forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (80) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ფულის შოვნა Instagram-ის საშუალებით, VOL I
giorgi1494
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 375
წევრი No.: 128444
რეგისტრ.: 8-March 11

გამოგზავნილია: 11 Sep 2016, 01:40  #48778479      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
სტატია ეკუთვნის smartseo-ს
როგორ გამოვიმუშავოთ ფული ინსტაგრამით?გავიგეთ, რომ ინტერნეტით ფულის გამომუშავება შეიძლება.

ვქმნით საიტს, ვაუმჯობესებთ პოზიციებს საძიებო სისტემაში, საიტზე შემოგვყავს ხალხი, ვიყენებთ ისეთ მონტეზაციის პლატფორმებს როგორიც არის ედსენსი, ამაზონი, ქლიქბენკი და ა.შ

თუმცა, ის ადამიანები, რომლებიც შედარებით ზარმაცები არიან და ზღვა ინფორმაციის წაკითხვა/გააზრება ეზარება, თავს შემდეგი ფრაზებით იმართლებენ:

”არ ვიცი ინგლისური”, ”არ მესმის ჯავა და ეგეთები”, ”კომპიუტერთან ბევრ დროს ვერ გავატარებ”, ”სტატიების წერა არ ვიცი”, ”მაგ საქმეს ალბათ კომპიუტერის მაგარი ცოდნა ჭირდება” და ა.შ

პირველ რიგში, გავცეთ ამ კითხვებს პასუხი:

ინტერნეტ მარკეტინგისთვის უცხო ენის ცოდნა არ არის აუცილებელი
პროგრამული ენის ცოდნა საერთოდ არ არის საჭირო
კომპიუტერთან დიდი დროის გატარება მოგიწევს (თუმცა, დროის სწორი მენეჯმენტით და ონლაინ ბიზნესის განვითარებასთან ერთად, ეს დრო მინიმალურამდე დავა)
მწერალი არავინ იბადება, ყველა ნელ-ნელა ვავითარებთ ჩვენს უნარ-ჩვევებს
რა დონეზე უნდა იცოდე კომპიუტერი: კომპიუტერის ჩართვა-გამორთვა, კლავიატურისა (ბეჭდვისთვის) და მაუსის (ბრაუზერის გახსნისთვის და ზოგადი ნავიგაციისთვის) გამოყენება უნდა იცოდე
თუმცა, ამის წაკითხვის შემდეგ, არავინ დაჯდება და იტყვის:

ვა, მართალია ეს კაცი, მოდი დავჯდები ეხლა, დავიწყებ ბლოგერობის პირველი კვირიდან და შევქმნი ჩემს პირველ საიტს!

სწორედ ამიტომ, გთავაზობთ ფულის კეთების ისეთ მეთოდს, რომელიც მინიმალურ ცოდნას მოითხოვს.

ხოლო შრომატევადია თუ არა, თქვენით განსაზღვრეთ.

რას განვიხილავთ:

როგორ განვავითაროთ ექაუნთი
როგორ გამოვიმუშავოთ ფული ინსტაგრამზე
როგორ გავყიდოთ ”შაუთაუთები”
ბრენდებთან ურთიერთობა
აფილიეტ მარკეტინგი
როგორ გამოვიმუშავოთ ფული ინსტაგრამით?

პუნქტი #1: როგორ განვავითაროთ ინსტაგრამის ექაუნთი

ექაუნთის გაზრდა ურთულესი პროცესია, რომელსაც ყველაზე დიდი ყურადღება და რკინის ნერვები ჭირდება.

გვიწევს ჩვენი კრეატივის მაქსიმალურად გამოყენება, რომ მიმდევრები დიდი რაოდენობით შევაგროვოთ.

ექაუნთის განვითარების გასაღები?

ექაუნთის ზრდა აუცილებლად რთული და მოსაბეზრებელი არ უნდა იყოს, მთავარია სწორმა ადამიანებმა შეგვამჩნიონ

ხო, თეორიულად ადვილი უნდა იყოს. რა უნდა, ვიღაც-ვიღაცებს ვეტყვი, რომ ჩემი სურათები მოიწონონ, დააკომენტარონ და გამომყვნენ. შედეგსაც ძალიან მალე მივაღწევ!

კარგი, ცოტა ხნით აქ გავჩერდეთ.

