Mamu72მეზობელია უეჭველი...
ან უცელო მიქელ-გაბრიელი
გუშინ ავიკიდე იზმენასავით
კუპერტინოდან სან ფრანცისკოში მოვდივარ მატარებლით, ხაშურიდან რო მოდიოდე, დაახლოებით ეგეთი მარშრუტია.
ხო და გამოვედი სადგურიდან და მეტროში ჩავჯექი, ბოლო ვაგონში. სულ სამვაგონიანია, უბრალოდ რატომღაც ბოლოში მომინდა ჩაჯდომა, მიუხედავად იმისა, რომ სხვებიც ცარიელი იყო.
და ერთი ტიპი შემოვიდა ჩემთან ერთად, ჩვენ ორნი ვართ მარტო ვაგონში.
სამი სადგური ვიმგზავრე და ჩამოვედი.
ესეც ჩამოვიდა.
მეტროს ბევრო ამოსასვლელი აქვს და თან მივდივარ ამოსასვლელებთან და ვკითხულობ რა ქუჩაზე ამოდის და არ მაწყობს და სხვაგან მივდივარ.
და ეს ტიპიც იგივენაირად იქცევა.
მესამე თუ მეოთხე ამოსასვლელი ჩემი იყო და ამოვედი და ესეც ამოვიდა.
წავედი ჩემი ავტობუსი სადაც უნდა მოვიდეს, სამი ქუჩაა გადასაკვეთი და ესეც მომყვება.
უკვე ვფიქრობ რო ამეხვოსტა ტიპი, უბრალოდ ვერ ვხვდები რატო.
ვითომ ვინმეს ჩემი დაბრედვა უნდა? რა ჩემ Y-ედ უნდა
4-5 მეტრით უკან მომყვება ტიპი, სადღაც 50-55 წლის ამერიკელი მასტია. Homeland-ში რო მაქსია, მაგას გავდა.
ბოლო შუქნიშანზე სპეციალურად შევანელე გზა და 1 წამი რო დარჩა დრო, მაშინ დავიწყე გადასვლა და ტექნიკურად ვხედავ რო ეს ტიპიც გამომყვა, წითელზე გადმოვიდა.
და მივედი ჩემ გაჩერებაზე და ეს ტიპიც იქვე გაჩერდა და სიგარეტი ამოიღო და გაუკიდა.
მეთქი უეჭველი მე მომყვება და ზურგჩანთიდან დანა ამოვიღე და ჯიბეში ჩავიდე
თან ისე, რომ თან დაენახა და თან მაგის დასანახად რო ამოვიღე, ეგეც არ ეფიქრა, ვითომ ჩემ პონტში ამოვიღე წიომნად,
ამ დრო ავტობუსიც მოვიდა, მაგ ქუჩაზე მარტო ეგ ერთი ნომერი ამოდის და ავედი და ვუყურებ ამ ტიპს და შემომხედა და არ ამოვიდა
მერე ვიფიქრე ეს ყურადღების გადასატანად ხო არ იყო და სხვა ხო არ მყავს აკიდებული კიდე მეთქი და ერთი გაჩერებით ადრე ჩამოვედი, ჯერ სავაჭრო ცენტრში შევედი და გამოვედი მეორე მხრიდან, მერე სუპერმარკეტში ვიყიდე რაღაც და გამოვედი და სახლის ეზოშიუკანა კარიდან შევედი, უკვე სუფთა ვიყავი
ცოტა ხნის მერე დავწექი დასაძინებლად და Y სიზმარი მესიზმრება
UFC-ის მებრძოლი როა მერაბა დვალიშვილი (მაგრად მევასება, მაგარი კაცია), ეგ გახდა ვითომ ჩემპიონი და აგარაკზე გავიჩითე აFთერ ფართიზე,
მიდის გართობა და უცბად რაღაცაზე ამიხტა ვითომ ეს მერაბა, რა პონტში მაბულინგებო, ბულერი ხარო.
რახან სოფლელი ვარ, უნდა მეღადაოო?
იმენა არ ჩერდება.
და მეც ბიჭო შენ გიჟი ხო არა ხარ, რაღაცეები გელანდება მეთქი და დავიძაბეთ, გავიწიეთ ერთანეთისკენ, შუაში ხალხი დგას
და ამ დროს უკნიდან ცხვირში მაგარი მუშტი მომხვდა, დამიბნელდა თვალებში რამდენიმე წამი და ცრემლებით მაქვს სავსე.
მეთქი ვინ დამარტყა მაგის სუყველაფერი მო###ან და არავინ ხმას იღებს, მერაბაც გაჩერდა და ხალხიც, გაბრუებული ვარ.
მეორე სართულზე იყო ტუალეტი, ავედი და ჩამოვიბანე ცრემლები და გამოვედი და მერაბას ვეუბნები, მაგარ პატივს გცემდი და მაგრად გამიტყდა ესეთი კომპლექსიანი ტიპი რო ყოფილხარ და შენიანებიდან უკნიდან რომელმა დამარტყა, გამოვიდეს, პატრონი, ოჯახი და სუყველფერი უნდა მო####ნა მეთქი...
და გარშემო სულ მოჩხუბარი ტიპები ყავს მერაბას და ერთი წამოიწია, ლაშა ბექაურს გავდა მაგრად...
და რა არის ბიჭო, შენ ხო არ იყავი მეთქი და დაჯდა ეგრევე.. და რაღაცნაირად გადახედა გვერდზე თავისნაირ მოჩხუბარ მეგობარს.
და ეგრევე ვისქესე გარეთ რო გავალ, უეჭველი გამომყვებიან და მაგრად დამლეწავენ მეთქი და ტუალეტში შევბრუნდი ვითომ ისევვ მოსაბანად.
და ძმაკაცებს დავურეკე , მალე მოდით მეთქი და ვფიქრობ, აქ ყოფნა Y-ეობაა და ფანჯრიდან გადავძვრები მეთქი და რო ვძვრებოდი კი გამეღვიძა ამ დროს
Mamu72ნუ გეშინია ძმა, ჩემზე კაი პონტში ხარ
მიაქვს თბილისი წვერიანებს, ყველა ერთმანეთს გავს თან.
მამაოებიც, ბაბულიკებიც და ლამბერსექსუალებიც...
This post has been edited by Frankens†ein on 9 Jun 2023, 06:02
Mens sana in corpore sano...