Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format |
თბილისის ფორუმი > მშენებლობა და რემონტი > ხეზე მუშაობა, დურგლობა |
Posted by: suiciderspoon 5 Jun 2017, 16:18 |
ერთი თემა ვერ ვიპოვე ხეზე მუშაობის შესახებ. ლაპარაკი მაქვს მხოლოდ ხის მასალაზე და არა ლამინატზე, მდფ-ზე და სხვა. რაც ვნახე არის ხის სახლის აშენების, კონრეტული ხის მასალის გაჩუქების, ხელოსნის ძებნის, ხის კარ-ფანჯრის ხელოსნის ძებნის და ა.შ. შესახებ. მე კი ვფიქრობ რომ კარგი იქნება თუ ეს თემა მოიცავს: ა) დამწყებ ხეზე მომუშავეებისთვის რჩევებს (მათ შეკითხვებს, კითხვა-პასუხს). ბ) ხეზე სამუშაო იარაღების სპეციფიკაციებზე და გამოყენებასთან დაკავშირებით გამოცდილებას გაზიარებას - მაგ. სარანდი საშუალების, ან ე.წ. heat-ერის. გ) საკუთარი მიმდინარე და დასრულებული პროექტების შესახებ გამოცდილების გაზიარებას/ტრიპაჩობას, თავის მოწონებას. დ) იარაღების და მასალების შესაძენი ადგილების შესახებ რჩევებს ე) გამოცდილი ხელოსნების შესახებ რჩევებს. ვ) ვიდეო tutorial-ებს. ასე რომ, დავიწყოთ * * * მე მაგალითად ახლა ვაპირებ ძველი სკამებისთვის ლაქის და საღებავის გაცლას და ბაიცის (ე.წ. საჟღენთი საღებავის) წასმას და ხელმეორედ გალაკვას ხოდა ლაქის და საღებავის გასაცლელად ვიყიდე ეს დღეს შესაბამის "შკურკებსაც" ვიყიდი და შევუდგები საქმეს. თუმცა აღმოვაჩინე, რომ საღებავის გასაცლელად ასევე გამოიყენება ე.წ. Heater-ი. რომელიც აცხელებს და მერე შეგიძლია შპატელით ააცალო. იდეაში ალბათ უკეთესი მეთოდია, მაგრამ ეგ ჰითერი ჯერ არ მაქვს. თუმცა ამას დავადგი თვალი: https://www.amazon.com/gp/product/B004NDX7O6/ref=ox_sc_act_title_1?ie=UTF8&psc=1&smid=ATVPDKIKX0DER ვნახოთ, რა იქნება სკამებზე before & after ფოტოებს დავდებ |
Posted by: PANTALONE 5 Jun 2017, 18:59 |
იატაკი მინდა მოვხვეწო ჩემი ძალებით/ მენანება ფულის მიცემა/ რომელ ინსტრუმენტს მირჩევთ? ბრტყელი ვიბრაციული თანაბრად იღებს მაგრამ ნელა მუშაობს/ |
Posted by: farsmaneli 6 Jun 2017, 16:51 |
suiciderspoon კაპაროლს აქვს კარგი ლაქები სასურველ ფერზე დაგისვამენ და ბაიცზე უკეთესად და ლამაზად გამოდის PANTALONE იქირავე გერმანული ციკლოვკის აპარატი ცოტა ვიდეოებს გადახედე იუუბზე და გამოხვალ იაფად ხელის იარაღებით იატაკი არ გამოგივა კარგი და ვერც გაუძლებს დაიწვება |
Posted by: rommel 31 Jul 2017, 23:31 |
რა კარგ თემას გადავაწყდი❤️ ვეძებდი ადრე მსგავს თემას და ვერ ვნახე. მე ვარ გატაცებული დურგლობით. ხეზე მუშაობაზე სასიამოვნო და საინტერესო საქმე არ მეგულება. მონდომების შემთხვევაში უამრავი დეკორატიული და პრაქტიკული ნივთის დამზადება შეიძლება ხის მასალისგან, თუნდაც მეორადისგან. ახლა ფანჩატურს ვაკეთებ. დავდებ ხვალ ფოტოებს და თუ ვინმეს დაჭირდება გამოცდილებასაც გავუზიარებ. |
Posted by: pekineli 31 Jul 2017, 23:57 | ||
ეგ რა მაგარი რამეა რა ღირდა? სად იყიდე? კარგად მუშაობს თუ სუსტია? მე ძველი კარების გადაშკურკვა მინდა და თუ გამომადგება ნეტავ |
Posted by: Natuka NGN 3 Aug 2017, 14:08 |
suiciderspoon ლაქის ასაცლელად გადავწყვიტე გამოვიყენო V33-ის სპეციალური სითხე. http://v33.ru/cniatia-lakokrasochnyi-pokryitii ესაა... ძალიან მაგარი პარამეტრები აქვს, დავრეკე ბრიკორამაში და ქონდათ, ახლა არ ვიცი. 3 ფენა ალკიდურ ლაქვს აშორბს 3 წუთში, 10 ფენას - 15 წუთში. დროის და ენერგიის არაჩვეულებრივი დანაზოგია. |
Posted by: Dr NULL 3 Aug 2017, 21:21 | ||
Natuka NGN
გამოყენების მერე შთაბეჭდილებები გაგვიზიარეთ ერთი პრობლემაა, აფხეკის მერე გარეცხეთო და ორმეტრბახევრიანი კარები როგორ გავრეცხო )))) |
Posted by: Natuka NGN 4 Aug 2017, 10:41 |
Dr NULL მგონი შხაპის ქვეშ არ უნდა რეცხო ) არამედ თბილი წყალი და აბრეშუმის ჯაგრისითო. ანუ დასველებული ჯაგრისით აიღო დარჩენილი. ჯერ მნამდე მტვრიანი სამუშაოები მაქვს. ისე კი გავქკეთე ნეზობლის ძველი კარადა |
Posted by: rommel 7 Aug 2017, 11:06 |
ესეც დაპირებული ფოტოები. ორივე დიდი პაპა დურგალი მყავდა და ბევრი ძველი ხეზე სამუშაო იარაღი შემომრჩა. შემთხვევით სხვენში პაპაჩემის 100-120 წლის წინ გაკეთებული ორნამენტებიანი თაღები და მოაჯირის გულები აღმოვჩინე, სხვა მეორადი ხის მასალაც მქონდა და გადავწყვიტე ფანჩატური გამეკეთებინა. ყველაზე რთული თაღების და მოაჯირის რესტავრაცია გამოდგა. საღებავი ესვა საოცარი ხარისხის. სპეციალური ინსტრუმენტები არ მქონდა, ამიტომ გაზის მილს რკინის მილის ნაჭერი წამოვაცვი, ცეცხლი მოვუკიდე და ასე ვადნობდი საღებავს, გაცხელებულ საღებავს კი დანით ან "შპატელით" ვაძრობდი. ამგვარად გასუფთავებულ ხეს ჯერ შედარებით მსხვილი, შემდგომში კი წმინდა შკურკით ვამუშავებდი. საბოლოოდ უფერო ხის დამცავს ვუსვამდი. მოაჯირის გული დამუშავებამდე დამუშავების შემდეგ ესეც მოაჯირები |
Posted by: PANTALONE 7 Aug 2017, 11:26 |
სალამი , ხის ფანჯარა რითი დავგრუნტო? ოლიფაზე იაფიანი გრუნტი რა ვიცით? თან წყალი ესხმება ეზოს მხრიდან და ჰიდრო გამძლე უნდა გავხადო. |
Posted by: suiciderspoon 7 Aug 2017, 11:29 | ||||
ამაზონიდან გამოვიწერე და ჯერ ისევ ვერ მოვიცალე გასატესტად როგორც კი გავტესტავ, გაჩვენებთ სკამებზე paint stripper მირჩიეს, ამ ხელსაწყოთი, როგორც წესი, მხოლოდ სწორ ზედაპირს შკურკავენო, ასე რომ, მიხვეულ-მოხვეულ ადგილებში, ისევ ხელით მომიწევდა შკურკვა. ჯერ არ გამიტესტავს არც ფეინთ სთრიფერი, იმიტო რო სახლში ვერ იზამ მაგას, კარგად განიავებად ადგილზე უნდა გააკეთო. თუმცა ხელსაწყოები მზად მაქვს, ფუნჯი, თვითონ ეს სითხე, რკინის ჯაგრისი (მერე ვიდრე ბაიცს დაასვამ, ჯობს მაგითი ჩამოწმინდო თურამე დარჩებო) და უსაფრთხოებისთვის, სათვალე, ხელთათმანები და რესპირატორი )) ასე რომ, პირველივე შესაძლებლობისთანავე ვცდი ) * * *
სუპერ. შეგიძლიათ დაწეროთ ფანჩატურს როგორ აკეთებთ? მე ეს ვიდეო ვნახე და ამის მიხედვით არ უნდა იყოს ძნელი, თუმცა ჩემი მოთხოვნებისთვის მეტისმეტად მახინჯია მე ექვსკუთხა მინდა და უფრო დიდი )) ძალიან მინდა ჩემი ხელით ავაწყო და ფუნდამენტზე და გადახურვაზე ვნერვიულობ )) იდეაში, ეს ონდულინი არ უნდა იყოს ძნელი დასამაგრებელი, მოქნილი მასალაა, მაგრამ ვიზუალიც დიდი ვერაფერი აქვს )) * * * გუშინ რაც მოვახერხე, ესენია: ძველი საკეტები გამოვცვალე სოფელში )) http://radikal.ru http://radikal.ru |
Posted by: rommel 7 Aug 2017, 11:42 |
ხის ძელებისგან კარკასი შევკარი. ბეტონის ხიმინჯებზე დავსვი მიწასთან შეხება რომ არ ქონოდა, თან ჰორიზონტალურ სიბრტყეში გავასწორე. იატაკი ფორთოხლის გულის მსგავსად გავაკეთე. ცოტა საჩალიჩოა, სამაგიეროდ ლამაზია და მისწრებაა, როდესაც მასალის დეფიციტი გაქვს. ფაქტობრივად ყველა ზომის ნაჭერს იყენებ. ამის შემდეგ ძელების ზედა ნაწილი შევკარი. შურუპი საკმარისია, თუმცა წებოსაც ვიყენებ. გამაგრების შემდეგ სიმაღლეში ზედმეტი რაც იყო მოვაჭერი. გადახურვის ჯერიც დადგა. პირველი 2 ძელი მიწაზევე შევკარი. ასე უფრო ადვილია სასურველი დახრილობის განსაზღვრა. დანარჩენი ძელები ზედვე უნდა დამაგრდეს. ამ ძელებზე ფიცრები დავაკრი. მზად მაქვს კრამიტის დასაფარებლად, მაგრამ ტოლის დადებაც გადავწყვიტე ყოველი შემთხვევისთვის და ჯერჯერობით გადახურვას აღარ ვეხები. ბოლოს მოაჯირები გავაკეთე. ცუდი ხარისხის ფოტოების გამო ბოდიშს გიხდით. |
Posted by: suiciderspoon 7 Aug 2017, 11:53 | ||
ძალიან მაგარია ხიმინჯებზე უფრო დეტალურად შეგიძლიათ? ანუ ის მილი რა არის, რაშიც ბეტონი ასხია? და ხე ეგრევე ბეტონშია ჩარჭობილი? ანუ ვთხრით ორმოს, ვსვამთ ამ მილს შიგნით, ვარჭობთ ხეს და ვასხამთ გარშემო ბეტონს? სწორად წარმოვიდგინე? * * *
ზუსტად ეგ არა, მარა ბრიკორამაში ვიყიდე კაკ რაზ იგივე ფუნქციონალის სითხე. დღეს საღამოს თუ მოვიცალე, ერთ სკამს დავესხმები თავს )) |
Posted by: Natuka NGN 7 Aug 2017, 13:51 | ||
PANTALONE
ოლიფა არ გინდა, ცოტა ხანში ჩაგიგდებ რა გამოიყენო შედარებით იაფიანი. --- http://wishlist.ge/domino/%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%97%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1/%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9F%E1%83%A6%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%97%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%A3%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9F%E1%83%A6%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%97%E1%83%90-luxdecor-plius-1-%E1%83%9A-%E1%83%99%E1%83%94%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98/ ეს, აკრილის იმპეგრანტია, წყლის ბაზაზე. არის სრულიად უფეროც და ფერიანიც. სამუშაოდ ძალიან კარგია. * * * suiciderspoon რომელი ფირმისაა? ფასიც მითხარი, ეს ცოტა ძვირია და ჯერ იმდენი ხარჯი მაქვს მაგას ვერ ვყიდულობ. შედეგები გვამცნე rommel რა მაგარია.... |
Posted by: PANTALONE 7 Aug 2017, 14:17 |
Natuka NGN კარგი რამე ჩანს, ეს იგივე აკრილის გრუნტია ხომ? სახატავი ტილოების დასაგრუნტადაც გამოდგება/ მადლობთ, ამას ვიყიდი |
Posted by: Natuka NGN 7 Aug 2017, 14:31 |
PANTALONE კი, აკრილია წყლის ბაზაზე. სახატავი ტილოს დასაგრუნტად არ ვიცი. იმას სპეც გრუნტი უნდა. არ ვარ მხატვარი მე ამით ვგრუნდატვ ჩემს დეკორატიულ ნამუშევრებს ხისას ან ქაღალდისას. როგორც ლაქი ისე ედება. არ პრიალებს. ოლიფა პირიქიტ წვავს ხეს. |
Posted by: PANTALONE 7 Aug 2017, 14:46 | ||
Natuka NGN
ამისთვისაც მჭირდება/ კარგია, მადლობა |
Posted by: rommel 7 Aug 2017, 15:46 | ||
suiciderspoon
ჩვეულებრივი სანტექნიკის მილია, კანალიზაციებისთვის იყენებენ, სხვადასხვა დიამეტრისაა, ჩემი მგონი 30 სმ-იანია. ასევე გამოიყენება აზბესტის მილები. სპეციალურად ხიმინჯებისთვისაც არის მილები, სქელი კარდონისგან დამზადებულებიც კი მინახავს. დიდი სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ ვინაიდან ბეტონს აქვს მიდრეკილება ნესტის შეწოვისკენ, სჯობს სანტექნიკის ან აზბესტის მილი გამოიყენო და არა ერთჯერადი კარდონის. მართალია ძირიდან მაინც შეიწოვს ნესტს, მაგრამ გვერდები მეტად დაცული ექნება. რა თქმა უნდა ხიმინჯები საძირკველის ფუნქიას ასრულებს, ამიტომ მიწა ამოთხარე სანამ მყარ ფენამდე არ დახვალ, მილი გადაჭერი სწორად, რომ ჰორიზონტალურად ადვილად გაასწორო. ჩემს შემთხვევაში მიწის ზედაპირი ოდნავ დაქნებულია და ბეტონის ჩასხმამდე მაგ მილებითვე გავასწორე თარაზოს დახმარებით. ჩანს კიდეც სურათებში, ზოგი ხიმინჯი მაღალია,ხოგი დაბალი. მილების გასწორების შემდეგ ასხამ ბეტონს, შეგიძლია ქვებიც მიახმარო. თუ გაქვს პატარა არმატურა ჩააყოლე. ვფიქრობ ბეტონის ჩასხმა და ძელის მონტაჟი ერთდროულად რთული იქნებოდა, იმიტომ რომ ნედლ ბეტონში აუცილებლად დაერღვევა სისწორე ძელს რითაც არ უნდა გაამაგრო, სულ თუ არაფერი სიღრმეში წავა. ამიტომ ასეთი რაღაც მოვიფიქრე, მილები ბეტონით ბოლომდე არ შევავსე, დაახლოებით 10-15 სმ დავტოვე. 1-2 დღეში როგორც კი ბეტონმა ცოტა სიმკვრივე შეიძინა ჩავდე მილებში ძელები, გავასწორე და შემდეგ ბოლომდე შევავსე მილი ბეტონით. ძელების გასწორება ცოტა საჩალიჩოა, რაღაცით უნდა გაამაგრო, მე ფიცრებით მივაკარი ერთმანეთზე, მახინჯია მაგრამ საქმეს აკეთებს. დავდებ ამის სურათს. ხო ჯერ გაასწორე და მერე ჩაუსხი ბეტონი, პირიქით არ გააკეთო, გაწვალდები. ბეტონი ძალიან თხელი არ ასვარო თორემ დაგისკდება. აი ასეთი რაღაც მოვხლართე, სანამ ბეტონი გაშრებოდა და ზედა მხარეს გავამაგრებდი. |
Posted by: rommel 14 Aug 2017, 20:45 |
ბოლო რამდენიმე დღე მოვიცალე და დავუბრუნდი საყვარელ საქმიანობას. თაღებს სიგრძე არ ყოფნიდა ძელებს შორის სივრცის შესავსებად, ამიტომ გვერდებზე 2სმ-იანი ძელაკები მივაკარი. ცოტა ხანში გამუქდება და შემდეგ დავამუშავებ დამცავით, განსახვავება რომ არ იყოს ფერებში. თაღებიც მივამაგრე * * * კრამიტით ვაპირებ გადახურვას, ამიტომ დაზღვევის მიზნით ტოლი დავაკარი ჭერზე. ჯერჯერობით სულ ესაა. სიახლეებს დავდებ მომავალში. |
Posted by: polemos0108 15 Aug 2017, 20:42 |
ყოჩაღ. ლამაზია. ხარჯები? მასალა რამდენი დაიხარჯა? დაახლოებით რა ჯდება საკუთარი ხელით გაკეთება. მეც მინდა ეგეთის გაკეთება. |
Posted by: lasha545 16 Aug 2017, 02:26 |
ზემოთ რო აქ ხეზე ამოჭრილი ფორმები ეგენი რა აპარატით უნდა გავაკეთო იქნებ მითხრათ? |
Posted by: rommel 16 Aug 2017, 10:47 |
polemos0108 მეორადი მასალა მქონდა და ისინი გავაშალაშინე. ერთი შეხედვით თითქოს არაფერია, მაგრამ საკმაო მასალა მიდის. გამზადებული ძელი 1მ 25ლარი ღირს. შეგიძლია კუბობით რომ იყიდება იქ შეიძინო შედარებით იაფად და თავად დაამუშაო. ხის მასალას უნდა დაუმატო შურუფი, ლურსმანი, წებო, ხის დამცავი საშუალება, ლაქი და სხვა წვრილმანი. თუ დაგაინტერესებს შემიძლია ჩემი ფანჩატურის ზომები და დახარჯული მასალის რაოდენობა გითხრა, შემდგომში თავად გაარკვიე ფასები. lasha545 თაღები და მოაჯირები ანტიკვარებია, დიდმა პაპამ გააკეთა 100-120 წლის წინ. უბრალოდ სავალალო მდგომარეობაში იყო და რესტავრაცია ჩავუტარე. როგორც ვიცი არსებობს აპარატები, რომებიც ნებისმიერი სირთულის ორნამენტს აკეთებს. დიდ დიღომშია ერთი თუ სწორად მახსოვს. |
Posted by: Takeiteasy123 30 Oct 2017, 01:44 |
სალამი . ე.ი რა მაინტერესებს , ვინმემ თუ იცით სად ვიყიდო ხის მასალა ? ანუ ვგულისხმობ მაგალითად A4 ზომის ფიცარი 4-5მმ სისქის? (ნახატების გრავირებისთვის) |
Posted by: Gurami7 9 Jan 2018, 14:58 |
გამარჯობა,მაინტერესებს ესეთი რამის გაკეთებას თუ შეძლებს ვინმე |
Posted by: LTC100 9 Jan 2018, 16:39 |
Gurami7 ეს რაა? მაინერია? |
Posted by: Gurami7 10 Jan 2018, 10:47 |
LTC100 არა რა მაინერი უბრალოდ კეისია კომპის რა 5 ბიცარი |
Posted by: ucxo777 28 Jan 2018, 22:02 |
გამარჯობათ მეგობრებო ხეზე მუშაობთ თქვენ და იქნებ იცოდეთ, ნახერხი მჭირდება ფერმისთვის და სად შეიძლება ვიყიდო და რა ღირს? |
Posted by: polemos0108 31 Jan 2018, 17:06 |
სამხერხაოებში |
Posted by: ramazi-rugby 1 Feb 2018, 22:25 |
ხის კარების შეღებვა ან გალაქვა მინდა ვინმე კარგი ხელოსანი ხომ არ იცით. |
Posted by: ig1988 2 Feb 2018, 18:50 | ||
და რა სირთულეს ხედავ ამის გაკეთებაში? უკანა მხარე არ ჩანს სვარაუდოდ ამოჭრა დაჭირდება უსბ პორტებს და ასე შემდეგ |
Posted by: ville valo's exwife_lico 12 Feb 2018, 12:34 |
ძალიან მიხარია ეს თემა რომ ვიპოვე. შემთხვევით ვინმემ ხომ არ იცით სად შეიძლება დავეუფლო დურგლის პროფესიას პროფესიონალურ დონეზე? |
Posted by: rommel 12 Feb 2018, 23:30 | ||
პროფესიონალ დურგალთან თუ მოძებნი ასეთს |
Posted by: ville valo's exwife_lico 13 Feb 2018, 11:34 | ||||
კოლეჯ სპექტრს აქვს კურსები. ერთადერთი ეგ ვიპოვე. პროფესიონალი დურგალი არ ვიცი სად ვიპოვო მგონია რომ ეგეთები გადაშენების პირას არიან. ამ სპექტრს აქებენ ძალიან და ვნახოთ. მარტში იწყება რეგისტრაცია |
Posted by: rommel 13 Feb 2018, 19:24 |
ville valo's exwife_lico წარმატებები |
Posted by: klubnika 14 Feb 2018, 12:35 |
გამარჯობა მაქვს პარკეტი და მინდა რომ რაიმეში გამოვიყენო მაგალითად მაგიდა ავაწყო, ან თაროები და ა.შ მოვიძიე და ასეთი ფერადებიც ვიპოვე იხ. სურათი, რითი შეიძლება შეღებვა ? რა მასალით უნდა შევკრა ანუ რომელი წებო გამოვიყენო ? ლაკი დასჭირდება ალბათ ბოლოს ხო ? რითი შევღებო ? მოკლედ დამაკვალიანეთ რა |
Posted by: ig1988 15 Feb 2018, 20:08 | ||
პირველი ორი რაც არის ეგაა შეღებილი და მერე "გაშკურკული" ლაკი გააჩნია შენ როგორი გინდა რო გამოვიდეს "მატოვი" თუ პიქირით უფრო ბრჭყვიალა რო იყოს აიღე ერთი ცალი პარკეტი და მაგაზე ჩაატარე ექსპერიმენტი, ლაკი კიდე გადი ელიავაზე ნახე სადაც ყიდიან და კითხე თვითონ გირჩევენ რომელი აიღო, თუ ისეთს აკეთებ რო სისველესთან ხშირად ექნება კონტაქტი, იახტებისთვის რო იყენებენ ეგ ლაკი აიღე ეგრე უთხარი და მოგცემენ რომელიცაა აწერია კიდეც |
Posted by: Capricorn_J 16 Feb 2018, 03:10 |
აუ რა კარგი თემააა ლაზერმჭრელთან ახლოს ვარ მაგრამ სულ მინდა ხოლმე ჩემიტ ვაკეთო ხის რაღაც რუღაცები და მეტნაკლებად ვახერხებ სახლის პირობებში ახლა ვეძებ ხელოსანს რომელსაც ექნება ხელის რუტერი |
Posted by: irakli1901 22 Feb 2018, 13:09 |
სამოტივაციო ვიდეო https://youtu.be/RV7pmE4MC-I * * * სააბაზანოში მინდა ხის კარადის გაკეთება პალეტების მასალისგან და როგორ დავამუშავო? ნესტგამძლე რომ იყოს გაშკურკვა და ზევით წავიკითხე იახტების ლაკიო მაგით რომ შევღებო საკმარისია? და კიდევ ერთი ფარსონკით რომ ამუშავებენ ფიცარს ეგ რისთვის არის? |
Posted by: lukakob 22 Feb 2018, 19:04 |
გამარჯობა, ხის სახლების მშენებლობაზე რას იტყვით? მორებსა და პროფილირებულ ძელს ვგულისხმობ, ერთი ძალიან კარგი წამოწყებაა და ვისაც გაინტერესებთ, ასე თუ ისე გქონიათ შეხება, იცით რომ ადვილად აითვისებთ ან და უბრალოდ გიყვართ და გამოგდით ეს საქმე გთხოვთ მომწეროთ |
Posted by: ივანიჩ 22 Feb 2018, 19:07 |
სურათში რომ რკინის სადგამი აქვს მაგიდას, ეგეთები სადმე ცალკე იყიდება? |
Posted by: rommel 23 Feb 2018, 17:14 |
irakli1901 აბაზანისთვის ყველაზე კარგი epoxy resin-ია. აქ ვერ ვიშოვნე, პრინციპში ბევრიც არ მიძებნია. გამოწერა შეიძლება. |
Posted by: irakli1901 24 Feb 2018, 14:53 |
rommel ვუყურე ვიდეოებს ძალიან კარგი მასალაა. მადლობა |
Posted by: rommel 24 Feb 2018, 18:33 |
irakli1901 არაფრის. გვაჩვენე მერე რა გამოგივა. |
Posted by: irakli1901 24 Feb 2018, 22:06 |
აუცილებლად. მანამდე პალეტებზე თუ რამე გაინტერესებთ შემიძლია გირჩიოთ. სახლში ესენი გავაკეთეთ შარშან |
Posted by: rommel 24 Feb 2018, 22:21 |
ლამაზია, თან პრაქტიკული. ყოჩაღ! რით დაგრუნტე? ნატურალური ინგრედიენტები გამოიყენე? ახლა ფანჩატურის გადახურვით ვარ დაკავებული. მომავალში ვაპირებ პალეტებით სავარძლების და მაგიდის გაკეთებას აივნისთვის. სიამოვნებით გამოვიყენებ თქვენს გამოცდილებას |
Posted by: irakli1901 24 Feb 2018, 23:27 |
rommel დაგრუნტვა რა არის? ლაქი წავუსვი. დომინოში მითხრეს წყალზე დამზადებულიაო და ნატურალურიაო, ცოტა ძვირი კი ღირდა მაგრამ კარგი აღმოჩნდა. ფერის მისაცემად არ მახსოვს რა ვიყიდე თუ დაგაინტერესებს მერე მოვძებნი. ფერადი ლაქი რომ დავაყენებინე მაღაზიაში აპარატით, არ გამოვიდა კარგი. უკეთესი ფერი მიიღო, როცა ჩემით შევურიე უფერულ ლაქს პიგმენტი. ევრო პალეტი იყიდე ოღონდ აუცილებლად! |
Posted by: rommel 26 Feb 2018, 11:22 | ||||||
irakli1901
აი ესაა რა
იმდენი მაგათ რა ვუთხარი. ნატურალური არის ეს: https://www.youtube.com/watch?v=O9ptcEbtKaQ&t=347s https://www.youtube.com/watch?v=4EmtYa93KEU&t=271s სიპრიალისთვის ცვილი და ოლივიეს ზეთია საუკეთესო https://www.youtube.com/watch?v=XTde83f01-4&t=94s |
Posted by: John Jolie 2 Mar 2018, 15:27 |
სახლზე მიდა შიგნიდან კედელზე ავაკრა წვრილი ხეები (არ ვიცი რა ქვია) და კვადრატული რა ჯდება (ხის ჯიშის და ხის სისქის მიხდვით სვხადასხვა ფასი ექნება ვიცი, და კაკრაზ ეგ ფასები მაინტერესებს)? ბორჯომ-ხაშურში ვიყიდო თუ თბილისში? მეუბნებიან რესტორანია თუ სახლი, რად გინდა ხე ინტერიერშიო .. მაგრამ მე მაგრად მევასება მეორე კითხვა: კიდევ მაინტერესებს დეესპე კვადრატული რა ღირს მარტო მასალა და დაჭრა. აწყობით მე და ჩემი ძმა ავაწყობთ. |
Posted by: rommel 3 Mar 2018, 14:48 |
John Jolie ვაგონკას გულისხმობ ალბათ. მე გავაკეთე ჭერზე და მომწონს. mymarket.ge-ზე ნახე ფასები. პ.ს- ტვინს ბურღავენ იმპორტულიაო(რუსეთი, უკრაინა..), მაგრამ არ დაიჯერო. აგლაძის ქუჩაზე რომ სამხერხაოებია იქ ამზადებენ. |
Posted by: Takeiteasy123 11 Mar 2018, 03:21 |
გრავირებისთვის რა მასალას მირჩევთ და სად ვიყიდო ? |
Posted by: Leonis 13 Mar 2018, 10:14 |
სამზარეულოს სპილენძის გამწოვი 595 03 32 76 * * * ხის საყვავილეები. დამზადებულია 3,6 სმ რუსული იატაკის დაშიპული მასალით,აწყობილია რკინის კარკასზე. ფიცარი დამუშავებულია იტალიური ლაქით ცვილის ბაზაზე. * * * ფლუგერი არწივი * * * თუ დაგაინტერესებთ მსგავსი რაღაცეების გაკეთება თქვენით დაგეხმარებით რჩევებით |
Posted by: oshi 13 Mar 2018, 16:05 |
Leonis რა კარგი ქოთნებია. ეტყობა ხარისხიანად დამზადება. თავად აკეთებ? შეკვეთებს იღებ? |
Posted by: Leonis 13 Mar 2018, 16:10 |
კი მე ვაკეთებ და ვცდილობ ხარისხიანად გავაკეთო. შეკვეთებსაც ვიღებ |
Posted by: oshi 13 Mar 2018, 17:17 |
Leonis ძალიან კარგი შეგიძლია მომწერო ფასი? გინდაც აქ, გინდაც პმ.. და კოორდინატებიც, როგორ უნდა დაგიკავშირდეთ? |
Posted by: rommel 13 Mar 2018, 19:31 |
Leonis გამარჯობათ. შეგიძლიათ ზუსტად მითხრათ რომელი ლაქია? მომეწონა, კარგ ფერზე აყენებს. |
Posted by: Leonis 13 Mar 2018, 19:33 |
ხის საყვავილე 100/50/50 280 ლარი ანალოგიური თეთრ ბეტონში ჩამოსხმული 220 ლარი . ტელ.595 033276 * * * rommel ვორონცოვზე წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის მოპირდაპირე მხარეს მაღაზიაა "სეირლაკი" მანდ იყიდება ცვილის ბაზაზეა დამზადებული და გარეთ კარგა მუშაობს,თან ადვილია სამუშაოდ.პირველი პირი ჯობია ფუნჯით წაუსვათ ,სჰემდეგ მსუბუქად გადაშკურკოთ და მეორე პულვიზატორიტთ დაასხათ * * * ესეც სადურგლო თემა ))) "ახალი სიცოცხლე ძველ მაგიდას" * * * მაგიდის თავი ახალი გავაკეთე Dსპ-სგან და შპონი დავაკარი * * * ესაც საბოლოო მდგომარეობა ბაიცისა და გალაქვის შემდეგ |
Posted by: rommel 14 Mar 2018, 00:25 |
Leonis მადლობა. პ.ს.- ყოჩაღ! |
Posted by: Leonis 14 Mar 2018, 09:38 |
ესაც ჩემი გაკეთებული მოლბერტები |
Posted by: rsmaan 14 Mar 2018, 11:33 |
სალამი ხის კარებები მაქვს ჩასასმელი ხო არ იცით ვინმე დურგალი ვინც ჩამისვამს 4 კარებია ჩასასმელი გიფსოკარდონის კედლებში და ნალიჩნიკებია გასამზადებელი ადგილზე |
Posted by: Gemin 15 Mar 2018, 19:52 | ||
გეთანხმებით. არა მხოლოდ ცვილები და წყლის ბაზაზე პროდუქცია. მაღაზია მთლიანად ორიენტირებულია ხეზე მუშაობაზე. ხის დასამუშავებელი და სარესტავრახიო პროდუქცია წამყვანი ბრენდების. ასევე ხის მოსახვეწად(დასაშკურკად) აპარატები და ზუმფარები(შკურკები). და რაც მთავარია მოხვეწისას 100 პროცენტით მტვრის გარეშე შეგიძლიათ მუშაობა. |
Posted by: irakli1901 16 Mar 2018, 09:12 |
