Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > პოლიტიკა > "Formula" ჩაირთო!


Posted by: experto 12 Sep 2019, 16:17
ტ/კ "Formula" ჩაირთო ციფრული მაუწყებლობის 474.000 სიხშირეზე!

https://forum.ge/?f=81&showtopic=34349183

ჯერ ეკრანზე "მატრასია" და როგორც ცნობილია მაუწყებლობა დაიწყება ოქტომბრის თვეში!

ასევე როგორც ცნობილია ახალი ტელე-არხი შექმნილია "ფორმულა კრეატივის" ჯგუფის მიერ და მას უხელმძღვანელებს მიშა მშვილდაძე! popcorn.gif

user posted image

Posted by: iverski 12 Sep 2019, 16:23
ჰოო, მეთქი შუმახერზეა საუბარი.

ტიპი კომიდან გამოვიდა, 9 ში პარიზში ჩამოიყვანეს და უკეთებენ ექსპერიმენტალურ ოპერაციას
წარმატებები მიქაელს
მაგარი კაცი

Posted by: SPLIYVI 12 Sep 2019, 16:24
QUOTE
ტიპი კომიდან გამოვიდა

ხო იცი რა თქვა?

კიდე ბიძინაა საქართველოშიო?

Posted by: akkai 12 Sep 2019, 16:26
QUOTE
 "Formula" ჩაირთო!


up.gif

არ ვიცი რატომ, მაგრამ ყველაზე ძალიან ამ არხს ვგულშემატკივრობ


წარმატებები !!!

Posted by: iverski 12 Sep 2019, 16:26
QUOTE (SPLIYVI @ 12 Sep 2019, 16:24 )
QUOTE
ტიპი კომიდან გამოვიდა

ხო იცი რა თქვა?

კიდე ბიძინაა საქართველოშიო?

ხო იცი რა უპასუხეს?
არაო, თორემ ისევ კომაში ჩავარდებოდა

Posted by: iosebovich 12 Sep 2019, 16:27
SPLIYVI
iverski
biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

თქვენ არ მეისპეთ biggrin.gif

Posted by: da2cha 12 Sep 2019, 16:27
QUOTE
"Formula" ჩაირთო!



ჩიფსების თაობა დააბრუნონ მაგ ფარჩაკებმა !!!

კაი ხო ჩიფსების თაობა ვერ იქნება მაგრამ რამე მსგავსი, მყუდრო....

Posted by: senpai 12 Sep 2019, 16:28
QUOTE
"Formula" ჩაირთო!

აქცენტი რაზე ექნებათ ამათ ? საინფორმაციო თუ გასართობი ?

Posted by: DATOIA 12 Sep 2019, 16:28
ბიჯო, ამათ ხომ ჰქონდათ არხი "მესამე" - იმის upgrade არის თუ როგორ იქნება ? boli.gif

Posted by: Iaraj7 12 Sep 2019, 16:38
რა არხია ეს ვაფშე..............................

Posted by: SPLIYVI 12 Sep 2019, 16:39
iverski
QUOTE
ხო იცი რა უპასუხეს?
არაო, თორემ ისევ კომაში ჩავარდებოდა

biggrin.gif


მამუკაც ჩაჩურჩულეს
ჩათვალე გამოვა

Posted by: pitch_perfect 12 Sep 2019, 16:58
ოჰ. გადანაწილდნენ მონები ახალ-ახალ ტელევიზიებში. კეზერას არხზე რომ მუშაობ და რამე პრეტენზია გექნება რამეზე, უნდა ჩაგდღნას ადამიანმა.

Posted by: konformist 12 Sep 2019, 18:14
QUOTE (akkai)
არ ვიცი რატომ, მაგრამ ყველაზე ძალიან ამ არხს ვგულშემატკივრობ

მეც

ვნახოთ

კაი "სასტავი" უნდა შეკრან

Posted by: ცერცვა. 12 Sep 2019, 18:17
QUOTE (iverski @ 12 Sep 2019, 16:23 )
ჰოო, მეთქი შუმახერზეა საუბარი.

ტიპი კომიდან გამოვიდა, 9 ში პარიზში ჩამოიყვანეს და უკეთებენ ექსპერიმენტალურ ოპერაციას
წარმატებები მიქაელს
მაგარი კაცი

კომიდან 3 წლის წინ გამოვიდაო წერდნენ და ახლა რანაირად გამოვიდა? :დ

Posted by: 200000 12 Sep 2019, 18:20
akkai
იმედია ტვ11- ის ბედს არ გაიზიარებენ

Posted by: iverski 12 Sep 2019, 18:26
QUOTE (ცერცვა. @ 12 Sep 2019, 18:17 )
QUOTE (iverski @ 12 Sep 2019, 16:23 )
ჰოო, მეთქი შუმახერზეა საუბარი.

ტიპი კომიდან გამოვიდა, 9 ში პარიზში ჩამოიყვანეს და უკეთებენ ექსპერიმენტალურ ოპერაციას
წარმატებები მიქაელს
მაგარი კაცი

კომიდან 3 წლის წინ გამოვიდაო წერდნენ და ახლა რანაირად გამოვიდა? :დ

ჰოდა მაშინ უთქვამს, ტელევიზორი ჩამირთეთო. ბიძინა გასჩითვია დაპირებებით და აიიი ზუსტად მაშინ მეეტყ... შეუბრუნდა კომა. ეხლა უმალავენ

აგერ მამუკიას ამბავიც უხარებიათ...
რაღა მოკლავს თუ ამ ფორუმზე არ შემოვიდა

Posted by: levani169 12 Sep 2019, 21:19
ემანუელა უნდა გავუშვა პირველ დღესო მიშა მშვილდაძეს უთქვია,ახალგაზრდობა უნდა მოვიზიდოო!

Posted by: Outdoor 13 Sep 2019, 02:28
წარმატებას ვუსურვებ ამ არხს
მაგრამ ძალიან დიდ ამბიციები აქვთ
თუ ხარ კარგი პროდაქშენში იმას არ ნიშნავს რომ ცალკე ტელევიზია უხელმძღვანელებ

ერთადერთი რეიტინგული პროექტი ჰქინდათ ჩცდ რაც ტოპ 10ულსი მინახავს
და მარტო ამით ტელევიზიას ვერ გაქაჩავ
რატომღაც მგონია ბევრს არ გაქაჩევენ

Posted by: Ninelku 13 Sep 2019, 03:46
iverski
QUOTE
ხო იცი რა უპასუხეს?
არაო, თორემ ისევ კომაში ჩავარდებოდა

არასწორი ინფორმაცია გქონიათ.
უპასუხეს, რომ არა, ბიძინა აღარ არის, მაგრამ
მიჰამ ჰამოდი მოახერხა და ისევ კომაში ჩავარდნილა. gigi.gif

Posted by: moen29 13 Sep 2019, 06:22
QUOTE (pitch_perfect @ 12 Sep 2019, 16:58 )
ოჰ. გადანაწილდნენ მონები ახალ-ახალ ტელევიზიებში. კეზერას არხზე რომ მუშაობ და რამე პრეტენზია გექნება რამეზე, უნდა ჩაგდღნას ადამიანმა.

დოლარი რომ 3 და ნულზეა და ხმას არ იღებ ეე მანდაა მოსადღნავი.. მაგრამ რახან ხმას არ იღებს უკვე მოდღნულია

Posted by: utonega 13 Sep 2019, 07:30
ვგულშემატკივრობ მთელი გულით და სულ ი თ, კაი კამანდაა, მშვილდაძე ჩცდ და რამე, მ არა კეზერაშვილის მოპარული მილიონებით რომ კეთდება მაგაზე ძალიან მწყდება გული

Posted by: konformist 13 Sep 2019, 10:28
QUOTE (utonega)
მ არა კეზერაშვილის მოპარული მილიონებით რომ კეთდება მაგაზე ძალიან მწყდება გული

აპატიეს?

არ მახსოვს ზუსტად, რაღაც სასამართლო ჰქონდა და გამართლდა...
სრულიად ლეგალურად საქმიანობს

დალშე ამ ტელევიზიონჩიკებს არ კიდიათ

პ.ს.
ბიძინას ფულებზე ნეტარება ემართებოდა ერთ დროს ამ ქვეყანას...

Posted by: iosebovich 13 Sep 2019, 10:31
კეზერაშვილს ყველა ბრალდება მოეხსნა და კრისტალია ქოცური სასამართლოს გადაწყვეტილებებით. 1 ლარიც კი არ აქვს სადავო არაფერი. ეხლა კითხვა. მა მილიონები მოიპარაო? ბიძინასთან შეათანხმეთ ხოლმე რაა ჩაანალიზება, იმან იცის. წინ ნუ გადაუხტებით ხოლმე ღმერთის ტოლა კაცსა.

Posted by: konformist 13 Sep 2019, 10:38
QUOTE (iosebovich)
მა მილიონები მოიპარაო?

ნებისმიერი ფული, ამ ქვეყანაში, არის მოპარული, ან იგივე ფული არ არის მოპარული. გააჩნია პოლიტიკურ კონიუნქტურას...

Posted by: mixasa 13 Sep 2019, 10:50
კეზერამ, ომწაგებულმა მინისტრმა, ცნობილი ფაქტია 5 მილიანიანი წვრთნები ჩაატარა ფურცელზე
მსგავსისთვის თავის მეორე (თუ პირველ) სამშობლოში სადაც არ უნდა დამალულიყო იქ მოუხნავდნენ დედას

Posted by: iosebovich 13 Sep 2019, 10:51
mixasa
QUOTE
კეზერამ, ომწაგებულმა მინისტრმა, ცნობილი ფაქტია 5 მილიანიანი წვრთნები ჩაატარა ფურცელზე
მსგავსისთვის თავის მეორე (თუ პირველ) სამშობლოში სადაც არ უნდა დამალულიყო იქ მოუხნავდნენ დედას


დავი. აქ რატო არ მოუხნეს და ყველაფერში გაამართლეს ? ჰა ?

Posted by: mixasa 13 Sep 2019, 11:26
iosebovich
QUOTE
mixasa
QUOTE
კეზერამ, ომწაგებულმა მინისტრმა, ცნობილი ფაქტია 5 მილიანიანი წვრთნები ჩაატარა ფურცელზე
მსგავსისთვის თავის მეორე (თუ პირველ) სამშობლოში სადაც არ უნდა დამალულიყო იქ მოუხნავდნენ დედას


დავი. აქ რატო არ მოუხნეს და ყველაფერში გაამართლეს ? ჰა ?


კაი კითხვაა, ბევრი მიზეზი შეიზლება იყოს, დაწყებული პროკურატურის უვიცობით, მთავრობის უსუსრობით ... და ებრაული ლობით დამთავრებული

Posted by: pucukia 13 Sep 2019, 13:05
რაიმე წინასწარი ინფორმაცია ხო არ გავრცელებულა როდის გავლენ ეთერში ?

ან რა ფორმატით.
ან რა გადაცემებით?

Posted by: akkai 26 Sep 2019, 09:26
ფორმულას მთავარი საინფორმაციო გამოშვება 20 საათზე გავა. საინფორმაციო გამოშვებას, პირველადი ინფორმაციით, ფორმულა ნიუსი ერქმება. ამის შესახებ On.ge-ს არხის დირექტორმა, ზუკა გუმბარიძემ განუცხადა.

ფორმულას ტელევიზიაში მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი ელისო ჯარიაშვილი იქნება
მისივე თქმით, არხის მაუწყებლობის დაწყების თარიღი არ შეცვლილა. პირველი ოქტომბრიდან ფორმულას მაუწყებლობა სერიალებითა და ფილმებით დაიწყება. 5 ოქტომბრიდან ეთერში გავა საინფორმაციო გამოშვებები, 7 ოქტომბრიდან კი არხზე უკვე დილის გადაცემაც ჩაეშვება.

