Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > General Discussion > კარგი მაღაზიები თბილისში? არის რომ?


Posted by: tatariani 26 Sep 2006, 08:36
არის თუ არა კარგი მაღაზიები თბილისში, სადაც მართლა შემოაქვთ ნორმალური ხარისხის ტანსაცმელი? მაისურები, სახაფხული, გრძელმკლავიანი მაისურები, ჟაკეტები, ზამთრის ე.წ კურტკები, სპორტული შარვლები, მოსაცმელები, და ა.შ..შემოვიარე მტელი თბილისი, კიდობანი, პასაჟი, მთელი პეკინი, თავისუფლების მოედანზე მდებარე მაღაზიები, და წესიერი ვერაფერი ვიყიდე..ეგებ თქვენ მირჩიოთ? მე მაინც მგონია რომ არაა მაგრამ მაინც. არადა ყველაფერი რაც არაუშავს მაგრამ მაინც ბანძია მთლიანობაში, ადევს ისეთი ფასები რომ 300-350 და ა.შ. უბრალოდ უაზრობაა ამხელა ფულის გადაყრა, თორემ კარგი რომ იყოს კიდევ ჯანდაბას.

Posted by: pudelblack 26 Sep 2006, 09:38
tatariani
კარგი ხარისხის ტანსაცმელი მემგონი მხოლოდ ორიგინალურ დიზაინერებთან თუ იყიდი .ისიც არ არის უკვე სანდო.არსად ნორმალურ ტანსაცმელს ვერ ნახავ.მეშინია რამის ახლის ყიდვა .ამას წინ მაისური ვიყიდე და კანზე დამაყარა არადა 100% კოტონი იყო მარა ჰა ენდე .ყველაგნ ელასტანია ,პოლესტენი,ლიკრა და რავი მთელი ჯანდაბა ნაჭერი რომელიც არ სუნთქავს,კანს გუდავს .

Posted by: eloiza 26 Sep 2006, 09:59
QUOTE
არის თუ არა კარგი მაღაზიები თბილისში,

თუ თანხებში ჩაჯექი იქნება ალბათ. ვაკეში გაიარეsmile.gif


აუ, გუშინ ბაზრობაზე ისეთი მაგარი კოსტუმი და ბოლო ვნახე წამოსვლა არ მინდოდა. ფასიც შესაბამისად მაღალი იყოsmile.gif

Posted by: ლაბუ 26 Sep 2006, 10:38
თბილისში ყველაფერზე უაზრო ფასებია, ნაგავიც კი ძვირი ღირს smile.gif სეილების დროს არაუშავს, რამეს იყიდის კაცი...
ხარისხზე რა მოგახსენო... rolleyes.gif უმრავლესობა მეორადებში ყიდულოს, მაგრამ მაგრა უტყდებათ ამის აღიარება, არადა ბევრი ცნობილი
ვარსკვლავი დადის second hand-ში, მაგრამ ჩვენ ხომ ბუტიკების ძვირფასი ნაგავი გვინდა (გაურკვეველი წარმოების!) ვოტ ტაკ,
მოვრჩი მონოლოგს smile.gif

Posted by: }{THE-END}{ 26 Sep 2006, 14:03
tatariani
მამაკაცის ფეხსაცმელი, ralf linger, მუშტაიდთან არის, ხარისხიანიცაა და ფასიც ნორმალური აქვს
რაც შეეხება ტანსაცმელს მე პირადათ ინტერნეტში ვყიდულობ. ამერიკიდან მაქსიმუმ 5 დღეში ჩამოდის და მაგ ფასებში
და მასეთი ხარისხისას ნაკლებად თუ იყიდი რამეს
cabelas.com კარგია
landsend.com ესეც კარგია
kitbag.com ეს ცოტა ძვირიანი "ზავიდენიე" არის

Posted by: velvet revolver 26 Sep 2006, 14:11
tatariani
QUOTE
კარგი მაღაზიები თბილისში? არის რომ?, სადაც იყიდება კარგი ხარისხის საქონელი.

გება
ჟანას მაღაზია ლეჩკომბინატის პირდაპირ
კიდე
კოლმეურნოების ბაზრის მაგივრად რო არის სავაჭრო ცენტრი მანდ ზოგიერთი მაღაზია კარგია მაგალითად მორგანი
კიდე
მანგო ზარა ატენზე მაგარი რაღაცეებია
მეტი არ მახსენდება
და ხო კიდე
ტი ენდ ენი
მოსაშვილზეც არის და შარდნზეც
ფეხსაცმელების მაღაზია შარდენზე კაკრაზ თი ენდ ენის წინ არის ძალიან მაგარი და თი ენდ ენში სულ მაგარი ბოტასებია

Posted by: <~Valpurg~Walsh~> 26 Sep 2006, 14:17
QUOTE
კარგი მაღაზიები თბილისში? არის რომ?, სადაც იყიდება კარგი ხარისხის საქონელი.


არ არსებობს ასეთი ფენომენი ქართულ სინამდვილეში

Posted by: Moonchild 26 Sep 2006, 20:05
QUOTE
კოლმეურნოების ბაზრის მაგივრად რო არის სავაჭრო ცენტრი მანდ ზოგიერთი მაღაზია კარგია მაგალითად

QUOTE
მანგო ზარა ატენზე მაგარი რაღაცეებია


up.gif

ბენეტონი
Sisley boli.gif

Posted by: djindjidrinji 26 Sep 2006, 20:15
შოპინგი თბილისში... ბრრრრრ... ქექვა სიგარეტის სუნით აყროლებული "ბიუუწიკებშიიიი" , სადაც გამყიდველს თავისი თავი აპრიორი შენზე ჭკვიანი გონია biggrin.gif აი გონია რო რასაც გეტყვის ყველაფერს შეჭამ biggrin.gif 300 ლარად ცდილობენ შემოგტენონ ნაგავი მანგო სიტყვებით "თქვენ არ იცით, ესე ღირს იქაც", და ზოგ უბედურს რო მართლა აჯერებენ, მანგო და სენ ლორანი ერთი დონეაო biggrin.gif ბლიაად biggrin.gif

Posted by: zura_2107 26 Sep 2006, 21:46
Sisley
არც გამყიდველები წაგაჭამენ თავს და ნორმალურადაც ჩაიცვამ,მაგრამ ფასები ოოო.... :ტანში ჟრუანტელის დავლის სმაილიკი:

Posted by: I_am_You_are 26 Sep 2006, 23:26
QUOTE
კარგი მაღაზიები თბილისში

არის იატაკქვეშეთში.
პროსტა ჩვენ არ ვიცით მათი არსებობის შესახებ. biggrin.gif

ისე კი მართლა მარაზმია თბილისური მაღაზიები. ფასისა და ხარისხის ფანტასმაგორიულ შეუთავსებლობას რომ თავი დავანებოთ (არადა რატომ უნდა დავანებოთ!), მომსახურებაა puke.gif

Posted by: Kniazna 27 Sep 2006, 00:04
ბენეტონი - უბადრუკობა !!!!!

მანგო და ზარა თბილისში - იაფფასიანი ხლამი რომელიც ღარიბ ქვეყანაში საღდება smile.gif

300 ლარი რატომ უნდა მისცე მანგოს "შუზებში" ორი წლის წინ რომ იდო დუბაის რომელიმე მაღაზიაში არ გაიყიდა და მერე სეილზე იყიდეს და საქართველოში ასაღებენ ?


Posted by: Moonchild 27 Sep 2006, 00:10
აუ ბლინ, აქ რა ყველა ჯააააააააააააააააააააააააააან ტაკოია და პარიზში ნაყიდი ივ სენ ლორანის კაბით დადის boli.gif

გავიგეთ, რომ ხლამს მიაქვს მაღაზიები თბილისში, მაააააგრამ თემის ავტორს მემგონი კრიტიკის მოსმენაზე უფრო ( შედარებით) ნორმალური ტანს. მაღაზიები აინტერესებდა .. ლოლ . . .

Posted by: teka 27 Sep 2006, 00:11
1.ბელისიმო-აღმაშებელზე (პლეხანოვი)
2. საუნჯე- რუსთაველი გამზ.
3. ბუტიკი 110 -აღმაშებელზე
კიდევ?

Posted by: Opizar 27 Sep 2006, 00:12
ბაზრობა rules

ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა "ფირმას". მთავარია ხორცი დამიფაროს..
მატერიის ხარისხში კი განხვავება ფაქტიურად არანაირია.
იარლიყის ხალხი ხართ ან ბევრი ფული გაქვთ


ამგვარ დაავადებას ჰქვია 'პაკაზუხიზმ' ... ))

Posted by: Kniazna 27 Sep 2006, 00:13
Opizar

QUOTE
ამგვარ დაავადებას ჰქვია 'პაკაზუხიზმ' ... ))
- შმოტკის მონები ვართ tongue.gif smile.gif

Posted by: Opizar 27 Sep 2006, 00:16
ერთი იძიოტკა თანამშრომელი მყავს. მეუბნება, ეგ შარვალი ჯორდანოში იყო, 400 ლარად და აღარაა ეხლაო, შენ "ააგდეო"?
არა ლილოში ვიყიდე 45 ლარად მეთქი

იმ ქალის სიფათი უნდა გენახათ....................................

Posted by: ლადო 27 Sep 2006, 00:20
ლაბუ
QUOTE
უმრავლესობა მეორადებში ყიდულოს, მაგრამ მაგრა უტყდებათ ამის აღიარება

და საღვარგარეთ ეგ პირიქითაა.

