დღეს, იუჯინიდისს ვგუგლავდი და ჰოი, საოცრებავ ამ კაცის თემა არ გვქონია. საერთოდ, ძალიან მწირი ინფო მოიპოვება ქართულენოვან ონლაინ სივრცეში. ახლახანს მისი ,,მიდლსექსი" დავამთავრე და თემის გახსნის სურვილიც გამიჩნდა.
მოკლედ, ესეც ჯეფრის თემა:
ჯეფრი იუჯინიდისი ბერძნული წარმოშობის თანამედროვე ამერიკელი მწერალია. ვიკიპედიაზე დაყრდნობით, 1960წელს დაიბადა, ძირითადად, მოთხრობებს წერს, თუმცა ქარტეხილებით, თუ არც ისე, სავსე ცხოვრების განმავლობაში სამი რომანის გამოცემაც მოასწრო:
1- თვითმკვლელი ქალწულები (1991),
2- მიდლსექსი (2002) და
3- The Marriage Plot (2011). ამ უკანასკნელს ქართულად რომ თარგმიან მაშინ ჩავამატებ, ქართულენოვან სათაურს.
ვიკიპედიის სტატიის თარგმნით და იუჯინიდისის ცხოვრების დეტალების გადამღერებით თავს არ შევიწყენ და არც თქვენ შეგაწყენთ. ერთ დაწკაპუნებაშია გუგლი და თან მწერლების ბიოგრაფიების განხილვის ნაცვლად მათ შემოქმედებაზე და იდეებზე წერა მირჩევნია.
ბევრი რომ არ ვუარო შორიდან, იუჯინიდისი ჩემს ლიტერატურულ-მკითხველურ ცხოვრებაში ,,დიოგენეს" გავლით, ,,თვითმკვლელი ქალულებით" შემოიჭრა. თუმცა ,,შემოიჭრა" დიდი სიტყვაა. რამდენად ზუსტად შეესაბამება ,,თვიმკვლელი ქალწულები" იმ ემოციას, რომელიც ,,შემოჭრას" შეესაბამება არ ვიცი. უფრო- წავიკითხე, კითხვის დროს რამდენჯერმე დავამთქნარე და დასასრულს, თაროზე დავდე. ცნობიერებაში, კი სხვა დავიწყებისთვის განწირულ წიგნთა სტრატაში მივუჩინე ადგილი. ახლა, ,,თვითმკვლელ ქალწულებზე" რომ ვფიქრობ, ძირითადად შვილების არასწორედ აღზრდის მაგალითი მახსენდება. უტრირებულად რომ დავწეროთ, წიგნიდან ის და დამამახსოვრდა, სახლის სახურავზე რომ იპარება, ღამ-ღამობით და ,,ყველას აძლევს, მოწყენლობის გადასალახად", თუ პროტესტის ნიშნად. კიდევ შეკითხვა მახსოვს- რომელიც წიგნს თითქოს ლაიტმოტივად გასდევს, რატომ იკლავენ ეს გოგონები თავს? ალბათ, იმიტომ, რომ არ შეიძლება, არანაირი მოტივით, შვილების, გალიაში გამოკეტვა, მათი მუდმივი კონტროლი და მათთვის (ვითომდა დაცვის თუ უკეთესობის იდეით) თავისუფლების შეზღუდვა. ვფიქრობ, ჯიბრან ხალილ ჯიბრანის ,,შვილები" ზუსტად შეესაბამება ამ წიგნის იდეას:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
თქვენი ბავშვები თქვენ არ გეკუთვნით.
ისინი არიან ვაჟიშვილები და ქალიშვილები ცხოვრების სევდისა საკუთარი თავის გამო.
ისინი თქვენი საშუალებით მოდიან, მაგრამ არა თქვენგან.
და თუმცა თქვენთან ერთად არიან, თქვენს კუთვნილებას არ წარმოადგენენ.
შეგიძლიათ მისცეთ მათ თქვენი სიყვარული, მაგრამ არა აზრები.
რადგან მათ თავიანთი ფიქრები აქვთ.
შეგიძლიათ შეიკედლოთ მათი სხეულები, მაგრამ არა - სულები,
რადგან მათი სულები ხვალინდელი დღის მკვიდრნი არიან, თქვენ კი ოცნებაშიც არ შეგიძლიათ მომავლის მონახულება.
