forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (4) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> რატომ აქვთ ქართველებს საბჭოთა კავშირის ნოსტალგია?
PING
MISANTHROPE ENGINEER


********
ჯგუფი: Members
წერილები: 27179
წევრი No.: 21676
რეგისტრ.: 15-July 06

  გამოგზავნილია: 21 May 2019, 15:07  #54691911      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
NDI-ს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ გა­მო­კი­თხულ­თა 39 %-ს საბ­ჭო­თა კავ­ში­რის მი­მართ ნოს­ტალ­გია აქვს და მის დაშ­ლას უარ­ყო­ფით მოვ­ლე­ნად აფა­სებს. ამა­ში კარ­გი მხო­ლოდ ის არის, რომ გა­სულ წელ­თან შე­და­რე­ბით მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 3%-ითაა შემ­ცი­რე­ბუ­ლი.

კვლე­ვა დიდ ქა­ლა­ქებ­ში ჩა­ტარ­და: თბი­ლის­ში, ბა­თუმ­ში, ფოთ­ში, ზუგ­დიდ­ში, ქუ­თა­ის­ში, რუს­თავ­სა და გორ­ში.

AMBEBI.GE-მ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით მცი­რე ქუ­ჩის გა­მო­კი­თხვაც ჩა­ა­ტა­რა, რომ­ლის დრო­საც მო­ქა­ლა­ქე­ებს ვკი­თხეთ, და­დე­ბით მოვ­ლე­ნად აფა­სე­ბენ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლას თუ უარ­ყო­ფი­თად, და თუ უარ­ყო­ფი­თად აფა­სე­ბენ, რა ენატ­რე­ბათ მას­ში. პა­სუ­ხე­ბი კი ასე­თი იყო:

“ხალ­ხი შიმ­ში­ლობს ახლა და მა­შინ სტუ­მა­რი რომ მო­გი­ვი­დო­და, 40 კაცს გა­უ­მას­პინ­ძლდე­ბო­დი“

"სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა მუ­შა­ობ­და, ფაბ­რი­კა-ქარ­ხა­ნე­ბი მუ­შა­ობ­და, ხალ­ხი და­საქ­მე­ბუ­ლი იყო - ახლა ვინ არის და­საქ­მე­ბუ­ლი? სად რა კეთ­დე­ბა? არა­ფე­რი! მე მი­ლი­ცი­ა­ში ვმუ­შა­ობ­დი, ბირ­ჟა­ზე ვი­ჭერ­დი ხალ­ხს, მიმ­ყავ­და და ქარ­ხა­ნა­ში ვა­საქ­მებ­დი ძა­ლით"

"კარ­გად ვცხოვ­რობ­დი მა­შინ, ახლა ვე­ღარ ვცხოვ­რობ“

"საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დროს ხომ რუსთთან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და, უბ­რა­ლოდ ამას მივ­ტი­რი"



რა თქმა უნდა, იყო სა­პი­რის­პი­რო პა­სუ­ხე­ბიც: "ვინც 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში კი­დევ საბ­ჭო­თა კავ­შირს მის­ტი­რის, ეს უკვე კლი­ნი­კაა", "ვი­საც ენატ­რე­ბა, ეგე­ნი ურე­ვენ ახალ­გაზ­რდო­ბას წყო­ბას. ახალ­გაზ­რდა რომ ხარ, ყვე­ლა­ფე­რი მოგ­წონს, რაც ახალ­გაზ­რდო­ბა­შია. მე პი­რა­დად მგო­ნია, რომ მა­შინ კარ­გი იყო ბავ­შვო­ბა და ახალ­გაზ­რდო­ბა მეტი არა­ფე­რი" - გვი­თხრეს რეს­პონ­დენ­ტებ­მა.



