forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (4) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ეროვნული მოძრაობიდან შემორჩა ვინმე პოლიტიკაში?
Perfecto_77
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3079
წევრი No.: 224389
რეგისტრ.: 27-September 16

გამოგზავნილია: 22 May 2019, 14:10  #54696472      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ხომ იყო ეროვნული მოძრაობა და შემდეგ ეროვნული ხელისუფლება. იქ ხომ ბევრი იქნებოდა განათლებული, გონებაგახსნილი, გულანთებული პოლიტიკოსი. ასევე მათივე თანამოაზრეები და პოლიტიკური მემკვიდრეები. დღეს შემორჩა ვინმე?

თუ არ შემორჩა, რატომ არ შემორჩა?

თუ შემორჩა რატომ არ ცდილობენ ისევ გაერთიანებას და საკუთარი პოლიტიკური პოზიციების დაცვას და გამოხატვას, ან საერთოდ ხელისუფლებაში არჩევნებით მოსვლას (დაბრუნებას)? მით უმეთეს ხალხს ეს ნაც-ქოც ნახირი ყელში ამოუვიდა და რეალური "მესამე" ძალა რომ გამოჩნდეს დალაგებული და კონსტრუქციული, საკმაოდ დიდი შანსი ექნება პოლიტიკური კაპიტალის დაგროვებისა.

მე საქართველოს დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე დავიბადე და ბევრი რამე ჩემთვის გაუგებარი და უცნობია. როცა ვცდილობ ჩავწვდე მაშინ მიმდინარე პროცესებს, ეს ძალიან ჭირს, რადგან უამრავი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია და პოზიცია არსებობს, ასევე კოლოსალური სიბინძურე ჩანს მაგ პერიოდში (რა თქმა უნდა ძირითადად პოლიტიკურ შარლატანებს, რუსეთის სავარაუდო აგენტებს, სასარგებლო იდიოტებს, პუტჩისტებს, ფსევდოპატრიოტებს, ფსევდორელიგიურებს, ფსევდოტრადიციულებს და ათასგვარ ასეთ პოლიტიკურ, იდეოლოგიურ, პიროვნულ ნაგავს ვგულისხმობ).

ხოდა იქნებ ჩემი თაობის ხალხს უფროსებმა ცოტა რამ აუხსნათ, ინფორმაცია მოგვაწოდოთ რა მოხდა, რატომ მოხდა, ან როდის შეწყდა ეს ეროვნული მოძრაობა და ეროვნული განწყობები. სად წავიდა ის ხალხი. დღეს სრულად მოისპო ეს ყველაფერი თუ კიდე შემორჩა რამე? პუტჩისტებმა საძირკვლიანად მოსპეს ყველაფერი?
ახლაც მათ დანატოვარში ვცხოვრობთ?



--------------------
არა არს დაფარულ...
ჯიმი ლევი
Judge Dredd


*********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 34397
წევრი No.: 33556
რეგისტრ.: 21-April 07

გამოგზავნილია: 22 May 2019, 14:41  #54696640      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
არ შემორჩა, თუ კაკო ასათიანის არ ჩავთვლით.
და კიდევ კარგი, რომ არ შემორჩა.
მაგათმა კეკლუცობამ და სიშტერემ დაანგრია ქვეყანა.


--------------------
მაზოხისტ იუზერს სადისტი მოდერი შეუქმნის ინტიმურ გარემოს რა პრობლემაა? © გუბაზიანი
Perfecto_77
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3079
წევრი No.: 224389
რეგისტრ.: 27-September 16

გამოგზავნილია: 22 May 2019, 14:44  #54696654      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ჯიმი ლევი
ბესო გუგუშვილიც ხოა.

ლაშქარაშვილიც.

კიიდო, ბატონი ვაჟა, შენ ხარ ჩემი ბატონი.

