გამარჯობათ მცოდნენო
ინდ. მეწარმესთან შეხება არ მქონია და რამოდენიმე მარტივ კითხვას დაგისვამთ:
1. საწესდებო კაპიტალი ფიქსირდება? ვთქვათ ინდ. მეწარმემ გავეცი ხელფასი იმაზე მეტი ვიდრე შემოსავალი მაქვს (ანუ ჩემი ჯიბიდან). გავაფორმო რომ ბიზნესის დაწყებამდე მქონდა ეს თანხა თუ როგორ ჯობს?
2. ფართს ვიღებ იჯარით შპს-გან. იჯარის გადასახადის გადახდა მევალება? თუ შპს-ს ევალება? 20%?
3. ქონების გადასახადის გადახდა მევალება? (არ ცდება 40000-ს შემოსავალი). თუმცა მაქვს წვრილი ძირითადი საშუალებები და უწევს ხომ მაგათზე? თუ სრულად გამოვქვითავ? ან თუ ამორტიზაციას დავარიცხავ - სხვაობა არიის?
4. სალაროდან ვიღებ ისეთ ფულს, რომელსაც ვერ ვადასტურებ ხარჯებით დოკუმენტურად. უნდა დავბეგრო აღებული თანხა საშემოსავლოთი როგორც შპს-ს შემთხვევაში?
5. ბიზნესი დავიწყე 10000 ლარით. სანამ ამ 10000 ლარს არ ამოვიღებ, ჩემი მოხმარებისთვის აღებული თანხები უნდა დავბეგრო?
დიდი მადლობელი დაგრჩებით თუ შესაბამის ლინკს მომცემთ კოდექსიდან