forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (3) [1] 2 3   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ჰამლეტ გონაშვილი, მეტს არ იმსახურებს ეს კაცი ?
bull73
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2600
წევრი No.: 5777
რეგისტრ.: 22-July 04

გამოგზავნილია: 28 Sep 2009, 08:17  #15733123      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ვიკიპედიაში არის მხოლოდ ეს მასალა .

ჰამლეტ გონაშვილი

ჰამლეტი სიმღერების კრებულის გარეკანი.
ჰამლეტ გონაშვილი (დ. 20 ივნისი, 1928 – გ. 1985) — ქართველი მომღერალი (ტენორი), სახალხო მოლექსე, მასწავლებელი, ქართველთა მიერ „საქართველოს ხმად“ აღიარებული.

Hamlet Gonashvili
From Wikipedia, the free encyclopedia
Hamlet Gonashvili Katselashvili (20 June 1928 - 1985) was a Georgian singer (tenor), influential teacher and performer of traditional Georgian music. He is sometimes referred to as "the voice of Georgia".
Gonashvili was born in eastern Georgia, and is considered the best interpreter of songs from the Kartli and Kakheti regions. He was a recipient of many national honors and prizes. The Third Symphony of the Georgian composer Giya Kancheli drew inspiration from Gonashvili Katselashvili's singing and Gonashvili Katselashvili was the soloist in the first recording of the work. (1979, Olympia Records). At the height of his fame, he died in 1985 in a fall from an apple tree. Hamlet (JARO, 1985) is a collection of his most impressive songs.[1]

სულ ეს არის ?

This post has been edited by bull73 on 28 Sep 2009, 08:22
A_I
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 12376
წევრი No.: 30809
რეგისტრ.: 3-March 07

გამოგზავნილია: 28 Sep 2009, 08:26  #15733126      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
bull73
QUOTE
სულ ეს არის ?


მერე ვიკიპედია მაინც არის "ღია". თუ რამე იცი დაამატე wink.gif

ისე რა თქმა უნდა მეტია საჭირო, ქართულად მაინც yes.gif
bull73
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2600
წევრი No.: 5777
რეგისტრ.: 22-July 04

გამოგზავნილია: 28 Sep 2009, 08:31  #15733130      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
A_I
დიდი სიამოვნებით ,თუ მოვიპოვებ რაიმე მასალას.
ისე შედარებისთვის http://ka.wikipedia.org/wiki/ლელა_...წუმია
Roverandom
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 27308
წევრი No.: 26097
რეგისტრ.: 26-November 06

გამოგზავნილია: 28 Sep 2009, 08:59  #15733171      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
bull73

ლელაზე წერდა ვიღაც, ვისაც სპეციალურად მიაწოდეს ეგ ინფო. ლელისტი ანუ. yes.gif

გეფიცები, რომ ვიცოდე, დავწერდი.. user.gif ქართულში მე ვწერ ხშირად მუსიკაში.
bull73
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2600
წევრი No.: 5777
რეგისტრ.: 22-July 04

გამოგზავნილია: 28 Sep 2009, 09:29  #15733241      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Roverandom
ასეთებიც არსებობენ ? არ ვიცოდი
lol.gif
ისე +1 პოსტისთვის.

This post has been edited by bull73 on 28 Sep 2009, 09:30
paata_3dartist
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2984
წევრი No.: 65802
რეგისტრ.: 26-June 08

გამოგზავნილია: 28 Sep 2009, 10:20  #15733509      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ჰამლეტ გონაშვილი ნამდვილად უძლიერესი მომღერალი იყო . მე როდესაც ინტერნეტით მაქვს კონტაქტი უცხოელებთან მაგის სიმღერებსაც ვასმენინებ , როგორც საქართველოს ერთერთი საუკეთესო მომღერლის . ასევე გვერდწითელის და მელუას სიმღერებსაც.


--------------------
My works at best SciFi and Fantasy artists site
on the net:
http://www.epilogue.net/cgi/database/art/list.pl?gallery=2756

ყველა პოსტი შეიძლება
ვერ ვნახო თუ ვინმეს
პასუხი ვერ გავეცი
მესიჯი მომწერეთ....
ილიკო



*****
ჯგუფი: Moderators
წერილები: 2580
წევრი No.: 8
რეგისტრ.: 26-January 01

გამოგზავნილია: 28 Sep 2009, 10:22  #15733524      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ნუ გავაჩატებთ ამ კაცის თემას, მეტი ინფო და ლინკები.


--------------------
Bohren Und Der Club Of Gore √
AnselmO
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5778
წევრი No.: 85359
რეგისტრ.: 24-February 09

გამოგზავნილია: 28 Sep 2009, 13:09  #15735389      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ქართველისათვის უცხო სახელი ჰამლეტი, მამამ, სოფელ ანაგის ქართული ლიტერატურის მასწავლებელმა, დიმიტრი გონაშვილმა დაარქვა, ქალიშვილს კი ჯულიეტა უწოდა, ბუნებრივია, შექსპირის სიყვარულით. თვითონ ჰამლეტსაც ეუცხოებოდა, არ მოსწონდა ინგლისური სახელი, გამოცვლაც უნდოდა, მაგრამ ისე მალე გახდა პოპულარული, ახალი სახელით გამოჩენა ეუხერხულა. ერთხელ კონსტანტინე გამსახურდამაც უსაყვედურა, ამისთანა ქართველ ვაჟკაცს, ასეთ მომღერალს, ეს რა სახელი გქვიაო.