კიდე ბევრი იქნება. შვილებიც ხო დარჩა იმ ხალხს, იმ შვილებიდან არავინ იავრგა რამეში?
mtavrishvili
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8985
წევრი No.: 137216
რეგისტრ.: 20-October 11

გამოგზავნილია: 22 May 2019, 14:45  #54696662      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
მე ვარ ასე რომ ვთქვათ იმ ეროვნული მოძრაობის უკანასკნელი მოჰიკანი. ეს ეროვნული მოძრაობამ უეცრად იფეთქა 1988-89 წლებში და სწორედ მან დაამხო კომუნიზმი. ანუ საქართველოს ეროვნულმა მოძრაობამ შეძლო ის რაც ვერ 45 წლის განმაბლობაში ვერ მოახერხრს ნატოს ქვეყნებმა.

როცა 1989 წლის 9 აპრილის დარბევის შემდეგ გორბაჩოვმა დაინახა რომ მას სსრ კავშირი უკვე თავზე ემხობოდა და ამას თვითონ ვეღარ შეაჩერებდა, მან ამერიკას სთხოვა დახმსრება და ამ დახმარების საფასირად მას ვარშავის ბლოკის ექვსი ქვეყანა მისცა.

ამერიკა ხომ ვერ იტყოდა მე ატც გერმანიის გაერთისნება და არც ჩეხოსლოვსკია პოლონეთი მინდა ოღონდ საქართველოს დაუბრუნე დამოუკიდებლობაო. ამიტომ ამერიკაც ამ საკითხს პრაგმატულად მიუდგა 1989 წლის დეკემბრიდან იგი კერძოდ საქართველოში ცალსახად მხარს უჩერდა რუსული პოლიტიკის გატარებას.

ამგვარად საქართველოს ეროვნული მოძრაობა აღმოჩნდა სამმაგი დარტყმის ქვეშ. ერთის მხრივ მოსკოვი მეორეს მხრივ ამერიკა და მისი ყველა მოკავშირენი. ეროვნული მოძრაობის მესამე და მთავარი უბედურება კი ის იყო, რომ მას უღალატა ზვიად გამსახურდიამ დაუპირისპირდა ეროვნულ მოძრსობას 1990 წლის 28 ოქტომბერს მან მოსკოვის ხელდასმის და დასავლეთის არამარტო თვალის დახუჩვით შექმნა ფსევდოეროვნული პროვოკაციული თვითმარქვია ხელისუფლება.

ასე რომ საქართველოში 1921 წლის შემდეგ არავითარი ეროვნული ხელისუფლება არ არსებულა. აი ასეთ ტოტალურ დაწოლას ეროვნულმა მოძრაობამ უკვე ვეღარ გაუძლო და იგი 90-ანი წლების დადაწყისშივე დედაბუდიანად ამოძირკვეს. ზვიადი ასე გამოიყენეს ხელისუფლებაში დროებით მიდვებით მერე ჩამოაგდეს და მოკლეს. პრაქტიკულად აღარ არსებილი ეროვნული მოძრსობის დევნა შევიწროვება კი გააგრძელეს როგორც შევარდნაძის და მიშას ასევე ბიძინას ხელისუფლებამ. ასეთი დისკრიმინირებული ფენა კი როგორიც საქართველოს ეროვნული მოძრსობაა კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს.

აი მოკლედ ეს ასეა.



--------------------
ვაჟა მთავრიშვილი ტელეფონი; 558 372 108 ელფოსტა vazha50@web.de სკაიპი vazsa. mtavrisvili
ukimerioni-61
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 700
წევრი No.: 223654
რეგისტრ.: 7-September 16

გამოგზავნილია: 22 May 2019, 14:48  #54696676      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ეროვნული მოძრაობიდან შემორჩა ვინმე პოლიტიკაში?

