#54431586 · 28 Mar 2019, 15:03 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სოც "მეცნიერებებში" არ ვიცი და ტექნიკურ მიმართულებებზე უნდა პროფესორებს მიწერო (მეილები შესაბამისი დეპარტამენტის საიტებზეა) ინდივიდუალურად, შეათანხმო და ისს შეიტანო განაცხადი. პროფესორებისთვის წერილის შედგენა ცალკე ქრაფთია და personal statementის წერაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი. განცხადების შეტანისას უთითებ კონკრეტულ პროფესორს, რომლის ჯგუფშიც იმუშავებ. თუ წინასწარ არ შეუთანხმე ამ პროფესორს, აზრი არ აქვს ეფლაინგს. მერე თუ მთლად საშინელი განაცხადი არ გაქვს, გინიშნავს პროფესორი ინტერვიუს. საუბრობთ (ჩათვალე გამოცდაა რათა ფაქტობრივი ცოდნა და კვლებითი მუშაობისთვის მზაობა განსაზღვროს). თუ გაივლი გასაუბრებას, მიგიღებენ და მოხბდები ამ პროფესორის ჯგუფში, ფორმალურად რომელიმე კოლეჯს მიგაწერენ (D.Philს რეალურად კოლეჯი არც გეხება, დეპარტამენტში საქმიანობ) და გაძლევენ თემას. ზიხარ და მუშაობ. შეგიძლია ფეხზე მდგომმაც იმუშავო. მერე იქნება PRS transfer და ბოლოს viva. მოკლედ, თუ სფუნფიდინგს ხარ მიჩვეული, არ გაქვს სრულყოფილი საბაზისო ცოდნა შენს სფეროში და ა.შ. - აზრი არ აქვს. ფორმალური მოთხოვნები თუ ცოტა აქვთ, ეგ მარტო იმიტომ რომ პროფესორებს დიდი თავისუფლება აქვთ to judge each applicant on his individual merits. ჰომ, PhD არ უწოდო ხარისხს, D.Phil.ს იძლევა ოქსფორდი და თუ დაინახავენ რომ ეს არ იცი, ჩათვლიან რომ უდიერად ეპყრობი ამ ყველაფერს. კიდევ ერთხელ - სოც "მეცნიერებები" არ ვიცი, მაგრამ ნამდვილ მეცნიერებებში - ასეა. You are on your own the whole way - before and after being accepted. ხელმძღვანელს ეკონტაქტები მეილით, ხანდახან დილას შემოირბენს და გრუფმითინგებზე კვირაში ერთხელ. არ აიძრობ სახეს მუშაობით - ჩათვალე დროს და ფულს ყრი წყალში. სამაგიეროდ საღამოს ყველა სვავს და თუ საშუალო აუტისტზე უკეთესი social skills გაქვს და თავის ტვინის ქართველობა არ გტანჯავს, კარგად გაერთობი.
|