გამოკითხვის შედეგები-რატომ სარგებლობენ ონლაინ სესხები უპირატესობით ქართველებს შორის?
ფინანსურმა პორტალმა topsesxi.com-მა მიმდინარე წლის თებერვალში ჩაატარა გამოკვლევები, რომელთა მიზანი იყო ქართველების ცნობიერების დონის განსაზღვრა არასაბანკო სესხების მიმართ.
გამოკვლევის ერთ-ერთი მიზანი იყო იმის გარკვევაც თუ რატომ უჯობთ ქართველებს სწრაფი ონლაინ სესხების აღება, საბანკო სესხების აღებას.
„მომხმარებლის აზრი ყველაზე საგულისხმოა- იგი გვეხმარება გავაუმჯობესოთ ჩვენს ვებ-პორტალზე გამოქვეყნებული მასალების ხარისხი. გამოკითხვის შედეგად, ჩვენ გავარკვიეთ ხალხის შეხედულება პასუხისმგებლობით სესხებაზე და მათი ცოდნა არასაბანკო სესხების შესახებ. ამბობს topsesxi.com-ის მთავარი რედაქტორი ბ-ნი კაზლაუსკა.
გამოკვლევების შედეგები
გამოკითხულთა 65% კმაყოფილია სწრაფი სესხების მომსახურებით, არასაბანკო სივრციდან, ხოლო რესპოდენტთა ნახევარზე მეტი -53% რეკომენდაციას უწევენ ახლობლებს არასაბანკო სესხების თაობაზე.
რესპოდენტების (53%) ფიქრობს რომ სწრაფი სესხების სერვისი არის საჭირო.
ჩვენ დავადგინეთ, რომ ძირითადი მიზეზი, რომელიც მომხმარებელს იზიდავს არასაბანკო სესხის ასაღებად არის მათი მიღების სისწრაფე (გამოკითხულთა 29% ასახელებს ამ მიზეზს).
გამოკითხულთა 18% არასაბანკო სესხით იმიტომ სარგებლობს, რომ მათ ბანკმა განუცხადა უარი. ამასთან, გამოკითხულთა 16% ძირითად მიზეზად ასახელებს იმ ფაქტორს, რომ არასაბანკო სესხის მიღების შესაძლებლობა უფრო დაბალი შემოსავლის ქონის ფონზეც აქვთ.
მომხმარებელთა 15%-ს ურჩევნია ონლაინ სესხი, რადგან ხშირად პირველი სესხი უპროცენტოა. 12% ასეთი მიზეზად ასახელებს ინტერნეტის მეშვეობით სესხის აღების ხელმისაწვდომობას.
როგორ არჩევენ მომხმარებლები სწრაფ ონლაინ სესხებს?
გამოკითხულთა 40%-სთვის გადამწყვეტია პირველი სესხის უპროცენტოდ აღების შესაძლებლობა, 29% მნიშვნელობას ანიჭებს სესხის პროცენტის ოდენობას, 16%-სთვის გადამწყვეტი ფაქტორია ხელმისაწვდომი თანხის ოდენობა, 11% ყურადღებას აქცევს სესხის სხვა პირობებს.
გამოკითხვის ერთ-ერთი მიზანი მსესხებლის პასუხისმგებლობის დონის დადგენა იყო. რესპოდენტების 88% დიდი გულმოდგინებით ეკიდება სესხის თანხის უკან დაბრუნების საკითხს.
არასაბანკო სესხების მიზნობრიობა
წინამდებარე გამოკვლევა დაგვეხმარა იმის გაგებაშიც, თუ რა მიზნით იღებენ ძირითადად მომხმარებლები არასაბანკო სესხებს:
მათი 30% ამას ყოველდღიური საჭიროებებისთვის აკეთებს, 13% - დაუგეგმავი ხარჯებისთვის, 10%- სამედიცინო დანახარჯების გამო, 37% - სხვა ხარჯებისთვის.
გამოკითხვის შედეგების გათვალისწინებით, topsesxi.com განაგრძობს ფინანსური პრობლემების მიმოხილვას და შესაბამისი რჩევების მიწოდებას ქართველი მოსახლეობისთვის.
topsesxi.com-მა სწრაფი არასაბანკო სესხების შესახებ გამოკითხვა ჩაატარა ამ წლის თებერვალში. გამოკითხვა ჩატარდა ონლაინ რეჟიმში, გამოიკითხა 1,073 ქართველი, 18-74 ასაკის ფარგლებში. შედეგების შესახებ, უფრო დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-საიტს -
topsesxi.com. topsesxi.com არის დამოუკიდებელი ფინანსური მედია პორტალი, რომელიც მოღვაწეობს საქართველოში 2015 წლიდან. მისი მიზანია მოსახლეობისთვის რჩევებისა და ინფორმაციის მიწოდება სხვადასხვა ფინანსურ საკითხებზე, მათ შორის სხვადასხვა ტიპის სესხებზე. მეტი
ინფორმაციისთვის ესტუმრეთ ჩვენს
ვებ საიტს.იხილეთ ინფოგრაფიკა
ჩამოტვირთვა This post has been edited by BLH on 24 Feb 2017, 15:11