პირველ რიგში, მოვიშოროთ რამდენიმე ეტაპი:

ნიშის შერჩევა – კომედია, ფიტნესი, მოგზაურობა, საჭმელი, მანქანები და მდიდრული ცხოვრება კარგად კონვერტირდება ინსტაგრამზე
ექაუნთის სახელი – მოიფიქრე კარგი სახელი და მაქსიმალურად მოერიდე ისეთ სახელებს როგორიც ”ყველაზემაგარისამოგზაუროგვერდიმთელმსოფლიოში-ა”
დარეგისტრირდი ინსტაგრამზე
ატვირთე რამდენიმე რელევანტური სურათი
პროფილის განვითარებისთვის არ მოგცემთ ისეთ რჩევებს როგორიც ”გამოაქვეყნე მაგარი კონტენტი და მიმდევრები თავისით გამოჩნდებიან” არის.

ჩვენ არ ველოდებით შანსს, თავად ვქმნით მას

მუშაობას ვიწყებთ ყველაზე მარტივი სტრატეგიით: Follow და Unfollow. ავდივართ 7,500 Following-ზე და ვიწყებთ Unfollow-ს კეთებას. ამასთან ერთად, ყოველდღიურად ვტვირთავთ მინიმუმ 3 სურათს, რელევანტური ჰეშტეგებითა და ჩამთრევი წარწერებით, მაგალითად, ”დათაგე შენი 3 მეგობარი”.

რა თქმა უნდა, მიმდევრებს არ ვიპარავთ ყოველი მეორე პროფილისგან. უნდა მოვძებნოთ ჩვენი ნიშის შესაბამისი პოპულარული პროფილები, რომელთა მიმდევრებს და ”სურათის მომწონებლებს” დავაფოლოვებთ.

როცა 20,000-მდე მიმდევარს შეაგროვებთ, თუ Follow-Unfollow პროცესის გაგრძელების თავი აღარ გექნებათ, შეგიძლიათ თავი დაანებოთ, რადგან 20,000 მიმდევარი სრულიად საკმარისი პროფილის მონეტიზაციისთვის.

თუ ცოტაოდენ ინვესტიციას გააკეთებთ, შეგიძლიათ Instagress-ის რომელიმე პაკეტის შეძენა (Follow-Unfollow-სა და კიდევ რამდენიმე პროცესის ავტომატიზაციას შეძლებთ).

პუნქტი #2: როგორ გამოვიმუშავოთ ფული ინსტაგრამით

ინსტაგრამზე ფულის გამომუშავების მთავარი გზა შაუთაუთების გაყიდვაა.

რა არის შაუთაუთი?

განმარტება – როცა სუბიექტი #1 უხდის მეორეს (ანუ ჩვენ. აღვნიშნოთ, როგორც სუბიექტი #2) ფულს, სანაცვლოდ სუბიექტი #2 ათავსებს სუბიექთი #1-ის სურათს ან ვიდეოს საკუთარ პროფილზე

რაღაც არარეალურად ჟღერს, ხო?

მოემზადე, კიდევ უფრო დაუჯერებელი გახდება.

თითო შაუთაუთის ფასი მერყეობს 1-1.200$-მდე (1.200$ ის მაქსიმუმია, რაც მე შემხვედრია).

შაუთაუთის ფასს განსაზღვრავს მიმდევართა რაოდენობა, სურათებზე მოწონენებისა და კომენტარების რაოდენობა, და სუბიექტი #1-ის მიერ მოთხოვნილი დროის რაოდენობა (ანუ რამდენი საათიანი რეკლამა უნდა).

სად შემიძლია კლიენტების პოვნა?

ასეთი რამდენიმე საიტი არსებობს:
buysellshoutouts . com
Fiverr . com
Shoutcart . com
კიდევ უამრავი საიტია, რომელთა არსებობასაც ნელ-ნელა გაიგებთ (თუმცა, ყველაზე პოპულარული სამეული ეს არის).

გარდა ამისა, პროფილის აღწერაში დაიწერთ მსგავს ტექსტს:

“Direct for shoutouts” ან “Shoutouts: magaliti@gmail.com”

პუნქტი #3: აფილიეტ მარკეტინგი

აფილიეტ მარკეტინგისთვის იდეალურია ფიტნესის ნიშა (თუმცა, ყველა ნიშა მუშოაბს თუ კარგ პროდუქტს ნახავთ), სადაც გავყიდით ისეთ პროდუქტებს როგორიც ”პროტეინები”, ”გეინერები” და მსგავსი რაღაცებია.

თუმცა, გაყიდვა პირდაპირ ინსტაგრამიდან არ ხდება. მოგვიწევს საიტის შექმნა, სადაც ინსტაგრამიდან მომხარებელს გადავამისამართებთ.

პუნქტი #4: ბრენდებთან ურთიერთობა

როცა ინსტაგრამის პროფილს საკმარის დონეზე განავითარებთ, ნიშიდან გამომდინარე, დაუკავშირდები ბრენდებსა და ცნობილ ადამიანებს.

