Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > კულინარია > ვეგანები და RAW ვეგანები


Posted by: bomboraN1 27 Oct 2015, 07:09
შევაწუხე ხალხი "მარტო მცხოვრები კაცების კლუბ" ში ჩემი ვეგანური საჭმელებით ხოდა ცალკე ვეგანების თემა გავხსენი.

ჩაინიკებისთვის ვიცი რო არის ვეგეტარიანელების თემა მაგრამ ვეგეტარიანელსა და ვეგანს შორის დიდი განსხვავებაა

არ დავიწყებ რას ნიშნავს ვეგანიზმი და RAW ვეგანიზმი.ვისაც აინტერესებს დაგუგლავს და გაიგებს..

მე ახალი ვეგანი ვარ.დღეს ზუსტად 2 კვირა გახდა. პირდაპირ ხორციდან ვიხტუნე ბოსტნეულზე..

ვარ 30-40 % ით RAW ვეგანი.დანარჩენს ასე თუ ისე ვამზადე.ბევრი საჭმელი არც ისე გემრიელია მაგრამ სხვა რა გზაა.

user posted image

ეს ვეგანის შაბლონური რაციონი.დანარჩენი ყველამ თავის თავზე უნდა მოარგოს

მე ყოველ დღეს გერკულესით ვიწყებ.გემოსთვის ჩირებს და ქიშმიშებს ვაყრი ან ბანანს და ვაშს ვაჭრი.არი კიდე ფხვნილები სხვადასხვა არომატებით

user posted image

ჭამებს შორის თუ მშივდება სულ მაქვს 1 კონტეინერი დაჭრილი ბოსტნეული და ხილი თან

user posted image

არანაირ ბოსტნეულს არ ვხარშავ და თუ ვწვავ მხოლოდ წყალზე
ძალიან იშვიათად ზეთი ისიც ავოკადოს ზეთი ან ზეითუნის

user posted image

ეს კარტოფიი და ტკბილი კარტოფილი 400 ცელსიუსზე დაახლოებით საათნახევარი.იდეალურია შესანახად ანუ ეს პორცია მთელი კვირა მეყოფა და კარტოფილთან ასწორებს

user posted image

ავოკადო,სტაფილო,ნიორი,ბულგარული წიწაკა,პამიდორი,ყვავილოვანი კომბოსტო და პილპილი.ზეთის გარეშე .ამას საკმარისი ცხიმები და პროტეინი აქვს ავოკადოსგან და ყვავილოვნაი კომბოსტოსგან

ბევრ საჭმელს ჩემი ფანტაზიით ვიკეთებ როგოც ეს სალათი. არის ძალიან ბევრი არხი ვეგანების იუთუბზე და მათ მივყვები ბევრ რეცეპტს იქ ვნახულობ..

ისე ძალიან ბევრი ქართული საჭმელია ვეგანური.

ვინმე თუ ხართ ვეგანი გამიხარდება.ეჭვი მეპარება მაგრამ მაინც
wink.gif

Posted by: Maiko Shamugia 27 Oct 2015, 07:20
bomboraN1
ძაან მაგარია. ტუტე მჟავურ თემასთან ხარ ახლოს. მაგ თემაში არიან ვეგანებიც. გილოცავ ჯანმრთელი ცხოვრების წესს . smile.gif

Posted by: bomboraN1 27 Oct 2015, 23:32
Maiko Shamugia
მადლობ

user posted image

სტაფილო,სოკო,ზუქინი,ნიორი,ზაზვი,ცოტა ჯინჯერი,ბულგარული,სუნელები და პილპილი, წყალზე მოთუშული და იასამნისფერი ბრინჯი

Posted by: Q 7 28 Oct 2015, 15:00
bomboraN1
QUOTE
არანაირ ბოსტნეულს არ ვხარშავ და თუ ვწვავ მხოლოდ წყალზე

წყალზე შეწვაში რას გულისხმო ორთქლით ანუ?






Posted by: Yojik 28 Oct 2015, 15:14
კი საინტერესოა, გემრიელი რამეები ჩანს! up.gif

Posted by: Q 7 28 Oct 2015, 16:11
Yojik

2 დღის წინ იყო ბბსზე ახალი კვლვევების შედეგია,
ხორცის ხშირი მოხმარება(უფრო წითელი და გამოყვანლი) ზრდის კიბოს შანსებს
Its report said 50g of processed meat a day - less than two slices of bacon - increased the chance of developing colorectal cancer by 18%

http://www.bbc.co.uk/news/health-34615621



Posted by: bomboraN1 29 Oct 2015, 04:23
Q 7
ორთქლზე მოხარშვა კიდე სხვაა.ანუ ტაფაზე რო დაყრი ბოსტნეულს ზეთს არ უშვრები.ასხავ წყალს ან ლიმნის წვენს ან რამეს რო უბრალოდ არ მიიწვას..

აი ამას ლიმონი დავაწურე ერთი ცალი და მეორედ ლიმონს აღარ ვუზავ .ისეთი მჟავე იყო..

user posted image


რაც შეეხება ხორცის ჭამას და კიბოს .კონკრეტულად ვეგანების შემთხვევაში 75 % ით ნაკლებია კიბოს შემთხვევა ვიდრე ხორცის მჭამელებში.ვეგეტარიანელებზე ნაკლებია პროცენტულობა იმიტო რო კვერცხს ყველს და რძის ნაწარმს მოუყვება ის ჰორმონები და ნაგავი რასაც აჭმევენ ცხოველებს ფერმერები..


Yojik

გაიხარე

*****************

უმეტესად ჩემი კრეატივია ჩართული.დროის არქონის გამო რაც მაქვს მაცივარში იმით ვაკეთებ ხოლმე უცბად რაღაცეებს.როცა დრო მაქვს დავძვრები იუთუბზე და ვეძებ რეცეპტებს

Posted by: Maiko Shamugia 29 Oct 2015, 07:27
bomboraN1
სოკო რომ ამოიღო რაციონიდან არა? რაც ინეტში მოვიძიე კარგს არაფერს წერენ მასზე.

Posted by: WP-Rex 29 Oct 2015, 10:46
bomboraN1
QUOTE
კარტოფილი 400 ცელსიუსზე დაახლოებით საათნახევარი

კაი ჩიტსაც დაიჭერს.

Posted by: bomboraN1 30 Oct 2015, 00:46
Maiko Shamugia
აბა დადე აქ ლინკი რა ნახე ამისთანა

WP-Rex
ამერია ფარენგეიტი უნდა დამეწერა smile.gif)

user posted image

user posted image

კარტოფილის ჩიფსები.ძალიან ძალიან ცოტა ზეითუნის ან ავოკადოს ზეთი.ნებისმიერი სუნელი და პილპილი "მე მარილს არ ვხმარობ" და დუხოვკაში 375-400 ფარენგეიტზე.ყოველ 15 წუთში გადაატრიალებ იქამდე სანამ შენ არ მოგეწონება..

Posted by: elchi 30 Oct 2015, 01:12
bomboraN1

ჰა-ჰაა, ეს რა გამახსენე.

მონადირეების ფორუმზე სამზარეულოს თემაც გვაქვს, ვუზიარებთ ერთმანეთს ვინ როგორ აკეთებს ნადავლს.

ერთხელ შემწვარ იხვის რეცეპტი დავწერე, თან სურათებიც დავაყარე.

მეც შემეშალა და 425F-ის მაგივრად ცელსიუსი დავწერე.

ქუთათურები არიან ბლომად სამეგობროში, მაგათი იუმორი კიდევ, ყველას მოგეხსენებათ.

მხოლოდ ორ გამოხმაურებას გეტყვით.

-ეს რა მიქენი გიორგი ბიძია, ერთი გაზის ბალონი დავცალე და მაგ ტემპერატურაზე ვერ ავიყვანე დუხოვკაო.

მეორე მწერს.

-ბუჯო, შენ სამზარეულოში აკეთებ საჭმელებს, თუ კაჩიგარიაში?
- ამ წუმპეში ვდიე მაგ ბუნდღა დასაწვავებს მთელი თვე და ძლივს ავიღე ერთი, ისიც ნახშირად ვაქციე შენი რეცეპტით რომ გავაკეთეო.

Posted by: Kanski 30 Oct 2015, 01:23
bomboraN1

და რატო გადაწყვიტე ხორცის მიტოვება ?

elchi

up.gif biggrin.gif biggrin.gif

მამაჩემის ერთ-ერთი ნათლული ქალია და მოკლედ თხოვა მამაჩემს ღვინის გაკეთება მასწავლეო (სერიოზულ ღვინოს აყენებს) ჩააწერინა ყველაფერი ჯიგრულად ამ ქალმაც მადლობები რაღაცა და რამოდენიმე ხანი გადის მამაჩემს ურეკავს ღვინო ამიყროლდაო, კაროჩე იმენა უხსნის უხსნის ესე ვქენი ესე ვქენი ყველაფერი სწორად უქნია და ეს ღვინო ამიყროლდა რა უბედურებააო და კაროჩე გავიდა მამაჩემი ვნახო ერთი რა მიქარაო და რო მივიდა კიდე გამოკითხა და ესეც უყვება ეს ესე ეს ესე მერე ღვინომ იდუღოსო რო მითხარიო შემოვდგი გაზზე ავადუღე და აყროლდაო biggrin.gif biggrin.gif იხევა მამაჩემი სიცილით რა გაზზე რის გაზზეო და ა უი ცეცხლზე უნდა ამედუღებინაო? facepalm.gif facepalm.gif givi.gif

Posted by: bomboraN1 30 Oct 2015, 02:30
elchi
კარგი ხარ smile.gif ისე გუშინ შემომთავაზეს ირმის ყიდვა.ანუ 300 $ ს იხდი და მზას სასისკებს,კალბასეს,სტეიკებს მოგიყანენ მთლიანი ირმისას რა.მე პას და ქართველებს შევთავაზე და სავარაუდოდ იყიდიან..

Kanski
უცბად მომიარეს და მეც მივატოვე.მაგრამ ისეთი ვეგანი არ ვარ თაფლს რო არ ჭამენ და ტყავ ნარევ ტანსაცმელს ან ფეხსაცმელს რო არ იცვავე..ისე საკვებად ავიკრძალე რა.მესამე კვირაა ვნახოთ სადამდე გავქაჩავ smile.gif

Posted by: Maiko Shamugia 31 Oct 2015, 00:10
bomboraN1
QUOTE
აბა დადე აქ ლინკი რა ნახე ამისთანა

Avoid fungus foods.
Mushrooms of all kinds, morels, algae, and truffles are all acid-forming foods. They
contain mycotoxins, which poison human cells and lead to degenerate diseases.
Mushrooms in all forms are extremely poisonous whether eaten whole or in teas. There
is no such thing as a good mushroom. The mushroom is not a vegetable, but rather the
fruiting body of a yeast or fungus.


http://ernestlmartin.com/images/dr-youngs-complete-whole-body-alkalizing-program-promo.pdf

მე-10 პ.

Posted by: bomboraN1 31 Oct 2015, 03:33
Maiko Shamugia
საინტერესოა.აბა ამ შაბათ კვირას მოვიძიებ კიდე ინფორმაციას .ვნახოთ რას ვიპოვნი.

*********************

დღეს მთელი დღეა ხორცის სუნი მომდის smile.gif დამერხა მგონი smile.gif)თან სამსახურის გამო დღეს მომიწია 11 სამზარეულოში შესვლა და ყველგან ხორცის სუნი იყო....მარა არ დავნებდი და მთელი დღეა ბალახეულს ვთოხლაობ smile.gif))


* * *
user posted image

ყოველ დილით ერთი და იგივე საუზმე მაქვს.ვინმეს გაქვთ რამე იდეა რითი შეიძლება ჩავანაცვლო??

*******

თანამშრომელი მყავს და ქართულად ვეძახი ძროხას.იცის მნიშვნელობა smile.gif
დღეს პაკეტით სპინაჩი,ჩარდი,კალე,მწვანე ლობიო "უმი" და სელერრი გავჩითე და ვჭამდი.უცნბად შემომხედა და მეუბნება ჰა ვინარი ჩვენშორის ძროხაო sad.gif(

user posted image



Posted by: Anin 31 Oct 2015, 08:26
საინტერესოა. დაწერე ხოლმე რეცეპტები, ვეგანი არ ვარ მაგრამ ხორცი არ მიყვარს, თევზს თუ არ ჩავთვლით.
მეც მსგავს რაღაცეებს ვამზადებ ხოლმე ძრითადად ჩემს მოფიქრებულს.
წყალზე შეწვა არ ვიცოდი, მოვსინჯავ აუცილებლად, არ მინდა ხოლმე ზეთის გამოყენება.
ავოკადოს ზეთი კარგია? არასდროს მომისინჯავს.

Posted by: Maiko Shamugia 31 Oct 2015, 08:33
bomboraN1
დილით საუზმეზე შEგიძLია წიწიბურა ან ჰერკულესი . მეც ვიჭედები ხოლმე smile.gif) ჩემს მენიუში ასევე აქტიურადაა ჭარხლის ფოთლის და მოხარშული ბადრიჯნის ლიმონმოსხმული ფხალი . გემრიელია smile.gif

Posted by: bomboraN1 31 Oct 2015, 11:14
Anin
დადე რეცეპტები smile.gif) კი ავოკადოს ზეთი ყველაზე კარგ ზეთად ითვლება.მაგრამ მე უმეტესად ვცდილობ წყალში ან დუხოვკაშიგავაკეთო...ქოქოსის ზეთიც არი ეგეც ნორმალურია..ნებისმიერ ორგანიქ მაღაზიაში შედი და ძალიან ბევრ რამეს აღმოაჩენ smile.gif უბრალოდ სურვილი გაგიჩნდება ყველაფერი იყიდო და გასინჯო smile.gif

Maiko Shamugia
წიწიბურა არა და ყოველ დილით ჰერკულესი მოცვით ამოვა მალე ყელში sad.gif კაი ჰა შევცვლი მოცვს სხვა კენკრვანით მაგრა მაინც ამოვა ყელში sad.gif აქ თუ არ ვცდები კალე ქვია ჭარხლის ფოთოლს და მაგას როგორც სპინაჩს ისე ვჭამ.. აუ ისე სახლში რო ჩავალ ბადრიჯანი ნიორში უნდა ვცადო ოღონდ ბადრიჯანს დუხოვკაში გავაკეთებ..კაი იდეაა.

თქვენ ვეგანი ბრძანდებით???

Posted by: elchi 31 Oct 2015, 12:46
bomboraN1

აქ გააკეთე ბარდიჯანი, რა გიშლის ხელს?

თან ძალიან ადვილი მოსამზადებელია.

Posted by: banannaco 31 Oct 2015, 17:02
კარგი თემაა, რეცეპტებს მივადევნებ თვალყურს : )

bomboraN1
საუზმეზე სენდვიჩები შეგიძლია მოიმზადო, სხვადსახვა კომბინაციებით, რომელიც გიყვარს: ავოკადო, ჰუმუსი, ბაზილიკის პესტო (მზა ან სახლში გაკეთებაც შეიძლება), პამიდორი, პამიდვრის ჩირი, ზემოდან თხილეული, ჩიას და სეზამის თესლები, მოკლედ რომელიც მოგეწონება : D

ბრინჯის და ქინოას ფაფა შეგიძლია გაიკეთო და თაფლით, ჩირით, ბანანით დაატკბო.
კიდევ მე არ გამიკეთებია მაგრამ შემხვედრია ტოფუს ომლეტის რეცეპტიც, ეგეც შეგიძლია მოსინჯო biggrin.gif


Posted by: bomboraN1 31 Oct 2015, 19:41
elchi
არა ანუ ედმონტონში არ ვარ smile.gif მივლინებით ვარ და სასტუმროში ვცხოვრობ.ეგ ვიგულისხმე სახლში რო ჩავალ გავაკეთებთქოsmile.gif

banannaco

გაიხარე.
ცომეულს არ ვჭამ თორე ეგ კარგი იდეაა.ქინოა ძაან მაგარია ვეშია.

რაც შეეხება თაფლს ბევრი ვეგანი არ ჭამს.მე ვჭამ smile.gif
დადე ტოფუს ომლეტის რეცეპტი smile.gif

Posted by: Maiko Shamugia 31 Oct 2015, 20:39
bomboraN1
არა არ ვარ ვეგანი. ცოტა ხნის წინ გადავწყვიტე ჯანმრთელ კვებაზე გადასვლა და გამოვრუცხე ცხელი ზეთები , შაქარი, წითელი ხორცი ... და ნელ- ნელა ვსწავლmy ამ ცხოვრების წესს . ჯერ ხორცი სულ ვერ ავკეძალე ახალ თევზს და ქათამს მივეპარები ხოლმე... ნუ არც კვერცხს და მაწობს ვჭამ .. აი ხაჭოს კი და უმარილო ყველსაც. მოკლედ ესე ვარ ჯერ გადასვლის ეტაპზე.

Posted by: banannaco 1 Nov 2015, 00:26
http://www.theppk.com/2010/07/tofu-omelets/
http://radikal.ru/big/24fb2556ae894463b9959ffc4a5b6415


Posted by: bomboraN1 1 Nov 2015, 01:12
banannaco
კარგი საიტია smile.gif

Maiko Shamugia
კარგია და წარმატებები

*******************************

user posted image

უკვე მეორე დღეა ვფიქრობ RAW კვებაზე ხო არ გადავიდე..



Posted by: Q 7 1 Nov 2015, 03:56



QUOTE
ისე საკვებად ავიკრძალე რა.მესამე კვირაა ვნახოთ სადამდე გავქაჩავ

bomboraN1
ზოგადად ასე ხდება ხოლმე როგორც წესი რო ჯერ ვეგეტარიანელები ხდებიან
და რამოდენიმე წლის შემდეგ ვეგანები(როუ და ა.შ.)
აი ამ შემთხვევაში ეს "ვნახოთ სადამდე გავქაჩავ" ფაქტიურად გამორიცხულია ვინაიდან კი არ აძალებ თავს ხორცის არ ჭამას
არამედ უბრალოდ არ გინდება , გეზიზღება უკვე. როგორც სიგარეტს რო გადააგდებ და სუნიც რო ზიზღს იწვევს .

QUOTE
ყოველ დილით ერთი და იგივე საუზმე მაქვს.ვინმეს გაქვთ რამე იდეა რითი შეიძლება ჩავანაცვლო??

წიწიბურა მშვენიერი არჩევანია
ასევე მიუსლი სოიოს რძით ან ნუშის



Posted by: Universe 1 Nov 2015, 04:02
bomboraN1
ზეთს რატომ გამორიცხავ?

Posted by: bomboraN1 1 Nov 2015, 04:36
Q 7
ჩემ შემთხვევაში სხვანაირადაა.გუშინ ყველგან ხორცის სუნი მომდიოდა და ძალიან მინდოდა მთელი დღის მანძილზე...

ანუ კი წიწიბურა კარგია მაგრამ მასე ჰერკულესიც კარგია.უბრალოდ ყოველ დილით ერთი და იგივე არ მინდა...

Universe
ყველაზე ნორმალური ზეთი არი ქოქოსის ან ავოკადოსი.დანარჩენი წვის შედეგად სუყველა "შხამად" იქცევა.ანუ არცერთი არ არი ორგანიზმისთვის კარგი.კი ცხიმები აუცილებელია მაგრამ ეგ ცხიმები შეიძლება მიიღო სხვადასხვანაირი თხილებისგან.ცოცხალი ავოკადოსგან და ასე შემდეგ.

Posted by: Anin 1 Nov 2015, 08:16
ვიყიდე ავოკადოს ზეთი. ყურძნის ზეთზე გსმენიათ რამე?
ხო კიდევ ქინოა მაქვს სახლში და როგორ ან რასთან ერთად უნდა გავაკეთო? არასდროს არ მომიმზადებია.

Posted by: bomboraN1 1 Nov 2015, 09:08
Anin
კი გამიგია ყურძნის ზეთი მაგრამ არასდროს მიყიდია..
ქინოა მზადდება ბრინჯივით.შეგიძლია უბრალოდ ქინოა გაიკეთო და ჭამო.მე ერთხელ ლობიოსთან ერთად ვჭამე და მომეწონა




Posted by: Maiko Shamugia 1 Nov 2015, 19:38
bomboraN1
QUOTE
ყველგან ხორცის სუნი მომდიოდა და ძალიან მინდოდა მთელი დღის მანძილზე...

იმიტომ რომ ეგრევე შეწყვიტე ყველაფერი. ეტაპობრივად გადადი ნელ-ნელა ...

QUOTE
RAW კვებაზე ხო არ გადავიდე..

ეს რაღაა ? მარტო უმი უნდა ჭამო ყველაფერი ??? ეს კიდევ უფრო ძნელია sad.gif

Posted by: bomboraN1 1 Nov 2015, 20:43
Maiko Shamugia
მე არ შემიძლია ნელა და შუალედი.რადიკალური თუ არ არი გადაწყვეტილება იმას ვერ ვაკეთებ.ავიკრძალე 1 დღეში.ანუ ორშაბათს დღის 1 საათზე "ჰარვეის" რესტორანი გამიმასპინძლდა ბურგერით და ფრით,საღამოს 8 ზე უკვე განზრახულად ავიწონე და სამშაბათიდან გავხდი ვეგანი.

არ არი ძნელი მართლა.ძნელია იმ მხრივ რო სულ ერთ და იგივეს სეჭამ.ანუ ახალ ბოსტნეულს და ხლს ვერ გამოიყვან და უნდა ჭამო ის რაც არი.მაგას თუ ვიზავ ჰა ჰა 1 თვე .ეხლა 50% საკვებს მაინც უმად ვიღებ.ყველანაირი ხილი.ბოსტნეულის უმრავლესობა.ერთადერთი ბურღულეულს,ლობიოს და კარტოფილს ვამზადებ...

Posted by: Mustaine 2 Nov 2015, 15:05
საუკეთესო ფურშეტები ჩვენთან! <3

https://www.facebook.com/furshet.ge/?fref=ts

Posted by: highway 7 Nov 2015, 18:13
ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო ორთქლში მოხარშული, თუ მოთუთქული.
ზეითუნის ზეთი
კურკუმა
მოხარშული (ორთქლში) კარტოფილი ან ყავისფერი ბრინჯი
ჭამა
smile.gif

Posted by: bomboraN1 7 Nov 2015, 19:21
highway
კურკუმა რა არი?? დადე სურათი smile.gif

************************
ჩამოვედი სახლში და დღეიდან დავიწყებ ისე სავჭმელების კეთებას smile.gif


Posted by: highway 7 Nov 2015, 23:24
bomboraN1

http://radikal.ru/big/1676dbbdbe1c4c9f87d2b044ebda914a
https://en.wikipedia.org/wiki/Turmeric

ესაა, ადრე ვიყიდე კოლმეურნეობის მოედანზე რო "კარფურია"

Posted by: bomboraN1 8 Nov 2015, 06:51
highway

აჰა გასაგებია

*************************

user posted image

სალათის ფოთოლი,კომბოსტო,სტაფილო,პამიდორი,ბულგარული წიწაკა,ნიორი,ძმარი და ზეითუნის ზეთი "პილპილი და სუნელები"

user posted image

user posted image

user posted image

ორთქლზე მოხარშული კატროფილი,სტაფილო და ჭარხალი.დანარჩენი ლობიო,სიმინდი და ჩიჩე მე გავრეცხე.ანუ წვენი გადმოვასხი და სუფთა წყალი გადავავლე + ნიორი,პილპილი,მწარე წიწაკა,ზეითუნის ზეთი და ძმარი

Posted by: highway 8 Nov 2015, 08:45
bomboraN1
საკაიფო რაღაცეებია. კაია
რავი თუ გინდა, გირჩევდი. დაკონსერვებული რაღაცეები არ იხმარო ხოლმე. კორსერვანტები კარცოგენულია.

Posted by: bomboraN1 8 Nov 2015, 09:14
highway
კი გეთანხმები.არც მე ვიყავი დიდად გახარებული მაგრამ ძაან მეზარებოდა ამეების ხარშვა ეხლა.ხანდახან მოჯნა smile.gif

Posted by: nanana 8 Nov 2015, 13:06
ვეგეტარიანელს რა ამოძრავებს ვიცი, ჩემი უახლოესი ადამიანები გახდნენ ვეგეტარიაელები და ვეგანს (მითუმეტეს რო ვეგანს) რა უნდა 100 წელი იცოცხლოს? biggrin.gif რა აზრი აქვს? biggrin.gif

Posted by: sazageli iezuiti 8 Nov 2015, 15:09
nanana
QUOTE
ვეგანს) რა უნდა 100 წელი იცოცხლოს?  რა აზრი აქვს? 

ეთიკური მოსაზრებებით, სხვა რა.
სიმსივნეების და გულსისხლძარღვთა დაავადებების ალბათობაც შედარებით მცირდება.

Posted by: bomboraN1 8 Nov 2015, 21:28
nanana
აბა გვითხარი ვეგეტარიანელს რა ამოძრავებს?

მართლა მაინტერესებს თქვენი აზრი smile.gif ან მათი ვინც გახდა ვეგეტარიანელი

Posted by: Kanski 8 Nov 2015, 22:16
bomboraN1

ჩემი აზრით 2 ძირითადი მიზეზის გამო ხდებიან ვეგეტარიენელები

1. გახდომა უნდათ
2. ჯანსაღი კვებიდან გამომდინარე იმედი აქვთ რო უფრო ჯანმრთელები იქნებიან

მსგავსი იდეებიც მსმენია რო ცხოველის ჭამას არაადამიანურ საქციელად თვლის ზოგი და ა.შ. მარა ეს ალბათ 1%ია..

რიავიცი შეიძლება ვცდები არავინ არ მყავს ირგვლივ ვინც მსგავსი ცხოვრების წესით ცხოვრობს....

Posted by: bomboraN1 8 Nov 2015, 22:55
Kanski
გეთანხმები.უბრალოდ nanana ს აზრი მაინტერესებს ამასთან დაკავშირებით

Posted by: 200000 8 Nov 2015, 23:06
bomboraN1
QUOTE
აბა გვითხარი ვეგეტარიანელს რა ამოძრავებს?

მცენარეები ეზიზღებათ givi.gif

Posted by: nanana 9 Nov 2015, 18:20
bomboraN1

რამოდენიმე იმიტომ რომ ცხოველები უზომოდ უყვართ. ჩემი ქმარი მეორე წელია ვეგეტარიანელია და უბრალოდ უტყდება ხორცის ჭამა, როგორც ცოცხალი არსების. ისევე როგორც ადამიანის ხორცის ჭამა ტეხავს biggrin.gif:D არადა ცხოველები დიდად არ უყვარს. მე უფრო მიყვარს რაც არ უნდა უცნაური იყოს.

ანუ მე არ მესმის, ხორბალი უმად რატომ უნდა ჭამო თუ ადამიანის კუჭ-ნაწლავი არ არის შექმნილი ბურღულის უმად გადამუშავებისთვის. ან ზეთი რატომ არ უნდა ვჭამო. მიმტკიცეთ ეხლა შხამიანიაო, არ მჯერა რომ 1 სუფრის კოვზი სალათზე მოსხმული ზეთი (გემოს აშკარა აუმჯობესებს არადა) მავნებელია.
ზოგადად ჯანმრთელობის მანიაკალურად შენარჩუნება/გაუმჯობესებაზე ზრუნვა არ შედის ჩემს თავში, მემაპატიეთ:დ

გახდომა დაბალანსებული კვებითაც შეიძლება, ტანჯვის გარეშე.
გულსისძარღვთა დაავადებებს უმი მრავალძარღვათი რომ ვებრძოლო სტრესები მაინც თავისას შვებაsmile.gif

Posted by: bomboraN1 9 Nov 2015, 21:13
nanana
1) შენ ქმარს ბოლომდე არ აქვს გაანალიზებული თორე ვეგანი გახდებოდა.საქართველოზე არ ვსაუბრობ მაგრამ ზოგადად მსოფლიოში ფერმერების უმეტესობა ცხოველებს მართლა აწამებს.იცი ძროხას სიცოცხლის განმავლობაში 3-5 ჯერ ორსულობის იმიტაციას უკეთებენ რო ბევრი მოიწველოს.ეს არ ტეხავს ? რო გავიძახით და აუ ეს ქარხანა აბინძურებს ჰაერს ან მანქანები აბინძურებენ ჰაერს.იცი რო მსოფლიოს მანქანების გამონაბოლქვი მხოლოდ 2 % ია და ფერმერობის 19 %.იცი რო იმ ფერმებში სადაც მხოლოდ კვერცხს აწარმოებენ ახალ გაჩეკილ მამლებს წიწილებად ხოცავენ.?იმიტო რო არ ჭირდებატ.. და მილიარდი სხვა რამ არი რაც შენ ქმარს და კიდევ ბევრს გაუტყდება..

მე არ მივეკუთვნები იმ ვეგანთა კატეგორიას რომელიც თაფლს არ ჭამს.რომელიც წყავისგან და ბეწვისგან შექმნილ სამოსს არ იცმევს და ასე შემდეგ.არ აუბრალოდ ცხოველები მიყვარს ძალიან და ჩემი თავი.მინდა ჯანმრთელი ვიყო.

ხორბლის უმად ჭამა საერთოდ არ რის აუცილებელი.უმად მჭამელი რო გახდე მართლა სერიოზული მიზეზი უნდა გქონდეს.ზოგს კიბო აქვს და ესეთი რაღაცეები.ზეთი წვის შედეგად გადაიქცევა შხამად."ზეთსაც გააჩნია".თორე იხმარე ზეითუნის ზეთი,ავოკადოს ზეთი ან ქოქოსის.

ზოგადად ხორცი სიცოცხლისთვის არა აუცილებელია.ერთადერთი რაც ხორცს აქვს ვიტამინი B12 ია.ეგეც კაფსულებად შეგიძლია მიიღო და ომეგა 3 ეს თევზს აქვს.დანარჩენი 1 თვის მანძილზე პროტეინიც კი არ დამჭირვებია მიუხედავად იმისა რო დღე გამოშვებით დავრბოდი და სამსახურში ფიზიკურად ვმუშაობ და ღამეებს ვათენებ.ეხლა ვიწყებ ვარჯიშს და პროტეინიც მაქვს. "რავ ვეგან პროტეინი" თან.და ჩვეულებრივ ვინელებ smile.gifმე ვხმარობ ზეთს,ჩაის კოვზი დიდ ჯამზე და + ძმარი

შენი ქმარი ჯიგარია მაგრამ მეტი ლიტერატურა რო წაიკითხოს და ნახოს დარწმუნებული ვარ ვეგანი გახდება smile.gif

user posted image

პროტეინი

user posted image

აბა ვინ მიხვდება ეს რა ხილია?smile.gif

Posted by: Kanski 9 Nov 2015, 21:42
bomboraN1

ავოკადოს გავს ეგაა?

Posted by: Q 7 9 Nov 2015, 23:45
nanana
შენ კითხვას შენვე გაეცი პასუხი?biggrin.gif
ვეგეტარიანელების 90-95% უარს ამბობს ხორცზე ზუსტად ეთიკური მოსაზრებით,
დანარჩენი 5% სხვა მიზეზით.


QUOTE
აბა ვინ მიხვდება ეს რა ხილია?smile.gif

bomboraN1

ავოკადოა.
მაგას როგორ ჭამ რასთან ერთად ? დაწერე აბა



Posted by: bomboraN1 10 Nov 2015, 01:02
Kanski
Q 7
კი ავოკადოა.რავი ესე ჩვეულებრივ ვჭამ ხან.უყველაფროდ.სალათებში ვხმარობ.სუპი ჯერ არ გამიკეთებია.

Posted by: Kanski 10 Nov 2015, 01:25
bomboraN1

ვერაფრით ვერ დავუმუღამე ავოკადოს, იმენა არ მომწონს biggrin.gif არადა ბევრი დადებითად აფასებს... ერთხელ ვცადე სალათში და თითქოს მოუხდა მარა რავიცი დიდად არ მსიამოვნებდა.... სტრანნი გემო აქვს

Posted by: bomboraN1 10 Nov 2015, 05:05
Kanski
მე მაგრად მიყვარს.შემიძლია დღეში 2-3 ცალი მივირთვაsmile.gif)

Posted by: nanana 10 Nov 2015, 13:30
Q 7

თუ ყურადღებით კითხულობთ შეამჩნევდით რომ ვიკითხე არა ვეგეტარიანელებზე არამედ რო ვეგანებზე raw vegans რომლებიც ჭამენ მხოლოდ უმს და დაუმუშავებელს. ასევე არც ზეთს და რძის პროდუქტებს წყალობენ.

bomboraN1

ჩემი ქმრის საკითხის გადასაჭრელად არ მომიმართავს, მაგრამ მაინც მადლობთ რომ შეწუხდით და ვრცლად მიპასუხეთ. ეს ყველაფერი ჩვენთვის ცნობილია, როგორც ჩემი ვეგეტარიანელი ქმრისთვის, ასევე ხორციჭამია მე-სთვის biggrin.gif
სამწუხაროდ მე არ მიყვარს ჩემი თავი ძალიან და არც მაქვს სურვილი ცას გამოვეკერო :დ
რო ვეგანების მოტივაცია მაინც ვერ გავიგე ბოლომდე. ყველას კიბო და საშინელი სნეულება ხომ არ აქვს. რაღაც თავში ხდება უდაოდ :დ
ასევე რძის მოხმარებაზე უარიც არ მესმის. რძე იმიტომ უგროვდება ჯიქანში ძროხას რომ მოწველონ, არა? <3


ბარემ ერთ ვეგანურ დრესინგს გაგიზიარებთ :დ

გრეიფრუტის წვენი (გამოწურული)
მარილი
ზეთი
ნიორი

შეაჯანჯღარეთ ენერგიულად და მოასხით ნებისმიერ სალათს. სიმინდის ფუჩეჩსაც კი აგემრიელებს :დ

Posted by: bomboraN1 11 Nov 2015, 02:44
nanana
აშკარად გასაგებ ენაზე დავწერე ვეგანი რატომ ხდება ადამიანი.ცხოველები თუ გეცოდება "ვეგეტარიანელობა" არარი საკმარისი wink.gif

წარმატებები


რეცეპტები თუ გაქვს კარგი ვეგანრი დადე ხოლმე wink.gif

Posted by: Solveig 11 Nov 2015, 02:55
bomboraN1
QUOTE
სპინაჩი,ჩარდი,კალე,მწვანე ლობიო "უმი" და სელერრი გ

კარტული არ გვეკერკება? biggrin.gif

ისპანახი, ხუჭუჭა კომბოსტო (დედაჩემი კანაფხალს ეძახის) და ნიახური გიჭამია biggrin.gif ჩარდი არ ვიცი, რა არის biggrin.gif


მე არ ვარ არც ვეგანი, არც ვეგეტარიანელი.
ბოსტნეულს სიამოვნებით ვჭამ-უმს, მოთუთქულს, ან მოხარშულს..
მაგრამ ხორცსა და რძის ნაწარმზე ნამდვილად ვერ ვიტყვი უარს. იყო დრო ჩემს ცხოვრებაში, როცა არ მქონდა და ვერ ვჭამდი. ჯანმრთელობის პრობლემების მეტი არაფერი მოუტანია მაგ დროს.
მთავარია ზომიერება ყველაფერში. და კიდევ-ცხიმში შემწვარს ძალიან იშვიათად ვჭამ. ჰაერღუმელი და მისი ჯანი....

Posted by: bomboraN1 11 Nov 2015, 06:48
Solveig
ნტუ smile.gif

რავი მე ჯერ ჯანმრთელად ვარ.დღეს ზუსტად 1 თვე გახდა

Posted by: nanana 11 Nov 2015, 10:08
bomboraN1

იხ. ავოდაკოს სუპი ჩემს ბლოგზე. ფოტოები არ ვარგა, მაგრამ იმედია არ დაგაბრკოლებთ;

https://toffeeforcoffee.wordpress.com/2015/05/15/%E1%83%90%E1%83%95%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%90%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%9E%E1%83%98/

Posted by: bomboraN1 12 Nov 2015, 04:52
nanana
კარგი ხარ smile.gif ისე როგორც ვიცი საქართველოში საკმაოდ ძვირი ღირს ავოკადო..

Posted by: Maiko Shamugia 12 Nov 2015, 06:52
bomboraN1
კი 12-14 ლარი კილოგრამი. ამიტომ ხშIრად ვერ ვყიდულობ. არადა მძიმეა ეს ოხერი. 1 ცალი სადღაც 4-5 ლარს იწონის smile.gif)

როგორ მიდის შენი ვეგანობის საქმე? ხორცი აღარ გინდება ? smile.gif
* * *
ქინოას სალათა

ქინოა (Quinoa) სასარგებლო თვისებების გამო უდაოდ სუპერპროდუქტია მარცვლეულებში. ის მდიდარია უჯრედისით და იმდენივე პროტეინს შეიცავს, რამდენსაც ხორცი. ქინოას უმრავ კერძში, ხშირად კი ბრინჯის ანალოგად, იყენებენ.

ქინოას სალათი

1 3/4 ჭიქა წყალი
1 ჭიქა უმი ქინოა
1/2 ჭიქა დაჭრილი პომიდორი
1/2 ჭიქა დაჭრილი ახალი პიტნა ან ოხრახუში
1/4 ჭიქა ქიშმიში
1/4 ჭიქა დაჭრილი კიტრი
1/4 ჭიქა ლიმონის წვენი
2 სუფრის კოვზი დაჭრილი მწვანე ხახვი
1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
2 ჩაის კოვზი სუფთად დაჭრილი ხახვი
მარილი გემოვნებით
1/4 ჩაის კოვზი ახლად დაფქვილი პილპილი

მომზადების წესი:

საშუალო ზომის თასში ქინოას წყალი დაასხით და მანამ ადუღეთ, სანამ მარცვლეული წყალს არ შეიწოვს. მიღებულ მასას კარგად მოურიეთ. ჩაამატეთ დაჭრილი პომიდორი და სხვა ინგრედიენტები. კერძი 1 საათის განმავლობაში თავდახურული დადგით და როდესაც ის ოთახის ტემპერატურაზე დავა, გემრიელად მიირთვით.

http://www.radikal.ru
* * *
ვეგანური კოსმეტიკაც არსებობს თურმე smile.gif

ესეც საჭმელების რეცეპტების ბიბლიოთეკა . რაც მოგეწონება გაგვიზიარე smile.gif


https://en.m.wikibooks.org/wiki/Category:Vegan_recipes

Posted by: ^Nos_ka 13 Nov 2015, 00:08
Q 7
QUOTE
არამედ უბრალოდ არ გინდება , გეზიზღება უკვე

ბრრ, როგორ ვერ ვიტან ხოლმე, მამა რომ საქონლის ხორცს იყიდის ან ქათმისას და
მე უნდა დავამუშაო... ისეთი ამაზრზენია ხორცთან შეხება და + დანით დამუშვება, ცუდად ვხდები.
ვხდებოდი უფრო სწორად, ვეღარ ვეკარები.


bomboraN1

https://forum.ge/?f=82&showtopic=34450657

ეს თემა ნახე აუცილებლად.

Posted by: bomboraN1 13 Nov 2015, 03:43
Maiko Shamugia
კარგი ხარ.სიმართლე გითხრა გამიკვირდა ქინოა რო იყიდება საქართველოში.ამ შაბათ-კვირას გავაკეთებ ამს ალათს ან რამეს ქინოასგან smile.gif

კარგად.უბრალოდ ვარჯიშის მერე აღდგენა მიჭირს რატომღაც და ქიმიურ დანამატებს ვიღებ..ეგ არაფერი.ისე ხორცი მართლა არარ მინდება smile.gif
^Nos_ka
მეზარება smile.gif))

Posted by: highway 13 Nov 2015, 05:36
Kanski
QUOTE
ვერაფრით ვერ დავუმუღამე ავოკადოს, იმენა არ მომწონს biggrin.gif არადა ბევრი დადებითად აფასებს... ერთხელ ვცადე სალათში და თითქოს მოუხდა მარა რავიცი დიდად არ მსიამოვნებდა.... სტრანნი გემო აქვს


ბოლოდან დავიწყებ.
'სტრანნი" როა მაგიტომაა იმჰო საკაიფო
აქ ძვირია თორე მაგარი საკაიფოა
ყველაფრისთვის სასარგებლოა




ჰო და
ვეგანობა თუ ეგეთი
სისულელეა, ადამიანი თუ არ ხარ და ძალათი იმაშვები
22 წელი სხვაგან ცხოვრებას გადავხედე და გამახსენდა
ხორცი არასოდროს გამიკეთებია
ქათამი აჰა ჰა ერთი 5-6 ჯერ
ძირითადად:
ამოლესილი ლობიო, აჯაფსანდალი, თევზი, ბროკოლი, ყვ.კომბოსტი, ბრიუსელის კომბოსტო, "ვიტლოფი" (ქართულად არ ვიცი რა ქვია), "სტამპოტი" (არც ამის ჩვენეული სახელი ვიცი)

ვაბშე ტა, დაიკიდე და ისიამოვნე
ცხოვრება სიამოვნებაშია და არა ჯანმრთელად სიკვტილში
wink.gif

Posted by: დოლორეს 13 Nov 2015, 06:28
მცენარეულ რძეს არ ამზადებ? აუცილებლად უნდა ჩართო მენიუში.იყიდება კიდეც მზა.

Posted by: bomboraN1 13 Nov 2015, 07:30
დოლორეს

სოიოს,ნუშის და ქოქოსის

Posted by: დოლორეს 13 Nov 2015, 12:18
QUOTE (bomboraN1 @ 10 Nov 2015, 05:05 )
Kanski
მე მაგრად მიყვარს.შემიძლია დღეში 2-3 ცალი მივირთვაsmile.gif)

ხშირად ჭამა არ შეიძლება,მით უმეტეს წონის პრობლემის დროს..საკმაო ინფო მაქვს მაგაზე გადამუშავებული.პანკრეასის,ნაღვლის ბუშტის,ღვიძლის გადატვირთვას იწვევს.დღეში 3x ჭამა ძალიან ბევრია.უმჯობესია დღეგამოშვებით ჭამო ისიც ერთი ცალი.

რძეს რაც შეეხება,ნესვის თესლის,ნიგვზის ,შვრიის რძეს ამზადებენ კიდევ.

Posted by: დოლორეს 13 Nov 2015, 14:33
ეს ჩემი საუზმის ერთ-ერთი ვარიანტი.უცხიმო ყველი,პამიდორი,ზეითუნის ზეთი,ნიგოზი,ოხრახუში.
უკოფეინო ყავა სტევიათი და ვეგეტარიანული რძით(სოიო).
დილით უზმოზე თბილი წყალი ლიმონის წვენით.1 საათის მერე შეგიძლია ისაუზმო.
საუკეთესოა მწვანე ბოსტნეულის,მწვანილების წვენები უზმოზე.იმუნიტეტს აძლიერებს,დიგესტიურ სისტემას აუმჯობესებს და რაც მთავარი ორგანიზმის დეზინტოქსიკაციას ახდენს.

http://radikal.ru/big/2e223a7bc2e6444d9f10a542aea7f889

Posted by: bomboraN1 14 Nov 2015, 02:36
დოლორეს

ყველი ვეგანებთან რა შუაშია?

ყოველდღე არც ვჭამ ავოკადოს.და იქ წერია შემიძლია შევჭამოთქო და არა ვჭამთქო smile.gif და ყველაზე ჯანსაღი ცხიმები აქვს ავოკადოს.ავოკადოს ზეთიც ძალიან მაგარია..


Posted by: Q 7 14 Nov 2015, 03:33
დოლორეს
დამპატიჟე და შეგიფასებ არ გინდა ? biggrin.gif

ავოკადოს რამე იოლი რეცეპტი დაწერეთ თუ იცით დიდი ჩალიჩი რომ არ უნდა ისეთი smile.gif




Posted by: დოლორეს 14 Nov 2015, 20:00

Q 7
შორს ვარ,თორემ რა პრობლემაა. biggrin.gif
მე მხოლოდ სალათთან ვჭამ.რეცეპტები სავარაუდოდ სალსა დე გუაკამოლე ალბათ,სხვა არ მსმენია.


bomboraN1
Tofu. rolleyes.gif

რაღაც დაძაბული ,,ტონი'' გაქვს შენ ხო? ნერვების ფასად ვეგანად გახდომა დიდად ვერ დაგეხმარება. wink.gif

Posted by: დოლორეს 14 Nov 2015, 20:23
არსებობს მზესუმზირის ყველიც.კიდევ რამდენიმე სხვა სახეობის,ვეგანების ჯგუფში ვარ ფბ-ზე და ძალიან ბევრს ვსწავლობ მათგან.რეცეპტიც მქონდა კომპში.ბევრნაირი უცხიმო რძე იყიდება მცენარეული.მე ამას ვიყენებ წელიწადი იქნება უკვე,ძალიან გემრიელია.

Posted by: bomboraN1 15 Nov 2015, 00:55
დოლორეს
არ ვიცოდი აქ პოსტები "ტონის" სიმაღლე - სიმდაბლეს თუ ზომავდნენ smile.gif ნერვებიც ჯიგრულად არიან შენ მაგაზე არ იდარდო wink.gif სად ცხოვრობ???


* * *
user posted image

user posted image

user posted image

ზეითუნის ზეთი + პილპილი.ვახშმად გრეჩიხასთან ერთად

Posted by: sanfol 15 Nov 2015, 13:26
მწვადის 3კორაჩკი შევჭამე და ნეტა ხორცი იქნებოდა მანდ რამე? sad.gif

Posted by: დოლორეს 15 Nov 2015, 21:09
bomboraN1
ესპანეთში.



.

Posted by: ^Nos_ka 15 Nov 2015, 21:13
დოლორეს
შეგიძლია ჯგუფის ლინკი ჩამიგდო მესიჯებში?

bomboraN1

არადა სიზარმაცის არაფერი გეტყობა user.gif

Posted by: დოლორეს 15 Nov 2015, 21:49
^Nos_ka
ესპანურენოვანია.მაგრამ ზოგჯერ ვთარგმნი და ჩემს ჯგუფში ვდებ.მოგიპიემებ ქართულენოვანს.

უი,იქნება იცი ესპანური,აღარ გკითხე. biggrin.gif

Posted by: ^Nos_ka 15 Nov 2015, 22:14
დოლორეს
ესპანური ვიცი კი, ლინკებიც ვნახე, დავემატე და ჩვენც ვიცნობთ ერთმანეთს, როგორც აღმოვაჩინე gigi.gif

Posted by: დოლორეს 15 Nov 2015, 22:47
^Nos_ka
ხო,გიცანი ფბ სახელზე და გამიხარდა. ^_^

Posted by: bomboraN1 17 Nov 2015, 04:19
^Nos_ka
ჩაგიგდე და ვინ თქვა ზარმაციაო ჩემზე?smile.gif


user posted image

როგორ მიყვარს

user posted image


სოკო "ნებისმიერი".კომბოსტო,ბულგარული,ხახვი.პილპილი სუნელები და ეგაა.ბრინჯთან და გრეჩიხასთან იფიფიფიფიიფფ

Posted by: bomboraN1 20 Nov 2015, 06:36


ესაა დედა აზრი მაგრამ აღმოვაჩინე რო ხახვი და ნიორი არ მქონდა სახლში biggrin.gif

ესეც ჩემი ვარიანტი

user posted image

user posted image

Posted by: bomboraN1 24 Nov 2015, 06:22
user posted image


user posted image

Posted by: sanfol 26 Nov 2015, 09:26
ფიქსირ....................................................

Posted by: xecu_xecu_xecu 26 Nov 2015, 09:59
ვაბშე განასინჯიც არ გაქვთ ხორცი ? spy.gif

Posted by: bomboraN1 28 Nov 2015, 01:04
user posted image

ტკბილი კარტოფილის და სტაფილოს პიურე. "ქიშმიშს და მშრალ ხილს თუ დაამატებთ ვააბშე მაგარი იქნება smile.gif"

Posted by: highway 28 Nov 2015, 02:34
QUOTE (xecu_xecu_xecu @ 26 Nov 2015, 09:59 )
ვაბშე განასინჯიც არ გაქვთ ხორცი ? spy.gif

თუ სხვა აკეთებს, რატომაც არა
yes.gif
smile.gif
ისე, უფრო მეზარება. სხვისი არ ვიცი
რა ჯობია კაი ორთქლზე მოხარშულ ბროკოლი & ყვ.კომსბოსტოს. კაი ზეითუნის ზეთის სოუსით კურკუმას დამატებით.
ყავისფერი ბრინჯის გარნირით. ეს ბოლო საკმაოდ ძვირია. გუშინ "სმარტში" 800 გრ. 7,20 ლარად ვიყიდე

Posted by: sanfol 28 Nov 2015, 12:19
ცილები რომელ პროდუქტშია ბლომად?

Posted by: Maiko Shamugia 28 Nov 2015, 15:35
sanfol
ლიბიოში როგორც ვიცი და მარცვლეულში მხოლოდ რამდენი რომელში არ მახსოვს
* * *
bomboraN1
QUOTE
 ზომა შეცვლილია: 32% ორიგინალიდან [ 800 x 450 ] - დააჭირეთ სრული ზომის სანახავად


ტკბილი კარტოფილის და სტაფილოს პიურე. "ქიშმიშს და მშრალ ხილს თუ დაამატებთ ვააბშე მაგარი იქნება "


ეს რა გემრიელიბა იქნებაა, მეც უნდა ვსინჯო smile.gif

Posted by: WP-Rex 28 Nov 2015, 15:47
აფთიაქებში რაღაც ქართული წარმოების თუ დაფასოების სელის ფაფა რომ იყიდება, ვარგა რამედ, თუ იცით?!

Posted by: bomboraN1 29 Nov 2015, 05:07
sanfol
ლობიო ყველანაირი.ქინუა არი ძალიან მაგარი.ტკბილი კარტოფილი და ძაან ბევრი ბოსტნეულია...ბოსტნეულს და ხილს რასაც მიიღებ ცოცხალს უფრო მეტი პროცენტული მაჩვენებელი ექნება ვიდრე მოხარშულს,ჩათუშულს ან შემწვარს.



user posted image


user posted image

Maiko Shamugia

მართლა ძალიან გემრიელი იყო.ხვალ ქიშმიშებით და ჩირებით გავაკეთებ

Posted by: sanfol 29 Nov 2015, 18:26
Maiko Shamugia
bomboraN1
ტკბილი კარტოფილი როგორია? ცვეულებრივისგან დიდად განსხვავდება?

bomboraN1
ბ ვიტამინის და ომეგა 3-ის სმა დავიწყე და ესენი წონაში კლებისტვისაცაა მგონი ხო? და კიდე ხორცს რო არ ვჭამ მაგიტოა კარგი?

Posted by: bomboraN1 29 Nov 2015, 22:42
sanfol
ბ12 და ომეგა 3 წონაში არ დაგაკლებინებს.ბ 12 ხორცშია უმეტესად და ხორცს თუ არ ჭამ მაიტო გჭირდება მიღება.ომეგა 3 იც თევზშია და მაგიტომ.ტკბილი კარტოფილის გემო გოგრის გემოს წააგავს.ოღონფ უკვე შაქარ მოყრილი გოგრის გემოს smile.gif

Posted by: xecu_xecu_xecu 30 Nov 2015, 01:14
http://radikal.ru/big/3e24e4174ff247ddbb10fb6efcb3bf30 ჭამეთ და ივარჯიშეთ რა ვეგეტარიანელობა givi.gif

Posted by: bomboraN1 30 Nov 2015, 06:17
xecu_xecu_xecu

ბანძი სურათებიაsad.gif

Posted by: bomboraN1 4 Dec 2015, 06:09
სხვადასხვანაირი ლობიო.მუხუდო.ხახვი,ნიორი,მწვანილები სუნელები ძმარი და ზეითუნის ზეთი

user posted image

Posted by: blue_velvet 6 Dec 2015, 14:28
QUOTE
ბანძი სურათებია

+1

ბავშობიდან ხორცს ვჭამ, მაგრამ რაც გავიგე რის ფასად იღებენ ხორცს, რასაც ქვია გული ამერია, ნახევარს ვერც ვუყურე.
ინდუსტრიული წარმოება ხო საერთოდ ჯოჯოხეთია მართლა, საკვებს თავი დაანებე ბეწვეული და ტყავი ცალკე თემაა.
მოკლედ ადამიანი რომ აკეთებს ვერცერთი ცხოველი ვერ დაუდგება სისასტიკით.
http://www.imovies.ge/movies/38971 ამას უყურეთ რო გაიგოთ რა ხდება და რის ხარჯზ ჭამთ ხორცს.
ექიმების აზრი მოვისმინე და სიმსივნის ასევე გულის დაავადებების სიხშირე ხორცისმჭამელებში ოთხჯერ მეტიაო.


Posted by: xecu_xecu_xecu 6 Dec 2015, 14:46
blue_velvet
QUOTE
ექიმების აზრი მოვისმინე და სიმსივნის ასევე გულის დაავადებების სიხშირე ხორცისმჭამელებში ოთხჯერ მეტიაო.

facepalm.gif რომელმა ექიმმა თქვა ეგ მომითრიე ყურით ... ხორცი რო ამინომჯავებს შეიცავს ეგ ამინომჟავები რისგან უნდა მიიღოტქო ერთი კითხე რომელიც კუნთოვანი ქსოვილის გასანვითარებლად აუცილებელიატქო .. რა სისულელებს ამბობენ მოკლედ რა facepalm.gif ცხოველურ ცილას მცენარეული ცილა ს ვერასოდეს ვერ შეცვლის რადგან 21 სახის ამინომჟავიდან რომელიც ადმიანის ორგანიზმს შეულია აითვისოს მცენარეულში მხოლოდ 7-8 სახეობა თუ იქნება დანარჩენს ვერ მიირებ რაც განაპირობებს შენს ფიზიკურ სისუსტეს ... და რა თქმა უნდა ჯანმრთელობასაც უქმნის პრობლემებს . ან ღორის ხორცზე იტყოდა რომელსაც დიდ ირაოდენობიტ ქოლესტერინი აქვს და ყოველდღე ჭამა არ შეილება

Posted by: blue_velvet 6 Dec 2015, 15:29
xecu_xecu_xecu
სხვათაშორის არაერთი ექიმის აზრი მოვისმინე და არა მარტო აზრი არამედ კვლევა ხორცისა და გულის დაავადებების კავშირზე.
https://www.youtube.com/watch?v=udgUp3T4zJc
https://www.youtube.com/watch?v=0KSx8l6WMZA
სავსეა ინტერნეტი ამ ინფორმაციით.
მაგრამ მთავარი მიზეზი ჩემთვის არის ის სასაკლაოები რასაც ადამიანი აკეთებს. რა თქმა უნდა ეს ადამიანის პირადი არჩევანია და ვის რაც უნდა აკეთოს, უბრალოდ უნდა გაეცნოს ინფორმაციას რის ხარჯზე ხდება ეს "სიამოვნება".
http://www.imovies.ge/movies/38971 დრო რომ გექნება უყურე ამ დოკუმენტალურ ფილმს, სადაც ზუსტადაა გადმოცემული რის ხარჯზე ხდება ხორცის მოპოვება, რა შედეგს იწვევს გარემოსთვის. მე პირადად ბოლომდე ვერ ვუყურე, ასეთი სისასტიკე მართლა არ მინახავს მეგობარო.
სხვათა შორის როგორც კი საკვები პირის ღრუს გაცდება, გემო ხდება აბსოლუტურად სულერთი ორგანიზმისთვის და მთავარია რამდენად სასარგებლოა ის. მე უარს ვამბობ ხორცზე, ჩემი აზრით სიგიჟეა რომელსაც ბავშობიდან მიგვაჩვიეს. ფილმი ნახეთ და ვისაუბროთ.

ბავშობიდან ხორცს ვჭამ ისე და სულ მომდიოდა თავში აზრი, აი ქათამს რო კლავდნენ ან ღორს, მე ვთქვი ჩვენზე ჭკვიანი და წინწასული არსება რო გამოჩნდეს, ეგრე ციხეში რო ჩაგვსვას კარგად გვაჭამოს გვასვას და ბოლოს წამებით მიიღოს საჭირო ნივთIერებები ჩვენგან, იქნება თუ არა მსგავსი ვითარება რასაც კაცობრიობა ცხოველებთან მიმართებაშI აკეთებს? ჩემი აზრით იქნება.

QUOTE
და რა თქმა უნდა ჯანმრთელობასაც უქმნის პრობლემებს

გამარჯობა
https://www.youtube.com/watch?v=ywvcpa04I2k
გამარჯობა2
https://www.youtube.com/watch?v=pxDMVrRyt2Y

როგორც ხედავ ბევრ ხორცისმჭამელზე ჯამრთელები არიან.
ჩემი აზრით ამდენი ხორცის გასაღებისთვის საჭიროა მითები და ლეგენდები თუ როგორ აუცილებელია ის ჩვენთვის, თUმცა კიდე ერთხელ ვამბობ ვის რაც უნდა ის ჭამოს თU უნდა უმად ჭამოს, ეს მისი უფლებაა, უბრალოდ უნდა ვიცოდეთ სანამ მაგიდაზე დაიდება რას გადის საწყალი ცხოველი.

ეს ფილმი ნახე და ალბათ სერიოზულად დაფიქრდები http://www.imovies.ge/movies/38971

ადამიანი რო ეგოისტი არსებაა და საკუთარი სიამოვნებისთვის ბევრ რამეს ამართლებს არახალია ჩემთვის.

Posted by: xecu_xecu_xecu 6 Dec 2015, 15:52
blue_velvet
ტაკს მოდი დავიწყოთ საუბარი იამზე თუ რამდენი სახის ცხიმი ნახშირყწალ იდა ცილა გხვდება ორგანიზმში რომელს მოაქსვსარგებლობა და რომელს ზიანი პორგანიზმისთვის ... ავიღოთ კვერცხი .. კვერცხის ცილა შეიცავ სადრაც 6 გრამი ცილა კვერცხის გული კი ვიტამინებით აფგამდიდრებული ნივთიერებებითაა სავსე .. კვერცხი ერთადერთი საკვებია რომელიც შეუცვლელია ანუ მისი მირება აუცილებელია ოგრანიზმისთვის .. მაგრამ მისი გული რამდენადაც სასარგებლოა იმდენად შეიცავს ქოლესტერინს ტაკ ქოლესტერინი რას ნიშნავს გნვმარტოტ .. ქოლესტერინი არის ცხიმები რომელიც გროვდება სისხლში რაც საბოლოოდ იწვევს დაგროვებას ვეენებში და ხდება ინსულტი .. ეხლა ავხსნათ რა არის ცხიმ ი ცხიმი გვაქვს 2 სახეობის ნაჯერ იდა უჯერი . უჯერი ცხიმები არის ორგანიზმისთვის სასარგებლო ცხიმები რომელიც ძირითადად მცენარეულ ცცხიმებში გხვდვება 2 საკვების გარდა ესაა ზღვის პროდუქტები კერძოდ კი ომეგა 3 და კვერცხის გული .. ანუ ეს ორი უკანსკნელი არის ცხოველური ცხიმი მაგრამ შეიცავ ცხიმებს რომელიც სასარგებლოა რგანიზმისთვის ... კვერცხის გული სასარგბელოა მაგრამ მე სპორცმენი ვარ და ვჭამდი დღეში 10 კვერცხს და სრულიად ჯანრთელი ვარ მეტსაც გეტყვ ივიცი სპორცმენები 25 კვერცხს ჭამენ ... მოკლედ უჯერი ცხიმი გავარკვიეთ რა არის ნაჯერი ცხიმი .. ნაჯერია ცხიმი რომელიც გვხვდება ცხოელურ ცხიმებად ანუ ღორის ქონი , ტრანს ცხიმები ზეთი ქონი , ერბო და ასე შემდეგ , ანუ ეგენი შეიცავენ დიდი რაოდენბბით ქოლესტერინს რაცმართლა საზიანოა ორგანიზმისთვის , ქათმის კანი ყველაზე საშინელი რამეა წამლავს ორგანიზმს .. მაგრამ მე მაქვს ხორზე საუაბრი და არა ცხიმზე ... ეხლა ავიღოტ ნახშირწყლები რომლებიც არსებობს 2 სახის სწრაფი და რთული .. მოკლედ ნახშირწყალის დანიშნულება ა ოგანიზმში ენერგია , ტვინის კარგი მუშაობა , და კუჭის მოქმედება .. რთული ნახშირწყლებია ბრინჯი , წიწიბურა და მსგავსი მარცვლელული ... მოკლედ ნახშირწყლებში ორგანიზმს ცუდ დღეში აგდებს ძირითადად სწრაფი ნახშირწყლები როგორიცაა ცომეული , ტკბილეული შაქარი და ასე შემდეგ .. თუმცა უმაგისობაც არშეილება შეგილია ჭამო კარტოფილი , მაკარონი და არავითარ შემთხვევაში საფუარით გაკეთებული .. ანუ ნახშირწყლებიდან სასარებლოა რთული ნახშირწყლები და მცირე რაოდენობით სწრაფი (საფუარის და შაქრის გარეშე ) ტაფლი კარგია ჭამე ... ეხლა დაგვრჩა ცილა .. ცილა გვაქ 2 სახის კასეინი და სწრაფი .. თუმცა ცილა უნიკალური ნივთიერებაა ... ორგანიზმს შეულიაცილა გადააქციოს ნახშირწყლად ცხიმს შეულია გადაიქცეს ნახშირწყლად ან პირიქით მაგრამ ნახშირწყალს ცილად გადაქცევა არ შულია ანუ ცილას თუ არ მიიღებ ორგანიზმი მას ვერ გადააქცევს სხვა ნივთიერებიდა . ანუ ცილა ასრულებს ჩვენს ორგანიზმში რას . .ადამიანის ორგანიზმს აქვს 3 სახის კუნთები .. სკილეტარული , გლუვი და მესამე ძირიტადად თვალის და მსგავსი ორგანიზმების სამოძრავებლად .. მოზღაობისთვის ჩვენ რაც გვჭრდება ესაა სკელეტარული ხოლო გლუვი ესაა ძალისთვის .. მოკლედ ამ კუნთებს განსავიტარებლად და გააძლიერებლად ჭირდება ცილა , ხოლო ძალის მოსამატებლად ცხიმი ,, ხოლო ნახშირწყლები საჭიროა ენერგიისთვის ხოლო ბევრი ნახშირწყლის მირება იწვევს ადამიანის გასუქებას .. ანუ ადამიანის სისმუქნის მიზეზი ყოფილა არბი რაოდენობიტ ნახშირწყლების მირება და არა ხორცის და ცხიმების .. მეტსაც გტყვი არსებობს დიეტა რომელსაც ქვია კეტო გრძელდება 1 თვე და ნახშირწყლების რაოდენობა გაქვს 0% ჭამ მხოლოდ ცხიმებს და ცილებს .. იკლებ წარმოუდგენლად სწრაფად ოღონდ მიზანშეწონილია მხოლოდ ვარჯისტან ერთად .. ანუ იმის თქმა მინდა რო შენ თუ კვებას აქ რაც ჩამოვწერე ისე მიაქცევ ყურადღებას და დააკვირდები რას ჭამ .. რა ვიდეობიც დადე ეგეთი გაძალტყავებული ტიპი კი არ იქნები კარგ ტანზე მოხვალ .. ნებისმიერი ვეგეტარიანელი ორცმენი აიღედა კიტხე თუ გინდაშეილება ხორცს არ ჭამდნე ნმაგრამ ცხოველურ ცილებს იღებენ საკვებიდანამატებიდან ასე რომ ამინომჟავები რომელიც ცხოველურ ცილებიიდან მიიღება მცენარეულიდან მაგას ვერასოდეს მიირებ .. მოკლედ გააჩნია შენ თავს რას ტხოვ გინდა იყო კარგ ნავარჯიშებ ტანზე თუ ჩინელივიტ გამხმარი და ჩაყვითლებული

Posted by: blue_velvet 6 Dec 2015, 15:58
ფილმს უყურე თქო, დარბაზში 4 წელი ვვარჯიშობდი და ვხვდები ცილებზე ნელ ნახშირწყლებზე და ა.შ. გექნება საუბარი.
კარგ ფორმაში უხორცოთაც იქნები მეგობარო, დავდე ზევით ვიდეოები.
რაგბისტის ავატარი გაქვს და გასაგებია ვარჯიშობ და კუნთზე მუშაობ შენი საქმის შენ იცი, მაგრამ უბრალოდ გაცანი ხორცის მოპოვება როგორ ხდება თქო http://www.imovies.ge/movies/38971 თუ გინდა რა თქმა უნდა. გუდ ლაქ.