კი კაკო, ოღონდ ბობოხიძე
IOSKAMAN
Super Crazy Megrel ++


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 29192
წევრი No.: 22418
რეგისტრ.: 13-August 06

გამოგზავნილია: 22 May 2019, 14:49  #54696677      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · im
mtavrishvili

შენ შემორჩი კიარა ერთადერთი მომავლის იმედი ხარ

შემორჩენილებს რატო ადრი თავს?
Perfecto_77
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3079
წევრი No.: 224389
რეგისტრ.: 27-September 16

გამოგზავნილია: 22 May 2019, 14:52  #54696697      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
mtavrishvili
QUOTE
90-ანი წლების დადაწყისშივე დედაბუდიანად ამოძირკვეს

ისე როგორ მოსპეს რომ მისგან მისხალი აღარ დარჩა? ესეიგი ვერ იყო მძლავრი და კონსოლიდირებული ძალა. ვერ შეიმუშავეს ეფექტური და საქართველოს რეალობაზე მორგებული პოლიტიკა. ხოდა ამის უნარები თუ არ ჰქონდათ, საერთოდ რა უნდოდათ?

dega
Super Crazy Member +++


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 101508
წევრი No.: 116052
რეგისტრ.: 24-May 10

გამოგზავნილია: 22 May 2019, 14:55  #54696709      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
კიდე კაი რომ ეროვნული მოძრაობა არაა სათავეში
თორემ სომალი მონაგონი იქნებოდა ჩვენთან
და დღეს რეგიონში შუქურა კიარა ჭაობი ვიქნებოდით
Givia_Mqvia_Me
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 597
წევრი No.: 227309
რეგისტრ.: 23-December 16

გამოგზავნილია: 22 May 2019, 14:56  #54696717      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (ჯიმი ლევი @ 22 May 2019, 14:41 )
არ შემორჩა, თუ კაკო ასათიანის არ ჩავთვლით.
და კიდევ კარგი, რომ არ შემორჩა.
მაგათმა კეკლუცობამ და სიშტერემ დაანგრია ქვეყანა.

yes.gif

...................................................................................
Hewlett-Packard
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 111
წევრი No.: 202203
რეგისტრ.: 10-May 15

გამოგზავნილია: 22 May 2019, 15:05  #54696765      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
შემორჩა თენგიზ შარმანაშვილი ჩრდილშია მაგრამ პოლიტიკაში, ყველა ხელისუფლების პროპკა მოირგო


--------------------
Innovation is in
our DNA
>>
Since 1939, Hewlett-Packard has been a leader in technology and corporate culture, inspiring innovators and entrepreneurs around the globe.
ბეჟანბეჟანი
ტრამპისტი


********
ჯგუფი: Members
წერილები: 28191
წევრი No.: 139257
რეგისტრ.: 21-November 11

გამოგზავნილია: 22 May 2019, 15:06  #54696769      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (Perfecto_77)
ხომ იყო ეროვნული მოძრაობა და შემდეგ ეროვნული ხელისუფლება. იქ ხომ ბევრი იქნებოდა განათლებული, გონებაგახსნილი, გულანთებული პოლიტიკოსი. ასევე მათივე თანამოაზრეები და პოლიტიკური მემკვიდრეები. დღეს შემორჩა ვინმე?

იმ დროიდან თუ ვინმე შემორჩა, თითქმის ყველა მონაწილეობდა ეროვნული ხელისუფლების დამხობაში.
რუსეთმა მთლიანად გაანადგურა ან დემორალიზებული გახადა მაშინდელი ეროვნული მოძრაობა.
QUOTE (mtavrishvili)
მოძრაობის მესამე და მთავარი უბედურება კი ის იყო, რომ მას უღალატა ზვიად გამსახურდიამ

აბა შენ ხარ ობიექტური რა....
როცა გამსახურდია დამოუკიდებლობის აქტს იღებდა, თქვენ ეროვნული კონგრესით ცდილობდით ალტერნატიული (პარალელური) მთავრობის შექმნას და სსრკ-ს შემადგენლობაში დარჩენას.
* * *
QUOTE (Perfecto_77)
ბესო გუგუშვილიც ხოა.

ლაშქარაშვილიც.

