Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ლიტერატურა > 10 წიგნი, რომლებიც გინდათ, რომ ითარგმნოს ქართულად


Posted by: rodo 30 Nov 2016, 15:13
დაწერეთ ის 10 წიგნი, რომელიც გინდათ, რომ ითარგმნოს ქართულ ენაზე.

მინდა აღვნიშნო, რომ ბევრი ქართული გამომცემლობა, განსაკუთრებით ბოლო დროს, ბევრ და ხარისხიანად თარგმნილ წიგნს გამოსცემს, ამიტომ მათ საყვედური არ ეთქმით. თუმცა, არის კიდევ ბევრი წიგნი, რომლებიც ქართულ ენაზე არ გვაქვს.

ჩემი ათეული ასე გამოიყურება:
1. “ბერძენი ზორბა” - ნიკოს კაზანძაკისი
2. “რიოში მარგალიტებით თამაში” - ჰერმან ჰესე
3. “ძენოს ახსარება” - იტალო სვევო
4. “პედრო პარამო” - ხუან რულფო
5. “ამერიკა” - ფრანც კაფკა
6. “ნოსტრომო” - ჯოზეფ კონრადი
7. “იასუნარი კავაბატა” - მთის კვნესა
8. “უჩინარი კაცი” - ჰერბერტ უელსი
9. “გოლემი” - გუსტავ მაირინკი
10. “ვერგილიუსის სიკვდილი” - ჰერმან ბროხი

P.S. ერნესტ ჰემინგუეის “ვის უხმობს ზარი” და ჯონ სტაინბეკის “მრისხანების მტევნები” ადრეა თარგმნილი და კარგი იქნებოდა მათი ხელახლა გამოცემა.

Posted by: sichinavailia 30 Nov 2016, 15:17
QUOTE
“უჩინარი კაცი” - ჰერბერტ უელსი

ეს ნათარგმნია და სხვები არ ვიცი sad.gif

Posted by: rodo 30 Nov 2016, 16:04
QUOTE (sichinavailia @ 30 Nov 2016, 15:17 )
QUOTE
“უჩინარი კაცი” - ჰერბერტ უელსი

ეს ნათარგმნია და სხვები არ ვიცი sad.gif

მადლობა.

ელექრონული სახით არის, მაგრამ რამდენადაც ვნახე არ არის გამოცემული.

Posted by: sichinavailia 30 Nov 2016, 16:30
rodo

რაც მართალია, მართალია, გამომცემლობები ნაკლებად პოპულარულ წიგნებზე არ არიან ორიენტირებულნი.

Posted by: rodo 30 Nov 2016, 17:04
QUOTE (sichinavailia @ 30 Nov 2016, 16:30 )
rodo

რაც მართალია, მართალია, გამომცემლობები ნაკლებად პოპულარულ წიგნებზე არ არიან ორიენტირებულნი.

შენ ის მითხარი, თუ არის ისეთი წიგნი/წიგნები, რომლებიც გინდა, რომ ხარისხიანად ითარგმნოს და გამოიცეს. biggrin.gif

Posted by: HurricaneKat. 30 Nov 2016, 17:11
QUOTE (rodo @ 30 Nov 2016, 15:13 )

9. “გოლემი” - გუსტავ მაირინკი

ესეც თარგმნილია
yes.gif
გენჯი მონოგატარი მინდა
წლებია user.gif

Posted by: sichinavailia 30 Nov 2016, 17:46
rodo
QUOTE
არის ისეთი წიგნი/წიგნები, რომლებიც გინდა, რომ ხარისხიანად ითარგმნოს


არა. რაც არ უნდა მიახლოებული იყოს ორიგნალთან, მაინც არა.
იდეალური არაფერია სამყაროში smile.gif

Posted by: senpai 30 Nov 2016, 17:49
QUOTE
2. “რიოში მარგალიტებით თამაში” - ჰერმან ჰესე

QUOTE
9. “გოლემი” - გუსტავ მაირინკი
10. “ვერგილიუსის სიკვდილი” - ჰერმან ბროხი

დიდიხანია ვითხოვ მარა ...


+ მისიმას ყველა წიგნი

Posted by: rodo 30 Nov 2016, 17:51
QUOTE (HurricaneKat. @ 30 Nov 2016, 17:11 )
QUOTE (rodo @ 30 Nov 2016, 15:13 )

9. “გოლემი” - გუსტავ მაირინკი

ესეც თარგმნილია
yes.gif

თარგმნილია, ოღონდ ოდესღაც, ვერსად ვერ მიაგნებ და ისიც კაცმა არ იცის როგორი თარგმანი აღმოჩნდება? biggrin.gif

ძალიან მიყვარს და ვაფასებ ბორხეს და მას ჰქონდა "გოლემი" დასახელებული დიდ წიგნებს შორის. მერე თემაც ვნახე აქ ფორუმზე, მოკლე შინაარსაც გადავხედე და მოკლედ მომინდა წაკითხვა, მაგრამ რათ გინდა. ინგლისურად/რუსულად თავისუფლად ვკითხულობ, მაგრამ ქართულად მირჩევნია, მითუმეტეს, რომ ორიგინალში მაინც ვერ წავიკითხავ.
* * *
QUOTE (senpai @ 30 Nov 2016, 17:49 )
QUOTE
2. “რიოში მარგალიტებით თამაში” - ჰერმან ჰესე

QUOTE
9. “გოლემი” - გუსტავ მაირინკი
10. “ვერგილიუსის სიკვდილი” - ჰერმან ბროხი

დიდიხანია ვითხოვ მარა ...


+ მისიმას ყველა წიგნი

ძალიან მაინტერესებს ახლა, რომ გამოდის მიშიმას "ოქროს ტაძარი", საახალწლო ფესტივალზე სხვა წიგნების ყიდვასაც ვაპირებ და ეს მწერალიც უნდა "მოვსინჯო", რამდენად ჩემიანია.

"რიოში მარგალიტებით თამაში" ვიცი რომ ითარგმნებოდა, მაგრამ მგონი, გამომცემლობამ მთარგმნელთან კონტრაქტი დაარღვია, თუ რაღაც მსგავსი და გამოცემა შეჩერებულია. ნებისმიერ შემთხვევაში, ვფიქრობ ძალიან გაიწელა ეს პროცესი.

Posted by: senpai 30 Nov 2016, 19:48
QUOTE
9. “გოლემი” - გუსტავ მაირინკი

ესეც თარგმნილია

არაა თარგმნილი, ეროვნულ ბიბლიოთეკაშიც კი არ ქონდათ მაგაზე ინფორმაცია. არადა ყველა ძველი და დავიწყებული გამოცემები აქვთ.

Posted by: John-obi 30 Nov 2016, 20:31
10 არ ვიცი, მარა:

სტანისლავ ლემი - ედემი
სტრუგაცკები - პიკნიკი გზის პირას
ურსულა ლე გუინი - The Dispossessed
ტოლკინი - ჰურინის შვილები
თეოდორ სტარჯონი - More Than Human
დენ სიმონსი - ჰიპერიონი
აზიმოვის დაფუძნების თარგმნა დაწყებულია.

კარგი იქნებოდა ესენი.

Posted by: Ezekia 30 Nov 2016, 20:32
QUOTE
4. “პედრო პარამო” - ხუან რულფო


წლის ბოლომდე გამოვაო.
ძველი თარგმანი არსებობსო. თემაში იდო წიგნის ფოტოც yes.gif

Posted by: Joiner 30 Nov 2016, 20:45
QUOTE
აზიმოვის დაფუძნების თარგმნა დაწყებულია.

QUOTE
სტრუგაცკები - პიკნიკი გზის პირას

QUOTE
ურსულა ლე გუინი - The Dispossessed


ესენი. კიდევ

აზიმოვის რობოტების სერიასაც ვიხილავდი ქართულად.
სანდერსონის მისთბორნის ტრილოგია.
საიმაკიც საჭირო კაცია. გობლინებთა ნაკრძალი კია ქართულად, მაგრამ რეპრინტია საჭირო.
სკალცის Redshirts.
კინგის 11/22/63.
ლიჰეინის დეტექტივები.
ჟაპრიზოს The Lady in the Car with Glasses and a Gun.

Posted by: Ezekia 30 Nov 2016, 20:49
QUOTE
ჟაპრიზოს The Lady in the Car with Glasses and a Gun.

ეს რა გიჟია! facepalm.gif

Posted by: vaho 30 Nov 2016, 21:29
QUOTE
ერნესტ ჰემინგუეის “ვის უხმობს ზარი” და ჯონ სტაინბეკის “მრისხანების მტევნები”


ყველა ყველა და ეს ორი რად გინდა, გაფიცებ მარტა მიულერს.

თვითონ ავტორებმა მოიხადეს ბოდიში, ესენი არ უნდა დაგვეწერა, გვაპატიეთო...

Posted by: rodo 1 Dec 2016, 00:09
QUOTE (vaho @ 30 Nov 2016, 21:29 )
QUOTE
ერნესტ ჰემინგუეის “ვის უხმობს ზარი” და ჯონ სტაინბეკის “მრისხანების მტევნები”


ყველა ყველა და ეს ორი რად გინდა, გაფიცებ მარტა მიულერს.

თვითონ ავტორებმა მოიხადეს ბოდიში, ესენი არ უნდა დაგვეწერა, გვაპატიეთო...

პირველ რიგში, მიყვარს ეს ორი ავტორი მათი ზოგიერთი სხვა ნაწარმოების გამო.

მარტა მიულერი არ ვიცი biggrin.gif და ერნესტ ჰემინგუეის "ვისთვის რეკს ზარი" და ჯონ სტაინბეკის "მრისხანების მტევნები" მათ შემოქმედებაში ერთ-ერთ საუკეთესო ნაწარმოებებად ითვლება.

ჯონ სტაინბეკს "მრისხანების მტევნები"-ს გამო გადასცეს პულიცერი პრემია 1940 წელს; ხოლო 1962 წელს ნობელის კომიტეტმა აღნიშნა, რომ ნობელის პრემია მწერალს გადაეცა ძირითადად ამ დიდი ნაწარმეობის გამო. მგონი ყველა "100 საუკეთესო წიგნის" სიაში შედის, მათ შორის: 1998 წელს "Modern Library"; 1999 წელს "Le Monde"; 2003 წელს "BBC Big Read"; 2005 წელს ჟურნალი "Time"; 2009 წელს Daily Telegraph. დაახლოებით იმავეს თქმა შეიძლება ერნესტ ჰემინგუეის რომანზე "ვისთვის რეკს ზარი".

ძალიან მაინტერესებს სად წაიკითხე, რომ ამ მწერლებს ბოდიში მოეხადოთ აღნიშნული ნაწარმოებების გამო.
* * *
QUOTE (Joiner @ 30 Nov 2016, 20:45 )
სანდერსონის მისთბორნის ტრილოგია.

აზიმოვი არ წამიკითხავს. რობოტების თემა დიდად არ მიყვარს, მაგრამ არ ვიცი, შეიძლება მისი სხვა ნაწარმოებების წაკითხვა ვცადო.

თვითონ სანდერსონი კარგ ტიპად მეჩვენა (მის საჯარო ლექციას მოვუსმინე ინტერნეტში), მარგამ ტრილოგიის პირველი წიგნი წავიკითხე და არ მომეწონა. არასაბავშვო ენა აქვს და თემებიც ერთი შეხედვით სერიოზულია (პოლიტიკური, ფილოსოფიური და სხვ.), მაგრამ, ჩემი აზრით, ტრილოგიის პირველი წიგნი მსუბუქია და ასე ვქვათ, არადამაჯერებელი და ეჭვი მაქვს ტრილოგიის შემდეგი ორი წიგნიც მსგავსია.

Posted by: George Best :) 1 Dec 2016, 00:49
rodo
QUOTE
ონ სტაინბეკს "მრისხანების მტევნები"-ს გამო გადასცეს პულიცერი პრემია 1940 წელს; ხოლო 1962 წელს ნობელის კომიტეტმა აღნიშნა, რომ ნობელის პრემია მწერალს გადაეცა ძირითადად ამ დიდი ნაწარმეობის გამო. მგონი ყველა "100 საუკეთესო წიგნის" სიაში შედის, მათ შორის: 1998 წელს "Modern Library"; 1999 წელს "Le Monde"; 2003 წელს "BBC Big Read"; 2005 წელს ჟურნალი "Time"; 2009 წელს Daily Telegraph. დაახლოებით იმავეს თქმა შეიძლება ერნესტ ჰემინგუეის რომანზე "ვისთვის რეკს ზარი".

ისე,რა მაინტერესებს,შენ წიგნებს კითხულობ ხოლმე,თუ საიტებზე წიგნების აღწერებს,რა პრემიები მიცეს და მაგეებს?
მეორე თემაში ვაწყდები უკვე შენ პოსტს,სადაც წიგნზე მტკიცების სახით მოგყავს რომელიღაც საიტი,ან გამოცემა
შენი აზრი არ გაქვს,რო რამე biggrin.gif?
მოდერნ ლაიბრარიმ 1999 წელს თუ განაცხადა რო სტაიენბეკი კაი მწერალია,შენ,მე და ტრიფონიას რა?მგონი მთავარი წიგნში ისაა,მე,შენ და ტრიფონიას მოგვწონდეს

Posted by: rodo 1 Dec 2016, 09:03
smile.gif+1 Dec 2016, 00:49 -->
QUOTE (George Best smile.gif @ 1 Dec 2016, 00:49 )

ისე,რა მაინტერესებს,შენ წიგნებს კითხულობ ხოლმე,თუ საიტებზე წიგნების აღწერებს,რა პრემიები მიცეს და მაგეებს?
მეორე თემაში ვაწყდები უკვე შენ პოსტს,სადაც წიგნზე მტკიცების სახით მოგყავს რომელიღაც საიტი,ან გამოცემა
შენი აზრი არ გაქვს,რო რამე biggrin.gif?
მოდერნ ლაიბრარიმ 1999 წელს თუ განაცხადა რო სტაიენბეკი კაი მწერალია,შენ,მე და ტრიფონიას რა?მგონი მთავარი წიგნში ისაა,მე,შენ და ტრიფონიას მოგვწონდეს

წინა პოსტს ვუპასუხე, იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ნაწარმოებების გამო ავტორებს რამე კი არ დაუწუნეს, არამედ ბევრი პრემიები გადასცეს და, რომ ეს წიგნები ბევრ რეიტინგულ სიაში მოხვდა.

