Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ჯანმრთელობა და მედიცინა > ბორელიოზი


Posted by: gigaloz 23 Feb 2008, 19:49
ვინ რა იცით ბორელიოზის დავადებაზე? რა სიმპტომები ახასიათებს მას? და საერთოდ ყველაფერი მაინტერესებს ამ დავადებაზე!!! წინასწარ დიდი მადლობა!!!

Posted by: mtvareuli 29 Feb 2008, 17:08
gigaloz

ეგ რომელი ბორელია? ბურგდორFერი?

Posted by: mtvareuli 1 Mar 2008, 13:43
ბორელიოზი, იგივე ლაიმის დაავადება, გამოწვეულია მიკროორგანიზმ Borrelia burgdorferi-ს მიერ.

user posted image

იგი გადააქვთ ტკიპებს, რომლებსაც შეუძლიათ ადამიანს უკბინონ და ამ გზით შეიყვანონ ორგანიზმში ბორელია.

user posted image

დაავადების პირველი სიმპტომები ვლინდება კბენიდან 3-32 დღეში. ნაკბენ ადგილას ჩნდება დამახასითებელი მრგვალი, წითელი ლაქა ღია ფერის ცენტრით (erythema chronicum migrans), და აგრეთვე თავს იჩენს გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომები (სიცხე, შემცივნება, თავისა და კუნთების ტკივილი, საერთო სისუსტე)

user posted image

რამოდენიმე კვირის ან თვის შემდეგ იწყება დაავადების მეორე სტადია, რომლისთვისაც დამახასიათებელია ართრიტი (სახსრების ანთება), ართრალგია (სახსრების ტკივილი), გულისა და ნერვული სისტემის მხრივ გართულებები, მაგალითად მენინგიტი. შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები: დაღლილობა, სისუსტე, დისკომფრტი, მოუსვენრობა, მხედველობის გაბუნდოვნება, თავის ტკივილი, გულის ფრიალი, კუნთების ტკივილი, დიდი სახსრების ანტება და ტკივილი,

მესამე სტადია თვეების ან წლების მერე გამოვლინდება ქრონიკული ართრიტისა და, ზოგიერთ პაციენტში, ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევების სახით.
ნევროლოგიური გართულებები შეიძლება იყოს: ტვინის გარსების ანთება (მენინგიტი), სახის ერთი ნაწილის დროებითი პარალიზი (Bell's palsy), კიდურების სისუსტე ან უმოძრაობა, კუნთებში მოძრაობის შეზღუდვა, მეხსიერებისა და კონცენტრაციის გაუარესება, ხასიათის ცვლილებები, ძილის დარღვევა.

user posted image

აქ ჩამოთვლილია თითქმის ყველა სიმპტომი, რაც შეიძლება გამოიწვიოს ლაიმის დაავადებამ, თუმცა რასაკვირველია ერთ ადამიანს ყველა მათგანი არ გამოუვლინდება... თან დაავადება ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარეობს და თუ დროულად მივმართავთ ექიმს, ადრეულ სტადიებზევე მოხდება განკურნება.

მკურნალობა ხდება ანტიბიოტიკებით, რომელიც უნდა შეარჩიოს ექიმმა დაავადების სტადიისა და სიმპტომების მიხედვით. შეიძლება აგრეთვე დაინიშნოს ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები.

ლაიმის დაავადება იშვიათადაა სასიკვდილო, მაგრამ თუ არ ვუმკურნალეთ, შეიძლება იმოქმედის ადამიანის შრომისუნარიანობაზე და მნიშვნელოვნად დასწიოს ცხოვრების ხარისხი.

უფრო დაწვრილებით იხ.
http://en.wikipedia.org/wiki/Lyme_disease
http://www.nlm.nih.gov/medlineplus/ency/article/001319.htm
http://www.mayoclinic.com/health/lyme-disease/DS00116
http://www.medicinenet.com/lyme_disease/article.htm
http://familydoctor.org/online/famdocen/home/common/infections/common/bacterial/257.html
http://www.lymenet.org/
http://www.lyme.org/

და ესეც პატარა შემაჯამებელი სურათი ჩემი მიკრობიოლოგიის წიგნიდან

Posted by: tms 3 Mar 2008, 16:27
QUOTE
როგორ განვასხვაოთ ბორელიოზი გაფანტული სკლეროზისაგან?????????????????