დედა ირწმუნებოდა, 2-3 თვის ბავშვს სიმღერა ესმის და ღუღუნით მყვებაო. არ უჯერებდნენ, შეუძლებელიაო. დედა კი, ნათქვამის დასამტკიცებლად, ხან მარჯვნივ დაუდგებოდა, ხან მარცხნივ, და ჩვილიც სწორედ იმ მხარეს იცქირებოდა, საიდანაც იავნანა ესმოდა. შეიძლება ითქვას, ჰამლეტი მას შემდეგ მუდმივად მღეროდა, ოჯახში, მეგობრებში, სოფელში, ყველგან და ყოველთვის.

სიმღერის ნიჭი ჩვეულებრივ რამედ მიაჩნდა. მისი აზრით, როგორც ყველა ადამიანი სწავლობს ლაპარაკს, ასევე ყველას უნდა შეეძლოს სიმღერაც. ალბათ ამიტომ არ უფიქრია, მომღერალი გამოსულიყო. ცხინვალის ინსტიტუტის ბიოლოგიის ფაკულტეტზე ჩააბარა, რომლის დამთავრების შემდეგ მუშაობა თბილისის ტურისტულ ბიუროში დაიწყო და მისთვის სასიამოვნო საქმეს მიჰყო ხელი - საქართველო ხომ განსაკუთრებულად უყვარდა და საუბარიც გატაცებით იცოდა.

შემდეგ თეატრალურში სწავლობდა, მაგრამ ინსტიტუტის სცენაზეც სიმღერით გამოვიდა. რექტორი მიხეილ კვესელავა მიხვდა, რომ რაღაც განსაკუთრებული ხმა ჰქონდა და ურჩია, სიმღერისთვის მიეხედა. 25 წლისა უკვე საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სოლისტი იყო. ჰამლეტს განსაკუთრებით მოუხდა ჩოხა - ახოვანი, მხრებგაშლილი, მკერდგამოწეული და წვრილწელიანი მომღერალი ნამდვილ ქართველ არისტოკრატს ჰგავდა, მსმენელს კი თავი არაჩვეულებრივი ხმით დაამახსოვრა.

1969 წლიდან ანსამბლ "რუსთავში" გადავიდა და 16 წელი ამ ანსამბლის სოლისტი იყო. შეიძლება ითქვას, მთელი რეპერტუარი მასზე იყო აწყობილი. ერთნაირი წარმატებით ასრულებდა როგორც ქართლ-კახურ, ისე მეგრულ და აფხაზურ სიმღერებს, იმერულ-გურულ საგალობლებს (მთქმელის პარტიას), ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებებს.

სიმღერას რომ ამუშავებდა, საათობით უსმენდა ძველ ჩანაწერებს, ყველა გამოცდილებას გაიაზრებდა და მერე ქმნიდა ახალ, საკუთარ, გამორჩეულ ვარიანტს. მაგრამ ერთსა და იმავე სიმღერას თვითონაც ორჯერ ზუსტად ერთნაირად არ ასრულებდა. კონცერტის დროს, მელოდიის ისეთ ქარგვას იწყებდა, რომ თუ პარტნიორიც გამოცდილი არ იყო, ვერ მიჰყვებოდა, ამიტომ ჰამლეტ გონაშვილთან დუეტში ყველა ვერ მღეროდა.

ჰამლეტს მთავარი მომხიბლაობა იყო განსაკუთრებული და განუმეორებელი, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი, იშვიათი სილამაზის, რბილი ტემბრის ხმა, ვირტუოზული საშემსრულებლო ტექნიკა, დახვეწილი გემოვნება, ბგერის სიმსუბუქე და მკაფიოება. არტისტული გარეგნობით, სიმღერის დახვეწილი მანერითა და თავდაჭერილობით აღტაცებაში მოჰყავდა არა მხოლოდ ქართველი, უცხოელი მსმენელიც. პარიზში "მრავალჟამიერი" სამჯერ ამღერეს, ესპანელები ყელზე კოცნიდნენ. ანსამბლ "რუსთავთან" ერთად თითქმის მთელი მსოფლიო მოიარა და თავისი სიმღერით გულგრილი არავინ დაუტოვებია, მათ შორის პროფესიონალი მუსიკოსებიც.
გონაშვილის რეპერტუარიდან გამორჩეულია "ურმული", "ოროველა", "წინწყარო", "წმინდაო ღმერთო", "გაფრინდი შავო მერცხალო", "დაიგვიანეს". მისი შემოქმედება ქართული მუსიკალური ფოლკლორისა და კლასიკური მუსიკის უნიკალური სინთეზია.