ამ თემაში იმაზე ვწერდი, რომ არ წამიკითხავს ამ ორი მწერლის ზემოთ აღნიშნული ნაწარმოებები (ერნესტ ჰემინგუეის "ვისთვის რეკს ზარი" და ჯონ სტაინბეკის "მრისხანების მტევნები"), მაგრამ მათი სხვა ნაწარმოებები მიყვარს და კონკრეტულად, ამ ორმა წიგნმა ჩემი ყურადღება მიიქციეს დიდი აღიარებისა და გამოხმაურების გამო. მაგრამ, სამწუხაროდ, ქართულად ახალი გამოცემა არ გვაქვს.

ალბათ, არ წაგიკითხავს ამ თემაში ჩემი წინა პოსტები.

Posted by: HurricaneKat. 1 Dec 2016, 09:20
ვა მიშიმას გამოცემა კარგი ამბავია yes.gif
უბრალოდ
იაპ. ლიტერატურა ძალიან სპეფიციკურია, ევროპულ ლითრიჩაზე გაზრდილებისთვის
აი ეგ მიშიმას პლიადა ევროპულ+იაპონურ ჟანრებს უთავსებდა ერთმანეთს და ცოტა ნიტოდ გამოსდიოდათ
არც აქეთ არც იქით რომ არ არიან
ჩემი მოკრძალებული აზრით

"მრისხანების მტევნები" თუ ძალიან ცინცხალი არ გინდა არის 2000 იანებში გამოსული
პ.ს. მე პირადად საბჭოთა გამოცემების თარგმანები მირჩევნია თანამედროვეს, ძალიან "მშრალად" თარგმნიან, მინიმალური ლექსიკით

George Best smile.gif
რას ერჩი საიტებზე დადებულ სიებს და პრემიებს
მშვენიერი გიდია არჩევანის გასაკეთებლად + გემოვნების და წარმოდგენის შესაქმნელად, 1000 ჯურის მაკულატურა რომ არ მოსინჯო
პოსტ ფაქტუმ გადაწყვეტთ
QUOTE
მგონი მთავარი წიგნში ისაა,მე,შენ და ტრიფონიას მოგვწონდეს
მოგეწონათ შენ და ტრიფონიას თუ არა yes.gif
ანუ ხელს არ უშლის მოწონება-არ მოწონებაში
თუ მოდის და მეტიჩრობის გამო არ კითხულობ biggrin.gif

Posted by: Eddie the Head 1 Dec 2016, 09:59
rodo
QUOTE
ელექრონული სახით არის, მაგრამ რამდენადაც ვნახე არ არის გამოცემული.


სახლში მიდევს კაცო biggrin.gif

Posted by: rodo 1 Dec 2016, 10:23
QUOTE (Eddie the Head @ 1 Dec 2016, 09:59 )
rodo
QUOTE
ელექრონული სახით არის, მაგრამ რამდენადაც ვნახე არ არის გამოცემული.


სახლში მიდევს კაცო biggrin.gif

მეც მივაგენი ( http://laterna.ge/?cat=38&show=3802#.WD_BdLJ96Hs ). მადლობა. wink.gif
* * *
QUOTE (HurricaneKat. @ 1 Dec 2016, 09:20 )
"მრისხანების მტევნები" თუ ძალიან ცინცხალი არ გინდა არის 2000 იანებში გამოსული
პ.ს. მე პირადად საბჭოთა გამოცემების თარგმანები მირჩევნია თანამედროვეს, ძალიან "მშრალად" თარგმნიან, მინიმალური ლექსიკით.

პირველ რიგში, მადლობა კომენტარისთვის. smile.gif

გეთანხმები, ბევრი კარგი (ზოგიერთი ძალიან კარგი) ძველი თარგმანი არსებობს, თუმცა, ჩემი აზრით, იგივეს თქმა შეიძლება ბევრ ახალ თარგმანზეც. ძველ წიგნებთან დაკავშირებით, რომლებიც აღარ გამოიცემა, პრობლემა ის არის, რომ ზოგიერთი მათგანი ძნელი საშოვნელია, სადმე ბუკინისტებთან, თუ არ წააწყდი.

Posted by: forever`s_NEVER 1 Dec 2016, 11:49
კარლოს რუის ზაფონის ტრილოგია "მივიწყებული წიგნების სასაფლაო" - რომელშიც შედის ''ქარის აჩრდილი", ''ანგელოზის თამაში" და ,,ზეცის ტყვე".
გამოვიდა ბოლო წიგნი ,,სულების ლაბირინთი'', რომელიც ჯერ ინგლისურადაც არ არის თარგმნილი.

Posted by: Heart_of_Darkness 1 Dec 2016, 23:33
1- პრუსტის ,,დაკარგული დროის ძიებაში"- შვიდივე ნაწილი. ოღონც, პირველი ტომიდან რომ დაიწყონ თარგმნა (და არა მეოთხედან) და სასურველია, თუ ერთი და იგივე ჯგუფი თარგმნის.
2-თომას მანის ,,იოსები და ძმანნი მისნი" (დალი ფანჯიკიძე თუ ცოცხალია, თარგმნოს, კარგად გამოსდის smile.gif )
3- ფოლკნერიც მინდა,ბევრი ფოლკნერი, ოღონც კ ა რ გ ი თარგმანი.
4-სელინის - სიკვდილი კრედიტით (როგორც ვიცი, სულაკაური თარგმნიდა)
5-ჰაინრიხ ბიოლის კარგი თარგმანებიც მინდა.
6-ჟან ჟენეს- კერელი.
7-ჰაქსლის- ,,კუნძული" და "The Doors of Perception"
8-ფაულზის- The magus
9-ჰერტრუდა სტაინის - ელის ბ. ტოკლასის ავტობიოგრაფია.
10- მახაბხარატა- ბაქეთლისტში მაქვს smile.gif მაინტერესებს, რატომ ითვლება მსოფლიო შედევრად და უნდა დავაგემოვნო.


Posted by: rodo 2 Dec 2016, 18:19
QUOTE (Heart_of_Darkness @ 1 Dec 2016, 23:33 )
1- პრუსტის ,,დაკარგული დროის ძიებაში"- შვიდივე ნაწილი. ოღონც, პირველი ტომიდან რომ დაიწყონ თარგმნა (და არა მეოთხედან) და სასურველია, თუ ერთი და იგივე ჯგუფი თარგმნის.
2-თომას მანის ,,იოსები და ძმანნი მისნი" (დალი ფანჯიკიძე თუ ცოცხალია, თარგმნოს, კარგად გამოსდის smile.gif )
3- ფოლკნერიც მინდა,ბევრი ფოლკნერი, ოღონც  კ ა რ გ ი  თარგმანი.
4-სელინის - სიკვდილი კრედიტით (როგორც ვიცი, სულაკაური თარგმნიდა)
5-ჰაინრიხ ბიოლის კარგი თარგმანებიც მინდა.
6-ჟან ჟენეს- კერელი.
7-ჰაქსლის- ,,კუნძული" და "The Doors of Perception"
8-ფაულზის- The magus
9-ჰერტრუდა სტაინის - ელის ბ. ტოკლასის ავტობიოგრაფია.
10- მახაბხარატა- ბაქეთლისტში მაქვს smile.gif მაინტერესებს, რატომ ითვლება მსოფლიო შედევრად და უნდა დავაგემოვნო.

მაგარი წიგნები და ავტორები ჩამოთვალე. მახაბხარატა, სელინი, ჰაქსლი, თომას მანი, პრუსტი +1

"იოსები და ძმანნი მისნი" იმხელაა ზომით, რომ მისი თარგმნა და გამოცემა ძალიან რთულ ამოცანად მიმაჩნდა, მანამ სანამ არ გამოსცეს ლევ ტოლსტოის "ომი და მშვიდობა", იგივე თომას მანის "დოქტორ ფაუსტუსი" და "ჯადოსნური მთა", ხოლო ახლახანს, გამომცემლობა "არეტე"-მ გამოსცა უშველებელი წიგნი "ატლანტმა მხრები გაშალა"; ამიტომ "იოსები და ძმანნი მისნი" გვჭირდება ქართულად.

ფოლკნერის მგონი ყველა მნიშვნელოვანი ნაწარმოები თარგმნილია. ფოლკნერის მოთხრობა "ვარდი ემილისათვის" არ გვაქვს მგონი ქართულად.

პრუსტის "დაკარგული დროის ძიებაში" ვერ გავიგე ლოგიკა, თუ რატომ დაიწყეს მაინც და მაინც მეოთხე ტომიდან. ეს უფრო კარგი ნაწილია, თუ სახელი ჟღერს ეპატაჟურად?

ჯერ მინდა ოლდოს ჰაქსლის "მამაცი ახალი სამყარო" წავიკითხო და შემდეგ "The Doors of Perception". კასტანედა არ იყო პირველი და ერთადერთი ვინც პეიოტის კაკტუსში არსებულ მესკალინს (ფსიქოდელიური სუბსტანცია) იყენებდა ცნობიერების ასამაღლებლად და შემდეგ საკუთარი გამოცდილება აღწერა.

უცნაურია, რომ ჯოზეფ კონრადის "Heart of Darkness" ("წყვდიადის გული") არ დაასახელე შენს ათეულში. smile.gif

Posted by: Heart_of_Darkness 2 Dec 2016, 21:13
rodo

"იოსები და ძმანნი მისნი" დიდი ალბათობით, არასდროს იქნება ქართულად,
ნამდვილად არ არის მომგებიანი პროექტი.
სპეციფიკური მკითხველი სჭირდება, შესბამისი განწყობის მქონე და ტვინის ბურღვის სურვილით.
ისეთ რეკლამას ვერ გაუკეთებენ, რომ ,,ტოპ თრეილერის" გაყიდვებს ცოტათი მაინც მიუახლოვდეს.

ფოლკნერი ვიცი, რომ არის. უბრალოდ, რაც არ ავიღე ხელში, პირველი ხუთი გვერდის წაკითხვის შემდეგ ვერ ვამუღამებ თარგმანს.
შეიძლება იმიტომ, რომ აგვისტოს ნათელი ინგლისურად წავიკითხე და ახლა, თავში მაქვს ავარდნილი smile.gif
არ გამოვრიცხავ.

ჰაქსლისზე საუბრისას კასტენადას მოყვანა, ცუდ მაგალითად მიმაჩნია.
ატანა არ მაქვს კასტენადასი, ვითომ მწერალია, ვითომ დიდი განაზრებებით.

აქ მხოლოდ ის წიგნები დავწერე, რომელიც უცებ გამახსენდა.


კონრადი კი თინეიჯერული სიყვარულია.
მაშინ ლორდ ჯიმიც უნდა დამეწერა.


Posted by: Florbelle 2 Dec 2016, 21:24
რასელასი
ხსენება არაა სემუელ ჯონსონის არსად საქართველოში არადა ეგეთი მოაზროვნე სულ რამოდენიმე იყო მსოფლიოს ისტორიაში
მარტო ქვოთებისგან ერთი მაგარი წიგნი გამოვა ვინმემ რო შეკრიბოს და გამოსცეს

Posted by: Ika39 3 Dec 2016, 02:05
თამაშის ჩემი წესები - პიერლუიჯი კოლინა

Posted by: rodo 3 Dec 2016, 13:05
QUOTE (Heart_of_Darkness @ 2 Dec 2016, 21:13 )
rodo

"იოსები და ძმანნი მისნი" დიდი ალბათობით, არასდროს იქნება ქართულად,
ნამდვილად არ არის მომგებიანი პროექტი.
სპეციფიკური მკითხველი სჭირდება, შესბამისი განწყობის მქონე და ტვინის ბურღვის სურვილით.
ისეთ რეკლამას ვერ გაუკეთებენ, რომ ,,ტოპ თრეილერის" გაყიდვებს ცოტათი მაინც მიუახლოვდეს.

ფოლკნერი ვიცი, რომ არის. უბრალოდ, რაც არ ავიღე ხელში, პირველი ხუთი გვერდის წაკითხვის შემდეგ ვერ ვამუღამებ თარგმანს.
შეიძლება იმიტომ, რომ აგვისტოს ნათელი ინგლისურად წავიკითხე და ახლა, თავში მაქვს ავარდნილი smile.gif
არ გამოვრიცხავ.

ჰაქსლისზე საუბრისას კასტენადას მოყვანა, ცუდ მაგალითად მიმაჩნია.
ატანა არ მაქვს კასტენადასი, ვითომ მწერალია, ვითომ დიდი განაზრებებით.

აქ მხოლოდ ის წიგნები დავწერე, რომელიც უცებ გამახსენდა.


კონრადი კი თინეიჯერული სიყვარულია.
მაშინ ლორდ ჯიმიც უნდა დამეწერა.

გეთანხმები არაკომერციული წიგნია. მაგრამ შემდეგ მიჩნდება შეკითხვა "დოქტორი ფაუსტუსი" კომერციულია ან "ატლანტმა მხრები გაშალა" ან "გარგანტუა და პანტაგრუელი"?