ნუ რათქმაუნდა ჯობია ძვირი გადაიხადო და ხარისხიანი
მაგრა ხარისხი ჯორჯიაში.. rolleyes.gif

Posted by: Ekooo 27 Sep 2006, 10:47
მე პირადად ოფიციალურ საფირმო მაღაზიებს ვანიჭებ უპირატესობას, იმიტომ რომ ადექვატური ფასებია. კი, არ არის იაფი, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ვიცი, რომ რაც ღირს საზღვარგარეთ, იგივე ფასი ღირს ჩვენთანაც (ნუ mexx-ში ამატებენ 10 ევროს, მაგრამ ჯანდაბას).
აქედან გამომდიონარე, ტანსაცმელს ვყიდულობ
1. Mexx (დიზაინიც მომწონს და ხარისხიც).
2. Bennetton (ძალიან ჭრელია, მაგრამ ჯემპრები აქვთ ზამთრის საყვარელი და იპოვი მოკლედ რამე მხიარულ აქსესუარს)
3. Sisley (იშვიათად რომ რამე მომეწონოს, ნამეტანი "გადაპრანჭულია", მაგრამ არის ხოლმე რაღაცეები)
4. "ჯინსების გალერეა" (თუ ჯინსი გინდა, ნორმალურებია)
5. მოუთმენლად ველი Naf Naf-ის გახსნას.
ძირითადად კი ინტერნეტში ვნახულობ კატალოგებს, ვიწერ ფოტოებს და მერე მამაჩემს ვაბარებ მივლინებაში როდესაც მიდის, ან მე თვითონ ვყიდულობ, როდესაც საზღვარგარეთ წასვლის შანსი მეძლევა.

Posted by: NIXON 27 Sep 2006, 12:01
QUOTE
400 ლარად და აღარაა ეხლაო
- ჰა ჰა, 400 ლარი მთლიანად ჯორდანოს ბრენდ-კაპიტალი არაა.
ჯორდანო უცხოეთში ინდუსების ზმანია, აქ კულტამდე ყავთ მიყვანილი puke.gif

მანგო, ზარა - ხელს ვერ დააკარებ სიძვირის გამო. და საერთოდ, Inditex-ის პროდუქცია (ინდიტექსს ეკუთვნის Mango, Zara, Pull and Bear, XDYE, Bershka, Promod, Stradivarius, Oysho,...) ერთ-ერთი ყველაზე იაფია მსოფლიოში.
პერანგი, რომელიც ემირატებში 60 DHS-ად ვიყიდე (28 ლარი) აქ 138 ლარი ღირდა ზარაში...არაა მარაზმი?

Posted by: Kniazna 27 Sep 2006, 12:48
Ekooo

Mexx - იც საშუალო კატეგორიის მარკაა, და საზღვარგარეთ ბევრად იაფია ვიდრე საქართველოში ... ზუსტად ვიცი რომ ფასებს 3 - ზე ამრავლებენ ... ან 4 - ზე ძირითადათ როცა საქართველოში ჩამოაქვთ ნებისმიერი მარკის ტანსაცმელი ... და ამავდროულად ყოველთვის ძველი კოლექციაბია რაც clearacnce - ზეა ნაყიდი smile.gif


Naf Naf - ზე თქვეს რომ resonable ფასები ექნებათო, რისიც არ მჯერა smile.gif მარკა საკმაოდ ძვირია, გაპიარებული ... თან, როგორც თქვეს (სანდო წყარომ, ანუ ერთ - ერთმა ჩამომტანმა) პარიზიდან ჩამოიტანენ და ამ შემთხვევაში ფასები საერთოდ კოშმარული იქნება ... დუბაიდან ჩამოტანის შემთხვევაში ორიგინალი ღირებულება მრავლდება 3 - ზე და ჯდება ქართული ფასი, და პარიზიდან ჩამოტანის შემთხვევაში .. ფუუ, გაფიქრებაც კი მზარავს smile.gif

Posted by: Ekooo 27 Sep 2006, 12:58
Kniazna
დამიჯერე, ინტერნეტ მაღაზიებშიც რომ ნახო, ფასები შეადარე და მიხვდები, რომ Mexx-ში ნამდვილად არ ამრავლებენ ფასებს 3-ზე, 10 ევროს ამატებენ სადღაც ყველაფერს. შარშან ზაფხულში ვიყავი გერმანიაში და რეალშიც შევადარე ფასები, ასე რომ...

Naf Naf - არა მგონია მაინცდამაინც ძვირი იყოს.

და საერთოდ, ოფიციალური მაღაზიები (ანუ Mexx -ის საიტზე რომ შეხვიდე, თბილისის მაღაზიას გაჩვენებს, ესეიგი აქვს საამისო უფლებამოსილება) შეზღუდულები არიან, ძალიან დიდ ფასნამატს ვერ აკეთებენ. როგორც იურისიტი, ისე გეუბნებით, ასე რომ გაორმაგებულ ფასებზე ლაპარაკი ზედმეტია...

რაც შეეხება Mango, Zara-ს თბილისში - არ იყიდოთ! დიიიიიდი სისულელეა. ჩამოაქვს ჩვეულებრივ "челнок"-ებს და მართლა გასამმაგებულ ფასს ადებენ!!!

Posted by: beloved 27 Sep 2006, 13:22
QUOTE
ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა "ფირმას". მთავარია ხორცი დამიფაროს.. მატერიის ხარისხში კი განხვავება ფაქტიურად არანაირია.



ნამდუილად yes.gif

თან რამდენს ვიცნობ "თავი რომ მოაქვს ბუწიკებში სიარულით"( givi.gif ) და სინამდვილეში ბაზრობებსა ზადა დაიარება biggrin.gif

Posted by: zilisguda 27 Sep 2006, 13:48
Kniazna
QUOTE
300 ლარი რატომ უნდა მისცე მანგოს "შუზებში" ორი წლის წინ რომ იდო დუბაის რომელიმე მაღაზიაში არ გაიყიდა და მერე სეილზე იყიდეს და საქართველოში ასაღებენ ?


100 % გეთანხმები

Posted by: Kniazna 27 Sep 2006, 14:19
Ekooo

Mexx -ი, ბენეტონი და სხვა მარკები საქართველოში დუბაიდან შემოდის და დუბაის მაღაზიებში რომ შეხვიდე გული გაგისკდება, კაპიკები ღირს ყველაფერი smile.gif

ასე რომ, მექსი შესაძლოა ფასებს ამთხვევს ინტერნეტში მოცემულ ფასებს, მაგრამ დუბაისა და ჩინეთში შეკერილი ტანსაცმელი ("სახალხო" ბრენდებს ყოველთვის აქვს ფაბრიკები აღმოსავლეთში სადაც მუშახელი იაფია, და შესაბამისად მეზობელ ქვეყნებს აქვე შეკერილი ტანსაცმლით ამარაგებს) სამჯერ იაფია გერმანიაში შეკერილ ტანსაცმელზე smile.gif

http://eshop.mexx.com/is-bin/INTERSHOP.enfinity/eCS/Store/de/-/EUR/MDBrowseCatalog-Start;sid=_DBPSv0zoFtNM7gprEFFyP1Rirrfgi7C1IM=?CategoryName=21999&salesShop=false აი გერმანიის საიტი, ფასებს შორის განსხვავება აშკარაა smile.gif 24 ევროდ თბილისის მექსში შარვალს სეილზეც ვრიად ლი იყიდი smile.gif

Posted by: Ekooo 27 Sep 2006, 14:41
Kniazna
24 ევრო შარვალი კი არა, ზედა ღირს... ამას დაამატე 10 ევრო რომელსაც თბილისში ამატებენ (10 ევროს ნამდვილად ამატებენ, ვიცი), გამოვა 34 ევრო... 34 ევრო ლარებში - 74 ლარი... 75 ლარად კი ნამდვილად იყიდი გრძელმკლავიან ზედას მექსში, თანაც თბილისში... ჯინსი 70 ევროა...

ამას წინათ ვიყიდე პიჯაკი და თავისი ქვედა ბოლო. პიჯაკი 100 ევრო ღირს, თბილისურ ფასში კი + 10 ევრო გამოვიდა 245 ლარი... ქვედა ბოლო 60 ევრო ღირდა+ 10 ევრო = 155 ლარი. ძვირია საკმაოდ, მაგრამ მექსი ასე ღირს ევროპაში... დუბაი არ ვიცი... ნამდვილად ვერ ვივლი დუბაიში საყიდლებზე... ასე რომ...

ყოველ შემთხვევაში, ისევ მექსში ყიდვა მირჩევნია ასე თუ ისე რეალურ ფასად ვიდრე ატენზე მანგო ზარაში მანგოს სპორტული ზედას ყიდვას 330 ლარად, რომელიც გერმანიაში 22 ევროდ ვიყიდე...


Posted by: Camel 27 Sep 2006, 14:52
მექსის მაღაზიაში რაც დევს იარლიყზე გასაგებად აწერია made in turkey

Posted by: Kniazna 27 Sep 2006, 14:55
Camel

მით უმეტეს იაფი უნდა იყოს smile.gif Ekooo

QUOTE
ყოველ შემთხვევაში, ისევ მექსში ყიდვა მირჩევნია ასე თუ ისე რეალურ ფასად ვიდრე ატენზე მანგო ზარაში მანგოს სპორტული ზედას ყიდვას 330 ლარად, რომელიც გერმანიაში 22 ევროდ ვიყიდე...
- გეთანხმები smile.gif

Posted by: Ekooo 27 Sep 2006, 15:45
Camel
თურქეთის ბენეტონში რომ შეხვიდეთ, თბილისის ფასებისაგან ჰა-ჰა 10 დოლარი იყოს განსხვავება, ისიც იშვიათად... არაერთხელ მიყიდია მანდ ტანსაცმელი და დამერწმუნეთ.

ასეთი მაღაზიათა ქსელების ფასები მეტ-ნეკლებად სტანდარტიზირებულია...

Kniazna
ეგ მიკვირს ზუსტად რომ ამდენი ხანია მანგო-ზარას ოფიციალური მაღაზია არ გახსნილა თბილისში... ელვის სისწრაფით გაიყიდებოდა...

ჰო, კიდევ ამბავი მომივიდა, რომ ESPRIT ეძებს თბილისში ფართს მაღაზიისთვის... ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ბრენდია...