Posted by: xecu_xecu_xecu 6 Dec 2015, 16:01
blue_velvet
ხოდა წინა თემაში მიწერია მე რო ჭამეტ ხორცი და ივარჯიშეთტქო და მაგითო ჩამოვაყალიბე ამდენი .. ნუ ეგ სხვა თემაა ხორცის მოპოვება ბაზარი არაა სასტიკი გზებიტ ხდება მაგრამ მაგის გამო თუ ხდებიან ვეგეტარიანელები არ ვიცოდი .. მეუფრო მგონია რო ექიმების მასგავს ისისულელების გამო რო ტითქოს ხორცი ვნებს ორგანიზმს და ხალხიც იტაცებს ამ აზრს და ხდებიან ვეგეტარიანელები

Posted by: blue_velvet 6 Dec 2015, 18:11
https://www.youtube.com/watch?v=iFoK3ReEnEo

facepalm.gif facepalm.gif

Posted by: xecu_xecu_xecu 6 Dec 2015, 18:29
blue_velvet
ვერ ვუყურებ ეგეთ რაღაცეებს ვაბშე ვიცი რაც იქნება ...

Posted by: blue_velvet 6 Dec 2015, 19:26
xecu_xecu_xecu
ჰოდა ეგ არის ის პროცედურა რასაც გადი ცხოველი სანამ მაგიდაზე მოხვდება. საქმეც მაგაშია რომ ვერ უყურებ მაგრამ ჭამ.....უმეტესობა ასეა და მე ბავშობიდან ვჭამდი ხორცს, მაგრამ ნაღდად აღარ მინდა.......

Posted by: xecu_xecu_xecu 6 Dec 2015, 19:52
blue_velvet
დაჟე ღორსაც ვერ ვკლავ სოფელში და მსხვილფეხაზე საუარი ზედმეტია მაგრამ ეგრეა ყველაფერი მოწყობილი ბუნებაში .. ვერაფერს შეცხვლი ...პროსტო ერთი რამეა ზოგი მართლა სადისტია ადრე მაქვს არრაც პატარ მონაკეთი ისედაც დასაკლავ ცხოველებს კიდე წიხლებიტ რო ურტყამენ კაროჩე მზძიმეა ამაზე საუაბრი .... ვეგეტარიანელები არც კვერცხს და არც რძის ნაწარმს არ ჭამთ ხო?

Posted by: blue_velvet 6 Dec 2015, 20:17
კი მაგრამ ყველი მიყვარს და რძეც, ახალი დაყწბული მაქვს, პროსტა აი ხორცს ნაღდად აღარ შევჭამ, ათასი პროდუქტია და გემრიელიც.
სადისტი არის იმიტომ რომ იქ მუშაობს და ძროხებს რას უშვებოდნენ ვაფშე სიგიჟეა ან ღOრს ან ქათამს დაჟე დელფინებს.... მოკლედ აზრი დავწერე ჩემი და ვისაც რა უნდა ის უნდა გადაწყვიტოს. აწი რეცეფტები დავაშეაროთ. share is care.

Posted by: bomboraN1 7 Dec 2015, 01:03
xecu_xecu_xecu
blue_velvet
დამშვიდდით მეგობრებო.აქ რეცეპტები წერეთ .თუ არა გახსენით ცალკე სადისკუსიო თემა და იკ იჩხუბეთ..

xecu_xecu_xecu
ჩემი მეგობარი ჯარისკაცია.ყოველდღე ვარჯიშობს + სამსახურის დატვირთვავეგანი გახდა 1 4 თვის წინ და ყველა რეკორგი გაიუმჯობესა რაცკი ქონდა.ძალიან ბევრი ვეგანი და უმად მჭამელი ვეგანი ბოდიბილდერები არიან..რომლებიც გამოდიან შეჯბრებებზე.აღარაფერს ვამბობ მორბენლებზე და ტრიათრონელებზე.ტაკშტო უხორცოდ ცხოვრება სავსებით ადვილი და შესაძლებელია რა ჯობს ბადრიჯანს ნიგოზში ან სოკოს ხინკალს smile.gif


user posted image

მოცვი,ალუბალი,გერკულესი,თაფლი და ეგაა .ამაზე გემრიელი საუზმე არ არსებობს

Posted by: gramatikikina 7 Dec 2015, 02:45
QUOTE (bomboraN1 @ 9 Nov 2015, 21:13 )


user posted image

აბა ვინ მიხვდება ეს რა ხილია?smile.gif

user posted image
ესე გაჭრა რომ შეიძლება და მთელი მუღამი მაგაში რომაა, არ იცი თუ სპეციალურად ჭრი ეგრე? spy.gif :დ
ბოდიში, დიეტის თემაში იდო ლინკი და ესე მოვხვდი აქ alk.gif

Posted by: blue_velvet 7 Dec 2015, 13:36
QUOTE
იკ იჩხუბეთ..

არც მიფიქრია მეგობარო....

http://pix.ge/
კივი ვაშლი თაფლი გერკულესი

http://pix.ge/
ლობიო სტაფილო ბრინჯი მარილი პილპილი ბულგარული რაღაც წვანილები 2 ნაირი, ვერ ვერკვევი ჯერ facepalm.gif
http://pix.ge/
: **

Posted by: MasterJC 7 Dec 2015, 14:04
bomboraN1
2 შეკითხვა მაქვს
1. რატომ გახდი?
2. რა უპირატესობაა?

ვიცი რაცაა ვეგანიზმი და რამე
ეს 2 მაინტერესებს.

ზოგჯერ ვფიქრობ რომ ხო არ გავხდე...

Posted by: bomboraN1 8 Dec 2015, 01:11
gramatikikina
აჰაჰჰაა.ვიცი ვიცი smile.gif უბრალოდ მე ესე მისწორდება.ბავშვობიდან კვერცხს ესე ვჭამდი ,მერე კივს და ეხლა ავოკადოს wink.gif

blue_velvet
wink.gif

1 ს ვერ მივხვდი რა არი.მეორე და მესამე გასაგებია smile.gif
რამდენი ხანია ვეგანი ხარ?

MasterJC
1)ვცხოვრბ კანადაში და აქაური ხორცი არი ნაგავი.ვყოფილვარ გამოფენაზე და არანაირ ბუნების კანონს არ ექვემდებარება ის რო 6 თვის ხბო იყოს 3000 პაუნდი ეს თითქმის ტონა ნახევარია.ის ჰორმონები დანამატები და სტეროიდები რითიც მაკვებავენ პირდაპირ გადმოდის ადამიანზე და შაქრის მერე მოდის ეს პროდუქცია არა ჯანსაღ კვებაში რაც იწვევს გასიებას "როგორც მოხდა ჩემს შემთხვევაში" და ბევრ დაავადებდბს "ვეგანებში 75% ით ნაკლებია კიბოს შანსი".დიდად არც არასდროს მიყვარდა ხორცი.შემწვარი და ფარშირებული.ქათამი ვაბშე არა...+ გახდომა მინდოდა და ერთერთი კარგი გზაა + ჯანსაღი ცხოვრება.მე ჯერ კიდე ვერ გავრკვეულვარ.ანუ ორშაბათს ვღამე ბურგერი ჰარვეისსში და სამშაბათს გავხდი ვეგანი ანუ ეხლა ვსწავლობ და თან ყველა ორგანიზმი სხვანაირია და ყველას თავისებური მიდგომა უნდა.მე ჩემი ორგანიზმის სწავლის პროცესსში ვარ ეხლა.

2) პრივილეგია ის რო მე პირადად დავიკელი + მუცელში სიმძიმე არ მაქვს,აღარ მეზარება ერთი ადგილის აწევა და გავხდი მშვიდი და წყნარი.

3) არავინ თქვას რო აუფ ხორცი და პროტეინი.მყავს ჯარისკაცი მეგობარი რომელმაც ყველა თავისი რეკორდი მოხსნა ვეგანობით.+ უამრავი ვეგანი სპორცმენია + მე პირდად დღეში ხან 16 საათს ვმუშაობ + ვიწყებ ღამის 1-2 საათზე + სამსახურის მერე მაგალითად დღეს 11 საათი ვიყავი სამსახურში,მოვედი სახში ამ პოსტს დავწერ და გავდვარ სავარჯიშოდ.ვირბენ 2 კმს გახურებისთვის.მერე გავაგრძელებ რკინით.მოვალ ხვალისთვის საჭმელს გავიკეთებ და ეგაა.ანუ საკმარისი ენერგია მაქვს .არავინ თქვას რო აუ ზომბი ხდები და ავოიე..ეს 2 თვის ფონზე.დალშე ვნახოთ რა იქნება.ა


ა ხო და როგორცკი ჩამივარდება საშუალება კარგი ხინკალი ვჭამო ან აჭარული არ გავმაზავ.ანუ მე არ მივეკუთვბნები მათ ვინც თაფლსაც არ ჭამს და ტანსაცმელს არ იცვამს ცხოველის ტყავის და ბეწვისას და ავოიე.ჯანსაღი ცხოვრება მინდა ჯანმრთელი მოვკვდე და წონის დაკლება..

Posted by: oshi 8 Dec 2015, 01:33
ავოკადოს ლიმონი და წვრილად დაჭრილი ხახვი უხდება ზემოდან.


ისე ვინც ვეგანები ხართ კვებით გამოხატავთ ამას თუ სხვა ფიზიკური დამოკიდებულებითაც ფაუნასთან? მაგ. ატარებთ თუ არა ტყავის სამოსს, ფეხსაცმელს და ზოგადი მოხმარების სხვა ნივთებს, რაც ცხოველებისგან მიიღება?

ორ ძალიან მნიშვნელოვან თესლეულს შემოგთავაზებთ' რომლებიც მდიდარია მინერალებით, ცილებით, ომეგა 3ით და ბევრი სხვა კარგი თვისებით.
ლაინი, ინგ. Linseed (ასევე ზეთის სახითაც სასარგებლოა) და ჩია. Chia seeds. გინდაც მუსლიში , გინდაც სალათეულში გემრიელია.

ბურღულეულიდან ან ხორბლეულიდან ( არ ვიცი ზუსტად რომელი კატეგორიისააbiggrin.gif) ამარანტი ინკების მთავარი საკვები თავის დროზე. ძალიან ბევრი კარგი თვისებით

ორ კარგ ნამცხვრის რეცეპტსაც დავდებ ოღონდ გერმანულად. არაა რთული გასაკეთებელი, არ უნდა გამოცხობა და არის მაგარი გემრიელი. ოღონდ კალორიული და ნოყიერიაbiggrin.gif

http://de.allrecipes.com/rezept/17722/gesunde-vegane-schokoladen-riegel-ohne-kochen.aspx?o_ln=SimRecipes_Link_6&o_is=SimilarRecipes

http://de.allrecipes.com/rezept/11735/veganer-schoko-cheesecake-ohne-backen.aspx

Posted by: bomboraN1 8 Dec 2015, 04:59
oshi
მე ტყავის ტანსაცმელი მაცვია.ბეწვი არა.თაფლსაც ვჭამ.არ ვნადირობ.არ ვთევზაობ

Posted by: blue_velvet 8 Dec 2015, 09:41
bomboraN1
QUOTE
რამდენი ხანია ვეგანი ხარ?

რამოდენიმე დღეა.

QUOTE
ორ ძალიან მნიშვნელოვან თესლეულს შემოგთავაზებთ' რომლებიც მდიდარია მინერალებით, ცილებით, ომეგა 3ით და ბევრი სხვა კარგი თვისებით.
ლაინი, ინგ. Linseed (ასევე ზეთის სახითაც სასარგებლოა) და ჩია. Chia seeds. გინდაც მუსლიში , გინდაც სალათეულში გემრიელია.

ბურღულეულიდან ან ხორბლეულიდან ( არ ვიცი ზუსტად რომელი კატეგორიისაა) ამარანტი ინკების მთავარი საკვები თავის დროზე. ძალიან ბევრი კარგი თვისებით

up.gif

ისე რასაც ვერკვევი უამრავი მარცვლეულია, რაც გვამზე სასარგებლოა.

https://www.youtube.com/watch?v=vCbVZWHBkqQ
აგერ კაცი რა ხოდზეა და 57 წლის ვარო ;დ 30 წელია ვეგეტარიანელია.
40ის მეგონა სადღაც.

სპორტსმენები რამდენიც გინდა.


oshi
თბილისში ტოჩკა ხო არ იცი სად შეიძლება მაგ მარცვლეულის შეძენა?

QUOTE
ისე ვინც ვეგანები ხართ კვებით გამოხატავთ ამას თუ სხვა ფიზიკური დამოკიდებულებითაც ფაუნასთან? მაგ. ატარებთ თუ არა ტყავის სამოსს, ფეხსაცმელს და ზოგადი მოხმარების სხვა ნივთებს, რაც ცხოველებისგან მიიღება?

ტყავის შემცვლელები არის თუ მაინცდამაინც ტყავი მოსწონს ვინმეს, მარა კურდღელი რო "გაცვია" ცოტა სიგიჟეა. პროპაგანდამ ისე მიგვაჩვია ბავშვობიდან რომ ხშირ შემთხვევაში ვერ ვაცნობიერებთ.
* * *
დილას გრეჩიხა კივი და ვაშლი ვჭამე.


Posted by: MasterJC 8 Dec 2015, 10:54
bomboraN1
დიდი მადლობა ამომწურავი პასუხისათვის.



Posted by: oshi 8 Dec 2015, 12:01
blue_velvet
კი, უამრავი დასახელების მარცვლეული. თითქმის ყველა.
სამწუხაროდ არ ვიცი სად შეიძლებს იყოს მსგავსი სახის პროდუქტი. გუდვილს კი აქვს განსხვავებული პროდუქცია, მაგრამ ამ განხრით არ მგონია, თუმცა შეიძლება რამე ქონდეთ.


ისე კრიტიკად არ ვამბობ და დაკვირვებული ვარ, იმ ოჯახის ბავშვები, რომლებიც წმინდა ვეგანურად იკვებებიან, საოცრად მსუბუქები და თხელები არიან, გეგონება დაიმსხვრევიანო , სხვა ფერი აქვთ , უფრო ფერმკრთალები არიან და ძირითად შემთხვევაში ენერგიის ნაკლებობას განიცდიან , ხალისიც იმ ლეველზე არ აქვთ, როგორც მათი ასაკის სხვა თანატოლებს.. ეს ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, თუმცა გამოცდილება ინდივიდუალურია და საერთო სტატისტიკა არ ვიცი როგორია. ვგულისხმობ მცირეწლოვანობის ასაკს.

Posted by: bomboraN1 9 Dec 2015, 04:58
blue_velvet
კარგია wink.gif თავს როგორ გრძნობ?

MasterJC
არაფერს

oshi
ანუ მშობლები ვეგანები ბავშვი ხორცს თოხლაობს და მაინც მასეა?და მამა თუ ვეგანია და დედა ხორცს ჭამს???ამ შემთხვევაში?

Posted by: blue_velvet 9 Dec 2015, 11:04
bomboraN1
QUOTE
კარგია  თავს როგორ გრძნობ?

გადასარევად, თან ვვარჯიშობ დღეგამოშვებით, არანაირ ენერგიის ნაკლებობას არ ვგრძნობ, პირიქით. შეიძლება მეჩვენება მაგრამ ვფიქრობ ორგანიზმი იწმინდება ნელ-ნელა.
სხვათაშორის მცენარის მჭამელი ცხოველები საკმაოდ ძლიერები არიან და არც ზომაში თუ კუნტში ჩამორჩებიან ხორცისმჭამელებს. სპილო, ბუფალო, ჟირაფი და რაც მთავარია გორილა, რომელსაც ადამიანის მსგავსი გენეტიკური კოდი აქვს. აქედან გამომდინარე ვფიქრობ რომ უხორცობა ნიშნავს სისუსტეს არის მითი.
https://www.youtube.com/watch?v=tz0avWZoqjg


Posted by: Iron Butterfly 9 Dec 2015, 11:31
xecu_xecu_xecu
QUOTE
ქოლესტერინი არის ცხიმები რომელიც გროვდება სისხლში რაც საბოლოოდ იწვევს დაგროვებას ვეენებში და ხდება ინსულტი



კვერცხი ერთადერთი პროდუქტია რომელშიც არის სასარგებლო ქოლესტერინი.
ექსპერიმენტიც ჩაატარეს ტიპი დღეში 6 კვერცხ ჭამდა ერთი თვის განმავლობაში და არ აეწია ქოლესტერინის დონე. მოკლედ წაიკითხეთ დაგუგლეთ

Posted by: oshi 9 Dec 2015, 11:57
bomboraN1
მთლიანი ოჯახი. ბავშვებიანად. ბავშვური ორგანიზმი შეიძლება სხვაგვარად რეაგირებდეს, არ ვიცი. რაც ვიცი და დავაკვირდი ეგრე იყო. ყოველთვის მოთენთილები. მარტო ჩემი დაკვირვება არ იყო ოღონდ, თუმცა ზუსტად ვერ ვიტყვი კვების გამო იყო თუ ზოგადად ოჯახის სხვა პრობლემების.

Posted by: blue_velvet 9 Dec 2015, 12:36
Iron Butterfly
QUOTE
კვერცხი ერთადერთი პროდუქტია რომელშიც არის სასარგებლო ქოლესტერინი

კვერცხს როგორ იღებენ მასიურად და რა ეტაპებს გადის სანამ ადამიანი შეჭამს მაგას გაეცანით რკინის პეპელავ, მშვენივრად ვგრძნობ თავს და ფიზიკურადაც ვვარჯიშობ, კვერცხს არ ვჭამ. თUმცა ვისაც რა უნდა იმას ჭამს. პროცესს და ფაქტებს ცოტა უსწორებს თვალს სამწუხაროდ.
http://freefromharm.org/eggfacts/

oshi
https://www.youtube.com/watch?v=dxRPkTSwkZw&index=16&list=PLzH-lazCdEG9OqkhpUWRJE3fyrBDFe-rW
აგერ ფაქტი მეგობარო, ფიზიკური ძალაც მოემატა და კაი ჯანზეც არის. ყველაფერი ინდივიდუალურია, მაგრამ ფაქტია ბევრი ვეგანი მშვენივრად გრძნობს თავს.
რამდენი ხანია ვეგეტარიანელი ხარ?

Posted by: oshi 9 Dec 2015, 13:08
blue_velvet
არც ვეგანი ვარ და არც ვეგეტარიანელიsmile.gif მაგრამ ჯანმრთელი ცხოვრების წესს ყოველთვის მივესალმები!

არც ვფიქრობ, რომ ვეგანები თავს ცუდად გრძნობენ, ეგ არც მიგულისხმია. პირიქით, დარწმუნებულიც ვარ, რომ ბევრ მავნებელ ნივთიერებას არიდებენ თავს. ზოგადად მივესალმები ყველა იმ პროდუქტს, რაც ბიოლოგიურად და ნატურალურად მოყვანილია, იქნება ხორცი, რძის პრიდუქტები, ხილი თუ ბოსტნეული, მაგრამ დღევანდელ რეალობაში ან ძალინ ცოტაა მსგავსი საკვები, ან ძვირია. ოღონდ
ზუსტად უნდა იცოდე მისი წარმომავლობა. სერთიფიკატით. დავუშვათ რა პირობებში იზრდება და იკვლება ცხოველი. ძალიან ბევრი პირობაა, რაც უნდა ექვემდებარებოდეს ბედნიერი ცხოვრების განცდასsmile.gif

მე მაინც ვფიქრობ, რომ მცირეწლოვანობის ასაკში ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რძის პროდუქტები. რძე, მაწონი, კარაქი.
რამოდენიმე სემინარზეც ვყოფილვარ კვებასთან დაკავშირებით და ყველა პროფესორი ამ დარგში რძის პროდუქტების სიკეთეზე ან აუცილებლობაზე ერთმნიშვნელოვნად საუბრობდნენ.


Posted by: blue_velvet 9 Dec 2015, 13:42
QUOTE
მე მაინც ვფიქრობ, რომ მცირეწლოვანობის ასაკში ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რძის პროდუქტები. რძე, მაწონი, კარაქი.
რამოდენიმე სემინარზეც ვყოფილვარ კვებასთან დაკავშირებით და ყველა პროფესორი ამ დარგში რძის პროდუქტების სიკეთეზე ან აუცილებლობაზე ერთმნიშვნელოვნად საუბრობდნენ.

მე ვფიქრობ ყველაფერი ინდივიდუალურია.
დღეს ბევრი მწარმოებელი ფიქრობს როგორ გაყიდოს მეტი ხორცი რომ მეტი შემოსავალი მიიღOს და რა ხარისხის იქნება ხორცი ნაკლებად აქცევს ყურადღებას. ამერიკის მოსახლეობა კიდე ტოტალურად არაჯანსაღია, ამდენი ქოლესტერინით და ცხიმით სხეულში. მე ვფიქრობ რასაც ჭამ ის ხდები დროთა მანძIლზე. u r what u eat.

Posted by: oshi 9 Dec 2015, 14:19
blue_velvet
გეთანხმები და ზუსტად ინდივიდუალური მიდგომით შეიძლება ყველაფერი ჭამო, მაგრამ შეინარჩუნო ჯანმრთელობაც და ფიზიკური მონაცემებიც. ერთი კონკრეტული აქსიომა არ არსებობს. ნაკლები ხორცის მიღებით ან მიუღებლობით, რომ მეტი სიკეთეა ეგ ცხადია.
ამერიკასთან შედარებით, საქართველოში ბევრად ჯანსაღად შეუძლია ადამიანს კვება და გაცილებით იაფად თუ გონივრულად მიუდგება საკითხს.
კვების პალეო მეთოდიც ისე უფრო აქტიური ხდება ევროპაში.. საწყისში დაბრუნება. კოდირებული კვების მიმდევრობა .

Posted by: Solveig 9 Dec 2015, 14:38
QUOTE
ქოლესტერინი არის ცხიმები რომელიც გროვდება სისხლში რაც საბოლოოდ იწვევს დაგროვებას ვეენებში და ხდება ინსულტი

თანამედროვე კვლევებით დადასტურებულია, რომ ლიპიდური ცვლის მოშლას იწვევს არა იმდენად ცხოველური ცხიმები, რამდენადაც ტკბილეული და ცომეული, ანუ ნახშირწყლები. მსუქან ადამიანებსაც (თუ რაიმე ენდოკრინული მოშლილობა არ ჰქონდათ და მხოლოდ ჭამით გასუქდნენ), როგორც წესი, ასუქებთ ბევრი ნახშირწყლის მიღება და ნაკლები მოძრაობა და არა ცხიმიანი საკვები. ადამიანი ვერ შეჭამს იმდენ ცხიმს, რამდენსაც ნახშირწყალს. ცხიმიანი საკვები ანაყრებს ადამიანს, ნახშირწყალი კი შეიძლება, იმდენი გადაუშვა ხახაში, რომ ვერც გაიგო. პირველ რიგში, ეს ეხება ტკბილეულს და შაქრიან გამაგრილებელ სასმელებს.

კვერცხი თავისთავად ძალიან სასარგებლო პროდუქტია და არასწორად მიმაჩნია მასზე უარის თქმა 'გასუქების" მიზეზით.
ჭარბი რაოდენობით (ყოველდღე 4-4 კვერცხის, მაგალითად) მიღება არასასურველია, მაგრამ არა ინსულტის, არამედ ნაღვლის ბუშტის ძლიერი დატვირთვის გამო-კვერცხის გული ძლიერ ნაღველმდენია.
* * *
oshi
QUOTE
ინდივიდუალური მიდგომით შეიძლება ყველაფერი ჭამო, მაგრამ შეინარჩუნო ჯანმრთელობაც და ფიზიკური მონაცემებიც. ერთი კონკრეტული აქსიომა არ არსებობს.

ასეა ზუსტად.
ერთი კარგი ანდაზა გვაქვს ქართველებს-მუცელს აღორებ-ღორია, აქორებ-ქორია. ზომა უნდა იცოდეს კაცმა ყველაფრის.

Posted by: blue_velvet 9 Dec 2015, 15:57
ინტერნეტი სავსეა ხორცზე ექსპერიმენტებით, როგორც მეცნიერების ასევე ადამიანები აკეთებენ საკუთარ თავზე ცდებს. ერთმნიშვნელოვნად მავნებელი არის საქონლის წითელი ხორცი.
http://www.stephaniemorish.com/stephaniemorish/2015/2/4/my-two-week-red-meat-experiment-buffalo-chili-recipe 2 კვირის მანძილზე სისუსტეები და ენერგიის ნაკლებობა, ასევე სხვა არც თუ ისე კარგი შეგრძნებები.
http://inhumanexperiment.blogspot.com/2009/09/two-brave-men-who-ate-nothing-but-meat.html-მშვენიერი სტატია რას გრძნობდა ხორცით კვების დროს და მიშ გარეშე.

ჩემი აზრით რამოდენიმე ფაქტორია ხორცის ასეთი პოპულარობის.
1. პროპაგანდა ხორცის ინდუსტრიული კომპანიებიდან
2. ხორცი ისევე როგორც ბევრი სხვა ნივთიერება იწვევს შეჩვევას, როგორც შაქალი ყავა და ა.შ.
3. მითი იმის შესახებ რომ უხორცოთ ზრდასრული ადამიანი ვერ იქნება ჯამრთელი- რეალურად რასაც ვუყურებ პირიქითაა, ხორცი ქმნის პრობლემას.
4რა მეთოდით იღებენ და ზრდიან ცხოველს არ არის როგორც წესი ცნობილი, ბევრს ჰორმონებით ასუქებენ, ბევრს ნივთიერებებს ურევენ რომ დიდხანს გაძლოს და ფერი შეინარჩუნოს, მითუმეტეს ქართულ ბაზარზე, სადაც ჩემი აზრით მომხმარებლის უფლებები ნაკლებადაა დაცული.
5. ჩემი აზრით ცხოველი რა ტანჯვას და შიშსაც გადის სანამ მოკლავენ, არსად არ იკარგება.
ვსო მოვრჩი მე ხორცის ავკარგიანობაზე საუბარს. ვისაც რა უნდა ის ჭამოს, პასუისმგებელი უნდა არ უნდა თვითონაა.

დღეს ძალიან მარტივად ბროკოლი+კარტოფილი+ნიორი+ხახვი ჩავხარშე ტაფაზე+ორეგანო-მარილი-პილპილი. საკმაოდ გემრიელი გამოვიდა
up.gif


Solveig
QUOTE
თანამედროვე კვლევებით დადასტურებულია,

წყარო? მასეთი კვლევა ბოდიშით და ვედრო მანეთათ ყრია. მათ შორის ხორცის გამყიდველი კომპანიების დაქირავებული ვაი-მეცნიერების ჩატარებული.

Posted by: oshi 9 Dec 2015, 16:36
Solveig
გეთანხმები.
პურ-ფუნთუშეული და შაქარი ძალიან დიდ როლს თამაშობენ ჩვენი ჯანმრთელობის საკითხში. მითუმეტეს საქართველოში. . თავისი ვიტამინებით, ფერსახამებლებით და ბევრი გაურკვეველი შემადგენლობის ნივთიერებით. არაჯანსაღი ნახშირწყლები, თანაც დიდი დოზით ყოველთვის საზიანოა.

.......
ჰუმუსი მიყვარს ისე კიდევ. ძაან გემრიელი და მარტივია.

Posted by: Q 7 10 Dec 2015, 00:59

http://www.bbc.co.uk/news/science-environment-35039465


When asked how young men would achieve a body like The Terminator - the cyborg assassin in the film of the same name - without steak, he said many successful body-builders avoided meat.

"You can get your protein many different ways," he told BBC News.

"I have seen many body-builders and (weight) lifters that are vegetarians.

"My friend recommends stop eating meat. I think that's a good idea but people won't buy in.

"People will buy in to stop eating meat one or two days a week - you have to start slowly. It's a very big challenge but it doesn't mean it shouldn't be done."



ამ კაცს მაინც დაუჯერეთ ზოგიერთმა "ხორციაუცილებელია" ათლეტმა






Posted by: Anin 10 Dec 2015, 01:17
ჩემი აზრით არ არის ადამიანის ორგანიზმი იმისთვის რომ ხორცი მიიღოს. არ ვთვლი რომ საჭირო და აუცულებელია. სხვა უამრავი პროდუქტია რითიც იგივე ვიტამნის მიღება შეიძლება და სასარგებლოა.
რომ წარმოვიდგენ ხოლმე ცხოველები რა პირობებშ ყავთ, როგორ ექცევიან და აწამებენ, როგორ უნდა მოიწყო ბიზნესი ამის ხარჯზე ან როგორ უნდა ჭამო მშვიდად დატანჯული ცხოველი.



* * *
თუ ძაღლი და კატა გიყვარს ქათამმა და ძროხამ რა დააშავა რომ კლავ.

რაც შეეხება რძის პროდუქტებს თუ ცხოველები გეცოდება მაგაზეც უნდა თქვა უარი.
ქათმებს კვერცხს რომ ადებინებენ განძრევაც კი არ შეუძლიათ ისეთ ვიწრო გალიებში ზიან. მარტო მაგისთვის იყენებენ ქათმებს და უკეთებენ რაღაცეებს რომ დადოს კვერცხი.
სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ თუ სოფლის ქათამია, ასეთი ნაწვალები არაა და ნებით დადებს კვერცხს მაშინ კიდევ შეიძლება ჭამა თუ რძის პროდუქტების გარეშე არ შეგიძლია. მაგრამ აღარავინ ფიქრბს ასეთ რამეზე..

Posted by: bomboraN1 10 Dec 2015, 05:41
Q 7
კარგი ხარ smile.gif

Anin
სეიფვეიში და სუპერ სტორიში დევს ორნაირი კვერცხი "ფრეე რანნერი" რომელიც თითქმის იგივე გზითაა როგორც სოფლის კვერცხიდ ა მეორე მასე გალიაში და ზუსტად 2 ჯერ მეტი ღირს..

Posted by: Anin 10 Dec 2015, 06:18
bomboraN1რომელი ღირს ორჯერ მეტი? თავისუფლად მორბენალი? მე არ შემიმჩნევია.

Posted by: bomboraN1 10 Dec 2015, 07:50
Anin
ფრეე რანნერი 2 ჯერ ძვირია ჩვეულებრივზე.დააკვირდი ყუთებს აწერია.და სუპერ სთორს აქვს ძაან კარგი "ორგანიქ" განყოფილება..და საერთოდ სეიფ ვეის ძვირი დედა ვატირე biggrin.gif

Posted by: blue_velvet 10 Dec 2015, 13:05
Anin
QUOTE
ჩემი აზრით არ არის ადამიანის ორგანიზმი იმისთვის რომ ხორცი მიიღოს. არ ვთვლი რომ საჭირო და აუცულებელია. სხვა უამრავი პროდუქტია რითიც იგივე ვიტამნის მიღება შეიძლება და სასარგებლოა.
რომ წარმოვიდგენ ხოლმე ცხოველები რა პირობებშ ყავთ, როგორ ექცევიან და აწამებენ, როგორ უნდა მოიწყო ბიზნესი ამის ხარჯზე ან როგორ უნდა ჭამო მშვიდად დატანჯული ცხოველი.



* * *
თუ ძაღლი და კატა გიყვარს ქათამმა და ძროხამ რა დააშავა რომ კლავ.

რაც შეეხება რძის პროდუქტებს თუ ცხოველები გეცოდება მაგაზეც უნდა თქვა უარი.
ქათმებს კვერცხს რომ ადებინებენ განძრევაც კი არ შეუძლიათ ისეთ ვიწრო გალიებში ზიან. მარტო მაგისთვის იყენებენ ქათმებს და უკეთებენ რაღაცეებს რომ დადოს კვერცხი.
სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ თუ სოფლის ქათამია, ასეთი ნაწვალები არაა და ნებით დადებს კვერცხს მაშინ კიდევ შეიძლება ჭამა თუ რძის პროდუქტების გარეშე არ შეგიძლია. მაგრამ აღარავინ ფიქრბს ასეთ რამეზე..

2kiss.gif მე როგორც კი გავაცნობიერე ყველაფერი პირველ რიგში წარმოვიდგინე რაღაც ჩვენზე ძლიერი რასა, რომელიც ციხეში გვსვავს დაბადებიდან, ტყავს გვაძრობს და გვჭამს. სიგიჟეა, რომელსაც მიგვაჩვიეს და მიეჩვია ადამიანი. რამე კაფის ან რესტორნის გახსნაზე ვფიქრობდი და საერთოდ გადავიფიქრე ეგ საქმე.

http://pix.ge/
კარტოფილი ბროკოლი ხახვი ნიორი პილპილი ჯინჯერი

http://pix.ge/
ეს დედაჩემმა გააკეთა, ბურღული ქვია მარცვლეულს და მართლა ძალიან გემრიელია, ყველაზე გემრიელი რაც მიჭამია მარცვლეულისგან.
მზადდება ძალიან მარტივად. ბურღულს ხარშავ, ცალკე ტაფაზე სტაფილო ბროკოლი ხახვი ნიორი პილპილი მარილი და ბოლოს ურევ ერთმანეთში.


Posted by: Solveig 10 Dec 2015, 14:13
რამდენიმე სერიოზული მიზეზი ვიცი, რითიც მართლა შეიძლება აიხსნას ხორცის არ-ჭამა. 1) ჰუმანურობა. არის ხალხი, რომელიც სხვანაირად აღიქვამს ცხოველებს და ან ებრალება ისინი ადამიანის კვებითი საჭიროებისათვის გამოსაყენებლად, ან კიდევ რელიგიური რწმენის გამო მიაჩნია დაუშვებლად (მაგ. ინდუსებს) 2) ზიზღი. არის ხალხი, რომელიც ცუდად ხდება სისხლის, უმი ხორცის სუნის და ასეთების გაფიქრებაზეც კი. 3) გემო არ მოგწონდეს ხორციანი კერძების (როგორც მე არ მომწონს, მაგალითად, ბროკოლი)

სასაცილოდ მიმაჩნია ხორცზე უარის თქმა იმიტომ, რომ მავნებელია smile.gif ევოლუციის პირობებში ადამიანი ნაირჭამია ცხოველად ჩამოყალიბდა-ამას მისი საჭმლის მომნელებელი სისტემაც მოწმობს. ადამიანი უძველესი ხანიდან მოყოლებული იკვებება ხორცით და მავნებელი რომ ყოფილიყო ეს უკანასკნელი, აქამდე ვერ მოატანდა კაცობრიობა.

Posted by: Q 7 10 Dec 2015, 17:53
Solveig

QUOTE
სასაცილოდ მიმაჩნია ხორცზე უარის თქმა იმიტომ, რომ მავნებელია smile.gif


http://www.bbc.co.uk/news/health-34615621



Posted by: Anin 10 Dec 2015, 18:29
blue_velvet
შეგიძლია მაინც გახსნა კაფე ან რესტორანი სადაც ჟანსაღი ვეგეტარიანული საკვები დამზადდება. უამრავი გემრიელი სადილები მზადდება ხორცის გარეშე. საზღვარგარეთ არის მსგავსი რესტორნები საკმაოდ ძვირიც ღირს და კლიენტიც ბევრი ყავთ. ბევრია ვეგეტარიანელი და ჯანსაღი კვების მოყვარული.

Posted by: blue_velvet 10 Dec 2015, 18:32
QUOTE
სასაცილოდ მიმაჩნია ხორცზე უარის თქმა იმიტომ, რომ მავნებელია  ევოლუციის პირობებში ადამიანი ნაირჭამია ცხოველად ჩამოყალიბდა-ამას მისი საჭმლის მომნელებელი სისტემაც მოწმობს. ადამიანი უძველესი ხანიდან მოყოლებული იკვებება ხორცით და მავნებელი რომ ყოფილიყო ეს უკანასკნელი, აქამდე ვერ მოატანდა კაცობრიობა.

უხორცოდ ჩვეულებრივი ადამიანი კიარა ოლიმპიური მედლის გამარჯვებულები ცხოვრობენ, რაღა ვთქვა ბოდილიბილდინგზე სადაც სხეულს აღდგენა ჭირდება. რა თქმა უნდა ადვილია ევოლუციაზე საუბარი, როცა ადამიანი გამოქვაბულში ყინვისგან კვდებოდა და იძUლებულიყო იყო ეჭამა ხორცი გადასარჩენად. დღეს როდესაც უამრავი საკვებია, ჩემი აზრით ამის თქმა უბრალოდ პრობლემის დაიგნორებაა. პრობლემა კი არის არა მხოლოდ ამ ცხოველების წამება-ტანჯვა, არამედ აუარებელი საკვები რაც ამ საქონლის გაზრდას სჭირდება. ამ საკვებით ფაქტიურად შიმშილით არავინ მოკვდებოდა დედამიწაზე. ჩემი აზრით ეს არის არა აუცილებლობა, არამედ სიამოვნება, რაზეც უარს ბევრი ვერ ამბობს, რეალურად კი იმის თავიც არ აქვს ბევრს გაიგოს რა წამება-ტანჯვას გადის ცხოველი სანამ მაგიდაზე აღმოჩნდება, სირაქლემის პოზა უკავია მოკლედ.
საჭმლის მომნელებელი სისტემაზე კი აზრი იყოფა.
1)https://www.youtube.com/watch?v=KN10tQk2wig
2)http://www.huffingtonpost.com/kathy-freston/shattering-the-meat-myth_b_214390.html
ადამიანი ბუნებრივად არის ვეგეტარიანელი.
ყველაფერს რომ თავი დაანებო ადამაიანმა, რეპორტაჟი იყო რა პირობებშია ხორცი, დიზენტერია და უყურადღებობა. კაცმა არ იცის რა ჰორმონებით ან ნივთიერებითაა გაძეძგილი ხორცი, რათა შეინარჩუნოს ვარგისიანობის ვადა. სოსისებზე და კალბასებზე ლაპარაკი არ მაქ საერთოდ, იგივე შაურმებში მუშაობდა მეგობარი და გაგიჟებული იყო რას აჭმევენ ხალხსო, ხორცი რომელიც ბუნებრივთან შედარებით გაცილებით დიდ ხანს ძლებს.
თუმცა კიდევ ერთხელ დავწერ, ყველა საკუთარ თავზეა პასუხისმგებელი და არჩევანს თვითOნ აკეთებს, როგორც სინდისიერს ისე ჯამრთელობისთვის.
* * *
Anin
მადლობა რჩევისთვის, თბილისში საბედნიეროდ არის თუ არ ვცდები 2 კაფე-ბარი.

იმათთვის ვინც საუბრობს რომ უხორცოდ ადაიანს არ შეუძLია

Алексей Воевода ვეგეტარიანელი, ახლა უკვე ვეგანი

Gold medal – first place 2014 Sochi Four-man
Gold medal – first place 2014 Sochi Two-man
Silver medal – second place 2006 Turin Four-man
Bronze medal – third place 2010 Vancouver Two-man


World Championships
Gold medal – first place 2011 Königssee Two-man
Bronze medal – third place 2008 Altenberg Two-man

ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი, თან არაერთგზის.

Posted by: oshi 10 Dec 2015, 21:36
ე.ი ამ თემით ინსპირირებულმა დღეს სეზონის შესაბამისი ვახშამი მოვამზადეbiggrin.gif
გოგრა და ტკბილი კარტოფილი დავჭერი თხლად, დავამარინადე ზეითუნის ზეთში, რომელიც ნივრით, ლიმნით, მარილით, და სხვადასხვა საკმაზებით წინასწარ მოვამზადე, ზემოდან მოვაწყვე წაბლი, წვრილად დაჭრილი ჯანჯაფილი და ნახევარი საათით შევაბრძანე ღუმელში 220 გრადუსზეsmile.gif
პარალელურად დავაბლენდერე ავოკადო პამიდორით, ერთი ლიმნის წვენით, ხახვით,მარილით, ქინძით და მოვაყარე ბროწეული ზემოდან. უმაგრესი საწებელაა და მარტო მაგით და პურით შეიძლება დანაყრდეს კაცი!http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

გემრიელი გამოვიდა!

Posted by: bomboraN1 11 Dec 2015, 07:22
oshi
ვახ ვახ ვახ აუ მომშივდა smile.gif)) ერთი თეფში გამოუშვი რა smile.gif ეს ავოკადოს საწებელა გუაკამოლეს გავს ძალიან.მე სპეციალურად არ ვაკეთებ იმიტო რო მერე ვაკვდები სიმინდის ჩიფსებს და მაგას

იმათთვის ვისაც ჯერა რო მხოლოდ და მხოლოდ ხორცის ჭამით მოდის ენერგია smile.gif

დღეს დილის 4 საათზე დავიწყე სამსახური და შუადღის 4 ზე დავამთავრე "ფიზიკურად ვმუშაობ". ვჭამე 1 ხელ ლობიოს სალათი გრეჩიხასთან ერთად და 5 ცალი ვაშლი მთელი დღის მანძილზე

მერე 1 საათი ველოსიპეტზე ვიკატავე

user posted image

ეხლა მოვედი პროტეინი დავლიე "ვეგან პროტეინი არანაირი საქონლის და ცხოველის პროდუქცია" მოცვით და ალუბლით ანუ დავაბლენდერე რა და ეგაა.იდეალურად ვარ.რო მოვინდომო გავალ ერთ 5 კმ ს კიდე გავირბენ smile.gif

Posted by: blue_velvet 11 Dec 2015, 11:04
oshi
პრიატნავა აპეტიტა

bomboraN1
ენერგია ერთია და სიამოვნებაზე უარის თქმა მეორე. სამწუხაროდ ბევრი არც ცდილობს თუნდაც 1-2 თვიან ექსპერიმენტს ხორცის გარეშე.

http://pix.ge/
ბანანი, არახისი, გერკულესი, ბარბარისი რუსულად, ქართულად დამავიწყდა ;დ


Posted by: Annabell 11 Dec 2015, 14:56
..................................................................................

Posted by: oshi 11 Dec 2015, 14:56
bomboraN1
კი გუარკამოლეა იგივე, ოღონდ ხანდახან ჩემეული ვარიაციებითbiggrin.gif
ა ბატონოbiggrin.gif
http://www.radikal.ru

blue_velvet

გაიხარე,
თუ არ ვცდები კოწახურია ეგ ქართულად. მაგრად მიყვარს, თან მაგის სეზონია ახლა.
კარგი ნაზავია, ლიმნის ქერქი და წვენიც მოსინჯე მერე, კარგ გემოს აძლევს და თან კონსერვირებას უკეთებს ხილს, შეგიძლია მეორე მესამე დღემდე მაცივარში გქონდეს და მაინც ახალივით გემრიელი იყოს. თანაც დროს ზოგავ მომზადების.
.....
დღეს დილით მეც ეგ გავაკეთე: შვრია, ვაშლი, ჟოლო. მანგოს ჩირი, ქოქოსი, ლიმონი, თხილეული, ჩია და სელი დაქუცმაცებული .
სიტკბისთვის ალუბლის ჯემი ორი პატარა კოვზი. მთლად ვეგანური ვერ გამოვიდა, რადგან ცოტა რძე ვუქენი.
http://www.radikal.ru
გამოცდაც კონცენტრირებულად დავწერე და კარგადაც ვირბინე!

Posted by: bomboraN1 11 Dec 2015, 22:20
oshi
მეც ჩემებური რეცეპტები მაქsmile.gif ხან რა მაკლია ხან რას ვამატებ smile.gif)

სოიოს რძე ან ნუშის რძე უყავი ან ქოქოსის.კი ძვირი სიამოვნებაა მაგრამ თუ წყალივით არ სვავ და ესე ხანდახან იყენებ არც ისე ძვირი გამოგივა .


Posted by: Kanski 11 Dec 2015, 22:26
bomboraN1

სანამ ვეგანი გახდებოდი ავოკადოს ჭამდი მანამდე? სენდვიჩებში ან ბურგერებში ან რამე მსგავსებში თუ უშვებოდი და თუ მოგწონდა 1-2 სიტყვით დაწერე smile.gif

Posted by: bomboraN1 11 Dec 2015, 23:17
Kanski
კი.თან ხშირად.ფილმის ყურებისას გუაკამოლე და სიმინდის ჩიფსები საყვარელი სასმუსნაოა.სალათებშიც ვუშვრებოდი და ისეც ვჭამდი..საქართველოში არ მქონდა გასინჯული...პირველად 4 წლის წინ გავსინჯე და შემიყვარდა ეგრევე .რაიყო რო?

Posted by: oshi 11 Dec 2015, 23:43
bomboraN1
არა არ ვსვამ რძეს ეგრე. მარტო მუსლში თუ ვუზამ და ძალიან იშვიათად ცოტას ჩაიში.
არაა არცერთი ისეთი ძვირი, უბრალოდ არ გამჩენია სურვილი გამესინჯა. მერე მოვსინჯავwink.gif

ფანტაზია უმთავრესია და მერე ბევრი კრეატიული რამის მომზადებაა შესაძლებელი.
შოკოლადი დესერტად საღამოსbiggrin.gif მაგრამ 70 % ზე ნაკლებს არ ვსუსნაობbiggrin.gif
ვერ ვძლებ ხოლმე ამის გარეშე
http://www.radikal.ru

Posted by: Kanski 11 Dec 2015, 23:47
bomboraN1

ბევრს უყვარს და ვერაფრით ვერ დავუმუღამე რამე დიდ ბურგერში უნდა ვცადო ხვალე ცოტას ვუზამ ჯერ თუ მომეწონა მეორეს მოვუმატებ

Posted by: bomboraN1 12 Dec 2015, 04:06
oshi
მე საერთოდ არ მიყვარს არანაირი რძე.პროტეინსაც წყალში ვხსნი..

შოკოლადსაც იშვიათად ვჭამ..

Kanski
მასე დავცინოდი ჩემ მძღოლს რო თოხლაობდა ხოლმე .მერე რო გავსინჯე შევჯექი თან მწარედ smile.gif აი გუაკამოლე გააკეთე.ან ჩვეულებრივ ბრინჯში აურიე,ან სალათში ან ბურგერში.გაგვაგებინე როგორ მოგეწონება smile.gif)


user posted image

Posted by: oshi 12 Dec 2015, 20:50
დღეს ვიყიდე სამი სხვადასხვანაირი მცენარეული რძე და პურზე წასასმელი ნუშის და ქოქოსის მუსი. მაგარი გემრიელია!
http://www.radikal.ru

bomboraN1
ეგ ტოფუა? სოიოს "ხორცი" ? ეგ თუა ზომიერად ან მცირე დოზით უნდა მიიღონ მამრებმა. ქალებისთვის კიდე მისწრებაა, მითუმეტეს 40 ს გადაცილებულებისთვისbiggrin.gif

Posted by: bomboraN1 12 Dec 2015, 21:20
oshi
ეს სიოა.სოიოზე ვიცი და არც ისე მევასება და ძაან იშვიათად ვჭამ ან ვსვავ.და ტოფუ მემგონი არაფერს შვრება.თუ რამე იცი ტოფუზე დაწერე აბა

სად ცხოვრობ?

Posted by: oshi 12 Dec 2015, 21:56
bomboraN1
სიო არ ვიცი რაა. ტოფუ არაფერს შვება თუ ზომიერი რაოდენობით ჭამე.მზადდება აჭრილი სოიოს რძისგან და მდიდარია ცილებით, თავისუფალია ქოლესტერინისგან, შეიცავს მცენარეულ რკინას, ბ6 ვიტამინს, კალციუმს და ორგანიზმისთვის საჭირო ამინომჟავებს. ქალური ჰორმონების, ესტროგენების მსგავსს ფიტოესტროგენებს შეიცავს, თუმცა ისე ძლიერად არ მოქმედებენ, როგორც ესტროგენები, ერთი სიტყვით არააა საგანგაშო რამეsmile.gif მაგრამ ქალებისთვის, რომ უფრო სასარგებლოა ვიცი..
გერმანიაში

bomboraN1
აა, ოკsmile.gif

Posted by: bomboraN1 12 Dec 2015, 22:00
oshi
სოიოს თქმა მინდოდაsmile.gif

Posted by: oshi 13 Dec 2015, 01:01
გუაკამოლე, ტკბილი კარტოფლის ჩიპსები, Guinness, ჰარდ როკი, მეგობრები, ჩახუტება და ავოიეეbiggrin.gif

http://www.radikal.ru

Posted by: Anin 13 Dec 2015, 06:21
რა გემრიელობები დევს ბოლო გვერდზე მმმ..

მომენატრა გერმანული პროდუქტები, დიდი არჩევანი და უფრო გემრიელი ბიო პროდუქტები აქვთ.

Posted by: oshi 14 Dec 2015, 22:18
მოგესალმებით,
დღეს დილით გავაკეთე მüსლი. გარგარის, მანგოს და ფინიკის ჩირით.სიტკბოს დამატება საერთოდ არ დაჭირდა ისეთი ტკბილი გახდა ჩირის გამო. შვრიაში შევურიე მოხალული 'ქინოა' ქართული შესატყვისობა არ ვიცი და სრულიად სხვა გემო მიცა , სასიამოვნო. ნუშის და ქოქოსის რძის კომბინაციით ჩავანაცვლე ჩვეულებრივი რძე.

საღამოს მოვამზადე ლობიოს, მუხუდოს ბარდის და წაბლის სალათა. ყველაფერი მოვხარშე,, დავამატე ზეითუნის და სელის ზეთი, ხახვი, ნიორი, ლიმნის წვენი, პილპილი მარილი, მწვანილები, ბროწეული და ავურიე ერთმანეთში.
http://www.radikal.ru

Posted by: bomboraN1 15 Dec 2015, 07:22
oshi
შენნაირი რუმმეითი რო მყავდეს ქირის ფულსაც არ გადავახდევინებდი biggrin.gif ჩამოდი კანადაში არ გინდა?smile.gif)
მე სამსახურის გამო ძალიან ცოტა დრო მრჩება და ვერ ვასწრებ ესეთი გენიალური რაღაცეების კეთებას smile.gif ეხლაც უცბად გრეჩიხა დავდგი და ტოფუ სოკოსთან ერთად...

კარგი ხარ smile.gif

Posted by: oshi 15 Dec 2015, 14:34
bomboraN1
biggrin.gif ფართუკი დამახვედრე და ბაზარი არააbiggrin.gif
შორს რო არ იყო დავფიქრდებოდიbiggrin.gif კანადას ლამაზი ბუნება აქვს, მშვენიერი სალაშქრო მთები. თან ნიაგარის ჩანჩქერს, CN ტაუერს ტორონტოში და ვანკუვერის პარკსაც დავათვალიერებდიsmile.gif

ბევრი დრო არ ჭირდება მომზადებას. გააჩნია რას აკეთებ. დროის ფაქტორი მართლა მნიშვნელოვანია და განწყობა-მოტივაციაც. თერაპიაა ისე კრეატიულობაში რაიმე კერძის გამოძერწვის პროცესი. ერთი რაღაც მაქვს დაფიქსირებული, როცა თვითონ ვაკეთებ, მერე ბევრს ვერ ვჭამ ხოლმე. კეთების პროცესი უფრო მსიამოვნებს ვიდრე ჭამისbiggrin.gif
ესენი გუშინ შევმატე:
http://www.radikal.ru
ზოგადად სელის ზეთი სულ მაქვს ხოლმე. ძალიან სასარგებლოა.
* * *
დღეს საღამოს გავაკეთე "საცივი" biggrin.gif და გუარკამოლე "პინიენის" კურკით.
შევწვი ღუმელში გოგრა, მოვხარშე ბროკოლი და ჩავალაგე გამზადებულ ნიგვზიან ბაჟეში, ახალი წლის სადილი წინასწარ მოვიწყვე და მართლა გემრიელიც გამოვიდაbiggrin.gif

http://www.radikal.ru

Posted by: Anin 15 Dec 2015, 23:46
oshi
რა ბედნიერი იქნება შენი ცოლი ასეთ რაღაცეებს რომ მოუმზადებ ხოლმე. biggrin.gif ნამდვილად იშვიათია


მე კიდევ მეზარება და დროც არ მაქვს ხოლმე ასეთი რაღაცეები ვაკეთო. ძირითადად ბრინჯს ვაკეთებ წითელს ან ყავისფერს, სოკოს და სხვადასხვა ბოსტნეულს ვურევ და ეგ არის ხოლმე.
რამე გემრიელი არატრადიციული სუპის რეცეპტები ხომ არ იცით?

Posted by: oshi 16 Dec 2015, 00:49
Anin
მადლობა, გაიხარე.
დატკბეს უნდა ბედნიერებით მაშbiggrin.gif
დრო არც მე მაქვს , უბრალოდ ეს ერთი თვეა შესაძლებლობა მომეცა ისე შემედგინა რაციონი, როგორც მინდოდა. დიდი ხანი ვერც მე ვახერხებდი სამსახურის გამო.
ძალიან ბევრნაირი სუპის მომზადება შეიძლება, გააჩნია გემოვნებას და ხასიათს.
გოგრის სუპს შემოგთავაზებ. რამდენად არატრადიციულია არ ვიცი ოღონდsmile.gif სეზონურია და გემრიელი.
ჰოკაიდოა ესეთი გოგრა, კანიანად მზადდება: ეგ იყიდე ისე რო გასუფთავებული ერთ კილოგრამამდე გამოვიდეს, დაჭერი ორი მოზრდილი კართოფილი და ორი სტაფილოც. ხახვი მოშუშე ზეითუნის ზეთში და მერე ბოსტნეული ჩაუმატე, მოთუშე კარგად ყველაფერი და დაასხი ადუღებული წყალი ისე რო დაფაროს ოდნავ და ადუღე საშუალო ტემპერატურაზე, იქამდე , სანამ არ მოიხარშება ყველაფერი. წყლის დამატება დაჭირდება დუღილისას. როცა მზად იქნება დააბლენდერე და დაუმატე ქოქოსის რძე, 500 მლ. ძალიან თხელიც არ უნდა იყოს. გემოვნების მიხედვით მარილი, შავი პილპილი, ერთი ლიმნის წვენი, ქინძიც შეგიძლია უქნა თუ გსიამოვნებს. ზემოდან უხდება გოგრის ზეთი და მისივე მოხალული მარცვალი( თუ გექნება იმ შემთხვევაში)
გამოდის ასეთიsmile.gif ძალიან გემრიელი
http://www.radikal.ru

Posted by: Anin 16 Dec 2015, 01:17
oshi
დიდი მადლობა, კარგი აზრია გოგრის სუპი. მიყვარს ძალიან მაგრამ ძნელი გასაკეთებელი მგონია.
მწვანე გოგრა მაქვს და არ ვიცი კანიანად თუ კეთდება, ვერ ვხვდები უბრალოდ როგორ უნდა გავთალო ან წვლილად როგორ უნდა დავჭრა. საკმაოდ მაგარია შუაზე ძლივს ვჭრი.
მადლობა რეცეპტისთვის

Posted by: oshi 16 Dec 2015, 01:41
Anin
არაფრისsmile.gif
არაა რთული მოსამზადებელი. ძალა კი ჭირდება, მაგრამ კარგი ალესილი დანა თუ გაქვს ადვილად დაჭრი იმ გოგრას მე რომელიც დაგიწერე.
დაჭერი ისე როგორც მოგიხერხდება, ძალიან დიდებიც არ უნდა იყოს ოღონდ. ფორმას არ აქვს მნიშვნელობა მაინც აბლენდერებ ყველაფერსwink.gif კართოფილი უნდა დაჭრა უფრო წვრილად, რომ ერთდროულად მოიხარშოს ყველაფერი. გოგრას ბევრი ხარშვა არ უნდა, არც სტაფილოს. მოგეხმარებოდი დაჭრაში, მაგრამ აბაbiggrin.gif
აი ეს უნდა მოამზადო. იქნებ იყოს სადმე მაღაზიაში. იაპონიის კუნძულის სახელი ქვია, ხოკაიდოsmile.gif მაქედანაა, გავრცელდა მერე ამერიკაში და მერე ევროპაშიც შემოვიდა.

http://www.radikal.ru

Posted by: Anin 16 Dec 2015, 01:56
oshi
დიდი მადლობა,
შევუდგები საღამოს კეთებას, ძალას არ ვუჩივი, ალესილი დანა არ მაქვს უბრალოდ biggrin.gif

Posted by: oshi 16 Dec 2015, 01:59
Anin
ალესე მერეbiggrin.gif დაჭრი მაინცwink.gif წარმატებები და მერე დაწერე როგორი გამოგივიდა .

Posted by: bomboraN1 16 Dec 2015, 04:02
oshi
ისე და არ გიფიქრია კანადაში გადმოსვლაზე? biggrin.gif ქირას მართლა არ გადაგახდევინებ biggrin.gif რომელ ქალაქში ცხოვრობ?

Posted by: oshi 16 Dec 2015, 11:45
bomboraN1
smile.gif არასდროს მიფიქრია სადმე სხვაგან წასვლაზე, სამოგზაუროდ კი, სავხოვრებლად არა. მიყვარს აქაურობა. სიმწვანე, მთები, ცხოვრების წესი. მüნხენის გულში ვარbiggrin.gif
ქირას რატო არ გადამახდევინებ? biggrin.gif მანდ ხო ძვირია ბინები?
* * *
საღამო მშვიდობისა,
დღეს ჩემს ვეგანურ სამზარეულოს შევმატე: გოგრის მარცვლის ზეთი, ქოქოსის ზეთი შესაწვავ-გამოსაცხობად, შებოლილი ტოფუ მწვანილებით, კანაფის ზეთი და მისივე დაბეგვილი მარცვლები,(ნედლი მოჩანს, მეშინია არ დამაბოლოსbiggrin.gif) და არონიას კენკრა.
მარაგში იმდენი რამე მაქვს, რომ მგონი ზამთარს გადავაგორებbiggrin.gif
http://www.radikal.ru

* * *
ძალიან დიდი არჩევანი აქვს ისე აქ ადამიანს. უამრავი ზეთის სახეობის ყიდვაა შესაძლებელი.
http://www.radikal.ru

Posted by: oshi 18 Dec 2015, 00:25
დღეს დილით ყველაფრით გაძეძგილი მუსლი გავაკეთეbiggrin.gif
http://www.radikal.ru

Posted by: oshi 23 Dec 2015, 00:03
ესეც დღეს, ჰუმუსი სეზამის მუსით:
http://www.radikal.ru

Posted by: fаshist 29 Dec 2015, 18:47
თემა კი კულინარიაზეა მაგრამ მე არ მესმის ვეგანების ფილოსოფიის... რატომ უნდა იყო ვეგანი რა მიზანს ემსახურება ეგეთი ცხოვრების სტილი?

Posted by: bomboraN1 30 Dec 2015, 07:16
fаshist
და აუცილებელია გესმოდეს?