Posted by: burke 3 Dec 2016, 13:12
Heart_of_Darkness
QUOTE
The Doors of Perception"


ეს რუსულად წავიკითხე
წიგნად მგონია რომ დიდი ვერაფერია
მესკალინი თუ მივიღე და გავედი ღრუბლებში არც წიგნი მინდა და არც დვერი ვასპრიაწია

70 იანებში ამ წიგნზე ბუმი იყო
წელსა რატომღაც არააქტიურმი მგონია უკვე

ანუ მაშინ რაც უცხო ხილი იყო ახლა უკვე კარგად დავიწყებულია

Posted by: Alisaka 3 Dec 2016, 13:22
QUOTE
სტრუგაცკები - პიკნიკი გზის პირას

ამას ხომ აპირებენ?კიარადა,ზუსტად ვიცი,აპირებენ,ადრე დაიწერა კიდეც,რომელი გამომცემლობა აპირებს,არ მახსოვს
ან სულაკაური,ან ბათუმი.
QUOTE
ჟაპრიზოს The Lady in the Car with Glasses and a Gun.

popcorn.gif
QUOTE
4-სელინის - სიკვდილი კრედიტით (როგორც ვიცი, სულაკაური თარგმნიდა)

ითერგმნება კი


ბარემ აქვე ვიკითხავ,ღრუბლის ატლასის თარგმნა დიდი ხნის წინ დაიწყო სულაკაურმა და რას შვრება? : დ

Posted by: OHOI_IKA 3 Dec 2016, 13:48
HurricaneKat.
QUOTE
9. “გოლემი” - გუსტავ მაირინკი

ესეც თარგმნილია

ჰა?
ვისი თარგმნილია? წიგნი არსებობს?

Posted by: Ras_al_Ghul 3 Dec 2016, 14:34
წიგნები არვიცი მაგრამ დიდება შენს გამოჩენას OHOI_IKA biggrin.gif 2kiss.gif

QUOTE
ჰა?
ვისი თარგმნილია? წიგნი არსებობს?


არაა მგონი თარგმნილი

Posted by: OHOI_IKA 3 Dec 2016, 14:44
Ras_al_Ghul
მაირინკს ვსერჩავდი და აქ ამომაყოფინა თავი smile.gif))
ნეტა იყოს რა sad.gif

ხოდა მომნატრებია აქაურობა smile.gif)
რაფერ ხარ?smile.gif)

Posted by: Ras_al_Ghul 3 Dec 2016, 15:18
OHOI_IKA

ნიჩევო, ვარ რა love.gif შენ რაფერ ხარ?


Posted by: Heart_of_Darkness 3 Dec 2016, 15:46
QUOTE (rodo @ 3 Dec 2016, 13:05 )
გეთანხმები არაკომერციული წიგნია. მაგრამ შემდეგ მიჩნდება შეკითხვა "დოქტორი ფაუსტუსი" კომერციულია ან "ატლანტმა მხრები გაშალა" ან "გარგანტუა და პანტაგრუელი"?


გარგანტუა იმ დროს თარგმნეს, როცა ბაზრის მოთხოვნებს არ ითვალისწინებდნენ, დიდად.
პალიტრამ, მხოლოდ, მისი რეპრინტი გააკეთე.
,,გარგანტუას" კიდევ გაყიდი, შეიყვან ,,მსოფლიო კლასიკის" ან ,,100 წიგნის" სერიაში, გაუკეთებ ლამაზ ყდას და დაუწერ დაახლოებით ასეთ ტექსტს:
"გარგანტუა და პანტაგრუელი" ევროპული აღორძინების ჭეშმარიტად მსოფლიო მნიშვნელობის ენციკლოპედიური ძეგლია,
შუა საუკუნეების ფრაგნულ ხალხურ შემოქმედებაზე აღმოცენებული.
სატირასტან ერთად წიგნის მთავარი გმირია ყოვლისგამწმენდი სიცილი, რომელსაც,
ცხოვრების შეცნობის თვალსაზრისით, ერთგვარად "თერაპევტული" მნიშვნელობაც კი ენიჭება...."

ამ ტექსტს, რომ ვკითხულობდი, მეც კი მომინდა ყიდვა.

რენდის ,,atlas shrugged" თარგმნეს? რამდენი ხანია წაკითხვა მინდა და მოცულობა მზაფრავს.
ალბათ, ,,არეტემ" თარგმნა.
არეტესთან ,,პირველწყარო" ღირს 32 ლარი და ეს ახალი თარგმანი, ვითომ, გაიყიდება?
სავარაუდოდ, ისეთი ფასი დაედება, რომ ერთეულები იყიდიან.

ფაუსტუსი, როგორც მახსოვს, ,,ინტელექტმა" თარგმნა და მთელი წლის განმავლობაში, ამ წიგნზე გამოცხადებული, ფასდაკლებებით,
თუ ვიმსჯელებთ, მაინცდამაინც, კარგად ვერ იყიდება.
ამ ჩავარდნის გათვალისწინებით, ,,ინტელექტი", ვითომ, კიდევ ერთხელ, ეცდება მანის თარგმნას?
ჩემი აზრით, ფაუსტუსი იმიტომ თარგმნეს, რომ საქართველოში ,,ჯადოსნური მთა" კარგად გაიყიდა და
გამომცემლები ფიქრობდნენ, რომ ,,ჯადოსნური მთის" პოპულარობის კვალობაზე ეს წიგნიც გახდებოდა მოთხოვნადი და გაყიდვადი.

კაი, დავუშვათ, რომ არაკომერციული პროექტებიც გვაქვს ხოლმე და რაღაც შანსები არსებობს თარგმნის.
ამ შემთხვევაში ჩნდება შემდეგი გამოწვევები:
პირველი-რთული იქნება, გამომცემლობის პოვნა, რომელიც ,,იოსებს და მის ძმებს" თარგმნის.
მეორე- რთული იქნება იმ ადამიანის პოვნა, რომელიც მანს კარგად თარგმნის.(ისევ დალი ფანჯიკიძეა საჭირო)
მესამე- კაი, გადაილახა ეს სირთულეები,მაგრამ ვინ იყიდის და ვინ წაიკითხავს ამ წიგნს?
ჩემი წარმოდგენით, მაქსიმუმ, 500 კაცმა იყიდოს და ამ ხუთასიდან, მაქსიმუმ, 100 წაიკითხოს, ბოლომდე.
სპეციფიკური ტესქტია, ჩვეულებრივი მხატვრული ლიტერატურა ხომ არ არის.
თან საქართველოში, მყიდველები, წიგნებს, ძირითადად, იმის მიხედვით არჩევენ თუ ,,რომელიმე მათი წიგნებისმოყვარული ნაცნობი" ამადაამ წიგნზე რას ფიქრობს.
როგორ აფასებს მას.
მე მხოლოდ ერთ ადამიანს ვიცნობ, რომელიც ,,იოსების" მოყვარულია და სხვებს ამ წიგნის წაკითხვას ურჩევს.
ოღონც ის უკვე 80 წლისაა და ერთ-ერთ უნივერსიტეტში, შემეცნების თეორიაზე ლექციებს კითხულობს smile.gif


სწორედ, ამიტომ მიმაჩნია ამ წიგნის თარგმნა არარეალურად.

ბაზრის მიმოხილვა კი არ შედიოდა ჩემს გეგმებში, მაგრამ არაკომერციული პროექტებიო და...
რამდენი დავწერე smile.gif

Posted by: Eeescadaaa 3 Dec 2016, 16:50
QUOTE (Alisaka @ 3 Dec 2016, 13:22 )
QUOTE
სტრუგაცკები - პიკნიკი გზის პირას

ამას ხომ აპირებენ?კიარადა,ზუსტად ვიცი,აპირებენ,ადრე დაიწერა კიდეც,რომელი გამომცემლობა აპირებს,არ მახსოვს
ან სულაკაური,ან ბათუმი.


ბათუმს უნდა ეთარგმნა, მაგრამ ერთი წლის წინ და რავი user.gif user.gif


Heart_of_Darkness

ატლას შრაგდ, დიდი საშინლად მოუხერეხებელი წიგნია და 49 ლარი ღირს


--------------

ურსულა რაც გავიგე რომ არსებობს, მაშინვე გადავხედე ბიბლიოგრაფიას და მინდა მისი The Dispossessed

Nathaniel Hawthorne - The Scarlet Letter

Charles Dickens - A Tale of two cities, Little Dorris

რავი უცბად ესენი გამახსენდა user.gif

Posted by: rodo 3 Dec 2016, 18:21
QUOTE (Heart_of_Darkness @ 3 Dec 2016, 15:46 )
რენდის ,,atlas shrugged" თარგმნეს? რამდენი ხანია წაკითხვა მინდა და მოცულობა მზაფრავს.
ალბათ, ,,არეტემ" თარგმნა.
არეტესთან ,,პირველწყარო" ღირს 32 ლარი და ეს ახალი თარგმანი, ვითომ, გაიყიდება?
სავარაუდოდ, ისეთი ფასი დაედება, რომ ერთეულები იყიდიან.

ფაუსტუსი, როგორც მახსოვს, ,,ინტელექტმა" თარგმნა და მთელი წლის განმავლობაში, ამ წიგნზე გამოცხადებული, ფასდაკლებებით,
თუ ვიმსჯელებთ, მაინცდამაინც, კარგად ვერ იყიდება.
ამ ჩავარდნის გათვალისწინებით, ,,ინტელექტი", ვითომ, კიდევ ერთხელ, ეცდება მანის თარგმნას?
ჩემი აზრით, ფაუსტუსი იმიტომ თარგმნეს, რომ საქართველოში ,,ჯადოსნური მთა" კარგად გაიყიდა და
გამომცემლები ფიქრობდნენ, რომ ,,ჯადოსნური მთის" პოპულარობის კვალობაზე ეს წიგნიც გახდებოდა მოთხოვნადი და გაყიდვადი.

ბაზრის მიმოხილვა კი არ შედიოდა ჩემს გეგმებში, მაგრამ არაკომერციული პროექტებიო და...
რამდენი დავწერე smile.gif

"გარგანტუა და პანტაგრუელი"-მა მეც გამიცრუა იმედი. როცა ვკითხულობდი აზრი ვერ გამოვიტანე. თარგმანს ვაბრალებ.

"ფაუსტი" "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ" გამოსცა. არაფერს ვიტყვი თავად ამ გენიალურ ნაწარმოებზე, მაგრამ დავით წერიდიანის პირველი ნაწილის თარგმანი, ჩემი აზრით, თავისთავად ხელოვნების ნიმუშია. ნეტავი რამდენი წლის მერე შევძლებთ მისი თარგმანით მეორე ნაწილის ხილვას.

"ატლანტმა მხრები გაშალა" ალბათ იქნება წიგნების საახალწლო ფესტივალზე - https://www.facebook.com/aretegamomcemloba/photos/a.369100139849346.90219.369094453183248/1179729512119734/?type=3&theater
ამ ფესტივალზე, მე პირადად, არეტესგან "ქარიშხლიანი უღელტეხილი"-ს და "კლასობანა"-ს ყიდვას ვაპირებ, ასევე, თუ ფული დამრჩა, ტორტონ უაილდერის "მეფე ლუდოვიკო წმინდას ხიდი" უნდა ვიყიდო, რადგან მირჩიეს კარგი მწერალი არისო.

Posted by: Heart_of_Darkness 3 Dec 2016, 22:50
QUOTE (rodo @ 3 Dec 2016, 18:21 )


"ფაუსტი" "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ" გამოსცა.


,,ფაუსტი" არა, ფაუსტუსი მიწერია, მანის ,,დოქტორ ფაუსტუს" ვგულისხმობ smile.gif
გოეთე, რომ მსოფლიო კლასიკაა და ქართულად უნდა იყოს, რათქმაუნდა, გეთანხმებით.

ქართულად, მქონდა დოქტორ ფაუსტუსი, ვერ დავამუღამე, მერე რუსულად ვიყიდე, ისევ ვერ დავამუღამე.
გერმანულს ისწავლიდა კაცი და წაიკითხავდა ორიგინალში, მაგრამ ჩემი გრაფიკიდან გამომდინარე არარეალური მგონია,
გერმანულის სწავლა და მანის ორიგინალში წაკითხვა.


ისე, რაღაც ეკლექტური ნაზავია: ბრონტე, კორტასარი და უაილდერი ერთად.
ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული სტილის ავტორებია.
თან ათეულში ისეთი წიგნები გიწერიათ, რომ ამ ჩამონათვლის შემდეგ, რავიცი...

,,ქარიშღლიანი უღელტეხილი" შესაბამის ასაკში უნდა წაიკითხო. ცოტა ,,გოგოშკური" წიგნია.
კორტასარს შესაბამისი განწყობა სჭირდება, მე ვერ შევიქმენი და ამიტომ, არ მომეწონა.
უაილდერის ყიდვა კიდევ შეიძლება.

Eeescadaaa
ჰუჰ, რა იაფია 49 ლარი. sleep.gif
წავალ, გავიქცევი ბიბლუსში.
ამ ფასად, ამაზონიდან გამოვიწერ და ორიგინალში მაინც წავიკითხავ. mad.gif

Posted by: 5nizza 3 Dec 2016, 22:51
შიშსა და ძრწოლას რატო არავინ თარგმნის სორენას თუ დანიური არ იციან მთარგმნელებმა? არადა სირცხვილია კირკეგორი რატო არ უნდა იყოს ნათარგმნი .

ისე ინგლისურიდანაც რო თარგმნონ რამე დაშავდება? ესეთი პრაქტიკა არსებობს ? ინგლისურად საკითხავად ცუდი არაა .