Posted by: roo 27 Sep 2006, 15:53
ტანსაცმილის ონ-ლაინ ყიდვის გამოცდილება გააქვთ ვინმეს?

Posted by: djindjidrinji 27 Sep 2006, 15:58
Moonchild

რო არაა "ნორმალური ტანს. მაღაზიები", ცარიელი პოსტები დავტოვოთ? biggrin.gif Tip- ებს ვაძლევთ გენცა, ინფორმირებული=შეიარაღებული, რატომ ბრაზდები biggrin.gif

Kniazna

QUOTE
Mexx -ი, ბენეტონი და სხვა მარკები საქართველოში დუბაიდან შემოდის და დუბაის მაღაზიებში რომ შეხვიდე გული გაგისკდება, კაპიკები ღირს ყველაფერი 


ნეტ ჯენშინა, ტი ნე პრავა biggrin.gif თურქეთიდან მოდის აქ ბენეტონი და თურქეთის ფასებიც არი. ძონძია ეგ ბრენდი თუ კაია, "იაფი" მშობლიურ იტალიაშიც კი არაა, სტაბილური ზოგისთვის საშუალო, ზოგისთვის საშუალოზე მაღალი ფასია, ზარასგან და მანგოსგან განსხვავებით, ბენეტონს "კაპიკებად" ნახავ მარტო სეილზე smile.gif პო ხოდუ დუბაის ნუ ადარებ მანდამაინც, duty free zone არი ბოლო ბოლო biggrin.gif

Posted by: roo 27 Sep 2006, 15:59
ადიდას.კომიდან ან ნაიკიდან ვინმეს რამე გიყიდიათ? ბოტასების ყიდვა მინდ და აქ ვერ ვნახე კარგი.
მაღაზია ხო არ იცით სადაც დიდი არჩევანია ბოტასების?

Posted by: tata-naka 27 Sep 2006, 16:00
მოკლედ benetton mexx და ა.შ. მარკები არ ვიცი მაგრამ კაი ბუტიკებში ფასდაკლებაზე ბევრად უფრო კარგი რამის ყიდვა შეიძლება იგივე ფასად, მე benneton ში მხოლოდ ბავშვებისთვის ვყიდულობ, ჩემთვის იშვიათად რამე მომეწონოს.
ინტერნეტიდან კიდევ არ მინდა გამოწერა, თუ არ მოვიყომე და არ მოვირგე ვერ ვიყიდი ვერაფერსsmile.gif

მაგრამ mango zara ს 4 ზე რომ ამრავლებენ ეგ ნაღდიაsmile.gifsmile.gifsmile.gif

Posted by: NIXON 27 Sep 2006, 16:11
Ekooo
QUOTE
ეგ მიკვირს ზუსტად რომ ამდენი ხანია მანგო-ზარას ოფიციალური მაღაზია არ გახსნილა თბილისში... ელვის სისწრაფით გაიყიდებოდა...
- Inditex-ი ოფიციალური პარტნიორობისათვის ითხოვს უზარმაზარ ფართის აშენებას (ნუ იჯარით აღებას მაინც დიდი პერიოდით), ექკლუზიურად ამ ბრენდისთვის, რაც როგორც ჩანს აქამდე ვერ მოხერხდა.
თუნდაც ესაა მეორე მიზეზი იმისა, რომ დუბაის მაღაზიებში უწევთ პირდაპირ ყიდვა და ასეთი ძვირი გამოდის საბოლოო ფასი

Posted by: Ekooo 27 Sep 2006, 16:14
NIXON
მანგოს მაღაზია ვნახე გერმანიის ერთ-ერთ პატალა და საყვარელ ქალაქში, სადაც ვცხოვრობდი, მთავარ ქუჩაზე კი იყო, მაგრამ მაღაზიის ზომა იყო აი ჯორდანო რომაა პეკინზე დაახლოებით მაგხელა...
სადაა უზარმაზარი ფართი?! spy.gif

Posted by: djindjidrinji 27 Sep 2006, 16:19
NIXON
QUOTE
Inditex-ი ოფიციალური პარტნიორობისათვის ითხოვს უზარმაზარ ფართის აშენებას (ნუ იჯარით აღებას მაინც დიდი პერიოდით), ექკლუზიურად ამ ბრენდისთვის, რაც როგორც ჩანს აქამდე ვერ მოხერხდა.


ფართი ნიპრიჩომ, პეტერე მაღაზიებიც მინახავს, მარა... მარტო ლიცენზია ჯდება ლიმონამდე + TOR არი საკმაოდ მკაცრი, საბოლოო ჯამში არ უღირთ, იმიტორო მაგ ფულს ხუი ივო ზნაეტ როდის ამოიღებენ, ან საერთოდ ამოიღებენ თუ არა

Posted by: GIORGI088 27 Sep 2006, 16:21
QUOTE
არის თუ არა კარგი მაღაზიები თბილისში, სადაც მართლა შემოაქვთ ნორმალური ხარისხის ტანსაცმელი? მაისურები, სახაფხული, გრძელმკლავიანი მაისურები, ჟაკეტები, ზამთრის ე.წ კურტკები, სპორტული შარვლები, მოსაცმელები, და ა.შ..შემოვიარე მტელი თბილისი, კიდობანი, პასაჟი, მთელი პეკინი, თავისუფლების მოედანზე მდებარე მაღაზიები, და წესიერი ვერაფერი ვიყიდე..ეგებ თქვენ მირჩიოთ? მე მაინც მგონია რომ არაა მაგრამ მაინც. არადა ყველაფერი რაც არაუშავს მაგრამ მაინც ბანძია მთლიანობაში, ადევს ისეთი ფასები რომ 300-350 და ა.შ. უბრალოდ უაზრობაა ამხელა ფულის გადაყრა, თორემ კარგი რომ იყოს კიდევ ჯანდაბას



გეთანხმები 1000 %-ით, არაფერი არ შემოდის, რასაც ჰქვია ვთქვათ რომ იტალიიდან მოჰქონდეთ ან საფრანგეთიდან და ა.შ. რაც შემოდის არის დუბაიდან, ბაქოდან და თურქეთიდან.
ფეხბურთის მაიკა მინდოდა და ვერსად ვიშოვე რა, ადიდასში იყიდება თავისუფლებაზე თან 150 ლარიდა უბანძესი ხარისხია რა..კარგი რომ იყოს კიდევ გადაიხდიდი რამეს..ყველაფერი არის ნაგავი, ბენეტონიც, ადიდასის, პუმაც და ნიუ ბალანსიც.
აი ეს არსენალის ეს მაიკა მინდოდა მაგრამ ვერ ვიშოვე, უბრალო კარგი მაიკები არ იყიდება, რაღაზე უნდა ილაპარაკო..


ფიზიკურად არაფერი შემოდის, რაც დინამოზე იყიდება, ყველაფერი ბანძია რა.
p.s ერთ რამეს გირჩევ რა, უცხოეთში თუ გყავს ვინმე იმას გამოგზავნინე, გეცოდინება რომ ორიგინალია და არც ძვირი დაგიჯდება!!!

Posted by: BlaBla 27 Sep 2006, 16:56
}{THE-END}{
თუ საიდუმლო არაა, 5 დღეში რა სერვისით ღებულობ შეკვეთებს საქართველოში და რა გიჯდება?

Posted by: paradise_seeker 27 Sep 2006, 21:26
რავიცი რავიცი..........................
პეკინზე ჩამოყევი.. ცადე მაინც..............................................

Posted by: Flasher 27 Sep 2006, 21:28
კიდობანის უკან გააკეთეს ახალი მაღაზიები rolleyes.gif

Posted by: Tocadero 27 Sep 2006, 21:42
tatariani

ჯერ საქართველო ძაან დაბალ დონეზეა ეკონომიკური განვითარების მხრივ რომ ასეთი მაღაზიები წარმოიქმნას.

ქვეყანა თუ გაიმართა წელში და ხალხმა სამუშაო იშოვა მერე ნელნელა გამოჩდება ასეთი კომპლექსები.

ისე მე სირცხვილად მიმაჩნია რომ ერთი ნორმალური შოპინგ ცენტრი არ გვაქვს

ჯერ კიდევ ძაან ხანიგური ქვეყანაა რომ ეგეთი მაღაზიები იყოს.


Posted by: Deamanu 27 Sep 2006, 23:11
ვეთახმები ამხანაგ Ekooo-ს ,mexx მევასება,esprit თუ გვაღირსებს თავის მაღაზიას კარგს იზამს,benetton,sisley.........

ვერ ვიტან მაღაზია Colin's -ს , კაშმარ boli.gif

მიყვარს nike და ადიდასი,განსაკუთრებით ეს უკანასკნელი.............კიდევ უსახელო ბუტიკები,სადაც მიმალულ კარგ მაისურებს ამოვაძვრენ ხოლმე biggrin.gif

აუ,მომინდა შოფინგი user.gif

Posted by: Cosmopolitan 27 Sep 2006, 23:17
საქართველოაა ხალხო biggrin.gif ...


ლილო და მისი ჯანი lol.gif



დაამუღამეთ ინტერენეტ შოფინგი ... თუ რამე გინდათ

Posted by: SPC 28 Sep 2006, 01:04
ტომი ჰილფიგერი კაცო...ლოლ.......მანდ იყიდეთ....წადით და იყიდეთ...ჰეჰ

Posted by: Kesi 3 Oct 2006, 12:08
თუ იცით GAP-ის ან GUESS?-ის ოფიციალური ლიცენზირებული მაღაზიები თუ არის თბილისში ან თუ იგეგმება?


Posted by: ikebana 3 Oct 2006, 13:31
სხვათაშორის, მშობლიურ იტალიაშიც კი ბენეტონის მაღაზიაში რატომღაც შრი-ლანკაში წარმოებული საქონელი იდო. და იმ სეზონზე თბილისის ბენეტონში იგივე საქონელი არ შეუტანიათ. რატომ?