თუ რა­ტომ "მის­ტი­რის" სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი საბ­ჭო­თა კავ­შირს, ამ სა­კი­თხზე ის­ტო­რი­კო­სებ­სა და ექ­სპერ­ტებს მივ­მარ­თეთ, რომ­ლებ­საც 39%-იანი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი არ გაჰ­კვირ­ვე­ბი­ათ. რო­გორც საბ­ჭო­თა წარ­სუ­ლის კვლე­ვის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის მკვლე­ვა­რი ირაკ­ლი ხვა­და­გი­ა­ნი ამ­ბობს, საბ­ჭო­ე­თის მო­ნატ­რე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი თა­ო­ბის ადა­მი­ა­ნებს ახა­სი­ა­თებთ და ზო­გა­დი არ არის:

"მო­უ­ლოდ­ნე­ლი არ არის საბ­ჭო­თა პე­რი­ო­დის მი­მართ ნოს­ტალ­გია რომ არ­სე­ბობს, თუმ­ცა ეს ძი­რი­თა­დად არის უფ­რო­სი თა­ო­ბის ნოს­ტალ­გია და მათი ნოს­ტალ­გი­ის სა­გა­ნი არის გვი­ა­ნი საბ­ჭო­თა წლე­ბი. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი რე­ა­ლუ­რად არ მოს­წრე­ბი­ან საბ­ჭო­თა რე­ჟი­მის ყვე­ლა­ზე მძი­მე პე­რი­ოდს - სტა­ლი­ნურ ხა­ნას. მათი მახ­სოვ­რო­ბა იწყე­ბა 40-50-იანი წლე­ბი­დან და ძი­რი­თა­დი ნოს­ტალ­გი­ის სა­გა­ნი არის ის გა­რე­მო, სა­დაც სო­ცი­ა­ლი­ზა­ცია გა­ი­ა­რეს - ეს იყო შე­და­რე­ბით მშვი­დი პე­რი­ო­დი, მეტ-ნაკ­ლე­ბად ყვე­ლას ჰქონ­და ელე­მენ­ტა­რუ­ლი ცხოვ­რე­ბის პი­რო­ბე­ბი...



90-ია­ნებ­ში ამ ყვე­ლაფ­რის ერ­თი­ა­ნად გაქ­რო­ბა და კო­ლაფ­სი, გახ­და სა­ფუძ­ვე­ლი რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდ მა­სებს რა­ღაც­ნა­ი­რად გა­და­ე­ფა­სე­ბი­ნა ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და ნოს­ტალ­გია გას­ჩე­ნო­და ძვე­ლი, წყნა­რი დრო­ის მი­მართ. რე­ა­ლუ­რად, ტრფო­ბის და მო­ნატ­რე­ბის სა­გა­ნი არის უძ­რა­ო­ბის პე­რი­ო­დი, რო­დე­საც არ ში­ო­დათ. ეს არის თა­ო­ბა რო­მე­ლიც დღე­ვან­დე­ლო­ბას­თან ვერ ინ­ტეგ­რირ­და, მათ ახალ­გაზ­რდო­ბის წლე­ბი აქვთ გა­ი­დე­ა­ლე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც საბ­ჭო­თა წყო­ბას­თან ასო­ცირ­დე­ბა", - გან­მარ­ტავს საბ­ჭო­თა წარ­სუ­ლის კვლე­ვის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის მკვლე­ვა­რი.



სტა­ბი­ლუ­რო­ბა, თა­ნას­წო­რო­ბა, და­საქ­მე­ბის მა­ღა­ლი დონე, ჯან­დაც­ვის კარ­გი სის­ტე­მა, შე­მო­სავ­ლის მუდ­მი­ვი წყა­რო - ამ მთა­ვარ ფაქ­ტო­რებს უკავ­ში­რებს სა­პენ­სიო ასა­კის ადა­მი­ა­ნებ­ში საბ­ჭო­თა კავ­ში­რი­სად­მი ნოს­ტალ­გი­ას რონ­დე­ლის ფონ­დის უფ­რო­სი მეც­ნი­ერ-თა­ნამ­შრო­მე­ლი ვა­ლე­რი ჩე­ჩე­ლაშ­ვი­ლი:

"მთა­ვა­რი იყო სტა­ბი­ლუ­რო­ბის გან­ცდა. საბ­ჭო­თა კავ­ში­რი იყო ტო­ტა­ლი­ტა­რუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო, რო­მელ­შიც მარ­თვის გა­რან­ტი­ე­ბის დიდი წილი სა­ხელ­მწი­ფოს სა­კუ­თარ თავ­ზე ჰქონ­და აღე­ბუ­ლი. ყვე­ლამ იცო­და, რომ პა­ტა­რა, მაგ­რამ გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი პენ­სია ექ­ნე­ბო­და; შე­ზღუ­დუ­ლი, მაგ­რამ რა­ღაც სო­ცი­ა­ლუ­რი უფ­ლე­ბე­ბი ექ­ნე­ბო­და. იყო სტა­ბი­ლუ­რო­ბა, იყო უსაფრ­თხო­ე­ბის მეტი შეგ­რძნე­ბა, თუმ­ცა დღე­ვან­დელ სა­ქარ­თვე­ლოს­თან შე­და­რე­ბით არ მგო­ნია ეს მარ­თა­ლი იყოს.

ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის ფაქ­ტო­რიც იყო, თა­ნას­წო­რო­ბა სო­ცი­ა­ლურ ფე­ნებს შო­რის. ახლა ხე­დავთ რო­გო­რი ტენ­დენ­ცი­აა, რო­მე­ლიც ღრმავ­დე­ბა ბოლო 8 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში - მდიდ­რე­ბი ხდე­ბი­ან უფრო მდიდ­რე­ბი და მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ფე­ნა­ში უფრო მე­ტად ჭირს თა­ვის გა­ტა­ნა. უმუ­შევ­რო­ბის დონე მა­ღა­ლია, გა­დახ­დი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლია. ეკო­ნო­მი­კუ­რი სი­დუ­ხ­ჭი­რე მა­ტუ­ლობს, ხალ­ხში ფული აღარ არის, ამი­ტომ ყო­ვე­ლი­ვე ეს გა­ნა­პი­რო­ბებს ასეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას", - გან­მარ­ტავს ვა­ლე­რი ჩე­ჩე­ლაშ­ვი­ლი.



"ეს არის საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი მშობ­ლე­ბი­დან გად­მო­ყო­ლი­ლი ის უნარ-ჩვე­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც პირ­ველ რიგ­ში ნიშ­ნავს ინი­ცი­ა­ტი­ვის ნაკ­ლე­ბო­ბას, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას მთავ­რო­ბა­ზე, თუ რო­გორ უნდა წა­ვი­დეს შენი ცხოვ­რე­ბა, უმოქ­მე­დო­ბას.

ეს ყვე­ლა­ფე­რი, რა თქმა უნდა, საბ­ჭო­თა თა­ო­ბას გად­მოჰ­ყვა, თუმ­ცა ამა­ვე დროს, ახალ თა­ო­ბას აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ნა­ხოს ევ­რო­პა, იცხოვ­როს იმ ცხოვ­რე­ბის წე­სით, რო­მე­ლიც მათ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რა თქმა უნდა. თუმ­ცა, რთუ­ლია გარ­და­მა­ვა­ლი პე­რი­ო­დი“ - ამ­ბობს პრე­ზი­დენ­ტის ყო­ფი­ლი მრჩე­ვე­ლი ვანო მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი.

საბ­ჭო­თა ნოს­ტალ­გი­ე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სა­ქარ­თვე­ლო მა­ინც აგ­რძე­ლებს და­სავ­ლე­თის­კენ სწრაფ­ვას, თუმ­ცა NDI-ს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის კვლე­ვამ ამ კუ­თხი­თაც აჩ­ვე­ნა პრობ­ლე­მე­ბი - იმ გა­მო­კი­თხულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა, რო­მე­ლიც ევ­რო­კავ­შირ­ში სა­ქარ­თვე­ლოს გა­წევ­რი­ა­ნე­ბას მხარს უჭერს, 2018 წლის დე­კემ­ბრის შემ­დეგ 6%-ით შემ­ცირ­და, ხოლო 9-დან 13%-მდეა გაზ­რდი­ლი იმ ადა­მი­ა­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, რომ­ლე­ბიც ჩვე­ნი ქვეყ­ნის ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა. მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­თა 39%-მა კი უა­რის მთა­ვარ მი­ზე­ზად რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გამ­წვა­ვე­ბის შიში და­ა­სა­ხე­ლა.