Leonis ძალიან მომეწონა შენი ნამუშევრები განსაკუთრებით მოლბერტი, ქოთნებიც. კარგია რომ აქ აქტიურობთ მაღაზიას მივაკითხავ |
Posted by: Leonis 16 Mar 2018, 11:49 | ||
მადლობა ირაკლი. ადრე წლების წინ ვმუშაობდი ხეზე ახლა უფრო ჰობია ვიდრე ძირითადი საქმიანობა. * * * როიალის სკამი "ლირა" * * *
სახატავი ტილოს დასაგრუნტად ყველაზე კარგი საშვალებაა ხარისხიანი ფასადის თეთრი საღებავი. მაგ. "ვერნილაკის" ფასადის საღებავი |
Posted by: annavita 17 Mar 2018, 10:01 |
rommel უბრალოდ არ ვიცი ვის მივმართო დიდი რაოდენობით და მუდმივად დაჭირდებათ პაწაწინა ხის ფირფიტები მწვანილის დასაჭრელის მსგავსი,გასაფორმებლად. 2სმ /1.5-ზე და სისქე 2მმ. ითანამშრომლებენ მუდმივად. ვის და სად შეიძლება მივმართოთ? საჭრელ ცეხებს თუ სად? წინასწარ გმადლობთ პასუხისთვის, ძალიან ეჩქარებათ |
Posted by: Leonis 17 Mar 2018, 12:06 |
თქვენ ხის "შპონი "(ქართულად არ ვიცი რა ქვია) გჭირდებათ ზომებიდან გამომდინარე. არის შპონის დამამზადებელი საამქროები და მათ უნდა მიმართოთ 2მმ სისქის რომ დაჭრან. ისე გაყიდვაში 1 მმ და ნაკლები სისქის ფურცლები ბევრია. |
Posted by: rommel 17 Mar 2018, 23:19 |
annavita სამწუხაროდ ვერ დაგეხმარებით. |
Posted by: annavita 18 Mar 2018, 15:42 |
rommel გმადლობთ გამოხმაურებისთვის. სადაც ვიკითხე საკმაოდ ძვირი ჯდება. |
Posted by: Gurulo22 19 Mar 2018, 10:33 |
ასეთი ხის სვეტები სად შეიძლება რო გავაკეთებინო? ან სად მე თუ იყიდება უკვე მზა? |
Posted by: Natuka NGN 21 Mar 2018, 02:25 |
annavita https://www.domino.com.ge/ka/products/building-materials/roofing-and-insulation/wood-products/plywood/plywood-sveza-iv-iv-4x1525x1525/ ამაზე თხელი ფანერა მე არ მინახავს. 2 მმ-იანი. ეს შეიძება ცოტა დიდებად დააჭრევინოთ და შემდეგ მცირე ზომებად. |
Posted by: annavita 21 Mar 2018, 11:53 | ||
Natuka NGN დიდი მადლობა. ეს ალბათ კვ.მ ზომაა მითითებული. : 1525x1525 მმ მაშინ ძალიან ძვირი გამოდის. თან ჩამოტანის ფასიც დაემატება. მწარმოებელი რუსეთი ყოფილა Gurulo22 ელიავაზე ქვედა მხრიდან არის ხის სახერხი ცეხები, სადაც ხის რეიკები და მსგავსი იყიდება. მზა რაღაცეებიც აქვთ და დაგიჭრიან კიდევაც ზომებში. * * * Leonis
ძალიან დიდი მადლობა. მონიშნული არ გყავდით და ერ დავითაგე. სად არის ეს შპონის საამქროები ხომ არ იცით? |
Posted by: suiciderspoon 21 Mar 2018, 17:15 |
მადლობა, რომ ცოცხალია ეს თემა <3 საშინლად მინდა მეტი დრო მქონდეს და იქნებ გაზაფხულზე მაინც მოვახერხო და სკამებს რესტავრაცია გავუკეთო ^_^ მასალაც კი ნაყიდი მაქვს, დრო მინდა უბრალოდ |
Posted by: FFreeMan 22 Mar 2018, 16:08 | ||
გამარჯობა. რუტერს გულისხმობთ ხელის ფრეზერს? |
Posted by: wrangler7 23 Mar 2018, 13:57 |
ოთახში კარის ერთი ჩარჩო აძვრა, თავიდანვე ცუდად გააკეთეს ხელოსნებმა, ეხლა რითი ჩავსა რო დიდი ხანი გაჩერდეს? |
Posted by: Karavadjo 28 Mar 2018, 16:45 |
rommel აღფრთოვანებული ვარ შენი (შენობით მოგმართავ თუ შეიძლება) მოხერხებით და მონდომებით. შენი არ იყოს მეც ძალიან მიყვარს და ვგრძნობ მიდრეკილებას ხეზე მუშაობის, თუმცა ვერ შეგედრები, ალბათ პაპის გენები უნდა ) ამ თემას რო გადავაწყდი გამიხარდა თუმცა აქტივობა ძაან დაბალია. იმედია შემოიხედავ ხოლმე. კრამიტით გადახურულის სურათი აღარ დაგიდია და არ მორჩენილხარ? |
Posted by: rommel 28 Mar 2018, 20:39 |
Karavadjo გამარჯობა რა თქმა უნდა შენობით უნდა მომმართო. თუ გიყვარს ეს საქმე, სცადე რამის გაკეთება, გამოგივა აუცილებლად. არაა ამისათვის პაპის გენები აუცილებელი. სწორ ხაზს ვერ ვავლებ წესივრად სახაზავის გარეშე და მაინც გამომდის რაღაცები რაც შეეხება გადახურვას. საკმაოდ შრომატევადია, უფრო სწორად მე გავართულე. წესით კრამიტის პირველ რიგს რომ დაამაგრებ დანარჩენი უბრალოდ ლაგდება, მაგრამ ცოტა არასაიმედოა, შეიძლება ჩამოვარდეს ან ძლიერმა ქარმა ახადოს. ამის გამო ავდექი და ყველა კრამიტს, როგორც ქვედა, ასვე ზედა ფენას ინდივიდუალურად ვამაგრებ შურუფით, მერე ამ შურუფის თავს გერმეტიკას ვუსვამ(არც ესაა საჭირო, მაგრამ ვერ ვისვნებ რა). დაახლოებით 400 ცალი დავამაგრე უკვე. ერთი გვერდიღა მაქვს დარჩენილი და კრამიტი დამაკლდა ეს კრამიტი ძალიან ძველია, დაახლოებით ორი საუკუნის, პაპაჩემის სოფლიდან მაქვს წამოღებული. ცოცხალი თავით არ მინდა სხვა კრამიტის დაფარება, ამიტომ დავდივარ ამ სოფელში იმ ხალხთან, ვისაც შეიძლება ქონდეს შემორჩენილი. ამ ძებნაში სამაგისტროს წერა დავიწყე და გახდა ეს გადახურვა ჩინეთის დიდი კედელი დავდებ ამ დღეებში სურათს. პ.ს.-მადლობა შექებისთვის. ესეც პლასტიკატი ჩამოვყარე და ხის ჭერი გავაკეთე. ამ სურათებში ლაქი არ უსვია, რეალურად ძალიან ლამაზია. ნუ მე მომწოს |
Posted by: xuzain 29 Mar 2018, 01:19 |
დაინტერესებული ვარ, რომ შევისწავლო ხეზე მუშაობა და შემდეგ ვიმუშაო ხის ნაკეთობების,ავეჯის და სხვადასხვა რაღაცეების დამზადებაზე და ვერ მეტყვით, რომელ საამქროშ შეიძლება მივიდე სადაც ესე მასწავლიან და შემდეგ დამასაქმებენ? |
Posted by: Karavadjo 29 Mar 2018, 15:57 |
rommel მეც შენნაირი კირკიტა ვარ, თუ რამეს მოვკიდებ ხელს აუცილებლად იდეალურად უნდა გავაკეთო, ან საერთოდ არ ვეკეთებ ვეშვები (ხშირ შემტხვევაში ეს ცუდი თვისებაა) ჭერი გადასარევია რას ამბობ, ხით რაცაა ყველაფერი მომწონს, რაღაც განსაკუთრებული გრძნობები მაქვს ზოგადად ხის მასალის მიმართ :დ მაგრამ ყოველთვის რაღაცამ შემიშალა ხელი, პირველად როცა ნაბიჯი გადავდგი და ხელოსანთან მივედი, საეკლესიო კარებებს, ცარჩოებს, საკურთხევლებს აკეთებდა, 2 მისვლის მერე ისე მოხდა რო სამსახური გამომიჩნდა და წამოსვლა მომიწია. აი დღეს კი გუშინდელი ინტერნეტში ქექვის და ასევე შენ შემხედვარე მოტივაციით, კოლეჯში დავრეგისტრირდი უფასოა, მოკლე კურსი 2 თვიანი, ერთი სული მაქვს : )) ცოტა თინეიჯერობის დროს ვიზუალურ რელიეფურ რაღაცეებს კი ვაკეთებდი, მაგრამ მაგაზე წინ ვერ წავიდა ჩემი შემოქმედება, ეხლა იმედია განვვიტარდები ისე, რომ შენსავით დიდ საქმეებს შევეჭიდო :პ სიამოვნებით გავიზიარებდი შენს ცოდნას და გამოცდილებებს, მე ფაქტობრივად ნოლიდან ვიწყებ და გარდა ამ საქმის სიყვარულისა, არაფერი მაქვს. xuzain კოლეჯი სპექტრია სადაც ასწავლიან, 6 აპრილამდეა რეგისტრაცია, დასაქმებაშიც ეხმარებიან, მაგრამ გარანტირებულად არაფერი არაა რათქმაუნდა. სწავლით კი თუ სურვილი გაქვს გასწავლიან. უნდა იყო თბილისში ჩაწერილი, 18 წელს ზემოთ, და მინიმუმ 9 კლასის განათლება. თუ აკმაყოფილებ ამ კრიტერიუმებს, გირჩევ შეიტანო საბუთები, უფასოა. ფბ გვერდია კოლეჯი "სპექტრი" ხოლო საიტი speqtri.ge |
Posted by: xuzain 29 Mar 2018, 16:51 |
გაიხარე მადლობაა.................... |
Posted by: rommel 29 Mar 2018, 19:23 |
Karavadjo კიდევ ერთხელ გიმეორებ მთავარია მონდომება ეს ფანჩატური ფაქტობრივად ჩემი პირველი პროექტია, გამოცდილება მქონდა 0 რომ დავიწყე. კონსტრუქციაც ჩემს ხელთ არსებული მასალების(ძველი კარ-ფანჯარა, რაფები, ბუხარში დასაწვავად გამზადებული ძელები და ა.შ.) მიხედვით გავაკეთე. არც მაღალტექნოლოგიური ხელსაწყოები მაქვს. ერთადერთი ელექტრო შალაშინი მაქვს, მამაჩემმა მაჩუქა დავიტანჯე შენი ცოდვითო და იმითაც ხელი გავიჭერი ერთი სიტყვით ყველაფერი გამოგივა. გაგვიზიარე შთაბეჭდილებები კურსი რომ დაიწყება, იქნებ სხვაც დაინტერესდეს. წარმატებები! |
Posted by: Karavadjo 30 Mar 2018, 10:11 |
rommel მეც შეგულებული მაქვს ხელსაწყოები, მინდა ნელ ნელა ვიყიდო. როგორი კმაყოფილი ხარ სალაშინის? პრაქტიკაში რამდენად კაი რამეა, მანდაც იქნება ხარისხები და რამდენად ხარისხიანია და თუ იცი რა ფასშია ნაყიდი? ისე რამდენი წლის ხარ? : )) |
Posted by: ladusha2 30 Mar 2018, 14:21 |
rommel Karavadjo დამაინტერესა ამ სპექტრის კურსმა მადლობა რომ გააზიარე! ტერიტორიაზე მაქ დანადგარები Шлифовачный станок, Реисмус ,сиркули და კიდევ ბევრი დანადგარები ზოგი მეც არვივცი სახელები ყველა არის მუშა მდგომარეობაში. მინდა ცოტა აზე მოვიდე ამ საქმის და ავამუშაო ეს ტერიტორია,დანადგარები და ავირჩიო თავიდან რომელიმე მიმართულება. და რა რჩევებს მომცედით? |
Posted by: Karavadjo 30 Mar 2018, 17:20 |
ladusha2 სპექტრის ეს მოკლე კურსი არის ავეჯზე, ფრჩხილებში დურგლობა უწერია.. თუ ჯერ არაფერთან შეხება არ გქონია (ჩემსავით), ალბათ ჯერ ჯობია ზოგადად პირი მოუსინჯო, თუნდაც ამ სპექტრის კურსით, და უფრო მოგცემს მიმართულებას. მეც ეხლა ეგრე ვარ, კონკრეტული არაფერი ვიცი, ცოტა ჩამოვყალიბდები ამ კურსის საშუალებით და მერე სურვილი მაქვს, კაკ მინიმუმ არაკომერციული მიზნისთვის ჩემთვის ვაკეთო რაღაცეები. |
Posted by: Leonis 30 Mar 2018, 20:34 |
ჩემი აზრით,კოლეჯს კარგი გამოცდილი ხელოსანი ჯობია. კარ-ფანჯარას რომ აკეთებს მარტო ისეთი არა .ვინც მასიური ხის ავეჯზე მუშაობს იმისგან უფრო მეტს ისწავლი ვიდრე კოლეჯში.მთავარი პრაქტიკა და რაიმე საინტერესოს კეთების სურვილია დანარჩენი დროის ამბავია დაამუღამებ და დაგეწაფება ხელი * * * ინსტრუმენტს რაც შეეხება , დრელი,ხელის ელექტრო ხერხი,ფრეზი და ექსცენტრიული საშკურკი მაგრა გაგიადვილებს საქმეს ,ფაქტიურად ყველაფრის გაკეტება შეიძლება ამ მცირე ნაკრებით |
Posted by: ladusha2 30 Mar 2018, 22:05 |
Karavadjo შენ ჩაეწერე ? ადგილზე მიიტანე საბუთები თუ ელექტრონულად გადაუგზავნე? |
Posted by: Karavadjo 31 Mar 2018, 09:16 |
Leonis ხელოსანთანაც არ არის ურიგო, მაგრამ ვერ დაგეთანხმები რომ ჯობია (მითუფრო თუ არ იცი რას გვთავაზობს კოლეჯი) ხის ხელოსანი რო ნახო და მიებარო, შენ იმის შემხედვარე თუ ისწავლი რაღაცეებს, და წვრილ წვრილად შავ სამუშაოს მოგცემს, პლიუს მაგას ისიც ძალიან დაინტერესებული უნდა იყოს იმით რო შენ ისწავლო (ან ფულით დაინტერესებული ან უბრალოდ კაი ჯიგარი) მაგრამ არ მგონია ამდენი დრო და განწყობა ჰქონდეს ხელოსანს, უფასოდ შენ გაქციოს ყურადღება, შენს ათას კითხვას უპასუხოს, მოგიჯდეს გასწავლოს.. კოლეჯს რაც შეეხება, რამდენადაც ვიცი თეორიულთან ერთად პრაქტიკულიცაა, აქვთ დანადგარ ხელსაწყოები, და გიწევს მუშაობა, მომართულები არიან შენს სასწავლად.. პრინციპში ვისთვის როგორ.. მე ვფიქრობ 2 თვე დიდი დრო არაა და მშვენიერი შესავალია. ladusha2 პირადობის ასლი, ატესტატის ასლი, 2 სურათი 3-4ზე, ესენი მივიტანე, არ მახსოვს მგონი ელექტრონულადაცაა მართალი ხარ, მაგრამ მე მივიტანე. 6 აპრილამდეა |
Posted by: rommel 31 Mar 2018, 17:08 |
ესეც ფანჩატურის ქუდი |
Posted by: Karavadjo 31 Mar 2018, 17:13 |
rommel კაცურ ვიდზეა, მშვენიერია, გილოცავ ბოლოში გასვლას. ეზოც რა კარგად ბიბინებს, მშვენიერი გარემო შეიქმნა. კრამიტის ქვედა რიგს რა აკავებს? რიტია დამაგრებული |
Posted by: rommel 31 Mar 2018, 18:47 |
Karavadjo გმადლობ მაგრამ არ ვარ ბოლოში გასული ერთი გვერდი დასახურია, წიბოებზეც რამე უნდა მოვიფიქრო, ჩვეულებრივი კრამიტი არ უხდება. შპაკლით უნდა დავამუშაო შურუფის თავები, პატარა ხიდი უნდა გავუკეთო წინ და ა.შ ქვედა რიგი, ისევე როგორც ყველა დანარჩენი, დაშურუპებული მაქვს. |
Posted by: Leonis 1 Apr 2018, 08:42 |
rommel ძალიან მაგარია ათიდან ათს გიწერ |
Posted by: suiciderspoon 2 Apr 2018, 14:40 |
რა უნამუსოდ ლამაზი ფანჩატური გამოვიდა, შურისგან მწვანე ვარ |
Posted by: rommel 2 Apr 2018, 20:06 |
suiciderspoon ლაქი წავუსვა მერე ნახე შენ სილამაზე ახლა უბრალოდ ხის დამცავითაა დამუშავებული. |
Posted by: giorgi6088 28 Apr 2018, 23:30 |
გამარჯობა მეც მოყვარული დურგალივარ და გადავწყიტე ოცნება ავისრულო და სამაგიდო ხერხი ვიყიდო ფართისა და ფინანსური ნაწილის გათვალისწინებით ჯერჯერობით ორი ვარიანტიმაქვს: და მეორე ვინმე ხართ გამოცდილი რომ მირჩიოთ რომელი ჯობია ან უკეთესი რამე შემომთავაზოთ 1000 ეროვნულის ფარგლებში |
Posted by: Karavadjo 30 Apr 2018, 11:34 |
giorgi6088 რა შესაძლებლობები აქვთ ამათ? ანუ ფუნქციურად რა სამუშაოებს ასრულებს |
Posted by: giorgi6088 30 Apr 2018, 22:18 |
მონაცემები ს მიხედვით თითქმის იდენტურია ორივე უბრალოს ხარისხშია განსხვავება, როგორც ვნახე მინუსები ოროვესაქვს უბრალოს გამოცდილება მაიც სხვაა აზრი მაინტერესებს |
Posted by: suiciderspoon 1 May 2018, 11:24 |
ეგ ხერხია თუ ხერხის დასამაგრებელი მარტო? რაღაც ხერხს ვერ ვხედავ * * * ათას ლარამდე თუ გინდა, ეს მშვენიერი ვარიანტია. თუ ისაა, რასაც ეძებ https://www.domino.com.ge/ka/products/tools/electric-tools-and-machines/miter-saws/miter-saw-makita-ls1040-1650w/ |
Posted by: giorgi6088 2 May 2018, 00:21 |
მადლობა დიდი მაგრამ ეგ მხოლოდ გასაჭრელად გამოდგება, მაგალითად გრძელ ფიცარდ ვერ გახერხავ მაგით. https://www.youtube.com/watch?v=C-_dNZCin4M აი ლინკია ამ ხერხიდან ერთერთის |
Posted by: iphone_21 9 May 2018, 02:16 |
სალამი მეგობრებო, თუ ვინმემ შემოიხედა აქ და ეგულება ადამიანი, რომელიც ხის პატარა ნივთებზე მუშაობს გთხოვთ მომწერეთ რა კოორდინატები |
Posted by: borbolia777 9 May 2018, 07:17 |
Vinc mushaobs tu xeloba vinc icis iseti ginda? |
Posted by: iphone_21 9 May 2018, 12:23 |
გეტყვი რისთვის მინდა და მიხვდები ეგრევე, პატარა მოლბერტი მინდა გამიკეთოს რამდენიმე, 15 სანტიმეტრიანი, უმარტივესი (ფოტოები მაქვს) და არა პროფესიული და რთული მექანიზმით |
Posted by: borbolia777 9 May 2018, 13:56 |
გასაგებია. მე გრძელვადიანი პროექტისთვის გჭირდებოდა მეგონა. მოლბერტის შოვნა წესით არ უნდა გაგიჭირდეს.გარეუბნებში იქნება სადურგლო |
Posted by: NEOMID 9 May 2018, 15:08 |
გამარჯობათ დაუკავშირდით 579 00 11 03 დათო, ელიავაზე ხის საამქრო აქვთ. უთხარით იოსებმა კომპანია ნეომიდმა მოგცათ მაგათი კოორდინატები და დაგეხმარებიან. |
Posted by: iphone_21 9 May 2018, 18:01 |
borbolia777 NEOMID მადლობა დახმარებისთვის |
Posted by: NEOMID 9 May 2018, 21:49 |
არაფრის. თუ რამე ხესთან დაკავსირებით გსურთ და შევძლებთ კონსულტირებას ან დახმარებას მზად ვართ. |
Posted by: Dr Dre 9 May 2018, 22:31 |
გამარჯობა Makita 2012NB და Makita MLT100-ზე რა აზრის ხართ? ...................... |
Posted by: Karavadjo 10 May 2018, 10:54 |
iphone_21 წინა გვერდები ჩაათვალიერე, არის აქ ვინც მოლბერტებს აკეთებს, ძალიან კარგი ხის ხელოსანია. |
Posted by: Ali-Baba 10 May 2018, 18:19 | ||
Dr Dre
რეისმუსი რაც მიმოხილვები მაქვს ნანახი კარგია, აქებენ. აი ხერხი ვერაა მთლად კარგი. პირველი რაც არ უვარგა Fence ქართულად არ ვიცი რა ქვია. ხერხის პარალელური ნაწილი, რაზეც დეტალი უნდა მიაყრდნო და გაასრიალო. უნდა იყოს თავში და ბოლოში დამაგრებული, მაგას კიდევ მხოლოდ თავში აქვს სამაგრი და შესაბამისად ჭრის დროს დეფორმირდება და დეტალი არასწორად იჭრება |
Posted by: Dr Dre 11 May 2018, 15:31 |
Ali-Baba გამარჯობა, მადლობა პასუხისათვის. ხო, ხერხით არც მე ვარ აღტაცებული, თან მოტორი არ არის დაცული და ნახერხი იყრება შიგნით :/ არადა 1500 ლარად ვერაფერი ვნახე უკეთესი... |
Posted by: Ali-Baba 11 May 2018, 19:05 |
Dr Dre http://epicentri.ge/product/bosch-pts-10-tsirkularuli-kherkhi/ ეს ნახე აბა. ეს სხვა სასტავის მაღაზიაა. ქსნის ქუჩაზე, დევალტის გვერდით არიან სადაც მე ვყიდულობ ხოლმე. ფასები ნორმალური აქვთ |
Posted by: Dr Dre 11 May 2018, 20:03 | ||
Ali-Baba
ვნახე ყველგან და დასკვნა ისაა რომ 3000 ლარზე ქვემოთ ვერ იყიდი ნორმალურთან მიახლოებულ ხერხს კაცი ყველაფერი პლასმასის ნაგავია. ისევ მაკიტას ვიყიდი, ნელ-ნელა შევუცვლი "რელსებს" და ა.შ და ვეცდები შედარებით ზუსტი ხერხი გამოვიდეს საბოლოოდ |
Posted by: Ali-Baba 11 May 2018, 21:42 |
Dr Dre მე მაქ ბოში. აი ეგეთი 3000 ლარიანი მარა მაგასაც ბევრი ხელშევლება უნდა გასწორების და აზზე მოყვანის პონტში. ასე რომ ძაანც გული ნუ დაგწყდება |
Posted by: Dr Dre 12 May 2018, 11:25 | ||
Ali-Baba
ხოდა ვიყიდი MLT100-ს, "სამოდინგო" რაღაცეები უკვე ვნახე ტაობაოზე და ეგრევე დავატიუნინგებ „:დ |
Posted by: giorgi6088 13 May 2018, 01:00 |
Ali-Baba Dr Dre https://eliavaze.ge/%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AC%E1%83%A7%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%9D-%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AC%E1%83%A7%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%92%E1%83%98%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%AE%E1%83%98-1800w-ryobi/ ამაზე რას იტყვით შედარებით მოკრძალებული ფასიაქვს მაგრამ მემგონი ნორმალურია |
Posted by: Ali-Baba 13 May 2018, 08:41 |
giorgi6088 Ryobi-სთან მე პირადად შეხება არ მქონია. თუმცა ვიდეოები რაც მაქვს ნანახი აქაურ RTR- ს და მსგავსი ტიპის "ბრენდებს" უნდა ჯობდეს. მგონია რომ მაგასაც ექნება ხარვეზი, რომლებსაც დაჭირდება გასწორება. თუ ძალიან დატვირთვაზე არ აპირებ მუშაობას ნორმალური იქნება. Dr Dre წარმატებები ტუნინგში |
Posted by: ig1988 13 May 2018, 13:34 |
მთლად ხეზე ნამუშევარი არაა მარა ხომ ურევია ხე 4 საათის წვალების და ელიავაზე 2 რეისის შედეგი |
Posted by: BioIka 14 May 2018, 19:19 |
გამარჯობა, ხომ არ იცით საქართველოში სამხერხაოები სად არის? ანუ შერჩეულ ხეებს რომ ჭრიან და ფიცარს ამზადებენ. უფრო შიდა ქართლისკენ მაინტერესებს თუ არის. მადლობა წინასწარ. |
Posted by: rsmaan 15 May 2018, 09:51 |
სალამი შეუღებავი ხის კარებები მაქვს დასამუშავებელი და შემდეგ გასალაკი ხო არ იცით ვინმე ხელოსანი ვინც მაგას გააკეთებს შედარებით ადეკვატურ ფასში |
Posted by: Dr Dre 15 May 2018, 12:21 |
ვიყიდე MLT100 <3 ორ-სამ დღეში რეისმუსი და ფრეზიც მექნება და მივუბრუნდები დავიწყებულ ჰობს ^_^ |
Posted by: Ali-Baba 16 May 2018, 00:27 | ||
Dr Dre
გილოცავ ფრეზს და რეისმუსს რომლებს აპირებ ? |
Posted by: Dr Dre 16 May 2018, 09:26 | ||||
Ali-Baba
დიდი მადლობა
2012NB და POF1200 |
Posted by: Ali-Baba 16 May 2018, 10:20 |
Dr Dre ამ ფრეზს გადახედე აბა. ჩვენთან არ ვიცი უბრალოდ იშოვება თუ არა. კარგი შეფასებები აქვს https://www.youtube.com/watch?v=bh0NmKGfHBk&index=38&list=PLWk0zEYRw-9axskhWtQpOqtSXomOcOJCm რეისმუსი კაია. მე კომბინირებული მაქვს Record Power-ის |
Posted by: Dr Dre 16 May 2018, 11:31 | ||
Ali-Baba არაა ჩვენთან ეგ მოდელი :/ თან აქ გიჟური ფასები აქვს მაკიტას.
ეგ უნდა მეყიდა მეც, ქსნის ქუჩაზე ქონდათ, მაგრამ ვეღარ გავქაჩე მაგდენი. სალაშინი და ხერხი მაქვს კომბინირებულო საბჭოთა და იმის რანდს გამოვიყენებ |
Posted by: Universe 24 May 2018, 22:49 |
ხის კიბეების დამუშავებაზე დამაკვალიანეთ რა, რა როგორ სრულდება, ხელსაწყოები, მასალები და ა.შ. ზამთარში ნესტს იგროვებს, კედელიც, რომელსაც მიუყვება, ობს იკიდებს, ზაფხულში სიცხისგან შრება. მანსარდაა და თბოიზოლაცია თითქმის არ აქვს. დიდ ხნიანი ტემპეტატურული ცვლილებების გამო ზედაპირი სულ გახუნდა, დასკდა მოაჯირის ღერძებიც, რაც გამოთბა ახალი ბზარები უჩნდება. მინდა ჩემით განვაახლო, გამოცდილება არ მაქვს და რამდენად რთული სამუშაოა, რას მირჩევთ? |
Posted by: rommel 27 May 2018, 10:53 |
Universe როგორმე უნდა მოახერხო, რომ ჰაერმა იტრიალოს. მე მქონდა თითქმის მსგავსი შემთხვევა. პირველი და მეორე სართულის დამაკავშირებელი შიდა კიბის ქვემოთ არის კიდევ ერთი კიბე, რომელიც ჩადის მიწაში ამოჭრილ სარდაფში. ამის გამო ნესტი ჩნდებოდა კიბესთან. ერთი ნახვრეტი კიბესთან გავაკეთე, მეორე დაბლა სარდაფში. წლები გავიდა და მხოლოდ ერთი საფეხური გაიბზარა. თუ მაგ პრობლემას არ მოაგვარებ დიდი ალბათობით კედელიც გაგიფუჭდება. ბზარები ხის შპაკლით შეავსე, მთელი ზედაპირი წმინდა შკურკით დაამუშავე და გალაქე. პ.ს.-სპეციალისტი არ ვარ, უბრალოდ ჩემი გამოცდილება გაგიზიარეთ. |
Posted by: NEOMID 27 May 2018, 11:01 |
გამარჯობათ არის უნიკალური სითხე, ჰიდროფობიზატორი ხეზე, რომელიც როცა წაესმევა ხეს დაუმუშავებელ ან დამუშავებულ ხეს. წყლისაგან, ნესტისაგან, კაპილარული შეწოვისაგან. ზედაპირი ხდება წყალგაუმტარი, მაგრამ რაც მთავარია სუნთქავს ხე და არ ეცვლება იერი. ასევე აღარ უჩნდება სოკო და ბიოლოგიური დაზიანებები. დაუკავსირდით 595 31 31 65 იოსები კომპანია ნანო2020. ან მიბრძანდით აგლაძის 34 ში. პროდუქტს ქვია ნანო-ჯა ვუუდ. მუშაობს ნებისმიერი ხის ზედაპირზე. * * * როცა დაუკავშირდებით უთხარით,რომ ნეომიდმა მოგაწოდათ მაგათი კორდინატები და აუცილებლივ დაგეხმარებიან. * * * ასევე გააცნიათ ხის დამცავი უფერო ბასე-ეკო. რომლის შემდეგ როცა დამუშავდება ხის ზედაპირი, 35 წელიწადი დაცულია ჭიისაგან და ლპობისაგან. თუ ხეს გააჩნია ჭია ასევე აქვთ პროდუქტი,რომლითაც ნებისმიერ სტადიაში შეიზლება ჭიის განადგურება. 595 31 31 65 იოსები |
Posted by: Universe 29 May 2018, 15:04 | ||||||||
rommel
გარე კედელში, სარკმელივით?
ზედა ფანჯარას ვაღებთ დროდადრო, მაგრამ ზამთარში არ შველის. მთელი სახლის სითბო კიბესთან გროვდება და კონდენსირდება. მცენარეების გამოსაზამთრებლად კი კარგი ადგილია. ვენტილაციის სისტემას არეკლამებდნენ აქ, ადრე ვნახე. კედლის ზედა ნაწილში მონტაჟდება და ჰაერის ცირკულაციას ახდენს, ნესტი გააქვს, შედეგად ობიც არ წარმოიქმნეობაო. დამავიწყდა რომ გამეკითხა, რამდენად შეესამამება რეალობაში რეკლამას. რამე მსგავსი, რაც სითბოს დანაკარგს არ იძლევა, კარგი იქნებოდა. თუ გაქვთ რეკომენდაცია, მოგისმენთ. ჩვეულებრივი საჰაეროები მგონი გაყინავს კიბის მონაკვეთს და სახლსაც გააციებს.
იგივე წებო-ნახერხია?
ლაქის გადასმამდე სხვა არაფერი უნდა? ზეთი ან რამე რა ვიცი... NEOMID მაგ სითხით წესით მთლიანად უნდა დამუშავდეს ალბათ ხე. აქ კიდე აწყობილი "შეფუთული" კიბეა, და არ მგონის მხოლოდ ზედაპირის დამუშავებამ შედეგი გაიღოს, ქვედა. დაუმუშავებელი მხარე მაინც აიღებს ნესტს |
Posted by: rommel 30 May 2018, 10:22 | ||||||||
Universe
კი
სამწუხაროდ არ მაქვს ინფორმაცია ამ სისტემის შესახებ.
არა სპეციალური შპაკლია ხისთვის. ხის სახეობების მიხედვით არის, ფერი რომ კარგად დაემთხვეს. ნახერხი და წებო გაჭირვებაში წავა, ოღონდ ისეთ წებოში უნდა აურიოთ, რომელიც გაშრობის შემდეგ გამჭვირვალე ხდება და ნახერხი უნდა იყოს ფქვილივით.