Posted by: fаshist 30 Dec 2015, 08:05
bomboraN1
აუცილებელი არაა მაგრამ საინტერესოა

Posted by: bomboraN1 31 Dec 2015, 07:28
fаshist
გახსენი თავისუფალი თემა,დაგვპატიჟე და იქ ვიმსჯელოთ მაგაზე smile.gif

***************************

მაგრად გავზარმაცდი.სულ მეზარება კეთება.ხან 2-3 დღე ხილზე და თხილებზე ვარ..გერკულესს დილაობით არ ვმაზავ biggrin.gif

ვინ რას იმზადებს საახალწლოდ აბა??




user posted image


ბრინჯი,ტოფუ,სოკო,მწარე წიწაკა

Posted by: fаshist 31 Dec 2015, 12:58
bomboraN1
თქვენი თემა არ გაქვთ ვეგანების? ნუ თუ არარის შემიძლია გახსნა და გაგაერთიანოთ smile.gif

Posted by: Universe 31 Dec 2015, 13:34
ზრუნვა
QUOTE
RAW ვეგანები,

ჯანმრთელობაზე
QUOTE
 ვეგანები

ცოცხალ არსებებზე

Posted by: დოლორეს 1 Jan 2016, 23:16
QUOTE
ტოფუ

მოგეწონა? bomboraN1
QUOTE
გერკულესს

ვერ შევიყვარე ვერაფრით.
ოქტომბრის შშნ პოსტებს ვკითხულობდი ახლა მარტოხელა კაცების თემაში.13 დღეში -7 კილომდშ გქონდა გაგრძელდა მერეც ასეთი სწრაფი კლება? როგორ იკლებ,ჯანსაღად თუ კანზე გეტყობა? და ერთ კითხვაც,რამდენ ხანში მიეჩვიე სრულიად ვეგანურ კვებას?

Posted by: bomboraN1 2 Jan 2016, 01:23
fаshist
როგორც მე ვიცი არარი.მიდი და დაგვპატიჟე.

დოლორეს
1 დღიდან გადავედი ვეგანურ კვებაზე და სულ 3 შემთხვევა იყო როცა მომინდა ხორცი და 2 შემთხვევა როცა ვჭამე ყველი "2 თვე ნახევრის მერე და ცუდად გავხდი ,მთელი ღამე გავათენე." და ერთხელ ხორცი ისიც სტუმრად ვიყავი და ისეთი სიტუაცია იყო არ გამოდიოდა მაგრამ სულ 1 ნაჭერი შევჭამე და ნორმალურად მიიღო კუჭმა.არა იმ სისწრაფით კლება არ გამიგრძელებია იმიტო რო რამოდენიმეჯერ მხოლოდ ბოსტნეულზე რო ვიყავი ცუდად გავხდი "დღეში 10 დან 16 საათამდე ვმუშაობ თან პიზიური სამსახურია + როცა დრო მაქ ვვარჯიშობ და ჰა ჰა მაქსიმუმ 5 საათი მძინავს" და მხოლოდ ბოსნტეულით ვერ გავქაჩე.პური კი ამოვიღე მაგრამ ხანდახან მაკარონს ვჭამ "უკვერცხოს" და ბანანს ვთხოლაობ გოძილის დოზას biggrin.gif ბრინჯსაც ვჭამ ხშირად და ანუ ვიკლებ ნელა.ბევრი რამ ჩავიცვი რის ჩაცმასაც ადრე არცკი გავიფიქრებდი 2 XL დან XL ზე ჩმაოვდივარ.შავ პარასკევს რაღაცეები ვიყიდე ჩემთვის და XL ი ნორმალურად მაქვს.ეხლა ნიძლავი დავდე 11 იანვრიდან 3თვეში 30 კგ უნდა დავიკლო და ვნახოთ როგორ გამომივა.

Universe
ვეგანი და ორივეზე smile.gif))

**********************

ისე ყველაზე ნაღდია ვინმესთან ერთად რო ცხოვრობ რომელიც ვეგანიცაა და ვარჯიშობს კიდეც.ანუ ნაპარნიკი ასწორებს

* * *
user posted image

Posted by: Universe 2 Jan 2016, 13:07
QUOTE
ვეგანი და ორივეზე

ეგ გასაგებია.
სახელიდანაც ჩანს რომ ვეგანია ორივე.

Posted by: oshi 5 Jan 2016, 00:47
დღეს ბადრიჯანი ნიგვზით:
ძაან ბევრი დრო უნდაbiggrin.gif
http://www.radikal.ru

Posted by: ^Nos_ka 5 Jan 2016, 01:15
ლობიოს ტოლმა წავიკითხე დღეს :დ
ვცდი და გაგიზიარებთ რა, სად როდის.

P.ს გაცხელებულ ზეთებს თუ ამოიღებთ, ოქროები იქნებით ^^

Posted by: დოლორეს 5 Jan 2016, 03:13
QUOTE
დღეს ბადრიჯანი ნიგვზით:
ძაან ბევრი დრო უნდა

დღეს მოვრჩი ბოლო ულუფას ურცხვად. biggrin.gif
ამჯერად კურიოზი შეგვემთხვა.აქ მჟავე ბროწეული არ იყიდება და ერთ პარკში მქონდა შეთვალიერებული ველური ჯიშის მომცრო ნაყოფიანი ბროწეულის ხე.საბედნიეროდ ხე ცარიელი დაგვხვდა,თორემ შეიძლება ჯარიმა აგვეკრა. biggrin.gif facepalm.gif


bomboraN1
გილოცავ.კარგი შედეგი გაქვს.ჯანმრთელობის მხრივ როგორ ხარ,გაცივება,ვირუსები?სისხლის ანალიზი აიღე? რკინა და კალციუმი უნდა აინაზღაურო.ტოფუზე არ მითხარი,მოგეწონა?

Posted by: bomboraN1 5 Jan 2016, 08:58
oshi
ბადრიჯანი 2 ჯერ შევწვი და მესამეთ მაგ შეცომას აღარ დავუშვებ smile.gif) სუ შიმშილით მოვკვდები და მაგის ნერვი არ მაქვს smile.gif

დოლორეს
2 ჯერ გავცივდი და ორივეჯერ რამოდენიმე საათში გამიარა.ანალიზები არ ამიღია და ვაპირებ უახლოეს მომავალში,ტოფუ რავი ხშირად არ ვჭამ მაგრამ კარგი რაღაცეების გაკეთება შეიძლება .არ ვგიჟდები მაგრამ კარგი ვეშია.

^Nos_ka
ზეთზე ფაიზაღს ამბობ

fаshist

მაგის პრობლემა არ არის უბრალოდ ასწორებს პარტნიორი რო გყვავს

****************************************

უამრავი საჭმლის გაკეთება შეიძლება ფანტაზიამ შეიძლება ვერ გაქაჩოს იმდენის დ უგემრიელესის მაგრამ რავუთხარი ჩემ სამსახურს..ეხლა საათები მაკლდება და იმედია მოვიცლი საჭმელების კეთებისთვის



Posted by: oshi 5 Jan 2016, 13:39
დოლორეს
smile.gif ამ დროს ხეზე აღარ დაგხვდებოდა. ბროწეული ისე მიყვარს ყუთებით ვყიდულობ. მარტო მჟავე მევასება ოღონდ. აი მუქი წითელი ფერის რომაა ეგეთი. ბევრს მოსაწყენად ტკბილი გემო აქვს და ფერიც რაღაცნაირად დანისლული. ამ ბოლო დროს შემოვიდა ეგეთი და თუ შემომეყიდა ვყრი გაჭრის მერე.
თურქული მაღაზიები თუა იქ სადაც ხარ, იქ იქნება.

bomboraN1
მართალი ხარ, ძაან ბევრი ჩალიჩი უნდა. მე ღუმელში ვწვავ ზეთის გარეშე და დროს ვიგებ როცა ვაკეთებ, ზეთიც არ ცხელდება შესაბამისად . კვამლიც არ დგება.

ესეც დღეს მüსლი:
http://www.radikal.ru

ესეც განწყობისთვის:
http://www.radikal.ru

Posted by: bomboraN1 6 Jan 2016, 07:25
oshi
პირადული კითხვა შეიძლება დაგისვა? biggrin.gif სულ შემთხვევით შეFად ხომ არ მუშაობ ან ხომ არ სწავლობ მაგ განხრით?smile.gif))

ღუმელი კარგი იდეაა გავითვალისწინებ

Posted by: oshi 6 Jan 2016, 12:45
bomboraN1
არა, არც ერთი და არც მეორეbiggrin.gif არ მაქ შეხება მაგ სფეროსთან პროფესიული კუთხით.
ძალიან მაგრად მიყვარს ვიეტნამური სამზარეულო,ალბათ ორ წელზე მეტია ჩემი ფავორიტია. ესეც ერთ-ერთი კერძი ტოფუს, მანგო-სტაფილო-კიტრის და ბრინჯის "სპაგეტით" გადახვეული ბრინჯის ფურცლებში. თავისი მწვანილებით და სოიოს საწებლით: შეიძლება სხვა სახის საწებელიც.
ფოტო ინტერნეტიდანაა
http://www.radikal.ru
ესეც რეცეპტი:
http://noteatingoutinny.com/2008/06/05/vietnamese-style-summer-rolls-with-shrimp-or-tofu/

http://www.vegan-sein.de/1139-vegane-vietnamesische-sommerrollen-mit-limetten-dressing.html

Posted by: დოლორეს 6 Jan 2016, 19:41
oshi
QUOTE
ამ დროს ხეზე აღარ დაგხვდებოდა

აქ ისეთი კლიმატია,ვერ გავიგე როდის რაა ხეზე. biggrin.gif მანდარინი ხეზე ერთდროულად ყვავის კიდეც და ნაყოფიც აქვს.

QUOTE
შემთხვევით შეFად ხომ არ მუშაობ ან ხომ არ სწავლობ მაგ განხრით?

ვეთანხმები ბომბოს,მეც ეგ კითხვა დამებადა ისეთ ესთეტიკურად დახვეწილ ნახელავებს დებ. smile.gif

Posted by: oshi 6 Jan 2016, 21:15
დოლორეს
ესპანეთშია მგონი ეგრეbiggrin.gif ნანახი მაქვს ორგზის მსხმოიარობა. პორტუგალიაშიც ეგრეა.

მადლობაbiggrin.gif ფოტოს გადასაღებად დავუმუღამე ერთი პოზა და ეგაა და ეგbiggrin.gif

Posted by: bomboraN1 7 Jan 2016, 04:53
oshi
ყველა სურათი ?smile.gif ძაან ლამაზად გამოიყურება ყველა შენი აქ დადებული სურათი გაფორმებული და რამე smile.gif

Posted by: oshi 7 Jan 2016, 12:11
bomboraN1
ფოტო ყველა ჩემია, გარდა ორისა. საერთოდ ესთეტიკაშიცაა მადაbiggrin.gif


Posted by: დოლორეს 7 Jan 2016, 12:41
oshi
QUOTE
ესპანეთშია მგონი ეგრე

კი,მასეა.ყოჩაღ,მხოლოდ ამით თუ გამოიცანი. smile.gif

QUOTE
საერთოდ ესთეტიკაშიცაა მადა

ნიჭია ეგ.ვიზუალი არის გადამწყვეტი დემონსტრირებისას. up.gif

Posted by: oshi 7 Jan 2016, 13:26
დოლორეს
გაიხარეsmile.gif თვალი ჭამს და თვალი სვამსოbiggrin.gif ეგრა.

Posted by: Thats 7 Jan 2016, 19:17
fаshist
QUOTE
რატომ უნდა იყო ვეგანი რა მიზანს ემსახურება ეგეთი ცხოვრების სტილი?

მე პირადად განსაკუთრებული არანაერი მიზანი არ მქონია როდესაც საბოლოოდ დავაპირე ვეგანური კვების რაციონზე გადასვლა. ვატყობდი როდესაც მცენარეულ საკვებს ვიღებდი მხოლოდ, უფრო კარგად და ლაღად ვგრძნობდი თავს. ამიტომ საბოლოოდ გადავწყვიტე ცხოველური საკვების მიღებაზე უარი და მთლიანად ვეგანურ კვებაზე გადავსულიყავი. უნდა ვთქვა რომ ბევრი რამე მომიწესრიგა ჯამრთელობის მხრივ.
* * *
ძირითადად მზა ნაწარმით ვიკვებები. მეზარება რაღაცეების მომზადება. თან არც მიყვარს მომზადებული საჭმელი. იქნება ეს სალათი თუ სხვა რაიმე კერძი. თხილეული, წონის შოკოლადები, "პეჩენიები", სხვაასხვა სასუსნავები, ხილი, არახისის კარაქი, ხლებცი და ა.შ. არის ჩემი საკვები.
* * *
ამიტომ არ მჭირდება ხოლმე თავის მტვრევა ამა თუ იმ რეცეპტით მომზადებულ საკვებზე. პირდაპირ შევირბენ მაღაზიაში ავაწონინებ რაც მინდა ცოტას იმას, ცოტას ამას და ეგაა.

Posted by: bomboraN1 8 Jan 2016, 04:28
დოლორეს
oshi
კალიფორნიაშიც მასეა smile.gif))

oshi
სადაა საესთეთიკო დრო თორე ჰა sad.gif

user posted image

ხახვი,ხოკო და სტაფილო ერთადაა მოთუშული "წყალზე" და ყავისფერი ბრინჯი

Posted by: დოლორეს 8 Jan 2016, 19:34
დღეს სადილად კრემ-სუპი ,,მულტი ვიტამინი'' .საკმაოდ გემრიელი.
შემდეგი ინგრედიენტებით:
არტიშოკი სპეციფიკურად გასუფთავებული;
სტაფილო;
კომბოსტო;
ბროკოლი;
ყაბაყი;
ბადრიჯანი;
პრასი;
ნიორი;
ოხრახუში;
კამა;
პიტნა.

უკვე მზას,თეფშზე აუცილებლად ვასხამთ 1 ჩ.კ. ზეითუნის ზეთს(ექსტრა ვირჯინს) და ლიმონს მოვასხამთ.



http://www.radikal.ru


Posted by: oshi 8 Jan 2016, 22:21
bomboraN1
მიყვარს სოკო. ნიყვი მევასება მაგრამ აქ არაა. ქამა კიდე ყოველთვის არ მინდება.

მშვენივრად გამოიყურება, მთავარია გემრიელი იყოს! up.gif up.gif

დოლორეს
მმმ, რა ფრეშია! დაგეწვეოდი სიამოვნებითbiggrin.gif თან ისეთი ინგრედიენტებია, რო ძაან მაგარი. არტიშოკი მევასება! მწვანილებიც კარგად გაგინაწილებია, დარწმუნებული ვარ პიტნა განსაკუთრებულ გემოს მიანიჭებდა!
გემრიელად მიირთვი!

მე კიდე ახლა მოვედი ვარჯიშიდან გამგელებული და დავყარე მაგიდაზე ყველაფერი. სულ მწვანეები და სულ კარგებიsmile.gif) ოხრახუში ( ვჭამ უზომო რაოდენობითbiggrin.gif) რუკოლა-უცებ ლიმონი მოვასხი, ბროკოლი ოდნავ მოთუშული, წაბლი მოხარშული, დღეს დილით გაკეთებული ჩემებური გუარკამოლე პინიენის კურკით და კიდე სელის ზეთში და რაღაცეებში, კრესე(ქართულად არ ვიცი რა ქვია) და რაღაცა ბოლოკის მსგავსი, გემო ცოტა სხვაგვარი აქ. biggrin.gif დღეს ესთეტიკისთვის ვერ მოვიცალე, გლეხურადაა ყველაფერიwink.gif
http://www.radikal.ru

გზად გამოვიარე და ერთი კალათა ბროწეული გამოვაყოლეbiggrin.gif სულ წითლები და სულ მჟავეები, მეყოფა ერთი კვირაsmile.gif
http://www.radikal.ru


* * *
ესეც დესერტად მოვიფიქრეbiggrin.gif გარგარი, ქლიავი, ფინიკი, ჟოლო, ბროწეული, გრეიფრუტი, თხილეული.
http://www.radikal.ru

Posted by: დოლორეს 9 Jan 2016, 01:08
oshi
კი,პიტნა ძალიან დელიკატურ გემოს აძლევს წვნიანს საერთოდ. smile.gif
QUOTE
გემრიელად მიირთვი!

მადლობა :*
QUOTE
ოხრახუში ( ვჭამ უზომო რაოდენობით

მე ვჭამდი ბავშვობაში ეგრე უზომოდ.ცოტა გლეხურად უნდა ვთქვა და მგონი სისხლს მატებს. ძალიან ხშირად მქონდა სისხლდენა ცხვირიდან.დაწვრილებიტ არ დავწერ ახლა რა და რატომ.და სავარაუდოდ გეცოდინება,მაგრამ ძალიან კარგად გარეცხე ხოლმე მწვანილი.ზოგადად ბოსტნეული,რომელსაც უმად ჭამ.მე ჯერ 3-4 ჯერ ვრეცხავ ჯამზე დაგუბებულ წყალში მერე გამდინარე წყალში,მერე უკვე ვალაგებ სოდიან წყალში(1 ლიტრაზე 1 ს.კ. სოდა) ასე ნახევარი საათით,მერე ამოვალაგებ და კიდევ 3-4ჯერ ვავლებ კარგად გამდინარე წყალში.მწვანილი და სალათის სხვადასხვა ფოტლები,პრასის შუაზე გაჭრილი მწვანე ნაწილი,ჯერ ჯამზე უნდა გარეცხო.სამჯერ გამოცვალო წყალი.მერე ერთი ორჯერ გამდინარეში და მერე უკვე მზადაა სოდიან წყალში ჩასადებად.როგორც ვთქვი ნახევარი საათი დააყოვნებ სოდიან წყალში და მერე ისევ გარეცხავ ძალიან კარგად.ასე ვაკეთებ აბასოლუტურად ყველანაირ ხილს და ბოსტნეულს,რომელიც უმად უნდა ვჭამო.ასე გარეცხილი ხილი კანიანად შეგიძლია ჭამო თავისუფლად.ხო,შეფუტვას,რომელსაც აწერია რომ მზადაა საკვებად,ანუ გულისხმობს რომ გარეცხვა არ სჭირდება,ნუ ენდობი და აუცილებლად გაასუფთავე/გარეცხე ასე,თ7უ გინდა რომ ატასი მიკრობ/ბაქტერია/სიბინძურე არ ცაგყვეს ჭამის დრო.დასერცე იუთუბზე ბევრი ვიდეოა - ბოსტნეულის და ხილის დეზინფექცია.
QUOTE
ჩემებური გუარკამოლე

თეთრია,როგორ გააკეთე?
QUOTE
კრესე(

ეს ესპანური დასახელებაა? კრესე ესპანურად იზრდება-ს ნიშნავს. biggrin.gif მგონი ღივი ქვია ქართულად.თუ გაღვივებული თესლია.
QUOTE
გლეხურადაა ყველაფერი

ძალიან მადისაღმძვრელი კია და... smile.gif
QUOTE
დაგეწვეოდი სიამოვნებით

მეც დაგეწვეოდი wink.gif
რა ლამაზი ნახატია,ცოცხალი... საინტერესო ენერგეტიკის მატარებელი მგონია. ))



QUOTE
ანუ ნახშირწყლები. მსუქან ადამიანებსაც (თუ რაიმე ენდოკრინული მოშლილობა არ ჰქონდათ და მხოლოდ ჭამით გასუქდნენ), როგორც წესი, ასუქებთ ბევრი ნახშირწყლის მიღება და ნაკლები მოძრაობა და არა ცხიმიანი საკვები. ადამიანი ვერ შეჭამს იმდენ ცხიმს, რამდენსაც ნახშირწყალს. ცხიმიანი საკვები ანაყრებს ადამიანს, ნახშირწყალი კი შეიძლება, იმდენი გადაუშვა ხახაში, რომ ვერც გაიგო. პირველ რიგში, ეს ეხება ტკბილეულს და შაქრიან გამაგრილებელ სასმელებს.

+1.აი ესაა ჩემი პრობლემა.ხორცი,ცხიმი,შემწვარ/მოხრაკული,ტკბილეული არ მიყვარს და არც არასოდეს მყვარებია.სამაგიეროდ მიყვარს პური და პასტა. ამას დამატებული უმოძრაობა,ორსულობა/მშობიარობა/ლაქტაცია/ქოლეცისტექტომიის(ნაღვლის ბუშტის ამოკვეთა) პოსტ ოპერაციული პერიოდი და კი ვეძებ თოკს. biggrin.gif 100%-ით ვიცი ჩემი ჯანმრთელობისთვის საუკეტესოა ვეგანური კვება.ამიტომ ვწვალობ ამდენი ხანია,რომ შევძლო საბოლოოდ კვებითი ჩვევების შეცვლა. იმედია ,,მაინც ამოვთხრი''. smile.gif

Posted by: oshi 9 Jan 2016, 03:30
დოლორეს
არასდროს მქონია სისხლდენა მაგის გამო, თუ გავითვალისწინებთ იმას , რომ ყოველთვის ვჭამდი.
QUOTE
მაგრამ ძალიან კარგად გარეცხე ხოლმე მწვანილი.ზოგადად ბოსტნეული,რომელსაც უმად ჭამ.მე ჯერ 3-4 ჯერ ვრეცხავ

კი კარგად ვრეცხავ, მაგრამ ეგრე ზუსტად ვერა, არ მაქვს მაგის ნერვებიbiggrin.gif ვერ დავიცავ ეგეთი ზედმიწევნით პრცედურას.თუმცა სიფრთხილე ყოველთვის საჭიროა. პესტიციდების გამო მართალაც რო უნდა დაიზღვიო თავი. ზოგადად თუ ეკო პროდუქტს ან რეგიონალურს ვყიდულობ ბიო მაღაზიაში, მაშინ არ ვაქცევ დიდ ყურადღებას მის საფუძვლიან რეცხვას. თუ სხვა ქვეყნიდან მოდის და ეგეთი მწვანილი და ბოსტნეული იშვიათია, მაშინ უკეთესად ვრეცხავ.

QUOTE
თეთრია,როგორ გააკეთე?

თეთრი ტოფუა, აი ქათმის ხორცივით აჩეჩილიbiggrin.gif და პინიენიც თეთრია.

QUOTE
ეს ესპანური დასახელებაა? კრესე ესპანურად იზრდება-ს ნიშნავს

არა, არაა ესპანური, გერმანულად ქვია ეგრე, ლათინურად ქვია Lepidium sativum, მაგრამ ესპანური სიტყვის მნიშვნელობიდან არ უნდა იყოს შორს, რადგან გაღვივებული ბალახია დაბალი. ძალიან ჯანსაღი რამეა, აი ოდნავ წიწმატის გემო დაკრავს, უმად გამოიყენება თავისი სასარგებლო თვისებების გამო, მაკრატლით აჭრი და სალათებში, პესტოებში,ან რამე კერძში უშვები, მაგ: შენს სუპს მოუხდებოდა ზემოდან. ერთ-ერთი ძლიერი სამკურნალო ბალახია. კარგად მოქმედებს თირკმლის ქვების, კუჭ-ნაწლავური პრობლემების წინააღმდეგ. ამბობენ , რომ მეტასტაზების წარმოქმნის წინააღმდეგაც კარგი საშუალებაა. აიერვედულ-ინდურ სახალხო მედიცინაში საუკუნეებია იყენებენ სექსუალური დაავადებების, მენსტრუალური პრობლემების და კუნთოვანი მასის ტკივილის დროს. შეიცავს იზოთიოციანატს, რომელიც აკონტროლებს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირებას და იოდის დოზირებას, დიაბეტით დაავადებულებში არეგულირებს სისხლის დონეს. გულ-სისხლძარღვთა დაავადებების წინააღმდეგაც კარგია, სისხლს ათხელებს და ხელს უწყობს თრომბული კვანძების დაშლას. მდიდარია რკინით, კალციუმით, A და C ვიტამინით. ყველა სალათებთან შედარებით 4ჯერ მეტ ცილას შეიცავს. ერთი სიტყვით კარგი რამეა ძალიან.

QUOTE
მეც დაგეწვეოდი
რა ლამაზი ნახატია,ცოცხალი... საინტერესო ენერგეტიკის მატარებელი მგონია. ))

სიამოვნებიათ, მარტო ამგენით არ გაგიმასპინძლდებოდი ოღონდ. ქართული თეფში თეფშზე იქნებოდაbiggrin.gif
QUOTE
მიყვარს პური და პასტა

უნდა მოერიდო, სწრაფად წვადი ნახშირწყლებია, საღამოს მითუმეტეს.

QUOTE
  100%-ით ვიცი ჩემი ჯანმრთელობისთვის საუკეტესოა ვეგანური კვება.ამიტომ ვწვალობ ამდენი ხანია,რომ შევძლო საბოლოოდ კვებითი ჩვევების შეცვლა. იმედია ,,მაინც ამოვთხრი''. 

კარგი შემართებაა და ეგრე გააგრძელე. მოძრაობა აუცილებელია და ეცადე, რომ იმოძრაო, სწრაფი ნაბიჯებით იარო ყოველ დღე ასე 20-30 წუთი, მერე თუ სირბილსაც შეძლებ, მთლად უკეთესი.

QUOTE
ვეძებ თოკს.

თოკით შეკარი თეთრი პურის ყველა ნაირსახეობა და პასტაც მიაყოლე smile.gif)
წარმატებები და ჯანმრთელი წელი გქონებოდეს!

Posted by: oshi 21 Jan 2016, 15:12
მოგესალმებით!
დღეს დილით მუსლი:
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

შუადღეს ბოსტნეულის სუპი, ტკბილი კარტოფილით:
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

Posted by: Power_VANO 21 Jan 2016, 17:38
წინა გვერდებზე ვნახე პოსტები პროტეინში შემავალ ამინო მჟავებზე და ბოსტნეულში მათ რთულად არსებობაზე.

ცილის/პროტეინის ამინო მჟავებიდან სულ არის 9, რომელსაც ადამიანის ორგანიზმი ვერ "ქმნის". ამ ნაკრებს ეწოდება "საჭირო ამინო მჟავები", მათ შემცველ პროტეინს - "სრული პროტეინი".

მცენარეული საკვებიდან სრული პროტეინის მიღება შეიძლება თავისუფლად, უბრალოდ ცოდნა უნდა, რომელ მცენარეში რომელი ამინო მჟავაა.
მაგალითად, ლობიოშიც და ბრინჯშიც პროტეინი არის, მაგრამ ცალ-ცალკე არცერთში სრული პროტეინი არაა. თუმცა ერთმანეთში თუ ავურევთ და ასე შევჭამთ (ორივეს ერთად იდეაში), გამოვა, რომ მივიღებთ სრულ პროტეინს. ლობიო+ბრინჯი სრული პროტეინის ყველაზე ცნობილი წყაროა.

მეტი ინფო აქაა სხვა წყაროების შესახებაც: https://en.wikipedia.org/wiki/Complete_protein


Posted by: oshi 31 Jan 2016, 22:38
ამოვწიო თემაsmile.gif
ესეც დღეს: ბროკოლი, სოკო, ბულგარული ჩაშუშული ქოქოსის ზეთში, ტკბილი კართოფილის კატლეტები ჩემეულად შეკმაზული, გუარკამოლე პინიენ-მზესუმზირათი და ბევრი სხვა სატკბარუნოთიbiggrin.gif
http://www.radikal.ru

Posted by: დოლორეს 31 Jan 2016, 23:47
QUOTE
ტკბილი კართოფილის კატლეტები ჩემეულად შეკმაზული

გაგვიზიარე რეცეპტი. smile.gif

2 დღის წინ მოვამზადე საოცრება. ქინოას და ჭარხლის(სხვა ბევრი რამ შიგ კიდევ) გუფთები.ნატურალური პომიდვრის სალსათი.უგემრიელესი იყო.ისე შეისანსლა ოჯახში,ფოტო არ გამახსენდა გადამეღო. ))

Posted by: BadbadGirl 1 Feb 2016, 01:59
bomboraN1
QUOTE
ბადრიჯანი 2 ჯერ შევწვი და მესამეთ მაგ შეცომას აღარ დავუშვებ smile.gif) სუ შიმშილით მოვკვდები და მაგის ნერვი არ მაქვს smile.gif

ნერვი ნერვად და მყრალდება ყველაფერი
ამიტომ საუკეთესო გამსავალია აირღუმელი.
ბადრიჯანი დავჭრათ ცოტა მსხვილ ნაჭრებად 5 მმ, შევკმაზოთ ლიმონის წვენით და მარილით და ჰაიდა ღუმელში გრილის ფუნქცაზე. ოღონდ სეტკაზე უნდა დაიწყოს.

Posted by: oshi 1 Feb 2016, 17:14
დოლორეს
გავთალე ტკბილი კარტოფილი, დავჭერი შუაზე, შევუშვი ღუმელში 180 გრადუსზე, როცა კარგად დარბილდა გადმოვიტანე თეფშე, ვუყავი ხახვი, ძირა, ნიორი, ოდნავ ზეითუნის ზეთი, კორიც შეგიძლია თუ მოგწონს , მწვანილებიც, მერე მიცემ კატლეტის ფორმას და ოდნავ დაბალ ცეცხლზე ტაფაზე ქოქოსის ზეთში დაბრაწავ. სულ ეგაა. მე ჩიაც ვუყავი, ჟელატინივითაა და კრავს, კვერცხის ცილის მაგივრობას წევს.
http://www.radikal.ru

Posted by: juli_26 1 Feb 2016, 23:25
oshi

რა ლამაზ ფოტოებს დებთ smile.gif)



ისე არ მგონია ვეგანი რამე მიზეზის გამო გახდე, არ უნდა გინდოდეს ხორცის ჭამა და მორჩა.

მე საერთოდ არ მიყვარს ხორცი, ძალიან იშვიათად ვჭამ, ჩემი პრობლემა ტკბილეულია sad.gif
პასტაზე იყო წინა გვერდებზე საუბარი, 2 წელი აბსოლიტურად ყოველდღე პასტას ვჭამდი მაგრამ წონის პრობლემა არ მქონია. მთავარია ბალანსი დაიცვა კვებაში, თორემ მცირე დოზებით არაფერია მავნე ასე მგონია.

Posted by: oshi 2 Feb 2016, 01:07
juli_26
ბოლო ფოტო ინტერნეტიდანააsmile.gif

QUOTE
ისე არ მგონია ვეგანი რამე მიზეზის გამო გახდე

ხოდა მიზეზები ბევრია, ერთ-ერთი ის რაც თქვიsmile.gif მარტო ხორცი არა, ყველაფერი ცხოველური.

პასტა არ მიყვარს, მარტო მაშინ თუ შევჭამ, როცა სტუმრად ვარ და მეტი გზა არაა.
QUOTE
მთავარია ბალანსი დაიცვა კვებაში, თორემ მცირე დოზებით არაფერია მავნე ასე მგონია.

გეთანხმები

ტკბილეულზე ამას შემოგთავაზებbiggrin.gif
მარწყვის ნაცვლად ნებისმიერი ხილი შეგიძლია გამოიყენოsmile.gif
http://www.radikal.ru

Posted by: Annabell 2 Feb 2016, 01:25
ხვალ მოვხარშავ ლობიოს და გამოვაცხობ მჭადებს

ახალი ნიორიც მაქ და დავჯდები და დავავაყუმბარებ mad.gif

რა დროს ვეგანობა იყო sad.gif

Posted by: juli_26 3 Feb 2016, 17:29
oshi
QUOTE
ტკბილეულზე ამას შემოგთავაზებ



მეპატიჟები თუ ვარიანტებად მთავაზობ? biggrin.gif biggrin.gif

მიყვარს მარწყვი ძალიან.

Posted by: oshi 3 Feb 2016, 19:13
juli_26
არ გამიკეთებია თორემ სიამოვნებითbiggrin.gif
ვარიანტი იყოbiggrin.gif

Posted by: juli_26 3 Feb 2016, 19:28
oshi

მაინც მადლობა biggrin.gif 2kiss.gif


Posted by: oshi 3 Feb 2016, 22:09
juli_26
არაფრის 2kiss.gif
.............

Posted by: Ratatat 4 Feb 2016, 03:59
ტოფუ,anyone?
----------------------

Posted by: _Burzum 4 Feb 2016, 21:54
სულ ვეგანი მეგობრები მყავს და დავიტანჯე მაგის ფიქრით, თუ რა გავუკეთო, როცა სტუმრად მოდიან.
დავხოცე ნიგვზიანი ბადრიჯნის ჭამით სულ

Posted by: oshi 4 Feb 2016, 23:07
_Burzum
მერე მაგაზე კარგს რას აჭმევbiggrin.gif მთავარია ალერგიულები არ იყვნენbiggrin.gif

Posted by: 200000 6 Feb 2016, 11:13
https://www.youtube.com/channel/UCQBG3PzyQKY8ieMG2gDAyOQ
მოგეწონებათ

Posted by: Ratatat 6 Feb 2016, 12:39
ფშიუ!!
ტოფუ სადმე იყიდება თბილისში??

Posted by: bohiko 6 Feb 2016, 15:46
QUOTE (_Burzum @ 4 Feb 2016, 21:54 )
სულ ვეგანი მეგობრები მყავს და დავიტანჯე მაგის ფიქრით, თუ რა გავუკეთო, როცა სტუმრად მოდიან.
დავხოცე ნიგვზიანი ბადრიჯნის ჭამით სულ

ნიგვზიან ბარდიჯანს, რამე სალათა იგივე ბადრიჯნით ან ხილით გააკეტე ბევრად ჯანმრთელი იქნება. სწორად მკვებავი ვეგანები ნიგოზს კი ჭამენ (მე არა), მაგრამ შავი დღესავით ერიდებიან ზეთს, მაღალი ცხიმის შემცველობის გამო.

ზოგადად როცა ჭამ, მაღალი ნახშირწყლების მქონე დიეტას, უნდა "დააგდო" ცხიმის შემცველობა და როცა ჭამ მაღალი ცხიმის მქონე დიეტას უნდა ჭამო ცოტა ნახშირწყლები, ეგ როგორც 2*2=4ია ან წონაში მოიმატებ. ამასთან უნდა ჩაეტიო, კალორიებში. ზეთი ჯანმრთელი არაა არავისთვის, ვინც ამ ცხოვრების წესს მისდევს და არ მისდევს, ჩვეულებრივი გადამუშავებული პროდუქტია იქნება ეს ზეითუნი, ყურძნისმარცვლის, თუ სეზამის. რა თქმა უნდა, ბევრად მისაღებია, იმათთვის ვინც პალეო დიეტას მისდევს, მაგრამ მაინც... მე მაგალითად ავოკადოსაც კი შიშით ვუყურებ, მაღალი ცხიმის შემცველობის გამო, არათუ ზეთს. ბოლოს ზეთი როდის გამოვიყენე არც მახსოვს. ასევე ტოფუ გადამუშავებული პროდუქტია.

მე გამიჭირდა თავიდან, იმიტომ რომ მარტო ხილს ვერ ვჭამდი, ჩემთვის ხილი საჭმელთან არ ასოცირდება. მირჩევნია პამიდორი ვჭამო, ვიდრე ბანანი, მაგრამ ვისაც შეუძლია ბანანი ჭამოს და იყოს ბედნიერი, ღმერთმა ხელი მოუმართოს. მე ეგრე ვერ ვარ სამწუხაროდ

ვეგანები ბევრად ჯანმრთელები იმიტომ არიან, რომ არ ჭამენ ხორცს ანუ აქვთ დაბალი ქოლესტერინი და დაბალი რისკი გავრცელებული დაავადებების მიმართ.

დისერტაციის დაწერა შემიძლია ამ თემაზე. უმეტესობა პროდუქტების ნუტრიენტები ზეპირად ვიცი smile.gif

Posted by: BadbadGirl 6 Feb 2016, 18:31
bohiko
QUOTE
ვეგანები ბევრად ჯანმრთელები იმიტომ არიან, რომ არ ჭამენ ხორცს ანუ აქვთ დაბალი ქოლესტერინი და დაბალი რისკი გავრცელებული დაავადებების მიმართ.

ძალიან საინტერესოა.
არის რამე რანდომიზირებული კონტროლირებადი კვლევა რომელიც ამ აზრს ადასტურებს?

Posted by: BUGSY_SIEGEL 6 Feb 2016, 19:52
Ratatat
ჩინურ რესტორნებშია
სიანგანი გაგარინზე
ისე მაგარი უგემური რამეა

Posted by: bohiko 8 Feb 2016, 05:20
QUOTE (BadbadGirl @ 6 Feb 2016, 18:31 )
bohiko
QUOTE
ვეგანები ბევრად ჯანმრთელები იმიტომ არიან, რომ არ ჭამენ ხორცს ანუ აქვთ დაბალი ქოლესტერინი და დაბალი რისკი გავრცელებული დაავადებების მიმართ.

ძალიან საინტერესოა.
არის რამე რანდომიზირებული კონტროლირებადი კვლევა რომელიც ამ აზრს ადასტურებს?

უამრავი სტატიაა ამ თემაზე, მაგრამ ვინც ცხოველურ პროდუქტებს არ ჭამს იმას რომ დაბალი ქოლესტერინი ექნება, მაგას არანაირი სტატია არ უნდა, მე თუ მკითხავ. მე არაფრის რეკლამირებას არ ვცდილობ, უბრალოდ რაც ესე დავიწყე კვება თავს გაცილებით კარგად ვგრძნობ. ვიდრე მაშინ როცა ხორცს ვჭამდი. ინტერნეტში უამრავი დასკვნა დევს რომელიც პროპაგანდას უწევს და ასევე რომელიც წინააღმდეგია. ყველამ თვითონ უნდა აირჩიოს, რა ესადაგება მისი ცხოვრების წესს.

Posted by: Ratatat 8 Feb 2016, 14:37
BUGSY_SIEGEL

გააჩნია როგორ გააკეთებ



http://www.aljazeera.com/programmes/talktojazeera/2016/02/meat-artificial-food-160205152233913.html

up.gif

Posted by: bohiko 8 Feb 2016, 15:45
QUOTE (Ratatat @ 8 Feb 2016, 14:37 )
BUGSY_SIEGEL

გააჩნია როგორ გააკეთებ



http://www.aljazeera.com/programmes/talktojazeera/2016/02/meat-artificial-food-160205152233913.html

up.gif

მართალია, ტოფუს არაფრის გემო არ აქვს, რა სოუსსაც მოასხავ იმის გემოს იღებს.

Posted by: დოლორეს 8 Feb 2016, 22:24
bohiko
QUOTE
ცხოველურ პროდუქტებს არ ჭამს იმას რომ დაბალი ქოლესტერინი ექნება, მაგას არანაირი სტატია არ უნდა, მე თუ მკითხავ.

მე. smile.gif ჭარბი წონა მაქვს(პურის გამო) და ქოლესტერინი ნორმაში.
სამაგიეროდ trigliceridos(ქართული ტერმინი არ ვიცი) მაქვს უზარმაზარი. (((

Posted by: bohiko 8 Feb 2016, 22:58
QUOTE (დოლორეს @ 8 Feb 2016, 22:24 )
bohiko
QUOTE
ცხოველურ პროდუქტებს არ ჭამს იმას რომ დაბალი ქოლესტერინი ექნება, მაგას არანაირი სტატია არ უნდა, მე თუ მკითხავ.

მე. smile.gif ჭარბი წონა მაქვს(პურის გამო) და ქოლესტერინი ნორმაში.
სამაგიეროდ trigliceridos(ქართული ტერმინი არ ვიცი) მაქვს უზარმაზარი. (((

შედარებული გაქვს შენი და არახორცისმჭამლის სისხლის ანალიზის პასუხები ? სხვ შემთხვევაში არ იცი შენ უფრო კარგ მდგომარეობაში გაქვს თუ ვეგანს.


ცომეული ასუქებს მაშინ როცა კვერცხით, კარაქით არის გაკეთებული ან რძის ნაწარმთან ერთად ჭამ. სხვა შემთხვევაში არ ასუქებს (ზომიერი რაოდენობა, რა თქმა უნდა) ქატოს პურით ბოსტნეულის სენდვიჩს სხვა ეფექტი აქვს კუჭზე ვიდრე ხაჭაპურს, ან თუნდაც ყველს და პურს. food combining is the key!

Posted by: დოლორეს 9 Feb 2016, 01:36
bohiko
QUOTE
შედარებული გაქვს შენი და არახორცისმჭამლის სისხლის ანალიზის პასუხები ? სხვ შემთხვევაში არ იცი შენ უფრო კარგ მდგომარეობაში გაქვს თუ ვეგანს.

შედარება რად უნდა მაგას,ფაქტია,რომ არასოდეს არ მქონია ქოლესტერინი მომატებული.მე ხორცი არ მიყვარს,ვეგანი არ ვარ,რძის პროდუქტიდანს გეახლები დაბალცხიმიან ყველს აი,რატომ არ მაქვს მომატებული.ისევე როგორც ვეგანს.
კომერციული წარმოების ყველა პური ასუქებს,თუნდაც მარტო პური ჭამო და არაფერი მიაყოლო.ზოგადად მარტივი ნახშირწყალი რომ ცხიმად გარდაიქმნება,არაა მგონი ახალი.ზომიერად-ში ერთი ან ორი ნაჭერი იგულისხმება და აუცილებელიც კია და ისიც დილით,რა მიღებულ მარტივ ნახშირწყალს მთელი დღის მანძილზე ისე გადაამუშავებს ორგანიზმი,რომ ცხიმად არ ჩალაგდება.თუმცა ეს იმას არ ნიშნავს,რომ არ ასუქებს.ზომიერი-ს ლოგიკაც ესაა ,,ვითომ არ ასუქებს''.მთელი დღე თუ იდევი და დილაობით ერთი ან ორი ნაჭერი ინტეგრალი პური ჭამე,თვის თავზე აუცილებლად გექნება მატება წონაში,თუნდაც 200 გრ.ასე,რომ ეგ თავისდამაიმედებელი ვერსია - პური არ ასუქებს,გააჩნია რასთან ჭამ - რეალურად ,,ილუზიაა''.
რაც შეეხება უმი ბოსტნეულის შედარშბას ყველთან,ორგანიზმისთვის სარგებელის მოტანის თვალსაზრისით,გულუბრყვილობაა ჩემი აზრით.ეგ იგივეა აღნიშნო - წყალი ჯობია კოკაკოლასო.არის რაღაცეები,რაზეც ხაზგასმა საერთოდ არაა საჭირო,ისედაც ყველამ იცის. smile.gif

Posted by: BadbadGirl 9 Feb 2016, 01:41
QUOTE (bohiko @ 8 Feb 2016, 05:20 )
QUOTE (BadbadGirl @ 6 Feb 2016, 18:31 )
bohiko
QUOTE
ვეგანები ბევრად ჯანმრთელები იმიტომ არიან, რომ არ ჭამენ ხორცს ანუ აქვთ დაბალი ქოლესტერინი და დაბალი რისკი გავრცელებული დაავადებების მიმართ.

ძალიან საინტერესოა.
არის რამე რანდომიზირებული კონტროლირებადი კვლევა რომელიც ამ აზრს ადასტურებს?

უამრავი სტატიაა ამ თემაზე, მაგრამ ვინც ცხოველურ პროდუქტებს არ ჭამს იმას რომ დაბალი ქოლესტერინი ექნება, მაგას არანაირი სტატია არ უნდა, მე თუ მკითხავ. მე არაფრის რეკლამირებას არ ვცდილობ, უბრალოდ რაც ესე დავიწყე კვება თავს გაცილებით კარგად ვგრძნობ. ვიდრე მაშინ როცა ხორცს ვჭამდი. ინტერნეტში უამრავი დასკვნა დევს რომელიც პროპაგანდას უწევს და ასევე რომელიც წინააღმდეგია. ყველამ თვითონ უნდა აირჩიოს, რა ესადაგება მისი ცხოვრების წესს.

ვერ ვნახე მეცნიერული სტატიები (RCT), თორემ კულინარიის თემაში ხომ არ ვიკითხავდი. yes.gif

Posted by: bohiko 9 Feb 2016, 09:11
QUOTE (დოლორეს @ 9 Feb 2016, 01:36 )
bohiko
QUOTE
შედარებული გაქვს შენი და არახორცისმჭამლის სისხლის ანალიზის პასუხები ? სხვ შემთხვევაში არ იცი შენ უფრო კარგ მდგომარეობაში გაქვს თუ ვეგანს.

შედარება რად უნდა მაგას,ფაქტია,რომ არასოდეს არ მქონია ქოლესტერინი მომატებული.მე ხორცი არ მიყვარს,ვეგანი არ ვარ,რძის პროდუქტიდანს გეახლები დაბალცხიმიან ყველს აი,რატომ არ მაქვს მომატებული.ისევე როგორც ვეგანს.
კომერციული წარმოების ყველა პური ასუქებს,თუნდაც მარტო პური ჭამო და არაფერი მიაყოლო.ზოგადად მარტივი ნახშირწყალი რომ ცხიმად გარდაიქმნება,არაა მგონი ახალი.ზომიერად-ში ერთი ან ორი ნაჭერი იგულისხმება და აუცილებელიც კია და ისიც დილით,რა მიღებულ მარტივ ნახშირწყალს მთელი დღის მანძილზე ისე გადაამუშავებს ორგანიზმი,რომ ცხიმად არ ჩალაგდება.თუმცა ეს იმას არ ნიშნავს,რომ არ ასუქებს.ზომიერი-ს ლოგიკაც ესაა ,,ვითომ არ ასუქებს''.მთელი დღე თუ იდევი და დილაობით ერთი ან ორი ნაჭერი ინტეგრალი პური ჭამე,თვის თავზე აუცილებლად გექნება მატება წონაში,თუნდაც 200 გრ.ასე,რომ ეგ თავისდამაიმედებელი ვერსია - პური არ ასუქებს,გააჩნია რასთან ჭამ - რეალურად ,,ილუზიაა''.
რაც შეეხება უმი ბოსტნეულის შედარშბას ყველთან,ორგანიზმისთვის სარგებელის მოტანის თვალსაზრისით,გულუბრყვილობაა ჩემი აზრით.ეგ იგივეა აღნიშნო - წყალი ჯობია კოკაკოლასო.არის რაღაცეები,რაზეც ხაზგასმა საერთოდ არაა საჭირო,ისედაც ყველამ იცის. smile.gif

smile.gif

ბევრის დაწერა შემიძლია, მაგრამ მარტივად გეტყვი - არ გეთანხმები!

Posted by: bomboraN1 9 Feb 2016, 09:24
Annabell
კარგია რო გამახსენე.აულ დამავიწყდა მჭადები.იფიფიფიsmile.gif))

რეცეპტები შვილებო რეცეპტებიsmile.gif აუ კაი ხანია არაფერი ახალი არ გამიკეთებია.ისე ვარ აღარც გემოვნებას ვუგურებ ბოლო 2 კვირაა.უბრალოდ ვჭამ უამრავ ცილის შემცველ საჭმელს.მთწლი დღია მანძილზე 500 გრამამდე ბროკოლს.პარკოვნება და გრეჩიხარ+ დილით ამოვიღე "გერკულესი" და ვჭამ 4 ცალ ფორთოხალს და 1 ბანანს.სნეკებათ ვეგანურ პროტეინ ბარებს და ფორთოხალს "გუშინ წინ 2 კგ ფორთოხალი ვჭამე":))) რამე კარგი რეცეპტი დადეთ რა ქე რო კაცს მოუნდება და შაბათ კვირას გავაკეთებ

Posted by: bohiko 9 Feb 2016, 09:29
BadbadGirl

კი, ვიცი რასაც იძახი, მაგრამ აქ მოვერიდები მსგავსი სტატიების დადებას.

nutrition.org
nutritionstudies.org
plantbasedresearch.org დასერჩე სტატიები

John Mcdougall ექიმია, რომელმაც ადამიანი ამ დიეტით აუტოიმუნური სასიკვდილო დაავადებისგან გამოაჯანმრთელა.

კიდევ ერთხელ ავღნიშნავ, ეს ცხოვრების სტილი ყველასთვის არაა, და ბევრი ნიუანსის ცოდნაა საჭირო, არავინ არ უნდა დაიწყოს ეს დიეტა თუ ჯერ ბევრი რამ არ წაიკითხა ნუტრიციაზე.

Posted by: fаshist 29 Mar 2016, 02:00
QUOTE
კიდევ ერთხელ ავღნიშნავ, ეს ცხოვრების სტილი ყველასთვის არაა, და ბევრი ნიუანსის ცოდნაა საჭირო, არავინ არ უნდა დაიწყოს ეს დიეტა თუ ჯერ ბევრი რამ არ წაიკითხა ნუტრიციაზე.

განსაკუთრებით საჭიროა განასხვავოთ ილუზიები და რეალობა ერთმანეთისგან




Posted by: bomboraN1 6 Apr 2016, 08:32
სად ხართ ე?რათ დაიკარგეთ?მალე 6 თვე გახდება რაც ვეგანი ვარ.თავს კარგად ვგრძნობ.არც არაფერი მენატრება..ერთი ის არი რო მართლა ბევრი რამ უნდა იცოდე სანამ ვეგაი გახდები.სამწუხაროდ მე ეგ ჩემ თავზე გამოვცადე და ჯერ კიდევ ვერ ვარ გათვითცნობიერებული ყველაფერში მაგრამ არ ვჩერდები ვეძებ ვკითხულობ ვსწავლობ ექსპერიმენტებს ვატარებ და ასე შემდეგ

user posted image

user posted image

ეს სამსახურში არი ესეთი მიქსი და სულ ესე ვარჩევ შოკოლადს smile.gif)

რაც შეეხება ვეგანურ კვებას აი მაგაზე ადვილი არაფერია.რავი აქ იმდენი რესტორნები და კაფეებია და იმდენი რეცეპტია ავოიეე.უბრალოდ უნდა იცოდე რა ჭირდება შენს ორგანიზმს და არა ის რა უფრო გემრიელიაwink.gif


Posted by: bomboraN1 24 Apr 2016, 07:59
ხინკალს შეჭამდა კაცი smile.gif არა მართლა ღადაობის გარეშე smile.gif

user posted image


user posted image

ეს წეღან ფილმს ვუყურებდი და 2 კგ ფორთოხალი შემომეჭამა


tongue.gif rolleyes.gif baby.gif

Posted by: ^Nos_ka 1 May 2016, 11:38
bomboraN1
QUOTE
რეცეპტები შვილებო რეცეპტები


ვატყობ ტუტე მჟავური ბალანსის თემა არ გადაგიკითხავს.
ვეგანური კერძების ძალიან ბევრი რეცეპტი დევს smile.gif
გერმანული თუ იცი, ატილა ჰილდმანის რეცეპტების წიგნის ელ. ვერსია შემიძლია გადმოგიგზავნო,
მხოლოდ პრობლემა ისაა, რომ ძალიან ბევრ გაცხელებულ ზეთს ხმარობს.

Posted by: bomboraN1 2 May 2016, 02:48
^Nos_ka
რეცეპტების წიგნების უკმარისობას არ ვუჩივი მაგრამ მადლობა შემოთავაზებისთვის.არც ტუტე მჟავე არ წამიკითხავს.არც გერმანული ვიცი smile.gif


Posted by: bohiko 9 May 2016, 18:57
ამ კვირას თავიდან აღმოვაჩინე ლეღვის ჩირი. yum! ნეტა ესეთი მაღალკალორიული არ იყოს mad.gif

Posted by: bomboraN1 12 May 2016, 05:28
bohiko
ოოო კარგი რა.მასინ პამიდორზე და კიტრზე იყავი smile.gif) კალირიები უნდა მიიღო ცხიმებიც აი შაქარი არაsmile.gif მეც გუშინწინ ვჭამე ლეღვის ჩირი smile.gif

Posted by: Ratatat 13 May 2016, 08:19
QUOTE (bohiko @ 9 May 2016, 18:57 )
ლეღვის ჩირი

love.gif


-----------------

Posted by: banannaco 14 May 2016, 00:03
ტოფუ მეც არ მიყვარს, მაგრამ ამაზე ბევრი ვიცინე biggrin.gif

http://radikal.ru/big/59d98269f4724ff1ad8f1b9627f62280


Posted by: bohiko 14 May 2016, 12:43
bomboraN1
ცხიმს ისე ვარ გადაჩვეული, რომ ჰუმუსსაც ვეღარ ვჭამ, არადა მიყვარდა. ყველაფერი რაც კი ცხიმს შეიცავს, ცუდ შეგრძნებას იწვევს. ყველაფერს უცხიმოდ ვაკეთებ და გადავეჩვიე ალბათ...

პ.ს. პომიდორი ყველა დროის საყვარელი საჭმელია ჩემთვის და როგორც წესი ჩემი დღიური საკვები მის გარემოა აწყობილი. ეხლა მაგალითად ჩიჟი-პიჟი მაქვს აკვიატებული, ვეგანური რა თქმა უნდა

Posted by: SpringtimeOfYouth 15 May 2016, 00:07
ვა ამ თემაზე არ ვიცოდი

3 კვირაა ვეგანი ვარ bis.gif

Posted by: pato-7 15 May 2016, 00:39
ეხლა ვნახე lol.gif
user posted image

Posted by: bomboraN1 15 May 2016, 21:27
bohiko
ცხიმები საჭიროა.მე ავოკადოს ვეკვლევინები და ზეთის ხილს.+ ყველანაირი თხილები მზესუმზირა რასაც საკმაოდ ბევრს ვჭამ..ზეთს ვერიდები.ტაა მაქვს საყიდელი ისეთი რომელსაც ზეთი არუნდა და სულ ამოვიღებ რაციონიდან.მაგრამ თუ ვხმარობ ან ავოკადოს ზეთს ვხმარობ ან ზეითუნის

SpringtimeOfYouth
კარგი ხარ.გილოცავ არ დანებდე smile.gif

pato-7
კარგი სურათია smile.gif))

Posted by: MasterJC 16 May 2016, 09:13
https://forum.ge/?act=ST&f=82&t=34860518

უმორჩილესად გთხოვთ ერთი პოსტი გაიმეტოთ და თქვენი არჩევანი დააფიქსიროთ

Posted by: bohiko 16 May 2016, 11:48
bomboraN1
ვისთვის როგორ. ვეგანიზმის ბევრი მიმართულება არსებობს, ზოგი ჭამს ცხიმს, ზოგი არა.ჩემი აზრით ყველამ თვითონ უნდა შეარჩიოს რომელი ურჩევნიათ. მე გადავეჩვიე ცხიმებს და ესე კარგად ვგრძნობ თავს.

Posted by: bomboraN1 20 May 2016, 21:43
bohiko
ძაან კარგი.მე უბრალოდ ის ვთქვი რო ორგანიზმისთვის აუცილებელია ცხიმები და აბა როგორ იღებ?
*************************************************

ესეც ჩემი დილა "სულ ერთი და იგივეა უბრალოდ ხილის ასორტებს ვცვლი და რძეს"

user posted image

user posted image

user posted image


არ ვაცხელებ.ცივ რძეს ვასხავ და მასევე ვჭამ.სულ ვაბლენდერებ და ღამით მაცივარში ვტოვებ.დილით სამსახურის გზაზე მანქანაში ვსვავ. დაბლენდერებისას პროტეინსაც ვურევ.არასდროს არ მიყვარდა გერკულესი მაგრამ აი ესე დაბლენდერეული მართლა მამაგარია.

Posted by: bohiko 26 May 2016, 15:15
QUOTE (bomboraN1 @ 20 May 2016, 21:43 )
bohiko
ძაან კარგი.მე უბრალოდ ის ვთქვი რო ორგანიზმისთვის აუცილებელია ცხიმები და აბა როგორ იღებ?
*************************************************

ესეც ჩემი დილა "სულ ერთი და იგივეა უბრალოდ ხილის ასორტებს ვცვლი და რძეს"

user posted image

user posted image

user posted image


არ ვაცხელებ.ცივ რძეს ვასხავ და მასევე ვჭამ.სულ ვაბლენდერებ და ღამით მაცივარში ვტოვებ.დილით სამსახურის გზაზე მანქანაში ვსვავ. დაბლენდერებისას პროტეინსაც ვურევ.არასდროს არ მიყვარდა გერკულესი მაგრამ აი ესე დაბლენდერეული მართლა მამაგარია.

ბოსტნეულისგან და ხილისგან.


მე ვცადე ეგრე overnight oats ოღონდ წყლით, მაგრამ არ მომეწონა.მირჩევნია 15 წუთი დავხარჯო მომზადებაზე. რძე ცხიმია, ბურღულეულიდან შვრიას ყვლაზე მაღალი ცხიმის შემცველობა აქვს. 2ვე ერთად სრულიად საკმარისი ცხიმის დღიური ნორმაა. ვინმეს ცხიმის ნაკლებობა ქონოდეს გაგიგია სადმე ? ზეთის დამატება საერთოდ არაა საჭირო. მე ბავშვობიდან ვერ ვიტანდი მაღალი ცხიმის შემცველ საკვებს yes.gif მაიონეზი და რძე არის 2 რამ რაც ბოლოს მგონი 2 წლის ასაკში ძალით მაჭამა დედამ smile.gif) ეგ კი არა ეხლა ვცდილობ პროტეინის რაოდენობაც დავაგდო, მაგრამ რა ვუყო ჩემს ქართველ თავს რომელსაც უყვარს გაროხი, ლობიო და ყველაფერი მსგავსი yes.gif კარგია სმუდები რომ გიყვარს, მე ეგრე ვერ ვარ მირჩევნია ის ხილი ვჭამო და წყალი დავაყოლო ვიდრე დავაბლენდერო. უფრო დიდი ხნით კლავს შიმშილს ჩემს შემთხვევაში.

Posted by: bomboraN1 29 May 2016, 11:11
bohiko
რძეებს ცხიმი 0 აქვს..არა მე რო პროტეინი არ მივიღო დავეცემი მაგდანას ლურჯასავით.ყოვედღე ვვარჯიშობ + სამსახური + სულ დავდივარ.შენ თუ ისეთი ცხოვრების სტილით ცხოვრობ რო არ გჭირდება პროტეინი კი მარა მე დღეში ორჯერ ვიღებ დანამატს.საუზმეში და ვარჯიშის შემდეგ.

user posted image

user posted image

Posted by: iosebovich 29 May 2016, 12:18
კაი მწვადი, ქაბაბი , ხინკალი, ქათამი შქმერულად, შემწვარი გოჭი, ელარჯი, ნიგვზიანი ხარჩო , კუპატი , ჩაქაფული, ხაშლამა, ბადექონი, აფხაზურა , ხაჭპური თიმთიმა, ზუთხის მწვადი , კალმახი და რავი შორს წავალთ ... ამაზე უარი თქვა და ავოკადო და ბურღულეული ჭამო თუ ჩემი ძმა ხარ რაა და მათუსალა გახდებით თუ როგორ იქნება თქვენი საქმე biggrin.gif თავსაც რო იმშვიდებენ ჯანსაღი კვება და რამე biggrin.gif იმდენი ვიცი არაფერს იკლებდა და 85 წლამდე იცოცხლა შენი მოწონებული. რაის ვეგანი ქართული სამზარეულოს მქონე რაა ...

Posted by: MasterJC 29 May 2016, 12:50
iosebovich
ქართული სამზარეულოს ღირსებებს ქართველი მუცელღმერთები აკნინებენ. ქართველობა მუცლის ამოყორვა არაა.

სიამოვნებით ვიქნწბოდი ვეგეტარიანელი რომ შემეძლოს

ჯანმრთელობოსთვოს აუცილებელია ხორცოს მიღება მაგრამ მცირე რაოდენობით. მწვადს რომ ჭამ 3-4 ნაჭერი საკმარისია და არა ყოველდღე ხორცი და მუცლის ამოყორვა. იმიტომ რომ ძნელი და რთული გადასამუშავებელია და ჯანმრთელობას ანგრევს დიდი რაოდენობა.

ხილბოატნეული სჯობს

Posted by: iosebovich 29 May 2016, 13:47
MasterJC
მართალია ზომიერად რათქმაუნდა, ზომიერად. ყოველდღე მწვადი მტერმა ჭამა კაცო smile.gif მარა ჩაროზზე და ბალახზე შეჯდომა და თავის დამშვიდება ვერაფერი მიმერევაო უტოპიაა. კეთილები იყავით, ადამიანი გიყვარდეთ, არ დაისტრესოთ და არ დაიბოღმოთ, შური არ გააკაროთ გულს და დაისვენეთ წელიწადში ორჯერ კარგად და ისევდაისევ ჭამეთ ყველაფერი ზომიერად და გექნებათ ბედნიერება smile.gif

Posted by: bomboraN1 29 May 2016, 21:14
iosebovich
MasterJC
საქართველოში რო ვცხოვრობდე ალბათ შევჭამდი ხორცსაც და თევზსაც

მაგრამ 6 თვის ხბო 2 ტონა როა გული არ მიმდის მაგ ხორცზე.ფერმების თევზიც ანალოგიურია და ქათამიც.და ველური ოკეანის თებზი 18374545 $ ღირს biggrin.gif
თორე ეხლა აი ამწამს ელარჯს მივიღებდი და აჭარულს დავაყოლებდი biggrin.gif

Posted by: lisbeth 29 May 2016, 23:56
ბოლო რამდენიმე თვეა საერთოდ აღარ ვჭამ ხორცს
არც მენატრება რამდენიმე დოკუმენტური ვნახე და საერთოდ დამეკარგა სურვილი ოდესმე ვჭამო
რეალურად რომ დაფიქრდე მკვდარი ცხოველის ან ფრინველის ხორცის ჭამა არ არის კარგი იდეა,რავიცი..:დ

აი ვეგანობას ვერ შევძლებ ალბათ
https://www.youtube.com/user/Freelea/videos
საკმაოდ უხეში,უტაქტო გოგოა ,მაგრამ მომენტებში სიმართლეს ამბობს smile.gif
* * *
ეს რამდენიმე რეცეპტი
..........................................



Posted by: User-2016 30 May 2016, 01:11
QUOTE
ჯანმრთელობოსთვოს აუცილებელია ხორცოს მიღება მაგრამ მცირე რაოდენობით.


user posted image

ყველამ ჩვენს არჩევანს ვცეთ პატივი.

კულინარიის განყოფილებაში არსებული თემა "ტუტე-მჟავური ბალანსი" საინტერესო თემაა, ვეგანობას ეხება ეგ თემაც.
ხორცი და ცხოველური პროდუქტები საკმაოდ მჟავურია. დანარჩენი კიდევ იმ თემაში ნახეთ. მეტს აღარ დავწერ.
არსებობენ ვეგანი სპორტსმენები (ბოდიბილდერები და ა.შ.), რომლებიც საკმაოდ კარგად გრძნობენ თავს.
მცენარეებშიც არის ყველა ვიტამინი, რაც საჭიროა ორგანიზმისთვის.

yes.gif

Posted by: bohiko 30 May 2016, 17:35
bomboraN1
წარმოდგენა არ მქონდა, იქიდან გამომდინარე რომ არ ვყიდულობ. ჩემი პროტეინი, როგორც დავწერე მარცვლეულიდანაც მოდის, მაგრამ დაკუნთვას არ ვაპირებ და ეს საკმარისია ჩემთვის. მამრობითი სქესისთვის უფრო საჭიროა.