კიიდო, ბატონი ვაჟა, შენ ხარ ჩემი ბატონი.

კიდე ბევრი იქნება. შვილებიც ხო დარჩა იმ ხალხს, იმ შვილებიდან არავინ იავრგა რამეში?

აქტიურ პოლიტიკაში არც ერთი აღარაა. ასათიანი და ბათიაშვილი გამოჩნდებიან ხოლმე ხანდახან. პარლამენტის თავმჯდომარის მამა გიორგი კობახიძე გუშინ ვნახე რუსთაველზე. ნათაძეც დავლანდე ცოტა ხნის წინ. წერეთელი მგონი რელიგიაში გადაეშვა.
ჩამოთვლილთაგან, ასათიანის გარდა, ყველას მეტ-ნაკლები წვლილი ყველას მიუძღვის 90-იანი წლების ბნელეთისათვის.


--------------------
ყველა ადამიანს შეუძლია შეცდეს. სიჯიუტეს მხოლოდ სულელი იჩენს. /ციცერონი/
მტერი ან უნდა დაამარცხო, ან უნდა დაუმეგობრდე.
ცოდნის უდიდესი მტერი გაუნათლებლობა კი არა, ცოდნის ილუზიაა. /სტივენ ჰოუკინგი/
Perfecto_77
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3079
წევრი No.: 224389
რეგისტრ.: 27-September 16

გამოგზავნილია: 22 May 2019, 15:12  #54696803      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ეროვნულებს საგარეო ურთიერთობებზე არ უზრუნიათ? საერთაშორისო მხარდაჭერაზე ან ეგეთ რამეზე? აბა რას ეყრდნობოდა მათი გათვლები?
mtavrishvili
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8985
წევრი No.: 137216
რეგისტრ.: 20-October 11

გამოგზავნილია: 22 May 2019, 15:25  #54696865      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
Perfecto_77
QUOTE
ჯიმი ლევი
ბესო გუგუშვილიც ხოა.

ლაშქარაშვილიც.

კიიდო, ბატონი ვაჟა, შენ ხარ ჩემი ბატონი.

კიდე ბევრი იქნება. შვილებიც ხო დარჩა იმ ხალხს, იმ შვილებიდან არავინ იავრგა რამეში?

ჯიმი ლევი ვიცი რომ გერმანიის პოლიციელია. ვინ.არის რა ჰქვია და რა გვარია წარმოდგენა არა მაქვს.

ბესო გუგუშვილი ეროვნულ მოძრაობაში არასოდეს არ ყოფილა. იყო მრგვალ მაგიდაში ანუ პროვოკატორის როლი ერგო წილსდ. მრგვსლი მაგიდის ჩამოგდებისა და ზვიადის მკვლელობის შემდეგ ფინეთშია და დღემდე ბაიბურში არ არის თუ რა იყო ეროვნული მოძრაობა.

ჯონი ზაქარია ლაშქარაშვილი რა თქმა უნდა ითვლება ეროვნულ მოძრაობაში, მაგრამ იგი ქრონოლოგიურად ასცდა მთავარ მოვლენებს.

მან 1983 წელს შექმნა საქართველოს ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობა სეგო და ამისთვის მისი ჯგუფი კაგებემ მაშინვე დააპატიმრა. ეს კაცი გულით პატრიოტია, მაგრამ 1983 წელს თითქმის არავინ და არც მან არ იცოდა საქართველოს ეროვნული მოძრაობის დაფუძვლები. ეს ნათელი გახდა 1988 -1989 წლებში.

პატიმრობიდან დაბრუნებული ლაშქარაშვილი აღმოჩნდა ჩავჩავაძის საზოგადოებაში. რომელიც ეროვნული მოძრაობის დაწყებამდე ერთი წლით ადრე შექმნა და იმ მომენტში არამარტო ძალიან მნიშვნელოვანი არამედ ერთადერთი და ძლიერი ორგანიზაციაც იყო. ოღონდ როცა ეს ორგანიზაცია მიუახლოვდა ეროვნული მოძრაობის პოზიციებს იგი კაგებემ თითქმის მთლიანად დაშალა. ამ საზოგადოებამ 1988 წლის მაისში დაკარგა წევრებისა დს ლიდერების 90%.