ფორმულამ მაუწყებლობის უფლება 29 აგვისტოს მიიღო. ამ არხის ფორმულა გახსნის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე თვის წინ გახდა ცნობილი. არხის საკონტროლო პაკეტი, 51 პროცენტი თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს ეკუთვნის.

ფორმულა კრეატივი ცნობილია მისი მთავარი პოპულარული პროდუქტით, ყველაზე წარმატებული ქართული სერიალით "ჩემი ცოლის დაქალები", რომელსაც კომპანია რუსთავი 2-ის დაკვეთით იღებდა. ის, ასევე, ინტერნეტგამოცემა On.ge-ს მეწილეცაა. გარდა ამისა, კრეატივის გუნდს ეკუთვნის ფილმები "რაც ყველაზე ძალიან გიყვარს", "ტაქსი", "ჭამა და სექსი", ასევე, მრავალი კომპანიის სარეკლამო რგოლი და ხმაურიანი კამპანია.


https://on.ge/story/43770-%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%9D-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-8-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%90%E1%83%97%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90?utm_source=facebook&utm_medium=fb_page&utm_campaign=fb_page_news&fbclid=IwAR2YRnHnqRrxt47qARi4sWnYHkJKy7CWZbbu9sojB8iwtB6tCBADf-bw0qE

Posted by: B l a c k J a c k 26 Sep 2019, 09:30
კარგია, კარგი.... რას მიაღწია იმ ტვინგლუვმა რუსთავი 2ის დახურვით?
ორი ახალი არხი მიიღო საპასუხოდ.

Posted by: comus-74 26 Sep 2019, 10:37
QUOTE
კარგია, კარგი.... რას მიაღწია იმ ტვინგლუვმა რუსთავი 2ის დახურვით?

ქოცებს არწმუნებდა რომ ძუძუ მის ხელშია არმოჩნდება რომ სტაფილო ჭერია

Posted by: GEORGEXIII 26 Sep 2019, 10:52
QUOTE
ტ/კ "Formula" ჩაირთო ციფრული

კაია მერე მაგას რა ჯობია.

Posted by: dzuku71 26 Sep 2019, 11:28
DATOIA
QUOTE
ბიჯო, ამათ ხომ ჰქონდათ არხი "მესამე" - იმის upgrade არის თუ როგორ იქნება ?

არა "მესამე" ქიბარას დარჩა და კომედი არხის პონტშია .

Posted by: kactus 26 Sep 2019, 11:44
QUOTE
ფორმულას მთავარი საინფორმაციო გამოშვება 20 საათზე გავა. საინფორმაციო გამოშვებას, პირველადი ინფორმაციით, ფორმულა ნიუსი ერქმება. ამის შესახებ On.ge-ს არხის დირექტორმა, ზუკა გუმბარიძემ განუცხადა.

კარგია,კარგი, 20სთ-იანი "ფორმულანიუსი" და 21სთ-იანი "მთავარი"
ერთმანეთს არ დაემთხვევა.

პ.ს. ისე,ეს "ფორმულა" რა სახელია,სხვა ვერაფერი მოიფიქრეს?

Posted by: SPIRIT CRUSHER 26 Sep 2019, 11:51
ფბ გვერდი ან ოფ საიტი აქვთ?!
_______________________________

Posted by: akkai 26 Sep 2019, 12:03
SPIRIT CRUSHER
https://www.facebook.com/FormulaNews/

Posted by: edna mamida 26 Sep 2019, 12:22
მაგთიზე, ყოფილ კავკასუსზე, რა არხზე გავა?


kactus
QUOTE


პ.ს. ისე,ეს "ფორმულა" რა სახელია,სხვა ვერაფერი მოიფიქრეს?

ფორმულა კრეატივის არხია და ალბათ ამიტომ, თუმცა რაღაც სპორტულ-მეცნიერულ ასოციაციებს აღძრავს.
არაუშავს, ხალხია კარგი.

Posted by: praaalo 26 Sep 2019, 12:59
“ფორმულა”

უკვე ცნობილია, რომ დავით კეზერაშვილისა და “ფორმულა კრეატივის” მიერ დაანონსებული არხი 1 ოქტომბერს გავა ეთერში. “ჩემი ცოლის დაქალების” ახალი სეზონს მაყურებელი სწორედ ამ არხზე უნდა დაელოდოს. “ფორმულას”

“რუსთავი 2-ის” ყოფილ თანამშრომელთა ნაწილი უკვე შეუერთდა, მათ შორის, “დილა მშვიდობისა, საქართველოს” გუნდის ძირითადი შემადგენლობა. “დილა მშვიდობისას” “ფორმულაზე” ყოველ სამუშაო დღეს ეკა სამხარაძე გვეტყვის.

საინფორმაციო სამსახურის ხელმღვანელი გიორგი ლაფერაშვილი იქნება. ძველი რუსთავიორელებიდან ფორმულაზე გადავიდნენ ნანა ინწკირველი, მაკა ფანქველაშვილი, დავით ქაშიაშვილი, სოფო ზურაბიანი, ქეთი ნადიბაიძე და თამარ ჭავჭავაძე.

საინფორმაციო გამოშვების მთავარი წამყვანი ჟურნალისტი ელისო ჯარიაშვილი იქნება, ცნობილია, რომ არხზე ვნახავთ “მაესტროს”, პირველი არხის და ტვ პირველის, ასევე “ნეტგაზეთის”, “რადიო თავისუფლების” და “ლიბერალის” ჟურნალისტების ნაწილს.

ვის ველოდოთ
მომღერალ გიორგი ცხადაძეს, ბლოგერ ვაკო კვაჭახიას.

რას ველოდოთ
ახალ ქართულ სერიალს “ჩემი ცოლის დაქალების” შემქნელებისგან.

რას ამბობენ
ერთ-ერთი ვერსიით, “ფორმულაზე” “რუსთავი 2-დან” ვაშინგტონის ბიუროს ჟურნალისტი დავით ნიკურაძე და ბრიუსელის ბიუროს ჟურნალისტი თამარ ნუცუბიძე, ასევე “პოსტ-სკრიპტუმის” ყოფილი წამყვანი დავით კიკალიშვილი შეიძლება ვიხილოთ.

Posted by: edna mamida 26 Sep 2019, 13:26
QUOTE

“რუსთავი 2-ის” ყოფილ თანამშრომელთა ნაწილი უკვე შეუერთდა, მათ შორის, “დილა მშვიდობისა, საქართველოს” გუნდის ძირითადი შემადგენლობა. “დილა მშვიდობისას” “ფორმულაზე” ყოველ სამუშაო დღეს ეკა სამხარაძე გვეტყვის.

საინფორმაციო სამსახურის ხელმღვანელი გიორგი ლაფერაშვილი იქნება. ძველი რუსთავიორელებიდან ფორმულაზე გადავიდნენ ნანა ინწკირველი, მაკა ფანქველაშვილი, დავით ქაშიაშვილი, სოფო ზურაბიანი, ქეთი ნადიბაიძე და თამარ ჭავჭავაძე.

საინფორმაციო გამოშვების მთავარი წამყვანი ჟურნალისტი ელისო ჯარიაშვილი იქნება, ცნობილია, რომ არხზე ვნახავთ “მაესტროს”, პირველი არხის და ტვ პირველის, ასევე “ნეტგაზეთის”, “რადიო თავისუფლების” და “ლიბერალის” ჟურნალისტების ნაწილს.

ვის ველოდოთ
მომღერალ გიორგი ცხადაძეს, ბლოგერ ვაკო კვაჭახიას.

რას ველოდოთ
ახალ ქართულ სერიალს “ჩემი ცოლის დაქალების” შემქნელებისგან.

რას ამბობენ
ერთ-ერთი ვერსიით, “ფორმულაზე” “რუსთავი 2-დან” ვაშინგტონის ბიუროს ჟურნალისტი დავით ნიკურაძე და ბრიუსელის ბიუროს ჟურნალისტი თამარ ნუცუბიძე, ასევე “პოსტ-სკრიპტუმის” ყოფილი წამყვანი დავით კიკალიშვილი შეიძლება ვიხილოთ.

საინტერსოა ნამდვილად .

Posted by: dega 26 Sep 2019, 13:31
რა ხდება??
რამდენი არხი გაქვთ??
რა დღეში იქნება ამათი პულტები წარმომიდგენია
სადაც გადართავენ ყველგან გინება და ფურთხება
lol.gif lol.gif

Posted by: kwinto 26 Sep 2019, 16:20
B l a c k J a c k
QUOTE
ორი ახალი არხი მიიღო საპასუხოდ.

ორი ტანკი მოერევა თუ ერთი ტანკი? ©

Posted by: cheguevarra 26 Sep 2019, 16:44
უუუუუუუუ.. მიტინგი დამანახეთ აქცია აქცია!! მიტინგი მინდა! ბი ძი ნა.. ბიი ძი ნაა.. მმიი შაა.. მიი შააა.. წაა დი! მოო დი! ავოიეეე.. gigi.gif

Posted by: B l a c k J a c k 26 Sep 2019, 16:52
kwinto
QUOTE
ორი ტანკი მოერევა თუ ერთი ტანკი? ©

29ში ირბენ ნახევარ მარათონს?

Posted by: black hawk 26 Sep 2019, 17:09
B l a c k J a c k
QUOTE
კარგია, კარგი.... რას მიაღწია იმ ტვინგლუვმა რუსთავი 2ის დახურვით?
ორი ახალი არხი მიიღო საპასუხოდ.


ერორი ჰიდრა გამოდგა, ერთი თავი მოჭრეს და ორი ამოუვიდა, ჭორვილელი ჰერკულესი საგონებელშია

Posted by: B l a c k J a c k 26 Sep 2019, 17:21
black hawk
QUOTE
ერორი ჰიდრა გამოდგა, ერთი თავი მოჭრეს და ორი ამოუვიდა, ჭორვილელი ჰერკულესი საგონებელშია

მასეც იქნებოდა. განა იმიტომ რომ რუსთავი ორი ან ანცები ან ქოცები.
ადამიანის საბაზისო თვისებებს ვერ შეაკავებ: ჭამა, სექსი, სიხარული, მოგზაურობა და ა.შ.
მოვიდა ტიპი და მოჯვა ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით.
რუსთავი ორის პროპაგანდის დამარცხება იქნებოდა საქმის კეთება და იმედით მისსი გაშუქება.
ესენი იმედსაც იგივეს აკეთებინებდნენ რასაც რუსთავი ორს და რუსთავი ორი არ მოსწონდათ: აყალბებსო ნიუსებსო.
მრევლიც იგივე.
შესაბამისად სანამდე უნდა აკავონ ეს ინფორმაცია? მოხდა ის რაც უნდა მომხდარიყო.
ინტერნეტის ხანაში ტიპი ტელევიზიას კეტავს. დებილია აბა რა არის.

Posted by: kwinto 26 Sep 2019, 18:15
B l a c k J a c k
QUOTE
29ში ირბენ ნახევარ მარათონს?

სიარული არ მოსულა? მაგას გავქაჩავ biggrin.gif

ჩემი კომენტარი იმას შეეხებოდა, რომ მთავარი+ფორმულა < რ2 (ყოფილზე)

Posted by: manuchari123456 26 Sep 2019, 18:31
ფეისბუქზე კურიერზე 3 ჯერ მეტი უყურებს მთავარს. 500 კაცი ყავთ და აქედან უმრავლესობა ინერციით დარჩენილი ვისაც გამოწერილი ჰქონდა გვერდი და უგდებს ავტომატურად.