ვა­ლე­რი ჩე­ჩე­ლაშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ ამ უარ­ყო­ფი­თი ტენ­დენ­ცი­ის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უმოქ­მე­დო­ბაა, გა­მო­სა­ვა­ლი კი ის არის, რომ მო­სახ­ლე­ო­ბამ ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბი­სა და თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ვაჭ­რო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის სი­კე­თე­ე­ბი სა­კუ­თარ ჯი­ბე­ზე აღიქ­ვას.



„ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ვერ გა­ა­მარ­თლა ის იმე­დე­ბი, რომ­ლე­ბიც ხალ­ხს ჰქონ­და ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, იმი­ტომ, რომ არ მო­ი­ტა­ნა კე­თილ­დღე­ო­ბის შე­სა­ბა­მი­სი ზრდა ევ­რო­კავ­შირ­თან და­დე­ბულ­მა თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბამ.

სამ­წუ­ხა­როდ, ჩვე­ნი ექ­სპორ­ტი რუ­სე­თი­სა და ევ­რა­ზი­უ­ლი კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­ში იზ­რდე­ბა უფრო მა­ღა­ლი ტემ­პით, ვიდ­რე ევ­რო­კავ­შირ­ში და სხვა­თა შო­რის, ეს ტენ­დენ­ცია უკა­ნას­კნე­ლი 2 წე­ლია გა­მოჩ­ნდა. აქე­დან მე ვა­კე­თებ დას­კვნას, რომ ჩვენ ვერ ვი­ყე­ნებთ იმ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს, რო­მე­ლიც არის შექ­მნი­ლი ძა­ლი­ან კარ­გი ასო­ცი­რე­ბი­სა და თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ვაჭ­რო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით. შე­სა­ბა­მი­სად, ეს აი­სა­ხა ამ ცუდ ტენ­დენ­ცი­ა­შიც“, - გან­მარ­ტავს "რონ­დე­ლის ფონ­დის" უფ­რო­სი მეც­ნი­ერ-თა­ნამ­შრო­მე­ლი.


--------------------
10111100.10000001.11110000.00011011

I M M O R T A L
masha
Super Crazy Member +++


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 49682
წევრი No.: 15553
რეგისტრ.: 21-December 05

გამოგზავნილია: 21 May 2019, 15:07  #54691914      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
PING
QUOTE
სტა­ბი­ლუ­რო­ბა, თა­ნას­წო­რო­ბა, და­საქ­მე­ბის მა­ღა­ლი დონე, ჯან­დაც­ვის კარ­გი სის­ტე­მა, შე­მო­სავ­ლის მუდ­მი­ვი წყა­რო - ამ მთა­ვარ ფაქ­ტო­რებს უკავ­ში­რებს სა­პენ­სიო ასა­კის ადა­მი­ა­ნებ­ში საბ­ჭო­თა კავ­ში­რი­სად­მი ნოს­ტალ­გი­ას რონ­დე­ლის ფონ­დის უფ­რო­სი მეც­ნი­ერ-თა­ნამ­შრო­მე­ლი ვა­ლე­რი ჩე­ჩე­ლაშ­ვი­ლი:

ჰოოო


--------------------
Before you diagnose yourself with depression or low self-esteem, first make sure you are not, in fact, just surrounded by assholes.
ფორუმზე არაფერი არ იმალება.
AbyssWalker
BMRF


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5268
წევრი No.: 97686
რეგისტრ.: 12-August 09

გამოგზავნილია: 21 May 2019, 15:14  #54691960      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ქართველი არის ზარმაცი.
ესესერკის დროს ღრუსეთი გასაგები მიზეზების გამო ასხავდა ჩვენთან ფულს.
მაშინდელი ღრუზინიკი ბედნიერად გრძნობდა თავს. იპარავდა დოხუიას და ეს ნორმა იყო.

