გადავატრიალე ინტერნეტი და ვერ მივაკვლიე W202 ც180 99-იანზე ბოშის ვოზდუხამერი MAF სენსორი ანუ, 5 პინიანი როა, მის პინებზე რომელზე რა ძაბვა უნდა იყოს.
წიგნებშიც ვნახე რაც აქ დევს და რატომღაც ვერ ვიპოვე, ალბათ მე ვერ ვუმუღამებ, მოკლედ რაც გავიგე არის ასე
1. ტემპერატურის სენსორის ინფორმაცია
2. 12 ვოლტი
3. გრაუნდი GND
4. 5 ვოლტი
5. ვოზდუხამერის ინფორმაცია ჰაერის წონის შესახებ ცვალებადი ძაბვა ანუ, თუ არ ვცდები ხალასტოი ხოდზე სადღაც 0.9 ვოლტიდან 1 ვოლტამდე უნდა იყოს.
მოკლედ მივადექი ჩემს მანქანას, ჩავხსენი ვოზდუხამერი.
მივყევი პიენბზე ძაბვის გაზომვას, გრაუნდიო სწორად მქონია მიგენბული, 12 ვოლტიც, ჩამქრალზე გავზომე და თითქმის 12-ია
5 ვოლტის ნაცვლად ჩამქრალზე 4.90 ვოლტია
აი რო დაიქოქება მერე ურევს ყველაფერი, 5 ვოლტის ნაცვლად 7 მიდის და როგორც მე გავიგე სწორედ ეს 5 ვოლტი უნდა იყოს კონსტანტა, ანუ მუდმივად 5 ვოლტი და არ უნდა იცვლებოდეს, ამისგან გამომდინარე ზომავს მერე ჰაერის წონას და აბრუნებს ინფორმაციას ძაბვის სიდიდის მიხედვით უკან, 0.05 ვოლტის სიზუსტით. ხოდა ამ 5 ვოლტის ნაცვლად უბრახუნებს 7-ს და გამომავალზეც კია ოხრად ხალასტოი ხოდზე 2 ვოლტზე მაღლაა.
ასეთ რამეებს რო ხედავს კომპიუტერი თშავს ვოზდუხამერიდან მიღებულ ინფორმაციას, და მუშაობს ავარიულ რეჟიმზე ანუ გაზის პედლის მდგომარეობის სენსორი რომელიც უდგას იმის გახსნის პროცენტულობიდან იღებს ანათვალს დააახლოებით და მიირთმევს ბენზინს თამადურად
15-მდე ადის რააა . ..
დიაგნოსტიკა მეუბნება ვოზდუხამერიაო დამწვარი, მეორადები მივიტანე არცერთი არ ვარგაო, ახალი მივუტანე თურქულიც და ჩინურიც და არცერთ არ ვარგაო.
მოკლედ მკითხავები არიან რააა . . .
იქნებ დამაზუსტებინოთ რაიმე ინფორმაციით რეალურად ვცდები თუ რა არის, აი ამ ძაბვებთან დაკავშირებით.
თუ მართალი ვარ და შემავალზე ზუსტი 5 ვოლტი უნდა იყოს და კომპიუტერიდან გამოდის არასწორი ძაბვა ამას მოვუვლი უპრობლემოდ, შემიძლია 12-იდანაც და თუნდაც იმ 7 ვოლტიდან უპრობლემოდ მივიღო ზუსტი 5 ვოლტი 0.05 ვოლტის სიზუსტით, თუნდაც შემავალი ძაბვა იცვლებოდეს ხან 7 იყოს ხან 12, მაინც 5 ვოლტს მივიღებ და მივაწოდებ ვოზდუხამერს.
ამის გარდა კიდევ ჰაერის ტემპერატურის სენსორის პინზეც მაქვს პრობლემა, ანუ #1 პინზე, იქედან 8-9 ვოლტი გამოდის, მისი სიდიდეც 5 ვოლტიან და 12 ვოლტიან კვებაზეა დამოკიდებული, ხოდა ეს 12 ვოლტიც დახტის წინდაუკან, ხან 12 არის ხან 13 ხან 11.8 და ასე შემდეგ, მოკლედ დაზიანებას ვოზდუხამერშ აღარ ვეძებ მის გარეთაა რაღაცა, მიწოდებულ ძაბვებში და ზუსტი სქემა მჭრდება რომელზე რა ძავა უნდა იყოს.
იქნებ დამეხმაროთ.
This post has been edited by shuma89 on 17 Apr 2019, 01:26
მიმაგრებული სურათი