მყავს Nissan Serena 2004 2.0 ვარიატორი
ეს პრობლემა დამეწყო რამდენიმე თვის უკან, იმის მერე დავდივარ და ვცდილობ გავიგო რისი ბრალია. სადაც მივედი ყველგან სხვადასხვა რამე მითხრეს. რაც მითხრეს იაფიანი შესაცვლელი არაფერია თორე შეცვლიდი, არც ის მინდა რო ტყულად შევცვალო რამე ნაწილი და მერე გაირკვეს რო თურმე ამის ბრალი არ ყოფილა.
პირველი ეჭვი რაც მე მაქვს არის კარობკა (ვარიატორია). ზეთს თავის დროს და უფრო ადრეც ვცვლიხოლმე და დაგვიანების ან ნაკლებობის ბრალი არ იქნება. თან როგორც კი ამ პრობლემის პირველი ნიშანი შევატყვე იმავე დღეს წავედი და შეცვალე ზეთი (იამატოში). მარა უფრო და უფრო მოემატა პრობლემა.
მოკლედ პრობლემა არის შემდეგი, დაძვრისას (აღმართში უფრო) მანქანას აქვს საშინელი ვიბრაცია, ტახომეტრიც დარბის ამ მომენტში ზევით ქვევით, თუ გაზს ფეხი არ ავუშვი და ხელახლა ნელნელა არ შევაპარე ისე არ ჩერდება ეს ვიბრაცია აქვს და აქვს, პირველ ვიდეოში ჩანს როგორი ვიბრაციაც აქვს, მანდ პატარა აღმართზე უნდა ამოვსულიყავი და მანქანა ფაქტიურად არც დაძრულა, გაზის მიცემაზე ეგ ემართება.
ეს ერთი სიმპტომი.
ამასთან ერთად ჭირს ესეთი რამე, თუ მანქანა ცივია და ამ დროს სიჩქარეში ჩააგდე (ან P ან R), 2-3 წამში ისევ ასეთი საშინელი ვიბრაცია აქვს და ქრება მანქანა.
პლიუს ამას, როცა გავათბობხოლმე და დავიძვრები, პირველი 5-10 წუთი სანამ კარგად გათბება, გაჩერებისას ისევ ქრება მანქანა, აგერ ქვემოთ ვიდეოც გადავიღე.
შემდეგი რაც ემართებახოლმე არის ის რო თუ ესე ჩაქრა მანქანა, მერე რაღაც პერიოდი, (შეიძლება რამდენიმე საათი, შეიძლება რამდენიმე დღე) დადის და აბაროტი ადის ზევით და ზევით და სხვა სიჩქარეში არ გადადის, ანუ ჩვეულებრივად რო დავდივარ, აბაროტი 2-მდე ავა და ამის მერე "გადავა სხვა სიჩქარეში" და 1.5-ზე ჩამოდის. ესეთ დროს კი ადის ორზეც და უფრო მაღლაც, აბაროტი არ ჩამოდის დაბლა და მანქნას ხმაც კი არ ეცვლება რო სხვა სიჩქარეში გადავიდა.
ამ ვიდეოში ვცადე გადამეღო მსგავსი მომენტი
პირველად მივიყვანე კარობკის ხელოსანთან, სანამ ესე მძაფრი სიმპტომები ექნებოდა, მითხრა შეიძლება სენსორის ბრალი იყოს და ელექტიკთან წაიყვანეო, თუარადა ვარიატორია, ვერ გავაკეთებ ახალი კარობკა უნდა ჩავდგათ და ეგ ამბავი დაახლოებით 1200-1300 დაგიჯდებაო.
ჩეკი ეხლა კი ანთია მარა თავიდან არ ენთო, წავედი ელექტიკთან, შეართა და სვეჩებია სუსტიო, სხვა არაფერიო, შევცვალე სვეჩები.
ამის მერე რაღაც დრო გავიდა და ამინთო ჩეკი, მივიყვანე სხვა ელექტრიკთან, თან მოვუყევი ამ სიმპტომებზე და მითხრა კალენვალი და რასპრედვალია შესაცვლელიო. შეიძლება ეგ სიმპტომები ამათი ბრალი იყოსო.
ამის მერე სალნიკების შესაცვლელად მომიწია მისვლა ხელოსანთან და რო დაინახა რო მანქანას დაძვრისას ვიბრაცია ქონდა მკითხა პერებოი აქვს თუ რა ჭირსო, მოვუყევი და ამან ბენზინის ფილტრი შეცვალე შეიძლება მაგის ბრალი იყოსო. მერე ვიღაც მეორე მოვიდა იმან რისი სურათიც დევს მაგ ღერძის ბრალი იქნებაო, სახელი არ ვიცი ამ ნაწილს როგორ ქვია
ხოდა ამდენი ვარიანტი დამიგროვდა და რომლით დავიწყო აღარვიცი. ისეთი არგუმენტები მომიყვანეს მეც შევეჭვდი იქნებ კარობკის ბრალი მართლა არ იყოსთქო.
იქნებ ვინმეს გქონიათ ოდესმე მსგავსი შემთხვევა ან გაგიგიათ და დამეხმაროთ რითი დავიწყო ან სად მივიყვანო, ვინმე მცოდნე ადამიანი ხომ არ იცით
P.S. ერთჯერად კითხვებში კი დავსვი ადრე ამ თემაზე კითხვა მარა არავინ მიპასუხა და იმიტომ ვხსნი თემას
This post has been edited by ENZED on 17 Apr 2021, 21:24