https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%98%E1%...%83%92%E1%83%90იოგას სკოლები და მიმდინარებები
კლასიკური იოგა, ანუ პატანჯალის იოგა, სინონიმებია ”რვასაფეხურიანი იოგა” და ”აშტანგა იოგა”;
ბჰაკტი იოგა - სიყვარულისა და ერთგულების იოგა;
ჯნანა-იოგა- შემეცნების იოგა. მისით ნათელი ხდება, რომ შემეცნება, შემმეცნე და სამეცნავი ერთიდაიგივეა;
კარმა-იოგა - მოქმედების შედეგთა იოგა;
კრიია-იოგა - მოქმედების იოგა;
კუნდალინი იოგა- ადამიანის ორგანიზმში მთვლემარე ძალთა გაღვიძებისა და მართვის იოგა;
ლაია-იოგა- ახლოს დგას კუნდალინი იოგასთან. მისი ამოსავალი ასევე არის სპეციფიკური ფსიქიკური და ფიზიკური ენერგიების გაღვიძება;
რაჯა-იოგა- ყველა ადამიანურ შეგრძნებაზე, ფსიქიკაზე, ფიზიოლოგიაზე, ასევე მთელ სამყაროზე გაბატონების იოგა;
საჰაჯა-იოგა-მედიტაციური პრაქტიკაა, რისი საშუალებითაც ადამიანის ევოლუციური და სახეობრივი ამაღლება ხორციელდება;
ხატჰა-იოგა - სხეულის ვარჯიშის და გაჯანსაღების იოგა;
ტანტრა - ტანტრები ძველ ინდური ტექსტებია, სადაც გადმოცემულია თავისებური მაგიური რიტუალები.
ფიტნეს-იოგა-თანამედროვე დასავლეთში პოპულარული გამაჯანსაღებელი იოგა.
This post has been edited by Nome on 16 Sep 2018, 02:31