სიმპტომები იმდენად მსგავისია, განსაკუთრებით ბორელიოზის ქრონიკული ფორმა თუ არის., რომ თუ მთელი რიგი ანალიზები არ გაკეთდა სწორი დიაგნოზის დასმა ძნელია. ის კი არა და ზოგჯერ MRT-ზეც კი არ ჩანს განსხვავება ბორელიოზსა და გაფანტულ სკელროზს შორის.

ასე რომ, მხოლოდ ექიმი შეძლებს განსხვავებას სისხლისა და და მთელი რიგი ანალიზების საფუძველზე

Posted by: LULA_QABABI 4 Mar 2008, 12:02
"ბორელიოზი" ზოგადი და არაფრისმთქმელი ტერმინია ისევე როგორც "ქლამიდიოზი".
უნდა დაზუსტდეს ბორელიის სახეობა, ლაიმის გამომწვევ ბ. ბურგდოფერი, relapsing fever-ის გამომწვევ ბორელიები (აქ რამდენიმე სახეობაა, recurrentis, hermsii, ტკიპით- თუ ტილით- გადამდებია), და ა.შ. თითქმის ყველა ამათგანს ენდემური ეპიდემიოლოგია აქვთ. საქართველოში რომელი ტიპის ბორელიაა გავრცელებული (თუ არის საერთოდ დადასტრებული შემთხვევები)?
ლაიმ-ზე საუბარი, განსაკუთრებით კი ქრონიკულ ნეირო-ლაიმზე ძალიან შორს წაგვიყვანს. მაგაზე დიდი დებატები მიდის, საერთოდ არსებობს თუ არა. იმდენად გაუბერეს რომ კონეკტიკუტის (აქ არის ენდემურად) უზენაეს სასამართლოში ამერიკის ინფექციონისტთა საზოგადოების წინააღმდეგ ბოლო გაიდლაინის გამო სარჩელი არის შეტანილი (ლოლ). გაიდლაინი ემხრობა იდეას რომ ქრონიკული ლაიმის დაავადება არ არსებობს/დიაგნოზის დასმა შეუძლებელია.

ესაა თვითონ გაიდლაინი
http://www.journals.uchicago.edu/doi/pdf/10.1086/508667?cookieSet=1

Posted by: gigaloz 4 Mar 2008, 12:24
mtvareuli
tms
LULA_QABABI
დიდი მადლობა გაიხარეთ , უბრალოდ ძნელია საქართველოში კაი სპეციალისტის შოვნა რომელიც გაფანტულ სკლეროზს განასხვავებს ბორელიოზისაგან, ყველას კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, თუ რამეს გაიგებთ არ დაიზაროთ და დაწერეთ, ჩემთვის ეს მნიშვნელოვანია, გაიხარეთ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

Posted by: SPC 23 Sep 2008, 16:21
მაინტერესებს საშიშია თუ არა როდესა ტყეში აიკიდებ ტკიპს? და რა ზომები შეიძლება მივიღოთ ამის მერე?

Posted by: Sattelite 26 Jul 2009, 01:54
+1
თუ შეუძლია ვინმეს პასუხის გაცემა?

ლაიმი საქართველოში შეიძლება შეგვხვდეს?

Posted by: Romina 26 Jul 2009, 14:39
SPC
QUOTE
მაინტერესებს საშიშია თუ არა როდესა ტყეში აიკიდებ ტკიპს? და რა ზომები შეიძლება მივიღოთ ამის მერე?

საერთოდ ტყეში ჯობია შარვლით და გრძელსახელოებიანი ტანსაცმლით წახვიდე. თუ არა და სახლში დაბრუნებული ადამიანი კარგად უნდა დათვალიერდეს. თუ ტკიპა მიკრული აქვს, პინცეტით უნდა მოხდეს მისი მოცილება ძალიან ფრთხილად, ისე რომ პირის ნაწილი არ ჩარჩეს კანში. ტკიპის ასანთით მოწვა, ჭ###ტვა და მსგავსი რაღაცეები არ შეიძლება, იმიტომ რომ შეიძლება თავი მანამდე დაიინფიცირო, სანამ ამას ტკიპა მოასწრებს smile.gif Sattelite
QUOTE
ლაიმი საქართველოში შეიძლება შეგვხვდეს?

საქართველოში არის ის ტკიპები, რომლებიც ტკიპისმიერი ენცეფალიტის გამომწვევი ვირუსის მატარებლები არიან. ასე რომ პოტენციურად შეიძლება იყოს ეს დაავადებები. მაგრამ ჯერ არ დაფიქსირებულა. ამის მიზეზიშეიძლება სუბკლინიკური მიმდინარეობაციყოს.
რაც შეეხება ლაიმს, მისი შემთხვევები არის საქართველოში დაფიქსირებული.

