბლექ სიც იყო smile.gif)
მარტო ბლექსი და ჯეუ იყვნენ და ჯეუმ ბლექ სის აჯობა ფასით givi.gif

Posted by: beka331 4 Apr 2019, 15:13
თამარაშვილზე პატრულთან მისვლა მინდოდა და კითხვა ეგ რა არის, მაგრამ გამიტყდა biggrin.gif

Posted by: NVIDIA MAN 4 Apr 2019, 15:17
"სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს“კომპანია ბლექ სი გრუპი“ ახორციელებს, რომელიც ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ჯეუ გრუპი“-ის ქვეკონტრაქტორია."

ძალიან კარგი, ბლექ სი გრუპი ჩემთვის პირადად ხარიხის გარანტია. კარგი უნდა გამოვიდეს.

Posted by: GURAMI2 4 Apr 2019, 16:36
jeu - ს გაუკეთებია კახეთის გზატკეცილის გვერდები. ხარისხი საკმაოდ კარგია ანალოგიური იქნება ძირითადი გზაც.

Posted by: rommel 4 Apr 2019, 16:42
GURAMI2
ნორმალური ხარისხია, ჭის სახურავებს თუ არ ჩავთვლით.


Posted by: PREDATOR 4 Apr 2019, 17:34
QUOTE (GURAMI2 @ 4 Apr 2019, 16:36 )
jeu - ს გაუკეთებია კახეთის გზატკეცილის გვერდები. ხარისხი საკმაოდ კარგია ანალოგიური იქნება ძირითადი გზაც.

ფაქტობრივ სამუშაობს ბლექ სი ასრულდებდა მანდაც სულ მაგათი ტექნიკა იყო smile.gif

Posted by: Kublicha 4 Apr 2019, 17:46
ქვეკონტრაქტორს ტენდერი როგორ უნდა მოუგო? givi.gif givi.gifgivi.gif

Posted by: otokarcobra 4 Apr 2019, 18:34
rommel
GURAMI2
ჯეუ მხოლოდ აეროპორტისკენ მიმავალი მხარე გააკეთა....მეორე მხარე სხვამ შეასრულა და ჯეუ/ბლექ-სის გაკეთებულზე ჭებიც კარგადაა ძაან.

Posted by: C.R.E.A.M. 4 Apr 2019, 19:06
მარჯვენარულიანი მძღოლები არ შემიძლია რა

Posted by: alea iacta est 4 Apr 2019, 19:09
QUOTE
მარჯვენარულიანი მძღოლები არ შემიძლია რა


რა არ შეგიძლია აბა იქნება დააკონკრეტო.

Posted by: C.R.E.A.M. 4 Apr 2019, 19:23
QUOTE (alea iacta est)
რა არ შეგიძლია აბა იქნება დააკონკრეტო.

პოტენციური საფრთხეა ყველა მარჯვენა მძღოლი
არ დამიწყოთ ახლა ვოძილა ვარ და გოძილა ვარ
ვერ ხედავ წესივრად გზის მეორე მხარეს და მორჩა
აბგონებში სუპერაპასნი ხარ

Posted by: alea iacta est 4 Apr 2019, 19:31
QUOTE
პოტენციური საფრთხეა ყველა მარჯვენა მძღოლი
არ დამიწყოთ ახლა ვოძილა ვარ და გოძილა ვარ
ვერ ხედავ წესივრად გზის მეორე მხარეს და მორჩა
აბგონებში სუპერაპასნი ხარ


ეგ ინდივიდუალურია და დამოკიდებულია მძღოლზე, თორემ სირობა მარჯვანსაჭიანითაც შეიძლება გააკეთოს ადამიანმა და მარცხენასაჭიანითაც.

ერთი დღე დამიჯექი გვერდით და ნახავ თუ როგორ დავდივარ და როგორ ვიცავ წესებს. ჩემი მძღოლობის 16 წლის მანძილზე რაც ავტოსაგზაო შემთხვევა მქონია არც ერთში არ ვყოფილვარ დამნაშავე (ყველა მსუბუქი და უმნიშვნელოა), ასევე სულ რამდენიმე ჯარიმა მაქვს ისიც არასწორ პარკირებაზე (მონიშვნა არ ჩანდა). დასკვნები შენთვის მომინდვია.
* * *
ისა და ეს თემა საერთოდ რა შუაში იყო?


Posted by: C.R.E.A.M. 4 Apr 2019, 19:45
QUOTE (alea iacta est)
ისა და ეს თემა საერთოდ რა შუაში იყო?

არ ვიცი გზებზე გამახსენდა biggrin.gif
რა მანქანა გყავს

Posted by: ფაშისტი 4 Apr 2019, 21:25
C.R.E.A.M.
QUOTE
ვერ ხედავ წესივრად გზის მეორე მხარეს და მორჩა
აბგონებში სუპერაპასნი ხარ

100%

Posted by: ნიკა 4 Apr 2019, 22:33
თემა შეგეალათ აშკარად. თბილისის გზებია თემა და ქალაქში ამრჯვენა საჭე ბევრი რამით ჯობია მარცხენას. როგორც მინიმუმ მძღოლი თუ მარტოა საჭესთან რაც ჩვენთან მინიმუმ ალბათ ნახევარი მანქანებია ქალაქში მოზრავი, მაგ დროს მანქანის გაჩერება და ტროტუარზე გადასვლა არის ბევრად უსაფრთხო.

ავტობანის ან საქართველოს გზების თემაში რომ წერდეთ იქ იქნებოდა აქტუალური ეგ პრობლემა.

Posted by: Twister 5 Apr 2019, 10:44
გამარჯობათ,

ხომ არ იცით ვაშლიჯვრის ხიდის დამთვრება როდისაა დაგეგმილი?

Posted by: Snow93 5 Apr 2019, 10:48
არანაირი პლიუსი არ აქვს მარჯვენა საჭეს... პარკირებითაც საშინლად აპარკინგებენ რომ გადასვლა შეძლონ....
ნიკა
თბილისის გზების ერთერთი პრობლემა ეგეცაა, მარჯვენასაჭიანები 99.9% აზიური და იაფასიანი მანქანებია რომლებიც შემოყარეს უაზროდ...

Posted by: rommel 5 Apr 2019, 10:58
ნიკა
ვიცი გამოცდილი მძღოლი ხარ. ისიც ვიცი თემას რომ ვაოფებთ, მაგრამ ისეთი არგუმენტი მოიყვანე მარჯვენასაჭიანის სასარგებლოდ, რომ არ გიპასუხო არ შემიძლია.

მძღოლების აბსოლუტური უმრავლესობა ბევრად ყურადღებიანია მანქანიდან გადმოსვლისას ვიდრე მგზავრი. ჰოდა ერთხელაც იქნება მაგ ტროტუარზე უსაფრთხოდ გადმოსულ მძღოლს, თავისი მგზავრის მეზობელ ქუჩაზე ძებნა მოუწევს.

პ.ს.-ყველას ჯვარი წერია

Posted by: Snow93 5 Apr 2019, 14:34
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ვაშლიჯვრის გზაგამტარის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. სოციალურ ქსელში გაკეთებულ ვიდეომიმართვაში კახა კალაძემ კიდევ ერთხელ განმარტა პროექტის მნიშვნელობა. მისი თქმით, ახლო მომავალში დედაქალაქს ადაპტირებული და თანამედროვე სტანდარტების გზაგამტარი პანდუსი შეემატება, რაც ხელს შეუწყობს მიმდებარე გზებზე ტრანსპორტის მოძრაობის განტვირთვას. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, თავდაპირველად წარმოდგენილ პროექტში ცვლილებები მწვანე ნარგავების შენარჩუნების მიზნით განხორციელდა.
„ჩვენ ახლა ვიმყოფებით დიღომში, ვაშლიჯვრის გადმოსასვლელი პანდუსის მშენებლობის ადგილზე, სადაც სამუშაოები მიმდინარეობს. ამ წუთებში მიმდინარეობს რკინა-ბეტონის კოჭების განთავსება, შემდეგ უკვე დაიწყება გზის მოასფალტება და კეთილმოწყობა. პროექტი ხელს შეუწყობს მიმდებარე გზების საცობებისგან განტვირთვას. ადგილობრივმა მოსახლეობამ ყველაზე მეტად იცის, თუ რამხელა დისკომფორტს წარმოადგენს ეს კონკრეტული მონაკვეთი, განსაკუთრებით პიკის საათებში, როდესაც ადამიანებს საათობით უწევთ საცობებში დგომა. აღნიშნული პროექტი მოგვცემს შესაძლებლობას, გადაადგილება გახდეს თავისუფალი. პროექტის განხორციელება, დაახლოებით, 5 მილიონი დაჯდება. აღსანიშნავია, რომ ჩვენ პროექტში ცვლილებები განვახორციელეთ. პირველადი პროექტით, ადგილზე არსებული მწვანე ნარგავები მთლიანად უნდა მოჭრილიყო, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. თქვენ იცით თბილისის მერიის დამოკიდებულება მწვანე სივრცეების მიმართ და ცვლილებები სწორედ მწვანე სივრცის შესანარჩუნებლად განვახორციელეთ. ამ ყველაფერს გარკვეული დრო დასჭირდა, თუმცა სამუშაოები აღნიშნულ მონაკვეთზე მაისის შუა რიცხვებისთვის დასრულდება და აქ უკვე შესაძლებელი იქნება საცობების გარეშე გადაადგილება. ვაშლიჯვრის გზაგამტარი შშმ პირებზე იქნება ადაპტირებული. გზის ორივე მხარეს ამ მიზნით სპეციალური ლიფტები დამონტაჟდება“, – განაცხადა კახა კალაძემuser posted image

Posted by: alexx 5 Apr 2019, 23:07
Twister
დილით რომ გავდვივარ, არავინ მუშაობს მანდ. საღამოს უკან რომ ვბრუნდები, არც მაშინ. ნუ შუალედში მუშაობენ თუ არა არ ვიცი.

Posted by: beka331 5 Apr 2019, 23:41
ვერაფრით ვერ მივხვდი ლიფტები რა საჭიროებისთვის კეთხდება, ხომ ვერ ამიხსნით?

Posted by: TramwayMan 5 Apr 2019, 23:59
beqa331
QUOTE
ვერაფრით ვერ მივხვდი ლიფტები რა საჭიროებისთვის კეთხდება, ხომ ვერ ამიხსნით?

შშმ პირები, ეტლი. ქუჩა როგორ გადაკვეთონ? გადაფრინდნენ?

Posted by: Bonne-Espérance 6 Apr 2019, 14:19
beqa331
QUOTE
ვერაფრით ვერ მივხვდი ლიფტები რა საჭიროებისთვის კეთხდება, ხომ ვერ ამიხსნით?

შენ წარმოიდგინე მანქანის გარეშეც დადიან ადამიანები. ხდება ასეთი საოცრებებიც...

Posted by: alea iacta est 6 Apr 2019, 17:23
alexx
QUOTE
დილით რომ გავდვივარ, არავინ მუშაობს მანდ. საღამოს უკან რომ ვბრუნდები, არც მაშინ. ნუ შუალედში მუშაობენ თუ არა არ ვიცი.


სადღაც 11_თვის ორი-სამი მუშა დაბორიალობს ხოლმე, მგონი აგვისტოში ერთი წელი სრულდება პროექტის დაწყებიდან facepalm.gif weep.gif

Posted by: alexx 6 Apr 2019, 18:41
alea iacta est
სამაგიეროდ დილიდან გვიან საღამომდე იქვე შუქნიშანთან პატრული დგას და მოძრაობას არეგულირებს.

