ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური ქართველი მწერალი. მრჩება შთაბეჭდილება, რომ თავადაც ხელს უწყობს საკუთარი იმიჯის ამ მხრივ განვითარებას, თუმცა არც პრესა და საზოგადოება აკლებენ ხელს. მისი "ზღვარსგადასული" გულწრფელობა ჩემთვის მისაღებია. ლაპარაკობს ყოველთვის იმას, რასაც ფიქრობს და ეს, ჩემი აზრით, ამ ქვეყანაში გმირობაა. გმირობა იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში ყველაზე მეტად სიმართლის მოსმენა არ უყვართ საკუთარ თავსა და საკუთარ სამშობლოზე. დღემდე შეიძლება ვიღაცას ჰგონია, რომ დათო ყიფიანი ზინედინ ზიდანის დონის მოთამაშე იყო, სლავა მეტრეველი - გარინჩასი, მტკვარი კიდევ ნილოსზე დიდია და ლაგოდეხიც ყველაზე ლამაზი ქალაქია ევროპაში (ეს უკანასკნელი დიდი აღმოჩენა იყო).
მოკლედ, მე ამ კაცის მარტო "მინერალური ჯაზი" მაქვს წაკითხული და ლევან ბერძენიშვილისა არ იყოს, მართლა ის სამყარო შევიცნე, სადაც თურმე უკვე დიდი ხანია ვცხოვრობ.
თქვენ რას ფიქრობთ?
თუ სადმეა "წერილი დედას" იქნებ ლინკი მომცეთ, თორემ მაგ წიგნის ყიდვის იმედი დიდი ხანია გადავიწურე.
This post has been edited by oli on 17 Feb 2007, 01:31