Posted by: senpai 3 Dec 2016, 22:54
Heart_of_Darkness
QUOTE
ამ ფასად, ამაზონიდან გამოვიწერ და ორიგინალში მაინც წავიკითხავ.

givi.gif

5 დოლარი ღირს სულ რაღაც, რა ფასებს უმატებ biggrin.gif თუ ლარი ისე გაიქცა რო ეგრე გამოდის biggrin.gif

Posted by: OHOI_IKA 4 Dec 2016, 00:17
Ras_al_Ghul
QUOTE
ნიჩევო, ვარ რა  შენ რაფერ ხარ?

დაღლილი და დაქანცული :დ

QUOTE
პირველი-რთული იქნება, გამომცემლობის პოვნა, რომელიც ,,იოსებს და მის ძმებს" თარგმნის.

არ იქნება რთული, თუ გერმანიის საელჩო დააფინანსებს თარგმანს ნაწილობრივ მაინც.
იმ წიგნების უმრავლესობა, რომლებიც ჩამოთვალეთ და უკვე არის ქართულ ენაზე, ან კომუნისტების დროსაა თარგმნილი, ან შესაბამისი საელჩოების დაფინანსებითაა გამოცემული.

ატლასს რაც შეეხება, 1000 ცალი აუცილებლად გაიყიდება, მოდაა მაგ წიგნის სახლში ქონა და ბევრი მაგის გამოც იყიდის smile.gif
სტატისტიკის მიხედვით, სამი წიგნი, რომელთა შესახებაც ყველაზე ხშირად იტყუებიან რომ წაკითხული აქვთ, არის: 1. ბიბლია 2. რენდი - ატლასმა მხრები გაშალა 3. დე ტოკვილი - დემოკრატია ამერიკაში
3 წლის წინ, იუნგი რომ გამოიცა საქართველოშI, იმ ზაფხულს საუკეთესოდ გაყიდვადი წიგნი იყო :დ

პ.ს. პედრო პარამო გამოვა დეკემბერში

Posted by: Ras_al_Ghul 4 Dec 2016, 00:35
QUOTE
სტატისტიკის მიხედვით, სამი წიგნი, რომელთა შესახებაც ყველაზე ხშირად იტყუებიან რომ წაკითხული აქვთ, არის: 1. ბიბლია


ზუსტად smile.gif

QUOTE
დაღლილი და დაქანცული :დ


მესმის ;დდ

Posted by: Onyx′ 4 Dec 2016, 00:38
Seuss, Dr. - Oh, The Places You'll Go!
Letters to Milena - Kafka, Franz
The Magus - Fowles, John

Posted by: Eeescadaaa 4 Dec 2016, 00:42
QUOTE (OHOI_IKA @ 4 Dec 2016, 00:17 )


ატლასს რაც შეეხება, 1000 ცალი აუცილებლად გაიყიდება, მოდაა მაგ წიგნის სახლში ქონა და ბევრი მაგის გამოც იყიდის smile.gif
სტატისტიკის მიხედვით, სამი წიგნი, რომელთა შესახებაც ყველაზე ხშირად იტყუებიან რომ წაკითხული აქვთ, არის: 1. ბიბლია 2. რენდი - ატლასმა მხრები გაშალა 3. დე ტოკვილი - დემოკრატია ამერიკაში


გაგებული მქონდა ძერსკი რომ იყო ატლასი, მაგრამ ასეთი არა :O ვაჰ


no.gif მე მხოლოდ ბიბლიოაზე ვამბობ ტყუილს old.gif old.gif



Posted by: OHOI_IKA 4 Dec 2016, 00:44
Eeescadaaa
რადიკალი მემარჯვენეების ბიბლიაა რა. სინამდვილეში კი, სსრკ-დან გაქცეული კომპლექსიანი ქალის ნაშრომია.
სასტიკად არ ვიზიარებ არცერთ სიტყვას, მაგრამ მასთ რიდ წიგნია.

პ.ს."პიკნიკი გზის პირას" ზამთრის ბოლოსკენ გამოვა.

Posted by: senpai 4 Dec 2016, 00:47
OHOI_IKA
QUOTE
სსრკ-დან გაქცეული კომპლექსიანი ქალის ნაშრომია.

კარგი რააა. გვილაპარაკია მაგაზე, მარა ესეთ შეფასებას არ იმსახურებს.

Posted by: OHOI_IKA 4 Dec 2016, 00:51
senpai
QUOTE
კარგი რააა. გვილაპარაკია მაგაზე, მარა ესეთ შეფასებას არ იმსახურებს.

აუ რავი, არანაირად არ ვცდილობ დავაკნინო ამით. კომპლექსიანები და საშინელი ტიპები წერენ შედევრებს
და ეს წიგნი გამორჩეული შედევრია. თუმცა მხატვრული ღირებულება ნაკლებად აქვს

Posted by: cinakani 4 Dec 2016, 01:08
იოსები და მისი ძმები უკვე დიდი ხანია რაც ითარგმნება. ეტყობა ვერაფრით დააყენეს საშველი დამთავრებას. თუმცა არც მიკვრის თუ ამ წიგნის სირთულეს გავითვალისწინებთ. აბა ზოგიერთი მთარგმნელი 700–800 გვერდიან წიგნებს 1 წელში თარგმნის და თან რამდენიმეს lol.gif lol.gif

Posted by: Heart_of_Darkness 4 Dec 2016, 01:09
senpai
ეგ, ქინდლ ედიშენებია 5-ად :)
თან მე სქელყდიანი მინდა.თხელყდიანი მალე გამიფუჭდება.
14 დოლარი უწევს, შიპინგით და დოლარის კურსის ცვალებადობით კი ჩავეტევი 49-ში.

OHOI_IKA
რაღაცნაირად გულზე მომეშვა, რომ ამ სამიდან არცერთი მაქვს წაკითხული და არც მიტყდება ამის აღიარება.
ე.ი. სტატისტიკის აქეთ ვარ. :)
ისე, ეგ სტატისტიკა, ნეტა, როგორ დაითვალეს?

დაახლოებით ასეთი სიტუაცია იყო, ალბათ: რესპონდენტთან მიდიხარ და ეკითხები-,,შეგიძლიათ დამისახელოთ წიგნი,
რომელიც არ წაგიკითხავთ და გრცხვენიათ რომ არ წაგიკითხავთ?"
და ისიც რომ გეუბნება :)

როგორც ჩემი მონაცემთა ანალიზის ლექტორი ამბობდა: "ტყუილი სამი სახისაა: ტყუილი, უსირცხვილო ტყუილი და სტატისტიკა".
პირველ კურსზე სტატისტიკა შემეტენა და რომ არ დამეწერა არ შემეძლო.


რენდზე რევიუებს გადავხედე და უკვე ისეთი მოლოდინი მაქვს, რომ დამენანება ატლასის ყიდვა.

Posted by: Ras_al_Ghul 4 Dec 2016, 01:20
Heart_of_Darkness
QUOTE
როგორც ჩემი მონაცემთა ანალიზის ლექტორი ამბობდა: "ტყუილი სამი სახისაა: ტყუილი, უსირცხვილო ტყუილი და სტატისტიკა".


შენი ლექტორი არვიცი მაგრამ, ეგ სიტყვები მარკ ტვენს ეკუთვნის ;დ

სტატისტიკებში პრეზენტაციებს რო ვაკეთებდი ხოლმე პირველ სლაიდზე სუ მაგას ვწერდი ;დდ ან ბოლოს ;დდ ღადაობის პონტში ;დ

Posted by: 4L3X 4 Dec 2016, 01:27
OHOI_IKA
ვააა ეს რა ბატონი მობრძანებულა. გამარჯობა თქვნი. ველი ახალ ბომბა წიგნებს თქვენი საგამომცემლოსგან დეკემბრის ფესტივალზე. ერთ თხოვნა მექნება როგორც კლიენტს, ვინც "სიკვდილის ახსნა" გამოსცა იქნებ თხოვო რომ უფრო "ნაზი" წიგნები გამოსცეს, დავიღალე წიგნთან ფიზიკურ ჭიდილში.

Posted by: OHOI_IKA 4 Dec 2016, 02:08
Heart_of_Darkness
QUOTE
ისე, ეგ სტატისტიკა, ნეტა, როგორ დაითვალეს?

ასეთი რამეების დათვლა ძალიან ადვილია smile.gif ზემოთ იუნგის მაგალითი მოვიყვანე და ეს ყველაფერი ძალიან მარტივი სტატისტიკური ხერხით მაქვს დათვლილი, სტატისტიკის მეცნიერების დახმარებით კი ძალიან ადვილად გამოთვლადია smile.gif

4L3X
QUOTE
ვააა ეს რა ბატონი მობრძანებულა. გამარჯობა თქვნი

გაგიმარჯოს smile.gif მეირინკმა შემომიტყუა და მომნატრებიხართ smile.gif საუკეთესო ადგილია ქართულ ნეტში smile.gif
QUOTE
ველი ახალ ბომბა წიგნებს თქვენი საგამომცემლოსგან დეკემბრის ფესტივალზე

სიახლეები ბლომადაა, უფრო ახალ მიმართულებებში smile.gif მალე დავდებთ ახალ წიგნებს <3
ლარის კურსია, რაც ძალიან გვაფერხებს და უდიდეს პრობლემებს გვიქმნის და იმედია ფესტივალამდე ცოტათი დასტაბილურდება, თორემ ვიღუპებით და 7 წიგნის დაქენსელება მოგვიწია ამის გამო sad.gif
QUOTE
ერთ თხოვნა მექნება როგორც კლიენტს, ვინც "სიკვდილის ახსნა" გამოსცა იქნებ თხოვო რომ უფრო "ნაზი" წიგნები გამოსცეს, დავიღალე წიგნთან ფიზიკურ ჭიდილში.

მწერალს გულისხმობ ხომ? თორემ გამომცემელი მე ვარ smile.gif
ამ ჟანრის პროზა არაა ფაქტობრივად ქართულად და სიამოვნებით გამოვეცი. გეთანხმები, რომ მძიმეა, მაგრამ თავისებურია, მომწონს მძიმე ესთეტიკა და გაღუნული რეალობები smile.gif
თანდათან დაიხვეწება ჟანრი. იმედია smile.gif

Posted by: Eeescadaaa 4 Dec 2016, 02:37
QUOTE (OHOI_IKA @ 4 Dec 2016, 00:44 )
Eeescadaaa
რადიკალი მემარჯვენეების ბიბლიაა რა.


იყოს gigi.gif ერთი რეგულარული ბიბლიაც საკმარისია


პს უკვდავი ბიბლიოთეკა? user.gif user.gif

Posted by: OHOI_IKA 4 Dec 2016, 02:50
Eeescadaaa
QUOTE
პს უკვდავი ბიბლიოთეკა?   

ხუთი წიგნით შეივსება smile.gif

Posted by: George Best :) 4 Dec 2016, 02:53
OHOI_IKA
დაბრუნდი ხო ?
ასწორებს,დააკლდი განყოფილებას
სუ პოსტე რა
იმენა მე მჭირდები,ყველა ფესტზე რო არ გეძებო და არ გკითხო ეს ფენტეზი როგორია,ის როგორი,აქვე გავიგებ biggrin.gif
დარწმუნებული ვარ,ყველას უსწორდება რო პოსტავ

Posted by: Heart_of_Darkness 4 Dec 2016, 10:52
Ras_al_Ghul
ვიცი, რომ მარკ ტვენისია.
ჩემი ლექტორი სტატისტიკოსია და ყოველ სემესტრს, ამ ფრაზით ხსნის smile.gif
კისის წიგნსაც ეს ფრაზა უწერია, პირველ თავში.

ვიცი, ვიცი, სტატისტიკის მეცნიერებების ძალა, განსაკუთრებით, მაშინ ესპიესეს-ში, ექსტრიმალურ მონაცემთა ამპუტაციაზე რომ გადავდივარ smile.gif
პ.ს. მეორე კურსზე სტატისტიკაში 99 ავიღე და რომ არ დამეწერა, არ შემეძლო biggrin.gif

Posted by: 4L3X 4 Dec 2016, 11:03
OHOI_IKA
QUOTE (OHOI_IKA @ 4 Dec 2016, 02:08 )
მწერალს გულისხმობ ხომ? თორემ გამომცემელი მე ვარ smile.gif
ამ ჟანრის პროზა არაა ფაქტობრივად ქართულად და სიამოვნებით გამოვეცი. გეთანხმები, რომ მძიმეა, მაგრამ თავისებურია, მომწონს მძიმე ესთეტიკა და გაღუნული რეალობები smile.gif
თანდათან დაიხვეწება ჟანრი. იმედია smile.gif

ნაწარმოები ხომ მძიმეა თვითონ მაგრამ მგაზე არ შემოგჩივლე. თვითონ წიგნია ისე აკინძული რომ ფურცლებთან გიწევს ჭიდილი. სტამბა უნდა მეთქვა, გამომცემელი კი არა.

QUOTE
7 წიგნის დაქენსელება მოგვიწია
vis.gif

Posted by: John-obi 4 Dec 2016, 11:32
QUOTE
თვითონ წიგნია ისე აკინძული რომ ფურცლებთან გიწევს ჭიდილი.


