8. როგორ შევაფასო კონკრეტულ დაწესებულებაში ჩემი ჩარიცხვის შესაძლებლობა?
მობილობის პორტალი გიჩვენებთ თითოეულ ფაკულტეტსა თუ პროგრამაზე პირველი პრიორიტეტით ჩარიცხვისათვის აუცილებელ მინიმალურ საკონკურსო ქულას, რომელიც შეესაბამება ამ პროგრამაზე მისაღები ადგილების რაოდენობის შესაბამისი კონკურსანტების ქულებისგან უმცირესს.
შესაბამის პროგრამაზე მოხვედრისათვის თქვენი საკონკურსო ქულა უნდა აღემატებოდეს პორტალზე ასახულ მინიმალურ საკონკურსო ქულას.
გაითვალისწინეთ! - მონაცემები მინიმალური საკონკურსო ქულის შესახებ დინამიკურია და შეიძლება შეიცვალოს ამ პროგრამაზე ახალი მობილობის მსურველების რეგისტრაციისას.
გაითვალისწინეთ! - მობილობის უფლება სტუდენტს მიენიჭება მის მიერ მითითებული პრიორიტეტების გათვალისწინებით. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლებას პირველ რიგში მოიპოვებენ მობილობის ის მსურველები, რომლებსაც აღნიშნული დაწესებულება პირველ პრიორიტეტად აქვთ მითითებული, დარჩენილი ადგილები განაწილდება მეორე, მესამე და ა.შ. პრიორიტეტებით რეგისტრირებული განაცხადების შესაბამისად.
წარმატებები