შეთავაზებთ თანამშრომლობას, მაგალითად:

ამ თანხის სანაცვლოდ დავდებ თქვენი სასტუმროს სურათებს
კონკრეტული თანხის სანაცვლოდ დავდებ თქვენი ფიტნეს ცენტრის სურათებს
თვეში 50$-ად ჩემს ინსტაგრამზე დავდებ 2 პროდუქტს და მომხამრებელს თქვენს საიტზე გამოვუშვებ
ბონუსი: თუ ბრენდირებულ სახელს მიაგნებთ, შეინახეთ და ხელი არ გაუშვათ. შეიძლება ვინმე სარფიანი შემოთავაზებით დაგიკავშირდეთ და ძალიან დიდი, მოულოდნელი მოგება ნახოთ.

ბოლოსიტყვაობა

პრაქტიკასთან ერთად, თქვენი ცოდნა საგრძნობლად გაიზრდება. ინსტაგრამის პოტენციალი უსაზღვროა და სწორად გამოყენების შემთხვევაში, ძალიან დიდი შემოსავლის მიღებაა შესაძლებელი.


--------------------
ქართული რეალური ლაიკები. 1 000 ლაიკი - 15 ლარი
benduqidze
დათო


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2532
წევრი No.: 39896
რეგისტრ.: 13-August 07

გამოგზავნილია: 11 Sep 2016, 02:11  #48778616      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
აუცილებლად დავიწყებ ამ საქმეს საკაიფო ჩანს 2kiss.gif
მადლობა ავტორ


--------------------
SHUT UP AND ENJOY THE MUSIC!
╭∩╮(︶︿︶)╭∩╮
luka69
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 277
წევრი No.: 195393
რეგისტრ.: 18-December 14

გამოგზავნილია: 11 Sep 2016, 03:01  #48778778      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
აი მალადეც რა მაგრად ჩამოაყალიბე !
რამდენი ფოლოუერი გყავს თუ საიდუმლო არაა ?
benduqidze
დათო


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2532
წევრი No.: 39896
რეგისტრ.: 13-August 07

გამოგზავნილია: 11 Sep 2016, 04:05  #48778885      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (luka69 @ 11 Sep 2016, 03:01 )
რამდენი ფოლოუერი გყავს თუ საიდუმლო არაა ?

მეც მაინტერესებს თუ საიდუმლო არაა გაგვიმხილე

და კიდე რა მაინტერესებს biggrin.gif ლიმიტი არ ააქვს? მაგალითად 5000-ს კაცს რო გამოიწერ რაღაცა დროის მანძილზე არ გეკრძალება ფოლოუები?
giorgi1494
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 375
წევრი No.: 128444
რეგისტრ.: 8-March 11

გამოგზავნილია: 11 Sep 2016, 11:06  #48779386      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
1 კვირაა რაც დაწყებული მაქვს მეც, მყავს 1.1კ ფოლოუერი და დაფოლოუებული მყავს 6.5კ. ნიშა: ფოტოგრაფია,ბუნება.

benduqidze
შეზღუდვები არის რათქმაუნდა ახალ აქაუნთზე ჯობია დააფოლოუვო 20 და შეისვენო ცოტა ხანი და მერე კიდე, რაც უფრო ძველია ექაუნთი მით უფრო მეტის დაფოლოუვება შეგიძლია. თუ ბევრს დააფოლოუებ და ლიმიტს გადააჭარბებ დაიბლოკები მაქსიმუმ 24 საათით
მილანისტა.
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3112
წევრი No.: 196254
რეგისტრ.: 8-January 15

გამოგზავნილია: 11 Sep 2016, 11:10  #48779396      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
giorgi1494
მაგარი თემაა up.gif up.gif up.gif

სუსტად რო იყო გაქაჩული დღეში რამდენზე ასვლაა შესაძლებელი ?
ასევე საშუალოდ და მაგრად...

ამაზონ აფილიატეს რით ჯობია ინსტაგრამი ? რომელი უფრო ადვილია ?




ვიღაცეები მაფოლოუებენ თავისით და უკვე იმდენია უარს ვეუბნები აწი ყველას დავთანხმდები biggrin.gif

This post has been edited by მილანისტა. on 11 Sep 2016, 11:11


--------------------
ნიკუშ წამოაჯვიო (c) მეგატვინი
giorgi1494
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 375
წევრი No.: 128444
რეგისტრ.: 8-March 11

გამოგზავნილია: 11 Sep 2016, 12:13  #48779679      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
მილანისტა.
სუსტად რო იყო გაქაჩული თვეში 100$-მდე გაქაჩავ. საშუალოდ რომ იყო გაქაჩული თვეში 500$-მდე და მაგრად რომ გაიქაჩები 500$-ის ზევით.
საშუალო რომ გაიქაჩო 10კ ფოლოუერი მაინც გინდა. ადვილია უფრო ინსტაგრამი.
მილანისტა.
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3112
წევრი No.: 196254
რეგისტრ.: 8-January 15

გამოგზავნილია: 11 Sep 2016, 12:18  #48779704      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
giorgi1494
QUOTE
სუსტად რო იყო გაქაჩული თვეში 100$-მდე გაქაჩავ. საშუალოდ რომ იყო გაქაჩული თვეში 500$-მდე და მაგრად რომ გაიქაჩები 500$-ის ზევით.

