Sony Xperia Z5 Premium/Z5 Premium Dualსმარტფონი პირველია, რომელსაც აქვს 4K რეზოლუციის (2160x3840p) 5.5 დიუმიანი ეკრანი IPS LCD Triluminos და X-Reality ტექნოლოგიით, ინჩზე 807 პიქსელით
სმარტფონი დაცულია წყლისგან და მტვრისგან ისტორიაში ყველაზე მაღალი IP65 და IP68 სერთიფიკატით (30 წუთის გამძლეობა 1.5 მეტრის სიღრმის წყალში) და ამას ემატება "nozzle" ტექნოლოგია, რომელიც გულისხმობს 3 მეტრის სიღრმის წყალში 3 წუთის გამძლეობას.
სმარტფონში მოთავსებულია "Qualcomm Snapdragon 810"-ის ჩიფსეტი 8 ბირთვიანი 64 ბიტიანი ცენტრალური პროცესორი 2.0 გიგაჰერც სიხშირით,გრაფიკული პროცესორი "Adreno 430".
სმარტფონის ოპერატიული მეხსიერება შეადგენს 3 გიგაბაიტს (LPDDR4), ხოლო შესანახი მეხსიერება 32 გიგაბაიტს, მეხსიერების გაზრდა შესაძლებელია 200გიგაბაიტით.
ოპერაციულ სისტემად წარმოდგენილია "ანდროიდის" ბოლო ვერსია, რომელიც აუცილებლად განახლდება შემდეგ ვერსიებზე.
თქვენ შეგეძლებათ სმარტფონი PS4-ის ეკრანად გამოიყენოთ.სმარტფონი ამჯერად წინა თაობის ფლაგმანებთან განსხვავებით წარმოდგენილია ღია წყალ და მტვერ გამძლეო USB პორტით და მაგნიტური დამტენის ტექნოლოგია ამოიღეს.
რაც შეეხება აუდიო სისტემას, ის მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და მას აქვს 96 კილოჰერციანი, 24 ბიტიანი DSEE HX მაღალი რეზოლუციის HiRes LDAC აუდიო სისტემა, რაც მსგავსი ხარისხის და წარმადობის აუდიო სისტემა ჯერჯერობით არცერთი ბრენდის ფლაგმანურ სმარტფონში არ მოგვეპოვება.
დაემატა სწრაფი დატენვის ტექნოლოგია, სადაც თქვენ შეგეძლებათ 45 წუთის დატენვის შემდგომ სმარტფონის გამოყენება 1 დღის განმავლობაში და 30 წუთში დატენოთ 60 პროცენტამდე.
სმარტფონის ძირითად კამერად წარმოდგენილია 1/2.3 ინჩის ზომის 23 (25 მეგაპიქსელიანი) მეგაპიქსელიანი IMX300-ის სენსორი, რომლის ტექნიკური მახასიათებლებია: 192 ფაზოვანი 0.03 წამიანი ჰიბრიდული სუპერ სწრაფი ავტოფოკუსი, ISO12800 ფოტო გადაღებაზე და ISO3200 ვიდეო გადაღებაზე, F2.0 დიაფრაგმა 24 მილიმეტრიანი ფართო ხედვის კუთხით, G ლინზები 6 ელემნტიანი, BIONZ პროცესორი 4K ვიდეო გადაღება HDR რეჟიმში (დამატებულია H.265 ფორმატში ვიდეო გადაღება და ინტელექტუალური სტაბილიზაცია), SteadyShot სტაბილიზაცია (ჰიბრიდული ელექტორნულ-ოპტიკური სტაბილიზაცია), 5x წმინდა ზუმი (Clear Image Zoom), 8x ციფრული ზუმი და Pulse Led განათება.
წინა კამერად წარმოდგენილია 5.1 მეგაპიქსელიანი კამერა, 25 მილიმეტრიანი ფართო ხედვის კუთხით და SteadyShot სტაბილიზაციით.
აღნიშნული სმარტფონს აქვს 3430 მილიამპერიანი ბატარეა, რომელიც სონის თქმით 2 დღე საშუალო მოხმარების რეჟიმში გაძლებს, თუმცა ვნახოთ რეალური ტესტები რას მოგვცემს.