სხვათაშორის 2, გუდვილი აკეთებს ტექსტილის განყოფილებას. კი არადა, გუდვილის უკან შენდება ისეთივე ფართის რაღაც ტექსტილისთვის. იქნებ...?

Posted by: cesdeba 3 Oct 2006, 13:38
second hand second handsecond handsecond handsecond handsecond handsecond handsecond handsecond handsecond handsecond handsecond handsecond handsecond handsecond handsecond handsecond handsecond handsecond handsecond handsecond handsecond handsecond handsecond handsecond handsecond handsecond handsecond handsecond handsecond handsecond handsecond handsecond handsecond handsecond handsecond handsecond handsecond handsecond handsecond handsecond handsecond handsecond handsecond handsecond handsecond handsecond handsecond handsecond handsecond handsecond handsecond handsecond handsecond handsecond handsecond handsecond handsecond handsecond handsecond handsecond handsecond handsecond hand second hand biggrin.gif

Posted by: Happy 20 Dec 2006, 02:37
LTB by LittleBig

საკაიფო ჯინსები და ძაან მაგარი ზედები.

ჭავჭავაძის 40 და მეგალაინი

Posted by: vendy 25 Dec 2006, 20:04
DIKA რუსთაველზე.
ლიცენზირებულია.

Posted by: radiology 25 Dec 2006, 20:21
სულ ახლახან ბაზრობაზე(ჩემი ტოჩკები მაქვს) ტომი ჰილფილგერის ნაღდი ისეთი სვიტერი ვიყიდე 35 ლარად,რომ ხალხი ეცემა..
რომ ვიძახი ბაზრობაზეა ნაყიდი ტქო ყბა ვარდებათ..
საერთოდაც ბაზრობაზე ისეთი კაი და უცხო რაღაცეები მაქვს ნაყიდი ასი წელი არ დაესიზმრებათ ,,დონე " მაღაზიებს..

Posted by: nanka_iuristka 25 Dec 2006, 20:25
მე ვაკის ძალიან ბევრი ბუტიკი ვიცი სადაც იგივე მანგო და იგივე ზარა ბოლო სეილზე რომ ააქვთ ნაყიდი სტამბულში მაქსიმუმ 10 ლირად და აქ ჩამოაქვთ და 100 ლარს ადებენ და მეტს მხოლოდ იმიტომ რომ მანგოა.....

ასე რომ ნურავინ დაბოლდებით მაგათი საქონლით.... დამიჯერეთ ბოლო სეილზე აუთლეთში ნაყიდი ძონძებია.... თქვენზე აკეთებენ ფულს... ჯობია წელიწადში ერთხელ ტავად წახვიდეთ იმ სტამბულის აუთლეთებში და თავად შეიძინოთ იმის მეათედ ფასში რაც ვაკეში ბუტიკებშია....

Posted by: radiology 25 Dec 2006, 20:29
საერთოდ ვისაც საზღვარგარეთ შეხება აქვს იცის,რომ მანგო და ზარა,ძალიან ჩვეულებრივი და ყველასთვის ხელმისაწვდომი ფირმაა...
არაფერი განსაკუთრებული..აქ წევენ ძაან და აბოლებენ ქართველებ,თორე დიდი არაფერიი.

Posted by: ლი 25 Dec 2006, 20:32
radiology
მითხარი რაა ტოჩკები smile.gif))))))))))))))))))

Posted by: nanka_iuristka 25 Dec 2006, 20:33
radiology

არა ძალიანაც კარგი ფირმებია. სენ მიდი აბა ახალ კოლექციებზე რა ფასებია. ხარსიხიც მშვენიერია. უბრალოდ ყველა ფირმას აქვს ხომ აუთლეთი? ხოდა ქართველ ვაჭრებს ეგ აუთლეთები დამუღამებული აქვთ და მოაქვთ ის ტანსაცმელი და 20 და 30 დოლარს კი არ უმატებენ, გადაირევი რა ფასებია, იმდღეს ისე აუღელვებლად მოუცია გამყიდველმა ვაკის ბუტიკში ჩემს დაქალს ბლუზკაზე "10 ლარიო" თითქოს მაქსიმუმ 20 ლირად არ ქონდეთ ნაყიდი...

მე თვითონ ბევრჯერ ვარ ნამყოფი მანგოს აუთლეთში და მართლა ბევრ კარგ რამეს წააწყდები, ძალიან დაბალ ფასებში, უკვე რომ ჩამოფასდა საქონელი... ანუ მე იმას კი არ ვამბობ რომ ცუდი საქონელი მოაქვთ, უბრალოდ ცოტა სინდისი იქონიონ და 10 ლირად ნაყიდს, თბილიში 200 ლარს ნუ დაადებენ....

მარა პარადოქსი ისაა რომ ეს ხალხიც ბრმად მიდის და ყიდულობს.... ნუ არ ვიცი რა...

Posted by: WOMAN IN LOVE 25 Dec 2006, 20:34
vendy
QUOTE
DIKA რუსთაველზე

ეს ბერძნულია, არა? radiology
QUOTE
ბაზრობაზე ისეთი კაი და უცხო რაღაცეები მაქვს ნაყიდი ასი წელი არ დაესიზმრებათ ,,დონე " მაღაზიებს..

QUOTE
საერთოდ ვისაც საზღვარგარეთ შეხება აქვს იცის,რომ მანგო და ზარა,ძალიან ჩვეულებრივი და ყველასთვის ხელმისაწვდომი ფირმაა...
არაფერი განსაკუთრებული..აქ წევენ ძაან და აბოლებენ ქართველებ,თორე დიდი არაფერიი.

yes.gif

Posted by: nanka_iuristka 25 Dec 2006, 20:36
"500 ლარიო" უნდა მეთქვა და შემეშალა... აბა წარმოიდგონე რამხელა სხვაობით ატყუებენ...

იგივე ის ჯორდანო, ოლსენი - მაპატიეთ და სად არ მიცხოვრია უცხოეთში და სად არ ვყოფილვარ, უპრესტიჟულეს ადგილებში მაგრამ ეს ფირმები არსად არ გამიგია smile.gif ნეტა რატომ smile.gif wink.gif

არის რაღაცეები რასაც მხოლოდ საქართველოში ნახავ smile.gif))

Posted by: ikebana 25 Dec 2006, 21:00
QUOTE
DIKA რუსთაველზე.

კარგით რა.. მართალია მაღაზია მაგარია და ფასები დაბალია, მარა საქონელი ნაგავია user posted image

Posted by: radiology 25 Dec 2006, 21:01
QUOTE
ფასები დაბალია

იმასთან შედარებით რაც არის ფასები ნამდვილად არ არის დაბალი..

Posted by: ikebana 25 Dec 2006, 21:06
radiology
გააჩია რას ადარებ. მაღაზია მართლაც კარგი, საქონელი ფერბის მიხედვით დახარისხებული განყოფილებებში, ასევე სხვადასხვა კომბინაციით მთლიანი კოტიუმებია, რაც უფანტაზიო მყიდველს შეხამებაში ეხმარება. ასეთი სტილითაა საზღვარგარეთ ჩვეულებრივი მაღაზიებიც კი მოწყობილი.
ხოდა ამ მაღაზიაში ახლა ხარიასხიანი საქონელიც რომ ეწყოს იგივე ფასით მაგრა გაასწორებდა, მაგრამ სადაა smile.gif

Posted by: sharla IX 26 Dec 2006, 10:59
tatariani
QUOTE
კურტკები, სპორტული შარვლები

სპორტის სამყარო .. tongue.gif

Posted by: Princess 26 Dec 2006, 11:49
მე დიკაში ვერაფერი ვერ მოვირგე, ხალხი კიდევ ყიდულობდა ბლომად ტანსაცმელს, თითქოს შორიდან რომ შეხედავ კარგი ფერებია, მაგრამ რომ ჩავიცვი... უკვე აღარ მომეწონა. ბოლოს დავკომპლექსდი ეტყობა მე ვარ არასტანდარტული თქო smile.gif))) არადა შარვლები, კარგი შეკერილი ზუუუსტად 38 ზომა მინდა, მანდ კიდევ 38 დიდი მქონდა 36 პატარა, მოკლედ არ მომეწონა

Posted by: Aniutachka 26 Dec 2006, 21:21
QUOTE (tatariani @ 26 Sep 2006, 08:36 )
არის თუ არა კარგი მაღაზიები თბილისში, სადაც მართლა შემოაქვთ ნორმალური ხარისხის ტანსაცმელი? მაისურები, სახაფხული, გრძელმკლავიანი მაისურები, ჟაკეტები, ზამთრის ე.წ კურტკები, სპორტული შარვლები, მოსაცმელები, და ა.შ..შემოვიარე მტელი თბილისი, კიდობანი, პასაჟი, მთელი პეკინი, თავისუფლების მოედანზე მდებარე მაღაზიები, და წესიერი ვერაფერი ვიყიდე..ეგებ თქვენ მირჩიოთ? მე მაინც მგონია რომ არაა მაგრამ მაინც. არადა ყველაფერი რაც არაუშავს მაგრამ მაინც ბანძია მთლიანობაში, ადევს ისეთი ფასები რომ 300-350 და ა.შ. უბრალოდ უაზრობაა ამხელა ფულის გადაყრა, თორემ კარგი რომ იყოს კიდევ ჯანდაბას.

კოლმეურნებოსი მოედანზე უკან პპირიმზეს გვერძე არის მაგარი სავაჭრო ცენტრი - GTC ( ჯი-თი-სი _, ფირმა მაღაზიებია, კარგი საქონელი აქვთ და ნორმალური ფასებიც არის, ფასდაკლების დროს თუ შეივლით კარგი იქნება, მე მაგრა მიყვარს ეგ სავაჭრო ცენტრი, თითქმის სულ მანდ დავდივარ და ძალიანაც კმაყოფილი ვარ fig.gif yes.gif

Posted by: radiology 26 Dec 2006, 21:26
Aniutachka
ჯითისი არ გამაგონო...
მანდ ჩექმა ვიყიდე(როგორც შეხვალ ხელ მარჯვნივ ფეხსაცმლის მაღაზია როა იქ),380 ლარი მივეცი და ერთ კვირაში პირი დააღო..
იმდენჯერ არ მცმია რამდენჯერაც ხელოსანთან მიმქონდა..