ეს თქვენზეა დამოკიდებული. არსებობს ხის დასამუშავებელი ზეთები სხვადასხვა ეფექტით. თუ მოგწონთ არსებული ზედაპირი არ გინდათ ეს ზეთი. უბრალოდ გალაქეთ. როგორც წესი 2-3 პირია. პირველი გამჟღენთი, მეორე უკვე აპრიალებს და ბოლო პირის წასმის შემდეგ თმას დაივარცხნით თუ კარგი ხარისხის ლაქია |
Posted by: Universe 30 May 2018, 13:27 |
rommel მადლობა დიდი! |
Posted by: rommel 30 May 2018, 21:36 |
Universe არაფრის. წარმატებები |
Posted by: failoo 22 Jun 2018, 17:03 |
რამე ფორუმი ან FB ჯგუფი არარსებობს? ფორუმზე 1 თემაში ძაან გაურკვევლობაა მაგარ ხეს სადყიდულობთ და როგორ ამუშავებთ სწორი გვერდები რო ქონდეს. |
Posted by: Karavadjo 26 Jun 2018, 10:40 |
ძაან მოკვდა თემა, იქნებ წამოვწიოთ წინ. rommel შენც დაიკარგე, დადე რამე, არაფერი გაგიკეთებია? :პ ფანჩატური არ დააფინიშე? |
Posted by: NEOMID 26 Jun 2018, 22:30 |
გამარჯობათ, არის ხის დამცავები, ასე ვთქვათ პრატიტკები, რომლებიც იცავენ ხეს ლპობისაგან დახლოებით 35 წელიწადი, ნებისმიერ გარემოში, არ უცვლიან იერს ზედაპირს. ასევე ხის ზეთები კლასი პროფესიონალი,რომელიც იცავს დაზიანებებისაგან. ასევე ხის დამცავი გიდროფობები,რომლითაც დამუშვებული ხე აღარ სველდება შესაბამისად არ ლპება. მალე შესრულებულ ფოტო ან ვიდეო მასალას დავდებთ. |
Posted by: მიხოო 27 Jun 2018, 15:17 |
გამარჯობა, დავაგე მასიური ხის იატაკი "პოლი" შევღებე sayerlack -ის ზეთით. დასუფთავების მერე იატაკი იკეთებს სერ ფერის ლაქებს, იქნებ დამეხმართო და მითხრათ როგორ მოვაშორო ეს ლაქები. მადლობა |
Posted by: NEOMID 27 Jun 2018, 20:11 | ||
გამარჯობათ. ალბათ უნდა გეთქვათ,რომ დაამუშავეთ ზეთით. sayerlack–ის ზეთი არის ორნაირი. ერთი ურეტანის ბაზაზეა, ხოლო მეორე წყლის ბაზაზეა. თუ გამოიყენეთ ურეტანის ბაზაზე მისი სახელწოდებაა sayerlack OL 3000, თუ გამოიყენეთ გამხსნელი აუცილებელია ან DE 703 ან УАЙТ-СПИРИТ არ ვიცით ტუ ამ ბაზის ზეთი გაქვთ გამოყენებული რომელი გამხსნელი გამოიყენეთ მასში. ხოლო თუ წყლის ბაზის გამოიყენეთ მაშინ სახელწოდება უნდა ქონდეს sayerlack AF 6020,50 ტექნიკური ბიულეტინებით რეკომენდირებულია ნაჭრით მოწმენდვა ზედაპირულად, რაკი არ მოხდეს ჭარბი რაოდენობით ზედაპირზე. სცადეთ ნაჭრით მოწმინდოთ ის მცირედი ნაწილი ზედაპირის. თუ მიიღებთ იმ შედეგს რომელიც თქვენ გსურთ მაშინ ესეიგი წყლის ბაზის გაქვთ გამოყენებული. თუ ვერ მიიღებთ იმ შედეგს. აიღეთ ვაით–სპირიტი ოდნავ დაასველეთ და უმნიშვნელო ადგილზე ძალზედ პატარა მონაკვეთი მოწმინდეთ, თუ ურეტანის ბაზა გაქვთ გამოყენებული და გამხსნელი საერთოდ სხვა ან არაა გამოყენებული, მაშინ გაწმინდავს. დააკვირდით შედეგს, მისაღები თუ იქნა, შემდეგ მოწმინდეთ მთლიანად, დაზიანებით არ დააზიანებს ზედაპირს. ხოლო საერტოდ შემდეგ დასაცავად ხის ზედაპირის, წყლისაგან,ჩაის,ყავისაგან, ფეხის ჭუჭყისგან და სხვა და სხვა დაბინძურებებისაგან არის გიდროფობიზატორი ხის ზედაპირებისათვის, არ უცვლის იერს საერტოდ მაგრამ ხე ხდება წყალთან მედეგი ანუ არ სველდება. ჰიდროფობიზატორი გორგიაში შეგიძლიათ შეიძინოთ ქვია "NANO-GA WOOD" ტუ რამე შეგვიზლია მზად ვართ. |
Posted by: failoo 29 Jun 2018, 09:51 |
ხის მასალას სადყიდულობთ? plywood ი მაინტერესებს და მაგარი ხე (მუხა კაკალი...) |
Posted by: Ali-Baba 29 Jun 2018, 12:09 | ||
failoo
ფანერა წერეთლის გამოფენის უკანა ქუჩაზე. მყარი მასალა ავჭალაში 599517254 გოგი |
Posted by: failoo 29 Jun 2018, 12:25 |
https://www.facebook.com/groups/341743336358095/ ესეც ჯგუფი, თუ აქტუალური იქნება და ხალხი დაინტერესდება ცალკე საიტსაც გავაკეთებ ფორუმს crafstman.ge-ს მაგალითად სადაც უფრო დალაგებულად და ვრცლად იქნება ინფორმაცია ხელმისაწვდომი და ერთგვარი ქომუნითი იქნება. ძნელია თავიდან გაერკვე ყველაფერში შენით როცა ქართულად არანაირი რესურსი არმოიპოვება. უცხოურ ფორუმებზე კი წაიკითხავ მაგრამ საქართველოში ცოტა პატარა ბაზარია და ყველაფერი არიშოვება |
Posted by: Karavadjo 6 Jul 2018, 14:51 |
failoo კარგი საქმე ქენი, დავამატებ მეც ჯგუფში წევრებს. იმედია მოიხოდება |
Posted by: NEOMID 6 Jul 2018, 20:33 |
გამარჯობათ არის სითხეები, რომლებიც ხეს უზრდიან სორტირებას, აღდგენენ ხეს, იცავენ ლპობისაგან 35 წლამდე, წიისგან. ისე,რომ არ უცვლიან იერს. ფოტო სურათზე ძველი დაზიანებული პარკეტის ნაწილია აღდგენილი. ხოლო თუ რე არაა ასე ძლიერ დაზიანებული ანუ ასე ვთქვათ ახალია, დამუშვების შემდეგ ჭია არ გაუჩნდება, ლპობისაგან დაცულია და გაზრდილი აქვს სორტიება. |
Posted by: rommel 12 Oct 2018, 20:37 |
მოგესალმებით ხელმარჯვე დურგლებო სავალალო მდგომარეობაში მყოფი ძველი მაგიდა ვიყიდე თავიდან ახალი ზედაპირის გაკეთება მინდოდა, მაგრამ ბევრი შკურკვის შემდეგ აღმოჩნდა რომ ლამაზი ფაქტურა ქონდა. ამიტომ სრულად დავშალე და ხელახლა ავაწყე წებოსა და შურუპის დახმარებით შემდეგ გამჟღენთი წავუსვი ბოლოს კი ლაქი გადასაყრელი სკამები მეყარა სარდაფში. გავშკურკე, ხელახლა ავაწყე და გავლაქე. ფანჩატურს ცუდი მისასვლელი ქონდა. ყოველვის ვიღაცას უცდებოდა ფეხი და მაინც და მაინც შვილივით ნაზარდ ბზის ნერგს ეცემოდა. ამიტომ წინ პატარა ხიდის გაკეთება გადავწყვიტე. თავდაპირველად საყრდენი წერტილები მოვუმზადე. შემდეგ ფიცრები დავდე, ბეტონი ჩავუსხი და "გავპოლე" ცხელი გუდრონი წავუსვი, რომ ნესტს გაუძლოს. ჯერ დასრულებული არაა. ზემოდან და გვერდებზე რამეს მივაკრავ (სავარაუდოდ "ვაგონკას") სილამაზისთვის. სსრკ-ს პერიოდში ყველა ოჯახში, რომ ერთი საზიზღარი კარადა იდგა, რომელიც გაღებისას საშინელ ხმას გამოსცემდა, იმის ნარჩენებისგან გავაკეთე ეს სკამი. |
Posted by: trendygirl.me 12 Oct 2018, 23:55 |
ჰმ არ ვიცოდი ასეთი თემა თუ იყო. ორშაბათს დაგიდებთ ჩემ ნამუშევრებს ვისაც მართლა გაინტერესებთ ხის დამუშავება, ეს წიგნი იყიდეთ, ძალიან კარგი წიგნია. ყველაფერი გასაგებად და პრაქტიკულად წერია. https://www.amazon.com/Understanding-Wood-Finishing-Comprehensive-Troubleshooting/dp/1565235665 იბეიზე მეორეადებია 2-3 დოლარად. |
Posted by: trendygirl.me 1 Nov 2018, 23:11 |
ძველი მაგიდის აღდგენა. მარცხნივ - როგორი იყო აღდგენამდე. მარჯვნივ - აღდგენის მერე. |
Posted by: rommel 24 Dec 2018, 13:10 |
trendygirl.me ლაქი წაუსვი თუ epoxy resin? მაგარ ვიდზეა |
Posted by: ერთი 26 Dec 2018, 08:32 |
დურგალი მირჩიეთ რა თ იცით,ნორმალური ხარისხი და ფასი |
Posted by: obolo 7 Mar 2019, 17:20 |
გამარჯობათ... მომეწონა ეს თემა და დავრეგისტრირდი ფორუმზე... ხეზე მუშაობა ძალიან მომწონს მიუხედავად იმისა რომ სამუსაო იარაღები არ მაქვს მაინტერესებს ცირკული ხერხის აწყობა რამდენად მიზაშეწონილია? ან რომ ავაწყო აზრი ექნება? |
Posted by: rommel 7 Mar 2019, 23:43 |
obolo რის გაკეთებას აპირებ პირდაპირ მაგ ხერხს რომ აწყობ? ცუდი არაა, პირიქით, მაგრამ თანხა დახარჯო მაგაში და ამ დროს ჩაქუჩი ან ხელის ხერხი არ გქონდეს მთლად კარგი აზრი ვერაა. |
Posted by: obolo 8 Mar 2019, 14:01 |
სახლი მინდა ბავშვებს გავუკეთო 130/130-ზე... მხოლოდ ცირკული ხერხი რომ ვერ დამეხმარება ვიცი მაგრამ იქნებ დავაგროო ნელ ნელა ელექტრო ხელსაწყოები... ვფიქრომ ცირკულის აწყობა უფრო იაფი დაჯდება ვიდრე ბაზარზე არსებული ხერხები... * * * თუ დავიწყე გაკეთება რჩევბსაც მივიღებ... ხვალ ვაპირებ მივიტანო სადმე საამქროში ხის ბალკები და დავახერხინო პატარა ზომებში.... |
Posted by: Freestyle 11 Mar 2019, 21:51 |
თაროები მინდა მაღაზიისთვის , თანხებში შეზღუდული ვარ , ხო არ გეგულებათ ვინმე არა-მეძვირე ნორმალური ხელოსანი? ესენი ავაწყვე და დრო არ მაქვს რო გავაგრძელო |
Posted by: obolo 13 Mar 2019, 08:33 |
https://isurve.ge/products/cirkularuli-xerxi-ingco-cs2358?variant=10156563890223 ამ ხერხის ყიდვას ვფიქრობ და რას მირჩევთ? |
Posted by: Karavadjo 14 Mar 2019, 00:03 |
rommel გაუმარჯოს, როგორ ხარ? შეიძლება არც გახსოვარ, დიდი ხანია არ შემომიხედავს, გამიხარდა აქ რომ დამხვდი. თუმცა აქტიურობა არაა თემაში. ჩემთან ბევრი სიახლეებია, თუ გახსოვს კოლეჯში შევიტანე საბუთები, 2 თვიან კურსებზე. ჩერეზ მაქიდან ძალიან კარგი სახელოსნო აღმოვაჩინე, მოსულები იყვნენ ხალხი უნდოდათ, მეც მივედი, დავინტერესდი, და ისე მოხდა რომ შევეშვი ბუღალტრის 1000 ლარიან სამსახურს და დღემდე იქ ვარ : )) შემოქმედებითი სახელოსნოა, არა მასიურ - ექსკლუზიურ რამე რუმეებს ვაკეთებთ, ერთი სიტყვით საინტერესო და დამღლელია. მივედი იმ ეტაპამდე რო ჩემი ინსტრუმენტების ყიდვა მინდა, ხელის ინსტრუმენტების, პარალელურად რო ჩემ პონტშიც შევუბერო, ინსტრუმენტებში ჯერ ვერ გავერკვიე, არც ფასები და კაი ტოჩკები ვიცი, ხოდა მაგ დროს გამახსენდა ეს თემა ფორუმზე, მეთქი შევიხედავ ვიკითხავ ეცოდინება ვინმესთქო. შენს თავს რა ხდება? გარდა იმისა რო ფანჩატურში სკამ მაგიდა დაგიბინავებია, მშვენიერია : )) |
Posted by: ikaika_11 17 Mar 2019, 20:05 |
გამარჯობა მეგობრებო, თუ იცით სად შეიძლება მრავალფუნქციური ხეზე სამუშაო დაზგის ყიდვა (რომელიც გააკეთებს ბევრ ოპერაციას მაგ: გაასალაშინებს, გაფრეზავს, ექნება ხერხი, რეისმუსი და ა.შ) თუ აქ არ იცით სად შეიძლება შეძენა თუ იცით ვინმეს რომ ჩამოქონდეს ან საიდან შეიძლება რომ გამოიწერო ლინკები რომ ჩამიგდოთ. მადლობა |
Posted by: trendygirl.me 5 Apr 2019, 09:07 |
ესეც ჩემი ნამუშევარი 300 თემურა |
Posted by: Karavadjo 6 Apr 2019, 21:30 |
trendygirl.me trendygirl.me რა არის? |
Posted by: barret08 7 Apr 2019, 19:51 |
გამარჯობათ პარაშოკ მარილკები წყალში ხსნადების ფართო არჩევანი სადარის ხომვერ მიმასწავლით ? |
Posted by: brevalo 7 Apr 2019, 20:17 | ||
https://forum.ge/?showuser=224389 ამ იუზერს მიწერეთ PM, შეიძლება დაგაკვალიანოთ |
Posted by: rommel 7 Apr 2019, 21:45 |
Karavadjo გამარჯობა, როგორ არ მახსოვხარ მოსალოცად გქონია საქმე საყვარელ საქმეს თუ აკეთებ. წარმატებები! საინტერესო იქნება თქვენი სახელოსნოს ან პირადად შენი ნამუშევრების ნახვა. თუ გაქვს ფოტოს დადების უფლება რა თქმა უნდა. მე ამ ეტაპზე სერიოზულს არაფერს ვაკეთებ, რაღაცებს ვმაიმუნობ ჩემთვის. სულ მინდოდა ინდუსტრიული სტილის საძინებელი მქონოდა და მაგას ვეჩალიჩები ახლა. ისე კი მომავალში ბეღელი მინდა გავაკეთო, უფრო შორეულ მომავალში კი ეკო კოტეჯი სადმე კარგ ადგილას. ახლა ვერკვევი რაღაცებში. ასე რომ ვნახოთ რა იქნება * * * ikaika_11 ადრე დომინოში იყო კარგი არჩევანი. დიდუბის გორგიასაც ქონდა. |
Posted by: obolo 8 Apr 2019, 15:04 |
ხის შეღებვა პოლივიზატორით შეიძლება ხო? და როგორი საღებავის გამოყენება შეიძლება? * * * ეს თარო ავაწყვე რამოდენიმე დღის წინ... ბავშვებისთვის ხის სახლის გაკეთება დავიწყე და იმედია იმასაც დავასრულებ.... * * * ფოტო ვერ ავტვირთე, რაღაც სწორად ვერ გავაკეთე ალბად... |
Posted by: Ali-Baba 9 Apr 2019, 21:12 | ||
obolo
კი შეგიძლია. გამოიყენე ნიტრო ლაკი(საღებავი) ან წყლის ბაზაზე |
Posted by: obolo 9 Apr 2019, 22:37 |
Ali-Baba მადლობა რჩევისთვის ვცდი აუცილებლად... * * * ერთი კედელია სახლის... |
Posted by: Karavadjo 13 Apr 2019, 12:24 |
rommel ეგრე ერთი არ აკეთებს ყველაფერს, ნუ თუ პატარა რაღაც არაა, სხვა შემთხვევაში ყველას თავისი როლი აქვს, ანუ რაღაც ნივთის შექმნაში რამდენიმე ვიღებთ მონაწილეობას, შესაბამისად ჩემი გაკეთებული არ მაქვს არაფერი :დ ჩარჩოებს და რაღაც სანათებს თუ არ ჩავთვლით. ეხლა რეორგანიზაციაა, სახელიც იცვლება კომპანიის, ძველი გვერდი შეგიძლია ნახო ფბზე, და მიხვდები რა თემებზეც ვმუშაობთ, khararkai ესე იძებნება ფბზე. ახალი გვერდიც ჩაეშვება მალე, არკადონეს სახელით * * * obolo საბოლოო შედეგი დადე სახლის, მაინტერესებს მეც |
Posted by: Ali-Baba 13 Apr 2019, 18:56 |
საკვებად უსაფრთხო ხის ლაკი ან რამე დასაფარი საშუალება იქნებ მირჩიოთ. საჭრელი დაფისთვის რომ გამოდგეს |
Posted by: rommel 14 Apr 2019, 12:51 |
Karavadjo ვნახავ აუცილებლად. Ali-Baba ოლივიეს ზეთი, ფუტკრის ცვილი ან მათი ნარევი რომ სცადო არ გინდა? |
Posted by: baksona1980 14 Apr 2019, 19:19 |
გადავიკითხე მთელი თემა რაღაც რაღაცეების გაკეთებას ვაპირებ სახლის პირობებში ....მაგალითად ძველი კარებების, სკამების და ა.შ.შ ე/წ გაშკურკვას, გალაქვას... ( ყველაფერში ფული ვეღარ ვიხადე ხელოსნებში, ისედაც ნერვებს მიშლიან და გულიანად ვერც აკეთებენ) დავიწყე ხელსაწყო იარაღების შეძენა... გორგიაში ვიყიდე ქროუნი ცირკულარული ხერხი, მაკიტას ბარგალკა, ებაიდან გამოვწერე millwauke დრელი და რაღაც რუღაცეები. ახლა მინდა აი ეს გამოვწერო და რას მეტყვით. ისეთ სამუშაობზე წავა მე მგონი მე რაც მინდა.. ახლა სახლის იატაკის მოხვეწას ეს რომ არ ეყოფა მესმის https://www.ebay.com/itm/Milwaukee-M18-Random-Orbit-Sander-2648-20-New-Bare-Tool/282948894373 ნახეთ აბა |
Posted by: obolo 14 Apr 2019, 20:58 |
Makita ზოგადად ძვირი სიამოვნებაა როგორც დავაკვირდი... ნუ გააჩნია ვისთვის... მე ingco ცირკული ვიყიდე და სახლში როდესაც ვცდილობ რაღაცეების გაკეთებისთვის მკმარა.... ისე საინტერესოა წითელ მაკიტას და ტრადიციულ "მწვანე" მაკიტას შორის რა განსხვავებაა, ალბად როგორ ბოშს აქვს ლურჯი და მწვანე ალბად ეგ თემაა, პროფესიონალი და სამოყვარულო... თუმა საინტერესოა ფორუმელები რომელ სახეხს შემოგთავაზებენ, მეც დავფიქრდები შეძენაძე.....baksona1980 |
Posted by: Karavadjo 14 Apr 2019, 21:40 |
baksona1980 obolo მეც კაი ხანია ვერ გადამიწყვიტავს, 2000 ლარი მაქვს, მესაჭიროება მინიმუმ ესენი: ხელის ფრეზი, ლობზიკი, ბარგალკა, ვიბრო შკურკა და ბორმანქანა. და თუ გავიჭაჭე ბეწვა ხერხიც. ვინ რა რჩევებს მომცემდით, ან სად რა ფასები და ხარეისხებია, ან რა შეიძლება რო ჯანდაბას ცოტა უხარისხო იყოს, ატანადია (მაგალითად ლობზიკი მოჟნა დაბალბიუჯეტიანი) მაგრამ ჩემი გამოცდილებით ვიბრო შკურკა ხარისხიანი უნდა იყოს, ასევე ფრეზი, ერთი სიტყვით ყველას გამოცდილებას და ცოდნას მოვისმენდი. ასევე ვისაც გაქვთ ტორსული ხერხი, ე.წ. ატრეზნოი, ვის რა ფასიანი გაქვთ და როგორ ხმარობთ |
Posted by: baksona1980 14 Apr 2019, 23:16 |
Karavadjo ლობზიკი და ბეწვა ხერხი ერთი და იგივეა მე რაც ვიცი.... აი დაგილინკავ ყველაფერს მე რაც ვიყიდე გამოცდილებთან კითხვებით და იუთუბით 1) https://imart.ge/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%9D-%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AC%E1%83%A7%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/makita-9558hnr/ ეს გორგიას 100 ლარით ძვირ ქონდა.... ნ ა ბიჭვრები 2)https://www.amazon.com/gp/product/B0007XXHHI/ref=ppx_yo_dt_b_asin_title_o00_s00?ie=UTF8&psc=1 ესაა 220 ვოლტზე დანარჩენი ან ბატარეა ან 110 ვოლტი 3)https://www.amazon.com/gp/product/B00FKVY57I/ref=ppx_yo_dt_b_asin_title_o02_s00?ie=UTF8&psc=1 ერთ ერთი საუკეთესო მის დარგში 3)https://www.ebay.com/itm/NEW-IN-BOX-Milwaukee-2457-20-M12-Cordless-3-8-Ratchet-TOOL-ONLY-NEW/173860437614?ssPageName=STRK%3AMEBIDX%3AIT&_trksid=p2057872.m2749.l2649 ძნ მაგარი რამეა 4)https://www.ebay.com/itm/New-Milwaukee-M18v-FUEL1-2-Brushless-Hammer-Drill-With-Handle-2804-20-TOOL-ONLY/113523332251?ssPageName=STRK%3AMEBIDX%3AIT&_trksid=p2057872.m2749.l2649 ეს თავისი აკუმულატორით და დამტებით ჯდება 200 დოლარი ( 100 $ ხელსაწყო 62$ აკუმულატორი 25$ დამტენი) ახლა ის მილვაუკეს ექსცენტრული სახეხი მინდა.... მაგის მერეა გამოსული მოდელი. რომელისაც ქვია bos 125 მაგრამ სასწაული ფასი აქვს 240 დოლარი და რამე. უაზრობაა მაგის ყიდვა. მაგ ფასში მაკიტა მოგივა პროფესიონალური. ახლა ელ სალაშინი მინდა. ხერხი ცირკულარული მაქვს, ბარგალკა, ლობზიკი მალე ჩამოვა დევალტის, შკურკა და რა ვიცი ავაწყე რა ხელახვა ვარესტარტებ მამაჩემის დროინდელ ხელსაწყოებს |
Posted by: Karavadjo 15 Apr 2019, 23:22 |
baksona1980 შენ გეტყობა ბიუჯეტიც კარგად მოგყვება :დ პ.ს. ღმერთმა ბევრი მოგცეს... ესენი რაც ვნახე უმეტესობა ჩემთვის ფუფუნებაა, ანუ საღოლ, კარგი ინსტრუმენტებია. დევალტის ლობზიკი სამსახურში გვქონდა, ერთ ერთი საუკეთესოა, 220 დან გადამყვანით იჩალიჩებ ხო? (ბეწვა ხერხი რო ვახსენე ზევით, სტანოკი ვიგულისხმე, რო მოძრაობს ხერხი წრეზე და შენ რო "აწვდი" დეტალს)... ეხლა ამ წუთას ხელზე რა ინსტრუმენტი გაქვს, მარტო მაკიტას ბარგალკა? მაინტერესებს შთაბეჭდილებები რაც გაქვს იმ ხელსაწყოების * * * baksona1980 https://www.amazon.com/gp/product/B00FKVY57I/ref=ppx_yo_dt_b_asin_title_o02_s00?ie=UTF8&psc=1 ამაში 83 დოლარი მიეცი? ვერ ვერკვევი და ბრენდია რამე? ცირკულარული ხერხი ხელის გაქვს თუ სტანოკი |
Posted by: trendygirl.me 16 Apr 2019, 09:50 |
Karavadjo საათია ვინტაჟურ სტილში |
Posted by: baksona1980 16 Apr 2019, 13:31 |
Karavadjo არა 75 დოლარი მივეცი.... ბრენდია რა თქმა უნდა და ერთ ერთი საუკეთესო.... აქ ვერც იშოვი და ფასიც სასწაული აქვს.... 71 ლარი მარტო ჩამოტანა დაჯდა.... ე.ი მაქვს მაკიტას ბარგალკა... რომელიც ჯერ ჯერობით აი ძალიან კარგია და მუშაობს ბზიკივით სახლის პირობებში ამაზე მეტი არც გინდა. მაქვს ასევე crown ცირკულარული ხერხი 5800 rpm -ით ეს ორივე გორგიაში ვიყიდე. 200 ლარი დაჯდა, მაგრამ ხარისხი მაკიტასი უფრო კარგია, უფრო რომ იტყვიან durability -ია და გამძლეს შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ 2 მაგი ფასები ქონდა და გავჩერდი, სახლში თუ მოუვლი ესეც მეყოფა. https://www.ebay.com/itm/Bosch-Paint-Spray-System-PFS-3000-2-2m-Hose-Length-650-W-Power-Input/293040694849?hash=item443a962641:g:pWgAAOSwto5cq2hD ესეც ვიყიდე გორგიაში 321 ლარად ძნ კარგი რამეა და ხეზე გინდა ქვაზე, რკინაზე თუ რაზეც ყველაფერზე გამოსადექია. ამაზე მეტი ძლიერებიცაა, მაგრამ ის აი პროფებისათვისაა. სახლისათვის ესეც იდეალურია. ეგ დევალტი ამაზონზე გამოვიწერე 130 $ ად ახლა მივიდა საწყობში. 230 ვოლტზე მუშაობს გადამყვანი არ უნდა. 100 ლარი ჩამოტანა ჯდება მარტო. აქ მინიმუმ 730 ლარი უნდა. გუშინ ჩამომივიდა https://www.ebay.com/itm/NEW-IN-BOX-Milwaukee-2457-20-M12-Cordless-3-8-Ratchet-TOOL-ONLY-NEW/173860437614?ssPageName=STRK%3AMEBIDX%3AIT&_trksid=p2057872.m2749.l2649 თავისი 2 ცალი აკუმულატორით. სადღაც 150 დოლარი დაჯდა მარტო ყიდვა... ჩამოტანა სხვა თემაა ახლა ქანჩებს ველოდები, ესეც ჩამოცუნცულდება და აი ეს მინდა ძნ https://www.ebay.com/itm/Milwaukee-M18-Random-Orbit-Sander-2648-20-New-Bare-Tool/282948894373?_trkparms=aid%3D111001%26algo%3DREC.SEED%26ao%3D1%26asc%3D20160727114228%26meid%3D152b87944af84137b19775e3f2afe85c%26pid%3D100290%26rk%3D3%26rkt%3D4%26mehot%3Dpp%26sd%3D293040694849%26itm%3D282948894373&_trksid=p2060778.c100290.m3507 ამათ მერე წავა ისეთი დეტალების შეძენა როგორიცაა ბურღის თავები და სხვა დეტალები.... აი დავითრიე გუშინ https://www.amazon.com/Original-Universal-Toolbox-Handsaws-Suitable/dp/B076D55Z1K/ref=wl_mb_wl_huc_clickstream_2_dp?ie=UTF8&pd_rd_r=GERBPENJ2MMMNNY6RF5H&pd_rd_w=RBLhx&pd_rd_wg=oyNP0 ესეც ძნ მაგარია https://www.amazon.com/Milwaukee-48-89-4631-Kit-Shockwave-23-Piece/dp/B017Y7T2JG/ref=wl_mb_wl_huc_clickstream_3_dp?ie=UTF8&pd_rd_r=GERBPENJ2MMMNNY6RF5H&pd_rd_w=RBLhx&pd_rd_wg=oyNP0 ნელ ნელა ავაწყობ ყველაფერს რაც სახლში მინდა |
Posted by: Karavadjo 16 Apr 2019, 22:48 |
baksona1980 შენ რაღაც სერიოზულისთვის ემზადები :დ ის ბოში რა არის, 321 ლარი მივეციო, შესაღებ გასალაკი? trendygirl.me ეს კონკრეტული რაც ვიდეოშია შენ ააწყვე? თუ რამე ამდაგვარი ააწყვე |
Posted by: pisooo_piso 16 Apr 2019, 23:24 |
ხის კარ-ფანჯრის ხელოსანს ხომ ვერ მირჩევდით? |
Posted by: trendygirl.me 16 Apr 2019, 23:28 |
Karavadjo ეგ კონკრეტულიც ჩემი დიზაინია, ჩემი დამზადებულია და ვიდეოც ჩემი გადაღებულია 300$ -ად ვყიდი მასეთებს (ოღონც ქართველებზე არა). |
Posted by: Karavadjo 17 Apr 2019, 00:30 |
trendygirl.me მიჭირს დაჯერება, იმდენად სხვა დონეა, მაგარი ნამუშევარია, იდეაც და სისუფთავე, ქარხნულ ვიდზეა რასაცქვია. სიამოვნებით დაგემოწაფევებოდი :დ კიდე მანახე სხვა რამეებიც თუ გაქვს, საინტერესო თემაა |
Posted by: baksona1980 17 Apr 2019, 01:59 |
Karavadjo კი ეგ არის... შესაღებად და გასალაქად. ვსიო დღეს გამოვიწერე ებაიდან მილოუკეს ექსცენტრული სახეხი... 80 იანი შკურკა ეგება.... აკუმულატორზე მუშაობს.... რაც რევიუები ვნახე კაია. ელექტროშალაშინი და კიდევ პანჭი პუნჭები დამრჩა... ძირითადი საკვანძოები მაქვს |
Posted by: Karavadjo 17 Apr 2019, 07:35 |
baksona1980 ეგ სახეხი რათ გინდა აკუმლატორზე მომუშავე? ელ სალაშინს რაც შეეხება, არ ვიცი რის კეთებას აპირებ, მაგრამ მე მაქვს ხოლმე შეხება და საკმაოდ არაპრაქტიკული რამეა. ნუ გააჩნია საქმეს რა, მაგიტომ ვერ ვხვდები სახლის პირობებში რათ გინდა |
Posted by: trendygirl.me 17 Apr 2019, 08:46 |
Karavadjo ა ბატონო ფოტო დამზადების პროცესიდან სხვა რაღაცეებიც კი, ვაკეთებ, მაგრამ კიდევ უფრო ძვირიანებია…… |
Posted by: baksona1980 17 Apr 2019, 19:04 |
Karavadjo ეს საშკურკი კარები, მაგიდა, რა ვიცი ათას რამეზე მიდის, რაც კი შეიძლება გაიშკურკოს და გაიხეხოს, ყველაფერს ასრულებს, დაჟე კედელზეც შეიძლება მუშაობა, ეს ელ შალაშინის ამბები ვნახე იუთუბიზე და რა ვიცი შევიკავე თავი.... გაკეთებას რომ გითხრა და ჰარიქა პროფის დონეზე ვაპირებ თქო ტყუილია, მაგრამ საკუთარი სახლი მაქვს, ათასი რამე საპუჭუნიკო და ყველაფერში ფული ვერ ვიხადე, გადახდას თავი დაანებე ვერც მიკეთებს მოყვანილი ხელოსანი ჩემს გემოზე, ამიტრომ საპუჭუნიკო რამეებს მე თვითონ გავაკეთებ. კარები და ფანჯრებია ხელახლა დასაშკურკი და გასალაქი.... მე თავად გავაკეთებ |
Posted by: barret08 17 Apr 2019, 22:00 |
ფხვნილი მარილკების ფართო არჩევანი სადაა ხომვერმიმასწავლით ? |
Posted by: Karavadjo 17 Apr 2019, 22:59 |
baksona1980 განა საშკურკი რათ გინდათო, ეგ აუცილებელი ხელსაწყოს, უბრალოდ უსადენო რათ გინდა, აკუმლატორიანი. trendygirl.me მანახე რა, საინტერესო თემები გაქვს. |
Posted by: baksona1980 18 Apr 2019, 10:41 |
Karavadjo კომფორტი.... ხარისხი იგივეა რაც სადენიანს და რატომ უნდა ვიწვალო? |
Posted by: Z-owner 18 Apr 2019, 13:14 |
trendygirl.me გამარჯობა, ლეპტოპის ვინჩესტერისთვის ხის ჩასადები შეგიძლია დამიმზადო? ძალიან მაგარი ნამუშევარია ის ვიდეო რომ დადე, მსგავსი ვინტაჟური ან steampunk სტილის თუ შეგიძლია? სავარაუდო ფასი დამიპიემე თუ არის შესაძლებელი. |
Posted by: trendygirl.me 18 Apr 2019, 18:04 |
Z-owner კი ეხლა ერთს ვუკეთებ და რო მოვრჩები, დავდებ სურათებს. მაგრამ ჩემთან ძვირია 100 ლარი დაჯდება (თავის ელექტრონიკიანად) |
Posted by: rommel 18 Apr 2019, 19:08 |
baksona1980 crown ცირკულარული ხერხით კმაყოფილი ხარ? ლაზერი აქვს? ყიდვა მინდა. ფასი/მონაცემებით ნორმალურ შთაბეჭდილებას ტოვებს |
Posted by: trendygirl.me 18 Apr 2019, 20:38 |
Karavadjo აი კიდე დინამიკები ჩემი გაკეთებული |
Posted by: trendygirl.me 18 Apr 2019, 20:40 |
ესეც სხვანაირი საათი……………… ________________________________ |
Posted by: trendygirl.me 18 Apr 2019, 20:42 |
ესეც ვისაც არ გჯერათ რო ნამდვილად ჩემია ___________________________________________ |
Posted by: rommel 18 Apr 2019, 21:04 |
trendygirl.me made in Georgia-ს მაგივრად დამზადებულია საქართველოში რომ გიწერია, ჯერ მარტო ამიტომ იმსახურებ პატივისცემას. ნამუშევრებზე აღარაფერს ვამბობ. რომელ ლაქ-საღებავებს იყენებ? გაგვიზიარე გამოცდილება |
Posted by: Z-owner 18 Apr 2019, 21:30 |
trendygirl.me 100 ლარი მთლიანობაში ძვირი არცაა, ხელით აკეთებ და მართლა ძალიან კარგი ნამუშევრები გაქვს, უბრალოდ იმ გაგებით შეიძლება ძვირია რომ იშვიათად უნდა გამოვიყენო. დადე აბა მაინც თუ არ დაგეზარება სურათები. ყველა ვარიანტში |
Posted by: trendygirl.me 18 Apr 2019, 22:13 |
rommel ეგ კონკრეტული საათი ერთი, საკმაოდ ცნობილი ბიზნესმენისთვის შემიკვეთეს საჩუქრად. საექსპორტო ვარიანტებს ინგლისურად ან დანიშნულების ქვეყნის ენაზე აწერია. ისე ეგ შრიფტიც ჩემი გაკეთებულია… რაც შეეხება ლაქებს და საღებავებს, დამიჯერეთ, თავიდან მეც მეგონა რო აი ეს რო მექნება ამას ვიზავ, ის რო მექნება ამას ვიზავ. არანაირი აზრი არ აქვს ძვირიან ლაქებში და საღებავებში თუ ინსტრუმენტებში ფულის ყრას. 99% ჩემი ნამუშევრებისა კეთდება 150 დოლარიანი ჩინური რუტერით და ხელით ლაქად კიდე ვიყენებ ბალონებში როა, ელიავაზე რო იყიდება, BOSNY -ს ფირმისას. უბრალოდ ხეს უნდა ბევრი ჩალიჩი და ინსტრუქციის წაკითხვა. ლაქს თუ აწერია მეორე ფენა 24 საათშიო, უნდა დაიჯერო და 15 წუთში არ მიასხა. ეგაა და ეგ. რა თქმა უნდა დიდი მნიშვნელობა აქვს ხესაც. წელს მოჭრილი ფიჭვისგან არფერი გამოვა. ეგ დინამიკები და საათი გაკეთებულია 80 წლის წინანდელი ჰონდურასული მაჰაგონით…. პირველი საათი არის მაგ მაჰაგონისგან გაკეთებული, მერე გაშკურკული 600 -იანი შკურკით, მერე 1200 -იანით და ქართული თაფლის ცვილით გაჟღენთილი და ბარხატის ტილოთი გაპრიალებული. დინამიკები და მეორე საათი გაშკურკულია 300-600-1200-2000 -იანი შკურკით და დაფარულია ბალონის ლაქით Bosny Flat White. რაც შეეხება საქართველოში გაყიდვაში მყოფ საღებავებს და ლაქებს, თურქული GENC ბევრად უფრო ხარისხიანი და კარგია, ვიდრე ვთქვათ უკრაინულები. არაფრის დიდებით არ იყიდოთ ბულგარული ლაქები როა DEKORATOR - საზიზღრობაა ,ნელა შრება, იღვენთება და ცუდად აკეთებს ზედაპირს. შუშის ბოთლებით რო იყიდება რუსულები, არყის ბოთლები როა, ნახევარლიტრიანები, ეგენი კარგებია საკმაოდ, თან იაფიცაა, უბრალოდ სხვადასხვა ფერს სხვადასხვა ხარისხი აქვს. მაგალითად კრასნოე დერევო და ლიმონ არ ვარგა, იანტარ და ბესცვეტნი კარგია. მაგრამ მაგას უკვე კომპრესორი და პულვერიზატორი უნდა. ასე რომ, ისევ ბალონების იყიდეთ. Z-owner მე როგორც დავწერე, ქართულ ბაზარზე პრაქტიკულად არ ვმუშაობ, ჩემი კლიენტების 99% უცხოელია. იქ ეს სრულიად მისაღები კი არა, იაფი ფასიც არის. ჩემი კლიენტების დიდი ნაწილი არის ამერიკიდან და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ჩინეთიდან |
Posted by: Karavadjo 18 Apr 2019, 23:04 |
trendygirl.me მშვენიერი საქმე გაქვს, ღმერთმა ხელი მოგიმართოს. |
Posted by: rommel 18 Apr 2019, 23:38 |
trendygirl.me მაჰაგონი თუა გამოყენებული გასაგებია ყველაფერი, უცებ ვიფიქრე რომ რომელიმე ზეთით ან ლაქით მიაღწიე მაგ შედეგს. მადლობა ინფორმაციისთვის და წარმატებები. პ.ს-ხშირად გამოიყენეთ ქართული შრიფტი. ბევრი დაინტრიგდება რა აწერია და ქართულ ენას გაუწევთ პოპულარიზაციას, თან გაიგებენ რომ საქართველო გვქვია და არა ჯორჯია ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ძალიან ლამაზი შრიფტია. |