Posted by: baby-bobo 26 Jul 2009, 14:47
QUOTE
ლაიმს

ეს რას ნიშნავს?


სანამ დაინფიცირდები ვერ იგრნობ ეს ოხერი აგეკრო თუ არა???

Posted by: Romina 26 Jul 2009, 14:56
baby-bobo
ლაიმის დაავადება ანუ იგივე ბორელიოზი, სხვადასხვა სისტემას აზიანებს. არა მგონია გჭირდებოდეს მთელი დაავადების ცოდნა. უმრავლეს შემთხვევაში ძალიან მსუბუქად მიდის და იკურნება smile.gif
QUOTE
სანამ დაინფიცირდები ვერ იგრნობ ეს ოხერი აგეკრო თუ არა???


smile.gif smile.gif ზოგი საერთოდ ვერ გრძნობს ტკიპის ნაკბენს. ამიტომ, თუ ტყეში გაისეირნებ, მერე საკუთარი თავი უნდა დაათვალიერო. ნაკეცების არეებში არის ხშირად მიკრული, ბავშვებს თავზე აქვთ ხოლმე.

Posted by: Sattelite 26 Jul 2009, 16:01
მე ბორჯომის ნაკრძალიდან რომ დავბრუნდი დაბანისას აღმოვაჩინე...
ხელით საკმად მსუბუქად მომძვრა ყველანაირი ტკივილის გარეშე...
ბორელიოზისთვის დამახასიათებელი ხარის თვალი ან მსგავსი არაფერი მქონია უბ რალოდ პატარა წითელი ლაქა დარჩა ნაკბენის ადგილას რომელიც 1 კვირის შემდეგაც მაქვს...
ბორელიოზის შემთხვევაში ხარის თვალი აუცილებელი სიმპტომია?

Posted by: Romina 26 Jul 2009, 16:28
Sattelite
დაავადება ყოველთვის მასე იწყება, ნაკბენის ირგვლივ ერითემა თანდათან იზრდება და დიდ ზომებს აღწევს. ზოგჯერ შეიძლება შეუმჩნეველი იყოს პაციენტისთვის
მალე მოგიშორებია, ვფიქრობ არაფერი არ არის საშიში. მთლიანად მოძვრა ხო კანიდან? რამდენი ხნის წინ იყო ეს?

Posted by: Cousteau 26 Jul 2009, 16:32
QUOTE
მაგრამ ჯერ არ დაფიქსირებულა.

დაფიქსირებულა yes.gif
ბავშვს აქვს მგონი ეხლა, ართრიტი, ნუ გადმოცემით ვიცი

Posted by: Romina 26 Jul 2009, 16:40
Cousteau
QUOTE
დაფიქსირებულა
ბავშვს აქვს მგონი ეხლა, ართრიტი, ნუ გადმოცემით ვიცი

რა დაფიქსირებულა? ტკიპისმიერი ენცეფალიტი და ართრიტით გამოვლინდა?

Posted by: Cousteau 26 Jul 2009, 17:21
QUOTE (Romina @ 26 Jul 2009, 16:40 )
Cousteau
QUOTE
დაფიქსირებულა
ბავშვს აქვს მგონი ეხლა, ართრიტი, ნუ გადმოცემით ვიცი

რა დაფიქსირებულა? ტკიპისმიერი ენცეფალიტი და ართრიტით გამოვლინდა?

ლაიმი .

Posted by: Romina 26 Jul 2009, 17:36
Cousteau

QUOTE
საქართველოში არის ის ტკიპები, რომლებიც ტკიპისმიერი ენცეფალიტის გამომწვევი ვირუსის მატარებლები არიან. ასე რომ პოტენციურად შეიძლება იყოს ეს დაავადებები. მაგრამ ჯერ არ დაფიქსირებულა.


[quote]რაც შეეხება ლაიმს, მისი შემთხვევები არის საქართველოში დაფიქსირებული.[/quote

მე ვამბობდი, რომ არ არის ტკიპისმიერი ენცეფალიტის შემთხვევები, საბედნიეროდ smile.gif

Posted by: Sattelite 26 Jul 2009, 21:53
Romina

კი მთლიანად მოძვრა ტკივილის და წინააღმდეგობის გარეშე...
ტკიპიც საკმაოდ პატარა იყო ჩემი აზრით...

