Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ფლორა და ფაუნა > დაკარგული, ნაპოვნი და მიტოვებული ცხოველები


Posted by: PuTKiiI 18 Sep 2013, 19:55
ამ თემის გახსნა ალბათ აუცილებელია. ცხოველის დაკარგვის ან პოვნის შემთხვევაში იხსნება დამოუკიდებელი თემა კონკრეტულ ცხოველზე - ძაღლზე, კატაზე, ბაჭიაზე და ა.შ. როგორც წესი მოდერატორს სთხოვენ, რომ თემა აიპინოს მნიშვნელოვან თემებში, რათა ყურადღების ცენტრში იყოს და მოიძიონ თავისი ცხოველები. რა თქმა უნდა მოდერატორიც ეთანხმება და თემა აიპინება. მაგრამ გავა რამოდენიმე თვე და მოდერატორები იძულებულნი არიან თემა კონკრეტულ ცხოველზე ჩამოპინონ. შემდეგ ეს თემა იძირება და პრაქტიკულად უქმდება. არადა არის შემთხვევები, როდესაც ცხოველი რამოდენიმე თვის შემდეგაც უპოვნიათ ან თავშესაფარში, ან ვინმე პიროვნებასთან.
ასე, რომ მიმაჩნია ეს თემა იყოს, თანაც მნიშვნელოვან თემებში, ვისაც დაეკარგება ან ვინც იპოვნის ცხოველებს განათავსოს ინფორმაცია ამ თემაში, პრაქტიკულად ინფორმაციები აღარ დაიკარგება და ჩვენთვისაც ადვილი იქნება დაკარგული ცხოველის მოძიება.

გარდა ამისა, ამ თემაში საუბარი იქნება, თუ რა ზომები უნდა მივიღოთ, რომ დაკარგვის შემთხვევაში ადვილად მოიძებნოს ცხოველი და სად. აგრეთვე კანონებზე, რომელიც ამ საკითხთან არის დაკავშირებული.
.

"საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება"
http://www.gspsa.org.ge/


* * *

ცხოველის დაკარგვის შემთხვევაში:

მიაკითხეთ თბილისში არსებულ ძაღლების თავშესაფრებს:

"საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება"
ცხოველთა თავშესაფარი - http://www.gspsa.org.ge/
info@gspsa.org.ge

თამაზ ელიზბარიშვილის ძაღლების თავშესაფარი
http://www.doghome.ge/

* * *

ასევე, დაუყონებლივ მიაწოდეთ ინფორმაცია ვეტერინარულ კლინიკებსა და საპატრულო პოლიციას.
* * *
ცხოველის მოპარვის შემთხვევაში დაუყონებლივ მიაწოდეთ ინფორმაცია საპატრულო პოლიციას.

Posted by: Addict 19 Sep 2013, 21:53
ჩემი ეზოს რამდენიმე კატისთვის მესაჭიროება სტერილიზაცია. ვისთან მივიყვანო რას მირჩევთ?

Posted by: Zuziki 20 Sep 2013, 16:43
იქნებ ამ კოკერის პატრონი შემოვიდეს აქ:
https://www.facebook.com/photo.php?fbid=506324472788957&set=a.363122547109151.89682.363096763778396&type=1&theater

Posted by: <Start> 23 Sep 2013, 19:04
ეს ძაღლები (შარპეი და როტვეილერი) არიან თბილისის ზღვის ტერიტორიაზე. შესაძლებელია დაიკარგა ორივე და პატრონი ეძებს. გაავრცელეთ იქნებ ვინმე ეძებს ან გამოუჩნდეს ახალი პატრონი.

user posted image

Posted by: luka-animal 28 Sep 2013, 21:47
ვაიმე ესენი უსველი დაკარგულები არიანsad.gif sad.gif

Posted by: Gio_[qobula] 29 Sep 2013, 03:20
მეტრო დელისთან შევნიშნე ეს ძაღლი დღეს 7 საათზე. წითელი ყელსაბამი ეკეთა და დაბნეული ჩანდა. გზაზე გადაირბინა. თუ ვინმე ეძებს დელისთან ეძებოს

user posted image

Posted by: Tio 1 Oct 2013, 12:11
ჩუქდება 4 თვის ინგლისური ფოსჰაუნდის ულამაზესი მამალი მეტისი.
დარჩა მხოლოდ ერთი smile.gif

http://www.picz.ge

დაუკავშირდით პატრონს: დიანა - 5 57 201 566

Posted by: SpyZooka 1 Oct 2013, 13:33
გეპეის 2 კორპუსთან ავტობუსების გაჩერებაზე (პოლიციის მოპირდაპირედ (ზოოპარკის გვერდით მდებარე პოლიციის))
გერმანული ნაგაზის ასე 6-7 თვის ძუ ლეკვი იყო უპატრონოდ 30 წუთის წინ ,, იქნებ ვინც მანდ ცხოვრობთ გახვიდეთ და ნახოთ რა
მე თამაზის დავურეკე ტრანსპორტიდან მაგრამ თქვენ თუ მანდ ვერ დაგვხვდებით მანქანას ვერ გამოვგზავნიო, და იქნებ დახვდეთ რა.

Posted by: <Start> 1 Oct 2013, 13:49
ჯანდაბა მემგონი ეს კიდევ სხვა შარპეია.. sad.gif(

QUOTE

ნახალოვკაში დარბის და ყველა გამვლელს უყურებს.. იმედია ადიკარგა და არ არის გამოგდებული.. მამალი შარპეია, კანის დაავადება აქვს აშკარად.. იქნებ ეძებს ვინმე...



user posted image


SpyZooka
https://www.facebook.com/dzagli.ge

იქნებ აქ დაპოსტო

Posted by: MITIATO 1 Oct 2013, 13:53
<Start>
QUOTE
ნახალოვკაში დარბის და ყველა გამვლელს უყურებს..

"ვიცნობ" მაგ შარპეის.
მე მგონი, პატრონი მარტო უშვებს ხოლმე სასეირნოდ, იმიტომ, რომ ვხედავ როგორ შედის ხოლმე კორპუსის ეზოში ქუჩაში ცუნცულის მერე.



Posted by: <Start> 1 Oct 2013, 13:59
MITIATOყოჩაღ პატრონს .. მაინც არაუშავს, მეგონა დაკარგული იყო.
საჭმელს მაინც ხომ აჭმევს ვინმე და ჭერი აქვს თავზე, ეგეც საქმეა

Posted by: SpyZooka 1 Oct 2013, 15:18
QUOTE
"ვიცნობ" მაგ შარპეის.
მე მგონი, პატრონი მარტო უშვებს ხოლმე სასეირნოდ, იმიტომ, რომ ვხედავ როგორ შედის ხოლმე კორპუსის ეზოში ქუჩაში ცუნცულის მერე.


ეს ვარაუდია დაზუსტება კარგი იქნებოდა ვინც მაქეთ ცხოვრობს მაგ ეზოში რომ იკითხოს smile.gif
<Start>
QUOTE
SpyZooka
https://www.facebook.com/dzagli.ge

იქნებ აქ დაპოსტო

დავწერე მადლობ smile.gif

ჯერ აიკლებენ ქვეყანას ესა და ის ჯიში გვინდაო და აგერ ბატონო mad.gif

**********************************

აი ეს იყო
http://radikal.ru/fp/98f808178732435cbc2196d9060932c3

Posted by: luka-animal 1 Oct 2013, 19:09
დგეს ვარკეტილის მე 9 კვარტალში ვნახე გერმანული ნაგაზი აშკარად დაკარგულია sad.gif

Posted by: MITIATO 1 Oct 2013, 20:54
<Start>
QUOTE
ყოჩაღ პატრონს ..

მეც ეგ რეაქცია მქონდა.

ბევრი აკეთებს ასე.
ისე მაინტერესებს, რა გულით ჩერდებიან სახლში, ძაღლი გარეთ მარტო რომ დარბის.
ადრე როტვეილერებს უშვებდა ვიღაც ყოველ დილას და ნაგვის ყუთში იყვნენ გადაკიდებულები.

Posted by: <Start> 1 Oct 2013, 21:23
MITIATO
QUOTE
ისე მაინტერესებს, რა გულით ჩერდებიან სახლში, ძაღლი გარეთ მარტო რომ დარბის.

ტრაკის აწევა ეზარებათ რომ გაასეირნონ.. ეგ არის.
თან ამ შარპეის რაღაც ჭირს კანზე აშკარად, როგორც ვიცი ამ ჯიშს პრობლემატური კანი აქვს, სერიოზული მოვლა სჭირდება.

Posted by: luka-animal 1 Oct 2013, 23:53
QUOTE (MITIATO @ 1 Oct 2013, 20:54 )
<Start>
QUOTE
ყოჩაღ პატრონს ..

მეც ეგ რეაქცია მქონდა.

ბევრი აკეთებს ასე.
ისე მაინტერესებს, რა გულით ჩერდებიან სახლში, ძაღლი გარეთ მარტო რომ დარბის.
ადრე როტვეილერებს უშვებდა ვიღაც ყოველ დილას და ნაგვის ყუთში იყვნენ გადაკიდებულები.

საყელური მაინ ჩამოკიდოს ..................... :::::::::::@ :@ :@

Posted by: SpyZooka 4 Oct 2013, 14:38
თუ ვინმემ დაკარგა მომწერეთ და ტელეფონს მოგწერთ ერთ ადამიანს ჰყავს შEფარებული დროებით
http://radikal.ru/fp/c8d7178ea5af4f92a6bfbdd63249b782

*************************************
კიდევ მუშებთან იყო შეფარებული ძუ ნაცრისფერი გერმანული ნაგაზი და ახლა ლეკვები ჰყავს (ლეკვები გერმანულის და მეტისის ნაჯვარია)
თუ უნდა ვინმეს ეს ლეკვები მომწერეთ თუ კარგად გაზრდით მხოლოდ smile.gif

Posted by: SerLom1 7 Oct 2013, 00:50
დაიკარგა მალამუტი! დღე-დღეზე უნდა დაყაროს ლეკვები sad.gif

Posted by: edna mamida 9 Oct 2013, 21:37
ვინმემ ხომ არ დაკარგეთ, თუ არა, ხომ არ გინდათ
თეთრი ლაბრი დადის ჩვენს უბანში, თამარაშვილის და წყნეთის ქუჩებზე , ხვადი, ახალგაზრდა, სამი წლისააო მითხრეს, ელიზბარაშვილის თავშესაფრიდანაა გამოპარული, კარგი აღნაგობა აქვს, მაგრამ ისეთი გამხდარია იტირებ, კანიც გაღიზიანებული აქვს ალაგ ალაგ
კარგი კვება, ექიმი და ულამაზესი ძაღლი იქნება, ალერსიანია ძალიან
მე ორი ნაგაზი მყავს სახლში, დედელი ორთავე, ვერ წავიყვან, მაგრამ ასეთი გამხდარი და უპატრონო ვერ გაატანს ამ ზამთარს
ცოდოა, გადაარჩინეთ
ვინმემ წაიყვანეთ რა

Posted by: luka-animal 9 Oct 2013, 22:45
edna mamida
ნამდვილად იცი რომ ელიზბარასჰვილიდან არის გამოპარული??

* * *
edna mamida
დაიკარგა ლაბრადორი ყელზე ცისფერი საყელური უკეთია მამალია თუ დაემთხვა ეს მონაემები იმ ლაბრადორისას დარეკე რა 598848920
* * *
edna mamida
თუ შეგილია ნომერი მომწერე პირადში რაა??
* * *
https://www.facebook.com/photo.php?fbid=541299749281705&set=a.473823849362629.1073741832.473728649372149&type=1

Posted by: SerLom1 9 Oct 2013, 23:08
მარტყოფის ტერიტორიაზე დაიკარგა მალამუტი. მაკეთ არის. იქნებ ვინმე დაგვეხმაროთ

Posted by: agr_bak 9 Oct 2013, 23:09
დაიკარგა გუშინ დილას, პეტრიაშვილის 9 ნომრიდან ლაბრადორის და პოინტერის 11თვის ხვადი ტომი.
ტანწვრილი და არაბუნებრივად გაბურძგნული კუდით.

ცისფერი საყელურით
თუ ვინმე თვალს მოკრავთ 598848920 ამ ნომერზე დარეკეთ

Posted by: edna mamida 9 Oct 2013, 23:50
luka-animal

QUOTE
ნამდვილად იცი რომ ელიზბარასჰვილიდან არის გამოპარული??

კი იქურმა მომვლელმა მითხრა, 3 წლისაა და ყავისფერი სქელი საყელური უკეთია
QUOTE
https://www.facebook.com/photo.php?fbid=541...49372149&type=1

ეს არაა სამწუხაროდ, უფრო დიდია, გამხდარი და მოუვლელი, თუმცა კარგია მაინც
ვწუხვარ sad.gif , თან 1 კვირაზე მეტია რაც შევამჩნიე

Posted by: maco79 13 Oct 2013, 01:55
გთხოვთ დამეხმაროთ, კუკიის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაძე ვიპოვე როტვეეილერის ჯიშის ხვადი. უკეთია მწვანე ყელსაბამი, ჯაჭვის სახელურით. გთხოვთ გააზიარეთ და მაპოვნინეთ პატრონი. დამიკავშირდით 599587585 მარიამი , ძაღლი იმყოფება ჩემთან.
* * *
ისევ ვეძებთ პატრონს. გთხოვთ გაიკითხეთ ნაცნობებში და დამეხმარეთ.

Posted by: luka-animal 14 Oct 2013, 22:31
პეტრიაშვილის 9 ნომრიდან , 7 ოქტომბერს დაიკარგა ხვადი ლაბრადორის მეტისი ტომი, უკეთია ცისფერი საყელური. არის კონტაქტური და ცანცარა ძაღლი. მპოვნელი დასაჩუქრდება 200დოლარით.
ძალიან გთხოვთ გვაპოვნინეთ
სავარაუდოდ უნდა მოძრაობდეს ვაკე, ვერა, საბურთალოს ტერიტორიაზე
598848920

Posted by: maco79 16 Oct 2013, 01:57
გთხოვთ დამეხმაროთ, კუკიის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაძე ვიპოვე როტვეეილერის ჯიშის ხვადი. უკეთია მწვანე ყელსაბამი, ჯაჭვის სახელურით. გთხოვთ გააზიარეთ და მაპოვნინეთ პატრონი.

Posted by: mettalmag 18 Oct 2013, 13:59
მეგობრებო დაიკარგა ძაღლი დოლიძის მიმდებარე ტერიტორიაზე
http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

თუ ვინმე სადმე მოკრავთ თვალს ძალიან თხოვთ შეგვატყობინოთ
571 410 401 ლევანი
მპოვნელი დასაჩუქრდება ფულით რათქმაუნდა!


http://pix.ge/

Posted by: <Start> 19 Oct 2013, 19:22
ეს ფისო ვინმემ ხომ არ დაკარგა? მემგონი ბრიტანული მოკლებეწვიანია

user posted image

Posted by: maco79 20 Oct 2013, 20:56
3 წლის ხვადი როტვეილერისთვის ვეძებ სანდო და მოსიყვარულე პატრონს. ძაღლი არის ძალიან გაწონასწორებული, მშვიდი და ჭკვიანი. გამომეხმაურეთ.

Posted by: tsiklauri 21 Oct 2013, 16:11
როგორ ავტვირთო დაკარგული ძაღლის ფოტო?დამეხმარეთ

Posted by: MITIATO 21 Oct 2013, 16:34
tsiklauri
ფოტო ატვირთე ჯერ აქ: http://radikal.cc/
მერე ფორუმზე გადმოაკოპირე URL კოდი (თავზე მწვანედ აწერია Картинка в тексте)
სულ ეს არის.

Posted by: maco79 21 Oct 2013, 16:54
QUOTE (tsiklauri @ 21 Oct 2013, 16:11 )
როგორ ავტვირთო დაკარგული ძაღლის ფოტო?დამეხმარეთ

ჯერ დაწერეთ ინფორმაცია და მერე მიუთითეთ ცასწორება და იქ გამოჩნდება ჩუზ ფაილ და მერე ადდ რეფლაი.

Posted by: tsiklauri 21 Oct 2013, 16:58
მეგობრებო, 4 დღის წინ დავკარგე ძაღლი. იქნებ სადმე თვალი მოკრათ. დავკარგე ავლაბარში,თელავის ქუჩიდან. ძალიან გთხოვთ დამიკავშირდეთ პოვნის შემთხვევაშიsad.gif((((

Posted by: Neroni 21 Oct 2013, 19:07
დოლიძის ქუჩაზე შავი ლაბრადორის ჯიშის ძაღლი ვნახეთ, სახლში არ შემოგვყვა რო პატრონი გვეპოვა.