MasterJC
თქვა რომ ხორცი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია, იმაზე მეტყველებს რომ არ იცით რაზე ლაპარაკობთ. თან თვითონვე დააყოლეთ კუჭს უჭირს გადამუშავებაო rolleyes.gif როგორ არის კარგი ისეთი საკვები, რომლის გადამუშავებასაც ორგანიზმი დღეები ანდომებს

lisbeth
მიყვარს ფრილი იმიტომ რომ სიმართლეს იძახის
* * *
QUOTE (User-2016 @ 30 May 2016, 01:11 )
QUOTE
ჯანმრთელობოსთვოს აუცილებელია ხორცოს მიღება მაგრამ მცირე რაოდენობით.


user posted image

ყველამ ჩვენს არჩევანს ვცეთ პატივი.

კულინარიის განყოფილებაში არსებული თემა "ტუტე-მჟავური ბალანსი" საინტერესო თემაა, ვეგანობას ეხება ეგ თემაც.
ხორცი და ცხოველური პროდუქტები საკმაოდ მჟავურია. დანარჩენი კიდევ იმ თემაში ნახეთ. მეტს აღარ დავწერ.
არსებობენ ვეგანი სპორტსმენები (ბოდიბილდერები და ა.შ.), რომლებიც საკმაოდ კარგად გრძნობენ თავს.
მცენარეებშიც არის ყველა ვიტამინი, რაც საჭიროა ორგანიზმისთვის.

yes.gif

გეთანხმები. თუ ვინმეს გონია რომ "ბალახების" ჭამით ვერ დაიკუნთება, იუთუბზე vegangains არის ერთი ასეთი იუზერი

Posted by: lisbeth 30 May 2016, 18:58
QUOTE
მიყვარს ფრილი იმიტომ რომ სიმართლეს იძახის

მომწონს მეც
უბრალოდ ამ ბოლო დროს სხვის ვიდეოებზე კომენტარებს აკეთებს და ეგ ძალიან არ მომწონს..
ისედაც შეუძლია სათქმელი მიიტანოს ხალხთან,
ხორცს რომ აღარ ვჭამ და არც შევჭამ ფრილის დამსახურებაა..
აი ყველზე უარს ვერ ვიტყვი smile.gif

Posted by: MasterJC 30 May 2016, 19:50
bohiko
ისეთი "ჩამოაყალიბე", კამათის სურვილი - ჩკა

Posted by: bohiko 31 May 2016, 18:55
QUOTE (lisbeth @ 30 May 2016, 18:58 )
QUOTE
მიყვარს ფრილი იმიტომ რომ სიმართლეს იძახის

მომწონს მეც
უბრალოდ ამ ბოლო დროს სხვის ვიდეოებზე კომენტარებს აკეთებს და ეგ ძალიან არ მომწონს..
ისედაც შეუძლია სათქმელი მიიტანოს ხალხთან,
ხორცს რომ აღარ ვჭამ და არც შევჭამ ფრილის დამსახურებაა..
აი ყველზე უარს ვერ ვიტყვი smile.gif

ხო ეგეთია ფრილი პირდაპირი smile.gif


მეც ეგრე მეგონა ყველზე, მაგრამ ეხლა ვეგანურსაც ვეღარ ვჭამ

Posted by: KatIrina 14 Jun 2016, 17:54
ვიპოვე საჩემო თემა...love.gif
ფიქსირ...

Posted by: bomboraN1 28 Jun 2016, 04:20
აბა როგორ ხართ?კაკრას საჩვენო დროაsmile.gif ამდენი ხილი ბოსტნეული თან ახალ ახალი იფიფიფიფიფიფიფიფიიფიიიიიიფ

Posted by: bohiko 29 Jun 2016, 02:01
QUOTE (bomboraN1 @ 28 Jun 2016, 04:20 )
აბა როგორ ხართ?კაკრას საჩვენო დროაsmile.gif ამდენი ხილი ბოსტნეული თან ახალ ახალი იფიფიფიფიფიფიფიფიიფიიიიიიფ

Papaya gasinjuli gaqvs ? Vfiqrob girs investiciad tu ara. Rogorc wesi sul bosc pear vyidulob

P.s. bodishit shriftistvis laptopis damteni gamifuchda. Ar meqneba paraskevamde

Posted by: bomboraN1 29 Jun 2016, 02:08
bohiko
ჰმმმ ტელეფონზე ქართული შრიფტით არ გაქვს??? რათ არ გძინავს?? არ მაქვს გასინჯული მაგრამ ამ.შაბათს რო წავალ საშოპინგოდ ვიყიდი გავსინჯავ და გეტყვი ჩემს აზრსsmile.gif))

Posted by: Tasso 29 Jun 2016, 05:33
bomboraN1
QUOTE
ყოველ დილით ერთი და იგივე საუზმე მაქვს.ვინმეს გაქვთ რამე იდეა რითი შეიძლება ჩავანაცვლო??


გრეჩიხა, მანი ქაში, თუ მოტკბო გინდა ქოქოსის რძე დაამატე. ჩემთვის ყველაზე მაგარი საუზმეა გახუხული ტოსტი ზედ წიწმატი და კიტრი ან პომიდორის ნაჭრები სვანური მარილი ან ბაზილიკო ზედ. იდეები ბევრია გააჩნია რა გიყვარს. თუ ცხიმსაც იღებ, შეგიძლია ტოსტები ტაფაზე ოდნავ ზეთში და სუნელებშიც მობრაწო. გუაკამოლეც ფანტასტიურია დილით.

Posted by: bomboraN1 29 Jun 2016, 06:09
Tasso
არააა .ტაფაზე ზეთში მობრაწულ პურს ნამდვილად ვერ შევჭამsad.gif( + კვირაში 5-6 დღე სამსახურში ვსაუზმობsad.gif( გრეჩიხაც მძიმეა ცოტა.გერკულესი სოიოს ან ნუშის რძით და ხილით დაბლენდერებული "სმუსივით " გამოდის და უფრო ადვილი მისაღებია ჩემთვის.რამე ლაითი...

ისე.კარგი ხარ და მადლობაsmile.gif

Posted by: bohiko 29 Jun 2016, 13:19
bomboraN1
Chemi telefoni taviseburia, xan wers qartuli shriftit xan ezareba. Gaachnia rogor xasietzea smile.gif) ar medzineboda smile.gif

Mec savaraudod viyidi da davwer shtabechdilebas smile.gif))))

Posted by: Tasso 29 Jun 2016, 15:49
bomboraN1
QUOTE
უფრო ადვილი მისაღებია ჩემთვის.რამე ლაითი...


ჰმმ ლაითი შედარებითია ალბათ. მე გრეჩიხას უფრო კარგად ვინელებ ვიდრე გერკულესს. და კრეკერები ბოსტნეულის მუსით? ანუ ზეთის მიღებაც არ გინდა? თუ ცოტა ცხიმის მიღებაც შეგიიძლია მაშინ გააკეთე ვეგანური მაიონეზი (ნუ მე ვეძახი ასე) ქოქოსის რძე ან სოიოს რძე და ზეითუნის ზედი ერთად ათქვიფე. ზეთი უნდა იყოს დაახლოებით მეოთხედით მეტი რომ მყარი მასა გამოვიდეს, დაუმატე ლიმოსი წვენი, პილპილი, ცოტა მარილი და კარგი ხარისხის მდოგვი (სადაც მდოგვის მარცვლების შემადგენლონა უფრო მეტია ვიდრე რაღაც ხარახურა მინარევების) ან შეგიძლია შენ თვითონ დასრისო მდოგვის მარცვლები სასურველი სიწმინდით და გაურიო. თუ გსურს: ტარხუნა, მარხუნა მწვანეულობა ძალიან მაგრა მიდის. მოკლედ გემოვნებით შეაზავებ. ძალიან მაგარი მაიონეზი გამოდის. ოდნავ გაურევ ბოსტნეულის მუსს და ძალიან გემრიელი გამოდის. მე პირადად ქოქსზე დამზადებული უფრო მომწონს ვიდრე სოიოზე. ასევე უგემრიელესია ტაჰინი. გახეხილ ბოსტნეულში ოდნავ ტაჰინი და სუნელები. ზოგადად გააჩნია როგორი საუზმე უფრო გიყვარს. მე ტკბილზე არ ვგიჯდები და ამიტომ ბოსტნეული მირჩევნია დილით. თან ბოსტნეული წესისამებრ უფრო კარგი მოსანელებელია ვიდრე ხილი, რომელიც გინდა არ გინდა შაქარს შეიცავს.

Posted by: bomboraN1 29 Jun 2016, 17:27
bohiko
მიდი და მეც გეტყვი თუ მომეწონება

Tasso
შენ რა კაი ტიპი ხარ.არგინდა ჩემთან გამოხვიდე?

Posted by: Tasso 29 Jun 2016, 18:17
bomboraN1
QUOTE
Tasso
შენ რა კაი ტიპი ხარ.არგინდა ჩემთან გამოხვიდე?


ჰეჰეე, მადლობა მაგრამ შორს ვარ მგონი smile.gif

* * *
bomboraN1

პ.ს ბრინჯის კრეკერები, დღეს მირჩია ჩემმა პარიკმახერმა. გლუტეინებს ვერ ინელებს და ერთადერთი რასაც უპრობლემოდ მიირთმევს ბრინჯის კრეკერებია. კიდევ ჩინურ მაღაზიაში იყიდება: ბრინჯის ძალიან თხელი ცომი. აქ ბრინჯის ქაღალდს ეძახიან. 2 წუთი დაასველებ თბილ წყალში და რასაც გინდა გაახვევ შიგნით, ანუ როლლს გააკეთებ და მზადაა, შეგიძლია თან წაიღო სამსახურში და მთელი დღე მიირთვა. შეგიძლია სხვადასხვანაირი გულსართებით, სხვადასხვანაირი სოუსებში ჩააწო და ისე მიირთვა. ინგრედიენტები: სოიო, სტაფილო, ავოკადო, პალმის გულები, მანგო, სოკო, ცუკინი, კომბოსტო, პარკიანი ტკბილი ცერცვი, ბულგარული, ბროკოლი, ყვავილოვანი, წყალმცენარეები, ტოფუ, დ.ა.შ. ეს ბოსტნეულისაგან შეგიძლია უმად ან მოთუთქული და შენელებული ან სულაც შეუნელებელი გულსართები გააკეთო. იმის და მიხედვით რომელი კომბინაცია მოგწონს. კლასიკურად შეგიძლია სოიოს სოუსში ჩაწობილი მიირთვა. შეგიძლია ხილითაც გააკეთო მაგალითად: ბანანი, ვაშლი, ატამი, მსხალი, რაც გიყვარს, კარგად ინელებ და არ იჭყლიტება მალე. გაახვევ და შეგიძლია მაგალითად სოიოს ტკბილ სოუსთან ერთად მიირთვა, ან სულას ცოტა თაფლი მოასხა. მე ძალიან მიყვარს იმიტომ რომ მარტივია და მრავალფეროვანი. გულსართი შეგიძლია წინა საღამოს მოამზადო, და დილით 5 წუთში გაახვევ.

Posted by: bomboraN1 29 Jun 2016, 20:08
Tasso
კი შორს ვართsmile.gif) ბრინჯის კრეკერები არ გამიგია მაგრამ რაც შენ თქვი ეგრედ წოდებული "ბრინჯის ქაღალდი" ნაჭამი მაქვს მაგრამ ამ ბოლოს დავამუჭამე სალათის ფოთოლში ვახვევ ყველაფერს...

ამ შაბათ კვირას თუ არ დამეზარა ზუქინის პასტას გავაკეთებ და დავდებ სურათს და რეცეპტს.

Posted by: Tasso 29 Jun 2016, 20:41
bomboraN1


ბრინჯის ვაფლი ქვია უფრო სწორედ ბოდიში.

Posted by: bomboraN1 30 Jun 2016, 00:49
Tasso
ბრინჯის პუდინგიც ასწორებს დილით..


http://www.radikal.ru

ეს დღეს მეგობარმა თავისი ბაღის " baby kale" მომიტანა და ეგრევე სალათა გავაკეთე

კიტრი ბულგარული ნიორი ხახვი კალე სოკო

Posted by: Tasso 30 Jun 2016, 01:44
კალე რა არის? რუკოლას ჰგავს. მნიააამ

Posted by: bomboraN1 30 Jun 2016, 02:39
Tasso
თუ არ ვცდები ფოთლოვანი კომბოსტო??? არ ვიცი ზუსტად.მაგრამ ეს გრეჩხზასთან და ყავისფერ ბვრინჯთან წავა ლიწინითა

Posted by: ნინა411 30 Jun 2016, 04:28
მორჩა, გადავწყვიტე საბოლოოდ ვეგანი თუ არა ვეგეტარიანელი მაინც გავხდები user.gif

Posted by: bomboraN1 30 Jun 2016, 16:36
ნინა411
კარგი ხარ.როდიდან? შენ რამ გადააწყვეტინა???
* * *
http://www.radikal.ru

ნიამ ნიამ ნიამ

Posted by: Tasso 30 Jun 2016, 22:39
bomboraN1

დღეს გავაკეთე: ბოსტნეულის რაგუ. ძალიან მარტივი. პომიდორი, სტაფილო, ცუკინი, და ოკრა. შემდეგში ტოფუსაც დავუმატებ. რაც უფრო მეტ ოკრას გაუკეთებ უფრო ლორწოვანი გამოდის. ყველას გემოვნებაში არ ჯდება, მაგრამ მე ძალიან მიყვარს და ძალიან სასარგებლოა კუჭ-ნაწლავისათვის. უხდება ბრინჯს, კარტოფილს, ქუქ ბანანას. ჩემთვის მწარე არ შეიძლება სამწუხაროდ. ძალიან უხდება მოხარშულ იამს ჩილით.

Posted by: bomboraN1 2 Jul 2016, 06:46
Tasso
Looks good but I don't like this food

Posted by: Tasso 2 Jul 2016, 11:04
bomboraN1
Dont worry, u dont have to smile.gif Was just trying to bring an Idea because i loved it wink.gif

Posted by: bohiko 2 Jul 2016, 12:49
Mag okras verc tavi gavuge da verc bolo... ufro sworad ar momewona biggrin.gif gamifuchda da gadavagde. Soko/garoxi/badrijnis garda rasac vyidulob vatyob yvelaferi mifuchdeba... Exla akviatebuli maqvs datosterebuli xlebci mwniltan da sokostan ertad + pomidori, romelsac imden chilli flakes vayri agar chans biggrin.gif

Posted by: Tasso 2 Jul 2016, 18:53
bohiko
QUOTE
Mag okras verc tavi gavuge da verc bolo... ufro sworad ar momewona biggrin.gif


ჰოო სპეციფიურია, და უნდა იცოდე როგორ მოამზადო. ბადრიჯანივით არის თუ კარგად გაკეთება არ შეგიძლია, გული არ მიგივა.

Posted by: bomboraN1 2 Jul 2016, 19:22
Tasso
აი კარგად თქვი.გული არ მიმდის მაგ საჭმელზეsmile.gif

წავედი ეხლა ფერმერების ბაზარზეsmile.gif)
* * *
http://www.radikal.ru

Posted by: bohiko 2 Jul 2016, 22:23
Tasso
Rom ar mogatyuo chemze kargi mzareuli ar meguleba. Ufro sworad dedachemi mjobia, magram sxvebze ra gitxra smile.gif tan bostneuli miyvars, amitom gamikvirda swored smile.gif receptebis adaptaciashi badali ar myavs

Posted by: Tasso 3 Jul 2016, 17:54
bohiko
QUOTE
Tasso
Rom ar mogatyuo chemze kargi mzareuli ar meguleba. Ufro sworad dedachemi mjobia, magram sxvebze ra gitxra smile.gif tan bostneuli miyvars, amitom gamikvirda swored smile.gif receptebis adaptaciashi badali ar myavs


არსებობს მინიმუმ ერთი კერძი ან ინგრედიენტის ნაირსახეობა რომელიც საუკეთესო მზარეულსაც კი არ გამოსდის smile.gif

Posted by: bomboraN1 3 Jul 2016, 22:07
bohiko
Tasso
მოდით შემეჯიბრეთ

Posted by: bohiko 4 Jul 2016, 00:11
QUOTE (Tasso @ 3 Jul 2016, 17:54 )
bohiko
QUOTE
Tasso
Rom ar mogatyuo chemze kargi mzareuli ar meguleba. Ufro sworad dedachemi mjobia, magram sxvebze ra gitxra smile.gif tan bostneuli miyvars, amitom gamikvirda swored smile.gif receptebis adaptaciashi badali ar myavs


არსებობს მინიმუმ ერთი კერძი ან ინგრედიენტის ნაირსახეობა რომელიც საუკეთესო მზარეულსაც კი არ გამოსდის smile.gif

Ukacravad magram chemi mshvidi xasiatis miuxedavad, mainc ver mivxvdi ra ginda. Sul rom dauni viyo samzareuloshi, internetshi arsebobs uamravi recepti romelsac mivyvebodi. Me is davwere rom titqmis yvela bostneuli miyvars ( -stafilo) da es ratomgac ar momewona tqo. Igivea stafiloc rac ar unda daamato ar miyvars. Chemtvis stafiloa tkbilia rogorc bostneuli da arasakmarisad tkbili rogorc xili, magas recepti ver ushvelis. shemidzlia gavaketo kerdzi am bostneulisgan, sxvas moewonos da me ver shevchamo, imitom rom ar miyvars.ar momewona magis structure. Period.

Posted by: Tasso 4 Jul 2016, 17:25
bohiko
QUOTE
Ukacravad magram chemi mshvidi xasiatis miuxedavad, mainc ver mivxvdi ra ginda. Sul rom dauni viyo samzareuloshi, internetshi arsebobs uamravi recepti romelsac mivyvebodi. Me is davwere rom titqmis yvela bostneuli miyvars ( -stafilo) da es ratomgac ar momewona tqo. Igivea stafiloc rac ar unda daamato ar miyvars. Chemtvis stafiloa tkbilia rogorc bostneuli da arasakmarisad tkbili rogorc xili, magas recepti ver ushvelis. shemidzlia gavaketo kerdzi am bostneulisgan, sxvas moewonos da me ver shevchamo, imitom rom ar miyvars.ar momewona magis structure. Period.



ჰეეე.. მე რა უნდა მინდოდეს. რა უცნაური შეკითხვაა. თავი და ბოლო ვერ გავუგეო შენ მომწერე და მაგის პასუხი იყო. არ მოგწონს და შენი ნებაა. ადეუშ.

* * *
bomboraN1
QUOTE
bohiko
Tasso
მოდით შემეჯიბრეთ


რაში?

Posted by: bomboraN1 4 Jul 2016, 18:16
Tasso
გინდ მზარეულობაში და გინდ ჭამაში

Posted by: Tasso 4 Jul 2016, 23:26
bomboraN1
QUOTE
Tasso
გინდ მზარეულობაში და გინდ ჭამაში


და ვითომ რატომ, გედავება ვინმე რამეს?? არ მიყვარს ეს პროვინციული: აბა გენო ვინ უფრო მაგარიაა რა ...
ჭამაშიც მაჯობებ და თუ გინდა მზარეულობაშიც სიგელს გადმოგცემ. ნო ინთერესს თჰენკს

Posted by: bohiko 5 Jul 2016, 01:12
QUOTE (Tasso @ 4 Jul 2016, 23:26 )
bomboraN1
QUOTE
Tasso
გინდ მზარეულობაში და გინდ ჭამაში


და ვითომ რატომ, გედავება ვინმე რამეს?? არ მიყვარს ეს პროვინციული: აბა გენო ვინ უფრო მაგარიაა რა ...
ჭამაშიც მაჯობებ და თუ გინდა მზარეულობაშიც სიგელს გადმოგცემ. ნო ინთერესს თჰენკს

Zgvrebs gadadixar. Shenze provinciulad am temashi aravin moqceula. Tonkad kbena yvelas sheudzlia. Ubralod avirchie ar meqna.

Posted by: Tasso 5 Jul 2016, 01:59
bohiko

A. Pოსტი შენ არ Gეხებოდა.
B. შEნ ახტი Uაზროდ კეთIლგანწყობით დაწერილ პოსტზე!
Mე და ბომბორა რას ვისაუბრებთ ერთMანეთშI შEნი საქმე არ Aრის.

Posted by: bohiko 5 Jul 2016, 04:40
QUOTE (Tasso @ 5 Jul 2016, 01:59 )
bohiko

A. Pოსტი შენ არ Gეხებოდა.
B. შEნ ახტი Uაზროდ კეთIლგანწყობით დაწერილ პოსტზე!
Mე და ბომბორა რას ვისაუბრებთ ერთMანეთშI შEნი საქმე არ Aრის.

Chemi piradi mosazrebit, gadakrulad mexeboda! Tu rames wer pasuxisgrbac unda shegedzlos an ar unda dawero! Ki, shen da bombora ras isaubrebt ar mainteresebs, magram sheni wina postebidan gamomdinare debilic dainaxavs links shensa da chems postebs shoris. Es sabavshvo bagi araa. Yovelshemtxvevashi zrdasruli adamianebistvis

Posted by: Tasso 5 Jul 2016, 21:26
bohiko
QUOTE
Chemi piradi mosazrebit, gadakrulad mexeboda! Tu rames wer pasuxisgrbac unda shegedzlos an ar unda dawero! Ki, shen da bombora ras isaubrebt ar mainteresebs, magram sheni wina postebidan gamomdinare debilic dainaxavs links shensa da chems postebs shoris. Es sabavshvo bagi araa. Yovelshemtxvevashi zrdasruli adamianebistvis


შენ რას და როგორ აღიქვამ, ჩემს პასუხისგებაში არ შედის.

Posted by: bohiko 5 Jul 2016, 22:24
QUOTE (Tasso @ 5 Jul 2016, 21:26 )
bohiko
QUOTE
Chemi piradi mosazrebit, gadakrulad mexeboda! Tu rames wer pasuxisgrbac unda shegedzlos an ar unda dawero! Ki, shen da bombora ras isaubrebt ar mainteresebs, magram sheni wina postebidan gamomdinare debilic dainaxavs links shensa da chems postebs shoris. Es sabavshvo bagi araa. Yovelshemtxvevashi zrdasruli adamianebistvis


შენ რას და როგორ აღიქვამ, ჩემს პასუხისგებაში არ შედის.

Ki, eg shegatye. Shens pasuxisgebashi araferi shedis.

Posted by: Tasso 5 Jul 2016, 23:36
bohiko

დაწყნარდი. კრაზანას ბალახის ნაყენი საუცხოოდ მოქმედებს.

Posted by: bohiko 6 Jul 2016, 00:51
QUOTE (Tasso @ 5 Jul 2016, 23:36 )
bohiko

დაწყნარდი. კრაზანას ბალახის ნაყენი საუცხოოდ მოქმედებს.

Pirad gamocdilebas gviziareb ? Ara, avad rom iyavi ki shegetyo postebze, magram ese tu gichirda magdens tavidanve ver mivxvdi ...

Posted by: bomboraN1 6 Jul 2016, 06:40
Tasso
ღადაობის გრძნობა მინუსებშია?
* * *
bohiko
კაი თავს რატო უყადრი?

Posted by: Tasso 8 Jul 2016, 00:29
bomboraN1
QUOTE
Tasso
ღადაობის გრძნობა მინუსებშია?


ასევე ღადაობით გიპასუხე. თუ თავდაპირვედლად გაიღადავე, ასევე უნდა მიგეღო ჩემი პოსტი.
bohiko
QUOTE
Pirad gamocdilebas gviziareb ? Ara, avad rom iyavi ki shegetyo postebze, magram ese tu gichirda magdens tavidanve ver mivxvdi ...


ეს რომ სხვას ეტყვის, საზღვრებს სცდებიო. სასაცილოა. ავად თავად ხარ. შენ ახტი და გასკდი სრულიად კეთილმოსურნედ მომართულ პოსტზე, და ლამის ჩანგალი გაიყარე არ მომწონს, არ მომწონსო თითქოს ვინმე გაძალებდა. საიდან ამდენი საკუთარი თავის მოტყუების და მისინტერპრეტაციების უნარი.

Posted by: bohiko 8 Jul 2016, 06:53
QUOTE (Tasso @ 8 Jul 2016, 00:29 )

bohiko
QUOTE
Pirad gamocdilebas gviziareb ? Ara, avad rom iyavi ki shegetyo postebze, magram ese tu gichirda magdens tavidanve ver mivxvdi ...


ეს რომ სხვას ეტყვის, საზღვრებს სცდებიო. სასაცილოა. ავად თავად ხარ. შენ ახტი და გასკდი სრულიად კეთილმოსურნედ მომართულ პოსტზე, და ლამის ჩანგალი გაიყარე არ მომწონს, არ მომწონსო თითქოს ვინმე გაძალებდა. საიდან ამდენი საკუთარი თავის მოტყუების და მისინტერპრეტაციების უნარი.

rolleyes.gif oh, ok



.........................................

Posted by: bomboraN1 10 Jul 2016, 03:41
Tasso
მე ბოდიშით . ალბერტას პროვინციამდე ვერ მოღწია ჯერ მასეთმა იუმორმა.ნელნელა ავითვისებთ და მერე მივხვდები ხოლმე რომ ხუმრობთ smile.gif

Posted by: Tasso 11 Jul 2016, 00:15
bomboraN1
QUOTE
Tasso
მე ბოდიშით . ალბერტას პროვინციამდე ვერ მოღწია ჯერ მასეთმა იუმორმა.ნელნელა ავითვისებთ და მერე მივხვდები ხოლმე რომ ხუმრობთ smile.gif


აჰ, მე მეგონა უფრო გავითარებულ ონტარიოს პროვინციაში მოღვაწეობდით.

Posted by: bohiko 11 Jul 2016, 09:51
QUOTE (Tasso @ 11 Jul 2016, 00:15 )
bomboraN1
QUOTE
Tasso
მე ბოდიშით . ალბერტას პროვინციამდე ვერ მოღწია ჯერ მასეთმა იუმორმა.ნელნელა ავითვისებთ და მერე მივხვდები ხოლმე რომ ხუმრობთ smile.gif

გავითარებულ ონტარიოს პროვინციაში მოღვაწეობდით.

Ramdeni gcodnia canadaze shen givi.gif

Posted by: bomboraN1 11 Jul 2016, 14:08

Tasso

საქართველოშიც პროვინციაში ვცხოვრობდი და ვერ ავიტანე ონტარიოს განვითარება და გამოვიქეცი ალბერტაში

bohiko
გაარტყა მგონი

Posted by: Tasso 11 Jul 2016, 16:05
bomboraN1
QUOTE
Tasso

საქართველოშიც პროვინციაში ვცხოვრობდი და ვერ ავიტანე ონტარიოს განვითარება და გამოვიქეცი ალბერტაში


მანამდე შტატებში ცხოვრობდი.. აი გეს

Posted by: Thats 11 Jul 2016, 16:11
თემა რაზეა ვერ გავიგე ონტარიოებზე, ქვეყნის განვითრებებზე, აქეთ იქით გაქცევა გამოქცევაზე თუ ვეგანებზე და ვეგანური საკვიბის რეცეპტებზე?

Posted by: bomboraN1 11 Jul 2016, 19:17
thats
მართალი ხარ.

bohiko
ბალი რა ამბავია რა ფასეი აქვსsad.gif გუშინ გამყიდველი მეკითხებოდა მართლა 2 პაკეტი გინდაო?

Posted by: bohiko 12 Jul 2016, 05:30
QUOTE (bomboraN1 @ 11 Jul 2016, 14:08 )
Tasso

საქართველოშიც პროვინციაში ვცხოვრობდი და ვერ ავიტანე ონტარიოს განვითარება და გამოვიქეცი ალბერტაში

bohiko
გაარტყა მგონი

Dagugla etyoba smile.gif

Navtobis provincia romaa alberta, eg ar amougdo albat smile.gif))

ho, Bals yoveltvis katastrofuli fasi aqvs sad.gif es kvira blackberryze da gargarze viyavi chacikluli. Exla gadaval balze

Posted by: bomboraN1 12 Jul 2016, 20:34
bohiko
გარგარმა ვერ გაქაჩა..საზამთრო კიდე კოსკოს და თ&თ ს აქვს ყველაზე გემრიელი და იაფი და რამხელები..იფფფ.წელს ლეღვი ვერ გავჩითეsad.gif(

Posted by: Tasso 12 Jul 2016, 22:18
bohiko
QUOTE
Dagugla etyoba smile.gif

Navtobis provincia romaa alberta, eg ar amougdo albat smile.gif))


ვაჰ ამას Googles არსებობაც სცოდნია lol.gif

Posted by: bohiko 13 Jul 2016, 05:23
QUOTE (Tasso @ 12 Jul 2016, 22:18 )
bohiko
QUOTE
Dagugla etyoba smile.gif

Navtobis provincia romaa alberta, eg ar amougdo albat smile.gif))


ვაჰ ამას Googles არსებობაც სცოდნია lol.gif

Neta egeti kekelka da metichara ar iyo amxela qali. Saqartvelos saqme ra kargad iqneboda. Kompiuteri mashin chamomitana safrangetidan bidzachemma, qveyanashi 3 ojaxs rom qonda marto.exla dzalian magari ragaceebis dawera shemidzlia shentvis magram gagimartla, dges dzalian kargi adamiani gavicani da veraferi momishlis nervebs. Oh, dzalian dzalian simpatiuri da kargi adamianic chans


P.s. aseve dges viyide b12 da d3 da amis gamoc bednieri var.

* * *
QUOTE (bomboraN1 @ 12 Jul 2016, 20:34 )
bohiko
გარგარმა ვერ გაქაჩა..საზამთრო კიდე კოსკოს და  თ&თ ს აქვს ყველაზე გემრიელი და იაფი და რამხელები..იფფფ.წელს ლეღვი ვერ გავჩითეsad.gif(

Me rom vyidulob gargars 3 dge ar vcham da mwifdeba saqartvelosas emsgavseba. Nu mtlad qartulis gemo ar aqvs. xo, kargi legvis povna aq rtulia....

Posted by: banannaco 13 Jul 2016, 13:39
გემრიელი და სწრაფი საუზმის ერთ-ერთი ვერსია ^^
ამას იოგურტი აქვს, მაგრამ ვეგანურ ვარიანტში ნუშის (ორიგინალ რეცეპტში ეს იყო ;დ), სოიოს ან სხვა ვეგანური რძით შეიძლება გაკეთება :>
შევურიე ერთმანეთს იოგურტი, შვრია, ჩიას და სელის თესლები, ქიშმიში, ნიგოზი. ღამე გავაჩერე მაცივარში და დილას დავამატე ხილი.

http://radikal.ru/big/fe2d617f93244456bd8aaf30c7421c74

Posted by: ^Nos_ka 13 Jul 2016, 13:46
რატომ აიგდეთ ეს თემა ასე?

P.ს ფორუმის წესების თანახმად, წერეთ ქართულად

Posted by: bohiko 13 Jul 2016, 20:35
QUOTE (^Nos_ka @ 13 Jul 2016, 13:46 )


P.ს ფორუმის წესების თანახმად, წერეთ ქართულად

ბოდიში. მეზარება ხოლმე კომპიუტერიდან წერა. აღარ დავწერ

Posted by: Tasso 14 Jul 2016, 00:01
bohiko
bohiko
QUOTE
Kompiuteri mashin chamomitana safrangetidan bidzachemma, qveyanashi 3 ojaxs rom qonda marto.exla dzalian magari ragaceebis dawera shemidzlia shentvis magram gagimartla


QUOTE
Kompiuteri mashin chamomitana safrangetidan bidzachemma, qveyanashi 3 ojaxs rom qonda marto.exla dzalian magari ragaceebis dawera shemidzlia shentvis magram gagimartla


QUOTE
Kompiuteri mashin chamomitana safrangetidan bidzachemma, qveyanashi 3 ojaxs rom qonda marto.exla dzalian magari ragaceebis dawera shemidzlia shentvis magram gagimartla



lol.gif lol.gif lol.gif lol.gif ეს რომ სხვას ამას ეტყვის
QUOTE
Neta egeti kekelka da metichara ar iyo
სამ ოჯახს რომ ქჰონდა შენ თვითინ დათვალე????
lol.gif lol.gif lol.gif facepalm.gif
* * *
banannaco
QUOTE
გემრიელი და სწრაფი საუზმის ერთ-ერთი ვერსია ^^
ამას იოგურტი აქვს, მაგრამ ვეგანურ ვარიანტში ნუშის (ორიგინალ რეცეპტში ეს იყო ;დ), სოიოს ან სხვა ვეგანური რძით შეიძლება გაკეთება :>
შევურიე ერთმანეთს იოგურტი, შვრია, ჩიას და სელის თესლები, ქიშმიში, ნიგოზი. ღამე გავაჩერე მაცივარში და დილას დავამატე ხილი.


მნიამ ,გემრიელი ჩანს ძალიან. სელი რა არის? ინგლისურად ან გერმანულად რა ჰქვია ხომ ვერ მეტყვი?

Posted by: bohiko 14 Jul 2016, 06:48
QUOTE (Tasso @ 14 Jul 2016, 00:01 )
bohiko
bohiko
QUOTE
Kompiuteri mashin chamomitana safrangetidan bidzachemma, qveyanashi 3 ojaxs rom qonda marto.exla dzalian magari ragaceebis dawera shemidzlia shentvis magram gagimartla


QUOTE
Kompiuteri mashin chamomitana safrangetidan bidzachemma, qveyanashi 3 ojaxs rom qonda marto.exla dzalian magari ragaceebis dawera shemidzlia shentvis magram gagimartla


QUOTE
Kompiuteri mashin chamomitana safrangetidan bidzachemma, qveyanashi 3 ojaxs rom qonda marto.exla dzalian magari ragaceebis dawera shemidzlia shentvis magram gagimartla



lol.gif lol.gif lol.gif lol.gif ეს რომ სხვას ამას ეტყვის
QUOTE
Neta egeti kekelka da metichara ar iyo
სამ ოჯახს რომ ქჰონდა შენ თვითინ დათვალე????
lol.gif lol.gif lol.gif facepalm.gif
* * *
banannaco
QUOTE
გემრიელი და სწრაფი საუზმის ერთ-ერთი ვერსია ^^
ამას იოგურტი აქვს, მაგრამ ვეგანურ ვარიანტში ნუშის (ორიგინალ რეცეპტში ეს იყო ;დ), სოიოს ან სხვა ვეგანური რძით შეიძლება გაკეთება :>
შევურიე ერთმანეთს იოგურტი, შვრია, ჩიას და სელის თესლები, ქიშმიში, ნიგოზი. ღამე გავაჩერე მაცივარში და დილას დავამატე ხილი.


მნიამ ,გემრიელი ჩანს ძალიან. სელი რა არის? ინგლისურად ან გერმანულად რა ჰქვია ხომ ვერ მეტყვი?

და რატომ არ უნდა ვუთხრა სხვას ეგ, როცა ეგრე იყო


შენ რომ კლავიატურას სწავლობდი, მე უკვე პრო ვიყავი


გერმანულიც ვიცი, უფრო მეტიც კერძო სკოლაში პირველი 9 წელი გერმანულს ვსწავლობდი


ჩემი ბრალია შენნაირ ძიშოვკას რომ ავყევი. აუფვიდერზენ!

Posted by: bomboraN1 14 Jul 2016, 06:50
bohiko
Tasso
13წლის გოგოებივით იქცევითთ მართლა რა მოგივიდათ?
http://www.radikal.ru

ნიგვზიანი ბადრიჯანი და ნიგვზიანი პამიდვრის სალათი

Posted by: bohiko 14 Jul 2016, 06:52
QUOTE (bomboraN1 @ 14 Jul 2016, 06:50 )
bohiko
Tasso
13წლის გოგოებივით იქცევითთ მართლა რა მოგივიდათ?
http://www.radikal.ru

ნიგვზიანი ბადრიჯანი და ნიგვზიანი პამიდვრის სალათი

მართალი ხარ. მე დავამთავრე


გემრიელი ჩანს, განსაკუთრებით ნიგვზიანი ბადრიჯანი.

Posted by: banannaco 14 Jul 2016, 12:06
Tasso
Leinsamen, Flaxseed.
ძალიან სასარგებლო რამეა, ზეთსაც აკეთებენ მისგან.
თესლს სპეციფიური გემო არ აქვს და ბევრ რამეში შეიძლება გამოიყენო, სალათებზე მოსაყრელად, სმუზიში, ფაფებში, იოგურტში :>

Posted by: bomboraN1 14 Jul 2016, 20:00
http://www.radikal.ru

bohiko
მჭადის გაკეთება დამეზარა

Posted by: bohiko 16 Jul 2016, 17:02
QUOTE (bomboraN1 @ 14 Jul 2016, 20:00 )
http://www.radikal.ru

bohiko
მჭადის გაკეთება დამეზარა

Mere moamzadeb araushavs smile.gif

Mgoni vkvdebi, sashineli virusi maqvs am gagania ivlisshi. 39 sicxe. Gushin produqtebi taqsit movitane, rac me vinc micnobs gamoricxuli ambavia. Mas mere vwevar. Ese cudad bavshvobashi viyavi ertxel. Ra tqma unda mteli game ar mdzinebia. Filmebsac ver vudeb guls. Mokled 2-3dgeshi tu ar davposte ese igi am qveynad agar var.

Modero, kompiuteramde verc ki mivagwev 3 metrshi devs arada...

Posted by: bomboraN1 17 Jul 2016, 02:44
bohiko
ჰელს კარტა არ გაქვს? მიხედე თავს.გრეიფრუტს მიეძალეsmile.gif) მალე გამოჯანმრთელდი wink.gif

Posted by: bohiko 17 Jul 2016, 06:50
QUOTE (bomboraN1 @ 17 Jul 2016, 02:44 )
bohiko
ჰელს კარტა არ გაქვს? მიხედე თავს.გრეიფრუტს მიეძალეsmile.gif) მალე გამოჯანმრთელდი wink.gif

Me2e taqsiani viziti magaziashi.gamegvidza guli mimdioda. Dzalian, dzalian sustad viyavi da gadavwyvite, junk food meyida. Gverdze momrcha chemi moxarshuli yvavilovani. hummus da mary's gone crackers aris chemtvis yvelaze sayvareli kombinacia. Egec ver shevchame bevri. Marwyvma da blackberrym mishvela. yvelanairi xili viyide dedamiwaze. Gamyidveli gulshi albat fiqrobda amdeni xili rat undao. Da fortoxlis wveni romelsac ar vsvam. saertod aranair wvens ar vsvam. Magram im momentshi ogond gulis wasvlis shegrdznebas gaeara da yvelafers gavaketebdi. Mainc cudad maqvs guli amdeni xnis uchmelma uceb 300 kaloria ro mivayare.ar sheidzleba. Hospitali 5 wutis savalzea chemgan. Metyvian chameo ro mivide. chemi dgiuri norma 1158 caloriaa, nachami maqvs 500. dilit 2 didi pomidori, kitri, wiwaka da xlebci 1.5 cali. Arada kargad mivdiodit me da chemi hclf dieta. Prosta chems macivarshi rom vinmem sheixedos magra igadavebs facepalm.gif magazia devs shignit. Gushin da gushinwin marto wyalze viyavi. Mokled bolo 3 dge gavarvarebuli da uchmeli vide.life goals user.gif madloba mosmenistvis xalxo. Sanacvlod pirobas vdeb, chemi sachmelebis suratebs davdeb xolme yes.gif

Posted by: bohiko 22 Jul 2016, 04:50
საქართველოში ყოფნის დროს ... ყვავილოვანი კომბოსტო სპეციალურად არის "დამწვარი"

Posted by: Tasso 1 Aug 2016, 22:24
bohiko
QUOTE
ჩემი ბრალია შენნაირ ძიშოვკას რომ ავყევი. აუფვიდერზენ!


სანამ მე მიწოდებ, ჯერ ოჯახში დაითვალე ძიშოვკები. და შენი თავის მითხვლა არ დაგავიწყდეს. ამდენ დამწვარი საკვებისაგან დაგიგროვდა რადიკალები და ჩემზე ანთხევ ბოღმას?


banannaco
QUOTE
Tasso
Leinsamen, Flaxseed.
ძალიან სასარგებლო რამეა, ზეთსაც აკეთებენ მისგან.
თესლს სპეციფიური გემო არ აქვს და ბევრ რამეში შეიძლება გამოიყენო, სალათებზე მოსაყრელად, სმუზიში, ფაფებში, იოგურტში :>


აჰ, დიდი მადლობა. მიცდია, მაგრამ მგონი ალერგიული რეაქცია მაქვს სელზე. არად რა სასარგებლოა sad.gif



დიდი ბოდიში სხვებთან, მაგრამ აქ ქაჯმა დაიწყო, და პასუხი ნამდვილად დაიმსახურა.

Posted by: bohiko 1 Aug 2016, 23:42
QUOTE (Tasso @ 1 Aug 2016, 22:24 )
bohiko
QUOTE
ჩემი ბრალია შენნაირ ძიშოვკას რომ ავყევი. აუფვიდერზენ!


სანამ მე მიწოდებ, ჯერ ოჯახში დაითვალე ძიშოვკები. და შენი თავის მითხვლა არ დაგავიწყდეს. ამდენ დამწვარი საკვებისაგან დაგიგროვდა რადიკალები და ჩემზე ანთხევ ბოღმას?



ჯერ შენსაში მყავს დასათვლელი. მინიმუმ 1 გყავთ. მერე ალბათ დედაშენი, თორემ ამ დონის დაუნის გზარდას ნიჭი არ უნდა ? ვინ გდიხარ და ვინ გკითხავს, მე რას და როგორი ფორმით ვჭამ. რადიკალებს დაგიგროვებ შენ როგორც საჭიროა და სადაც საჭიროა

Posted by: Q 7 1 Aug 2016, 23:52
bohiko
facepalm.gif

მოდერი დანიშნეს ვითომ და რა დღეშია თემა მთელი სამი გვერდია ლანძღვა გინებაა



Posted by: bohiko 1 Aug 2016, 23:57
QUOTE (Q 7 @ 1 Aug 2016, 23:52 )
bohiko
facepalm.gif

მოდერი დანიშნეს ვითომ და რა დღეშია თემა მთელი სამი გვერდია ლანძღვა გინებაა

უკაცრავად და მარტო მე რატომ დამთაგე შეიძლება გკითხო ? 3 გვერდი თუ წაიკითხე ვინ დაიწყო ვერ მიხვდი ? ვინ კითხავს ამას მე რას და რგორ ვჭამ. იქნება ვინმე სიმახინჯის ფორმულა. თავს დავდებ გილიოტინაზე

Posted by: Q 7 2 Aug 2016, 00:08
QUOTE
ჰოო სპეციფიურია, და უნდა იცოდე როგორ მოამზადო. ბადრიჯანივით არის თუ კარგად გაკეთება არ შეგიძლია, გული არ მიგივა.


bohiko
აგერ დავაკოპირე ზემოთ და ამას დაწყებას ეძახი და ამის გამო უნდა გალანძღო ადამიანი ?
ენივეი ჩემი საქმე არ არის და იმედია მოვა მოდერი და წაშლის ამ უაზრო პოსტებს.





Posted by: bohiko 2 Aug 2016, 03:58
Q 7
მდააა....

ისე მომცა "რჩევა" თითქოს მიცნობდეს და იცოდეს, როგორ ვიკვებები. ან ჩემზე ჯანმრთელად იკვებებოდეს. ხო, ენივეის rolleyes.gif

Posted by: oshi 9 Aug 2016, 23:35
ვეგანობიდან პალეომდეbiggrin.gif
წეღან უცებ-უცებ სპონტანურად სპონტანური სტუმრებისთვის დესერტი მოვამზადე:
ჩია სოიოს რძეში ქოქოსის შაქრით და ფანტელით, გახეხილი ლიმნის კანით არომატისთვის. ფენებისთვის დაბლენდერებული ატამი, ჟოლო ზემოდან, ნიგოზი და 85% შავი შოკოლადი. მომზადების დრო ზიმპელ 15 წუთი, დამსახურებული აპლოდისმენტებიც ამდენივეbiggrin.gif
http://www.radikal.ru


Posted by: ikusha1994 10 Aug 2016, 19:43
ვეგეტარიანიზმის აზრი რა არის? არ ჩამქოლოთ ანუ რატომ არ ჭამთ ხორცს? მავნებელი არ არის. უბრალოდ არ გევასებათ? biggrin.gif

Posted by: ^Nos_ka 12 Aug 2016, 18:45
Q 7
QUOTE
იმედია მოვა მოდერი და წაშლის ამ უაზრო პოსტებს.


დავარეპორტე თავის დროოზე და არაFერი შეურაცხმყოFელი და ოFF არ არის მაგ პოსტებშიო დიდმა მოდერატორმა
და რა ვიცი, იმედი ნუ მოგიშალოს ღმერთმა ))

არც კი ღირს უკვე ამ თემაში შემოხედვა, პირადი ანგარიშწორების თემად აქცეს და + ლათინური შრიFტი drug.gif

Posted by: *Mandala 31 Aug 2016, 12:11
გამარჯობა ყველას, თუ ვინმე ყიდულობს ძალიან გთხოვთ მითხრათ თბილისში ჩიას თესლი იშოვება? ან სად უშედეგოდ ვეძებ თბილისში

Posted by: DimS 31 Aug 2016, 13:28
http://radikal.ru/big/412a6ed24b8c4dcd8a008388acadbe45

Posted by: bohiko 5 Sep 2016, 10:40
გადამაყოლეს ამ 2 ლათინური შრიფტით დაწერილ პოსტს. კომპიუტერის დამტენი მქონდა გაფუჭებული და რამოდენიმე დღე ვპოსტავდი ლათინური შრიფტით! ვიცი რომ ქართულით უნდა ვპოსტო. ამას დამატებული, ანორექსიის დიაგნოზით საავადმყოფოში ვიწექი რამოდენიმე დღე. ზუსტად იმიტო რომ ზედმტად სწორად ვიკვებებოდი, ამ დროს ვიღაც მწერს, რომ თურმე ოკრა რთულად მოსამზადებელია. ადამიანს რომელიც ძირითადად ბოსტნეულით იკვებება ... და ზუსტად ამის გამო 39 კილოს ვიწონიდი. არათუ საკვების მომზადება არ ვიცი, არამედ რომ შევხედავ საკვებს აწონვის გარეშე შემიძლია ვთვქვა რამდენ კალორიას შეიცავს. არ მინდოდა აქ დამეწერა ესეთი პირადი დეტალები. ეს რა უბედურებაა ჩაქოლოთ ადამიანი 2 ლათინური პოსტის გამო.

Posted by: 5unnyday 5 Sep 2016, 23:18
QUOTE
გამარჯობა ყველას, თუ ვინმე ყიდულობს ძალიან გთხოვთ მითხრათ თბილისში ჩიას თესლი იშოვება? ან სად უშედეგოდ ვეძებ თბილისში


Posted by: oshi 10 Sep 2016, 13:02
გემრიელი გაზაფხულის "ბლინჩიკები" პაპაიას ფურცლებში, სეზამის მუსით

http://www.radikal.ru

Posted by: Tasso 10 Sep 2016, 21:26
Q 7
QUOTE
QUOTE
ჰოო სპეციფიურია, და უნდა იცოდე როგორ მოამზადო. ბადრიჯანივით არის თუ კარგად გაკეთება არ შეგიძლია, გული არ მიგივა.


bohiko
აგერ დავაკოპირე ზემოთ და ამას დაწყებას ეძახი და ამის გამო უნდა გალანძღო ადამიანი ?
ენივეი ჩემი საქმე არ არის და იმედია მოვა მოდერი და წაშლის ამ უაზრო პოსტებს.


მადლობა რომ გადაიკითხე და სწორად შეაფასე. არაფერი ამ პოსტში საჯაჯღანო არ იყო. გვერდი გამოცდილების გასაზიარებლად არის და არა შეჯიბრისათვის.

bohiko
QUOTE
ჯერ შენსაში მყავს დასათვლელი. მინიმუმ 1 გყავთ. მერე ალბათ დედაშენი, თორემ ამ დონის დაუნის გზარდას ნიჭი არ უნდა ? ვინ გდიხარ და ვინ გკითხავს, მე რას და როგორი ფორმით ვჭამ. რადიკალებს დაგიგროვებ შენ როგორც საჭიროა და სადაც საჭიროა


დამწვარი საკვები= რადიკალები ორგანიზმში= კიბოს განვითარება. თუ გინდა ჭამე, მიზეზ-შედეგობრივი კავშირი თუ არ გესმის.. ან რას მემუქრები smile.gif)


QUOTE
ამ დროს ვიღაც მწერს, რომ თურმე ოკრა რთულად მოსამზადებელია. ადამიანს რომელიც ძირითადად ბოსტნეულით იკვებება


შენს ავად ყოფნას, ვწუხვარ გულახდილად, და მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ. მაგრამ მაინც არ იყო ეს მიზეზი იმ გამოხტომებისა. და რაც ოკრას შეეხება, მხოლოდ ბოსტნეულს რომ ჭამ იმას არ ნიშნავს რომ ყველაფრის მომზადება იცი საუკეთესოდ, შენი ვეგეტარიული სიამაყე შეგელახა ამით თუ რას ახტი და დახტი? შენ და მე კი არა 5 ვარსკვლავიანი მზარეულები ვერ ამზადებენ აბსოლუტურად ყველა პროდუქტს იდეალურად. ვსö ამით ვამთავრებ შენთან დისკუსიას, მხოლოდ იმიტომ რომ ავად ხარ, გიხდი ბოდიშს თუ რამე უნებლიედ არასწორად გამომივიდა! კარგად ყოფნას გისურვებ.
2kiss.gif
* * *


bohiko
QUOTE
იქნება ვინმე სიმახინჯის ფორმულა. თავს დავდებ გილიოტინაზე


უიი ეს ახლა წავიკითხე smile.gif)) ანორექსიის ნიშნებით შენ წევხარ, და მე მეძახი სიმახინჯის ფორმულას?
rolleyes.gif სწორად რომ იკვებებოდე ასე არ იქნებოდი. შენ თუ ასე გაწყობს, იფიქრე რომ მე სიმახინჯის ფორმულა ვარ, რომც ვიყო შენ ამით რამე გეშველება??? არაა უკან მიმაქვს კოცნა. არ იმსახურებ.

Posted by: bohiko 11 Sep 2016, 03:22
QUOTE (Tasso @ 10 Sep 2016, 21:26 )
Q 7
QUOTE
QUOTE
ჰოო სპეციფიურია, და უნდა იცოდე როგორ მოამზადო. ბადრიჯანივით არის თუ კარგად გაკეთება არ შეგიძლია, გული არ მიგივა.


bohiko
აგერ დავაკოპირე ზემოთ და ამას დაწყებას ეძახი და ამის გამო უნდა გალანძღო ადამიანი ?
ენივეი ჩემი საქმე არ არის და იმედია მოვა მოდერი და წაშლის ამ უაზრო პოსტებს.


მადლობა რომ გადაიკითხე და სწორად შეაფასე. არაფერი ამ პოსტში საჯაჯღანო არ იყო. გვერდი გამოცდილების გასაზიარებლად არის და არა შეჯიბრისათვის.

bohiko
QUOTE
ჯერ შენსაში მყავს დასათვლელი. მინიმუმ 1 გყავთ. მერე ალბათ დედაშენი, თორემ ამ დონის დაუნის გზარდას ნიჭი არ უნდა ? ვინ გდიხარ და ვინ გკითხავს, მე რას და როგორი ფორმით ვჭამ. რადიკალებს დაგიგროვებ შენ როგორც საჭიროა და სადაც საჭიროა


დამწვარი საკვები= რადიკალები ორგანიზმში= კიბოს განვითარება. თუ გინდა ჭამე, მიზეზ-შედეგობრივი კავშირი თუ არ გესმის.. ან რას მემუქრები smile.gif)


QUOTE
ამ დროს ვიღაც მწერს, რომ თურმე ოკრა რთულად მოსამზადებელია. ადამიანს რომელიც ძირითადად ბოსტნეულით იკვებება


შენს ავად ყოფნას, ვწუხვარ გულახდილად, და მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ. მაგრამ მაინც არ იყო ეს მიზეზი იმ გამოხტომებისა. და რაც ოკრას შეეხება, მხოლოდ ბოსტნეულს რომ ჭამ იმას არ ნიშნავს რომ ყველაფრის მომზადება იცი საუკეთესოდ, შენი ვეგეტარიული სიამაყე შეგელახა ამით თუ რას ახტი და დახტი? შენ და მე კი არა 5 ვარსკვლავიანი მზარეულები ვერ ამზადებენ აბსოლუტურად ყველა პროდუქტს იდეალურად. ვსö ამით ვამთავრებ შენთან დისკუსიას, მხოლოდ იმიტომ რომ ავად ხარ, გიხდი ბოდიშს თუ რამე უნებლიედ არასწორად გამომივიდა! კარგად ყოფნას გისურვებ.
2kiss.gif
* * *


bohiko
QUOTE
იქნება ვინმე სიმახინჯის ფორმულა. თავს დავდებ გილიოტინაზე


უიი ეს ახლა წავიკითხე smile.gif)) ანორექსიის ნიშნებით შენ წევხარ, და მე მეძახი სიმახინჯის ფორმულას?
rolleyes.gif სწორად რომ იკვებებოდე ასე არ იქნებოდი. შენ თუ ასე გაწყობს, იფიქრე რომ მე სიმახინჯის ფორმულა ვარ, რომც ვიყო შენ ამით რამე გეშველება??? არაა უკან მიმაქვს კოცნა. არ იმსახურებ.

1. ვწვავ გაზქურაში და გამოდის ესეთი... ტემპერატურას და დროს იგივეს ვტოვებ. გეთანხმები რომ მოხარშულზე მეტად ვნებს ორგანიზმს, მაგრამ უფრო ნაკლებად ვიდრე ზეთში შემწვარი. ამის გარდა სიმსუქნეც უამრავ დაავადებას იწვევს, მაგრამ მაინც ჭამენ მსუქანი ადამიანები ... ყველას აქვს თავისი სისუსტე ასე ვთქვათ... მე ეს არ მიმაჩნია სისუსტედ, მაგრამ მაინც.

2. მე არ ვიძახი, რომ ყველაფერს საუკეთესოდ ვამზადებ თქო. იგივე ოკრას არ ვამზადებ საუკეთესოდ. მაგრამ ეს იმიტომ რომ ხშირად არ ვამზადებ. გავსინჯე ერთხელ. არ მომეწონა და თავი დავანებე. მაგრამ ისე ნამდვილად არ ვარ ცუდი მზარეული, მითუმეტეს როცა საკვების პალეტი მხოლოდ ბოსტნეულით შემოიფარგლება, ყველაფერს გააკეთებ რომ გემრიელი გამოვიდეს.სპეცდები როცა 1 სახეობაზე ხარ კონცენტრირებული. როგორ ავხსნა სხვანაირად არ ვიცი. მწვანილები, სუნელები და გამოიყვან გემრიელ კერძს ... ნამდვილად ვერ ვიტყვი რომ ხორცს 5იანზე შევწვავ თქო. მაგრამ როცა დღეში 3 ჯერ ბოსტნეულს ჭამ. იცი რას რა უხდება

3. რა გითხრა, მთელი ცხოვრება ყველაზე მძიმე წონა 45 ვიყავი, მაგრამ ხელი არაფერში შეუშლია. მითუმეტეს მახინჯი არავის დაუძახია ჩემთვის. მაგრამ პერფექციონისტი ვარ და ზედმეტებში გადავედი. ბოლოში აპარატზე მიერთებულმა დავამთავრე. ესტროგენები არ მაქვს, დავკარგე ციკლი და პოტასიუმი დონე მქონდა ნორმაზე დაბალი. ორგანიზმი ჭკვიანი მანქანაა და ეგეთი ცოტა კალორიები ცოცხალი რომ დარჩე მაგისთვის არ მყოფნის, რა ციკლი, რის რეპროდუქციაო. ექიმმა მითხრა, თუ არ დაწვები მოკვდებიო და მაგას ვერ დავუშვებთო და დავწექი...

აქვე ავღნიშნავ, რომ ეს ვეგანობის დამსახურება არაა, უბრალოდ ცოტა კალორიებს ვჭამდი, ვეგანიზმი კვების ყველაზე ჯანმრთელი ფორმაა! ბ12 წესრიგში მქონდა, ვიტამინი დ ძალიან დაბალი , ეს იმიტომ რომ რძეს ვერ ვიტან და მირჩევნია დავლიო ვიტამინი ვიდრე თვითონ რძე

ეხლა ყველაფერს ვჭამ, კვლავ ვეგანი ვარ რა თქმა უნდა, მაგრამ კალორები ავწიე, ამის მიუხედავად ვერ ვიმატებ წონაში ... თუმცა უნდა ავღნიშნო, რომ მაღალი ცხიმის შემველს ვერ ვჭამ, პირდაპირი მნიშვნელობით გულს მირევს. ლობიო და მუხუდო მშველის.

და ბოლოს, მეც გიხდი ბოდიშს ჩემი ქცევისთვის! ვიცი რომ მახინჯი არ იქნები! ყველაფერს კარგს გისურვებ



Posted by: Tasso 11 Sep 2016, 03:50
bohiko
მადლობა. გისურვებ ჯანმრთელობას და წარმატებას!

Posted by: pinkman 12 Sep 2016, 20:11
26 წლის ვარ და 26 წელია ვეგეტარიანელი ვარ. +სოკოსაც არ ვჭამ!
ამივდა ყელში ეს შემწვარი კარტოფილი და იქნებ ვინმემ რამე კაი კერძი მასწავლოთ რა

Posted by: Ratatat 5 Oct 2016, 20:24
QUOTE (pinkman @ 12 Sep 2016, 20:11 )
26 წლის ვარ და 26 წელია ვეგეტარიანელი ვარ. +სოკოსაც არ ვჭამ!
ამივდა ყელში ეს შემწვარი კარტოფილი და იქნებ ვინმემ რამე კაი კერძი მასწავლოთ რა

https://www.youtube.com/channel/UCtuwIdM0Zx7xCiZSa_clRzw/featured

Posted by: *Mandala 5 Oct 2016, 23:18
გამარჯობა , ვინმემ ხომ არ იცით Hemp Seed ქართულად როგორაა ან სად შემიძლია შევიძინო ?

Posted by: bomboraN1 20 Oct 2016, 03:01
1 წლის და 1 კვირის შემდეგ გადავწყვიტე დავუბრუნდე ჩვეულებრივ კვებას...

მიზეზი ის რო გავსივდი.. არ შემიძლია 5 კგ ხილის და ბოსტნეულის ჭამა და ვჭამ ბევრ ბრინჯს და ბურღულეულს .მიუხედავად იმისა რომ ჰიპერ აქტიური ვარ "5-7 დღე დავრბივარ + ვვარჯიშობ დარბახზში + სამსახური მაქვს ისეთი რო სულ ვმოძრაობ და სულ 3-4 საათი მძინავს" საკმაოდ მოვიმატე წონაში. ასე რომ გუშინ ვჭამე პირველად ყველი და ნელნლენა მინდ აგადავიხე ხორცზე თევზზე და ბოსტნეულზე თორემ მართლა შრეკვ ვემსგავსები...ძააან გამიტყდა და ძაან ძნელი იყო ამ გადაწყვეტილების მიღება მაგრამ ეხლა ესეა ჩემთვის უკეთესი... წარმატებები ყველას .მართლა არ მეგონა ეს თემა ვაბშე თუ იცოცლებდა smile.gif

Posted by: Kanski 20 Oct 2016, 03:58
bomboraN1

სწორი გადაწყვეტილებაა

არის საშუალება რო ადამიანი იკვებოს სრულფასოვნად და ჯანსაღად, რატო უნდა დაიტანჯო და რატო უნდა მოიკლო ვერ ვხვდები

Posted by: Ratatat 20 Oct 2016, 18:45
Kanski

ცხოველების ხოცვის და წამების ხარჯზე მუცლის ამოყორვა რატომაა სწორი გადაწყვეტილება?

*სრულფასოვანი და ჯანსაღი კვება*
fuckin' meat industry propaganda biggrin.gif

ძალიან ცდებით თუ გგონიათ რომ რომელიმე ვეგანი ან ვეგეტარიანელი იტანჯება, მე პირიქით უფრო ვიტყოდი

Posted by: Q 7 20 Oct 2016, 19:31
QUOTE

bomboraN1
1 წლის და 1 კვირის შემდეგ გადავწყვიტე დავუბრუნდე ჩვეულებრივ კვებას...

მიზეზი ის რო გავსივდი.. არ შემიძლია 5 კგ ხილის და ბოსტნეულის ჭამა და ვჭამ ბევრ ბრინჯს და ბურღულეულს .მიუხედავად იმისა რომ ჰიპერ აქტიური ვარ "5-7 დღე დავრბივარ + ვვარჯიშობ დარბახზში + სამსახური მაქვს ისეთი რო სულ ვმოძრაობ და სულ 3-4 საათი მძინავს" საკმაოდ მოვიმატე წონაში. ასე რომ გუშინ ვჭამე პირველად ყველი და ნელნლენა მინდ აგადავიხე ხორცზე თევზზე და ბოსტნეულზე თორემ მართლა შრეკვ ვემსგავსები...ძააან გამიტყდა და ძაან ძნელი იყო ამ გადაწყვეტილების მიღება მაგრამ ეხლა ესეა ჩემთვის უკეთესი... წარმატებები ყველას .მართლა არ მეგონა ეს თემა ვაბშე თუ იცოცლებდა 


ups.gif
პირველად მესმის ესეთი რამ ადამიანი ჯანსაღად იკვებებოდეს და გასივდეს,
მაგას უკვე აღარ ქვია ჯანსაღი კვება, მგონია რომ არ იკვებებოდი სწორად

Ratatat
up.gif





Posted by: *Mandala 20 Oct 2016, 19:42
QUOTE (bomboraN1 @ 20 Oct 2016, 03:01 )
1 წლის და 1 კვირის შემდეგ გადავწყვიტე დავუბრუნდე ჩვეულებრივ კვებას...