დღეს "გაჭირდა" ცხოვრება.
თუ დრაქი არ გაანძრიე დაგერხევა მაგრად.

ხოდა იმ სიმახინჯეში გაზრდილ-გამოწრთობილი ხალხი ვერ ეგუება აწმყოს და წარსულს მისტირის.


რა თქმა უნდა იყვნენ გამონაკლისებიც, მაგრამ ფართო მასები ისე ცხოვრობდნენ როგორც ავღწერე.


--------------------
* ორჯერ ორი ოთხია
* ნარკომანიას ციხით და სიმკაცრით არ ეშველება
* ჯამი ჭურჭელია
masha
Super Crazy Member +++


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 49682
წევრი No.: 15553
რეგისტრ.: 21-December 05

გამოგზავნილია: 21 May 2019, 15:18  #54691980      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
AbyssWalker
აუფ, ახლა რომ მილიონებს შოულობენ, ეგ რა არის
ზუსტად დღეს არის მუქთა ფული და გრანტები
მშრომელი ადამიანი კი მაშიანც შრომობდა პატიოსნად და ახლაც ასეა
პროსტო ახლა უფრო (რამე დავწერო რომ ბანი არ მომცენ)-ჰო, არ დავწერ მიხვდებით
ექსპლუატაციას უწევენ და ჩაგრავენ
gears
GOY X2 PLUS


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14833
წევრი No.: 63832
რეგისტრ.: 8-June 08

გამოგზავნილია: 21 May 2019, 15:21  #54691998      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მე პირადად ასეთებს არ ვიცნობ

ვიცნობ ხალხს ვინც პოზიტიურად იხსენებს
მაგრამ არა არ დაშლის ან აღდგენის კონტექსტში

ბაბუაჩემს და ბებიაჩემს აღარ უნდათ სსრკ biggrin.gif

მგონია სისუნელეა
AbyssWalker
BMRF


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5268
წევრი No.: 97686
რეგისტრ.: 12-August 09

გამოგზავნილია: 21 May 2019, 15:23  #54692012      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
masha
QUOTE
აუფ, ახლა რომ მილიონებს შოულობენ, ეგ რა არის
ზუსტად დღეს არის მუქთა ფული და გრანტები

facepalm.gif facepalm.gif

რა სისულელეა.


სად არის მუქთა მილიონები დაწერე რა... ჩვენც გვინდა.
შენ მილიონერი ხარ?


ერთადერთი სადაც დღეს უფასო და მუქთა ფულია ეგ არის ხროცნების მიერ გაბერილი ბიუროკრატია. სამინისტროები 60%ით გამოტენილი რო ყავთ ახლობლებით.
anamaria77
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1858
წევრი No.: 214376
რეგისტრ.: 17-February 16

გამოგზავნილია: 21 May 2019, 15:29  #54692052      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (AbyssWalker @ 21 May 2019, 15:23 )



სად არის მუქთა მილიონები დაწერე რა... ჩვენც გვინდა.



ჩვენს მინისტრებს , ჩინოვნიკებს და ფარცხალაძეებს დაუსვი ეს კითხვა , ესენი შოულობენ ზუსტად მუქთად მილიონებს gigi.gif
masha
Super Crazy Member +++


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 49682
წევრი No.: 15553
რეგისტრ.: 21-December 05

გამოგზავნილია: 21 May 2019, 15:30  #54692058      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
AbyssWalker
QUOTE
სად არის მუქთა მილიონები დაწერე რა... ჩვენც გვინდა.
შენ მილიონერი ხარ?

მე შევდივარ მშრომელ ხალხში- და ჩემს მშობლებზე, რომლებიც ასევე მშრომელი ხალხი იყო
უფრო გაჭირვებული და დაჩაგრული ვარ.
უი, მილიონერს არ იცნობ არავის? დაჟე მილაირდერიც გვყავს
აბა, ბიძინა კაი ჩიტი ყოფილიყო, ვინ გააბედინებდა სსრკს დროს სასახლის წამოჭიმვას ბოტანიკურის თავზე
BVviper
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1290
წევრი No.: 242866
რეგისტრ.: 16-May 18

გამოგზავნილია: 21 May 2019, 15:31  #54692067      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (AbyssWalker @ 21 May 2019, 15:23 )
masha
QUOTE
აუფ, ახლა რომ მილიონებს შოულობენ, ეგ რა არის
ზუსტად დღეს არის მუქთა ფული და გრანტები

facepalm.gif facepalm.gif

რა სისულელეა.


