forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (5) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> დაკარგული ცივილიზაცია..., იგივე "ქუეყანა"... ოქროს ქალაქი!
nika_144
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3365
წევრი No.: 13256
რეგისტრ.: 1-October 05

გამოგზავნილია: 2 Nov 2005, 18:46  #2065220      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
უძველესი სასულიერო ტექსტების, მითების, ლეგენდების და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია საღი ლოგიკის საფუძველზე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ დედამიწის რომელიღაც რეგიონში ყველა გათვლით უნდა არსებობდეს მიწისქვეშა დღემდე დაფარული ცივილიზაცია... ცოდნა აღნიშნული ადგილის არსებობის შესახებ დღეს დაკეტილია, ანუ თანამედროვე მსოფლიოსათვის ეს საკითხი ფაქტიურად დამალულია.

ვიდრე მიწსქვეშა ზღაპრული სამყაროს აღწერილობას შემოგთავაზებდეთ, ბუნების ზოგიერთი სურვილი გავიხსენოთ...
ალბათ იშვიათად თუ მოიძებნება ვინმე, ვისაც ქათმის მოხარშული კვერცხი არ გაუსუფთავებია. როდესაც მას ნაჭუჭს მოაცლით, აუცილებლად შეამჩნევთ, რომ მიუხედავად იმისა კვერცხი შიგნიდან სავსეა, თეთრი ცილა ერთ ადგილზე ჩაღრმავებულია. რატომ არის ცილა ერთ ადგილზე ჩაწეული? იმიტომ, რომ ბუნებას ასე სურს, - ეს ელიფსის კანონია! კვერცხი შიგნიდან სავსეა, რის გამოც სადღაც არ უნდა იყოს სავსე. ამგვარად ის ადგილი, სადაც ცილა ჩაღრმავებულია, წარმოადგენს დვრიტას - ჩანასახს! საკმარისია მოხარშული კვერცხის ეს ადგილი დანის წვერით გადავქექოთ, რომ თხელი აპკის ქვეშ გველისებრ დახვეულ, თეთრსა და პატარა სპირალს მივაგნებთ. კვერცხი მრგვალია, მაგრამ რამდენადაც მრგვალია იგი, ბუნების სურვილით ელიფსიც ყოფილა. ბოლოს და ბოლოს, მრგვალია კვერცხი თუ არა? ორივე! ე. ი. "პლიუსი" არ არსებობს "მინუსის" გარეშე და პირიქით.

ახლა აზროვნების მასშტაბები გავზარდოთ და ბუნების ამ კანონის გათვალისწინებით კვერცხიდან პლანეტებს გავხედოთ...

დედამიწაც მრგვალია, მაგრამ მეცნიერებამ დაამტკიცა, რომ იგი ელიფსიც ყოფილა. საიდან ასეთი ანალოგია კვერცხთან?
სად არის ჩვენი პლანეტის ის ცარიელი და ჩაღრმავებული ადგილი, კვერცხს რომ აქვს კანის შიგნით ბუნებით კოდირებული. პლანეტასაც ხომ უნდა გააჩნდეს ასეთი რამ... ანდა რა არის აქ გასაკვირი, სადღაც ხომ უნდა ჰქონოდა დედამიწას თავისი დვრიტა. მაგრამ ვინ დაადო მას ტაბუ ან რატომ?..
ძველი ხელნაწერებითა და წმიდა ტექსტებით დასტურდება, რომ არქაულ ხანაში ძალზედ ბევრი რამ სცოდნიათ არსებული სიცარიელის შესახებ, რომლის მისამართიც დამალეს. ამ სიცარიელეს ისევე როგორც კვერცხს, თავისი სპირალისებრ დაგრეხილი ჩასასვლელიც ჰქონია, რომლის ერთ-ერთი მთავარი კარიბჭე დღესაც დაკეტილია.
ბიბლიაში აღნიშნულ ტერიტორიას სიტყვა "ქუეყანით" გამოხატავდნენ.
ბიბლიის სწავლებით, ღმერთი უზენაესი პიროვნებაა! გავაანალიზოთ: მატერიაში ადამიანმა ისწავლა ძალიან მარტივი რამ: მარცხნივ, ზევით, ქვევით... დავუშვათ ღმერთი არის ცაში, ჩვენგან ზევით! საკმარისია ეს თქვას პოლუსებზე მდგარმა ორმა კაცმა, რომ უკვე დაუდგენელია - სად "ზევით" არის ღმერთი, რადგან ცნება "ზევით" პლანეტის მასშტაბით გაუგებარია. ღმერთი უზენაესი პიროვნებაა, ძველი ტექსტებით დასტურდება, რომ ღმერთის სამოსახლოს როგორიღაცა მაღალი მთა და მასზე დაშენებული საკრალური ქალაქი წარმოადგენდა. იგი პირადად ესაუბრებოდა გამოცხადებით რჩეულებს. როგორ შეიძლება ეს მთა და ღმერთი არსებობდეს ზევით, ქვევით...