მიზეზი ის რო გავსივდი.. არ შემიძლია 5 კგ ხილის და ბოსტნეულის ჭამა და ვჭამ ბევრ ბრინჯს და ბურღულეულს .მიუხედავად იმისა რომ ჰიპერ აქტიური ვარ "5-7 დღე დავრბივარ + ვვარჯიშობ დარბახზში + სამსახური მაქვს ისეთი რო სულ ვმოძრაობ და სულ 3-4 საათი მძინავს" საკმაოდ მოვიმატე წონაში. ასე რომ გუშინ ვჭამე პირველად ყველი და ნელნლენა მინდ აგადავიხე ხორცზე თევზზე და ბოსტნეულზე თორემ მართლა შრეკვ ვემსგავსები...ძააან გამიტყდა და ძაან ძნელი იყო ამ გადაწყვეტილების მიღება მაგრამ ეხლა ესეა ჩემთვის უკეთესი... წარმატებები ყველას .მართლა არ მეგონა ეს თემა ვაბშე თუ იცოცლებდა smile.gif

რაღაცას აშკარად არასწორად აკეთებდი , 5 კგ არაა საჭირო,მაგრამ შენ თუ ბოსტნეულის და ხილის მაგივრად ბრინჯს ჭამდი სულ მოიმატებდი აბა რა იქნებოდა . ათასი ვიდეოა ვეგან/ვეგეტარიანულ კვების თავისებურებებზე და კიდევ უფრო მეტი რეცეპტი . ყველა იკლებს წონაში ამ დროს , მომატებაზე არაფერი მსმენია თუ სწორად იკვებებოდი

Posted by: Kanski 20 Oct 2016, 22:39
QUOTE (Ratatat @ 20 Oct 2016, 18:45 )
Kanski

ცხოველების ხოცვის და წამების ხარჯზე მუცლის ამოყორვა რატომაა სწორი გადაწყვეტილება?

*სრულფასოვანი და ჯანსაღი კვება*
fuckin' meat industry propaganda  biggrin.gif

ძალიან ცდებით თუ გგონიათ რომ რომელიმე ვეგანი ან ვეგეტარიანელი იტანჯება, მე პირიქით უფრო ვიტყოდი

მუცლის ამოყორვა ზოგადად არასწორი გადაწყვეტილებაა და გახეთქვამდე და გაძღობამდე არ უნდა ჩაიყაროს ადამიანმა მუცელში არც ხორცი და არც ბოსტნეული, ზომიერად უნდა იკვებოს smile.gif

მერე მეორე რატო მაინც და მაინც ცხოველების ხოცვის ხარჯზე? ყველს რო ჭამ კლავ ვინმეს მაგით? მარტო ხორცია განსხვავება?

და საერთოდ რატო უნდა თქვას ადამიანმა ხორცზე უარი? იმიტო რო ცხოველი ეცოდება? და რა მაგითი ვეგანები უფრო მოსიყვარულე და ა.შ. ადამიანები გგონიათ? ჰიტლერიც ვეგანი იყო და მილიონობით ხალხს ხოცავდა

Posted by: Ratatat 21 Oct 2016, 01:27
QUOTE (Kanski @ 20 Oct 2016, 22:39 )


და საერთოდ რატო უნდა თქვას ადამიანმა ხორცზე უარი? იმიტო რო ცხოველი ეცოდება? და რა მაგითი ვეგანები უფრო მოსიყვარულე და ა.შ. ადამიანები გგონიათ? ჰიტლერიც ვეგანი იყო და მილიონობით ხალხს ხოცავდა

კი,ბატონო.
ზოგს ცხოველი ეცოდება,ზოგს უბრალოდ ზიზღი აქვს ხორცის მიმართ ბავშვობიდან.
როგორც ვეგანობა არ ნიშნავს აუცილებლად მოსიყვარულე ადამიანი იყო,ეგრე არ ნიშნავს ხორცის მჭამელიც აუცილებლად ტირანი იყოს. biggrin.gif
თუ იღებ გადაწყვეტილებას რომ ხორცზე/ცხოველურ პროდუქტებზე(რომელიც ცხოველების საშინელი ტანჯვის ხარჯზე მიიღება და იწარმოება)
უარი თქვა ე.ი. გაქვს მიზეზი - არავინ არ იღებს ასე უბრალოდ ამ გადაწყვეტილებას,მითუეტეს თუ არ შეუძლია და თავს დატანჯულად გრძნობს როგორც შენ ამბობ.

დადგე და იძახო თავს ნუ იტანჯავთ მიდით და ჭამეთ დახოცილი ცხოველები და თან სწორი გადაწყვეტილებააო,
და +თურმე, სრულფასოვანი და ჯანსაღი კვებაც ეგ ყოფილა
რავიცი,რავიცი biggrin.gif

Posted by: bomboraN1 22 Oct 2016, 09:12
Q 7
იკვებო ჯანსაღად და იყო ვეგანი სულ სხვადასხვა რაღაცაა. და თან დავწერე რატოც გავსივდი smile.gif

*Mandala
ვიცი . არ ვაკლებდი ნამდვილად ვეგანურ რეცეპტებს და ნაირსახეიბას მაგრამ არ მანაყრებს ეს ბოსტნეული და ხილი sad.gif


Posted by: Annukik 22 Oct 2016, 18:24
ქოლესტერინი და გასუქების წყარო ხორცეულია, ამიტომ რამდენად კარგი იდეაა არ ვიცი,თუმცა როცა ვეგანობას დიეტის მსგავსი მიზეზი აქვს ძველ ცხოვრების სტილზე დაბრუნება უფრო მარტივია.
რაც შეიძლება საკვებს, დღის რაციონი გამდიდრებული უნდა იყოს მარცვლეულით,ასევე ლობიო,ოსპი,ბრინჯი,კარტოფილი.. ეს მცირე სიაა იმ პროდუქტებიდან,რაც ბოსტნეულს უფრო ნოყიერს ხდის.
წარმატებები ყველას 2kiss.gif

Posted by: bomboraN1 23 Oct 2016, 03:01
Annukik
ხორცი არ ასუქებს.გააჩნია როგორ მოამზადებ.მასე შეიძლება ბანანის ჭამით მოიმატო თაფლში თუ შეწვავ და მთელი დღე კვირაში 7 დღე თუ შეჭამ..

კი გაცილებით ადვილი იყო დაბრუნება უკან გარდა იმისა რო 3-4 ჯერ საჭმელი უკან ამოვიდა...

Posted by: სნეგირი1 15 Nov 2016, 12:34
მათთვის ვინც თემითაა დაინტერესებული... ძალიან ბევრ კითხვაზე სცემს არგუმენტირებულ პასუხებს...
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: Cymbaline 7 Dec 2016, 00:15
Ratatat
QUOTE
ცხოველების ხოცვის და წამების ხარჯზე მუცლის ამოყორვა რატომაა სწორი გადაწყვეტილება?

ვეგანობის გასამართლებლად ეს მიზეზი არათანმიმდევრული და პროპაგანდისტულია. არაფერს ვამბობ იმაზე, არის თუარა საერთოდ მორალური ამ მიზეზის აფიშირება და ხორცის მჭამელების დემონიზაცია (ცუდ შემთხვევაში) ან მათში დანაშაულის ნაპერწკლის გაღვივება(ლაით შემთხვევაში).
კაი ხანია, დაადგინეს, რო მცენარეებიც იტანჯებიან, აქვთ თავიანთნაირი ''ნერვული სისტემა'' და თავდაცვითი მექანიზმებიც, i.e ტოქსინების გამოყოფა.
თან, თუ მართლა შეცოდებაა, უნდა მეცოდებოდეს ლოგიკურად და პრიორიტეტულად. ის, ვინც/რაც უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის. ჰოდა ხეები და მცენარეები აშკარად უფრო მნიშვნელოვანია სუფთა ჰაერისთვის და კლიმატის სტაბილურობისთვის, ვიდრე ძროხები.
ეგ ერთი ჩავარდნა.
მარტო იმიტო, რო თვალით ვერ ხედავ კიტრის ტანჯვას, არ ნიშნავს რო მას არ სტკივა.

Annukik
QUOTE
ქოლესტერინი და გასუქების წყარო ხორცეულია,

ტყუილია. შემწვარი კარტოფილია მაგის წყარო, თუ კაია.
გააჩნია ხორცს, გააჩნია მცენარეს.

პ.ს. ჭეშმარიტება ისაა, რო ვეგანიზმი არის რწმენაზე აგებული წესი და არა რეალურ მონაცემებზე დაყრდნობით მიღებული ლოგიკური და უმჯობესი გადაწყვეტილება. (There are no big data to back it up)
ჰოდა, ვისაც რწმენის და ცხოველების გამო ამხელა რისკის გაწევა უნდა საკუთარი სხეულის წინააღმდეგ, ცხოველების შეცოდების გამო, წარმატებები, მარა არ დაგავიწყდეთ, რო ცხოველის ჭამა მონიდირეს აღვიძებს ჩვენში, და რა იცი ხვალ რა ცხოვრება დადგა, ეგებ საჭიროა ეგ მტაცებლური ინსტინქტები. :დ
ზოგი ალბათ უკეთესობისკენ წავა, მარა ბევრზე ეჭვი მეპარება.
P.S. ex vegetarian talking

Posted by: Ratatat 7 Dec 2016, 02:05
QUOTE (Cymbaline @ 7 Dec 2016, 00:15 )

მარტო იმიტო, რო თვალით ვერ ხედავ კიტრის ტანჯვას, არ ნიშნავს რო მას არ სტკივა.

lol.gif


ok


---------------

Posted by: *Mandala 7 Dec 2016, 10:18
:3

Posted by: bohiko 17 Dec 2016, 09:46
QUOTE (Ratatat @ 20 Oct 2016, 18:45 )
Kanski

ალიან ცდებით თუ გგონიათ რომ რომელიმე ვეგანი ან ვეგეტარიანელი იტანჯება, მე პირიქით უფრო ვიტყოდი

აბსოლიტურად გეთანხმები!

არ ვიცი რატომ გონია ხალხს რომ რმეთი შეზღუდული ვარ, რომ მინდოდეს ხორცი ვიყიდდი და შევჭამდი ... პირიქით ესეთი ბედნიერი არასოდეს ვყოფილვარ
* * *
QUOTE (Cymbaline @ 7 Dec 2016, 00:15 )
Ratatat
QUOTE
ცხოველების ხოცვის და წამების ხარჯზე მუცლის ამოყორვა რატომაა სწორი გადაწყვეტილება?

ვეგანობის გასამართლებლად ეს მიზეზი არათანმიმდევრული და პროპაგანდისტულია. არაფერს ვამბობ იმაზე, არის თუარა საერთოდ მორალური ამ მიზეზის აფიშირება და ხორცის მჭამელების დემონიზაცია (ცუდ შემთხვევაში) ან მათში დანაშაულის ნაპერწკლის გაღვივება(ლაით შემთხვევაში).
კაი ხანია, დაადგინეს, რო მცენარეებიც იტანჯებიან, აქვთ თავიანთნაირი ''ნერვული სისტემა'' და თავდაცვითი მექანიზმებიც, i.e ტოქსინების გამოყოფა.
თან, თუ მართლა შეცოდებაა, უნდა მეცოდებოდეს ლოგიკურად და პრიორიტეტულად. ის, ვინც/რაც უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის. ჰოდა ხეები და მცენარეები აშკარად უფრო მნიშვნელოვანია სუფთა ჰაერისთვის და კლიმატის სტაბილურობისთვის, ვიდრე ძროხები.
ეგ ერთი ჩავარდნა.
მარტო იმიტო, რო თვალით ვერ ხედავ კიტრის ტანჯვას, არ ნიშნავს რო მას არ სტკივა.

Annukik
QUOTE
ქოლესტერინი და გასუქების წყარო ხორცეულია,

ტყუილია. შემწვარი კარტოფილია მაგის წყარო, თუ კაია.
გააჩნია ხორცს, გააჩნია მცენარეს.

პ.ს. ჭეშმარიტება ისაა, რო ვეგანიზმი არის რწმენაზე აგებული წესი და არა რეალურ მონაცემებზე დაყრდნობით მიღებული ლოგიკური და უმჯობესი გადაწყვეტილება. (There are no big data to back it up)
ჰოდა, ვისაც რწმენის და ცხოველების გამო ამხელა რისკის გაწევა უნდა საკუთარი სხეულის წინააღმდეგ, ცხოველების შეცოდების გამო, წარმატებები, მარა არ დაგავიწყდეთ, რო ცხოველის ჭამა მონიდირეს აღვიძებს ჩვენში, და რა იცი ხვალ რა ცხოვრება დადგა, ეგებ საჭიროა ეგ მტაცებლური ინსტინქტები. :დ
ზოგი ალბათ უკეთესობისკენ წავა, მარა ბევრზე ეჭვი მეპარება.
P.S. ex vegetarian talking

მთლიანად პოსტია მცდარი!

რაღა თქმა უნდა მცენარეები არ იტანჯებიან!

Posted by: ბესიკის26 17 Dec 2016, 16:05
bohiko
QUOTE
რაღა თქმა უნდა მცენარეები არ იტანჯებიან!

რატომ ხარ დარწმუნებული?
თევზები? მოლუსკები? wink.gif

Cymbaline-ს:
QUOTE

QUOTE
არის თუარა საერთოდ მორალური ამ მიზეზის აფიშირება და ხორცის მჭამელების დემონიზაცია (ცუდ შემთხვევაში) ან მათში დანაშაულის ნაპერწკლის გაღვივება(ლაით შემთხვევაში).

ჩემი აზრით ისევე არასწორია... როგორც მარხვაზე მყოფი , თანაგრძნობით ეტყვის ათეისტს : -უი ჯერ არ მარხულობ , ნეტა როდის აიწევს ყველას შეგნება რომ მარხვა აუცილებელია biggrin.gif
ჩემი დაკვირვებით...განსაკუთრებით მრევლს აღიზიანებს რომ არ ვჭამ ხორცს...სულ მიამიტურად მეკითხებიან :-ნუ , რატომ , რატომ? smile.gif
Cymbaline
QUOTE
ჭეშმარიტება ისაა, რო ვეგანიზმი არის რწმენაზე აგებული წესი და არა რეალურ მონაცემებზე დაყრდნობით მიღებული ლოგიკური და უმჯობესი გადაწყვეტილება.

დავამატებ , რომ უფრო სულიერი მდგომარეობაა ანუ განწყობა...რომელიც შეიძლება შეიცვალოს სიტუაციისდა მიხედვით...
მაგის ნათელი მაგალითია, რომ :
QUOTE
P.S. ex vegetarian talking


QUOTE
ჰოდა, ვისაც რწმენის და ცხოველების გამო ამხელა რისკის გაწევა უნდა საკუთარი სხეულის წინააღმდეგ

რისკს რას ეძახი , ცოტა ვერ გავიგე...ფიქრობ , რომ მრავალი მილიონი ინდუისტი რისკს ეწევა ვეგეტერიანლობით?
მე ადრე მიწევდა მუშაობა მათთან და ვიტყვი , რომ იშვიათად მინახავს მასე ჯანმრთელი სხვა ერის წრმომადგენელი , თუ სხვა რელიგიის მიმდევარი ...
QUOTE
რ დაგავიწყდეთ, რო ცხოველის ჭამა მონიდირეს აღვიძებს ჩვენში, და რა იცი ხვალ რა ცხოვრება დადგა, ეგებ საჭიროა ეგ მტაცებლური ინსტინქტები. :დ

რამდენადაც ვიცი დათვი ორიგინალში ვეგეტერიანელია ,(ზოგი ჩემსავით თევზზე არ ამბობს უარს)... მაგრამ ნადირობის ინსტიქტის არ ქონას ვერ დააბრალებ...თუ გაუჭირდა ლეშსაც შეჭამს და ცოცხალსაც ...ანუ თუ ინსტიქტი ჩადობილია...საჭირო დროს თავისით გაიღვიძებს...და ვეგეტერიანლობით ვერ დათრგუნავ smile.gif

nia4u
მგონი ამ თემას ვეძებდი smile.gif

Posted by: bohiko 17 Dec 2016, 20:13
ბესიკის26
მცენარეებს, ბოსტნეულს, ხილს აქვს ნუტრიენტები რომლებიც ადამიანის არსებობისთვის არის საჭირო. ხორცს არა.


სხვა სიტყვებით რომ ვთქვ, ხორცის გარეშე იარსებებ. ხილ-ბოსტნეულის, ბურღულეულის, მარცვლეულის გარეშე ვერა.

Posted by: ბესიკის26 17 Dec 2016, 22:41
bohiko
QUOTE
მცენარეებს, ბოსტნეულს, ხილს აქვს ნუტრიენტები რომლებიც ადამიანის არსებობისთვის არის საჭირო. ხორცს არა.

ეს კი ვიცი , მაგრამ რა შუაშია...მე ტანჯვაზე ვიკითხე wink.gif

QUOTE
ხორცის გარეშე იარსებებ

ვიცი , 2 წელია ვარსებობ და ღორი საერთოდ არ მიჭამია ცხოვრებაში...

Posted by: Ratatat 18 Dec 2016, 01:39
QUOTE (ბესიკის26 @ 17 Dec 2016, 16:05 )

თევზები? მოლუსკები? wink.gif


თევზებს და მოლუსკებს არ ვჭამთ


user.gif

-------------------------------

Posted by: ბესიკის26 18 Dec 2016, 12:43
Ratatat
QUOTE
თევზებს და მოლუსკებს არ ვჭამთ


ჯერ მარტო მზის ენერგიით კვება ვერ დავამუღამე(თუმცა გეგმაში მაქვს smile.gif )...
და ჩემი სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე მიწევს თევზების და მოლუსკების შეყვანა მენიუში...სხვა როცა არაფერი მაქვს smile.gif

Posted by: bohiko 18 Dec 2016, 13:04
ბესიკის26
რა იკითხე ტანჯვაზე ვერ მივხვდი რომ არ დაგიმალო
* * *
QUOTE (ბესიკის26 @ 18 Dec 2016, 12:43 )
Ratatat
QUOTE
თევზებს და მოლუსკებს არ ვჭამთ


ჯერ მარტო მზის ენერგიით კვება ვერ დავამუღამე

ჰა ჰა biggrin.gif


ეგეთი კვება არ არსებობს ამ ქვეყნად

Posted by: ბესიკის26 18 Dec 2016, 15:51
bohiko
QUOTE
ჰა ჰა
ეგეთი კვება არ არსებობს ამ ქვეყნად

http://www.1-sovetnik.com/books/All/Megre-sun.html
http://www.solnceedi.ru

QUOTE
რა იკითხე ტანჯვაზე ვერ მივხვდი რომ არ დაგიმალო
* * *

bohiko
QUOTE
რაღა თქმა უნდა მცენარეები არ იტანჯებიან!

ამაზე გითხე , საიდან იცი -მეთქი და თუ ეს იცი იქნებ თევზების განცდებსაც იცნობ -მეთქი smile.gif

Posted by: bohiko 18 Dec 2016, 16:14
QUOTE (ბესიკის26 @ 18 Dec 2016, 15:51 )
bohiko
QUOTE
ჰა ჰა
ეგეთი კვება არ არსებობს ამ ქვეყნად

http://www.1-sovetnik.com/books/All/Megre-sun.html
http://www.solnceedi.ru
QUOTE
რა იკითხე ტანჯვაზე ვერ მივხვდი რომ არ დაგიმალო
* * *

bohiko
QUOTE
რაღა თქმა უნდა მცენარეები არ იტანჯებიან!

ამაზე გითხე , საიდან იცი -მეთქი და თუ ეს იცი იქნებ თევზების განცდებსაც იცნობ -მეთქი smile.gif

დადასტურებული კვლევა არ არსებობს რომელიც ამტკიცებს, რომ მცენარეებს აქვთ "განცდები". რომც არსებობდეს, ნებისმიერ შემთხვევაში როგორც ზემოთ ავღნიშნე ადამიანის არსებობისთვის აუცილებელია მცენარეები, ასე რომ მაინც მოგვიწევდა მათი ჭამა. თევზები მცენარეები არ არიან.

Posted by: ბესიკის26 18 Dec 2016, 16:31
bohiko
QUOTE
თევზები მცენარეები არ არიან.

გასაგებოა...

რას იტყვი სოკოებზე? დღემდე ვერ გაურკვევიათ მცენარეა თუ ცხოველი...wink.gif
ან ზღვის მოლუსკებზე , ან ბაქტერიებზე?
აქვთ გრძნობადობა...იტანჯებიან , როცა მათ ვკლავთ და ვჭამთ?

Posted by: bohiko 18 Dec 2016, 17:08
QUOTE (ბესიკის26 @ 18 Dec 2016, 16:31 )
bohiko
QUOTE
თევზები მცენარეები არ არიან.

გასაგებოა...

რას იტყვი სოკოებზე? დღემდე ვერ გაურკვევიათ მცენარეა თუ ცხოველი...wink.gif
ან ზღვის მოლუსკებზე , ან ბაქტერიებზე?
აქვთ გრძნობადობა...იტანჯებიან , როცა მათ ვკლავთ და ვჭამთ?

ვფიქრობ ამ კითხვაზე პასუხს ხვდები

Posted by: ბესიკის26 18 Dec 2016, 17:33
bohiko
QUOTE
ვფიქრობ ამ კითხვაზე პასუხს ხვდები

მე თქვენი ხედვა მაინტერესებდა , თორემ ...მე ...
ნეტა ნახევარს არ ვხვდებოდე იმისა რასაც ვხვდები...
გაცილებით ბედნიერი ვიქნებოდი smile.gif

Posted by: bohiko 24 Dec 2016, 23:00
ვინ როგორ ვზეიმობთ აბა ახალ წელს ? ჩემი კერძები ყოველთვის მახინჯები არიან , მაგრამ ძალიან გემრიელები chups.gif

Posted by: *Mandala 25 Dec 2016, 12:50
QUOTE (bohiko @ 24 Dec 2016, 23:00 )
ვინ როგორ ვზეიმობთ აბა ახალ წელს ? ჩემი კერძები ყოველთვის მახინჯები არიან , მაგრამ ძალიან გემრიელები chups.gif

სოკოს საცივით ^^ ტკბილეულს თუ გინდათ გასწავლით , energy balls ჰგავს ,ძალიან გემრიელი ბურთულებია ქიშმიშით , თხილით და სხვადახვა გემრიელობებით

Posted by: bohiko 25 Dec 2016, 17:16
*Mandala
coconut date roll გასინჯული გაქვთ ? ჩემი სისუსტეა და არ ვყიდულობ

Posted by: Ratatat 25 Dec 2016, 18:11
QUOTE (*Mandala @ 25 Dec 2016, 12:50 )

სოკოს საცივით ^^

ეს არ მიჭამია არასდროს
კარგი რეცეპტი დაიდოს givi.gif

Posted by: *Mandala 25 Dec 2016, 23:28
QUOTE (Ratatat @ 25 Dec 2016, 18:11 )
QUOTE (*Mandala @ 25 Dec 2016, 12:50 )

სოკოს საცივით ^^

ეს არ მიჭამია არასდროს
კარგი რეცეპტი დაიდოს givi.gif

ჩვეულებრივად კეთდება , ხორცის მაგივრად სოკო , ქამა . ზეთში ოდნავ მოთუშეთ , ხახვთან ერთად არაა საჭირო. დანარჩენი თქვენი საცივის რეცეპტი მიხედვით გააკეთეთ , ძალიან გემრიელია ^^ მერე ჩვენც გაგვიზიარეთ ვინმე თუ ცდის

Posted by: Ratatat 3 Jan 2017, 00:59
QUOTE (*Mandala @ 25 Dec 2016, 23:28 )
მერე ჩვენც გაგვიზიარეთ ვინმე თუ ცდის

დედაჩემმა გააკეთა, მაგრად გამისწორდა
სოკოზე მეტად ავოკადო მიყვარს მგონი მარტო gigi.gif


გილოცავთ ახალ წელს alk.gif

Posted by: *Mandala 3 Jan 2017, 22:08
QUOTE (Ratatat @ 3 Jan 2017, 00:59 )
QUOTE (*Mandala @ 25 Dec 2016, 23:28 )
მერე ჩვენც გაგვიზიარეთ ვინმე თუ ცდის

დედაჩემმა გააკეთა, მაგრად გამისწორდა
სოკოზე მეტად ავოკადო მიყვარს მგონი მარტო gigi.gif


გილოცავთ ახალ წელს alk.gif

მიხარია რომ მოგეწონა, ჩვენც გავაკეთეთ საახალწლოდ ^^

Posted by: Ratatat 20 Jan 2017, 03:38
http://www.picz.ge

ლაფშას/ბრინჯს ბოსტნეულით კარგად სად აკეთებენ არ იცით?
ფაიერვოკი მომბეზრდა, ჯეი ქეი ტაი ბოქსი გამოვიძახე და ხორცი ჩამიყოლეს,კიდევ კარგი დავინახე mad.gif

Posted by: elchi 20 Jan 2017, 17:11
ორ რეცეპტს შემოგთავაზებთ, ვფიქრობ რომ მოგეწონებათ.

ამ ორ კერძს "სხვა" რამეზე მისაყოლებლად ვაკეთებ, მაგრამ "უიმისოდაც" მოგეწონებათ.

ვიღებ "ბულგარულ შუქნიშანს" lol.gif, ანუ სამი ფერის ბულგარულ წიწაკას, წითელი, ყვითელი და მწვანე.
ვარჩევ ისე, რომ ერთნაირი ფორმები ჰქონდეთ.
ორი თავი საშუალო ზომის წითელი ხახვი.
1კგ ქამა სოკო, იგივე შამპინიონი, ეს სოკო ორი ფერის გახლავთ, თეთრი და ყავისფერი, მე ყავისფერს ვამჯობინებ, რადგან კერძში არ აჭყიტებდეს თეთრი.
ამ კერძის ორიგინალში ხმარობენ ბროკოლის, შევცვალე ეს ინგრედიენტი სატაცურით, ასევე ყაბაყის გამოყენებაც შეგიძლიათ ბროკოლის ნაცვლად, ამ ორს კიდევ ვერა რაა, სატაცური მირჩევნია.

გახურებულ გრილზე მსუბუქად "ვზოლავ" გაუჭრელ წიწაკებს, ოთხად გაჭრილ წითელ ხახვს და სატაცურს, ისე რომ არ დარბილდეს.

შემდეგ ღრმა თასში, /აზიური ქვაბი/ ვასხავ VIRGIN ზეითუნის ზეთს, საშუალო ზომაზე დაჭრილ წიწაკებს, ხახვს უკვე დავანაწილებ ფურცლებად, საშუალო ზომის სოკოს კიდევ , ორად ვჭრი შუაზე, თუ პატარებია, ხელს არ ვახლებ, სატაცურსაც შუაზე გადავჭრი, ამ ყველაფერს ჩავუშვებ გაცხელებულ ზეთში და შევაზავებ მარილით და პილპილით, ვისაც მწარე გიყვართ, შეგიძლიათ წითელი დაუფქვავი წიწაკაც გაურიოთ.

სადღაც 4-5 წუთში გადავწურავ და ვაციებ ოთახის ტემპერატურაზე.
ეს კერძი მზადაა.

პ.ს. ამ კერძზე ბალისებური პომიდორის დამატებაც შეიძლება.

მეორე:
4-5 ცალ წითელ კარტოფილს ვხარშავ მარილწყალში, კარგად რომ მოიხარშება, ვაცლი კანს და ორჯერ ვატარებ მანქანის ყველაზე წვრილ ბადეში ნიორთან ერთად, სადღაც 4-5 კბილი.
შევაზავებ მარილით და პილპილით, გადამაქვს ჩვეულებრივ ქვაბში, სადაც ვუმატებ დაახლოებით 100გრ კარაქს.
ამ ყველაფერს მორევა სჭირდება, რათა არ მიიკრას.
ეს კერძი ცხელი უნდა მიირთვათ.

სულ ეს არის.

Posted by: Annabell 2 Apr 2017, 21:36
bomboraN1
Shen agar iklav tavs janmrtelad kvebit?


............


Auu kvelaze sashineli es periodia roca xvdebi Rom vegani faza gaqvs da gshia
* * *
elchi
მეორე:
4-5 ცალ წითელ კარტოფილს ვხარშავ მარილწყალში, კარგად რომ მოიხარშება, ვაცლი კანს და ორჯერ ვატარებ მანქანის ყველაზე წვრილ ბადეში ნიორთან ერთად, სადღაც 4-5 კბილი.
შევაზავებ მარილით და პილპილით, გადამაქვს ჩვეულებრივ ქვაბში, სადაც ვუმატებ დაახლოებით 100გრ კარაქს.
ამ ყველაფერს მორევა სჭირდება, რათა არ მიიკრას.
ეს კერძი ცხელი უნდა მიირთვათ.


Am ukanasknels Rom kartofilis piure qvia aqamde Ar icodi?

Posted by: bomboraN1 4 Apr 2017, 03:49
Annabell
ვეგანობა არ ნიშნავს ჟანსაღ კვებას smile.gif

არასდროს არ მომშიებია ვეგანი რო ვიყავი. ჭამე რამდენიც გინდა და რც გინდა.. ისე მივეჩვიე ვეგანობას ეხლაც რესტორანში ან კაფეში რო მივდივარ ვეგანურ ადგილებში დავდივარ..

Posted by: Ratatat 4 Apr 2017, 09:05


<3

-------------

Posted by: banannaco 4 Apr 2017, 21:03
QUOTE (Ratatat @ 20 Jan 2017, 03:38 )


ლაფშას/ბრინჯს ბოსტნეულით კარგად სად აკეთებენ არ იცით?

ტუკ-ტუკი, მაჩაბელზე.
https://www.facebook.com/TuktukTbilisi/

Posted by: sanfol 4 Apr 2017, 21:11
RAW ვეგანები რითი ხართ ვეგეტარიანელებისგან გამორჩეულნი მოკლედ დაწერეთ აბა

Posted by: bomboraN1 5 Apr 2017, 05:50
sanfol
ვეგეტარიანელი ვაბშე სხვა როჟაა ვეგანი ვაბშე სხვა რა რავ ვეგანი ვაბშე სხვა

ვეგეტარიანელები ჭამენ კვერცხს და რძის ნაწარმს

ვეგანები არანაირ ცხოველის ნაწარმს არ ჭამენ ანუ არც კვერცხი არც რძის ნაწარმები მხოლოს ის რაც მიწიდან იზრდება
რო ვეგანები ჭამენ მხოლოდ იმას რაც მიწიდან იზრდება ოღონდ უმს ანუ სიტყვაზე ჭარხლის ფოთოლს არ მოხარშავენ და ნიგვიან სალათს არ გააკეთებენ შეჭამენ უმად ანალოგიურად ყველა ბოსტნეულს და ხილს..



მიხვთი??

Posted by: sanfol 5 Apr 2017, 19:02
bomboraN1
კი მივხვდი, მაგრამ გამოგრჩა ის რომ ლაქტო და ოვო ვეგეტარიანელებიც არსებობენ
მე ვეგეტარიანელი ვარ და კვერცხი რო ვჭამე ერთი დღე აღარ გადამდიოდა საკვები ისე ცუდად გავხდი, შესაბამისად ლაქტოებში გავდივარ


Posted by: bomboraN1 8 Apr 2017, 06:05
sanfol
მეპატიება smile.gif ცუდად გახდი ანუ ორგანიზმმა არ მიიღო თუ შენთვითონ გრძნობდი თავს ცუდათ?

Posted by: sanfol 8 Apr 2017, 09:21
bomboraN1
QUOTE
მეპატიება  ცუდად გახდი ანუ ორგანიზმმა არ მიიღო თუ შენთვითონ გრძნობდი თავს ცუდათ?

ორივე

Posted by: RedandRockin 18 Apr 2017, 04:15

raw ვეგანობა თბილისში ადვილია? როცა იუთუბ ტუტორიალებს ვუყურებ ან ვეგან food ბლოგერების პოსტებს ვკითხულობ, მგონია რომ ეგ ინგრედიენტები აქ არ იშოვება უმეტესად (მაგალითად ყვითელი პამიდვრის ჩირი, ნუშის რძე და მსგავსები, რასაც ხშირად იყენებენ რეცეპტებში).

დიდი ხანია მინდა raw გავხდე, მაგრამ ფაქტიურად შანსი აღარ მაქვს ოდესმე შევძლო, ციტრუსებზე, თხილეულზე და კენკრებზე გამოვლენილი ალერგიის გათვალისწინებით, სავარაუდოდ საჭმელიც აღარაფერი მრჩება მოხარშული ბოსტნეულ-ბურღულიც რომ ამოვიღო.

რაც ვეგეტერიანელობა გადავწყვიტე ქინოა და ჩიას მარცვლები ავსებს ჩემს რაციონს, თუმცა ყველს მაინც ალბათ ვერასდროს შეველევი.

Posted by: Ratatat 18 Apr 2017, 08:15
RedandRockin

არ არის ადვილი
+ საკმაოდ ძვირია

Posted by: RedandRockin 20 Apr 2017, 00:07
Ratatat
რომელი raw რეცეპტების წყაროებით ხელმძღვანელობ? smile.gif

Posted by: Ratatat 20 Apr 2017, 02:19
RedandRockin

მე არ ვარ raw ვეგანი.
ვეგანობაც ძვირი ჯდება,ბევრი რამე არ იყიდება,რაც იყიდება ორჯერ და სამჯერ ძვირია
შესაბამისად raw ვეგანობა ბევრად რთული და ძვირი იქნება


Posted by: smelka 7 May 2017, 10:00
ჩემი დაკვირვებით, რაღაცნაირად უსიცოცხლო და აგრესიულები არიან ვეგანები. ნახევრად მკვდრები. სექსშიც მოიკოჭლებენ, სუსტები არიან. გოგოებიც და ბიჭებიც.

Posted by: Ratatat 8 May 2017, 17:13
QUOTE (smelka @ 7 May 2017, 10:00 )
ჩემი დაკვირვებით, რაღაცნაირად უსიცოცხლო და აგრესიულები არიან ვეგანები. ნახევრად მკვდრები. სექსშიც მოიკოჭლებენ, სუსტები არიან. გოგოებიც და ბიჭებიც.

რამდენ ვეგანზე დაკვირვებით დაასკვენი ეს ყველაფერი? განსაკუთრებით სექსში მოკოჭლებაზეა საინტერესო

Posted by: sanfol 11 Jul 2017, 18:16
ვეგანები კალცს საიდან ღებულობენ?


Posted by: პროფაზა 11 Jul 2017, 19:27
bomboraN1
QUOTE
რო ვეგანები ჭამენ მხოლოდ იმას რაც მიწიდან იზრდება ოღონდ უმს ანუ სიტყვაზე ჭარხლის ფოთოლს არ მოხარშავენ და ნიგვიან სალათს არ გააკეთებენ შეჭამენ უმად ანალოგიურად ყველა ბოსტნეულს და ხილს..

რატო?

Posted by: MEZGVAURI 11 Jul 2017, 19:56
ხორცის ფანატი არ ვარ, მივსდევ ჯანმრთელ კვებას, ცხოველებიც მიყვარს _ ანუ გარკვეულწილად მესმის ვეგანების, მაგრამ აქამდე ვეგანები ვინც კი შემხვედრია- ონლაინ სივრცეში, აგრესიულობით გამოირჩევიან, რაც თვალშისაცემია. რატომ ვერ გამიგია?

Posted by: rsmaan 12 Jul 2017, 14:30
MEZGVAURI
QUOTE
მაგრამ აქამდე ვეგანები ვინც კი შემხვედრია- ონლაინ სივრცეში, აგრესიულობით გამოირჩევიან, რაც თვალშისაცემია. რატომ ვერ გამიგია?

მშივრები არიან. დიეტის პონტშია biggrin.gif

ვხუმრობ მეგობრებო ვხუმრობ
ოკ ჩემით გავალ biggrin.gif

Posted by: Ratatat 12 Jul 2017, 15:12
QUOTE (MEZGVAURI @ 11 Jul 2017, 19:56 )
აქამდე ვეგანები ვინც კი შემხვედრია- ონლაინ სივრცეში, აგრესიულობით გამოირჩევიან, რაც თვალშისაცემია. რატომ ვერ გამიგია?

მე პირიქით!
აგრესული ვეგანები და ვეგეტარიანელები,ძირითადად არიან პროპაგანდის მსხვერპლი,კაპიტალიზმში ემანსიპირებული კამანდა


war.gif

Posted by: პროფაზა 12 Jul 2017, 23:54
QUOTE (პროფაზა @ 11 Jul 2017, 19:27 )
bomboraN1
QUOTE
რო ვეგანები ჭამენ მხოლოდ იმას რაც მიწიდან იზრდება ოღონდ უმს ანუ სიტყვაზე ჭარხლის ფოთოლს არ მოხარშავენ და ნიგვიან სალათს არ გააკეთებენ შეჭამენ უმად ანალოგიურად ყველა ბოსტნეულს და ხილს..

რატო?

მოვძებნე ჩემით.

მე მეგონა მცენარეების უფლებას იცავდნენ. მცენარეების მიმართ სასტიკ მოპყრობას აპროტესტებდნენ, მათ მოხარშვას, შეწვას და სხვა არაჰუმანურ საქციელს ეწინააღმდეგებოდნენ.
თურმე სჯერათ, რომ ჯანმრთელობისთვის კარგია., თუ არ მოხარშავ.
lol.gif
* * *
Ratatat
QUOTE
კაპიტალიზმში ემანსიპირებული კამანდა

კაპიტალიზმში გათავისუფლებული?
ანუ კაპიტალიზმში ჰპოვეს მათ თავისუფლება?
ან
მიუხედავად იმისა, რომ კაპიტალისტურ საზოგადოებაში ცხოვრობენ, მაინც თავისუფლებას ინარჩუნებენ?
თუ კაპიტალისტური თავისუფლება ბოროტი თავისუფლებაა და მათი თავისუფლებაც რეალურად, პროპაგანდისაგან შენიღბული მონობაა?
რავი კიდე ათასი სლოგანის მოფიქრება შეიძლება.

Posted by: Ratatat 13 Jul 2017, 04:02
პროფაზა

biggrin.gif

კაპიტალიზმში კი არ ჰპოვეს თავისუფლება,ჰგონიათ რომ კაპიტალიზმში ვეგანობა ნორმალურია და პრობლემა თვითონ კაპიტალიზმში არაა
მე ვეგანებს რომლებიც არ არიან ანტიკაპიტალისტები,არ ვთვლი რომ გააზრებული აქვთ ცხოველებისთვის რეალურ საფრთხეს რა წარმოადგენს

Posted by: sanfol 15 Jul 2017, 15:39
QUOTE
ვეგანები კალცს საიდან ღებულობენ?


Posted by: Ratatat 15 Jul 2017, 16:20
sanfol

ბევრი მარცვლეული,ხილი და ბოსტნეული შეიცავს
მე წიწიბურას ვჭამ ხშირად,მაგრად მევასება biggrin.gif

Posted by: masaki 15 Jul 2017, 19:14
sanfol
QUOTE
ვეგანები კალცს საიდან ღებულობენ?

უამრავი პროდუქტიდან:
მწვანე სალათი
კომბოსტო
ნიახური
ხახვი
ლობიო
ზეთისხილი
წიწიბურა
ფორთოხალი
ვაშლის ჩირი
ლეღვი
გარგარის ჩირი
შავი ქლიავის ჩირი
ნიგოზი
ქიშმიში
ნუში
არაქისი
კუნჟუტი
გოგრის თესლი
მზესუმზირა და ა.შ

Posted by: sanfol 15 Jul 2017, 21:10
Ratatat
masaki
და მიზეზი რა არის ვეგანობის

მეც მინდა მაგრამ უფრო ალბათ საკუთარი თავის გამოცდის მიზნით რამდენად შევძლებ

Posted by: masaki 15 Jul 2017, 21:43
sanfol
QUOTE
და მიზეზი რა არის ვეგანობის

მეც მინდა მაგრამ უფრო ალბათ საკუთარი თავის გამოცდის მიზნით რამდენად შევძლებ


ცხოველური პროდუქტების აუტანლობა.

Posted by: sanfol 15 Jul 2017, 21:53
masaki
და რძის ნაწარმი რაღა შუაშია ეგეც ხო ხორცი არაა


Posted by: masaki 15 Jul 2017, 22:13
sanfol
QUOTE
და რძის ნაწარმი რაღა შუაშია ეგეც ხო ხორცი არაა

ლაქტაზის აუტანლობაზე გსმენია რამე? მე ჩემს მიზეზებს ვასახელებ ისე არ გამოვიდეს რომ ყველა ამიტომ ხდება ვეგანი.
კვერცხზე ალერგია მაქვს. ხორცი არ მიყვარს. თევზი საერთოდ მეზიზღება. იმდენად, რომ ჩემ გვერძე, ვინმემ შეჭამოს, შეიძლება შემზიზღდეს.

Posted by: sanfol 15 Jul 2017, 22:27
masaki
QUOTE
ლაქტაზის აუტანლობაზე გსმენია რამე?

არა ლაქტოზას ვერ ღებულობს შენი ორგანიზმი?

თაფლი? თაფლიც გამორიცხე კვების რაციონიდან?

Posted by: masaki 15 Jul 2017, 22:45
sanfol
QUOTE
ლაქტოზას ვერ ღებულობს შენი ორგანიზმი?

yes.gif
QUOTE
თაფლი

ალერგია მაქვს თაფლზე

Posted by: Adi 19 Jul 2017, 20:58
sanfol
QUOTE
RAW ვეგანები რითი ხართ ვეგეტარიანელებისგან გამორჩეულნი მოკლედ დაწერეთ აბა

RAW-ს რო თავი დაანებო ვეგანი უკვე განსხვავდება ვეგეტარიანელისგან იმით რომ მთლიანად აქვს გამორიცხული საკვები რაციონიდან ცხოველური ნაწარმი. უბრალო ენაზე რო ვთქვა, სხვების გასაგებათაც, ვეგანი იგივე ადამიანია, როგორიც მარხვაზე მყოფი ადამიანი, რომელიც არ ჭამს არანაერ ცხოველურს, გარდა მცენარეულისა. RAW ვეგანი კიდე ცოტა სხვა თემაა.
https://en.wikipedia.org/wiki/Raw_veganism

Posted by: bomboraN1 21 Jul 2017, 04:02
sanfol
მარტო აუტანლობა არა. პირადი არჩევანიცაა. ევროპაში და ამერიკის ორივე კონტინენტზე საზიზღრად ექცევიან ცხოველებს.ძალიან ბევრი ვიდეო დევს როგორ ამრავლებენ.როგორ ცემემ როგორ ხოცავენ და ასე შემდეგ. ანუ ვიცი ხალხი ვინც ამ ვიდეოებს უყურა და ვეგანი კი არა რავ ვეგანი გახდა + არი ვიდეოები ცოცხლად როგორ ატყავებენ ქურქისთვის ცხოველებს .ძალიან ძნელი საყურებლი ვიდეოეაა. + პირადი ჯანმრთელობა.70% ნაკლები შანსი რო კიბო გქონდეს.აუარება ვიტამინები ძალიან ბევრი ათლეტი ამბობს რო უფრო ამტანები და სწრაფები გახდნენ.+ ორივე ამერიკის კონტინენტზე და ევროპაში სახორცე საქონელსაც და სარძევესაც ბერავენ ქიმიკატებით რის შედეგადაც ადამიანი ძალიან ბევრ დაავადებას იკიდებს.

ეს სურათები არი ჩემი გადაღებული.ხარების გამოფენაზე ესენიარიან 1 წლამდე ძროხები. ბუნებაში ამხელა ძროხა არარი თუ ის არააა გამოყვანილი ჯიში რომელიც გაბერილია ხ ზნაეტ რითი. წლამდე ძროხა არ შეიძლება ტონანახევარი იყოს ..

http://radikal.ru

http://radikal.ru

http://radikal.ru






Posted by: Attila 21 Jul 2017, 23:49
masaki
QUOTE
კვერცხზე ალერგია მაქვს. ხორცი არ მიყვარს. თევზი საერთოდ მეზიზღება. იმდენად, რომ ჩემ გვერძე, ვინმემ შეჭამოს, შეიძლება შემზიზღდეს.

QUOTE
ალერგია მაქვს თაფლზე

ეს გამოსადეგი ნივთია.
http://radikal.ru


Posted by: Hermyon 22 Jul 2017, 00:29
bomboraN1
QUOTE
.70% ნაკლები შანსი რო კიბო გქონდეს.აუარება ვიტამინები ძალიან ბევრი ათლეტი ამბობს რო უფრო ამტანები და სწრაფები გახდნენ.

ნუ ბოდიალობ რა

ვეგანების უმრავლესობა არიან პაკაზუხა ლუზერები ესაა და ეს


რამდენი სისულელე იწერება თემაში წარმომიდგენია

Posted by: bomboraN1 22 Jul 2017, 04:13
Hermyon
როგორც შენ იტყვი ცუნცულ biggrin.gif

Posted by: Hermyon 22 Jul 2017, 11:30
QUOTE
ქოლესტერინი და გასუქების წყარო ხორცეულია,

lol.gif facepalm.gif
QUOTE
raw ვეგანობა თბილისში ადვილია?

QUOTE
არ არის ადვილი
+ საკმაოდ ძვირია

lol.gif

რა არის რთული და ძვირი პლანეტის ნახევარი ვეგანია ფაქტიურად

Posted by: Ratatat 22 Jul 2017, 11:46
QUOTE (Hermyon @ 22 Jul 2017, 11:30 )
პლანეტის ნახევარი ვეგანია ფაქტიურად

yes.gif



lol.giflol.giffacepalm.gif

Posted by: adelf 24 Jul 2017, 01:19
Hermyon

QUOTE
რამდენი სისულელე იწერება თემაში წარმომიდგენია

ნამდვილად. განსაკუთრებით არავეგანებისგან.
QUOTE
პლანეტის ნახევარი ვეგანია ფაქტიურად

საიდან იცი? ამასთან დაკავშირებით რამე კვლევა ჩატარდა? სტატისტიკას ფლობ რამეს? თუ რის საფუძველზე ასეთი განაცხადი.

Posted by: Adi 24 Jul 2017, 14:15
QUOTE
რა არის რთული და ძვირი პლანეტის ნახევარი ვეგანია ფაქტიურად

lol.gif facepalm.gif

Posted by: RedandRockin 24 Jul 2017, 23:32
1 კვირა gluten free jump.gif შევატყვე რომ ბევრად ენერგიული გავხდი.


QUOTE
ალერგია მაქვს თაფლზე


QUOTE
კვერცხზე ალერგია მაქვს


+ კენკრები, ციტრუსები, პამიდორი და თხილები biggrin.gif

yes.gif

Posted by: NFSFIFA 24 Jul 2017, 23:57
სამარხვო ჩალაღაჯი გააქვთ ?



Posted by: _DelgadA_ 26 Jul 2017, 11:24
ავოკადო მინდა და სად ვიყიდო? მკვახე რომ არ იყოს

Posted by: *Mandala 26 Jul 2017, 11:27
QUOTE (_DelgadA_ @ 26 Jul 2017, 11:24 )
ავოკადო მინდა და სად ვიყიდო? მკვახე რომ არ იყოს

ყველგან მწვანე აქვთ . მუქი,დამწიფებული არ მინახავს . თუ შეხვდები ჩვენც გვითხარი

Posted by: _DelgadA_ 26 Jul 2017, 12:09
*Mandala

მწვანე რომ ვიყიდო და სახლში დავდო არ ჩამწიფდება ნეტავ?

Posted by: *Mandala 26 Jul 2017, 12:11
_DelgadA_
არ მიცდია , არ ვიცი

Posted by: Inus 26 Jul 2017, 23:36
2 წელია უკვე რაც ვეგანი ვარ.
დაწყებიდან მეორე კვირაში თავი უფრო კარგად და მსუბუქად ვიგრძენი.
არც სისუსტე, არც მეხსიერების დაქვეითება, არც ძილის დარღვეა და არაფერი მსგავსი არ აღმენიშნება.
გარდა ამისა, ორი თვეა რაც გამოვრიცხე საერთოდ საკვები რაციონიდან ყოველგვარი ტკბილეული, გარდა ნატურალური ტკიბილისა(ჩირი, ხილი, ნატურალური თაფლი და ა.შ) ასევე სრულიად ამოვიღე მარილი. ყველა პროდუქტი გამოვრიცხე რომელიც შეიცავს მარილს.





RedandRockin
QUOTE
gluten free  შევატყვე რომ ბევრად ენერგიული გავხდი.

ისე, შენი სურვილით ამოიღე თუ გლუტეინს ვერ იტანს შენი ორგანიზმი?
წლებია უკვე უგლუტეინო დიეტას ვიცავ. და არა ჩემი სურვილით.

Posted by: *Mandala 26 Jul 2017, 23:44
Inus
მარილიანის ამოღება მთლიანად არ შეიძლება თუნდაც თირკმელების გამო. თან ზაფხულია , მცირე დოზა საჭიროა

Posted by: Inus 27 Jul 2017, 00:27
*Mandala
QUOTE
მარილიანის ამოღება მთლიანად არ შეიძლება თუნდაც თირკმელების გამო. თან ზაფხულია , მცირე დოზა საჭიროა

ნატრიუმს და ქლორიდს (ანუ მარილი ხომ იგივე ნატრიუმქლორიდია არა?) თითქმის ყველა საკვებიდან იღებს ადამიანი რასაც მიირთმევს. იქნება ეს უმი თუ მომზადებული საკვები. ასე რომ სულ რომ არ მივეკარო მარილს მინდა არ მინდა მაინც ვიღებ. განსხვავება ის არის რომ არა იმ სახით რითაც ყველა იღებს.

Posted by: *Mandala 27 Jul 2017, 00:32
Inus
Sodium Chloride - ს გამო დავწერე. 2 გრამამდეა აუცილებელი დღეში ნერვული უჯრედების ფუნქციონირებისთვის , თუ ახერხებს ადამიანი ამ მინიმუმის შევსებას მაშინ საშიში არაფერია

Posted by: Inus 27 Jul 2017, 01:16
*Mandala
QUOTE
Sodium Chloride

ეს სხვა რამეა? განა მე ამაზე არ დავწერე ზემოთ? სუფრის მარილი და მისი შემცველი საკვები არ არის აუცილებელი რომ ის ნორმა მიიღოს ადამიანმა რაც ჭირდება. რომ არ დაირღვეს კალიუმისა და კალციუმის იონებს შორის ბალანსი, რომ არ აურიოს ნერვულმა ფსიქიკამ არ წავიდეს ფსიქოზი და არ დადგეს ბოლოს ფატალური შედეგი. როგორც დავწერე ნატრიუმ ქლორიდს თითქმის ყველაფერი შეიცავს მომზადებული იქნება ეს თუ უმი საკვები. ბოსტნეული, სოკო და ა.შ. იგივეს კიდევ ნუ გამამეორებინებ ძალინ გთხოვ.
https://ka.wikipedia.org/wiki/სუფრ

Posted by: Foxmilera 30 Jul 2017, 00:10
საინტერესოა ძალიან . რაუ ვეგანობა უფრო რთულია მაგრამ აი ზაფხული იდეალური პერიოდია სამთვიანი რაუ ვეგანობისთვისაც კი .

Posted by: სნეგირი1 15 Aug 2017, 00:16
sanfol
QUOTE
RAW ვეგანები რითი ხართ ვეგეტარიანელებისგან გამორჩეულნი მოკლედ დაწერეთ აბა


Posted by: sanfol 15 Aug 2017, 10:20
სნეგირი1
რა დაგიშავე? lol.gif

თავად თუ ხარ ვეგანი? smile.gif

Posted by: სნეგირი1 15 Aug 2017, 11:11
sanfol
ესე, ერთ წელში გავხდები.

Posted by: RedandRockin 28 Aug 2017, 15:08
Inus
QUOTE
RedandRockin
QUOTE
gluten free  შევატყვე რომ ბევრად ენერგიული გავხდი.

ისე, შენი სურვილით ამოიღე თუ გლუტეინს ვერ იტანს შენი ორგანიზმი?
წლებია უკვე უგლუტეინო დიეტას ვიცავ. და არა ჩემი სურვილით.


ცოტა გვიან ვნახე შენი შეკითხვა.

ალერგიული ფონი მიმძიმდება და გადავწყვიტე მეცადა. სიმართლე გითხრა ვერ გავქაჩე დიდხანს, ყველაფერშია გლუტეინი, იოგურტშიც კი აღმოჩნდა. სამსახურში ძალიან გამიჭირდება იოგურტიც თუ არ მექნება. მოკლედ სულ უგლუტეინოზე ვერ გადავდივარ, ვცდილობ კვირაში 5-6 დღე მაინც დავიცვა და ვთქვათ 1-2 დღე მქონდეს ჩითინგის. რამდენიმე დღე რომ არ ვიღებ გლუტეინიან საკვებს, ისე ენერგიულად ვგრძნობ თავს, რომ ბევრი რამე დავიჯერე რაც გლუტეინზე იწერება და ამბობენ. კი გაზვიადებულიც იქნება რაღაცები და უკვე პეროს გაყრის საშუალებაც გახდა კარგა ხანია gluten free დიეტა, მაგრამ ალერგიულ ადამიანებს ესმით ალბათ, რომ სრულიად გამართლებულია კრიტიკული მიდგომა ამ შემთხვევაში.







Posted by: sanfol 28 Aug 2017, 16:25
ვსო ყველანაერი ცხოველური გამოვრიცხე ვეგანი ვარ?

თუ თაფლი დამრჩა მარტო ეგეც არ შეიძლება?

Posted by: sanfol 30 Aug 2017, 22:12
ძაან რთული შეკითხვა დავსვი ხომ?

Posted by: RedandRockin 31 Aug 2017, 00:51
sanfol
QUOTE
ვსო ყველანაერი ცხოველური გამოვრიცხე ვეგანი ვარ?

თუ თაფლი დამრჩა მარტო ეგეც არ შეიძლება?


თაფლი უფრო არავეგანურად მიიჩნევა, ვიდრე ვეგანურად. ორივე მოსაზრებას ჰყავს მომხრეები, თუმცა ფუტკარი რატომაც აკეთებს თაფლს არ შეესაბამება ადამიანის მიერ მოხმარებულ მიზნობრიობას, ამიტომ მეც არავეგანურის თეორიას ვემხრობი.

აქ არის კარგად ახსნილი:https://www.vegansociety.com/go-vegan/why-honey-not-vegan

Posted by: sanfol 31 Aug 2017, 10:06
RedandRockin
კარგი ეგეც რო გამოვრიცხო პური უსაფუარო უნდა მივიღო? არადა ბაქტერიები არ იხოცებიან საფუარს როცა ამზადებენ?
* * *
და ტანსაცმელ-ფეხსაცმელს რას უშვრებით? ფაბრიკული ჯობს ნატურალურს?

Posted by: Dr_Zuzumbo 31 Aug 2017, 20:22
პატარა ნატურმოტი- ყველა ხახვი გამოყენებულ იქნა ფრანგულ ხახვის შეჭამანდში smile.gif
user posted image

ვახ, თემა შემეშალა და ვეღარ ვშლი sad.gif

Posted by: lilu777 19 Sep 2017, 01:14
_DelgadA_
*Mandala

ავოკადო ზოგადად მკვახე უნდა იყიდო და აცადო სახლში დამწიფება. მაგრამ აქ ვერ ვნახე წესიერი. ნიუ იორკში რომ ვყიდულობდი და მწიფდებოდა ისეთი გემო ქონდა მთლიანად შევჭამე ერთხელ ერთ ჭამაზე და აქ 3 ვიყიდე და არცერთი არ ვარგოდა. სად იყიდება ნეტავ კარგი










თუ შეგიძლიათ მითხრათ როგორ ხვდებით რომ გლუტენს ცუდად იღებს ორგანიზმი? ზოგადად ალერგიული ვარ და გლუტენზეც ვარ თუ არა არვიცი. ისე კი ვცდილობ მოვერიდო

ვცდილობ ორგანიზმს დავაკვირდე რაზე აქვს რეაქციე და ისეთი საკვები ვჭამო რაც ჯანმრთელია. რძის პროდუქტებს ვერ შევეგუე , ხაჭოს და ყველის გარდა ფიზიკურად ნორმალურად ვერაფერს ვიტან

Posted by: Adi 19 Sep 2017, 10:24
lilu777
QUOTE
თუ შეგიძლიათ მითხრათ როგორ ხვდებით რომ გლუტენს ცუდად იღებს ორგანიზმი?

უნდა გამორიცხო მთლიანად ცოტა ხანი და დააკვირდე. თუ უკეთესად იგრძენი თავი ვიდრე იყავი დიდი ალბათობით ვერ იღებს შენი ორგანიზმი გლუტეინს ანუ ცელიაკიას ქონდეს ადგილი. მაგრამ მაინც ანალიზებია საჭირო ზუსტად რო დადგინდეს. რა თQმა უნდა არის გარკვეული სიმპტომები მაგრამ ეს სიმპტომები შეიძლება სულაც სხვა რამისგან იყოს. თანაც ყველას მეტ ნაკლებად აქვს გამოხატული. ნაწლავის სპზამი, დისკომფორტი მუცელში, გონების დაბინდულობა, ძილიანობა, სულ გეძინება, ნერვულ სისტემას ურტყავს და ზოგჯერ ადამიანები ვერ ხვდებიან ნევროზისა და დეპრესიის მიზეზ რომელიც გამოწვეულია სწორედ გლუტეინის მათი ორგანიზმის ვერ მიუღებლობით. მოკლედ ყველაფერს ჯობს ექიმთან მიხვიდე გამოიკვლიო რადგან არააა ეს სახუმარო თემა. თუ მართლაც ცელიაკია გჭირს და სასწრაფოდ არ გამოირიცხა გლუტეინის შემცვლელი პროდუქტები მომავალში ძალიან სერიოზული გართულებები მოყვება.
QUOTE
რძის პროდუქტებს ვერ შევეგუე , ხაჭოს და ყველის გარდა ფიზიკურად ნორმალურად ვერაფერს ვიტან

ანუ ლაქტაზის აუტანლობა არ უნდა იყოს რადგან ყველს და ხაჭოს მოიხმარ.
* * *
sanfol
რატომ გადაწყვიტე ვეგანობა?

Posted by: INA-INA 22 Sep 2017, 20:30
ყველაფერი ინდივიდუალურია,ზოგის ორგანიზმი იღებს რძეს ზოგისი არა. შენოწმება შემდეგ ნაირად შეგიძლიათ,საღამოს ძილის წინ დალიეთ ერთი ჭიქა თბილი რძე,დილით თუ ენაზე გქონდათ თეთრი ნადები ესენი ორგანიზმი არ ითვისებს.

Posted by: adelf 24 Sep 2017, 18:10
INA-INA
ეგ არ ვიცი რამდენად მართალია მაგრამ როდესაც ეჭვები გამიჩნდა რძის შაქრის (ლაქტოზის) აუტანლობასთან დაკავშირებით ექიმთან რო მივედი ორი კვირის განმავობაში მითხრა რომ ამომეღო ყოველგვარი რძის ნაწარმი საკვები რაციონიდა და დავკვირვებოდი როგორ ვიქნებოდი. ჰოდა აშკარად ბევრი რამ ჩადგა კალაპოტში და მოწესრიგდა ამ ორი კვირის განმავლობაში. თითქოს ახლიდან დავიბადე. კუჭ-ნაწლვიდან დაწყებული ძილით დამთავრებული ყველაფერი გამომისწორდა. აღარც შებერილობა და აღარც ნაწლავის სპაზმი მაწუხებს. ორგანიზმმა დაიწყო ნორმალურად მუშაობა. დეპრესია და ნევროზიც მომეხსნა. თურმე მიზეზი ეს ყოფილა და ყოველთვის სხვარამეს ვაბრალებდი. უფრო აქტიური და სიცოცხლისუნარიანი გავხდი. ასევე უარყოფითად მოქმედებს გლუტეინი ზოგიერთის ორგანიზმზე და იწვევს ნევროზებს და სხვა სახის დარღვევებს. ბევრმა შეიძლება არც იცოდეს რო მათი უგუნებობა და უენერგიობა სწორედ აქედან იყოს. კვლევებითაც არის დადასტურებული რომ ცნს-ზე უარყოფით გავლენას ახდენს გლუტეინი.

Posted by: INA-INA 19 Oct 2017, 21:32
adelf

მეც ამოვიღე ახლა მე-4 დღეა რძის ნაწარმი. ვნახავ ორი კვირის მერე ორგანიზმის რეაქციას) არა და ვგიჟდები რძეზე))

Posted by: bomboraN1 20 Oct 2017, 21:01
INA-INA
სოიოს რძით და ნუშის რძით ჩაანაცვლე

Posted by: INA-INA 21 Oct 2017, 00:48
bomboraN1

გავსინჯე ადრე ორივე, ვერ დავამუღამე( ჯერ-ჯერობით რძე არ მინდება.

Posted by: bomboraN1 28 Oct 2017, 22:58
მარხვის დაცვას ვფიქრობ და თუ დავიცავი დავდებ ხოლმე ახალ რეცეპტებს

Posted by: INA-INA 31 Oct 2017, 16:10
user posted image

ჭვავი გავაღვივე, დავაბლენდერე,ცოტა წყალი ვუქენი, სელის ზეთი,სუნელები,ჯინჯერი,ძალიან ცოტა ჰიმალაის ვარდისფერი მარილი, მერე ერთი წუთი ვთქვიფე და ვთქვიფე)) გამოვიდა ძალიან ჰაეროვანი, გემრიელი სოუსი) მწვანე სალათას ძალიან მოუხდა.
ჭვავის მაგივრად ხორბალიც შეიძლება, და დაბლენდერებულს თაფლი,ქიშმიში ან ფინიკი უქნათ. დილით ენერგიისთვის ძალიან მაგარია.