სად არის მუქთა მილიონები დაწერე რა... ჩვენც გვინდა.
შენ მილიონერი ხარ?


ერთადერთი სადაც დღეს უფასო და მუქთა ფულია ეგ არის ხროცნების მიერ გაბერილი ბიუროკრატია. სამინისტროები 60%ით გამოტენილი რო ყავთ ახლობლებით.

ვინც საბჭოთა კავშირის დანგრევის დროს დიდი ფული იშოვა დღეს არიან მთავარი მილიონრები smile.gif უდიდესი რესურსები რო კაპიკებში ჩაიგდეს ხელში.
david_gurgi
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3824
წევრი No.: 34511
რეგისტრ.: 8-May 07

გამოგზავნილია: 21 May 2019, 15:33  #54692081      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · im · aim

ნოტო სემდესატ ვასმოიში ნიტო სემდესატ დევჯატიში , ვოლგოგრადში ნატაშებთან რომ ჩადიოდენ
ეგ სასტავია

და ჩეხური ვაზები რომ ედგათ სერვანტებში


--------------------
ვიყიდი ალკოჰოლს 50 გრამიან ბოთლებში.
georgianminis@gmail.com
ვიყიდი ალკოჰოლს 50 გრამიან ბოთლებში.
www.geominibottles.at.ua

FB - საკოლექციო მინი სასმელები Collectibles miniature bottles
masha
Super Crazy Member +++


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 49682
წევრი No.: 15553
რეგისტრ.: 21-December 05

გამოგზავნილია: 21 May 2019, 15:35  #54692094      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
BVviper
ჰოდა ზუსტად ეგენი გამოდიან ახლა და აგინებენ სსრკს
anamaria77
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1858
წევრი No.: 214376
რეგისტრ.: 17-February 16

გამოგზავნილია: 21 May 2019, 15:36  #54692102      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (AbyssWalker @ 21 May 2019, 15:14 )


დღეს "გაჭირდა" ცხოვრება.

თქვენ ეტყობა სხვა რეალობაში ცხოვრობთ და სხვა საქართველოში
J4st5
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1443
წევრი No.: 230365
რეგისტრ.: 22-March 17

გამოგზავნილია: 21 May 2019, 15:39  #54692123      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (AbyssWalker @ 21 May 2019, 15:23 )


სად არის მუქთა მილიონები დაწერე რა... ჩვენც გვინდა.



პალიწიკაში , 100% გეუბნები რა. lol.gif lol.gif
kande1995
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 378
წევრი No.: 209853
რეგისტრ.: 6-November 15

გამოგზავნილია: 21 May 2019, 15:42  #54692140      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
რა არის ამაში გაუგებარი?


მაშინ 90% საშუალო ფენა იყო და ელემენტარული ცხოვრების პირობები თითქმის ყველას ქონდა

ახლა კი მოსახლეობის ნახევარზე მეტს ელემენტარული ცხოვრების პირობები არ აქვს და რა გასაკვირია თუ ნოსტალგია აქვთ?



კაცი ჯერ კუჭზე ფიქრობს და მერე სხვა რამეზე

This post has been edited by kande1995 on 21 May 2019, 15:43
masha
Super Crazy Member +++


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 49682
წევრი No.: 15553
რეგისტრ.: 21-December 05

გამოგზავნილია: 21 May 2019, 15:46  #54692153      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
kande1995
QUOTE
კაცი ჯერ კუჭზე ფიქრობს და მერე სხვა რამეზე

აჰა, და ახლა ვისაც სსრკ არ ენატრება, და მაგარ მაყუთს ღუნავს
ის კუჭზე არ ფიქრობს, ხომ?
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (4) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0381 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]