forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (6) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ადამიანზე ფსიქო ზემოქმედება დაფარულად, კერძოდ მუსიკით ან ზუმერის მეშვეობით...
Artist
სიყვარული


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 18243
წევრი No.: 12191
რეგისტრ.: 14-August 05

გამოგზავნილია: 4 Feb 2019, 05:02  #54171430      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მე აქ დავაკვირდი რომ ბევრ ადგილზეა გამოყენებული ეს ზემოქმედება ადამიანებზე…
მაგალითად: სერიალში "ჩემი ცოლის დაქალებში" დასაწყისშივე ლოგოს ახლავს ზუმერები და
არასასიამოვნო ზრიალი..

აგრეთვე ეხლა ვუყურებდი იმედის კვირას და გარკვეულ მუსიკის დროს იგივე ზუმერს ანუ პიპსერს
იყენებენ, რომლებიც გარკვეულად მოქმედებენ ადამიანის ფსიქიკაზე.. უფრთხილდით ასეთ გრუნდ-მუსიკას
სადაც ეს პიპსერებია ჩანერგილი..

ამ თემაში დავდოთ ასეთი ზემოქმედების მქონე გადაცემები და მივუთითოდ თუ სადაა რომელ წუთებზეა ესა
თუ ის შეფარული ზუმერები, გამოაშკარავება და გაცნობიერება იცავს ადამიანს, ვიყოთ ფხიზლად..

აქ დასაწყისისთვის დავდებ ამ ორ მაგალითს:

"ჩემი ცოლის დაქალები" აქ ყოველ დასაწყისშია ლოგოს ზუმერად აღებული ეს საზარელი პიპსერი და ზრიალი:



"იმედის კვირა აქ" 1.30 წმ. -ზე იცვლება მუსიკა და იწყება იმ პიპსერის ხმის მონოტონურად გამეორება.. შემდგომ
ეს მუსიკა რამდენჯერმე მეორდება შიგა და შიგ:





--------------------
ლოცვა:
…იესო ქრისტე ძეო ღვთისაო, მოგვიტევე ცოდვები ჩვენნი და გააბრწყინე დღეს საქართველო...
იყოს ნება შენი ქვეყანასა ზედა, სიყვარული საქართველოსა ზედა იმედად მსოფლიოსა ზედა
© Artist
PANTALONE
nocturnal animals


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 16856
წევრი No.: 1129
რეგისტრ.: 25-July 02

გამოგზავნილია: 4 Feb 2019, 11:24  #54171896      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · msn
QUOTE
რომლებიც გარკვეულად მოქმედებენ ადამიანის ფსიქიკაზე

Artist

თუ არ გვეტყვით კონკრეტულად რა ნაირად მოქმედებს ფსიქიკაზე გამოვა რომ
შეთქმულების თეორიას ვხოდავთ .

მოქმედებით ხო ყველანაირი ბგერა მოქმედებს ფსიქიკაზე



--------------------
https://marebito75.deviantart.com/gallery/
Lаki
Ho(m)po Sapiens


********
ჯგუფი: Members
წერილები: 26963
წევრი No.: 172971
რეგისტრ.: 7-September 13

გამოგზავნილია: 4 Feb 2019, 11:40  #54171953      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ყურიერს ჰქონდა საზიზღარი მუსიკა
ახლაც მასეა? biggrin.gif


--------------------
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, რომ ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა
"სოციალურ გადატრიალებას ახდენენ შიმშილით უკმაყოფილონი, რათა სათავეში მოიყვანონ ძალაუფლებით დაუკმაყოფილებელნი".
ჰემინგუეი
llev
შტემბერი


****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 332
წევრი No.: 246370
რეგისტრ.: 31-October 18

გამოგზავნილია: 4 Feb 2019, 12:42  #54172199      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ეგა და აქუბარდიას სტუდიაში რომ ტრიალებს ტრიალებს ტრიალებს ეგ ახდენს კიდევ საოცარ ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას. წყობიდან გოჰყავს პენსიონერები biggrin.gif

თემის ავტორს მოკითხვა იაღოვასგან პირადად!