+1

მეც შევამჩნიე სხვა წიგნებს biggrin.gif

Posted by: Ras_al_Ghul 4 Dec 2016, 11:35
Heart_of_Darkness

მშვენიერი მშვენიერი love.gif

Posted by: OHOI_IKA 4 Dec 2016, 15:36
George Best smile.gif
კი დავბრუნდი და სანამ ახალი წიგნები არ წამოვა, ვიქნები აქ <3 და ძალიან დიდი მადლობა ძმაო, სიამოვნებით ყველაფერზე აქ ვარ და იმ დღეს ცუდად და გაწამაწიაში ვიყავი და ვერ გნახე ნორმალურად რა sad.gif
* * *
4L3X
John-obi
აუ ხო sad.gif ქართული სტამბები... გადავწყვიტე, როგორც არ უნდა გაჭირდეს, აქ აღარასდროს დავბეჭდავ

Posted by: MeBeforeYou 4 Dec 2016, 17:40
OHOI_IKA
Welcome ))

Me After You - ს თარგმანა თუა დაწყებული და აპირებ თუ არა გამოცემას?


Posted by: marimari11 4 Dec 2016, 22:41
OHOI_IKA
ალენდეც გამოვა?


ეს პოსტი რომ დავწერე მერე გამახსენა რომ ამას ჩემტვის მნიშვნელობა აღარ აქვსvis.gif

Posted by: OHOI_IKA 5 Dec 2016, 01:20
MeBeforeYou
QUOTE
Welcome ))

smile.gif გმადლობ!

QUOTE
After You

ამ ზამთარს გამოვა. თარფმანი არ მოგვეწონა პირველის და თავიდან დაიწყო თარგმნა. თორემ სექტემბერშ უნდა ყოფილიყო


marimari11
QUOTE
ალენდეც გამოვა?


ეს პოსტი რომ დავწერე მერე გამახსენა რომ ამას ჩემტვის მნიშვნელობა აღარ აქვს

გაიჭერი ევროპებში და აღარ გაინტერესებს? sad.gif

Posted by: marimari11 5 Dec 2016, 01:28
OHOI_IKA
ინტერესით კი მაინტერესებს მაგრამ მე რა ხეირი მანდ რომ გამოვა givi.gif givi.gif

Posted by: MeBeforeYou 5 Dec 2016, 01:31
OHOI_IKA
Very Well.
მთავრია გამოვიდეს და რამდენიმე თვე დავიცდი.

პ.ს მეტროს ხელახალი დაბეჭდვისთვის მადლობა ))
პ.ს.ს 17 ხმა არაფერია კიდევ.

Posted by: HurricaneKat. 5 Dec 2016, 10:39
QUOTE (OHOI_IKA @ 3 Dec 2016, 13:48 )

ჰა?
ვისი თარგმნილია? წიგნი არსებობს?

დარწმუნებული ვიყავი რომ თარგმნილი იყო თუმცა ვეღარ ვნახე spy.gif

Posted by: Brruto 5 Dec 2016, 10:48
როალდ დალის მოთხრობები თარგმნოს ვინმემ, ვისაც ო ჰენრი ევასება ეგეც მაგრად მოეწონება...

ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მწერალია smile.gif


Posted by: rodo 5 Dec 2016, 15:11
QUOTE (Heart_of_Darkness @ 3 Dec 2016, 22:50 )
,,ფაუსტი" არა, ფაუსტუსი მიწერია, მანის ,,დოქტორ ფაუსტუს" ვგულისხმობ smile.gif
გოეთე, რომ მსოფლიო კლასიკაა და ქართულად უნდა იყოს, რათქმაუნდა, გეთანხმებით.

ისე, რაღაც ეკლექტური ნაზავია: ბრონტე, კორტასარი და უაილდერი ერთად.
ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული სტილის ავტორებია.
თან ათეულში ისეთი წიგნები გიწერიათ, რომ ამ ჩამონათვლის შემდეგ, რავიცი...

,,ქარიშღლიანი უღელტეხილი" შესაბამის ასაკში უნდა წაიკითხო. ცოტა ,,გოგოშკური" წიგნია.
კორტასარს შესაბამისი განწყობა სჭირდება, მე ვერ შევიქმენი და ამიტომ, არ მომეწონა.
უაილდერის ყიდვა კიდევ შეიძლება.

რატომღაც "ფაუსტუსი"-ს ნაცვლად "ფაუსტი" წავიკითხე. თომას მანი ერთ-ერთი დიდი მწერალია, მაგრამ სამწუხაროდ გვიან მიხვდა, რომ უშველებელი ნაწარმოების მთავარი იდეის "ჩატევა" შეიძლება პატარა მოთხრობებში biggrin.gif (თუმცა, ხარისხიანად წერდა ვერ დაუკარგავ). ამის შესანიშნავი, მაგალითია, ფრანც კაფკას მოთხრობები და ნაწარმოებები.

საერთოდ, რომანტიკული ისტორიები არ მიყვარს, ამიტომ ემილი ბრონტეს წაკითხვას არ ვაპირებდი, მაგრამ ფილმი, რომ ვნახე ცოტა სხვა კუთხიდან შევხედე და დამაინტერესა; ტორნტონ უაილდერი მირჩიეს, მაგრამ ზუსტად არ ვიცი რას უნდა ველოდო. აი კორტასარს, რაც შეეხება, ადრე მქონდა წაკითხული მისი რამოდენიმე მოთხრობა, რამაც არ დამტოვა აღრფთოვანებული და მივატოვე; მოგვიანებით, ამ ფორუმზე, რომელიღაც თემის წყალობით, კიდევ ერთხელ დავინტერესდი და წავიკითხე მისი სხვა მოთხრობები, მათ შორის "ეშმაკის დორბლი", "აქსოლოტლი" და სხვ. ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. თუმცა, როგორც შენ აღნიშნე, სახასიათო მწერალია და ყველას ვერ ვურჩევ.

მარკ ტვენი ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი მწერალია. მისი იუმორი ძალიან მიყვარს. განსაკუთრებულად, მიყვარს მისი მოთხრობები. ახლახანს გავიგე, რომ "ტომ სოიერის თავგადასავალს", "ჰალკბერ ფინის" გარდა, სხვა გაგრძელებებიც ჰქონია: "ტომ სოიერი საზღვარგარეთ" და "ტომ სოიერი, დეტექტივი". ამ მწერლის იუმორი ცინიკური, გესლიანი, მახვილგონივრული და დაბალანსირებულია. ძალიან გამიხარდება, თუ მსგავსი იუმორის მწერალს მირჩევთ.
* * *
QUOTE (marimari11 @ 4 Dec 2016, 22:41 )
OHOI_IKA
ალენდეც გამოვა?

იზაბელა ალენდე "სულების სახლი" ქართულად სათარგმნია +1

საერთოდ, წიგნის გამომცემლებმა ფორუმზე უფრო მეტად რომ შემოიხედონ და გაითვალისწინონ მკითხველთა სურვილები კარგი იქნება. უდავოა, რომ უნდა მოხდეს თანამედროვე პოპულარული ავტორების ახალი ნაწარმოებების დაბეჭდვა, რის შესახებაც გამომცემლები წიგნების საერთაშორისო ბაზრობების მეშვეობით იგებენ ხოლმე (ჩემი აზრით, მათ შორის ბევრი კარგი წიგნია); მაგრამ, ვფიქრობ, ასევე უნდა მოხდეს ადგილობრივ მკითხველთა ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებაც, რისი კარგი ინდიკატორიც არის ფორუმის ლიტერატურული განყოფილება. smile.gif

მაგალითად, ვფირობ, ძალიან კარგი ინიციატივა იქნება რომელიმე გამომცემლის მხრიდან, რომ პერიოდულად, მოგვცეს საშუალება ხმა მივცეთ ამა თუ იმ ნაწარმოებს და ყველაზე მეტი ხმა რომელსაც ექნება, ის ნაწარმოები ათარგმნინონ და გამოსცენ.

Posted by: OHOI_IKA 5 Dec 2016, 17:12
marimari11
ებიჯო!

MeBeforeYou
კი, კი, მალე გამოვა და საფესტივალოდ კიდევ სხვა ჯოჯოაები დაიდება smile.gif

QUOTE
პ.ს მეტროს ხელახალი დაბეჭდვისთვის მადლობა ))

smile.gif
QUOTE
პ.ს.ს 17 ხმა არაფერია კიდევ.

sad.gif

rodo
QUOTE
საერთოდ, წიგნის გამომცემლებმა ფორუმზე უფრო მეტად რომ შემოიხედონ და გაითვალისწინონ მკითხველთა სურვილები კარგი იქნება. უდავოა, რომ უნდა მოხდეს თანამედროვე პოპულარული ავტორების ახალი ნაწარმოებების დაბეჭდვა, რის შესახებაც გამომცემლები წიგნების საერთაშორისო ბაზრობების მეშვეობით იგებენ ხოლმე (ჩემი აზრით, მათ შორის ბევრი კარგი წიგნია); მაგრამ, ვფიქრობ, ასევე უნდა მოხდეს ადგილობრივ მკითხველთა ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებაც, რისი კარგი ინდიკატორიც არის ფორუმის ლიტერატურული განყოფილება.

მაგალითად, ვფირობ, ძალიან კარგი ინიციატივა იქნება რომელიმე გამომცემლის მხრიდან, რომ პერიოდულად, მოგვცეს საშუალება ხმა მივცეთ ამა თუ იმ ნაწარმოებს და ყველაზე მეტი ხმა რომელსაც ექნება, ის ნაწარმოები ათარგმნინონ და გამოსცენ.

ვიხედები და შესწავლილი მაქვს ეს განყოფილება, მაგრამ აქ ძირითადად ერთი და იგივე ხალხი პოსტავს, სულ რამდენიმე კაცი
მაგრამ მზად ვარ ყოველთვის და მაინტერესებს რა ისეწერება აქ

Posted by: MeBeforeYou 5 Dec 2016, 17:43
OHOI_IKA
არ ვიქნები სამწუხაროდ ფესტივალზე აქ, მაგრამ კარგი ინფოა .რომლები იქნება ჩემი გაგრძელების გარდა?

ნუ იბღვირები რა, sad.gif - საამისო არაფერი გჭირს, კარგი განწყობა დამანახე ))

Posted by: Heart_of_Darkness 5 Dec 2016, 19:23
QUOTE (cinakani @ 4 Dec 2016, 01:08 )
იოსები და მისი ძმები უკვე დიდი ხანია რაც ითარგმნება.

რა კარგი ინფოა.
ხომ არ იცით, ვინ თარგმნის?


Posted by: OHOI_IKA 6 Dec 2016, 00:13
MeBeforeYou
QUOTE
რომლები იქნება ჩემი გაგრძელების გარდა?

შენი გაგრძელება ერთი თვე დაიგვიანებს sad.gif
მარა იმდენი ახალი წიგნი იქნება... smile.gif

QUOTE
კარგი განწყობა დამანახე ))

jump.gif jump.gif jump.gif უბრალოდ ტეხავს, რომ ბოლოს სერვერის გადატვირთვის გამო გაჭედა და ვერ მოვიგეთ smile.gif

Posted by: MeBeforeYou 6 Dec 2016, 00:30
OHOI_IKA
ჰო, ცუდია, ცოტა ადრე მჭირდეებოდა ეგ წიგნი, მაგრამ არაუშავს, ბიბლიოთეკითვის მინდა ახლა და მთავარია იყოს.

ვიცი რაც მოხდა, ,, იქ '' ვიყავი ბოლო წუთები, მაგრამ არაუშავს, გამამხნევებლად არ გამოვდგები , მაგრამ მაგით ძლიერდება გამომცემლობა.

Posted by: rodo 6 Dec 2016, 10:36
QUOTE (OHOI_IKA @ 5 Dec 2016, 17:12 )
ვიხედები და შესწავლილი მაქვს ეს განყოფილება, მაგრამ აქ ძირითადად ერთი და იგივე ხალხი პოსტავს, სულ რამდენიმე კაცი
მაგრამ მზად ვარ ყოველთვის და მაინტერესებს რა ისეწერება აქ

მადლობა კომენტარისთვის.

გეთანმხებით, არამარტო ამ ფორუმზეა მომხმარებლების მცირე რაოდენობა, არამედ ზოგადად, ძალიან ცოტა ადამიანი კითხულობს ჩვენს ქვეყანაში. თუმცა, გამომცემლობები ბოლო დროს ბევრ ახალ წიგნს გამოსცემენ, რაც სასიხარულო ამბავია.

როგორც მივხდი "წიგნები ბათუმში" გამომცემლობას წარმოადგენთ. მაინტერესებს, თუ აყენებთ თქვენს გამომცემლობაში მაგ., "გოლემი"-ს თარგმნის და გამოცემის საკითხის და თუ კი, როგორია პასუხი.

Posted by: OHOI_IKA 6 Dec 2016, 11:24
MeBeforeYou
QUOTE
ვიცი რაც მოხდა, ,, იქ '' ვიყავი ბოლო წუთები, მაგრამ არაუშავს, გამამხნევებლად არ გამოვდგები , მაგრამ მაგით ძლიერდება გამომცემლობა.

რას ამბობ, საუკეთესო გამხნევებაა <3 მადლობა, ზუსტად ამით ძლიერდება გამომცემლობა :*

rodo
QUOTE
როგორც მივხდი "წიგნები ბათუმში" გამომცემლობას წარმოადგენთ. მაინტერესებს, თუ აყენებთ თქვენს გამომცემლობაში მაგ., "გოლემი"-ს თარგმნის და გამოცემის საკითხის და თუ კი, როგორია პასუხი.