Posted by: B l a c k J a c k 26 Sep 2019, 18:55
kwinto
QUOTE
სიარული არ მოსულა? მაგას გავქაჩავ

დროში ხარ შეზღუდული: 2,5 ნახევარში თუ სამ საათსი უნდა ჩაეტიო. მე ორ საათში ვატევ 21 კმს biggrin.gif

QUOTE
ჩემი კომენტარი იმას შეეხებოდა, რომ მთავარი+ფორმულა < რ2 (ყოფილზე)

მივხვდი. ეგ ჯერჯერობით. სახელი რომ წაართვა მანდ მოიგო, მაგრამ თავიდან თვითონ რუსთავი ორმაც ორი ოთახიდან დაიწყო.
ფაქტია კრიტიკული ტელევიზია აუცილებელია და თუ გინდა ნიკოლოდიონმა აკრიტიკოს ხელისუფლება.

Posted by: kwinto 26 Sep 2019, 19:14
B l a c k J a c k
QUOTE
მივხვდი. ეგ ჯერჯერობით. სახელი რომ წაართვა მანდ მოიგო, მაგრამ თავიდან თვითონ რუსთავი ორმაც ორი ოთახიდან დაიწყო

ტექნიკურ საკითხებს მოევლება, ეგ არ არის პრობლემა. რეალურად ხალხი გაყვეს სამად: დარჩენილები, მთავარი და ფორმულა. ანუ გაფანტეს და ჯამში დაასუსტეს. Divide et impera!

Posted by: SPIRIT CRUSHER 26 Sep 2019, 21:39
QUOTE (akkai @ 26 Sep 2019, 12:03 )
SPIRIT CRUSHER
https://www.facebook.com/FormulaNews/

მადლობა

Posted by: დოსტოევსკი 26 Sep 2019, 21:42
QUOTE (200000 @ 12 Sep 2019, 18:20 )
akkai
იმედია ტვ11- ის ბედს არ გაიზიარებენ

ტვ11-ს ვერც გაუტოლდებიან. რა კარგი არხი იყო და მაინც დაიხურა

Posted by: picpic 26 Sep 2019, 23:08
ესენი როდის გადიან ეთერში?

თუ, ვერ გაქაჩეს და გადაიფიქრეს?!

Posted by: GEORGIA007 26 Sep 2019, 23:10
QUOTE
ტიპი კომიდან გამოვიდა, 9 ში პარიზში ჩამოიყვანეს და უკეთებენ ექსპერიმენტალურ ოპერაციას
წარმატებები მიქაელს

კიდე ოპერაცია?

Posted by: Outdoor 27 Sep 2019, 02:07
picpic
ოქტომბერში მაგრმ სიმართლე გითხრა არა გონია დიდხანს გაძლონ

Posted by: Outdoor 28 Sep 2019, 18:01
ცოტა ნერვებზე მიშლის ეს არხი

ფეისბუქ გვერდზე ჩცდ გარდა არანაირი რეკლამა არ გადის და ჩცდი მარტო უნდათ არხის გაკეთება და გარეიტინგება?
ძალიან სისულელ მგონია ეს იდეა..
და ტვ 11 ბედზე ადრე დაამთვარებენ
* * *
ძლიან მაგარია
არც ერთი არც ემორე პერსონაჟი არ მევასებოდა
ეს ზურა ნიჟარაძეც არ იქნება (ეგონას სიძე)

user posted image

Posted by: Angel Rolan 28 Sep 2019, 19:23
QUOTE
ინტერნეტის ხანაში ტიპი ტელევიზიას კეტავს. დებილია აბა რა არის.

up.gif

Posted by: Hermosa 28 Sep 2019, 19:37
QUOTE (Outdoor @ 28 Sep 2019, 18:01 )
ცოტა ნერვებზე მიშლის ეს არხი

ფეისბუქ გვერდზე ჩცდ გარდა არანაირი რეკლამა არ გადის და ჩცდი მარტო უნდათ არხის გაკეთება და გარეიტინგება?
ძალიან სისულელ მგონია ეს იდეა..
და ტვ 11 ბედზე ადრე დაამთვარებენ
* * *
ძლიან მაგარია
არც ერთი არც ემორე პერსონაჟი არ მევასებოდა
ეს ზურა ნიჟარაძეც არ იქნება (ეგონას სიძე)

user posted image

დაუსრულებიათ ამათ კარიერა და ეგაა არა და თენგუა კარგი იყო ლუნაც

რით მოხიბლა ნეტა კომედიმ? პრაქტიკულად ურეიტინგოები არიან

Posted by: Outdoor 28 Sep 2019, 19:41
Hermosa

ვატ?

პირადად მე თენგოის კადრებს თავისი უაზრო რუსული ოლიგარქებით ვახვევდი
ლუნა კი ბოლოდ დროს ვაფშე არასაინტერესო იყო..

იმედია ნიჟარაძე (ეგონას სიძე) ეოლიც კომედიშია არ იქნება - ხარახურა ხალხი

Posted by: babsi 28 Sep 2019, 19:51
რ2 ვინც დარჩა აღარ ათამაშებენ, რაარის სექტაა თუ რაშია საქმე. რამდენჯერ გადაცვალ-გადმოცვალეს მსახიობები ეს სერიალიც ჩაკვდება, ნამეტანი დააჩლუნგეს

Posted by: Outdoor 1 Oct 2019, 02:22

ხვალ ირთვება არხი:

18:00 თურქული სერიალი
20:00 თურქული სერიალი
7 ოქორმბრიდან დილა მშვიდობისა საქართველო
25 ოქტომბრიდან ჩემი ცოლის დაქალები


ამ არხის აზრს ვინმე მეტყვის>
უფრო მეტი თურქული სერიალი drug.gif

Posted by: Faulkner 1 Oct 2019, 02:29
Outdoor
QUOTE
ხვალ ირთვება არხი:

18:00 თურქული სერიალი
20:00 თურქული სერიალი
7 ოქორმბრიდან დილა მშვიდობისა საქართველო
25 ოქტომბრიდან ჩემი ცოლის დაქალები


ამ არხის აზრს ვინმე მეტყვის>
უფრო მეტი თურქული სერიალი

ჩცდ უფრო მაღალი დონეა?

Posted by: Outdoor 1 Oct 2019, 02:33
Faulkner
თურქული სირობებეი რა პონტში მინდა
თურქეთში უყურონ
ჩემთვის ახლოს ჩცდ და ძალიანაც მახალისებს
ქართული პროდუქტია
მე ფორმულას აზრს ვერ ხვდები..

Posted by: ladylike 1 Oct 2019, 09:12
QUOTE
             "Formula" ჩაირთო!


კი

Posted by: chombe 1 Oct 2019, 09:44
QUOTE
ინტერნეტის ხანაში ტიპი ტელევიზიას კეტავს. დებილია აბა რა არის.


მეტიც....



Posted by: experto 1 Oct 2019, 12:45
QUOTE
"Formula" ჩაირთო!



სატესტო მაუწყებლობა უკვე ჩართულია და სერიალები გადის ეთერში! bis.gif


Posted by: mouravi 1 Oct 2019, 12:49
ისე ერთი სერიალისთვის,თუნდაც ხარისხიანი სერიალისთვის, ღირს ამდენი წვალება და ხარჯი?

Posted by: kande1995 1 Oct 2019, 12:52
ამ ფორმულაზე და მთავარ არხზე სულ რომ მე-19 საუკუნის ფილმები გადის არ შეუძლიათ 21-ე საუკინის ფილმებიც გაუშვან?

და ისევ თურქული სერიალების გაშვებას რომ აპირებენ არ შეუძლიათ ერთი მაინც ევროპული ან ამერიკული გაუშვან?

ან რამე დოკუმენტური ფილმები იყოს ან ზოგადად რამე სიახლე რომ დანერგონ ასე რთულია?


ფორმულას რეიტინგი 5%ს ვერ აცდება აგერ მე და აგერ თქვენ

მთავარ არხს საინფორმაციოების წყალობით კიდე ექნება რაღაც რეიტინგი

Posted by: experto 1 Oct 2019, 13:04
kande1995

მაგ არხის მთავარი დანიშნულება არის ოპოზიციური არხების ბალანსის შექმნა თორე ხომ ვხედავთ რომ მედიის 90% ქოცები აკონტროლებენ მარა მაინც ყვირიან თავისუფალია მედიაო! biggrin.gif

ანუ კიდევ ერთი ოპოზიციური არხი შეიქმნა ესაა და ეს

ხოლო ბოლო არჩევნებს თუ გადავხედავთ ოპოზიციურად მოაზროვნე ძაან ბევრია ქვეყანაში - 8XXXXX yes.gif

Posted by: kande1995 1 Oct 2019, 13:12
QUOTE
მაგ არხის მთავარი დანიშნულება არის ოპოზიციური არხების ბალანსის შექმნა


მერე არ შეიძლება თან ოპოზიციური არხი იყოს და თან ნორმალური პროდუქტი შექმნან?biggrin.gif

Posted by: J4st5 1 Oct 2019, 13:25
QUOTE (experto @ 1 Oct 2019, 13:04 )

ხოლო ბოლო არჩევნებს თუ გადავხედავთ ოპოზიციურად მოაზროვნე ძაან ბევრია ქვეყანაში - 8XXXXX yes.gif

და მაინც კუზიანი კუანა დედაბერი გვაყვს პრეზიდენატდ ოოო იე gigi.gif

Posted by: experto 1 Oct 2019, 13:39
QUOTE
და მაინც კუზიანი კუანა დედაბერი გვაყვს პრეზიდენატდ ოოო იე



დღეს ბებრების დაცვის საერთაშორისო დღეა! love.gif


user posted image

Posted by: edna mamida 1 Oct 2019, 14:12
QUOTE
ამ ფორმულაზე და მთავარ არხზე სულ რომ მე-19 საუკუნის ფილმები გადის არ შეუძლიათ 21-ე საუკინის ფილმებიც გაუშვან?

გდს ჩართე

ძლივს კარგ ფილმებს უშვებენ ქართულ არხზე და რატომო კითხულობენ

Posted by: ბეჟანბეჟანი 1 Oct 2019, 14:15
experto
QUOTE
"Formula" ჩაირთო!

"Formula" რომელი პარტიის ტელევიზიაა?
სავარაუდოდ "ევროპული საქართველოსი" ხომ?

Posted by: iosebovich 1 Oct 2019, 15:50
დაწერეთ რა ვინც სახლში ხართ სილკნეტზე ჩAირთო ? და რა ნომრითაა ? წინასწარ მადლობა ...

Posted by: cheguevarra 1 Oct 2019, 15:52
QUOTE
"Formula" ჩაირთო!

ნიჩივო, გამორთე..

Posted by: SPIRIT CRUSHER 1 Oct 2019, 21:45
მაივიდეოს არ აქვს ხო?
______________________

Posted by: inteZ 1 Oct 2019, 21:58
SPIRIT CRUSHER
QUOTE
მაივიდეოს არ აქვს ხო?

როგორც ვიცი ჯერ არ აქვს.
ლაივი -
http://formula.ge/#/player
m3u ფორმატში აქ ვერ იდება,ფაილი გადმოწერეთ ვისაც გჭირდებათ-
https://easyupload.io/zwczol

Posted by: SPIRIT CRUSHER 1 Oct 2019, 22:14
QUOTE (inteZ @ 1 Oct 2019, 21:58 )
SPIRIT CRUSHER
QUOTE
მაივიდეოს არ აქვს ხო?