Posted by: Tio 22 Oct 2013, 18:09
დიღმის ტრასაზე ნაპოვნია ხვადი ლაბრადორი!

ვაქვეყნებ თიკო კვალიაშვილის სტატუსს:
https://www.facebook.com/TikWorsnop/posts/720332711327432
”ჩემი ტომის ძებნაში უკვე მეორე ლაბრადორის ნახვა მიწევს. დღეს ვნახე, ორი საათის წინ დიღმის ტრასაზე, არ მისული გლდანის გადასახვევთან, რესტორან ქიზიყის წინ ძალიან შეშინებული ხვადი ლაბრადორი, ყელზე ეკეთა ყავისფერი ქამარი... იქვე მოვაჭრე ქალმა მითხრა სამი დღეა რაც აქ დარბისო... ძაღლი იყო ძალიან დამფრთხალი... გთხოვთ გაავრცელთ ჩემი ეს სტატუსი... იქნება იპოვოს პატრონმა”

მიმართეთ თიკო კვალიაშვილს: https://www.facebook.com/TikWorsnop

და გაავრცელეთ თუ შეიძლება ეს ინფორმაცია!!! _ რომ პატრონმა იპოვოს!!!!!!!!!!!!!!!!!

Posted by: maco79 22 Oct 2013, 22:42
მე ვნახე გუშინ ვაჟა ფშაველას ბოლოში. ყელსაბამით იყო sad.gif

Posted by: Kamanch 23 Oct 2013, 02:19
დღეს დილით რუსთავში დაიკარგა დედალი კურცხარი. არის 3 წლის. შანსი არაა სადმე წასულიყო(აშვებული იყო ეზოში და სანამ პატრონმა საჭმელი ჩამოუტანა, ძაღლი დაიკარგა.) ეჭვი გვაქვს რომ მოიპარეს. არის სტანდარტული, ყავისფერი თეთრი კოპლებით. ქვია კელი. ძალიან ჭკვიანი ძაღლია და თავისით არ დაიკარგებოდა. თუ ვინმემ ქუჩაში დაინახეთ, გთხოვთ ამ ნომერზე დარეკოთ: 577505850 - სოსო.

Posted by: paradoxxx 23 Oct 2013, 15:59
ეს ძაღლია ნაპოვნი ხუდადოვზე. დარეკეთ: 577208167 !!!


http://radikal.ru/fp/01207ac8c1a44e79b9d583a49eb8f79e

Posted by: tsiklauri 24 Oct 2013, 16:06
paradoxxx

აუ სადრაც ვნახე განცხადება,ვიღაცამ დაკარგა ზუსტად ასეთი ძაღლი,მარა არ მახსოვს საიტიsad.gifიქნებ ძაღლი.გე-ზეც და მასეთ საიტებზეც ატვირთოთ?

Posted by: tseke 10 Nov 2013, 14:17
Paraskevs 8noembers dighmis tyeparkis teritoriaze daიkarga ori germanuli nagazi, tu raime informacia geqnebat iqneb damexmarot
http://radikal.ru/fp/04bf841b022547e789243417a9d639dd
http://radikal.ru/fp/d6e2001e72dd4af2998fbf6370ddfd47

Posted by: SpyZooka 10 Nov 2013, 15:27
doghome.ge ს რა ჭირს არიცით? .

Posted by: KillaBee 11 Nov 2013, 22:48
ვინმემ ირლანდიური სეტერი ხო არ დაკარგა ნუცუბიძის 4 პლატოს მიმდებარე ტერირიაზე? შემეხმიანეთ, ლეკვია დიდი ალბათობით 6თვის.

Posted by: SpyZooka 13 Nov 2013, 15:57
ჩემს საცხოვრებელთან ყავს პატარა ტანის ძუ ძაღლს ლეკვები ეს ერთერთია თუ ვინმეს უნდა ვინც კარგად მოუვლის შემეხმიანოს
http://radikal.ru/fp/d8a1952b5e7d451aafd70fcbd7ea0007

Posted by: გაგუშა 13 Nov 2013, 18:53
SpyZooka

რა ჯიშია?

Posted by: SpyZooka 13 Nov 2013, 20:24
გაგუშა
QUOTE
SpyZooka

რა ჯიშია?


ფინიაა მაგრამ საოცრად ჰგავს Welsh Corg-ს ამ ძაღლების დედა , პატარა ტანისაა და მოგრძო.
http://radikal.ru/fp/0ea44d9474ca4c2c81aabf80190a64f9

http://radikal.ru/fp/732a8d89a95a40889706101498964b88

http://forum.ge/?showtopic=34534518&f=&st=315&#entry38722182

აი მაგ ლეკვის და ძმა ნაცრისფერ ლეკვს ეტყობა უკვე მოგრძოა ტანით. ამ ლეკვების დედას წინა ნაყარიდან ერთი ლეკვი დარჩა და ისიც დედას გავს დედაზე ცოტა პატარაა ტანით.

Posted by: Tazots 15 Nov 2013, 08:53
14.11.2013, პეკინზე 7 თვის გერმანული ძუ დავკარგე, თუ ვინმემ ნახეთ, 599541641, კლასიკურ ფერებშია, ყელზე ჯაჭვი ქონდა !!!

Posted by: eleniko123 15 Nov 2013, 17:34
QUOTE (paradoxxx @ 23 Oct 2013, 15:59 )
ეს ძაღლია ნაპოვნი ხუდადოვზე. დარეკეთ: 577208167 !!!


http://radikal.ru/fp/01207ac8c1a44e79b9d583a49eb8f79e

დაახლოებით რამდენი წლისაა?
გოგოა თუ ბიჭი?

Posted by: leniko11 15 Nov 2013, 17:48
Tazots
https://www.facebook.com/groups/150886715099549/

ამ ლინკზე შედით, აშკარად თქვენი ძაღლია, თუ არ იპოვეთ უკვე. ან ამ ნომერზე დაუკავშირდით 595 90 89 20, როგორც იქ წერენ ელიზბარაშვილის თავშესაფარში მიიყვანეს და იქ არის ამჟამად.

Posted by: Tazots 16 Nov 2013, 03:12
დიდი მადლობა ლენიკო, ძაღლი წამოვიყვანე, მადლობა თქვენც, ლევანისაც და ყველა გულისხმიერ ადამიანს ვინც გულთან ახლოს მიიტანა სხვისი პრობლემა და გაჭირვება !!! გავუფრთხილდეთ მეგობრებს, დაკარგვა მძიმეა !!!

Posted by: socrates 16 Nov 2013, 12:01
leniko11
https://www.facebook.com/pages/Tbilisi-City-Halls-Shelter-for-Animals/339585242789619


ესეინი რა მისამართზე არიან ხომ არ იცი?

Posted by: leniko11 16 Nov 2013, 13:47
Tazots
რისი მადლობა, ძალიან გამიხარდა რომ იპოვე და ცუგა დაუბრუნდა თავის პატრონს yes.gif

socrates
ქ.თბილისი, თვალჭრელიძის ქუჩა, 17 (III-მასივის და ორხევის შორის) ეს მისამართი უწერიათ smile.gif

Posted by: georgy 16 Nov 2013, 15:55
მეორე დღეა ვაჟა-ფშაველას მეორე კვარტალშია, ეტყობა, რომ დაკარგულია და პატრონს ეძებს sad.gif

Posted by: Bubs 16 Nov 2013, 19:14
მეგობრებო, ეს ლეკვი ვიპოვეთ დაახლოებით 2 თვის წინ, ქუთაისი-ხონის გზატკეცილზე. 5-6 კილომეტრის რადიუსში არც წყალი იყო და არც საჭმელი. დაახლოებით ერთი კვირის ნაშიმშილები იქნებოდა, ძალიან გამხდარი და გაციებული. ქუთაისში ჩამოვიყვანეთ, მაგრამ ვერც ნორმალური ექიმი ვერ ვნახეთ და ვერც დასატოვებელი ადგილი, ამიტომ გადავწყვიტეთ თბილისში ჩამოგვეყვანა. ელიზბარაშვილის თავშესაფარში მივიყვანეთ, სადაც დაიტოვეს და სამედიცინო დახმარებაც აღმოუჩინეს. ამჟამად დაახლოებით 6-7 თვის იქნება, უკვე მოსუქებული და გალაღებულიც კიაsmile.gifsmile.gif დავარქვით თეოდორე (Федя)smile.gif ახლა Федя მოსიყვარულე და მზრუნველ პატრონს ეძებს, რომელიც შეიფარებს და მოუვლის. ძაღლი საერთოდ არ არის აგრესიული, პირიქით ძალიან თბილი და მოსიყვარულეა. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ დამიკავშირდეთ ნომერზე 555 133 909 ელენე

Posted by: <Start> 17 Nov 2013, 01:31
ვინმემ ხომ არ დაკარგა ბრიტანული კატა , ასეთ ფერებშია .
ვერაზე ბაქრაძის ქუჩაზე ვხედავ ძალიან ხშირად , სანაგვე ურნიდან ჭამს sad.gif ძალიან ფრთხილია და ადამიანებს გაურბის

Posted by: maco79 17 Nov 2013, 01:43
ჩუქდება მოსიყვარულე პატრონზე.
რამდენიმე დღეა რაც ეს ორი ულამაზესი ფისო (კატა და მისი კნუტი) გამოჩნდა ჩვენს კორპუსთან. კატა ძალიან ჭკვიანია, ბრძანებაზე დაჯექი ჯდება და როდესაც ელაპარაკები გეპასუხება კრუტუნით ამიტომ გამიჩნდა ეჭვი, რომ სახლშია გაზრდილი.

Posted by: Tio 19 Nov 2013, 23:00
ნახალოვკაში დღეს (19.11.2013) დაიკარგა 9 თვის ლაიკის ლეკვი.
ძალიან თუ ვინმე შენიშნავთ აუცილებლად დაუკავშირდეთ 514 609 609

http://www.picz.ge

Posted by: takome 21 Nov 2013, 15:35
არვის გინდათ პატარა კნუტი ჩუქდება, იქნებ წაიყავნოთ გთხოვთ smile.gif
http://pix.ge/

Posted by: Tio 25 Nov 2013, 23:34
"ყურადღება! ნაპოვნია ლაბრადორი!!!!!!!
რამდენიმე წუთის წინ ჩემს შვილებს ქუჩიდან სახლში გამოჰყვა სუფთა ჯიშის , აშკარად მოვლილი და ნაპატრონები ღია ფერის ლაბრადორი, რომელსაც კისერზე საყელურის ტარების კვალი აჩნია.
ბევრ განცხადებას ვნახულობ ცხოველების დაკარგვის შესახებ და პოვნაზე ერთიც არ მინახავს.
გადაპოსტეთ და იქნებ ერთ ერთი მათგანი მაინც გავახაროთ.
წინასწარ გიხდით მადლობას!"
https://www.facebook.com/photo.php?fbid=681501565216923&set=a.162900710410347.35003.100000712563185&type=1&ref=nf

მიმართეთ კოტე მალანიას ფეიბუქზე: https://www.facebook.com/kote.malania

http://www.picz.ge

Posted by: uchinski 28 Nov 2013, 21:33
მყავს ავჩარკის შრეული მეტისი დედით სუფთა 3 წლის ხვადი, ვეძებთ დედალს რომელთანაც შეჯვარდება , 597 200 789

Posted by: Angel-A 30 Nov 2013, 09:58
QUOTE (<Start> @ 17 Nov 2013, 01:31 )
ვინმემ ხომ არ დაკარგა ბრიტანული კატა , ასეთ ფერებშია .
ვერაზე ბაქრაძის ქუჩაზე ვხედავ ძალიან ხშირად , სანაგვე ურნიდან ჭამს sad.gif ძალიან ფრთხილია და ადამიანებს გაურბის

გამოუჩნდა ამას პატრონი?
საცოდაობაა ამის ქუჩაში ყოფნა

Posted by: BBB001 1 Dec 2013, 01:14
ნაპოვნია ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე. საკონტაქტო ტელ: 579 106 126 თენგო

http://www.picz.ge

Posted by: <Start> 1 Dec 2013, 14:55
Angel-A
QUOTE
გამოუჩნდა ამას პატრონი?
საცოდაობაა ამის ქუჩაში ყოფნა

ეს კატა კიდევ ერთხელ შევნიშნე ვიღაცის ეზოდან გამოდიოდა.. შეიძლება პატრონი ყავს რომელიც გარეთ უშვებს ხოლმე ან თვითონ იპარება:/

Posted by: don04 3 Dec 2013, 22:54
დიდ დიღომში მეორე მიკრორაიონში დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე, ახლობელს დაეკარგა ან მოიპარეს 3 წლის და 6 თვის ხვადი დრათხარი.სახელად მაქსი.გთხოვთ თუ ვინმემ ნახოთ დარეკეთ 555 52 88 37 ოთარი.



Posted by: Grandiozaa 6 Dec 2013, 20:49
ვინმემ თუ იცით ეს ძაღლი (https://www.google.ge/search?q=mops&source=lnms&tbm=isch&sa=X&ei=N_qhUu6WJciqhAfotICgCA&ved=0CAcQ_AUoAQ&biw=1280&bih=674), ჩემმა შეყვარებულმა აიტეხა, იქნებ დამეხმაროთ ვინმე სად ვიშოვო biggrin.gif

Posted by: MITIATO 7 Dec 2013, 01:52
Grandiozaa
მოპსი ქვია მაგ ჯიშს.
მაი მაირკეტზე დევს ხოლმე განცხადებები ლეკვების გაყიდვაზე.
გადახედე.

Posted by: <Start> 13 Dec 2013, 19:57
ვინმემ ხომ არ დაკარგა ვერაზე ყავისფერი კურცხარი??

ნაშეინიკის გარეშე დადის, ბელინსკის ქუჩის ტერიტორიაზე

user posted image

Posted by: SpyZooka 14 Dec 2013, 15:53
ხომ არავის გინდათ უპატრონოდაა პიტის ნაჯვარს ჰგავს 5 თვის იქნება ალბათ, მოსიყვარულეა smile.gif
http://radikal.ru/fp/965dde085ae149ddaed843a2b0b15eab

Posted by: C O C O 16 Dec 2013, 11:37
დიდი დიღმის ტერიტორიაზე დაიკარგა სამოედის ჯიშის ძაღლი, ხვადი, 1 წლის.
ძალიან გთხოვთ, თუ ვინმემ მოკრა თვალი დარეკოთ ამ ნომერზე: 595333133 574019922
მპოვნელი დასაჩუქრდება smile.gif

Posted by: Moonchild 21 Dec 2013, 14:47
ნაპოვნია ნაგაზი:

სქესი: ხვადი
ასაკი: დაახლოვებით 2წლის
ზომა: საშუალო
კონდიცია: ჯანმრთელი, ვაქცინირებული
ხასიათი: კარგი
თავშესაფარში მოხვედრის მიზეზი: ნაპოვნია მეტრო ნაძალადევთან
თავშესაფარში მოხვედრის თარიღი: 20.12.2013
დაგვიკავშირდით ამ ნომერზე 595 63 36 36 თამაზი.59194 88 95 თემო.

Posted by: SpyZooka 22 Dec 2013, 20:05
https://www.facebook.com/photo.php?fbid=518180014961953&set=gm.665648586810719&type=1&theater

რამდენად მართალია

Posted by: tikunia111 26 Dec 2013, 16:06
გამარჯობა,თუ გყავთ 1 ან 1.5 თვის გერმანული ნაგაზის ლეკვი,მამალი და ფერადი,შავი არ მინდა,გთხოვთ გამომეხმაურეთ..

Posted by: sesililu 8 Jan 2014, 13:35
qutaisshi napovnia rotveileri. didxans ver sheifarebs vinc ipova.