Posted by: 1717 17 Sep 2009, 15:16
რამდენად ზუსტია, თუ ვინმეა კურსში, რომ ტკიპისმიერი ენცეფალიტის მატარებელი ტკიპები არ (ან თითქმის არ) ბინადრობენ წიწვოვან ტყეებში?
ტკიპისმიერი ენცეფალიტი საქართველოში არ არის (ეს კარგია), მაგრამ როგორია პროგნოზი მომავლისათვის (თუ შეიძლება საერთოდ პროგნოზირება)?

Posted by: ziriro 17 Sep 2009, 23:26
კოღო ანოფელესი, რომელსაც მალარია გადაჰქონდა და საშინლად გავრცელდა ერთ დროს, მოსპეს ხოჭო გამბუზიით. ამ ხოჭოებს ამრავლებდნენ და უშვებდნენ ანოფელესზე სანადიროდ. შედეგად კოღოს ეს სახეობა საერთოდ მოსპეს საქართველოში.
ხოდა ნუთუ არ არსებობს ამ ტკიპის მოყვარული სხვა რაიმე მწერი?

Posted by: LUKA-BRAZI 18 Sep 2009, 01:19
გამბუზია ხოჭო კი არა თევზია და ამრავლებენ მდორე წ###ბში სადაც ანოფელესი დებს კვერცხებს. ისე სირცხვილია XXI საუკუნეში მალარია რომ შემოგიტევს. ბანანის რესპუბლიკა ხომ არ ვართ?!

Posted by: TimeRider 18 Sep 2009, 01:23
QUOTE
მოსპეს ხოჭო გამბუზიით. ამ ხოჭოებს ამრავლებდნენ და უშვებდნენ ანოფელესზე სანადიროდ.

vis.gif

Posted by: ziriro 18 Sep 2009, 01:45
LUKA-BRAZI
QUOTE
გამბუზია ხოჭო კი არა თევზია და ამრავლებენ მდორე წ###ბში სადაც ანოფელესი დებს კვერცხებს.


ხოო და ხოჭოც იყო და ესე იგი სახელი კოღოსთან მებრძოლ თევზში ავურიე. ნუ, ორივემ კარგი საქმე გააკეთა. თევზმა დასავლეთში, ხოჭომ კახეთში.

Posted by: awesome 17 Mar 2013, 11:23
გაითვალისწინეთ სხვების გამოცდილება და რჩევები რათა არ გაატაროთ დარჩენილი სიცოცხლე ეტლში ან და საერთოდ ვერ გააგრძელოთ...

http://www.napravlenie.info/info/detail.php?ID=1131
http://apteka33.su/?p=2222
http://entomologs.ru/encefalit.html

Posted by: Solveig 17 Mar 2013, 13:50
awesome

ჩვენთან ბინადარ ტკიპებს ენცეფალიტი არ გადააქვთ. მხოლოდ ბორელიოზზეა საშიში.

Posted by: Streetlight 17 Mar 2013, 15:43
Solveig
არეკლამებენ რაღაცას
ახლა კიდე ერთი 1 პოსტიანი შემოვა და დააკვალიანებს ამ ორს
love.gif


პ.ს. რაც მე კოჯრის ტყეში მიგორავია ახლა ალბათ მკვდარი უნდა ვიყო

Posted by: Solveig 17 Mar 2013, 16:00
Streetlight

არც ეგრეა. საქართველოში ნამდვილად არის დაფიქსირებული ბორელიოზი.
ფორუმზეც იყო ხალხი ამ დიაგნოზით.


Posted by: ignorant 17 Mar 2013, 22:18
QUOTE
მაგრამ ჯერ არ დაფიქსირებულა.


თუ არ ვცდები დაფიქსირებულია. 2004ში ნევროლოგიურში მკურნალობდა ჩემთან ერთად ერთი ბიჭი, მდინარე რიონის ნაპირზე წოლისას ტკიპამ უკბინა და ენცეფალიტი განუვითარდა. წელს ქვემოთ პარალიზებული იყო.

Posted by: vai-vui 26 May 2013, 11:44
განარჯობათ, ბორელიოზის დიაგნოსტიკისა მკურნალობისთვის ვის შეიძლება მივმართო, სად მივიდე. ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ, წინასწარ დიდი მადლობა

Posted by: Solveig 26 May 2013, 13:49
vai-vui

ლოგიკურად-ინფექციურ საავადმყოფოს.

