Master_Nickკარგია თუ მოგეწონა..ეგ სპორტი ვეტივერია ისეთი საშინელი-აი მოხუც ქალბატონებს რომ ასდიოდათ ბავშვობაში იმას მახსენებს
არადა გამყოლია ეგ ოხერი..თავი ამხადა და კეფა მომაფხანინა ისე რომ მოლეკულები თავის ქალაში გადასლიკინდნენ სურნელით
მე არ მომწონს სატარებლად..დასაყნოსად როგორც ვარდს რომ ვუსუნო წამიერად -კი ბატონო..სატარებლად?უფრო საწამებელია ეგ და ძმანნი მისნი ჩემთვის-არადა ბევრს მოსწონს
პ.ს.მეზობელი მყავს და ვიდექით ზუსტად 2.5 დაშორებით დღეს შუადღით..მომივიდა ავენას სურნელი(ავენტუსის)ვეკითხები იასნია რომ ავენა გასხია მეთქი(ვიცი გარკვეული მიზეზების და გამო რომ არამარტო მაგასთან აქვს წვდომა-რა ნიშე უნდა იყოს მაგან რომ არ იშოვოს?გაუმართლა კაცს
)ისეთი შლეიფი მოდიოდა და ისეთი სურნელი რომ ტალღა იყო რასაც ჰქვია..ესხა 100მლ როგორც მითხრა ახალი ბატჩით(მაგან არ იცის ეგ ბატჩები)ნუ რავიცი რა..უმაგრესი იყო დღევანდელი ამინდისთვის და პირობებისთვის..მაგრად გაუკვირდა ისე რომ ეგრევე ვაჯახე-საიდან მიხვდიო?
მანქანაში უდევს პირდაპირ სალონში რომ ჩავიხედე მერე და მზეზე ათბობს თან
თან მზის სხივებითაც ანეიტრალებს კაცი და რა გინდა რომ ჰქნა..მომცელა ეგრევა დადგა თუ არა ახლოს 2.5 მეტრზე..აი ეს არის ავენტუსი-ბევრს არ მოსწონს მაგრამ უდავოდ სურნელი რომელიც სადარბაზოში რჩება საათობით ჩემთან ეგ რომ ამოდის კიბეებზე..სხვა თქვენთვის მომინდვია
მოდიოდა მწველი ანანასის,ბერგამოტის,ლიმონის ციტრუსთა ძმობის სურნელი და არყის ხის წვენის და მუსკუსის საოცარი კომპოზიცია!!ბალანსია და სიგემრიელეა ნამდვილი ჩემთვის..საზეიმოა..აი რომ ვკვდებოდე-ეგ თუ გამომაცოცხლებს..
This post has been edited by akako78 on 19 May 2020, 21:12