Posted by: GT 26 Dec 2006, 21:30
Mexx
Beneton
Sisley
კაი ვეშჩებია.
----------------------------------------

Posted by: mustafa 2 May 2007, 12:20
ელთიბი ჯინსი. ყველაფერი აქვთ. კაი მაღაზიებია.

Posted by: gvaska 2 May 2007, 12:38
Kesi
QUOTE
GAP-ის ან GUESS?-ის ოფიციალური ლიცენზირებული მაღაზიები

სოფიკოსი არ იყოს, ,,თუ სწორად მახსოვს...." GAP მელიქიშვილზეა....
და მგონი ჯითისის მეორე სართულზეც, მარჯვენა მხარეს....
ოღონდ, რამდენად ლიცენზირებულია, არ ვიცი, თუმცა ჰგავს...
არჩევანი, დიდი არაფერი.

ესპრიტის მაღაზია იგვიანებს, მაგრამ პატარა ბუტიკებში ვხვდები ხოლმე პალტოებს, ბლომად მაისურებს (ორიგინალებს) და ასე შემდეგ...

ფეხსაცმელი - ჯერჯერობით, ხარისხით ყველაზე უკეთესია ,,ბალი" !!!!!.......
ასევე, ჩანთებიც და აქსესუარებიც.

Princess
QUOTE
მე დიკაში ვერაფერი ვერ მოვირგე

მორგებას თავი დაანებე, ხარისხი????!!!!!!!!!!! down1.gif

Posted by: tamara:D 2 May 2007, 13:10
მე ამ დღეებში ვიყიდე პავლოვზე არის ერთი მაღაზია, პეკინის კვეთასთან.. BSB .. მართლა კარგი ტანსაცმელი იყიდება.. განსხვავებული და დიდი არჩევანია, ასე თუ ისე smile.gif ..


Posted by: Camel 2 May 2007, 13:28
QUOTE
სოფიკოსი არ იყოს, ,,თუ სწორად მახსოვს...." GAP მელიქიშვილზეა....



ეგ GAP მელიქიშვილზე არის მხოლოდ ფეხმძიმე ქალების ტანსაცმელი და ისიც არალიცენზირებული.

არის Y3 კაცებისთვის ძაან მაგარი მაღაზია , ასევე Trussard სადაც მაიკა ღირს 300 ლარი..next GTC-ში. მთლიანობაში ბაზარი ძალიან აუთვისებელია და არჩევანი ცოტაsad.gif

Posted by: BLACK METAL 2 May 2007, 13:37
ლილო!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! biggrin.gif

Posted by: gvaska 2 May 2007, 13:42
Camel
QUOTE
GAP მელიქიშვილზე არის მხოლოდ ფეხმძიმე ქალების ტანსაცმელი და ისიც არალიცენზირებული

ჰოოოოოო, მანდ არ შევსულვარ, სულ გარედან ვხედავ ხოლმეsmile.gif
ჯითისი-ში ვნახე, ხარისხს არაუშავს, მაგრამ არჩევანი არ იყო დიდი.

აი, ,,ბალში" კი ვიყავი და ვიცი რომ ხარისხი უნაკლოა...
ჩემი ზომა, 1 წყვილი იყო დარჩენილი და მინდა გავეტიო როგორმე აქედან და ვიყიდო.....
იმედია, ფასს გაამართლებს.

Posted by: Princess 2 May 2007, 13:43
gvaska
QUOTE
,,ბალში"


ეს სადაა?

Posted by: gvaska 2 May 2007, 13:47
Princess
მერიის გვერდით, ტაბიძეზე.
არ ინანებ wink.gif

ძვირი მოგეჩვენება, მაგრამ ისეთი ხარისხიააააააააlove.gif love.gif love.gif

მაგ. ტყავის საფულე - 300 ლარიდან.... baby.gif
QUOTE
კარგი მაღაზიები თბილისში? არის რომ?, სადაც იყიდება კარგი ხარისხის საქონელი.

ხარისხი ყველგან ძვირიაsad.gif

Posted by: tamara:D 2 May 2007, 13:50
oops.. შემეშალა კი არა და... gigi.gif მოკლედ საზღვარგარეთ ჯობია რა...

Posted by: nebiera 2 May 2007, 13:54
იმ დღეს აღმაშენებელზე მაღაზიებს ვათვალიერებდი... ერთერთ "პრესტიჟულ" მაღაზიაში შევედი და მესმის როგორ უხსნის გამყიდველი ვიღაცას... "ჩვენ ლილოდან რომ მოგვაქვს ეს ტავარი, იქვე ვაკეთებთ აღრიცხვას,და აქ რაღაში გვჭირდებაო..." მე თუ მკითხავთ მთელი ვაკე და პლეხანოვი გავსებულია დუბაიდან და სტამბულიდან შემოტანილი ბაზრობის საქონელით.

Posted by: sharla IX 2 May 2007, 14:06
ისა და ..

იქნებ იცოდეთ კაი ''იუბკები'' სად შემიძლია ვნახო? wink.gif

Posted by: gvaska 2 May 2007, 14:09
nebiera
QUOTE
ვაკე და პლეხანოვი გავსებულია დუბაიდან და სტამბულიდან შემოტანილი ბაზრობის საქონელით

ეგრეა.
საფირმო მაღაზიებშიც კი (ყველას არ ვგულისხმობ) ხარისხიანს იშვიათად ნახავ...

tamara:D
QUOTE
საზღვარგარეთ ჯობია რა...

იცოცხლე, ჯობია!:)
მაგრამ როცა ვეღარ მიდიხარ, სხვა რა გზა გაქვს, აქ უნდა იყიდოsad.gif

Posted by: nick_el_son 2 May 2007, 14:13
აქ მარტო ქალების შმოტკებზეა ლაპარაკი, თუ ჩვენც, ბედკრულ მამრობითი სქესის უზერებსაც, გამოგვადგება აქ დაპოსტილი რჩევები? user.gif








biggrin.gif

Posted by: gvaska 2 May 2007, 14:13
nick_el_son
ბედკრულებსაცsmile.gif

Posted by: nick_el_son 2 May 2007, 14:23
gvaska
ააა... ოკ.... gigi.gif


2kiss.gif





ხოდა, ესე იგი და ასე შემდეგ....
მინდა ვიყიდო ჩვეულებრივი ჯინსის შარვალი.....

თითქოს რა უნდა იყოს აქ პრობლემა, მაგრამ....

რომელ მაღაზიაშიც არ მივედი, ყველგან ისეთი სიგანის ტოტებიანი შარვლებია, ორივე ფეხი ჩავა შიგნით... sad.gif biggrin.gif

რამდენიმე მაღაზიის შემდეგ ავბუინდი და ვეუბნები მეთქი რა ჯანდაბაა, მოდაა ეგეთი უბედური თუ რა ხდება?

მიპასუხეს კიო, ეგრე აცვიათ ეხლა ყველასო....

ყველას რა აცვია იმენა მაგრად მკიდია, ვიწრო შარვალი გამიჩითეთ დროზე მეთქი!

ხოდა იქით გამომლანძღა მოდას შენ თვითონ ხარ აყოლილი რაღაც განსაკუთრებულ რომ ითხოვო...

არადა მინდა ვიყიდო ის რაც მომწონს და რაშიც მოხერხებულად ვგრძნობ თავს... user.gif



აუ რამდენი ვიბოდიალე.... smile.gif


მოკლედ სად შევიძინო ეგეთი ჯინსი?
ოღონდ ბაზრობა არ მითხრათ tongue.gif
იმდენი ჯანდაბა ყრია ხოლმე ერთად რომ ვერ ვარჩევ....



help.gif

Posted by: tamara:D 2 May 2007, 14:34
gvaska

ან ეძებო ისეთი მაღაზიები, სადაც მსგავსი ტანსაცმელი აქვთ..აი მაგალითად საქართველოში აშკარად ეტყობათ, რომ ქართულია.. თუნდაც ცოტა ნორმალურ მაღაზიებში..მაინც ეტყობა რა spy.gif

და ევროპაში 2 ევროიანი მაიკა რომ იყიდო, მაინც განსხვავებული იქნება საქართველოში შეკერილისგან და თუნდაც ჩამოტანილისგან... რომ ჩამოაქვთ.. ნორმალური ტანსაცმელი მაინც ჩამოიტანონ... vik.gif vik.gif კაი ხო..benetonსა და sisley ში კიდევ "ევროპულია", თუმცა იქაც ეტყობა რა.. აშკარად ვერ აქვთ არჩეული რა ჩამოტანონ.. ის მაღაზია წინა გვერდზე იმიტომ ვახსენე, რომ მართლა ცოტა განსხვავებული და "ევროპული" ტანსაცმელი არის.. მართალია, აწერია made in turkey biggrin.gif მაგრამ მაგას აწერია მაინც რა biggrin.gif... თან ნორმალური მარკაა http://www.koton.com.tr/.. beneton ში ხომ სულ ევროპიდან ჩამოაქვთ.... boli.gif (კეჰ)..

