#51732384 · 26 Nov 2017, 14:14 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (MONTY @ 8 Feb 2017, 07:14 ) | სრულყოფილი ანალიზი რო ჩატარდეს ქალაქის , ერთ-ერთი მახინჯი ქალაქის სტატუსი გარანტირებული აქვს, არცერთ ნორმალურ ქვეყანაში ისეთი ქაოსური მარაზმი არ არის როგორც თბილისში
დედაქალაქი კი არადა, პატარა ქალაქებიც კი ბევრ ქვეყანაში ბევრად უკეთესი აქვთ თბილისზე სფეროების მიხედვითაც რო დაყო ყველგან მარაზმია მახინჯი კოშკების მშენებლობა საერთოდ ასაკრძალია განსაკუთრებით ბელგია/ჰოლანდიის ნახვის შემდეგ არ მევასება , არადა ჩვენზე პატარა ტერიტორია და ჩვენზე ბევრად მეტნი არიან |
90-იანებში აშენებული „კორპუსების“, „საცხოვრებელი 750 $-დან“, „ფეშენებლური საცხოვრებლების“ პროცენტული წილი არამგონია 5-ს გასცდეს, იმასთან შედარებით რაც 2005 წლიდან (ბაზრის სრული დერეგულირებიდან და კანონმდებლობის მიზანმიმართული დეგენერაციიდან – ე.წ. „ლიბერალიზაციიდან“) დაიწყო და აშენდა თბილისში.
ის, რაც ამ დრომდე ჩვენმა ადამიანმა (და ის ჯერ კიდევ ვერ არის მოქალაქე) ვერ გაიგო არის ის, რომ არანაირი მნიშვნელობა შენობის ფასადის ან/და შიდა სივრცის ძვირადღირებული მასალებით მოპირკეთება-გაწყობას არ აქვს, იმასთან შედარებით რა გარემო პროექტირდება და შენდება მის გარეთ — შენობების ურთიერთმიმართებით! როგორია გარშემო სივრცე, როგორც ბუნებრივი განიავების და გამზეურების თვალსაზრისით, ისე ინფრასტრუქტურული მოწყობის თვალსაზრისით: გზა, ეზო, თავისუფალი გრუნტი, მწვანე და ღია მოედნები სად და როგორ არის გათვალსიწინებული.
ამის მიზეზი ისიც არის, რომ ადამიანის მოთხოვნილებების პირამიდაში თავშესაფრის ძიება უფრო ქვევით დგას ვიდრე ჯანსაღი საცხოვრებელი გარემო. რატომ ვართ ისევ თავშესაფრის ძიებაში?! იმიტომ, რომ სოციალისტური სისტემის კოლაპსის მერე, გარდამავალი პერიოდის გამოტოვებით, პირდაპირ დავაჯახეთ კაპიტალიზმს თავისი სიკეთეებითა და სიმახინჯეებით, რომელსაც გააზრებული სახელმწიფო პოლიტიკა უნდა დახვედროდა. რაც არ მოხდა. ულტრალიბერალიზმის იდეოლოგიურ კონიუქტურაში ძნელია წამოწიო ისეთ იდეები, როგორიც არის სოციალური საცხოვრისი და მუნიციპალური საცხოვრებელი ფონდი — მაშინვე კომუნისტად მოგნათლავენ და მარგინალად გაქცევენ, "როგორ შეიძლება სახელმწიფომ ბიზნესი აკეთოს" კლიშე ბრალდებებით... მსჯელობაც მეზარება ამ დროს ხოლმე ოპონენტთან.
გარდა ამისა, ჩვენი ეკონომიკა დღემდე განვითარებადად განუვითარებელია და ჩვენი საშუალო თვიური შემოსავალი საქსტატის მიხედვით არის 940 ლარი (http://www.geostat.ge/?action=page&p_id=148&lang=geo). ამის გამოა, რომ ხალხითვის, რომელიც ვერ ყიდულობს ბაზარზე ბინას (1 კვ.მ. - 700-800 $), დღემდე გამოწვევაა თავშესაფარის შოვნა! რომელსაც დღეს ბევრი თბილისის შემოგარენში თვითნებური ერთსართულიანი სახლებით აგვარებს, ხოლო ზოგი კრედიტით თბილისის შიგნით. ძნელია მას ელაპარაკო ესთეტიკაზე და ჯანსაღ საცხოვრებელზე...
--------------------
There's nothing you can do that can't be done! ☮ & ♥
|