უფალში...(ზესინათლის შიგნით, ერთ ადგილზე) არსებობს მეტაფიზიკური სიცარიელე. ისე როგორც ელიფსს გააჩნია ერთ მონაკვეთში "ჰო" და "არა"ს კანონით როგორიღაცა სიცარიელე, და იგი წარმოადგენს ელიფსის ეგროგორულ ცენტრს, ანალოგიური ცენტრი ჰქონია სრულიად უფალს (ე.ი. უზენაესის გიგანტურ შარავანდედს), რომელიც მატერიაშია "დაბმული" და ამავე მატერიის ეგრეგორულ ცენტრს წარმოადგენს. ეს ადგილი ყველაზე მეტად არის გასხივოსნებული. იგი ერთგვარი ვაკუუმია, რაც საბაბია შემეცნებისა! აი ამ უძლიერეს ნათელში ბინადრობს ღმერთი! ალბათ ეს ცაშია გაიფიქრებს ნებისმიერი. არავითარ შემთხვევაში, ღმერთის ადგილსამყოფელი უშუალოდ უკავშირდება ერთ კლდეს, რომლის შესახებ ბევრი რამ გვაქვს მოსათხრობი. მაგრამ სად არი უფლის არეალის ის სიცარიელე, რომელიც ყველაზე ძლიერ კაშკაშებს? - თურმე მიწისქვეშ!

მაცხოვარი ბრძანებს: "არა არს დაფარული, რომელი არა გამოჩნდეს და არცა საიდუმლოი, რომელი არა გამოცხადნეს"
დაფიქრდით...
ბიბლია მრავლად იძლევა ისეთ ინფორმაციებს, როდესაც ღმერთს გაჰყავს სხეულიდან სულში ესა თუ ის მორჩილი და როგორიღაცა მთაზე აგებულ იდუმალებით მოცულ ქალაქს უჩვენებს. ეს ხდებოდა სხვადასხვა ეპოქებში. ხოლო ის რომელიღაცა გიგანტური სიმაღლის მთა და ღმერთის საცხოვრისი ქალაქი, ყველგან თითქმის ერთნაირად არის აღწერილი.
აი როგორ იწყება მაგალითად ეზეკიელის ხილვა და მოგზაურობა უფალი-ღმერთის საბრძანებელში, რომლის საიდუმლო ადგილსაც თურმე მიწისქვეშეთი წარმოადგენს: " და იქმნა ოცდამეათესა წელსა, მეოთხესა თთუესა, ხუთსა თთვისასა, და მე ვიყავ შორის წარტყუენულთა მათ მდინარესა მას ზედა ქობარისასა; და განეხუნეს ცანი და ვიხილე ხილვაი ღმრთისაი მეხუთესა თთვისასა; ესე იყო მეხუთე წელი ტყუეობისა იოაკიმ მეფისაი და იქმნა სიტყუაი უფლისაი ეზეკიელისა მიმარ, ძისა ვუზისსა, მღვდლისა, ქუეყანასა შინა ქალდეველთასა, მდინარესა ზედა ქობარისასა; და იყო ჩემ ზედა ხელი უფლისაი"

მოსეს შეხვედრა უფალთან, "და ჰრქუა უფალმან: აჰა ესერა, ადგილი შენ წინაშე და სდგე კლდესა ზედა. რაჟამს წარვიდეს დიდებაი ჩემი, დაგდვა შენ ხურელსა კლდისასა და დაგფარო ხელითა ჩემითა შენ ზედა, ვიდრემდე წარვიდე. და ავიღო ხელი ჩემი და მაშინ იხილო ზურგნი ჩემნი, ხოლო პირი არა გეჩუენოს შენ".
მიწისქვესა სამყაროს შესახებ მოგვითხრობს უამრავი მითი და ლეგენდაც, იქიდან სხვა სამყაროში, მიღმიერ ცხოვრებაში გადასვლას ეხება უძველესი ისტორიებიც.