რამხელა ფული და რესურსი იკარგება ამ ქვეყანაში ვიღაცეების არაკომპეტენტურობის გამო sad.gif

Posted by: Nescafe13 6 Apr 2019, 20:32
მშრალ ხიდზე რა ხდება ?
ერთი პატარა ტრაქტორი თუ რაც ქვია ის გდია და მიტოვებულია მგონი კეთება drug.gif

Posted by: beka331 6 Apr 2019, 20:47
Bonne-Espérance
QUOTE
შენ წარმოიდგინე მანქანის გარეშეც დადიან ადამიანები. ხდება ასეთი საოცრებებიც...

მადლობა რომ ჩემი წარმოსახვის გაუმჯობესებაზე ზრუნავ

Posted by: რობი 7 Apr 2019, 03:07
ვაა ამ დროს მუშაობენ კახეთის გზატკეცილზე, თბილისისკენ მომავალ გზაზე biggrin.gif
2 სატვირთო და 1 ხრეშს რო ყრის ის მუშაობდა. ნაწვიმარი კია მარა არ ვიცი mo.gif

Posted by: JSB14BSJ 7 Apr 2019, 14:19
alexx
QUOTE
რამხელა ფული და რესურსი იკარგება ამ ქვეყანაში

ქართველი ხალხის
QUOTE
არაკომპეტენტურობის გამო

Posted by: PREDATOR 8 Apr 2019, 18:47
QUOTE (რობი @ 7 Apr 2019, 03:07 )
ვაა ამ დროს მუშაობენ კახეთის გზატკეცილზე, თბილისისკენ მომავალ გზაზე biggrin.gif
2 სატვირთო და 1 ხრეშს რო ყრის ის მუშაობდა. ნაწვიმარი კია მარა არ ვიცი mo.gif

მაგათ 24 საათიანი გრაფიკი უწერიათ ხელშეკრულებაში smile.gif

Posted by: beka331 9 Apr 2019, 21:47
ყოვლად საშინელი გზაა გახოკიძეზე ვარკეთილში, ჩასავარდნები და ათასი უბედურება

Posted by: ZEUS 9 Apr 2019, 22:23
რობაქიძეზე ბას ლაინში ნაგვის ურნებია გამოჭიმული და ავტობუსებს ზოლის დატოვება უწევთ, რომ შემოუარონ. თან მთლიან სიგრძეზე ასეა და შიგ აქვთ მაგრად ამათ არა?

Posted by: alea iacta est 9 Apr 2019, 22:28
QUOTE (ZEUS @ 9 Apr 2019, 22:23 )
რობაქიძეზე ბას ლაინში ნაგვის ურნებია გამოჭიმული და ავტობუსებს ზოლის დატოვება უწევთ, რომ შემოუარონ. თან მთლიან სიგრძეზე ასეა და შიგ აქვთ მაგრად ამათ არა?

ახალი ამბავი smile.gif


Posted by: Snow93 9 Apr 2019, 22:44
ვა ვა, ხალხო იმ ტრუბაკვადრატების დანიშნულება გავიგე როგორც იქნა, ახლა გავიარე იუსტიციის სახლთან და ზედ ასვარკებდნენ ნაავარიებ მანქანას smile.gif
ისლანდიაში მაქვს ავტობანზე ეგეთი ძეგლები ნანახი და ტექსტი ეწერება ინგლისურად და ისლანდიურად - ღირს კი სიჩქარე ამის ფასადო smile.gif მშვენიერი იდეა, დანახვისთანავე ვიფიქრე საქართველოში გააკეთონ ეგეთი რამე თქო
* * *
აი ისიც
user posted image

Posted by: da_to 10 Apr 2019, 09:39
QUOTE
მშვენიერი იდეა, დანახვისთანავე ვიფიქრე საქართველოში გააკეთონ ეგეთი რამე თქო


მეც ვნახე დილით სანაპიროზე, ძალიან კარგია, იქნებ ცოტათი მაინც შეიცვალოს სიტუაცია ...


წუხელ ავტობანზე მარჯვენა მხრიდან ალბათ 150 კმ/სთ გამიკეთა გასწრება ვიღაცამა, რამდენიმე წუთი ვკანკალებდი ისე შემეშინდა biggrin.gif საერთოდ არ ველოდი, მე მარჯვენა მხარეს მოვდიოდი, მარცხენა გასწრების ზოლი თავისუფალი იყო და უცებ მარჯვენა მხრიდან ჩამიშხულია შავმა საგანმა, ალბათ მილიმეტრებში ამცდა ....

Posted by: mywebber 10 Apr 2019, 10:33
QUOTE
შავმა საგანმა

lol.gif lol.gif lol.gif


Posted by: Nickboy 10 Apr 2019, 10:45
ფბ და ფორუმი... ცა და დედამიწა... აქ ევასა ხალხს, იქ ყველა იგინება, ბარემ კუბოებიც დადგით და გვამები ჩასვით მანქანებშიო...

არადა მომეწონა მე biggrin.gif

Posted by: alea iacta est 10 Apr 2019, 11:08
Nickboy
QUOTE
ფბ და ფორუმი... ცა და დედამიწა... აქ ევასა ხალხს, იქ ყველა იგინება, ბარემ კუბოებიც დადგით და გვამები ჩასვით მანქანებშიო...

არადა მომეწონა მე 


ფბ აშკარად კლინიკაა, ყველა ჯგუფი ბოლოში მარაზმში გადადის. კომენტარებიდან ნათლად ჩანს ქართველი ხალხის ხასიათი და პრიორიტეტები, ასევე განათლებაც.

არც ფორუმი ბრწყინავს, მაგრამ იქ ძალიან გულისამრევია ყველაფერი უკვე.

Posted by: Snow93 10 Apr 2019, 11:17
კარგით რააა... რა არ მოეწონათ მართლა ვერ ვხვდები... ხალხი ბრბოა მართლაც, არ უნდა დაგენანოს აწი მაშინ ამათზე აგრესიული რეგულაციები

Posted by: vatman 10 Apr 2019, 11:23
აი ვაკის პარკთან სულ მგონია რო ვიღაცა შეასკდება მაგ მანქანას ისე დგას. რომელიმე გიჟი 150+ კმ/სთ-ით

Posted by: da_to 10 Apr 2019, 11:24
QUOTE
აი ვაკის პარკთან სულ მგონია რო ვიღაცა შეასკდება მაგ მანქანას ისე დგას. რომელიმე გიჟი 150+ კმ/სთ-ით


ხოდა ჩაანაცვლებენ მერე მანქნანას biggrin.gif ისე ძაან ლაითად დაზიანებული მანქანები დააყენეს , ეგ არ იმოქმედებს ზოგიერთ ტვინნაღრძობზე ...

Posted by: ნიკა 10 Apr 2019, 12:01
თამარაშვილზე .

user posted image
* * *
ცირკია რა ქვეყანა კი არა
თბილისის მერია: ამოყირავებული მანქანები ჩვენ არ დაგვიდგამს, ვარკვევთ, ვინ გააკეთა
http://www.tabula.ge/ge/story/147074-tbilisis-meria-amokiravebuli-manqanebi-chven-ar-dagvidgams-varkvevt-vin-gaaketa

Posted by: Kublicha 10 Apr 2019, 12:13
QUOTE
ფბ აშკარად კლინიკაა, ყველა ჯგუფი ბოლოში მარაზმში გადადის. კომენტარებიდან ნათლად ჩანს ქართველი ხალხის ხასიათი და პრიორიტეტები, ასევე განათლებაც.

არც ფორუმი ბრწყინავს, მაგრამ იქ ძალიან გულისამრევია ყველაფერი უკვე.

alea iacta est
Nickboy
ფორუმზეც ეს განყოფილებაა გამონაკლისი სადაც ბოლლო წლებში ასე თუ ისე პროგრესული მენტალიტეტი ჩამოყალიბდა ძირითად საკითხებთან მიმართებაში.

QUOTE
ცირკია რა ქვეყანა კი არა
თბილისის მერია: ამოყირავებული მანქანები ჩვენ არ დაგვიდგამს, ვარკვევთ, ვინ გააკეთა

ვაააახ ჩემი. ეს უკვე სასაცილოც აღარაა

Posted by: da_to 10 Apr 2019, 12:15
Kublicha
QUOTE
ვაააახ ჩემი. ეს უკვე სასაცილოც აღარაა


გჯერა ეხლა შენ მაგის ... მე და შენ ეხლა რომ ავდგეთ და ჯერ ბოძები ჩავარჭოთ მთელ ქალაქში და მერე მანქანები შემოვდგათ ზევით ? და ეს ყველაფერი მერიამ არ იცოდეს ?


Posted by: Kublicha 10 Apr 2019, 12:18
da_to
მითუმეტეს მაშინ, მაგ განცხადებას რომ მერია გააკეთებს, ნორმალურია ეგ?

Posted by: da_to 10 Apr 2019, 12:20
Kublicha
QUOTE
ნორმალურია ეგ?


ამაში გეთანხმები, ნორმალური ნამდვილად არ არის ... მატრაკვეცობენ რაღაცას რა. შეიძლება თქვა მე არ დამიდგამსო, მაგრამ ვარკვევ ვინ დადგაო ეს როგორ უნდა თქვა ? მართლა თუ არ იციან ვინ დადგა მთელს ქალაში ამდენი კონსტრუქცია დღესვე დაიხურონ ქუდი და სახლში წავიდნენ.

Posted by: vatman 10 Apr 2019, 12:24
QUOTE
გჯერა ეხლა შენ მაგის ... მე და შენ ეხლა რომ ავდგეთ და ჯერ ბოძები ჩავარჭოთ მთელ ქალაქში და მერე მანქანები შემოვდგათ ზევით ? და ეს ყველაფერი მერიამ არ იცოდეს ?

მეგობარმა საკუთარ ეზოში დაახლოებით 2,00X2,00 მეტრის ღია ფარდული გააკეთა და მეორე დღეს დაადგენენ ზედამხედველობიდან რას აკეთებო... და შუა ქუჩაში ბოძები რო ჩაარჭვეს ვერ შეამჩნიეს


Posted by: NVIDIA MAN 10 Apr 2019, 13:01
ტაბულა არ გამიკვირდება რო დეზინფორმაციას ავრცელებდეს, ვგულისხმობ იმას რომ თითქოსდა მერიამ არ იცის ვინ დადგა,


Posted by: ნიკა 10 Apr 2019, 14:21
ჩაასწორეს და ახალიც მიცხეს

მერია: ამოყირავებული მანქანების დადგმა შეთანხმებული იყო, კერძო კომპანიის ინიციატივაა
http://www.tabula.ge/ge/story/147078-meria-amokiravebuli-manqanebis-dadgma-shetanxmebuli-iko-kerdzo-kompaniis-iniciativaa

ახლა რომ შეასკდე მაგ რაღაცას, უფრო მაფარი ეფექტი ექნება biggrin.gif

Posted by: Nickboy 10 Apr 2019, 15:13
alea iacta est
QUOTE
ფბ აშკარად კლინიკაა, ყველა ჯგუფი ბოლოში მარაზმში გადადის. კომენტარებიდან ნათლად ჩანს ქართველი ხალხის ხასიათი და პრიორიტეტები, ასევე განათლებაც.

არც ფორუმი ბრწყინავს, მაგრამ იქ ძალიან გულისამრევია ყველაფერი უკვე.


არა რა ჯგუფი... ხალხი აზიარებდა და პოსტავდა ჩვეულბრივად biggrin.gif
მეთქი რამ გადაგრიათ...