ჰამლეტი ადამიანური თვისებებითაც გამორჩეული იყო. უყვარდა კახური ღვინო, ოღონდ საგანგებოდ, ფაქიზად ეპყრობოდა, ცოტას სვამდა, დაგემოვნებით. უცხოეთში გასტროლებზე მუდამ თან მიჰქონდა, მაშინაც კი, როცა სასმელის საზღვარზე გადატანა მკაცრად იყო აკრძალული, კონცერტის შემდეგ საქართველო აუცილებლად უნდა ედღეგრძელებინა. განსაკუთრებით იწონებდა თავს, რომ სირიიდან ჩამოტანილი ლეღვის ნერგი ანაგაში გაახარა და ნაყოფიც მიიღო. თუმცა სიტყვაძუნწი არ ყოფილა, საკუთარ თავზე და, მითუმეტეს, წარმატებაზე ლაპარაკი არ უყვარდა, ახლობელს თუ უცნობს ქებას არც კი დაამთავრებინებდა, ღიმილით გაშორდებოდა.
დაიღუპა ტრაგიკულად, მშობლიურ სოფელში, დედის სანახავად ჩასული. დაკრძალეს საბურთალოს სასაფლაოზე, 2001 წელს გადაასვენეს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

მის მიერ შესრულებული სიმღერები დღეს უფრო და უფრო პოპულარული ხდება საზღვარგარეთ. უცხოელები ჰამლეტ გონაშვილის "ურმულსა" და "ოროველას" კინოფილმებსა და მასობრივ სანახაობებში იყენებენ როგორც მისტიკური მოვლენის, ადამიანის ხმის შესაძლებლობის უნიკალურ გამოვლინებას.
* * *
http://lemill.net/content/webpages/10f010d...0d510d810da10d8

აქაცაა ინფო.

This post has been edited by AnselmO on 28 Sep 2009, 13:29


--------------------
Fucking Hostile


Come let's dream some, come take a ride in my dream machine
Let's make a funny one, let's take a ride in my dream machine
SnowFlakes
***


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10449
წევრი No.: 4428
რეგისტრ.: 25-February 04

გამოგზავნილია: 7 May 2010, 16:33  #19470132      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა

მიყვარს ძალიან!

რა ცუდი კლიპი ააწყო ვიღაცამ,სურათი დაედოთ უბრალოდ არ შეიძლებოდა? : (

This post has been edited by SnowFlakes on 7 May 2010, 16:34


--------------------
"Whenever I feel the need to exercise, I lie down until it goes away."

— Mark Twain
hennessyXO
Cocky Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 383
წევრი No.: 114743
რეგისტრ.: 29-April 10

გამოგზავნილია: 7 May 2010, 16:49  #19470492      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
QUOTE
ჰამლეტ გონაშვილი ნამდვილად უძლიერესი იყო

QUOTE
საქართველოს ერთერთი საუკეთესო მომღერლის

"ერთერთი" ზედმეტია აქ, ნამდვილად საუკეთესო იყო.


--------------------
They wanna know who's my role model
It's in a brown bottle
You know my motherfucking motto?
Hennessey!!
PINK
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5090
წევრი No.: 77196
რეგისტრ.: 4-December 08

გამოგზავნილია: 26 Dec 2010, 16:42  #23149136      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
კარგი ხარისხით არ არის სიმღერები? რაც მაქვს სულ 128 kbs არის sad.gif


--------------------
Juntos hasta la muerte
Randle_Patrick_McMurphy
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 462
წევრი No.: 82911
რეგისტრ.: 21-January 09

გამოგზავნილია: 13 Jan 2011, 05:50  #23436290      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა



the best


--------------------
იქ, სადაც მე და შენ უნდა გვეცხოვრა, ახლა ფერადი ფანქრების და სამასკარადო ნიღბების მაღაზიაა ...

mtis_yoili
Crazy Member


*****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 1975
წევრი No.: 132528
რეგისტრ.: 14-June 11

გამოგზავნილია: 14 Jun 2011, 21:35  #25980142      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რა თქმა უნდა ეს კაცი უფრო მეტ დაფასებას იმსახურებს yes.gif yes.gif yes.gif yes.gif არ შეიძლება მის სიმღერას მოუსმინოს ადამიანმა და ჟრუანტელმა არ დაუაროს, სისხლი არ აუჩქეფდეს ძარღვებში, პირადად მე მეამაყება ამ ადამიანის არსებობა love.gif love.gif love.gif love.gif

This post has been edited by mtis_yoili on 14 Jun 2011, 21:37
sxm777
Calma, Calma, Aquí estoy Yo


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13346
წევრი No.: 107726
რეგისტრ.: 27-December 09

გამოგზავნილია: 16 Jun 2011, 03:36  #26001988      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
არ შეიძლება მის სიმღერას მოუსმინოს ადამიანმა და ჟრუანტელმა არ დაუაროს, სისხლი არ აუჩქეფდეს ძარღვებში



--------------------
Барселона больше чем клуб, а РЕАЛ больше чем Барселона!
მაწო-
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 314
წევრი No.: 146811
რეგისტრ.: 14-April 12

გამოგზავნილია: 17 Apr 2012, 22:50  #30746426      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა


. .
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (3) [1] 2 3  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0203 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]