იუთუბზე ბევრად ცოტა $$$ გამომუშავება ყოფილა შესაძლებელი


QUOTE
საშუალო რომ გაიქაჩო 10კ ფოლოუერი მაინც გინდა

ანუ 10K ფოლოუერი რო მყავდეს უკვე შემიძLია თვეში 100 $ ავიდე ?

giorgi1494
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 375
წევრი No.: 128444
რეგისტრ.: 8-March 11

გამოგზავნილია: 11 Sep 2016, 12:33  #48779789      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
მილანისტა.
გააჩნია როგორი აქტიური პროფილი გაქვს. 40-50$-მდე ახვალ თავისუფლად
მილანისტა.
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3112
წევრი No.: 196254
რეგისტრ.: 8-January 15

გამოგზავნილია: 11 Sep 2016, 13:25  #48780096      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
giorgi1494
QUOTE
40-50$-მდე ახვალ თავისუფლად

დღეში ?
giorgi1494
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 375
წევრი No.: 128444
რეგისტრ.: 8-March 11

გამოგზავნილია: 11 Sep 2016, 13:39  #48780178      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
მილანისტა.
დღეში არამგონია, გააჩნია რამდენი ხნით შეგიკვეთავენ რო დაარეკლამო. სულ თავიდან 2 საათს 2$-დ ყიდიან
l-e-v-a-n
4, 8, 15, 16, 23, 42


********
ჯგუფი: Members
წერილები: 24756
წევრი No.: 131650
რეგისტრ.: 24-May 11

გამოგზავნილია: 11 Sep 2016, 13:46  #48780209      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
giorgi1494
Unfollow რა საჭიროა?
რო არ დააანფოლოუ რა ფუჭდება? biggrin.gif
giorgi1494
გასაგებია up.gif

This post has been edited by l-e-v-a-n on 11 Sep 2016, 13:49


--------------------
Gilardino la può tenere anche vicino alla bandierina, cerca l'uno contro uno, Gilardino, dentro Del Piero, Del Piero... Goooooooool! Goooooool! Aleeeex Deeel Piero!!! Chiudete le valigie, andiamo a Berlino! Andiamo a Berlino! Andiamo a prenderci la coppa! Andiamo a Berlino!
giorgi1494
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 375
წევრი No.: 128444
რეგისტრ.: 8-March 11

გამოგზავნილია: 11 Sep 2016, 13:48  #48780218      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
l-e-v-a-n
7.5კ ადამიანის დაფოლოუვება შეგიძლია მხოლოდ ინსტაგრამს ეგ ლიმიტი აქვს. ამიტომ როდესაც ახვალ ამ რიცხვზე უნდა დაიწყო ანფოლოუვები
Mazahacka
♤ ♡ ♢ ♧ ♠ ♥ ♦ ♣


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3758
წევრი No.: 39044
რეგისტრ.: 28-July 07

გამოგზავნილია: 11 Sep 2016, 14:30  #48780451      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მოკლედ ახალ აქაუნთს რო ქმნი და ცოტა კარგ სახელს არჩევ რომელიც თავიდან თავისუფალია, გიწერს ეგეთ რამეს something goes wrong try again soom და ახლიდან რო ცდილობ წერს რომ username is taken. რატოა ეგრე შეგიძლიათ ვინმემ ახსნათ ? )
luka69
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 277
წევრი No.: 195393
რეგისტრ.: 18-December 14

გამოგზავნილია: 11 Sep 2016, 14:42  #48780539      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
giorgi1494
shoutcart ზე როგორ ხდება გადახდა ზუსტად თუ იცი ? ანუ რას ვგულისხმობ ... როდესაც გიკვეთავენ რეკლამას ხო იქ მოგდის ყველაფერი შეგიკვეთა ამადა ამ ფასად ამდენი ხანი და რო დავდებ მერე უნდა გადამიხადონ რო ანხავენ თუ რო დავდებ ჩამოიჭრება ? თან თუარვცდები კოდი მოყვება სპეციალური რომელიც ასახავს .. კაროჩე ეგ ვერგავიგე რა biggrin.gif იმედია მიხვდი
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (80) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0198 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]