Posted by: Attila 31 Oct 2017, 18:24
INA-INA
რატომ ამოიღე რძე?

Posted by: INA-INA 31 Oct 2017, 21:26
Attila

გარდატეხის ასაკიდან გამონაყარი მაქვს, ძალიან ბევრი რაღაც ვცადე) ეფექტი აქვს ყველაფერს დროებითი. კვებაზე ძალიან ბევრ რაღაცას გავეცანი, ვინც უმ საკვებზე გადავიდა ბევრი პრობლემა მოეხსნა და მეც ვცდი) შესაბამისად რძეც ამოვიღე,რძის ნაწარმი,თაფლი. ხორცს ისედაც შვიდი წელია არ ვჭამ.თევზს სადღაც ერთი წელიც არ იქნება. მოკლედ ექსპერიმემტებს ვატარებ, ორგანიზმის რეაქციებს ვაკვირდები) ჯერ-ჯერობით მომწონს, პირში სულ კარგი გემო მაქვს)) ოფლის სუნი აღარ მაქვს, დეზადორს აღარ ვხმარობ.ეტყობა რაღაც ბაქტერიები მომშორდა. ეს ორი ეფექტი 4 დღეში შევატყვე.

Posted by: 17041969 1 Nov 2017, 14:58
მოგესალმებით,
ვამზადებ ოფლის დეზადორ-სტიკს, ნატურალური მცენარეული ცხიმებისა და ეთერზეთებისაგან. არ შეიცავს ქიმიურ დანამატებს, არის უვნებელი და უსაფრთხო. დაინტერესების შემთხვევაში დამირეკეთ ნომერზე: 577513183.
სურათის ატვირთვას ვერ ვახერხებ.

Posted by: bomboraN1 12 Dec 2017, 01:25
user posted image

ბოსტნეულის სალათა შემწვარ ვარენიკებთან ერთად და წიწიბურა ტკბილ კარტოფილთან ერთად

Posted by: Streetlight 17 Dec 2017, 03:12
ვა რა ყოჩაღი ხალხი ხართ ამ თემაში!
მე ზარმაცი ვეგნების რიცხვს განვეკუთვნები
გრეჩიხაზე და ლობიანზე გადამაქ დღე biggrin.gif
და ნუ ხილია კაი პონტი, მომზადება არ უნდა, არაფერი

სეიტანი მიყვარს ძალიან და სულ ვგეგმავ გაკეთებას,
მაგრამ ჯერჯერობით ვერ მივიდა საქმე მაქამდე..

Posted by: INA-INA 17 Dec 2017, 20:14
user posted image

მწვანე კოკტეილი)

2 კივი, 1 ვაშლი, ჯინჯერი. მწვანილი: ნიახური, ოხრახუში, ქინძი ძალიან ბევრი)) უგემრიელესი სასმელი გამოდის)

Posted by: სნეგირი1 13 Jan 2018, 19:25
QUOTE (სნეგირი1 @ 15 Aug 2017, 11:11 )
sanfol
ესე, ერთ წელში გავხდები.

ტყუილი გამომივიდა. გავხდი უკვე.

Posted by: sanfol 14 Jan 2018, 11:44
სნეგირი1
QUOTE
GO VEGAN!

კარგი იყო ვეგანობა, ნახევარი წელი "გავქაჩე", კიდე ვიქნებოდი სიამოვნებით, მაგრამ საქართველოს პირობებში რთულია ისეთი საკვების არჩევა რომ სრულად შეივსო საჭირო ნივთიერებები

დავუბრუნდი მშობლიურ ვეგეტარიანელობას sad.gif

Posted by: სნეგირი1 14 Jan 2018, 13:22
sanfol
1 ივნისამდე ვაპირებ. ზაფხული ფრუქტორიანელობაზე მინდა გავატარო.
QUOTE
სრულად შეივსო საჭირო ნივთიერებები

თემას ძალიან თუ ჩაუღრმავდები, მიხვდები რომ პრინციპში სისულელეა.
მაგალითისთვის, დაინტერესდი კონკრეტულად რითი კვებავენ კომაში მყოფ აპარატზე წლობით შეერთებულ ხალხს.
წყალი, გლუკოზა და ნატრიუმის ქლორიდი(?).

Posted by: la reine 14 Jan 2018, 20:16
სნეგირი1

ოო, ფრუქტორიანელობა ძალიან რთული რამეა..
შეგიძლია დაწერო რითი იკვებები?
აქ ძნელია ვეგანობა..

მეც დამაინტერესა და ვფიქრობ რადიკალურად შევცვალო კვებითი ჩვევები...

მწვანე კოქტეილებს იმზადებ ხოლმე? განაყრებს?smile.gif

როგორ უყურებ შიმშილობას? თუ გიცდია და +/- დაწერო იქნებ.

Posted by: sanfol 14 Jan 2018, 20:22
QUOTE (სნეგირი1 @ 14 Jan 2018, 13:22 )
sanfol
1 ივნისამდე ვაპირებ. ზაფხული ფრუქტორიანელობაზე მინდა გავატარო.
QUOTE
სრულად შეივსო საჭირო ნივთიერებები

თემას ძალიან თუ ჩაუღრმავდები, მიხვდები რომ პრინციპში სისულელეა.
მაგალითისთვის, დაინტერესდი კონკრეტულად რითი კვებავენ კომაში მყოფ აპარატზე წლობით შეერთებულ ხალხს.
წყალი, გლუკოზა და ნატრიუმის ქლორიდი(?).

საინტერესო შედარებაა, მაგრამ ალბათ (პირადად არ ვიცი) ფორსმაჟორულ ვითარებაში სხეული უძლებს მაგის გარეშეც და ჩვეულებრივ კი ბიოლოგიის მასწავლებლებს თუ დავუჯერებთ რძის პროდუქტებშია ის ძირითადი ბ ტიპის ვიტამინები რაც ადამიანს ჭირდება ორგანიზმის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის

Posted by: la reine 14 Jan 2018, 20:34

განსაკუთრებით ბ12 რომლის დეფიციტი ექმნებათ ვეგანებს და ბევრი აღიარებს რომ დამატებით საჭიროა ორგანიზმში მისი შეყვანა..

მოკლედ უარყოფითი მხარეებიც გასათვალისწინებელიაsmile.gif

Posted by: სნეგირი1 14 Jan 2018, 23:16
la reine
QUOTE
შეგიძლია დაწერო რითი იკვებები?

ძირითადი: უმი, დამჟავებული და თერმულად დამუშავებული ხილი, ბოსტნეული.
დამატებითი: ლობიო, ბარდა, წიწიბურა, ბრინჯი, სოკო, სეზამისა და სელის მარცვლები, მწვანილი.
იშვიათად: ნიგოზი, თხილი.
სითხეებიდან მხოლოდ გამოხდილი წყალი და ფრეშები.
QUOTE
მეც დამაინტერესა და ვფიქრობ რადიკალურად შევცვალო კვებითი ჩვევები

სანამ პრაქტიკულ ნაბიჯებს გადადგამდე, აუცილებლია თეორიულად კარგად შეისწავლო ეს თემა.
QUOTE
მწვანე კოქტეილებს იმზადებ ხოლმე?

არანაირ კოქტეილებს არ ვიმზადებ.
QUOTE
როგორ უყურებ შიმშილობას?

მიცდია კვირაში 24-36 საათიანი შიმშილობები. ადრე მხოლოდ კარგი წარმოდგენების ვიყავი.
ამ ეტაპზე ამ მოვლენაზე წარმოდგენების გადაფასების პერიოდი მაქვს, ასე რომ ვერაფერს გეტყვი, თუმცა ერთი ნამდვილად ვიცი, რომ არაჯანსაღი კვებისას შიმშილობას ჯანმრთელობის მხრივ მხოლოდ დადებითი ეფექტი მოაქვს.
QUOTE
ბ12

B12 ძალიან სადაო თემაა.


sanfol
QUOTE
ფორსმაჟორულ ვითარებაში

და ეგ ფორსმაჟორული ვითარება თუ ათწლეულები გრძელდება?

Posted by: la reine 14 Jan 2018, 23:27
სნეგირი1

მადლობა პასუხისთვის.

ახლა ინტენსიურად ვეცნობი მარვა ოგანიანის მეთოდს...სუფთად ჯანმრთელობის თვალსაზრისით მინდა მისებურად გავიწმინდო ორგანიზმი...იქნებ იცი კიდეც..ეს ქალი მხოლოდ უმ საკვებს აღიარებს...+ მთელი პროცედურები ახლავს თან მისი მეთოდით შიმშილობას.

ვაპირებ ერთდღიანით დავიწყო..ასე მგონია უკვე მზად ვარ ამისთვის..თან ამ ბოლო დროს საერთოდ გამიქრა შიმშილის შეგრძნება და ვფიქრობ, რომ უნდა გამოვიყენო ორგანიზმის განწყობა.

რა ლიტერატურას მირჩევ?
ან იუთუბზე რომელი ვეგანის არხს...

Posted by: sanfol 14 Jan 2018, 23:33
სნეგირი1
QUOTE
და ეგ ფორსმაჟორული ვითარება თუ ათწლეულები გრძელდება?

შენ ახლა გინდა შეადარო ადამიანი რომელიც წევს და რომელიც აქტიურად ცხოვრობს ძალიან ბევრი ენერგია და ცილა ჭირდება იმისთვის რომ კუნთის მასა არ დაეშალოს? პახოდუ სააზროვნო სამუშაოსაც ასრულებდეს


Posted by: სნეგირი1 14 Jan 2018, 23:48
la reine
QUOTE
რა ლიტერატურას მირჩევ?
ან იუთუბზე რომელი ვეგანის არხს...

1) https://www.youtube.com/channel/UC04o5fXkix28CysfD25Ka9w
2) https://www.youtube.com/channel/UCUYH5nFdnynQMuvUmcWbeqQ
3) https://www.youtube.com/channel/UCYIufuQoyVzr97y5HsEtf8w
4) https://www.youtube.com/channel/UCfNgHT0PAczw6f5fdNNh8hg

sanfol
აქ არავისთვის არაფრის მტკიცებას არ ვაპირებ. ნეტი უჩემოდაც გადატენილია შესაბამისი ინფორმაციული რესურსებით.

Posted by: la reine 14 Jan 2018, 23:58
სნეგირი1

სავეტოვიup.gif)) გამოწერილი მაქვს...

ბოლოც...

სხვებს ვნახავ...
მადლობა))

Posted by: ვივიანა 15 Jan 2018, 00:07
სნეგირი1
QUOTE
B12 ძალიან სადაო თემაა.

რა არის სადაო?

Posted by: სნეგირი1 15 Jan 2018, 00:12
ვივიანა
QUOTE
რა არის სადაო?

მისით შევსების წყაროები.

Posted by: ვივიანა 15 Jan 2018, 00:17
სნეგირი1
და რა არის მაგაში სადაო?

Posted by: სნეგირი1 15 Jan 2018, 00:19
ვივიანა
QUOTE
და რა არის მაგაში სადაო?

მისით შევსების წყაროები.

Posted by: ვივიანა 15 Jan 2018, 00:21
სნეგირი1
facepalm.gif მადლობა პასუხისთვის

Posted by: INA-INA 23 Jan 2018, 03:35
შიმშილობა ვისაც გინდათ , იშიმშილეთ ეკადაშის დღეებში)

Posted by: RedandRockin 26 Jan 2018, 03:18
QUOTE
12 ძალიან სადაო თემაა.

რა არის სადაო?



გარი იუროვსკის (ძალიან ცნობილი ამერიკელი ვეგანი აქტივისტი) აზრით, ბ12-ს ადამინის ორგანიზმი თავისით გამოიმუშავებს (ბაქტერიაა რეალურად ბ12) და გაზვიადებული მისი დეფიციტის მნიშვნელობა.

არ ვიცი რამდენად ღირს ამ თეორიის იმედად გარისკვა.


Posted by: shavi_kheli 26 Jan 2018, 10:27
Aaa megobarzi

Dzalian momabezrebeli da xrenia
Adre xreshsac vchamdi da ganwkoba da mada mqonda mgelci
Exla bliiiin....

Posted by: Rin 15 Feb 2018, 16:59
ერთი 10 დღიანი ვეგეტარიანული და არა ვეგანური სადილის გეგმა რომ ჩამოწეროთ თბილისის პირობებში თუ შეიძლება.

პ.ს ბულგარული ბრინჯის/სტაფილოს სატენით, სოკო, წიწიბურა, ნიგვზიანი ბადრიჯანი, აჯაფსანდალი, ფხალი და ამოლესილი/ჩვეულებრივი ლობიო რომ არ შედიოდეს :დ

Posted by: RedandRockin 2 Mar 2018, 01:23
Rin
ოსპი, მუხუდო, ბარდა, ქინოა, ტოფუ - ამათგან კეთდება 10 დღის სამყოფი კი არა უთვალავი რაოდენობის კერძები და გამომცხვარი პროდუქტებიც კი. თუ ვეგანური არ გინდა გამოგივიდეს, ყველიც ჩართე biggrin.gif ტოფუს შოვნა არის რთული მარტო, დანარჩენები ყველა სუპერმარკეტში იშოვება

Posted by: Rin 3 Mar 2018, 19:45
RedandRockin

მადლობა იდეებისთვის smile.gif დავგეგმავ და ვნახავ რა გამოვა.
ხო, ყველს და კვერცხს არ ამოვაგდებ მენიუდან, გამორიცხულია biggrin.gif

Posted by: Mmerisi 12 Mar 2018, 17:05
ტოფუს სად ყიდულობთ მეგობრებო?

ვეგეტარიანელი ვარ მაგრამ არა ვეგანი

Posted by: პიანისტი 14 Mar 2018, 18:05
ვეგანები ცილას რა საკვებიდან იღებთ? მხოლოდ ლობიო?

Posted by: nia4u 15 Mar 2018, 10:36
პიანისტი
ახლახანს წავიკითხე, რომ ქინოა ყოფილა სულ ცილა, თითქმის ხორცს უტოლდებაო...
კარალიოკიც...

Posted by: პიანისტი 15 Mar 2018, 18:04
nia4u
ეხლა წავიკითხე მეც , პირველად გავიგე ქინოას შესახებ , თუ იცი სად შეიძლება ვიშოვო?

Posted by: nia4u 15 Mar 2018, 18:59
პიანისტი
თბილისში ვიცი რომ იყიდება, მე არ მიყიდია, ალბათ გუდვილებში და კარფურებში იქნება...
მივაქცევ ყურადღებას, თუ შემხვდა სადმე...

ძალიან სასარგებლო ყოფილა ისე...

Posted by: პიანისტი 15 Mar 2018, 19:10
nia4u
თუ სადმე შეგხვდა დაწერე რა ამ თემაში alk.gif
იმედია გემრიელიც იქნება biggrin.gif

Posted by: nia4u 15 Mar 2018, 20:12
პიანისტი
მაგის გარდა მცენარეული ცილები არის თითქმის ყველა პარკოსანში, მარცვლეულსა და ბურღულეულში მეტნაკლები რაოდენობით,
დაგუგლე და ნახავ მეტ ინფოს smile.gif

Posted by: Mmerisi 16 Mar 2018, 10:20
ცილებით სავსეა ოსპიც, ქინოა თუ ნახოთ მარკეტებში, გთხოვთ სურათი გადაუღეთ და დადეთ რომ ვიცოდე როგორ შეფუთვაშია, თორე მარკეტების კონსულტანტების უმრავლესობა გარტყმაში არ არიან სახელწოდებებში.

Posted by: პიანისტი 16 Mar 2018, 13:44
nia4u
სხვა დანარჩენზე მაქვს ზოგადი წარმოდგენა, ამ ქანოამ დამაინტერესა ძალიან და მინდა გასინჯვა

ვეძებთ ქანოას biggrin.gif

Posted by: la reine 16 Mar 2018, 17:10
Mmerisi
პიანისტი


ფრესკოში ვნახე ორი დღის წინ.

აი სადაც დაფასოებული ოსპი, კუსკუსი, ბრინჯი და ეგეთები დევს, მანდ იყო.

სადღაც შუა რიგია დაახლოებითuser.gif

Posted by: nia4u 16 Mar 2018, 23:03
http://organika.ge/product/quinoa-2

ეს ნახეთ, ქინოა

Posted by: RedandRockin 18 Mar 2018, 23:41
ქინოას ღირებულება ცილების შემადგენლობაში მდგომარეობს, გემოთი არაფერი ისეთი, სრულიად ნეიტრალურია, როგორც მაგალითად წიწიბურა. უბრალოდ ქინოასგან მზადდება უამრავი რამ თუ შეაზავებთ სანელებლებით - სუპით დაწყებული, ფაფებით, ნამცხვრებით და ცომეულით დამთავრებული.

ყველა მარკეტშია თითქმის ქინოა სადაც იარმარკას შეფუთვები აქვთ. გუდვილში ორნაირი აქვთ ყოველთვის.

ქინოა არ შეიცავს ბევრ ცილას (სულ რაღაც 100 გრამში 4 გრამს დაახლოებით), უბრალოდ შეიცავს ცილას ცხრავე ამინომჟავით (როგორც ხორცი) რაც მცენარეული საკვებისთვის ძალიან იშვიათი და შესაბამისად სწორედ ამიტომ მიიჩნევა უნიკალურ პროდუქტად.

პიანისტი
QUOTE
ვეგანები ცილას რა საკვებიდან იღებთ? მხოლოდ ლობიო?

QUOTE
ოსპი, მუხუდო, ბარდა, ქინოა, ტოფუ - ამათგან კეთდება 10 დღის სამყოფი კი არა უთვალავი რაოდენობის კერძები და გამომცხვარი პროდუქტებიც კი. თუ ვეგანური არ გინდა გამოგივიდეს, ყველიც ჩართე  ტოფუს შოვნა არის რთული მარტო, დანარჩენები ყველა სუპერმარკეტში იშოვება


+ პროტეინის ანუ ცილის პუდრი გამოწერეთ და დალიეთ ყოველ დღე წყალში გახსნილი, იმ ოდენობის მიხედვით რამდენიც გაკლიათ დღის განმავლობაში.


Posted by: პიანისტი 22 Mar 2018, 22:54
RedandRockin
პროტეინს ვიღებ ფხვნილით, საკვებითაც მინდა და მომბეზრდა ერთიდაიგივე საჭმელი , 100გრამში თუ 4 გრამია არ მაწყობს არანაირად sad.gif თუმცა მაინც ვიყიდი და ვცდი გემოს, დილით ქინოას ფაფა სასარგებლო იქნება წესით .
la reine
იმედია ვიპოვი მადლობა

Posted by: Teddy 26 Mar 2018, 17:27
თუ ტრაფიციული ვეგანობის მიმდევარი ხარ და მაგის იქით არ/ვერ იხედები, ჯანმრთელობას გაინადგურებ უახლოეს მომავალში.
ანუ თუ ცხოველებია შენთვის უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე საკუთარი თავი, კი გადაარჩენ მათ საკუთარი თავის ფასად!

პლატეო ვეგანი თუ არ ხარ და მიზანი უმი კვება არ არის, იგივე მოხდება რაც ზემოთ დავწერე.

Posted by: iskkra 26 Mar 2018, 20:49
RAW ვეგანები რითი ხართ ვეგეტარიანელებისგან გამორჩეულნი მოკლედ დაწერეთ აბა

Posted by: RedandRockin 29 Mar 2018, 16:10
პიანისტი
QUOTE
100გრამში თუ 4 გრამია არ მაწყობს არანაირად

ხო, მაგრამ ცხრავე ამინომჟავიანი 4 გრამია და შეიძლება სხვა საკვებიდან 20 გრამი მიიღო და მარტო 3 ამინომჟავა, არადა ცხრავე სასიცოცხლოდ აუცილებელია ორგანიზმისთვის. ეგეთი სრულფასოვანი პროტეინის გამო მიიჩნევა ქინოა უნიკალურ და აუცილებელ საკვებად ვეგეტერიანელებისთვის.

iskkra
რო დაგუგლო "აბა", არა? smile.gif

Posted by: თოვლი_ 1 Apr 2018, 14:59
ვიდეოებს რომ ვუყურე ის დასკვნა გამოვიტანე რომ ძვლები მტვრევადი უხდებათ raw ვეგანებს და მალე ბერდებიან მაგრამ სულიერი მიზნებისთვის მზად ვარ რისკზე წავიდე

თქვენ რას ფიქრობთ მთელი სიცოცხლე raw ვეგანობაზე

Posted by: NorthSea 1 Apr 2018, 17:17
დაიწყეს ახლა ვეგანების სტიგმატიზაცია. თურმე ძვლები უტყდებათ და არჩევნებში ქართულ ოცნებასაც ვერ მიცემენ ხმას! სულ დამტვრეული დადიან და წელში გადატეხილები ბალახისმჭამელი ცხოველები. ეშლება ბუნებას. ყველამ ტურასავით ან სვავივით ხორცი უნდა ძიძგნოს თურმე!

Posted by: masud_AB 2 Apr 2018, 08:11
NorthSea
QUOTE
დაიწყეს ახლა ვეგანების სტიგმატიზაცია. თურმე ძვლები უტყდებათ და არჩევნებში ქართულ ოცნებასაც ვერ მიცემენ ხმას! სულ დამტვრეული დადიან და წელში გადატეხილები ბალახისმჭამელი ცხოველები. ეშლება ბუნებას. ყველამ ტურასავით ან სვავივით ხორცი უნდა ძიძგნოს თურმე!


ხორცისმჭამელმა ცხოველებმა ხორცი უნდა ძიძგნონ, ბალახისმჭამელებმა - ბალახი.


Posted by: NorthSea 2 Apr 2018, 12:32
masud_AB
ადამიანს სილამაზით მაინც ბალახისმჭამელი მოწონს. შველი, ირემი, ანტილოპა. ხორცისმჭამელები რაღაცნაირი ახალგაზრდობაშივე დაბერებულებივით გამოიყურებიან. ცხოველებიც და ადამიანებიც.

Posted by: masud_AB 2 Apr 2018, 12:56
NorthSea

რათა? ავაზა, ვეფხვი, ძაღლი - ბევრი ხორცისმჭამელია ლამაზი.


ყველაზე ლამაზი გოგოც, ვისაც ვიცნობ, ხორცისმჭამელია.

Posted by: NorthSea 2 Apr 2018, 13:21
masud_AB
მაქედან მარტო ავაზაზე შეიძლება დათანხმება. არავინ არ იგულისხმებს დადებითს, ვინმეს ძაღლი თუ დაუძახა smile.gif არ არსებობს, ლამაზი გოგოები არიან მხოლოდ ვეგანები. ხორცისმჭამელებს ძირითადად ყოველთვის ცხოველური წარმოშობის ცხიმის სუნი ადით. ქალებზე, ეს კიდევ უფრო საშინელებაა.

Posted by: masud_AB 2 Apr 2018, 13:54
NorthSea

ფოცხვერზე რას იტყოდი?


user.gif

Posted by: კურტანა 2 Apr 2018, 14:05
NorthSea
ძროხა და კამეჩი თუ დაუძახე დაფრინავს ხო ხალხი სიხარულისგან lol.gif lol.gif

Posted by: თოვლი_ 2 Apr 2018, 15:04
ძაან ბაქტერიაფობი ვარ და დღეში ერთ საათს მარტო იმ ხილ ბოსტნეულის რეცხვაში ვატარებ რაც იმ დღეს უნდა ვჭამო
ერთადერთი ნათელი წერტილი ბანანია რეცხვა არ უნდა

ბანანის მსგავსი ხილი ან ბოსტნეული გარეცხვა რომ არ უნდოდეს არსებობს კიდევ რამე ეგეთი? ალბათ არა ხო
მიპასუხეთ ძაან გთხოვთ თუ იცით

Posted by: Рубчинский 2 Apr 2018, 15:38
QUOTE (თოვლი_ @ 2 Apr 2018, 15:04 )
არსებობს კიდევ რამე ეგეთი? ალბათ არა ხო
მიპასუხეთ ძაან გთხოვთ თუ იცით

კიტრი

QUOTE
არ არსებობს, ლამაზი გოგოები არიან მხოლოდ ვეგანები. ხორცისმჭამელებს ძირითადად ყოველთვის ცხოველური წარმოშობის ცხიმის სუნი ადით. ქალებზე, ეს კიდევ უფრო საშინელებაა.


lol.gif

Posted by: NorthSea 2 Apr 2018, 16:04
masud_AB
არც ფოცხვერზე აფანატებს არავინ. მიპარვით იცის მსხვერპლის ჩაგდება ხელში. თვალმაქც ადამიანს ეძახიან smile.gif ხორცისმჭამელებში ლომი და არწივი ლიდერობს. დანარჩენი რუსეთივიდაა, არავის არ უნდა, მათ შორის არც საკუთარ მონაგარს


kurtanidze
მაწონს და რძეს ხომ კარგად მიირთმევ ან და კარაქს?

მოუნდათ კარგი ცხოვრება ხორცისმჭამელებს

Posted by: masud_AB 2 Apr 2018, 16:27
kurtanidze
QUOTE
ძროხა და კამეჩი თუ დაუძახე დაფრინავს ხო ხალხი სიხარულისგან


lol.gif

თოვლი_

შელდონ, შენა?


NorthSea

გოგო ხარ თუ ბიჭი?

Posted by: NorthSea 2 Apr 2018, 16:44
masud_AB
აყვა ესეც sad.gif((

რა შენი საქმეა?!
smile.gif

Posted by: masud_AB 2 Apr 2018, 17:04
NorthSea


user.gif ...

Posted by: პიანისტი 2 Apr 2018, 17:35
NorthSea
ვეფხვს რას ერჩი? biggrin.gif მართლა განსხვავდება ქალის სურნელი?

ეხლა ვეგანი ქალის სურნელზე უნდა ვინადირო? დამაინტერესა facepalm.gif

Posted by: NorthSea 2 Apr 2018, 18:12
masud_AB
რა გითხარი ახლა საწყენი?
smile.gif

პიანისტი
მე არავის არაფერს არ ვერჩი, ვაააჰ smile.gif ერთმა დაწერა ვეგანები ძვლებში და ხერხემალში იმტვრევიანო ხორცს რო არ ჭამენო და მეც ჩემებურად გავახურე. smile.gif

სხვა არ გინდა, არც ქალი. სურნელსაც თვითონ იგრძნობ საკუთარს. ამიტობ საკუთარ თავზე ჩაატარე ექსპერიმენტი არც ჭამო ხორცი და ხორცის პროდუქტი 1 თვე. ჭამე ბროკოლი, ბრინჯი, ყვავილოვანი კაპუსტა ორთქლზე მოხარშული, სოიას ხორცი, სატაცური, კარტოფილი (არაშემწვარი) მხოლოდ პირველი დაწნეხვის ზეითუნის ზეთი (ანუ არარაფინირებული), თევზი ისიც მარტო ორთქლზე ან ისე მოხარშული, ატიშოკი, ბრიუსელის კომბოსტო. მერე ჩაიხედე სარკეში და ნახავ შედეგს. მადლობა არ მინდა smile.gif

Posted by: პიანისტი 2 Apr 2018, 18:17
NorthSea
მე კარგად ვიკვებები , მადლობა რჩევისთვის .
ანუ სურნელზე გაიხუმრე, რადგან თქვი გავახურეო
რაზე მიხდი მადლობას? და რა არ გინდა?

Posted by: NorthSea 2 Apr 2018, 18:34
პიანისტი
არაფერს smile.gif))
არ გამიხუმრებია, ამდენი სულ ტყუილად დაგიწერე?
მადლობა არ მითქვამს

Posted by: პიანისტი 2 Apr 2018, 19:22
NorthSea
გავიაზრე წინადადება ეხლა)მაინც მოგიხდიდი მადლობას , თავიდანვე რო გამეაზრებინა ის წინადადება.
ვიკვებები რაც ჩამოწერე იქიდან,ზოგიერთს თვითონ ვამზადებ, მაგრამ ხორცზეც არ ვიძახი უარს ზომიერების ფარგლებში, ერთადერთი თევზის მრავალფეროვანი არჩევანი არ გვაქვს თბილისში .


Posted by: NorthSea 2 Apr 2018, 19:51
პიანისტი
ასეთი გააზრებული ჯანმრთელი კვების მიდევარი ყოფილხარ და რას მაკაკუნებინე ამდენი აბა? smile.gif))) კაი და ახლა სად ვართ? smile.gif ვეგანური კვება ჯობია თუ ხორციანი თუ ვეგანს რომ ნაკლებად უდის სუნი?

Posted by: პიანისტი 2 Apr 2018, 21:14
NorthSea
მე ვფიქრობ ზომიერად და ჯანსაღად კვება ყველაზე ოპტიმალურია , სუნს რაც შეეხება არვიცი ვეგანი ადამიანის სუნი , ჩემი ყოფილებიდან არავინ ყოფილა ვეგანი ) არადა სურნელს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ,მაგიტომ ავღნიშნე წინა პოსტში,რომ დამაინტერესა.

Posted by: Рубчинский 3 Apr 2018, 00:05
NorthSea

თევზს თუ ჭამ რანაირი ვეგანი ხარ?
შენ რაღაც დიეტაზე ხარ,ეგ ვეგანიზმი არ არის

Posted by: თოვლი_ 3 Apr 2018, 04:47
მეორე დღეა RAW ვეგანი ვარ და :დდდდ ღამე მესიზმრება რომ ხორცებს კვერცხებს და შოკოლადებს ვჭამ, რომ ვიღვიძებ მიხარია სიზმარი ყოფილა და მართლა არ დამირღვევია დიეტა მეთქი
მანამდე რამოდენიმე დღე ჩვეულებრივი ვეგანი ვიყავი
არ ვიცი რამდენ ხანს გავუძლებ კიდევ, მოტივაცია მეკარგება
ადრე ძუძუებამოყრილი ქალები თუ მესიზმრებოდა ახლა ხორცეულობამ ჩაანაცვლა ლოლ

Posted by: NorthSea 3 Apr 2018, 13:43
QUOTE (Рубчинский @ 3 Apr 2018, 00:05 )
NorthSea

თევზს თუ ჭამ რანაირი ვეგანი ხარ?
შენ რაღაც დიეტაზე ხარ,ეგ ვეგანიზმი არ არის

ეს მარხვა კი არაა რომ თევზი არ ჭამო. ხანდახან თევზი და ზღვის პროდუქტი შეიძლება

Posted by: Рубчинский 3 Apr 2018, 16:21
NorthSea

არც მარხვა რომ არ არის და არც დიეტა,მაგიტომ არ ხარ ვეგანი
სადაც გინდა და როცა გინდა აგიხსნი,თუ რამეა ნომერი დაწერე wink.gif

თოვლი_

შენც არ ხარ ვეგანი,დიეტა არაა დაიკო ვეგანიზმი

Posted by: თოვლი_ 3 Apr 2018, 16:53
Рубчинский
სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს მაგ სიტყვას
ერთი ან იმას ნიშნავს რომ რაღაც დიეტაზე ხარ გასახდომად რა მნიშვნელობითაც მე არ მიხმარია, თუმცა მაგისთვისაც ხდებიან ვეგანები და მაინც ვეგანობად ითვლება

და რა მნიშვნელობითაც მე ვიხმარე იყო ის რომ რასაც ჭამ რა კვების წესიც გაქვს იმასაც შწგიძლია დიეტა უწოდო, გასახდომად გასასუქებლად თუ სხვა მნიშვნელობა არ აქვს, უბრალოდ რაღაც კვების ტიპის აღსანიშნავი სიტყვაცაა "ვეგანური დიეტა" ნიშნავს ვეგანურ კვების წესს, ხოლო ვეგანური კვების წესს შეიძლება მარტო იმიტომ არ იცავდს ადამიანი რომ ან გასახდომია ან ცხოველებიბ ეცოდება, ბევრი მიზეზი არსებობს


Posted by: Рубчинский 3 Apr 2018, 16:58
თოვლი_

ვეგანიზმი ცხოვრების სტილია,ვეგანურ დიეტაზე ვინც არის ის ვეგანი არ არის.
ხორცს ვინც ჭამს,ანუ ჩვეულებრივი კვების რაციონი ვისაც აქვს,ეგენი ხორცის მჭამელის დიეტაზე არიან? არა.
ჰოდა ვეგანებისთვის,ეგ დიეტა არ არის.

Posted by: თოვლი_ 3 Apr 2018, 17:10
facepalm.gif შეიძლება თურმე RAW ვეგანურად იკვებებოდე და ვეგანი არ იყო


Posted by: NorthSea 3 Apr 2018, 17:50
QUOTE (Рубчинский @ 3 Apr 2018, 16:21 )
NorthSea

არც მარხვა რომ არ არის და არც დიეტა,მაგიტომ არ ხარ ვეგანი
სადაც გინდა და როცა გინდა აგიხსნი,თუ რამეა ნომერი დაწერე wink.gif

ვაიმე, თავი როგორ მატკინე რუბჩინსკი! აბა სად მიწერია ან ვეგანი ვარ და ან ორთოდოქსი ვეგეტარიანელი თქოო?! ძედააა, ეს ვინ ყოფილა?! cry.gif
war.gif

Posted by: Рубчинский 3 Apr 2018, 18:16
თოვლი_

კითხვა თუ იცი,ვეგეტარიანული დიეტაო წერია,სადმე წერია ვეგეტარიანელები არიან დიეტაზეო?
შენ შეიძლება იყო ვეგეტარიანულ დიეტაზე,1-2 კვირა,ან თვე,ან წელი,მაგრამ არ იყო ვეგეტარიანელი? ასეთი ძნელი გასაგებია დაიკო?
კი,შეიძლება იკვებებოდე raw ვეგანურად გარკვეული პერიოდი,მაგრამ საერთოდ არ არ იყო ვეგანი.

NorthSea

ჩრდილოეთის ზღვა რომ გაწერია ნიკნეიმად,ჩრდილოეთის ზღვა ხარ?

Posted by: NorthSea 3 Apr 2018, 18:22
Рубчинский
აჰა, ზღვაც ვარ და ოკეანეც. შენი რა მიდის რო? და ნუ ათოფებ ამ სასარგებლო თემას. მაგას კიდევ სულ არ აინტერესებს ეს თემა. ვისაც ახლა უხსნი. ისე ერთობა.
შენი მენიუ ჩამოწერე აბა ვნახოთ როგორი ვეგანი ხარ!

Posted by: Рубчинский 3 Apr 2018, 18:27
NorthSea
სად გავაოფე,ყველა პოსტი თემაზე იყო
ვეგანი არ ვარ,ვეგეტარიანელი ვარ

Posted by: NorthSea 3 Apr 2018, 18:47
QUOTE (Рубчинский @ 3 Apr 2018, 18:27 )
NorthSea
სად გავაოფე,ყველა პოსტი თემაზე იყო
ვეგანი არ ვარ,ვეგეტარიანელი ვარ

ჰო, ჩრდილოეთის ზღვა სულ ვეგანზე იყო. მენიუს რატომ მალავ? გაგვიმხილე smile.gif

Posted by: Attila 3 Apr 2018, 19:07
თოვლი_
არადა სწორს გეუბნება ჯიგარო smile.gif

Posted by: NorthSea 4 Apr 2018, 12:52
მომენატრა ნაღდი ვეგანურ-ვეგეტარიული იიიიფ!

user posted image

Posted by: INA-INA 7 Apr 2018, 02:34
user posted image

უმი ვეგანური მწვანე კოკტეილი) მაგრამ ფაფა უფროა))
ნიახური, ოხრახუში, ქინძი, ისპანახი, ჭარხალი, რუკოლა, ვაშლი, კივი, ჯინჯერი და სელი.

დაწერეთ თქვენეული ვარიანტებიც, რომელი ინგრედიენტებით აკეთებთ მსგავს სასმელებს)
* * *
თოვლი_

QUOTE
ძაან ბაქტერიაფობი ვარ და დღეში ერთ საათს მარტო იმ ხილ ბოსტნეულის რეცხვაში ვატარებ რაც იმ დღეს უნდა ვჭამო
ერთადერთი ნათელი წერტილი ბანანია რეცხვა არ უნდა


ძალიან რეცხვას რომ არ გადაყვე)) ჯამი აიღე , გარეცხილი ბოსტნეული ან ხილი (ან ორივენიცა)) ჩაალეგე,დაასხი წყალი მთლიანად რომ დაფაროს და დაამატე ძმარი, გააჩერე ნახევარი საათი და ეგაა)
ძმრის ოდენობას ჯამის მიხედვით ვსაზღვრავ, 100 მლ.-მდე ვასხავ-ხოლმე. დეზიმფექციას უკეთებს , როგორც წავიკითხე, თუ რაიმე ჭიის კვერცხები აქვს საკვებს ხოცავსო. მაგიტომ დავიწყე ბოსტნეულის ძმრიან წყალში გაჩერება.

Posted by: Mmerisi 7 Apr 2018, 21:10
bomboraN1
QUOTE
მე არ შემიძლია ნელა და შუალედი.რადიკალური თუ არ არი გადაწყვეტილება იმას ვერ ვაკეთებ.



მეც ეგრა ვარ ზუსტად, ვთქვი და გავხდი უკვე 2 თვეა ვეგეტარიანელი, ახლა ვიაზრებ, ვემზადები, ვიტყვი და ვეგანიც გავხვდები smile.gif , მთავარია ყველაფერი მივიღო გაანალიზების შედეგად.

Posted by: Mmerisi 18 Apr 2018, 11:49
რამოდენიმე თვეა რაც ვეგეტარიანელი გავხდი (გამეორებით) და სახლში ჩემს შვილს დედა (მე მამა ვარ smile.gif ) ხბოს ხორცს რომ უხარშავს გული მერევა სუნზე და უკვე გააზრებულად ვხვდები რომ გვამი იხარშება sad.gif

Posted by: Rin 19 Apr 2018, 12:51
დილაობით რითი საუზმობთ ვეგეტარიანელები? user.gif

Posted by: RedandRockin 20 Apr 2018, 01:20
Mmerisi
QUOTE
რამოდენიმე თვეა რაც ვეგეტარიანელი გავხდი (გამეორებით) და სახლში ჩემს შვილს დედა (მე მამა ვარ  ) ხბოს ხორცს რომ უხარშავს გული მერევა სუნზე და უკვე გააზრებულად ვხვდები რომ გვამი იხარშება


მესმის sad.gif ამ ბოლო დროს დამეწყო, ვინც ხორცს ჭამს ჩემს თვალწინ, მზიზღდება თვითონ ადამიანი. თითქოს კუჭის და ყოფიერების მონა ხდება ჩემს თვალში sad.gif არანაირად გააზრებული გადაწვეტილება არ არის ეს და რა თქმა უნდა ზიზღი არ მრჩება მათდამი დამოკიდებულებად, მაგრამ იმ დროს მაგას ვგრძნობ და არ მსიამოვნებს თავადაც.


Posted by: Universe 20 Apr 2018, 12:11
Rin
ხილ-ბოსტნეულის(შერეული) სალათი დაჭრილი, გახეხილი ან "სმუზი" სხვადასხვა თხილეულით.
შვრიის ფაფა თხილეულით და ჩირით, ცოცხალი ხილით.
გემოვნებისთვის მარილიც შეგიძლია დაამატო.
თხილი, ნიგოზი, ნუში, სხვადასხვა თესლი კარგად ანაყრებს.
ბუტერბროდი შეიძლება.... თუ უცხიმო არ გინდა, გახუხულს ცოტა ზეთი გადაუსვი(ცივად დაწურული), დაამატე ცოცხალი ბოსტნეული, ნიგოზი.. სადილშიც გადის.

Posted by: Rin 20 Apr 2018, 15:04
Universe

მარტო სმუზი ან მარტო ხილ-ბოსტნეულის სალათი განაყრებთ? მგონია რომ შიმშილის გრძნობა დამრჩება.

პ.ს ბუტერბროდისთვის რომელი პური ჯობია ჩვენი მარკეტებიდან : ?

Posted by: Universe 20 Apr 2018, 15:42
Rin
ნაყიდი პური არ მიყვარს, ძალიან იშვიათად ვჭამ, ამიტომ ვერ გირჩევს. თხელი ლავაში ვარგა ვითომ? შეგიძლია გადაახვიო სასურველი ინგრედიენტები...

წიწიბურაც კარგია ხან დილით, შეგიძლია შემდეგ დააყოლო ხილი თუ ბოსტნეული, ან მანამდე მიირთვა. რა ვიცი, რაც და როგორც გიყვარს იმის მიხედვით...
დღეს საუზმედ სტაფილო, პატარა ვაშლი, პატარა პომიდორი, ნახევარი კიტრი, სელის თესლი დავაბლენდერე ცოტა წყალთან ერთად, ბოლოს, ძალიან რომ არ დაქუცმაცებულიყო, აუხალავი მზესუმზირა დავუმატე 1ს.კ. +მარილი (ჩემთვის სასარგებლოა :დ) და კი დამანაყრა. თხილი და ნიგოზი რომ დამემატებინა ჯერაც არ მომშივდებოდა.
ავოკადოა კიდე ნოყიერი.
ზოგჯერ ბევრს მივირთმევ საუზმეზე, ზოგჯერ ცოტას, ზოგჯერ სულაც ვტოვებ, ხასიათის მიხედვით.
თუმცა რეჟიმში ყოფნა უკეთესია.

პ.ს. არ ვარ ვეგანი, მითუფრო RAW ვეგანი.


Posted by: Rin 20 Apr 2018, 15:53
Universe

უი ლავაში არ გამხსენებია, მადლობა user.gif

როგორც მივხვდი ნიგოზი, თხილი და ა.შ. კალორიულია. მოვსინჯავ ნელ-ნელა.
წიწიბურას დილას ვერ შევჭამ, სადილზე მირჩევნია ყველთან და მოხარშულ კარტოფილთან ერთად smile.gif

არც მე ^^

Posted by: Mmerisi 24 Apr 2018, 17:13
RedandRockin
არა, ადამიანები არ მეზიზღებიან smile.gif მაშინ კიდევ უფრო მიმტკიცდება ჩემი გადაწყვეტილების სისწორე.

Rin
მე მაგალითად ჰერკულესის ფაფით

Posted by: INA-INA 27 Apr 2018, 22:57
დილით მე ამას ვჭამ, უფრო შუადღე გამოდის. ნუშის რძე, ჩია, სელი, სეზამი.
250 მლ.ნუშის რძეს და თითო-თითო სუფრის კოვზი ჩია,სელი და სეზამი.
რძეს თავად ვაკეთე. აქ შეგიძლიათ ნახოთ როგორც.

https://m.facebook.com/groups/494926297546420?view=permalink&id=500482596990790&ref=bookmarks
user posted image
* * *
Rin

კი თავიდან როდესაც გადადიხარ ისეთ საკვებზე რომელიც თერმულად არაა დამუშავებული შიმშილის გრძნობა გაქვს და ვერ ნაყრდები. შემდეგ ჩვეულებრივადააsmile.gif ამიტომ ნელ-ნელა ჭირდება)

წიწიბურასთად დაკავშირებით უფრო კარგი იქნება თუ იყიდით მწვანეს, გააღივებთ და ისე მიიღებთ.

https://m.facebook.com/groups/494926297546420?view=permalink&id=513449269027456&ref=bookmarks
* * *
user posted image

ჩემი უვი ვეგანური ვახშამი)
ისპანახი, ოხრახუში, ქინძი, ვაშლი, ჯინჯერი) უგემრიელესია)

Posted by: ჟან_შარდენი 30 Apr 2018, 12:11
QUOTE
არ დავიწყებ რას ნიშნავს ვეგანიზმი და RAW ვეგანიზმი.ვისაც აინტერესებს დაგუგლავს და გაიგებს..



მეზარება. ბარემ აქვე ამიხსენი რა.

Posted by: DeveloperX 2 May 2018, 22:08
https://yadi.sk/d/tvol1CtqayUxs

Posted by: INA-INA 3 May 2018, 01:38
ჟან_შარდენი

ვეგანიზმი გამორიცხავს ყველაფერ ცხოველურს,თაფლსაც კი. როვ ვეგანიზმია თერმულად დაუმუშავებელი არაცხოველური წარმოშობის დაკვები,ან მაქსიმუმ მგონი 48 გრადუსამდე გაცხელებული.

Posted by: kalavinka 11 May 2018, 01:05
ვფიქრობ ყველა რომ ასე ვფიქრობდეთ და ვმოქმედებდეთ ბევრი რამ შეიცვლებოდა სასიკეთოდ, დედამიწის მიმართ, ცხოველების მიმართ, ერთმანეთის მიმართ...

https://www.youtube.com/watch?v=eLOc1sppEzg&t=11s

Posted by: კიკაჩა 14 May 2018, 15:00
QUOTE (bomboraN1 @ 27 Oct 2015, 07:09 )
კარტოფილი




კარტოფილი ჩემი შეყვარებულია yes.gif

Posted by: INA-INA 7 Jun 2018, 01:20
user posted image

გაღივებული წიწიბურისა და ნიახურის ნაზავი, გოგრის გული, სეზამი და სელი.
პურის ფირფიტები გაღივებული ხორბლისა და ჭვავისგანაა. როგორ კეთდება აქ შეგიძლიათ ნახოთ.

https://m.facebook.com/groups/494926297546420?view=permalink&id=590620741310308&ref=bookmarks

Posted by: Teddy 11 Jun 2018, 10:31
INA-INA
სეზამს და სესლს სად ყიდულობ?

Posted by: INA-INA 24 Jun 2018, 13:05
სელი სამგორში იყიდება ბაზარზე. სეზამი არ ვიცი sad.gif საქართველოში არ მიყიდია. იქნება ინდურ მაღაზიებში. ვიღაცამ მითხრა გლდანში ბაზარში ვიყიდეო.

Posted by: Mstyle 25 Jun 2018, 10:45
Teddy
სელიც და სეზამიც დიდ კარფურებშია, ასაწონ სექციაში

Posted by: Teddy 25 Jun 2018, 13:38
Mstyle
მადლობა

მხოლოდ ხილით ანუ ნაყოფით კვებაზე გადავედი, ამიტომ აღარ მჭირდება


Posted by: Mstyle 25 Jun 2018, 14:31
Teddy
მთელი დღე მხოლოდ ხილით?

Posted by: Teddy 25 Jun 2018, 17:35
Mstyle
QUOTE
მთელი დღე მხოლოდ ხილით?


არა, მთელი ცხოვრება

Posted by: sanfol 26 Jun 2018, 13:09
INA-INA
QUOTE
ძალიან რეცხვას რომ არ გადაყვე)) ჯამი აიღე , გარეცხილი ბოსტნეული ან ხილი (ან ორივენიცა)) ჩაალეგე,დაასხი წყალი მთლიანად რომ დაფაროს და დაამატე ძმარი, გააჩერე ნახევარი საათი და ეგაა)

მერე მკვდარი ჭიები რო ვერ შეამჩნიო და ზედ დარჩეს ეგ უნდა ჭამო? up.gif
* * *
რამე მაჭამეთ გემრიელი
* * *
წწწწწწწწწწწწწწწწწწწწწწწწწწწწწწწწწწწწწწწწ

Posted by: GOVEN 29 Jun 2018, 20:38
ხორცი ბაზარი არაა გასაგებია.

მაგრამ რძის პროდუქტებს რატომ არ ჭამთ? smile.gif

Posted by: თოვლი_ 10 Jul 2018, 12:07
წინა ჯერზე 15 დღე გავძელი raw ვეგანობა, ახლა ახლიდან დდავიწყე ერთი კვირაა. ახლა არ ჩამივარდრბა იმედია, ჯანმრთელობაზე ძაან მაწვს დანძრეული, ჩემი ბოლო იმედია ხილით და ბოსტნეულით განწმენდა
თან 70 წლის ასაკში 30 წელზე მეტს ვერ მომცემენ მასე კვების 48 წლის შემდრგ

QUOTE (GOVEN @ 29 Jun 2018, 20:38 )
ხორცი ბაზარი არაა გასაგებია.

მაგრამ რძის პროდუქტებს რატომ არ ჭამთ? smile.gif

ის ძროხის რძე ცხოველურია, ცხოველისთვის განკუთვნილი (ხბოსთვის) ცხოველური ჰორმონებიტრაა გატენილი რომელიც ხბოს ძროხად გადაქცევას უზრუნველყოფს და ადამიანი იმ ცხოველურ ჰორმონებს რომ იყებს ცხოველს ემსგავსება თავისი თავი აღარაა წმინდად.
ასევე ცხოველურ რძეს რომ სვამ, ძროხას სვამ. მისი ემოციები, შეგრძნებები, განცდები, შენი ნაწილი ხდება. ყველა ცხოველურ რძის პროდუქტზე ასეა. რასაც ჭამ ის ხარ

ადექი უბრალოდ და მცენარეული სახის რძე და რძის პროდუქტები მიიღე თუ ძალიან გინდა. ნუშის რძე მაგალითად ან ქოქოსის. თან წარმოუდგენლად სასარგებლოა ჯანმრთელობისტვის

გუგლში კი ფიზიკურ სხეულზე რა ურყოფით გავლენებს ახდენს ცხოველური რძის პროდუქტები უამრავი სტატიაა და იუთუბზე ვიდეოები, მე მაგით ნაკლებად ვინტღესდები, სულიერი განვითარების სწავლებებმა მომიყვანა ცხოველური პროდუქტების უარყოფის სურვილამდე და დამარწმუნა რომ ნაგავია ცხოველური რძის პროდუქტები ასე რომ არ დამჭირვებია სტატიების ძებნა მაგრამ ვისაც დაინტერესებს უამრავს ნახავს

Posted by: Universe 10 Jul 2018, 12:17
QUOTE
თან

ნუშს ან ქოქოსს დაემგვანები up.gif
QUOTE
წარმოუდგენლად სასარგებლოა ჯანმრთელობისტვის

yes.gif


Posted by: თოვლი_ 10 Jul 2018, 12:34
GOVEN

Posted by: თოვლი_ 10 Jul 2018, 13:04
მცენარეებიც გრძნობენ, მაგრამ ადამიანი ჯერჯერობით ვერ გადარჩება ჭამის გარეშე. მაგრამ მომავალში ადამიანი განვითარდება იმ დონემდე რომ არ მოუწევს სიცოცხლე წაართვას რომელიმე არსებას ისე იცხოვროს. ყველაზე ნაკლებ ტანჯვას კი ის გარემოს მცენარეების ჭამით მიაყენებს სანამ გვიწევს სიცოცხლე წავიღოთ გადარჩენისთვის

ნახეთ ეს ვიდეო
https://youtu.be/

Posted by: GOVEN 10 Jul 2018, 14:56
თოვლი_
QUOTE
უსათაურო
6036 პოსტი ამ განყოფილებაში
( 119% ამ წევრის ჯამური პოსტების რაოდენობისა )

რომ არა ეს დავიჯერებდი რაც დაწერე up.gif

ბაბუაჩემს ქონდა ფერმა და რომ იცოდეთ სანამ ძროხას მოწველიან ჯერ ხმოს უშვებენ რომ ჭამოს. ხბო რომ მორჩება მერე იწყებენ წველას.

და ძროხა რომ არ მოწველო მისივე ჯანმრთელობისთვის არის ცუდი. up.gif

Posted by: Universe 10 Jul 2018, 23:19
GOVEN
რძე რომ ჰქონდეს ხბო უნდა მოიგოს. ხბო რომ მოზვერი იქნება, და არა დეკეული, დაკლავენ. აბა ხარის ძალა ვის რაღად უნდა დღეს, სარჩენად ფული რომ ახარჯონ?



Posted by: GOVEN 11 Jul 2018, 00:48
Universe
კარგი დავუშვათ ადამიანები აღარ კლავენ ძროხებს, ქათმებს, ღორებს და ა.შ. მგლებს, ტურებს და სხვა მტაცებლებს რას ვუშვებით? იმათმა ჭამონ მოჟნა? თუ ისინიც ვეგანები გახდებიან?

Posted by: Universe 11 Jul 2018, 00:55
GOVEN
გარეული ცხოველების კვების რაციონში ჩარევა რად გინდა, ისე ვაკლებთ ხელს თუ რა?
ახლა ნადირობა ავუკრძალოთ კიდე biggrin.gif


Posted by: GOVEN 11 Jul 2018, 12:06
QUOTE (Universe @ 11 Jul 2018, 00:55 )
GOVEN
გარეული ცხოველების კვების რაციონში ჩარევა რად გინდა, ისე ვაკლებთ ხელს თუ რა?
ახლა ნადირობა ავუკრძალოთ კიდე biggrin.gif

ეგ არაფერ შუაშია smile.gif)

ვეგეტარიანელების მესმის და შეიძლება ოდესმე მეც გავხდე მაგრამ ვეგანიზმი არის სრული აბსურდი.

Posted by: თოვლი_ 13 Jul 2018, 11:15
ვეგანად ან raw ვეგანად გახდომის შემდეგ 11:11 ებს ხშირად არ ხედავთ? თუ ხედავთ ეს არის ნიშანი ზემოდა რომ გეუბნებიან სწორ გზაზე დგახარო..

Posted by: Lichtenberg140 20 Jul 2018, 16:23
ვეგანებო თქვენი რჩევა მჭირდება სასწრაფოდ მოკლედ 4 წელი ვიყავი ვეგეტარიანელი ბოლოწელია გავხდი ვეგანი და მოკლე პერიოდის შემდეგ დამეწყო საშინელი თმისცვენა (როგორც აღმოჩნდა უამრაავ ვეგანს აქვს ეს პრობლემა თავიდან) სულ 2-3 თვეში ფაქტიურად თმის მთელი მოცულობის ნახევარი დავკარგე საბედნიეროდ მქონდა სქელი თმა და ამან ცოტა მიშველა ანუ თმის ჯანმრთელობის პრობლემები არასდროს მქონია დამხმარე ვიტამინებს არვიღებ ვიცი რომ ბურღულეული თხილი სოიო და მსგავსი პროდუქტებია საჭირო მე რეგულარულად ვიღებ რა ვქნა მირჩიეთ რამე....

Posted by: la reine 20 Jul 2018, 16:52
Lichtenberg140

ანუ ვერ ივსებს ორგანიზმი საჭირო დოზით ვიტ. მარაგს. რატო არ წაახმა რამეს? არ შეიძლება?

კერკავიტი არის ასეთი ვიტამინების კომპლექსი, უშუალოდ თმის ძლიერი ცვენისას გამოიყენება. ძალიან ბევრნაირი ეტიოლოგიის ცვენას შველის.

Posted by: Lichtenberg140 20 Jul 2018, 17:12
QUOTE (la reine @ 20 Jul 2018, 16:52 )
Lichtenberg140

ანუ ვერ ივსებს ორგანიზმი საჭირო დოზით ვიტ. მარაგს. რატო არ წაახმა რამეს? არ შეიძლება?

კერკავიტი არის ასეთი ვიტამინების კომპლექსი, უშუალოდ თმის ძლიერი ცვენისას გამოიყენება. ძალიან ბევრნაირი ეტიოლოგიის ცვენას შველის.

ზოგადად არვარ წამლების მომხრე მათი ქიმიურობისა და არაბუნებრივობის გამო ამასთანავე მიმაჩნია რომ ვეგანიზმი ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობაა და ქიმიურ დანამატებს არსაჭიროებს (თუ სწორად და დაბალანსებულად იკვებები) როგორც აღმოჩნდა მე დაუბალანსებლად ვიკვებები ალბათ აქედან გამომდინარე შემექმნა ესპრობლემა მივიღებ ამ პრეპარატს რამდენად ეფექტურია ხომ არგიცდიათ სხვა მედიკამენტებიც იქნებ მირჩიოთ რომ შემადგენლობით და დამზადების ხერხით და ა.შ შევარჩიო ჩემთვის მისაღები

Posted by: sandroEVO 20 Jul 2018, 17:13
Lichtenberg140
მაგ 4 წლის განმავლობაში როცა ვეგეტარიანელი იყავი, ალკოჰოლს სვამდი ან სიგარეტს ეწეოდი?

Posted by: Lichtenberg140 20 Jul 2018, 17:19
QUOTE (sandroEVO @ 20 Jul 2018, 17:13 )
Lichtenberg140
მაგ 4 წლის განმავლობაში როცა ვეგეტარიანელი იყავი, ალკოჰოლს სვამდი ან სიგარეტს ეწეოდი?

არ ვეწევი. ალკოჰოლი წლებია საერთოდ აღარ მიმიღია. (არც ვეგეტარიანლობისას)

Posted by: la reine 20 Jul 2018, 17:32
Lichtenberg140

ამაზე უკეთესი თმის ცვენის საწინააღმდეგო მე არ ვიცი, სამწუხაროდ. დაგუგლეთ ანოტაცია და გაეცანით.

ისე თმის ანალიზი რომ ჩაიტაროთ, უფრო დეტალურად გაიგებთ, რომელი ვიტამინის მინერალების და მიკროელემენტების დეფიციტია ორგანიზმში.

Posted by: Lichtenberg140 20 Jul 2018, 17:36
QUOTE (la reine @ 20 Jul 2018, 17:32 )
Lichtenberg140

ამაზე უკეთესი თმის ცვენის საწინააღმდეგო მე არ ვიცი, სამწუხაროდ. დაგუგლეთ ანოტაცია და გაეცანით.

ისე თმის ანალიზი რომ ჩაიტაროთ, უფრო დეტალურად გაიგებთ, რომელი ვიტამინის მინერალების და მიკროელემენტების დეფიციტია ორგანიზმში.

გასაგებია დავგუგლავ ამ პრეპარატს მადლობა რჩევისთვის ...

Posted by: sandroEVO 20 Jul 2018, 17:59
Lichtenberg140
პირველ რიგში არ მიიღო არანაირი პრეპარატი, ჩემი აზრით ყველაზე დიდი შეცდომა ეგ იქნება.

ვიტამინების ნაკლებობა არის დიდი აბსურდი, რომელსაც ხალხი არასწორი კვებისგან იმკის.

კვების თემაა და საკმაოდ ინდივიდუალურია, მაგ პრობლემას შენ გარდა ვერავინ მოაგვარებს, რადგან შენზე უკეთ არავინ იცის რითი იკვებებოდი ამ პერიოდში, ცადე სხვადასხვა რაღაცები ოღონდ ბუნებრივი მეთოდები და არა ქიმიური და წამლები.

Arnold ehret mucusless diet ეს წიგნი წაიკითხე შეიაძლება დაგეხმაროს.

Posted by: Lichtenberg140 20 Jul 2018, 18:11
QUOTE (sandroEVO @ 20 Jul 2018, 17:59 )
Lichtenberg140
პირველ რიგში არ მიიღო არანაირი პრეპარატი, ჩემი აზრით ყველაზე დიდი შეცდომა ეგ იქნება.

ვიტამინების ნაკლებობა არის დიდი აბსურდი, რომელსაც ხალხი არასწორი კვებისგან იმკის.

კვების თემაა და საკმაოდ ინდივიდუალურია, მაგ პრობლემას შენ გარდა ვერავინ მოაგვარებს, რადგან შენზე უკეთ არავინ იცის რითი იკვებებოდი ამ პერიოდში, ცადე სხვადასხვა რაღაცები ოღონდ ბუნებრივი მეთოდები და არა ქიმიური და წამლები.

Arnold ehret mucusless diet ეს წიგნი წაიკითხე შეიაძლება დაგეხმაროს.

მეც მაგაზრზე ვარ თან ექიმთან კონსულტაციის გარეშე წამლის მიღება არმინდა ექიმი ყველაერთსადაიმავეს ამბობს ხორცი და რძის ნაწარმი მიიღეო რაც გამორიცხულია ჩემთვის იმასაც ვფიქრობ რომ საკმაოდ დიდიცვლილებაა ორგანიზმისთვის და თავდაპირველად არ მიმაჩნია კატასტროფულად რაღაც დისბალანსის და პრობლემების არსებობა კვების დარეგულირებას ვეცდები წიგნს მოვძებნი

Posted by: sandroEVO 20 Jul 2018, 18:19
Lichtenberg140
დიდი წიგნი არაა, 200 გვერდია მაგრამ თუ ფიქრობ, რომ ხორცი და რძის ნაწარმი ადამიანისთვის არაა, ჩათვალე ეგ წიგნი შენს ყველა კითხვას პასუხს გასცემს.
წარმატებები

Posted by: ondeck 31 Jul 2018, 22:28
რძე და რძის პროდუქტები რატომ არაა სასარგებლო?
* * *
RAW ვეგანიზმი რას ნიშნავს?

თქვენ უნდა შეიყვანოთ პოსტინგი! სულ მცირე 30 სიმბოლო!
* * *
რა შამპუნებს იყენებთ? იმედია, იცით რატომაც ვიკითხე up.gif
* * *
sandroEVO
რძის ნაწარმზე მაინტერესებს, რა წერია მაგ წიგნში?
* * *
user posted image
ეს სიმართლეა ნუთუ?

Posted by: sandroEVO 1 Aug 2018, 08:04
ondeck
წაიკითხე და ნახავ, მე რომც გითხრა შენ ეგ არაფერს მოგცემს.

Posted by: ondeck 1 Aug 2018, 17:24
რძისა და რძის პროდუქტების მავნებლობაზე ვინმე თუ დაწერთ ინფორმაციას, კარგი იქნება up.gif

Posted by: Keti-Ket 2 Aug 2018, 11:41
ondeck
როგორც ვიცი, ძირითადად იმაზე აპელირებენ რომ რძე ხბოსთვის არის განკუთვნილი და მისი ზრდისთვის, ზრდასრულ ადამიანს კი ეს არ სჭირდებაო და დიდი ოდენობით მავნე უჯრედების გავრცელებას უწყობს ხელს

Posted by: ondeck 2 Aug 2018, 12:45
Keti-Ket
QUOTE
მავნე უჯრედების გავრცელებას უწყობს ხელს

ეს მეცნიერულადაა დადასტურებული?
რძის პროდუქტებში რა ვიტამინებიცაა და სხვადასხვა ნივთიერებები, საიდან უნდა მიიღოს ადამიანმა?

