#55479283 · 14 Nov 2019, 13:05 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
პრინციპში ამერიკაში ბევრად მძიმე მდგომარეობაა ამ მხრივ, იქ არის სპეციალური აბორტის კლინიკები, და ფარული ჩანაწერები დევს იუთუბზე და უამრავი ისტორია იწერება, რომ 20-24 კვირებზე აკეთებენ აბორტს, როცა უკვე ნაყოფი ჩვეულებრივი ახალშობილი ბავშვის იდენტურია პრაქტიკულად. იწვევენ ხელოვნურ მშობიარობას , ნაყოფი უმეტესად ცოცხალია და ტირის როცა იბადება, და შემდეგ ხელით გუდავენ.
არ ვიცი როგორ ახრეხებენ ასეთი გზით ნაშოვნი ფულით ცხოვრებას, ან დედას როგორ შეუძლია ამხელა ვადაზე მოკლას ბავშვი, როცა უკვე ყოველდღე გრძნობ ბავშვის მოძრაობას მუცელში.
სიგიჟეა.
ჩვენს ერთ ერთ კლინიკაში ყვებოდა ექიმი, 16 კვირაზე ტყუპებზე ორსული მოვიდა, აბორტი უნდოდაო, ჩვენ უარი ვუთხარითო და სხვაგანა წავიდაო. ალბათ იპოვიდა ვინმეს სადაც გაუკეთებდნენ. * * * gig@@@
QUOTE | ყველაზე ამაზრზენია ეგრედწოდებული სელექციური აბორტები ნაყოფს მხოლოდ იმიტომ კლავენ და აბორტს იმიტომ იკეთებენ რომ ჩასახული ნაყოფი მდედრობითი სქესისაა თითქოს გოგო ადამიანი არ იყოს და მითუმეტეს შვილი. ვინც ამიტომ იკეთებს აბორტს ის ჩემთვის ასჯერ უფრო ნაძირალა წაკლაა.
|
აბორტი საშინელებაა რა თქმა უნდა , მაგრამ ინდოეთის ისტორიები რომ მოვისმინე შოკში ვიყავი. იქ ეტყობა არ ააქვთ საშუალება ეხო გაიკეთონ და წინასწარ გაიგონ სქესი და ბავშვი რო დაიბადება, თუ გოგოა ახლაშობილს კლავენ. უმეტესად ცოცხლად მარხავს დედამთილიო. ერთი ქალი ყველოდა რომ ვიმშობიარე ქმარმა კედელს მიახეთქა და მოკლა ბავშვიო.
რა ვიცი , ზოგჯერ მართლა ვფიქრობ რომ დედამიწა ერთგვარი ჯოჯოხეთია, სადანაც ნორმალურმა ხალხმა უნდა გავღწიოთ, ერთგვარი განსაცდელივით გავიაროთ და სხვა უკეთეს სამყაროში გადავიდეთ. წარმოუდგენელი საშინელებები ხდება.
--------------------
You are all Stardust...
Stars died so that you could Live...
|