ხატია დაარქვა მამამისმა, ანუ ვიცოდი , რომ ეს მოსწონდა, მაგრამ სხვა სახელებიც შემომთავაზა: ფიქრია,ნათია,ცისია,
ხოდა,რა თქმა უნდა,ხატია გადავწყვიტე დააღმოჩნდა , რომ სწორადაც მოვიქეცით,ერთი წლიდან ხატავს..,
პაპუნა დავარქვით ორივემ,ჯერ ერთი , რომ ქართულია, მეორეც აბა,რაჭველები რას დაარქმევდნენ სხვას
,მესამეც იმიტომ რომ,ცხრა თაობის უკან მათ წინაპარსაც პაპუნა ერქვა ,ვფიქრობ, რომნ ძალიან უხდება
მერე მოდის ანანო,სინამდვილეში ანა ჰქვია, მაგრამ ყველანი ანანოს ვეძახით.ღვთისმშობლის დედის სახელით მოვნათლეთ, ერთი ორი დღE არ ვიცოდით რა დაგვერქმია, მერე სამშობიაროში გევწვია მეუღლის ბიძაშვილი და ვარიანტები რომ შევთავაზეთ ანა გვირჩია მანაც, მე კი ანანო მინდოდა ყოველთვის, დუმბაძის გმირს ჰქვია თუ ინანიშვილის, მოკლედ ის ბრძენი ქალი ყოველთვის მომწონდა და სახელიც იქიდან შემიყვარდა. გაამართლა, ძალიან ჭკვიანია,ენამოსწრებული,დაფიქრებული,წინდახედული,ვასასისაც ვეძახით ხოლმე სიცილით.
ბოლ დამრჩა , სოფიო , აქ კი დეიდას დიდი დამსახურებაა, ჩემი და სტრასბურგში ცხოვრობს და პირველივე ეს სახელი გვირჩია, მერე გაგვახსენდა , რომ ანანოს ვარიანტებში სოფიოც ერია, ხოდა დავარქვით, თან მის უცხოქვეყნელ ბიძაშვილ-დეიდაშვილებს ნამდვილად არ გაუჭირდებათ სახელის დაძახება,ყველასთვის მისაღებია, მკაცრად სოფიოს და სოფის ვეძახით, სხვა კნინობით შემოკლებებს არ ვაღიარებთ
რამხელა დამიწერია, მომიტევეთ , მაგრამ რა ვქნა, ბევრნი ვართ
tikope ვარ
This post has been edited by jorjone on 30 Jan 2010, 18:38