forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (44) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> VIA -75, ლეგენდარული
ტემპერა
პოლ, არ დაბერდე


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 54420
წევრი No.: 8896
რეგისტრ.: 20-February 05

გამოგზავნილია: 14 Feb 2007, 01:41  #4811095      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
-------------------------------------- ვია 75

user posted image

ვია 75 — ქ. თბილისში 1975 წელს ჩამოყალიბებული მუსიკალური ანსამბლი. სახელი დაერქვა ჩამოყალიბების წლის მიხედვით.

ანსამბლის შეკრების ინიციატორი იყო რობერტ ბარძიმაშვილი, რომელიც ანსამბლ ორერას 1958-1975 წლებში ხელმძღვანელობდა.
ანსამბლის ძირითადი შემადგენლობა შეიკრიბა თბილისის კონსერვატორიის სტუდენტებისგან, რომელთა საშუალო ასაკი 22 წელს შეადგენდა.

საბჭოთა ფირმა „მელოდიის“ მიერ მოგვიანებით გამოცემული იქნა ანსამბლის პირველი ფირფიტა, რომელიც შედგებოდა როგორც თანამედროვე ქართველი კომპოზიტორების სიმღერების, ასევე სხვა ქვეყნების მუსიკოსების კომპოზიციების ქავერ-ვერსიებით. ასევე მნიშვნელოვანი იყო ქართული ხალხური სიმღერების საკუთარი ინტერპრეტაციები, ქართული მრავალხმოვანებისა და მძლავრი რითმ-სექციის გამოყენებით, რომელიც ფიუჟენის ჟანრს ახასიათებს. 1976 წლიდან ანსამბლმა დაიწყო აქტიური საკონცერტო მოღვაწეობა, მონაწილეობდა როგორც გფრ-ის, ასევე გდრ-ის, პოლონეთის, ბულგარეთის, ჩეხოსლოვაკიისა და სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე გამართულ კონცერტებში.

1977 წელს ანსამბლის წევრებმა დადგეს ი. ბარდანაშვილის როკ-ოპერა „ალტერნატივა“.

1978 წელს ორკესტრ „რეროდან“ ანსამბლში გადავიდა ბესიკ კალანდაძე. მნიშვნელოვანია სიმღერები მისი ვოკალით — „ტირიფები“, „თეთრი ღამე“, „გიორგობისთვე“ და სხვები.

1979 წელს ანსამბლი გამოვიდა ქ. იალტაში, სოციალისტური თანამეგობრობის ქვეყნების სიმღერების შესრულების I საკავშირო კონკურსზე და სიმღერის „აფრო-კუბური რითმები“ შესრულებით მიიღო ლაურეატის წოდება. მოგვიანებით ეს სიმღერა გამოიცა ფირფიტაზე „სოციალისტური თანამეგობრობის ქვეყნების სიმღერების შესრულების საკავშირო კონკურსი 1979“.

ფესტივალზე „თბილისი-80“ კოლექტივმა III ადგილი დაიკავა, სიმღერის „სამშობლო“ წარდგენით, რომელიც აგებული იყო სუიტის სახით, რომელშიც ინსტრუმენტული ნომრები სრულდებოდა ვოკალურებთან ერთად (სიმღერა შეტანილი იქნა 1981 წელს გამოცემულ ფირფიტაზე ფესტივალის „გაზაფხულის რიტმები. თბილისი-80“ ლაურეატები.

1981 წელს გამოვიდა ანსამბლის მეორე ალბომი, რომელსაც „სიხარულის რითმი“ ეწოდა. მის ჩაწერაში თავის გარდაცვალებამდე მონაწილეობა მიიღო ცნობილმა ჯაზ-პიანისტმა ვაგიფ მუსტაფა-ზადემ.

1983 წელი აღინიშნა ფირფიტის „ფოთოლცვენა“ გამოცემით. ამ ფირფიტაზე წინა ალბომებთან შედარებით აღარ იყო მხოლოდ ინსტრუმენტული ნომრები და ქავერ-ვერსიები. 1984 წელს კი გამოვიდა უკანასკნელი ალბომი, „ფეხზე დაგიდგები ჩემო საქართველო!“.