კი, მთარგმნელს მოველაპარაკე ცოტა ხნის წინ და მაიტომაც გამიკვირდა, აქ რომ დაწერეს უვე თარგმნილიაო. მაირინკს აუცილებლად გამოვცემთ smile.gif

Posted by: Andro_forza juve 6 Dec 2016, 11:28
OHOI_IKA
ჩემი ძმა, ამის თარგმნას შეძლებთ?
Silvio Pellico - Discorso dei doveri degli uomini

tan.gif


Posted by: monogamist 6 Dec 2016, 11:39
გიოდელი, ეშერი, ბახი
ძენი და მოტოციკლის რაცხარუმე
ჰეიკე მონოგატარი
თუ გამახსენდა კიდე

Posted by: MeBeforeYou 6 Dec 2016, 11:41
OHOI_IKA
არაფრის :*
პმ იხილე, სანამ კარგ ხასიათზე ვარ ისე :დ )))

Posted by: OHOI_IKA 6 Dec 2016, 11:53
Andro_forza juve
QUOTE
ჩემი ძმა, ამის თარგმნას შეძლებთ?
Silvio Pellico - Discorso dei doveri degli uomini

ბიჯო, კიელინის სულს გაფიცებ, გაჩერდი smile.gif))
პირადად გითარგმნი, შენ სახელზე გამოვცე, ოღონდ გაჩერდი :დ

MeBeforeYou
QUOTE
პმ იხილე, სანამ კარგ ხასიათზე ვარ ისე :დ )))

დიახ, ახლავე smile.gif

Posted by: 4L3X 6 Dec 2016, 12:02
ვისაც ამერიკელი ღმერთების თარგმნა უნდოდა და ვერ თარგმნა ვთავაზობ თარგმნოს

ჰელენ ვეკერის https://www.goodreads.com/book/show/15819028-the-golem-and-the-jinni?ac=1&from_search=true

ან

ნილ გეიმანის https://www.goodreads.com/book/show/12067.Good_Omens?ac=1&from_search=true

სუზან კლარკის https://www.goodreads.com/book/show/14201.Jonathan_Strange_Mr_Norrell

Posted by: OHOI_IKA 6 Dec 2016, 12:08
4L3X
QUOTE
ვისაც ამერიკელი ღმერთების თარგმნა უნდოდა და ვერ თარგმნა ვთავაზობ თარგმნოს

ჰელენ ვეკერის The Golem and the Jinni

ან

ნილ გეიმანის Good Omen

სუზან კლარკის Jonathan Strange and Mr Norell

პირველი არ წამიკითხავს, მხოლოდ რევიუები ვიცი და კარგი უნდა იყოს.
მეორეში კითხვისას ხვდები, რომ გეიმანის წვლილი ძალიან მცირეა, პრეჩეტისაა ფაქტობრივად წიგნი, თუმცა ქართულად სათარგმნად ურთულესი იქნება, იუმორის გადმოტანა თითქმის შეუძლებლად მიმაჩნია.
სტრეინჯი და ნორელი არ მომწონს საშინლად, ძალიან გაუტია მაგ ქალმა sad.gif

Posted by: 4L3X 6 Dec 2016, 12:14
QUOTE (OHOI_IKA @ 6 Dec 2016, 12:08 )
სტრეინჯი და ნორელი არ მომწონს საშინლად, ძალიან გაუტია მაგ ქალმა sad.gif

მე ვაპირებ სამომავლოდ წაკითხვას და იქნებ მითხრა რით გამოიწვია შენი ასეთი გულისწყრომა?

ისე China Mieville თუ მოკიდებ ხელს ვინმე ცუდი არ იქნება IMHO

The City and the City კარგი იყო.

Posted by: Andro_forza juve 6 Dec 2016, 12:26
OHOI_IKA
QUOTE
იჯო, კიელინის სულს გაფიცებ, გაჩერდი ))
პირადად გითარგმნი, შენ სახელზე გამოვცე, ოღონდ გაჩერდი :დ

:DDDDDDDDD

კაი, ვხუმრობ ბიჯო, რატო იგრუზები )))

Posted by: rodo 6 Dec 2016, 12:37
QUOTE (OHOI_IKA @ 6 Dec 2016, 11:24 )
კი, მთარგმნელს მოველაპარაკე ცოტა ხნის წინ და მაიტომაც გამიკვირდა, აქ რომ დაწერეს უვე თარგმნილიაო. მაირინკს აუცილებლად გამოვცემთ smile.gif

სასიხარულო ინფორმაციაა, მადლობა. smile.gif

Posted by: cinakani 6 Dec 2016, 21:46
QUOTE
რა კარგი ინფოა.
ხომ არ იცით, ვინ თარგმნის?

ნანა გოგოლაშვილი და ირაკლი სურგულაძე თარგმნიდნენ.

Posted by: karlsoni 8 Dec 2016, 00:26
იაპონურიდან რისი თარგმ,ნა გსურთ?

Posted by: rodo 8 Dec 2016, 12:47
QUOTE (karlsoni @ 8 Dec 2016, 00:26 )
იაპონურიდან რისი თარგმ,ნა გსურთ?

1. იასუნარი კავაბატას 山の音 ("The Sound of the Mountain");
2. იუკიო მიშიმას 真夏の死 ("Death in Midsummer and other stories");
3. ჰარუკი მურაკამის ねじまき鳥クロニクル ("The Wind-Up Bird Chronicle").

Posted by: lepori 11 Dec 2016, 16:25
მე დავიწყე თარგმნა და სამი ხაზის შემდეგ დავნებდი biggrin.gif
ერთ-ერთი საუკეთესო მეც-პოპულარული წიგნია რაც კი წამიკითხავს up.gif

http://pix.ge/

Posted by: miss_pepsi 15 Dec 2016, 15:14
მე მინდა ჯეიმი ოლივერის ახალი საახალწლო კულინარიული წიგნი ქართულად

ეიმი შუმერის "Girl with a lower back tattoo"

მინდი ქეილინგის ნებისმიერი

და საერთოდ, აი ვარსკვლავების წიგნები, თინა ფეი, ეიმი ფოულერი, ენდი დორფმანი, ეტც.

ამეებს რატო არავინ თარგმნის და უშვებს.

Posted by: rodo 12 Jan 2017, 17:50
ვირჯინია ვულფი - "ორლანდო";
სილვია პლათი - "მინის ქილის ქვეშ";
რობერტო ბოლანო - "2666";
იოჰან ვოლფგანგ გოეთე - "ვილჰელმ მაისტერი".

გოეთეს "ვილჰელმ მაისტერი" ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან და აქტუალურ ნაწარმოებად მიმაჩნია. თუ გამომცემლები არ ჩათვლიან კომერციულად გამართლებულ წიგნად იმისათვის, რომ გამოსცენ, მაშინ იქნებ გერმანიის საელჩოს ან გოეთეს ინსტოტუტის იმედი მაინც ვიქონიოთ, გოეთეს მოყვარულებმა.

Posted by: B l a c k J a c k 12 Jan 2017, 19:08
karlsoni
QUOTE
იაპონურიდან რისი თარგმ,ნა გსურთ?

Grave of the Fireflies (火垂るの墓 Hotaru no Haka?) Akiyuki Nosaka
სულ 15 გვერდია (((

Posted by: ქაფქიანა 12 Jan 2017, 19:32
ძალიან მინდა სტანისლავ ლემის ,,ტექნოლოგიათა ჯამი"-ს თარგმნა. მინდა რა, თავად ვთარგმნი როცა დრო მაქვს, პროსტა გამოცემის პრასვეტი არაა ჯერჯერობით.

Posted by: ლილიტის_ქალიშვილი 13 Jan 2017, 17:14
QUOTE
Grave of the Fireflies (火垂るの墓 Hotaru no Haka?) Akiyuki Nosaka

ეს ნამდვილად გამახარებდა sad.gif

Posted by: fork 13 Jan 2017, 17:28
ან და სერჟ გოლონების "ანჟელიკას" სრულად თუ თარგმნის რომელიმე გამომცემლობა,ეიფელის ზომის ძეგლს დავუდგამ...წარმოსახვით მაინც.

Posted by: ლილიტის_ქალიშვილი 13 Jan 2017, 17:35
ძალიან ბევრი ცნობილი პიესაც სათარგმნია, რუსულად მომიწია წაკითხვა როცა დამჭირდა sad.gif

Posted by: fork 13 Jan 2017, 19:17
არც შერლოკ ჰოლმსია სრულად ნათარგმნი,ეგეც სცადოს ვინმემ.

Posted by: HurricaneKat. 13 Mar 2017, 11:23
QUOTE (rodo @ 8 Dec 2016, 12:47 )

1. იასუნარი კავაბატას 山の音 ("The Sound of the Mountain");
2. იუკიო მიშიმას 真夏の死 ("Death in Midsummer and other stories");

1. თუ სწორად მახსოვს და The Sound of the Mountain პატარა მოთხრობაა, მაშინ საბჭოთა თარგმანი არსებობს ამისი
2. Death in Midsummer and other stories - http://lit.ge/book/157551-sikvdili-shua-zafxulshi-iukio-misima/




karlsoni

გენჯი მონოგატარი yes.gif

Posted by: fork 8 Apr 2017, 11:07
ტოლკიენის თარგმნონ ყველაფერი,წიწიბურას ფაფის რეცეპტიც კი...

Posted by: Eeescadaaa 18 Apr 2017, 18:56
QUOTE (fork @ 13 Jan 2017, 17:28 )
ან და სერჟ გოლონების "ანჟელიკას" სრულად თუ თარგმნის რომელიმე გამომცემლობა,ეიფელის ზომის ძეგლს დავუდგამ...წარმოსახვით მაინც.


ბევრია biggrin.gif იმდენი ბოლო რამდენიმე ინგლისურადაც არ უთარგმნიათ biggrin.gif biggrin.gif

13 მგონი
user.gif

Posted by: the_lizard_king 19 Apr 2017, 12:10
დროა რობერტო ბოლანოს რამე ითარგმნოს

Posted by: Oberin1 19 Apr 2017, 13:29
დიდიხანია მინდა ლიოსას "სამყაროს დასასრულის ომი" ვნახო ქართულად მარა არ დაადგა საშველი

Posted by: MeBeforeYou 20 Apr 2017, 23:50
After You- თუ მეღირსება ოდესმე, რავიცი, მადლობელიც კი ვიქნები ალბათ.
ჯერჯერობით კი მხოლოდ ნერვები მეშლება.

Posted by: OHOI_IKA 21 Apr 2017, 01:56
MeBeforeYou
გეღირსა და ეგაა smile.gif)
მალე დაიბეჭდება

Posted by: MeBeforeYou 21 Apr 2017, 04:21
OHOI_IKA
ჯერ დაიბეჭდოს და მერე გავიხარებ, თორემ სექტემბერიც მახსოვს, ზამთარიც, შემდეგ დაგვიანებული ერთი თვეც და რავიცი, კი გადის აპრილიც უკვე. )))

Posted by: giojavaxa 22 Apr 2017, 14:31
ტორკვატო ტასსო - გათავისუფლებული იერუსალიმი

Posted by: iverieli 18 Jul 2017, 14:58
სარტრის "ღმერთი და ეშმაკი".

სარტრი ძაან მაგარი მწერალია და ცოტაა ქართულ ენაზე თარგმანები გაკეთებული.

Posted by: ANFASY 19 Jul 2017, 16:20
როცა ორიგინალში კითხულო წიგნს აბსოლუტურად სხვაა, და ნათარგმნი კიდე სხვა

Posted by: fork 19 Jul 2017, 17:10
Eeescadaaa
QUOTE
ბევრია  იმდენი ბოლო რამდენიმე ინგლისურადაც არ უთარგმნიათ 

ინგლისელები ნუ თარგმნიან,თუ არ უნდათ...
დავიჯერო ერთი კარგი ფრანგულის მცოდნე არავინაა ამ ბედკრულ ქვეყანაში?

გუდკაინდის ჯადოქრის კანონები არაფრით ჩამოუვარდება,მაგრამ შეეჭიდნენ.
არც სოიაფია პატარა,წიგნები იმხელაა ზოგი ნაწარმოები 3-4 ნაწილად ჩავა შიგნით.
ახლა არ თქვა-მოძველებულიაო.
სიყვარულის,სიძულვილის,ინტრიგებისა და ათასი სხვა ბუნებრივი,ადამიანური გრძნობებისა და ღირსება-უღირსობების ასეთი კოქტეილი,ასე კარგად განვრცობილ სათავგადასავლო ეპოპეაში.

დიდებული იქნება.

ასე რომ,მოკიდეთ ხელი ანჟელიკას,მეგობრებო.

ჰო,და კიდევ ტოლკინის შუახმელეთის ისტორიის 12-ტომეული!

Posted by: Eeescadaaa 19 Jul 2017, 19:02
fork
უფრო მგონია რომ ინტერესი არ იქნება დიდი

გოთ ყველაზე ჰოთ სერიალია რაც კი გამოსულა, და ამასაც ამდენი ხანია თარგმნიან
მაძიებელი გამოვა თუ არა მთლიანად ღმერთმა იცის biggrin.gif

Posted by: fork 19 Jul 2017, 20:41
Eeescadaaa
საკუთარი გადმოსახედიდან ნუ მსჯელობ. biggrin.gif
ჩემი თაობისთვის საოცარი საჩუქარი იქნება.
ათასი სიბრიყვე გაპიარდა და ითარგმნა(გამომცემლობებს არაფერს ვერჩი,ხელის მოსათბობად თინეიჯერულ თემებზე გამოცემული მასალა ერთობ მომგებიანია).
QUOTE
გოთ ყველაზე ჰოთ სერიალია რაც კი გამოსულა, და ამასაც ამდენი ხანია თარგმნიან

იმანაც ვეღარ მოაბა თავი ბოლომდე დაწერას...
QUOTE
მაძიებელი გამოვა თუ არა მთლიანად ღმერთმა იცის

თითები გადააჯვარედინე,ენამ არ გიყივლოს. biggrin.gif

Posted by: chantal 19 Jul 2017, 21:24
ელენა ფერანტეს ნაწარმოებები. ჰენრი მილერის Under the Roofs of Paris

Posted by: Eeescadaaa 19 Jul 2017, 21:32
fork

არ ვსჯელობ ჩემი გადმოსახედიდან, მე მიყვარს მაგის ფილმები და დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი
მაგრამ მგონია 13 ნაწილიანი წიგნები უმეტესობას ეზარება, ლეთს ეგრი თუ დისეგრი .....