Posted by: vai-vui 26 May 2013, 15:11
Solveig
მადლობა
_______________________________________________


Posted by: marto 29 Aug 2014, 23:33
ინფექციურში რა ანალიზი უნდა გაკეთდეს ბორელიოზის დიაგმოზის დასასმელად?

Posted by: Solveig 30 Aug 2014, 13:42
marto


პირველ რიგში-სისხლის ანალიზი ანტისხეულებზე.

მერე, უკვე მკურნალობის შემდეგ პჯრ-თი ადგენენ ეფექტურობას ხოლმე, მაგრამ არ ვიცი, საქართველოში კეთდება თუ არა ეგ.

Posted by: marto 30 Aug 2014, 16:33
აჰა, გასაგებია

დიდი მადლობა
/////////////////////////

Posted by: ashley_tko 31 Aug 2014, 13:40
marto
ავერსის კლინიკიდანაც აგზავნიან სადღაც მაგრამ ბევრად ძვირია.

ერთი წლის წინ უკბინა ჩემს შვილს ტკიპამ,სიცხემ მისცა 37.3მდე (დღემდე აქვს ეს სიცხეები) და მყავდა პარაზიტოლოგიის ცენტრში რამდენჯერმე. ბორელიოზის მეშინოდა მაშინაც მაგრამ დამარწმუნეს რომ საქართველოში ბორელიოზი არ არის და ტყუილად ვნერვიულობდი.
შემდეგ მივედი ინფექციურში სადაც ლამის დამცინეს, დაანებე ბავშვს თავი არ ჭირდება არანაირი ანალიზი. ჩვენ კი ვაკეთებთ მაგრამ საქართველოში ბორელიოზი არ დაფიქსირებულა ჯერ და სისულელეაო.

Posted by: pekineli 31 Aug 2014, 13:43
ბორდელიოზი წავიკითხე


ჩემი გარყვნილი ტყტყ facepalm.gif


biggrin.gif

ჯანმრთელობას გისურვებთ,


smile.gif

Posted by: Solveig 31 Aug 2014, 15:04
ashley_tko

საქართველოში ნამდვილად არის ბორელიოზი. ხშირად არა, მაგრამ მაინც არის. მე დავდიოდი სტაჟირებაზე ადრე (2001) წელს ინფექციურის ლაბში და მაშინ დასვეს ბორელიოზის დიაგნოზი. მწყემსი იყო პაციენტი. ამ განყოფილებაშიც იყო რამდენიმე იუზერი, რომელთათვისაც აქტუალური იყო ეგ საკითხი.

ასე რომ, შენს ადგილას, არ მივაგდებდი ასე.

marto

თუ გიკბინა ტკიპამ, აუცილებლად გაიკეთე ანალიზი.


მე მიკბინა რაღაც მწერმა (ოღონდ საქართველოში არა). გამიწითლდა, გამისივდა და ძალიან მტკიოდა, ლიმფური კვანძიც გადიდდა იქვე. მივედი ექიმთან მერე (შაბათ კვირას დაემთხვა ეს ამბები). საბედნიეროდ, საბოლოდ არ აღმოჩნდა ბორელიოზი, მაგრამ ანალიზი რომ ამიღეს, პროფილაქტიკის მიზნით მაინც დამალევინეს ანტიბიოტიკი...


Posted by: ashley_tko 31 Aug 2014, 17:09
Solveig
იმის მერე ერთი წელი გავიდა და სხვა სიმპტომებითაც ხომ იჩენდა თავს ბორელიოზი რომ ყოფილიყო?

Posted by: Solveig 31 Aug 2014, 22:17
ashley_tko


ბორელიოზი შეიძლება ქრონიკული გახდეს და მოგვიანებით სახსრების ანთებით გამოვლინდეს და თუ დასტურ იცი, რომ ტკიპამ უკბინა და თან, სიცხეებიც ჰქონდა, რა ვიცი, იმუნოფერმენტული ანალიზის გაკეთებას რაღა უნდოდა?