"ამინების" ჯგუფებში არც ვიხედები..

da_to
QUOTE
ისე ძაან ლაითად დაზიანებული მანქანები დააყენეს , ეგ არ იმოქმედებს ზოგიერთ ტვინნაღრძობზე ...


ჰო.. უკეთესებიც შეიძლებოდა biggrin.gif

QUOTE
თბილისის მერია: ამოყირავებული მანქანები ჩვენ არ დაგვიდგამს, ვარკვევთ, ვინ გააკეთა


lol.gif

Kublicha
QUOTE
ფორუმზეც ეს განყოფილებაა გამონაკლისი სადაც ბოლლო წლებში ასე თუ ისე პროგრესული მენტალიტეტი ჩამოყალიბდა ძირითად საკითხებთან მიმართებაში.


ესეც კაია biggrin.gif


Posted by: Snow93 10 Apr 2019, 16:45
მართლა რაღაცა რომ მოხდეს და მაგ ტრუბებეს შეასკდეს ვინმეს მაგ კერძო კომპანიას დააბრალებენ უეჭველი

Posted by: ნიკა 10 Apr 2019, 18:16
თემის შიგნით ძებნა ურევს, ვინმემ მითხარით სარაჯიშვილის ხიდების ამბავი როგორაა? თუ ჯერ ჩაკეტილია, OSM-ზე მინდა დავიტანო.

Posted by: vatman 10 Apr 2019, 18:46
ნიკა
სარაჯიშვილი - ლიბანი ქუჩის მიმართულება დაკეტეს,
განახლებული ხიდი ლიბანის ქუჩა- სარაჯიშვილი გახსნეს. უკვე ერთი თვეა მაინც.

სამაგიეროდ დაკეტილი უნდა იყოს მორის ფოცხიშვილი ქუჩა - ლიბანის და ანდრონიკაშვილის ქუჩის დამაკავშირებელი. კაპიტალურად აკეთებდნენ

Posted by: ნიკა 10 Apr 2019, 20:41
vatman
გაიხარე, ჩავასწორებ შესაბამისად

Posted by: Bonne-Espérance 10 Apr 2019, 22:34
დაიძრა ცოტა მგონი ვაშლიჯვრის ესტაკადა...

Posted by: vatman 11 Apr 2019, 10:39
ნიკა
თუ ამატებ, ბარემ ... ფორე მოსულიშვილის ქუჩაც, მაისამდე გადაკეტილი იქნება

Posted by: ფაშისტი 11 Apr 2019, 14:03
თუ იცით ვის უნდა მივმართო ტროტუარზე ის სოლები თუ ბოძები რომ დაარჭონ? აი როგორც პეტრიაშვილზე გააკეთეს და ქვეითებმა დაიავენეს.

საშინელება ხდება ჯანაშიაზე, 90% ქვაფენილზე დადის მოსახლეობა იმის გამო რომ ტრორუარი სავსეა ავტომობილებით, სავსე არა- ტროტუარი აღარ ჩანს უბრალოდ

Posted by: Kublicha 11 Apr 2019, 14:29
ფაშისტი
მთაწმინდის გამგეობას ალბათ.
მარა მეტი არაა ჩემი მტერი...

Posted by: ფაშისტი 11 Apr 2019, 14:41
Kublicha
QUOTE
მარა მეტი არაა ჩემი მტერი...

აუ რა ცუდია მოქალაქეს რომ ხელისუფლების იმედი არ აქვს..
აი რაღაც უპატრონობის შეგრძნებას ტოვებს

Posted by: Snow93 11 Apr 2019, 15:40
ფაშისტი
გამგეობასაც უნდა მიმართო და ფეისბუქზე რომელიმე კარგ გვერდს დაადებინო ფოტო თვალსაჩინობისთვის ეგეც კარგია smile.gif

Posted by: ნიკა 11 Apr 2019, 15:54
QUOTE (vatman @ 11 Apr 2019, 10:39 )
ნიკა
თუ ამატებ, ბარემ ... ფორე მოსულიშვილის ქუჩაც, მაისამდე გადაკეტილი იქნება

ორივე ნახევარია დაკეტილი?
https://city24.ge/ge/tbilisi/search/%E1%83%A4.%20%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%A5./

Posted by: vatman 11 Apr 2019, 16:02
ნიკა
ქერჩის და ხიზანიშვილის ქუჩას შორის.
კენტი მიკროების მხარეს ანგია ბოჭორიშვილის ჰქვია

Posted by: ნიკა 11 Apr 2019, 18:00
vatman
QUOTE
ქერჩის და ხიზანიშვილის ქუჩას შორის.

დავკეტე ეგეც wink.gif

ვახუშტის ხიდზე რა ხდება დღეს. უნდა გაიხსნასო და გახსნეს? მეორე მხარეს რას უშვებიან და ა.შ. იცით რამე?

Posted by: ნიკა 12 Apr 2019, 19:40
სადრო ეულის ქუჩა 360 გრადუსში
https://www.facebook.com/photo.php?fbid=10212940161691433&set=a.10204469394487547&type=3&theater

Posted by: da_to 13 Apr 2019, 00:16
ნიკა
QUOTE
ვახუშტის ხიდზე რა ხდება დღეს. უნდა გაიხსნასო და გახსნეს? მეორე მხარეს რას უშვებიან და ა.შ. იცით რამე?


გაიხსნა გუშინ კი, მიმართულება არ შეცვლილა ...

Posted by: ნიკა 14 Apr 2019, 00:49
da_to
ანუ ისევ მარცხნიდამ მარჯვნივ დადიან ოღონდ ახლა მეორე მხარეთი?

Posted by: da_to 14 Apr 2019, 13:50
ნიკა
QUOTE
ანუ ისევ მარცხნიდამ მარჯვნივ დადიან ოღონდ ახლა მეორე მხარეთი?


კი, ცოტა ლაბირინთები კი გამოდის თავში და ბოლოში biggrin.gif

მეორე მხარეს უკვე მოხსნილი აქვთ გზის საფარი და ძველ სადეფორმაციო ნაკრეს ხსნიდნენ გუშინ ...

Posted by: vatman 14 Apr 2019, 15:37
პარასკევს, კახეთის გზატკეცილზე გავიარე, აქტიურად მუშაობენ გზის ორივე მხარეს, ჯერ ჯერობით კაი ტემპი აქვთ აღებული. ბლექსი ჯგუფის მანქანების გარდა ბლომად დაქირავებული ტექნიკა იყო, მგონი ჯეო ინვესტის თვითმცლელები ჰყავდათ

Posted by: ZEUS 17 Apr 2019, 11:13
რა სირობაა, ვინ აკონტროლებს ამ ტაქსისტების და ინვალიდების სადგომების დახაზვას?!
ზედ გზაჯვარედინებზე ხაზავენ ამ სადგომებს, ისე რომ შემხვედრ გზაზე გამომსვლელს ხილვადობა აქვს 0. მაგალითისათვის ვაჟას ბოლოში შუა ქალაქი რომაა სახინკლე მანდ ქნეს ეგრე. კიდევ ბევრგან მიაკვეტეს ეს ტაქსის სტაიანკები.

რატომაა ასეთი არაპროფესიონალიზმი ყველაფერში?
და უსაფრთხოება ეწირება პოპულიზმს.

Posted by: ნიკა 17 Apr 2019, 17:22
ZEUS
პატრულმა უნდა გაანძრიოს ერთი ადგილი. საპარკინგე ადგილს დახაზავენ მანდ თუ არა. საგზაო მოძრაობის წესი მაინც კრძალავს გზაჯვარედინიდან 5 მეტრზე ახლოს გაჩერებას. ხოდა მიაჯარიმონ ვინც მანდ გააჩერებს biggrin.gif

Posted by: otokarcobra 17 Apr 2019, 20:54
კანდელაკზე მაგრად შენელდნენ არადა კარგად დაიწყეს.

Posted by: ZEUS 18 Apr 2019, 00:21
QUOTE (ნიკა @ 17 Apr 2019, 17:22 )
ZEUS
პატრულმა უნდა გაანძრიოს ერთი ადგილი. საპარკინგე ადგილს დახაზავენ მანდ თუ არა. საგზაო მოძრაობის წესი მაინც კრძალავს გზაჯვარედინიდან 5 მეტრზე ახლოს გაჩერებას. ხოდა მიაჯარიმონ ვინც მანდ გააჩერებს biggrin.gif

ხო ნუ. ეგ ხო მოდაში აღარაა. პატრულმა ერთი ადგილი გაანძრიოს smile.gif

Posted by: Nickboy 18 Apr 2019, 11:01
მერიამ ხიდების დემონტაჟი დაიწყო bis.gif

Posted by: Snow93 18 Apr 2019, 11:41
ZEUS
ჩვეულებრივი პარკინგის ადგილიც ბევრი ძალიან ცუდადაა დახაზული, ეზოდან რომ მანქანები გამოდიან ვერ ხედავენ ისეა

Posted by: ZEUS 18 Apr 2019, 11:44
QUOTE (Snow93 @ 18 Apr 2019, 11:41 )
ZEUS
ჩვეულებრივი პარკინგის ადგილიც ბევრი ძალიან ცუდადაა დახაზული, ეზოდან რომ მანქანები გამოდიან ვერ ხედავენ ისეა

კიბატონო. მაგარი განუკითხაობაა მაგ მხრივ.

Posted by: ZEUS 20 Apr 2019, 10:18
ახლა ჯარიმებს ვათვალიერებდი და თამარაშვილიდან ვაკისკენ რომ ადის ქუჩა, მანდ ხო მარცხენა ზოლი ისევ თამარაშვილზე მოხვევისთვისაა გათვალისწინებული.
ჰოდა თბილისში ყოველი მეორე ვიდეო ჯარიმე მემგონი მანდ იწერება biggrin.gif

Posted by: alea iacta est 20 Apr 2019, 10:19
ZEUS
QUOTE
ახლა ჯარიმებს ვათვალიერებდი და თამარაშვილიდან ვაკისკენ რომ ადის ქუჩა, მანდ ხო მარცხენა ზოლი ისევ თამარაშვილზე მოხვევისთვისაა გათვალისწინებული.
ჰოდა თბილისში ყოველი მეორე ვიდეო ჯარიმე მემგონი მანდ იწერება


სრულიად სამართლიანად, მანდ დავდივარ ყოველდღე და ძალიან ჭედავენ მოძრაობას მასეთი დამრღვევები.

Posted by: ZEUS 20 Apr 2019, 10:20
ამ ლოკაციას უფრო მოკლე დასახელება ვერ მოუფიქრეს? biggrin.gif

დარღვევის ადგილი: უკონტაქტო პატრული, შ.რუსთაველი-ალ.პუშკინი-ნ.ბარათაშვილი-გრ.ორბელიანი-მარჯვენა სანაპირო ზ.გამსახურდიას სახელობის -ვ.გორგასლის მოედანი-ევროპის მოედანი-კ.აფხაზის ქუჩა(ორმხრივად)

ეტყობა ზოგადად უკონტაქტო პატრულირების ზონის დასახელებაა, თორემ ვიდეო რომ ვნახე უბრალოდ ბარათაშვილის ქუჩაზეა დაწერილი.

Posted by: Nescafe13 21 Apr 2019, 19:43
გობრონიძის ქუჩა მთლიანად ასაყრელია და გადასაგები , ჭები სადაც მოჭრეს და დააგეს , აი მაგათი დდშვც მე , ვინ ჩაიბარა ეგ , მაქნანა იმენა ხტუნავს მაგ ჭებზე
ფეიქრებზე გადასასვლელი ხიდი ამოიჭამა თითქმის
მარცხენა სანაპიროს დედა აღარ ყავს , აი ვაფშე ასაღებია და გადასაგები მთლიანად

როდის ეშველება ამ გზების მოწყობას ნეტა
განვითარება არა ### კიდე

Posted by: beka331 21 Apr 2019, 20:52
თბილისში რომ ქუჩების 80% კაპიტალურად გასაკეთებელია მაგ ამბავს რა ეშველება ნეტავ?