Posted by: fork 19 Jul 2017, 22:10
Eeescadaaa
გეთანხმები,კარგი ფილმები აქვს...მაგრამ წიგნთან შედარებით არაფერია ფილმები,მიშელ მერსიეს მშვენების გარდა.
ქართულ ენაზე მხოლოდ ანჟელიკა და ანჟელიკა ახალ სამყაროშია ნათარგმნი...
აუნთონ მწვანე შუქი.
QUOTE
13 ნაწილიანი წიგნები უმეტესობას ეზარება

თუ სიუჟეტი შთამბეჭდავია,თუნდაც 50 ნაწილი იყოს.
სასიამოვნო საკითხავი მასალის კითხვა არასოდეს მეზარებოდა.

Posted by: seeman 19 Jul 2017, 22:28
QUOTE
ჰენრი მილერის Under the Roofs of Paris


და რა აქვს ამ წიგნს დამაინტერესებელი ან რაიმეს მომცემი . ჩვეულებრივი პორნოგრაფია პირველივე აბზაციდან დაწყებული სექსი და მეტი არაფერი

მილერიც შიმშილისგან ფიზიკურად რო არ მომკვდარიყო მაშინ წერდა ეგეთ ###ობებს . ერთ დოლარს აძლევდნენ თითო გვერდში და ესეც წერდა და წერდა : )


Posted by: SUBADARI 19 Jul 2017, 23:44
ბნელი კოშკი მაღირსოს რომელიმე გამომცემლობამ რა მოხდება

Posted by: chantal 20 Jul 2017, 01:30
QUOTE
და რა აქვს ამ წიგნს დამაინტერესებელი ან რაიმეს მომცემი .



ანუ არ ვარგა? კარგი შეფასებები წავიკითხე და მაინტერესბდა rolleyes.gif

Posted by: Divergent 20 Jul 2017, 14:34
QUOTE (ANFASY @ 19 Jul 2017, 16:20 )
როცა ორიგინალში კითხულო წიგნს აბსოლუტურად სხვაა, და ნათარგმნი კიდე სხვა

გეთანხმები .ვამჯობინებ ორიგინალში წვიკითხო ხოლმე, ამასწინათ ჯეინ ოსტინის სიამაყე და ცრურწმენა წავიკითხე ნათარგმნი, საშინელება იყო, ისე ცუდად იყო ნათარგმნი, ახლა ორიგინალში ვკითხულობ სულ სხვა ემოციები მოდის.

Posted by: ANFASY 20 Jul 2017, 17:06
Divergent
QUOTE
გეთანხმები .ვამჯობინებ ორიგინალში წვიკითხო ხოლმე, ამასწინათ ჯეინ ოსტინის სიამაყე და ცრურწმენა წავიკითხე ნათარგმნი, საშინელება იყო, ისე ცუდად იყო ნათარგმნი, ახლა ორიგინალში ვკითხულობ სულ სხვა ემოციები მოდის.

ხოდა აღარასდროს წაიკითხო ნათარგმნი, როცა ორიგინალის "ძალა შეგწევს" smile.gif))))))))))))

Posted by: Divergent 31 Jul 2017, 19:28
ANFASY
biggrin.gif up.gif .

Posted by: celestiales 1 Aug 2017, 00:00
QUOTE
სარტრი

+
თომას მანის იოსები და მისი ძები რატო არაა ნათარგმნი აქამდე? არ უტყდებათ? rolleyes.gif
რამდენი რამე არაა კიდევ.

Posted by: Eeescadaaa 23 Dec 2017, 19:34

მივამატო biggrin.gif

The Grapes of Wrath

Posted by: senpai 23 Dec 2017, 20:07
Eeescadaaa
QUOTE
The Grapes of Wrath

დიდიხანია ნათარგმნია. ახალი გამოცემა გვჭირდება პროსტა.

Posted by: Eeescadaaa 23 Dec 2017, 20:25
QUOTE (senpai @ 23 Dec 2017, 20:07 )
Eeescadaaa
QUOTE
The Grapes of Wrath

დიდიხანია ნათარგმნია. ახალი გამოცემა გვჭირდება პროსტა.


მე არასოდეს მინახავს, რომელი გამომცემლობაა? user.gif

Posted by: Joiner 23 Dec 2017, 20:34
Eeescadaaa
http://www.bukinistebi.ge/books/book/100/

Posted by: Eeescadaaa 23 Dec 2017, 21:21
QUOTE (Joiner @ 23 Dec 2017, 20:34 )
Eeescadaaa
http://www.bukinistebi.ge/books/book/100/


სენქს
.......................
.....................

Posted by: John-obi 24 Dec 2017, 00:47
Upton Sinclair - The Jungle

საინტერესო ჩანს, რეიტინგების რაოდენობაც ბლომად აქვს გუდრიდსზე.

Posted by: JSB14BSJ 30 Dec 2017, 20:09
აი ეს:
..............................
user posted image

Posted by: ValenTine_Kelly 2 Jan 2018, 23:32
ედოგავა რამპოს მოთხრობები რომ ითარგმნოს, კარგი იქნებოდა. ახლა მხოლოდ ერთი პატარა კრებული აქვს გამოცემული პალიტრას.

დეტექტიური ჟანრის დიდი მოყვარული არ ვარ, მაგრამ ამ კრებულით ძალიან ვისიამოვნე.

Posted by: rodo 9 Jan 2018, 01:58
ნაბოკოვის "Pale fire", რამდენადაც ვიცი არ არის თარგმნილი.

Posted by: Pistons04 9 Jan 2018, 21:55
ძველი ფილოსოფოსების წიგნებ საერთოდ აღარ თარგმნიან sad.gif
რაც ხო ძაან ძვირია

Posted by: rockforever 10 Jan 2018, 10:54
ჰეგელი და კანტი მინიმუმ 30 ლარი რომ ღირს ბუკინისტებში

თარგმნონ და გამოსცენ ნორმალურ ფასად


Posted by: Mazarin 10 Jan 2018, 14:17
rodo
QUOTE
8. “უჩინარი კაცი” - ჰერბერტ უელსი


ახალ გამოცემებში ვერ ნახავ.
ნათარგმნია ძველი გამოცემა არსებობს. წაკითხული მაქ უეჭველი ვიცი, "ხელში მეჭირა"

QUOTE
2. “რიოში მარგალიტებით თამაში” - ჰერმან ჰესე

ეს არ მჭერია მარა ვიცი რო არსებობს, და არ იშოვება. (ძველი)


QUOTE
4. “პედრო პარამო” - ხუან რულფო

ბათუმის წიგნებს აქვს, ახალი ნათარგმნია.


QUOTE
5. “ამერიკა” - ფრანც კაფკა

სულაკაური, ესეც ახალია.

QUOTE
9. “გოლემი” - გუსტავ მაირინკი

წიგნები ბათუმში, ახალი ესეც.




Posted by: rodo 10 Jan 2018, 17:39
QUOTE (Mazarin @ 10 Jan 2018, 14:17 )
rodo
QUOTE
8. “უჩინარი კაცი” - ჰერბერტ უელსი


ახალ გამოცემებში ვერ ნახავ.
ნათარგმნია ძველი გამოცემა არსებობს. წაკითხული მაქ უეჭველი ვიცი, "ხელში მეჭირა"

QUOTE
2. “რიოში მარგალიტებით თამაში” - ჰერმან ჰესე

ეს არ მჭერია მარა ვიცი რო არსებობს, და არ იშოვება. (ძველი)


QUOTE
4. “პედრო პარამო” - ხუან რულფო

ბათუმის წიგნებს აქვს, ახალი ნათარგმნია.


QUOTE
5. “ამერიკა” - ფრანც კაფკა

სულაკაური, ესეც ახალია.

QUOTE
9. “გოლემი” - გუსტავ მაირინკი

წიგნები ბათუმში, ახალი ესეც.

მადლობა. მართალი ხარ ჰერბერტ უელსის "უჩინარი კაცი" ადრეა თარგმნილია. თუმცა, არანაკლებ საინტერესოა რალფ ელისონის "უჩინარი კაცი" და ახლა ამან უფრო დამაინტერესა.

"თამაში რიოში მარგალიტებით" აღარ იშოვნება. რატომღაც ეს წიგნი მცირე ტირაჟით დაბეჭდეს და არც დაუანონსებიათ. ვფიქრობ, კარგი იქნება კიდევ გამოსცეს სულაკაურის გამომცემლობამ.

ამ თემაში პირველი პოსტი, რომ დავწერე მაშინ არ იყო თარგმნილი არც "პედრო პარამო", არც "ამერიკა", და არც "გოლემი". კარგია, რომ დღეს უკვე გამოცემულია სამივე ძალიან კარგი გამომცემლობების მიერ.

საინტერესოა "ბერძენ ზორბას" რატომ არ თარგმნიან. ჩემი აზრით, გულდასაწყვეტია, რომ სელინის "მოგზაურობა ღამის კიდეზე" თსუ-ს გამომცემლობამ თარგმნა, რადგან შესაძლოა მშვენიერი თარგმანია (არ წამიკითხავს, რადგან ტირაჟი აქვს ამოწურული), რადგან უფრო დიდი გამომცემლობა ალბათ უკეთესად დააპიარებდა. შესაბამისად, ტირაჟიც შესაძლოა მეტი ჰქონოდა.

Posted by: rockforever 10 Jan 2018, 17:50
rodo
QUOTE
სელინის "მოგზაურობა ღამის კიდეზე" თსუ-ს გამომცემლობამ თარგმნა, რადგან შესაძლოა მშვენიერი თარგმანია (არ წამიკითხავს, რადგან ტირაჟი აქვს ამოწურული), რადგან უფრო დიდი გამომცემლობა ალბათ უკეთესად დააპიარებდა. შესაბამისად, ტირაჟიც შესაძლოა მეტი ჰქონოდა.

This post has been edited by rodo on 10 Jan 2018, 17:41


ვნახე ეს გამოცემა და არა შესავალი, არა კომენტარი, არა ბოლოსიტყვაობა, არა წინასიტყვაობა

ან ავტორი რას წარმოადგენს არაფერი არ უწერიათ. ასეთ უპასუხისმგებლო ხალხს რა უნდა გამომცემლობაში.


Posted by: Mazarin 10 Jan 2018, 18:00
rodo
QUOTE
ჰერბერტ უელსის "უჩინარი კაცი"


ისე რატო შეიყვანე ტოპ ათში?
მე ვაფშე არ მომეწონა.

ასეთი მხატვრულ-მეცნიერული მეტამორფოზაა, ადამიანი ხდება უხილავი, და არაფერი ფილოსოფია ამაში არ უდევს.
მარტო პრაქტიკული გამოყენებები ამ უჩინარობის და ა.შ..
ბევრად უკეთესი რამე შეიძლებოდა მაგ იდეაზე დაწერილიყო, მარტივი და გენიალური.

Posted by: rodo 10 Jan 2018, 18:13
QUOTE (Mazarin @ 10 Jan 2018, 18:00 )
rodo
QUOTE
ჰერბერტ უელსის "უჩინარი კაცი"


ისე რატო შეიყვანე ტოპ ათში?
მე ვაფშე არ მომეწონა.

ასეთი მხატვრულ-მეცნიერული მეტამორფოზაა, ადამიანი ხდება უხილავი, და არაფერი ფილოსოფია ამაში არ უდევს.
მარტო პრაქტიკული გამოყენებები ამ უჩინარობის და ა.შ..
ბევრად უკეთესი რამე შეიძლებოდა მაგ იდეაზე დაწერილიყო, მარტივი და გენიალური.

ბორხესის საყვარელი წიგნებით ვიყავი დაინტერესებული.

Posted by: kaiser Soze 10 Jan 2018, 18:23
Infinite Jest ნათარგმნია ნეტა?

ან ჯონათან ფრანზენის ორი შედევრიდან რომელიმე: Corrections და Freedom?

ან ბოლიანოს გენიალური 2666?

მურაკამი ალბათ ნათარგმნი იქნება, მათ შორის მისი მაგნუმი დასაქოქი ჩიტი..

კორმაკ მაკარტი - გზა, სისხლიანი მერიდიანი?

ჯუნო დიასის ოსკარ ვაო? (არ წამიკითხავს ჯერ, მარა ბევრი კარგი გამიგია).

Posted by: senpai 10 Jan 2018, 18:37
QUOTE
წიგნი, რომლებიც გინდათ, რომ ითარგმნოს ქართულად

ჰოთორნის - The Scarlet Letter
მილერის - Tropic of Capricorn
ფრიშის - Stiller
ჰამსუნის - აგვისტოს ტრილოგია
უაილდერის - Theophilus North
ბელოუს- Herzog


Posted by: JSB14BSJ 5 Feb 2018, 23:33
დელ პიეროს ავტობიოგრაფია
......................................................