Posted by: ashley_tko 1 Sep 2014, 00:06
Solveig
ერითემა ქონდა ხელზე, მაგრამ მეორე დღეს გაუარა. ტკიპა ლოგინში ვიპოვე იმ დღეს, ძაღლიც გვყავს სახლში..
ანტიბიოტიკები დაუნიშნეს სიცხის გამო პროფილაქტიკისთვის და მუცლის ღრუს ეხო გადავიღეთ 1 თუ 2 კვირაში და სხვა არაფერი არ არის საჭიროო. სიცხეები იმის მერე სულ აქვს 37.4მდე, რაც გვითხრეს ყველაფერი გამოვიკვლიეთ და ბოლოს გლანდებს დაბრალდა. გლანდების ოპერაციას ვუკეთებ ორ კვირაში. თუ არ გაუარა სიცხეებმა ხელახლა უნდა გამოვიკვლიო ყველაფერზე და ამ ანალიზსაც გავუკეთებ.. მადლობა

Posted by: marto 1 Sep 2014, 22:27
მაისში მიკბინა ტკიპის მსგავსმა არსებამ, არ ვიცი ზუსტად რა იყო ოღონდ არ დამსიებია უბრალოდ დამაყარა წითლად და მექავებოდა ხან სად და ხან სად

მითხრეს მექნიკური ჭინჭრის ციება არისო და იმაზე ვიმკურნალე
იმის მერე ხანდახან ისევ ხან სად და ხან სად ამმომაფენს ხოლმე წითლად ოღონდ უფრო სუსტად და ნაკლებად შესამჩნევად (ქავილის გარეშე)
მერე მქონდა თავბრუსხვევები და სისუსტეები და თავზე რომ გადავიღე მითხრეს ატროფიებია ეტყობა რაღაც ინფექცია გქონდაო
მე მგონია რომ ეს რაღაც ინფექცია ეხლაც მაქვს - დაბალი სიცხეები მაქვს ხოლმე, სუსტად ვარ და ა.შ.
ამას წინათ შემთXვევით წავაწყვი ლაიმის დაავადებას იგივე ბორელიოზს და ყველა სიმპტომი დაემთხვა სახის ნერვის პარალიჩის ჩათვლით, რომელიც ბოლო ერთი თვეა მაქვს (ჩამოიწია ტუჩის კუთხემ და მარცხენა მხარეს სახეზე დისკომფორტს ვგრძნობ სულ კბილთან ყურთან , ლოყაზე, თვალთან.
პლიუს მხედველობამაც შემაწუხა

მოკლედ ვფიქრობ რომ ასე ყველა სიმპტომი რადგან დაემთხვა ეგ იქნებათქო

ძალიან დავიღალე ამ ექიმებთან სიარულით : ((( უდიაგნოზოდ

Posted by: execution 2 Sep 2014, 10:35
1 თუ 2 კვირის წინ ტკიპა ვნახე მკლავზე, მიკრული იყო , მოვიძვრე , არც გაწითლებულა , არც გასიებულა , არც დაუყრია, არც მექავებოდა, დღეს ღამით გამეღვიძა მუცელი მტკიოდა თან მციოდა და ღებინების მერე გადამიარა მუცელმა. ახლა სიცხე მაქვს 37.5
შეიძლება ეგ ბორელიოზი მქონდეს? მე მოწამლვას ვაბრალებ მაგრამ რავიცი რამე არ იყოს.

Posted by: bloodsucker 15 Dec 2017, 11:26
3 მეგობარს გვიკბინა წელს სხვადასხვა ადგილას და სამივეს აღმოგვაჩნდა ბორელიოზი. მე შედარებით სუსტი ფორმით, იმ ორიდან ერთს ცოტა რთული და მეორესაც საკმაოდ რთული. ასე რომ ბორელიოზი ჩვენთანაცაა. უბრალოდ ადრე არაფერი იცოდა ხალხმა ამ დაავადებაზე.

Posted by: Solveig 15 Dec 2017, 14:31
QUOTE
ადრე არაფერი იცოდა ხალხმა ამ დაავადებაზე.

როგორ არ იცოდა. საქართველოში რომ ბორელიოზის კერებია, ამის შესახებ დიდი ხანია, რაც ცნობილია.

უბრალოდ, დიაგნოსტიკის საშუალებები არ იყო მაინცდამაინც ძლიერი ადრე. გარდა ამისა, ძირითადად, მენახირეებისა და მეცხვარეების დაავადებად ითვლებოდა, რადგან მაგათ უწევდათ ველ-მინდვრებში ხეტიალი და მეტი შესაძლებლობა ჰქონდათ, რომ ტკიპა აეკიდებინათ. შეიძლება, ტკიპების გავრცელების არეალიც შეიცვალა და გაიზარდა.