Posted by: MANMUS 21 Apr 2019, 21:25
გორგასლის ქუჩა მთლიანად დასანგრევია, კატასტროფაა რა.

Posted by: vatman 22 Apr 2019, 10:38
Nescafe13
QUOTE
გობრონიძის ქუჩა მთლიანად ასაყრელია და გადასაგები , ჭები სადაც მოჭრეს და დააგეს , აი მაგათი დდშვც მე , ვინ ჩაიბარა ეგ , მაქნანა იმენა ხტუნავს მაგ ჭებზე

გობრონიძეს მგონი წელს აკეთებენ
ZEUS
QUOTE
ახლა ჯარიმებს ვათვალიერებდი და თამარაშვილიდან ვაკისკენ რომ ადის ქუჩა, მანდ ხო მარცხენა ზოლი ისევ თამარაშვილზე მოხვევისთვისაა გათვალისწინებული.
ჰოდა თბილისში ყოველი მეორე ვიდეო ჯარიმე მემგონი მანდ იწერება

არადა რამდენი ხანია მანდ აჯარიმებენ და ხალხმა მაინც არ ისწავლა, რო მაგ ზოლიდან მხოლოდ უკუმიმართულებით მომხვევაა

Posted by: ნიკა 22 Apr 2019, 16:03
vatman
სანაგიეროდ ახლა მაგ ზოლს მიყვებიან და ბოლოში ეკვეხებიან მეორეში და მეორეს ჭედავენ უარესად.

Posted by: ZEUS 22 Apr 2019, 17:16
QUOTE (ნიკა @ 22 Apr 2019, 16:03 )
vatman
სანაგიეროდ ახლა მაგ ზოლს მიყვებიან და ბოლოში ეკვეხებიან მეორეში და მეორეს ჭედავენ უარესად.

მანდაც ერთი კამერა და ერთი გრძელი უწყვეტი ხაზი უნდა და ეგაა.

Posted by: kataxxl 22 Apr 2019, 23:42
ესეც წყნეთის გზა yes.gif yes.gif yes.gif yes.gif yes.gif yes.gif yes.gif yes.gif yes.gif

Posted by: ქაფქიანა 24 Apr 2019, 13:12
საბაგიროებიო, ტაქსებიო, ესაო, ისაო.

რაც მთავარია, ვაჟაზე იმ მეტროს რაღაც ჯართობას მოვაშორებთ და ნორმალური მოძრაობა აღდგებაო.

ალილუია.

ეპოქა დამთავრდება.

Posted by: ZEUS 24 Apr 2019, 17:44
ქაფქიანა
QUOTE
რაც მთავარია, ვაჟაზე იმ მეტროს რაღაც ჯართობას მოვაშორებთ და ნორმალური მოძრაობა აღდგებაო

ვაჟას ძეგლსა და უნივერსიტეტის სადგურებს შორის რომაა?

Posted by: alea iacta est 24 Apr 2019, 17:58
QUOTE
რაც მთავარია, ვაჟაზე იმ მეტროს რაღაც ჯართობას მოვაშორებთ და ნორმალური მოძრაობა აღდგებაო.


ისე ვინმემ იცის რა დანიშნულება აქვს მაგ ადგილს თუ ნაგებობას?

Posted by: ქაფქიანა 24 Apr 2019, 18:05
ZEUS

დიახ.

alea iacta est

მეტროს გაყვანის დროს გამოიყენებოდა საჰაეროდ, შახტად და სხვა მსგავსი მიზნებისთვის.

გაიყვანეს მეტრო და აღარაა საჭირო.

Posted by: ZEUS 24 Apr 2019, 23:15
იმედია კამერებით და ბუგაროკით აღჭურვავენ, თორემ ისესაც გონკაობა და მატორების გახევა მიდის ხოლმე და მაგ ადგილს რომ გაასწორებენ და ზემოდან ვაჟას ძეგლამდე დაეშვებიან ქართველი ღლე მძღოლები, წარმოდგენაც კი არ მინდა რა მოხდება...
ჯერ ისე არის ხოლმე ღმუილი, ფანჯარა რომ მაქვს ზაფხულში ღია და ისედაც, ძალიან ბევრი ქვეითთა გადასასვლელია და აქეთ იქით ბევრი სკვერია ბევრი მოთამაშე ბავშვით.

Posted by: Carver 25 Apr 2019, 02:03
QUOTE (alea iacta est @ 24 Apr 2019, 17:58 )
QUOTE
რაც მთავარია, ვაჟაზე იმ მეტროს რაღაც ჯართობას მოვაშორებთ და ნორმალური მოძრაობა აღდგებაო.


ისე ვინმემ იცის რა დანიშნულება აქვს მაგ ადგილს თუ ნაგებობას?

რომელ ნაგებობაზეა საუბარი?
......................................................

Posted by: ნიკა 25 Apr 2019, 14:04
ZEUS
QUOTE
იმედია კამერებით და ბუგაროკით აღჭურვავენ, თორემ ისესაც გონკაობა და მატორების გახევა მიდის ხოლმე და მაგ ადგილს რომ გაასწორებენ და ზემოდან ვაჟას ძეგლამდე დაეშვებიან ქართველი ღლე მძღოლები, წარმოდგენაც კი არ მინდა რა მოხდება...
ჯერ ისე არის ხოლმე ღმუილი, ფანჯარა რომ მაქვს ზაფხულში ღია და ისედაც, ძალიან ბევრი ქვეითთა გადასასვლელია და აქეთ იქით ბევრი სკვერია ბევრი მოთამაშე ბავშვით.

ემოდან ვაჟას ძეგლამდე ახლა 1 შუქნიშანია და მეორესაც დაუმატებენ ალბათ. სხვანაირად მეორე კვეთას აზრი დაეკარგება. ისე კი საინტერესო ჩენელჯია მაგ ადგილის მოწყობა წესიერად როგორ უნდა გაკეთდეს. ნუ დიდი იმედია ბუგაროკებზე არ დავლენ და ნელ-ნელა მაგ მარაზმს მოაშორებენ ქალაქიდან.

Posted by: ივანიჩ 25 Apr 2019, 15:45
QUOTE
რომელ ნაგებობაზეა საუბარი?

ამაზე ალბათ?
https://www.google.com/maps/@41.723165,44.723649,194m/data=!3m1!1e3

Posted by: alea iacta est 25 Apr 2019, 16:06
QUOTE
ნუ დიდი იმედია ბუგაროკებზე არ დავლენ და ნელ-ნელა მაგ მარაზმს მოაშორებენ ქალაქიდან.


ყველაზე ნაღდია ერთი ზოლი დაუმატონ არსებულ გზას და დანარჩენ ადგილზე სკვერი გააკეთონ.

Posted by: Carver 26 Apr 2019, 02:43
QUOTE (ივანიჩ @ 25 Apr 2019, 15:45 )
QUOTE
რომელ ნაგებობაზეა საუბარი?

ამაზე ალბათ?
https://www.google.com/maps/@41.723165,44.723649,194m/data=!3m1!1e3

სპ..
ვიზუალურად მაინც ვერ ვიხსენებ..

Posted by: vatman 1 May 2019, 16:35
გლდანში ცენტრალური გზის რეაბილიტაცია დაიწყეს:

http://tbilisi.gov.ge/news/7658

Posted by: Snow93 2 May 2019, 11:09
vatman
იდეალური დროა ახლა რეაბილიტაციის დასაწყებაგ მაგ მონაკვეთზე კაკ რას...

Posted by: vatman 2 May 2019, 11:12
Snow93
QUOTE
იდეალური დროა ახლა რეაბილიტაციის დასაწყებაგ მაგ მონაკვეთზე კაკ რას...

თუ ეხლა ზემოთ დაიწყებენ და ივლის-აგვისტოში მეტროსთან ჩამოვლენ ძალიან კარგ პერიოდს დაამთხვევენ. ზაფხულში ახმეტელის მეტროსთან საცობი ფაქტიურად არ არის

Posted by: rommel 2 May 2019, 12:38
vatman
QUOTE
თუ ეხლა ზემოთ დაიწყებენ და ივლის-აგვისტოში მეტროსთან ჩამოვლენ ძალიან კარგ პერიოდს დაამთხვევენ. ზაფხულში ახმეტელის მეტროსთან საცობი ფაქტიურად არ არის


ზუსტად ეგრეა. ფრესკოდან მიყვებიან ზემოთ.

თუ იცით თბილისის შემოვლით გზამდე აკეთებენ?

Posted by: vatman 2 May 2019, 12:44
rommel
QUOTE
თუ იცით თბილისის შემოვლით გზამდე აკეთებენ?

არა, მანდ სხვა ქუჩაა უკვე .
მეტროდან ავტობუსების ბოლო გაჩერებამდე და პირიქით

Posted by: rommel 2 May 2019, 13:13
vatman
მადლობა. მეგონა ბოლომდე ხიზანიშვილი იყო.

Posted by: Fabian 2 May 2019, 13:52
QUOTE (rommel @ 2 May 2019, 13:13 )
vatman
მადლობა. მეგონა ბოლომდე ხიზანიშვილი იყო.

ციხემდე ხიზანიშვილია, მერე ხოჭატბას ქუჩაა

Posted by: rommel 2 May 2019, 14:07
Fabian
QUOTE
ციხემდე ხიზანიშვილია, მერე ხოჭატბას ქუჩაა


ბოლო მონაკვეთი თუ ხოჭატბას ქუჩა იყო არ ვიცოდი, არადა რაც მანდ სოკო მაქვს ნაკრეფი ყრმობაში biggrin.gif


Posted by: Niku7a 2 May 2019, 14:26
QUOTE
მარცხენა სანაპიროს დედა აღარ ყავს , აი ვაფშე ასაღებია და გადასაგები მთლიანად

მარჯვენა უარესია
QUOTE
თბილისში რომ ქუჩების 80% კაპიტალურად გასაკეთებელია მაგ ამბავს რა ეშველება ნეტავ?

QUOTE
გორგასლის ქუჩა მთლიანად დასანგრევია, კატასტროფაა რა.

გამარჯობა mad.gif
დედა არ ყავს სანაპიროებს, იუსტიციის სახლთან სანგრებია უკვე, ორმო და ზნექილი აღარ ქვია მაგას
გორგასლის ქუჩას თუ არ ეშველა ორთაჭალა შეიძლება მოწყდეს ქალაქს.....

Posted by: vatman 2 May 2019, 16:22
Fabian
QUOTE
ციხემდე ხიზანიშვილია, მერე ხოჭატბას ქუჩაა

მაისურაძის ქუჩაა ამხანაგო მოდერატორო

Posted by: beka331 2 May 2019, 17:01
გოთუას დასაწყისიდან 14 ნომრამდე ტროტუარი ან არ არსებობს ან ავტომანქანების მიერაა ოკუპირებული

Posted by: PAINKILLER 2 May 2019, 17:52
ვაშლიჯვრის ესტაკადა როდის დამთავრდება იცის ვინმემ?? გუშინ 1 საათი ვიდექი გოძიაშვილის ქუჩაზე, მარშალ-გელოვანის შუქნიშანი 20 წამზეა დაყენებული და 10 მანქანაც ვერ ასწრებს გასვლას...