როგორც ვიცი ჯერ არ აქვს.
ლაივი -
http://formula.ge/#/player
m3u ფორმატში აქ ვერ იდება,ფაილი გადმოწერეთ ვისაც გჭირდებათ-
https://easyupload.io/zwczol

მადლობა

Posted by: dzuku71 1 Oct 2019, 22:33
სილკმა უკვე მომახარა მე-12 არხზე იქნებაო

Posted by: Outdoor 2 Oct 2019, 02:39
რა საინტერეოა ფორმულაზე პირველი დღიდან რეკლამა გადის მთავარი არხსგან განსხვავებით

Posted by: vashadzepay 2 Oct 2019, 02:43
QUOTE (Outdoor @ 2 Oct 2019, 02:39 )
რა საინტერეოა ფორმულაზე პირველი დღიდან რეკლამა გადის მთავარი არხსგან განსხვავებით

კეზერაშვილის მოპარული მილიონებით ფინანსდება yes.gif yes.gif yes.gif yes.gif yes.gif yes.gif yes.gif yes.gif yes.gif

Posted by: Outdoor 2 Oct 2019, 03:03
vashadzepay
რეკლამა ზუსტად დაფინანსებაა
კეზერაშვილი რეკლამებით აფინანსებს
wtf

პ,ს,

user posted image

Posted by: vashadzepay 2 Oct 2019, 03:11
Outdoor
კი რეკლამებით, გალფი კეზერასია, გალფმა რო 5 მაგი გადაიხადოს , რეკლამის ღირებულების , ეგ გამოდის გათეთრება

Posted by: ტერა 2 Oct 2019, 11:00
გამახსენეთ, კეზერაშვილის მილიონები როგორ პრავდება. old.gif

Posted by: experto 2 Oct 2019, 12:34
QUOTE
გამახსენეთ, კეზერაშვილის მილიონები როგორ პრავდება.



ისევე როგორც რუსთავი2 ქოცებისთვის გადაცემა yes.gif

Posted by: pucukia 2 Oct 2019, 12:45
და რატო ვერ ან არ იჭერენ?

Posted by: edna mamida 2 Oct 2019, 14:34
ახლა ვუყურე მათი საინფორმაციო სამსახურის ანონსს
მშვენიერი გუნდია.
ვინც კარგი იყო რ2-ზე ყველა ამ ტელევიზიებში გადანაწილდა.
ეკო მაღრაძე ვნახე გუშინწინ მთავარის ახალ ამბებში. მარიამ გაფრინდაშვილიც მთავარზე მივიდა გუშინ .
მთავარი და ფორმულა იქნებიან მთავარი არხები მედია ბაზარზე, პირველიც .
იმედია აცლის მავნებლების ხელისუფლება ამ სამ არხს განვითარებას

Posted by: Outdoor 2 Oct 2019, 15:04
edna mamida
თუ არ ვცდები გაფრინდაშვილი დასამშვისენლად მოვიდა
როგორც ვიცი ამეიკაში მისის რაღაც პერიოდით

Posted by: edna mamida 2 Oct 2019, 16:15
Outdoor
QUOTE

თუ არ ვცდები გაფრინდაშვილი დასამშვისენლად მოვიდა
როგორც ვიცი ამეიკაში მისის რაღაც პერიოდით

ამდენი არ ვიცი.
მთავარია რომ ფორმულაც ამუშავდება. ჟურნალისტების კარგი გუნდი ჰყავთ.

Posted by: qutaturi 2 Oct 2019, 16:24
ვისია,ვისი

და ვისკენაა?

ევრონაცები?

Posted by: მაწო-_- 2 Oct 2019, 21:07
QUOTE
> "Formula" ჩაირთო!

ყურობთ? ისმის კეზერას ხმა?

Posted by: Ninelku 2 Oct 2019, 23:40
მაწოsleep.gif
QUOTE
ყურობთ? ისმის კეზერას ხმა?

არა, ვთვალობთ. ამიტომ, კეზერას ხმა არ ისმის, მხოლოდ ჩანს. gigi.gif

Posted by: არმეძებო 3 Oct 2019, 00:13
ცუდი ამბავი მაქვს ჩცდ-დან ლუნა,თენგოი და სიდედრს დედას რომ ეძახდა,ეგ სამი მსახიობი გაუშვიათ,კომედი შოუზე რომ მივიდნენო მაგიტომო,კაშმარ!
ის ბიძინას,პონტში რომ გაჩითეს,მაგას მოქოქავენ ახლა,ტიპი თავიდან ჯიგარი ალალი სოფლელი იყო,ბოზი თამუნა ყავდა ცოლად და ეკიდა და მასტებმა მონსტრი შექმნეს მისგან,პოლიტკონიუნქტურის გამო.