წლების მანძილზე კოლექტივი დაშლილი იყო. ბესიკ კალანდაძე საკუთარ სიმღერებს წერდა. სოლო-შემოქმედებას მიჰყვებოდნენ ჯგუფის სხვა წევრებიც - რომან რცხილაძე, გოჩა ლორია, რობერტ ბარძიმაშვილი და სხვები.

რობერტ ბარძიმაშვილი 2003 წელს, 69 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მრავალწლიანი პაუზის შემდეგ ანსამბლის წევრები ერთად პირველად გამოჩნდნენ გადაცემა „პროფილში“, სადაც შეასრულეს მათი ცნობილი სიმღერა „ბაკურიანი“.

2011 წლის 4 დეკემბერს თბილისის ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში შედგა ანსამბლის სრული შემადგენლობის (ბარძიმაშვილის გარეშე) საიუბილეო კონცერტი, რომლის ფინალში ფილარმონიის შენობის წინ გაიხსნა მათი სახელობის ვარსკვლავი.



სოლისტები

რობერტ ბარძიმაშვილი
ბესიკ კალანდაძე
კობა ბეიშითაშვილი
თეიმურაზ რევაზიშვილი
გოჩა ლორია
რომან რცხილაძე
მიხეილ ფოფხაძე

ინსტრუმენტალისტები

უჩა კორძაია — ვოკალი, ფლეიტა, საქსოფონი, დასარტყმელი საკრავები
არჩილ სიმონიშვილი — ვოკალი, ბას-გიტარა, დასარტყმელი საკრავები
რომან რცხილაძე — ვოკალი, როიალი, ორღანი, ვიბრაფონი
ვალერი კონდახჩიანი — ვოკალი, დასარტყმელი საკრავები, როიალი, ბას-გიტარა, საყვირი
გოჩა ლორია — ვოკალი, გიტარა, დასარტყმელი საკრავები
არჩილ ასლანიშვილი — ვოკალი, გიტარა
დავით ჯანელიძე — ვოკალი, ტრომბონი, გიტარა, ბას-გიტარა, დასარტყმელი საკრავები
გარი მოდებაძე — ვოკალი, საყვირი




ვია 75-ს სრული დისკოგრაფია:


user posted image
[B]ოროველა

1976, С60-08191-2 [/B]
1. Новогодняя (В.Дургвишвили-А.Геловани,Т.Чантладзе)
2. Аробная , вокализ (нар.,обр.Р.Рцхиладзе)
3. Березка (Е.Мартынов-С.Есенин)
4. Время (В.Азарашвили-М.Поцхишвили)
5. Снежная фея (Т.Рцхиладзе)
6. Сердцу не прикажешь (Дж.Кахидзе-П.Грузинский)
7. Сачидао (Р.Лагидзе)
8. Смешная девчонка (Зуп)
9. Любимая (Г.Квачантирадзе-нар.,пер.О.Гаджикасимова)
10. Этюд (Н.Паганини, переложение Р.Рцхиладзе)
11. Кахетинская (Народная песня)
12. Разные пути (П.Анк)
13. Имеретинская дорожная (Дж.Кахидзе-П.Грузинский)
14. Намгало (нар.,обр.Р.Рцхиладзе)




user posted image
"Ритм радости" (მოსკოვის გამოცემა)
1981, С60-15837-001,
1. Ветер (Н.Абашидзе-Н.Эргемлидзе)
[I] 2. Красный дом (Д.Хендрикс)
3. Оровела (нар.,обр.Р.Бардзимашвили,Р.Рцхиладзе-нар.)
4. Время (В.Азарашвили-М.Поцхишвили)
5. Подснежник (В.Дурглишвили-М.Поцхишвили)
6. Ритм радости (Р.Галагера)
На грузинском (1, 3-5) и английском (2, 6) яз.
Солисты: Роберт Бардзимашвили (3), Бесо Каландадзе (5)
Ираклий Каландадзе - гитара (2, 6), Гоча Лория (4)
Вагиф Мустафа-заде - ф-но (1), Михаил Попхадзе (2, 6)