Posted by: tamrikor 11 Jan 2014, 17:21
დღეს ჩეი უჯიშო ძაღლისთვსი დაურტყია მანქანას ყიფშიძეზე და გაიქცა გაბაშვილის მიმართულებით თუ ვინემ ნახეთ სადამე დამიკავშირდით
593 66 20 79 568 855 227 რა დროც არ უნდა იყოს (მოგვიანებით სუართსაც ვეცდები დავდო ) არის რიჟა მოზდილი ძუ (დედალი )

Posted by: melania 123 12 Jan 2014, 23:11
კოკერსპანიელი დამეკარგაsad.gif მეორე დღეა უშედეგოდ ვეძებთ. ჩალისფერია, შეკრეჭილი, უკეთია საყელური და აცვია თავისივე ფერებში ტანსაცმელი. თუ ვინმემ მოკარით თვალი უმორჩილესად გთხოვთ, დამიკავშირდით sad.gif sad.gif sad.gif ფოტოს ატვირთვა არ ვიცი sad.gif

Posted by: <Start> 13 Jan 2014, 20:02
QUOTE
ნაპოვნია ვაკეში. ხვადი დაახლოებით 5 6 თვის. ლეკვი ძალიან შეშინებულია.2 დღეზე მეტს ვერ გავიჩერებთ,თუ არ გამოუჩნდა დროებითი შემფარებელი ან პატრონი მოგვიწევს ქუჩაში გაშვება. დამიკავშირდით 555 22 14 04


სავარაუდოდ არის დაბალ ბეწვიანი ფოქსტერიერის მეტისი

https://www.facebook.com/photo.php?fbid=1411188365785863&set=a.1407149489523084.1073741828.1407140146190685&type=1&theater

user posted image

user posted image

Posted by: GunsN 13 Jan 2014, 23:26
აუ დღეს ლაბრადორის ლეკვი ვიპოვე და ვერ გავბედე სახლში წაყვანა, რამდენი მეთამაშა, ალბათ 3-4 თვის იყო, მერე მანქანამ გაარტყა და სახლისკენ გაიქცა, ნეტა წამომეყვანა რა როგორ მწყდება გული user.gif

Posted by: Angel-A 14 Jan 2014, 16:00
GunsN
QUOTE
აუ დღეს ლაბრადორის ლეკვი ვიპოვე და ვერ გავბედე სახლში წაყვანა, რამდენი მეთამაშა, ალბათ 3-4 თვის იყო, მერე მანქანამ გაარტყა და სახლისკენ გაიქცა, ნეტა წამომეყვანა რა როგორ მწყდება გული

იმედია გადარჩა...

Posted by: GunsN 14 Jan 2014, 16:29
Angel-A
კი კი, ფეხი აითრია და გაიქცა

Posted by: melania 123 14 Jan 2014, 17:46
ვეძებ დაკარგულ კოკერსპანიელს, ჩალისფერია, შეკრეჭილი, უკეთია საყელური და აცვია თავისივე ფერებში ტანსაცმელი. თუ ვინმემ მოკარით თვალი უმორჩილესად გთხოვთ, დამიკავშირდით. ფოტოს ატვირთვა არ ვიცი sad.gif

Posted by: MITIATO 15 Jan 2014, 13:16
melania 123
სად დაიკარგა?


Posted by: melania 123 16 Jan 2014, 19:43
ნებისმიერ უბანში შეიძლება იყოს sad.gif

Posted by: melania 123 16 Jan 2014, 19:51
მაპოვნინეთ დაკარგული კოკერსპანიელი sad.gif ყველგან ვეძებ და ვერ ვპოულობ, სახლიდან გაიპარა სასეირნოდ და აღარ დაბრუნებულა sad.gif

Posted by: ratom86 25 Jan 2014, 17:33
ჩუქდება სპანიელის მეტისის ლეკვები, ერთი დედალი, ერთი მამალი,
თუ ვინმეს გაქვს სურვილი დამიკავშირდით, დედა სუფთა სისხლის სპანიელია

Posted by: KillaBee 13 Feb 2014, 13:10
ნუცუბიძIს პლატოზე მეზობელმა გააგდო გერმანული ნაგაზი ვინმეს ხო არ გინდათ იშვილოთ, ძუა 2 წლის ჭკვიანია რაც მთავარია და ძაან შეშინებულია.

Posted by: All Shall Perish 13 Feb 2014, 16:48
KillaBee
http://www.doghome.ge/?cat=contact&lang=ka
აქ დარეკე გარეთ გაუჭრდება თავსგატანა, თან შეძლება გაჩუქდეს.

Posted by: sali-salo 17 Feb 2014, 20:44
2-3 თვის უსაყვარლესი ლეკვი ეძებს პატრონს, ლეკვი 2 დღეა შეკედლებულია მოსკოვის პროსპეკტზე ერთ ერთ კორპუსთან.
* * *
http://www.radikal.ru

Posted by: All Shall Perish 20 Feb 2014, 19:11
doghome.ge ზე გერმანული ნაგაზის ფერებში ლეკვი თუ გაიჩითა უეჭველი მიყავს ხოლმე ხალხს
თუ წაიყვანთ იქნებ გაჩუქდეს
http://www.doghome.ge/?cat=details&dog_id=1091&lang=ka&title=%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D
ეს იჩუქა ვიღაცამ მაგალითად smile.gif

Posted by: GuGaGeo 24 Feb 2014, 19:20
დაიკარგა წერეთლის მეტროს მიმებარე ტერიტორიაზე ,,პოინტერის'' ჯიშის 1 წლის ძუ ძაღლი.

მპოვნელი დასაჩუქრდება smile.gif შეგვეხმიანეთ : 557370725

http://www.radikal.ru

Posted by: Davitkacha 26 Feb 2014, 20:28
17 დეკემბერს დაიკარგა მუხიანში, 11 წლის ძუ (დედალი) კურცჰაარი, სახელი ჯენა. თეთრი, ყავისფერი ლაქებით. წინა მარჯვენა თათზე ზემოდან აქვს მეჭეჭი-ხორცმეტი. . სანადიროდ არ გამოგადგებათ. ლეკვები არ ეყოლება (სტერილიზაცია). პატრონის გარეშე დარდისგან მოკვდება. გაავრცელეთ გთხოვთ.
დარეკეთ 599 21 08 77: 514 20 84 48
მპოვნელი დასაჩუქრდება.

Posted by: butana 28 Feb 2014, 17:19
ლოტკინზე დაიკარგა დრატხაარი. ძალიან გთხოვთ თუ ვინმემ რაიმე იცით დაგვეხმარეთ. 577 62 22 47 577 62 03 35

Posted by: sallli1 1 Mar 2014, 11:36
ხალხო ეს ცუგო შემხვდა წერეთელზე,აშკარად დაკარგულია ან გამოგდებული, საწყალი ისე გაურკვევლად დადიოდა აქეთ-იქით აშკარად პატრონს ეძებდა, ხომ არ დაკარგეთ ვინმემ? ცოდოა უკვე შეემთხვა როგორც ჩანს უსიამოვნებები შუბლზე რაღაც ნატკენივით ჰქონდა
საყელურიც ეკეთა შავი თუ ნაცრისფერი
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/

Posted by: playstation 2 Mar 2014, 14:47
იძებნება გერმანული ნაგაზი
დაიკარგა სოფ.დიღმის დასაყისსი
შესაძლებელია დირმის მასივსი ან დიდი დიღმის მიმდებარე ტერიტორიებზეც მოგეკრათ თვალი
არის ძუ 1 წლის
თუ სადმე მოკრავთ თვალს აუცილებლად შემეხმიანეთ
595 29 63 90მპოვნელი უსაცუქროდ არ დარჩება ნამდვილად
მინიმუმ 100$ დასჩუქრდება

user posted image
user posted image
user posted image
user posted image

595 29 63 90

Posted by: Davitkacha 3 Mar 2014, 19:18
playstation
თუ იპოვი გვითხარი. ფეისბუქზეც დადე სურათები. დაგეხმარებიან.....

Posted by: sona-ele 13 Mar 2014, 00:56
Davitkacha
ახლა დაწერეს ფეისბუქზე--ქარვასლასთან დარბის კურცხაარი,საყელურის გარეშე და შეშინებული..ნახეთ ფბ-ზე dzagli.ge

Posted by: Davitkacha 13 Mar 2014, 20:08
დაველაპარაკე ვინც დაინახა კურცჰაარი და 1 წლამდე იყოო.

Posted by: Gillen 13 Mar 2014, 21:31
მოვინიშნები user.gif
თუ რომელიმე დავინახე...

ისე ჩემი სახლის წინ, ოჯახს ყავს ლეკვი. ბავშვი ისე სასტიკად ექცევა არ ვიცი. იმდღეს ისე გავმწარდი, ლამის ჩავედი და გავუნგრიე თავი mad.gif

Posted by: leniko11 14 Mar 2014, 14:20
http://pix.ge/

ნაპოვნია როდეზიული რიჯბეკი გლდანის მე-5 მ/რ-ში, პატრონი თუ ნახავს ამ პოსტს გამოგვეხმაურეთ შემდეგ ლინკზე:

https://www.facebook.com/Elene.Tabutsadze
* * *
იპოვა უკვე პატრონმა, აღარ არის ეს ცუგო დაკარგული smile.gif)

Posted by: BURGER_QUEEN 25 Mar 2014, 18:48
ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიკარგა 10 თვის შავი პიტბული, არის წყნარი და არააგრესიული გთხოვთ თუ სადმე ნახავთ გამოგვეხმაურეთ ამ ნომერზე: 597 20 14 05

Posted by: agr_bak 25 Mar 2014, 21:26
დაიკარგა ჯეკრასელ ტერიერი. 2 წლის, ხვადი სახელად ''დამბო''
ცხოვრობდა ზემო ვეძისში და ერტი კვირის წინ ეზოდან გაიპარა. საყელური არ უკეთია..

Posted by: Spin 1 Apr 2014, 12:20
ნახალოვკაში დაიკარგა 8 თვის შავი ლაბრადორი, ბიჭი. თუ ვინმემ ნახეთ მომწერეთ.

Posted by: nDroid 1 Apr 2014, 19:07
ვაკეში მოსაშვილზე დავკარგე იაგდტერიერის ლეკვი , არის 5 თვის, სურათები არ მაქვს სამწუხაროდ. შემოვიარე მთელი ვაკე ვერსად ვპოულობ ვინმე თუ იპოვით გთხოვთ მომწეროთ.
ბოლოს ვაკის პარკთან შენიშნეს თუ სხვა ძაღლში არ აერიათ sad.gif

Posted by: PuTKiiI 2 Apr 2014, 11:34
user posted image

Posted by: GURAM 19 Apr 2014, 13:54
PuTKiiI
ელიზბარაშვილის თავშესაფარშია 2 წლამდე ასაკის გერმ. ნაგაზი, სახელად მაქსი.
როგორც ამბობენ, პატრონმა ჩააბარა. შეიძლება ეგაა შეიძლება სხვა.
ისე, ვიდზე და ზომებით კი გავს. იქ არაფერი საყელური არ ეკეთა.

Posted by: agr_bak 24 Apr 2014, 00:30
გეგეშიძის ბაღთან ნაპოვნია. მუქი შოკოლადისფერი ლაბრადორის მეტისი
თუ ვინმემ დაკარგა დაუკავშირდით ამ ნომერზე 597 14 10 43


Posted by: source 25 Apr 2014, 19:53
PuTKiiI
http://www.doghome.ge/?cat=dogs&dog_cat=German%20shepherd&lang=ka

აქ ნახოს აბა პატრონმა

Posted by: edna mamida 9 May 2014, 23:40
Aხლა, თამარაშვილის ქუჩაზე 11-ში დადის გერმანული ნაგაზი, ეტყობა დაიკარგა, ან გაიპარა
ვინმეს ხომ არ დაუკარგავს?

Posted by: SpyZooka 11 May 2014, 13:08
სადღაც ვნახე მაიმარკეტზე თუ სიმბაგეზე თუ სადღაც გორში კურცხარი დავკარგეო განცხადება იყო და გორის თავშესაფარში ჰყავთ შეიძლება ეს არის
https://www.facebook.com/photo.php?fbid=272875972885850&set=pcb.512479998855920&type=1&theater

თუ თქვენ გეცნობატ ვინ დაწერა იქნებ მიაწვდინოთ ხმა

Posted by: SauronMag 14 May 2014, 21:30
2 თვის წინ აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან დავკარგე ძაღლი (დიდი ალბათობით მოიპარეს) - ინგლისური სეტერი/ლავერაკი. დღეს დიღმის ტრასაზე 3 საათის წინ დავინახე "მარი" მარკეტთან... მის შემდეგ მდგარ "კალონკასთან გავაჩერე მანქანა უკან მოვბრუნდი და ვეღარ ვიპოვე, გავიკითხე და მარკეტის უკან იდგა 2 ადამიანი ვკითხე და აქ იყო ეხლაო - დიღმის ტყეპარკში შესულა... ვეძებე და ვეღარ მივაგენი... ამ უახლოეს დღეებში ალბათ მაგ რაიონში იტრიალებს - დიღმის მასივში... თუ ვინმე იქ ცხოვრობთ ან გყავთ მეგობრები, ნათესავები... გაიკითხოთ იქნებ და გამაგებინოთ თუ სადმე დალანდავენ, თითქმის სრულიად თეთრი ფერის არის შავი ფერის პატარა წინწკლებით!!! აღარ უკეთია საყელური - სავარაუდოდ გამოექცა ვიღაცას, ვინაიდან საყელურს სურვილის შემთხვევაში იხსნიდა ხოლმე, ანუ მეტ-ნაკლებად თავისუფლად ქონდა!!

ძაღლის სახელია "ბუჩო", არის 5,5 წლის, რა თქმა უნდა სახელზე რეაგირებს

თუ რამეს გაიგებთ დამიპიემეთ ან ტელ: 597 836683

http://www.radikal.ru

Posted by: K O M B L E 23 May 2014, 14:11
ოქროსფერი ხვადი ლაბრადორი ნახეს გუშინ ღამე ჯიქიაზე , მანქანამ დაარტყა მსუბუქად , წამოიყვანეს და ახლა არის ქავთარაძეზე 35 საფეხბურთო სკოლის გვერძე სამრეცხაოში . წლოვანებით არ ვიცი , პატარა არ იქნება ალბათ 4-5 წლის ან ცოტა ზევით , საკმაოდ მკვრივი და ჩაკუნთულია ტანზე . იმედია დაკარგულია და არა გაგდებული და გამოჩნდება პატრონი .

Posted by: nikita1923 27 May 2014, 23:21
ბავშვებო sad.gif ფრანგული ბულდოგი ან მოპსი თუ ვინმეს მოგეზედმეტად მე ვარ აქ გეხვეწებით რაა sad.gif

Posted by: All Shall Perish 7 Jun 2014, 10:53
შავი ბალონკა გლდანში 1მიკროს შესახვევში (ბაზრისკენ რომ შესახვევია ცენტრ გზიდან) ფეხნატკენი ბალონკაა
თუ ვინმემ დაკარგა ან სურვილი აქვს რომ დაეხმაროს მიაკითხოს სულ იქ არის.

ფბ ზეც გაავრცელეთ რა .

Posted by: Nek_111 20 Jun 2014, 19:47
გლდანში ვინმეს ლაბრადორი ხომ არ დაუკარგავს...?

Posted by: is2701 20 Jun 2014, 19:55
ამ პოსტებს რომ ვკითხულობდი გული მეტკინა,ძაღლს და საერთოდ ცხოველს როგორ კარგავთ user.gif

Posted by: Gunner1991 25 Jun 2014, 09:31
ასეთი რამ ჭირს ჩემ ძაღლს, კანზე რაღაც ჭირს და დაჟე ბეწვიც ცვივა, რა არის ეს როგორ ვუმკურნალო?
ვეტექიმი მყავს უბნელი და კარგად ვეღარ ხედავს, იმან ვერც დაინახა წესიერად რომ ვანახე, და რაღაც ნევი გამაკეთებინა 3 გრამი,სახელი დმაავიწყდა... ამის იმედად ვერ ვიქნები ეხლავე მინდა ვუშველო რო მერე გვიანი აღარ იყოს ...
....
http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian
* * *
http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian
* * *
http://postimg.org/image/3m6f6kneh/
* * *
http://postimg.org/image/3m6f6kneh/

Posted by: MUR969 13 Jul 2014, 22:01
ეზოდან დაიკარგა ინგლისური კოკერ სპანიელი 9 წლის, ხვადი. სახელი: დუდუ. სახელზე რეაგირებს. არის ძალიან წყნარი და თვინიერი. დაიკარგა დღეს დილით 8-9 საათს შორის. ამჟამად გაკრეჭილია მთლიანად. მთელი ოჯახი საშინელ დღეში ვართ. ვცხოვრობთ ქვემო ფონიჭალის დასახლებაში, კორპუსი 257. მობ: 599 100102. ყველას გთხოვთ, თუ ვინმეს რაიმე ინფორმაცია თუ ექნება გამოიჩინეთ გულისხმიერება და დაგვირეკეთ ან პმ-ში მომწერეთ.

[URL=http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=6667720120923_032422_1.jpg]user posted image[/საცURL]

Posted by: source 17 Jul 2014, 19:38
MUR969
გაჩერებებზე დააკარით ფოტოები.




გლდანში თუ ვინმემ დაკარგა კანე კორსო შემეხმიანეთ ზრდასრულია უპატრონოდ დადის ახალდაკარგულს ჰგავს მე ვერ ვბედავ რომ დავიჭირო.

ფეისბუქი არ მაქვს და გაავრცელეთ რა.

