მოგიკვდი შენ, არავინ როგორ არ გიპასუხა, თან დაგიგულებია
დახმარება კი არ გჭირდება, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის გადაშლა გჭირდება. )))
https://matsne.gov.ge/document/view/16270?publication=361. ინდ. აქტი არის მაგალითად როდესაც მიმართავ რომელიმე სამინისტროს განცხადებით, ამ სამინისტროსადმი მიკუთვნებული საკითხის გადაწყვეტის შესახებ და ის მიიღებს გადაწყვეტილებას (დადებითს ან უარყოფითს) ეგაა ინდ. აქტი.
ეს კიდევ ინდ. აქტის განმარტებაა, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით:
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
2. დისკრეციული უფლებამოსილება ადმ. ორგანოს აქვს მაშინ, როდესაც კანონი ადმ. ორგანოს იმპერატიულად კი არ განუსაზღვრავს კონკრეტულ ფუნქციას, არამედ აძლევს ალტერნატივას, და ადმ. ორგანოს შეუძლია 2 ან რამდენიმე ვარიანტიდან აირჩიოს ერთ-ერთი. მაგალითად, პრივატიზება. ანუ, გინდა იყიდო მიწის ნაკვეთი სახელმწიფოსგან, სახელმწიფოს უფლებაა მოგყიდოს, ან არ მოგყიდოს. მაგრამ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ როგორც ,,გაუსწორდება" ისე გადაწყვეტს, და გეტყვის ,,მინდა და არ ვყიდიო". არა. გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და მიღებული საჯარო (სახელმწიფოებრივი, საზოგადოებრივი) და კერძო (დაინტერესებული ინდივიდის) ინტერესების ურთიერთშეფარდების შედეგად.
ესეც დისკრეციული უფლებამოსილების განმარტება:
დისკრეციული უფლებამოსილება – უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.
3. აქ რას გულისხმობ? ალბათ კანონიერების პრინციპს. ყველა ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, გადაწყვეტილება მიიღოს კანონმდებლობის შესაბამისად, მისთვის გაწერილი უფლებამოსილების ფარგლებში. თუ ამას გადააჭარბებს, ან დაიკიდებს, ან ნაწილობრივ შეასრულებს, ან არასწორად განმარტავს კანონს და ისე მიიღებს გადაწყვეტილებას, უკანონოდ ითვლება და ბათილია.
4-5. ცუდად დასმული კითხვაა.
აქტი არარაა შემდეგ შემთხვევებში:
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემისთანავე ითვლება არარად, თუ:
ა) შეუძლებელია მისი გამომცემი ორგანოს დადგენა;
ბ) გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს ან არაუფლებამოსილი პირის მიერ;
გ) მისი შესრულება შეუძლებელია ფაქტობრივი მიზეზების გამო;
დ) მისი შესრულება გამოიწვევს სისხლისსამართლებრივ ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას.
რაც შეეხება აქტის ბათილად ცნობას, ის ბათილად იცნობა იმიტომ რომ კანონს ეწინააღმდეგება (მატერიალური კანონიერება) ან დარღვეულია მისი გამოცემის წესი (ფორმალური კანონიერება).
ბათილად ცნობაც, არარად ცნობაც და ასევე აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება, სამივე - ნიშნავს აქტის გაუქმებას, მაგრამ აქვს სხვადასხვა სამართლებრივი შედეგი და სხვადასხვა სამართლებრივი საფუძველი.
-------
და ისე, თუ დაგუგლავ ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის კომენტარები"-ს, მარტივად იპოვი შესაბამის ლიტერატურას, სადაც ვრცლად წერია ყველაფერი
ადმ. სამართალი არაა რთული, განსაკუთრებით იმ დონეზე რა კითხვებიც დასვი.
This post has been edited by Pepper_Crowley on 12 Apr 2021, 22:07