მერილ სტრიპი: ჰოლივუდს ამოძრავებენ უცხოელი „აუტსაიდერები“ და თუ მათ გავაგდებთ, საყურებელი აღაფერი დაგრჩებათლეგენდარული მსახიობი შეეხო დონალდ ტრამპის მიერ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ჟურნალისტების დაცინვისა და ემიგრანტების თემას, რომლითაც ის აქტიურად გამოირჩეოდა საკუთარი საპრეზიდენტო კამპანიის დროს.
გთავაზობთ მერილი სტრიპის სიტყვის სრულ ვერსიას ქართულ ენაზე:
"გთხოვთ, დასხედით. გმადლობთ. ყველანი მიყვარხართ. უნდა მაპატიოთ, ამ კვირის ბოლოს ყვირილისა და ტირილის გამო ხმა დავკარგე და ამ წლის დასაწყისში შევიშალე, ასე რომ, უნდა წავიკითხო.
დიდი მადლობა ჰოლოვუდის უცხოური პრესის ასოციაციას. უბრალოდ მინდა გავაგრძელო, რაც ჰიუ ლორიმ თქვა: თქვენ და ამ ოთახში მყოფი ყველა ჩვენგანი ახლა ნამდვილად ეკუთვნის ამერიკის საზოგადოებაში ყველაზე დემონიზებულ სეგმენტს. დაფიქრდით ამაზე: ჰოლივუდი, უცხოელები და პრესა.
მაგრამ მაინც, ვინ ვართ ჩვენ და რა არის ჰოლივუდი? ეს არის ადამიანთა ჯგუფი სხვა ადგილებიდან.მე დავიბადე, გავიზარდე და განათლება მივიღე ნიუ ჯერსის საჯარო სკოლებში, ვაიოლა დევისი ქოხში დაიბადა სამხრეთ კაროლინაში, გადმოვიდა ცენტრალ ფოლსში, როდ აილენდში. სარა პოლსონი დაიბადა ფლორიდაში და მარტოხელა დედამ გაზარდა ბრუკლინში, სარა ჯესიკა პარკერი ოჰაიოში შვიდი თუ რვა ბავშვიდან ერთ-ერთი იყო, ემი ადამსი დაიბადა ვენეციაში და ნატალი პორტმანი დაიბადა იერუსალიმში. სად არის მათი დაბადების მოწმობები? და მშვენიერი რუთ ნენგა დაიბადა ადის აბებაში, ეთიოპია, გაიზარდა ლონდონში - არა, მგონი ირლანდიაში და აქ ნომინირებულია პატარა ქალაქ ვირჯინიაში მცხოვრები გოგონას როლისთვის. რაიან გოსლინგი, ისევე, როგორც ყველაზე სასიამოვნო ხალხი, არის კანადელი და დევ პეტელი დაიბადა კენიაში, აქ კი თამაშობს ტასმანიაში გაზრდილ ინდოელს. ასე რომ, ჰოლივუდი ცოცხლობს უცხოელებით და თუ ჩვენ მათ გავყრით, საყურებელი მხოლოდ ფეხბურთი და შერეული საბრძოლო ხელოვნება გვექნება, რაც ხელოვნება ნამდვილად არ არის.
მსახიობის ერთადერთი საქმე არის იმ ხალხის ცხოვრებაში შესვლა, რომლებიც ჩვენგან განსხვავებულნი არიან და ჩვენება, თუ რას ნიშნავს ეს. ამ წელს იყო ბევრი, ბევრი, ბევრი ძლიერი წარმოდგენები, რომლებიც ზუსტად ამას აკეთებდნენ. სუნთქვისშემკვრელი, თანამგრძნობი სამუშაო.
მაგრამ ამ წელს ერთმა წარმოდგენამ განსაკუთრებით შემაძრწუნა. მან თავისი კაუჭები ჩემს გულში ჩაარჭო, არა იმიტომ, რომ კარგი იყო, პირიქით არაფერი იყო კარგი მასში. მაგრამ ის იყო ეფექტური და თავის საქმეს აკეთებდა. იგი თავის სამიზნე აუდიტორიას აცინებდა და კბილებს აჩენინებდა. ეს ის მომენტი იყო, როდესაც პირი, რომელიც ითხოვდა ჩვენს ქვეყანაში ყველაზე პატივცეულ ადგილზე დაჯდომას, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ჟურნალისტის იმიტაციას ახდენდა. იმას, ვისაც აღემატებოდა პრივილეგიით, ძალაუფლებითა და ბრძოლის უნარიანობით. როდესაც ეს დავინახე, გული დამწყდა და ჯერ კიდევ ვერ ვივიწყებ, რადგანაც ეს არ იყო ფილმში. ეს რეალური ცხოვრება იყო და ეს დამცირების ინსტინქტი, როდესაც მოდელირებულია ვინმეს მიერ საჯარო პლატფორმაზე, ვინმე ძლიერის მიერ, ილექება ყველა ადამიანის ცხოვრებაში, რადგანაც სხვა ადამიანებს იგივეს გაკეთების ნებართვა აძლევს. უპატივცემულობა იწვევს უპატივცემულობას. როდესაც ძლევამოსილი იყენებს თავის პოზიციას სხვების დასაჩაგრად, ჩვენ ყველანი ვმარცხდებით.
ამას კი მივყავარ პრესამდე. ჩვენ გვჭირდება პრინციპული პრესა ძლევამოსილის გასაკონტროლებლად, რათა ყოველი დარღვეისთვის ხალიჩაზე მოიხმოს. ჩვენმა დამაარსებლებმა ამიტომ განამტკიცეს პრესა და მისი თავისუფლება კონსტიტუციაში. ასე რომ, მე ცნობილ მდიდარ ჰოლივუდის უცხოურ პრესასა და ჩვენი საზოგადოების ყველა წევრს ვთხოვ მხოლოდ იმას, რომ შემომიერთდნენ ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტში, რადგანაც ყველას დაგვჭირდება მათი წინსვლა და მათ დავჭირდებით სიმართლის დასაცავად.
კიდევ ერთი რამ: ერთხელ, როდესაც გადაღებაზე ვიყავი და ვწუწუნებდი, რომ მუშაობის გამო ვახშამი გვიანდებოდა, ტომი ლი ჯონსმა მითხრა: "მერილ, განა დიდი პრივილეგია არ არის მსახიობად ყოფნა?" დიახ, არის და ჩვენ ერთმანეთს უნდა გავახსენოთ პრივილეგია და თანაგრძნობის ვალდებულება. ჩვენ ყველა უნდა ვამაყობდეთ საქმით, რომელსაც ჰოლივუდი ასრულებს აქ, ამაღამ.
როგორც ჩემმა ძვირფასმა მეგობარმა, გარდაცვლილმა პრინცესა ლეიამ ერთხელ მითხრა: აიღე შენი გატეხილი გული და გარდაქმენი ხელოვნებად
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)