Posted by: MUR969 18 Jul 2014, 10:13
source
.................................მადლობა smile.gif

Posted by: კისლატა 21 Jul 2014, 22:20
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
დაიკარგა 30 ივნისს, 5 დეკემბრის ქუჩაზე (ნავთლუღი, სამგორი,) სპარსული კატა, მამალი
ტელ : 555 41 07 87

Posted by: Hermyon 21 Jul 2014, 23:06
QUOTE
გაჩერებებზე დააკარით ფოტოები.

lol.gif
კოკერ სპანიელს რა ფოტო უნდა, ყველა ერთნაირიაbiggrin.gif
კისლატა
ოქრო ჯაჭვიც ხომ არ კიდია სადმე
სპარსული თუა და ოდელია-რანუნი ვინღა დაგიბრუნებს


ისე სულ ძაღლები როგორ იკარგებიანfacepalm.gif
კატა თუ დაიკარგა ისიც ზარმაცუშკა და გოიმკა, თორემ ჩემი ფისო ქალაქის მეორე ბოლოდან მომადგაbiggrin.gif

Posted by: agr_bak 4 Aug 2014, 01:21
სასწრაფოდ ჩუქდება. წლინახევრის ხვადი ლავერაკი
პრობლემა იმაშია რომ ლეკვი ყრუ აღმოჩნდა. სანადიროდ არ გამოდგა და პატრონს აღარ უნდა.
ახლა ის ძალიან დაჩაგრულია არ უვლიან. არ ეფერებიან დასცინიან და არაფრად აგდებენ.
ძაღლი არის ძალიან თბილი და თვინიერი. შემეხმიენოს მხოლოდ ის ადამიანი ვინც ამას ამისივე კარგად ყოფნისთვის იჩუქებს და არა გასამრავლებლად ან რაიმე სხვა მიზნით. მსურველი შემეხმიანოს პმ ით.


Posted by: punchi 15 Aug 2014, 12:07
8 აგვისტოს საღამოს თორმეტის ნახევარზე დაიკარგა 2 წლის შავი ლაბრადორი ბიბი, პეკინის და მიცკევიჩის კუთხეში, კისერზე უკეთია წითელი აშეინიკი, ტუ ვინმე სადმე დაინახავთ დარეკეთ ამ ნომერზე 591 40 10 55

Posted by: fermina 14 Sep 2014, 01:00
მეგობრებო, კატების თავშესაფარი სად არის? საყვარელი კნუტი ვიპოვეთ ქუჩაში, უკანა ფეხი ტკივა, ოდნავ კოჭლობს. ამაღამ ვიტოვებ, ვაჭამეთ, მაგრამ სულ ვერ დავიტოვებ და მინდა თავშესაფარში მივიყვანო... რა ვუყო არ ვიცი sad.gif

Posted by: mastodont 22 Sep 2014, 12:55
გამარჯობათ სოლოლაკში ვიპოვეთ დაკარგული გერმანული ნაგაზის ლეკვი 6-7 თვის 577422234 ნინო. მის:გალაქტიონის ტაბიძის 24.

Posted by: ARCHIBALD MEKESHY 23 Sep 2014, 12:05
დაიკარგა ძაღლი ,21 სექტემბერს! 1 წლის,ძუ! გლდანის ხიდებთან,ეკლესიის გვერდზე არსებული ეზოდან,წყალსადენის ქუჩიდან. თუ ვინმემ სადმე დაინახოთ ან იპოვოთ გთხოვთ არ დაიზაროთ და შემატყობინოთ,რა დროც არ უნდა იყოს! დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში! მპოვნელი დასაჩუქრდება! გთხოვთ გააზიაროთ ეს ინფორმაცია!!!!
595 05 75 84 გმადლობთ!!

Posted by: ladykarate222 28 Sep 2014, 18:11
ნაპოვნია შინაური მიმინო, თუ ვინმემ დაკარგეთ, შემომეხმიანეთ 555 50 17 70

Posted by: freemen 2 Oct 2014, 22:20
თემქის 4 მ/რ _ნის 5 ა კორპუსიდან დაიკარგა წლინახევრის ''იორტერიერი'', ხვადი.
მპოვნელი დასაჩუქრდება 300 EUR_თი.
გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომრებზე : 558 34 06 86 ; 599 07 96 63.
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

Posted by: sioma 5 Oct 2014, 15:00
ზუგდიდში(სოფ. ჭითაწყარის ტერიტორიაზე) დაიკარგა 2 წლის როტვეილერი, მპოვნელი დასაჩუქრდება. თუ სადმე თვალს მოკრავთ მსგავს ძაღლს, ძალიან გთხოვთ, გამოგვეხმაუროთ. ტელეფონის ნომერი: 5 98 40 48 62; 5 99 14 40 56 ნონა და როლანდი

Posted by: tamuna_mpt 30 Oct 2014, 17:38
გამოფენაზე (პარკი წერეთლის ქ.) დაახლოებით თვეზე მეტია მიტოვებული ძაღლი დარბის, სახლიდან გამოაგდეს და სავარაუდოდ ფურგონიანი მანქანით დატოვეს, რადგან სადაც ფურგონიან მანქანას დაინახავს მისდევს, არ იცის ქუჩაზე გადასვლა, გაბურძგნულია მაგრამ მაინც სულ სცივა, ძალიან უყვარს ადამიანები და ძაღლებთან თამაში, თავიდან ულამაზესი ბეწვი ჰქონდა, ახლა გახდა და ბეწვიც გაუჭუჭყიანდა, 4 დღეა ახველებს, ვერ გაუძლებს გარეთ ზამთარს, გამოფენაზე კაფესთან ბუჩქებში სძინავს, მიწაზე, იქნებ დავეხმაოროთ.

http://pix.ge/x/b/o/acxmv/

Posted by: MITIATO 30 Oct 2014, 18:26
tamuna_mpt
გული მომიკვდა რომ წავიკითხე. cry.gif

თავშესაფარში არ მიიღებენ, ნეტავ?
რით შეიძლება დავეხმაროთ?

საწყალი ძაღლი. cry.gif

Posted by: tamuna_mpt 3 Nov 2014, 00:30
MITIATO
ეს დღეები ვცდილობდით პატრონი მოგვეძებნაა.. ერთი ორი ადამიანი გამოჩნდა. მაგრამ როგორც ხშირად ხდება
ბოლო წუთებში უკან დაიხიეს. საჭმელს ჩემი მეგობარი აჭმევს იქვე ცხოვრობს. მაგრამ უკვე საკმაოდ აცივდაა და რამენაირად თავშესაფარში უნდა მოვუძებნოთ ადგილი. მე მხოლოდ ელიზბარაშვილს ვიცნობ და ვენდობი. მანდაც როგორც ვიცი ადგილებზე პრობლემაა.. დავუკავშირდები იქნებ დავაბნაოთ რამენაირად.

იქნებ სხვა თავშესაფრებიც მითხრათ რომელიც სანდროა? არის სხვა რომელიმე ეგეთ? ((

Posted by: giorgi219 16 Nov 2014, 23:09
პარასკევს საღამოს ეზოს კარი დარჩა ღია და მას მერე ვეძებთ. თუ ვინმეს რაიმე ინფორმაცია გაქვთ მომწერეთ, ძალიან გთხოვთ.

http://www.radikal.ru

Posted by: mont-blanc 19 Nov 2014, 13:52
2 კვირის წინ ისნის რაიონში სახლიდან მოიპარეს 2 წლის კოკერსპანიელი ( ბონი ), უკეთია წითელი ყელსაბამი. მოიპარა ამ ადამიანმა, სახელად მილენა ( ციგანი ან ქურთია ) მათხოვრობს სავარაუდოდ დიდუბესა და დინამოს ტერიტორიაზე. ძაღლთან ერთად შეამჩნიეს ლოტკინზე.
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
თუ შეამჩნიეთ სადმე მომწერეთ აქ ან დარეკეთ ამ ნომერზე 555-22-00-62

Posted by: unusual 19 Nov 2014, 13:59
mont-blanc
წარმატებები ძაღლის პოვნაში.



პატრულისთვის არ მიგიმართავს? ქურდობაა ჩადენილი თან ყურადღებით იქნებიან და იქნებ ადვილად იპოვნონ.

Posted by: mont-blanc 19 Nov 2014, 14:10
unusual
საახლობლოში გავავრცელეთ და მგონი ქალაქის მაშტაბი მოიცვა biggrin.gif პროსტა ვერ ვპოულობ ვერსად, no.gif sad.gif

Posted by: kuda 19 Nov 2014, 16:47
mont-blanc
ელიაზე, კორპუსებთან დარბის კოკერსპანიელი, თავს ვერ დავდებ, რომ ეს არის, მაგრამ ასეთი ფერია და თავზე და ტანზე მოზრდილი თმა ღია ფერის აქვს. მოვლილია, ანუ ქუჩის არ უნდა იყოს. თუ შემხვდა, ფოტოს გადავუღებ.

Posted by: mont-blanc 20 Nov 2014, 08:43
QUOTE (kuda @ 19 Nov 2014, 16:47 )
mont-blanc
ელიაზე, კორპუსებთან დარბის კოკერსპანიელი, თავს ვერ დავდებ, რომ ეს არის, მაგრამ ასეთი ფერია და თავზე და ტანზე მოზრდილი თმა ღია ფერის აქვს. მოვლილია, ანუ ქუჩის არ უნდა იყოს. თუ შემხვდა, ფოტოს გადავუღებ.

მივალ აბა დღეს. yes.gif მადლობა

Posted by: tamuna_mpt 21 Nov 2014, 17:05
ზემოთ რომ დავწერე წერეთელზე ნაპოვნ ძაღლუკაზე ..უკვე თავშესაფარშია ბატონ თამაზისთან ♥♡

Posted by: MITIATO 21 Nov 2014, 17:12
tamuna_mpt
QUOTE
ზემოთ რომ დავწერე წერეთელზე ნაპოვნ ძაღლუკაზე ..უკვე თავშესაფარშია ბატონ თამაზისთან


ძალიან მაინტერესებდა იმ ძაღლის ბედი და გამიხარდა ეს რომ წავიკითხე.


Posted by: mont-blanc 22 Nov 2014, 10:28
ხომ არავის დაგინახავთ სადმე, კიდევ ვერ ვიპოვეთ no.gif ლოტკინზე, ციგნების დასახლების მხარეს ხო არავინ ცხოვრობთ?

Posted by: Free_World 24 Nov 2014, 05:57
გამოფენაზე რომ ძაღლი იყო, თამაზისთან გადაუყვანიათ, მე უნდა წამოვიყვანო love.gif

Posted by: doctor7 28 Nov 2014, 20:01
დღეს თავისუფლებაზე ვიპოვე გერმანული ნაგაზი სუფთა სისხლის მოვლა ეტყობოდა ალბათ ვინმეს დაეკარგა. ძეგლის გვერდით გაჩერების უკან პარკში და პადზემკის წინ დადიოდა ყველასთან ახლოს მიდიოდა ეთამაშებოდა და უკან დაყვებოდა ალბათ პატრონს ეძებდა. თბილი და მხიარული ძაღლია უპატრონოსი არაფერი ეტყობა მაგარ ვიდზე იყო ეგება ვინმეს დაეკარგა ანდა ვინმეს გსურთ რო იყოლიოთ დაახლოებით 2 წლამდე იყო შეიძლება ნაკლები ცოდოა ქუჩაში დასატოვებლად ისეთი ძაღლია. პმ მომწერეთ თუ რამე. ბოლოს პადზემკის წინ დავტოვე

Posted by: night-blue 2 Dec 2014, 11:26
გერმანული ავჩარკა ვინმეს ხო არ დაგიკარგავთ? თემქაზე ვიპოვე გუშIნ და სახლში მყავს 1 წლის ან ცოტა მეტის აშეინიკიც ეკეთა ))

Posted by: Gunner1991 2 Dec 2014, 12:08
night-blue
ფეისბუქში დაწერე, ცხოველთა გადარჩენისსახალხო ფრონტი... ეს გვერდი ნახე და იმატ უტხარი )

Posted by: Free_World 11 Dec 2014, 04:54
გული დამიავადმყოფდა ამდენი ცუგების და ცხოველების უბედურების ყურებით sad.gif

Posted by: DOLPHIN 19 Dec 2014, 15:39
ფალიაშვილი-ბერძენიშვილის მიდამოებში ცოტა ხნის წინ დაგვეკარგა ხვადი ლაბრადორი. შესაძლოა ჭავჭავაძეზე გასულიყო. რაიმე ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში 599 511064, 555519585
* * *
QUOTE (DOLPHIN @ 19 Dec 2014, 15:39 )
ფალიაშვილი-ბერძენიშვილის მიდამოებში ცოტა ხნის წინ დაგვეკარგა ხვადი ლაბრადორი. შესაძლოა ჭავჭავაძეზე გასულიყო. რაიმე ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში 599 511064, 555519585

ამ პოსტს ვეღარ ვასწორებ და წაშალეთ რა, იპოვეს.

Posted by: mont-blanc 29 Dec 2014, 21:05
QUOTE (mont-blanc @ 19 Nov 2014, 13:52 )
ისნის რაიონში სახლიდან მოიპარეს 2 წლის კოკერსპანიელი ( ბონი ), უკეთია წითელი ყელსაბამი. მოიპარა ამ ადამიანმა, სახელად მილენა ( ციგანი ან ქურთია ) მათხოვრობს სავარაუდოდ დიდუბესა და დინამოს ტერიტორიაზე.  ძაღლთან ერთად შეამჩნიეს ლოტკინზე. 
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

ისევ ვეძებთ ამ ძაღლს cry.gif გვითხრეს ვითომ გაყიდაო ამ გოგომ, დიღომში, მასივში. სავარაუდოდ 14 სართულიანებში. ხო არავინ ცხოვრობთ მანდ, ხომ არ შეგიმჩნევიათ ვინმე რომ ყავდეს ახალი მოყვანილი ან ასეირნებდეს ქუჩაში.
ორთვემდე იქნება გასული რაც მოიპარეს yes.gif

Posted by: urabus 7 Jan 2015, 10:38
Gამარჯობათ ქ.ქუთაისში დაიკარგა კავკასიური 6 წლის ნაგაზი (უბანი გორა , ან ზასტავის მიმდებარე ტერიტორია) შემთხვევით თუ ისე მოხდა რომ ვინმემ ნახოს გთხოვთ დამიკავშირდეთ 599104567. Mპოვნელი დასაჩუქრდება! მადლობა

Posted by: agr_bak 14 Jan 2015, 16:02
წუხელ დიდუბეში ბაქრაძის 6 ნომრიდან დაიკარგა ინგლისური კოკერპანიელი. 14 წლის. ძუ. სახელად ''ლაქი' გთხოვთ თუ სადმე შენიშნავთ დაგვეხმარეთ, იქნებ შეაჩეროთ ( არ იკბინება აცრილია ) და დაგვიკავშირდეთ 2-34-75-00 , 571-00-10-10


Posted by: navigator11 14 Jan 2015, 23:35
მოკლედ ეს შავი ლაბრადორი ვიპოვე ჩემთან ეზოში (გოთუას ქუჩაზე) ბევრი ვიარე მარა პატრონი ვერ ვიპოვე. ბოლოს თამაზე ელიზბარაშვილის თავშესაფარში წავიყვანე. 599378322 ეს ჩემი ნომერია, ეს თამაზ ელიზბარაშვილის 595633636. გთხოვთ გაავრცელეთ იქნებ ეძებს პატრონი smile.gif ძალიან საყვარელი და ჭკვიანი ძაღლია smile.gif

user posted image
user posted image
user posted image

Posted by: Inanna 20 Jan 2015, 18:05
ნაპოვნია! SOS ვინ დაკარგა ეს ლამაზი დედალი დალმატინელი? ფეხმძიმედ დარჩენილა და სადღაც ნანგრევებში ლეკვებიც ყავს. იქნებ შევუგროვოთ ფული და საკვები ვუყიდოთ სანამ გაჩუქდება (იქვე მყოფი დაცვა დაუყრის). ლეკვებიც ჩუქდება. მერე მაგ ნანგრევებს მიხედავენ და ამას წასასვლელი არსად ექნება. შემეხმიანეთ და იდეები შემომთავაზეთ როგორ დავეხმაროთ. იქნებ პატრონიც გამოჩნდეს? 599 562608 ქეთი

Posted by: Laverne_de_Montmorency 21 Jan 2015, 11:31
გლდანში შავი ხვადი ფინია ხომ არ დაგკარგვიათ ვინმეს??? დარბის ჩემს ეზოში