P.S.ადრე რაღაც ვიდეო ვნახე იუთუბზე რძის მავნებლობაზე, ვეღარ ვპოულობ, იქნებ ვინმემ იცის? ძველი ვიდეოა, იქაა განხილული დეტალურად.

* * *
დიპლონას შამპუნს ვინმე იყენებთ? გეცოდინებათ, რომ ცხოველებზე ატარებენ ცდებს, სანამ შამპუნს დაამზადებენ, დიპლონა კი ვეგანურია.
თუ ვეგანურ შამპუნებს უშვებენ და არის შესაძლებელი ცხოველების წამების გარეშე შამპუნის დამზადება, მაშინ ბევრი კომპანია რაღატომ ატარებს ცდებს ცხოველებზე?
ვინმემ კარგად იცის ეს თემა? თქვენ რომელს იყენებთ?
* * *
sandroEVO
QUOTE
ვიტამინების ნაკლებობა არის დიდი აბსურდი, რომელსაც ხალხი არასწორი კვებისგან იმკის.

სწორ კვებას რას ეძახი? მაგალითად იოდზე და იოდის ნაკლებობაზე რას იტყვი? თუ იოდის დეფიციტი აქვს ადამიანს, არ უნდა მიიღოს შესაბამისი პრეპარატი?

Posted by: სნეგირი2 2 Aug 2018, 13:16
- მცენარეული ნაყოფის გარდა, ნებისმიერი საკვები თუ ხელოვნური დანამატი ერთმნიშვნელოვნად არის ჯანმრთელობისთვის მავნებელი.
- სასარგებლო პროდუქტი, როგორც ასეთი, ბუნებაში არ არსებობს.
- მცენარეული ნაყოფით კვებაზე, დამატებითი წყლის მიღების მოთხოვნა პრაქტიკულად ჰქრება.
- ყველაფერი რაც უფასოდ გასწავლეს, არის სხვადასხვა შიშებით თქვენი მანიპულირებისათვის.
- თქვენით ყოველდღე მანიპულირებენ.

დამატებითი კითხვები?

Posted by: ondeck 2 Aug 2018, 13:38
სნეგირი2

- მცენარეული ნაყოფის გარდა, ნებისმიერი საკვები თუ ხელოვნური დანამატი ერთმნიშვნელოვნად არის ჯანმრთელობისთვის მავნებელი. /// გარკვეულწილად ვეთანხმები
- სასარგებლო პროდუქტი, როგორც ასეთი, ბუნებაში არ არსებობს. /// ანუ მცენარეულ ნაყოფსაც ეხება ეს, 100% სასარგებლო XXI საუკუნეში არა არსებობს, ვეთანხმები
- მცენარეული ნაყოფით კვებაზე, დამატებითი წყლის მიღების მოთხოვნა პრაქტიკულად ჰქრება. /// კი არ ქრება,არამედ წყლის მოთხოვნილება ნაკლებია, ლოგიკურია
- ყველაფერი რაც უფასოდ გასწავლეს, არის სხვადასხვა შიშებით თქვენი მანიპულირებისათვის. /// up.gif
- თქვენით ყოველდღე მანიპულირებენ. /// რა თქმა უნდა, როგორც შენზე, ისევე სხვა ყველა ადამიანზე

QUOTE
დამატებითი კითხვები?

ეს ინფორმაციები რომელ წიგნებში წერია?
კვების გარდა სხვა საკითხზე რას იტყვი: შამპუნზე, საპონზე და ა.შ.?
ერთ-ერთ პოსტში კალორიებზე ახსენე
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
სად არის მაგაზე ინფორმაცია, დავინტერესდი.

Posted by: სნეგირი2 2 Aug 2018, 14:19
- ნაყოფით კვებაზე საკმარისზე მეტი რაოდენობის საუკეთესო (ბუნებრივად გამოხდილ) წყალს ვიღებთ, ამიტომაც ორგანიზმი დამატებით წყალს აღარ გთხოვს (პირადი გამოცდილება).
- არა მხოლოდ XXI საუკუნეში, არამედ ყოველთვის. სიტყვა სასარგებლო გამოიყენება მხოლოდ და მხოლოდ გაყიდვებში, ისევ და ისევ მანიპულაციისთვის, რადგან ბუნებაში არა არსებობს არაფერი სასარგებლო, არც საკვები და არც სხვა რამე პროცედურა.
- ცოცხალი არსების, მათ შორის ადამიანის ორგანიზმი თვითგაწმენდადი და თვითგანკურნებადია და ეს არის ერთადერთი გამოჯანმრთელების საშუალება.
- ორგანიზმი იწყებს წმენდით პროცესებს, როცა მისი დანაგვიანება მინიმალურია და ამისთვის აქვს საკმარისი ენერგორესურსები.
- კალორიები წარმოადგენენ რაიმე პროდუქტის პირობითი ერთეულის დაწვის შედეგად მიღებული სითბოს რაოდენობას და მას არაფერი საერთოდ არ აქვს კვებით ღირებულებასთან.
- ნებისმიერი ქიმიური საშუალება მიღებული ორალური, ზედაპირული დამუშავების (საპონი, შამპუნი, კრემები) და სხვა გზით მავნებელია ჯანმრთელობისთვის, რადგან მავნებელია ყველაფერი, რაც ბუნებაში პირველადი სახით არ მოიპოვება.

Posted by: ondeck 2 Aug 2018, 14:44
სნეგირი2
- ნაყოფით კვებაზე საკმარისზე მეტი რაოდენობის საუკეთესო (ბუნებრივად გამოხდილ) წყალს ვიღებთ, ამიტომაც ორგანიზმი დამატებით წყალს აღარ გთხოვს (პირადი გამოცდილება). /// წყალს საერთოდ არ სვამ? ანუ წყალი მავნებელია? და რატომ?
- არა მხოლოდ XXI საუკუნეში, არამედ ყოველთვის. სიტყვა სასარგებლო გამოიყენება მხოლოდ და მხოლოდ გაყიდვებში, ისევ და ისევ მანიპულაციისთვის, რადგან ბუნებაში არა არსებობს არაფერი სასარგებლო, არც საკვები და არც სხვა რამე პროცედურა. /// სამყაროს შექმნიდან 100%-ით ჯანსაღი არც მცენარეული ნაყოფი არ იყო? დღეს კიდევ 100%-ით რატომაც არაა სასარგებლო/ჯანსაღი ეს ყველამ კარგად იცის.
- ცოცხალი არსების, მათ შორის ადამიანის ორგანიზმი თვითგაწმენდადი და თვითგანკურნებადია და ეს არის ერთადერთი გამოჯანმრთელების საშუალება. /// თვითგანკურნებადი გარკვეულ დრომდეა
- ორგანიზმი იწყებს წმენდით პროცესებს, როცა მისი დანაგვიანება მინიმალურია და ამისთვის აქვს საკმარისი ენერგორესურსები. /// როცა დანაგვიანება მაქსიმალურია და არც საკმარისი ენერგორესურსი აქვს, ამ შემთხვევაში რა ხდება?
- კალორიები წარმოადგენენ რაიმე პროდუქტის პირობითი ერთეულის დაწვის შედეგად მიღებული სითბოს რაოდენობას და მას არაფერი საერთოდ არ აქვს კვებით ღირებულებასთან. /// თუ წიგნს ან სტატიას დალინქავ, კარგი იქნება
- ნებისმიერი ქიმიური საშუალება მიღებული ორალური, ზედაპირული დამუშავების (საპონი, შამპუნი, კრემები) და სხვა გზით მავნებელია ჯანმრთელობისთვის, რადგან მავნებელია ყველაფერი, რაც ბუნებაში პირველადი სახით არ მოიპოვება. /// ჰიგიენას როგორ იცავ, პირადში თუ მომწერ კარგი იქნება, მაინტერესებს ეს თემა. NoShampoo-ზე გსმენია ალბათ, კბილის პასტას და საპონს თავად ამზადებ? და როგორ?
--------------------
Respect! yes.gif up.gif
თავადაც ბევრ რამეზე ვთქვი უარი up.gif

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: Keti-Ket 2 Aug 2018, 14:55
ondeck
და მეცნიერულად დადასტურებული მაინც რას ეწოდება? წლების წინ თითქოს მეცნიერულად დადასტურებულ თეორიებს დღეს საწინააღმდეგო მტკიცებულებები გამოუჩნდა და საერთოდ რთულია მეცნიერთა ნდობა, როდესაც ის მეცნიერებაც მარკეტინგისა და ბიზნესის სამსახურშია. ბოლოს და ბოლოს, გმო-ს მავნებლობა/უსაფრთხოებაზე ვერ ჩამოყალიბებულა თანამედროვე, ინფორმირებული საზოგადოება.
სწორედ რომ მეცნიერთა ნაწილი ამტკიცებს ზემოხსენებულ მიდგომას, ნაწილი კი იმას რომ აუცილებელია ადამიანის ორგანიზმისთვის რძის პროდუქტი.
ზოგადად ცილა პარკოსნებშია ბევრი, განსაკუთრებით ოსპში, მუხუდოსა და ლობიოშიც

Posted by: სნეგირი2 2 Aug 2018, 15:08
- H2O წმინდა სახით, რომელიც ერთადერთი არამავნებელი წყალია, რთულად მოსაპოვებელია ბუნებაში (წვიმა, თოვლი). მცენარეული ნაყოფი კი თავისთავში შეიცავს ამ წყალს 80%+ უჯრედისთან თანაფარდობით.
- ჯანსაღი და სასარგებლო სხვადასხვა რამეა, რადგან ჯანსაღი მოიაზრება არამავნებელი, ანუ ის, რასაც ორგანიზმისთვის მავნებლობა არ მოაქვს. სასარგებლო, კი გულისხმობს რამე სარგებელს. მცენარეული ნაყოფი ორგანიზმისთვის ერთადერთი ნეიტრალური საკვებია, რომელიც არ ვნებს მას. ანუ, არცერთ პროდუქტს, მათ შორის მცენარეულ ნაყოფსაც არ მოაქვს რამე სარგებელი, უბრალოდ მცენარეული ნაყოფის გარდა, ნებისმიერი სხვა პროდუქტი აბინძურებს ორგანიზმს და ხელს უშლის მის თვითგაწმენდით პროცესებს.
- თეორიულად, ორგანიზმი მუდმივად თვითგანკურნებადია, სანამ ამის პირობებს უქმნი. პრაქტიკაში ამის დამტკიცებას ათეულობით, თუ ასეულობით არა, წლები სჭირდება.
- როცა ორგანიზმის დანაგვიანება მაქსიმალურია და თვითგაწმენდისთვის მას არასაკმარისი რესურსები აქვს, ის ბერდება და საბოლოოდ კვდება.
- wikipedia.org: https://en.wikipedia.org/wiki/Calorie ru.wikipedia.org: https://ru.wikipedia.org/wiki/%D0%9A%D0%B0%D0%BB%D0%BE%D1%80%D0%B8%D1%8F
- მცენარეული ნაყოფით კვებაზე ნებისმიერი უსიამოვნო სუნი (ოფლის, პირის ღრუდან და ა.შ.) ჰქრება.
- წიგნები, სტატიები და ა.შ. ძირითადად არის მანიპულაციის საშუალება, რომლის მიზანია შემოგასაღოთ რამე "სასარგებლო" პროდუქტი. იხელმძღვანელეთ მხოლოდ პირადი გამოცდილებით.

Posted by: ondeck 2 Aug 2018, 15:11
Keti-Ket
კუნთი მარტო პარკოსნებისგან მიღებული ცილით გაიზრდება? მცენარეული ცილა და ცხოველური ცილა ჰომ სხვადასხვაა. კუნთებს კი ცხოველურიც (კვერცხი, რძის პროდუქტები) ესაჭიროება.

პ.ს. მე არაფერს ვამტკიცებ
* * *
სნეგირი2
მასე ყველა ინფორმაცია მანიპულაციის საშუალებაა, ზოგს იმის სჯერა, ზოგს ამის, რეალურად კი სწორი რა არის, არავინ ვიცით.
თავიდან ჰომ ეს ინფორმაციები სტატიებიდან და წიგნებიდან მიიღე, ჰოდა ესენი მაინტერესებდა.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

* * *
თავად ხორცზეც ვთქვი უარი, პურზეც, გაზიან სასმელებზეც, ყველაფერ საკვებ მზა პროდუქტზე, რაც მაღაზიაში იყიდება, ალკოჰოლზეც და ა.შ.
ჯერ ვეგანობამდე შორს ვარ... ადამიანების სახეები კი მაკვირვებს, როცა ამ ყველაფერს იგებენ biggrin.gif ყველა ამბობს ის აუცილებელია, ეს აუცილებელია, თუმცა რეალურად არავინ არ ვიცით რა არის აუცილებელი smile.gif უბრალოდ, ვისაც როგორ სწამს, ისე ცხოვრობს.

ეს სურათი <3

user posted image

Posted by: სნეგირი2 2 Aug 2018, 15:44
ondeck
კუნთების ზრდისთვის საჭიროა ვარჯიში და ორგანიზმის შლაკებით გამოტენვა, იქნება ეს ცხოველური შლაკები თუ მცენარეული, ეფექტი მეტ-ნაკლებად იგივეა.
QUOTE
მასე ყველა ინფორმაცია მანიპულაციის საშუალებაა, ზოგს იმის სჯერა, ზოგს ამის, რეალურად კი სწორი რა არის, არავინ ვიცით.

ამისთვის არსებობს პირადი გამოცდილება. არსებობს ინფორმაცია, რომელსაც იღებ გარე წყაროებიდან და ცოდნა, რომელიც მიღებული და დადასტურებულია პირადი გამოცდილებით. ეს უკანასკნელი არის ერთადერთი სანდო ინფორმაცია.
QUOTE
ბანაობაზე რას იტყვი, ანუ მარტო წყლით ბანაობ? კბილების გახეხვაზე? სუნი კი გაქრება, მაგრამ ნადებს ჰომ უნდა მოშორება, ან ხელებს რითი იბან?

100% მცენარეული ნაყოფით კვებაზე ჯერ-ჯერობით არ ვარ, შესაბამისად საპონს ვხმარობ. იშვიათად კბილის პასტას.

Posted by: Keti-Ket 2 Aug 2018, 15:53
ondeck
მგონია რომ გააჩნია რაოდენობას კუნთის ზრდისთვის და ზოგადად დაბალანსებულ კვებას, მე ცხოველური წარმოშობის ცილა არ ამომიღია რაციონიდან, მაგრამ ვერ ვიტყვი რომ დიდად კუნთი გამეზარდა

და შენ რა მსაზრებით თქვი უარი მაგ ყველაფერზე?

Posted by: ondeck 2 Aug 2018, 16:28
სნეგირი2
დიდი მადლობა, იმედია წლების მერე გამოცდილებას გაგვიზიარებ.

Keti-Ket
ორი მოსაზრების გამო: პირველ რიგში ცხოველების სიცოცხლის პატივისცემის გამო და მეორე რიგში, რაც ცხოველებს არ ეხებათ, ვცდილობ, რომ ჯანსაღად ვიკვებო up.gif

Posted by: sandroEVO 2 Aug 2018, 19:18
მეცნიერი როცა თავის თავზე ჩაატარებს ამა თუ იმ საკვების მავნებლობას, შემდეგ შეიძლება დაჯერება, მანამდე არა. ვირთხებზე რაც მოქმედებს ესე, ადამიანზე იმოქმედებს ასე.
ეს ზოგადად, დანარჩენს რაც შეეხება, სანამ საკუთარ თავზე არ გამოცდით ავ-კარგიანობს პროდუქტის მანამდე 100%-ით ვერასდროს იტყვით და ვერ გეცოდინებათ რა და როგორ არის.

არის მეორე მომენტი, ყველა ადამიანის განვითარების დონე და ცნობიერება სხვადასხვა ეტაპზეა, შესაბამისად ერთს სრულიად აფსურდულად შეიძლება მოეჩვენოს არსებული საკითხი, მეორეს კი თავის თავზე ჰქონდეს გამოცდილი და იცოდეს რა და როგორ არის. ამიტომ ინფორმაციების აფსურდულად მოჩვენება არის სრულიად ნორმალური ფაქტი.

Posted by: ondeck 2 Aug 2018, 20:07
აქ მეცნიერულადაა დადასტურებულითქო რომ ვიკითხე, ვიგულისხმე მედიცინაში მსოფლიოში აღიარებულ ცოდნაზე, მედიცინაში კი საყოველთაოდ ცნობილია, რომ ძვალ-სახსროვანი სისტემისთვის საჭიროა ცხოველური წარმოშობის პროდუქტი და ა.შ.
რაც შეეხება წამლებს, გინდ პლაცებო დავარქვათ, გინდ სხვა რამე, ფაქტია რომ წამლები საჭიროა, სამწუხაროა, მაგრამ რას ვიზამთ, სიცხის დროს საჭიროა? წნევის დროს? და ა.შ. არა მგონია, მარტო კვებით მოგვარდეს ეს პრობლემა. საკუთარ ორგანიზმზე ვერ გავრისკავ ცდების ჩატარებას, მაგრამ ფქვილისგან დამზადებული პროდუქტი რომ აუცილებელი არაა და მეტიც,მავნებელია, რასაც უმრავლესობა ჭამს, ამაზე მცირედ, თუმცა ჩემთვის საკმარისი ინფორმაცია მივიღე და კარგად გავაანალიზე და ა.შ.
მთლად ვეგანობას ჯერ-ჯერობით ვერ ვრისკავ, რადგან ამ თემაზე მიღებული ინფორმაცია არ არის ჩემთვის საკმარისი, მიუხედავად იმისა რომ ყველაზე მეტი ინფორმაცია ამაზე მაქვს მიღებული, მაღალი რისკია ჩემთვის და რიგი მიზეზების გამო ვერ ვახერხებ ამ დროისთვის.

Posted by: სნეგირი2 2 Aug 2018, 22:57
ondeck
ჩემი ბლოგის ერთ-ერთი სტატიაა. რაღაც კითხვებზე პასუხს თუ ვერ იპოვი, სულ მცირე დაგაფიქრებს მაინც:
https://www.facebook.com/notes/%E1%83%A1%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%92%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%98/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9C-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%9B-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A1-%E1%83%A9%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9B%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A1/241065776616970/

Posted by: ondeck 2 Aug 2018, 23:35
სნეგირი2
საინტერესო სტატიაა up.gif
TED გეცოდინება არბათ, იქაც არის მსგავს თემაზე საინტერესო ლექციები.

Posted by: სნეგირი2 2 Aug 2018, 23:39
ondeck
ერთი შეხედვით საინტერესო TEDx-ის ლექციები, რეალურად წმინდა წყლის მანიპულაციაა. უფრო მეტსაც გეტყვი, ვეგანობა, როგორც მიმდინარეობა, მასების სამართავი ინსტრუმენტია. ჭეშმარიტებას არავინ გეტყვის, მითუმეტეს ღია წვდომაში. მას თავად უნდა მიაგნო, ცდებისა და შეცდომების მეთოდით. ვეგანობა წარმოადგენს ხორცის ჩანაცვლებას გენმოდიფიცირებული სიმინდით და სოიოთი. თუ გვერდზე გადავდებთ ეთიკურ მომენტს და შევაფასებთ ჯანმრთელობის კუთხით, მაშინ ჯერ კიდევ საკითხავია, რომელი უფრო მავნებელია ხორცი თუ გენმოდიფიცირებული ბურღულეული. ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი კი ის არის, რომ ვეგანების უმრავლესობა ეთიკური მომენტებიდან გამომდინარე ვეგანობს, ანუ მათ რაციონში რჩება უფრო მავნებელი პროდუქტები, ვიდრე ცხოველური (მაგ. სიგარეტი, ალკოჰოლური და გაზიანი სასმელები, სუპერმარკეტის შეფუთული პროდუქცია და ა.შ.)

Posted by: ondeck 3 Aug 2018, 00:54
QUOTE (სნეგირი2 @ 2 Aug 2018, 23:39 )
ondeck
ერთი შეხედვით საინტერესო TEDx-ის ლექციები, რეალურად წმინდა წყლის მანიპულაციაა. უფრო მეტსაც გეტყვი, ვეგანობა, როგორც მიმდინარეობა, მასების სამართავი ინსტრუმენტია. ჭეშმარიტებას არავინ გეტყვის, მითუმეტეს ღია წვდომაში. მას თავად უნდა მიაგნო, ცდებისა და შეცდომების მეთოდით. ვეგანობა წარმოადგენს ხორცის ჩანაცვლებას გენმოდიფიცირებული სიმინდით და სოიოთი. თუ გვერდზე გადავდებთ ეთიკურ მომენტს და შევაფასებთ ჯანმრთელობის კუთხით, მაშინ ჯერ კიდევ საკითხავია, რომელი უფრო მავნებელია ხორცი თუ გენმოდიფიცირებული ბურღულეული. ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი კი ის არის, რომ ვეგანების უმრავლესობა ეთიკური მომენტებიდან გამომდინარე ვეგანობს, ანუ მათ რაციონში რჩება უფრო მავნებელი პროდუქტები, ვიდრე ცხოველური (მაგ. სიგარეტი, ალკოჰოლური და გაზიანი სასმელები, სუპერმარკეტის შეფუთული პროდუქცია და ა.შ.)

up.gif
თავიდან ვეგეტარიანელი რომ გავხდი, ჩემი მიზანი არ ყოფილა ჯანსაღად კვება, ეგ მერე და მერე მოვიდა, ბევრ რამეზე ამეხილა თვალი, თუმცა ისიც გავიაზრე რომ ჯანსაღი კვება არ არსებობს, უბრალოდ ვცდილობ მინიმუმამდე დავიყვანო არაჯანსაღი საკვების მოხმარება. რა თქმა უნდა ორგანიზმსაც დაეტყო და შეიცვალა ბევრი რამ უკეთესობის მხრივ up.gif yes.gif
სულ უნდა პროგრესირებდეს ადამიანი, არამარტო აზროვნებაში, არამედ კვებაშიც, რადგან არასწორ გარემოში ვიზრდებით ბავშვობიდან.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: სნეგირი2 3 Aug 2018, 01:23
ondeck
QUOTE
TEDx რომ ვახსენე, მაინცდამაინც კვება და ვეგანობა არ მიგულისხმია

თემას მნიშვნელობა არ აქვს. აბსოლუტურად ნებისმიერი საკითხი უნდა შეისწავლო პირადი და მხოლოდ პირადი გამოცდილებით. ყოველივე სხვა მხოლოდ და მხოლოდ ინფორმაციაა, რომლის სარგებელიანობა ნულთან ახლოს ტრიალებს. ჩვენით მანიპულირება სწორედ ჩვენს მიერ ამ გარე ინფორმაციის ცოდნასთან გაიგივებით ხდება. ჩვენ ბრმად ვენდობით იმათ, ვისაც არც კი ვიცნობთ პირადად და შესაბამისად, არ ვიცნობთ მათ მიზნებს.

Posted by: Keti-Ket 3 Aug 2018, 12:13
ondeck
აი, წამლებზე არ ვარ დარწმუნებული. იმავე სიცხეზე ძალიან ბევრი ავტორიტეტული ექიმი ამბობს, რომ სიცხე ბუნებრივი რეაქციაა ანთებით პროცესზე და მისი ხელოვნურად დაწევა არ არის კარგი თუ სიცხე ძალიან მარალი არ არის. იგივე წინაპრები რომ ავიღოთ, რომელთაც როგორც ასეთი მედიკამენტები არ ჰქონიათ. ფაქტია რომ ცოცხლობდნენ და ცხოვრობდნენ თანამედროვე ადამიანზე უფრო დიდხანს. ესე იგი ბუნებაში არსებობს საშუალებები სხვადასხვა დაავადებისგან განსაკურნად

Posted by: ondeck 3 Aug 2018, 12:49
Keti-Ket
კი ვიცი რომ ნორმალური სიცხე რომ ბუნებრივი მოვლენაა და ანთებით პროცესებს ებრძვის, მე ძალიან მაღალი ვიგულისხმე. წინაპარი ადამიანი კიდე როგორ ებრძოდა დაავადებებს არ ვიცით. ზემოთა იუზერი მაგას აღნიშნავს თავის სტატიაში როცა გამოქვაბულის დროის ადამიანს ახსენებს, რომ არ უნდა ვცივდებოდეთ და ნორმალური მოვლენა არ უნდა იყოს ეგ. მე ასე მიმაჩნია, რომ მთლად ძველი დროის ადამიანს არ უნდა შევედაროთ, სხვა დრო იყო მაშინ და ძლებდნენ, ახლა კი დაბინძურებულ გარემოს დავუმატოთ ხელოვნურად შექმნილი ვირუსები და ა.შ. უამრავი მიზეზია დღეს რატომაც არის წამლის საჭიროება. წინა საუკუნეებში ტუბერკულოზით და სხვა დაავადებებისგან კვდებოდნენ, დღეს კი_აღარ.

Posted by: სნეგირი2 3 Aug 2018, 23:56
ის, რასაც ჩვენ ავადმყოფობას ვეძახით, რეალურად არის ორგანიზმის ელიმინაციის (თვითგაწმენდის) პროცესი. როგორ და რატომ მუშაობს წამალი? როცა ორგანიზმი თავისთავში გამონახავს რესურსებს, რათა დაიწყოს თვითგაწმენდის პროცესი, ადამიანი მიმართავ მისი შეჩერების საშუალებას, ანუ იღებს წამალს. წამლის ორგანიზმში აღმოჩენის შედეგად ხდება მისი მოწამვლა პირდაპირი მნიშვნელობით და ორგანიზმს ისღა რჩება, რომ შეწყვიტოს თვითგაწმენდის პროცესი და მთელი მისი რესურსები მიმართოს ამ წამლის მიღების შედეგად დაწყებული მოწამვლითი პროცესების გასანეიტრალებლად, რის შედეგადაც ჰქრება ავადმყოფობის სიმპტომები. მარტივად რომ ვთქვათ, ფარმაცევტიკა ებრძვის სიმპტომებს და არა ავადმყოფობას. ისევ და ისევ გავიმეორებ, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევიშალოთ ორგანიზმს თვითგაწმენდის (ავადმყოფობის) პროცესს. პირადად, ბოლო 2-3 წელია არანაირი წამალი არ მიმიღია და არც აღარასოდეს ვაპირებ.

Posted by: ondeck 4 Aug 2018, 00:55
სნეგირი2
უბრალოდ ვერ დავიჯერებ, რომ ფილტვების ანთება თავისით გაქრება, როცა მაგის წამალი არც ქონდათ წინა საუკუნეებში და იღუპებოდა ხალხი, ან ცოფი რომ გადაგდოს ცხოველმა რა უნდა ქნა? ხელოვნურად ვირუსებს ქმნიან და გეუბნებიან უნდა მიიღო ეს წამალი, თორემ დაიღუპები. მეც არ მომწონს ეს ყველაფერი, განა ვამართლებ...
* * *
კაპიტანი ფანტასტიკა ჰომ არ ხარ? smile.gif

Posted by: სნეგირი2 4 Aug 2018, 01:15
ondeck
კვდებიან მკურნალობისგან და არა ავადმყოფობისგან. ყველაზე ნათელი მაგალითი შიდსია.

Posted by: ondeck 4 Aug 2018, 01:43
საკითხავი ისაა, რატომ არ საუბრობენ ამაზე თუნდაც ექიმები, ნუთუ არავინ დაინტერესებულა ამ საკითხით. მაგრამ რამეც რომ თქვან, ხალხი არ დაიჯერებს.

Posted by: სნეგირი2 4 Aug 2018, 02:10
ადამიანების 99% სისტემის მიერ დაზომბებულია. სულ რომ პალატ-პალატ დაიარო ონკოლოგიურები და უთხრა, რომ უფასოდ გამოგაჯანმრთელებთ, ოღონდ თქვენი სურვილი იყოს, ყურს არავინ გიგდებს და თავიანთ ბოლო ფულს ქიმიოთერაპიაზე დახარჯავენ, რათა ბოლო დღეებიც ტანჯვაში გაატარონ. მე კიდევ პატივს ვცემ არჩევანის თავისუფლებას და ამიტომაც არავის ვაწუხებ დახმარების შეთავაზებით, ჰაჰაჰა : )))

Posted by: sabiels 7 Aug 2018, 16:54
Lichtenberg140
QUOTE
ვეგანებო თქვენი რჩევა მჭირდება სასწრაფოდ მოკლედ 4 წელი ვიყავი ვეგეტარიანელი ბოლოწელია გავხდი ვეგანი და მოკლე პერიოდის შემდეგ დამეწყო საშინელი თმისცვენა (როგორც აღმოჩნდა უამრაავ ვეგანს აქვს ეს პრობლემა თავიდან) სულ 2-3 თვეში ფაქტიურად თმის მთელი მოცულობის ნახევარი დავკარგე საბედნიეროდ მქონდა სქელი თმა და ამან ცოტა მიშველა ანუ თმის ჯანმრთელობის პრობლემები არასდროს მქონია დამხმარე ვიტამინებს არვიღებ ვიცი რომ ბურღულეული თხილი სოიო და მსგავსი პროდუქტებია საჭირო მე რეგულარულად ვიღებ რა ვქნა მირჩიეთ რამე....

რავი აგერ მეოთხე წელია რაც ვეგანი ვარ და არაფერი მსგავსი. შემწვარ მოხრაკულებს არ ვჭამ, ისედაც არ მიყვარს, მარილიანს არაფერს ვეკარები. ყავა, ჩაი, კაკაო და მსგავს რაღაცეებს არ ვსვამ. ძირითადად ვიკვებები ხილი, თხილეული, წიწიბურა, ბრინჯი, თაფლი (ზოგი ვეგანი არ მოიხმარს თაფლს ). ბოსტნეული არ მიყვარს. პროტეინებს ვყიდულობ და ძალიან მიყვარს ხილში (მაგალითად ბანანი) დაბლენდერებული სხვადასხვა არომატებით. წვნიანები, ხახვიანები, ნივრიანები, სუნელებიან და ა.შ აყროლებულ საჭმელს ვერ ვიტან. ცომეული არანაერი. ცხიმს დამატებით არაფერს ვხმარობ არც ზეთი, არც არანაერი მცენარეული კარაქი. წყალს ვსვამ ყოველთვის მაღაზიიდან ნაყიდს. სახლის წყალი მაგარი ბანძია. gluten free "პეჩენიებს" ვყიდულობ პსპ-ს აფთიაქებში კიდევ.
* * *
ondeck
QUOTE
რძისა და რძის პროდუქტების მავნებლობაზე ვინმე თუ დაწერთ ინფორმაციას, კარგი იქნება

https://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=fEZZ_Rsq0ZM
https://www.hippy.ru/faq/19.htm

* * *
Lichtenberg140
https://www.amazon.com/Country-Life-Max-Vegans-Multivitamin/dp/B005P0E3F8/ref=sr_1_31_s_it?s=hpc&ie=UTF8&qid=1533681988&sr=1-31&keywords=Country+Life&refinements=p_n_feature_nine_browse-bin%3A6997060011%7C6997076011%7C7206422011
ამას გირჩევდი. შეიცავს როგორც ვიტამინებს, ისე მიკრო და მაკრო ელემენტებს. ყველა საჭირო ამინომჟავას.
http://www.countrylifevitamins.com/store/max-vegans

მე ვერ ვხედავ პრობლემას დანამატის სახით მიიღოს ყველა საჭირო საკვები მინერალი ადამიანმა თუ კვებით ვერ ახერხებს.

sandroEVO
QUOTE
პირველ რიგში არ მიიღო არანაირი პრეპარატი, ჩემი აზრით ყველაზე დიდი შეცდომა ეგ იქნება.

შეცდომა ის ქნება რო არ მიიღოს. ვერ ახერხებს აშკარად კვებიდან სრულფასოვნად მიაწოდოს ორგანიზმს საჭირო მინერალები ამიტომ სანამ თმების ცვენას სხვა პრობლემები მოყვა ჯობს მიიხმაროს დანამატი.
QUOTE
ვიტამინების ნაკლებობა არის დიდი აბსურდი, რომელსაც ხალხი არასწორი კვებისგან იმკის.

ამაშია სწორედ საქმე. ზოგს დრო არ აქვს, ზოგს ფინანსები არ უწყობს ხელს, ზოგს ეზარება ზედმეტად ხილის და ბოსტნეულის ჭამა. ამიტომ დანამატი აადვილებს საქმეს. თან თუ ხარისხიანი და ბუნებრივი კომპონენტები ჭარბობს, მით უფრო არანაერი პრობლემაა.

Posted by: სნეგირი2 8 Aug 2018, 22:39
sabiels
QUOTE
მე ვერ ვხედავ პრობლემას დანამატის სახით მიიღოს ყველა საჭირო საკვები მინერალი ადამიანმა თუ კვებით ვერ ახერხებს.

რომ არა ერთი პატარა განსხვავება, ერთი ორგანულია, მეორე - არაორგანული.

თმების ცვენა პრობლემა კი არა, დროებითი მოვლენაა, რომელიც ორგანიზმის ახალ კვებაზე გადაწყობას მოჰყვება ხოლმე. რო-ვეგანების უმარვლესობას გავლილი აქვს ეს პერიოდი.

Posted by: თოვლი_ 9 Aug 2018, 13:13
სნეგირი2
იუთუბზე ქართული არხები ამ ფორმატით არაა და თუ შენს ბლოგ პოსტებს ამ ფორმატის ვიდეოებად დადებ მაგარი იქნება
ამ ფორმატით ანუ: მუსიკა, ლამაზი ხედები და ორატორი რომელიც სიბრძნეს ამბობს და კარგ აურას გამოყოფს ვიდეოს მსვლელობისას
ტექსტების წერა შეგიძლია, თან სერიალში იყავი როგორც მახსოვს კომპლექსები არ გაქვს ანუ, რადგან ბლოგ პოსტები დაწერე კი ანუ სულ ფეხებზეც არ გკიდია ხალხი. ხოდა იუთუბის ვიდეოებამდე რაღა დარჩა. 200-300 ადამიანის სიცოცხლე ხომ მაინც შეიძლება შეცვალოს მაგ ვიდეოებმა, მაგრამ 3 კაცის სიცოცხლეც რომ შეცვალოს ეგეც კარგია, იმ სამმა კაცმა 3000სის შეცვალოს შეიძლება, ერთი მეორისას შეცვლის მეორე მესამისას და ასე სამიათასამდე ავა. უბრალოდ იდეა მოგაწოდე, შენი საქმისა შენ იცი ბრო , შეიძლება ნაფიქრიც გაქვს ისედაც ამაზე, მაგ შემთხვევაში დამატებითი მოტივაცია გამოვა ჩემი პოსტი.




Posted by: სნეგირი2 9 Aug 2018, 19:16
თოვლი_
მიფიქრია, როგორ არ მიფიქრია.
ელემენტარული GoPro მაინც რომ მქონდეს, ალბათ გავაკეთებდი.
მაგრამ მხოლოდ ეგ რომ იყოს... გადაღება, მონტაჟი, ამბები...

Posted by: Keti-Ket 9 Aug 2018, 22:30
სნეგირი2
მგონი, პირველი იქნები თუ გააკეთე ქართულად ეგეთი შინაარსის ვიდეოები. ერთი ასაა, რომ ბევრი მნახველი არ გეყოლება, რადგან ქართულად მხოლოდ ქართველი თუ ნახავს

Posted by: სნეგირი2 9 Aug 2018, 22:58
Keti-Ket
არა, პირველი არ ვიქნები.
https://forum.ge/?showuser=154963 დებდა ვიდეოებს ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/diego.abc1

Posted by: Master_Nick 10 Aug 2018, 00:13
სნეგირი2
საინტერესო მიდგომები გაქვს, ბევრ რამეში გეთანხმები, კვების მეშვეობით მართლა დაუჯერებელი შედეგების მიღება შეიძლება, ჩემს თავზე რომ არ გამომეცადა ეს ყველაფერი რასაც ეხლა წერ არ/ვერ დაგიჯერებდიsmile.gif

Posted by: სნეგირი2 10 Aug 2018, 00:18
Master_Nick
ზუსტად მაგას ვამბობ, რომ ნურავის დაუჯერებთ, ნურც მოსმენილს და ნურც წაკითხულს, მხოლოდ საკუთარი გამოცდილების შედეგად დაასკვენით ჭეშმარიტება.

Posted by: სნეგირი2 13 Aug 2018, 03:53
თოვლი_
ჩემი პირველი ცდა დიეგოს არხზე:


Posted by: *Mandala 13 Aug 2018, 13:18
B 12 –ის დრო მომივიდა , გამოწერის და მცენარეული საკვებიდან მიღების გარდა რა პრეპარატს იღებთ ? და ტაქსოფიტი რამდენად ვეგეტარიანული/ვეგანურია თუ იცის ვინმემ

Posted by: sagaki 16 Aug 2018, 12:36
*Mandala
QUOTE
B 12 –ის დრო მომივიდა , გამოწერის და მცენარეული საკვებიდან მიღების გარდ პრეპარატს იღებთ ?

არაფერს. ძირითადად საკვებიდან.
QUOTE
და ტაქსოფიტი რამდენად ვეგეტარიანული/ვეგანურია თუ იცის ვინმემ

ვეგეტარიანულ/ვეგანურია.

http://psponline.ge/index.php?page=shop.product_details&flypage=flypage.tpl&product_id=21632&category_id=278&manufacturer_id=1287&option=com_virtuemart&Itemid=312&lang=ka
ამათ აქვთ ძალიან ხარისხიანი პოდუქცია.
არ შეიცევს: გლუტეინს, სახამებელს, რძის პროდუქტებს, სოიოს, საფუარს, შაქარს, სოდას, ხელოვნურ არომატიზატორებს, კონსერვანტებს და საღებავებს.
აფთიაქში გაცილებით იაფი ღირს საიტზე ფასთან შედარებით.

ეს კიდევ არის ძალიან კარგი ზოგადი კოპლექსი
http://pp.ge/index.php?a=main&pid=223&lang=geo

Posted by: *Mandala 17 Aug 2018, 09:47
sagaki
მადლობა

---------------------------------------------

Posted by: nesiz 20 Aug 2018, 22:43
სნეგირი2
რა მაინტერსებს. შეიძლება კვებამ მელანქონიურ ხასიათზე დაგაყენოს. მუღამი დაგაკარგინოს?

Posted by: Universe 24 Aug 2018, 00:02
nesiz
კი, მოქმედებს განწყობაზე. შეიძლება დეპრესიაც დაგმართოს არასწორმა კვებამ და პირიქით.


Posted by: nesiz 24 Aug 2018, 18:44
Universe
ვაა; და როგორ უნდა ვიკვებო რომ მელანქონია ანდა დეპრესია ავირიდო, რაიმე რესურს ხომ ვერ დადებდი.

Posted by: Universe 24 Aug 2018, 22:22
nesiz
მეც ძებნა მომიწევს, რადგან სად რა ამოვიკითხე ნამდვილად აღარ მახსოვს, თან გერმანულად.
ამიტომ ისევ შენით მოიძიო, სასურველ ენაზე, უფრო დაგეხმარება საკუთარი მოსაზრებების განმტკიცება/გაქარწყლებაში.


Posted by: სნეგირი2 25 Aug 2018, 01:13
nesiz
ემოციების უდიდეს ნაწილს, კვება განსაზღვრავს. რომელი საკვები როგორ მოქმედებს, ეგ თავად საკუთარ თავზე ექსპერიმენტულად უნდა დაადგინო.

Posted by: Firefly. 3 Sep 2018, 16:17
QUOTE
ემოციების უდიდეს ნაწილს, კვება განსაზღვრავს. რომელი საკვები როგორ მოქმედებს, ეგ თავად საკუთარ თავზე ექსპერიმენტულად უნდა დაადგინო.

up.gif

Posted by: თოვლი_ 13 Sep 2018, 18:03
მარტო ხილის ჭამაზე გადავედი boli.gif
შემდეგი ნაბიჯია ხილზეც უარი ვთქვა და breatharian -ი გავხდე
მაგის შემდეგ კიდევ გამოჩნდება რამე

Posted by: სნეგირი2 13 Sep 2018, 22:30
QUOTE
მარტო ხილის ჭამაზე გადავედი

მერამდენე დღეა?

Posted by: თოვლი_ 13 Sep 2018, 23:32
QUOTE (სნეგირი2 @ 13 Sep 2018, 22:30 )
QUOTE
მარტო ხილის ჭამაზე გადავედი

მერამდენე დღეა?

მეოთხე დღეა

შენც ხომ მარტო ხილს ჭამ და რამე დანამატებს იღებ ვიტამინების სახით?
მე არ უნდა მივიღო მარტო ხილი ვჭამო და ერთი და ორი წლის შემდეგ ან 30 წლის შემდეგ მარტო ხილზე ყოფნის, ხომ არ იქნება ცუდი ორგანიზმისთვის დანამატების გარეშე?

თქვენი ვიდეოების შემდეგ გადავწყვიტე თორემ მაქამდე არც განვიხილავდი მხოლოდ ხილის ჭამას

სამჯერ ორ ორი კვირით RAW ვეგანი ვიყავი მაგრამ დანამატების მიღებით მოვკვდი წამალივით დღეში რამოდენიმეჯერ მიღება დამქანცველია. მხოლოდ აფთიაქის ვიტამინების მიღება კიდე არაფერია მაგრამ თესლები რომ წყალში უნდა ალბო და მასეთებმა მომკლა. ცალკე ბოსტნეულები კიდე უგემურია.

ხილი კი მოგწონს ადამიანს გემოთი, მხოლოდ იმიტომ არ ჭამ რომ სასარგებლოა. ხოდა ეს უმთავრესი ფაქტორი იქნება მგონია რის გამოც RAW ვეგანობისგან განსხვავებით უფრო საჩემოა და ცხოვრების წესად გავიხდი მხოლოდ ხილს

Posted by: სნეგირი2 14 Sep 2018, 01:34
თოვლი_
ვიტამინები მითია. ხილი არის ადამიანისთვის აუცილებელი და საკმარისი საკვები.

პ.ს. საინტერესოა რამდენ დღეზე ახვალ.

Posted by: თოვლი_ 14 Sep 2018, 02:09
სნეგირი2
QUOTE
ვიტამინები მითია. ხილი არის ადამიანისთვის აუცილებელი და საკმარისი საკვები.

ამის მოსმენა მინდოდა up.gif

გული არ მიმიწევს ვიტამინების აბებისკენ

QUOTE
პ.ს. საინტერესოა რამდენ დღეზე ახვალ.

პირველ ორ კვირაზე გაწვრთნილი ვარ და მერე გავუძლებ ვინედოვნებ
ჩაკრები მინდა გავიხსნა რომ ასტრალში გავიდე ხოლმე, ამისთვის პირველი და აუცილებელი ნაბიჯი კი ორგანიზმის სრული გაწმედა მგონია ყველანაირი მავებლობისგან
ხილი კი იდეალურად გაწმენდს და შიგადაშიგ შიმშილობებიც

Posted by: სნეგირი2 14 Sep 2018, 11:49
თოვლი_
QUOTE
პირველ ორ კვირაზე გაწვრთნილი ვარ და მერე გავუძლებ ვინედოვნებ

იმედია.
უბრალოდ, ფრუქტორიანელობა და რო-ვეგანობა ორი სხვადასხვა ლეველია. რო-ვეგანობაზე ბევრი რჩება, ხილზე ერთეულები.

პ.ს. რუსული თუ გესმის, კარგ არხებს დაგილინკავ.

Posted by: Universe 14 Sep 2018, 12:33
სნეგირი2
ვიტამინები მითი როგორაა?

Posted by: სნეგირი2 14 Sep 2018, 13:08
Universe
QUOTE
ვიტამინები მითი როგორაა?

მე ვამბობ რომ მითია, თუ შენ საპირისპიროს დამტკიცება შეგიძლია, სიამოვნებით მოგისმენ.
ოღონდ სკოლაში ასე გვასწავლეს და ბრიტანელი მეცნიერები ღაღადებენ - არა.
კონკრეტულად შენ რა შეხება გქონდა მათთან. იქნებ საკუთარი თვალით გინახავს, ან სულაც ხელით შეხებიხარ.
საინტერესოა...

Posted by: Universe 14 Sep 2018, 13:22
სნეგირი2
დანაკლისის გამო ცუდად ვყოფილვარ.
მაგრამ მე მითის ამბავის გაგება მინდოდა. რას გულისხმობ მითში: ვიტამინი ბუნებაში არ არსებობს თუ ხელოვნურად მიღებული ვიტ. ათვისება არ ხდება ორგანიზმის მიერ, შესაბამისად ტაბლეტების საჭიროებაა მითი?
დამტკიცება საერთოდ რა შუაში იყო, ინფორმაციის გამოთხოვაა ეს.

Posted by: სნეგირი2 14 Sep 2018, 13:39
Universe
QUOTE
დანაკლისის გამო ცუდად ვყოფილვარ.

- საიდან იცი, რომ ვიტამინების დანაკლისის გამო იყავი ცუდად?
- ექიმმა მითხრა.
- ექიმმა საიდან გაიგო?
- ანალიზების შედეგებიდან.
- ამ ანალიზების ჭეშმარიტება როგორ დაადგინა?
- სამედიცინო უნივერსიტეტში ასწავლეს.
- ვინ და რატომ ასწავლა ასე და ასე?
- იმიტომ რომ...
QUOTE
რას გულისხმობ მითში

მითში იმას ვგულისხმობ, რომ უსიტყვოდ გვჯერა იმის, რაც მეცნიერული ენით არის აღწერილი.
შენი აზრით არსებობს რომელიმე ერთი სახეობის ხილი, რომელიც ყველა ვიტამინსა და მინერალს შეიცავს? ალბათ - არა.
და რომ გითხრა, ადამიანს მთელი დარჩენილი სიცოცხლე ფიზიკურად, მაგ. მხოლოდ მანგოზე შეუძლია იცოცხლოს-მეთქი?

Posted by: kenj 14 Sep 2018, 13:47
პარანოიას იწვევს ვეგანობაო ამბობენ სისხლისმსმელი ექიმები vik.gif


* * *
QUOTE (სნეგირი2 @ 14 Sep 2018, 13:39 )

და რომ გითხრა, ადამიანს მთელი დარჩენილი სიცოცხლე ფიზიკურად, მაგ. მხოლოდ მანგოზე შეუძლია იცოცხლოს-მეთქი?

ამდენი შაქარი ? 30 წლის ასაკში დაემსგავსები 60 წლის კაცს

Posted by: სნეგირი2 14 Sep 2018, 13:56
kenj
QUOTE
30 წლის ასაკში დაემსგავსები 60 წლის კაცს

შენ პირადად იცნობ ადამიანს, რომელიც რამდენიმე წელი მხოლოდ ხილზე იყო და 30 წლის ასაკში 60 წლის კაცს დაემსგავსა?
თუ მომავალში გავითვალისწინო და შენი პოსტები არასერიოზულად მივიღო?

Posted by: kenj 14 Sep 2018, 14:04
სნეგირი2
ძალიან დიდი როა შაქრის შემცველობა ხილში ეგ ხო ფაქტია ? პირადად არ ვიცნობ ინტერნეტიდან მიღებული ინფორმაციაა მხოლოდ + რამდენიმე ყოფილი frutarian წუწუნებდა ასაკი დამეტყო სერიოზულად და ამიტო აღარ ვაგრძელებო, საერთოდ შენი პოსტები ბლოგი წავიკითხე ბევრი რაღაც საინტერესოა და გასათვალისწინებელიც მარა მემგონი ზედმეტად ღრმად განიხილავ ყველა დეტალს, თითქოს ეჭვები გრღნის givi.gif არ გეწყინოს პროსტა ჩემი აზრია.

Posted by: სნეგირი2 14 Sep 2018, 14:16
kenj
QUOTE
ძალიან დიდი როა შაქრის შემცველობა ხილში ეგ ხო ფაქტია ?

არვიცი შენ რას ეძახი შაქარს, მაგრამ იმის, რასაც ჩაიში იყრი - 0.
QUOTE
ინტერნეტიდან მიღებული ინფორმაციაა

QUOTE
საერთოდ შენი პოსტები ბლოგი წავიკითხე ბევრი რაღაც საინტერესოა და გასათვალისწინებელიც მარა მემგონი ზედმეტად ღრმად განიხილავ ყველა დეტალს, თითქოს ეჭვები გრღნი

დიახ, ყველაფერზე რაც მაინტერესებს ეჭვი "მღრღნის", სანამ ინფორმაცია ცოდნად არ იქცევა და ამის ერთადერთი საშუალება პირადი გამოცდილებაა და სწორედ ამას "ვქადაგებ" ყველგან, რომ მხოლოდ პირადი გამოცდილებით გამოიტანეთ დასკვნები და ეზიარეთ ჭეშმარიტებას.
QUOTE
რამდენიმე ყოფილი frutarian

QUOTE
ინტერნეტიდან

ამაზე ჩემს პასუხს ალბათ ხვდები ზემოდაწერილიდან გამომდინარე.

Posted by: Universe 14 Sep 2018, 14:46
სნეგირი2
biggrin.gif
არა, ექიმს არ უთქვამს. მე მივედი და ვუთხარი.

უსიტყვოდ ნუ გჯერავთო და ნურც ნურაფერს მკითხავთო?

კაით.
როცა იქნება გავეცნობი.

Posted by: სნეგირი2 14 Sep 2018, 14:53
Universe
QUOTE
უსიტყვოდ ნუ გჯერავთო და ნურც ნურაფერს მკითხავთო?

მეგონა გაგეცი პასუხი.
სასიცოცხლოდ აუცილებელი ვიტამინები და მინერალები ჩემთვის ჯერ-ჯერობით მხოლოდ მეცნიერულ ნაშრომებში აღწერილი სახელებია და მხოლოდ.

Posted by: Universe 14 Sep 2018, 15:00
სნეგირი2
ხო, მაგრამ, შენი ამჟამინდელი კვებაც ვინმე მეცნიერ თუ არამეცნიერის ნაშრომებით შთაგონების შედეგია. შემდეგ პირადად გამოცდა, დაკვირვება. ან უკუმიმართულებით.

გვესმის რუსული yes.gif

Posted by: სნეგირი2 14 Sep 2018, 15:28
Universe
შთაგონებაზე ვმსჯელობთ თუ ცოდნაზე?

Posted by: Universe 14 Sep 2018, 15:37
სნეგირი2
ცოდნა შთაგონებიდან მოდის user.gif

მესმის...
თუ მეტად დამაინტერესებს ეს თემა მოვძებნი ჩემით. ოკ.

Posted by: Nome 14 Sep 2018, 15:43
სნეგირი2
თუ შეიძლება, დალინქეთ ეგ რუსული არხები. ისე რას იტყვით რატომ არიან გამხდრები
ი ხილიმჭამელები? ნანახი მაქვს მანგოს და კვეტას დოკუმენტური ფილმი, ასევე სხვებიც, ძალიან გამხდრები არიან და ენერგიაც ნაკლები აქვთ ვიდრე როუ ვეგანებს. ჩემი აზრით, როუ ვეგანური კვება არის იდეალური, რათქმაუნდა კოკაკოლას თუ არ დალევ, ჩიფსებს თუ არ შეჭამ და სხვა არაჯანსაღ პროდუქტს თუ არ მიირთმევ. იდეაში როუ ვეგანი არც უნდა ეტანებოდეს მაგათ, ამ კვების საფუძვლიდან გამომდინარე.
* * *
კაი პოლემიკა აიწია, საინტერესოა პირველი ადამიანი რას შეჭამდა? ისტორია ვინც იცის, ეცოდინება ბრინჯაოს ხანა, ქვის ხანა და ასე შემდეგ. აქედან შეიძლება რაღაც დასკვნების გაკეთება, თუმცა ისტორიაც ასე თუ ისე არაა 100პროცენტიანი სიმართლე, როგორც მედიცინა და სხვა. საინტერესოა, როგორ უძლებდა სიცივეებს, დაავადებებს პირველი ადამიანი
* * *
ტუტე-მჟავური ბალანსიც მითია? ამ თეორიის მიხედვით ხილიმჭამელების ორგანიზმი საკმაოდ მჟავური იქნება და ვინც არის ჩახედული ამ თემაში და ვისაც გამოცდილებაც აქვს, მიხვდება კარგად რასაც იწვევს მჟავური გარემო. ხილიმჭამელობის შემთხვევაშიც არაა პრობლემა ტუტე-მჟავური ბალანსის დაცვა, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ბევრი ტუტე ბოსტნეულიც ხილში გადის.
რომ დავუფიქრდეთ, ეგრეთ წოდებული ტრადიციული კვება ბევრად მჟავურია ვიდრე ხილიმჭამელობა, საბოლოოდ მაინც ვფიქრობ უმი ვეგანური კვება იდეალურია

Posted by: სნეგირი2 14 Sep 2018, 16:01
Universe
QUOTE
ცოდნა შთაგონებიდან მოდის

ცოდნა საკუთარი გამოცდილებიდან მოდის და მხოლოდ. გამოცდილება კი მხოლოდ მოქმედებიდან.

Nome
QUOTE
თუ შეიძლება, დალინქეთ ეგ რუსული არხები

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

QUOTE
ისე რას იტყვით რატომ არიან გამხდრები ხილიმჭამელები?

რაც საზოგადოებაში ნორმალურ წონად არის მიღებული, სინამდვილეში ჭარბია. მიზეზი კი ის არის, რომ თერმულად დამუშავებული მცენარეული და ცხოველური საკვები, ასევე თუნდაც უმი კაკლისებრები და ბურღულეული ორგანიზმში ტოვებს ე.წ. შლაკებსა და განავლის მასას და ასევე ხელს უწყობს ჭარბი რაოდენობით ცხიმის წარმოშობას. როდესაც ხარ ხილზე დროთა განმავლობაში შენი ორგანიზმის იძენს ბუნებრივ წონას, რომელიც, როგორც წესი, საყოველთაოდ აღიარებულ ნორმაზე ნაკლებია და ეს პროცესი პირველ თვეებში შეიძლება რადიკალურად აისახოს წონაზე, ანუ მოხდეს დიდი წონის დაგდება მოკლე დროში და გქონდეს ბუნებრივ წონაზე უფრო დაბალი. ერთი სიტყვით არც ისე ჯანმრთელად გამოიყურებოდე, თუმცა საბოლოოდ წონა აუცილებლად სტაბილურდება.

QUOTE
საინტერესოა პირველი ადამიანი რას შეჭამდა?

მიეცი 2-3 წლის ბავშვს ვაშლი და ცოცხალი ბაჭია, რომელს აირჩევს საჭმელად და რომელს სათამაშოდ?
QUOTE
საინტერესოა, როგორ უძლებდა სიცივეებს, დაავადებებს პირველი ადამიანი

დაავადებების 99% მოდის კვებიდან. თუ იკვებები შენი სახეობრივი საკვებით, შეუძლებელია ავად გახდე მას შემდეგ, რაც შენი ორგანიზმი სრულად განიწმინდება. ეს კი ძალიან ხანგრძლივი პროცესია. ვგონებ ათეული წლების.
QUOTE
ტუტე-მჟავური ბალანსიც მითია?

როცა მსგავსი კითხვები გიჩნდება, უნდა დაჯდე და ლოგიკურად გააანალიზო რა უფრო ახლოს დგას რეალობასთან, მაგრამ ამ ანალიზის დროს უნდა დაეყრდნო მხოლოდ საკუთარ ლოგიკას და არა გარედან მიღებულ ინფორმაციას. შემდგომ რეალობასთან ყველაზე ახლოს მდგომი თეზისები თავად გატესტო პრაქტიკაში და მხოლოდ ამის შემდეგ გეცოდინება ჭეშმარიტი პასუხი.

Posted by: Nome 14 Sep 2018, 16:24
სნეგირი2
QUOTE
რაც საზოგადოებაში ნორმალურ წონად არის მიღებული

სხვადასხვა საზოგადოებაში სხვადასხვა ნორმებია. მე არ მიგულისხმია დიდი წონა, მაგრამ თუნდაც კვეტას და მანგოს რომ შევხედოთ, ცოტა არ იყოს ულამაზოა ასეთი სიგამხდრე, თუმცა სილამაზეც ფარდობითია. როუ ვეგანებს კი აქვთ იდეალური წონა ჩემი თვალთახედვით. რათქმაუნდა მთავარი მაინც ჯანმრთელობაა

QUOTE
მიეცი 2-3 წლის ბავშვს ვაშლი და ცოცხალი ბაჭია, რომელს აირჩევს საჭმელად და რომელს სათამაშოდ?

ჰო, სამწუხაროდ გარემოზე და სოციუმზეა დამოკიდებული კვება და არამარტო.

QUOTE
დაავადებების 99% მოდის კვებიდან. თუ იკვებები შენი სახეობრივი საკვებით, შეუძლებელია ავად გახდე მას შემდეგ, რაც შენი ორგანიზმი სრულად განიწმინდება. ეს კი ძალიან ხანგრძლივი პროცესია. ვგონებ ათეული წლების.

ადრინდელ კვებას და ახლანდელს ვერ შევადარებთ, უამრავი ფაქტორის გამო. თუმცა ყველაფერს სჯობს მაინც უმი ვეგანური კვება, მარტო ხილით კვებაზე ვერაფერს ვიტყვი

ტუტე-მჟავურ კვებას რაც შეეხება, არ არის მითი ჩემი აზრით და გამოცდილებით, თუმცა ესეც ბოლომდე არ არის შესწავლილი.

მადლობა ლინქებისთვის

Posted by: სნეგირი2 14 Sep 2018, 16:39
Nome
QUOTE
კვეტას და მანგოს

ვინ არიან?

Posted by: Nome 14 Sep 2018, 16:50
სნეგირი2



სილამაზეს შევეშვათ და ენერგია არის აუცილებელი, პირველ ადამიანს ბევრი ენერგია დაჭირდებოდა დიდი ალბათობით და მარტო ხილის ჭამით რავიცი, თავად გაქვს გამოცდილება და ენერგიის ნაკლებობას არ უჩივი?

Posted by: სნეგირი2 14 Sep 2018, 16:56
Nome
თავადაპირველი მიზეზი სწორად ენერგიის სიმცირე იყო, რატომაც დავინტერესდი კვების ცვლილებით. ხილზე საბოლოოდ მეტი ენერგია გაქვს იმ მარტივი მიზეზით, რომ საჭმლის გადამუშავებაში ნაკლებს ხარჯავ.

Posted by: Nome 14 Sep 2018, 17:03
სნეგირი2
კი ეგეც მართალია, ნაკლები რო იხარჯება გადამუშავებაში ლოგიკურია, მაგას აღნიშნავს ბევრი უმი ვეგანური კვების მიმდევარიც. ენერგია კი მეტი და საკმარისიც ექნება უმ ვეგანს ვიდრე ფრუტარიანელს, იდეალური სხეულიც აქვს

Posted by: სნეგირი2 14 Sep 2018, 17:11
Nome
QUOTE
ენერგია კი მეტი ექნება უმ ვეგანს ვიდრე ფრუტარიანელ

უნდა სცადო ორივე და მხოლოდ მერე გააკეთო დასკვნა.

Posted by: Nome 14 Sep 2018, 17:17
სნეგირი2
კი ეგეც მართალია, საკუთარ გამოცდილებას უნდა ვენდოთ up.gif

Posted by: kenj 14 Sep 2018, 17:39
QUOTE (სნეგირი2 @ 14 Sep 2018, 16:56 )
Nome
თავადაპირველი მიზეზი სწორად ენერგიის სიმცირე იყო, რატომაც დავინტერესდი კვების ცვლილებით. ხილზე საბოლოოდ მეტი ენერგია გაქვს იმ მარტივი მიზეზით, რომ საჭმლის გადამუშავებაში ნაკლებს ხარჯავ.

ხოოო ეგ ყველაზე დიდი პრობლემაა ჩემი, ყველაფერი მეზარება და დარწმუნებული ვარ კვება თამაშოს მანდ უდიდეს როლს, ისე ხილზე ვყოფილვარ ორი დღე +ბოსტნნეული და ენერგიას არ ვუჩიოდი თავისუფლად ვგრძნობდი თავს.

Posted by: სნეგირი2 14 Sep 2018, 18:31
kenj
QUOTE
ისე ხილზე ვყოფილვარ ორი დღე +ბოსტნნეული და ენერგიას არ ვუჩიოდი თავისუფლად ვგრძნობდი თავს

ე.ი. აქვს რაღაც ეფექტი.

Posted by: kenj 14 Sep 2018, 19:08
სნეგირი2
ნუ ეგ ფაქტია რო ეფექტი აქვს, მაგიტომაც დავინტერესდი ზოგადათ, ყოფილი მწეველი ვარ დავანებე თავი და ენერგია მოვიდა თითქოს პირველად ეფექტი ჰქონდა გავიდა 2 წელი რაც აღარ ვეწევი და ისევ ისე მეზარება ყველაფერი, მემგონი მაინც სადღაც თქვენსკენ ვექაჩები თავს მეც ქვეცნობიერი მკარნახობს givi.gif მარა არა ბოლომდე ნუ ეს ეგრეთწოდებული ''პესკატარიანელი'' ცხოვრების წესი მომწონს თევზზე უარს ნამდვილად არ ვიტყვი (მოხარშული კევრცხი) დანარჩენი ხინკალე მწვადე მკიდია, საერთოდ წითელი ხორცი არ მევასება რო ვჭამ არ მერგება რასაც ქვია მაწუხებს,,, და ეს ცხოველი ცოდოა ჰუმანიზმისაგან მაგარი შორს ვარ, ჩემი ინტერესი გამოწვეულია როგორც უკვე ვთქვი უენერგიობით რაღაც უნდ შეცვალო ფაქტია და ჩემი ღრმა რწმენით კვებასთან არი პირდაპირ კავშირში pop.gif

Posted by: სნეგირი2 14 Sep 2018, 19:32
kenj
არ არის აუცილებელი ყველა ხილზე გადავიდეს. იდეა იმაშია, რომ შენი მიზნებიდან გამომდინარე იმოქმედო და არა რაღაც იდეალებს მოეჭიდო. ასე რომ, შენზე უკეთ არავინ იცის რა გჭირდება თავად შენ ამ კონკრეტულ პერიოდში.

