cindirella
Junior Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 19
წევრი No.: 152190
რეგისტრ.: 4-July 12
|
#31987358 · 5 Jul 2012, 14:48 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ოტო-რინო-ლარინგოლოგიის ეროვნულ ცენტრში ბავშვი დაიღუპა
2012 წლის 11 ივნისს იმედის არხზე "ქრონიკაში" გავიდა სიუჟეტი-რომელშიც გაშუქდა საერთაშორისო კონფერენცია. კონფერენცია ჩატარდა ოტო-რინო-ლარინგოლოგიის ეროვნულ ცენტრში, ჯაფარიძე-ქევანიშვილის სახელობის კლინიკაში. ესწრებოდნენ: ჯანმრთელობის მინისტრი და კლინიკის ექიმები. კლინიკის მედიკოსები საუბრობდნენ თავიანთ მიღწევებზე და ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე იწონებდნენ თავს. ეს ის "საამაყო" ეროვნული ცენტრია, სადაც ზემოთ აღნიშნული სიუჟეტის გასვლამდე, სულ რამდენიმე დღით ადრე, გარდაიცვალა ჩემი შვილიშვილი, 5 წლის მია მაღრაძე, ტონზილექტომიიდან (გლანდების ოპერაცია) მეშვიდე დღეს განვითარებული სისხლდენით. სწორედ, ზემოთ აღნიშნულმა სიუჟეტმა, გადამაწყვეტინა მე, მგლოვიარე ბებიას დამეწერა ეს წერილი. კლინიკის მესვეურებო, მოახსენეთ თუ არა ბატონ მინისტრს, რომ არ გაქვთ რეანიმაციული განყოფილება, რომ ვერ აღმოუჩინეთ ელემენტარული რეანიმაციული დახმარება 5 წლის პაციენტს, რომელიც დაგეღუპათ ტონზილექტომიის შემდგომ განვითარებული სისხლდენით. ბატონო მინისტრო, ჯაფარიძე-ქევანიშვილის ეროვნულ ცენტრში, სადაც კონვეიერული სიჩქარით კეთდება სისხლიანი ოპერაციები, არა აქვთ რეანიმაციული განყოფილება, რის გამოც ვერ აღმოუჩინეს ელემენტარული სამედიცინო დახმარება პაციენტს. სრულიად ჯანმრთელს 5 წლის მიას, 2012 წლის 17 მაისს, ექიმ დ. ვაჭარაძის მიერ ჩაუტარდა ოპერაცია - ტონზილექტომია ანუ გლანდების ოპერაცია. მეორე დღეს გამოგვწერეს სახლში, სადაც მკაცრად ვიცავდით რეჟიმს და დიეტასაც, რასაც მოითხოვდა ოპერაციის შემდგომი პერიოდი. უფრო მეტიც, ოპერაციიდან მეექვსე დღეს განსაკუთრებული სიფრთხილისა და ყურადღების გამო, ჩვენი ინიციატივით, კიდევ ერთხელ გავასინჯეთ ბავშვი დ. ვაჭარაძეს. მისი თქმით, ყველაფერი ნორმალურად მიმდინარეობდა. თუმც ექიმთან ურთიერთობის არც ერთ ეტაპზე, ნახსენებიც კი არ იყო პოსტოპერაციული სისხლდენის საშიშროება, ე.წ. კრიტიკული მეშვიდე მეცხრე დღეების შესახებ. 23 მაისს, ოპერაციიდან მეშვიდე დღეს, ღამით 11:15-ზე ბავშვს დაეწყო ძლიერი სისხლდენა პირიდან, რაც ბავშვის დედამ სასწრაფოდ ამცნო ექიმ დ. ვაჭარაძეს. მიუხედავად ასეთი საგანგაშო ზარისა, ექიმმა მიუთითა დედას, რომ ბავშვი წაეყვანათ ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკაში. იქ სადაც არ არსებობს რეანიმაციული განყოფილება, რაც თქვენ კარგად იცოდით. რატომ არ შეგაშფოთათ, დედის განწირულმა ხმამ - რომელმაც გამცნოთ სისხლდენის შესახებ და გთხოვათ შველა?! რატომ არ ათეხეთ განგაში, რატომ არ დაახმარეთ თქვენს განყოფილებას კატასტროფის მედიცინის სამსახური ან რეანიმატოლოგები ქალაქიდან? მაშინ როდესაც იცოდით, რომ თქვენს