სწორედ ამ საზოგადოების ნამდხვრევებიდან აღმოცენდა ის დიდი ეროვნული მოძრსობა რომელმაც კომუნიზმი დაამარცხა, მაგრამ თვითონ ჩავჩავაძის საზოგადოება აღარ იყო ამისი მონაწილე. ლაშქარაშვილიც ამ დროს გადასახლდა საფრანგეთში და ასე ასცდა იგი მთავარ მოვლენებს.


THH
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3104
წევრი No.: 151080
რეგისტრ.: 18-June 12

გამოგზავნილია: 22 May 2019, 15:27  #54696879      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ეროვნული მოძრაობა თავიდანვე გაიხლიჩა. 87 წელი თუ 88 წელი იყო თუ არ ვცდები, როცა პირველად გავიგე რომ ილია ჭავჭავაძის საზოგადოება შექმნილიყო და მოვინდომე რომ მათ წევრი გავმხდარიყავი, გავიკითხე და ერთი ჩემი მეგობარი ყოფილა ამ საზოგადოების წევრი. ჩემი სურვილი რომ გაიგო, მკითხა: რომელი ილია ჭავჭავაძის საზოგადოების წევრობა გინდაო? პირი დამრჩა ღია. მერე ამიხსნა რომ ორად გაყოფილიყვნენ: ერთი დარჩა იგივე სახელით, მეორე კი ილია მართლის სახელით მოღვაწეობდა. ორად გაყოფილ ილია ჭავჭავაძეს, რომ ორად გაყოფილი საქართველო მოჰყვებოდა მაშინვე ვიგრძენი და გადავიფიქრე გაწევრიანება, რაზეც არასდროს მინანია.

ეს რაც შეეხება ეროვნულ მოძრაობას, ახლა ეროვნულ მთავრობაზე. ზვიადი გარიცხეს ეროვნული მოძრაობიდან და გადაწყვიტა ნულიდან დაეწყო..შეუერთდა თედოს (ფიზიკოსი იყო, გვარი აღარ მახოვს) და ამ ახალი ხალხით საბჭოურ არჩევნებში მიიღო მონაწილობა. სია რომ შეადგინეს, მისი 90% იყო ფართო მასებისთვის სრულიად უცნობი ადამიანები. მიუხედავად ამისა მოსახლეობამ მათ დაუჭირა მხარე (აქ მთავარი როლი საბჭოურმა მედიამ ითამაშა, რომელიც კოსტავას მკვლელობის შემდეგ, მარტო ზვიადიზე მუშაობდა). ასე რომ ეროვნული მთავრობის 90% იყო მედროვე, ან შეგზავნილი... მათმა უტვინობამ და ძალაუფლების წყურვილმა ქვეყანა დაანგრია.

QUOTE
ბესო გუგუშვილიც ხოა.


რამდენადაც ვიცი, მანანა არჩვაძე ბესოსკენ იშვერს ხელს, მაგან მოკლა ზვიადიო. ბესომ იცის რომ საქართველოში მანანისტები გაწეწავენ, ამიტომ ის აქ ჩამომსვლლეი არაა..

This post has been edited by THH on 22 May 2019, 15:32


--------------------
ყველაფერი ქარია და ჩვენება
Perfecto_77
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3079
წევრი No.: 224389
რეგისტრ.: 27-September 16

გამოგზავნილია: 22 May 2019, 15:30  #54696893      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
mtavrishvili
ტარიელ ფუტკარაძე?

ველოდი მირცხულავა? (აი ის რა, შეევადრნაძეს რომ აგინებს).


ნემო ბურჭულაძე?


0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (4) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0302 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]