საქართველოში გამოვიდა ამ გარეკანით:

user posted image





user posted image
"Звездопад"
1982, C60-18551-2,
1. Звездопад (Е.Чавчанидзе-Н.Эргемлидзе)
2. Белая ночь (З.Манагадзе-М.Чхеидзе)
3. Листопад (Н.Эргемлидзе)
4. У моря (Н.Эргемлидзе)
5. Цихисдзири (З.Манагадзе-Дж.Катамадзе)
6. Не сердись (З.Манагадзе-Н.Нарсия)
7. Первая любовь (Н.Эргемлидзе)
8. Бакуриани (Н.Эргемлидзе)
9. Где - то (Н.Эргемлидзе)
10. Ивы (З.Манагадзе-Л.Чигладзе)
11. Экспромт (О.Рамишвили-Ш.Нишнианидзе)
12. Моя песня (В.Дургвишвили-Н.Эргемлидзе)[/I]



user posted image
"ფეხზე დაგიდგები ჩემო საქართველო!"
1983, C60-20845-46,
1. Для тебя живу, Грузия моя! (А.Шарвадзе-М.Лебанидзе)
2. Дождь (Алазниспирели-Д.Гвишиани)
3. Помирись со мной (Ш.Милорава-П.Грузинский)
4. Гуриец (Н.Эргемлидзе)
5. Вечер (З.Манагадзе-Н.Эргемлидзе)
6. Белый голубь (Г.Цабадзе-О.Рахмадзе)
7. Воспоминание (З.Манагадзе-М.Гоготашвили)
8. Родной язык (Н.Эргемлидзе-Л.Алпенидзе)
9. Цутисопели (Г.Майсурадзе-М.Лебанидзе)
10. Гиоргобистве (З.Манагадзе-М.Чхаидзе)




სინგლები:



user posted image
1976, Г62-05511-12



user posted image
1976, Г62-05677-8
1. Праздничная (В.Дургвишвили-А.Геловани,Т.Чантладзе)
2. Березка (Е.Мартынов-С.Есенин)
3. Смешная девчонка (Зуп)
4. Слова (С.Дьячков-О.Гаджикасимов)



user posted image
1976, Г92-05841-2,
1. Оровэла (народная грузинская песня)
2. Новогодняя (В.Дурглишвили)



user posted image
1980, Г62-07911-12




user posted image
1982, Г62-09511-12,



user posted image
1982, Г62-09513-4



კომპაქტ-კასეტა:


user posted image
1980, СМОО-855 (компакт-кассета)
Всесоюзный конкурс на лучшее исполнение песен
стран социалистического содружества "Ялта-79"

Афро-кубинские ритмы (муз.нар.африканская,обр.Р.Бардзимашвили)




user posted image
1980, СМОО-858 (компакт-кассета)
Вокально-инструментальный ансамбль "75"


1. Родина (муз.и сл.нар.,обр.Р.Бардзимашвили и Р.Рцхиладзе)
2. Где эта девушка (Т.Шаймоши)
3. Скажи мне (А.Налепа-Лейбл)
4. Афро-кубинские ритмы (муз.нар.африканская,обр.Р.Бардзимашвили)
5. Ветер (Н.Абашидзе-Н.Эргемлидзе)
6. Красный дом (Д.Хендрикс)
7. Оровеля (Р.Баодзимашвили,Р.Рцхиладзе)
8. Фиалка (В.Дургишвили-М.Поцхишвили)
9. Ритм радости (Р.Галагер)


This post has been edited by ტემპერა on 7 Jan 2012, 11:50


--------------------
________________________
___|____|_პოლ|___|____|__
_|____| არ დაბერდე|____|____|
___|____|___|____|____|__
ტემპერა
პოლ, არ დაბერდე


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 54420
წევრი No.: 8896
რეგისტრ.: 20-February 05

გამოგზავნილია: 14 Feb 2007, 01:42  #4811104      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
შედვრი..
-----------------------------------------------------------------------

მიმაგრებული სურათი
82.jpg
zazabichi
ImagicussucigamI


********
ჯგუფი: Members
წერილები: 21707
წევრი No.: 13736
რეგისტრ.: 19-October 05

გამოგზავნილია: 14 Feb 2007, 03:36  #4811629      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
ტემპერა
ეგ ფირფიტა ეხლაც მაქვს სადღაც. მაგარია.
ატვირთე რა mp3-ები თუ გაქვს.