"ხოლო ავიდა რას ნიშნავს, თუ არა იმას, რომ იგი პირველად დედამიწის ქვესკნელში ჩავიდა? ჩასული კი იგივეა, რაც ასული ყველა ცაზე მაღლა, რათა არავსოს ყოველივე." (მოციქულ პავლეს წერილი ეფესელთა მიმართ).

ვის არ წაუკითხავს ამერიკელი მეცნიერის, - დოქტორ მოუდის წიგნი "ცხოვრება გარდაცვალების შემდეგ". გახსოვთ ალბათ, ამ კვლევაში თავმოყრილია კლინიკური სიკვდილიდან უკან მობრუნებული პაციენტების მონათხრობები, თუ ვინ რა ნახა "იქ", ან ვის რა შეემთხვა სულიერ სამყაროში ყოფნისას. ე.ი, ამერიკელები ეძებენ "შავ ხვრელს", რომელშიც თურმე გარდაცვლილის სული მიჰქრის. მობრუნებულები თუ გახსოვთ დიდი აღტაცებით იხსენებენ ხოლმე თვალის მომჭრელ საოცარ ნათელს. ალბათ ბევრი რამ უკვე გასაგებია...
არადა მე ჯერ ფაქტიურად 2-3%-ც კი არ მითქვამს მივიწყებული მიწისქვესეთის შესახებ. ასეთი ფანტასტიკური ფენომენის არსებობის დამადასტურებელი არაერთი კონკრეტული ისტორიის მოყოლა შეიძლება... ნელ-ნელა მათ აუცილებლად მოგითხრობთ...
mrs. shota_deida
Vala


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 241
წევრი No.: 13656
რეგისტრ.: 15-October 05

გამოგზავნილია: 2 Nov 2005, 23:10  #2066914      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
nika_144
ატლანტიდასი გჯერა ისე?
სხვათაშორის ამ ორი დღის წინ დამესიზმრა ძალიან ძლიერი სიზმარი! თითქოს ამ ჩვენი დედამიწის ქვეშ კიდევ რამდენიმე დედამიწა არსებობს და სულ ბოლოს, შიგნით თითქოს ღმერთები ცხოვრობდნენ! ერთი ღვთაება ქალღმერთი იყო, რაღაც ცისფერი პლაზმისგან შედგებოდა! დაფრინავდა და კიდევ მეორე იყო მაგასტან ერტად და მერე რომ დავინახე ისინი მესმოდა რომ თითქოს ამ სამყაროს ამბებს წყვეტდნენ და კაკ- რაზ მაგ დროს გამომაღვიძა დედამ! sad.gif


--------------------
A Elbereth Gilthiniel!
Silivren penna miriel,
O menel aglar elenath!
Na-chaered palan-diriel
o galadhremmin ennorath,
Fanuilos, le linnahon
nef aear, si nef aearon!
nika_144
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3365
წევრი No.: 13256
რეგისტრ.: 1-October 05

გამოგზავნილია: 2 Nov 2005, 23:33  #2067078      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
mrs. shota_deida

ატლანტიდას და იქაურ ცივილიზაციას აუცილებლად შევეხები.
პლატონის მიერ აღწერილი ადგილი რეალურად არსებობს ახლაც, "კუნძული" წყალში კი არ დაიძირა, არამედ წყლით დაიფარა. ანუ წყლის დონემ მოიმატა და დაფარა იქაურობა, რაც მოგვიანებით აღქმული იყო, როგორც ატლანტიდის დაძირვა. სხვათაშორის ეს ისტორიაც რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს მიგნებულ მიწისქვეშეთს უკავშირდება. მაგრამ ამის შესახებ ოდნავ მოგვიანებით. დიდი სიამოვნებით გავეცნობოდი ატლანტიდასტან დაკავშირებულ ნებისმიერ ღირებულ ინფორმაციას, მე ამ საკითხზე ყველაფერი მაინტერესებს, ასე, რომ დიდი ინტერესით ველი სერიოზული ხალხის მოსაზრებებს.