Posted by: alea iacta est 2 May 2019, 18:24
PAINKILLER
QUOTE
ვაშლიჯვრის ესტაკადა როდის დამთავრდება იცის ვინმემ?? გუშინ 1 საათი ვიდექი გოძიაშვილის ქუჩაზე, მარშალ-გელოვანის შუქნიშანი 20 წამზეა დაყენებული და 10 მანქანაც ვერ ასწრებს გასვლას...


ბოლო მონაცემებით იანვარში გადაავადეს ნაკლები ხეების მოჭრის მიზეზით, იმედია მართლა ცოტა მოჭრეს.
მაისში უნდა ჩაებარებინათ ჩემი ინფორმაციით, მაგრამ ვერ მოასწრეს. ისე კი უკვე 10 თვეა მიმდინარეობს მშენებლობა. facepalm.gif


https://1tv.ge/news/proeqtshi-cvlilebebis-gamo-vashlijvris-estakadis-msheneblobis-dasruleba-gadavadda/

Posted by: ZEUS 2 May 2019, 19:14
მემგონი ივნისშიო. რა ეჩქარებათ...

Posted by: Fabian 2 May 2019, 22:03
vatman
QUOTE
მაისურაძის ქუჩაა ამხანაგო მოდერატორო

QUOTE
თბილისი (GBC) - გლდანის რაიონში, ი. ხიზანიშვილის, ი. ვეკუას და ხოჭოს ტბის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 11.9 მლნ ლარი გამოიყო.

თბილისის მერია ამ ქუჩების კაპიტალურ შეკეთებას გეგმავს.

გლდანის რაიონში, ი.ვეკუას (ამავალი) და ი.ხიზანიშვილის (ჩამომავალი) ქუჩები ცენტრალური დანიშნულების თითქმის პარალელური ქუჩებია, რომლის საშუალებით გლდანის რაიონის 8 მიკრორაიონის მაცხოვრებლები უკავშირდებინ ქალაქის სხვადასხვა ქუჩებს და შიდა საუბნო გზებს. ასევე მნიშვნელოვანი დანიშნულებისაა ხოჭოს ტბის ქუჩა, რომელიც წარმოადგენს ხიზანიშვილის ქუჩის გაგრძელებას ჩრდილოაღმოსავლეთ მიმართულებით, (რომლის გასწვრივაც მიმდინარეობს ინტენსიური განაშენიანების პროცესი) იგი აკავშირებს გლდანის რაიონს თბილისის შემოსავლელ საავტომობილო გზასთან.





Posted by: kataxxl 3 May 2019, 09:41
დებილები არიან მერიიან მის სამსახურებიან ვობშე ყველა მერის თამადობით

ჩამოინგრა ეს კლდე ჩამოინგრა

მოიყვანე ღამე ტექნიკა და გაწმინდე

ეს სირები ეხლა მაგის გაწმენდას 2 კვირა მოუნდებიან sad.gif

მერე კლდის გამაგრებას დაიწყებენ 3 თვიანს და დეკემბერში მორჩებიან

Posted by: ZEUS 3 May 2019, 10:04
პიზდეცი ხდება ვაკე-საბურთალოზე. საითაც არ უნდა წახვიდე.

Posted by: vatman 3 May 2019, 10:12
Fabian
არ ვიცი, მე ვიცი რო ხიზანიშვილის ქუჩა ავტობუსების ბოლო გაჩერებამდეა.

ან ხოჭოს ტბა რომელია დიდი თუ პატარა?

Posted by: Fabian 3 May 2019, 12:43
QUOTE (vatman @ 3 May 2019, 10:12 )
Fabian
არ ვიცი, მე ვიცი რო ხიზანიშვილის ქუჩა ავტობუსების ბოლო გაჩერებამდეა.

ან ხოჭოს ტბა რომელია დიდი თუ პატარა?

მესამე ტბაა, ნასერალას მთებში...

Posted by: PAINKILLER 3 May 2019, 14:01
QUOTE (alea iacta est @ 2 May 2019, 18:24 )
PAINKILLER
QUOTE
ვაშლიჯვრის ესტაკადა როდის დამთავრდება იცის ვინმემ?? გუშინ 1 საათი ვიდექი გოძიაშვილის ქუჩაზე, მარშალ-გელოვანის შუქნიშანი 20 წამზეა დაყენებული და 10 მანქანაც ვერ ასწრებს გასვლას...


ბოლო მონაცემებით იანვარში გადაავადეს ნაკლები ხეების მოჭრის მიზეზით, იმედია მართლა ცოტა მოჭრეს.
მაისში უნდა ჩაებარებინათ ჩემი ინფორმაციით, მაგრამ ვერ მოასწრეს. ისე კი უკვე 10 თვეა მიმდინარეობს მშენებლობა. facepalm.gif


https://1tv.ge/news/proeqtshi-cvlilebebis-gamo-vashlijvris-estakadis-msheneblobis-dasruleba-gadavadda/

მერე რა ვერ მოიფიქრეს რომ დროებით მაინც შუქნიშნის მწვანე 40 წამამდე გაზარდონ რომ ვაშლიჯვარში კოშმარული საცობი არ იყოს ლამის 24 საათიან რეჟიმში facepalm.gif

Posted by: ნიკა 3 May 2019, 14:38
ახალი ალბომი, თბილისის ხიდები 360 გრადუსში
https://www.facebook.com/vardzelashvili/media_set?set=a.10213024764206443&type=3

ცოტა ხანში დავიწყებ მიწისზედა ხიდების დამატებას. ამ ეტაპზე გადაღებული მაქვს დიდი დიღმისკენ ასასვლელი ესტაკადა, თბილისის შემოვლითის ხიდი და გლდანისკენ ხიდები. ხო კიდევდიდი დიღმის გზაგასაყარიც მაქვს. კიდევ რა ხიდები გადავიღო? იდეები მომაწოდეთ. ნუ ალბათ კახეთის გზატკეცილის გზაგასაყარები იქნება კარგი. და სხვა რა? მშრალი ხიდი მახსენდება თუმცა ეგ საარბრიუკენის 360-იანში მოხვდა ისედაც.

Posted by: moonlight 3 May 2019, 21:31
QUOTE
ბოლო მონაცემებით იანვარში გადაავადეს ნაკლები ხეების მოჭრის მიზეზით, იმედია მართლა ცოტა მოჭრეს.

უკაცრავად და თვითონ მაგ ლინკის ინფორმაცია როდინდელია?)
ივნისში მოვრჩებითო იძახიან რა ხანია...

#####################################

Posted by: Fabian 3 May 2019, 21:50
ნიკა
QUOTE
კიდევ რა ხიდები გადავიღო? იდეები მომაწოდეთ.

ფონიჭალის სარკინიგზო ხიდი, მაღლივის ხიდი...

Posted by: Kublicha 3 May 2019, 23:42
ნიკა
QUOTE
კიდევ რა ხიდები გადავიღო? იდეები მომაწოდეთ.

აწ განსვენებულ შემოვლით რკინიგზაზე კაი უნდა გამოვიდეს ავჭალაში.


Posted by: ნიკა 4 May 2019, 13:17
Kublicha
QUOTE
აწ განსვენებულ შემოვლით რკინიგზაზე კაი უნდა გამოვიდეს ავჭალაში.

მაგ რკინიგზას ალბათ ჯობია ცალკე ალბომი მივუძღვნა.


მერიაში რა გენიოსი ხალხი გვყავს. კანდელაკი სულ გადათხრილი როა არც არავის უფიქრია ქვეითებისთვის რაიმე გადასასვლელები რომ გააკეთონ. სადღაც 10 მეტრიანი ტალახია გადასალახი, ან მგალობლიშვილის მხრიდან უნდა მოუარო 2 კმ მეტი ფეხით გავლით (წვიმაში რომელი ჯობია კიდე კაცმა არ იცის) facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif

Posted by: alea iacta est 4 May 2019, 13:53
moonlight
QUOTE
უკაცრავად და თვითონ მაგ ლინკის ინფორმაცია როდინდელია?)
ივნისში მოვრჩებითო იძახიან რა ხანია...


რაც უწერია იმ თარიღისაა, ვინმემ თქვა ახალი ინფოაო?

სხვა ინფორმაცია ჯერ არაფერი დადებულა.

PAINKILLER
QUOTE
მერე რა ვერ მოიფიქრეს რომ დროებით მაინც შუქნიშნის მწვანე 40 წამამდე გაზარდონ რომ ვაშლიჯვარში კოშმარული საცობი არ იყოს ლამის 24 საათიან რეჟიმში 


ჩემი აზრით ვაშლიჯვარი რამენაირად გასაცალმხრივებელია დასახლების ბოლომდე. ეს გზა რომ გაიყვანეს მაშინ ჯობდა ეფიქრათ, ეხლა ძალინ რთული იქნება მასეთი პროექტის განხორციელება, თუმცა თუ მოინდომეს შესაძლებელია გამოსავლის მოძიება.


Posted by: Kublicha 4 May 2019, 15:51
QUOTE (ნიკა @ 4 May 2019, 13:17 )
Kublicha
მაგ რკინიგზას ალბათ ჯობია ცალკე ალბომი მივუძღვნა.



ოო რკინიგზას თუ აპირებ ბევრი "ზაკაზი" გექნება. მახარისხებელი და ელექტრიჩკების დეპო პირველ რიგში.

გზების თემას რომ დავუბრუნდეთ, ლილოს ხიდები იქნება კარგი, მანდ ხომ 4რგოლიანი ბაბოჩკაა შემოვლითზე. ორთაჭალაშიც არის დირსის. პირდაპირ მსგავსი

Posted by: PAINKILLER 4 May 2019, 23:36
QUOTE
ჩემი აზრით ვაშლიჯვარი რამენაირად გასაცალმხრივებელია დასახლების ბოლომდე. ეს გზა რომ გაიყვანეს მაშინ ჯობდა ეფიქრათ, ეხლა ძალინ რთული იქნება მასეთი პროექტის განხორციელება, თუმცა თუ მოინდომეს შესაძლებელია გამოსავლის მოძიება.


alea iacta est

რანაირად უნდა გააცალმხრივო ეგ გზა, ალტერნატიული გზა არ არსებობს, და არც არის საჭირო, ეგ ერთზოლიანი გზაც საკმარისია ჩემი აზრით, მთავარია ესტაკადაზე არ იყოს შეფერხება (ეჭვი მაქვს ესტაკადის წინ ნაკადების გადაკვეთაც პრობლემატური იქნება, როგორც ყველა სხვა შემთხვევაში)

Posted by: ნიკა 4 May 2019, 23:52
Kublicha
QUOTE
ორთაჭალაშიც არის დირსის. პირდაპირ მსგავსი

ესა?
https://www.facebook.com/photo.php?fbid=10212593306980282&set=a.10207911059047010&type=3&theater

Posted by: ნიკა 6 May 2019, 17:42
lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

https://www.facebook.com/TransportServiceofTbilisiCityHall/photos/a.943835345762138/1833760846769579/?type=3&theater

Posted by: Snow93 6 May 2019, 17:47
აბა ვის მოგიწიათ შაბათს გადაუღებელ წვიმაში სიარული?
მე პირადად სამჯერ მომიწია გამოსვლა სახლიდან და ყველა მომენტში მინიმუმ 40 წუთით დავაგვიანე დათქმულ დროს

Posted by: ნიკა 6 May 2019, 19:29
Snow93
მე მომიწია ჯერ ტალახიანი კანდელაკის გადაკვეთა. შემდეგ ვაკიდან ვაჟაზე წავედი. აპლიკაციით ზუსტად გავარტყი ავტობუსის მოსვლის დრო და არ დავსველდი biggrin.gif ბოლოს სამსახურში გამოვიკეტე და მანქანით მომაკითხა ჩემმა ძმამ biggrin.gif

Posted by: PAINKILLER 6 May 2019, 21:03
QUOTE (ნიკა @ 6 May 2019, 17:42 )
lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

https://www.facebook.com/TransportServiceofTbilisiCityHall/photos/a.943835345762138/1833760846769579/?type=3&theater

ამაზე ვიკაიფე



QUOTE
Gia Gagoshidze კარგია , მაგრამ შუქნიშნებთან ზებრა გადასასვლებები წაშალეთ, არსად არაა პრაქტიკაში მსგავსი რამ. ზებრა უნდა იყოს იქ სადაც შუქნიშანი არაა


არადა პირიქით არის, ყველა ზებრასთან უნდა იყოს შუქნიშანი, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვეულებრივი რუსული რულეტკაა

Posted by: max-14 6 May 2019, 21:06
QUOTE
ტალახიანი კანდელაკის

ეს როდემდე უნდა იყოს გადათხრილი?