--------------------
საკონსტიტუციო სასამართლო ჩარჩოებში უნდა მოვაქციოთ (c) კონსტიტუციონალისტი ჩიპოლინო
Artist
სიყვარული


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 18243
წევრი No.: 12191
რეგისტრ.: 14-August 05

გამოგზავნილია: 5 Feb 2019, 07:08  #54176340      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
PANTALONE
QUOTE
თუ არ გვეტყვით კონკრეტულად რა ნაირად მოქმედებს ფსიქიკაზე

მონოტონურად ერთი და იგივე პიპსერის გამეორებები მოქმედებს როგორც ჰიპნოზი, დიქციაც კი
მოქმედებს დაყენებული დიქცია… ჰოპნოტიზიორებს დაყენებული დიქცია აქვთ… ხოდა ის ტონალობა
რომელიც მეორდება ძალზედ აზიანებს ფსიქიკას… რატომ არის ჩადებული იმ მუსიკაში ეს ტონალობა?
არც უხდება და არც არაფერი ხო… იგივე ტონალობაა იმ დაქალების ფილმის დასაწყისშივე, მონოტონურად
არ ხდება განმეორება მაგრამ აქ პირდაპირ იგივე ტონია აღებული და ის ზრიალის ხმაც რომელიც სულაც
არაა ან მუსიკა ან რაიმე ზუმერი, ეს არის პირდაპირ იგივე ტონალობა აღებული რომელიც მოქმედებს…
იმ ჰიპნოზის ფორმით… შესაძლოა ვინმე ჰიპნოტიზიორი იყენებს კიდეც ამ პიპსერის ხმას და ამ დროს
ითიშება დიდი რაოდენობა ადამიანების და იმას აკეთებენ რასაც ჩადებ… იყო ასეთი რამ რომ ფილმის
კადრებში დებდენ სწრაფად დატრიალებულ ვიდეო რგოლებს, ანუ რეკლამას, რომელსაც თვალი ვერ
ხედავს მაგრამ ქვეცნობიერი აღიქვამს ანუ გააზრება ვერ ხდება მაგრამ აღქმა კი ხდება, მერე უცხოეთში
აკრძალეს მასეთი რამის გაკეთება, ვინაიდან ადამიანზე იძულება გამოდიოდა, ჩვენთან კი ვინ ამოწმებს
მაგას? ხოდა რაღაცას ჩადებენ და მერე პიპსერით გათიშულ ტიპს დაუტრიალდება… მოკლედ ბევრი
ვარიანტი შეიძლება იყოს… მე მაგალითად ძალიან მაღიზიანებს ეს პიპსერის ხმის სიხშირე..

* * *
Lаki
QUOTE
ყურიერს ჰქონდა საზიზღარი მუსიკაახლაც მასეა? 

არ ვიცი იქნებ დადო ის მუსიკა და გავარკვევთ როგორ მოქმედებს?...

* * *
llev
QUOTE
აქუბარდიას სტუდიაში რომ ტრიალებს ტრიალებს ტრიალებს ეგ ახდენს კიდევ საოცარ ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას.

დადე აქ ვიდეო…
PANTALONE
nocturnal animals


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 16856
წევრი No.: 1129
რეგისტრ.: 25-July 02

გამოგზავნილია: 6 Feb 2019, 21:35  #54184296      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · msn
Artist
კონკრეტულად რას გვიდებენ თავში ამ ჰიპნოზით?

გამაღიზიანებლად ჩემზე ნებისმიერი ზარის ხმა მოქმედებს და ტელეფონისაც ფილმებში.

Artist
სიყვარული


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 18243
წევრი No.: 12191
რეგისტრ.: 14-August 05

გამოგზავნილია: 7 Feb 2019, 01:41  #54185339      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
PANTALONE
QUOTE
კონკრეტულად რას გვიდებენ თავში ამ ჰიპნოზით?

ბევრი რამე შეიძლება იყოს, პოლიტიკური მანიპულაცია მაგალითად, ხმის მიცემის ამბავში..
შესაძლოა რაიმე პროდუქტის ყიდვის სურვილი ანდა აზარტული თამაშების და ა.შ.

llev
შტემბერი


****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 332
წევრი No.: 246370
რეგისტრ.: 31-October 18

გამოგზავნილია: 8 Feb 2019, 21:40  #54193655      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Artist

და ვინ აკეთებს ამას? კურიერის მუსიკა რომ ავიღოთ მაგალითად, ვიღაცისტიკოსი უზით ოფისში და პერიოდულად აწერინებენ მსგავს მუსიკას თუ როგორ წარმოგიდგენია?

ან საერთოდ საიდან მოიტანე მსგავსი რამ? ღამე დასტური არსებობს ასეთი ფენომენის?

იყო ადრე კონსპიროლოგების საყვარელი თემა ე.წ. 25-ე კადრი, რაც დღეს უკვე მიჩნეულია სრულ აბსურდად.

ვიზუალით და ხმებით ადამიანზე ზემოქმედება სინამდვილეში მარტივი კონსუმერული მარკეტინგია და მისტიკასთან არაფერი აქვს საერთო. ელემენტარული ფსიქოლოგიაა.