ღმერთთან გატოლების მიზნით აგებული ბაბილონის გოდოლიც "ჯაჭვის" ერთ-ერთი ნაწილია, თუმცა კონკრეტული მაგალითების გარეშე ახლა ამ საკითხის გაღვიძება ჯერჯერობით ნაადრევია...

NAVARA



*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13137
წევრი No.: 1445
რეგისტრ.: 26-November 02

გამოგზავნილია: 3 Nov 2005, 05:43  #2068440      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ახლა აზროვნების მასშტაბები გავზარდოთ და ბუნების ამ კანონის გათვალისწინებით კვერცხიდან პლანეტებს გავხედოთ
ROOFL ამ ფრაზის მერე ვეღარ წავიკითხე(ფილტვები და მუცლისპრესი ამტკივდა).

სერიოზული შემთხვევაა lol.gif lol.gif lol.gif
[LoD]-Bagra
* * * * * * * * * * * * *


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7405
წევრი No.: 2053
რეგისტრ.: 12-April 03

გამოგზავნილია: 3 Nov 2005, 06:47  #2068466      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
nika_144

ეგ ამბები გიორგი ჰიპერ-მღვდელი და გრაალის რაინდი როა იმას ეცოდინება დაწვრილებით.. აქ გენაცვალე "მოჩატავე" ხალხი ვართ და ნუ დაგგვგრუზე smile.gif


--------------------
#instagram.com/bayobrewery
#facebook.com/Bayobrewery/
Roofus
chi


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6335
წევრი No.: 366
რეგისტრ.: 6-October 01

გამოგზავნილია: 3 Nov 2005, 07:14  #2068477      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
QUOTE
კვერცხიდან პლანეტებს გავხედოთ...

ვინ ვახტანგი?! lol.gif lol.gif lol.gif


--------------------
ხელმოწერის მოსაფიქრებლად კრეატიულობა არ მყოფნის...

http://saba.longevity.ge - სულხან-საბა ორბელიანის ქართული ლექსიკონი
mrs. shota_deida
Vala


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 241
წევრი No.: 13656
რეგისტრ.: 15-October 05

გამოგზავნილია: 3 Nov 2005, 22:56  #2071575      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
[LoD]-Bagra
Roofus
აუ ხალხნო რატომ ღადაობთ ყველაფერზე, აქ სერიოზულ თემებზე ვსაუბრობთ! თუ არ გაინტერესებთ, ან ყველაზე ნაღდი--არ იცით! მაშინ დააცადეთ ხალხს საუბარი და საჩატაოთ უამრავი სხვა ადგილი არსებობს! yes.gif chest.gif
DIGIT4L_PUNK
Slayer


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 756
წევრი No.: 8263
რეგისტრ.: 15-January 05

გამოგზავნილია: 3 Nov 2005, 23:19  #2071702      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · icq · yim · msn
nika_144
QUOTE
კვერცხი შიგნიდან სავსეა, რის გამოც სადღაც არ უნდა იყოს სავსე.

მაპატიე მარა ცოტა არ მესმის...
QUOTE
სად არის ჩვენი პლანეტის ის ცარიელი და ჩაღრმავებული ადგილი, კვერცხს რომ აქვს კანის შიგნით ბუნებით კოდირებული. პლანეტასაც ხომ უნდა გააჩნდეს ასეთი რამ

გამორიცხული არ არის მარა არც აუცილებელია რომ გააჩნდეს...
QUOTE
უზენაესის გიგანტურ შარავანდედს

მაგრამ ეს გალაქტიკის ცენტრია....
პ.ს. ცოტა გარკვევით დაალაგე სათქმელი და პირდაპირ თქვი რაც გინდა smile.gif


--------------------
-მეც მინდა მასეთი დრამი :user:
-მეც მინდა ბოიშვილი ვიყო :givi:
© Pagan Warrior & Amon Amarth

Atmosphera
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4085
წევრი No.: 5988
რეგისტრ.: 18-August 04

გამოგზავნილია: 3 Nov 2005, 23:26  #2071733      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ეგრეა ეგრე ჭეშმარიტად და რამე
ნუნისიდანაა ჩასასვლელი... ცოტა მოუწესრიგებელია მაგრამ მიშამ დაიგინა გაზაფხულამდე შევაკეთებთო chups.gif


--------------------
I'm your truth, telling lies
I'm your reason, alibis
I'm inside, open your eyes
I'm you
Sad but true:mad:
karlsoni
ხატიონი