Posted by: anachka3 19 Feb 2015, 00:32
http://www.radikal.ru

ეს ძაღლი ხომ არ დაგკარგვიათ ვინმეს? დღეს ვიპოვე, ძალიანაა გამხდარი sad.gif

Posted by: edna mamida 25 Feb 2015, 14:21
ვაკე საბურთალოს გზის დასაწყისშიIssa, რესტორან ბეღელთან Dადიოდა ოქროსფერი კოკერი, გადარბოდა და გადმორბოდა ქუჩაზე, აშკარად ეძებდა პატრონს
ძაღლი მყავDა თან ვერ მივუახლოვდი, არ დააფრთხოს და მანქანას არ შეუვარდესთქო შემეშინდა, მერე ვეღარ დავინახე

ვინმემ ხომ არ დაკარგა?

anachka3
როგორი გამხდარია, არ დატოვოთ რა ქუჩაში, დაიღუპება, ძალიანაა დასუსტებული, თავშესაფარში წაიყვანეთ თამაზ ელიზბარაშვილთან, მიიღებენ

Posted by: _sofa_ 26 Feb 2015, 19:14
მეგობრებო... მე-4 დღეა წითური, წითელცხვირა ქართული ნაგაზი დავკარგე....ყურები და კუდი(სანახევროდ) დაჭრილი აქვს, ხვადია სახელად ბუჩა.....სავარაუდოდ ჯაჭვით უნდა იყოს, მუხიანში ვცხობრობ აგარაკებზე და აქ ყველა ეზო და ქუჩა თითქმის შემოვიარეტ, იქნებ ქალაქში გავიდა და გლდანი- მუხიანის ტელიტორიაზე თუ ვინმემ თვალი მოჰკრათ ნუ დამზარდებით შეტყობინებას...
ძალიან გთხოვთ იქნებ დამეხმაროთ....
http://www.radikal.ru

Posted by: tatogulo_ 19 Mar 2015, 12:07
_sofa_
ავჭალაში დამეკარგა 3 დღის წინ უსტად ეგეთი აი ზუსტად. თუ ვინმე ნახავს ან თვალს მოკრავს დამირეკეთ რა sad.gif 599 85 80 38
17 მარტს ნახეს ავჭალაში ბაზართან. იქნებ ვინმემ მაინც შემატყობინოს

Posted by: bacho71 23 Mar 2015, 21:13
დღეს ფონიჭალაში ვიპოვნეთ ეს კოკერსპანიელი მამალია, დაკარგულია გამოგდებულს არ გავს მოვლილია და გაკრეჭილი, წავიყვანეთ ვაკესაბურთალო გზაზე "ელიზბარაშვილის" ძაღლთა თავშესაფარში. იმედია პატრონი გამოუჩნდება.ჩემს ნომერსაც დავწერ რომ შემეხმიანოს ვინმე 555 388 788.
http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru

Posted by: planetadedamica 27 Mar 2015, 16:23
დაახლოებით 1 თვის წინ, თბილისში, ვაზისუბანში, დაგვეკარგა დედალი ძაღლი ჰასკის ჯიშის, გთხოვთ თუ ვინმე იპოვით დამიკავშირდით ტელეფონზე 555-29-55-22

ჩემი დაკარგული ძაღლის ძებნის დროს ვიპოვე სხვისი ჰასკი, ვაზისუბანში, მაგრამ მამალი აღმოჩნდა, თუ ვინმეს გყავთ დაკარგული, დამიკავშირდით ზემოთ დაწერილ ნომერზე, ოღონდ წარმოადგინეთ ძაღლის საბუთი, რომ ნამდვილად თქვენია.

user posted image

ეს არის ჩემი დედალი ჰასკის სურათი

Posted by: olegnarkaman 5 Apr 2015, 13:53
დამეკარგა რიჟა ფერის კატა სოლოლაკის რაიონში, ვინც იპოვის ფულს მივცემ
ჩები ტელეფონი 591311000
user posted image
user posted image

Posted by: toka-19 7 May 2015, 02:53
სულ ცუდი ამბები მესმის და მეც დამემართა ასეთი რამ: 4 დღის წინ ღამით ღია ფანჯრიდან კატა გადავარდა მესამე სართულიდან. უკანა ეზოში და იმ დილიდან 3 დღე ვეძებდით მთელ უბანში. უშედეგოდ. დღეს დილით 6 საათზე შემომესმა კნავილი. მიაუ. დავცქვიტე ყურები მეთქი საიდან მოდის ხმა, ისეთი წყნარია მეტი არ დაუკნავლია და თან ეზოში 12 კატა მოვითვალე ამ ძებნის განმავლობაში, მაგრამ მაინც ავდექი თითქოს პადიეზდიდან მოდიოდა ხმა და გავედი სახლიდან დამინახა თუ არა კიბეზე ჩემსა და მის ბედნიერებას საზღვარი არ ქონდა. ისეთი სუსტი და გამხდარი იყო ეტყობოდა 3 დღე არაფერი ეჭამა და დაელია. მაგრამ ჯანმრთელი ჩანს და არაფერი ტკივა. ძალიან შტერი მეგონა. და არის კიდეს. ქუჩაში გადაგდებული ავიყვანე რამდენიმე დღის იყო და ქუჩის კატებტან ვერ მეგობრობს. პადიეზდში გამყავდა დაბლა არ უყვარს. და როგორც ჩანს ამ სუნით მოაგნო სადარბაზოს და სართულს. მშიშარაა და 3 დღე ამიტომ მოუნდა დაბრუნებას. თან კორპუს კრუგი დაარტყა და მესამეზე ამოვიდა მოკლედ დაამტკიცა რომ კატაა. დღეს რაფებზე მაინც გაიარ-გამოიარა ვითომც იქიდან არ გადავარდნილა. ხო და როგორც მე გამიხარდა მისი დანახვა ვისურვებდი რომ თქვენი დაკარგული ცხოველიც ასე გამოჩენილიყო და გაეხარწბინეთ

Posted by: sandropato12 10 May 2015, 10:57
გამარჯობათ, სანზონაში რამდენიმე წლის წინ დამეკარგა 2 წლის ოქროსფერი პუდელი, რომელიც გაირკვა რომ ვიღაცამ სახლში წაიყვანა. იქნებ ვინც წაიყვანა აქ პოსტავთ ან იცნობთ ვინმეს ვინც ძაღლი იპოვა.

დაბრუნება არ მინდა უბრალოდ მინდა ვიცოდე რომ ცოცხალია sad.gif

Posted by: smith_wesson 31 May 2015, 23:43
ნაპოვნია ყვითელფოთლებიანი ძუ პოინტერი, სავარაუდოდ 2წლამდე იქნება. საბურთალოს ტერიტორიაზე. სიტყვა სადაც მიგიწვდებათ, გაიკითხეთ, ვუპოვნოთ პატრონი, ასეთი ძაღლის დაკარგვა საცოდაობაა

Posted by: marat 3 Jun 2015, 20:37
ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩიდან(წერეთლის მიმდებარე ტერიტორია) 4 ივნისს დილით დაიკარგა კანე კორსოს 7 თვის ხვადი ლეკვი, ვეფხვისებური შეფერილობის, ყურები დაჭრილი არა აქვს. მპოვნელი დასაჩუქრდება. ტელ.595 16 51 38, 555 15 56 46

Posted by: marat 6 Jun 2015, 19:10
გამარჯობათ. წინა პოსტის განცხადებაში დაკარგვის ადგილთან მიმართებაში შეცდომით მომაწოდეს ინფორმაცია. სინამდვილეში ძაღლი დაიკარგა 3 ივნისს დილის 5-8 საათამდე თევდორე მღვდლის 27 მდებარე მაცივრების დახურული ტერიტორიიდან, შესაძლოა გაეყვანათ რომელიმე დისტრიბუციის მანქანით სადმე რაიონში. გთხოვთ გაავრცელოთ . ყველანაირ ინფორმაციაზე გთხოვთ დამიკავშირდეთ 595 165138, 299 93 04 მზია,ეკაhttp://b.pix.ge/m/o8qxq_thumb.jpg

Posted by: marat 11 Jun 2015, 15:56
ყველას დიდი მადლობა ლეკვი ვიპოვეთ.

Posted by: Annatar 16 Jun 2015, 01:22
ყველაზე მაგარი მასტები
http://rustavi2.com/ka/video/1840?v=1

Posted by: fermina 16 Jun 2015, 18:56
ეს საყვარელი პიტბული გოგოებმა იპოვეს საირმეზე, ძალიან კეთილგანწყობილი არსებაა, სავარაუდოდ დაკარგულია. 112-მა გადაიყვანა მუნიციპალურ თავშესაფარში, ვარკეთილში. იქნებ პატრონი ეძებს და ამიტომ გაავრცელეთ ინფორმაცია, განსაკუთრებით საირმის ქუჩის მაცხოვრებლები ვისაც გყავთ მეგობრებში.

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

Posted by: nikala_papa 16 Jun 2015, 23:06
გამარჯობათ (ელიზბარაშვილის თავშესაფარში მყავდა ძაღლი რომელიც სტიქის შემდეგ უკვალოდ გაქრა) ვეძებ 1- წლის JENI-ს ძუ კისერზე თეთრი საყელო უკეთია. იქნებ დამეხმაროთ და მაპოვნინოთ ცოცხალი ან sad.gif( sad.gif(((

Posted by: radiokid-a 23 Jun 2015, 17:06
გამარჯობა, მუხიანში, დუმბაძის ბოლოს დადის შავი ლაბრადორი, გულზე პატარა თეთრი ლაქა აქვს. სავარაუდოდ დაკარგულია, სამწუხაროდ მე ამ უბანში არ ვიცნობ ხალხს და არ ვიცი ვისი შეიძლება იყოს. თუ ვინმემ იცით რამე მისი პატრონის შესახებ მომწერეთ pm ან რავიცი, გააგებინეთ რომ მოაკითხოს. სუპერმარკეტი 2 ნაბიჯი რომაა იმ ტერიტორიაზე.

Posted by: edna mamida 5 Jul 2015, 14:28
წყნეთის ქუჩაზე, მდინერე ვერეს ნაპირთან და თამარშვილის ქუჩის ტერიტორიაზე დარბის დობერმანი, ხვადი, ხნიერია, ეტყობა დაიკარგა, ან წყალდიდობისას გამოიქცა, არავინ ეძებს?

Posted by: Letty 13 Jul 2015, 13:30
ჩუქდება ჰასკის ლეკვები სასწრაფოდ!
არიან დაახლოებით 2 თვის
3 ძუ,1 ხვადი
557 112 338 ელენე

Posted by: tete- 21 Jul 2015, 12:37
გთხოვთ დამეხმაროთ ლეკვის გაჩუქებაში. ნაპოვნია ავენისში,უკაცრიელ ადგილას, მანქანის საბურავის ქვეშ იყო შემძვრალი. ცუგა არის ხვადი,იქნება დაახლოებით 1 თვის საშუალო ზომის. დამუშავებულია პარაზიტებზე.ძალიან მეცოდება რადგან მთელი დღე მარტო მიწევს მისი დატოვება სამსახურის გამო და ყურადღებას ვერ მივაქცევ. გაჩუქდება აუცილებლად მზრუნველ პატრონზე, მეც დავეხმარები ყველანაირად.
წინასწარ დიდი მადლობა ყველას ვინც დამერხმარება ინფორმაციის გავრცელებაში!
http://www.radikal.ru

Posted by: nothing123 25 Aug 2015, 18:55
გამარჯობათ.. დაიკარგა ლაბრადორი ვორონცოვის ტერიტორიაზე 23 აგვისტოს შუა დღის 4 საათის მერე არ გამოჩენილა...ლურჯი აშეინიკი უკეთია...ბუბუ ქვია.. გულის პრობლემა აქვს და თუ ვინმემ სადმე დაინახეთ და შეგიძლიათ რომ დამეხმაროთ პოვნაში შემეხმიანეთ ამ ნომერზე 596126060


http://pix.ge/

http://pix.ge/

Posted by: agr_bak 11 Sep 2015, 20:16
მშრალ ხიდზე ნაპონია ხვადი ჯერ რასელ ტერიერი. წვრილი ყავისფერი საყელურით. სასწრაფოდ მოსაძებნია მისი პატრონი, ვინაიდან შეფარების პრობლემაა დღეს. ცოტა ხანში დაიდება ფოტოც. გთხოვთ გაავრცელოთ მაქსიმალურად

Posted by: Sally11 17 Sep 2015, 15:52
ფეისბუქზე ვნახე და გავაზიარებ , იქნება და თქვენი ახლობელის იყოს ვინმესი . ''მეგობრებო, ამ კოკერ სპანიელს თქვენი დახმარება სჭირდება!
ხვადი სპანიელი დადიანის ქუჩაზე, შოთა ინასარიძის ოჯახს მიეკედლა. ოჯახმა თბილად მიიღო უსახელო კოკერი. შოთამ შენიშნა, რომ ძაღლს კიდური სტკიოდა და ექიმთან მიიყვანა. საბედნიეროდ, მოტეხილობა არ აღმოჩნდა. უკანა კიდურის და ფერდის დაჟეჟილობა აქვს, რაც მალე გაივლის. მაგრამ რჩება პრობლემა - საჭმელზე უარს ამბობს, ძალიან განიცდის პატრონის გარეშე ყოფნას. მასთან ერთად შემფარებელი ოჯახის წევრებიც ნერვიულობენ ასე სევდიანს რომ ხედავენ.
გთხოვთ, ერთად დავეხმაროთ და ვაპოვნინოთ თავისი ოჯახი ამ კოკერს. მათ ერთმანეთი სჭირდებათ.
თუ ეს ამბავი პატრონამდე მივა, დაუკავშირდეს შოთას: 593 33 217.
გთხოვთ, ყველამ გაავრცელოთ!
http://pix.ge/

Posted by: Iremboo 18 Sep 2015, 20:35
დაიკარგა გერმანული იაგდტერიერი 2 წლის ხვადი სახელი რექსი უყელია ჯაჭვის საყელო.

დაიკარგა ბოგდანხმელნიცკის ქუჩაზე თუ ვინმეს რამე ინფორმაცია გაქვთ შემატყობინეთ . მადლობა.

Posted by: შოთა.03. 25 Sep 2015, 13:10
Sally11
593-333-217
1 სამიანი აკლია biggrin.gif
თავს გრძნობს ბედნიერად დარბის ჭამს და თამაშობს.....
1 სიტყვით ძალიან ჭკვიანი და კარგი ბიჭია.... პატრონი დღემდე არ ჩანს და შესაბამისადაც ჩვენთან რჩება....

Posted by: guriaaa 25 Sep 2015, 17:04

ღრუსეთში, ვორონეჟში, კეთილმოწყობის ფაშისტმა სასტავმა ორსული ძაღლი ცოცხლად დამარხა...
2 დღე-ღამე გაძლო საცოდავმა




Posted by: ზოომარტი 29 Sep 2015, 14:13
ჩუქდება საიტი www.daikarga.ge

საიტი daikarga.ge შეიქმნა კომპანია "ზოომარტის" მიერ, დაკარგული ცხოველების პატრონების დასახმარებლად.

საიტი არის დასრულებული, მოწესრიგებული და ამუშავებისთვის მზადყოფნაში.
ვეძებთ ადამიანს, რომელსაც სურს საიტის და მისი Facebook გვერდის მართვა და ადმინისტრირება.
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით მეილზე: marketer@zoomart.ge

Posted by: Sally11 29 Sep 2015, 15:18
შოთა.03.
მე უბრალოდ კოპირება გავაკეთე biggrin.gif

Posted by: შოთა.03. 30 Sep 2015, 14:12
Sally11
QUOTE
მე უბრალოდ კოპირება გავაკეთე 

ვიცი და აქ ჩავასწორე biggrin.gif

Posted by: Gadareulli_uzomod 2 Oct 2015, 16:08
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------

Posted by: შოთა.03. 2 Oct 2015, 22:48
Sally11
დღეს მოაკითხა როგორც იქნა პატრონმა და წაიყვანა....
ყველას დაგვწყდა გული, მაგრამ ძაღლი ბედნიერი იყო აშკარად.....