Posted by: LadyDay___ 25 Sep 2018, 17:15
დაახლოებით ორკვირანახევრის წინ მიკბინა ტკიპამ, ოღონდ საქართველოში არა. საერთოდ არაფერი ვიცოდი, რა მწერი იყო, რა დაავადება გადაჰქონდა და შეშინებულმა ხელით ძლივს მოვიძრე. თავი ჩარჩა და მერე ვიჩხიკინე ნემსით, მაგრამ რაღაც ნაწილი ჩარჩა და კიდევ უფრო გავიღიზიანე (არ მომბაძოთ არავითარ შემთხვევაში, თუ პინცეტით ვერ ამოიღებთ ტკიპის პირს, თუ რაც რჩება, დაანებეთ თავი, თვითონ მოძვრება). მოკლედ, მერე დავგუგლე და მხოლოდ ერთი სახეობის ტკიპაა, რომელსაც ბორელიოზი გადააქვს deer tick - ირმის ტკიპა. ეს მე ვთარგმნე, ქართულად არ ვიცი სხვანაირად რა ჰქვია.

მოკლედ, რომ დავგუგლე, ისეთი ჰორორები ვნახე, რომ სერიოზულად შევშინდი. ლაიმიდან დაწყებული, ენცეფალიტით დამთავრებული.
სიმპტომები თითქოს არ მაქვს, ერთადერთი გულის ფრიალი. მაგრამ ბევრ და მაგარ ყავას ვსვამდი. ამიტომ რაოდენობა შევამცირე და თითქოს გამიარა. უკიდურესი დაღლილობა ისედაც ჩემი ჩვეულებრივი მდგომარეობაა და ამ მხრივ რამე განსაკუთრებული არ მომხდარა.

ახლა რა მაინტერესებს, თუ ვინმე არის აქ ინფექციონისტი, ანტიბიოტიკები რომ დავლიო პროფილაქტიკის მიზნით, რამეს დავუშავებ საკუთარ თავს?

აქ ექიმთან ჩაწერას მთელი ბიუროკრატია სჭირდება, თუ არ კვდები იმ წუთას მაინცდამაინც და ორ დღეში ისედაც ჩამოვდივარ, მაგრამ რაც ფორუმზე წავიკითხე საქართველოში ბორელიოზის დიაგნოზის დასმისას ვერ არიან ყოჩაღები.

ინტერნეტში უამრავი გაიდლაინი წავიკითხე, პრეპარატები და დოზებიც წერია. ჰოდა, რომ მივიღო, რამე უარესი მოხდება ვითომ?

Posted by: Solveig 25 Sep 2018, 19:07
LadyDay___
QUOTE
აქ ექიმთან ჩაწერას მთელი ბიუროკრატია სჭირდება,

QUOTE
ანტიბიოტიკები რომ დავლიო პროფილაქტიკის მიზნით,

და, ანტიბიოტიკი სად უნდა იშოვო, ეგეთ სისტემაში?

ნაკბენს დააკვირდი, როგორი იყო? კანის სიწითლე, ლიმფური კვანძის გადიდება არ გქონია?
QUOTE
რაც ფორუმზე წავიკითხე საქართველოში ბორელიოზის დიაგნოზის დასმისას ვერ არიან ყოჩაღები.

სულაც არა. ინფექციურ საავადმყოფოში მიდი. მხოლოდ, აუცილებლად მიდი, მართლა საყურადღებოა.
ქრონიკული თუ გახდა, მერე სახსრებს, ნერვულ სისტემას და რას აღარ აზიანებს...

Posted by: LadyDay___ 25 Sep 2018, 19:17
Solveig

ორ დღეში ჩამოვდივარ საქართველოში, აქ სტუმრად ვიყავი და მანდ კი ვიშოვნი ანტიბიოტიკს. დაზღვევა და ყველაფერი მქონდა და ალბათ სისულელე ვქენი, რომ არ მივედი, მაგრამ ჰა. ხარის თვალისებრი ლაქები არ მქონია, ნაკბენი წითელი და გაღიზიანებული იყო ცხადია, იმდენი ვიჩიჩქნე :/ ნელ-ნელა მოძვრა ის ჩარჩენილი ნაწილი და ხორცდება.

სხვაგან სხეულზე უჩვეულო არაფერი. ლიმფური კვანძი არ მქონია გადიდებული. მაგრამ ვერაგი დაავადებაა, რაც წავიკითხე.

Posted by: sham 19 Jul 2020, 10:29
ვახ მემგონი გავიშარეე ...