Posted by: trendygirl.me 18 Apr 2019, 23:40 |
წიფელასგანაც მშვენიერი რაღაცეები გამოდის, მთავარია კარგი გამომშრალი იყოს. ხვალ დავდებ სურათებს…. Karavadjo მადლობა. |
Posted by: Z-owner 18 Apr 2019, 23:53 |
trendygirl.me შეიძლება შენი დამზადებული ნივთებიდან ვერაფერი ვერ ვიყიდო მაგრამ ის ფაქტი რომ საქართველოში ასეთ ხარისხს ქმნი და ასეთ ნივთებს ამზადებ, ძალიან მახარებს, წარმატებები, ნამდვილად მაგარ საქმეს აკეთებ. |
Posted by: trendygirl.me 19 Apr 2019, 08:50 |
მადლობა საქართველოდან ბევრი მუშაობს ხეზე, უცხოეთის ბაზრისთვის. ერთი კაცია, სახელი არ მახსოვს, კუჭუხიძეა გვარად, ეს აწარმოე საქართველოში თუ რაღაცა ეგეთი გრანტი აიღო, პატარა საწარმო გააკეთა, შშმ ბავშვები ყავს დასაქმებული, ხის სათამაშოებს აკეთებენ და უცხოეთში ყიდიან. აი პირველი საათის "ეტიკეტკა" |
Posted by: trendygirl.me 19 Apr 2019, 13:53 |
აგერ წიფელისგან გაკეთებული ბლუტუსიანი რადიო |
Posted by: rommel 19 Apr 2019, 18:53 |
trendygirl.me მეტალზეც მუშაობ? ეტიკეტს ვგულისხმობ |
Posted by: trendygirl.me 19 Apr 2019, 19:08 |
კი რატომაც არა ქვაზეც და მინაზეც, რა პრობლემაა რო….. |
Posted by: rommel 19 Apr 2019, 20:53 |
trendygirl.me |
Posted by: Karavadjo 19 Apr 2019, 23:00 |
ცოტა მოგვიანებით მეც დავდებ სურათებს, ზოგი ისეთი თემატიკაა რასაც ჩვენს გარდა არავინ აკეთებს. 21 ში არის გამოფენა, ჩაიაროს მაგ დღეებმა და საინტერესო რამეებს დავდებ. |
Posted by: trendygirl.me 20 Apr 2019, 00:03 |
რა გამოფენაა და სად? _________________________________ |
Posted by: Karavadjo 20 Apr 2019, 22:19 |
trendygirl.me გადადეს 11 მაისამდე. კერძო ამბავია, მათთან ვმუშაობ, გამოფენა გაყიდვა იქნება, შოუ რუმს ხსნიან. ხის, ცივი მინანქრის, მეტალის, ბეტონის, ამ მასალებზე ვმუშაობთ. არის როგორც ავეჯი ექსკლუზიური ოღონდ, ასევე განათებები, სუვენირები, და ასე შემდეგ, მსხვილმანიც და წვრილმანიც. |
Posted by: barret08 21 Apr 2019, 12:54 |
trendygirl.me ოქროსფრად როგორ წერ ხეზე? |
Posted by: rommel 21 Apr 2019, 17:01 |
Karavadjo და სად იქნება ეს ყველაფერი? შევეცდები მოვიდე, ძალიან მაინტერესებს |
Posted by: trendygirl.me 21 Apr 2019, 20:56 |
barret08 https://youtu.be/U6bux2WBzx0 1:13 -დან ნახე |
Posted by: barret08 21 Apr 2019, 23:56 |
trendygirl.me ანუ ლაზერზე ან სნსზე ოდნავ უნდა ამოისეროს და მერე ამოავსო და გადაშკურკო შემთხვევით პარაშოკ მარილკების ფართო არჩევანი სადაა ხოარიცი წყალში ხსნადის |
Posted by: trendygirl.me 22 Apr 2019, 08:36 |
კი მასეა. აქ მარტო ლაქებს ვყიდულობ, ნორმალური ბეიცები აქ არ შემხვდა, ვიწერ ხოლმე.... * * * აი მაგალითად ეს კარგია, მაგრამ ძვირია https://www.ebay.com/itm/Keda-Dye-Color-Kit-5-Color-Wood-Dyes-Makes-5-Quarts-In-5-Wood-Stain-Colors/351947043142 |
Posted by: barret08 23 Apr 2019, 19:00 |
trendygirl.me გაიხარე მადლობა ეგრეც ვფიქრობდიი ვცდი მერე აბა რაგამომივა |
Posted by: baksona1980 23 Apr 2019, 19:24 |
https://www.amazon.com/Milwaukee-2731-20-Fuel-Circular-Bare/dp/B00PGQ6D2W/ref=pd_rhf_cr_p_img_11?_encoding=UTF8&psc=1&refRID=QZ5BXGJ5F0EGAPSWM92F ეს როგორ მოგწონთ მეგობრებო? ) მე ვფიქრობ წვრილ წვრილი სამუშაოების შესასრულებლად, სახლში პრინციპში მეტი რა გინდა მშვენიელურია ვაპირებ |
Posted by: trendygirl.me 24 Apr 2019, 17:18 |
baksona1980 ძვირია ეგ ერთი, აკუმლატორი და დამტენი არ მოყვება ეგ ორი, რაც კიდე ერთი მაგდენი დაგიჯდება |
Posted by: baksona1980 24 Apr 2019, 18:53 |
trendygirl.me აკუმულატორი და დამტენი მაქვს..... ასე რომ ეს არაა ჩემთვის აპრიორი.... სამაგიეოროდ მობილურია და სადაც გინდა იქ წაიღებ.... |
Posted by: trendygirl.me 24 Apr 2019, 19:01 |
ნუ ეგ გააჩნია რას აკეთებ. მე მაგალითად მასეთი რო მქონდა, დენის ოღონც, გადავაკეთე და სამაგიდო ხერხად ვაქციე. |
Posted by: baksona1980 24 Apr 2019, 20:40 |
trendygirl.me ერთი მაქვს ქროუნის ვიყიდე, მაგრამ რაღაც არ მომწონს მაინც. დენისაა.. მოკლედ სახლისათვის წვრილ წვრილი საქმეებისათვის ყველაფერი აკუმულატორზე უნდა იყიდო რა... სერიოზული, მძიმე და დიდი მოცულობის სამუშაობებს რა თქმა უნდა ვერ გაუმკლავდება, მაგრამ სახლის პირობებში საკმარისია.... თან მილოუკეს ხარისხიანი ტექნიკა აქვს... აკუმულატორი 30 წთ ში იტენება და ლამის მთელ დღეს რომ აზუზუნო ძლებს |
Posted by: trendygirl.me 25 Apr 2019, 16:06 |
baksona1980 მე დევალტი მაქვს. შეცდომით ამაზონიდან მილუოკის აკუმლატორი გამოვწერე 18 ვოლტიანი, ლითიუმი. თუ გინდა იაფად მოგცემ, უხმარია. |
Posted by: baksona1980 25 Apr 2019, 19:25 |
trendygirl.me კი მინდა და რატომ არ მიდის მილოუკი... ყველა 18 ვოლტიანი უნდა წავიდეს... რამდენიანია? 4,0 5,0 9,0 ? |
Posted by: HugoChavez 25 Apr 2019, 20:24 |
დავფიქსირდები ასწავლის ვინმე? ემდეეფზე მაქვს ნამუშევარი ვინმეს არ გჭირდებათ "შეგირდი'" ? |
Posted by: trendygirl.me 25 Apr 2019, 22:54 |
baksona1980 ლოლ როგორ უნდა წავიდეს ჩემი DEWALT -ია და მილუოკის აკუმლატორი როგორ წავა სულ სხვანაირი ფორმისაა. კი 5 ამპერიანია. შაბათს დავდებ ზუსტად ფოტოს რა მოდელიც არის. |
Posted by: baksona1980 27 Apr 2019, 03:53 |
trendygirl.me დევალტის სახელი არ მიხსენო ისე ვარ გაბრაზებული მეტი რომ არ შეიძლება. ვიყიდე აი ეს ლობზიკი https://www.amazon.com/gp/product/B0007XXHHI/ref=ppx_yo_dt_b_asin_title_o01_s00?ie=UTF8&psc=1 ამაზონი იყო უშუალოდ სელერი. ვიყიდე როგორც 220 ვოლტზე მომუშავე, თორე 120 ვოლტზე სხვა ვიყიდდი ნამდვილად. მე მილოუკეს ფანი ვარ . წინასწარ ვნახე ათასნაირი რევიუები, ვიცოდი მინუსები და პლუსები, მინუსი ის არის რომ ე.წ ჩამკეტი რეჩაგი, რომელიც იჭერს ხერხს ფუჭდება, ტყდება და ახალი რომ იყიდო ( თუ იშოვე) 33 დოლარი ჯდება. (იუთუბიზე რა არ ვნახე ) ჯერ ხო ჩამოვიდა 120 ვოლტიანი, მერე სრულიად გაუხსნელ ქეისს ( რა ვიცი პლომბები მე ავხსენი) არ მოყვა აქსესუარები. მერე ვიყიდე როგორც made in usa ჩამოვიდა მექსიკური. მივწერე ამაზონს და ტრაფარეტული პასუხი... გამოაგზავნეთ.. არადა როგორი გასაგზავნია. გადამყვანი მაქვს სახლში და გავსინჯავ... რაც შეეხება მაგ აკუმულატორს. კი მინდა აბა არ მინდა....მილოუკეს ბრენდი თუა, უხმარია და ძვირადაც არ მომცემ ავიღებ |
Posted by: trendygirl.me 27 Apr 2019, 19:38 |
baksona1980 ორიგინალი მილუოკი არ არის, ჩინურია. 40 დოლარი მივეცი ამაზონზე, 18 ვოლტი, 5 ამპერი აწერია. 50 ლარად მოგცემ. |
Posted by: baksona1980 27 Apr 2019, 22:03 |
trendygirl.me 40 დოლარად მილოუკის ვერ იყიდი. მინიმუმ 60 დოლარი უნდა და ზევით. ისე ყველა მეიდ ინ ჩინა აწერია დამისურათე ერთი შეიძლება კი წავიღო |
Posted by: trendygirl.me 28 Apr 2019, 10:13 |
სხვა რაღაცას გეუბნები, არაა მილუოკეს გამოშვება, თავსებადი აკუმლატორია სხვა ფირმის. |
Posted by: baksona1980 28 Apr 2019, 13:08 |
trendygirl.me ვიცი რაცაა ავსებულია ამაზონი ებაი მაგით. მოკლედ ჩამიყარე ფოტოები და ავიღებ სავარაუდოდ |
Posted by: trendygirl.me 6 May 2019, 13:51 |
30 ცალი წიფელას ფიცარი ვიშოვე, კარგი გამომშრალი, სადღაც 50 წლის იქნება. მაგრამ ცოტათი დაგრეხილია. თხელი ფიცრებია, 5სმ განი, 1სმ სისქე, 50სმ სიგრძე. ვინმემ სადმე რეისმუსი ხო არ იცით რო მივიტანო და ერთ სისქეზე გადამისწორონ? |
Posted by: Ali-Baba 7 May 2019, 14:18 |
trendygirl.me 1სმ-დან რომ გაასალაშინებ და გაარეისმუსებ რაღა დაგრჩება ? წერეთლის გამოფენის უკან რომ ხის მასალებს ყიდიან, მანდ აქვთ რეისმუსები |
Posted by: kshaneli 7 May 2019, 14:30 |
Mshvenieri saqmianobaa. Shromas moitxovs eg profesia |
Posted by: trendygirl.me 7 May 2019, 14:43 |
Ali-Baba ხოდა 1სმ როა სისქეში (ნუ ცოტა მეტია), ასაღებიც 1-2 მილიმეტრია რაც დარჩება, მე მაწყობს, კაკრაზ ეგეთი მინდა. |
Posted by: mindora1995 7 May 2019, 23:27 |
გამარჯობათ, ვარ დამწყვები ოღონდ არ ვიცი რადავარქვა იმას რასაც ვაკეთებ კულონი, ნაჩნიკი და მსგავს რაღაცებსვაკეთებ პატარა რაღაცებს ახლა მინდა ცოტა განმანათლოდ. ლაზერის საჭრელი რომ არის და თან გრავირებას რომ აკეთებს (ლინკს ჩავაგდებ) თუგქონიათ შეხება მაინტერესებს ყველაფერი https://www.amazon.com/Romote-Embellishments-Patchwork-Crafting-Christmas/dp/B07F8MH9V3/ref=sr_1_1?keywords=wood+crafting+laser&qid=1557257189&s=gateway&sr=8-1 ასეთ რაღაცებს აკეთებს ის ლაზერი |
Posted by: barret08 8 May 2019, 02:32 | ||
რაფასებშია რეისმუსები მანდ ხოარიცი მაიმარკეტზე იყიდებოდა 1000 ლარად კაი რეისმუსი მეორადიი და გაიყიდა ვეღარ მივუსწარიი ვინმე ხოვერმიმასწავლით კაი რეისმუსი და მაგიდიანი ცირკულარი სად ვიყიდოო მეორადები გერმანიიდან არის სადმე ეგეთი მაღაზია? |
Posted by: trendygirl.me 8 May 2019, 09:24 |
mindora1995 ლაზერს თუ იღებ, მინიმუმ 40 ვატიანი უნდა აიღო, 300 დოლარიდან არის ფასები. სხვა ყველაფერი სათამაშოა და მაიმუნობა. barret08 აქ რაც 2500 ლარი ღირს, ჩინეთში ღირს 200$, პროსტო თვითმფრინავით ვერ წამოვიღე, 40 კილო იყო ყველაზე მსუბუქი აქ მეორადებში ახალზე მეტს ითხოვენ ერთი ვარიანტია, ჩინეთიდან კონტეინერით ვისაც მოაქვს, იმათ ჩამოატანინო... |
Posted by: mindora1995 8 May 2019, 13:24 |
trendygirl.me მადლობა შეძენა როგორ ჯობს გამოწერით თუ აქ ყიდვა? თუ გქონია შეხება რომელს მირჩევდი? |
Posted by: barret08 8 May 2019, 13:47 | ||||
გეთანხმები ეგრეა
მეგონა ვინმეს მაინც გეცოდინებოდათ რამე ადგილი მარა ზუსტად ეგრეა რა ძველში ახალზე მეტს ითხოვენ, პეტლებს და ჩამკეტებს ვეძებდი ადრე აქ და ისეტი ფასები მიტხრეს აქ ცალცალი მომივიდოდა იქედან 20 კომპლექტები მომდიოდა აწი სუ ვიწერ ჩამოტანა კი კაი ვარიანტია მარა არავინ მყავს ნაცნობი თანაც ამთვეში მინდა ვიყიდოო რეისმუსიც და ცირკულარიც |
Posted by: trendygirl.me 8 May 2019, 14:20 |
mindora1995 აქ მე არ ვიცი სადმე გაყიდვაში იყოს, მე თვითონ გამოვწერე…. |
Posted by: Ali-Baba 8 May 2019, 15:02 |
barret08 მანდ გამოფენის უკან ხის მასალებს ამუშავებენ. გასაყიდად არ ექნებათ. მეორადები ელავაზე მაქვს ნანახი, დახლების ქვედა მხრიდან რომ ჩაუყვები. უბრალოდ დიდი სიმძლავრის არ მგონია ქონდეთ. მაიმარკეტზე უფრო გადააწყდები მგონია. მე ვიყიდე Record Power-ის ფირმის, კომბინირებული (რეისმუს/სალაშინი). 1.5 მ-ის (მაქსიმუმ ალბათ - 2 მ) სიგრძის ფიცარს იტანს, დიდს ვერ ვამუშავებ |
Posted by: trendygirl.me 8 May 2019, 17:33 |
ეჰ მე რათ მინდა 2 მეტრი მე მინდა პატარა, სამაგიდე, მაქსიმუმ 30სმ სიგრძე და 20სმ სიგანე და 3სმ სისქე ფიცარი მქონდეს |
Posted by: mindora1995 8 May 2019, 20:20 |
trendygirl.me ლინკი შეგიძლია ჩააგდო? |
Posted by: Karavadjo 8 May 2019, 23:46 |
ბეწვა ხერხი არავის გაქვთ? ლობზიკს არ ვგულისხმობ. ხერხი რო წრეზე ტრიალებს ეგეთი |
Posted by: Ali-Baba 9 May 2019, 00:00 | ||
Karavadjo
ლენტურს გულისხმობ სავარაუდოდ. მე ჯერ არა სამწუხაროდ |
Posted by: trendygirl.me 9 May 2019, 07:34 |
mindora1995 რისი ლინკი? Karavadjo მე მაქვს, რა იყო რო? |
Posted by: barret08 9 May 2019, 18:15 | ||
ყოველდღე მაიმარკეტზე ვარ ვათვალიერებ საინტერესო არაფერი იყო ელიავაზე ვნახე გუშინ რაღაცეები და იმედია კვირას ვიყიდი წავალ და |
Posted by: trendygirl.me 9 May 2019, 20:32 |
https://www.rockler.com/triton-tpt125-12-1-2-thickness-planer ნეტა თურქეთში რა ღირს, გორგიაში მსგავსი 2500 ლარიო…. |
Posted by: Karavadjo 9 May 2019, 23:18 |
trendygirl.me ვაპირებ ყიდვას და რამე რეკომენდაცია რჩევებს ხო ვერ მომცემდი, როგორი გაქვს შენ? ვერ ვაკეთებ არჩევანს პატარასა და საშუალოს შორის. შენ რას ხმარობ როგორია |
Posted by: trendygirl.me 10 May 2019, 00:39 |
გააჩნია რის საკეთებლად გინდა. თბილისში დიდი არჩევანი არ შემხვედრია, მაგრამ აქ აკეთებენ როგორც ვიცი. თუ ფიგურული ჭრა გინდა, მაშინ პატარა გინდა ვიწრო ხერხით……. * * * ხეზე მუშაობის სწავლა ვისაც გინდათ, აი ამ ორ წიგნს გირჩევთ. ეს ისე ჩავაგდე ლინკები, მეორადები უფრო იაფადაც არის იბეიზე: პირველში წერია თუ როგორ უნდა ხის სწორად დამუშავება და გალაქვა, ისეთი ყ-ობა რო არ გამოგივიდეთ, აქ გაკეთებული ავეჯი და ნივთები როა ხოლმე მეორეში კიდე ზოგადად ყველაფერი ხესთან მუშაობაზე…. https://www.ebay.com/itm/Understanding-Wood-Finishing-How-to-Select-and-Apply-the-Right-Finish-by-Flexn/264316446796 https://www.ebay.com/itm/The-Woodworkers-Bible/302684808482 ყველაფერი მანდ წერია, მეტი არაფერი არ გინდათ, არანაირი იუტუბის ვიდეო არ შეცვლის ამ ინფოს |
Posted by: Karavadjo 11 May 2019, 07:52 |
trendygirl.me ოპტიმალური ვარიანტი მინდა, ვიწრო ხერხიც რო უყენდებოდეს და შედარებით მოშნი რამეებისთვისაც.. წიგნის ლინკი რაც ჩააგდე, მარტივი ინგლისურით წერია? კარგად არ ვიცი და რამდენად გავიგებ |
Posted by: trendygirl.me 11 May 2019, 11:19 |
ნებისმიერ შემთხვევაში, სწორ ჭრას ვერ გააკეთებ მაგითი, იმიტომ რომ რაც არ უნდა განიერი ხერხი იყოს, ხე არათანაბარია და ცოტა ივლის პირი აქეთ-იქეთ და სწორი ხაზი არ გამოვა. შეიძლება აიღო 25 მილიმეტრიანი სიგანის პირიანი და ეგ შედარებით მძლავრია, მაგრამ 1200 ლარზე ზევით ღირს, მაგაზე დაყენდება უფრო ვიწრო პირებიც. მე 12 მილიმეტრიანი მაქვს და 6 -იან პირსაც ვხმარობ და 3 -იანსაც. |
Posted by: Karavadjo 11 May 2019, 22:16 |
trendygirl.me ტელეფონით ვარ ვერ განახებ. ვეცდები აგიხსნა. სწორ ჭრაზე არ მაქვს პრეტენზია. პატარები რაცაა, მოკლე ხერხია დაფიქსირებული და ის მოძრაობს ზევით ქვევით, ცოტა დიდები რაცაა იმის ხერხი წრეზე მოძრაობს, მაგ დიდებს, იდეაში საშუალოებს, შეუძლიათ გამტარი ჭრა. მინდა ეგ ცოტა მოზრდილი ვიყიდო, ოღონდ წვრილი ხერხიც ემაგრებოდეს, და რაც ვნახე ქსნის ქუჩაზეც და დომინოშიც, მოზრდილი პირები უყენიათ და სხვა არც მოყვება. მეტაბოს ხერხია 850 ლარი ღირს, მაგაზე მაქვს თვალი დადგმული, უბრალოდ წვრილი ხერხი არ აქვს და ცალკე ვიშოვნი? |
Posted by: trendygirl.me 11 May 2019, 23:34 |
ხო გასაგებია. ზევით-ქვევით რაც დადის ეგ დებილობაა ხერხი პატარაა და ძალიან მალე ცხელდება და ფუჭდება. წრეზე რო დადის ეგეთი უნდა იყიდო და ეგეთებიც არის პატარა, სამაგიდო. მაგის პირებს კიდე აქვე თბილისში აკეთებენ ნებისმიერ სიგანეს, სადღაც ვაზისუბანშია ცეხი, მაიმარკეტზე უდევთ ტელეფონი. |
Posted by: Karavadjo 13 May 2019, 06:52 |
trendygirl.me აი ეს ინფორმაციები მინდოდა ზუსტად, შენ გაიხარე, კარგი კაცი ხარ. ინსტრუმენტების მხრივ არ მაქვს გამოცდილება, და ყველა დეტალს დავსდევ, ამაში ჩამოვყალიბდი ვსო. ფრეზი რომელი გაქვს, ან რომელია კარგი, ეგეც ვერ გადამიწყვეტია. კარგი გამოცდილი ინსტრუმენტი მინდა |
Posted by: trendygirl.me 13 May 2019, 08:13 |
ფრეზი ეს მაქვს: https://www.amazon.com/Upgrade-3018-Engraver-Controller-Extension/dp/B07DXMFY38 ოღონც ამაზონზე არ მიყიდია, ტაობაოზე ვიყიდე, 90 დოლარი მივეცი და გზაც 80 -მდე დაჯდა. სულ 160 გამოვიდა. |
Posted by: Karavadjo 14 May 2019, 00:43 |
trendygirl.me საინტერესო რამე ჩანს, სხვა სპეციფიკაა? თუ მარტო ის თემაა რო თავისი სადგამი აქვს? ჩვეულებრი დანები მიდის და ჩვეულებრივად მუშაობს |
Posted by: barret08 16 May 2019, 21:58 |
ლაზერზე კითხულობდა ვიღაც და მე 5,5 იანი მაქ და კმაყოფილივარ იმისთვის მყოფნის რისთვისაც მინდა ამოჭერით ვერამოჭრით ტყუილა უნდა აწვალოდ ლაზერი ხეზე დასახატად ნორმალურად მიხატავს |
Posted by: trendygirl.me 17 May 2019, 09:33 |
Karavadjo დანები მიდის ყველა, რაც მიდის დრემელის სისტემაზე. barret08 მე კიდე 45 ვატიანი მაქვს და 20მმ ორგმინასაც ვჭრი მაგითი |
Posted by: mindora1995 17 May 2019, 16:35 |
barret08 მე მაინტერესებდა პირადში მოგწერ. |
Posted by: barret08 17 May 2019, 18:21 | ||
4,5 ანი გაქ? მე არვაწვალებ ეგეთ მასალაზე ფანერას კიჭრის თხელს მარა სხვამასალებზე არვაწვალებ ამოსაჭერელად cnc უნდა ვიყიდო და ეს სახატავად მინდა მარტო რესურსი ეწურება მერე ლაზერს 100 % ზე რო ტვირთავ რეისმუსის დანების დასაყენებელი შაბლონი ხოარგაქვთ ვინმეს ერთი დღე რო მათხოვოთ ცემი დავკარგე და გალესვა მინდა დანების და ვერვხსნი მერე ვეღარ დავაყენებ სწორად და შაბლონების გამოწერა ძვირი ჯდება და ისიც პლასმასის უხარისხოებია |
Posted by: Winnie 17 May 2019, 22:53 |
მეგობრებო, გამარჯობა. მყავს ფრანგი მეუღლე, რომელსაც უნდა დურგლობის სწავლა. თუ იცით ვინმე, ვინც კარგად იცის ინგლისური ან ფრანგული და ასწავლის. შემეხმიანეთ რა. ძალიან მონდომებული და კარგი ახალგაზრდაა:დ |
Posted by: trendygirl.me 18 May 2019, 15:47 |
barret08 რა 4.5, 45 ვატიანი მაქვს თქო ვიცი რო რესურსი ეწურება, მაგრამ მე ფულის საკეთებლად მაქვს, გასართობად ხო არა, საქმეს მიკეთებს. ეგ მილაკი ტაობაოზე 60 დოლარი ღირს და წელიწადში 1 ცალი მყოფნის. კარტრიჯის პონტია, შეცვლა-გასწორებას 15 წუთი უნდა. Winnie თომა ხო არ ქვია შემთხვევით? |
Posted by: barret08 18 May 2019, 16:07 | ||
ხო ისე დაწერე გეგონება გასაკვირი იყის 45 იანის ჭრა და მაგიტო გკითხე 4,5 თქო |
Posted by: matechala 18 May 2019, 21:07 |
https://rover.ebay.com/rover/0/0/0?mpre=https%3A%2F%2Fwww.ebay.com%2Fulk%2Fitm%2F223271961723 მეგობრებო ოჯახისთვის ეს ნორმალურია? |
Posted by: trendygirl.me 18 May 2019, 21:15 |
matechala გზა ძვირი დაგიჯდება და ერთი 100 ლარიანი გადამყვანიც დაგჭირდება. გიღირს? |
Posted by: Gio707 18 May 2019, 21:35 |
შპონზე მომუშავეს გაუწევთ რეკომენდაციას ? რაღაც ნაწილები მაქვს აღსადგენი |
Posted by: matechala 18 May 2019, 22:03 |
trendygirl.me თვიტონ მოდელი როგორია, ვარგა? აქაც იყიდება 250 ლარად და სხვა უკეთესი რა შეიძლება ამ ფასად რომ ვიყიდო |
Posted by: trendygirl.me 18 May 2019, 22:17 |
matechala აქ თუ 250 ლარად არის, მაშინ აქ აღება ჯობია, მარა სადაა აქ ეგეთები? |
Posted by: matechala 18 May 2019, 23:23 |
trendygirl.me ჩამოტანილი აქვს და ყიდის. მთავარი ბარგა თუ არა |
Posted by: dalai-gurji 19 May 2019, 08:35 |
გამარჯობათ... სადმე შესაძლებელია ავეჯის რესტავრაციის შესწავლა?? თავის დაძველების ტექნოლოგიით? |
Posted by: trendygirl.me 19 May 2019, 08:55 |
dalai-gurji საქართველოში ხეზე მომუშავე ხალხი ცოტაა, თან ყველა ფხუკიანია და თავი კიტრი გონია და არავის არაფერს არ ასწავლიან, კონკურენცია არ უნდათ. ასე რომ, მოგიწევს წიგნების წაკითხვა (იუტუბზე ვიდეოების 90% სიაფანდობაა). |
Posted by: Winnie 19 May 2019, 09:28 |
trendygirl.me არა, თომა არ ჰქვია.:დ თქვენ ხომ არ იცით შემთხვევით ვინმე ინგლისურის ან ფრანგულის მცოდნე დურგალი?:/ |
Posted by: trendygirl.me 19 May 2019, 10:37 |
matechala 100 ლარიანი გადამყვანიც დაგჭირდება. ეგეთI პატარა რაღაცეები არის ვინც მოდელებს და სათამაშოებს აკეთებს. ავეჯზე და სახლში არ ვარგა. Winnie მასეთი ამ ქალაქში დიმიტრი გელოვანი იყო და ისიც მოკვდა მე ინგლისურიც ვიცი და დურგლობაც, მარა მოსწავლესთვის არამგონია მოცლა შევძლო…. * * * Winnie https://www.ebay.com/itm/The-Woodworkers-Bible/302335682693 https://www.ebay.com/itm/Understanding-Wood-Finishing-by-Donald-Bain-Bob-Flexner/141783021697 ეს ორი წიგნი იყიდოს. როგორც ვიცი, ფრანგული გამოცემებიც არსებობს. ყველაფერი რაც საჭიროა, წერია მანდ. |
Posted by: Ali-Baba 19 May 2019, 12:20 |
barret08 რეისმუსის დანებს სად ალესინებ? |
Posted by: barret08 19 May 2019, 12:49 |
Ali-Baba ეხლა დამჭირდა მეც აქამდე კაი დანები ქონდა და შაბლონიმაქ დაკარგული სავარაუდოდ გამოწერა მომიწევს ისე რო მოვხსნა აზრიარაქ ვერდავაყენებ სწორად ალესვითაც არვიცი სადილესება მარა აქ ვიდეოებში ესე ლესავენ შენ რა რეისმუსი გაქ? https://www.youtube.com/watch?v=bQQIWrHoESg&list=LLbM_GOUktG8HzaKOSjLgtLQ&index=7&t=0s |
Posted by: Ali-Baba 19 May 2019, 17:57 |
barret08 Record Power-ის რეისმუს/სალაშინი ჩემსას რაღაც პატარა რკინის გასასწორებელი მოყვა, მარა მაგით მეეჭვება გავასწორო რამე. ჩემსას ორმხრიანი დანა აქვს და ვერ ვეხები ამოსატრიალებლადაც |
Posted by: matechala 19 May 2019, 20:51 | ||
trendygirl.me
გადამყვანი აქვსო. ავეჯისთვის არ მინდა, აი სახლში რომ გქონდეს და ან ხის ქოთანი გააკეთო ან რამე დეკორატიული. ეს თუ სუსტია დაახ. ამ ფასში რისი ყიდვა შეიძლება, როგორც მცოდნემ, იქნებ იცოდე |
Posted by: barret08 19 May 2019, 22:24 |
Ali-Baba ესაა შაბლონი მერე რო დააყენო სწორედ ქარხნულებს ესეთები მოყვება ანკიდე მეორენაერებია მაგნიტებზე სარეგულიროთი მარა ის უნდა იყიდო მე არცერთი მაქ და არცმეორე და მეც ვერვეხები თორე მარტივად მივაგნებთ ასალესს ტოჭკას ანკიდე რაც ვიდეოზეა არუნდა იყოს ძნელი გასაკეთებელიი ძაან მიძერწავს უკვე მასალას ამის გამოწერა მინდა უამისოდ ვერ დავაყენებ ისევ ისე როგორც აყენია დანები |
Posted by: matechala 21 May 2019, 20:59 |
ცირკულარული ხერხი მაგიდაც რომ ჰქონდეს დაბალბიუჯეტიანი რომელია გამომდგარი? |
Posted by: barret08 21 May 2019, 21:26 |
matechala ესეთი მაქ მე 400 ლარი მივეცი ელიავაზე და კმაყოფილივარ 1 თვეა რაც ვხმარობ და იმსაქმისთვის მაგდება რაც მე მინდა ეს ნომერია ვიზიტკა მქონდა შემორჩენილი 558558940 ვინმეს თუგაქვთ რეისმუსის დანების დასაყენებელი შაბლონი და მათხოვებთ რამოდენიმე დღით დიდად მადლობელი დაგრჩებით სანამ გამოვწერ გალესვა მინდა ძაან მიძერწავს და კბილებიც დაატყდა ადგილადგილ |
Posted by: matechala 21 May 2019, 23:58 |
barret08 მადლობა, კარგი რამე ჩანს, მოდელი ხომ არ გახსოვს მონაცემებს ვნახავდი |
Posted by: barret08 24 May 2019, 12:43 |
matechala 5000 ბრუნი 1800 ვატი 25 დისკი |
Posted by: Karavadjo 28 May 2019, 12:18 |
ვერ მოვახერხე აქამდე დამედო, ვისაც გაინტერესებდათ, ეს ერთ ერთი ნამუშევარია ჩვენი. მასალა ხე, მეტალი, ნახევრად ძვირფასი ქვები. * * * ეს ერთ ერთი ძვირფასი წევრია ჩვენი კოლექციის (2ცალი სკამიც აქვს, მსგავსი ტიპის, ქვიშის საათის) მასალა აკაცია, მეტალი, ძვირფასი ქვები. ფეხი და სარტყელი მოოქროვილია, სკამები მოვერცხლილი. * * * მაგიდა 4 სკამით, მასალა მუხა, ცივი მინანქარი, მეტალი. თემატიკა ქართული ორნამენტები. * * * ესეც რეალურად უფრო ეფექტური მაგიდაა, დაბალი ირანული სტილის, ხალიჩის იმიტაციით, შესრულება იგივე. პ.ს. ესენია წამყვანი თემები, ისე კი ბევრ სხვა რამეებსაც ვაკეთებთ, მასიურ ხეზეც და ჭედურ რკინაზეც. |
Posted by: trendygirl.me 28 May 2019, 12:38 |
საინტერსო დიზაინებია ქართველებს მოწონთ? |
Posted by: Karavadjo 28 May 2019, 12:41 |
trendygirl.me კი მოსწონთ, მაგრამ ქართულ ბაზარზე ნაკლებადაა გათვლილი. აი პირველი სურათი რაც დავდე, ლურჯი სუფრის თემატიკით როა, ეგ მაგალითად 10100 ლარი ღირს |
Posted by: trendygirl.me 28 May 2019, 12:57 |
თუ იყიდება ეგაა მთავარი, თორე რა ღირს ეგ სხვა საკითხია |
Posted by: Karavadjo 28 May 2019, 13:02 |
trendygirl.me ეს კონკრეტული თემები ჯერ ახალია, ანუ ეს მაგიდები მინანქრის გულით.. შაბათს იყო გახსნა მაღაზიის. ვნახოთ.. ჰაერიდან არ დაადებდნენ ფასებს, ბეგრაუნდი დიდი აქვთ, წინა ამერიკის ელჩს ამერიკაში აქვს წაღებული ბევრი რამე, სპეციალურად ჩვენთან ნაყიდი.. თუმცა ამ კონკრეტულების რეალიზაციის ფაქტი ფაქტად ჯერ არ გვაქვს, იმედია გაიყიდება წარმატებით |
Posted by: rommel 28 May 2019, 13:38 |
Karavadjo ბრწყინვალე ნამუშევარია. სად მდებარეობს მაღაზია? |
Posted by: PANTALONE 28 May 2019, 13:52 |
Karavadjo სიმშვენიერეა სამი ცერაფი |
Posted by: Karavadjo 28 May 2019, 13:58 |
ვაშლიჯვარში, გოძიაშვილის პირველი შესახვევი. რუკაზე შეგიძლია ნახო ფბ გვერდზე, არკადონე ასე იძებნება, სხვა ნამუშევრებსაც იქ ნახავთ, ჯერ ყველაფერი არ დევს თუმცა წარმოდგენას შეგიქმნით |
Posted by: trendygirl.me 28 May 2019, 18:51 |
მთავარია დროს გაუძლოს. ხეს და მინანქარს გაფართოების სულ სხვა კოეფიციენტები აქვს.......... |
Posted by: Karavadjo 29 May 2019, 19:02 |
trendygirl.me თუ ჩვეულებრივ მინანქარს გულისხმობ, ეს არაა სტანდარტული მინანქარი, ფეჩში რომელიც კეთდება. სხვა ტექნოლოგიაა, თუმცა ამის შემთხვევაშიც არის ეგ მომენტი, დროში არაა გამოცდილი. საინტერესოა |
Posted by: barret08 1 Jun 2019, 14:39 |
https://www.facebook.com/ხის-სარდაფი-Xis-sardaphi-2878950738789567 |
Posted by: trendygirl.me 3 Jun 2019, 16:20 |
Karavadjo ვიცი ეგ ტექნოლოგია ლოგოებს ვაკეთებ ხოლმე მაგითი barret08 რისი კოლოფია? ფურნიტურაა იაფიანი, ცოტა უფრო ძვირიანი უფრო მოუხდებოდა |
Posted by: barret08 3 Jun 2019, 23:25 | ||||
ღვინის ბოთლის კოლოფია ფურნიტურა არცისე იაფიანია მარა მეტი კაი ხარისხებს ვერწავაწყდიი ვიწერ ხოლმე აქ კიდე არაფერი არიშოვება
აქ კიდე ყველაფერი იაფში უნდათ და თანაც კაიი ხარისხის ჩემები საშუალო ხარისხებია მარა ძან ძვირიანებს აზრიარაქ აქ არაფასებენ სათანადოდ ეგეთ რაღაცეებს თორე ბევრად კარგებს და ძვირიანებს ავაწყობდი |
Posted by: trendygirl.me 4 Jun 2019, 08:34 |
ხოდა მაგიტომაც ქართულ ბაზარზე არ ვმუშაობ, არ იციან აქ ადამიანის და შრომის დაფასება ეს ცისფერი საინტერესო ჩანს ბევრად, იმედია აკვარელით არ შეღებე |
Posted by: Karavadjo 4 Jun 2019, 10:23 |
trendygirl.me აკვარელს რას უწუნებ? |
Posted by: barret08 4 Jun 2019, 13:06 | ||
ამაზე ბევრად საინტეერესოებიც შემილია და გამიკეთებია მარა მეც ვეძებ გზებს რო გავიტანო აქ არფასდებაა ნამუშევრები და ყველაზე მეტაად გამაღიზიანებელი ისაა რო ყველას კაპიკებში უნდა ყველაფერი საქართველოში |
Posted by: trendygirl.me 4 Jun 2019, 16:11 |
Karavadjo სველ ან ქონიან თითებს მოკიდებს კლიენტი და გადაუვა ხელზე, თან ხუნდება დროთა განმავლობაში. barret08 ხოდა მეც მაგას გეუბნები, აქ არ დაფასდება არასოდეს, ანუ იმისი თქმა მინდა რო თავიდანვე ისეთ დიზაინებზე უნდა იფიქრო, რაც უცხოეთში მოწონთ |
Posted by: barret08 4 Jun 2019, 20:30 | ||||
ზევიდან ნიტრო ლაკითაა დამუშავებული მაინც და არაფერი მოუვა * * *
ყველაფერი ხუნდება დროთა განმავლობაში მზეზე როდადო და წვიმაში მოაყოლო |
Posted by: LadyDay___ 8 Jun 2019, 11:15 |
აუ, ეს რა კარგი თემა ვიპოვნე <3 მადლობა ავტორს. |
Posted by: KEROP 8 Jun 2019, 17:53 | ||
პროსპეკტის ბოლოს განთიადის ქარხანა რო იყო მანდ ლესავდნენ ადრე |
Posted by: Karavadjo 12 Jun 2019, 22:50 |
