კონფერენცია: აღმოსავლეთიდივიზიონი: Southeastშტატი, ქალაქი: მანიტობა,
ვინიპეგიდაარსდა: 1999-2001(
Atlanta Thrashers), 2011-present(
Winnipeg Jets)
საშინაო არენა: MTS Centre (ტევადობა: 15015)
მფლობელი: True North Sports & Entertainment
(Mark Chipman, chairman)
გენერალური მენეჯერი: კევინ ჩეველდეიოფი
მთავარი მწვრთნელი: კლოდ ნოელი
ამჟამინდელი კაპიტანი: ენდრიუ ლედი
ფარმ-კლუბი: St. John's IceCaps (
AHL)
ვინიპეგთან ერთად დივიზიონში გამოდიან: Carolina Hurricanes,
Florida Panthers, Tampa Bay Lightning, Washington Capitals
ისტორიაპირველი პროფესიული ჰოკეის გუნდი სახელწოდებით "Winnipeg Jets" შეიქმნა 1972 წელს. ნაციონალური ჰოკეის ლიგის (
NHL) გაფართოების შედეგად ვინიპეგი დანარჩენ 4 გუნდთან ერთად წევრიანდება ლიგაში. აქ 17სეზონს ატარებს, ფინიქსში გადასვლამდე(1996 წელს). მთელი ამ 17 წლის განმავლობაში ჯეტსისთვის საუკეთესო შედეგი იყო პლეი-ოფის მეორე რაუნდში გასვლა, მან ეს შედეგი ორჯერ აჩვენა: 1984-1985 და 1986-1987 წლებში.
ამის შემდეგ გუნდი აღარ გამოდის
NHL-ში და მისი წარმომადგენელი გუნდები ქვედა ლიგებში ასპარეზობენ.
2010-2011 წლების დასასრულს გავრცელდა ხმები
Atlanta Thrashers-ის გაყიდვის შესახებ. 2011 წლის 31 მაისს ატლანტას ოფიციალურ საიტზე გამოჩნდა ინფორმაცია, რომელიც იუწყებოდა გუნდის გაყიდვას და მის ვინიპეგში გადასვლას. გუნდის ახალი მეპატრონე გახდა True North Sports and Entertainment 170 მილიონ დოლარად. ახალმა მეპატრონეებმა გადაწყვიტეს 13 ათასი სეზონური აბონიმენტის გაყიდვა სეზონის დაწყებამდე. სამ დღეში ყველა აბონიმენტი გაიყიდა. 2011 წლის დრაფტამდე კი მეპატრონეებმა გამოაცხადეს ოფიციალური სახელწოდება: "Winnipeg Jets".
2011 წლის 22 ივლისს უკვე ცნობილი გახდა მათი ოფიციალური ფერები და ახალი ემბლემა. 6 სექტემბერს მოხდა ახალი ფორმის პრეზენტაცია. პირველი თამაში ვინიპეგმა
NHL-ში გამართა საკუთარ ყინულზე
Montreal Canadiens-თან და დამარცხდა ანგარიშით 1:5, ეს ასევე პირველი თამაში იყო ნაციონალურ ჰოკეის ლიგაში. პირველი გოლი გუნდის ისტორიაში გაიტანა ნიკოლაი ანტროპოვმა, ხოლო პირველი გამარჯვება მოიპოვეს 17 ოქტომბერს საშიანაო მატჩში
Pittsburg Penguins-ისთან.
2011-2012 წლების სეზონის შემადგენლობა2011-2012 წლების სეზონის ფორმები
This post has been edited by true_blood on 21 Feb 2012, 01:03