გრამიტონ
Super Member


****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 334
წევრი No.: 248428
რეგისტრ.: 2-February 19

გამოგზავნილია: 9 Feb 2019, 00:18  #54194425      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ფორმულა კრეატივის წრიპინი მართლა თავში უკაკუნებს
Isane
Super Member


****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 101
წევრი No.: 246442
რეგისტრ.: 3-November 18

გამოგზავნილია: 9 Feb 2019, 02:08  #54194714      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Artist
QUOTE
მონოტონურად ერთი და იგივე პიპსერის გამეორებები მოქმედებს როგორც ჰიპნოზი, დიქციაც კი
მოქმედებს დაყენებული დიქცია… ჰოპნოტიზიორებს დაყენებული დიქცია აქვთ… ხოდა ის ტონალობა
რომელიც მეორდება ძალზედ აზიანებს ფსიქიკას… რატომ არის ჩადებული იმ მუსიკაში ეს ტონალობა?
არც უხდება და არც არაფერი ხო…

ბევრი რამე აღზიანებს ადამიანის ფსიქიკას.
პორნოს ყურებაც მოქმედებს უარყოფითად და იწვევს ნერვულ აშლილობებსო იძახიან ექიმები. ეგ იმას არ ნიშნავს რომ რამე შეთქმულებას აქვს ადგილი და თავში "გვიდებენ" რამეს. ვისთვის უხდება და ვისთვის არა ეგ ზუმერი. ჩემთვის მაგალითად არნოლდ შონბერგი და კიდევ ერთი ორი კომპოზიტორი საშინლად გამაღიზიანებელია და ვერ ვუსმენ. ფსიქიკას დამიზიანებს ყოველდღე რო მომიწიოს მოსმენა. თითქმის სულ დისონანსებით სავსეა. ზოგს მოწონს და არ აღიზიანებს. ვფიქრობ, საშიშია ყველაგნ რაღაც კონსპირაციული თეორიების დანახვა და ძიება. თან ასე ჰაერზე "მტკიცებულებების" გარეშე.
QUOTE
იყო ასეთი რამ რომ ფილმის
კადრებში დებდენ სწრაფად დატრიალებულ ვიდეო რგოლებს

25 კადრზე საუბრობ? მე რამდენადაც ვიცი ამერიკელმა მეცნიერებმა (ფსიქოლოგებმა) ადრე უარყვეს მისი როგორც ფსიქოლოგიური ზემოქმედება. მანამდე თითქოს აღიარებდნენ მაგრამ ვინც ჩაატარა ექსპერიმენტი აღიარა რო ყალბი ექსპერიმენტი იყო..

This post has been edited by Isane on 9 Feb 2019, 02:09
Artist
სიყვარული


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 18243
წევრი No.: 12191
რეგისტრ.: 14-August 05

გამოგზავნილია: 9 Feb 2019, 04:19  #54194852      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Isane
QUOTE
ვფიქრობ, საშიშია ყველაგნ რაღაც კონსპირაციული თეორიების დანახვა და ძიება. თან ასე ჰაერზე "მტკიცებულებების" გარეშე.

საქართველოზე ძალიან მაგრად იმოქმედეს თავის დროზე ჰიპნოტიზიორებმა რუსეთიდან, ერთი იყპ კაშპიროვსკი, რომელიც პირდაპირ ფილარმონიაში
ატარებდა სეანსესბს და გათიშულ ადამიანებს რასაც უნდა იმას უშვებოდა, ახოხიალა სცენაზე.. შემდეგ კი ტელევიზიით გამოდიოდა და უფრო ფართო
მაშტაბით აგიპნოზებდა ხალხს, მეორე იყო ჩუმაკი რომელიც უფრო ძლიერად მოქმედებდა ადამიანებზე ვიდრე კაშპიროვსკი იმასაც უჩვენებდენ ტელევიზიით
და ხალხი დააშტერეს საერთოდ ამ ორმა… მაშინ სცენაზე გამოდიოდა ქართველი ჰიპნოტიზიორ ტელეპატი ნემსაძე, რომელმაც თქვა რომ როცა ადამიანს ერთხელ
მაინც ვაგიპნოზებო, შემდეგ ის ადამიანი სუსტდებაო და მერე ტელეფონის ზარითაც კი შემიძლია დავაჰიპნოზოვო… ეხლა რა კავშირი აქვს ამას ყველაფერს
ამ ზუმერებთან, ეს იციან იმათმა ვინც შეფარულად მოქმედებს საქართველოზე და შეაპარეს ეს ზუმერი, ამაზე არც კი უფიქრია იმ გადაცემის ავტორს ან პოლიტიკოსს.
მას მოუტანეს ასეთი მუსიკა და დაიდო… არადა ის ვინც მასაზე ზემოქმედება არც კი ჩანს სადღაც იპოვა მუსიკის დამწერი ფული მისცა და გაუშვი ეს მუსიკაო..
ყოველგვარი ახსნის გარეშე. ის პიპსერი კი იმ ნაგიპნოზარ ხალხს ისევ და ისევ სუსტ მდგომარეობაში ამყოფებს და წამდაუწუმ პატარ პატარა გათიშვებს უწყობს..