მეგობრებო, ვინ რა იცით ისეთი დამხმარე ხელსაწყოების (თუ ნივთების) შესახებ, საქმეს რომ ამარტივებდეს და შედეგსაც, მაგალითად როგორიცაა დრელით გრადუსით გასახვრეტი (იმედია სწორად ავხსენი) ასევე რაღაც თსლ ჭკვიანი სახაზავებიც ხოა, ვიდეოებში მინახავს, თქვენ ვინ რა იცით ასეთი ნივთები, ან სად შეიძლება მოიძიოს ადამიანმა |
Posted by: trendygirl.me 13 Jun 2019, 13:28 |
Karavadjo რასაც იძახი, მაგას კონდუქტორი ქვია და კონკრეტული ნაკეთობისთვის მეთვითონ ვაკეთებ ხოლმე. უნივერსალური რაც მინახია, დეესპეს ლისტში გვერდიდან რო ჩახვიდე ცენტრში ეგაა, აქ არ ვიცი, მე ამაზონიდან გამოვწერე. აი ჩემი გაკეთებულები. |
Posted by: trendygirl.me 13 Jun 2019, 13:44 |
აი ამის გასაკეთებლად გამოიყენება (ჯერ არაა დამთავრებული და აწყობილი, უბრალოდ დაწყობილია საჩვენებლად). |
Posted by: Karavadjo 14 Jun 2019, 11:09 |
trendygirl.me ეგ კონკრეტული რაღაცის შაბლონის პონტია. მაგას არ ვგულისხმობ, აი დეესპეზე რაც თქვი ეგეთი თემები ვიგულისხმე |
Posted by: trendygirl.me 14 Jun 2019, 14:47 |
მასეთ რაღაცეებს ზოგადად ქვია woodworking jig, არის ინტერნეტში დიდი არჩევანი. |
Posted by: Ali-Baba 14 Jun 2019, 15:47 | ||
Karavadjo
ამაზონზე ძირითადად. ფოტოს თუ დადებ რა გჭირდება უფრო გაგვიმარტივდება დაკვალიანება |
Posted by: Karavadjo 15 Jun 2019, 01:03 |
Ali-Baba როგორ ვთქვა, აი დახრილი ხვრეტისთვის რომაა მაგალითად, 45 გრადუსით რო გინდა შეიყვანო შურუპი სწორ ზედაპირზე, აი ეგ რო არ მენახა შემთხვევით იუთუბზე, ვერც მივხვდებოდი რო არსებობს, ხოდა მე როგორც ახალბედა ამ საქმეში, მაინტერესებს რა ნივთებია მსგავსი სამუშაოების გასამარტივებლად, ხესთან მუშაობისთვის. ეგ გასახვრეტი მაგალითისთვის მოვიყვანე. კიდე მაგალითად თუ არსებობს რამე მარტივი გზა შემდეგისთვის: ხეზე რო ამოვჭრა გამჭოლად კვადრატი, ჯერ ვხვრიტავ ხოლმე შესაბამისი დიამეტრის მრგვალი ამოსაღებით, და მერე სტამესკით ვჭრი, იქნებ არსებობს რამე უფრო მარტივად და სუფთად რო ქნას. მსგავს რაღაცეებს ვგულისხმობ, ყველას სხადასხვა მიმართულება გაქვთ მაგრამ ვის რა გიადვილებთ საქმეს, იქნებ მეც მჭირდებოდეს და გამომადგეს, ძალიან დამეხმარებოდით. trendygirl.me მადლობა, ვცდი აბა ვნახავ რა არის ინტერნეტში. |
Posted by: Z-owner 15 Jun 2019, 01:12 | ||
Karavadjo
https://www.google.com/search?rlz=1C1CHBD_enGE761GE761&biw=1280&bih=913&tbm=isch&sa=1&ei=-gwEXdXxI5yf1fAP6IemwAE&q=square+hole+drill+bit&oq=square+hole+drill+bit&gs_l=img.12..0l4j0i8i30j0i24l5.112559.115073..118826...0.0..0.124.696.0j6......0....1..gws-wiz-img.......0i67j0i7i30j0i8i7i30.Lf80F7Ho2wI |
Posted by: Karavadjo 15 Jun 2019, 08:45 |
Z-owner აი ხოო ზუსტად ასეთ რამეს ვგულისხმობდი, გაიხარე, შეგხვედრიათ სადმე ჩვენთან? |
Posted by: trendygirl.me 15 Jun 2019, 20:46 |
Karavadjo აქ ცოტა მოჰობიო ინსტრუმენტები მარტო ბრიკორამაში თუ მინახია… |
Posted by: N_e_o_N 3 Jul 2019, 14:26 |
მეგობრებო ხის შპონს სად ვიყიდი, ამზადებენ სადმე ზომებში ? 1 ან 1,5 მმ სისქის ხის კარზე გასაკრავად მინდა |
Posted by: obolo 11 Jul 2019, 11:12 |
ესეთი სახლი გამომივიდა... ვიწვალე მაგრამ რაღაც გამომივიდა.. |
Posted by: da_to 12 Jul 2019, 23:54 | ||
obolo
ძაან კარგია, რაც მთავარია პატარა გაახარეთ ვინმეს თუ გიმუშავიათ ingco-თი ? ბრენდულ ანალოგებთან შედარებით იაფი ღირს ... 1050 ლარი |
Posted by: trendygirl.me 13 Jul 2019, 08:32 |
obolo ძალიან მაგარია! ძირი არ აქვს? აგურებზე მაინც შედგით, თორე ნესტი გააფუჭებს და ცოდოა. |
Posted by: Karavadjo 14 Jul 2019, 12:48 |
obolo obolo მშვენიერია, ჭერი და იატაკიც და ეგაა |
Posted by: rommel 14 Jul 2019, 13:20 |
obolo გაიხარებენ ბავშვები, ყოჩაღ! da_to მაკიტა ღირს დაახოებით იგივე ფასი. |
Posted by: obolo 14 Jul 2019, 22:16 |
da_to მადლობა... ინკოს ფირმის ხელის ცირკული ხერხი მაქვს 2200 ვატით და რავი მუშაობს კარგად... მაგრამ მე დიდი დატვირთვით არ ვამუშავებ... ეგ ცირკული რომ ვნახე რაგაც მაგიდა არ მომეწონა უზუსტობები ქონდა...trendygirl.me ძირი არ აქვს პადონებიდან მინდა გავაკეთო ძირი და ცნახოთ თუ მოვიცალე ..... * * * კომპრესორი მინდა ვიყიდო და რას მირჩევთ...... |
Posted by: da_to 15 Jul 2019, 09:56 | ||||
rommel
მადლობა და სად ? ვინაა მაკიტას შემომტანი ან სად არის ყველაზე იაფად თუ იცით ? obolo
ხოო ? მე სადგამი არ მომეწონა ქანქარასავით დადის, მე გადასატნანად არ მჭირდება. მაგიდაზე დავამაგრებ მყარად. ზოგადად პირადი მიზნებისთვის მჭირდება და არა კომერციული, ჩემთვის მინდა ვაკეთო რაღაცეები. |
Posted by: rommel 15 Jul 2019, 11:32 |
da_to http://epicentri.ge/product/makita-2712-tsirkularuli-kherkhi/ ამათ აქვთ კარგი ფასები. გორგიასაც აქვს, მაგრამ სავარაუდოდ ძვირია. თუ გაქვს შესაძლებლობა ეს იყიდე http://epicentri.ge/product/makita-mlt-100-tsirkularuli-kherkhi/ |
Posted by: da_to 15 Jul 2019, 13:05 |
rommel მადლობა რეკომნედაციისთვის, იმედია შევძლებ ყიდვას .... |
Posted by: obolo 15 Jul 2019, 15:16 |
ხის კარებების შეღებვა მინდა და გრუნტს რას მირჩევთ? ერთი კარები დავშპაკლე მანქანის შპაკლით, გრუნტი არ გამოვიყენე და ნაშპაკლი ადგილები ცოტა დააჩნდა და ახლა ვაპირებ გრუნტის გამოყენებას.. |
Posted by: trendygirl.me 15 Jul 2019, 15:57 |
გორგიაში იყიდება სპეციალური გრუნტები, უკრაინულები ბანძია, თურქული როა, გენჩის ფირმის, მაგას არაუშავს. მარა ფუნჯით წასმა ძნელია, კომპრესორი და პულვერიზატორი უნდა. |
Posted by: obolo 15 Jul 2019, 16:17 |
trendygirl.me მადლობა.... კომპრესორები ვიკითხე და 270 ლარიდან იწყება 25 ლიტრიანი შლანგი და პულივიზატორი ცალკეა კიდე... |
Posted by: urekhi 15 Jul 2019, 16:42 |
ელექტრო პულივიზატორი როა გამოდგება ნეტა ? |
Posted by: Ali-Baba 15 Jul 2019, 19:33 | ||
obolo
25-იანი ცოტაა პულივიზატორისთვის. მერე სახმარადაც თუ გჭირდება ჯობია დიდი მოცულობის აიღო. ერთჯერადად წავა. მე მაქვს 25-იანი და ვიტანჯები პულივიზატორზე. |
Posted by: trendygirl.me 15 Jul 2019, 19:33 |
პატარები როა ხელის, ეგენი არ გამოდგება....... |
Posted by: obolo 15 Jul 2019, 21:01 |
Ali-Baba რამე მნიშვნელობა აქვს ფირმას? ან რას მივაქციო ყურადღება... 25 ლიტრიანს გამოვრიცხავ და 50 ლიტრიანზე გავაკეთებ აქცენტს.... სხვა რა კრიტერიუმით გავაკეთო არჩევანი? |
Posted by: Ali-Baba 16 Jul 2019, 12:35 | ||
obolo
სიმართლე გითხრა დიდად მეც ვერ ვერკვევი. მე მაჩუქეს RTR-ის ფირმის 25 ლ-იანი და კი ღუღუნებს თავისთვის. ალბათ უკეთესი ფირმის, სტენლის მაგალითად მეტად გამძლე იქნება, წარმადობა და ჰაერის დატუმბვის ხარისხიც უკეთესი ექნება. ჩემი გამოცდილებიდან ეგ შემიძლია გითხრა, რომ 25ლ-იანი პულვილიზატორზე არ არის საკმარისი. სულ ჩართულია და წნევაც უვარდება. შესაბამისად გაფრქვევაზეც ცუდად მოქმედებს. მთლიანად დატუმბულზე რომ დავაჭრ, აშაკად კარგად აფრქვევს და მერე აკლდება. 50 იანიც აპრიორი ვერ გეტყვი საკმარისია თუარა. იქნება ვინმე უფრო კომპეტენტური და გიპასუხებს. იუთუბსაც გადაავლე თვალი |
Posted by: trendygirl.me 16 Jul 2019, 23:23 |
obolo არის ზეთიანები და მშრალი. აუცილებლად მშრალი აიღე. ზეთიანი მარტო ბორბლების დასაბერად ვარგა. |
Posted by: Z-owner 17 Jul 2019, 01:44 |
trendygirl.me აბა რას ამბობ? ზეთიანი ჯობია მშრალს, ზეთიანი ნაკლებად ცხელდება, უფრო მეტი დროით შეიძლება იყოს ჩართული მთლიანობაში, ანუ ინტერვალებს არ ვგულისხმობ. მშრალებს კაი ვარიანტში აქვთ გრაფიტის "კოლიცო" (უფრო სამედიცინო კომპრესორზე) ისე პლასმასის, ზეთიანს ლითონის აქვს, იზეთება გრილდება, თუმცა რეზერვუარში წყალს ორივე აგროვებს მაინც. ადრე ცოტა ხნით შტერნის მქონდა ნაღდად მომწონდა, ლაითად შევღებე მანქანის დეტალები + ლაქი დავასხი კარბონს, კაცურად მუშაობდა, მალე წევდა წნევას. ეხლა მშრალი მაქვს, წარმადობა ისედაც დაბალი აქვს ეს ნუ გასაგებია მარა მაგრად ცხელდება, უჭირს წნევის აწევა, ვერ ენდობი რა, აი მართლა საბურავებს ვამატებ ამით მეც ყიდვა მინდა და გაჭედილი ვარ ცოტა, ფასი/ბრენდი/მოდელის ამბავში, 70-80 % ჩინურია მარა მაინც. |
Posted by: trendygirl.me 17 Jul 2019, 08:17 |
Z-owner ოლოლ ზეთიანს ზეთი გადააქვს ჰაერში და საღებავში ურევს ცოტა ცოტა. ხოდა გამოგივა წინწყკებიანი შეღებვა თუ ვულკანიზაციას ხსნი, მაშინ ზეთიანი ჯობია, მაგრამ ეგ თემა სხვა განყოფილებაშია. |
Posted by: Z-owner 17 Jul 2019, 09:21 |
trendygirl.me ფილტრები ხომ არის მერე, ზეთსაც იჭერს და წყალსაც, მანქანებს როგორით ღებავენ აბა, რომელი მშრალი კომპრესორი გაუძლებს სამღებროს? რამდენიმე ფილტრი ყენდება ერთი უშუალოდ პისტოლეტზე თან. |
Posted by: xuzain 19 Sep 2019, 15:20 |
ხელსაწყოების შეძენა მინდა და სად მირჩევთ რომ შევიძინო? |
Posted by: Ali-Baba 21 Sep 2019, 12:49 | ||
xuzain
ასე ერთიანად გაგვიჭირდება რჩევა. კონკრეტული ხელსაწყოები ჩამოწერე და ვეცდებით დაგაკვალიანოთ. ზოგადად კიდევ შეგიძლია ნახო გორგია, ბრიკორამა და დომინოში. ნუ ელიავა თავისთავად |
Posted by: General Discussion 21 Sep 2019, 21:38 |
წიფლის ხის საფეხური თავის მასალიან დამუშავებიანად რა ფასიდან იწყება. მოსაწყობია 30 საფეხური |
Posted by: israfel 23 Sep 2019, 14:44 |
https://images.homedepot-static.com/productImages/67520ff8-8b0b-4d9f-af04-64fb6da12083/svn/milescraft-jigs-1309-64_1000.jpg მეგობრებო აი ასეთი ან ამის მსგავსი სადმე იშოვება თბილისში? |
Posted by: Ali-Baba 23 Sep 2019, 16:05 |
israfel ბრიკორამაში ვნახე კარგა ხნის წინ. მეტი არსად მომხვედრია თვალში. შეიძლება კიდევ ელიავაზე ქონდეთ. ორსართულიანი შენობა რომაა, ყვითელი ფერის. ერთი ბლოკიდან სანამ მეორეში გადახვალ მანდაა. ერთ მხარეს გაზონის საკრეჭი მანქანები აქვთ და მეორე მხარეს ეს მაღაზიაა. უბრალოდ ძვირი ფასები აქვთ და გულისამრევი მომსახურება |
Posted by: israfel 23 Sep 2019, 16:52 |
მადლობა, გაიხარე, ბრიკორამას რომ მივწერე ამჟამად არ გვაქვსო, და ეს ელიავას შენობა, "აშენდე" რომ არის მაგაზე ამბობ? |
Posted by: Ali-Baba 23 Sep 2019, 23:45 |
israfel რა ქვია კიარმახოვს. აი ხიდის ქვეშ რომ გაძვრები და პირველივე ფასიანი პარკინგი რომ არის. თუ ვერ მიხვდი პმ მომწერე და ვეცდები უფრო დეტალურად აგიხსნა ნახე მანდ და ამაზონზეც შეადარე. ამ კურსის გამო შეიძლება აქაც ჯობდეს უკვე. ამათი დედაც რა. |
Posted by: trendygirl.me 24 Sep 2019, 08:03 |
israfel თუ გამოწერას გადაწყვეტ, ევროპული საიტიდან გამოწერე, თორე ამაზონისა რაც არის, დიუმებში აქვს ზომები, მე ამაზონიდან გამოვწერე და მერე ბურღების და მაგ ხეების გამოწერაც ამაზონიდან მომიწია |
Posted by: israfel 24 Sep 2019, 11:27 |
მადლობა მეგობრებო, ორივეს მივხვდი მემგონი სადაც არის, ვნახოთ აბა..რა გამოვა.. ამაზონზე ვნახე კი რო დიუიმებშია ზომები და ))) გამოწერას ვერ ვასწრებ.. მემგონი ან აქ უნდა ვეძებო ან ძველი მამაპაპური მეთოდებით უნდა ვქნა..უბრალოდ ყოველთვის ვერ ვახვედრებ ზუსტად.. |
Posted by: Karavadjo 26 Sep 2019, 23:45 |
მეგობრებო ამაზე თუ გსმენიათ რამე? შალაშინ რეისმუსია გერმანული წარმოების. ამ ფირმაზე თუ გაგიგიათ რამე და რა არის ადეკვატური ფასი თქვენი შეფასებით, ძვირად არ შემომეყიდოს |
Posted by: Ali-Baba 28 Sep 2019, 00:13 | ||
Karavadjo
მე პირადად პირველად ვხედავ ამ ფირმას. ფასი რა აქვს ? და რა ზომას ამუშავებს ? გერმანულს ეძახიან ბევრ ფირმას, მაგალითსისთვის ეინჰელს და სრული ნაგავია ასე რომ კარგდ გაარკვიე რა წამომავლობა აქვს |
Posted by: Karavadjo 29 Sep 2019, 00:35 |
Ali-Baba აწერია ზომები, 20 სიგანე და 12 სიმაღლე, რეისმუსზე დამუშავება. ტიპია გერმანიიდან აქვს ხელსაწყოები, გერმანულად აწერია, გერმანულად იგუგლება. 1300 ლარი დააფასა, მარა რო მოვიძიე 160 ევრო ღირს პოლონურ საიტზე ვნახე, კი ახალია მარა ძვირია 1300. საქმეში როგორია არ ვიცი. |
Posted by: Raven 29 Sep 2019, 03:09 | ||
ხო მარა 30 კილოა და კაი ფასი უთქვამს.......... |
Posted by: Karavadjo 29 Sep 2019, 13:46 |
Raven ჩამოტანის ამბავში? მაგაზე ძვირი დაჯდება, რა ღირს კილო |
Posted by: trendygirl.me 29 Sep 2019, 16:17 |
ახლობელი ოქტომბრის ბოლოს აპირებს ჩინეთიდან კონტეინერს, და მინდა რამე სერიოზული ჩინური რეისმუსი წამოვიღო. გზიან ყველაფრიანად 1000 ლარამდე ჯდება.... ასე რომ 1300 ლარი არაა ცუდი ფასი. |
Posted by: gio365 13 Oct 2019, 02:05 |
ამას რითიც აკეთებს რა ქვია და ჩვენთან თუ იყიდება ? ეს სითხე რაც ვნახე თხევადი სტეკლო ქვია მგონი და აქ იყიდება სადმე |
Posted by: Ali-Baba 13 Oct 2019, 20:50 |
gio365 ეგ არის ორ კომპონენტიანი ეპოქსიდი, რომელსც დამატებული აქვს პიგმენტი ფერის მისაცემად. გამჭვირვალე იყიდება გორგიაში და მოყვითალო ლილოშიო მითხრეს დღეს. უფრო იაფია და როცა პიგმენტს ამატებ ეგეც წავაო |
Posted by: KEROP 17 Oct 2019, 00:11 | ||
დომინოშიც ქონდათ ამასწინათ ვნახე |
Posted by: rommel 20 Oct 2019, 12:16 |
gio365 ლილოს ფასი არ ვიცი, მაგრამ გორგიაში იკითხე და გაოცდები |
Posted by: gio365 20 Oct 2019, 14:33 |
რატომ? ძვირია ძაან.................... |
Posted by: rommel 20 Oct 2019, 14:42 |
კი ძაან, მგონი 40 ლარამდე მომიხიეს პატარა ბოთლში |
Posted by: Karavadjo 21 Oct 2019, 21:53 |
ვისაც შეხება გქონიათ ან გსმენიათ, ტოპ ბრენდების შემდეგ, მოხოდილი და დატესტილი რომელი ფირმაა? შეზღუდული ბიუჯეტით ვარ და საყიდელი მაქვს ინსტრუმენტები, ხეზე სამუშაოდ. შტერნი, რტრმაქსი, მაკუტე, ფუჯიტა, ინგკო, აი ამ ეშელონებში რომელს გაუწევდით რეკომენდაციას? ან მეორადი ჩამოტანილი ხელსაწყოები ხომ არ იცით სად იყიდება მისაღებ ფასებში |
Posted by: tozi777 23 Oct 2019, 23:23 |
Karavadjo შყერნის დრელი იყიდე, ძაან გამომდგარია. სხვა რაღაეები სუსტი აქვს, პლასტმასები აქვს შიგნით სადაც რკინის/თუჯის დეტალებია აუცილებელი. |
Posted by: Z-owner 24 Oct 2019, 01:18 | ||
Karavadjo მაკიტა კარგია, ოღონდ ძვირია, 540 ლარი მივეცით საშუალო ზომის დრელში, სამაგიეროდ მართლა კარგია.
ამის რომ რამე ნაწილს მაინც იშოვი, მიხვალ ქსნის ქუჩაზე და ექნებათ. ფასი/ხარისხი კარგია, თუმცა სასწაული არაა. მე მქონდა გრაფიტი ბრენდია ასეთი, ვითომ პოლონური, ჩინური ნაგავია ჩვეულებრივი, მინი გრინდერი დამებრიდა, (ბორმაშინკა) ვუვლიდი ვუფრთხილდებოდი მარა ნაგავია, წარმომადგენლობას სერვისი ფეხებზე კიდია, თითქმის ერთი თვეა ვეხვეწები პლატა ჩამომიტანეთ-მეთქი და ფეხებზე კიდიათ, გორგიაშია მაგათი რაღაცეები, აქაური გრაფიტი-ს ინსტრუმენტები სხვა ფერისაა, საიტებზე სხვა იძებნება, ალბათ არაორიგინალი ნაგავია აქ რაა. |
Posted by: Karavadjo 24 Oct 2019, 19:08 |
უნდა ვიყიდო, ბარგალკა(სიჩქარეებიანი) ვიბრო შკურკა, ფრეზი, ხის ატრეზნოი, ლობზიკი, ბიუჯეტი 1500 ლარი, რას მირჩევთ აბა. დრელი მაქვს |
Posted by: Karavadjo 26 Oct 2019, 08:37 |
არავის არაფერი აქვს მეტი სათქმელი? |
Posted by: Karavadjo 31 Oct 2019, 22:02 |
ბიჭებო უკრაინულ დნიპროზე თუ გსმენიათ რამე? https://dnipro-m.ua/ აბა გადახედეთ საიტზე ფასებს და მიმოხილვებს. აქ ერთი ორგან შემხვდა ელიავაზე, საკმაოდ ძლიერი მონაცემები და მისაღები ფასები უჩანს (ცოტა საეჭვოდ შეუსაბამოც კი) მაგრამ ოფიციალურ საიტზეც და აქაურ მაღაზიებშიც 3 წელი გარანტიაო, მაგდენს ტოპ ბრენდები არ აძლევენ. ხოდა რას ფიქრობთ? RTRMAX და ინგკოებს არ ემჯობინება თქვენი აზრით? * * * ან ამ ბრენდზე და ამ ტორცულზე რას იტყვით? დომინომ დაიწყო შემოტანა ჯერ არაა დატესტილი მაგრამ ვინმემ რამე ხო არ იცით https://www.domino.com.ge/ka/products/tools/electric-tools-and-machines/miter-saws/miter-saw-scheppach-hm100lu-1800w-5901203901/ * * * ეს აქციაში აქვთ, ძალიან იაფია და შესაბამისად ნაგავია ვითომ? ნახეთ აბა https://www.domino.com.ge/ka/products/tools/electric-tools-and-machines/miter-saws/table-saw-scheppach-h81s-1500w-5901311901/ |
Posted by: Karavadjo 20 Jan 2020, 01:10 |
შემთხვევით ვინმემ ხომ არიცით რეზბა სად მოვაჭრევინო? |
Posted by: Ali-Baba 21 Jan 2020, 22:56 | ||
Karavadjo
ხარატთან (ტოკართან) ადგილს თუ კითხულობ ელიავაზე არის ბლომად. ხოშარაულზე რომ ადიხარ სანაპიროდან, მარჯვენა მხარეს. |
Posted by: Karavadjo 22 Jan 2020, 15:16 |
Ali-Baba გაიხარე მადლობა....... |
Posted by: gio365 25 Jan 2020, 19:38 |
trendygirl.me გამარჯობა. მოკლედ ვაპირებ (ნუ დიდი სურვილი მაქვს) შევიძინო ლაზერი და cnc router რი შენი პოსტები ვნახე წინა გვერდებზე და 40 ვატიანი ლაზერი მაქვსო და შეგიძლია მირჩიო რომელი ჯობია ან შენ როგორი გაქვს? და საიდან ჩამოიტანე? გამოიწერე? მე რაც ვნახე ასეთებია ძირითადად. და წონაში გამოდის საკმაოდ ბევრი სადღაც 40 კგ და cnc router მინდა დაახლოებით ასეთი რამე https://www.alibaba.com/product-detail/3D-mini-cnc-router-5-axis_60811939043.html?spm=a2700.9114905.0.0.rxi7DT https://www.alibaba.com/product-detail/mini-CNC-Router-2030-Engraving-machine_60766307531.html?spm=a2700.wholesale.deiletai6.5.7ed3870b4KP0ts ნუ დაახლოებით და რომელს მირჩევთ. trendygirl.me ისე ძალიან მაგარი ნამუშევრები გაქვს. ეს სტატიები შენი დაწერილია? https://mysku.me/blog/china-stores/59441.html * * * და ერთი რაღაცა კიდევ ამ cnc router ზე და იგივე ლაზერზე არის ჩვენთნ როგორც ყველაფერზე ძალიან მწირი ინფორმაცია და კარგი იქნება ერთი თემა თუ გაიხსნება თუნდაც აქ და ერთმანეთს გაუზიარებთ რომელი ჯობია რა პრობლემები აქვს და ა.შ. |
Posted by: Lolipopebi 30 Jan 2020, 00:28 |
გამარჯობა, მაინტერესებს თუ არსებობს ისეთი გამჭვირვალე წებო, შუშა რომ დავაკრა ხეზე და არ ჩანდეს შუშის ქვეშ წებოს კვალი და თუ არსებობს სად ვიყიდი? |
Posted by: Karavadjo 31 Jan 2020, 12:26 |
Lolipopebi აკფიქს მრავალფეროვანი პროდუქცია აქვს, ფბ გვერდი მოძებნე ან აგლაძის 54. ვვარაუდობ რომ ექნებათ |
Posted by: ქართლოსი 3 Feb 2020, 21:20 |
ესეთის ყიდვა სად შეილება გამოწერის გარეშე? დრელის და ბარგალკის ჩასაყენებელია https://detail.tmall.com/item.htm?spm=a230r.1.999.6.7bc5523ch47aiO&id=39524952637&ns=1 https://detail.tmall.com/item.htm?spm=a230r.1.999.41.6bff523c0HGgxu&id=586205506421&ns=1 https://aliexpress.ru/item/33062066292.html?spm=a2g0o.detail.1000060.3.19812de6f3SHSH&gps-id=pcDetailBottomMoreThisSeller&scm=1007.13339.146401.0&scm_id=1007.13339.146401.0&scm-url=1007.13339.146401.0&pvid=8d0e5c13-9554-484d-ada7-7142a7f3c97f » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ « |
Posted by: Ali-Baba 4 Feb 2020, 08:12 | ||
ქართლოსი
ბრიკორამაში მომხვედრია თვალში. ელიავაზეც იქნება |
Posted by: barret09 12 Feb 2020, 21:24 | ||
ლილოშიც ნანახიმაქ ვინმეს რამე კაი ხის მასალა ხოარგაქვთ კომპის მაგიდის ზედაპირისთვის მინდა მაკაგონიმაქ ჭარხლისფერი რომელიც ფერში არმომწონს სამისოდ და მუხა მქონდა ძან ცოტა რომელიც არმეყოფოდა კაკალზეც ეგრევარ ღეომბი ბელის ჯიშის და სტილის ზედაპირი მინდა რამე და მსგავს რასმირჩევდით ძვირიც როარიყოს ძაან თუ ნაძვი ან ფიჭვი და ბეიცი გავუშვა მარა ტექსტურა არმომწონს მაგათი მოკლედ ჰელფ განაკეთები თუგაქვთ ჩამიგდეთ რა ნიმუში ჩემთვის მინდა ავაწყო |
Posted by: Ali-Baba 12 Feb 2020, 23:48 | ||
barret09
ეგ ორი რომ შეაწებო? არ გეყოფა? შეიძლება ლამაზიც გამოვიდეს. ნუ ნაძვი იაფი და იორღაა. სტრუქტურა გეთანხმები, შედარებით "ძიშოვი" ვიდი აქვს |
Posted by: elchi 12 Feb 2020, 23:57 |
ავიღე ზომები ორიგინალიდან, დავაპატარავე და ასეთი რამ გავაკეთე. |
Posted by: barret09 13 Feb 2020, 00:21 | ||||
არა არმეყოფა სამწუხაროდ რაცმეყოფა მაკაგონიმაქ ჭარხლისფერი რომელიც არმოუხდება ჩემს ოთახს და PC-ს
ხო ამაზე დროის დახარჯვა არც ღირს მაინც არმომეწონება და ძიშოვიცაა მართალიხარ ესეთი ვარიანტი მინდა ოღონდ უჯრები მხოლოდ მარჯვენა მხარეს 4 ცალი და მარცხენა ფეხი X მარჯვენა კვადრატი ჩვეულებრივ ნუ სახელურებიც შავი მგონი ცუდი არუნდა გამოვიდეს , თქვენი ვარიანტებიც ჩამიგდეთ ცნობისთვის მადლობელი დაგრჩებით |
Posted by: Karavadjo 17 Feb 2020, 11:46 |
elchi სიმპატიური რამეა. სულ ხეა თუ რკინის დეტალებიც აქვს? ან რა ხეა |
Posted by: elchi 17 Feb 2020, 13:37 |
Karavadjo მასალად კაკალი გამოვიყენე. რაც შეეხება რკინას, მანდ მხოლოდ ორ ჭიკარტშია პატარა ლურსმანი და ბორბლებზე სპილენძის ფირფიტა რომ გადავაკარი, იქაც ლურსმანი მაქვს გამოყენებული, დანარჩენი სულ ხეა. |
Posted by: matechala 17 Feb 2020, 17:03 |
მეგობრებო ხომ არ იცით ხის ასოებს ვინ მომიჭრის? 5 ასო მჭირდება ძაღლის სახლისთვის |
Posted by: Karavadjo 18 Feb 2020, 23:17 |
elchi კარგი ნამუშევარია, სახლისთვისაა ეს დეკორაცია? ზემოდან მრგვალი როა ფირუზისფერი, ეგ რა არის? |
Posted by: babsi 18 Feb 2020, 23:50 | ||
ალბათ ჭიკარტი |
Posted by: elchi 18 Feb 2020, 23:54 |
Karavadjo babsi კი, ჭიკარტია. ბუხრის თაროზე მიდევს, ის თაღიც იმიტომ გავუკეთე სასმელის ბოთლი იდება შიგნით. ეს კიდევ ჩვენი სამშობლო, ჩვენი საქართველოა. დგას ვაზის ფესვებზე, ზემოთ ქართლი და კახეთია, მაგ ორმა მხარემ გადაგვარჩინა ქართველები. როცა ძლიერები ვიყავით, მაშინ 8 სამთავრო იყო, ამიტომ არ გავაკეთე ბორჯღალი და რვაქიმიანია, აქეთ-იქით ჯვრებია, მათ თავზე ათი ამონაქარგია, ესეც ჩვენი ათი მცნება. ბოლოს კოშკებია და ორი იმიტომ გავაცალკევე, ლიხს იქით და ლიხს აქეთ ვინც ვცხოვრობთ. სანთელიც ჩემი ჩამოსხმულია. გაჩვენებთ მერე ყალიბს როგორ ვაკეთებ. ეს მუხისგან არის. |
Posted by: kaxaberski66 19 Feb 2020, 00:21 |
elchi ნიჭიერი კაცი ხარ. არ მახსოვს სად წავიკითხე შენი ნაწერი. ამერიკაში ვენახი რომ ნახე მოუვლელი და უპატრონე. ბოლოს ღვინოც დასწურე. მას შემდეგ ვცდილობ წავიკითხო შენი ნაწერი, მარჯვე ხელი გქონია. ძალიან მომწონს ეგ ნაკეთობები. როგორც მახსოვს სარეკლამო ნაკეთობები გქონდა ნაკეთები კარგი და ხარისხიანი. |
Posted by: elchi 19 Feb 2020, 00:45 |
kaxaberski66 მადლობა. YOUTUBE-ზე მაქვს ასზე მეტი ვიდეო დადებული. არ სჯეროდათ რასაც ვწერდი, მერე სურათების გადაღება დავიწყე, ეგ ფოტოშოფებიაო. ავიღე და ვიდეოებს ვიღებდი. ერთერთს მოგაწვდით და ვფიქრობ თემის ფორმატსაც არ გავცდები, რადგან პროფესიონალი მშენებელი გახლავართ, რასაც ნახავთ ყველაფერი ჩემი ხელით მაქვს გაკეთებული, აბსოლუტურად ყველაფერი და მარტოს. ინებეთ. https://www.youtube.com/watch?v=ojl0MZnBBZ0&t=3s |
Posted by: babsi 19 Feb 2020, 02:04 |
elchi ურემი მაგრად მომწონს მაგარი გაკეთებულია ზალიან, მსიამოვნებს რომ ვუყურებ, ჩვენებური ქართული სოფელი მახსენდება ვიდეო ნანახი მაქვს ჩვენებური გარემოა, ყურძენია ჩაკიწკიწებული ლამაზად კაი მოსავალი იქნება ორ -სამ წელიწაში, ღმერთმა გაგახაროს და გაგაძლიეროს |
Posted by: kaxaberski66 19 Feb 2020, 22:27 |
elchi ძალიან კარგი ჩანახატია. შენი სხვა ჩანახატებიც მაქვს ნანახი. მაგალითად მწვადს რომ წვავდი შენს ლამაზ ეზოში, თევზაობაც მინახია. აი იმ მიტოვებული ვენახის ვიდეო მაქვს კიდევ ნანახი. მგონი მეპატრონე დაგადგა თოფით ხელში როგორც კერძო საკუთრებაზე შეჭრილ ადამიანს. მოკლედ, ადამიანმა თავისი ცხოვრება თვითონ უნდა შექმნას და გახადოს ცხოვრება საინტერესო. ჩემი აზრით ყველაფერზე წუწუნი და ჩივილი არ არის კარგი. კაცმა უნდა იშრომოს და შრომა დაუფასდება წლების შემდეგ. შეგიქებ ქართველობას. |
Posted by: matechala 26 Feb 2020, 17:49 | ||||
400-500 ლარინები რომ არის სახლისთვის არ გამოდგება? ან ელიავას გარდა სადაა ადამიანური ფასები? https://www.mymarket.ge/ka/pr/15191161/eleqtropnevmaturi-mowyobilobebi/cirkularuli-xerxi--uglarezi-kuTxis-mWrelikuTxis-saWrelix ეს ვინმეს ხომ არ გაქვთ |
Posted by: Karavadjo 28 Feb 2020, 22:11 |
matechala ფასის ამბავში ნორმალურია. ჩინური ბრენდია fixtec მაგრამ მე პირადად სხვა ჩინურებს მირჩევნია. ფასიც კონკურენტულია |
Posted by: matechala 29 Feb 2020, 18:42 |
Karavadjo მადლობა, ანუ ღირს დაფიქრებად |
Posted by: BlackA6565 1 Mar 2020, 15:40 |
matechala ეგ ინგკო შედარებით ნორმალურია მაგაზე ძვირიან მაკიტას და ბოშს სჯობს. მაკიტა მავს 1600 ლარიანი და სუფთა ნაგავი მოკლედ. ინგკო რაც მაქვს ყველაფერი მაგრად მუშაობს |
Posted by: matechala 1 Mar 2020, 21:46 | ||
მე ბარგალკა მაქვა ინგკოსი და საკაიფოდ მუშაობს. ეს მირჩია ბევრმა https://m.mymarket.ge/ka/pr/15191161/eleqtropnevmaturi-mowyobilobebi/cirkularuli-xerxi--uglarezi-kuTxis-mWrelikuTxis-saWrelix და ვფიქრობ ამის შეძენას. რამდენად ხშირად გამოვიყენებ არ ვიცი, მაგრამ როცა დამჭირდება მგონია გამომადგებ |
Posted by: Dr Dre 2 Mar 2020, 00:44 |
matechala Fixtec-ის რკინის კუთხის საჭრელი სტანოკი მაქვს, 285 ლარი მივეცი, კაი ბლომად ძვირიანი ბრენდი მოინელა მოკლედ შეიძლება მაგ ფირმის პროდუქციის ყიდვა რა |
Posted by: matechala 2 Mar 2020, 18:31 | ||
Dr Dre
ძალიან კარგი https://www.domino.com.ge/ka/products/tools/electric-tools-and-machines/miter-saws/circular-saw-scheppach-hs100s-2000w-5901310901/ ეს ვითომ გერმანულია? ფასი არაგერმანული აქვს |
Posted by: Karavadjo 3 Mar 2020, 22:59 |
matechala კი გერმანულია, ეხლახანს ვიყავი გერმანიაში და სულ ვადარებდი აქაურ პროდუქციას და ფასებს. გერმანულია პროსტა ბიუჯეტური, აწყობით იქაც რაც ალაგია ბოშებიც და მეტაბოებიც, ყველაფერი ჩინეთში იწყობა, ბრენდი გერმანულია. ეგ არ მინახავს მაგრამ ხის ატრეზნოი, ტორცული ხერხი 99 ევრო ღირდა, რომელიც აქ დომინოში 500 ლარის ფარგლებში ედოთ.. რამდენად მუშა ბრენდია ეგ ნაღდად არ ვიცი |
Posted by: matechala 4 Mar 2020, 13:48 | ||
Karavadjo
ეს ვიყიდე, მემგონი კარგი ვარიანტია, 1 წლიანი გარანტია აქვს და ყველამ მიქო. ეხლა მინდა ფრეზი და ამავე ფირმის არის კარგი? აი ეს მოდელია https://ebictools.en.made-in-china.com/product/MBqJosNGfihp/China-Fixtec-Constant-Power-1800W-Electric-Router-12mm-Router-Machine-FRT18001-.html მეორე ეს ვარიანტი მაქვს, თუმცა ეს სუსტია უფრო, თუმცა ბრენდია BLACK & DECKER KW1200EKA-QS |
Posted by: Karavadjo 5 Mar 2020, 22:54 |
matechala მშვიდობაში შენაძენი, ახალი ინსტრუმენტის შეძენის შეგრძნება ძალიან სასიამოვნოა. რა სამუშაოებისთვის გინდა ეს ყველაფერი? ეგ ფრეზი ცუდი არ უნდა იყოს, არ ვიცი გჭირდება თუ არა მაგრამ 12 იანი ცანგაც უყენდება, სავარაუდოდ მძიმეც იქნება, ეგ კარგი ვარიანტი იქნება სამაგიდოდ თუ გადააკეთებ. მე პირადად 1200 იანი მაქვს, მწვანე ბოში pof1200, 320 ლარი მივეცი, ამაზე ვმუშაობდი და ჩემთვისაც იგივეს ყიდვა გადავწყვიტე. ეგ fixteci მძლავრია, თუ გჭირდება, ფასშიც კარგია. |
Posted by: matechala 5 Mar 2020, 23:24 |