Posted by: OtsnebisQali 2 May 2007, 14:41
მე ძალიან მომწონს Colin's-ი და Xint-ი, განსაკუთრებით 50-70%-იან ფასდაკლებებზე yes.gif

Posted by: vinchenz@ 2 May 2007, 14:51
თბილისში დაჟე ჯააააააან ტაკოი ბუწიკებში 100 წლის საქონელია, თუმცა სხვა გზა რომ არ გაქვს რა უნდა ქნა?
სანამ მანდ ვცხოვრობდი მარკას არ დავსდევდი, იმიტომ რომ ნამეტანი ძვირი იყო შესახედაობასთან მიმართებაში და პროსტა ნამეტანი ძვირი იყო.
მაგრამ ერთი რამ მინდა გითხრათ გუჩისა და დოლჩე გაბანას ქვეყანაში ამ მარკის რაღაცეები ძალიან ძვირია, რაღაც უბედური ბრეტელებიანი დაფხრეწილი მიაკები 400 ევრი ღირს, ასე რომ მანდ რომ გეტყვიან გუჩიაო და 100 ლარს გიფასებენ ან მაროკოელებისგან იყიდეს ან 10 წლის წინანდელია, ბენეტონის და სისლის ხარისხიც სხვაა და სეილებზე 11და 15 ევროდ მაგრად გაიზმანები(თბილიში 80 ლარი თუ ღირდა სეილზე 79 იყო), დიდ მარკჯებზე რომ არ ვიბაზროთ.
მოკლედ ჩემი რჩევაა იტალიაში ჩამოდით შოპინგისთვის, 7 იანვრიდან სეილია თებერვლის ბოლომდე, მერე 7 ივლისიდან სექტემბრამდე ვისაც მარკა გინდათ და ვისაც შედარებით იფფასიანი ბენეტონი, სისლი და ზარა აინტერესებსsmile.gif
* * *
აა კიდევ ერთი იდეა მაქვსsmile.gif მე რომ ჩამოვალ ხოლმე თბილისში მე ჩამოგიტანთsmile.gif
?smile.gif

Posted by: gvaska 2 May 2007, 15:10
vinchenz@
QUOTE
აა კიდევ ერთი იდეა მაქვს მე რომ ჩამოვალ ხოლმე თბილისში მე ჩამოგიტანთ

ზღაპრული იდეაა, ძაააალიან მომწონს!:) bis.gif bis.gif

Posted by: Castro-Urdiales 2 May 2007, 15:29
QUOTE (Kniazna @ 27 Sep 2006, 14:19 )
Ekooo

Mexx -ი, ბენეტონი და სხვა მარკები საქართველოში დუბაიდან შემოდის და დუბაის მაღაზიებში რომ შეხვიდე გული გაგისკდება, კაპიკები ღირს ყველაფერი smile.gif

ასე რომ, მექსი შესაძლოა ფასებს ამთხვევს ინტერნეტში მოცემულ ფასებს, მაგრამ დუბაისა და ჩინეთში შეკერილი ტანსაცმელი ("სახალხო" ბრენდებს ყოველთვის აქვს ფაბრიკები აღმოსავლეთში სადაც მუშახელი იაფია, და შესაბამისად მეზობელ ქვეყნებს აქვე შეკერილი ტანსაცმლით ამარაგებს) სამჯერ იაფია გერმანიაში შეკერილ ტანსაცმელზე smile.gif

http://eshop.mexx.com/is-bin/INTERSHOP.enfinity/eCS/Store/de/-/EUR/MDBrowseCatalog-Start;sid=_DBPSv0zoFtNM7gprEFFyP1Rirrfgi7C1IM=?CategoryName=21999&salesShop=false აი გერმანიის საიტი, ფასებს შორის განსხვავება აშკარაა smile.gif 24 ევროდ თბილისის მექსში შარვალს სეილზეც ვრიად ლი იყიდი smile.gif

ეგრე ZARA-ში ევროპაშიც თურქეთში და ვიეტნამში შეკერილ ტანსაცმელს ჰყიდიან. წავიდა ის დრო ევროპაში, რომ მზადებოდა

Posted by: Princess 2 May 2007, 15:59
QUOTE
მე რომ ჩამოვალ ხოლმე თბილისში მე ჩამოგიტანთ


კარგი იდეაა smile.gif

Posted by: gvamer 22 May 2007, 17:51
GT
QUOTE
Mexx
Beneton
Sisley

up.gif

ლევისები და ჯინსების გალერეები გაბაზრებულია ძაან
GTC-ში არა უშავრა smile.gif


Mexx-ში მომწონს ერთი ფეხსაცმელი, მაგრამ ჩემი ზომა არ აქვთ (42) , რა ვქნა, www.mexx.com -ზე ვნახე, არის და მე ჩამოვიტანო ჩემი ხოდით და ჩალიჩით თუ იმათ (მექსიში) ვუთხრა და ჩამოატანინონ გერმანიიდან ან სადაც აქვთ, შეიძლება თურქეთშიც აქვთ
ვინმეს თუ გაქვთ გამოცდილება ამ მხრივ დამეხმარეთ რა


Posted by: gvamer 25 May 2007, 15:23
არ იცით? sad.gif









.................................

Posted by: Transformer 28 May 2007, 16:59
მე ლევისი, ვრანგლერი, ჯინსების გალერეა, კალიფორნია, დოკერსი და ეგეთები მევასება, სულ მანდ ვყიდულობ

Posted by: Doloress 28 May 2007, 17:02
კოტონზე ჩავიციკლეეეე weep.gif
ხარისხი არ ვიცი, მაგრამ პავლოვზე რომაა იმ მაღაზიაში ყველაფერი მომეწონააა weep.gif

და კიდევ რაცხა პატარა მაღAზია აღმოვაჩინე, ვაჟაზე, ძალიან მაგარი სარაფნები აქვთ, ოღონდ არ ვიცი რა ქვია :

Posted by: joto 28 May 2007, 17:06
QUOTE
კარგი მაღაზიები თბილისში? არის რომ?, სადაც იყიდება კარგი ხარისხის საქონელი.

კოლინზი, პეკინზე yes.gif

Posted by: gvamer 28 May 2007, 18:56
joto
QUOTE
კოლინზი, პეკინზე 

ხო, მაგასაც არა უშავს

QUOTE
მე ლევისი, ვრანგლერი, ჯინსების გალერეა, კალიფორნია, დოკერსი და ეგეთები მევასება, სულ მანდ ვყიდულობ

up.gif

QUOTE
Mexx-ში მომწონს ერთი ფეხსაცმელი, მაგრამ ჩემი ზომა არ აქვთ (42) , რა ვქნა, www.mexx.com -ზე ვნახე, არის და მე ჩამოვიტანო ჩემი ხოდით და ჩალიჩით თუ იმათ (მექსიში) ვუთხრა და ჩამოატანინონ გერმანიიდან ან სადაც აქვთ, შეიძლება თურქეთშიც აქვთ
ვინმეს თუ გაქვთ გამოცდილება ამ მხრივ დამეხმარეთ რა


Posted by: Mateo Falcone 30 May 2007, 16:26
ვაგზალი კიდობანი და პასაჟი....



არა თუ იცით რომ მაღAზიებში ტრუხა რაღAცეებია და ევროპაში ბანძებია.ეს მაღაზიები რაღAს ეცემით ხოლმე???


რომ თქვათ რომ მაღAზიაში იყიდეთ ვაკეში???


ყოველთვის განსაკუთრებულად გამოვიკურები .და არ მითყდება ვთქვა რომ ბაზრობაზე ვიYიდე მეთქი

Posted by: cesdeba 30 May 2007, 16:39
მეტროს ვაგონში სამი ძააააააააააააააააან უზმანესი ქალი შემოვიდა, პად სოროკ, ჰასაკით. თითოს კაი ბლომად დაპრესილი ჩანთები უჭირავთ, და ერთმანეთში დიალოგობენ: "ძონძOარმანის იქეთ მე ფეშენ მაღაზია არ ვიცი რააა,.... არა, ძააან მაგარ ვეშებს წააწყდები, ნუუ.."

Posted by: Tsico_Tsico 31 May 2007, 15:25
QUOTE
ძონძOარმანის იქეთ მე ფეშენ მაღაზია არ ვიცი რააა

თუ საზღვარგარეთ სიარული არ შეგიძლია, ორიგინალებს მეტი მართლა ვერსად ვერ იყიდი ეგრე გამოდის... boli.gif boli.gif
ჩამოფასებული და 10 წლის წინანდელი კოლექციები კიდე ძონძებში 10-15 ლარი ღირს და არა 100 და 300...

Posted by: gvamer 1 Jun 2007, 11:49
ეჰ არადა როგორ მაინტერესებდა
მოდი კიდევ ერთხელ დავწერ smile.gif :

QUOTE
Mexx-ში მომწონს ერთი ფეხსაცმელი, მაგრამ ჩემი ზომა არ აქვთ (42) , რა ვქნა, www.mexx.com -ზე ვნახე, არის და მე ჩამოვიტანო ჩემი ხოდით და ჩალიჩით თუ იმათ (მექსიში) ვუთხრა და ჩამოატანინონ გერმანიიდან ან სადაც აქვთ, შეიძლება თურქეთშიც აქვთ
ვინმეს თუ გაქვთ გამოცდილება ამ მხრივ დამეხმარეთ რა


Posted by: auau 19 Jul 2007, 15:23
nanka_iuristka
nanka_iuristka
QUOTE
მე ვაკის ძალიან ბევრი ბუტიკი ვიცი სადაც იგივე მანგო და იგივე ზარა ბოლო სეილზე რომ ააქვთ ნაყიდი სტამბულში მაქსიმუმ 10 ლირად და აქ ჩამოაქვთ და 100 ლარს ადებენ და მეტს მხოლოდ იმიტომ რომ მანგოა.....