Posted by: nata.nn 3 Oct 2019, 00:16
ვაადაიწყო ჩცდ ?

~~~~~~~~~~~~~~~~~~~~

Posted by: experto 3 Oct 2019, 07:37

QUOTE
ცუდი ამბავი მაქვს ჩცდ-დან ლუნა,თენგოი და სიდედრს დედას რომ ეძახდა,ეგ სამი მსახიობი გაუშვიათ,კომედი შოუზე რომ მივიდნენო მაგიტომო,კაშმარ!



ფაქტიურად სერიალი დააზიანეს მაგით, ბევრს ქონდა ზუბი მაგ სერიალზე და მსახიობები გადაიბირეს კარგი პირობებით

თუ ვინ გადაიბირა ძნელი გამოსაცნობი არაა, ვისაც დასცინოდნენ მაგენმა !

Posted by: kanian_U 4 Oct 2019, 01:29
ერთი თავი მოჭრეს და ორი ამოვიდა
ნახევარი რუსთავი 2 აქაა
https://www.facebook.com/114735666574826/posts/129584195089973/

Posted by: Outdoor 4 Oct 2019, 01:52
არმეძებო
3 ყველაზე ამაზრზენი პერსონაჟი რომელიც ატანა არ მქონდა
უაზო თენგოი ტAვისი კოშმარული რუსულებით და პროვინციალიზმით, მაგისი წიკბინა და ფისი ხაზიც დათვAრებულია და საბოლოოდ ჭამა სმაზე დამოდებული ამაზრზენი მერავა

ცუდი ამაბები არ კვახი -ძალიან გამიხარდა
* * *
არმეძებო
3 ყველაზე ამაზრზენი პერსონაჟი რომელიც ატანა არ მქონდა
უაზო თენგოი ტAვისი კოშმარული რუსულებით და პროვინციალიზმით, მაგისი წიკბინა და ფისი ხაზიც დათვAრებულია და საბოლოოდ ჭამა სმაზე დამოდებული ამაზრზენი მერავა

ცუდი ამაბები არ კვახი -ძალიან გამიხარდა
* * *
არმეძებო
3 ყველაზე ამაზრზენი პერსონაჟი რომელიც ატანა არ მქონდა
უაზო თენგოი ტAვისი კოშმარული რუსულებით და პროვინციალიზმით, მაგისი წიკბინა და ფისი ხაზიც დათვAრებულია და საბოლოოდ ჭამა სმაზე დამოდებული ამაზრზენი მერავა

ცუდი ამაბები არ კვახი -ძალიან გამიხარდა

Posted by: არმეძებო 4 Oct 2019, 02:04
Outdoor
QUOTE
3 ყველაზე ამაზრზენი პერსონაჟი რომელიც ატანა არ მქონდა
უაზო თენგოი ტAვისი კოშმარული რუსულებით და პროვინციალიზმით, მაგისი წიკბინა და ფისი ხაზიც დათვAრებულია და საბოლოოდ ჭამა სმაზე დამოდებული ამაზრზენი მერავა

ცუდი ამაბები არ კვახი -ძალიან გამიხარდა


ახლა გახდნენ ამაზრზენები ხო?

QUOTE
3 ყველაზე ამაზრზენი პერსონაჟი რომელიც ატანა არ მქონდა
უაზო თენგოი ტAვისი კოშმარული რუსულებით და პროვინციალიზმით, მაგისი წიკბინა და ფისი ხაზიც დათვAრებულია და საბოლოოდ ჭამა სმაზე დამოდებული ამაზრზენი მერავა

ცუდი ამაბები არ კვახი -ძალიან გამიხარდა


ახლა გახდნენ ამაზრზენები ხო?


QUOTE
3 ყველაზე ამაზრზენი პერსონაჟი რომელიც ატანა არ მქონდა
უაზო თენგოი ტAვისი კოშმარული რუსულებით და პროვინციალიზმით, მაგისი წიკბინა და ფისი ხაზიც დათვAრებულია და საბოლოოდ ჭამა სმაზე დამოდებული ამაზრზენი მერავა

ცუდი ამაბები არ კვახი -ძალიან გამიხარდა


შენ ჯინაზე უნდა დავაბრუნებინო ეგ სამივე მსახიობიsmile.gif)

რა ბოროტია ტიპი პროსტა რიაა..

Posted by: Outdoor 4 Oct 2019, 02:49
არმეძებო

ჩცდ თემას თუ გაიაკითხვას შეგიძლია ამოქოქო ჩემი ძველი მესიჯები ამ 3 პერსონაჯზე

ეს ისე ცნობისთვის

რა ბოწო წიპია პრიოსწია

Posted by: gigaia55 4 Oct 2019, 09:07
ვნახოთ საინფორმაციო კუთხით რა იქნება თორე სერიალებით ჩემთვის იმედგაცრუებაა

Posted by: dzuku71 4 Oct 2019, 09:14
QUOTE
> "Formula" ჩაირთო!

სილკნეტზე არის/ვერ ვნახე

Posted by: experto 4 Oct 2019, 13:08
QUOTE
 "Formula" ჩაირთო!



user posted image

Posted by: manuchari123456 5 Oct 2019, 20:08
ჩაირთო ფორმულა. ეგრევე ბიძინაზე ნიუსით.

ბორჯომის პარკსაც მიდგომია ხიხო

http://formula.ge/#/player

user posted image

Posted by: Outdoor 5 Oct 2019, 20:13
კაი ნიუსებია მაგრამ რაღაცნაირად ტვ რიონის პონტში იყო..

ცოტა პროვინციულად..

არ მჯერა მე ამ არხის მაღალ რეიტინგის sad.gif

Posted by: manuchari123456 5 Oct 2019, 20:23
QUOTE (Outdoor @ 5 Oct 2019, 20:13 )
კაი ნიუსებია მაგრამ რაღაცნაირად ტვ რიონის პონტში იყო..

ცოტა პროვინციულად..

არ მჯერა მე ამ არხის მაღალ რეიტინგის sad.gif

დაიხვეწებიან.

ნიჭიერი ხალხია მისული

Posted by: edna mamida 5 Oct 2019, 20:34
QUOTE

ბორჯომის პარკსაც მიდგომია ხიხო

რაც ბოტანიკურს უქნა, იგივეს აკეთებს ბორჯომში
რა უნდა თქვა ამ თავგასულობაზე აღარც ვიცი
არ გამიკვირდება, მალე, აბასთუმნის ობსერვატორიასაც თუ გამოუჩნდება “ უკეთესი ადგილი“
QUOTE
დაიხვეწებიან.

ნიჭიერი ხალხია მისული

yes.gif

Posted by: kakovini123 6 Oct 2019, 00:49
რამდენიმე დღეა რაც ჩაირთონ ფორმულა და ჯერ-ჯერობით მთავარ არხზე ორგანიზებული ტელევიზია ჩანს...

მთავარზე ჯერაც მხოლოდ პოლიტიკური გადაცემები და მე-19 საუკუნის ფილმები გადის, საიტიც არ ჩაირთულა და ინტერნეტ ლაივიც არ აქვთ.


და ფორმულას უკვე საინფორმაციოც აქ, სერიალებიც გადის, ნორმალური ფილმებიც, საიტიც ჩართულია და ინტერნეტ ლაივიც აქვთ...

Posted by: Free_World 6 Oct 2019, 00:52
QUOTE (kakovini123 @ 5 Oct 2019, 16:49 )
რამდენიმე დღეა რაც ჩაირთონ ფორმულა და ჯერ-ჯერობით მთავარ არხზე ორგანიზებული ტელევიზია ჩანს...

მთავარზე ჯერაც მხოლოდ პოლიტიკური გადაცემები და მე-19 საუკუნის ფილმები გადის, საიტიც არ ჩაირთულა და ინტერნეტ ლაივიც არ აქვთ.


და ფორმულას უკვე საინფორმაციოც აქ, სერიალებიც გადის, ნორმალური ფილმებიც, საიტიც ჩართულია და ინტერნეტ ლაივიც აქვთ...

სერიოზლი გუნდი შედგა ფორმულაზე და მაგიტომ



Posted by: kakovini123 6 Oct 2019, 00:59
QUOTE
სერიოზლი გუნდი შედგა ფორმულაზე და მაგიტომ



პრობლემა ისაა რომ სიახლეს ვერ ვხედავ, რამაც უნდა მიიზიდოს მაყურებელი.



მთავარ არხს მარტო კურიერი, ვანოს შოუ და პოსტ ფაქტუმიც ეყოფა გარკვეული რეიტინგისთვის, ფორმულა კი დიდი ეჭვი მაქვს მესამე არხის ბედს გაიზიარებს...




ეგეთი ელემენტარული სიახლე მაინც ვერ მოიფიქრეს, რომ სიტყვაზე თურქული სერიალების მაგივრად კვლავ ლათინო ამერიკული სერიალები გაეშვათ?! დარწმუნებულო ვარ მოენატრებოდათ დიასახლისებს, ასევე დისქავერის დოკუმენტური ფილმები მათთვის ვისაც სერიალები არ უყვარს ან რამე მსგავსი....

Posted by: manuchari123456 6 Oct 2019, 01:14
საიტზე მიდის მუშაობაო და მალე გაეშვებაო გვარამიამ სავარაუდოდ თვის ბოლოსო.

ფორმულას საიტს რაც შეეხება არაფერი არაა ჩართული ლაივი დევს და პროგრამა წერია. ეგეთი საიტი კიდე უკეთესი მთავარსაც აქვს

http://www.myvideo.ge/tv/mtavari რაც აქაა სხვა არაფერი არაა ფორმულას საიტზე.


მთავარის ხაზი მაინც საინფორმაციო იქნება და პოლიტიკა. ფორმულა დაახლოებით ისეთი იქნება მესამე რომ იყო რ2 ის შვილობილი არხი. უფრო განვითარებული იქნება მაგრამ დაახლოებით მსგავსი სტილი იქნება. მნიშვნელოვანი იქნებბა ჩდც-ს დაწყება, რაც აიძულებს ბევრს მონახონ ფორმულა და საპატიო ადგილი მიუჩინონ არხების სიაში

Posted by: kakovini123 6 Oct 2019, 01:28
QUOTE
რაც აიძულებს ბევრს მონახონ ფორმულა და საპატიო ადგილი მიუჩინონ არხების სიაში



მე უკვე მივუჩინე biggrin.gif


ასე მაქ დაწყობილი ჩემი ტოპ 10 ქართული არხი რესივერიდან

1) იმედი
2) რუსთავი 2
3) პირველი არხი
4) მთავარი
5) ფორმულა
6) GDS
7) აჭარა
8) ტვ პირველი
9) კომედი არხი
10) სილქ უნივერსალი gigi.gif

Posted by: akkai 25 Oct 2019, 09:23
რა ქნეს ამათმა?

დადეს რამე რეიტინგი თუ განწირულები არიან რეიტინგში მესამე ადგილისთვის მაესტროს ეჭიდავონ?

Posted by: manuchari123456 25 Oct 2019, 17:12
QUOTE (akkai @ 25 Oct 2019, 09:23 )
რა ქნეს ამათმა?

დადეს რამე რეიტინგი თუ განწირულები არიან რეიტინგში მესამე ადგილისთვის მაესტროს ეჭიდავონ?

დრო უნდა რეიტინგს. არადა მთავარზე გამართული არხი ჩანს.

მთავარმა გახსნამდე აკრიბა რეიტინგი, პროკურატურს და სალიას ხალვაშის ღლეობების გამო, ყოველდღე ეთერებში იყვნენ და პიარს იკეთებდნენ.



მესიჯი მოვიდა ჩდც იწყება დღეს 22 საათზეო, აკრიბავენ ნელ ნელა

Posted by: kakovini123 25 Oct 2019, 17:33
ჯერ-ჯერობით ძალიან დაბალი რეიტინგი აქვთ, დღეიდან იწყება ჩცდ და ცოტა მოემატებათ, მაგრამ ეგ არ უშველით, თუ რამე წესიერი გადაცემები არ დაიწყეს ...

Posted by: nata.nn 25 Oct 2019, 18:46
დაიწყო ჩტდ? ?




_____________________

Posted by: kakovini123 25 Oct 2019, 19:31
QUOTE
დაიწყო ჩტდ? ?



დღეს იწყება 22:00 საათზე

Posted by: SUPERTV 25 Oct 2019, 19:52
სასაცილოა მოკლედ რა, მესიჯებს აგზავნიან გვიყურეთო lol.gif

Posted by: Masha_Sharapova 25 Oct 2019, 20:21
ჩემზე დიდი ფანი ძალიან ცოტა ჰყავს ჩცდს, მაგრამ ახლა, რაც არხი შეიცვალა, თან 3 ძალიან რეიტინგული პერსონაჟი დაკარგეს, არ მგონია ისეთივე რეიტინგი ჰქონდეთ.

მეპრინციპში, მაინც ჩანაწერს ვუყურებდი საიტზე, სამ სერიას ერთად დავაგროვებ ხოლმე და კვირას ღამე ვუჯდები smile.gif

Posted by: Outdoor 26 Oct 2019, 03:46
manuchari123456
QUOTE
მთავარმა გახსნამდე აკრიბა რეიტინგი, პროკურატურს და სალიას ხალვაშის ღლეობების გამო

ჰა?
რა შუასია სალია და რაშუაშია მთავარი
მთავარმა აკრიბა რეიტინგი ექსკლუზიური არანაირი გავლენის მყოფე ნიუსის გამო
ვანოს შოუთი
ახზე მტელუი დღე კინოები გადიოდა და 5% ჰქონდათ ტიპებს
ფორმულაზე დილა, ნიუსები და ასე შემდეგ და 1% მაღლა ვერ გაქაცეს ერთი თვის განმავლობაშI
