whiteრაც შეეხება მთვარეს, ეს მაგალითი მხოლოდ იმისათვის მოვიყვანე, რომ დამენახვებინა ამერიკელების უმწეობა, რომლებმაც ''კოლუმბიის'' დაღუპვის შემდეგ შეაჩერეს კოსმოსში გაფრენები და დღესდღეობით დედამიწა დარჩენილია რუსების იმედზე.
რაც შეეხება მარსს. მიუხედავად იმისა რომ დედამიწის უახლოსი პლანეტაა და მოპოვებულია უამრავი ნივთმტკივება, მაინც დღესაც მიდის კამათი იმის შესახებ არსებობდა თუ არა იქ წყალი, ჰაერი (წიაღისეულზე მითუმეტეს ჯერ კონკრეტული არაფერია) და რა პერსპექტივაა იმისა რომ მოხდეს მისი ათვისება...
... მაგრამ გავიმეორებ კიდევ ერთხელ, რომ ეს ყველაფერი მომავლის საქმეა. დღეს დღეობით (იგივე ''კოლუმბიის'' მარცხის შემდეგ) მიდის კამათი იმის შესახებ რომ შეეშვნან ძალიან ძვირადღირებული ექსპერიმენტების ჩატარების იდეებს, რადგან ადამიანს არ ძალუძს მსგავსი კოსმოსური გამოკვლევების ჩატარება.
(მაგალითად ''კოლუმბიის'' განადგურებით, განადგურდა ჰოლანდიის სამეცნიერო ექსპერიმენტის შედეგები, რაშიც აქაურმა უნივერსიტეტმა იზარალა 30 მილიონი დოლარით..!!!. - საჭიროა თუ არა ასეთი თანხების გამოყოფა მსგავსი ექსპერიმენტებისათვის? - კითხულობს ხალხი - თუ არ შეგვიძლია ''დავაჭიროთ'')
ეს რაც შეეხება კოსმოსს...
იცით რა აზრი მებადება როდესაც ამ ''ოქროს მილიარდზე'' ვფიქრობ?!
- ხომ არ გაგონებთ ეს ყველაფერი გარკვეულ ეპიზოდებს რელიგიური ფილოსოფიიდან/მოძღვრებიდან?!
დაახლოებით ასე : იქმება ომები და ''უბედურებები'', ძმა ძმაზე ასწევს ხელს, ათასი სახის ავადმყოფობა დაერევა ხალხს, სატანას მიმდევრები განადგურდებიან, ხოლო რჩეულნი ბედნიერად გააგრძელებენ ცხოვრებას...
სხვათაშორის არ დაგავიწყდეთ, რომ ამერიკის სახელმწიფოებრიობის შექმნის იდეა დამყარებულია გარკვეული რელიგიურ მოძღვრებაზე. რომლის მთავარი მიზანიც სწორედ ჩემს მიერ ზევით აღნიშნული ''ცენტრალური კონტროლის'' დაწესებაა, ანუ მსოფლიოს ახალი წყობა, ახალი წესით - ''უამრავიდან - ერთი!'' (რჩეული)
(ინფორმაციისათვის: ბიბლიური სცენარით, მსოფლიოში ''წესრიგის'' დამყარება იწყება ბაბილონის დაცემით. დღევანდელი ერაყი ტერიტორიულად სწორედ ეს - ბაბილონია.)