მოკლედ დიდი ხანია ფორუმზე არ ვყოფილვარ და არ დამიპოსტია არაფერი . საკმაოდ დიდი პაუზა მქონდა აღებული დაახლოებიც 1 წელზე მეტი მაგრამ დავბრუნდი რომ გაგიზიაროთ ჩემი ერთ-ერთი მეთოდი . ბევრს ვხედავ ვინც რაღაც უცნაურ საიტებზე რეგისტრირდება და 0.0001 რუბლებს აგროვებს მთელი დღე საბოლოოდ არაფერი გამოსდით და თვის ბოლოს ხელში 2-3 რუბლი უჭირავთ. ეს მეთოდი არ გაგამდიდრებთ მაგრამ პატარა ჯიბის ფულს გაგიჩენთ.
1. ვის შეუძლია ამ მეთოდით მუშაობა?
ყველას შეგიძლიათ მუშაობა ვინც ერკვევა კრიპტო სამყაროში იცის ინგლისური ან რუსული ენა , კრიპტო ფასები, ალგორითმები, საფულეები, მაინინგი და ETC
2. რა არის საჭირო დასაწყებად?
დასაწყებად საჭიროა კომპიუტერი ან ტელეფონი და ინტერნეტი
3. რამდენ ხანში მოვაგროვებ 30 000 სატოშს?
რათქმაუნდა ეს დამოკიდებულია თქვენზე თუ რა დროს დაუთმობთ ამ საქმეს
მოკლედ დავიწყოთ
yobit.net ბირჟამ სადაც 10000 შითქოინია თავმოყრილი გაუშვა ფორუმი სადაც კომენტარის დაწერაში ან თემის გახსნაში იხდიან სატოშებს. 1 პოსტში ან 1 კომენტარში გირიცხავენ 1000 სატოშს. ლიმიტი არის 30 000 სატოში. რამდენიც არუნდა პოსტოთ და აკომენტაროთ 30 000 სატოშს ვერ გაცდებით დღეში. თემა მე ჯერ არ გამიხსნია მაგრამ როგორც ვიცი თემის გახსნაშიც იხდიან 1000 სატოშს. მე მხოლოდ კომენტარების წერით ვარ დაკავებული რადგან ძნელია დღეში 30 თემის გახსნა. ასევე სანამ 100 პოსტს არ დააგროვებთ მანამდე არაფერი დაგერიცხებათ ანუ 100 პოსტის მერე იწყებენ დარიცხვას 100 პოსტამდე გაქვთ გამოსაცდელი ვადა . ფორუმი არ იხდის სატოშებს Bounties / Off Topic სექციაში პოსტვისას დაპოსტეთ სხვაგან. დარიცხვა ხდება 6 საათში ერთხელ როცა ადმინისტრაცია კომენტარებს გაფილტრავს. ხო კიდე ეცადეთ აარჩიოთ ხარისხიანი თემა დასაპოსტად რადგან შეიძლება დაბალი ხარისხის თემა ადმინისტრაციამ წაშალოს და თქვენი კომენტარი თემასთან ერთად წაიშლება.. ეცადეთ 5 წუთი გქონდეთ პოსტვის დისტანცია რომ სპამად არ ჩათვალოს ადმინისტრაციამ
ფორუმზე არის ბევრი წესი მაგრამ ყველაზე მთავარს ჩამოვწერ რაც გამოგადგებათ.
1. ფორუმზე აკრძალულია 1 ანგარიშზე მეტის შექმნა 1 IP მისამართზე ან დევაისზე
2. აკრძალულია 100 სიმბოლოზე ნაკლები კომენტარის დაწერა ან თემის გახსნა. (თუ დაარღვევთ ამ წესს მიიღებთ გამაფრთხილებელ ქულას და ვეღარ დაპოსტავთ 1 თვეზე მეტხანს) ან უარეს შემთხვევაში ანგარიში დაგებლოკებათ როგორც მე შემემთხვა
3. აკრძალულია სხვისი კომენტარის დაკოპირება და გამოყენება ან ინტერნეტიდან აღებული სხვისი კომენტარის დაწერა. (ამ მეთოდით ვმუშაობდი ბიტკოინთალკიდან ვაკოპირებდი კომენტარებს და ამაზე გამომიჭირეს ყველა კომენტარს ადმინისტრაცია ხელით ფილტრავს და 0 გაქვთ შანსი მოტყუების)
4. ასევე აკრძალულია 1 თემაში ბევრჯერ დაპოსტვა ან დუბლიკატი კომენტარების გაკეთება
5. ფორუმზე უეჭველი უნდა გამოიყენოთ ინგლისური ან რუსული ენა სხვა ენაზე მიიღებთ გამაფრთხილებელ ქულას
ეს წესებია ძირითადად კიდეა მაგრამ ის არამგონია დაგჭირდეთ თუ სუფთად იმუშავებთ
როგორ დავიწყოთ?
1. ვრეგისტრირდებით ვავსებთ ფორმას და ელფოსტაზე მოსულ წერილს ვადასტურებთ
https://cryptotalk.org2. ვრეგისტრირდებით ბირჟაზე აქ დაგვერიცხება გამომუშავებული სატოშები 100 პოსტის მერე
yobit.net3. ეს კი დაგროვებული ბიტკოინების ან რიპლების გადასაცვლელად ლარზე
mycoins.geროგორ უნდა გადააბათ cryptotalk ანგარიში yobit ს? გადავდივართ ლინკზე
https://yobit.net/en/paybyposts/ და Your CryptoTalk UID need login ში ვწერთ იმ ელ ფოსტას რომელიც გამოვიყენეთ cryptotalk ზე და ავტომატურად გენერიდება თქვენი ანგარიში
რაც შეეხება გამოტანას . yobit ს მაღალი საკომისიო აქვს ბიტკოინის გადარიცხვაზე თუარვცდები 150 000 თუ 100 000 სატოშია საკომისიო ამიტომ ბიტკოინით ვყიდულობთ რიპლს XRP ს იმავე ბირჟაზე და სულ რაღაც ნახევარ რიპლად რომელიც 40-50 თეთრია გაგვაქვს მთლიანი ფული ქართულ გადამცვლელ საიტზე
mycoins.ge ზე და აქედან უკვე სადაც გინდათ გადარიცხავთ .
ეს თქვენ მოტივაციისთვის . იმედი მაქვს დაიცავთ წესებს და არ მოისაქმებთ ფორუმზე.
This post has been edited by გიორგი3008 on 17 Feb 2020, 20:30
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)