ზოგადად რეტინგი 1% 10მდე ვერ ავა
ძალიან ძალიან მთავარი როგორც დაიწყებ
ამთ ეგონათ ჩცდ-ს გულიზე 25% დაწერენ

QUOTE
აკრიბავენ ნელ ნელა

ბუ ესე 10 წლის მერე givi.gif

Posted by: GURIEL 26 Oct 2019, 03:51
QUOTE (kakovini123 @ 6 Oct 2019, 00:49 )
რამდენიმე დღეა რაც ჩაირთონ ფორმულა და ჯერ-ჯერობით მთავარ არხზე ორგანიზებული ტელევიზია ჩანს...

მთავარზე ჯერაც მხოლოდ პოლიტიკური გადაცემები და მე-19 საუკუნის ფილმები გადის, საიტიც არ ჩაირთულა და ინტერნეტ ლაივიც არ აქვთ.


და ფორმულას უკვე საინფორმაციოც აქ, სერიალებიც გადის, ნორმალური ფილმებიც, საიტიც ჩართულია და ინტერნეტ ლაივიც აქვთ...

დავიღუპეთ!
მიშა , მიშა , მიშა , მიშას ბიძა , მიშას ბიძა, და კიდევ ეშმაკმა იცის ვის გაუმარჯოს! facepalm.gif war.gif gigi.gif old.gif
რა ჯანდაბა გჭირთ?

Posted by: Hermosa 26 Oct 2019, 04:27
QUOTE (SUPERTV @ 25 Oct 2019, 19:52 )
სასაცილოა მოკლედ რა, მესიჯებს აგზავნიან გვიყურეთო lol.gif

სუპერ შენ რუსთავში დარჩი?
მგონი მანდ მუშაობდი ხო თუ რამე არ მეშლება

Posted by: GURIEL 26 Oct 2019, 04:36
QUOTE (Hermosa @ 26 Oct 2019, 04:27 )
QUOTE (SUPERTV @ 25 Oct 2019, 19:52 )
სასაცილოა მოკლედ რა, მესიჯებს აგზავნიან გვიყურეთო  lol.gif

სუპერ შენ რუსთავში დარჩი?
მგონი მანდ მუშაობდი ხო თუ რამე არ მეშლება

რათ გინდ ბულინგი ?
პრესა ხომ თავისუფალია?
თუ რამე სხვა ინსტრუქცია მოვიდა?

Posted by: gig@@@ 26 Oct 2019, 04:57
იმ ქვეყანაში სადაც პოპულარულია ვანოს შოუ და კომედი შოუს ნაიღი ღლეობები იმ ქვეყანას არაფერი ეშველება
მთავარი არხს რომ მაღალი რეიტინგი აქვს საზოგადოების დაბალ დონეს მიანიშნებს
ტვ ფორმულა იდეაში ასი თავით ჯობია მთავარს მაგრამ ჰა რა გინდა ხალხი და მაყურებელი არ გვივარგა.

Posted by: Outdoor 26 Oct 2019, 05:55
gig@@@

კომედიურ-პოლიტიკური სატირა ყველა ქვეყანაში ფასდება
ვანოს იუმორი დაიხვეწა - ახადლ კომედისთან ერთად
და საკმაოდ კარგი ხარისხისაა
რაც შეეხება ფორმულას ნიუსები არ უვარგათ - ტვ რიონის ფორმატში
დილის გადაცემა საინტეესო არ აქვთ
ფილემბი რაც გადოს ხალხი ინეტში უყურებს
ერთი ჩცდ გამო რეიტინგი არ გექნება
მთავარს აქვს ის რაც არც ერთ არხს არ აქვს დღევანდელ ტელესივრცეში

Posted by: gig@@@ 26 Oct 2019, 06:08
QUOTE
მთავარს აქვს ის რაც არც ერთ არხს არ აქვს დღევანდელ ტელესივრცეში


რა აქვს ასეთი ?

24 საათი ბიძინას და ქოცებს რომ ლანძღავენ ?
გავიგეთ ბატონო ბიძინა და ქოცობა რაც არის


Posted by: Outdoor 26 Oct 2019, 07:03
gig@@@
ექსკლუზივე ის პოვნა ეს პირველია და სიმართლე
მეორე გასართობი კონტენტი რომელიც ნელ ნელა უფრო გაფართოვდება
აი ფორმულად რაც შეეხება მხოლოდ ჩვენთან იციან ესე ერთი წარმატებული გადაცემისგან არსის გაკეთება
ტვ11 დაიხურა და ფორმლუას რაც ელოდება ყველამ ვიცით
ნუ ვნახოთ

Posted by: gig@@@ 26 Oct 2019, 07:26
QUOTE (Outdoor @ 26 Oct 2019, 08:03 )
gig@@@
ექსკლუზივე ის პოვნა ეს პირველია და სიმართლე
მეორე გასართობი კონტენტი რომელიც ნელ ნელა უფრო გაფართოვდება
აი ფორმულად რაც შეეხება მხოლოდ ჩვენთან იციან ესე ერთი წარმატებული გადაცემისგან არსის გაკეთება
ტვ11 დაიხურა და ფორმლუას რაც ელოდება ყველამ ვიცით
ნუ ვნახოთ

რატომ ფიქრობ რომ ფორმულა დაიხურება ?
ფინანსურად ფრო მეტი შესაძლებლობა აქვს ფორმულას smile.gif
ვიცი და მაგიტომ ვამბობ მაგას.

Posted by: Besa 26 Oct 2019, 09:16
QUOTE
ვანოს იუმორი დაიხვეწა


lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

ეტყობა შენც მანდ მუშაობ

Posted by: Outdoor 26 Oct 2019, 16:18
gig@@@
ფინანსურად ანუ კეზერა რომ აფინანსებს?
კი მაგრამ ისიც ხომ არაა იდიოტი წამგებიან პროდუქტზე ფულევი დაყაროს?


Posted by: akkai 26 Oct 2019, 17:12
QUOTE
თან 3 ძალიან რეიტინგული პერსონაჟი დაკარგეს

Masha_Sharapova

ვინ 3 ?

Posted by: an12 26 Oct 2019, 17:33
QUOTE
ვინ 3 ?

თენგოი , თენგოს და, წამოწოლილი ტაქსების შეფი biggrin.gif

Posted by: Outdoor 26 Oct 2019, 18:49
an12

ბოდიშით მაგრამ რეიტინგულები რანაირად არიან ეს პერსონაჟები?
თენგო საერთოდ არ იყო საინტერესო ბაქარას გარეშე
ლუნამ თავისი ამოიწურა
მერაბას კიდე მუცლის გარდა არაფერი აინტერესებდა-სუფთა მეორეხარისხოვანი პერსონაჟი
რეიტინგული ჩიკა, რეიტინგულია შაგო, ანკა იყო რეიტინგული,ცოტნე იყო რეიტინგული, ბაქარაა
და ასე შემდეგ

Posted by: akkai 27 Oct 2019, 13:37
ქავთარაძე კოკაა ყანდიშვილი ხო ?

Posted by: ტერა 27 Oct 2019, 16:45
QUOTE (gig@@@ @ 26 Oct 2019, 06:08 )
QUOTE
მთავარს აქვს ის რაც არც ერთ არხს არ აქვს დღევანდელ ტელესივრცეში


რა აქვს ასეთი ?

24 საათი ბიძინას და ქოცებს რომ ლანძღავენ ?
გავიგეთ ბატონო ბიძინა და ქოცობა რაც არის

არჩევნებზე ჩანს, რას იგებთ.

რ2-ზე არის გრუზიის დონეზე ყველაზე ძლიერი ტვ სასტავი, ცხარე დებატებით და ქოცების საკაიფო გინებით.
თუმდაც გუშინდელი "მწარე სიმართლე" რომ ავიღოთ... gigi.gif

Posted by: kactus 27 Oct 2019, 17:00
ორი-სამი დღეა,რაც "ფორმულას" შევავლე თვალი.
არ გეწყინოთ,პარდონ,მაგრამ ცუდი შთაბეჭდილება დატოვა,რაღაც
სოფლის ტელევიზიას ჰგავს.
ხომ გაგიგიათ,მოყვარეს პირში უძრახე,მტერს პირს უკანაო!
რაც მომხვდა თვალში თვალის ხანმოკლე შევლებისას,არხს არა აქვს,თუ
არ ჰყავს,არ ვიცი როგორ ვთქვა,არხის ხმა(ხმები).ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
სამზარეულოს ომების ანონსი ისეთი უღიმღამო იყო,რომ ნახვაც არ
მოგინდება ადამიანს.ფილმები საშინლადაა გახმოვანებული,დაბალი დონეა...
ჩცდ-ით აპირებენ რეიტინგის მოპოვებას?
არ ვიცი,რა აზრი ჰქონდა ორი ტელევიზიის გახსნას,რატომ გაიყო მათი გზები?
დილის გადაცემაც რაღაც მდარედ,უსიცოცხლოდ მიდის,მიუხედავად იმისა,რომ
ნაცნობი სახეებიც ვნახე.
აი,რას უნდა ვუყურო "ფორმულაზე" (სახელიც არ მომწონს),რისთვის უნდა
გადავრთო ტელევიზორი მაგ არხზე? boli.gif

Posted by: Outdoor 27 Oct 2019, 17:15
QUOTE (kactus @ 27 Oct 2019, 17:00 )
ორი-სამი დღეა,რაც "ფორმულას" შევავლე თვალი.
არ გეწყინოთ,პარდონ,მაგრამ ცუდი შთაბეჭდილება დატოვა,რაღაც
სოფლის ტელევიზიას ჰგავს.
ხომ გაგიგიათ,მოყვარეს პირში უძრახე,მტერს პირს უკანაო!
რაც მომხვდა თვალში თვალის ხანმოკლე შევლებისას,არხს არა აქვს,თუ
არ ჰყავს,არ ვიცი როგორ ვთქვა,არხის ხმა(ხმები).ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
სამზარეულოს ომების ანონსი ისეთი უღიმღამო იყო,რომ ნახვაც არ
მოგინდება ადამიანს.ფილმები საშინლადაა გახმოვანებული,დაბალი დონეა...
ჩცდ-ით აპირებენ რეიტინგის მოპოვებას?
არ ვიცი,რა აზრი ჰქონდა ორი ტელევიზიის გახსნას,რატომ გაიყო მათი გზები?
დილის გადაცემაც რაღაც მდარედ,უსიცოცხლოდ მიდის,მიუხედავად იმისა,რომ
ნაცნობი სახეებიც ვნახე.
აი,რას უნდა ვუყურო "ფორმულაზე" (სახელიც არ მომწონს),რისთვის უნდა
გადავრთო ტელევიზორი მაგ არხზე? boli.gif

+10000000

როგორც იქნა ერთი საღი აზრი
მთელ თემაში
დაჟე ის გადაცემები რაცგადიოდა და ესეთი მოთხოვნადინიყო არ ვარგა

Posted by: pucukia 28 Oct 2019, 09:50
QUOTE
ორი-სამი დღეა,რაც "ფორმულას" შევავლე თვალი.
არ გეწყინოთ,პარდონ,მაგრამ ცუდი შთაბეჭდილება დატოვა,რაღაც
სოფლის ტელევიზიას ჰგავს.

kactus


სასწრაფოდ მოუწიათ ეთერში გასვლა;
მთავარისგან განსხვავებით რომლებიც უკვე აწყობილ (იბერია) ტელევიზიაში მივიდნენ ამათ ყველაფრის ნაუცბათევად შეკოწიწება მოუწიათ.
მარეგულირებული აჩქარებდათ ეთერში გასვლას

ახალი წლიდან ბევრი რამის შეცვლას აპირებენ;


Posted by: 200000 28 Oct 2019, 11:32
რომ ვთქვი მე თავის დროზე ფორმულა არ უნდა გასულიყო ცალკე და ჯობდა მაგათი გადაცემები ისევ მთავარზე ყოფილიყოთქო, სულ ქოცი მეძახეს არადა.

Posted by: Outdoor 29 Oct 2019, 06:10
pucukia
QUOTE
მთავარისგან განსხვავებით რომლებიც უკვე აწყობილ (იბერია) ტელევიზიაში მივიდნენ

ჰა?

მთავარზე დღემდე არ აქვთ ნორმალური სტუდია რაღაც 2 კვადრტულ მეტრშია მთავარი ამბები და პოთ ფაქტუმი
მთავარის აქცენტები ხომ ერთი ეკრანია და 4 სტოლბივით პლაკატი მოწითლო ფერის
რეებს ლაპარაკობტ?
ფორმულას მთავარზე უფრო განახლებული სტუდიებიც აქვთ და უფრო გაქაჩულები არიან
ასევე ეთერში ერთი თვით გავიდნენ ეთერსი ვიდრე მთავარი
მაგრამ მაინც რიონი სოფლური ტვ შთაბეჭდილებას ტვებს ყველანაირად
არც ნიუსები აქვთ მაგარი
აჰა ზურაბიანის დღევანდელი შოუ
აქუბარდია კი უფრო დონე ჩანს ამათთან შედარებით
user posted image

Posted by: badriany 29 Oct 2019, 10:44
QUOTE
არ ვიცი,რა აზრი ჰქონდა ორი ტელევიზიის გახსნას,რატომ გაიყო მათი გზები?
იქნებ ეს შეიცვალოს კიდეც - დამოკიდებულია თუ როგორ განვითარდებიან ან ერთი ან მეორე - ასე ნახევარი წელი მაინც დაჭირდება შედეგებს და მათ გააზრებას.


Posted by: pucukia 29 Oct 2019, 14:04
QUOTE


მთავარზე დღემდე არ აქვთ ნორმალური სტუდია რაღაც 2 კვადრტულ მეტრშია მთავარი ამბები და პოთ ფაქტუმი

Outdoor

იბერია სრულიად გამართული ტელევიზია იყო და რამოდენიმე დღეში დაქოქეს ტელევიზია

Posted by: Outdoor 29 Oct 2019, 14:38
pucukia
ტექნიკის მხვრივ და არა სტუდიანად
