smt_007ჩემი გამოცდილება ემყარება აი ამ ბანკში ჩემი მუშაობის გამოცდილებას
https://www.postbank.de/კრედიტებს არ გავცემდი მაგრამ ანგარიშებს ვხსნიდი.
და უცხოელისთვის ანგარიშის გახსნის უფლება არ მქონდა თუ მას არ ქონდა ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის სტატუსი და ასევე საჭიროა რეგისტრაცია მისამართზე.
ასევე საჭირო საბუთებთან ერთად ამათი კოპია მჭირდებოდა.
და სამ თვიანი ვიზაც არ გამოდგება და არც ტურისტული.
ასევე არიან ამ ქვეყანაში ისეთი ხალხიც რომლებიც საქართველოს სიტუაციაში არიან ანუ უვიზოდ შემოსვლის უფლება აქვთ და ახლა კი არა კაი ხანია და იმათაც არ აქვთ უფლება და მე არამგონია ქართველებზე რამე გამონაკლისის დაშვება მოხდეს ამ კუთხით.
ერთი წელია ან ნაკლები ალბათ რაც მიიღეს კანონი რომ საცხოვრებლის რეგისტრაციის ქონის გარეშე აძლევენ მხოლოდ ლტოლვილებს.
სესხზე კიდე გეტყვი რომ აი დიდი უაზრობაა მაგის მიღება.
გერმანიაში გერმანელიც რომ ხარ საკრედიტო ბარათს ვერ მიიღებ თუ სამი თვის ხელფასის ამონაწერი არ გააგზავნე.
დედაჩემს ერთი დღე არ უმუშავია და ვიზა და მასთერქარდები ქონდა. აქ მასე მარტივად ვერ მიიღებ.
ვიზა ფრიფეიდ ქვია ესეთი იმას მიიღებს ის ვისაც ანგარიში აქვს, ფული უნდა დადო ზედ და რამდენსაც დადებ იმდენი გაქვს.
ასევე არის ესეთი რაღაც რასაც ქვია დისპო ანუ შენი ჩვეულებრივი ანგარიში რომ გადავიდეს მინუსებში ხანდახან აი ფული არ გაქვს და მაინც გჭირდება და ვერ გადახვალ მინუსებში თუ ეს დისპო არ გაუკეთე შენს ანგარიშს ხელფასის ცნობები ჭირდებათ აქაც.
და აი უცხოელი რომ ხარ რომელ კრედიტზეა საუაბრი.
და დაგროვებითი ანაბარი არ დაგებეგრება. ანუ შენ თუ ფულს აგროვებ ზედ და მოგცეს ეგეთი ანაბრის გახსნის უფლება. დაიბეგრები თუ შენ აქ ცხოვრობ და ფულს გირიცხავენ აქ და ა.შ.
და თუ ძალიან დიდი თანხები გერიცხება აქ კანონის ფულის გათეთრების შესახებ ანუ ამის წინააღმდეგ მოითხოვს რომ შემოწმდე უბრალოდ.
ამიტომ აქ 1500 ევროდან გზავნილის შემთხვევაში პასპორტის ჩვენება გიწევს, ანუ ბანკს აქვს ესეთი სერვისი რომ შეგიძლია ფული ვესტერნის გარეშე დარიცხო რომელიმე ანგარიშზე მაგრამ ამაზე მეტი თუ არის უნდა პასპორტიც და ისე პასპორტის გარეშეც შეიძლება.
მოკლედ რაც დაგიწერეს სულ სხვა ბაზარია და აი ბანკი რომ გაგიხსნის დაგროვებით ანაბარს სხვა.
მაგრამ როგორც უკვე დაგიწერე შეუძლებელია ნებისმიერი ანგარიში გერმანიაში კანონის მიხედვით.
გამონაკლისია აი სტუდენტები რომ მოდიან და ფულის გაყინვისთვის ანგარიშს რომ ხსნიან საქართველოდან.
ისიც კიდე სანამ არ ჩამოხვალ არაა სრულყოფილი.
სხვა ევროპულ ქვეყნებში მართლა არვიცი.
აი ბრიტანეთში ესეა როგორც ვიცი რომ თუ უძრავი ქონება გაქვს მაგალითად ბანკისგან შეგიძლია სესხი აიღო და ა.შ.
მოკლედ ქვეყანას გააჩნია.
ყველა ევროპულ ქვეყანაზე მე ვერ გიპასუხებ.
იმ ქვეყნის თემაში უნდა იკითხო მაშინ, მე გერმანიაზე ვიცი.