მოკლედ გუში ვიყავი ლისისკენ და მხარზე დაცოცავდა ეს ტკიპა... ეგრევე მოვიცილე და დავბრიდე, მაგრამ ნახევარი საათის წინ მუცელზე ვნახე კანში იყო გაჭედილიი... mad.gif

ძაან ფრთხილად მოვიცილე... ისე, რომ არ ჩარჩენია არც თავი და არც არაფერი. ეხლა იმ ადგილს რო ვუყურებ, ოდნავ შესიებულია, კოღოს ნაკბენის მსგავსად.

რა ვქნა, რას მირჩევთ ? ვეწვიო უკვე ინფექციურს, თუ რამე სიმპტომი თუ მექნება მერე მივიდე ? შემეშინდა ცოტა, არ მინდა ინვალიდობა cry.gif
* * *
QUOTE
ოდნავ შესიებულია, კოღოს ნაკბენის მსგავსად.


დღეს დილას რო გავიღვიძე, საკმაოდ შესიებული დამხვდააა...

თან ამ კორონას დროს ინფექციურში მისვლა არ მინდაა...


Posted by: otiko_otiko2 30 Aug 2020, 09:40
sham
გამარჯობა . ნაკბენმა რამეთი ხომ არ დაგაინფიცირა?

მეც ჩამაჯდა ტკიპი და რომ მოვიცალე თავი ჩარჩა და მაშინვე ამოვაგდე ისიც , მაგრამ 10 დღეში ის ადგილი გამიწითლდა და დაიწყო გაზრდა . სურათით რომ ვადარებ ლაიმაა sad.gif . სახსრებში მტეხავს ეხლა. ანტიბიოტიკს ვსვავ და სამუშაო დღეს ანალიზი უნდა გავიკეთო ლაიმაზე

Posted by: sham 1 Sep 2020, 14:38
otiko_otiko2

დაინფიცირებით არ მგონია, არ მაწუხებს არაფერი... უბრალოდ ის ადგილი, სადაც მიკბინა ჯერ კიდევ არ მორჩენილა ბოლომდე, ოდნავ შესიებულინ და წითელია.

ანალიზის გაკეთებას ვაპირებ ყველა შემთხვევაში, მაგრამ ვერ მოვიცალე აქამდე მაგისთვის. დაახლოებით 2 კვირაში ჩავაბარებ ალბათ სისხლს.

დაწერე აბა რას იზავ შენც. ჯანმრთელობას გისურვებ ...

Posted by: Charlie-Chaplin 3 Sep 2020, 10:33
QUOTE (otiko_otiko2 @ 30 Aug 2020, 09:40 )
sham
გამარჯობა . ნაკბენმა რამეთი ხომ არ დაგაინფიცირა?

მეც ჩამაჯდა ტკიპი და რომ მოვიცალე თავი ჩარჩა და მაშინვე ამოვაგდე ისიც , მაგრამ 10 დღეში ის ადგილი გამიწითლდა და დაიწყო გაზრდა . სურათით რომ ვადარებ ლაიმაა sad.gif . სახსრებში მტეხავს ეხლა. ანტიბიოტიკს ვსვავ და სამუშაო დღეს ანალიზი უნდა გავიკეთო ლაიმაზე

ტკიპა კანში როცა შედის თავი აქვს ზემოთ,ზეთი უნდა დაისხათ მაგ ადგილას,ვეღარ ისუნთქებს,მოკვდება,გახმება და თავისით ვარდება,ძალით ამოცლამ შესაძლებელია კანში ჩატოვოს ნაწილი...

Posted by: otiko_otiko2 19 Sep 2020, 17:40
user posted imagesham
მოკლედ ბორელიოზზე უარყოფითი აჩვენა მაგრამ ანტიბიოტიკების კურსი ბოლომდე მაინც ჩამამთავრებინა. წინა თვის 17ში მიკბინა და ჯერაც არ მოშუშდა. მე როგორც გავარკვიე ტკიპა ძალით არ უნდა მოიშორო თოტე ტოკსინებს და ინფექციას უშვებს თავდაცვის მიზნით . შპრიცი უნდა დაშალო და ცილინდრს გადააჭრა თავი ისე რომ ორივე მხარე ღია ქონდეს .. ტკიპას უნდა დააფარო თავზე და ჩაასხა ზეთი - ისე რომ დაიფაროს ტკიპა და მოძვრება. ეს მე ხალხისგან გავიგე. როგორ მუშაობს არ მისინჯია smile.gif.
თავად როგორ ხარ ?

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)