ფორმულა არუს გლეხუჩა ტვ აკლია გემო და მარილიც ყველა მხვრივ
ჩცდ რაღაცნაირია ამ არხზე

Posted by: psyxo 1 Nov 2019, 23:22
რამე ...............................................შემეშალა... მარგველა რო დავინახე წინა პოსტში
მეგონა "პირველის" თემაში ვწერდი givi.gif
არადა მართლა ყველაზე მაგარი იყო დღევანდელი ვანოს შოუ ბუნებრივად გულიანი up.gif up.gif

Posted by: kactus 2 Nov 2019, 09:02
psyxo
ჰო,შეგეშალა, biggrin.gif
სჯობს,"მთავარის" თემაში დადო ეგ პოსტი! boli.gif

Posted by: Dark_Angell 2 Nov 2019, 09:17
ანუ მინიმუმ ოთხი მკვეთრად ოპოზიციურ არხი ყავს ბიდზნას?

ვახ

დიქტატურა ინ აცტიონ .


Posted by: kakovini123 6 Nov 2019, 22:17
ქართულ სატელევიზიო სივრცეში ბრაზილიური სერიალები ბრუნდება


ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში ბრაზილიური სერიალები ბრუნდება.

„ფორმულა“ მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია გლობოს პარტნიორი ხდება და პირველ ეტაპზე ეთერში გასაშვებად ექვს ბრაზილიურ სერიალს ამზადებს.

ბრაზილიური კომპანია გლობოს სერიალები არა მხოლოდ სტილითა და სიუჟეტით, არამედ კარგი სამსახიობო ანსამბლითაც გამოირჩევა.

მისი ვარსკვლავები ყოფილან ოსკარის, ოქროს გლობუსის, ემის, ოქროს დათვისა და სხვა საერთაშორისო ჯილდოების მფლობელები და ნომინანტები. კომპანიის სერიალებს კი არაერთხელ მიუღიათ Emmy Interational-ის მთავარი პრიზი.

ცნობისთვის, გლობო მსოფლიოს მასშტაბით სიდიდითა და კომერციული წარმატებით მეორე არხია, რომელიც მხოლოდ ამერიკულ ABC-ს ჩამოუვარდება.

გთავაზობთ იმ სერიალების ჩამონათვალს, რომელსაც უახლოეს მომავალში ქართველი მაყურებელი „ფორმულას“ ეთერში იხილავს:

1.Flor Do Caribe - კარიბული ყვავილი




2. A Vida da Gente – ჩვენი ცხოვრება






3. Imperio – იმპერია



4. Os Dias Eram Assim - წარსულის დღეები







5. Joia Rara – იშვიათი სამკაული



6.O Rebu - წვეულება





https://www.primetime.ge/news/1573050194-%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90

Posted by: givikogiviko 4 Feb 2020, 19:40
ფორმულა ტვ გადავიდა ჰდ მაუწყებლობაზე... ნუ მაღალი რეიტინგი არ აქვთ მაგრამ მაინც ვულოცავ მათ

Posted by: experto 4 Feb 2020, 20:24
QUOTE
ფორმულა ტვ გადავიდა ჰდ მაუწყებლობაზე... ნუ მაღალი რეიტინგი არ აქვთ მაგრამ მაინც ვულოცავ მათ


ძაან კაია HD ხარისხი!
ვულოცავ! bis.gif

Posted by: AzohenVei 4 Feb 2020, 22:56
ორი რამ არის: ან უგემოვნო ადამიანების ნაკრებია, ან მაყურებელი ღორი ჰგონიათ (რაც დიდად არ არის შორს სიმართლისგან) და ვერ ხვდებიან რომ საჭიროა საიტის და ეთერის ლამაზი სწორი და ხარისხიანი გაფორმება.

ჯერ ლოგოზე რა სირობა აქვთ მემგონი თვითონაც ვერ ხვდებიან
ან გადაცემებს ინგლისურად რატომ აწერიათ
გურჯაანი ტვ უფრო ხარისხიანია smile.gif

Posted by: givikogiviko 4 Feb 2020, 23:07
QUOTE (AzohenVei @ 4 Feb 2020, 22:56 )
ორი რამ არის: ან უგემოვნო ადამიანების ნაკრებია, ან მაყურებელი ღორი ჰგონიათ (რაც დიდად არ არის შორს სიმართლისგან) და ვერ ხვდებიან რომ საჭიროა საიტის და ეთერის ლამაზი სწორი და ხარისხიანი გაფორმება.

ჯერ ლოგოზე რა სირობა აქვთ მემგონი თვითონაც ვერ ხვდებიან
ან გადაცემებს ინგლისურად რატომ აწერიათ
გურჯაანი ტვ უფრო ხარისხიანია smile.gif

ლოგოზე გეთანხმები არც მე მომწონს....
დანარჩენში ვერ დაგეთანხმები ჯერ ახალი შექმნილი არხია და უკვე საკუთარი სერიალი აქვთ და ისე მუშაობენ როგორც დიდი ტელევიზიები.....
მგონი კულინარიულ შოუს იწყებენ ეხლა

Posted by: AzohenVei 5 Feb 2020, 00:57
QUOTE (givikogiviko @ 4 Feb 2020, 23:07 )
QUOTE (AzohenVei @ 4 Feb 2020, 22:56 )
ორი რამ არის: ან უგემოვნო ადამიანების ნაკრებია, ან მაყურებელი ღორი ჰგონიათ (რაც დიდად არ არის შორს სიმართლისგან) და ვერ ხვდებიან რომ საჭიროა საიტის და ეთერის ლამაზი სწორი და ხარისხიანი გაფორმება.

ჯერ ლოგოზე რა სირობა აქვთ  მემგონი თვითონაც ვერ ხვდებიან
ან გადაცემებს ინგლისურად რატომ აწერიათ
გურჯაანი ტვ უფრო ხარისხიანია smile.gif

ლოგოზე გეთანხმები არც მე მომწონს....
დანარჩენში ვერ დაგეთანხმები ჯერ ახალი შექმნილი არხია და უკვე საკუთარი სერიალი აქვთ და ისე მუშაობენ როგორც დიდი ტელევიზიები.....
მგონი კულინარიულ შოუს იწყებენ ეხლა

რა უკვე სერიალი, ეგ სერიალი ისედაც თავიანთია. ფორმულა კრეატივის. რომელიც ტელესივრცეში უკვე წლებია. ასე რომ არაფერი ახალი არ არის.

პაწა ესტეტიური ორგაზმი


Posted by: Mako Subladze 5 Feb 2020, 04:43
''ფორმულას'' 'მარაომ' დაუთმო არხი?

Posted by: PNG 13 Feb 2020, 20:38
მთავარ არხს თუ ეს ფორმულა ტვ არ ჯობდეს ყველანაირად გინდ გადაცემებით და გინდ ფილმების გაშვებით და გინდ ჩვენების ხარისხით

აშკარად უფრო მაღალი ხარისხის ჩვენება აქვს ფორმულას HD მიახლოვებული

მთავარი არხი კი კავკასიის დონეზეა smile.gif

Posted by: senpai 13 Feb 2020, 20:46
მომწონს ფორმულა საწყის ეტაპზე. ქაჩავენ, სიუჟეტებსაც ნორმალურად აკეთებენ. უცხოეთიდან ჩართვებიც კარგი აქვთ.

Posted by: checkist 13 Feb 2020, 22:04
ფორმულა რატომ უნდა დაარქვა არხს? smile.gif
არაფერზე მეტყველებს, არაფერს არ ამბობს. უმარილოა.

Posted by: PNG 13 Feb 2020, 22:32
QUOTE (checkist @ 13 Feb 2020, 22:04 )
ფორმულა რატომ უნდა დაარქვა არხს? smile.gif
არაფერზე მეტყველებს, არაფერს არ ამბობს. უმარილოა.

ფორმულა კრეატივის ეკუთვნის

სტუდიაა სადაც სერიალებს და ფილმებს ქნიან და რეკლამებსაც


ფორმულა კრეატივის ტელევიზიას ფორმულა ერქმევა. ამის შესახებ ინფორმაცია On.ge-ს ახალი ტელევიზიის მომავალმა დირექტორმა, ზუკა გუმბარიძემ მიაწოდა.

კომპანიის გეგმების მიხედვით, არხი "ხარისხიანი, უკომპრომისო, სანდო, ოპერატიული და ეფექტური" მედია-საშუალება იქნება.

ფორმულა კრეატივმა არხის გახსნის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე კვირის წინ დაადასტურა. ასევე, ცნობილი გახდა, რომ არხი თავდაცვის ყოფილ მინისტრთან, დავით კეზერაშვილთან პარტნიორობით იქმნება.

ფორმულა კრეატივი ცნობილია მისი მთავარი პოპულარული პროდუქტით, ყველაზე წარმატებული ქართული სერიალით "ჩემი ცოლის დაქალები", რომელსაც კომპანია რუსთავი 2-ის დაკვეთით იღებდა. ის ასევე ინტერნეტგამოცემა On.ge-ს მეწილეცაა. გარდა ამისა, კრეატივის გუნდს ეკუთვნის ფილმები "რაც ყველაზე ძალიან გიყვარს", "ტაქსი", "ჭამა და სექსი", ასევე, მრავალი კომპანიის სარეკლამო რგოლი და ხმაურიანი კამპანია.


https://on.ge/story/41978-%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%90-%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%95%E1%83%98%E1%83%96%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%90-%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%A5%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%95%E1%83%90



Posted by: Asuka 13 Feb 2020, 23:23
მაგრად მომწონს ეს არხი.
ვუყურებ ყოველდღე 22-დან 00-მდე.

Posted by: givikogiviko 13 Feb 2020, 23:32
სერიალებიც აქვთ. ფილმებიც და სხვა გადაცემებიც აი მთავარ არხზე რატო არაფერი ემატება? ძველი ფილმები გადის სულ თან უკვე 100 სედ რომ ამეორებენ

Posted by: Asuka 13 Feb 2020, 23:40
givikogiviko
QUOTE
მთავარ არხზე რატო არაფერი ემატება? ძველი ფილმები გადის სულ


მართლა ძველი კინოები იყოს, ვინ ჩივის.
მხოლოდ ვესტერნებს რომ უშვებენ.

Posted by: Outdoor 11 Apr 2020, 23:05
ფორმულაზე არაფერი იცვლება რეიტინგის მხვრივ
ძაააან დაბალია იმის მიუხედავად რომ ბადე აქვთ დატვირტYული
user posted image

Posted by: Outdoor 3 May 2020, 22:54
როგორ გგონიათ ეს სიმართლე რომ ფორმულა შეიძლება დაიხუროს?
https://www.mediachecker.ge/ka/mediagaremo/article/81409-gavrcelebul-informacias-rom-telekompania-formula-ikhureba-arkhi-ar-adasturebs

ეს კი ფეიქ ნიუსი აღმOჩნდა მაგრამ ხანძარი კვამლის გარეშე არაასებობსო

Posted by: Asuka 3 May 2020, 22:58
QUOTE
როგორ გგონიათ ეს სიმართლე რომ ფორმულა შეიძლება დაიხუროს?


არამგონია. ახლახან რებრედინგი გააკეთა და ახლა დაიხურება?
რავი.

Posted by: Outdoor 3 May 2020, 23:06
Asuka

ხო მაგრამ რებრენდიგის მერე თითქოს უფრო დაბალი რეიტინგი აქვთ (დროებასთან,ბაისასთან და ასე შწმდეგ) = ზოგადად 2.5% აქვთ ეხლა უკვე 2% დაბალი აქვთ

user posted image

Posted by: Vigman 3 May 2020, 23:09
მთავარ არხს ძალიან კარგი სტარტი ჰქონდა მაგრამ ნელ-ნელა დაბლა დაეშვა ხარისხით. თან ერთი წელი გავიდა და საიტიც ვერ შეუქმნიათ. მე ახალ ამბებს არ ვუყურებ ვიდეო ფორმატში. პირდაპირ ეთერებს მითუმეტეს. ყველაფერს საიტზ ვკითხულობ და ამ თემაში მთავარი ჩემ ფეხებს მთავაზობს.

Posted by: casunique 3 May 2020, 23:10
მიშას მეორე ტელევიზია გაიჩითა



_________________

Posted by: Asuka 3 May 2020, 23:15
Outdoor
ფორმულაზე მანამდე ვუყურებდი სოფოს გადაცემას და თითქმის ყოველდღეს.
რაც კორონავირუსი დაიწყო მიშას აღარ ვუყურებ, მაგარი მოსაწყინი გახდა.