Posted by: Sally11 2 Oct 2015, 23:07
თუკი გყავთ პომერანული შპიცი და გინდათ გააჩუქოთ ლეკვი მომწერეთ პირადში . smile.gif დიდი სიამოვნებით მოვუვლი ,არ დავაკლებ არაფერს ! smile.gif

Posted by: _sofa_ 3 Oct 2015, 22:46
QUOTE (_sofa_ @ 26 Feb 2015, 19:14 )
[/URL]

გამარჯობათ მეგობრებო...... აპრილში წითური, წითელცხვირა ქართული ნაგაზი დავკარგე....ყურები და კუდი(სანახევროდ) დაჭრილი აქვს, ხვადია სახელად ბუჩა..... მუხიანში ვცხობრობ აგარაკებზე და აქ ყველა ეზო და ქუჩა თითქმის შემოვიარეტ, იქნებ ქალაქში გავიდა და გლდანი- მუხიანის ტელიტორიაზე თუ ვინმემ თვალი მოჰკრათ ნუ დამზარდებით შეტყობინებას...ან იქნებ გამოექცეს ვისაც ყავს, ეხლა ლეკვებიც ეყოლება სავარაუდოდ, თუ მსგავსი რიჟა ლეკვები შეგხვდეთ სადმე, ან გასაყიდი, გთხოვთ შემატყობინეთ აუცილებლად
ძალიან გთხოვთ იქნებ დამეხმაროთ....
[URL=http://www.radikal.ru]user posted image

Posted by: Sophist 5 Oct 2015, 07:45
აბაშიძის და რაზმაძის კუთხეში დაიკარგა თეთრი კატა ( ერთი წლის) ნაცრისფერი ლაქებით.
იქნებ ვინმემ მოკრას თვალი.ალბათ შორს არ წავიდოდა

Posted by: Garnison 14 Oct 2015, 00:08
დღეს დაიკარგა ნახალოვკის ტერიტორიაზე sad.gif
თუ ვინმეს შეგხვდათ ან ვინმესგან გაიგებთ მხედველობაში გონდეთ რა sad.gif(

Posted by: MUR969 16 Oct 2015, 19:32
ხუთშაბათს, 15 ოქტომბერს, საღამოს საათებში ავლაბარში, წურწუმიას ქუჩაზე ნაპოვნი იქნა ინგლისური კოკერ სპანიელი. ხვადი (მამალი), შეკრეჭილი ბეწვით მუცელზე, თათებზე და ყურებზე. ასაკი დაახლოებით 3-4 წლამდე (ზუსტად ვერ განვსაზღვრე) მოვლილი და სუფთაა. აქვს ნასწავლი ჩვევები. გასასეირნებლად საყელურს, რომ ვაბამ ღვედს პირით იღებს და მაწვდის(ალბათ წამიყვანეო) არის მშვიდი, მაგრამ ცოტა შეშინებული და თავისებურ სტრესში. ამჟამად იმყოფება ჩემთან. თუ ვინმეს ეცნობა დამიკავშირდით 599 100102.
http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=1527520151016_133505.jpg

Posted by: LUNATIKI 24 Oct 2015, 20:43



....................

Posted by: agr_bak 22 Nov 2015, 05:19
თუ ვინმემ დაკარგა ძუ კრემისფერი ლაბრადორი. თუნდაც დიდი ხნის წინ. შემეხმიანეთ პირადში
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

Posted by: EJDER 4 Dec 2015, 13:19
3 დეკემბერს დილით ნაძალადევის რაიონში იმერეთის ქუჩაზე დაიკარგა ძუ გერმანული ნაგაზი, 1 წლის. ვინმეს თუ რაიმე ინფორმაცია გაქვთ გთხოვთ დარეკოთ ამ ნომერზე 599747379
http://fbcdn-sphotos-h-a.akamaihd.net/hphotos-ak-xap1/v/t1.0-9/12313676_1035250236520376_1086219708662522881_n.jpg?oh=c0bc1acd20d0ee09848aa9c7d4f655b9&oe=56E0ACFD&__gda__=1458428612_5083e71a239770b57ba4544b85b790e8

Posted by: H_H_H_H 12 Dec 2015, 15:38
იქნებ ეს ადგილი ვინმემ ამოიცნოთ და ელიზბარაშვილის თავშესაფარს დაუკავშირდეთ. ან ადგილი მითხარით და მე დავუკავშირდები
https://forum.ge/?showtopic=34815634&f=&st=0&#entry46456059

საცოდავი უმწეო ლეკვია. მხოლოდ ვიდეოს გავრცელება და ლაიქები გონიათ ამ ხალხს ცხოველისადმი ზრუნვა ვკითხულობ და პასუხს არავინ იძლევა

Posted by: Cosmopolitan 17 Dec 2015, 18:40
ქუჩაში ვიპოვეთ სულ პატარა ლეკვი ... ეკლებით ქონდა ტანის სავსე ... გავასუფთავეთ ვაჭამეთ და ა.შ .... სულ პატარაა... ძვლივს დაბაჯბაჯებს .. ძალიან საყვარელი


მე მყავს უკვე ძაღლი .. ვერ დავიტოვებ ....

მიმასწავლეთ სად მივიყვანო ... თავშესაფარში თუ მიიღებენ .... ან ვინმეს ხომ არ გინდათ ?

Posted by: edna mamida 22 Dec 2015, 11:43
Cosmopolitan
თამაზ ელიზბრაშვილის თავშესაფარში დარეკე მიიღებენ.

Posted by: vechny 22 Dec 2015, 18:38
ოქროს უბანში ნაპოვნია ჰასკი ძუ.იქნება ასე 2 წლის შავი თეთრშია როგორც მითხრეს.ხოარავის დაკარგვია?

Posted by: L/F 23 Dec 2015, 12:43
მოკლედ ჩემს პადიეზდში არის ძაღლი ეხლახანს დაყარა 7 ლეკვი ყავს პატარები სადღაც 2 კვირის იქნებიან არიან სარდაფთან სიცივეც არის ერთმანეთს ეხუტებიან და ათბობენ, დედა დარაჯობს იქვე ხანდახან მიდის ალბათ საჭმლის მოსაძებნად მეზობლებიც ვაჭმევთ მაგრამ ხანდახან გადის დღეს მივწერე ელიზბარაშვილის გვერდს ფეისბუქზე პასუხს ველი, ძაღლი გამვლელებს და პადიეზდში უყეფავს ხალხს ალბათ თავდაცვის მიზნით ლეკვებს იცავს , რამე არ დაუშაონ ამ ძაღლს და ლეკვებს რავი ვფიქრობ რომელ თავშესაფარში მიიღებენ ყველას ერთად, ან ამ სიცივეში არ დაიხოცონ საჭმელს კი ვაძლევთ მაგრამ აშკარად თავშესაფარი ჭირდებათ sad.gif

Posted by: NewHuman 30 Dec 2015, 16:59
ვიღაცას დაეკარგა ეს ძაღლი. კურცხარი, დედალი და წლამდე ასაკის. ვიპოვეთ ფანასკერტელზე, სადარბაზოში, მე-17 კორპუსში, მე-6 სართულზე.

599475791

user posted image

user posted image

user posted image

Posted by: Gizonzn 2 Jan 2016, 13:32
ვიპოვე კავკასიური ნაგაზი ლეკვია მამალი,უბანში დარბის ვაჭამე რომ გამეჩერებინა ცოტახანი.ვინმე ხომ არ ეძებს?

Posted by: Extra_Terrestrial 8 Jan 2016, 16:29
ვაჟას მეორე კვარტალში, როგორც ჩანს რამდენიმე კვირის დაკარგულია
გაავრცელეთ
https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=762366843898065&id=214499678684787

Posted by: Dacier 13 Jan 2016, 17:33
მეგობრებო, ეს ლეკვი დღეს ჩვენთან მობრძანდა ოფისში (ჯავახიშვილის ქუჩაზე)
დაკარგულია სავარაუდოდ, იქნებ გაავრცელოთ

http://pix.ge/
http://pix.ge/

Posted by: DreAmeRshalva 20 Jan 2016, 21:56
http://www.picz.ge



გააზიარეთ, დამეხმარეთ რა

Posted by: leo_chelo 1 Feb 2016, 22:07
გამარჯობა. ვიჩუქებ საყვარელ კნუტს smile.gif

Posted by: sesililu 1 Feb 2016, 22:31
ქუთაისში,ფუდმარტთან არის ტაქსა.ორი დღეა იქაა.არავის იკარებს,დღეს საღამოს ვეცადე საჭმლით მომეტყუებინა,მაგრამ გაიქცა. მეცოდება.

Posted by: sarecxigafine 7 Feb 2016, 02:42
ვინმეს ჰასკი ხომ არ დაუკარგავს?
---------------------------

Posted by: giorgi1104 21 Feb 2016, 17:21
გამარჯობათ მეგობრებო. თქვენი დახმარება მჭირდება. 19.01.2016-ში დაიკარგა 7 თვის კანეკორსო, შავი ფერის. თუ ვინმე ნახავთ გთხოვთ დამიკავშირდეთ. მპოვნელი დასაჩუქრდება. 568 84 06 86
* * *
გამარჯობათ მეგობრებო. თქვენი დახმარება მჭირდება. 19.01.2016-ში წინამძღვრიშვილის ქუჩაზე დაიკარგა 7 თვის კანეკორსო, შავი ფერის. თუ ვინმე ნახავთ გთხოვთ დამიკავშირდეთ. მპოვნელი დასაჩუქრდება. 568 84 06 86

Posted by: giorgi1104 24 Feb 2016, 12:34
არავის გინახიათ სადმე შავი კანეკორსო უპატრონოდ? 7 თვის არის და იწონის დაახლოებით 30 კილოს sad.gif((((((

Posted by: ushuaia 10 Apr 2016, 13:23
Gamarjobat, voroncovze mazniashvilis kuchaze ,daikarga an savaraudod moipares 8 tvis laika laki gtxovt vinmes tu rame informacia gagachniat dagvikavshirdit mpovneli dasachukrdeba 577035959

Posted by: ushuaia 10 Apr 2016, 13:26
................ .................. . ......... .

Posted by: amdfan 27 Apr 2016, 17:36
ნახალოვკაში კიკვიძის ბაღთან არის მგონი დაკარგული ავჩარკა მანდ მოძრაობს ხოლმე,სურათები მაქვს,ეტყობა რომ ლეკვია,ვინმესი ხომ არ არის? კიდევ მეორე ავჩარკაა მარა ის თვეში 2 ჯერ იჩითება საიდან არვიცი.

Posted by: amdfan 6 May 2016, 01:46
ხალხო დღეს ეხლა 10 წუთია ნახალოკაში კიკვიძის პარკთან ვნახე ძაღლი კურცხარი აკრგი მოვლილია ეტყობა მაგრამ არ მიმიკარა რო დამეჭირდა ,ერთი 500 მეტრი გავყევი და არ მიმიკარა,წავიდა კინო საქართველოს კენ ცოდოა დასაკარგად იქნებ ვინმესია და იპოვოს

Posted by: Moby-Dick 11 May 2016, 14:54
კუ ვნახე ქუჩაში, ძალიან პატარაა და ვერ დავტოვე. უშნოდ დაბობღავს, არ ისვენებს. ყუთში ჩავსვი. რა შეიძლება ვაჭამო?
და რას მირჩევთ,ყუთში იტანჯება ვერ გაძლებს. სად გავუშვა რო გადარჩეს? ან რამდენი ხანი დავტოვო და მერე გავუშვებ, როგორც უკეტესი იქნება
აი, სიგარეტის კოლოფზე პატარაა ბევრად, ესეთი რამე არ მინახავს, მაგარი როჟაა biggrin.gif
http://pix.ge/
* * *
ვაშლი ჩავუყარე.
წყალი როგორ დავალწევინო? დავიჭირო და თავი ჩავაყოფინო? biggrin.gif

Posted by: amdfan 11 May 2016, 15:48
QUOTE (Moby-Dick @ 11 May 2016, 14:54 )
კუ ვნახე ქუჩაში, ძალიან პატარაა და ვერ დავტოვე. უშნოდ დაბობღავს, არ ისვენებს. ყუთში ჩავსვი. რა შეიძლება ვაჭამო?
და რას მირჩევთ,ყუთში იტანჯება ვერ გაძლებს. სად გავუშვა რო გადარჩეს? ან რამდენი ხანი დავტოვო და მერე გავუშვებ, როგორც უკეტესი იქნება
აი, სიგარეტის კოლოფზე პატარაა ბევრად, ესეთი რამე არ მინახავს, მაგარი როჟაა biggrin.gif
http://pix.ge/
* * *
ვაშლი ჩავუყარე.
წყალი როგორ დავალწევინო? დავიჭირო და თავი ჩავაყოფინო? biggrin.gif

თბილისის ზღვაზე გაუშვი იქ იმხელა მინდორებია,იქნება თავისთვის წყალსაც დალევს და ყველაფერსაც იზამს biggrin.gif

Posted by: Beq@ 20 May 2016, 11:55
Moby-Dick
წყალს საკვებიდან იღებენ როგორც ვიცი


მაჩუქე ჩემს ეზოში გავუშვებ
* * *
ის ცოტა დიდი ზომის კუს არ მაჩუქებს ვინმე? ეზოში მინდა რო გავუშვა, ერთი დიდი კუ მყავს თავისით მოვიდა, ბაზრობაზე ვანახე და 10 ლარად ყიდიან და მენანება კუში 10 ლარი biggrin.gif

Posted by: Moby-Dick 24 May 2016, 19:45
მადლობა გამოხმაურებისთვის
ჯერჯერობით მე მყავს, 1 კვადრატული მიწა შემოვუღობე და ჩავსვი. კარგად არის, ჯანიც ემატება biggrin.gif მეგობართან ვარ შეთანხმებული უკვე და თვის ბოლოს უნდა მივუყვანო, ამ დღეებში, გავუშვებთ მაგის ეზოში და შემდეგ როგორც აჯობებს მიხედავს საქმეს ჩემზე უკეთესად.

Posted by: L/F 27 May 2016, 16:11
ჩემს გარაჟთან არიან 6 ლეკვი 1 თვის სადღაც ვუვლით და ვაჭმევთ მაგრამ ასე ვერ გაძლებენ დიდხანს 7 იყვნენ ერთს მანქანამ შემთხვევით გადაუარა და მოკვდა sad.gif არავის გინდათ ლეკვები ? წაიყვანეთ თუ გინდათ მომწერეთ და გეტყვით მისამართს

Posted by: Scoorp 9 Jun 2016, 12:06
L/F


იქნებ ელიზბარაშვილთან წაიყვანო sad.gif ეგრე დაიხოცებიან.. ნუ იქაც არის რისკები რო დაავადნენ.. მაგრამ ცოდოები არიან


========


http://radikal.ru/big/24c6267256844fa889ff79b00b7f3c00

მეგობრებო, გუშინ ამ ფისოს წავაწყდი კახიძის ქუჩაზე. ვერ შევძელი ასეთ მდგომარეობაში დამეტოვებინა და ფისომოყვარულთა კლუბი-დან ჩემთვის ორი უცნობი ადამიანის დახმარებით ვეტთან მივიყვანე. აღმოაჩნდა მუნი და ჰქონდა სიცხე sad.gif ნემსების 10 დღიანი კურსი მაინც უნდა და ასევე დღეს სჭირდება სისხლის ანალიზი, ვისაც შეგიძლიათ და სურვილი გაქვთ მცირედით მაინც დაეხმაროთ, შემეხმიანეთ

Posted by: amdfan 14 Jul 2016, 15:08
კაი ავი ლეკვი არავის უნდა?უბანში ვყავს მგონი მეცხვარის ჯიშის ნაჯვარია კაი დიდია და ავიც არის მარა მოსიყვარულეა რა ,მეცოდება უპატრონოდ რომ არის თუ ვინმეს უნდა წაიYვანოს

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 14 Jul 2016, 17:21
amdfan
თავშესაფარს მიმართეთ ან ფოტო გადაუღეთ და ფეისბუქ ჯგუფებში ატვირთეთ აუცილებლად გამოჩნდება ვინმე

Posted by: amdfan 16 Jul 2016, 02:06
QUOTE (M-A-S-E-R-A-T-I @ 14 Jul 2016, 17:21 )
amdfan
თავშესაფარს მიმართეთ ან ფოტო გადაუღეთ და ფეისბუქ ჯგუფებში ატვირთეთ აუცილებლად გამოჩნდება ვინმე

ელიზმაბარაშვილს რომ დავურეკო თვითონ წაიყვანენ ?

Posted by: fermina 17 Jul 2016, 00:55
ჩემს ეზოშიც არის საყვარელი ლეკვი

ყოველდღე ვაჭმევ და წყალს ვუსხამ. უკვე ელოდება ხოლმე ჩემს გამოჩენას smile.gif

ალბათ აღარც წავა არსად იმ ადგილიდან, სადაც აჭმევენ. არადა მეშინია, მეზობლებმა რამე არ დაუშავონ, ან არ გამოიძახონ ძაღლების დამჭერები ან რა ვიცი... არც ვიცნობ არავის სამეზობლოში, იმხელა კორპუსებია...
ძალიან მეცოდება, რა გავაკეთო?

Posted by: ინაველ 10 Aug 2016, 10:47
გუშინ ვიპოვე დაუდგენელი მღრღნელის უსუსური ნაშიერი. ალბათ ასე ერთი კვირისა იქნება.