სმარტფონს ჩართვა-გამორთვის ღილაკზე აქვს თითის ანაბეჭდის სკანერი.
Sony Xperia Z5/Z5 Dualაღნიშნულ მოდელის ტექნიკურ მახასიათებლებიდან ჩამოვწერ მხოლოდ განსხვავებებს Premium ვარიანტისგან.
სმარტფონს აქვს 1080p რეზოლუციის 5.2 დიუმიანი ეკრანი IPS LCD Triluminos და X-Reality ტექნოლოგიით, ინჩზე 428 პიქსელით.
აღნიშნული სმარტფონს აქვს 2900 მილიამპერიანი ბატარეა, რომელიც სონის თქმით 2 დღე საშუალო მოხმარების რეჟიმში გაძლებს.
Sony Xperia Z5 Compact აღნიშნულ მოდელის ტექნიკურ მახასიათებლებიდან ჩამოვწერ მხოლოდ განსხვავებებს ძირითადი ფლაგმანის Xperia Z5-ისგან.
სმარტფონს აქვს 720p რეზოლუციის 4.6 დიუმიანი ეკრანი IPS LCD Triluminos და X-Reality ტექნოლოგიით, ინჩზე 323 პიქსელით.
აღნიშნული სმარტფონს აქვს 2700 მილიამპერიანი ბატარეა, რომელიც სონის თქმით 2 დღე საშუალო მოხმარების რეჟიმში გაძლებს. ოპერატიული მეხსიერება შეადგენს 2 გიგაბაიტს.
Sony Xperia Z3+/Z3+ Dual აღნიშნულ მოდელზეც დავწერ განსხვავებას Xperia Z5-ისგან...
Xperia Z3+-ს აქვს 2930 მილიამპერიანი ბატარეა, 20.7 მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა IMX220,
არააქვს გაგრილების სისტემა, 192 ფაზიანი ჰიბრიდული ავტოფოკუსი, ოპტიკურ-ელექტონული სტაბილიზაცია და თითის ანაბეჭდის ბიომეტირული სკანერი.
Sony Xperia M5/M5Dualსმარტფონი წარმოდგენილია 5 დიუმიანი IPS LCD 1080p რეზოლუციის ეკრანით (441 პიქსელი ინჩზე), 8 ბირთვიანი Mediatek Helio X10-ის 2 გიგაჰერციანი პროცესორით (გრაფიკული პროცესორი PowerVR G6200), 3 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება, 16 გიგაბაიტი შესანახი მეხსიერება, მეხსიერების გაზრდა შესაძლებელია 200 გიგაბაიტით, IP65/IP68 სერთიფიკატი წყალ და მტვერ გამძლეობისთვის, Bluetooth 4.1, NFC, DLNA სერთიფიკატი, WiFi Hotspot, Glonass, GPS, LTE CAT 4 და 2600 მილიამპერიანი ბატარეა.
სმარტფონის ძირითად კამერად წარმოდგენილია 21.5 მეგაპიქსელიანი IMX230-ის სენსორი, რომლის ტექნიკური მახასიათებლებია: 192 ფაზოვანი 0.2 წამიანი ჰიბრიდული ავტოფოკუსი, ISO3200, F2.2 დიაფრაგმა, 4K ვიდეო გ გადაღება (დამატებულია H.265 ფორმატში ვიდეო გადაღება), 5x წმინდა ზუმი და LED განათება.
სმარტფონის წინა კამერად წარმოდგენილია 13 მეგაპიქსელიანი IMX214-ის სენსორი, 1080P ვიდეო გადაღება, ფაზიანი ავტფოკუსი, HDR რეჟიმი და F2.2 დიაფრაგმა.
Xperia Z5-ის კამერის შედარება სხვა ბრენდის სმარტფონებთან:Xperia M5-ის კამერის შედარება სხვა ბრენდის სმარტფონებთან:გადაღებულია Xperia Z5-ით
წამიშალა გიორგიმ რაც დავუწერე პასუხები, თემა დახურა, ახალი თემა გავხსენი,წაშალა და ბანი დამადო.ასე რომ მოვრჩი, ნახვამდის, ყველაფერი ნათქვამია :) არ მოეწონა პასუხები ბიჭს :)