Karavadjo მადლობა გაიხარე, სახლისთვის რაღაცეები რომ გავაკეთო ხოლმე და თუ ვყიდულობ ბარემ ხომ არ ჯობია 12 იანი? სამაგიდოდ როგორ კეთდება? |
Posted by: Ali-Baba 6 Mar 2020, 15:03 | ||
matechala
მცირე ზომის ყუთი შევკარი, ზემოდან დსპ-ს ნაჭერით. ამოვხვრიტე დაახლოებით 40 მმ ზომის ნახვრეტი და ფრეზი ამოვაკარი ქვემოდან. ფრეზს ძირზე აქვს პლასტმასი ხოლმე "ვინტებით" დამაგრებული. ეგ მოვხსენი და იმავე ზომის (დიამეტრის) ვინტებით დავამაგრე. ფრეზს თავზე დავაკარი პატარა ხის გადანაჭრელი და ყუთის ძირზეც. ყუთის ძირზე ცოტა მაღალი ოღონდ და იმაში გაიკა ჩავამააგრე. ინგლისურად T nut ქვია. ბოლტი ჩავაწებე მერე მრგვალ ხეში და მაგითი გავაკეთე ასაწევ დასაწევი. ცოტა მოუხერხეებლია, მაგრამ იშვიათად მჭირდება და ვიტან ამ ეტაპზე. მარტივად ასე გავაკეთე. რუსულად "На быструю руку" როგორც ამბობენ ეს Fixtec-ის ფრეზი ჩვენთან იყიდება სადმე ? |
Posted by: matechala 6 Mar 2020, 18:28 | ||||
Ali-Baba
კი იყიდება, ქსნის ქუჩაზეც აქვთ შემომტანი ვინცაა და ელიავაზეც. https://www.facebook.com/fixtecEdonTools/
მადლობა, ცუტა რთულია ასე აღსაქმელად მაგრამ ამდენი წვალებისთვის ქებას იმსახურება |
Posted by: Karavadjo 6 Mar 2020, 21:59 |
matechala შეიძლება განა არა, თუმცა ვფიქრობ არც დაგჭირდება მაგის თორმეტიანობა, ერთადერთი მეტნაკლებად დისკომფორტი მაგის სიმძიმეს, თუმცა შეიძლება აარც. ასე რომ შეგიძლია იყიდო.. მე მაგ ფირმის ატრეზნოი ხერხს ვაპირებ ვიყიდო და ბარგალკა, ცოტა შორ გეგმებში კი სვარკა. |
Posted by: Ali-Baba 6 Mar 2020, 23:05 | ||||
matechala
მაგ ადგილას ბოშში ვნახულობ ხოლმე რაღაცეებს. შევივლი მანდაც. მადლობა
ჰო, მე რომ ვიცი, მგონია რომ კარგად ვხსნი. სურათებს გადავუღებ და ჩავაგდებ მერე. არაა რთული ასაწყობი. მე საკმაოდ მადგება როცა შაბლონით მაქვს რამე შემოსაჭრელი. |
Posted by: trendygirl.me 8 Mar 2020, 13:24 |
მთლად ხის დამუშავებას არ ეხება მაგრამ, თბილისში სად შეიძლება ასეთი რამე გამიკეთონ - 10მმ ფოლადის ფირფიტიდან ამომიჭრან მართკუთხედი დეტალი ზომაში 50X20სმ, რამდენიმე ადგილას ქონდეს 2 სანტიმეტრიანი და 8 მილიმეტრიანი ნახვრეტები? ესეთები მჭირდება 4 ცალი და დამთხვევა უნდა იყოს კარგი, ანუ ხელით და ბალგარკა-დრელით ამოჭრილი არ ვარგა, ან ლაზერი, ან წყალი, ან ჩარხი. 31 ქარხანაში აკეთებენო, მარა რო ვიკითხე, კერძო პირებისგან შეკვეთებს არ ვიღებთო. |
Posted by: Ali-Baba 8 Mar 2020, 14:54 |
trendygirl.me წერეთელზე რომ მიდიხარ, დიდუბის მეტრომდე წრემდე არ მისული, არის ბენზინგასამართი. მანდ დიდი ჭიშკარია და მარჯვენა მხარეს რაღაც დიდი ცეხია. რკინეულობას ამუშავებენ. მანდ ნახე აბა. მე არ დამჭირვებია მასეთი რამ და ზუსტად ვერ გეტყვი. |
Posted by: trendygirl.me 8 Mar 2020, 19:50 |
მადლობა, თუ მივაღწიე ამ დღეებში მანდეთ, შევიხედები. სადღაც გლდანულაში არისო კიდე ლაზერით ჭრა, მითხრეს... |
Posted by: trendygirl.me 16 Mar 2020, 11:27 |
საავეჯე ფანერა იყიდება ჩვენთან ხო არ იცით? ანუ ფანერა, რომელსაც ცალი მხარე აქვს რამე კარგი ხით ქარხნულად დაშპონილი, მუხა, წიფელა, კაკალი და ასე შემდეგ. საბჭოთა დროს რო იყო ვიცი, ერთმა ძველმა ხელოსანმა მაჩუქა ეგეთი ფანერის ნაჭერი კიდეც, მაგრამ ახალი თუ შემოდის ნეტა? რუსეთში არის გაყიდვაში.... |
Posted by: babsi 16 Mar 2020, 23:35 |
trendygirl.me კონკრეტულად როგორს ეძებ არვიცი ავჭალაში " ხელოსნების ქალაქს" ეძახიან ბევრი არჩევანია თან პირველადი ფასებით |
Posted by: trendygirl.me 17 Mar 2020, 23:39 |
ზოგადად თუ შემოდის ეგ მაინტერესებს, თუ არის სადმე, მივალ და ადგილზე ვნახავ და ნიმუშებსაც ვიყიდი რო ხარისხი ვნახო დამუშავებაში. პ.ს. ელიავაზე და გლდანში არ არის. |
Posted by: ladusha2 31 Mar 2020, 00:54 |
მეგობრებო ფანჩატურის მოწყობა , ძალიან უხეშად რა დაჯდება, იქნებ ვისაც გაგიკეთბიათ თქვენი გამოცდილება მითხრად. ასევე ვიდეობი თუ იცით ჩამიგდოთ მეთვითონ რომ ავაწყო ნელნელა არსად არ მეჩქაება, დროც ძალიან ბევრი მაქვს სეიროზულად დავინტერესდი ამ უსაქმურობაში, სანამ გავგიჟდი პატარა სურვილს მაინც ჩაუყრი საფუძველსთქო . არ დაიზაროთ პლს. ზომებს ხვალ ჩავაგდებ სიგრძე სიგანეს. |
Posted by: rommel 1 Apr 2020, 19:20 |
ladusha2 იაფი და მარტივი https://www.youtube.com/watch?v=U65PJ_xj6lc&list=PLsCTBNl0G3kDN0bWwfM8k3NWRyNqGdZkd |
Posted by: Lolipopebi 11 Apr 2020, 11:06 |
მეგობრებო ხეს თავისი ფაქტურა და კოჟრები რა ხერხებით შეიძლება რო ''წამოვაყრევინო"? ბაეცი მითხრეს კაკალი, ვიყიდე და რო ვუსმევ სიწითლეში მიყავს, რასტვარიწელი დაამატე გაღიავდებაო და მაინც არ მომწონს ფერს უცვლის აშკარად აი ამ ეფექტის მიღება მინდა |
Posted by: trendygirl.me 11 Apr 2020, 13:08 |
Lolipopebi ეგ იმიტო რო ე.წ. "ბეიცი" არსებობს პიგმენტური და არსებობს ტონალური. შენ გჭირდება პიგმენტური. აქ არ ვიცი იყიდება თუ არა, მე ამაზონიდან გამოვწერე, MINWAX ფირმის. სავარაუდოდ ეხლა ვეღარ ჩამოიტან, იმიტომ რომ აალებადია, მაგრამ რავი სინჯე. მეორე მეთოდია, ის ბეიცი რაც გაქვს წაუსვი კარგა სქლად, აცადე გაშრობა და მერე ზედა შრე გადაშკურკე, ამოწეულზე მოაშორებს და ჩაწეულზე დარჩება. გაიმეორე რამდენჯერმე. მესამე მეთოდია, გაზის გარელკა აიღო და იმითი მოწვა გააკეთო. მოკლედ understanding wood finishing by bob flexner ეს წიგნი იბეიზე მეორადი არის 3-4 დოლარად, იყიდეთ, ყველაფერი ფოტოებით, ადვილად და გასაგებად არი ახსნილი |
Posted by: da_to 11 Apr 2020, 21:20 |
ხის დაფას (ე.წ დოსკას , საჭრელ დაფას) რა უნდა წაუსვა სამზარეულოში რომ გამოდგეს ? აკაციისგან ვაკეთებ, იმედია დავამთავრებ დღეს ცოტა ვიხიფათე , ბალგარკაზე საშკურკი მქონდა დამაგრებული და მუხლზე გადავიტარე გადავრჩი ფაქტიურად .... მაინც დავასრულებ ხოდა ბოლოს რა წავუსვა ? ლაქი არა ალბათ ხო ? |
Posted by: trendygirl.me 13 Apr 2020, 23:44 |
da_to food grade wood wax ნახე ამაზონზე ან იბეიზე. ჩვენთან კიდე შეგიძლია თაფლის ცვილი წაუსვა, ოღონც ჯერ კარგად გააცხელე დაფა, სიღრმეშიც რო გათბეს და ეგრევე ცხელზე წაუსვი რო შეიწოვოს. მაგრამ ნატურალური ცვილი გინდა, გადამდნარი და გადაწურული, ეკლესიაში რო სანთლებს ყიდიან, ეგ ტრუხაა, სხვა რაღაცეებს ურევენ. ბევრი არ დაგჭირდება, 100 გრამი გეყოფა. |
Posted by: israfel 14 Apr 2020, 13:29 |
ხალხო, ახლა ფანერას სად ვიყიდი ხომ ვერ მირჩევთ? დაწყდა ყველაფერი დაიხურა.. |
Posted by: ladusha2 14 Apr 2020, 13:42 |
მეგობრებო ფანჩატურის გაკკეთება მინდა ეზოში, კერძოდ წყნეთში. არის ვეინმე აქ რომ შეეძლოს ორგანიზება ამ საკითხის. |
Posted by: da_to 14 Apr 2020, 15:02 |
trendygirl.me მადობა |
Posted by: rommel 14 Apr 2020, 21:20 |
da_to ცვილს თუ ვერ იშოვი ზეთიც წავა, ორივე ერთად მთლად უკეთესი. https://www.youtube.com/watch?v=5abtwsk3T6Q |
Posted by: mindora1995 14 Apr 2020, 22:39 |
ბოდიშით თემას გადავუხვევ მგონი. ხელსაწყოებთან ვერ ვარ კარგად და ეს ორიგინალია? https://www.mymarket.ge/ka/pr/15529633/eleqtropnevmaturi-mowyobilobebi/Surupaviorti |
Posted by: BlackA6565 15 Apr 2020, 18:05 |
mindora1995 26 ვოლტიანი დევალტი საერთოდ არ არსებობს. ყალბია რა თქმა უნდა . ისე აქ რატომ ყიდულობ? გამოიწერე იბეიდან, მეორადი კარგი მოგივა მაგ ფასად. ან რამე ისეთი იყიდე აქ რომელსაც საგარანტიო სერვისი აქვს, მე მაგალითად 175 ლარი მივეცი Crown-ის "შურუპავიოტში" და ძალიან კარგად მუშაობს. ისე რისთვის გინდა? თუ დიდი თვითმჭერელების გაშვებას აპირებ ასეთი ტიპის არ გამოგადგება, Impact Driver დაგჭირდება მაშინ |
Posted by: mindora1995 15 Apr 2020, 19:48 |
BlackA6565 მადლობა ინფოსთვის მეც გადავხედე ოფიციალურ საიტზე დღეს ვიყავი ადგილზე ვნახე 21V მაკიტას შურიკის ელენენტი რომ ავიღე ხელში მეგობა 1პაჩკა ბაბის შეკვრა მეჭირა ასევე იყო მისი დამტენიც პლასმასებიც დიდად არ მომეწონა არც ძალა(ხელით გავაჩერე) ბევრი რამე ქონდა ყველა მასეთი იყო ნაგავი |
Posted by: axlguns 15 Apr 2020, 20:39 |
mindora1995 ყველაზე ადვილი მაგ შემთხვევაში ფასით განსაზღვრაა. 190 ლარად დევალტი,მაკიტა და ბოში,მითუმეტეს ახალი და მაგ კომპლექტაციით არ არსებობს. უნდა აიღოს და გაჩუქოს მაშინ. |
Posted by: israfel 16 Apr 2020, 19:55 | ||
ხალხო, ფანერა არ გეგულებათ არსად? |
Posted by: trendygirl.me 17 Apr 2020, 00:04 |
mindora1995 ტრუხაა, ლოგოს ფორმაზეც ეტყობა ეგ ერთი, მეორეც, დამტენს აწერია DEWALT DCB107, რომელსაც თუ დაგუგლავ, სრულიად სხვანაირია ვიდზე. |
Posted by: matechala 10 May 2020, 19:39 |
ასეთს როგორ ამზადებენ? |
Posted by: da_to 13 May 2020, 23:00 |
matechala ერთ-ერთი მეთოდი, კუსტარულად |
Posted by: trendygirl.me 13 May 2020, 23:59 |
ამ დღეებში გავაკეთე _________________________ |
Posted by: Z-owner 18 May 2020, 22:41 |
trendygirl.me ძალიან კარგია, ფერების შეხამება, სტილი, დიზაინი, ჩანაფიქრი. ყოჩაღ. მაგარია. **** მეგობრებო ხომ არ იცით ამ რეგულატორს სად ვიშოვი? პოლონეთში ვიპოვე მაგრამ ადგილზე 80 ლარამდე ღირს, ჩამომტანიც საჩალიჩოა და თან სულ ღირს 200 ლარის ფარგლებში ეს გრინდერი/გრავერი. შემომტანს მაგრად კიდია ნაწილებიც და სერვისიც. არადა სამსახურშიც მაქვს და წლებია მუშაობს, ჩემი სულ ათჯერ არ მქონდა ჩართული და უცებ გაიღუნა იმენა. ბრენდი არის GRAPHITE მოდელი 59G019 |
Posted by: trendygirl.me 18 May 2020, 23:29 |
Z-owner მადლობა ერთი უცხოური არხი დამიკავშირდა, შეიძლება პატარა ინტერვიუც გავეკთოთო, სახელოსნო გვაჩვენეო, მეთქი მრცხვენია მაგ დეტალზე კიდე, რა დაიწვა ეგეთი რო არ კეთდება, გქონდა ხელოსანთან? შეგიძლია ეგ პლატა ორივე მხრიდან მაჩვენო? |
Posted by: Z-owner 18 May 2020, 23:48 |
trendygirl.me არაფრის პრინციპიც ლამაზია, ნიქსი ტუბს ვგულისხმობ ეხლა სამსახურში მაქვს, ისე კი ამ ლინკზეა სხვასაც დაეწვა, ოღონდ ჩემსაზე მხოლოდ "დაროჟკები" იყო დამწვარი, დანარჩენი რაც შევამოწმე ვარგოდა, ამასთან რეზისტორმა ბუთქა და კონდენსატორმა. ეგ 220-ის მხარეა და მმარტივია, ჩემსას რა დაემართა ვერ გავიგე. https://www.elektroda.pl/rtvforum/topic3510090.html არავისთან არ მქონია, არც ვიცი სად მივიტანო, მე თვითონ ვცდილობდი აღდგენას, რასაც მივწვდი და შევამოწმე მუშაობდა, მაინც შევცვალე ანალოგით, ისევ ვაპირებ რომ მივადგე. კი ვიყიდდი დრემელს მაგრამ ხარისხით ამზე უკეთესის შთაბეჭდილება ვერ დამიტოვა, თითქოს. პ.ს. არ მგონია იმ სამუშაო ადგილის ჩვენება სასირცხვილო იყოს, სადაც ესეთი ლამაზი ნივთი დამზადდა. |
Posted by: trendygirl.me 19 May 2020, 00:17 |
მამენტ მაგისი გაუქმება შეიძლება და გარეს გამოყენება, მე ჩემ დრემელზე მასე მაქვს, ორგინალი სქემა დიდი ხნის მკვდარია. სამუშაო ადგილის ჩვენება კი არაა სასირცხვილო, ის საღორეა სასირცხვილო, რაც მაგ სამუშაო ადგილზეა |
Posted by: Z-owner 19 May 2020, 01:32 | ||
trendygirl.me დიმერი იყიდე ცალკე? ჩამიგდე რა ლინკი რომელია? 170 ვატიანი იყო ეს და კი ექნება მაგდენის თავი, ალბათ, ყველაზე უბრალოსაც, ვოლტების აბავში 0-დან სადამდეა რეგულირება? ისე აწყობაც შეიძლება მაგის პრინციპში.
მაგას არ იცი მერე რა ქვია? საწარმოო, შემოქმედებითი, არეულობა. არც ეგ არ ტეხავს სადაც არაფერი არ ხდება და არ იქმნება, იქ მარტო მტვერია, ისევე როგორც ზოგიერთის თავებში. პ.ს. მომიტევეთ თუ ვაოფებ, ვფიქრობ ყველაზე კარგი ადგილია, სადაც შეიძლებოდა ჩემს კითხვაზე პასუხი მიმეღო. * * * ვნახე დიმერები, კაპიკები ღირს, ამდენ ხანს რატომ მეძინა ნეტა. |
Posted by: suiciderspoon 24 May 2020, 02:39 |
ვახ, რა კარგია შენს გახსნილ თემაში რომ შემოიხედავ და ასეთი საინტერესო ხალხი დაგხვდება <3 |
Posted by: didi bege 4 Jun 2020, 14:11 |
მეგობრებო, ფრეზერი სად შეიძლება შეიძინოს ადამიანმა დამწყებისთვის და რა მოდელი ლობზიკი ვიყიდე , სახრახნისი და იმპაკტი გზაშია, კიდე რას მირჩევდით დამწყები ხის მჩორკნავისთვის |
Posted by: Karavadjo 6 Jun 2020, 12:43 |
didi bege ყველგან იყიდება სადაც ელექტრო მოწყობილობები აქვთ, ფართო არჩევანია დომინოში და ბრიკორამაში. მე მწვანე ბოში მაქვს pof1200 და მშვენიერია. ბელიაშვილზე ბოშის მაღაზიაში ვიყიდე. პ ს. რაც უეჭველი კიდე გჭირდება ხეზე, ვიბრო ზუმფარაა. |
Posted by: baxitskaro 12 Jun 2020, 22:57 |
მეგობრებო ლენტური ხერხს რომელს მირჩევთ ამ ტიპის. სახლისთვის მინდა ნორმალური ხარისხის რომ იყოს და ფასიც ძალიან არ იკბინებოდეს. |
Posted by: Karavadjo 13 Jun 2020, 10:30 |
baxitskaro ეგ რა სურათიც გიდევს ძაან კარგია. 900 ლარამდე ღირდა შარშან, ეხლა ალბათ 1000 ის ფარგლებში იქნება, დომინოში აქვთ. |
Posted by: baxitskaro 14 Jun 2020, 20:52 |
Karavadjo მადლობა მეგობარო |
Posted by: chelo97 15 Jun 2020, 16:12 |
მეგობრებო მოგესალმებით. მინდა შევიძინო კომპაქტური რეისმუსი 1000ლარამდე. რას მირჩევთ? აუცილებელია იყიდებოდეს საქართველოში |
Posted by: ElChico 15 Jun 2020, 21:50 |
დურგალი მურტალიო ბავშობაში ვიცოდი ხოლმე Sorry, Tkven unda daagrovot 100 postingi da iyot forumze 7 dgeze meti xani daregistrirebuli rom dapostot am ganyofilebashi |
Posted by: Dr Dre 15 Jun 2020, 22:35 |
chelo97 1000 ლარად არ მგონია რამე ნორმალური ნახო :/ თუ იპოვი იქნებ მეორადი Makita 2012NB ნახო ეგ კი მოგივიდოდა, უმაგრესი რეისმუსია, ორი წელია მაქვს და კმაყოფილი ვარ |
Posted by: straight away 24 Jun 2020, 14:46 |
ფრეზი და ლენტური ხერხი (დაზგის ლობზიკი) რომელი ფირმა შეიძლება იყიდოს ადამიანმა და სად? ბიუჯეტური ვარიანტები. მადლობა წინასწარ რჩევებისთვის |
Posted by: DJ_PUNK 28 Jun 2020, 16:55 |
მოგესალმებით ყველას, გადავწყვიტე ავეჯის რესტავრაცია. ძველი ხის კარადით დავიწყე და გარკვეულ წინააღმდეგობებს გადავაწყდი. მაგალითად ხელის შკურკით ვაკეთებდი და საკმაოდ რთულია და დიდი დრო და რაოდენობის შკურკა მიაქვს. ასევე ინტერნეტში ბევრი ვიდეო ვნახე მანამდე და ზუსტად ისე შევეცადე გამეკეთებინა. ვიყიდე საღებავის მოსაცილებელი სპრეი დომინოში და თითქმის არაფერი გააკეთა, შემდეგ მითხრეს შპატელით უნდა მოაცილო საღებავი რომ დაასხავ სპრეისო მაგრამ ძალიან მინიმალურად მოაცილა. მაქვს რამდენიმე შეკითხვა და თუ ერკვევით იქნებ მირჩიოთ: 1. თქვენი აზრით სწორად ვაკეთებ რესტავრაციას? ანუ 1) ჯერ სპრეის დასხმა საღებავის მოსაცილებელი (დომინოში ნაყიდმა სპრეიმ დიდი ვერაფერი გააკეთა, 2) შპატელით აფხეკა (ამანაც ვერაფერი გააკეთა დიდი) ინტერნეტში Scrapper ს იყენებენ და ეს არ ვიცი საქართველოში თუ არის საერთოდ, შემდეგ დაახლოებით 40 იანი შკურკით გაწმენდა, მერე 200 იანი და შემდეგ ძალიან წმინდა.3) ამ ყველაფრს შემდეგ ბრიკორამაში მაქვს ნაყიდი პოლონური წყლის ლაკი და ეს რომ წავუსვა. 2. ინტერნეტში როგორც ვნახე უფრო რომ გაიადვილდეს, არსებობს სამი საშუალება 1) სახეხი, 2) შალაშინი, 3) პოლირების ხელსაწყო. მე ვფიქრობ და როგორც უმეტესად იყენებენ ეს არის სახეხ მოწყობილოას რომლებითაც გამოირჩევა ძირითადად Dewalt და Bosch. არსებობს ორ ნაირი როგორც ვნახე ძირითადად გამოყენებაში ეს არის ბრუნვითი რომელსაც უკეთდება შკურკა და ტრიალებს, ხოლო მეორე კი რომელსაც უკეთდება შკურკა და აქვს მხოლოდ ვიბრაცია. რომელიც მრგვალია ანუ რომ ტრიალებს ეს რამდენად საშიშია? ვხვდები რომ ბარგალკისგან განსხვავდება მაგრამ რისკი მაინც არის რომ გავარდეს და რაიმეს მოხვდეს? როგორც ვხვდები ვიბრაციის უფრო ნელია მაგრამ სრულიად უსაფთხო. დომინოში იყიდება ორივე ბრენდი ასევე ბრიკორამაშიც აქვთ. ამაზონზეც იყიდება მაგრამ დრო სჭირდება ჩამოტანას და თან ამერიკაში 110 ვოლტია და როგორ იმუშავებს ან რა გადამყვანი დასჭირდება არ ვიცი. ამ ყველაფერზე იქნებ თქვენი აზრი მითხრათ. 3. მინდა რომ შევიძინო ასევე დრელი კომპაქტური ელემენტზე რომელსაც გამოვიყენებ როგორც დრელს და ასევე შურუპებსაც მოვუჭერ. რომელ ფირმას მირჩევთ? 4. მინდა რომ ასევე შევიძინო სახეხი მოწყობილობა, ან მრგვალი რომელიც მოძრაობს ან რომელიც ვიბრაციაზეა. ამასაც რომელს მირჩევთ? 5. როგორც ვიცი ძირითადად არის ორი მაღაზია ეს არის ბრიკორამა და დომინო. ალბათ ყველაზე სანდოა ხომ სადაც ორიგინალი პროდუქცია შეიძლება იყოს? რამოდენიმე საიტზე ყიდის და მითხრეს საქართველოში ყველაფერი ყალბია და მხოლოდ რეპლიკებიაო და ორიგინალი შეიძლება 800 ლარზე ძვირი ღირდესო. ამაზონზე რაც ღირს ის იაფია და შეესაბამება დომინოს ფასებს მეტ ნაკლებად. თქვენ რას მირჩევთ სად შეძლება ორიგინალის შეძენა? ზოგადად ორი მაღაზია ამომიგდო ინტერნეტში Dewalt ის ერთი ცინცაძის ქუჩაზე და მეორე მითხრეს ონლაინ კონსულტაციაზე ღრმაღელეში არისო. რამდენად ჯობია მანდ მისვლა ან ნამდვილად ორიგინალი პროდუქცია აქვთ? მე ზოგადად ნაკლებად ვარ გარკვეული ამ სფეროში. 6. მიუდგომელ ადგილას მინდა რომ ქლიბებით გავაკეთო. ხომ ვერ მირჩევთ სად შეიძლება შევიძინო კარგი ხარისხის. 7. Wurth ზე რას ფიქრობთ? როგორც მაღალი ხარისხის ბრენდი, ვურტის მაღაზიას აქვს რაიმე მსგავსი მოწყობილობები? 8. ამოტეხილ ადგილებში ვფიქრობ შპაკლი არ გავუკეთო რადგანაც ხშირ შემთხვევაში არ ემთხვევა ლაქის ფერს. თქვენ რას ფიქრობთ ნახერხით რომ ამოვავსო? ანუ თუ ნახერხით ამოვავსებ, ჩვეულებრივად ნახერხს წემოს დავადებ და ისე შევავსებ თუ არსებობს რაიმე სხვა მეთოდი? დიდი მადლობა წინასწარ. ნებისმიერი რჩევა და რეკომენდაცია საკმაოდ მნიშვნელოვანია ჩემთვის. |
Posted by: rommel 28 Jun 2020, 18:19 |
DJ_PUNK მარტო შპატელით ვერაფერს გახდები, თუ არ გააცხელე საღებავი. სპეციალური ფენი იყიდება ამისთვის, თმისაც წავა, ოღონდ სახლში არ გაგიგონ არ იჩქარო, ერთ ადგილზე მოახდინე კონცენტრირება და ნელნელა მიყევი, თან შპატელით აფხიკე. მე ცეცხლის ალსაც ვიყენებდი. რაც დარჩება შკურკით მოაცილე. ელ. ხელსაწყოებზე ვერაფერს გეტყვი. შტერნის რამდენიმე იარაღი მაქვს და მუშაობს რა. პ.ს- მეგობარი მიმტკიცებდა შემთხვევით დამესხა სკამზე აკუსტიკური სოდა და სულ გააცალა საღებავიო. არ ვიცი რამდენად სიმართლეა და გამოგადგება თუ არა. |
Posted by: DJ_PUNK 28 Jun 2020, 18:36 |
დიდი მადლობა. გავითვალისწინებ. დღეს მაინც ვფიქრობ დომინოში მივალ და იმათაც ვკითხავ რას მეტყვიან თუმცა საშინელი სერვისი აქვთ. |
Posted by: Karavadjo 28 Jun 2020, 19:00 |
DJ_PUNK გასაშკურკათ ყველა ვარიანტში მრგვალი იყიდე, ანუ ვიბრაციის.. ბრენდს რაც შეეხება ღრმაღელესთან, ქსნის ქუჩაზე ჩადი და არის არჩევანი, როგორც სახეხებში, ასევე დრელებში.. მიუდგომელი ადგილებისთვის ჯობია ბორმანქანა იყიდო.. ვიურტი ყველას ჯობია მაგრამ ძვირია. ბოშს თუ გადაწყვეტ, ყველაზე იაფად ბრიკორამაშია.. ნახერხით დაშპაკვლას რაც შეეხება, ყველა ვარიანტში ეტყობა ზოგადად ნაშპაკლი ხოლმე ხეს |
Posted by: DJ_PUNK 28 Jun 2020, 23:03 |
Karavadjo დიდი მადლობა. ფასიდან გამომდინარე ძვირი თუ იქნება ჩემთვის, სად მირჩევ რო ვიყიდო ორიგინალი შურუპის დამჭერი და ასევე სახეხი მოწყობილობა ოღონდ სხვადასხვა არჩევანი რომ იყოს. უბრალოდ ორიგინალები რომ იყოს და არა რეპლიკა. |
Posted by: Karavadjo 29 Jun 2020, 22:56 |
DJ_PUNK თუ ფული მოგყვება, ვიურტს რა ჯობია, ასევე ჰილტი, ესენი ჰაი კლასის ბრენდებია. (შურუპა ექნება ორივეს, სახეხი არ ვიცი) თუ მეორე ეშელონს გადაწყვეტ, ანუ დევალტი მაკიტა, ესენი ქსნის ქუჩაზე (ბოში ბრიკორამაში) ბრიკორამაში ფრანგული ბრენდი პეჟოც აქვთ, კარგი ხარისხია მაგრამ ძვირია შედარებით.. სხვათაშორის დომინოა შემომტანი, მეტაბო ასეთი ფირმაა, გერმანიაში საკმაოდ პოპულარულია და ხარისხიანადაც მიიჩნევა, მეც რაც მინახავს მომწონებია, ფასი მთლად დაბალი არაა მაგრამ ადეკვატურია |
Posted by: _Hopes_And_Fears_ 30 Jun 2020, 15:36 |
გამარჯობათ მაინტერესებს ვინმე თუ აკეთებს ჩარჩოებს ? მინდა ხის ჩარჩო რა თქმა უნდა მინით შიგნით მინდა რომ ფეხბურთის მაისური ჩავსვა აი ასეთი |
Posted by: PAINKILLER 30 Jun 2020, 16:55 |
_Hopes_And_Fears_ იყიდება გამზადებული ჩარჩოები |
Posted by: _Hopes_And_Fears_ 30 Jun 2020, 18:45 |
PAINKILLER გამზადებული არ მინდა მადლობ |
Posted by: Z-owner 3 Jul 2020, 13:35 |
DJ_PUNK ქსნის ქუჩაზე იყიდი რამეს, მე მანდ ვიყიდე შტერნის ვიბრაციული, ორნაირი ქონდათ, 150 მილიმეტრიანი და 125, პატარა ვიყიდე და მშვენივრად მუშაობს, ხელით შკურკვა მეზარებოდა და ძაან კაი რამეა თავის ამბავში, ასევე საღებავის მოსაცილებლად არის body 700, ეს ელიავაზე აქვთ, ოღონდ ფასი არ მახსოვს. თუ გინდა ორივეს სურათებს დავდებ საღამოს. ვიბრაციულის მუღამი ისაა რომ ბარგალკასავით არ უნდა ატრიალო, დაადებ დეტალს და მერე ჩართავ, ან უბრალოდ კარგად დააწვები. |
Posted by: PAINKILLER 3 Jul 2020, 13:43 | ||
Z-owner და რაც მთავარია ნაკლებად საშიშია ბალგარკასთან შედარებით |
Posted by: Z-owner 3 Jul 2020, 14:17 |
PAINKILLER კი, ეგრეა, წყნარად ჩალიჩობ შენთვის, თან ზედაპირი უფრო ერთი დონის გამოგდის, ბარგალკა შეიძლება ცოტა გაგექცესსავით. |
Posted by: _pulpa_ 7 Jul 2020, 22:21 |
გამარჯობათ, ძველი ხის კარი მოვხსენი ბინაში და რაც ქონდა, პეტლები (2 მარვჯენა და 2 მარცხენა), საკეტი, მეორე ხარისხოვანი კარის ჩამკეტები, (რომ არ იხსნებოდეს) მოვხსენი ამ კარებს და ვინმეს თუ გინდათ, შემეხმიანეთ, ექსპლუატაციაში ნამყოფია მაგრამ მუშაობს |
Posted by: Karavadjo 9 Jul 2020, 00:01 |
_pulpa_ თვითონ კარებს რა უქენი? |
Posted by: _pulpa_ 9 Jul 2020, 00:20 |
ჩარჩო დავჭერი, ისე ვერ მოვხსენი კედლიდან და კარები ჯერ მიყუდებულია კედელს და მერე წავიღებ სოფელში და რამეს მოვუხერხებ )) |
Posted by: _pulpa_ 13 Jul 2020, 13:32 | ||
არავის გინდათ? |
Posted by: didi bege 17 Jul 2020, 11:24 |
მეგობრებო რამდენიმე დღე ვეჩალიჩე ძველ კომოდს, ფეხები და გვერდები გავასუფთავე მარა წინა მხარეს ვერ მოვუხერხე ვერაფერი კარგად სქლადაა ლაკირებული, როგორც ჩემი მოკლე ჭკუით მივხვდი ეპოქსიდის ლაკია , უაიტ სპირიტიო, ბ-646 ეს ორი გამხსნელი გამოვიყენე და ხეირი არაა ბალგარკაზე შკურკის პირს ეგრევე ჭედავს "სმალათი" ერთი ვარიანტი ვიფიქრე, ტექნიკური ფენი არ მაქვს და შპატელი რომ გაზზე გავაცხელო ხო არ გავაფუჭებ რამეს |
Posted by: PAINKILLER 17 Jul 2020, 11:28 |
didi bege დადე სურათი აბა რა კომოდს შკურკავ და რისთვის შკურკავ საერთოდ? ეპოქსიდის ლაკით იყო დაფარული ძველი ხარისხიანი ავეჯის უმეტესობა, ე.წ. "პალიროვკიანს" ეძახდნენ, მაგას ვერანაირი გამხსნელი ვერ მოაშორებს შანსი არაა, შკურკვაც იმდენი დასჭირდება სჯობია ეგრევე შეღებო ზემოდან, ან შპონი დააკრა |
Posted by: didi bege 17 Jul 2020, 11:30 | ||||
ეგენი ვიბრაციულია თუ ელიპტიკური ხო განსხვავდება ერთამენთისგან * * *
რაღაცა ძველი ჩხლართი კომოდია, კომოდიც არააა პრინციპში უფრო ტუმბოა , თან ხისაც არ არის შპონ გადაკრული დსპ-ეა ცოლმა აიტეხა შვეღებოთო, მართალი რო გითხრა არანაირი ისტორიული და მენტალური ღირებულება ჩემთვის არა აქვს ისე გავერთობი მეთქი , ეგაა რა პალიროვკიანი, ტყუილად გავაფუჭე ე.ი. ზედაპირი ბალგარკა ცოტა ძლიერად რო დავადე ქე ჩავედი შპონზე, და მასე რო მივყვე გავაფუჭებ საერთოდ |
Posted by: PAINKILLER 17 Jul 2020, 11:45 |
didi bege ეს გადააკარი https://www.amazon.com/gp/product/B07C6FFHWR/ref=ox_sc_saved_title_4?smid=A2R3S5YZ9HA29G&psc=1 |
Posted by: Karavadjo 21 Jul 2020, 22:14 |
_pulpa_ თვითონ კარებს რა უქენი? |
Posted by: trendygirl.me 17 Aug 2020, 00:52 |
ეჰ ხალხი გამომშრალ კარგ ხეს აგდებს, ჩვენ კიდე ვეძებთ ესეც ჩემი მორიგი "შედევრი" - დედაჩემმა "კუხნა" გაარემონტა და იმის ჩამოკიდებას აპირებდა, ლოფტს რო ეძახიან, შავი, გამურული ნათურები როა. თავი გავიგიჟე, ეგ არ დამანახო თქო და გავუკეთე უცბად ეს |
Posted by: Karavadjo 19 Aug 2020, 00:13 |
trendygirl.me ყველა შენს ნივთს როგორ ეტყობა დამოკიდებულება, მიდგომას ვგულისხმობ. სუფთა უნაკლო.. მშვიდობაში დედას, მშვენიერი ხალისიანი წევრი "კუხნის" |
Posted by: Ali-Baba 19 Aug 2020, 21:52 |
ვინმეს მაკიტას ლენტური თუ გაქვთ, იქნებეს დეტალი მითხრათ სად მიდის ? დავშალე და აწყობისას მომრჩა |
Posted by: trendygirl.me 19 Aug 2020, 23:16 |
Karavadjo მადლობა ესეც მორიგი შემოქმედება, ოღონც არ მახსოვს, შეიძლება დავდე უკვე |
Posted by: giorgi--6 14 Sep 2020, 01:53 |
გამარჯობა ვინმეს ხომ არ გაქვთ crown ან rtrmax ის ტორსული ხერხი სალასკაზე რომ არის? მაინტერესებს როგორ მუშაობს ღირს თუ არა მაგის ყიდვა. |
Posted by: ირაკლო 2 Oct 2020, 16:54 |
ხალხო ესეთ რამეს საქართველოში ვიშოვი? ან საერთოდ რა ქვია ქართულად? https://www.amazon.com/Kreg-K4-Pocket-Hole-System/dp/B001DYFISG/ref=sr_1_7?dchild=1&keywords=pocket+hole&link_code=qs&qid=1601642955&sourceid=Mozilla-search&sr=8-7&tag=mozilla-20 |
Posted by: barret09 14 Oct 2020, 17:14 | ||
მოკლედ დომინოში ვიყიდე take oil ცვილის შემცველი ზეთი და მეორე პირზე გამაწამაა ცვილს იკეთებდა წერტილებათ სავარაუდოდ დიდი ხნის ნადები იყო ვადას აღარ დავაკვირდიი გავწამდიი ზეთისგან ესეთი არაფერიი მინახიაა ბოლოს მოვიყვანეეე როგორც იქნაა ჭკუაზე მაგრამ ისე ვერა როგორც მინდოდა გადაშკურკვა და თავიდან კეთების ნერვი აღარ შემრჩა. მთელი ის მუღამი და მოლოდინი რაც ზეთისგან მქონდაა ვერ მივიღე ის კაიფიიი პირველდ ვიყიდე ეგ ზეთი და უკანასკნელადაც არადა პლიუსებში ისაქ რო საკმაოდ სწრაფად შრება მაგრამ რათ გინდაა გავწამდიი ცვილის წერტილებით მსგავსი რამ არასოდეს მინახია. პალიროვკა გავუკეთე ბოლოს ქეჩოთი რაც დიდად არმინდოდა * * *
ჩემ თაროს მოუხდება მსგავსიი ვფიქრობ სუ ესეთზე რასაფასებ რო ვიცოდე? |
Posted by: kazani2 16 Oct 2020, 23:05 | ||||
Crown-ის დრელი და ლობზიკი მაქვს. გადასარევი არ არის, მაგრამ ფასის გათვალისწინებით კარგია და რაც მთავარია თავის საქმეს აკეთებს. შეიძლება უკეთესი ვარიანტი იყოს იგივე ან ნაკლებ ფასად, მოძებნა უნდა. რტრმაქსს რაც შეეხება, არ ვიცი ტორსული ხერხები როგორი აქვთ, მაგრამ რაღაცას ვეძებდი და საკმაო რაოდენობით ცუდი შეფასებები ქონდა. * * *
არ ვიცი რამდენად გიღირს ასეთი რამის ყიდვა, მაგრამ ფასი საკმაოდ მაღალი აქვს ჩემი აზრით და ჯობია შენ თვითონ გააკეთო. |
Posted by: giorgi--6 17 Oct 2020, 15:18 |
kazani2 რომელი ფირმის ყიდვა ჯობს ხომ ვერ მირჩევ შედარებით იაფი რომ ღირდეს ტორსული ხერხი და ფრეზი? დევალტი მაკიტა ბოში მეტაბო და სხვა ეგეთი ბრენდები ძალიან ძვირია |
Posted by: Ali-Baba 17 Oct 2020, 23:12 |
giorgi--6 მწვანე ბოშის ფრეზს თუ გაწვდები ნორმალურია. დომინოში იყო კიდევ სტატუსის ფირმის ფრეზი. მაგასაც ასე თუ ისე კარგი რევიუები ქონდა. |
Posted by: barret09 18 Oct 2020, 02:33 |