განყოფილებაში რეანიმაცია არ არსებობს. განყოფილების მორიგე ექიმი მ. ზირაქიშვილი, აღმოჩნდა სრულიად მოუმზადებელი სისხლდენის სამართავად. ბავშვის მდგომარეობის შეფასების შემდეგ, როცა ნახეთ, რომ ვერ მართავდით სიტუაციას, რატომ მაშინვე არ გამოიძახეთ კატასტროფის მედიცინის ბრიგადა. რატომ კარგავდით ძვირფას წუთებს მიას გადასარჩენად? იქ მყოფმა სამედიცინო პერსონალმა ბავშვს ვერ აღმოუჩინა ვერანაირი სამედიცინო დახმარება, ვერ მოხერხდა პერიფერიული ვენის კათეტერიზაციაც კი (ვენაში გადასხმა). ვერ გადაესხა მიას სისხლი ან სისხლის შემცვლელები, სისხლი არ ჰქონდათ დარბოდნენ მოსაძიებლად, ბავშვის დედა გეხვეწებოდათ, რომ მისივე ჯგუფის სისხლი ჰქონდა და გამოეყენებინათ. ბავშვს უტარდებოდა მხოლოდ პირით პირში სუნთქვა და გულის გარეგანი მასაჟი. ეს იყო თქვენი რეანიმაცია, XXI საუკუნეში, ოტო-რინო-ლარინგოლოგიის ეროვნულ ცენტრში. ბავშვის მდგომარეობა დამძიმდა, გაღრმავდა შოკური მდგომარეობა, თქვენ დაკარგეთ დრო, რაც ასე ძვირფასი იყო ჩვენთვის. 30-40 წუთის შემდეგ მოსული ექიმები და მათ მიერ გამოძახებული კატასტროფის მედიცინის რეანიმაციული ბრიგადის მოსვლა უკვე დაგვიანებული იყო. ბავშვი დაიღუპა. ექიმები უკანა კარიდან გაიპარნენ. ბატონი შოთა ჯაფარიძე სხვებთან შედარებით "გულადი" აღმოჩნდა და გაუბედურებულ პატრონს ეკითხებოდა: "ჩივილს ხომ არ აპირებთ?" და თუ დავაპირებდით ქევანიშვილის სახელზე დაგვეწერა საჩივარი. თან წუხდა მეც სიცხიანი მოვედიო. ნუ გეშინიათ ბატონებო მე ჩივილს არ ვაპირებ. იცხოვრეთ თქვენი სინდისით. მაგრამ ვაფრთხილებ ყველა დედას! ნუ მიიყვანთ შვილებს ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკაში. გაითვალისწინეთ: ამ ოპერაციის შემდეგ, მაქსიმალური სიფრთხილის ფონზეც კი, მოსალოდნელია გართულება სისხლდენით. გართულების შემთხვევაში ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკაში დახმარებას ვერ აღმოგიჩენენ, რადგან მათ არ აქვთ რეანიმაციული განყოფილება, ისინი მოუმზადებლები არიან რეანიმაციული დახმარებისთვის. როგორც ეტყობა კლინიკის მესვეურებს, მომხდარი ტრაგედიის რამენაირად გასამართლებლად, პაციენტების არ დასაფრთხობად, დასჭირდათ უგუნური ჭორების გავრცელება: ჩვენ თითქოს ბავშვი ქალაქგარეთ გვყავდა წაყვანილი, რატომღაც მანგლისში, თითქოს უხეში საკვები მივეცით, თითქოს ბავშვს სისხლძარღვთა პრობლემა ჰქონდა. ვაცხადებ, ეს ყველაფერი სიცრუეა, ეს არის თქვენი თავდაცვის უსუსური მეთოდი. ლარინგოლოგებო! მე როგორც ექიმი მოგიწოდებთ, რომ დაფიქრდეთ ლაზერული მეთოდის გამოყენებაზე, რომელიც ხშირად გირთულდებათ თურმე სისხლდენით. გადახედეთ სტატისტიკას. მე გაუბედურებული ბებია, გთხოვთ: იქ სადაც კეთდება სისხლიანი ოპერაციები იყოს რეანიმაციული განყოფილება, ან დასვით საკითხი რომ ქალაქში იყოს ერთი რეანიმაციული ცენტრი ბავშვებისათვის. ჩემს მიას უკვე არაფერი ეშველება, იქნებ სხვა ბავშვებს უშველოთ.
ბავშვის ბებია - ლალი სიმონიშვილი გაზეთი "ქრონიკა" 34 გვ.
|