Posted by: Werner Voss 6 May 2019, 21:48
ამ გმირთა მოედნის ესტაკადაზე ან ნიშანი მოხსნან სატვირთოების აკრძალვაზე, ან გააკონტროლონ, მიქსერები, სატვირთოები და კიდე ათასი ჯიშის მძიმე ტრანსპორტი ყოველგვარი მორიდების გარეშე დაშლიგინებს ზედ ძალიან დიდი ინტენსივობით.

Posted by: ნიკა 6 May 2019, 22:48
Werner Voss
იტო მაგის განხილვა და ეგ ნიშანი არ უკრძალავს სატვირთოს მანდ ასვლას, თუ დანიშნულების ადგილამდე სხვა გზით ვერ მივა.

Posted by: ZEUS 6 May 2019, 23:48
QUOTE (ნიკა @ 6 May 2019, 22:48 )
Werner Voss
იტო მაგის განხილვა და ეგ ნიშანი არ უკრძალავს სატვირთოს მანდ ასვლას, თუ დანიშნულების ადგილამდე სხვა გზით ვერ მივა.

ჰო მაგრამ, როგორ ვერ მივა? ვაკეში ვერ მოხვდება, საბურთალოზე, თუ სად?

Posted by: Snow93 7 May 2019, 10:24
მუნიციპალური ტრანსპორტი ისეც გვერდიდან უვლის ესტაკადას და ისე ადის ვაკეში. სადისტრიბუციო მანქანები მოძრაობენ მოშნად

Posted by: PAINKILLER 7 May 2019, 10:33
Snow93

მუნიციპალური ტრანსპორტი მაგისტრალებზე არც დადის


ტრაილერების მოძრაობა კი საერთოდ უნდა აიკრძალოს ქალაქის ცენტრში, ამას სჭირდება მკაცრი რეგულაციები, რომ საწყობები გადავიდეს ქალაქგარეთ, რკინიგზის გადატანას ისედაც უნდა მოჰყოლოდა საწყობების გადატანა, მაგრამ ეგ პროექტი მოკვდა...

Posted by: Snow93 7 May 2019, 12:01
PAINKILLER
რკინიგზის გარეშეც რომ გადაიტანონ ბევრი არაფერი დაშავდება

Posted by: PAINKILLER 7 May 2019, 12:51
QUOTE (Snow93 @ 7 May 2019, 12:01 )
PAINKILLER
რკინიგზის გარეშეც რომ გადაიტანონ ბევრი არაფერი დაშავდება

ვერ გადაიტანენ, რკინიგზაზეა მიბმული ეგ საწყობები, სატვირთო ვაგონები შედის პირდაპირ საწყობების ტერიტორიაზე და იქვე იცლება, მთელი ელიავას ქუჩა, ჰიპერმარკეტი გორგია, დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორია (ბაზრობა-საბითუმო-საცალო), ასევე ვაგზლის ბაზრობა მთლიანად მაგაზეა მიბმული...


ძალიან დიდი პრობლემა მოშორდებოდა ქალაქს სატვირთო რკინიგზის გადატანით, მაგრამ მაგ ბაზრობების-საწყობების მფლობელებს დააკლდებოდათ ფულები, საბოლოოდ ვინ გაიმარჯვა კი ვხედავთ...

Posted by: ნიკა 7 May 2019, 13:03
კანდელაკზე .
user posted image

Posted by: HarrisonHill 7 May 2019, 13:23
QUOTE (PAINKILLER @ 2 May 2019, 17:52 )
ვაშლიჯვრის ესტაკადა როდის დამთავრდება იცის ვინმემ?? გუშინ 1 საათი ვიდექი გოძიაშვილის ქუჩაზე, მარშალ-გელოვანის შუქნიშანი 20 წამზეა დაყენებული და 10 მანქანაც ვერ ასწრებს გასვლას...

ჰო. წითელია 70 წამი მგონი. თან 2 წითელზე და 1 მწვანეზე აჩერებს პატრული დამატებით ვაშლიჯვრის ნაკადს. პატრულთან მივედი იმდღეს საათნახევარი რომ ვერ გავაღწიე გოძიაშვილიდან და ძალიან საშინელება ხდება ვაშლიჯვარში, ნუ აჩერებ მწვანეზე მეთქი. შენ მე საქმის კეთებას ნუ მასწავლიო დამიწყო ღრიალი, ხელებით გადამათრია გზიდან, მერე მანქანასთან გამომყვა (იქვე შუქნიშნამდე პროფილაქტიკები რომაა მანდ გავაჩერე "ტროტუარზე" პატრულთან რო მივსულიყავი) და 10 ლარიანი ჯარიმა დამიწერა ტროტუარზე პარკინგისთვის. თან რო ვკითხე, ტროტუარი სად დაინახე მეთქი, ასფალტში ჩარჭობილი, ერთი ცალი სულ დამტვრეული და ჩაპრესილი ტროტუარის აგურისკენ გაიშვირა ხელი lol.gif მერე მეორე ეკიპაჟი მოვიდა და ნომერი გაწმინდე თორე 200 ლარიანს დაგიწერო. სიზმარში მეგონა თავი biggrin.gif კვირის დღეებში სახლიდან არ გავდივარ საერთოდ, აზრი არ აქვს biggrin.gif

Posted by: otokarcobra 7 May 2019, 15:18
QUOTE (HarrisonHill @ 7 May 2019, 13:23 )
QUOTE (PAINKILLER @ 2 May 2019, 17:52 )
ვაშლიჯვრის ესტაკადა როდის დამთავრდება იცის ვინმემ?? გუშინ 1 საათი ვიდექი გოძიაშვილის ქუჩაზე, მარშალ-გელოვანის შუქნიშანი 20 წამზეა დაყენებული და 10 მანქანაც ვერ ასწრებს გასვლას...

ჰო. წითელია 70 წამი მგონი. თან 2 წითელზე და 1 მწვანეზე აჩერებს პატრული დამატებით ვაშლიჯვრის ნაკადს. პატრულთან მივედი იმდღეს საათნახევარი რომ ვერ გავაღწიე გოძიაშვილიდან და ძალიან საშინელება ხდება ვაშლიჯვარში, ნუ აჩერებ მწვანეზე მეთქი. შენ მე საქმის კეთებას ნუ მასწავლიო დამიწყო ღრიალი, ხელებით გადამათრია გზიდან, მერე მანქანასთან გამომყვა (იქვე შუქნიშნამდე პროფილაქტიკები რომაა მანდ გავაჩერე "ტროტუარზე" პატრულთან რო მივსულიყავი) და 10 ლარიანი ჯარიმა დამიწერა ტროტუარზე პარკინგისთვის. თან რო ვკითხე, ტროტუარი სად დაინახე მეთქი, ასფალტში ჩარჭობილი, ერთი ცალი სულ დამტვრეული და ჩაპრესილი ტროტუარის აგურისკენ გაიშვირა ხელი lol.gif მერე მეორე ეკიპაჟი მოვიდა და ნომერი გაწმინდე თორე 200 ლარიანს დაგიწერო. სიზმარში მეგონა თავი biggrin.gif კვირის დღეებში სახლიდან არ გავდივარ საერთოდ, აზრი არ აქვს biggrin.gif

აი ეგეთი დედა#####ულები არიან 90% ეგენი. ზრდილობიანად უნდა აჯვა და მაგაზე მაგრად იჭრებიან. ტელეფონსაც თუ გაუძრობ და გადაღებას დაუწყებ ვაფშე დებილდებიან.

სასწრაფო გაიხა შუაზე იმ დღეს სირენებით და ეს ### გადამკვეთ ნაკადს ატარებდა biggrin.gif

"საქმის კეთებას ნუ ასტავლი ბიწო"

Posted by: kshaneli 7 May 2019, 16:00
Nel nela lamazdeba da vitardeba tbilisi

Posted by: Foreign-Affairs 7 May 2019, 22:03
ლისის ტბისკენ მიმავალი ეს გზა ისეთ მდგომარეობაშია რომ იქვე მცხოვრები მკვიდრი მოსახლეობა, ავტობუსები, სკოლებისაკენ ან ლისისკენ მიმავალი მანქანები, წოდორეთისაკენ მიმავალი მგზავრები და სხვა გადანგრეულ გზას გადიან. იქნებ და ვინმემ მიხედოს ამ მონაკვეთს:

user posted image

Posted by: Dface 8 May 2019, 04:09
ჯვარედინი ესტაკადების დაპროექტებისას ეს გამტარუნარიანობის სქემები რომ გაითვალისწინონ არ იქნება ცუდი up.gif

ვიდეო:

Posted by: ივანიჩ 8 May 2019, 09:53
Foreign-Affairs
QUOTE
ლისის ტბისკენ მიმავალი ეს გზა ისეთ მდგომარეობაშია რომ იქვე მცხოვრები მკვიდრი მოსახლეობა, ავტობუსები, სკოლებისაკენ ან ლისისკენ მიმავალი მანქანები, წოდორეთისაკენ მიმავალი მგზავრები და სხვა გადანგრეულ გზას გადიან.

spy.gif spy.gif spy.gif spy.gif spy.gif spy.gif
ახალი დაგებულია ეგ მონაკვეთი, და სხვა ადგილზე ხოარ ამბობთ?

Posted by: PAINKILLER 8 May 2019, 11:53
QUOTE (Dface @ 8 May 2019, 04:09 )
ჯვარედინი ესტაკადების დაპროექტებისას ეს გამტარუნარიანობის სქემები რომ გაითვალისწინონ არ იქნება ცუდი up.gif

ვიდეო:

სამდონიან ესტაკადას ააშენებენ ესენი?? ერთი ხიდი ვერ გაურემონტებიათ მთელი წელი facepalm.gif

Posted by: ნიკა 8 May 2019, 14:55
გადავიღე ვაჟაზე მეტროს შახტა, ფოტოებს აქ დავდებ და მეტროს თემაში პოსტის ბმულს ჩავაგდებ

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

Posted by: PAINKILLER 8 May 2019, 15:50
ნიკა


ეგ შახტა რისთვის არის?? რამე საიდუმლო ობიექტია თუ რატომ არის შემოღობილი ნახევარი საუკუნეა მგონი?

Posted by: TramwayMan 8 May 2019, 16:01
ქ. თბილისში, მუხრამ მაჭავარიანისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი საავტომობილო
გზის პროექტირება-მშენებლობის სამუშაოები

https://tenders.procurement.gov.ge/public/library/files.php?mode=que&file=552604&code=1557232197

Posted by: ქაფქიანა 8 May 2019, 16:04
TramwayMan

როგორც იქნა.