მეორე არხს როგორ არ მოემატა რეიტინგი? მანდ ხო არის სკოლა. არავინ უყურებს მაინც? biggrin.gif

Posted by: Outdoor 3 May 2020, 23:16
Vigman
იმაში გეთანხმები რომ ძალიან კარგად დაიწყო მთავარამა მაგრამ რეიტინგი სტაბულირუ აქვს 10-11% ოქტომრბის ბოლოდან დაწყებული
უფრო მეტი გადაცემა სჭირდებათ გართობის კონტენტის: სუსტი რგოლი, მასტერშეფი და ასე შემდეგ
მთავარს ჰყავს სტაბილური კონტენტი და მაყურებელი - უკან არა მაგრამ წინაც არ წასულან
ფორმულას რაც შეეხება, ძალიან ბევრი გადაცემა აქვთ, ჩცდ-თი, და სხვა მარაბალი გადაცემებით 2% ვერ გასცდა არხი - დროებას მოუყვანიათ და თარგამაძე არაფერი შველით

Asuka
QUOTE
ფორმულაზე მანამდე ვუყურებდი სოფოს გადაცემას და თითქმის ყოველდღეს.

მთლიანობაში ფორმულას მაყურებელი არ ჰყავს
ამხელა ხარკებით კავკასიის დონეზე არიან
როცა კავკასიას 2 გადაცემა აქვს და რაღაც ფილმუშკები
მემგონი ეს პრობლემაა

Posted by: Asuka 3 May 2020, 23:20
Outdoor
ხო, ცუდია, გუნდი ნამდვილად მომწონს.
იმედია ამოქაჩავენ ტვ პირველის დონემდე მაინც.

რა მაინტერესებს, მე რომ არხებს myvideo-ზე და facebook-ზე ვუყურებ რეიტინგში არ აისახება?

Posted by: Outdoor 3 May 2020, 23:27
Asuka
ჩემი აზრით მთავარს უნდა შეერთებულიყვნენ და ძლიერი ერთი არხი გაეკეთებინათ
და ჯობია ესე ქნან
QUOTE
მე რომ არხებს myvideo-ზე და facebook-ზე ვუყურებ რეიტინგში არ აისახება?


no.gif

Posted by: Vigman 4 May 2020, 02:46
QUOTE
მასტერშეფი

ამ სამზარეულოს გადაცემებს ვინ უყურებს ჩემამდე ვერ მოდის.
არხს ამოსაქაჩად სჭირდება ხარისხიანი ანალიტიკური გადაცემები და არა გვარამიას ცირკი
საღამოობით ფეხბურთის ჩემპიონატები.
დღისით სერიალები. დილით მულტფილმები ბავშვებსთვის.

თავის დროზე რუსთავის ბადე ზუსტად ასეთი იყო ამიტომაც იყო რუსთავი.

Posted by: Outdoor 4 May 2020, 03:35
Vigman
QUOTE
ხარისხიანი ანალიტიკური გადაცემები

ფული სჭირდება ანალიტიკურ გადაცემას, ჯერ ჯერობით გაბუნია ასრულებს თავუს როლს ამ ამპლუაში

QUOTE

დღისით სერიალები

სერიალები გადის
QUOTE

დილით მულტფილმები ბავშვებსთვის.

ბავშვები დიდი ხანია უბრალო არხებაზე მუტფილმებს არ უყურებენ, ან ინტერნეტიტთ ან სპეციფიუკ არხებზე

არხს სჭირდება არჩევანის ტიპს გადაცემა, ინტელექტუალური თამაშებო და გასართობი კონტენტი
* * *
QUOTE (Vigman @ 3 May 2020, 23:09 )
თან ერთი წელი გავიდა და საიტიც ვერ შეუქმნიათ. მე ახალ ამბებს არ ვუყურებ ვიდეო ფორმატში.

ვიღაცამ ზევიდან მოგისმინა და აჰა biggrin.gif

user posted image

Posted by: Outdoor 31 May 2020, 01:42
რატო იტანჯებიან?

user posted image

Posted by: Laniakea 31 May 2020, 02:34
Asuka
QUOTE
რაც კორონავირუსი დაიწყო მიშას აღარ ვუყურებ, მაგარი მოსაწყინი გახდა.

კორონამდე არცერთი გამომიტოვებია და მერე უკვე არცერთი არ ვარგოდა და შევეშვი. თან ეს სახლიდან ჩართვა და უხარისხო ხმა ძალიან ცუდი მოსასმენი იყო.

იმედია, გამოასწორებს. ერთადერთი ნორმალური პოლიტიკური იუმორი ამ გადაცემას ჰქონდა.

Posted by: experto 31 May 2020, 08:39
QUOTE (Outdoor @ 31 May 2020, 01:42 )
რატო იტანჯებიან?

user posted image

ვინმე ამიხსნის რატომ აქვს იმედს ასეთი გაბერილი რეიტინგი? user.gif

სადაც არ დავდივარ ქოცია თუ ნაცია უმეტესად ყველასთან ან "მთავარი არხია" ჩართული ან ტვ პირველი გეფიცებით იმედი ვინმესთან ყოფილიყოს ჩართული ჩემს მრავალ-წლიანი "ხეტიალის" დროს არ შემხვედრია old.gif

Posted by: Laniakea 31 May 2020, 09:02
experto
QUOTE
ეფიცებით იმედი ვინმესთან ყოფილიყოს ჩართული ჩემს მრავალ-წლიანი "ხეტიალის" დროს არ შემხვედრია

ჩემი მშობლები არიან მაგ რეიტინგში ეტყობა biggrin.gif

მათთან სახლში სულ იმედია ჩართული. რომ ვეკითხები, ყოველთვის ამ არხს რატომ უყურებთ-მეთქი, უარობენ. არ ვუყურებთო. ანუ თან უტყდებათ კიდეც.
საბჭოთა ადამიანის ამბავი მგონია, შეჩვეულია და მოსწონს, როცა ტელევიზორიდან ესმის რომ ცუდი არაფერი ხდება ამ ქვეყანაზე. განა არ იციან, რომ ტყუილია. უბრალოდ აწყობთ რაღაც-რაღაცეები დააიგნორონ.

Posted by: bada_bing 31 May 2020, 10:42
QUOTE (experto @ 31 May 2020, 08:39 )
QUOTE (Outdoor @ 31 May 2020, 01:42 )
რატო იტანჯებიან?

user posted image

ვინმე ამიხსნის რატომ აქვს იმედს ასეთი გაბერილი რეიტინგი? user.gif

სადაც არ დავდივარ ქოცია თუ ნაცია უმეტესად ყველასთან ან "მთავარი არხია" ჩართული ან ტვ პირველი გეფიცებით იმედი ვინმესთან ყოფილიყოს ჩართული ჩემს მრავალ-წლიანი "ხეტიალის" დროს არ შემხვედრია old.gif

პოლიტიკით დაინტერესებული დიდი საახლობლო გყავს ალბათ biggrin.gif მაგრამ მოსახლეობის უმეტესობას პოლიტიკა კიდია drug.gif

Posted by: gig@@@ 31 May 2020, 11:41
Outdoor

ეგ რეიტინგი არის შეკვეთილი ვინც უკვეთავს დიდ მაყუთს იხდის და შემსრულებლის მოვალეობაა ისეთი რეიტინგი დადოს რომ დამკვეთი დაწინაურებული იყოს ანუ 1 ადგილზე
ტვ იმედი უკვეთავს ისაა 1 ადგილზე
მთავარი უკვეთავს ისაა 1 ადგილზე
რუსთავი 2 უკვეთავს ისაა 1 ადგილზე
და ასე შემდეგ


QUOTE
ვინმე ამიხსნის რატომ აქვს იმედს ასეთი გაბერილი რეიტინგი?


იმიტომ რომ ეს გამოკითხვა იმედმა დაუკაზაკა
ფული ვისიცაა იმისია 1 ადგილი yes.gif

Posted by: bada_bing 31 May 2020, 11:55
gig@@@
QUOTE
იმიტომ რომ ეს გამოკითხვა იმედმა დაუკაზაკა
ფული ვისიცაა იმისია 1 ადგილი

გამოკითხვა არაა ეს rolleyes.gif

Posted by: Hermosa 31 May 2020, 12:06
QUOTE (Outdoor @ 31 May 2020, 01:42 )
რატო იტანჯებიან?

user posted image

არ იმედს საიდან აქვს ამ ეხლა რეიტინგი ეგ გამაგებინა რა ვინ უყურებს საერთოდ?

Posted by: gig@@@ 31 May 2020, 13:12
QUOTE (bada_bing @ 31 May 2020, 12:55 )
gig@@@
QUOTE
იმიტომ რომ ეს გამოკითხვა იმედმა დაუკაზაკა
ფული ვისიცაა იმისია 1 ადგილი

გამოკითხვა არაა ეს rolleyes.gif

ტვ იმედმა თქვა გამოკითხვა ჩატარდაო

https://imedinews.ge/ge/sazogadoeba/144938/sazogadoebis-ndobis-reitingshi-kvlav-imedi-liderobs


user posted image



QUOTE
არ იმედს საიდან აქვს ამ ეხლა რეიტინგი ეგ გამაგებინა რა ვინ უყურებს საერთოდ?


Hermosa

ტვ იმედის დაკვეთით არის ჩატარებული გამოკითხვა და იქიდან აქვს 1 ადგილი იმედს smile.gif

Posted by: W-G1 31 May 2020, 16:31
იმედს საკმაოდ ბევრი უყურებს, არადა მანამდე რუსთავი ორი ჯობნიდა(გვარამიას ზეობისას), რაც მთავარ არხად გადაკეთდა იგივე გუნდი და ნაწილი ფორმულად, ისეთივე რეიტინგი ვერ დადეს.

Posted by: Outdoor 31 May 2020, 18:19
gig@@@
ის რაზეც შენ ამბობ სხვაა, ნდობის რეიტინგია ანუ ვის ნიუსებს სჯერავთ უფრო სალხს და იმედის დაკვეთით ჩაატარეს ამიტომაც არ მიკვირს რომ მოიგო.

მე რაც დავდებარის სატელვიზიო რეიტინგი რომელსაც ბევრი არხის ნდობა აქვს; გვაროსაც არაერთხელ უტქვმს რომ ნილსენის რეიტინგის სჯერა

თუ რატოა იმედი პირველ ადგილზე? რუსთავი2 როცა რ2 ობდა მაშინ მეორეზე იყო იმედი იმის მერე რაც გაეყო და რ2 ტვ რიონი გახდა არაფერი არაა მანდ საყურებელი თურქული სერიალების გარდა. დარჩა იმედი და ახალი მთვარი რომელიც ყველგან ჯერ არ აჩვენებს ბადე სრულფასოვანი არ აქვთ და 9 თვისა და ასევე გვაქვს ისტორიულად არარეიტნგული არხები როგორც საზ მაუწყებელი, მაესტრო, ტვ პირველი, აჭარა, კავკასია, ფორმულა რომელზედ არაფერი არ გადის საინტერესო

ხალხიც იმედს უყურებს, თურქული სერიალების გამო თან სანამ თურქული დაიწყება ქრონიკა აქვთ ჩAრთული ხალხს. ასევე ბევრი სახალისო გადაცემა გადის იმედზე რაც სხვა არხებზე არაა ბიუჯეტის გამო.


Posted by: W-G1 31 May 2020, 18:27
Outdoor
საზოგადოებრივი მაუწყებელი ყველას ჯობნის რეიტინგში როცა ფეხბურთის მსოფლიო ან ევროპის ჩემპიონატს აჩვენებენ, 1 თვის მანძილზე ყველა და ყველაფერი ჩახსნილი ჰყავთ რეიტინგში, ნუ საქართველოს ნაკრები როცა თამაშობს მაშინაც. მიზეზი: ფეხბურთს ბევრი უყურებს, ფეხბურთის ყურების სპეციფიკა ლაივში ნახვაა და არა ჩანაწერის.
ასე რომ თუ რომელიმე შენ მიერ ჩამოთვლილ არხს უნდა რეიტინგი, რომელიმე კარგი საფეხბურთო ჩემპიონატის ჩვენების უფლება რომ იყიდონ და საღამოობით გაუშვან, კი დადებენ რეიტინგს, მაგალითად წლების მანძილზე რუსთავი 2-ზე გადიოდა ჩემპიონთა ლიგა თავისი ტელეჟურნალით. ნუ ბოლო წლებში დაიკიდეს და 45 წუთით დაგვიანებულს უშვებდნენ, რის მერეც მთლიანად საზოგადოებრივ მაუწყებელს გადაეცა ეს უფლება.

Posted by: Outdoor 1 Jun 2020, 02:42
W-G1
QUOTE
ჯობნის რეიტინგში როცა ფეხბურთის მსოფლიო ან ევროპის ჩემპიონატს აჩვენებენ

ფული უნდა ამას, და ამხელა ფული საზოადპებრივ მაუწყებელს ჩვენი დაფინასნებით აქვს
ფეხბურთი შეიძლება იყოს ნაწილი რეიტინგის მაგრამ მარტო ფეხბურთით რეიტინგს ვერ აკრეფ
გინდა კაი სახალისო შოურები, ნიუსები, საერთაშორისო შოუუები, სერიალები და ა.შ.
ასევე სტუდიებსაც აქვს მნიშვნელობა რომ მაყურებელი მოიზიდო

Posted by: W-G1 1 Jun 2020, 16:37
Outdoor
ცხადია მარტო ფეხბურთით ვერა, მაგრამ საკმაო დიდი წილი მოდის მაგაზე, ამის მერე სერიალებზე მოდის დიდი დატვირთვა.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)