სწორედ ამიტომ, თავის მოტყუებას არ ვაპირებ და უპირატესობას შეკერილ ტანსაცმელს ვანიჭებ, გოლო-გოლო, კარგად შეკერილ ტანსაცმელს ის დიდიუპირატესობა აქვს, რომ
21. მარტო შენ გაქვს და სხვას არა
2. ზუსტად შენზეა მორგბული და ალიან კომფორტულია.
ძირითადად, ვიკერავ, ამის გარდა მამიდაჩემიც მამარაგებს... smile.gif
პრაღაში რომ ვიყავი მასთან, მეც დაახლოებით მგ ფასებში ვიყიდე სეილზე რაღაც-რაღაცეები, იმეზე უკეთესი ვიდრე ჩვენთან იყიდება და იაფიც. smile.gif

ტანსაცმლის ხურუშიანიზმი არ მჭირს, მაგრამ ის ფაქტი, რომ ვიღაც მატყუებს, ჩემში პროტესტს იწვევს. smile.gif

რასაც ვყიდულობ - ზამთრისთვის პალტო , ჯინსი და ფეხსაცმელია. smile.gif

ვაი, ჩემი ნიკით შესვლა დამავიწყდა

miau ვარ biggrin.gif

Posted by: Camel 19 Jul 2007, 15:27
QUOTE
Mexx-ში მომწონს ერთი ფეხსაცმელი, მაგრამ ჩემი ზომა არ აქვთ (42) , რა ვქნა, www.mexx.com -ზე ვნახე, არის და მე ჩამოვიტანო ჩემი ხოდით და ჩალიჩით თუ იმათ (მექსიში) ვუთხრა და ჩამოატანინონ გერმანიიდან ან სადაც აქვთ, შეიძლება თურქეთშიც აქვთ
ვინმეს თუ გაქვთ გამოცდილება ამ მხრივ დამეხმარეთ რა



ეს მექსი იმას ვერ ჩამოგიტანს რაც საიტზეა. ესენი ჩამოგიტანენ თურქეთში რაც არის იმას

Posted by: Black_Kittie 19 Jul 2007, 15:30
ყველა მაღაზიაში ერთიდაიგივეა პრინციუპში...ფასებშია მგონი მარტო განსხვავება biggrin.gif

Posted by: vbhelp 19 Jul 2007, 15:30
ჯინსების გალერეა სად არის?
---------------------------

Posted by: <rap-girl> 19 Jul 2007, 21:14
vbhelp

გალერეა პეკინზეა წიგნის სახლთან

Posted by: ფარსმანი 19 Jul 2007, 22:09
საკმარისია უცხოეთში გადგა ფეხი და მაშინვე მიხვდები თბილისში "ბრენდულ" მაღაზიებში გამოფენილი საქონლის უბადრუკობას

Posted by: miau 19 Jul 2007, 22:30
ფარსმანი
QUOTE
საკმარისია უცხოეთში გადგა ფეხი და მაშინვე მიხვდები თბილისში "ბრენდულ" მაღაზიებში გამოფენილი საქონლის უბადრუკობას


ელემენტარულიდა ძალუიან სასაცილო smile.gif

პრაღაში როგორც კი ჩავედი, ვიყიდე საზაფხულო ფეხსაცმელი იქ სათრევად (თუმცა ისე კარგი დაკომფორტულია, მგონი მომავალ წელსაც ვატარო biggrin.gif ) smile.gif , რომელიც 50%-იან სეილზე ღირდა დაახლოებით ჩვენს ფულზე 15 ლარი,
ამ ცოტა ხნის წინ მოვსეირნობ ბათუმში და ერთ-ერთ ვიტრინში ზუსტად ჩემს ფეხსაცმელს წავაწყდი, ძალიან "იჩეთ" მაღაზიაში იდო.
შევედი და ვკითხე ფასი - კინაღამ გავგიჟდეი ამ უბრალოზე უბრალო უიაფეს ფეხსაცმელს იტალიურად ასაღებდა გამყიდველი და ფასს არ იკითხავ - 75 ლარი! !
სირცხვილია, მსოფლიოში სიძვირით მეექვსე ქალაქში ოთხჯერ იაფი ღირდეს იგივე რაღაც. smile.gif

Posted by: sharla IX 20 Jul 2007, 02:14
dolores
QUOTE
პატარა მაღAზია აღმოვაჩინე, ვაჟაზე

ვაჟას ბოლოსკენ ხო არა შემთხვევით ? wink.gif

Posted by: accesdenied 20 Jul 2007, 02:27
miau
ფრანკფურტში ვიყიდე ბოსის შუზები 90 ევროდ აქ ბოსის მაღაზიაში 595 ლარი თუ გდეტა ეგრე კინაღამ ჩავაბარე,,,,



ტანსაცმელი არი როგორ არ არი, უაზროდ ძვირია, იმენნა სამჯერ ან მეტჯერ ძვირი,,,,

Posted by: Doloress 20 Jul 2007, 09:05
sharla IX
QUOTE
ვაჟას ბოლოსკენ ხო არა შემთხვევით ? 

არა, ასატიანის კუთხეში, "გრანდის" პირდაპირ....
მაგრამ მოგვიანებით, ზემოთ წარწერას რომ შევხედე, აზიური მაღაზია აღმოჩნდა biggrin.gif

Posted by: cheze 20 Jul 2007, 10:35
QUOTE (}{THE-END}{ @ 26 Sep 2006, 14:03 )
tatariani
მამაკაცის ფეხსაცმელი, ralf linger, მუშტაიდთან არის, ხარისხიანიცაა და ფასიც ნორმალური აქვს
რაც შეეხება ტანსაცმელს მე პირადათ ინტერნეტში ვყიდულობ. ამერიკიდან მაქსიმუმ 5 დღეში ჩამოდის და მაგ ფასებში
და მასეთი ხარისხისას ნაკლებად თუ იყიდი რამეს
cabelas.com კარგია
landsend.com ესეც კარგია
kitbag.com ეს ცოტა ძვირიანი "ზავიდენიე" არის

და რამდენს ამატებ ამერიკიდან ჩამოტანაზე ტანსაცმლის ღირებულებას? ანუ ჩამოტანა რა ჯდება ?

Posted by: LoRnaDoON 20 Jul 2007, 12:04
QUOTE
კარგი ხარისხის ტანსაცმელი მემგონი მხოლოდ ორიგინალურ დიზაინერებთან თუ იყიდი

lol.gif \
QUOTE
არის თუ არა კარგი მაღაზიები თბილისში, სადაც მართლა შემოაქვთ ნორმალური ხარისხის ტანსაცმელი

ძალიან ბევრი კარგი მაღაზიაა თბილისში/
უბრალოდ შენ ვერ ნახე ალბათ givi.gif

Posted by: ფარსმანი 20 Jul 2007, 20:16
პარადოქსია მსოფლიოში ყველაზე ძვირ ქალაქში(მოსკოვში) უფრო ხარისხიანი ტანსაცმელი უფრო იაფი ღირს ვიდრე თბილისში

თუმცა რა გასაკვირია, ჩვენ ხომპარადოქსების ქვეყანაში ვცხოვრობთ

Posted by: naia 20 Jul 2007, 20:34
miau
QUOTE
პრაღაში როგორც კი ჩავედი, ვიყიდე საზაფხულო ფეხსაცმელი იქ სათრევად (თუმცა ისე კარგი დაკომფორტულია, მგონი მომავალ წელსაც ვატარო  )  , რომელიც 50%-იან სეილზე ღირდა დაახლოებით ჩვენს ფულზე 15 ლარი,
ამ ცოტა ხნის წინ მოვსეირნობ ბათუმში და ერთ-ერთ ვიტრინში ზუსტად ჩემს ფეხსაცმელს წავაწყდი, ძალიან "იჩეთ" მაღაზიაში იდო.
შევედი და ვკითხე ფასი - კინაღამ გავგიჟდეი ამ უბრალოზე უბრალო უიაფეს ფეხსაცმელს იტალიურად ასაღებდა გამყიდველი და ფასს არ იკითხავ - 75 ლარი! !
სირცხვილია, მსოფლიოში სიძვირით მეექვსე ქალაქში ოთხჯერ იაფი ღირდეს იგივე რაღაც.

იგივე რაღაც შემემთხვა მეც. ბულგარეთში შემთხვევით წავაწყდი მაღაზია 'დიკას'. თურმე იქაური ბრენდი ყოფილა, ოღონდ იქ არც თუ ისე პოპულარული. მაიკა მომეწონა და საკმაოდ იაფად (სადღაც 20 ლარის ფასად) ვიყიდე. აქ რომ ჩამოვედი იგივე მაიკა აქ 70 ლარი ღირდა. მართლა სირცხვილია რა....

Posted by: Allan-Poe 20 Jul 2007, 20:46
ყველაზე კარგი გამოსავალია ონლაინ მაღაზიები...
ოღონდ შერცევისას გაითვალისწინეთ რამდენიმე რამ:

1. სანამ შეკვეთას გააკეთებთ, ან დარეგისტრირდებით ამა თუ იმ საიტზე, დარწმუნდით საიტის ლიცენზირებულობაში და რომ ის მართლაც სოლიდური ფირმის ოფიციალური საიტია... (სოლიდურ ფირმებში მაინც და მაინც არმანის, პიერ კარდენს და ა.შ. არ ვგულისხმობ) უბრალოდ საიტს ეტყობა ხოლმე და შესაბამისი დოკუმენტაციაც დევს როგორც წესი კონტაქტებთან და მისამართთან ერთად...

2. სანამ შეკვეთას გააკეთებთ, დარწმუნდით რომ საქართველოში გამოგზავნის შესაძლებლობა მართლა არის. როგორც წესი, ყველა საიტი ხმარობს სკროლბოქსისთვის ერთიდაიგივე შაბლონს, ანუ საქართველო ყველგან წერია მისათითებელ ქვეყნებში, მაგრამ რეალურად შეიძლება საქართველოში გამოგზავნა მათ სერვისში არ შედიოდეს... გაუგზავნეთ იმეილი და დააზუსტედ თავიდან... საიტების დიდი ნაწილი მხოლოდ აშშ-კანადაზე მუშაობს, ზოგიერთი კი მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებზე...

3. დაადგინეთ დამატებითი ღირებულება, (რამდენი უნდა დაამატოთ აღნიშნულ თანხას, რომ საქონელი საქართველოში გამოაგზავნონ) როგორც წესი, ევროკავშირის ქვეყნებზე დამატებითი ღირებულება იქვეა მითითებული, ან მითითებული არ არის, მაგრამ მინიმალურია... არაევროკავშირის ქვეყნებზე კი მეტი.. ამიტომ კარგად აწონ-დაწონეთ, საერთო ჯამში გადასახდელ თანხად გიღირთ ესა თუ ის საქონელი თუ არა...