წელს ავტობუსებზე სიახლე ალბათ აღარ იქნება. ასე რომ ახლა ამ ტენდერზე ვინერვიულოთ.

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: PAINKILLER 8 May 2019, 16:11
QUOTE (TramwayMan @ 8 May 2019, 16:01 )
ქ. თბილისში, მუხრამ მაჭავარიანისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი საავტომობილო
გზის პროექტირება-მშენებლობის სამუშაოები

https://tenders.procurement.gov.ge/public/library/files.php?mode=que&file=552604&code=1557232197

აქამდე სად იყვნენ რატომ არ აკეთებდნენ მაგ გზას?? იმ ესტაკადაზე უფრო მნიშნველოვანი ეგ გზა არის

Posted by: ქაფქიანა 8 May 2019, 16:12
PAINKILLER

QUOTE
აქამდე სად იყვნენ რატომ არ აკეთებდნენ მაგ გზას?? იმ ესტაკადაზე უფრო მნიშნველოვანი ეგ გზა არის


პლუს მტკვარზე ხიდია საჭირო, ვეფხვი და მოყმედან სამტრედიის ქუჩამდე. ამაზე რატომ დუმან? ცოცხალი თავით არ ძრავენ კრინტს.

Posted by: otokarcobra 8 May 2019, 16:21
QUOTE (ქაფქიანა @ 8 May 2019, 16:12 )
PAINKILLER

QUOTE
აქამდე სად იყვნენ რატომ არ აკეთებდნენ მაგ გზას?? იმ ესტაკადაზე უფრო მნიშნველოვანი ეგ გზა არის


პლუს მტკვარზე ხიდია საჭირო, ვეფხვი და მოყმედან სამტრედიის ქუჩამდე. ამაზე რატომ დუმან? ცოცხალი თავით არ ძრავენ კრინტს.

იმ ყვერის პროექტია და ალბათ მაგიტომ. ჯინში ხო უნდა ჩაუდგნენ კარგია თუ ცუდი...

Posted by: PAINKILLER 8 May 2019, 16:21
QUOTE (ქაფქიანა @ 8 May 2019, 16:12 )
PAINKILLER

QUOTE
აქამდე სად იყვნენ რატომ არ აკეთებდნენ მაგ გზას?? იმ ესტაკადაზე უფრო მნიშნველოვანი ეგ გზა არის


პლუს მტკვარზე ხიდია საჭირო, ვეფხვი და მოყმედან სამტრედიის ქუჩამდე. ამაზე რატომ დუმან? ცოცხალი თავით არ ძრავენ კრინტს.

ეგ ხიდი მხოლოდ ხიდად არ გამოდგება, თორე საჭირო კი არის ნამდვილად


ანუ მაგ ხიდს დამატებით სჭირდება გაგრძელება ნახალოვკისკენ, ანუ ცალკე ესტაკადა უნდა გაკეთდეს მაგის გაგრძელებაზე, ისე აზრი არა აქვს, სამტრედიის ქუჩა ახლაც საცობშია მთლიანად, მაგ ხიდიდან გადასული მანქანები სად უნდა წავიდნენ...

Posted by: ქაფქიანა 8 May 2019, 16:21
otokarcobra

ეს პროექტიც მისი იყო. ხომ აკეთებენ ახლა, როცა თავადაც მოეწონათ.

PAINKILLER

ძაან მარტივია. გაცალმხრივება. სამტრედიის ქუჩა ამავალი (სანაპიროდან წერეთლისკენ), მირცხულავას ქუჩა ჩამომავალი (წერეთლიდან სანაპიროსკენ).

ნაძალადევის ესტაკადა კი საჭიროზე საჭიროა, მაგრამ... ეჰ...

Posted by: PAINKILLER 8 May 2019, 16:23
ქაფქიანა


ბოლოს რკინიგზასაც გადაიტანენ, სხვა შანსი მაინც არ არის, მაგ ტერიტორიის ათვისების გარეშე თბილისის სატრანსპორტო კოლაფსი გარდაუვალია...



ხო და კიდევ უფრო მეტი ხიდებია საჭირო, მარტო ვეფხვი-მოყმეს ხიდი არ ეყოფა, ქსნის ქუჩიდან დიღომში გადასასვლელი ხიდიც აუცილებლად გასაკეთებელია

Posted by: ნიკა 8 May 2019, 16:43
მგონი პროექტს არ გადახედეთ. გელოვანზე ისე ჩადის ეს გზა რომ მარტო აღმაშენებლიდან ვეფხი და მოყმისკენ მიმავალ ნაკადთან აქვს კავშირი.
მეორე, ზევიდან რომ ჩამოდიხარ ისეთი საშინელი კუთხით უერთდება, რომ აი გოთუადან სანაპიროზე ჩასასვლელი მგონი სანატრელი გახდება ამასთან შედარებით.

თუ მეორე მხარეზეც გადადის, მაშინ ის ესტაკადა სულ ტყუილად აშენდა, რადგან აგერ აქაც უნდა მეორე ესტაკადა biggrin.gif და აწი ყველა ამ გზით ივლიდა biggrin.gif

თუ მეშლება და ბოდიში, ტექსტში შეიძლება სხვა რამე წერია და მე ამხელა ტექსტის წამკითხავი ვეღარ ვარ სამწუხაროდ.
user posted image

Posted by: ქაფქიანა 8 May 2019, 16:56
ნიკა

მაგას მეც მივაქციე ყურადღება. სად ჯანდაბაში აერთებენ. იმენა ვეფხვი და მოყმესთან უნდა იყოს შეერთება.

Posted by: PAINKILLER 8 May 2019, 17:50
QUOTE (ქაფქიანა @ 8 May 2019, 16:56 )
ნიკა

მაგას მეც მივაქციე ყურადღება. სად ჯანდაბაში აერთებენ. იმენა ვეფხვი და მოყმესთან უნდა იყოს შეერთება.

ბრიკორამასთან იქნება შეერთება, ესტაკადა არ იქნება, მხოლოდ ცალ მხარესთან ექნება კავშირი, სავარაუდოდ ვეფხვიდამოყმესთან დიდ წრეს გააკეთებენ რომ დატრიალება ადვილი იყოს

Posted by: TramwayMan 8 May 2019, 18:24
PAINKILLER
ქაფქიანა
პროექტი და იდეა სხვადასხვა რამეებია.


ნიკა
ეგ არის მხოლოდ სავარაუდო ტრასირება სხვა არაფერი.

Posted by: Foreign-Affairs 8 May 2019, 19:22
ივანიჩ
ლისის ტბის გასწვრივ რომ მიუყვება გზა მასზე არ ვამბობ ეგ ახალი და კარგი დაგებულია ნამდვილად, მაგრამ ნუცუბიძიდან რომ მიდიხარ ამ გზის მიმართულებით იმაზე მაქვს საუბარი. აი რუკაზე მაქვს მონიშნული. საშინელი გზაა, მთვარემავალი გჭირდება მანდ რომ გაირო.

Posted by: ივანიჩ 10 May 2019, 01:09
QUOTE
აი რუკაზე მაქვს მონიშნული

ხოდა არასწორად გაქვს მონიშნული.
ეხლა რუკაზე რაც მონიშნე ეგ არის მე-4 მიკროს ცენტრალური გზის მონაკვეთი-102 სკოლიდან მე-20 კორპუსამდე, ლურჯი ავტობუსი როგორც დადის.
სავარაუდოდ გულისხმობ ფერმწერთა ქუჩას - ანუ ავთო ვარაზის ქუჩიდან ლისის ტბის და თხინვალასკენ მიმავალი გზის მონაკვეთს?

Posted by: Snow93 15 May 2019, 11:02
user posted image
თბილისში,კერძოდ ლილოს ტერიტორიაზე მდებარე 6 ჰექტარ ფართობზე საავტომობილო სპორტულ–საგანმანათლებლო კომპლექსის „ლილო–არენას“ აშენება იგეგმება.
იდეის ავტორი და ინიციატორი საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი და ავტომრბოლელი მევლუდ მელაძეა.
შესაბამისი ინიციატივა მევლუდ მელაძემ თბილისის მერიის სპეციალურ ვებგვერდზე განათავსა, სადაც ქალაქის განვითარების შესახებ მოქალაქეთა იდეების თავმოყრა ხდება.
„პროექტის იდეა მომდინარეობს საქართველოს გზებზე შექმნილი ვითარებიდან – ქუჩის უკანონო რბოლები (ვინაიდან არ არსებობს არცერთი მეგობრული სივრცე მოყვარული თუ პროფესიონალი ავტომობილისტებისთვის), სატრანსპორტო საშუალებების მართვის კულტურის დაბალი დონე, გახშირებული ავარიები (რომლებიც ხშირად ფატალურად სრულდება), მომატებული საცობები, დაუცველი მძღოლები, ქვეითები და სხვა.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, აუცილებელია შეიქმნას მულტიფუნქციური საწვრთნელ-გასართობი და სპორტული კომპლექსი სხვადასხვა ტიპის სატრანსპორტო საშუალებებისთვის, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება გაერთოს, ივარჯიშოს, იმეცადინოს ან ამეცადინოს ვინმე.
კომპლექსის ბაზაზე მოხდება ავტომობილის მართვის პედაგოგ-ინსტრუქტორთა მომზადება-გადამზადებაც, რასაც გვავალდებულებს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება. განხორციელდება მნიშვნელოვანი რეგიონალური პროგრამები, რაც, თავის მხრივ, შესაბამისი ევროდირექტივების დანერგვის წინაპირობაა. კომპლექსში შესაძლებელი იქნება სხვადასხვა ტიპის და დანიშნულების სატრანსპორტო საშუალებების მძღოლების (მათ შორის, საერთაშორისო მისიების) მომზადება-გადამზადება შესაბამისი ინდივიდუალური პაკეტების მიხედვით.
კომპლექსში შექმნილი ინფრასტრუქტურა და მაღალი უსაფრთხოების დონე საშუალებას მოგვცემს ავტომობილის ფიზიკა და გზებზე უსაფრთხოდ მოძრაობა შევასწავლოთ საშუალო სკოლის მოსწავლეებსაც სხვადასხვა ასაკიდან. სწორ ღირებულებებზე გაზრდილი მოსწავლისგან პერსპექტივაში მივიღებთ მაღალი კულტურის მქონე მძღოლს.
კომპლექსის ბაზაზე მოეწყობა სპეციალური სარბოლო მონაკვეთები, ავტო-მოტო ღონისძიებების გამართვის მიზნით, რაც ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციასთან ერთად, მოგვცემს სისწრაფის მოყვარული მძღოლების უსაფრთხო და სპეციალურად მათთვის მომზადებულ ტერიტორიაზე გადაყვანის საშუალებას. აღნიშნული კომპლექსის ბაზაზე გადამზადებული მძღოლები, ვისთვისაც ავტომობილის მართვა პროფესიაა, მიიღებენ ევროპული დონის პროფესიულ ცოდნას, რაც საშუალებას მისცემს მათ, დასაქმდნენ ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებში.
ასევე, კომპანიებს მიეცემათ შესაძლებლობა, ჩაუტარონ ტესტირება და გადამზადება საკუთარ მძღოლებს. გარდა ამისა, შეიქმნება სპეციალური პროგრამა შშმ პირებისთვის, რაც გულისხმობს ავტომობილის მართვის მათზე მორგებული საწვრთნელი პროგრამის შემუშავებას.
კომპლექსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება აღნიშნული ტერიტორიის ნაწილის „საბავშვო ავტოქალაქის“ ფუნქციით დატვირთვა, რაც სკოლამდელი და სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის საგზაო მოძრაობის საწყისი ცოდნის და უნარ-ჩვევების შეძენას შეუწყობს ხელს.
აღნიშნული მიზნის მისაღწევად საჭიროა, დაახლოებით, 6 ჰექტარი ტერიტორია, რათა მოხდეს სხვადასხვა ტიპის საწვრთნელი მოედნის ოპტიმალურად გადანაწილება, სადაც შესაძლებელი გახდება, ერთდროულად, რამდენიმე ტიპის აქტივობის მოწყობა. ჩვენ შევისწავლეთ თბილისში არსებული სხვადასხვა ტერიტორია, რომელიც პოტენციურად მიესადაგებოდა აკადემიის მოთხოვნებს და მიგვაჩნია, რომ თბილისის მერიის საკუთრებაში არსებული მიწის მონაკვეთი (ნომერი – 01.19.13.004.030) დააკმაყოფილებს ყველა პარამეტრს და გთხოვთ, განიხილოთ მოცემულ მიწის ნაკვეთზე ჩვენი იდეის განხორციელების საშუალება,“ – აღნიშნულია მელაძის განცხადებაში.
მელაძის იდეამ მერიის ვებგვერდზე „შენი იდეა ქალაქის მერს“ 2 508 ხმა დააგროვა, რაც სრულიად საკმარისი იყო იმისათვის, რომ იდეის განხილვა დაწყებულიყო, ქალაქის ხემძღვანელობამ კი მისი რეალიზება გადაწყვიტა. როგორც მელაძის განცხადებაშია მითითებული, პროექტის რეალიზება, სავარაუდოდ, 2 898 000 ლარი დაჯდება.
ამ ეტაპზე აღნიშნულ ვებგვერდზე 66 მიმდინარე, 336 დაბლოკილი, 865 არშემდგარი იდეა ფიქსირდება. 20 იდეა განხილვის პროცესშია, სამი უკვე შეთანხმებული, 1 კი უარყოფილია.