--------------------
Success is like pregnancy. Everybody congratulates you but nobody knows how many times you got fucked to achieve it.
korsab
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 95
წევრი No.: 29643
რეგისტრ.: 9-February 07

გამოგზავნილია: 14 Feb 2007, 03:45  #4811653      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მოდიოდა თეთრი გოგო: ხო ესენი მღერიან?
ტემპერა
პოლ, არ დაბერდე


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 54420
წევრი No.: 8896
რეგისტრ.: 20-February 05

გამოგზავნილია: 14 Feb 2007, 03:54  #4811670      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
zazabichi
QUOTE
ეგ ფირფიტა ეხლაც მაქვს სადღაც. მაგარია. ატვირთე რა mp3-ები თუ გაქვს.


ნელნელა დავყრი..
* * *


This post has been edited by ტემპერა on 15 Feb 2007, 01:02
ტემპერა
პოლ, არ დაბერდე


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 54420
წევრი No.: 8896
რეგისტრ.: 20-February 05

გამოგზავნილია: 15 Feb 2007, 01:02  #4819221      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ვოკალი:
ბესო კალანადაძე..


იებია თუ თოვლია

მიმაგრებული სურათი
sdsd.jpg
nikala_papa
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4016
წევრი No.: 17053
რეგისტრ.: 9-February 06

გამოგზავნილია: 15 Feb 2007, 01:30  #4819456      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
მე მაქვს მათი ივერიის და ძველი თაობის ყველა სიმღერები (არა და მე ამათ დროს ძალიან პატარა ვიყავი) ძალიან მომწონს მათი შემოქმედება!



--------------------
ι ζοι ινε ορεα χαλαρα
ტემპერა
პოლ, არ დაბერდე


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 54420
წევრი No.: 8896
რეგისტრ.: 20-February 05

გამოგზავნილია: 15 Feb 2007, 01:33  #4819486      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
nikala_papa
დაყარე ხოლმე..
Roverandom
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 27308
წევრი No.: 26097
რეგისტრ.: 26-November 06

გამოგზავნილია: 15 Feb 2007, 01:53  #4819649      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
nikala_papa

ივერიის "თოვლის ბებოს ზღაპარი" სრული, ძველი ვერსია, არ გაქვს??? givi.gif
რამაზი
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2174
წევრი No.: 25829
რეგისტრ.: 19-November 06

გამოგზავნილია: 15 Feb 2007, 04:20  #4820174      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
korsab
QUOTE
მოდიოდა თეთრი გოგო: ხო ესენი მღერიან?

არა. მაგას მღეროდა მერაბ სეფაშვილი ანსამბლ თეატრონში მოღვაწეობისას.

This post has been edited by რამაზი on 15 Feb 2007, 04:20
Roverandom
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 27308
წევრი No.: 26097
რეგისტრ.: 26-November 06

გამოგზავნილია: 23 Mar 2007, 02:15  #5132277      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ვახ სად ჩავარდნილა.........................................................ხო და რას ვამბობდი, ივერიის "თოვლის ბებოს ზღაპარი" მესაჭიროება (კასეტაზე იყო, მგონია), არის სადმე კიდევ ბუნებაში?

This post has been edited by Roverandom on 23 Mar 2007, 02:18
ტემპერა
პოლ, არ დაბერდე


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 54420
წევრი No.: 8896
რეგისტრ.: 20-February 05

გამოგზავნილია: 23 Mar 2007, 02:18  #5132302      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ვაა ჩემი თემა.. smile.gif
--------------------------
ტემპერა
პოლ, არ დაბერდე


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 54420
წევრი No.: 8896
რეგისტრ.: 20-February 05

გამოგზავნილია: 23 Mar 2007, 10:38  #5133177      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ვახ კიდევ იძირება ტოო..
--------------------------------

მიმაგრებული სურათი
sdsd.jpg
Roverandom
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 27308
წევრი No.: 26097
რეგისტრ.: 26-November 06

გამოგზავნილია: 23 Mar 2007, 10:43  #5133202      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ადრე იყო ისე ამათზე თემა და ასე არ ჩაძირულა... sad.gif
ტემპერა
პოლ, არ დაბერდე


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 54420
წევრი No.: 8896
რეგისტრ.: 20-February 05

გამოგზავნილია: 23 Mar 2007, 10:55  #5133267      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
Roverandom
QUOTE
ადრე იყო ისე ამათზე თემა და ასე არ ჩაძირულა... 

გაააქვს ამათი ჩანაწერები?
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (44) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 1.4371 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]