4. კარგად გაეცანით ზომების ევროპულ სისტემას. თქვენ საიტზე ვერ მოიზომავთ ბუნებრივია ტანსაცმელს სანამ იყიდით, ამიტომ ზედმიწევნით ზუსტად უნდა იცოდეთ თქვენი ზომა...

5. და ბოლოს... არავის, არასდროს, არაფრის დიდებით არ გაუმხილოთ თქვენი პირადი მონაცემები, ანგარიშის ნომერი, კარტის ნომერი, რეგისტრაციის პაროლი და ა.შ. რომც გითხრან რომ საიტის ადმინისტრაცია ვართო, იცოდეთ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ითხოვენ რეგისტრაციის, პაროლს, კარტის ნომერს, ან ა.შ. პირად ინფორმაციას, გტეხავენ და ტქვენი ანგარიშის გაცლა უნდათ smile.gif

ჰოოდა... გისურვებთ ბედნიერ შოპინგს (როგორც ბურჟუები იტყვიან ხოლმე... :ძალითყურებამდეგაღიმებულიევროპელიგამყიდველისსმაილიკი: )

Posted by: exploit 24 Oct 2007, 19:55
QUOTE
ხოდა, ესე იგი და ასე შემდეგ....
მინდა ვიყიდო ჩვეულებრივი ჯინსის შარვალი.....

თითქოს რა უნდა იყოს აქ პრობლემა, მაგრამ....

რომელ მაღაზიაშიც არ მივედი, ყველგან ისეთი სიგანის ტოტებიანი შარვლებია, ორივე ფეხი ჩავა შიგნით... 

რამდენიმე მაღაზიის შემდეგ ავბუინდი და ვეუბნები მეთქი რა ჯანდაბაა, მოდაა ეგეთი უბედური თუ რა ხდება?

მიპასუხეს კიო, ეგრე აცვიათ ეხლა ყველასო....

ყველას რა აცვია იმენა მაგრად მკიდია, ვიწრო შარვალი გამიჩითეთ დროზე მეთქი!

ხოდა იქით გამომლანძღა მოდას შენ თვითონ ხარ აყოლილი რაღაც განსაკუთრებულ რომ ითხოვო...

არადა მინდა ვიყიდო ის რაც მომწონს და რაშიც მოხერხებულად ვგრძნობ თავს...



აუ რამდენი ვიბოდიალე....


მოკლედ სად შევიძინო ეგეთი ჯინსი?
ოღონდ ბაზრობა არ მითხრათ
იმდენი ჯანდაბა ყრია ხოლმე ერთად რომ ვერ ვარჩევ....

აი ზუსტად ეს ისტორიაა რომელიც დღეს გამოვიარე
პლეხანოვს დავუყევი ავედი ბოლომდე მოვიარე მთელი ბაზარვაგზალი პასაჟები
მზად ვიყავი რამოდენიმე ასეული დოლარის დასახარჯად
45 ლარიანი თურქული ჯემპრი ვიყიდე საბოლოოდ
წამოვედი უკან დაღონებული
რაც ვიყიდე იმითაც ვერ გავიხარე გული

ყველგან სტამბულის და დუბაის ტავარია


Posted by: SPC 24 Oct 2007, 21:01
QUOTE
არის თუ არა კარგი მაღაზიები თბილისში,

http://label.ge/main
დაათვალიერე იქნებ რამე მოგეწონოს

Posted by: balenciaga 24 Oct 2007, 21:33
QUOTE (Allan-Poe @ 20 Jul 2007, 20:46 )
ყველაზე კარგი გამოსავალია ონლაინ მაღაზიები...
ოღონდ შერცევისას გაითვალისწინეთ რამდენიმე რამ:

1. სანამ შეკვეთას გააკეთებთ, ან დარეგისტრირდებით ამა თუ იმ საიტზე, დარწმუნდით საიტის ლიცენზირებულობაში და რომ ის მართლაც სოლიდური ფირმის ოფიციალური საიტია... (სოლიდურ ფირმებში მაინც და მაინც არმანის, პიერ კარდენს და ა.შ. არ ვგულისხმობ) უბრალოდ საიტს ეტყობა ხოლმე და შესაბამისი დოკუმენტაციაც დევს როგორც წესი კონტაქტებთან და მისამართთან ერთად...

2. სანამ შეკვეთას გააკეთებთ, დარწმუნდით რომ საქართველოში გამოგზავნის შესაძლებლობა მართლა არის. როგორც წესი, ყველა საიტი ხმარობს სკროლბოქსისთვის ერთიდაიგივე შაბლონს, ანუ საქართველო ყველგან წერია მისათითებელ ქვეყნებში, მაგრამ რეალურად შეიძლება საქართველოში გამოგზავნა მათ სერვისში არ შედიოდეს... გაუგზავნეთ იმეილი და დააზუსტედ თავიდან... საიტების დიდი ნაწილი მხოლოდ აშშ-კანადაზე მუშაობს, ზოგიერთი კი მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებზე...

3. დაადგინეთ დამატებითი ღირებულება, (რამდენი უნდა დაამატოთ აღნიშნულ თანხას, რომ საქონელი საქართველოში გამოაგზავნონ) როგორც წესი, ევროკავშირის ქვეყნებზე დამატებითი ღირებულება იქვეა მითითებული, ან მითითებული არ არის, მაგრამ მინიმალურია... არაევროკავშირის ქვეყნებზე კი მეტი.. ამიტომ კარგად აწონ-დაწონეთ, საერთო ჯამში გადასახდელ თანხად გიღირთ ესა თუ ის საქონელი თუ არა...

4. კარგად გაეცანით ზომების ევროპულ სისტემას. თქვენ საიტზე ვერ მოიზომავთ ბუნებრივია ტანსაცმელს სანამ იყიდით, ამიტომ ზედმიწევნით ზუსტად უნდა იცოდეთ თქვენი ზომა...

5. და ბოლოს... არავის, არასდროს, არაფრის დიდებით არ გაუმხილოთ თქვენი პირადი მონაცემები, ანგარიშის ნომერი, კარტის ნომერი, რეგისტრაციის პაროლი და ა.შ. რომც გითხრან რომ საიტის ადმინისტრაცია ვართო, იცოდეთ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ითხოვენ რეგისტრაციის, პაროლს, კარტის ნომერს, ან ა.შ. პირად ინფორმაციას, გტეხავენ და ტქვენი ანგარიშის გაცლა უნდათ smile.gif

ჰოოდა... გისურვებთ ბედნიერ შოპინგს (როგორც ბურჟუები იტყვიან ხოლმე... :ძალითყურებამდეგაღიმებულიევროპელიგამყიდველისსმაილიკი: )

გეტყობა გარკვეული ხარ და იქნებ საიტებიც მიგეტიტებინა 1-2
ჰა?

smile.gif

Posted by: LionDark 24 Oct 2007, 21:42
ზინამეგამარკეტ
////////////////////////

Posted by: exploit 24 Oct 2007, 22:33
QUOTE
დაათვალიერე იქნებ რამე მოგეწონოს

ძალიან საინტერესო ფასები დამხვდა შიგნით smile.gif
ისე არც არაფერმა დამაინტერესა ძალიან უბრალო რაღაცეებია

Posted by: Meguna 25 Oct 2007, 00:07
exploit
QUOTE
ისე არც არაფერმა დამაინტერესა ძალიან უბრალო რაღაცეებია

უბრალო რაღაცეები სწორედაც რომ არ არის, მხოლოდ ბრენდებია.

Posted by: zaza778 27 Apr 2010, 18:11
გამარჯობათ

თუ სეგიძილიათ მითხრათ ზარას ვერბ გვერდი საქარტველოში, მე ეხლა საზგვარგარეთ ვარ და ჩამოსვლის წინ ვიფიქრე შევამოწმო აქ ჯობია ყიდვა და ჩანთის გატენვა თუ მანდაც ვიყიდი ამ ფასად და იგივეს.

მადლობა

Posted by: giobio 27 Apr 2010, 18:18
zaza778
რათქმა უნდა მანდ ან ჩერეზ თურქეთი თუ მოდიხარ თურქეთში თბილისში ორმაგი ფასებია

Posted by: vinchenz@ 27 Apr 2010, 18:24
ძალიან მაინტერესებს რატომ არ ჩამოაქვთ თბილისსში იტალური ფეხსაცმელი? იტალია მიაქვს ფეხსაცმელს, ყველა გემოვნებაზე და ყველა სახის ჯიბეზე მორგებულს, საკმაოდ ლამაზ და ხარისხიან ფეხსცმელს იყიდი ნორმალურ ფასად, როცა თბილისსში უნდა თხლიშო მილიონები ბანძობაში...რათა რათა? ალბად ჩამოტანა ძვირი ჯდება? არა და მოთხოვნა ფეხსაცმელზე მგონი ძალიან დიდია ჩვენთან.
ხო ერთი დაკვირვება ბატაზე, სპეციალურად დავინტერესდი იტალიური ბატას და თბილისის ბატას საქონელი თუ ემთხვეოდა ერთმანეთს-რა თქმა უნდა არა!:) რომ დარწმუნდეთ მოინახულეთ ეს საიტი დ მერე შედით თბილისის ბატაში...
http://www.bata.it/

Posted by: amg63 27 Apr 2010, 19:02
70 პროცენტიანი ფასდაკლება და მისი ჯანი biggrin.gif

Posted by: GIORGI088 3 Mar 2013, 21:01
არის რა თბილისი მოლი და ქარვასლა ვითომ ნაღდი მაღაზიები, აი მაგალითად იბეი-ზე და ამაზონზე რაც პუმასია, ის არაა

Posted by: tatariani 25 Jul 2013, 15:41
ნელნელა შემოდის თითქოს მაგრამ ის არაა რაც უნდა იყოს

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)