ვინმემ რამე კაი ზეთი ცვილით თუიცით მირჩიეთ რა ან წყლის ბაზზე რამეე ლაკი ან მსგავსიი , ან შტალეშნიცა რითიი დავფარო რითი ჯობია კომპრესორით გალაკვა არმინდა დიდად აკრილის ლაკი არმინდა და ეს ცვილიანი ზეთი საშინელება ვიყიდეეე ამბოლოს ადრე მქონდა გამოწერილი კაი ზეთი მარა ძანნ ძვირი ჯდება და ლოდინიც მეზარება. მირჩიეთ მხოლოდ ისე რასთანაც გიმუშავიათ და იცით რაცაა |
Posted by: Ali-Baba 18 Oct 2020, 13:41 |
https://ecowood.ge/product/altax-khis-phasadis-lazuri-tsvilith-maghali-tselvadobis/ ეს ვიყიდე ადრე და საკმაოდ კარგი იყო. სამუშაოდაც და შედეგიც. |
Posted by: kazani2 19 Oct 2020, 15:11 | ||
ტორსული ხერხები არ მინახავს, მაგრამ ფრეზებზე საკმაოდ ბევრი ვეძებე. ცანგას უჭირავს ფრეზის პირი და კი ამბობენ დიდი მნიშვნელობა არ აქვსო, მაგრამ სიფრთხილეს თავი არ ტკივაო... მე პირადად გირჩევდი ყურადღება მიაქციო. მაგალითისთვის მივამაგრებ სურათებს. 1. ცუდი: ფრეზს მხოლოდ პატარა ფართობზე იჭერს 2. კარგი: ფრეზს მთელ ფართობზე იჭერს ჩაჭრილი ადგილის საშუალებით 3. კარგი: როგორს პირველ ვარიანტში ბოლომდე არ არის ჩაჭრილი, მაგრამ ახლოსვე აქვს საპირისპირო მხრიდან ჩაჭრილი და ასე მონაცვლეობით იგივე შედეგია რაც 2 ვარიანტში კიდევ გასათვალისწინებელია რომ არ ქონდეს "люфт" ძალიან ზემოთ-ქვემოთ მოძრაობის დროს , უზუსტობებს მოგცემს, გააჩნია რისთვის გჭირდება, შეიძლება დააიგნორო ეს პუნქტი. ცანგის დიამეტრი, მიდის თუ არა რამდენიმე ზომის ცანგა და ფრეზები. რა სიმძლავრე აქვს. მე პირადად ჩემთვის ავარჩიე ეს: (არ მიყიდია, ფული აღარ დამრჩა ) https://mira.ge/p/etech/21 ადგილზე არ მინახავს მაგრამ ინტერნეტში დათვალიერებით ყველა სხვას აჯობა. Crown-ის ყიდვას ვაპირებდი, მაგრამ ცანგა აქვს ცუდი და გადავიფიქრე. უი კიდევ, ტორსული ხერხი რატომღაც ცირკულარული ხერხი მეგონა. ნუ ტორსული არ ვიცი, მე პირადად ვფიქრობ ფრეზერთან ერთად როცა ფული მექნება უბრალოდ ცირკულარული რამე (ავარჩევ როცა იქნება და მაგიდაში ჩავამაგრებ ან რაიმე მსგავსს ჩემით. ბევრი ვიდეოა მსგავსი და არც ისე ძნელია. სხვას ვერაფერს გეტყვი. პ.ს. პროფესიონალი არ ვარ და არც დიდი გამოცდილება მაქვს, უბრალოდ ინტერნეტიდან მაქვს ნასწავლი |
Posted by: Ali-Baba 19 Oct 2020, 22:16 |
kazani2 მეორე ფოტოზე ცანგა რაცარის, ერთი ცუდი აქვს, რომ თუ ზუსტად თავისი ზომა არ არის ფრეზის პირი, არ დაიჭერს. მაკიტას ფრეზი მაქვს პატარა და ზუსტად 6 მმ უნდა იყოს. ინჩებიანი არ ჯდება. ცალკე ვიყიდე ინჩიანის ცანგა და იმიდან 6მმ- ვარდება მე 3 ფოტოს ცანგები ძირითადად ცნც-ებს უყენია. ხელის ფრეზზე რაღაც არ მახსენდება |
Posted by: kazani2 25 Oct 2020, 05:28 | ||
ჭრილის საჩვენებლად რაც პირველი ვიპოვე ის ჩავსვი. და ინჩიანები სხვა სტანდარტზეა გათვლილი. რაც ფრეზს უწერია იმ სტანდარტის უნდა გამოიყენო. ყველაზე არ მიდის როგორც ვიცი ცალკე ნაყიდი ცანგები და ფრეზები. |
Posted by: Ali-Baba 25 Oct 2020, 09:09 | ||
kazani2
ეგ კონკრეტული ცანგა არ მიგულისხმია. ზოგადად მასეთი ერთიანი ჭრილი, მგონი რომ ვერააქვთ მთლად კარგად გათვლილი. ოთხიანს უფრო მეტი მოძრაობის საშუალება აქვს და მაგისთვის არ უნდა იყოს პრობლემა ინჩიანი იქნება თუ მმ-ნი. ჯერ არ მქონია პრაქტიკული შეხება დიდი ფრეზის ინჩიან პირებთან. |
Posted by: giorgi--6 26 Oct 2020, 17:48 |
Ali-Baba kazani2 გმადლობთ რჩევისთვის |
Posted by: ირაკლო 31 Oct 2020, 21:57 | ||
მე თვითონ ეგეთ ყალიბს მგონი ვერ გავაკეთებ. ალიექსპრესზე ბევრად იაფებია ეგ ყალიბები. მგონი ღირს შეკვეთა ხალხო Milwaukee-ს პროდუქცია ეგეთი ძვირი რატოა? |
Posted by: Ali-Baba 2 Nov 2020, 20:46 |
ირაკლო https://www.banggood.com/Pocket-Hole-Jig-9_5mm-Dowel-Jig-Aluminum-Alloy-Hole-Drill-Guide-With-Quick-Fixed-Clamp-Base-For-Drilling-Woodworking-Tools-p-1571670.html?p=R9011426175690201811&custlinkid=1256070&ID=46423&cur_warehouse=CN ეს ჩინური ვარიანტია. უფრო იაფია ვიდრე Kreg-ი. ნახე აბა ეგ ვარიანტიც. მე ერთიანი ვიყიდე. ხშირად არ ვიყენებ. აი ეს ვარიანტია https://www.amazon.com/gp/product/B07C2BZ8R5/ref=ppx_yo_dt_b_asin_title_o02_s00?ie=UTF8&psc=1 და მაგის სვერლო ცალკე https://www.amazon.com/gp/product/B01DGHHWE0/ref=ppx_yo_dt_b_asin_title_o01_s00?ie=UTF8&psc=1 |
Posted by: Karavadjo 6 Nov 2020, 21:47 |
მეგობრებო, ვისაც გამოცდილება გაქვთ, ისეთი ზედაპირის თვის, როგორიცაა სამზარეულოს ზედაპირი და ხის ფასადი, რომელი ზეთი გიხმარიათ? მე კი ვიცი რაღაც კონკრეტული კარგი ზეთი, მაგრამ ისეთი მინდა რომელიც ცოტა შეკრავს ზედაპირს, რომ მაქსიმალურად მედეგი იყოს ფიზიკურ ზემოქმედებაზე, ჯაგრისით მოხეხვას ვერცერთი გაუძლებს მაგრამ სამზარეულოა, სველი წესით ჩვრის ხახუნს რომ კარგად გაუძლოს, აბა გისმენთ |
Posted by: trendygirl.me 8 Nov 2020, 00:45 |
ზეთი კარგი რო იყოს, სხვა რამეს კი არ მოიგონებდნენ ზეთი არის ბუხარზე შემოსადები სუვენირული ჩიბუხისთვის. რეალურ ცხოვრებაში თუ მექანიკური ზემოქმედებაა, სპეციალური ლაქები როა, გემბანი და ასე შემდეგ, მაგას ვიყენებ, ან 2 კომპონენტიან ეპოქსიდს. |
Posted by: Karavadjo 8 Nov 2020, 21:23 |
trendygirl.me შენი აზრი კომპეტენტურია ჩემთვის, აბა გისმენ უფრო დეტალურად. სამზარეულოს ვაწყობ ფანერით 18 მმიანი ფანერით, ხოდა ფიქრობ ზეთი არ იქნება მიზანშეწონილი? |
Posted by: trendygirl.me 8 Nov 2020, 21:33 |
Karavadjo ადრეც დავწერე, აი ეს წიგნი, ღირს კაპიკები და აბსოლიტურად ყველაფერი წერია ხის დამუშავება-გალაქვაზე, მათ შორის ინტერნეტში და ხალხში გავრცელებულ მითებზეც ზეთზე და სხვა რაღაცეებზე. https://www.ebay.com/itm/Understanding-Wood-Finishing-American-Woodworker/293804551247 ჩემი ეგზემპლარი გავაჩუქე თორე მოგცემდი. რაც შეეხება ზეთს, ცვილს და სხვა ორგანულ ნაერთებს, რომლებიც არ იცვლის აგრეგატულ მდგომარეობას ზედაპირზე დატანვის შემდეგ, მათი გამოყენება მიზანშეწონილია 2 შემთხვევაში: 1. როდესაც ზედაპირი არის დეკორატიული სახის, არ განიცდის ფიზიკურ ზემოქმედებას და გარემოს ზეგავლენას. ანუ ხის ჭიშკრისთვის არ ვარგა, მაგრამ დეკორატიული ფანდურისთვის, სერვანტში დასადებად - მიდის. მეორე შემთხვევა არის განპირობებული იმ ფაქტით, რომ ზეთი და ცვილი უსაფრთხოა კვებისათვის (რათქმაუნდა, ყველა არა) და მათი გამოყენება შეიძლება მაგალითად საჭმლის საჭრელ დაფაზე, სამზარეულოს (საკვების მოსამზადებელი) მაგიდის ზედაპირზე, ოღონც იმ პირობით, რომ მინიმუმ 2-3 დღეში ერთხელ მოხდება ამ საფარის განახლება. ფანერისგან კიდე რა ნაწილს აკეთებ, შიდა კედლებს, ვთქვათ უჯრებისას, თუ გარე ზედაპირებს? |
Posted by: ირაკლო 8 Nov 2020, 22:50 |
Ali-Baba გაიხარე შავ პარასკევს დაველოდები, ეგება რამე ფასდალკებები იყოს. |
Posted by: freemen 9 Nov 2020, 01:07 |
გაუმარჯოს. კარების შებრუნება მინდა ჩარჩოიანად და ამავე დროს კერებია პეტლებიანადსჰესაბრუნებელი სხვა მხარეს რომ იღებოდეს, ასევე კარების სახელურის გამაგრება, მე ვერ ვამაგრებ, ამოღრუტნულია უშნოდ და არ იჭერს. კარები მასიური ხისაა. ან ვის შეუძლია რომ დამეხმაროს, ან ნომერი თუ იცით ვინმესი?წინასწარ მადლობა. |
Posted by: Karavadjo 10 Nov 2020, 01:03 |
trendygirl.me აუ მახსოვს ის პოსტი, ეს წიგნიც დადე და მეორეც. ვიყიდიდი აქამდე 9ჯერ, პროსტა არ ვიცი უცხო ენა, სამწუხაროდ. ჩემი ინგლისურით მაგას ვერ გავიგებ, თორე დახარბებული ვარ ინფორმაციებს, ლიჟბი საიდანმე რამე გავიგო.. სამზარეულო ვიზუალურად იქნება ფანერის, სწრად მიხვდი - უჯრის შიგთავსი არა, მაგრამ შუბლი ფანერა, კარადების კარები, ღია თაროები, მთლიანი ფასადი ფანერა. და ბარივით სასადილო მაგიდის ზედაპირიც ორმაგი ფანერის ზედაპირით. აი რასაც მეტყვი იმით დავამუშავებ, ჩემ პირობებში მე რასაც შევძლებ, აბა მირჩიე |
Posted by: trendygirl.me 10 Nov 2020, 09:32 |
მაგ წიგნს დიდად წაკითხვა არ უნდა - შიგ ძირითადად დიდი და ფერადი სურათებია ფანერას რაც შეეხება, თუ სტანდარტული, სუფთა ფანერაა, ნებისმიერი ლაქი მიდის მაგაზე. მაგრამ რახან შპონს რამეს არ აკეთებ, ესე იგი სავარაუდოდ ხის ფაქტურის გამოკვეთა გინდა, ანუ რამე მარილკით აპირებ დამუშავებას. მე პირადად ასე გავაკეთებდი, სადაც სამუშაო ზედაპირია, ანუ სადაც რამეს დადებენ, დაჭრიან და ასე შემდეგ, ჯერ მარილკა და მერე 2 კომპონენტიანი გამჭირვალე ეპოქსიდი. დანარჩენებზე, თუ არ მინდა იპრიალოს, მარილკა და ზემოდან გენჩის ნიტროლაკი, ოღონც მატოვი, პრიალა არა. ისე ზოგადად, ლამინატი და სტალეშნიცა ტყუილა კი არ მოუგონიათ, არაა ფანერა სასამზარეულოე. მით უმეტეს 10მმ, ფანერა დრეკადია და იღუნება ადვილად |
Posted by: Karavadjo 10 Nov 2020, 14:08 |
trendygirl.me 18 მმ იანი ფანერა, ანუ ლამინატის სისქე რაცაა. 10 მმიანზე ანჯამასაც ვერ დაამაგრებ.. სამუშაო მაგიდა არცერთი არაა, სამზარეულოზე იქნება სტალეჩნიცა, ხოლო მოპირდაპირე მხარეს ბარივით, იგივე სიმაღლის, 2 ადამიანის სასადილო მაგიდა, ანუ ზედ არაფრის დაჭრას არ ვფიქრობთ. ეპოქსიდი ძვირია როგორც ვიცი და პრიალა არც მინდა, თან ვერ ვიზავ.. 1.მარილკა რა არის? * * * trendygirl.me მაგ ნიტროლაკს სახლის პირობებში წავუსვამ? საფრქვეველის გარეშე. ივარგებს? * * * ეს როგორია, გიხმარია? |
Posted by: trendygirl.me 10 Nov 2020, 18:59 |
ოკ შემდეგი ეტაპი. ხის ფერის მიმცემი ნივთიერებები, ზოგი რო ბეიცს ეძახის, არის 2 ტიპის. პიგმენტური და ჩვეულებრივი. ჩვეულებრივი უბრალოდ ზოგადად ფერს აძლევს, პიგმენტური გარდა იმისა რომ ფერს აძლევს, კიდე უფრო გამოყოფს ხის ტექსტურას და ნახატს. მარილკას მაგას ეძახიან. ეპოქსიდის დასხმა ისე შეიძლება რომ არ იპრიალოს და ხის ფაქტურაც შეინარჩუნოს, მაგრამ რთულია. ნიტროლაკს პულვერიზატორის გარეშე ვერ წაუსმევ თანაბრად ვერანაირად. ამ ფოტოზე რაც არის ეგ არ გამომიყენებია, თუმცა მაგეების ავ-კარგიანობის დადგენა შედარებით მარტივად შეიძლება. ერთიდაიგივე ზომის წვეთი დააწვეთე კარგად გაშკურკულ და გასუფთავებულ, უმტვერო ხეზე და შუშაზეც. რაც უფრო ხარისხიანია, მით უფრო დიდზე გაიშლება ხეზე, შუშასთან შედარებით. კარგი ხარისხისა 3-4 ჯერ მეტ ადგილს დაიკავებს. |
Posted by: Karavadjo 10 Nov 2020, 20:38 |
trendygirl.me გასაგებია. გავარკვევ ჩემთან ახლოს თუა ვინმე ვინც გამილაქავს. ამის ავკარგიანობასაც დავადგენ. ისე შენ რომელს გაუწევდი რეკომენდაციას? პიგმენტურს, ფაქტურა რომ გამოკვეთოს. და ხო ჩვეულებრივ ესმევა, ხელით |
Posted by: trendygirl.me 10 Nov 2020, 23:07 |
მე ან ჩინეთიდან ვიწერ, ან ამერიკიდან, აქ მე რა ფერებიც მინდა (წითელი მაჰაგონი, ვარდისფერი, იასამნისფერი) ვერ ვიშოვე. ჩინეთიდან ვიწერ MEYER -ის ფირმის, ამერიკიდან Birchwood Casey. აქ გორგიაში და ბრიკორამაში ვერანაირი ვერ ვნახე საერთოდ. თუ მეტყვი სადაა, ვიყიდი გავტესტავ, მეც მაინტერესებს. რაც შეეხება რომელი ტიპი ჯობია, ეგ დამოკიდებულია გემოვნებაზე და მიზეზზე. მე ორივეს ვიყენებ, საჭიროებიდან გამომდინარე, ხვალ თუ არ დამავიწყდა, ერთიდაიგივე ფიცარს გაჩვენებთ ორივეთი დამუშავებულს. |
Posted by: Karavadjo 11 Nov 2020, 00:48 |
trendygirl.me აი მე რაც განახე, არ ვიცი პიგმენტურია თუ რა არის, არასდროს მქონია შეხება ბაეცებთან, უბრალოდ ცოტა აღმოვაჩინე მეგობართან, ფანერაზე დავტესტე და მომეწონა, ფაქტურაც გამოაჩინა, გაშრობის მერე ზეთი გადავუსვი და რამდენიმე დღის მერე სველი ხელით ვცადე ზემოქმედება, არ გადმოაქვს ფერი და არ იცვლის იერსახეს. დომინოში ვნახე მერე და 52 ლარი ღირს ლიტრიანი. * * * ის წიგნი გამოვწერე.... |
Posted by: trendygirl.me 11 Nov 2020, 13:46 |
Karavadjo წვეთი დააწვეთე შუშაზე, დადე და აცადე გაშრეს. რო გაშრება, თუ კიდეები უფრო მუქი ექნა ვიდრე ცენტრი, ესე იგი პიგმენტურია |
Posted by: freemen 12 Nov 2020, 09:16 |
გაუმარჯოს. კარების შებრუნება მინდა ჩარჩოიანად და ამავე დროს კარებია პეტლებიანად შესაბრუნებელი სხვა მხარეს რომ იღებოდეს, ასევე კარების სახელურის გამაგრება, მე ვერ ვამაგრებ, ამოღრუტნულია უშნოდ და არ იჭერს. კარები მასიური ხისაა. ან ვის შეუძლია რომ დამეხმაროს, ან ნომერი თუ იცით ვინმესი?წინასწარ მადლობა. |
Posted by: Karavadjo 12 Nov 2020, 13:39 |
freemen ფბზე, ჯგუფია რემონტი, იქ დაპოსტეთ და გამოგეხმაურებიან. * * * trendygirl.me ესეიგი ვნახე ტიპი გალაქვაზე, ბაეცსაც მე მივასხავო და ეგრე ჯობია? მეთქი კარგად დამუშავებულს მოგიტან, მარა მაინც ჯერ 1-2 გრუნტი უნდაო, თორე ბუსუსებს გაიკეთებსო, ხოდა აბა შენი რჩევები როგორია |
Posted by: trendygirl.me 12 Nov 2020, 19:33 |
კი, ჯერ ზოგადად ჯობია ნიშადურით დამუშავება, ამოიღებს ბუსუსებს. მერე გაშკურკვა. მერე რო გაშრება, ბეიცი, კიდე ამოიღებს ბუსუსებს და კიდე გაშკურკვა, მერე კიდე ბეიცი მსუბუქად, მერე 1-2 ფენა გრუნტი, კარგად გაშრობით და მერე გაშკურკვით და მერე ზემოდან 3-4 ფენა ლაქი და გაპრიალება მარა ამ მეთოდით გამოვა სარკისნაირი ზედაპირი, ხის სტრუქტურა აღარ ექნება. |
Posted by: ირაკლო 15 Nov 2020, 23:53 |
trendygirl.me ხის ტექსტურა რო შეინარჩუნოს, როგორ უნდა გაილაკოს? |
Posted by: trendygirl.me 16 Nov 2020, 00:04 |
მაგაზე ადვილი რა არის. პირველი ფენა თხელი გრუნტი, არ ვშკურკავთ. მერე 2-3 ფენა თხელი ლაქი, ეგეც გაშკურკვის გარეშე. შემდგომ, კარგად რო გაშრება, სურვილის მიხედვით ვაპრიალებთ. პრიალაც იქნება მაგრამ ხის ფაქტურაც ექნება. |
Posted by: ირაკლო 16 Nov 2020, 12:32 |
trendygirl.me და უხეში ლაკები არსებობს? რო არ პრიალებდეს ეგეთ შედეგს ლაკით ვერ მივიღებ? |
Posted by: trendygirl.me 17 Nov 2020, 00:31 |
ხოდა ეგ დაგიწერე თუ არ გააპრიალებ, არ იქნება პრიალა მაინცდამაინც გამოჩორკნილი და ბურატინოსავით უხეში ფაქტურა თუ გინდა დაუტოვო, ე.წ. გემბანის ლაქი ან ნებისმიერი სხვა, წყალზე დაფუძნებული ლაქი აიღე. ლაქების კლასიფიკაცია ზედაპირის მიხედვით: სარკისებრი პრიალა: ეპოქსიდი, პოლიეთერი, პოლიესტერი, 2 კომპონენტიანები (15-30 წუთში მზადაა მარა ჩემ ფეხებს იშოვით აქ) პრიალა (საჭიროების შემთხვევაში, სარკისებრიც) ნიტროლაქები (ყველაზე ჩქარა შრება, 2-3 დღე ყველა ფენაზე ჯამში), ალკიდური (ეს სანამ კარგად გაშრება, თქვენი ოჯახის ყველაზე უმცროსი ყველაზე უფროსი გახდება) ისე რა პრიალა (სარკისებრს ვერ დააყენებ): ურეთანი, აკრილი, ზეთოვანი) არაპრიალა: წყალზე დაფუძნებულები, გემბანის. ეხლა რა ხდება, ყველა ამ კატეგორიას აქვს თავისი ქვე ვარიანტებიც. მაგალითად, ნიტრო არის მქრქალიც და პრიალაც. მაგრამ ნიტროს მქრქალი იქნება უფრო პრიალა, ვიდრე მაგალითად წყლის პრიალა. იმიტომ რომ ზოგადად ნიტრო უფრო პრიალაა. |
Posted by: ირაკლო 18 Nov 2020, 00:36 |
trendygirl.me გაიხარე დეტალური ინფოსთვის ფიჭვის 9X18 მორები დამრჩა სახლის მშენებლობიდან და მინდა ფეხსაცმლის კარადა გავაკეთო. ცოტა უხეში და ნალურსმანები მასალაა და მინდა დეფექტები შეინარჩუნოს. ხიჭვებს და მსხვილ ბუსუსებს ხელით ვაზუმფარებ და მსხვილ დეფექტებს ვუტოვებ. მინდა გავლაკო და ცოტა გავამუქო. |
Posted by: trendygirl.me 18 Nov 2020, 10:41 |
გაითვალისწინე, რო გაამუქებ, ინვერსია მოხდება - რაც ეხლა ბაცია, ის გამუქდება და რაც ეხლა მუქია - ბაცად დარჩება. ფიჭვის გამუქება ასეც შეიძლება. |
Posted by: temuri426 21 Nov 2020, 12:57 |
სალამი, სახლში,შიდა კიბეზე მჭირდება პატარა ხის კარის გაკეთება, ბავშვები ადიან მუდმივად და მინდა რომ ჩავკეტო. ზომა დაახლოებით: სიგანე 120, სიმაღლე 60. თუ დაინტერესდებით დეტალურად გაჩვენებთ ტელეფონით სურათებს. კარი ერთ მხარეს კედელზე უნდა მიმაგრდეს, ხოლო მეორე მხარეს კიბის მოაჯირს მიებჯინება. რა თქმა უნდა ამ ყველაფერში ფულსაც გადავიხდი. |
Posted by: honda crv 22 Nov 2020, 22:06 |
რასკროის პროგრამაში ერკვევით ვინმე? |
Posted by: Karavadjo 23 Nov 2020, 09:58 |
honda crv მე ტელეფონში აპლიკაცია მაქვს sheet cutting, დიდი ვერაფერი მაგრამ მარტივია * * * temuri426 ფეისბუქზე, რემონტის ჯგუფში დაპოსტეთ, იქ უფრო გამოგეხმაურებიან |
Posted by: honda crv 24 Nov 2020, 17:16 |
ლამინატზე უჯრები როგორ ანგარიშდება ხომ არ იცით? რაშიც უნდა მოთავსდეს არის 600მმ/400მმ/220მმ გარედან და შიგნით უჯრა როგორ უნდა დაანგარიშდეს? მასალა 180მმ (სალასკები რამდენზე სმ-ზე უნდა გავითვალისწინო) ასევე კარადის კარებებს შორის და უჯრებს შორის დაცილება რამდენი მმ უნდა გავითვალისწინო? |
Posted by: Karavadjo 28 Nov 2020, 08:25 |
honda crv გააჩნია უჯრას, შუა უჯრაა თუ მაგალითად ქვევითა, რომელმაც უნდა ჩაკეტოს ქვევით. სალასკებზე 13-13 მმ უნდა გამოაკლო, ანუ სიგანე -26 გექნება. სიღრმეზე რამდენიც გინდა იმდენი მოაკელი, თუ მაქსიმალურად ათვისება გინდა, 2 სმ რო მოაკლო საკმარისია, თუმცა შენ შემთხვევაში 55 სმს გავაკეთებდი. სიმაღლეს რაც შეეხება, თუ 150 მმ აიღებ, ქვედა უჯრა იქნება თუ ზედა, ნებისმიერ შემთხვევაში ოპტიმალური იქნება.. უჯრის და კარებებს შორის დაცილება 3 მმ ითვლება ოპტიმალურად |
Posted by: honda crv 30 Nov 2020, 14:25 | ||||
ანუ კარადა თუ გარედან იქნება სიგრძე 600მმ, სიგანე 400მმ, სიმაღლე 220მმ, კედლის სისქე (18მმ-იანი სისქის ლამინატის ლისტზე) მარცხნიდან და მარჯვნიდან მოაკლდება 18+18მმ ხო (თუ რამდენს ანგარიშობენ?)? შემდეგ სალასკების სისქის მარცხნიდან და მარჯვნიდან მოაკლდება 13+13მმ, ხოლო უჯერბს შორის დაცილება ან კარადის კარებებს შორის დაცილება უნდა ვიანგარიშო 3მმ? სწორად ვწერ? Kარავადჯო
ეს ვერ გავიგე. * * * Karavadjo
დიდზე რჩება ცარიელი და 2მმ რომ გავუშვა რაუჭირს (ასანთის ღეროს სისქეა ზუსტად)? * * * სწორია? * * * ეს კარადა სხვა ზომებია და სხვანაირი სალასკა აქვს, ძველებური |
Posted by: Karavadjo 1 Dec 2020, 11:12 |
honda crv ეგ სალასკა რა ზომაა არ ვიცი, შეცდომაში არ შეგიყვანო. რაც შეეხება დანარჩენს: ზოგად პრინციპს გეტყვი და შენ დაიანგარიშე შენ შემთხვევაში, თორე მე შენსას ვერ ვიგებ.სიღრმეს სიგანეს ეძახი მგონი.. მე გითხარი უჯრის ზომების პრინციპი, უჯრის შუბლი იმის მიხედვით უნდა განსაზღვრო, თუ რა გინდა რო დაფაროს ან არ დაფაროს, იქნებ ორმაგი კედელი აქვს კარადას ხო არ ვიცი, ამიტომ თვითონ ყუთი შუბლის გარეშე, შიდა კედლებიდან -13 და -13 მმ ორივე მხრიდან, ტელესკოპური სალასკის შემთხვევაში, სიმაღლე 150-170 მმ, და სიღრმე - ნიშა რა სიღრმეცაა მინუს 2-4 სმ.. ზაზორებზე კიბატონო 2 მმ შეგიძლია, მაქსიმალურად გამართულად უნდა ააწყო ოღონდ, რო არ გაგჭედოს ეგეთმა პატარა სამოძრაო ადგილმა. |
Posted by: honda crv 2 Dec 2020, 02:01 |
Karavadjo მადლობა................. |
Posted by: Karavadjo 3 Dec 2020, 01:14 |
honda crv ეგ სალასკა რა ზომაა არ ვიცი, შეცდომაში არ შეგიყვანო. რაც შეეხება დანარჩენს: ზოგად პრინციპს გეტყვი და შენ დაიანგარიშე შენ შემთხვევაში, თორე მე შენსას ვერ ვიგებ.სიღრმეს სიგანეს ეძახი მგონი.. მე გითხარი უჯრის ზომების პრინციპი, უჯრის შუბლი იმის მიხედვით უნდა განსაზღვრო, თუ რა გინდა რო დაფაროს ან არ დაფაროს, იქნებ ორმაგი კედელი აქვს კარადას ხო არ ვიცი, ამიტომ თვითონ ყუთი შუბლის გარეშე, შიდა კედლებიდან -13 და -13 მმ ორივე მხრიდან, ტელესკოპური სალასკის შემთხვევაში, სიმაღლე 150-170 მმ, და სიღრმე - ნიშა რა სიღრმეცაა მინუს 2-4 სმ.. ზაზორებზე კიბატონო 2 მმ შეგიძლია, მაქსიმალურად გამართულად უნდა ააწყო ოღონდ, რო არ გაგჭედოს ეგეთმა პატარა სამოძრაო ადგილმა. |
Posted by: philibert 3 Dec 2020, 17:00 |
გამარჯობა მეგობრებო, ძველი კარის (ორფრთიანი) და დარაბების განახლება მინდა. საბოლოოდ თეთრად შეღებვა. ხომ ვერ მირჩევთ ვინმეს? |
Posted by: Karavadjo 3 Dec 2020, 22:08 |
philibert ფბზე რემონტის ჯგუფში დაპოსტე |
Posted by: trendygirl.me 3 Dec 2020, 22:40 |
ამ ფეზდეცობა დროს, სად ვიშოვო თეთრი სილიკონი? იმენნა თეთრი სილიკონი მინდა, არა გამჭირვალე, არც აკრილის მასტიკა. |
Posted by: PAINKILLER 4 Dec 2020, 01:43 | ||
მიტანის სერვისი ხომ აქვთ დომინოს, გორგიას, ბრიკორამას და ა.შ. |
Posted by: kotcio 5 Dec 2020, 17:30 |
ირაკლო თუ გააკეთეთ მორებისგან კარადა სურათი დადეთ როგორი გამოვიდა, მეც მაქვს ფიჭვის მშენებლობაზე გამოყენებული მასალა და იდეებს ვეძებ |
Posted by: trendygirl.me 6 Dec 2020, 19:29 |
PAINKILLER კი, რო დავრეკე, მინიმუმ 5-6 დღე უნდაო, თბილისის მასშტაბებით. საქართველო - 10 დღემდეო. |
Posted by: Karavadjo 6 Dec 2020, 23:19 |
philibert ფბზე რემონტის ჯგუფში დაპოსტე |
Posted by: ირაკლო 13 Dec 2020, 21:54 |
kotcio დავდებ ნელ-ნელა მივდივარ, რადგან გამოცდილებაც არ მაქვს და თან ჩაკეტვამაც შემაყოვნა. |
Posted by: gio365 14 Dec 2020, 11:13 |
ე.ი მინაზე ზეთის საღებავებითაა შესრულებული რამდენიმე ნახატი. და სველი ხელი რომ ხვდება ან სისველე ეს საღებავი გადადის და რა შეიძლება გარედან წაესვას რომ აღარ გადავიდეს ეს საღებავი. უფერო ლაკი მირჩიეს და რამე განსხვავება არის მაგ ლაკებში რამე ან რამდენად გამართლებულია. |
Posted by: trendygirl.me 14 Dec 2020, 16:10 |
ზეთის საღებავი სისველით არ მოცილდება ნიტროლაქი იდეაში წავა..... |
Posted by: gio365 14 Dec 2020, 20:00 | ||
შეყვარებილი ხატავს ბანკებზე ეგრე რაღაცეებს. და ზეთის საღებავებს ვხმარობ და აკვარელსო რამდენი სველი.ხელი მოვკიდე გადავიდა და მაგიტომ. მე არ ვიცი ზუსტად ეგ საღებავები. ეგ ნიტრო ლაკი პულვილიზატორის სახით არ არის. აი ის პულვილიზატორები რომაა სხვადასხვა ფერების მასეთი |
Posted by: trendygirl.me 17 Jan 2021, 21:01 |
gio365 აკვარელი სველი ხელით გადავა რათქმაუნდა. ნიტროლაქი პულვერიზატორის სახით, ბალონებში იყიდება უპრობლემოდ. გორგიაში, ბრიკორამაში და ეგეთებში არის. პროსტო გორგიაში არ იციან რო აქვთ და ისეთი გამჭირვალე ლაქი მინდა, ვიოლინო რო ახატიაო, ეგრე უნდა უთხრა ამასობაში, მე აკუსტიკაზე და ახალ მასალებზე გადავედი |
Posted by: Karavadjo 18 Jan 2021, 01:01 |
trendygirl.me დახვეწილია როგორც ყოველთვის * * * რამასალააააა? ? ? ???? ?? |
Posted by: trendygirl.me 18 Jan 2021, 11:32 |
შპალერი რემონტიდან მონარჩენი............................ |
Posted by: Karavadjo 15 Feb 2021, 16:24 |
მეგობრებო, ლურსმანს რომ ისვრის, პისტოლეტს რომ ეძახიან, კომპრესორზე რომ მუშაობს, მაგას ვეძებ ოღონდ ელექტროს ან მექანიკური, ერთი სიტყვით კომპრესორისგან დამოუკიდებლად მსგავსი ხელსაწყო მგონი რომ არსებობს, ხოდა ხომ არ გეგულებათ სად ვეძებოთ? |
Posted by: BigCrow 19 Feb 2021, 19:02 |
მეგობრებო, მოგესალმებით ხომ არ იცით, ასეთი შტამპი სად დავამზადებინო, ხეზე ლოგოს ამოსაწვავი? Karavadjo გორგიაში მაქვს ეგეთი ნანახი |
Posted by: Ali-Baba 19 Feb 2021, 21:43 |
BigCrow ადრე მოვიძიე მეც და dazg.ge ში აკეთებენ, მაგრამ ძვირი გამოდიოდა და დავიკიდე. თუ გაარკვიე რამე საინტერესო მეც მითხარი |
Posted by: Karavadjo 19 Feb 2021, 21:51 |
BigCrow სარეკლამოებში ვერ გააკეთებენ? * * * მეგობრებო, ბიუჯეტური კომპრესორი მირჩიეთ რა, გამომდგარი, პატარა რათქმაუნდა, სამღებროზე ნორმალურად რომ იმუშაოს. |
Posted by: trendygirl.me 20 Feb 2021, 21:52 |
Karavadjo არა სარეკლამოებში რეზინისას აკეთებენ, მელნით დასახატს. ამას ამოსაწვავი უნდა, ეგ ლატუნით კეთდება. Ali-Baba რამდენი გითხრეს, თუ საიდუმლო არ არის? |
Posted by: Ali-Baba 20 Feb 2021, 22:49 |
trendygirl.me ზუსტად არ მახსოვს. მგონი 300 ლ მითხრეს 5×2 სმ ზომაში. თავის "პაიალნიკით". |
Posted by: trendygirl.me 21 Feb 2021, 01:54 |
ხო მაგათ ისეთი მადები აქვთ.... მე რო ჩარხი მაქვს, რო ვყიდულობდი, ამერიკაში ღირდა 4800$, დოლარი მაშინ იყო 1.6 -ზე, შესაბამისად, გზიან განბაჟებიანად უწევდა 10000 ლარზე ნაკლები. მაგათთან მივედი, 22000 ლარი მითხრეს მე 100 ლარად გავუკეთე ადრე ერთს, ოღონც მასალა თვითონ იყიდა ელიავაზე (ლატუნი, 10 ლარამდე), და პაიალნიკიც (10 ლარი ეგეც) მაგრამ იმას ტყავისთვის უნდოდა და 5სმ არ იყო, სადღაც 3სმ იყო დიამეტრში. |
Posted by: BigCrow 21 Feb 2021, 11:26 | ||
Ali-Baba
რაამბავია 300 ლარი პაიალნიკი არ მინდა ისე, გაზზე გაცხელებადიც მეყოფა რო რამე |
Posted by: trendygirl.me 21 Feb 2021, 12:58 |
ხეზე ამოსაწვავი ფორმა კეთდება ლითონისგან, ჩვეულებრივ ლატუნისგან. მაგას უნდა ძალიან კარგი ხარისხის ფრეზი, რომელიც მალევე ფუჭდება. ეგეთი ფრეზი ცალი ღირს 15-25$, მანდედან გამომდინარეა ფასიც.... |
Posted by: trendygirl.me 28 Feb 2021, 22:46 |
ახლობელს გავყევი ელიავაზე, ფასები მაინტერესებდა. მე ძირითადად ყველაფერს ჩინეთიდან ვიწერ და აქაურმა ფასებმა დამშოკა. რატო ღირს შკურკა და ბალგარკის დისკი მინიმუმ 10 ჯერ ძვირი ვიდრე ჩინეთში? 1200 -იანი ბალგარკის შკურკა 125მმ -იანი ლარნახევარზე იაფად ვერ ვნახე, არადა ჩინეთში 100 ცალიანი პაჩკა ღირს 20 ლარი... იგივე წებოებიც, ლაქებიც, ბეიციც და რავიცი რა არა. 100 გრამი ბეიცი - 5 ლარიო. ჩინეთში კილო ღირს მაგდენი... შედარებით არაუშავს რა ფასებია ლედ ნათურებზე (იმენნა ნათურებზე, ლენტები აქაც კატასტროფაა) და ჭანჭიკებზე და ეგეთ რკინეულობაზე (მარა მ4 -ზე პატარას ვერ იშოვი აქ ნორმალურს) ასევე, განათების არმატურას (როზეტები, ჩამრთველები და ასე შემდეგ) არაუშავს. თუ ლეგრანდი ან რამე ბრენდი არ გინდა ეგენი ჩინეთთან შედარებით 2-3 ჯერ ძვირია. ის კი არა, კედლის როზეტი როა უსბ დამტენით, ჩინეთში ღირს ჰა ჰა 15 ლარი (ზენავაროჩენნი), საშუალოდ - 8 ლარი. აქ ყველაზე უბრალო 35 ლარი მითხრეს ტეხავს.... |
Posted by: rommel 1 Mar 2021, 14:43 |
trendygirl.me რომელი საიტიდან იწერ ეგრე იაფად? წიფელზე რის წასმას მირჩევ? |
Posted by: Ali-Baba 1 Mar 2021, 23:02 |
ჩინეთიდან ტრანსპორტირებას ახლა დედა არ ყავს. ადრე გამოვწერე პატარა პატარა რაღაცეები და კი იყო იაფი. ახლ 8 დოლარიან პულტზე 33 დოლარს ტრანსპორტირებას წერს |
Posted by: trendygirl.me 2 Mar 2021, 01:12 |
Ali-Baba ჩინეთიდან ვიწერთ გადამზიდავით. კილოგრამის ფასია 3.5 დოლარი, საღებავები და ლაკები ჩამოდის უპრობლემოდ. rommel ტაობაოდან. წასმაში რას გულისხმობ? ფერი გინდა მისცე თუ უბრალოდ ლაკი? ლაკი ნებისმიერი წავა, ფერს რაც შეეხება, წიფელი ძალიან მურტალია ფერის მიღების პონტში, აქვს ცუდი სტრუქტურა და დაკოლერებას ნორმალურად არ ექვემდებარება. თუ მაინცდამაინც ფერი გინდა მისცე (ფერში ვგულისხმობ რამე სასიამოვნო ფერს, მაგალითად მაჰაგონი, ორეგონული ფიჭვი ან სხვა და არა იმ კუბოსფერ ყავისფერს, ჩვენთან რომ სკამების ფეხებს ღებავენ) ჯერ უნდა კარგად დაამუშაო ხე, წაუსვა გამჭირვალე ფილერი (შემავსებელი) რამდენიემე ფენა, მერე გაშკურკო კარგად, წაუსვა 1-2 ფენა კოლერიანი ლაქი, გააშრო და მერე ზემოდან კიდევ გამჭირვალე ლაქი. მოკლედ საჩალიჩოა და ამიტომაც არის რო წიფელას ან არ აძლევენ ფერს, ან ღებავენ გაუმჭირვალე საღებავით, რომელიც ხის ტექსტურას ფარავს. |
Posted by: rommel 2 Mar 2021, 14:44 | ||||
trendygirl.me მაჰაგონის ფერზე მინდა დასმა. შემავსებელი და უფერო ლაქი მაქვს.