შესაძლოა, ესწრაფოდეთ, მიემსგავსოთ მათ, მაგრამ ნუ ეცდებით დაიმსგავსოთ ისინი, რადგან ცხოვრება უკან-უკან არ მიდის და გუშინდელ დღესთან არ ყოვნდება.
თქვენ მშვილდები ხართ, რომლიდანაც თქვენი შვილები, როგორც ცოცხალი ისრები, წინ-წინ გაიჭრნენ.
მსროლელი ხედავს მიზანს უსასრულობის ბილიკზე და ის გღუნავთ თქვენ თავისი ძალით, რომ მისი ისრები სწრაფად და შორს გაფრინდნენ.
იყოს თქვენი მოხრილობა მსროლელის ხელში მხოლოდ სიხარულის მომტანი, რამეთუ, როგორც გაფრენილი ისარი, ისევე უყვარს მას მშვილდი, რომელიც ადგილზე რჩება.
მთლიანობაში, ,,თვითმკვლელ ქალწულებში" განხილული იდეები იმდენად გადაღეჭილად მეჩვენა, რომ იუჯინიდისს თანამედროვე ავტრების სიაში რიგითი ნომერი მივანიჭე. ამ დღეებამდე ჩემთვის ის იყო ერთი ამერიკელი ავტორი, რომელმაც არც ისე ორიგინალ იდეაზე, ,,ისე რა წიგნი" დაწერა და ჰიპებ გამოვლილი, ამერიკული სოციუმის ალაპარაკება მოახერხა. But naive American reality is so boring.There's nothing new
იუჯინიდისზე წარმოდგენა ალბათ, კარგა ხანს არ შემეცვლებოდა მეგობარს დაბ.დღეზე ,,მიდლსექსი" რომ არ ეჩუქებინა და თან არ დაეყოლებინა: ,,საშენო წიგნიაო". რამდენიმე თვე თაროზე დების შემდეგ, ერთხელაც გადავფურცლე და ჩემთვის მოულოდნელად, სიუჟეტმა ჩამითრია. 6თვეზე მეტია, ლიტრატურიდან, არაფერი წამიკითხავს, ჰოდა, როგორც იქნა წიგნმა კითხვის მუღამი დამიბრუნა, კითხვის სეზონი გამახსნევინა
მოკლედ, ჩემი წლის გმირი წიგნი ასე გამოიყურება:
ვინმემ რომ მკითხოს: რაზეა ეს წიგნი? ალბათ, ვეტყვი, რომ ყველაზე ნაკლებად ,,საშუალო სქესზე", უფრო აშშ-ს ბოლო ასწლეულის ისტორიაა გადმოცემული, ევროპელი ემიგრანტებიდან დაწყებული, დეტროიტის ინდუსტიალიზაცია- გაპარტახების აღწერით, ამერიკული ოცნებებით (ახდენილით და არც ისე), სექსუალური რევოლუციებით, აფრო-ამერიკული გეტოთი, მშრალი კანონით, ზაზმოს პერსონაჟით და არაერთო სამსჯელო თემით. იუჯინიდისი იმდენად საინტერესოდ, ჩამთრევად აღწერს მოვლენებს თითქოს იქ ხარ, ხედავ როგორ იწვის სმირნა, გრძნობ სიკვდილისთვის განწირული ადამიანების ემოციას, ცოტა ხნის მერე კი უკვე გემზე ხარ და ხედავ როგორ ხდის საქორწინო კორსეტს უმცროსი ძმა თავის უფროსს დასს და თაობის შემდეგ ამ ინცესტური კავშირის შედეგად როგორ ჩნდება მეხუთე ალფა რედუქტოზის ნაკლებობის მქონე კალიოპა (კალე) სტეფანიდისი. რთულია გულგრილად გადაფურცლო ეს ნაწარმოები. იმდენი ემოცია თუ სამსჯელო თემა დამიტოვა მოკლედ ვერ დავწერ. ახლა თემა კი გვაქვს და რომ დამელექება წაკითხვის შემდგომი ემოციები უფრო დეტალურად განვიხილავ. კარგი იქნება თუ აზრებსაც გავცვლით.