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 43782
წევრი No.: 7762
რეგისტრ.: 13-December 04

გამოგზავნილია: 3 Nov 2005, 23:30  #2071755      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
QUOTE
ვიდრე მიწსქვეშა ზღაპრული სამყაროს აღწერილობას შემოგთავაზებდეთ,

jump.gif chups.gif მინდა, მინდა მიწისქვეშა სამყაროს აღწერა, ბავშვობიდან მიყვარს ზღაპრები: ჯუჯები, გნომები, ალისა საოცრებათა ქვეყანაში.
QUOTE
ეს ელიფსის კანონია!

ნე პონიალ. . . . . .
QUOTE
უფალში...(ზესინათლის შიგნით, ერთ ადგილზე) არსებობს მეტაფიზიკური სიცარიელე.

QUOTE
ანალოგიური ცენტრი ჰქონია სრულიად უფალს (ე.ი. უზენაესის გიგანტურ შარავანდედს),

QUOTE
ეს ადგილი ყველაზე მეტად არის გასხივოსნებული. იგი ერთგვარი ვაკუუმია, რაც საბაბია შემეცნებისა!

QUOTE
ღმერთის ადგილსამყოფელი უშუალოდ უკავშირდება ერთ კლდეს, რომლის შესახებ ბევრი რამ გვაქვს მოსათხრობი.

ამ ყველაფერს შენ იგონებ? wow.gif მაგარი ფანტასტი დადგებოდა შენგან.
QUOTE
მაგრამ სად არი უფლის არეალის ის სიცარიელე, რომელიც ყველაზე ძლიერ კაშკაშებს? - თურმე მიწისქვეშ!

ვაიმე. მიწისქვეშ მე ჯოჯოხეთი მგონია.


--------------------
ნადირობა ბინებზე კი არა, ჭვავის ყანაში მორბენალ ბალღებზე მიდის.

Et facta est lux!

無名天地之始,
有名萬物之母。

http://iaponia.ge/
Atmosphera
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4085
წევრი No.: 5988
რეგისტრ.: 18-August 04

გამოგზავნილია: 3 Nov 2005, 23:38  #2071811      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
მაგარი ფანტასტი დადგებოდა შენგან.

რაღაც მეეჭვება... აი რა დადგა ის უკვე შეიძლება ვივარაუდოთ smile.gif
ხოოოო... ღენიოსებო, თუ ოდნავ მაინც შეგრჩათ ნამუსის მსგავსი რამ, იქნებ აღიაროთ რომ მორიგ ბოდვას, ღრმად გაჯერებულს რელიგიური ტუგადუმობებით არაფერი ესაქმება განყოფილებაში "მეცნიერება, კულტურა, ხელოვნება და განათლება", და თუ მაინცადამაინც ცენტრისკენულად ვართ განწობილი ჩავასწორე - მოგზაურობა კაპების ქვეყანაში - ვისაუბროთ.

This post has been edited by Atmosphera on 3 Nov 2005, 23:43
DIGIT4L_PUNK
Slayer


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 756
წევრი No.: 8263
რეგისტრ.: 15-January 05

გამოგზავნილია: 3 Nov 2005, 23:41  #2071828      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · icq · yim · msn
'This whole physical universe is a created hologram. We have a focusing device called "physical body" and we percieve time-space through that physical body and within that time-space physical body focusing mechanism is what I like to call a discriminator circuit, that holds off all of the other spectrum of consciousness, and that spectrum is virtually endless, and we are just penetrating other parts of that consciousness spectrum with this human mind. This whole physical universe is a hologram.'

'This whole physical universe is a hologram.'

'Time, time, time-space.'

'Time-space is a hologram.'

'There is an inherent energy field and it permeates all time-space but is not of time-space.'

'This whole physical universe is a hologram.'


