#56300176 · 15 May 2020, 23:52 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობა,
რამდენიმე საკითხში დამჭირდა აგრო სფეროში კითხვები, ინფორმაცია, ლინკები, გამოცდილი ადამიანების რჩევები და გამოცდილებების გაზიარება, სამწუხაროდ არ არსებობს პლატფორმა რომელიც იქნება აგრო ფორუმი და მსგავს საკითხებში შეგვეძლება ერთმანეთს დავეხმაროთ, ასევე ვფიქრობთ სფეროს განვითარებასაც წაადგება, ამიტომ ვფიქრობთ აგროფორუმის გაკეთებას, სადაც შეგვეძლება უფრო მეტი სფეროში დასაქმებული ადამიანი გავაწევრიანოთ და შევძლოთ ერთმანეთის გამოცდილებების გაზიარება, კომუნიკაცია სწავლა და ა.შ.,
მაინტერესებს ვინც ამ ფორუმის მომხმარებელი ხართ, რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე?
იქნებ მირჩიოთ რა და როგორ გავაკეთოთ, ვინმეს თუ გსურთ დახმარება ძალიან დაგვეხმარებოდით და გაგვიხარდება
ასევე მინდა მივიღო თქვენი რჩევები, ყველაფერი რაც გამოგვადგება
ინტერფეისს ვფიქრობთ მსგავსს რაც ამ ფორუმს, თუ მოხერხდა რაღაცეების დახვეწვა ძაან კაი იქნება
პირველ რიგში უფრო სასწავლებლად, რადგან მეც გადავწყვიტე რამდენიმე სფეროს შევეხო და შევაწყდი ამ პრობლემას პირველივეს, რაც ინფორმაციის და სხვების გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობის არარსებობაა, ამიტომ გადავწყვიტეთ გავაკეთოთ ეს ფორუმი რომ ჩვენც ვისწავლოთ და სხვებსაც ბევრ რამეში დავეხმაროთ
This post has been edited by meurneoba on 15 May 2020, 23:54
|