დააკვირდი და მოუსმინე რამდენჯერმე იმ პიპსერს ან იმ ზრიალა ხმას და იგრძნობ რომ ზემოქმედებას ახდენს, შენ არ ხარ ეტყობა ჰიპნოზით დაუძლურებული
და ამიტომაც ვერ ხვდები იმდენად, მაგრამ იმ ხალხზე კი მოქმედებს და ისევდაისევ უძლურდებიან, ისინი ადვილად ექცევიან სხვისი გავლენის ქვეშ… აი მიზეზი…

* * *
QUOTE
მაგრამ ვინც ჩაატარა ექსპერიმენტი აღიარა რო ყალბი ექსპერიმენტი იყო..

არ იყო ყალბი, ეს ფსიქოლოგიაში კარგდაა ცნობილი თუ როგორ მოქმედებს რეკლამა ადამიანზე, განსაკუთრებით უაზროთ რომ იმეორებენ
სიტყვებს, ხოდა როცა პირდაპირ ქვეცნობიერზე მოქმედებენ ამ რეკლამით ვინაიდან მას ტვინი აღიქვამს მაგრამ ადამიანი ვერ ასწრებს, მაშინ
ორმაგად ძლიერია ეს ზემოქმედება, ამიტომაც აიკრძალა ასეთ ექსპერიმენტები უცხოეთში… ასე კანონით არ აკრძალავდენ რომ არ მოქმედებდეს...
ანდაზა
ყველა ფერი


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 219
წევრი No.: 248569
რეგისტრ.: 8-February 19

გამოგზავნილია: 9 Feb 2019, 05:25  #54194879      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
"გათიშე და იბატონე"

იმედი კიდე გასაგებია, მაგრამ რუსთავი ოპოზიციური არხია და არანაირად არ აწყობს სუსტი მაყურებელი :დ
Artist
სიყვარული


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 18243
წევრი No.: 12191
რეგისტრ.: 14-August 05

გამოგზავნილია: 9 Feb 2019, 05:48  #54194886      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
არანაირად არ აწყობს სუსტი მაყურებელი

მაგათმა არც პოზიციამ და არც ოპოზიციამ არ იციან ეს, ისინი ვინც ამას აკეთებს და აწყობს სუსტი მასა..
სხვები არიან ვინც შეფარულად მოქმედებს, კერძოდ საქართველოს დაჩმორებაზე, რომ არ გაბრწყინდეს.


* * *
QUOTE
"გათიშე და იბატონე"

დიახ.. ეგ პრინციპია ამ შემთხვევაშიც…

ანდაზა
ყველა ფერი


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 219
წევრი No.: 248569
რეგისტრ.: 8-February 19

გამოგზავნილია: 9 Feb 2019, 06:01  #54194893      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Artist
ანუ მტერი "გვბომბავს" და აზრზე არ ვართ? spy.gif
ნუთუ არავინ გვყავს ამ სფეროში კომპეტენტური? facepalm.gif

QUOTE
ვინც ამას აკეთებს

ძნელი გამოსაცნობი არ უნდა იყოს..

"ვინც კარგად ემსახურება სამშობლო ქვეყანას, იგი უდიდგვაროდაც დიდია."
Artist
სიყვარული


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 18243
წევრი No.: 12191
რეგისტრ.: 14-August 05

გამოგზავნილია: 9 Feb 2019, 06:19  #54194898      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ანდაზა
QUOTE
ნუთუ არავინ გვყავს ამ სფეროში კომპეტენტური?   

ეგ სფერო რომ მიივიწყეს და არავინ არ მუშაობს და მხოლოდ ვარსკვლავთმრიცხველების მკითხაობებით
თუ სხვა მჩხიბავობით არიან დაკავებული ამიტომაა რომ საჯდომისკენ მიდის საქმე… აი ეხლა ჩვენ ორმა
გავიფიქრეთ ეს და უკვე არის ფაქტი დადებული, ხოდა იმედია ეს ის ნაპერწკალი იყოს გადარჩენისა…

1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (6) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0232 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]