არ ვიცი როგორ მოვუარო. მეცოდება დასაღუპად. არც ის ვიცი სადმე ვინმე ჩაიბარებს და მოუვლის? არის რამე ასეთი ადგილი?

ფოტო: http://www.radikal.ru

Posted by: Scoorp 10 Aug 2016, 10:48
ინაველ


ზოოპარკში რო მიიყვანო?
სხვაგან მეც არ ვიცი სად შეიძლება მოუარონ :/

Posted by: ინაველ 10 Aug 2016, 10:53
Scoorp

მივწერე ზოოპარკს და ველოდები პასუხს. წესით მალე უნდა მიპასუხონ

Posted by: dozana37 10 Aug 2016, 16:56
გამარჯობათ გუშინ ღამე დავკარგეთ ყავისფერი პუდელი ყელზე წითელი საყელური უკეთია დავკარგეთ ვაზისუბანში პოლიციასთან ახლოს მიმდებარე ტერიტორიაზე იქნებ ვინმემ სადმე დაინახოს და მაპოვნინოს მადლობა წინასწარ თუ სადმე შენიშნავთ იქნებ გამომეხმაუროთ sad.gif(((((

Posted by: Scoorp 11 Aug 2016, 11:33
ინაველ



არის რამე ახალი?

Posted by: *ფორუმელი 31 Aug 2016, 13:37
ძალიან მძიმე თემაა და ვერიდები აქ შემოსვლას

რამდენი უპატრონო ცხოველია მიმოფანტული
ამ სიცხეში მშივრები და გატანჯულები sad.gif

ერთ ადამიანს ჩავაბარე ძალიან საყვარელი ძაღლი მოსავლელად
ფულს ვუგზავნიდი რომ მიეხედა და დღეს მეუბნება დაიკარგაო

ეტყობა მოწყინდა მისი მოვლა და გაუშვა სადღაც

ბევრი ვინერვიულე მაგრამ არ ვიცი
შორს ვარ და უძლური ვარ
არადა ძალიან მიყვარდა ცუგა
ისეთი სევდიანი და შეშინებული იყო როცა ვნახე პირველად
ნეტა სადაა ეხლა მობუზული?
იმასაც არ იძახის რომ გაუშვა


ადამიანს თუ ცხოველი არ უყვარს და მისი სიკვდილი და ტანჯვა არაფრად მიაჩნია, უძლური ხარ აუხსნა და შეაგნებინო რამე




Posted by: amerikano 31 Aug 2016, 14:06

http://radikal.ru/big/d1d9404cac934978be17288d53087177

http://radikal.ru/big/4f3e8e133479445ba1874239ebef6e72


ნაპოვნია.... შემეხმიანეთ

Posted by: ინაველ 31 Aug 2016, 14:08
Scoorp

სავარაუდო ბუდის ადგილას დავსვი შეძლებისდაგვარად თბილად და უსაფრთხოდ. ვერ შევძლებდი მოვლას

Posted by: flameboy 4 Sep 2016, 21:35
ვიპოვეთ პოინტერი დავით-გარეჯში

პატრონი გამომეხმაუროს!

Posted by: *ფორუმელი 24 Sep 2016, 18:09
ძალიან გთხოვთ თუ ვინმეს რამე გსმენიათ
ენიმალ ჰაუზ ასეთი სახელწოდებით
თავშესაფარი
ხაშურში უნდა იყოს
უპატრონო ქუჩის ცხოველები მიყავთ მასიურად
ტენდერში გამარჯვებული ახალი კომპანიაო და ერეკებიან ქუჩის ძაღლებს
ახალი აფიორა და ცხოველების დახოცვის ახალი პუნქტი
ვერსად ვერ ვნახე ვერანაირი ინფორმაცია და საკონტაქტო ინფო
გთხოვთ რა გაიკითხოთ და მიპასუხეთ
ძალიან საყვარელ ქუჩის ცხოველებს ვკბებავდით და წაიყვანეს

ხაშურში ხართ ვინმე?
იქნებ მოგეძიათ
(დავაკოპირე იქნებ აქაც გამომეხმაუროს ვინმე)

არ მინდა დახოცონ


იქნებ მივუსწრო და გადავარჩინო
ისე სადისტურად დაუჭერიათ და შეუყრიათ sad.gif
როდემდე უნდა ხოცონ ?



http://www.prof-news.com/%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A2-19/

სულ ესაა რაც იძებნება მათზე
არანაირი სხვა ინფორმაცია მათზე არაა

Posted by: kopancho 29 Sep 2016, 08:16
დაიკარგა ბრიტანული ჯიშის კატა, ვარკრთილის მე 2 მიკროში, 24 კორპუსთან.
გთხოვთ ვინც იპოვით ან გაგაჩნიათ რაიმე ინფორმაცია შემეხმიანეთ.
კატანაცრისფერია, კასტრირებული ხვადი.
599159770

Posted by: Rin 5 Oct 2016, 13:11
პავლოვზე დანკინთან ზის შავი ლაბრადორი. საყელური არ უკეთია, მოუვლელსაც არ გავს. ბიჭია. ვინმე ხომ არ ეძებს?

Posted by: ავთანდილი 10 Oct 2016, 22:52
რამდენიმე საათის წინ , მუხიანში ნონეშვილზე დაიკარგა შავ-თეთრი პოინტერი,ხვადი 4 წლის. თუ ვინმეს გაქვთ
რამე ინფორმაცია, გთხოვთ შემატყობინოთ. 599 904123
წინასწარ მადლობა გულისხმიერებისთვის

http://pix.ge/

Posted by: Rin 14 Oct 2016, 19:46
https://www.facebook.com/photo.php?fbid=10210910192974702&set=gm.529256010602927&type=3&theater

შავი კოკერი იპოვეს დიღომში. ვინმე ხომ არ ეძებს. ბიჭია.

Posted by: Rin 19 Oct 2016, 22:33
https://www.facebook.com/214499678684787/photos/a.214515145349907.55543.214499678684787/916698465131568/?type=3&theater

დაიკარგა შავი ლაბრადორი, 6 თვის.

Posted by: i-L-i-A-D-i-S-i 21 Oct 2016, 18:54
თუთიყუში გამიფრინდა ვაჟას ბოლოდან და ვიცი შანსი არაა მაგრამ იქნებ ვინმემ დაიჭირა...

Posted by: nucca 28 Oct 2016, 21:14
გამარჯობა, დამეკარგა სიამის ჯიშის კატა 7 თვის დიდ დიღომში (( იქნებ ვინმე ცხოვრობთ მანდ და თუ შეგხვდებათ შემეხმიანეთ რა sad.gif sad.gif sad.gif


https://img2.brain4.photobox.com/97461993e57dc39d4c098462bc047efe748a8d6c0ecc0d83cdb6f4eae4b95f55aeb4a861.jpg

https://img2.brain4.photobox.com/69347726476d1187d056267489b8b96f4d5ea351af19cb7fcb259c171f66a05d41523f53.jpg

https://img2.brain4.photobox.com/04068395a9356b86b9754efef70f55b7c62bd709b8f857f322e6d292e5aff8617cad98b9.jpg << ცისფერ თვალება ფისოა sad.gif


Posted by: davitabarca 4 Dec 2016, 21:27
მეგობრებო , დამეკარგა ძაღლი ლაიკა- სამოედი თეთრი , აღმაშენებელი-წინამძღვრიშვილის ტერიტორიიდან,წუხელ,ღამის თერთმეტიდან თორმეტ საათამდე.დამეხმარეთ პოვნაში გთხოვთ.დააშეარეთ გთხოვთ.
577 41 47 15
598 52 36 16
http://www.picz.ge
http://www.picz.ge
http://www.picz.ge
http://www.picz.ge
http://www.picz.ge

Posted by: DeathCab 9 Dec 2016, 01:04
ღუნღულა და გრძელბეწვიანი ლამაზი კატის ჩუქება ხო არ გინდათ ვინმეს? :'(
არ ვიცი რა ვუშველო
გადავყვები ამაზე დარდს ალბათ

Posted by: levaa 10 Dec 2016, 10:20
user posted image

ეს ხუთი ლეკვი არის თამარაშვილზე "ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის" ეზოში და ზამთარს არ გადაიტანენ ან ვერა, იქნებ რამე ვუშველოთ

Posted by: mgeli75 28 Dec 2016, 17:20
http://www.picz.ge


დაიკარგა ჰასკის 4 თვის ლეკვი, გორში, თუ ვინმეს რაიმე ინფორმაცია აქვს გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 599431707
მპოვნელი დასაჩუქრდება

Posted by: კელა 28 Dec 2016, 21:20
შავი ლეკვი ვიპოვე ქუჩაში და ვერ ჩავუარე გვერდი... ფეხი აქვს მონატეხი, დეფორმირებული აქვს მარცხენა წინა. ახლა წამოვიყვანე და სახლში მყავს, მაგრამ ვერ დავიტოვებ, საზღვარგარეთ ვსწავლობ და შვებულებაზე ვარ ჩამოსული sad.gif არადა ძალიან საყვარელია და ვერ გავსვამ გარეთ. სახლშიც არავინ მყავს, რომ მოუაროს ჩემს ჩამოსვლამდე. სად მივიყვანო, სადაც კარგად მოუვლიან?

Posted by: *ფორუმელი 28 Dec 2016, 21:45
კელა
QUOTE
ჩემს ჩამოსვლამდე. სად მივიყვანო, სადაც კარგად მოუვლიან?



რა ნაცნობი სიტუაციაა
sad.gif
მეც ყოველ ჯერზე ამყავს ქუჩის ცხოველები


ძნელია კაი პატრონის პოვნა
წარმატებები

Posted by: კელა 28 Dec 2016, 21:48
ელიზბარაშვილის თავშესაფრის გარდა არის რამე მსგავსი, სადაც არ ხოცავენ? sad.gif

Posted by: *ფორუმელი 28 Dec 2016, 21:49
levaa
QUOTE
ეს ხუთი ლეკვი არის თამარაშვილზე "ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის" ეზოში და ზამთარს არ გადაიტანენ ან ვერა, იქნებ რამე ვუშველოთ



sad.gif

ჯოჯოხეთია ცხოველებისთვის საქართველო

ამდენი უსულგულო ადამიანი საიდან მოდის, ყოველდღე ქუჩაში ყრიან ამ საცოდავ არსებებს
თვალაუხელელ კნუტებს
ერთმა ძაღლმა იმშობიარა და რომ ვნახე 5 ლეკვიდან 3 გაყინული იყო
კოშმარია sad.gif((

არადა ყოველი მეორე ეკლესიაში დადის

კელა
QUOTE
ელიზბარაშვილის თავშესაფრის გარდა არის რამე მსგავსი, სადაც არ ხოცავენ? sad.gif


არი რაღაც თავშესაფარები
ერთი მეორეზე უარესი
ბევრი ხოცავს და არავის აღარ ვენდობი
მე ახლობლებს ვთხოვ ხოლმე და საჭმელს ვუტოვებ

ყველას ეზარება sad.gif


Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 29 Dec 2016, 13:09
*ფორუმელი
QUOTE
ჯოჯოხეთია ცხოველებისთვის საქართველო

სავარაუდოდ ადამიანებისთვის რომ იყოს სამოთხე ცხოველებსაც შეხვდებოდა რამე

Posted by: MaR1_ShaGraTh 5 Jan 2017, 15:08
ვარკეთილის 2 მიკრო რაიონში დაბორიალობდა ხვადი გერმანული ნაგაზი გუშინ. დილიდან ხედავდა ხალხი.
მე საღამოს ვნახე, "ორი ნაბიჯიდან" გამოვედი და იქ წრიალებდა. დავუძახე - მოვიდა. მოვეფერე, დამიჯდა.
არასდროს მინახავს უბანში ეს ძაღლი, ჩავთვალე რომ დაკარგული ან გამოქცეული იყო. ელიზბარაშვილის ნომერი არ მქონდა ამიტომ 112-ში დავრეკე და გადაიყვანეს მუნიციპალურში.

თუ ვინმემ დაკარგეთ ან იცით ვინც დაკარგა, იქნებ გააგებინოთ.

ყელზე ჩოკერი საყელური უკეთია.

უკეთესი სურათი ვერ გადავუღე, მე რომ მხედავდა ცქმუტავდა და მახტებოდა
აგრესიული არ იყო, გვაფერებინა თავი მეც და იმ ბიჭსაც, სურათში ვისი ხელიც ჩანს.

Posted by: gigaia55 7 Jan 2017, 22:33
გამარჯობათ, მოკლედ ჩემის სადარდებელუ უნდა ვთქვა რომელიც 1 კვირაა მოსვენებას არ მაძლევს, 5-7 თვის წინ ლეკვი მოვიყვანეთ რაიონში რომეიც მეცხვარეს გავს თუმცა არაა. კარგად მყავდა თუმცა ახალი წლეს მერე ხასიათი შეეცვალა, შინაურ ფრინველებს ერჩის ძროხასაც, ხშირად ყმუის, ჩემს ძმასაც კბილებს უკრეჭს, ზოგის ვერსია რომ მგელი თვისებები გამოავლინა და ამიტომ 3 იანვრიდან დამწყვდეული კვყავს სიბნელეში რადგან ამ ამბამდე დედაჩემი როცა საჭმელს აწვდიდა ხელი დაუკაწრა და ასევე შიში გვაქვს რომ ცოფი არ ქონდეს და ამიტომ ვუკვირდებით, 2 კვირა ვეტერინარმა გვირჩია დაკეტილი გვყავდეს. ოჯახს შიში გვაქვს ცოფი არ ქონდეს. ასევე ძროხას კბენდა. მე თბილიში ვარ, ჩემებს განზრახული ააქვთ 2 კვირის მერე მოიშორონ მე ვეწინააღმდეგებბი მაგრამ თბილისში ვერ ვიყოლიებ. მინდა რომ ძაღლების თავშესაფარში წამოვიყვანო თან მანქანა არ მყავს რა ფორმით წამოვიყვანო? ძილის წამლები არსებობს რომ წამოვიყვანო შეიძლება მიკბინოს (რა თქმა უნდა 2 კვირის მერე თუ ისევ ცოცხალი იყო) ვისიდანაც წამოვიყვანე იმან მითხრა მაგის და ძმებსაც იგივე დაემართა და ან მოკლეს ან დაეღუპათ, მოკლედ არ ვიცი რა ვქნა ძალიან განვიცდი და დეპრესიაში ვარ

Posted by: Rin 12 Jan 2017, 09:18
ცაგარელის და შმიდტის ტერიტორიაზე დარბის ძუ პიტბული, ფერები - ღია ყავისფერი და თეთრი, ყურები არაა კუპირებული, ორსულადაა.
ვინმეს ხომ არ გეცნობათ?
ძალიან მოუვლელსაც არ გავს .

Posted by: Nandidae 21 Jan 2017, 23:45
QUOTE (კელა @ 28 Dec 2016, 21:48 )
ელიზბარაშვილის თავშესაფრის გარდა არის რამე მსგავსი, სადაც არ ხოცავენ? sad.gif

ფუ შენი... ათვალიერებ ფორუმს შემოდიხარ ძაღლების თემაში, თან ყავას სვამ და კითხულობ რომ სადღაც ძაღლებს ხოცავენ. გეკარგება ყველაფრის მადა.

Posted by: ani433 29 Jan 2017, 17:37
გამარჯობათ, ლაბრადორი თუ გყავთ ვინმეს გასაჩუებლად გთხოვთ დამიკავშირდეთ სულ ერთია რა ასაკის იქნება , გთხოვთ თუ იცით მომწერეთ

Posted by: Rin 31 Jan 2017, 21:24
https://www.facebook.com/nuci.nuckia/posts/1177374609045387

ვაკოპირებ – ეს ძაღლი დარბის თბილისის ზღვის ცენტრალურ პლიაჟზე , აშკარად არ ჩანს უპატრონო, ალბათ დაიკარგა . იქნებ თქვენ გვერდზე გამოაქვეყნოთ სურათები , რომ ტუ კი დაკარგულია, პატრონმა გაიგოს ეს ამბავი ...
https://fb-s-c-a.akamaihd.net/h-ak-xal1/v/t1.0-9/16299358_1177373725712142_1862026546773465571_n.jpg?oh=c8f41005bb163d5cb14c5aff74b074e2&oe=58FFC420&__gda__=1493790491_455a812ac4e8779ed69bd5f6157cf880

Posted by: Scoorp 1 Feb 2017, 11:09
QUOTE (ani433 @ 29 Jan 2017, 17:37 )
გამარჯობათ, ლაბრადორი თუ გყავთ ვინმეს გასაჩუებლად გთხოვთ დამიკავშირდეთ სულ ერთია რა ასაკის იქნება , გთხოვთ თუ იცით მომწერეთ

ელიზბარაშვილის თავშესაფარში არიან ლაბრადორები და იქნებ აიყვანოთ იქიდან sad.gif დიდებიც არიან და პატარებიც. მაგაზე კარგს ვერაფერს იზამთ მართლა

Posted by: bodzashvili 2 Feb 2017, 12:14
საბუტების გაკეტება სად და როგორ შეძლება?