რას გულისხმობ? ფერის მიმცემ ლაქს? მაჰაგონისთვის რომელს მირჩევ?
ეს ჩალიჩი მანიჭებს სიამოვნებას, თორემ მოვათრევდი რამე მაგიდას და კიდევ ერთი, გალაქვის პროცესში რა ნომერი შკურკა ვიხმარო? |
Posted by: trendygirl.me 2 Mar 2021, 14:58 |
rommel საჩალიჩოა იმ პლანში რო ლამაზი შედეგის მიღებაა პრობლემური. არ იღებს თქო წიფელა ფერს. რა ფერზე დასმასაც მოინდომებ, თანაბრად კი არ იქნება, ისეთ ადგილებზე გაიკეთებს ლაქებს, სადაც ისე არაფერი არ ეტყობა აი ვთქვათ ფიცარს წაუსვი ხო, ამ ფიცარზე რაც არ უნდა უსვა, იქნება ან მუქი წერტილები და ლაქები, ან ბაცი. შკურკა დაიწყე 300 დან და ადი 600 -მდე. მერე 1200 უკვე სველი. თუ სარკესავით პრიალა გინდა, მერე უკვე მანქანის პალიროლი და მისი ჯანი. |
Posted by: rommel 2 Mar 2021, 15:32 | ||
trendygirl.me
არასწორად გავიგე, სორიე, ნუ მიბრაზდები გადავამოწმე, ლაქი და შემავსებელი მითავდება. მირჩიე რამე ადამიანურ ფასად ღრუბელით წავუსვა, როლიკით თუ ჯაგრისით? |
Posted by: trendygirl.me 2 Mar 2021, 16:08 |
ყველაზე იაფიანი და კარგი ჩვენთან რაც არის ეს არის GENC -ის ნიტროლაკი და შემავსებელი. უფრო იაფიანები არ ვარგა (უკრაინული სმაილი, თურქული სამირი და სხვა რუსულები, არყის ბოთლებში როა). უფრო ძვირიანები კი კარგია, მაგრამ არანაირ სხვაობას არ იძლევა და ნახევარი ლიტრა რო 11 ლარი და 45 ლარი ღირს, კი არის საგრძნობი სხვაობა... წასმა კიდევ მხოლოდ და მხოლოდ პულვერიზატორით, თუ ლამაზი შედეგი გინდა |
Posted by: rommel 2 Mar 2021, 17:38 |
trendygirl.me დიდი მადლობა ვნახოთ რა გამოვა |
Posted by: anycall 2 Mar 2021, 21:03 |
trendygirl.me ალპინას ლაქებზე რას იტყვი? გამოგიცდია? მაგალითად პარკეტის ლაქი (ნახევრად მატი) |
Posted by: trendygirl.me 2 Mar 2021, 23:30 |
არაა ცუდი ლაქები ნამდვილად. კარგია უბრალოდ ძვირია. ანუ იგივე ხარისხი უფრო იაფადაც არი. |
Posted by: anycall 3 Mar 2021, 00:01 |
trendygirl.me მადლობა. კიდე რომელ ბრენდებს გაუწევ რეკომენდაციას? წყლის ბაზაზე პოლეურეტანი არის ნეტა აქ? |
Posted by: trendygirl.me 3 Mar 2021, 09:37 |
კი ეხლა 99% ჩვენს ბაზარზე პოლიურეთანია წყლის ბაზაზე, იმიტომ რომ ევროკავშირის მოთხოვნაა. მინდა გითხრათ ზოგადად ნაგავი საღებავია. 1. მღვრიე ფენას აკეთებს, არაა გამჭირვალე. 2. გაპრიალება ნორმალურად ჩათვალე, შეუძლებელია. ამიტომაც დაილოცოს თურქები - უშვებენ ნიტროლაკს და სულ კიდიათ შენი ევროკავშირი... |
Posted by: anycall 3 Mar 2021, 11:32 |
trendygirl.me გასაგებია, მადლობა დიდი. |
Posted by: trendygirl.me 3 Mar 2021, 13:01 |
და ურეთანსაც იგივე მინუსი აქვს რაც ნიტროს რო იცოდეთ - ცხელი ჭიქა ან რამე ეგეთი თუ დაადგით, თეთრ ლაქას იკეთებს. უბრალოდ, ნიტროს შემთხვევაში სპირტს გადაუსმევ და გაქრება ეგ თეთრი ლაქა, ურეთანის შემთხვევაში, არაფერი არ გამოვა რა თქმა უნდა წყლიან ლაქებსაც აქვთ თავიანთი გამოყენება - მაგალითად საბავშვო ოთახში, ნიტროლაქით არაფერს არ გავაკეთებ, მხოლოდ წყლის ბაზაზე, იმიტომ რომ ანაორთქლი არ აქვს, ნიტრო კიდე რო იმ დონეზე დასტაბილურდეს რო სუნი არ ქონდეს, წლები უნდა.... |
Posted by: anycall 3 Mar 2021, 22:44 |
trendygirl.me აი ეგრე დეტალურად არ ვიცოდი. მადლობა! ამასწინათ აკრილი ვიყიდე წყლის ბაზაზე და ან ესაა ნიტო ბრენდი ან დამუღამება უნდა წასმას. ცოტა სქელი ფენა თუ მოგივიდა რაღაც მღვრიე ფერი დაკრავს მერე. ექსპერიმენტებს ვატარებდი პატარა დეტალებზე და ზოგი იდელაური გამომდიოდა ზოგი საზიზღრობა. |
Posted by: trendygirl.me 4 Mar 2021, 09:30 |
anycall ჰაჰა, ხო დავწერე ზემოთ რო მღვრიეა თქო. დღესდღეობით, ბაზარზე მისაწვდომია შემდეგი სახის ლაქები. 1. ურეთანი/აკრილი (დეიდაშვილები არიან) - ყველაზე მღვრიე 2. ალკიდური - ამას არაუშავს, მაგრამ გაშრობას თვეები უნდა 3. ნიტრო - სწრაფად შრება, ადვილად პრიალდება 4. ორ და სამ კომპონენტიანი პოლიეთერული ლაქები. - ამით აკეთებენ ავეჯს, როიალებს, პიანინოებს და სხვა პრიალა რამეებს. სასტიკად შხამიანია წასმის პროცესში და სპეციალური დამუშავება უნდა. აქედან ყველაზე ნაკლებად გამჭირვალეა 1 და ყველაზე ლამაზი გამოდის მეოთხე. ოღონც საქართველოში ან იყიდი, ან არა. საცალო გაყიდვაში მე არ შემხვედრია. ასე რომ, გამჭირვალე და პრიალა თუ გინდა და მარტივად - ნიტრო იყიდე. |
Posted by: anycall 4 Mar 2021, 10:32 |
trendygirl.me აჰა გასაგებია დიდი მადლობა! პრიალას ნაკლებად გამოვიყენებ, უფრო ნახევრად მატების ფანი ვარ 1 კილოიანი ნიტრო მაქვს Genc. გორგიაში იყვნენ წასული ჩემები, ბაიცი დავაბარე და ამ იდიოტებმა ალუბლის მაგივრად წაბლი გამოატანეს თან ამტკიცებნენ ალუბალიაო |
Posted by: ტყემთვარეზენავის 4 Mar 2021, 15:57 |
გამარჯობა, ხალხნო საბურთალოზე ნორმ. დურგალს ვერ მიმასწავლით? ისეთი არაფერია, ფიცრებია გასარეისმუსებელი, სავარცხლით გადასაბამი და ეგაა ქავთარაძეზე ვიყავი და არ აქვთ სავარცხელი და ისე გადაბმა არ მინდა ვინმე 20 წლის მეძვირე მოდური დურგალი არ მინდა :დ |
Posted by: trendygirl.me 4 Mar 2021, 21:22 |
მოდურობაზე გამახსენდა, ერთი დურგალი ვიცი - ბიჭოლას კლასელი და ძმაკაცია რაღაც რაღაცეებს აკეთებს მარა ფასი აქვს აეეეეეე |
Posted by: straight away 6 Mar 2021, 19:53 | ||
rommel
ზეთი გადაუსვი მეგობარო. თუ ფაქტურის შენარჩუნება გინდა ზეთი აჯობებს. ხესაც იცავს და უფრო ბუნებრივ სახეს ინარჩუნებს. სპეციალური ზეთები იყიდება. არ იპრიალებს ოღონდ როგორც ლაკი. თუ მაგიდას აკეთებ, და გინდა ცოტა იპრიალოს, მაშინ პოლიურეთანი ყველაზე ოპტიმალური არჩევანია. მაგასაც აქვს მატოვი, ნახევრად მატოვი და ა.შ. თუ ბაიცის გადასმას აპირებ, ანუ გინდა სხვა ხის ეფექტის მიცემა, მაშინ ჯერ ,,PRESTAIN" სითხე გადაუსვი და მერე ბაიცი. წიფელი იმდენ ჩრდილებს არ იკეთებს ბაიცზე, რამდენსაც ფიჭვი. |
Posted by: rommel 8 Mar 2021, 12:52 |
straight away მადლობა. რამდენიმე მაგიდას ვაკეთებ, ჯერ პრიალა უნდა ვცადო, მეორე ვარიანტად ზეთი მაქვს. |
Posted by: trendygirl.me 8 Mar 2021, 14:43 |
არ გეწყინოთ მაგრამ ზეთი არის ქაჯობა და გასული საუკუნე. იმიტო აკეთებენ რო მარტივია. სხვა არანაირი პლიუსი არ აქვს. რა პლიუსებსაც ეძახიან, ეგაა მითები და ზღაპრები. |
Posted by: Karavadjo 10 Mar 2021, 08:27 |
trendygirl.me მინიმუმ იმ პლიუსს ვერ დაუკარგავ, რომ ადვილად განახლებადია. მაგალითად მაგიდის ზედაპირი, 1-2 წელში ცოტა შეილახა, უცებ გაანახლებ გამოაცოცხლებ. ლაქიანი და დაგიხარვეზდეს უნდა გადააცალო გაშკურკო ახლიდან დაასხა, საჩალიჩოა. რატო ერჩი ზეთს ვერ ამიხსნია |
Posted by: Lolipopebi 3 Apr 2021, 01:46 |
გამარჯობა, სოფელში მაქვს ხის სახლი, ფიცარი შეღებილია საღებავით ალბათ 30+ წლის წინ, მინდა ეს საღებავი რო გადავაშორო და ხეს ხის ვიდი მივცე რა ხერხს მირჩევთ? რამე ქიმიური საშუალება თუ არის რო საღებავი მარტიცად ავაძრო? ელექტროშკურკები როა ის თუ გამომადგება და სად მირჩევთ ყიდვას? |
Posted by: Karavadjo 3 Apr 2021, 15:14 |
Lolipopebi ქიმიური საშუალება არის კი, იკითხე სამეურნეო მაღაზიის განყოფილებაში. დომინო გორგია ა.შ. შპატელი მიახმარე და ალბათ საშკურკიც დაგჭირდება. ეგეც რამე კომპაქტური და ბიუჯეტური შეარჩიე, ყველგან იყიდება, დომინო მიჰაუსი ბრიკორამა გორგია |
Posted by: Triad 3 Apr 2021, 20:55 |
გაუმარჯოს ხომ არ იცით სტანდარტული MDF ფილის ფასი? მგონი 2,4მ X 1,2მ - 1.8სმ სისქე გორგიაში ვნახე შავი ლამინირებული და 83ლარი ღირდა. შეუღებავს უბრალოს რამდენად დავითრევ?? პ.ს. DSP და OSB რას ნიშნავს? |
Posted by: didi bege 5 Apr 2021, 15:26 | ||
თუ საიდუმლო არ არის, რომელი გადამზიდია 3.5$ რაც ვეძებე 9$ ნაკლებად მე მგონი არავის ჩამოაქვს |
Posted by: trendygirl.me 5 Apr 2021, 15:41 |
ცუდად ეძებე აშკარად. 2 დოლარიანებიც არი |
Posted by: didi bege 15 Apr 2021, 17:17 | ||
შეგიძლიათ დამილინკოთ იაფიანი გადამზიდები |
Posted by: Karavadjo 22 Jun 2021, 16:41 |
მეგობრებო ელექტრო რანდის დანებს სად ალესინებთ? |
Posted by: Karavadjo 10 Jul 2021, 15:12 |
გამომშრალი წიფლის რა ვარიანტებია, სად იღება? |
Posted by: dedistraki11 15 Jul 2021, 21:46 |
საშუალოდ რამდენი აქვს თვეში ხელფასი დურგალს? |
Posted by: trendygirl.me 15 Jul 2021, 22:57 |
Karavadjo ჩინეთში ვუკვეთავ ახალს ეხლა მომდის რამდენიმე ცალი, შენ რა ზომა გინდა? |
Posted by: terfebisforosvelodebi 15 Jul 2021, 22:59 |
მე მინდა ამ პროფესიის შესწავლა _______ |
Posted by: Karavadjo 2 Aug 2021, 07:52 |
trendygirl.me დანებზე მკითხე ხო, 25 იანი * * * trendygirl.me შენ რა მოხოდილი ხარ ჩინეთზე, არ გინდა რომ მადლი ქნა რაღაცეები მასწავლო? * * * dedistraki11 პროფესიონალი ჭირს მე რასაც ვუყურებ, ანუ დღეში 100 ლარს რო იხდიდე, ვერ ნახავ შესაბამის კადრს. ვგულისხმობ საქმეც რო იცოდეს და ლოთი და უპასუხისმგებლო არ იყოს. მე არ ვარ პროფი, დღეში 80 ლარი მაქ, ხან მეტიც, მაგრამ ამდენს ვინუჟდენი მიხდიან, პოტენციალში მიხდიან, თორე ორი წლის წინ ავიღე ხელში პირველად ჩაქუჩიც კი * * * terfebisforosvelodebi რამდენი წლის ხარ, სად ცხოვრობ |
Posted by: trendygirl.me 6 Aug 2021, 08:28 |
რავი რაა რო სასწავლებელი შედიხარ უკვეთავ ჩამოდის |
Posted by: Trump 6 Aug 2021, 09:46 |
სათამაშო თოფის ტარი მინდა , სად შეიძლება გავაკეთებინო? |
Posted by: trendygirl.me 16 Aug 2021, 13:14 |
ტაობაოდან ჩამომივიდა რეისმუსი, საზღვაოთი წამოვიღე. სულ დამიჯდა გზიან განბაჟებიანად ყველაფრიანად 1700 ლარი. აქ 2800 ლარი ღირს... ეხლა ავაწყობ და ვნახოთ აბა რას იზავს |
Posted by: Karavadjo 16 Aug 2021, 16:48 |
trendygirl.me მშვიდობაში, ახალი ინსტრუმენტის შეძენის შეგრძნებას არაფერი სჯობს |
Posted by: trendygirl.me 17 Aug 2021, 19:50 |
მადლობა ავაწყვე, ჩემი მოთხოვნებისათვის ნორმალურია. ანუ ეს არაა საწარმოო დონის რეისმუსი რო კუბამეტრებით ხე დაამუშაო. 1500 ვატიანი ძრავი აქვს სულ, მაგრამ ერთი 2 კვადრატი მასალა კი მოვიყვანე უცბად ჭკუზე საერთოდ არ ვაპირებდი ამის ყიდვას, მაგრამ ისე მოხდა, რომ ხელში ჩამივარდა სადღაც 70 წლის წინ შენახული წიფელის მასალა რამდენიმე კუბი. ვიღაცა ტიპი ყოფილა, ფანჯრების ჟალუზებს აკეთებდა თურმე ამისგან დაჭრილ-გამზადებული და გალაქულებიც ქონია სავსე მთელი სხვენი მაგრამ ამდენ წელიწადში კი დაიბრიცა საკაიფოდ,ამიტომაც არავინ არ ყიდულობდა პატრონმა იაფად მომცა, ოღონც წამეღო. JTP-31801 -ია მოდელი, ვისაც გაინტერესებთ, დაგუგლეთ. თუ რამეა, ტაობაოს ლინკიც მაქვს. გაითვალისწინეთ, მაგარი მტვრიანი და ხმაურიანია, ბინაში ამისი ჩართვის შანსი არაა ციკლოვკის აპარატის სტილის ხმა აქვს აი მაგითი დამუშავებული ხეები. პირველი და მესამე - დამუშავებული, მეორე და მეოთხე - დაუმუშავებელი მარცხნივ რაც დევს, ეგ არის წითელი აკაცია, მარჯვნივ - წიფელა. |
Posted by: baggins 5 Sep 2021, 14:38 |
მეგობრებო, ამ თემაში რამდეჯად ჯდება არ ვიცი, მაგრამ პარკეტზე მინდა ლაქის წასმა ჩემით და როგორ უნდა წავუსვა ხომ არ იცით? ფუნჯით ესმება ნაჭრით თუ როგორ? |
Posted by: maverick16 5 Sep 2021, 18:12 |
ხის მაგიდა მაქ სარესტავრაციო და მერე მინდა ისეთი ზედაპირი მივიღო რო ეგრევე გამოვიყენო გადასაფარებლის გარეშე, ცოტა გამძლეობაც რო ქონდეს ამათზე რას ფიქრობთ რაღაც ეპოქსიდია ღირს წასმა? https://www.facebook.com/Dode1953/ |
Posted by: babsi 6 Sep 2021, 01:30 | ||
baggins
ყველავერი დამოკიდებულია ფართის ზომაზე და ფორმაზე. Yტუბზე არის ვიდეოები რამდენიმეს გადახედე და ადვილად გადაწყვიყავ როგორ და რითი აჯობებს წასმა |
Posted by: trendygirl.me 7 Sep 2021, 09:53 |
maverick16 მაგ ფირმასთან სხვა საკითხზე მქონდა შეხება და მაგარი უზრდელი და ფეხებზემკიდია ხალხია. ზოგადად რო იცოდეთ, არცერთი ეპოქსიდი თავისი სიმტკიცით არ უახლოვდება უბრალო მინას. ადვილად იკაწრება და ზიანდება, იმიტომ რომ მაინც პლასტმასია. ასე რომ, უმჯობესია თხელი ფენა შუშა დააკრათ მაგიდას. |
Posted by: maverick16 7 Sep 2021, 11:22 |
trendygirl.me გასაგებია მადლობა |
Posted by: trendygirl.me 7 Sep 2021, 18:46 |
თუ შუშას გადაწყვიტავთ, იყიდეთ ეგრეთ წოდებული სახატე შუშა, ანუ ბოროსილიკატის შუშა. ჩვეულებრივისგან ვიზუალურად განსხვავდება იმით, რომ გვერდიდან თუ გახედავ, მწვანე კი არა მოშავო-მონაცრისფროა. მაგას გაფართოების კოეფიციენტიც უფრო დაბალი აქვს, შესაბამისად, ზედ ცხელი ჭიქა რო დადგათ ან ჩაიდანი ან ქვაბი, არაფერი მოუვა. უბრალო კი გასკდება. |
Posted by: baggins 7 Sep 2021, 22:40 |
babsi კი მასეც მოვიქეცი, წავუსვი და ვნახოთ რას იზამს. მადლობა <3 |
Posted by: trendygirl.me 2 Nov 2021, 17:23 |
ვახ ეს თემა დაძირულა ამოვწევ ცოტას........ მთლად ხე ვერ არის ის კი არა, საერთოდ არაა ხე მარა ხელნაკეთია და ჩემია |
Posted by: Dr Dre 3 Nov 2021, 18:09 |
trendygirl.me ძალიან ლამაზია და პრაქტიკულიც ჩანს ისე ე.წ Jig-ები ხომ არ გამოგიწერიათ ვინმეს ტაობაოდან, აი რომ ამარტივეს სადურგლო საქმეს ისეთი პატარ-პატარა მოწყობილობები, რამე კონკრეტულ მაღაზიას ვეძებ ეგეთი რამეები რომ ქონდეთ ტაოზე |
Posted by: trendygirl.me 3 Nov 2021, 19:08 |
კონკრეტულად რა გჭირდება? ___________________________ |
Posted by: Karavadjo 13 Nov 2021, 22:20 |
trendygirl.me მიყვარს შენი ნივთები ❤️ * * * * * * ჩემ რაღაცეებსაც ავტვირთავ დროდადრო |
Posted by: rommel 15 Nov 2021, 11:54 |
Karavadjo გამარჯობა. მეტალს ეგეთ სახეს როგორ აძლევ? მეც ვერთობი თავისუფალ დროს ჭაღი და მაგიდები მოლბერტიკო |
Posted by: Karavadjo 16 Nov 2021, 11:19 |
rommel გაუმარჯოს როგორ ხარ? ჩარჩო ჩვეულებრივი უგოლნიკია, ბროშირება და შკურკა, და მრგვალები ჩვეულებრივი ბრტყელ თავიანი ვერცხლისფერი რეზბებია, გაცხელებულ დაჩაქუჩებულუ. პ.ს. პატივცემული ფანჩატური როგორ იქცევა |
Posted by: rommel 16 Nov 2021, 11:37 |
Karavadjo კარგად. შენ? როგორ მიდის საქმეები? მგონი სერიოზულად მოეკიდე ამ ხელობას. ფანჩატური დგას ამაყად შედუღების აპარატი ვიყიდე, მაწუხებს იდეები |
Posted by: trendygirl.me 16 Nov 2021, 11:58 |
Karavadjo მადლობა ძალიან მაგრა გიჩალიჩია, მე მაგდენის ნერვი არ მაქვს, ამიტომაც ყველაფერს მაქსიმალურად ტექნოლოგიების გამოყენებით ვაკეთებ |
Posted by: baracuda 27 Dec 2021, 15:30 |
თავისუფალ და კარგ განწყობის დროს დამზადებული საათები * * * ეს თემა თუ არსებობდა არც მეგონა ძალიან გამხარდა ამდენი თუ მუშაობს ხეზე!!! |
Posted by: trendygirl.me 28 Dec 2021, 00:52 |
baracuda მაგარია არ გინდა ეგ შტატივი ორიგნალი სავეცკი მოგცე იაფად? რაც თეოდოლიტს მოყვება * * * ისე ბარე აქვე ვიკითხავ. ჩვენთან სადმე ამისი შემცვლელი იყიდება? https://www.minwax.com/wood-products/preparation/minwax-prestain-wood-conditioner ეს არის ხის დასამუშავებელი, რომელიც ბეიცის წასმამდე უნდა წაუსვა და ბევრად უფრო ლამაზად და თანაბრად ესმევა მერე ბეიცი. ადრე ამერიკიდან გამოვწერე, უსშოპი არის გადამზიდავი, იმან ჩამომიტანა. ეხლა აღარავის აღარ ჩამოაქვს, იმიტომ რომ ცეცხლსაშიშია არადა გამითავდა... |
Posted by: baracuda 31 Dec 2021, 02:31 |
შტატივი არ მინდა, მადლობა მერეს ვაკეთებ ეხლა... რაც შეხება, მაგ ხის დასამუშავებელს არ შემხვედრია, ბაიცებს არ ვხმარობ და არ მომიძებნია... შეიძლება მეგალაინში იყოს, ბოლო რიგში დერსკი ამერიკული მაღაზია... ფასებიც აქვს ამერიკული მარა სასწაული რაგაცები აქვთ... მე ზეთს და ცვილს მხმარობ, ცვილს ჩემით ვამზადებ... |
Posted by: trendygirl.me 31 Dec 2021, 09:55 |
ვიყავი მაგ მაღაზიაში ადრე. არ ქონდათ, არც კი იცოდნენ რა არის მაგათ ბეიცები რაც აქვთ, ზეთოვნებია ყველა, კაკრაზ ცვილზეც მიდის კარგად. მანდ ლოგიკა სხვანაირია - წაუსმევ ცალკე ბეიცს, დააცლი, მოაშორებ, გააშრობ თუ დაჭირდა, კიდევ წაუსმევ. მე მჭირდება ისეთები, რაც გამხსნელში იხსნება, პულვერიზატორით სამუშაოდ, ვინაიდან პირდაპირ წასმა ბეიცის არ მუშაობს ყველა სახის ხეზე კარგად. სასწრაფო საახალწლო შეკვეთა გაიჩითა დღეს უნდა მვოვასწრო 2 საათამდე |
Posted by: baracuda 31 Dec 2021, 15:55 |
მაგარია!!! კონტროლერი მართავს თუ ლოგიკური მიკროსქემები? * * * იმდენი პროექტი მაქვს სათებს, გაჩერებული... დრო აღარ მაქვს რომ გავაგრძელო... * * * |
Posted by: trendygirl.me 3 Jan 2022, 13:18 |
ყველაფერი ჩემია, სოფტიც, დიზაინიც, სქემაც. 1 მიკროკონტროლერია, 1 რტც, 1 სტეპ-აპი, 1 USB-PD ხიდი და 33 ტრანზისტორი ლცდ ეკრანიც უერთდება, სადაც მენიუ იჩითება საათის დასარეგულირებლად თავისი easter egg -ებით ასე გამოიყურება პცბ-ს კიტი, რომელსაც ცალკე ვყიდი (საქართველოში და ქართველებზე არა) baracuda მაგარი ნამუშევარია მარა რა ძალაა მჟავით წვალება, იქ შეუკვეთო, არ ჯობია? შემთხვევით ინ-18 ხო არ გაქვს? ვიყიდი გული მაქვს გამსკდარი ნაცნობმა მეჯართემ მაჩვენა ფოტოები, 4 კოლოფი ქონია (100 ცალი) - ნაგავში გადავყარეო... |
Posted by: baracuda 4 Jan 2022, 01:16 |
მოგატყუა... არავინ გადაყრიდა 100 ნაგავში... თან 18 ისედაც ცოტა ... და საქართველოში ვერ მოხვდებოდა... ვოვას კითხე ადრე ქონდა 80 ლარად მევასება მეთვითონ რომ ვაკეთებ პლატებს... უფროსწორედ მევასებოდა... ეხლა აგარფერს ვაკეთებ მაგდაგვარს... * * * კარგად იცი პროგრამირება? მაგალითად არდუინო? რაღაც პროექტი მაქვს... თუ გავაგრძელე... გაგიზიარებ იქნებ დაინტერესდე |
Posted by: trendygirl.me 4 Jan 2022, 08:11 |
baracuda არ #####უებია, კაცმა ტირილი დაიწყო, ფასი რო ვუთხარი. 80 ლარი არარეალური ფასია, 30 ლარში ვიღებ ხოლმე მაქსიმუმ. * * * პროგრამირებას რაც შეეხება საკმაო დონეზე ვიცი, რახან საათების პროგრამებს ვწერ მაგრამ სამწუხაროდ, დიდი ხანია გამოვედი "იქნებ დაინტერესდე" ასაკიდან კონკრეტული შეკვეთა, კონკრეტული თანხით - კიბატონო. სხვანაირად, პერსპექტივაზე და იდეაზე - არ ვმუშაობ აი კიდევ ჩემი გაკეთებული საათები ეს ვარდისფერი ბავშვების ოთახისთვის გავაკეთე. ეკრანის ფერის შეცვლა შეიძლება და მპ3 ყენდება მაღვიძარაზე ეს კიდევ ჩემი საძინებლის საათია... |
Posted by: trendygirl.me 3 Feb 2022, 15:36 |
ესეც დამზადების პროცესში.......... |
Posted by: night-blue 3 Feb 2022, 16:30 |
trendygirl.me სალამი ზემოთ გიწერია ქართველებზე არ ვყიდიო. (პლატებზე) და საათებსაც არ ყიდი ქართველებზე? )) ფასები საიდან იწყება საათებზე? დამაინტერესა) |
Posted by: trendygirl.me 4 Feb 2022, 11:55 |
200$ დან იწყება. ქართველებიც ყიდულობენ, კი ბოლო 4 წელიწადში 2 ცალი გაიყიდა საქართველოში. |
Posted by: night-blue 4 Feb 2022, 16:46 |
trendygirl.me გასაგებია ზედმეტი ფული რო ჩამივარდება ერთს მე დავითრევ)) //////////////////////////////////// ხეზე მუშაობა ხო მაგრად იცით? ესეთი მანქანა გააკეთეთ ხისგან და ვიდეო გადაიღეთ)) ძალიან ბევრი ნახვა ექნება და ძალიან ბევრ ფულს დაწერს)) |
Posted by: trendygirl.me 4 Feb 2022, 23:11 |
night-blue რამდენიმე ჩემს ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს უკვე |
Posted by: night-blue 5 Feb 2022, 10:38 |
trendygirl.me ვა მაგარია )) sub ები?? |
Posted by: achiko17 5 Feb 2022, 12:43 |
trendygirl.me რომელი არხია ........................ . |
Posted by: trendygirl.me 5 Feb 2022, 19:49 |
არაა ჩემი არხი და ვიდეო ქართულ აუდიტორიაზე გათვლილი არც ქვეყანაა საქართველო მითითებული და არც ქართული კონტენტი დევს |
Posted by: night-blue 5 Feb 2022, 21:37 |
trendygirl.me მაგას მივხვდი თავიდანვე რომ ქართულ აუდიტორიაზე არაა გათვლილი ))) Subscribe ერები რამდენი აქვს არხს? (არ ვკითხულობ არხის ლინკი მითხარი თქო) უბრალოდ მაინტერესებს) |
Posted by: trendygirl.me 5 Feb 2022, 22:28 |
და რაში გაინტერესებს? ადსენსი ჩართულია, ფული შემოდის კოლაბორაცია/კოოპერაცია ეგეთებს არ ვაკეთებ. არც ლინკების გაცვლას და სხვა დანარჩენს.... |
Posted by: night-blue 9 Feb 2022, 16:50 |
trendygirl.me რაშI უნდა მაინტერესებდეს)) ფორუმელები ვინც არიან 99% ყველას არხი ვიცი უბრალოდ დამაინტერესა თორე არც მასალის მოპარვას ვაპირებ ან რამე მაგდაგვარი)) ვაფშე არ მაქ იუთუბთან შეხება თეორიული ცოდნა გამაჩნია მხოლოდ) |
Posted by: trendygirl.me 19 Feb 2022, 00:19 |
დღეს დავასრულე დომინოში ვიყიდე კიბის საფეხური როა კაკლის პლანკებისგან შეწებებული და მაგისგან ამოვჭერი |
Posted by: nina68 20 Feb 2022, 17:43 |
გამარჯობა ,ამ თემაში თუ ხართ დურგალი,რომელიც კარფანჯარაზე მუშაობს, შემეხმიანეთ რა |
Posted by: trendygirl.me 9 Apr 2022, 14:10 |
დავდებ აქაც საქველმოქმედო ნაკეთობა უკრაინისთვის გავაკეთე აუქციონზე გაიყიდა 243 დოლარად |
Posted by: babsi 10 Apr 2022, 03:33 |
მაგარია ძალიან |
Posted by: Sulkhanishvili 19 Apr 2022, 17:20 |
ხის პადონებით მინდა ეზოსთვის მაგიდის და სკამების აწყობა ვინმემ ხომ არ იცით ხარისხიანი პადონები კარგ ფასად სად ვიშოვო? |
Posted by: Universe´ 12 May 2022, 16:39 |
აქ სულ სხვა თემაა, მაგრამ იქნებ იცოდეთ ფინჯანი როგორ გავხვრიტო სპეციალური ხელსაწყოების გამოყენების გარეშე? ჩაქუჩით და ლურსმანით ნელა-ნელა გამოვა ვითომ? პატარა ქოთნები მინდა გავაკეთო |
Posted by: jorjicka11 23 May 2022, 10:54 |
Posted by: lasha-17 9 Oct 2023, 23:52 |
ლაქის მოსაშორებელი სითხე მირჩიეთ, რომელი ვიყიდო? სასურველია მძაფრი სუნი არ ქონდეს. ასევე მინდა wood conditioner (სანამ ლაქს წაუსმევენ, მანამდე იყენებენ). საქართველოში თუ იყიდება? და როგორ ვიკითხო მაღაზიაში? |
Posted by: ირაკლო 19 Oct 2023, 15:44 |
lasha-17 მგონი ლაქ-საღებავების მოსაშორებელი სითხეები არ მუშაობს. რაც კი ვიდეო მინახავს, ყველა წუწუნებს არ გააცალაო და მერე ყველა აზუმფარებს. მეგალაინშია რაღაც მაღაზია სადაც ხის დასამუშავებელ ამერიკულ საშუალებებს ჰყიდიან და შეიძლება კონდიციონერი მანდ ჰქონდეთ. |
Posted by: lasha-17 21 Oct 2023, 18:49 |
ირაკლო მადლობა, მანდაც ვნახავ. არაუშავს ბოლომდე თუ არ მოაცილებს სითხე, საქმეს გამიმარტივებს ცოტა |