Posted by: overlord 5 Feb 2018, 23:45
იულიუს ევოლას წიგნები ვერც ელექტრონულად და ვერც ფურცლებზე ვერსად ვერ ვნახე... მხოლოდ ფბ პეიჯის მოხალისეები თარგმნიან ალაგ ალაგ

Posted by: John-obi 6 Feb 2018, 00:33
Self-Reliance and Other Essays

ემერსონიც გვინდა ქართულად yes.gif

Posted by: HurricaneKat. 6 Feb 2018, 12:57
QUOTE
მილერის - Tropic of Capricorn

უნდა დამეწერა ეს ნათარგმნია მეთქი
ძალიან ყოფილა ეს კაცი ასტრალში გასული


QUOTE
იულიუს ევოლას

QUOTE
მოხალისეები თარგმნიან ალაგ ალაგ

yes.gif
ამ ალაგ ალაგობაში კი დამაინტერესა


Posted by: Perabo 6 Feb 2018, 14:30
QUOTE
10 წიგნი, რომლებიც გინდათ, რომ ითარგმნოს ქართულად

ქართული წიგნები მინდა ითარგმნოს უცხო ენებზე.

Posted by: 4L3X 6 Feb 2018, 14:42
Perabo
QUOTE (Perabo @ 6 Feb 2018, 14:30 )
ქართული წიგნები მინდა ითარგმნოს უცხო ენებზე.

ითარგმნება up.gif

Posted by: 4L3X 5 Mar 2018, 10:25
ნიკოს კაზანზატისის "ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება", "ბერძენი ზორბა" რომ ითარგმნება ვიცი.

Posted by: Caravan 23 Mar 2018, 11:47
კასტანედა თარგმნონ რა

Posted by: Eeescadaaa 2 Apr 2018, 21:06

მოემი-ს Of Human Bondage
..........

Posted by: the_lizard_king 3 Apr 2018, 22:47
kaiser Soze
QUOTE

Infinite Jest ნათარგმნია ნეტა?

ან ჯონათან ფრანზენის ორი შედევრიდან რომელიმე: Corrections და Freedom?

ან ბოლიანოს გენიალური 2666?

მურაკამი ალბათ ნათარგმნი იქნება, მათ შორის მისი მაგნუმი დასაქოქი ჩიტი..

კორმაკ მაკარტი - გზა, სისხლიანი მერიდიანი?

ჯუნო დიასის ოსკარ ვაო? (არ წამიკითხავს ჯერ, მარა ბევრი კარგი გამიგია).


ერთნაირი გემოვნება გვქონია.

ფრენზენის „შესწორებები“ თარგმნის პროცესშია
კორმაკ მაკარტის გზა და მერიდიანი არა, მაგრამ No country for old men არის ქართულად. შეიძლება გზაც იყო, მაგრამ პალიტრას თარგმანის ყიდვა არ ღირს და სხვა არავის უთარგმნია ჯერ.
ინფინიტ ჯესტს ტყუილად ნუ დაველოდებით
ჯუნო დიასის ოსკარიც არაა ნათარგმნი და თუ ვინმე მოაბამს თავს, ბევრი წვალებაც მოუწევს.
ბოლანიოს რაც შეეხება, სულ სამმა კაცმა იცის თბილისში და 2666 ვისთვის უნდა თარგმნონ, მითუმეტეს 5 წელი დაჭირდება მაგის თარგმნას, ისიც ინტენსიურად თუ იმუშავებს მთარგმნელი ))))))
მურაკამის ყველაფერი ნათარგმნია ჩიტის გარდა, არადა ეგ არის ის, რაც უნდა ეთარგმნათ და სხვა ყველაფერი გადასაყრელია მაინც.

მოკლედ, მანდ რაც ჩამოთვალე, ყველაფერი ჩემს თაროზე დევს ორიგინალებში biggrin.gif ამიტომ მინდოდა მეპასუხა.

Posted by: senpai 3 Apr 2018, 22:57
the_lizard_king
QUOTE
მურაკამის ყველაფერი ნათარგმნია ჩიტის გარდა

არც ტორმუზებია ნათარგმნი, არც სხვა ბევრი რამე.

Posted by: seeman 3 Apr 2018, 23:52
პოლონელებს ყავდათ სტანისლავ ვიტკევიჩი გომბროვიჩის და შულცის დონის მწერალი (თვითონ გომბრო აღნიშნავდა ამას რომ " ჩვენ სამნი ვიყავით პოლონური ავანგარდის მუშკეტერებიო" ) ხოდა იქნებ გვეღირსოს როდისმე ამ კაცის პროზა

მაგრამ მომენტ ჯერ გომბროვიჩი უნდა ითარგმნოს.....

მოკლედ პოლონურ ავანგარდს მივაწვეთ up.gif

Posted by: Ezekia 3 Apr 2018, 23:57
senpai
ტორმუზები მომწონს. ჩიტიც...


Posted by: marimari11 4 Apr 2018, 00:08
ალენდეს სულების სახლი არ უთარგმნიათ ხო?

Posted by: Ezekia 4 Apr 2018, 00:22
marimari11

ვახ, ეგაც მომწონს ))


Posted by: the_lizard_king 4 Apr 2018, 00:28
senpai
QUOTE
არც ტორმუზებია ნათარგმნი, არც სხვა ბევრი რამე.

ჰო, მურაკამი ძალიან ბევრს წერს. უბრალოდ ბეისიქები ნათარგმნია და ეგ გამოტოვეს, ყველაზე კარგი. მაგაზე დამწყდა გული.

Posted by: senpai 4 Apr 2018, 09:34
seeman
QUOTE
პოლონურ ავანგარდს მივაწვეთ

yes.gif
QUOTE
ვიტკევიჩი

წაგიკითხავს ? თუ მომავალში აპირებ ?

Ezekia
QUOTE
ტორმუზები მომწონს. ჩიტიც...

ცეკვები ?

the_lizard_king
QUOTE
უბრალოდ ბეისიქები ნათარგმნია

ნწ, არც დანსეა ნათარგმნი.

Posted by: seeman 4 Apr 2018, 16:31
senpai

QUOTE
წაგიკითხავს ? თუ მომავალში აპირებ ?


არა არ წამიკითხავს ოზონ.რუ-ზე ამოწურულია მარაგიო და სხვა პონტი არ არის .ონლაინ ვერ ვკითხულობ

უბრალოდ გომბროს იმ ფრაზას გადავაწყდი ფეისბუკზე მერე დავსერჩე და ძაან მაგარი როჟა ჩანს .

Posted by: senpai 4 Apr 2018, 17:39
seeman
QUOTE
ძაან მაგარი როჟა ჩანს .

გომბრო იმდენად მომწონს რომ დავუჯერებ და ჩავუჯდები სარამაგოს მერე. ვნახოთ როგორი იქნება. ვკითხე რუს კოლეგას და აზზე იყო ტიპი biggrin.gif Ненасытимость მიქო მაგრად. ისე საკმაოდ სქელტანიანი რომანია და ქინდლით უნდა გავქაჩო კითხვა, სხვა გზა არაა. შენ გაიხარე რომ ახსენე და კიდევ ერთი კარი გახსენი ჩემთვის ლიტერატურაში. alk.gif

Posted by: seeman 4 Apr 2018, 19:51
senpai

biggrin.gif

დაწერე მერე როგორია .წესით ისეთ სასტავში მოიაზრება მაგარი უნდა იყოს .შულცზე ვერ კაიფობ ? მე მაგრად მომეწონა

Posted by: senpai 4 Apr 2018, 21:48
seeman
QUOTE
შულცზე ვერ კაიფობ ?

yes.gif კი, მაგრად მომწონს ეგეთი ენით დაწერილი წიგნები, როგორსაც შულცი წერდა.

თან ეს ვიტკევიჩი თვითმკვლელი ტიპი ყოფილა biggrin.gif კონკრეტულად ეგ რომანი კიდე ანტიუპოტიის გამორჩეულ წიგნებს შორის არის დასახელებული(არადა ჩემდა სასირცხვილოდ არ მქონდა გაგონილი)

ვეძებ ეხლა კიდე ინფოებს და ხალხი სელინის, ბროხის და კანეტის გვერდით აყენებს biggrin.gif

Posted by: 4L3X 20 May 2018, 11:56
აბა რომელი გამომცემლობა გამიხარებს გულს და გამოსცემს ქართულად

ლუთერ ბლიზეტის "Q"
ჟოზე სარამაგუს "ხედვა"
მისივე "ბალთაზარი და ბლიმუნდა"
ტომას მანის "სიკვდილი ვენეციაში"

rolleyes.gif

Posted by: Joiner 20 May 2018, 12:01
4L3X
QUOTE
ტომას მანის "სიკვდილი ვენეციაში"

Posted by: 4L3X 20 May 2018, 12:03
Joiner
დიდი მადლობა smile.gif

Posted by: Joiner 20 May 2018, 12:04
4L3X
არაფრის. ახალი გამოცემაც ჰქონიათ.
http://laterna.ge/?cat=31&show=20186

Posted by: monogamist 20 May 2018, 12:55
4L3X
QUOTE
ბალთაზარი და ბლიმუნდა

"მოგონებანი მონასტერზე" ქვია ქართულ გამოცემას )

Posted by: 4L3X 20 May 2018, 12:59
monogamist
QUOTE (monogamist @ 20 May 2018, 12:55 )
"მოგონებანი მონასტერზე" ქვია ქართულ გამოცემას )

ვახ! მადლობა დიდი, თქვენ გაიხარეთ ე.ი 2 წიგნიც და გავდივართ. smile.gif

Posted by: ImereTinski 11 Oct 2022, 14:15
QUOTE
წიგნი, რომლებიც გინდათ, რომ ითარგმნოს ქართულად


დენ სიმონსი - ჰიპერიონი

Posted by: johnsonanduncle 11 Oct 2022, 15:09
მე მინდა რომ ითარგმნოს ალისტერ ქროული.

Posted by: Malotru 11 Oct 2022, 18:00
johnsonanduncle
ახალი ეონის ბიბლიოთეკამ თარგმნა ნაწილი, სანტა-ესპერანსაში უნდა ჰქონდეთ.

Posted by: Kambucha78 18 Oct 2022, 11:27
ამერიკელი ფანტასტი მწერლების უმეტესობა ნათარგმნის არ არის და ვერ ვხვდები რატომ sad.gif

Posted by: dabneuligorila 18 Oct 2022, 16:57
რამე კარგი წიგნები რომ წაიკითხავ და გაერთობი.

Posted by: dabneuligorila 20 Oct 2022, 00:22
Malotru
მადლობა მოვიკითხავ

საკმაოდ დიდ ძალას და მუხტს იძლევა მისი ლექსები.

Posted by: chortivonaet 13 Nov 2022, 21:23
კარგი იქნება თუ ითარგმნება მაგრამ წამკითხავი და გამგები ჭირს.

Posted by: karlsoni 13 Nov 2022, 21:55
იაპონურიდან რის თარგმნას ისურვებდით?

Posted by: Lord_Raptor 15 Nov 2022, 09:43
China Miéville - Perdido Street Station
ისეთი პროზა და სტილი აქვს ქართულად უნდა იყოს თარგმნილი.


Posted by: T-mademoiselle 28 Nov 2022, 21:20
არ ვიცი აქ იშოვება თუ არა

ოსტინ რაიტის "ტონი და სუზანი"

Posted by: ახალგაზრდა 4 Dec 2022, 22:44
QUOTE (karlsoni @ 13 Nov 2022, 21:55 )
იაპონურიდან რის თარგმნას ისურვებდით?

წლებია დოგრა მაგრა და no longer human მინდა წავიკითხო ქართულად
კიდევ ედოგავა რანპო მინდა, ნებისმიერი სერია popcorn.gif

Posted by: BabeRock 17 Dec 2022, 13:06
მეგობრებო, სად ვიკითხო არ ვიცი და ბარემ აქ იყოს.
z library რომ დაიხურა სადმე უკეთეს ფორმატში გახსნილი ხომ არ გვინახავს?

Posted by: ახალგაზრდა 17 Dec 2022, 14:05
QUOTE (BabeRock @ 17 Dec 2022, 13:06 )
მეგობრებო, სად ვიკითხო არ ვიცი და ბარემ აქ იყოს.
z library რომ დაიხურა სადმე უკეთეს ფორმატში გახსნილი ხომ არ გვინახავს?

საერთოდ z library შეგიძლია გახსნა ისევ
აპლიკაციაც აქვთ და ტორის ბრაუზერითაც შეგიძლია გახსნა

Posted by: BabeRock 22 Dec 2022, 17:46
ახალგაზრდა
QUOTE
აპლიკაციაც აქვთ და ტორის ბრაუზერითაც შეგიძლია გახსნა

მადლობა. ტორით ვქმენი. აპპს ვეძებ და ვერ ვიპოვე რაღაც ჯერ

Posted by: ახალგაზრდა 22 Dec 2022, 22:03
QUOTE (BabeRock @ 22 Dec 2022, 17:46 )
ახალგაზრდა
QUOTE
აპლიკაციაც აქვთ და ტორის ბრაუზერითაც შეგიძლია გახსნა

მადლობა. ტორით ვქმენი. აპპს ვეძებ და ვერ ვიპოვე რაღაც ჯერ

singlelogin-ზეა ყველაფერი, ტორის ლინკიც, I2P-ს ლინკიც და აპიც, ოღონდ აპი apk ფორმატშია
ისე, რედითზეც შეგიძლია ნახო zlibrary-ს საბრედითი და მანდ წერია ყველაფერი

ხოდა კიდევ რაც შეეხება შემცვლელს, Anna's Archive-ს ფაქტობრივად zlibrary-ს არქივი აქვს

Posted by: BabeRock 1 Jan 2023, 11:15
ახალგაზრდა
უღრმესი მადლობა <3 <3

Posted by: Levan ch 19 Jul 2023, 22:25
სანამ პატრიარქი ისე არ დაუძლურდა რომ დედა არ მოეტყნა დარვინი ვერ ვთარგმნეთ მაგის დედა ვატირე :დ
ოცნება გამიხადეს და დიოგენემ მადლი ქნა ბოლოს რა


აუ კიდევ რამდენია სათარგმნი

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)