Atmosphera
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4085
წევრი No.: 5988
რეგისტრ.: 18-August 04

გამოგზავნილია: 3 Nov 2005, 23:44  #2071850      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
.........მაინც იგივე აზრის ვარsmile.gif
karlsoni
ხატიონი


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 43782
წევრი No.: 7762
რეგისტრ.: 13-December 04

გამოგზავნილია: 3 Nov 2005, 23:49  #2071896      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
Atmosphera
QUOTE
........მაინც იგივე აზრის ვარ

biggrin.gif
მაშინ ვისაუბროთ კაპებზე. ისე, აკუტაგავას ეს მოთხრობა "წყლის კაცების ქვეყანაში", არც ისე მომწონს, რაღაც ალღო ვერ ავუღე.
nika_144
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3365
წევრი No.: 13256
რეგისტრ.: 1-October 05

გამოგზავნილია: 4 Nov 2005, 00:52  #2072297      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
DIGIT4L_PUNK
QUOTE
კვერცხი შიგნიდან სავსეა, რის გამოც სადღაც არ უნდა იყოს სავსე.


მაპატიე მარა ცოტა არ მესმის...

კაკარგი შეკითხვაა, შევეცდები ძალიან მოკლედ აგიხსნა, იმას რაზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ ჰქვია პარადოქსი, ანუ ეს საოცარი რაღაც რასაც პარადოქსი შეარქვეს ფაქტიურად გვხვდება ყველგან. არ არსებობს მაღალი დაბალის გარეშე, პლიუსი მინუსის გარეშე და ა. შ. მე ვფიქრობ, რომ პარადოქსის შედეგია ყველაფერი. მათ შორის თუნდაც მაცხოვრის პირველ საუკუნეში მობრძანებაც, იუდეველები იმდენად სხვანაერ მესიას ელოდნენ, რომ ზუსტად პარადოქსის კანონით სწორედ ამ ღმერთის რჩეულმა ერმა არ ირწმუნა განკაცებული მათთან მისული ღმერთის. აი მაგალითისათვის კიდევ ერთი, რამდენადაც შორს წახვალ ერთი კონკრეტული ადგილიდან პარადოქსის კანონით იმდენად მიუახლოვდები მას. ალბათ გასაგებია ხომ... დაახლოებით ამ თვალსაზრისით ავღნიშნე, რომ კვერცხი რამდენადაც სავსეა შიგნით, იმდენათ სადღაც აუცილებლად უნდა არსებობდეს ადგილი... და ალბათ უკვე ხვდები... თუ არადა შენთითონ ნახე, მოხარშულ კვერცხს მართლაც აქვს ბუნების ნებით კოდირებული გარკვეული სიცარიელე...
QUOTE
სად არის ჩვენი პლანეტის ის ცარიელი და ჩაღრმავებული ადგილი, კვერცხს რომ აქვს კანის შიგნით ბუნებით კოდირებული. პლანეტასაც ხომ უნდა გააჩნდეს ასეთი რამ


გამორიცხული არ არის მარა არც აუცილებელია რომ გააჩნდეს...


კარგად მსჯელობ... მაგრამ ნახე რახდება, მე ახლა იმას კი არ ვამტკიცებ ამ თემაში, რომ დედამიწას აუცილებლად სჭირდება ასეთი ადგილის (სიცარიელის) არსებობა, არა მე უბრალოთ არსებულ უკვე შემდგარ ფაქტზე ვსაუბრობ, მოკლედ ჩვენს პლანეტას მართლაც აქვს ერთ ადგილზე ასეთი სიცარიელე, თითქოს ერთი შეხედვით რა მერე გაიფიქრებს ვინმე ჰქონდეს და იყოს, მაგრამ აქ სულ სხვა რამ არის ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი, იმდენად გრანდიოზული არსის მატარებელია ეს მიწისქვეშეთი, რომ სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, მეცნიერული სამყარო ამ აღმოჩენის დადასტურების შემდეგ გაოგნებული აღმოჩნდება, ანუ ახლა ჩემი მიზანია მხოლოდ რეალურად დავასაბუთო, რომ ასეთი სიცარიელე დედამიწაზე ნამდვილად არსებობს, შემდეგ კი აუცილებლად გეტყვით უშუალოდ შიგნით რა არის მიგნებული.

იმდენი კონკრეტული ფაქტი უნდა მოგითხროთ აღნიშნული მიწისქვეშეთის, ქვემო სამყაროს არსებობის დამადასტურებელი, რომ ამ ყველაფრის წაკითხვის შემდეგ მხოლოდ სულელმა და ბრიყვმა შეიძლება განაცხადოს არანაერი მიწისქვეშეთი არ არსებობსო.

ყრუს კი აქვს უფლება ამტკიცოს, რომ ხმაური არ არსებობს...
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (5) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0258 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]