Posted by: PAINKILLER 15 May 2019, 11:13
QUOTE
თბილისში,კერძოდ ლილოს ტერიტორიაზე მდებარე 6 ჰექტარ ფართობზე საავტომობილო სპორტულ–საგანმანათლებლო კომპლექსის „ლილო–არენას“ აშენება იგეგმება.
იდეის ავტორი და ინიციატორი საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი და ავტომრბოლელი მევლუდ მელაძეა.



რუსთავის ავტოდრომს ძირავენ??

Posted by: Snow93 15 May 2019, 12:15
PAINKILLER
არ ვიცი მაგრამ იქნებ ისეთი სიტუაცია შექმნან ამ ავტოდორმებზე რომ აღარ მოუნდეთ კახეთის გზატკეცილზე ან დიღომში გონკაობა....

Posted by: Nescafe13 15 May 2019, 17:25
ფეიქრების ხიდს მიხედავენ ნეტა ? გაითხარა გზა მთელ სიგრძეზე უკვე , იქნებ 2 საათით გამონახონ დრო და ამოავსონ ამ ჩემისებმა

Posted by: gi200gi 16 May 2019, 01:33
ვახუშტის ხიდს ეშველა გახსნა მგონი, ეხლა გამოვიარე და ბეტონის ბორდიურებს იღებდნენ

Posted by: vatman 16 May 2019, 10:30
სარაჯიშვილის მეტროსთან შეცვალე შუქნიშნის რეჟიმი. დაემატა ქვეითების შუქნიშანი. შესაბამისად პიზდეც საცობია თემქაზე. მარჯვნივ მოხვევა ძირითად მწვანესთან ერთად აღარ არის. ასევე წითელი დაემატა ავჭალიდან სანზონისკენ მიმავლებისათვის.
სატრანსპრტო სამსახურშI რამე თუ ფიქრობნენ ხიდების გაქუმებისას. მაგ კონკრეტული ხიდის გაუქმება პირიქით ქმნის საცობს თემქიდან მომავლებისათვის. გუშIნ ღამის 11 ნახევარზე 5 წუთი ჩამოვდიოდი 100 მეტრს.
ეხლა არ დამიწყოთ ფეხით მოსიარულეებისათვის პრიორიტეტი ენიჭება და ა.შ. მაგ კონკრეტულ ადგილზე მაგ ხიდის გაუქმება და ქვეითთა შუქნიშანი საზოგადოებას უფრო მეტი ზარალი მოაქვს ვიდრე მისი არსებობა. არ დაგავიწყდეთ რო საზოგადოებრივი ტრანსპორტი მაგ საცობში დგას. და ბასლეინს ფიზიკურად ვერც გააკეთებ მანდ. სჯობდა ეფიქრათ ნორმალური გადასასვლელის გაკეთებაზე.

ამერიკის საელჩოსთან მაკდონალდსთან, ორივე მხარეს შუქნიშანი კეთდება, სავარაუდოდ ხელის

Posted by: alea iacta est 16 May 2019, 12:37
QUOTE (vatman @ 16 May 2019, 10:30 )
სარაჯიშვილის მეტროსთან შეცვალე შუქნიშნის რეჟიმი. დაემატა ქვეითების შუქნიშანი. შესაბამისად პიზდეც საცობია თემქაზე. მარჯვნივ მოხვევა ძირითად მწვანესთან ერთად აღარ არის. ასევე წითელი დაემატა ავჭალიდან სანზონისკენ მიმავლებისათვის.
სატრანსპრტო სამსახურშI რამე თუ ფიქრობნენ ხიდების გაქუმებისას. მაგ კონკრეტული ხიდის გაუქმება პირიქით ქმნის საცობს თემქიდან მომავლებისათვის. გუშIნ ღამის 11 ნახევარზე 5 წუთი ჩამოვდიოდი 100 მეტრს.
ეხლა არ დამიწყოთ ფეხით მოსიარულეებისათვის პრიორიტეტი ენიჭება და ა.შ. მაგ კონკრეტულ ადგილზე მაგ ხიდის გაუქმება და ქვეითთა შუქნიშანი საზოგადოებას უფრო მეტი ზარალი მოაქვს ვიდრე მისი არსებობა. არ დაგავიწყდეთ რო საზოგადოებრივი ტრანსპორტი მაგ საცობში დგას. და ბასლეინს ფიზიკურად ვერც გააკეთებ მანდ. სჯობდა ეფიქრათ ნორმალური გადასასვლელის გაკეთებაზე.

ამერიკის საელჩოსთან მაკდონალდსთან, ორივე მხარეს შუქნიშანი კეთდება, სავარაუდოდ ხელის

ეგ არის სირულად დაგეგმილი გადასასვლელი და მაგიტო.

ქვეითების გადასასვლელი ხიდის ქვეშ კი არ უნდა იყოს სოკარის ბენზინ გასამართის მოპირდაპირე მხრიდან.

Posted by: prelato 16 May 2019, 16:32
ჭავჭავაძეზე ვინ რა იცით? იკეტებაო ნაწილობრივ და შემოვლაზე რას ამბობენ როგორ იქნება?

Posted by: ქაფქიანა 16 May 2019, 16:42
prelato

https://forum.ge/?showtopic=35094763&view=findpost&p=54643612

Posted by: prelato 16 May 2019, 17:20
ქაფქიანა
მადლობა
.............................

Posted by: ფაშისტი 16 May 2019, 18:21
რედისონის წინ შექნიშანი დაუყენებიათ, არ ვიცოდი.. სულ გადარბენა იყო მანდ, რამდენჯერ გადამირბენია მეც.. ახლა კი მიაჭერ და smile.gif

Posted by: vatman 18 May 2019, 22:39
კალაძეს თუ დავუჯერებთ, ვახუშტის ხიდი 2 მხრივად გაიხსნა:
https://www.facebook.com/kakhakaladzeofficial/videos/351619538891593/

Posted by: ZEUS 19 May 2019, 11:36
QUOTE (vatman @ 18 May 2019, 22:39 )
კალაძეს თუ დავუჯერებთ, ვახუშტის ხიდი 2 მხრივად გაიხსნა:
https://www.facebook.com/kakhakaladzeofficial/videos/351619538891593/

კი. გუშინ გავიარე და გახსნილი იყო.

ვაჟაზე აქტიურად დაიწყეს მეტროს გამო შუა გზაში გამოკვეტებული ნაგებობების ნგრევა.
user posted image

Posted by: მევარსოხუმელი 19 May 2019, 13:51
QUOTE (ZEUS @ 19 May 2019, 11:36 )
QUOTE (vatman @ 18 May 2019, 22:39 )
კალაძეს თუ დავუჯერებთ, ვახუშტის ხიდი 2 მხრივად გაიხსნა:
https://www.facebook.com/kakhakaladzeofficial/videos/351619538891593/

კი. გუშინ გავიარე და გახსნილი იყო.

ვაჟაზე აქტიურად დაიწყეს მეტროს გამო შუა გზაში გამოკვეტებული ნაგებობების ნგრევა.
user posted image

რამეს აშენებენ მანდ თუ გაამწვანებენ?

Posted by: ქაფქიანა 19 May 2019, 13:53
რა უნდა აშენდეს ან რა უნდა გამწვანდეს? გასწორდება გზა, როგორც უნდა გასწორდეს.

Posted by: მევარსოხუმელი 19 May 2019, 15:00
QUOTE (ქაფქიანა @ 19 May 2019, 13:53 )
რა უნდა აშენდეს ან რა უნდა გამწვანდეს? გასწორდება გზა, როგორც უნდა გასწორდეს.

აა მივხვდი ეხლა , ანუ მეერისვე დროებითი ნაგებობები იყო მეტროს მშენებლობის პროცესში

Posted by: alea iacta est 19 May 2019, 15:11
QUOTE
რა უნდა აშენდეს ან რა უნდა გამწვანდეს? გასწორდება გზა, როგორც უნდა გასწორდეს.


როგორც ზემოთაა გზებს შორის სკვერი აი მასეა გასაკეთებელი, მხოლოდ გზა არ ივარგებს.

Posted by: beka331 19 May 2019, 15:26
ძაან კარგად და მალე მორჩნენ ვახუშტის ხიდს..
თან ხარისხიანად არის გაკეთებული, მშენებლობის პროცესს რაც ვუყურე

Posted by: Blueსტუმარი 20 May 2019, 16:35
ისე კარგი იქნება რომ მელიქიშვილის ქუჩა ორმხრივი გახდეს, როგორც ცნობილია თვის ბოლოდან ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია უნდა დაიწყოს.

Posted by: TramwayMan 20 May 2019, 16:46
alea iacta est
ქაფქიანა
შუაში ინები ჩვეულებრივი ხეივანი. როგორ დანარჩენ სიგრძეზეა.


Posted by: Snow93 20 May 2019, 16:50
კიდევ კარგი დროულად გახსნეს ვახუშტის ხიდი, თორემ ამოვიდა ყელში ამდენი კრუგების რტყმა რაც თქვეს მემგონი ზუსტად ჩაეტიენ დედლაინებში არა?

Posted by: Blueსტუმარი 21 May 2019, 18:09
მე ვახუშტის ხიდი არასდროს გამივლია.
ზოგი სამუშაო ძაან ხარისხიანად არის შესრულებიული, მაგალითად გრიგოლ რობაქიძის გამზირი და პეტრე იბერის ქუჩა.

Posted by: Fabian 21 May 2019, 22:04
თემა იხურება, გახსენით ახალი...

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)