Posted by: inamura7 8 Feb 2017, 10:39
ნაპოვნია
https://www.facebook.com/groups/petfinder.georgia/permalink/843127472511494/?pnref=story

Posted by: vechny 17 Mar 2017, 21:35
ხუდადოვზე დამეკარგა 2 წლის ჰასკი.ძალიან გთხოვთ დარეკეთ თუ ვინმე წააწყდებით.574-01-33-66
user posted image

Posted by: joe101 5 Apr 2017, 21:51
გამარჯობათ.. მოკლედ დიდი გასაჭირი გვაქვს.. ქვემო ფონიჭალაში დავკარგეთ აზიური ნაგაზი.. უფრო სწორად გაიქცა.. საყელურიც უკეთია.. საერთოდ არაა აგრესიული.. ძალიან გთხოვთ თუ სადმე შეამჩნევთ იქნებ დაგვიკავშირდეთ ამ ნომერზე: 557 88 99 98


Posted by: ilo_khavtasi 12 May 2017, 14:04
გამარჯობა...
დავკარგეთ 7 თვის შავ-თეთრი ჰასკი ისნის რაიონში... ბოლოს შენიშნეს 11:30-ზე შირაქის ქუჩაზე სკოლასთან...
2 საათის მანძილზე ვეძებეთ 2-3 კილომეტრის რადიუსში და ვერ ვიპოვეთ... თუ შენიშნავთ სადმე გთხოვთ გამოგვეხმაუროთ 558 225 222...
ძაღლს აქვს პირადი ნომრის ამოსაცნობი "ჩიპი" ...
არ უკეთია საყელო, მოიძრო და გაიპარა ეზოდან...

Posted by: gray*wolf 3 Jun 2017, 14:33
2017 წლის 01 ივნისს მოქალაქის მიერ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დიდგორის გზის პირას შემთხვევით აღმოჩენილი იქნა ათამდე დახოცილი ძაღლი და ამ ძაღლის ლეშებთან დაყრილი ოთხი ცოცხალი ლეკვი.

თვითმხილველმა, ბატონმა ა. ა-მ საკუთარი Facebook-ის გვერდზე გამოაქვეყნა ფოტოები და ინფორმაცია, რომლის თანახმად თბილისის ტერიტორიაზე, სოფელ დიღმის ბოლოს აღმოაჩინა 10 მკვდარი ძაღლი და 4 ცოცხალი ლეკვი. მან გამოიძახა თბილისის მერიის სამსახური და საპატრულო პოლიცია (ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ “112-დან”).

ფაქტის ფოტომასალა გადაღებულია თვითმხილველის მიერ 2017 წლის 01 ივნისს

http://radikal.ru
http://radikal.ru
http://radikal.ru


ამ ეტაპზე GSPSA აწარმოებს ინფორმაციების მაქსიმალურ მოძიებას თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ “ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოდან” და თვითმხილველისგან.

GSPSA დარწმუნებულია, რომ აღნიშნული სისასტიკე განხორციელებულია ამ ძაღლების პატრონის (პატრონების) მიერ ან მისი უშუალო დავალებით. სავარაუდოთ, ამ ძაღლების უმრავლესობა არის ჯიშიანი. საფუძვლიანი ეჭვია, რომ ეს ძაღლები იყვნენ ცხვრის ფარის, ან რქოსანი პირუტყვის ფერმის დამცველები, რომლებიც პატრონმა მოიშორა სადისტური მეთოდით და გადაყარა როგორც ნაგავი. GSPSA ასევე დარწმუნებულია, რომ სისასტიკის ფაქტი განხორციელებულია ერთდოულად ყველა ცხოველზე და ჯგუფურად, ვინაიდან ცხოველების რაოდენობა არის 10 ერთეული.

GSPSA საფუძვლიანი ეჭვი შეაქვს იმ გარემოებაში, რომ ეს შემზარავი ფაქტი დარჩება უყურადღებოდ და სამართალდამცავი სტრუქტურისაგან გამოძიება შეწყდება, არ მოხდება დამნაშავის დადგენა და მის მიმართ არ აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე. ამ ეჭვის საფუძველს ამყარებს ის გარემოება, რომ პოლიციამ არ ჩაატარა დახოცილი ძაღლების იდენფიცირება, ცხოველების ლეშები არ გადააგზავნა შესაბამის დაწესებულებაში (ლაბორატორია, ვეტერინარული კლინიკა და ა.შ) ექსპერტიზისათვის სიკვდილის გამომწვევი მიზეზის დასადგენად. ცხოველთა ლეშები გადატანილი იქნა “ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს” სამსახურის მიერ ბეიკერის ორმოში, სადაც მოხდა ლეშების გაუვნებელყოფა და განადგურება. შესაბამისად აღარ შეიძლება არსებობდეს ექსპერტიზის დასკვნა ცხოველების სიკვდილის გამომწვევი მიზეზის თაობაზე. პრაქტიკულად და თეორიულადაც უკვე შეუძლებელია დადგენა ცხოველის სიკვდილის მიზეზზე, ხოლო მიზეზი შეიძლება ყოფილიყო: ცხოველთა მოწამვლა, ფიზიკური ზემოქმედება, ცეცხლსასროლი იარაღით მკვლელობა, ცივი იარაღით მკვლელობა, საკვების და წყლის არ მიწოდება და სხვა.

“ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს” ინფორმაციით გადარჩენილი 4 ლეკვი გადაყვანილი იქნენ მუნიციპალურ თავშესაფარში.

GSPSA მიმართავს და თხოვს ნებისმიერ პირს, რომ ამ ძაღლების შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია მიაწოდონ მეილზე: info@gspsa.org.ge. კონფედენციალობა იქნება დაცული.

GSPSA უფლებამოსილია მიმართოს საქართველოს მთავარ პროკურატურას ამ ფაქტის შესახებ საქმის კონტროლზე აყვანის მიზნით.

GSPSA მოუწოდებს სამართალდამცავ სტრუქტურებს, რომ მოხდეს ობიექტური გამოძიება და პასუხი აგოს დამნაშავემ.

http://gspsa.org.ge/the-fact-ofkilling-dogs/


გასამართლდეს ამ სისასტიკის ჩამდენი პირები !

ამოქმედდეს საქართველოს სსკ 259-ე მუხლი!

ვინც ეგ გააკეთა არამზადა და ნაძირალაა vik.gif mad.gif
* * *
http://radikal.ru

Posted by: Andy Warhol 15 Jun 2017, 20:06
ეს ბოლო ორი დღეა ვაჟას მე-7 კვარტალში დადის დობერმანის ჯიშის ძაღლი, წითელი ყელსაბამით, გაბერილი მუცლით, ეტყობა ფეხრძიმედ არის. თუ არ ვცდები დაკარგული იქნება.

Posted by: BlackBeard 12 Aug 2017, 14:18
ციხისძირის ქუჩაზე ვიპოვე ძაღლი პატრონი სანამ გამოჩნდება მე მყავს. თუ იცანით ძაღლი შემეხმიანეთ ნომერზე : 551209940

user posted image

user posted image

Posted by: Unfading 14 Aug 2017, 03:22
user posted image
ჰასკი იპოვეს ასეთ მდგომარეობაში ვინმე ხოარ ეძებს?დაკარგულს გავს

Posted by: Est 27 Sep 2017, 11:52
ეს ძაღლი ვიპოვე გლდანის 7 და 8 მ/რ შორის მდებარე ავტობუსების გაჩერებაზე. ტელ: 555-987-557
user posted image

Posted by: Tio 27 Sep 2017, 22:58
ვეძებ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

დაიკარგა კისისხევში! _ კახეთში!!!!!! არ ვიცი რამდენი ხნის წინ!!!!

გთხოვთ გაავრცელოთ!


user posted image

Posted by: anzori88 16 Jan 2018, 14:25
გავაჩუქებ დეკორატიულ ჯუჯა კურდღელს. კაი ვინმეა. ^_^
https://prnt.sc/i14hhi
https://prnt.sc/i14hk1

Posted by: Giorgijee 30 Jan 2018, 21:43
მაწანწალა ძაღლები რატომ არ ;;იკარგებიან'' ხომ ყავთ მეტისები გაშვებული მიდი მოდიან

ანუ მასეთ ძაღლებს არ მოწონთ პატრონები და მიდიან ან უნდა ასეირნოთ და რომ დაისწავლოს სახლში მოსასვლელი გზები

Posted by: ცოტნე2015 1 Feb 2018, 01:17
მუხიანში, ყოფილ "სამხედრო დასახლებაში" შემოგვეკედლა ძალიან საყვარელი ჟღალი ფერის ლეკვი საყელურით. დიდი სიამოვნებით დავიტოვებდით ამ ლეკვს, მაგრამ პატრონის მდგომარეობაში შევდივართ და გვინდა მოვნახოთ. როგორ მოვიქცეთ ?
* * *
სავარაუდოდ როდეზიული რიჯბეკი ან მისი მეტისია.

Posted by: F-mari-L 4 Mar 2018, 01:56
დამეხმარეთ რა (
მაჩUქეს ბრიტანული კატა ( 1 წლის და თვეების)
4 დღეა სახლშI მყავდა, შეგვეჩვია თითქოს (( დღEს საღამოთი არ დამხვდა სახლში
ოჯახის რომელიმე წევს დარჩA ალბათ ღია კარი ( არ აღიარებენ)
არ დაბრუნდება? ( ან შორს წავიდოდა(
ეზოშI ძAღლი გვყავს ... კატა დედალია(


--------------------

Posted by: Carver 4 Mar 2018, 02:42
რომელ თავშესაფარში მიგყავთ ნაპოვნი ძაღლები?

Posted by: Gesha 17 Mar 2018, 09:47
მუნიციპალურ თავშესაფარში შეყვანილია ეს ძაღლები. თუ ვინმეს რომელიმე გეცნობათ დარეკეთ 577 41 85 49.

user posted image

user posted image

Posted by: Sashkamaisa 30 Apr 2018, 13:33
რატო იკარგება ამდენი ძაღლი ? რაღაც პრობლემაა ქვეყანაში. ალბათ უპასუხისმგებლობას უფრო გავს ეს ყველაფერი.

Posted by: Gesha 2 Jul 2018, 09:09
ელიზბარაშვილთან არის, ნაპოვნია სად არ ვიცი. სასწრაფო წამოიყვენოს პატრონმა

https://www.facebook.com/TamazElizbarashvil...55617924391659/

Posted by: tataka 2 Jul 2018, 12:19
გამარჯობა,
შეიძლება პირდაპირ ჯგუფის თემას არ ეხება ჩემი პოსტი, მაგრამ გვეხება თითოეულ ჩვენგანს და ამიტომაც გადავწყვიტე თქვენთვისაც მომეწოდებინა ერთი არაჩვეულებრივი იდეა, რომელიც შეთავაზების სახით დევს მერიის საიტზე. ეხება ეკოლოგიურ პრობლემას - გამწვანებასა და დღეს არსებულ სირთულეებს. მჯერა რომ ეს საკითხი თითქმის ყველასთვის მნიშვნეოვანია, ამიტომაც გთხოვთ, არ დაიზაროთ, გაეცნოთ და მხარი დაუჭიროთ საიტიდან. მჯერა ხალხის ერთობის და იმის რომ ერთად შეგვიძლია შევცვალოთ გარემო უკეთესობისკენ.
https://idea.tbilisi.gov.ge/idea-details/3061?fb_action_ids=10214362996561241&fb_action_types=og.shares&fb_source=other_multiline&action_object_map=%5B405771193225456%5D&action_type_map=%5B%22og.shares%22%5D&action_ref_map=%5B%5D

2500 ხმა არის საჭირო რომ მერიამ განიხილოს...

დიდი მადლობა წინასწარ ყველას.

Posted by: avgusta 6 Sep 2018, 20:51
ფაქტიურად ოჯახის წევრი იყო
2 კვირაა დაიკარგა ბოდბის ტერიტორიაზე

იქნებ ვინმემ სადმე დაინახა


მპოვნელი დასაჩუქრდება

user posted image

Posted by: kusko222 22 Sep 2018, 14:50
user posted image

გამარჯობა, 21 სექტემბერს დავკარგეთ კურცხარი. წლინახევრის. საკუთარი სახლია და ეზოდან გაპარული დაგვხვდა დილას (იმედია არ მოიპარეს).

იქნებ ვინმეს შეგხვდეთ სადმე.
დიდი მადლობა და ძალიან დამეხმარებით თუ გაავრცელებთ.

Posted by: ten10 26 Sep 2018, 19:27
სახლიდან გაგვიფრინდა თუთიყუში კარელა! (არჩიბალდი). დიდუბე-ჩუღურეთი
599 25 08 28 ან 599 611 700
მპოვნელი დასაჩუქრდება...

user posted image

Posted by: madridiSSta1988 31 Mar 2019, 14:43
დიღმის მასივის მეორე კვარტალში დარბის ეს ნაგაზი, დიდი ალბათობით დაკარგულია და იქნებ ვინმეს გეცნოთ.

user posted image

Posted by: aklasta 7 Apr 2019, 20:46
მოგესალმებით. დილეტანტური კითხვაზე თუ მიპასუხებთ, მადლობელი დაგრჩებით : ვიპოვე დარგოლილი ტალღოვანი თუთიყუში ( ოთახში შემოფრინდა). როგორ შემიძლია პატრონის პოვნა ? სადმე ხომ არ შეიძლება მივიყვანო, სადაც ვინაობის გარკვევა მოხერხდება ?

Posted by: Sophist 1 Jun 2019, 01:36
ავლაბარში, ქეთევანის წამებულის გამზირზე ნ. 64, სასტუმრო ლონდონის ახლომახლო დაიკარგა კატა (იხილეთ ფოტო). მპოვნელი დასაჩუქრდება

Posted by: Pirate 17 Sep 2019, 23:39
პუდელი დაიკარგა შავი პავლოვზე.

https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=2402879966699710&id=100009331893938

Posted by: demurk 20 Feb 2020, 09:17
მოგესალმებით, უნივერსიტეტის ქუჩაზე (შანხაის გადასასვლელთან) დავკარგეთ გერმანული იაგდტერიერი, 1 წლის და 2 თვის ხვადი. არის ბავშვებთან გაზრდილი სახლის პირობებში. სახელი ქვია ტერი. ყელზე ეკეთა ტყავის საყელური და ნაჭრის გრძელი თოკი. თუ შეიძლება გაავრცელეთ. მპოვნელი დასაჩუქრდება, მადლობას გიხდით წინასწარ. ტელ.: 598204423user posted image

Posted by: Gesha 10 Jan 2022, 20:40
https://www.facebook.com/photo/?fbid=2740227359620014&set=a.1380948008881296

Posted by: qartlimela 2 Apr 2023, 19:55
საინტერესოა როგორ იკარგებიან ტო?
დაადებენ თავს, გარბიან და მერე ვეღარ ხვდებიან საიდან გაიქცნენ?

Posted by: 123omari123 24 May 2023, 18:58
ეს რა ფრინველია ხო არ იცით?
user posted image
* * *
ამ ორიდან არის მემგონი ერთერთი
https://en.wikipedia.org/wiki/Common_swift
https://en.wikipedia.org/wiki/Pallid_swift

Posted by: kartofilisti 8 Jun 2023, 21:36
ცხოველებს ყურებზე რომ აქვს ბირკები ეგ რისი მანიშნებელია???

Posted by: _1995_ 9 Jun 2023, 17:29
kartofilisti
ცოფის ვაქცინა აქვთ დარჭობილი.

Posted by: Gesha 29 Jun 2023, 11:31
https://www.facebook.com/photo/?fbid=2699072986925226&set=gm.2559472917543599&idorvanity=124405364383712

https://scontent.ftbs4-2.fna.fbcdn.net/v/t39.30808-6/356261441_2699072983591893_6953900710499317696_n.jpg?stp=cp6_dst-jpg&_nc_cat=111&ccb=1-7&_nc_sid=5cd70e&_nc_ohc=FYKFPOhvSfEAX_6ID4x&_nc_ht=scontent.ftbs4-2.fna&oh=00_AfBitkUQmp2N3RCcIhVjFW3erQtGd0wXQfy3NvXyMOgBkw&oe=64A1736F

ნაპოვნია თემქაზე


Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)