Posted by: kenj 14 Sep 2018, 19:37
QUOTE (სნეგირი2 @ 14 Sep 2018, 19:32 )
kenj
არ არის აუცილებელი ყველა ხილზე გადავიდეს. იდეა იმაშია, რომ შენი მიზნებიდან გამომდინარე იმოქმედო და არა რაღაც იდეალებს მოეჭიდო. ასე რომ, შენზე უკეთ არავინ იცის რა გჭირდება თავად შენ ამ კონკრეტულ პერიოდში.

++ yes.gif yes.gif

Posted by: Keti-Ket 14 Sep 2018, 22:44
მაინც ვერ ვიჯერებ რომ მარტო ხილი შეიძლება საკმარისი იყოს ორგანიზმისთვის. მინიმუმ ხილი და ბოსტნეული, თუმცა საკუთარ აზრს არავის ვახვევ biggrin.gif

Posted by: სნეგირი2 15 Sep 2018, 01:56
Keti-Ket
ნებისმიერ რამეს ფარდა ცდის შედეგად ეხდება. : )

Posted by: Keti-Ket 15 Sep 2018, 15:37
სნეგირი2
აბა რა დანიშნულებით იარსებებდა ბოსტნეული დედამიწაზე? ან საერთოდ რა უარყოფით მხარეს ხედავ ბოსტნეულში?

Posted by: სნეგირი2 15 Sep 2018, 20:17
Keti-Ket
ხილის დანიშნულება ვიცი, ბოსტნეულზე შეიძლება მხოლოდ ვივარაუდო. ბოსტნეულში, პირველ რიგში იმ უარყოფით მხარეს ვხედავ, რომ უგემურია.

Posted by: ჯიმ"მორისონი 15 Sep 2018, 22:04
Raw Vegan როდესაც ხარ მარტო ხილს და ბოსტნეულს ჭამ ხომ
უმს ? user.gif

შეგიძლიათ ჩამწეროთ ის პორდუქტები რასაც ძირითადათ მირთმევთ მსგავსი კვების დროს ? rolleyes.gif

Posted by: სნეგირი2 16 Sep 2018, 01:21
ჯიმ"მორისონი
რო-ვეგანი არის, როცა მიირთმევ მხოლოდ მცენარეული წარმოშობის უმ პროდუქტებს.

Posted by: ჯიმ"მორისონი 16 Sep 2018, 10:36
სნეგირი2
ხოდა,გადასვლა მინდა ჩვეულებრივი ვეგანობიდან მაგაზე
ამბობენ მაგარი შედეგს იძლევა როგორც გახდომის მხივ ისე ჯამრთელობის

პროსტა ეგა ყავაზე რომ მომიწევს უარის თქმა და ასევე ჩემს საყვარელ რძის პროდუქტებზე user.gif

ისე ვინმეს გაქვთ დატესტილი ?
მართლა ახალგაზრდავებს და ენერგით აღავსებს ? biggrin.gif

Posted by: სნეგირი2 16 Sep 2018, 11:52
ჯიმ"მორისონი
ხანგრძლივ პერიოდში არ მაქვს გატესტილი, მაგრამ მოკლევადიან პერიოდებში ენერგიის მომატება მიგრძვნია აშკარად. ჩემ წლებთან შედარებით კი ისედაც ყოველთვის ახალგაზრდულად გამოვიყურებოდი.
თუმცა, გადასვლა ასე მარტივი არ არის, რომ ერთ დღეს უცებ ადგე და გადახვიდე. უმრავლესობას, ისევე როგორც მე, დრო სჭირდება ამისთვის.

Posted by: ჯიმ"მორისონი 16 Sep 2018, 13:01
სნეგირი2
ახლა ხილზე ხარ ხომ მარტო ?

დიეგოს არხი მაქვს გამოწერილი და იქ ვუყურე თქვენს ვიდეოებს სადაც ხილზე საუბრობთ smile.gif
არ გშივდება საერთოდ ? rolleyes.gif

Posted by: სნეგირი2 16 Sep 2018, 14:31
ჯიმ"მორისონი
ჯერ-ჯერობით არ ვარ 100% ხილზე. ამ ეტაპზე კვირაში ორი დღე ხილის მაქვს, ერთი დღე შიმშილობა. დანარჩენი დღეები ვცდილობ ნატურალურ ვეგანურ კვებაზე ვიყო. იდეა იმაშია, რომ დროთა განმავლობაში 100% ხილზე გადავიდე. მომენტალური გადასვლა პრაქტიკულად შეუძლებელი აღმოჩნდა ჩემთვის.

რაც შეეხება ხილზე ყოფნის დროს შიმშილის გრძნობას, ფიზიკური შიმშილი თითქმის არ მაწუხებს, მხოლოდ "ემოციური".

Posted by: Universe 16 Sep 2018, 15:13
QUOTE (სნეგირი2 @ 14 Sep 2018, 16:01 )
Universe
QUOTE
ცოდნა შთაგონებიდან მოდის

ცოდნა საკუთარი გამოცდილებიდან მოდის და მხოლოდ. გამოცდილება კი მხოლოდ მოქმედებიდან.

ვისთვის როგორ. არანაირი გამოცდილება, რაც ვერ შთამაგონებს, არ დამიტოვებს ცოდნას.

მოცემულ ვიდეოარხებს ვერ ვუყურე. აუტანლობასავითაა...


მასე, იმდენია, სინთლით ვიკვებებითო და ამ დროს ხალხი ანორექსიით კვდება.

Posted by: Nome 16 Sep 2018, 15:24
სნეგირი2
საკუთარ გამოცდილებას რომ შევეშვათ, რამე ინფორმაციას ფლობ თუ რატომ არის ადამიანის საკვები მხოლოდ ხილი?

მე ორი არგუმენტი მაქვს თუ რატომაც შემიძლია ვაღიარო ადამიანის საკვებად უმი ნაყოფი და არა მხოლოდ ხილი : 1. ისტორია - ანთროპოლოგია 2. ძველი აღთქმა

Posted by: სნეგირი2 16 Sep 2018, 15:45
Nome
QUOTE
საკუთარ გამოცდილებას რომ შევეშვათ, რამე ინფორმაციას ფლობ თუ რატომ არის ადამიანის საკვები მხოლოდ ხილი?

ძალიან დიდი თემაა. ძალიან მოკლედ რომ ვთქვათ, შენ, როგორც ადამიანი, ნაყოფის ჭამით მისი გამრავლების ფუნქციას ასრულებ. პრობლემა ის არის, რომ ასე მოკლედ ნათქვამი, უამრავ კითხვებს წარმოშობს, ამიტომაც მოკლე პასუხს დიდი აზრი არ აქვს.

Posted by: თოვლი_ 16 Sep 2018, 21:03
Universe
QUOTE
მასე, იმდენია, სინთლით ვიკვებებითო და ამ დროს ხალხი ანორექსიით კვდება.

ხო მაგრამ ანორექსიით ვინც კვდებიან ისეთი ცხოვრებით არ ცხოვრობენ ვინც სინათლით იკვებება

მზე უნარჩუნებს დედამიწაზე ყველაფერს სიცოცხლეს. ხილს რომ ჭამს ადამიანი, ჭამს უბრალოდ მზის ენერგიით გამოზრდილ პროდუქტს. ეგ ენერგია პირდაპირ მიზდადანც მიიღო შეგიძლია, ხილი რომ არ ჭამო

მზეს თვალებით ვინც აშტერდება ერთი საათი რამოდენიმე დღე აღარ ჭირდებათ ჭამა.. ერთი კვირის განმავლობაში რომ ყოველ დღე მთელი დრო რაც მზე ცაზე იქნება მას რომ უყურებდე შემდეგი 1 წლისთვის საკმარისი ენერგია დააგოვო შეიძლება

Posted by: Keti-Ket 16 Sep 2018, 22:05
Universe
QUOTE
სინთლით ვიკვებებითო და ამ დროს ხალხი ანორექსიით კვდება.

ანორექსია არანაირ კავშირში არ არის არც ვეგანობასთან და არც მზის ენერგიასთან. ეს ფსიქო-ემოციური, ძალიან მძიმე დაავადებაა. ანორექსიკები კი რიგ შემთხვევებში ყველაფერს ჭამენ, უბრალოდ ძალიან მცირე ოდენობით

Posted by: სნეგირი2 16 Sep 2018, 22:28
ანორექსია, ბულემია და ა.შ. წმინდა ფსიქოლოგიური გადახრებია.

რაც შეეხება მზით, ჰაერით, პრანით და ა.შ. კვებას, სანამ ხორციელ სხეულს ვატარებთ, მატერიალური საკვები უნდა მივიღოთ, სხვა შემთხვევაში მარტივად რომ ვთქვათ "დავიქცევით", რადგან ჩვენს სხეულში არსებულ წყალს არაფერი გააჩერებს ორგანიზმში.

Posted by: kompasa mio 16 Sep 2018, 22:38
მცენარეებს არა სტკივამთ???


რაიყოდა
პესტოს ვინმე ამზადებთ?
ან ვეგანური პესტო გდია სადმე მაღაზიაში?


Posted by: სნეგირი2 16 Sep 2018, 22:59
QUOTE
მცენარეებს არა სტკივამთ???

ხუმრობა იქით იყოს და კიდევ ერთ-ერთი არგუმენტი, რატომ მაინცდამაინც ნაყოფი და არა მაგ. ბოსტნეული. : )))

Posted by: თოვლი_ 16 Sep 2018, 23:12
QUOTE (სნეგირი2 @ 16 Sep 2018, 22:28 )
ანორექსია, ბულემია და ა.შ. წმინდა ფსიქოლოგიური გადახრებია.

რაც შეეხება მზით, ჰაერით, პრანით და ა.შ. კვებას, სანამ ხორციელ სხეულს ვატარებთ, მატერიალური საკვები უნდა მივიღოთ, სხვა შემთხვევაში მარტივად რომ ვთქვათ "დავიქცევით", რადგან ჩვენს სხეულში არსებულ წყალს არაფერი გააჩერებს ორგანიზმში.

მამა ბასილაძეზე დაწერილ წიგნში ერთი მომენტია სადაც 6 მდე მოწმის თვალწინ სახე შეიცვალა, სხვა ბერის სახე მიიღო. მატერიის კონტროლი შესაძლებელიაო აქვს ნათქვამი.
მატერიის კონტროლი დამოკიდებული იქნება სულიერ ძალებზე, სულიერი ძალები კი ღმერთიდან მოდის

ღვთიური მადლი როცა გადმოვა ადამიანზე იმდენი რომ მატერიის კონტროლი შეეძლება, სხეულიც ხომ მატერიალურია, ხოდა შეეძლება რომ შეაკავოს სხეული ჭამის გარეშე ისე რომ არ დაიქცეს სხეული. ასევე ტელეპორტაციაც შეეძლება, ერთ ადგილას გაქრეს და სხვაგან გაჩნდეს.

Posted by: Universe 16 Sep 2018, 23:13
თოვლი_
QUOTE
მზეს თვალებით ვინც აშტერდება ერთი საათი რამოდენიმე დღე აღარ ჭირდებათ ჭამა

და აღარც თვალები user.gif

Keti-Ket
QUOTE
ანორექსია არანაირ კავშირში არ არის არც ვეგანობასთან და არც მზის ენერგიასთან

არა, უჭმელობასთანაა კავშირში.


სნეგირი2
QUOTE
ხუმრობა იქით იყოს და კიდევ ერთ-ერთი არგუმენტი, რატომ მაინცდამაინც ნაყოფი და არა მაგ. ბოსტნეული. : )))

ეს ცალკე საკითხია კიდე.
ვიტამინების მითად გამოცხადებამ გამაკვირვა, დამაინტერესა თავიდან, რადგან თუ მართლა მასეა, ხო, რაღად გვინდა ეს სხვადასხვაგვარი საკვები.

Posted by: თოვლი_ 16 Sep 2018, 23:15
Universe
QUOTE
და აღარც თვალები

ეგ მითი იმიტომ მოიგონეს რომ მზეს არ უყუროს ხალხმა
მაგრამ იმ მოლოდინით ვინც მიაშტერდება მზეს რომ მხედველობას დაკარგავს, ეგრეც მოხდეს შესაძლებელია, იმიტომ რომ ჩვენი ფიქრებით ვქმნით რეალობას

Posted by: Universe 16 Sep 2018, 23:22
თოვლი_
არის შენს ხუმრობაში სიმართლე user.gif განწყობა დიდ როლს თამაშობს, მაგრამ არა იმხელას, რომ გამოსხივებით გამოწვეული თვალის დაწვა და დაბრმავება აგვაცილოს, მზეს მიშტერებულებს. :სასხვათაშორისოდ:

Posted by: სნეგირი2 17 Sep 2018, 00:06
თოვლი_
მე იმის მწამს, რომ მატერიალურ სამყაროში მატერიალური კანონები მოქმედებს.

გამოვლილი მაქვს ეგ ეტაპი, რაზეც ახლა ხარ და სპოილერად დაგიწერ: ჩვენს რეალობას მხოლოდ მოქმედებით ვქმნით და არა ფიქრებით. მაქსიმუმი, რაშიც შეიძლება ფიქრები, უფრო სწორედ კი განწყობა დაგვეხმაროს, ეს მოქმედებისკენ ბიძგია.

თუ არ გჯერა, გატესტე გოგოებზე. შეიქმენი მხოლოდ ფიქრებით ისეთი რეალობა, სადაც თავად გეცნობიან, თავად ცდილობენ შენს მოხიბვლას, თავად აჰყავხარ საკუთარ სახლში და თავად გთავაზობენ სექსით დაკავებას და მე ვიტყვი, რომ პიკაპი მხოლოდ უაზრო ბავშვური ოინებია. : )))

Posted by: INA-INA 20 Sep 2018, 01:18
ჯიმ"მორისონი

QUOTE
ისე ვინმეს გაქვთ დატესტილი ?
მართლა ახალგაზრდავებს და ენერგით აღავსებს ?



მე გავტესტე 4 თვემდე 100% უმი ვეგანობა.
ენერგია გემატება, ძილი გინდება ნაკლები. ადრე თუ მინიმუმ 8-9 საათი მინდოდა გამოსაძინებლად, უმი ვეგანობის დროს 5-6 საათამდე ჩამოვიდა ძილის პერიოდი.
იოგას თუ ვარჯიშობ სხეული უფრო ელასტიური ხდება და ადვილად ვარჯიშობ.
არ გრძნობ თავს არასოდეს მძიმედ.
კანი იწმინდება სასწაულად, ნაზი და ხავერდოვანი ხდება.
არ გაწუხებს ოფლისა და კუჭში გასვლის თემა, ანუ ოფლი გამოდის,მაგრამ ის ბაქტერიები რაც მერე სუნს აძლევს აღარ ბოგინობენ კანზე))
ორგანიზმი იწმინდება ძალიან კარგად, გრიპი აღარ გემართება, ანთებითი პროცესები ქრება.
გოგოებს დააინტერესდებათ, მენსტრუაციასთან დაკავშირებული პრობლემები მოგიგვარდებათ და შემცირდება დღეები.
საკვების გემოს უფრო კარგად იგრძნობთ.
უარყოფითი შედეგები არ მქონია. თავიდან მხოლოდ ლორწო მიგროვდებოდა ცხვირ ხახაში, რომ გადავხედე მერე ინფოს წმენდა ხდება მასეთი სახით,ორგანიზმი გამოყოფს დაგროვებულ ნაგავს.
ასეთ კვებაზე როდესაც გადადიხართ აუცილებლად ანტიპარაზიტული წმენდაც ჩაიტარეთ.

ვისაც აინტერესებს რას ვჭამდი აქ შეგიძლიათ ნახოთ. ხილი, ბოსტნეული და გაღივებული პროდუქტები. smile.gif


https://www.facebook.com/groups/494926297546420/


Posted by: სნეგირი2 20 Sep 2018, 14:54
INA-INA
მგონი ერთადერთი 100%-იანი რო-ვეგანი ხარ საქართველოში (თუნდაც დროებით).

პ.ს. ფბ-ზე ფრენდ რიქუესთი გამოგიგზავნე.

Posted by: INA-INA 20 Sep 2018, 16:08
სნეგირი2

არიან კიდევ) კაფე იყო,მგონი ახლაცაა ,მისი დამფუძნებელია როვ ვეგანური სამზარეულოს მცოდნე. ნამუ ნახე აბა ფეისბუქზე. ახლაა მოდაში დეტოქსიკაცია და მაგ დროსაც სულ ცოცხალ საკვებზე არიან. კიდევ იქნებიან როვ ვეგანები რომლებიც აქტიურ სულიერ განვითარებას ეწევიან ,სხეული რაც უფრო სუფთაა მით უფრო ადვილად აღწევენ რაღაც ეტაპებს,ეგეთი ტიპები აფიშირებას არ უკეთებენ თავის თავს)

Posted by: Keti-Ket 20 Sep 2018, 21:36
სნეგირი2
QUOTE
ხუმრობა იქით იყოს და კიდევ ერთ-ერთი არგუმენტი, რატომ მაინცდამაინც ნაყოფი და არა მაგ. ბოსტნეული

ბოსტნეულის გარკვეული სახეობები გარკვეულწილად ნაყოფის ფორმით მოდის და მაგ მხრივ არ არის გამართლებული არგუმენტი.

INA-INA
და რატომ აღარ გააგრძელე? თუ თავიდანვე ეგ ვადა გქონდა განსაზღვრული?

Posted by: სნეგირი2 20 Sep 2018, 21:53
Keti-Ket
რაც ნაყოფის სახით მოდის, ანუ თესლს შეიცავს, სინამდვილეში ხილია. მაგ. პომიდორი, კიტრი, გოგრა, ბადრიჯანი, წიწაკა და ა.შ. სრულიად შეცდომით ხილი რატომღაც მხოლოდ ტკბილთან ასოცირდება. სხვათაშორის, ინგლისურად fruit ნაყოფს ნიშნავს.

თუმცა, არსი და იდეა თუ გვესმის, რას დავარქმევთ, მაგას უკვე დიდი მნიშნვნელობა არ აქვს.

Posted by: ჯიმ"მორისონი 20 Sep 2018, 23:39
INA-INA
4თვის მეტი რატომ არ გააგრძელე უმი ვეგანობა ?

Posted by: Adi 21 Sep 2018, 14:14
სნეგირი2
QUOTE
- საიდან იცი, რომ ვიტამინების დანაკლისის გამო იყავი ცუდად?
- ექიმმა მითხრა.
- ექიმმა საიდან გაიგო?
- ანალიზების შედეგებიდან.
- ამ ანალიზების ჭეშმარიტება როგორ დაადგინა?
- სამედიცინო უნივერსიტეტში ასწავლეს.
- ვინ და რატომ ასწავლა ასე და ასე?
- იმიტომ რომ...

იმიტომ რომ მერე შესაბამისი პრეპარატი დანიშნა და შედეგი დადგა კონკრეტული ვიტამინ(ებ)ის დეფიციტის შევსების.
არასერიუზული და საფუძველს მოკლებულია ვიტამინების მითიურობა ჩემი აზრით.
ძირითადად კამათი მიდის სინთეტურ ვიტამინების ირგვლივ თუ რამდენად შეუძლიაა ჩაანაცვლოს ბუნებრივი ვიტამინები და ა.შ.
ბებია ექიმი მყავდა და ერთ ერთი მშობელიც ექიმი მყავს და მაგისგან ვიცი რომ სრულიად მსგავსია სინთეტური ვიტამინი ბუნებრივი ვიტამინის როგორც სტრუქტურულად ისე თვისებებით, ორივე ერთ საქმეს აკეთებსო.



raw ვეგანი არ ვარ ვარ მაგრამ ვეგანი ვარ. ისიც ყველაფერს არ ვიყრი მუცელში. ძირითადად ვიკვებები, ჩირეული (ქიშმიში, ფინიკი, გარგრის ჩირი) თხილეული, ბოსტნეული, gluten free პეჩენებიბი და თითქმისს ესაა სულ. ხანდახან პროტეინებსაც ვყიდულობ და ასწორებს ხილში დაბენდერებული გლუტეინის გარეშე "პეჩენიებთან" ერთად და მაგის გარეშეც. ზეთებზე, კარაქზე და სხვა ნაყიდ ცხიმებზე ზედმეტია საუბარი საერთოდ არ მოვიხმარ. არანაერი შემწვარი არანაერი მოხრაკული. არც წვნიანები მიყვარს. ბავშვობიდან უცნაური და განსხვავებული დამოკიდებულება მქონდა კვებასთან მიმართებაში. ყველას უკვირდა გარშემო, ჩემები განსაკუთრებით ნევიულობდნენ ჩემს ჭამაზე მაგრამ ჩვეულებრივად გავიზარდე არც სიმაღლეში ჩამოვრჩენილვარ და არც სწავლაში. ზოგადად ჩაციკლული ტიპი ვარ კვებაზე და მსგავს საკითხებზე. სისუფთავეზე და წესრიგზე მჭირს ავადმყოფური გადახრები facepalm.gif ასეთი კვების სტილმა კიდევ უფრო გააღრმავა.

Posted by: INA-INA 21 Sep 2018, 17:25
Keti-Ket
ჯიმ"მორისონი

მიზანი არ მქონია მუდმივად 100% უმ ვეგანურ კვებაზე ვყოფილიყავი. ორგანიზმი გავიწმინდე, ძალიან მწვავე აკნე მქონდა და მოვაშთე, ეგ პერიოდი საკმარისი აღმოჩნდა.
თან მერე ძალიან გადავიჭერი. თუ თავიდან ბევრ რამეს ვჭამდი, ნელ-ნელა გამოვრიცხე. გემოვნება სასწაულად შემეცვალა, თუ თავიდან სალათებს ბევრ ცხიმს ვამატებდი და სუნელებს ეგენი აღარ მომწონდა, მერე თვითონ ბოსტნეული და მწვანილიც ))) აღარც გაღივებული მარცვლეული მიხარებდა გულს ))
დავედი ხილამდე და იქაც ერთ-ორ სახეობას ვჭამდი.
ისეთ ადგილას რომ ვცხოვრობდე სადაც ზამთარი არაა და ბევრი ახალი ხილის ფართო არჩევანია და არა იმპორტირებული, ალბათ
დავრჩებოდი. ახლა ნახევარზე მეტი მაინც ცოცხალი საკვებია ჩემი მენიუ. ვშიმშილობ ასევე ეკადაშის დღეებში, მშვენივრად ვარ.
ვჭამ მოხარშულ ამარანტს, ქენუას, ყავისფერ ან წითელ ბრინჯს, ჰუმუსს ვაკეთებ-ხოლმე. უკიდურესობაში გადავარდნას ზომიერება ჯობია ჩემთვის. )

Posted by: Keti-Ket 21 Sep 2018, 23:09
QUOTE
სისუფთავეზე და წესრიგზე მჭირს ავადმყოფური გადახრები

აი, როგორ მახარებს ამ ფრაზის წაკითხვა. მგონია რომ მარტო მე ვარ ასეთი, რადგან უკვე გარშემო მესმის ფრაზები - ზედმეტი ხომ არ მოგდის შინაარსის biggrin.gif

INA-INA
ტაილანდში უნდა გადასახლდე, იქ ერთ-ერთ სოფელში მსგავს კვებაზე ყოფილან

Posted by: Universe 21 Sep 2018, 23:33
INA-INA
QUOTE
გემოვნება სასწაულად შემეცვალა, თუ თავიდან სალათებს ბევრ ცხიმს ვამატებდი და სუნელებს ეგენი აღარ მომწონდა, მერე თვითონ ბოსტნეული და მწვანილიც ))) აღარც გაღივებული მარცვლეული მიხარებდა გულს ))
დავედი ხილამდე და იქაც ერთ-ორ სახეობას ვჭამდი.

მოთხოვნილება, მადა გაგიქრა თუ უგემურად გეჩვენებოდა?
ზედმეტად საფიქრალი და საზრუნავი არაა სრულად უმი ვეგანური კვება? წინდაწინ უკვე მოსაბეზრებელი მგონია, თუმცა, მაინც ვაპირებ ცდას, რამდენად გავალ ფონს მხოლოდ იმ ბოსტნეულით, რასაც ამჟამადაც მივირთმევ.

Posted by: ჯიმ"მორისონი 21 Sep 2018, 23:47
INA-INA
მეც ვეგეტარიანელი ვარ,მაგრამ რძის პროდუქტებს და კვერცხს ვჭამ
რა მიდნა კიდევ გკითხო
ის 4 თვე როდესაც იყავი მსგავს კვებაზე ვიზუალურად თუ შეიცვლაე
ამბობენ ახლგაზრდავებს ადამინსო
ნუ მე არ მჯერა მარა მაინც

გასაგებია აქ უმეტესობა ისედაც ახალგაზრდები ვართ ალბათ,მაგრამ თუ იგრძენი ვიზუალური კუთხით ოდნავ მაინც ცვლიება ?

Posted by: Adi 22 Sep 2018, 01:33
Keti-Ket
QUOTE
აი, როგორ მახარებს ამ ფრაზის წაკითხვა. მგონია რომ მარტო მე ვარ ასეთი, რადგან უკვე გარშემო მესმის ფრაზები - ზედმეტი ხომ არ მოგდის შინაარსის

მარტო არ ყოფილხარ
იმ განსხვავებით რომ მე არავინ არაფერს მეუბნება : )

Posted by: Taisiaa 14 Oct 2018, 18:27
გამარჯობა .))
შემოგიერთდებით მეც .))


Posted by: picaso2008 14 Oct 2018, 18:57
არაფერში არ ვარგა რადიკალიზმი. ყველაფერს ნორმალური კვების რაციონი სჯობია.
აქ ჩამოვთვლი რა უარყოფითი შედეგები შეიძლება მოგიტანოთ ვეგანური ცხოვრების წესმა:
1. დაბალი ქოლესტერინის დონე ორგანიზმში რაც ისევე არ ვარგა როგორც მაღალი.
2. კუჭის კიბოს გაზრდილი რისკი.
3. ვიტამინი B12-ის დეფიციტი ორგანიზმში რაც იწვევს ენერგიის ნაკლებობას და მეხსიერების დაქვეითებას. თუ ვეგანურ ცხოვრების წესს მისდევ აუცილებელია მიიღო ეს ვიტამინი რომელიც ძირითადად ცხოველურ საკვებშია.
4. ძვლების მინერალური სიმკვრივის დაქვეითება, ეს იწვევს ძვლების ადვილად მსხვრევადობას.
5. ორგანიზმში არასაკმარისი დონე ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავების.

შეიძლება პერიოდულად იყოთ ვეგანი მაგრამ არა მუდმივად.

Posted by: Taisiaa 14 Oct 2018, 19:42
picaso2008


ერთი წელზე მეტია უმ ხილზე და ბოსტნეულზე ვარ, მანამდე ხორცი ამოვიღე , ასევე ცხოველური პროდუქტები, ნუ ძალიან იშვიათად ვჭამ ხაჭოს და შეიძლება იშვიათად კაპუჩინო დავლიო : )))
ძალიან მიყვარს.))

ხოდა მინდა გითხრა,რომ არაფერი არ დამზიანებია,პერიოდულად ვიკეთებ ანალიზებს და ყველაფერი წესრიგში მაქვს...


ვაპირებ,რომ ხაჭოც ამოვიღო და საერთოდ უმ ბოსტნეულზე,ხილზე, ჩირებზე ... გადავიდე ))
რაც შენ დაწერე მაგის რისკი ალბათ ხორცის მჭამელებში უფროა, ვიდრე ვეგანებში.

Posted by: picaso2008 14 Oct 2018, 20:05
Taisiaa
ძალიან კარგი. ალბათ ახალგაზრდა ხარ და ორგანიზმში გაქვს მარაგები. მე ვიგულისხმე პრობლემები რომლებიც შეიძლება შეექმნათ შუახანის ასაკის შემდეგ. ისე ბ12 ვიტამინი აუცილებელია როგორც საკვები დანამატი მიიღონ ხშირად.
ისე ვეგანობის იდეა მეც მომწონს მაგრამ პერიოდულად და არა ყოველთვის.

Posted by: Taisiaa 14 Oct 2018, 20:42
QUOTE (picaso2008 @ 14 Oct 2018, 20:05 )
Taisiaa
ძალიან კარგი. ალბათ ახალგაზრდა ხარ და ორგანიზმში გაქვს მარაგები. მე ვიგულისხმე პრობლემები რომლებიც შეიძლება შეექმნათ შუახანის ასაკის შემდეგ. ისე ბ12 ვიტამინი აუცილებელია როგორც საკვები დანამატი მიიღონ ხშირად.
ისე ვეგანობის იდეა მეც მომწონს მაგრამ პერიოდულად და არა ყოველთვის.


კი ,ახალგაზრდა ვარ,ჯერჯერობით : )))

მე მუდმივად ასე მინდა ვიცხოვრო,თან ჯანმრთელობის გაუმჯობესებასთან ერთად კიდევ ერთი პლიუსი აქვს, ნაკლები დანახარჯები ...

ხანდახან მგონია,რომ ფიქრებიც კი შემეცვალა ...

Posted by: lombardooo 14 Oct 2018, 21:33
QUOTE (Taisiaa @ 14 Oct 2018, 20:42 )
QUOTE (picaso2008 @ 14 Oct 2018, 20:05 )
Taisiaa
ძალიან კარგი. ალბათ ახალგაზრდა ხარ და ორგანიზმში გაქვს მარაგები. მე ვიგულისხმე პრობლემები რომლებიც შეიძლება შეექმნათ შუახანის ასაკის შემდეგ. ისე ბ12 ვიტამინი აუცილებელია როგორც საკვები დანამატი მიიღონ ხშირად.
ისე ვეგანობის იდეა მეც მომწონს მაგრამ პერიოდულად და არა ყოველთვის.


კი ,ახალგაზრდა ვარ,ჯერჯერობით : )))

მე მუდმივად ასე მინდა ვიცხოვრო,თან ჯანმრთელობის გაუმჯობესებასთან ერთად კიდევ ერთი პლიუსი აქვს, ნაკლები დანახარჯები ...

ხანდახან მგონია,რომ ფიქრებიც კი შემეცვალა ...

თაფლსაც არ ჭამ დავიჯერო? როოგორ ძლებ ღმერთმანი

Posted by: Taisiaa 14 Oct 2018, 22:18
QUOTE (lombardooo @ 14 Oct 2018, 21:33 )
QUOTE (Taisiaa @ 14 Oct 2018, 20:42 )
QUOTE (picaso2008 @ 14 Oct 2018, 20:05 )
Taisiaa
ძალიან კარგი. ალბათ ახალგაზრდა ხარ და ორგანიზმში გაქვს მარაგები. მე ვიგულისხმე პრობლემები რომლებიც შეიძლება შეექმნათ შუახანის ასაკის შემდეგ. ისე ბ12 ვიტამინი აუცილებელია როგორც საკვები დანამატი მიიღონ ხშირად.
ისე ვეგანობის იდეა მეც მომწონს მაგრამ პერიოდულად და არა ყოველთვის.


კი ,ახალგაზრდა ვარ,ჯერჯერობით : )))

მე მუდმივად ასე მინდა ვიცხოვრო,თან ჯანმრთელობის გაუმჯობესებასთან ერთად კიდევ ერთი პლიუსი აქვს, ნაკლები დანახარჯები ...

ხანდახან მგონია,რომ ფიქრებიც კი შემეცვალა ...

თაფლსაც არ ჭამ დავიჯერო? როოგორ ძლებ ღმერთმანი

თითქმის არა, თუ გავცივდი, ან უენერგიოდ ვარ,ვიღებ რათქმაუნდა და ისე არა ...

ვძლებ? საერთოდ არ მაქვს გასაძლებად საქმე
რომ ვიტანჯებოდე,მაზოხისტი კი არ ვარ ...
ჩემი ჯანმრთელობისთვის ვაკეთებ .))

ძალიან დიდ ენერგიას ვიღებ ამ ყველაფრიდან ...

Posted by: lombardooo 14 Oct 2018, 22:27
თაფლი უფრო საზიანოა ჯანმრთელობისთვის ვიდრე სასარგებლო?

Posted by: Taisiaa 14 Oct 2018, 22:40
QUOTE (lombardooo @ 14 Oct 2018, 22:27 )
თაფლი უფრო საზიანოა ჯანმრთელობისთვის ვიდრე სასარგებლო?

უბრალოდ არ მიყვარს.))
ყელი მეწვება რომ ვჭამ ,იმდენად ტკბილია...

ვიცი ,რომ ვეგანთა გარვეულ ჯგუფს თაფლზე თავიანთი შეხედულებები აქვთ ...ეს ვრცელი თემაა,მოძებნე თუ გაინტერესებს.
ზოგი ჭამს,ზოგი არა.

Posted by: lombardooo 14 Oct 2018, 22:46
ეტყობა ბევრს ჭამდი ადრე,რა ჯობია თაფლით პირის ჩაკოკლოზინებას smile.gif) უფს..არ შეგაცდინო ახლა

Posted by: Taisiaa 14 Oct 2018, 22:55
lombardooo
ბევრს არასდროს არ ვჭამდი, არც თაფლს და არც სხვა რამეებს ...
QUOTE
უფს..არ შეგაცდინო ახლა

ასე ადვილად არ ვცდუნდები .)))

Posted by: lombardooo 14 Oct 2018, 23:03
და ენერგიის მხრივ არანაირი პრობლემები არ გაქვს?

Posted by: Taisiaa 14 Oct 2018, 23:13
QUOTE (lombardooo @ 14 Oct 2018, 23:03 )
და ენერგიის მხრივ არანაირი პრობლემები არ გაქვს?

არა ))) ნუ ზოგჯერ და მალევე გადამივლის ხოლმე ))

ხომ არ დაინტერესდი ? გინდა სცადო და ასე იკვებო ? : ))))

Posted by: lombardooo 14 Oct 2018, 23:18
ხილი კი მიყვარს,ბოსტნეულიც,მაგრამ..მე მგონია აი სიგარეტს რო ანებებენ ხოლმე ტავს და მერე 1 კვირაში ისევ იწყებენ ეგერე ვიქნები მეც,დიდხანს ვერ გავქაჩავ

Posted by: Taisiaa 14 Oct 2018, 23:43
lombardooo

QUOTE
ხილი კი მიყვარს,ბოსტნეულიც,მაგრამ..მე მგონია აი სიგარეტს რო ანებებენ ხოლმე ტავს და მერე 1 კვირაში ისევ იწყებენ ეგერე ვიქნები მეც,დიდხანს ვერ გავქაჩავ


გასაგებია ))

Posted by: lombardooo 14 Oct 2018, 23:44
ვთქვათ თუ გადავწყვიტე ცდა,რას მირჩევდი,როგორ უნდა მოვემზადო/დავიწყო და რა გავითვალისწინო

Posted by: თოვლი_ 15 Oct 2018, 04:01

Posted by: lombardooo 15 Oct 2018, 10:57
ზოგადი მიზანი მაინც რა არის? ამდნეს იკლებ და საბოლოო ჯამში რისთვის? რომ 20 წლით მეტი იცოცხლო? და იმაშიც ვერ იქნები დარწმუნებული

Posted by: სნეგირი2 15 Oct 2018, 11:21
lombardooo
QUOTE
თაფლი უფრო საზიანოა ჯანმრთელობისთვის ვიდრე სასარგებლო?

კბილების დედებთან ცუდ დამოკიდებულებაშია.


Posted by: Taisiaa 15 Oct 2018, 12:28
lombardooo
პირველ რიგში ექიმთან გაიარე კონსულტაცია.
იქნებ არ შეიძლებოდეს საერთოდ...

QUOTE
ზოგადი მიზანი მაინც რა არის? ამდნეს იკლებ და საბოლოო ჯამში რისთვის? რომ 20 წლით მეტი იცოცხლო?


მიზანი არის ჯანმრთელად ყოფნა და სილამაზე ...
მე ხორცის ჭამის დროს თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობდი და თავს ვაძალებდი ხოლმე, ბავშვობიდან ხომ გვაჯერებენ,რომ ხორცი აუცილებელია და უნდა ჭამო,კიდევ ათასი სისულელე..
როდესაც ხორცი ამოვიღე,დაახლოებით ერთ თვეში ვიგრძენი,რომ ენერგია მომემატა , სახე დამიცხრა რაღაცნაირად,თვალები აღარ მიშუპდებოდა, გამოხედვაც კი შემეცვალა მგოონი )))
უამრავი პლიუსი აქვს კიდევ და მიღირს ამ ნარკოტიკზე უარის თქმა, საკუთარი თავისთვის ...

კიდევ ვვარჯიშობ,ნუ ბევრს არა, დიდად არ მიყვარს ვარჯიში))
და მომწონს საკუთარ თავს რომ ვაძალებ,ვებრძვი სიზარმაცეს და ბეევრ საცდურს რომ ვიგერიებ,საკუთარი თავით ვამაყობ ხოლმე : )))))



და ისა კიდევ სანამ მცალია გეტყვი,რომ იშვიათად რომ პირდაპირ უმ ბოსტნეულსა და ხილზე გადავიდეს ვინმე,ჯერ ხორცი უნდა მოშორდეს მენიუდან და ასევე თევზი,ზღვის პროდუქტები და შემდეგ დანარჩენი ეტაპობრივად ...
ასე უცებ ჯანმრთელობისთვის არ იქნება ალბათ კარგი...

Posted by: lombardooo 15 Oct 2018, 23:59
იმედია სოკო მაინც არ არის შეზღუდული,თორე გული რეჩხს მიყოფს ახლაა..

Posted by: Lumtheus 16 Oct 2018, 01:10
QUOTE (Taisiaa @ 14 Oct 2018, 23:13 )
[QUOTE=lombardooo,14 Oct 2018, 23:03 ] და ენერგიის მხრივ არანაირი პრობლემები არ გაქვს? [/QUOTE]
არა ))) ნუ ზოგჯერ და მალევე გადამივლის ხოლმე ))

ხომ არ დაინტერესდი ? გინდა სცადო და ასე იკვებო ? : ))))

[QUOTE=Taisiaa,14 Oct 2018, 23:13 ][QUOTE=lombardooo,14 Oct 2018, 23:03 ] და ენერგიის მხრივ არანაირი პრობლემები არ გაქვს? [/QUOTE]
არა ))) ნუ ზოგჯერ და მალევე გადამივლის ხოლმე ))

ხომ არ დაინტერესდი ? გინდა სცადო და ასე იკვებო ? : ))))[/Ql: lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif
* * *
მცენარეებს რატომ ჭამთ კი მაგრამ ??? ახლა არ თქვათ არს სტკივათო :დდ გრძნობენ თუმცა არა ისე ოგორც სხვები :დ
* * *
https://www.youtube.com/watch?v=fPoS4zQqGYE აგერ ვიდეო ნახეტ :დ საჭიროა ხორცი საჭირო თუმცა ხო როგორც გინდათ ისე პროსტა იმას ნუ ამბობთ "იიჰიიიი არაა საწიროო ურცხულები ესენი წმენ ცხოველებს" ნაწილი ინადგურებს ჯანმრთელობას ნაწილი პლაცებოს მსხვერპლია :დ

https://www.youtube.com/watch?v=O_h5L-kEWu8

Posted by: Taisiaa 16 Oct 2018, 01:33
lombardooo

მე სოკო დიდად არ მიყვარს,თან უმს ვერ შევჭამ : )

Lumtheus

გავიგეთ,რომ ხორცი საჭიროა,ჭამე, ვინ გიშლით ...
მაგრამ ვერავის ვერ დააძალებ თქვენსავით იფიქროს
ისედაც ძალიან ცოტას ესმის ჩემი : )
შევეგუე smile.gif

მე საერთოდ არ მესმის,რანაირად ჭამთ მკვდარ ცხოველებს და არ განგიკითხავთ ამის გამო.

Posted by: lombardooo 16 Oct 2018, 08:38
შენ როგორც ვატყობ საკუთარ თავთან ბრძოლა გიყვარს და ეს ერთგვარი საშუალება აღმოჩნდა,იარაღი რათა დაუპირისპირდე მას

Posted by: Taisiaa 16 Oct 2018, 10:40
lombardooo
ჩემ თავს მუდმივად ვებრძვი,მაგრამ აქ ამის განხილვის ადგილი არაა : )

მე მომწონს ჩემი ცხოვრების წესი,თავს ჯანმრთელად და დაცულად ვგრძნობ ...

Posted by: lombardooo 16 Oct 2018, 11:10
მაგისთვის მხოლოდ შექებას იმსახურებ,ყველაზე რთული მოწინააღმდეგე ხომ საკუთარი თავია..თუმცა ეს ნამდვილად სხვა თემის ამბავია უკვე.. ისევ ვეგანობას რომ დავუბრუნდეთ,მაგალითად,ხორცი ხომ გაცილებით მარტივად მონელებადია ვიდრე ზოგი მარცვლეული კულტურა?

Posted by: Taisiaa 16 Oct 2018, 11:56
lombardooo

QUOTE
მაგალითად,ხორცი ხომ გაცილებით მარტივად მონელებადია ვიდრე ზოგი მარცვლეული კულტურა?

არც მარცვლეულს არ ვჭამ, თუ ძალიან მომინდა შვრიის ფაფას ვჭამ და ჩემზე ძალიან კარად მოქმედებს ...
მაგრამ საუკუნეა არ მიჭამია


მე შემიძლია გითხრა სხვადასხვა ბოსტნეული,ან ხილი როგორ მოქმედებს ჩემს ხასიათსა და განწყობაზე
: )

Posted by: lombardooo 16 Oct 2018, 12:44
უკვე აღარ ვარ დარწმუნებული საერთოდ თუ ჭამ რამეს smile.gif))) ვაშლი მაგალითად როგორ მოქმედებს?

Posted by: Lumtheus 16 Oct 2018, 14:50
QUOTE (Taisiaa @ 16 Oct 2018, 01:33 )
lombardooo

მე სოკო დიდად არ მიყვარს,თან უმს ვერ შევჭამ : )

Lumtheus

გავიგეთ,რომ ხორცი საჭიროა,ჭამე, ვინ გიშლით ...
მაგრამ ვერავის ვერ დააძალებ თქვენსავით იფიქროს
ისედაც ძალიან ცოტას ესმის ჩემი : )
შევეგუე smile.gif

მე საერთოდ არ მესმის,რანაირად ჭამთ მკვდარ ცხოველებს და არ განგიკითხავთ ამის გამო.

კი ბატონო არ გინდა ნუ გინდა არავინ დაგაძალებს ძალით არაფრის ჭამას სრულწლოვან პიროვნებას... ერთადერთი აქ ვინც სხვებს თავს რამეს ახვევს არიან ვეგანები განსაკუთრებით ისინი ცოტას რო აფრენენ და სიგეჟეებში გადასდით :დ აი თუნდაც ბოლოში რას წერ "იჰი წამეთ მკვდარი ცხოველები" ამით რის თქმას ცდილობთ ერთი :დდ ყველა ვირაცას ან რაღააცას ჭამს ზოგი მკვდარ ბალახებს მაგალითად :დდ ბოლოს სინთეტიკაზე გადავა ზოგი ვატყობბ

Posted by: Taisiaa 16 Oct 2018, 20:03
Lumtheus

QUOTE
აი თუნდაც ბოლოში რას წერ "იჰი წამეთ მკვდარი ცხოველები" ამით რის თქმას ცდილობთ ერთი :

არ ვცდილობ,ვთქვი უკვე.

შენი აზრით თავმოჭრილ ძროხას და სტაფილოს ერთნაირად სტკივა ?

არაა საჭირო ესმოდეს ყველას,ხორცის მჭამელი ბიჭები, ჩახეთქვაზე და რა ჩაისხან იმაზე რომ ფიქრობენ,ვერასდროს მიგებდნენ...
არცაა საჭირო : )
ისე ეგეთები ბევრ სხვა რამეში ვერ უგებენ ჩემნაირებს, არამარტო კვებაზე ...


lombardooo


ვაშლსაც არ ვჭამთო,რომ გითხრა,შეგეშინდება ხო ? :დ
უბრალოდ დიდად არ მიყვარს.
აი გეტყვი, მე ძირითადად ვჭამ სტაფილოს, ბანანს, კომბოსტოს,კიტრს,პომიდორს, სალათებს ვაკეთებ ხოლმე სხვადასხვა ბოსტნეულისგან და სამსახურში მიმაქვს ...

ისე ყველაზე მეტად ბანანი და გოგრა მიყვარს,ხასიათზეც ვატყობ რომ კარგად მოქმედებს...
თან მანაყრებს.

Posted by: Lumtheus 16 Oct 2018, 20:25
QUOTE
არ ვცდილობ,ვთქვი უკვე.
ცდილობ რა თქვი და ამით ცდილობ ხორციჭამიების მარგინალიზებას :დდ რომელი ხოციწამია მოგადგა არიქა ხორცი ჭამეო ?? აი ვეგანები კი მართლა ტვინს ჭამენ ხოლმე იიი ველურებოოო :დდდდდ
QUOTE
არაა საჭირო ესმოდეს ყველას,ხორცის მჭამელი ბიჭები, ჩახეთქვაზე და რა ჩაისხან იმაზე რომ ფიქრობენ,ვერასდროს მიგებდნენ...
არცაა საჭირო : )
ისე ეგეთები ბევრ სხვა რამეში ვერ უგებენ ჩემნაირებს, არამარტო კვებაზე ...
დაასკვნა შენ რაიცი რამდენს ვჭამ სოჩიკი დამიყენე და არ ვიცი ? :დდ
პარანოიკებს ვერავინ უგებს ;დ შენნაირებს როგორებს მაინც? დიდი წარმოდგენით საკუთარ თავზე ? იიჰი განშხვავებულეე :დ <3

Posted by: Taisiaa 16 Oct 2018, 20:38
Lumtheus

biggrin.gif
რა აგრესიული ხარ, ეგ აგრესია კი ჩერჩეტობებს გაწერინებს :დ
წადი შაურმის რიგში ჩადექი და გაგიაროს იქნება.




QUOTE
რომელი ხოციწამია მოგადგა არიქა ხორცი ჭამეო ?

მე მოგვარდი და სტაფილო მოგაჩეჩე ? :დ
შენ თავად შემოვარდი და პარანოიკს მეძახი ...


QUOTE
შენნაირებს როგორებს მაინც?

ვეგანებს, ვისაც ცხოველები უყვარს,თავის ჯანმრთელობაზე ზრუნავს.

QUOTE
იიჰი განშხვავებულეე :დ <3

ეს იჰიი კარგად იკითხება,კიდევ თქვი რა : ))))
იჰიი იჰიი biggrin.gif



Posted by: Lumtheus 16 Oct 2018, 20:55
რა აგრესია ქალო საიდან მოიტანე ?:დ აჰა კიდევ ერთი დასკვნა არ ვჭამ შაურმას :დ პფფფ რისი გამკეთებლები ხართ ვეგანები :დ დიდიდიდი რაღაცა აქცია მოაწყოთ ან კედელი შეღებოთ :დ ხო ჯანმრთელობა კი :დ იმ ქალივით ვეგანი რო იყო და ამტკიცებდა ვეგანიც მშვენივრად ავა რაღაცა მთაზეო და ასვლისას რო მოკვდა ... აბა გადი სადმე დათვთან და თუარ შეგჭამს ნახავ :დდ დაიცა მცენარეზე რატოარ ზრუნავ რადგან არ სტკივა ისე როგორც ცხოველს? ცხოველს გაუტკივარება რო გაუკეთო რამე განსხვავებას ხედავ? :დ რა პრობლემაა იიჰიი იიჰიიი პროგრეშული ვეგანი გადი აბა დათვს და ლომს ებლატავე მაინტერესებს რას იზამენ :დდ
* * *
აგრესია კაია ისე რო იცოდე ამან მოიყვნა აქამდე ... ისეე პრინციპში ბუნებრივი გადარჩევა და ევოლუცია მიხედავს სუსტებს :დდ დაუნდობელია სამწუხაროდ

Posted by: lombardooo 16 Oct 2018, 21:24
პატივი ვცეთ ერთმანეთს ყველაზე კარგი ეგ იქნება,რაც გამოიხატება იმით,რომ არ ვიყოთ აგრესიულები,დამცინავები და თავი ვინმეზე უფრო მაგარ ტიპად არ მიგვაჩნდეს,მითუმეტეს გარკვეული სახის საკვების მიღება-არმიღების გამო..

Posted by: Lumtheus 16 Oct 2018, 21:33
QUOTE
პატივი ვცეთ ერთმანეთს ყველაზე კარგი ეგ იქნება,რაც გამოიხატება იმით,რომ არ ვიყოთ აგრესიულები,დამცინავები და თავი ვინმეზე უფრო მაგარ ტიპად არ მიგვაჩნდეს,მითუმეტეს გარკვეული სახის საკვების მიღება-არმიღების გამო..

სწორია.. მაგრამ როგორც წესი ვეგანებს აქვთ ხოლმე აღმატებული წარმოდგენები საკუთარ თავზე იი მკვდარ ცხოვლეებს ჭამთ :დ მკვდრებსაც შეგჭამენ და ცოცოხლებსაც თვითონ რომ შეეძლოთ sleep.gif

Posted by: Taisiaa 16 Oct 2018, 21:34
Lumtheus

დიდი ტექსტი დავწერე და წავშალე,რადგან ჯერ ვერაფერი გაიგე ,სჯობს აღარ ვილაპარაკოთ.

Posted by: Lumtheus 16 Oct 2018, 21:46
QUOTE
დიდი ტექსტი დავწერე და წავშალე,რადგან ჯერ ვერაფერი გაიგე ,სჯობს აღარ ვილაპარაკოთ.

ხოო აბა რაა :დდ სად მოვალ ახლა მაგ დონემდე მე ერთი განუვითარებელი ხორციჭამია :დდდდ კიბატონი შეწყვიტე ვინ გექაჩება საწერად :დ ისე ერთი რამ ფაქტია ადამიანი არაა ავტოტროფი შესაბამისად ვიღაცის ან რაღაცის ჭამა მაინც მოუწევს გინდ ცხოველი გინდ ფრინველი გინდა მცენარე ეს ბუნების კანონია ხოლო იმას კი ვინც ამაზე უარს იტყვის ძალიან მარტივად მოევლება საკუთარ თავს თვითონ მოუვლის უფრო სწორად... ერთადერთი გამაღიზიანებელი აქ ზოგიერთი მე არ ვამბობ ყველასი მაგრამ საკმაო ნაწილის ამ ვეგანების გამაღიზიანებელი ქცევაა იჰიიი ურცხულებოო :დდ ჰაჰაჰჰა :დ

Posted by: Taisiaa 18 Oct 2018, 21:55
რა სიჩუმეა ))) ყველა ხორცს ჭამს ? : ))))

დღეს უმი კვება დავარღვიე, შემწვარი კარტოფილი მივირთვი ... დასჯას ვიმსახურებ : )))

Posted by: lombardooo 18 Oct 2018, 22:55
QUOTE (Taisiaa @ 18 Oct 2018, 21:55 )
რა სიჩუმეა ))) ყველა ხორცს ჭამს ? : ))))

დღეს უმი კვება დავარღვიე, შემწვარი კარტოფილი მივირთვი ... დასჯას ვიმსახურებ : )))

სიჩუმეა,აბა რა იქნება..ფხლის და კომბოსტოს ჭამას დიდი ზარ-ზეიმი და ხვანცალი არ ჭირდება

Posted by: Taisiaa 18 Oct 2018, 23:08
lombardooo

ეს თქვენ გგონიათ მასე ...

მე ბანანებს, ყურძენს ... სულ მწვადის,ხინკლის გემოთი მივირთმევ : ))))

Posted by: lombardooo 18 Oct 2018, 23:13
QUOTE (Taisiaa @ 18 Oct 2018, 23:08 )
lombardooo

ეს თქვენ გგონიათ მასე ...

მე ბანანებს, ყურძენს ... სულ მწვადის,ხინკლის გემოთი მივირთმევ : ))))

ოპპააააა..ააანუ ის ყველაფერი გენატრება ძალიან smile.gif)

Posted by: Taisiaa 18 Oct 2018, 23:19
lombardooo

QUOTE
ააანუ ის ყველაფერი გენატრება ძალიან

რომ.მენატრებოდეს,შევჭამდი ))
ვიხუმრე უბრალოდ :დ

Posted by: lombardooo 18 Oct 2018, 23:22
QUOTE (Taisiaa @ 18 Oct 2018, 23:19 )
lombardooo

QUOTE
ააანუ ის ყველაფერი გენატრება ძალიან

რომ.მენატრებოდეს,შევჭამდი ))
ვიხუმრე უბრალოდ :დ

იმედია ლობიოზე არ ამბობ უარს,ჰა? კაი ამოლესისი ლობიო და მერე ლავაში შიგ ჩაბუჟბუჟებული,იფფ,კაი წნილით და სალათით smile.gif)

Posted by: Taisiaa 19 Oct 2018, 08:30
lombardooo
QUOTE
იმედია ლობიოზე არ ამბობ უარს,ჰა? კაი ამოლესისი ლობიო და მერე ლავაში შიგ ჩაბუჟბუჟებული,იფფ,კაი წნილით და

დილა მშვიდობისა ))
არა,არ მიყვარს ...
მე ძირითადად ხილს ვჭამ,ნუ ცოტა ბოსტნეულსაც ზოგჯერ ...

დღეს ბევრი ბანანები უნდა ვიყიდო ))) ავოკადოც, არ მიყვარს ,მაგრამ ძალიან სასარგებლოა ... : )))



რა გემრიელობებია, ნახე : ))
user posted image

Posted by: lombardooo 19 Oct 2018, 10:34
QUOTE (Taisiaa @ 19 Oct 2018, 08:30 )
lombardooo
QUOTE
იმედია ლობიოზე არ ამბობ უარს,ჰა? კაი ამოლესისი ლობიო და მერე ლავაში შიგ ჩაბუჟბუჟებული,იფფ,კაი წნილით და

დილა მშვიდობისა ))
არა,არ მიყვარს ...
მე ძირითადად ხილს ვჭამ,ნუ ცოტა ბოსტნეულსაც ზოგჯერ ...

დღეს ბევრი ბანანები უნდა ვიყიდო ))) ავოკადოც, არ მიყვარს ,მაგრამ ძალიან სასარგებლოა ... : )))



რა გემრიელობებია, ნახე : ))
user posted image

იმდენს იზამ ამიყოლიებ შენ მე მგონი smile.gif)

Posted by: თოვლი_ 19 Oct 2018, 19:09
ნებისმიერი რამის ჭამა გემოს გამო არის დიდი შეცდომა. გემოთმოყვარეობა ჩაგითრევს ადამიანს და უფრო და უფრო გემრიელ რამეებს დაუწყებ ძებნას და ბოლოს იმ დონემდე დაეცე შეიძლება რომ მოხალული მიწის თხილი და კოკაკოლა ჩაიყარო კუჭში.
გემოს სიყვარული უნდა დაიკიდო თავიდან ბოლომდე და ცივი გონებით მხოლოდ რაც სასარგებლოა სხეულისთვის ის ჭამო უნდა, თუ გინდა წარმატებას მიაღწიო რთული კვების რეჟიმებზე.
ეს ვისწავლე ჩემი გამოცდილებით რამოდენიმეჯერ RAW ვეგანობის დარღვევით და ერთხელ ხილით კვების. 22 დან ახლიდან ვიწყებ მხოლოდ ხილზე გადასვლას, მანამდე 3 დღე ვშიმშილობ

რამდენჯერაც კი დავარღვიე კვების აღთქმა, იმდენჯერ ვინანე. ვერაფერი მოვიგე გარდა ჯანმრთელობის გაუვარესების და სინანულის გრძნობისა, RAW ვეგანობიდან ან მხოლოდ ხილიდან მოხალულ მიწის თხილზე და კოკაკოლაზე გადასვლის შემდეგ.
გემო მოვიგე შეიძლება ვიფიქრო? არა მაგას ვერ ვფიქრობ. იმიტომ რომ როცა გემოთი დატკბები რაც ცოტა ხანს გრძელდება, შემდეგ მისი შედეგი გრჩება ადამიანს ხელთ რაც არაფრით არ არის სასიამოვნო.

შედეგზე და მიზანზე უნდა ვიყო კონცენტრირებული და არა გემოზე. თორემ გემოთმოყვარეობა ჩამითრევს ისევ და ისევ უფრო გემრიელი რამ მომინდება. ხილს აღარასდროს შევჭამ იმის გამო რომ გემრიელია ესა თუ ის ხილი. მხოლოდ იმიტომ შევჭამ აწი რომ ვიცი ესაა ყველაზე სწორი გზა კვებისა მზით კვებამდე. უდიდესი შეცდომაა საერთოდ გემოზე ფიქრი პირველ ეტაპზე მაინც როცა ახალდაწყებული მაქვს რთული კვების რეჟიმი. შემდეგ ეტაპეპზეც ზედმეტი უნდა იყოს, იმიტომ რომ ცოდვაა გემოთმოყვარეობა და ცოდვა იქნება იმიტომ რომ სხვა მრავალ ცოდვებს წარმოშობს ის. საერთოდ უარი უნდა თქვა გემოზე სხვა შემთხვევაში მუდამ ლომკა გექნება რამე გემრიელის. საერთოდ უნდა ამოიღო გემოთმოყვარეობა შენი ცხოვრებიდან

ხილის ეტაპის კარგად დამუღამების შემდეგ კი ამ კაცსავით მზით კვებაზე მინდა მხოლოდ გადასვლა უწყლოდ და თქვენც ცადოთ შეგიძლიათ:

QUOTE (თოვლი_ @ 15 Oct 2018, 04:01 )
                             


შეიძლება კითხვა გაგიჩნდეთ, თუ გემოს გამო საჭმლის ჭამას ამოვიღებ ჩემი ცხოვრებიდან
მასთან ერთად კი ზოგადად ყველაფერს ამოვიღებ რაც ფიზიკურ სიამოვნებას უკავშირდება, რა ჯანდაბას მოვიგებო

რას მოიგებთ და მოიგებთ თქვენს სულს

up.gif
რომელიც ახლა თქვენი მომაკვდავი სხეულის კლანჭებშია მოქცეული რომელიც გარდაუვალია იქცეს მიწად

საქმე ისაა რომ ამ რთულ სამყაროში დავრთგუნოთ ჩვენი სხეულები და ამ რთულ სამყაროში ვიპოვოთ ჩვენი სული.
თორემ იქით მხარეს არ ითვლება, იქით მხარეს ვინც კვდება ყველას ნაპოვნი აქვს მისი სული

საკუთარ სულთან ურთიერთობას კი სხეულებრივი სიამოვნებები უშლის ხელს
სიამოვნებაზე თუ მიდგება თან საქმე, სხეულს არ შეუძლია სიამოვნებების იმ დონეს გაუძლოს, რამდენსაც შეუძლია გაუძლოს სულმა

გაანთავისუფლეთ თქვენი სულები მიწიერის კლანჭებიდან და მოიგეთ ყველაფერი სამყაროში რისი მოგებაც კი შეგიძლიათ up.gif

სულიერ ნეტარებაში ყოფნისას ადამიანს გაუჩნდეს შეიძლება კითხვა, რით დავიმსახურე ეს ყველაფერიო
მაგ დონემდე როცა მივალთ, გვემახსოვრება თუ რითიც დავიმსახურეთ
იმით რომ ამ რთულ სამყაროში ხორცი დავრთგუნეთ რაც ძალიან რთულია და ასე გავათავისუფლეთ ჩვენი სულები ტყვეობიდან up.gif

დღეს დილით შემთხვევით 10 წამი ტელევიზორს შევხედე. ათ წამში მოახერხეს რომ დაარეკლამეს თონის პური, შემდეგ ლექსუსის ჯიპი, შემდეგ კი სუნამო facepalm.gif
კარგი რა, კარგი რა... facepalm.gif
ხალხის დაზომბირების მანქანაა ყველგან ჩართული. გვებრძვიან და ამ სამყაროს რაც შეიძლება რომ ღრმად გამოვეკეროთ ისე გვაპროგრამებენ.
განთავისუფლებულ სულს არც მანქანა ჭირდება რადგან ტელეპორტაცია შეუძლია, არც თონის პური რადგან ჭამა არ ჭირდება და არც სუნამო რადგან ბუნებრივად აქვს ისეთი კარგი სუნი ვერცერთ სუნამოს რომ ვერ აქვს. სუნამოს დასხმით კი ადამიანს განა აქვს კარგი სუნი, არამედ სუნამოს რომელიც ადამიანს ასხია. ტყუილის ცოდვაში ვარდება ადამიანი სუნამოს ხმარებით, საკუთარი თავის მოტყუების პირველ რიგში რაც ყველაზე ცუდია.


Posted by: lombardooo 19 Oct 2018, 20:23
"რაც პირში შედის,უკნიდან გამოდის"- იმედია ავტორის მითითება არაა საჭირო..რა შუაშია სული კონკრეტულ საკვებ პროდუქტებთან,რას აბრეხვებთ,ან რომელ მეცნიერებას მიყვებით,კაი რააა

Posted by: Taisiaa 19 Oct 2018, 21:21
QUOTE (lombardooo @ 19 Oct 2018, 10:34 )
QUOTE (Taisiaa @ 19 Oct 2018, 08:30 )
lombardooo
QUOTE
იმედია ლობიოზე არ ამბობ უარს,ჰა? კაი ამოლესისი ლობიო და მერე ლავაში შიგ ჩაბუჟბუჟებული,იფფ,კაი წნილით და

დილა მშვიდობისა ))
არა,არ მიყვარს ...
მე ძირითადად ხილს ვჭამ,ნუ ცოტა ბოსტნეულსაც ზოგჯერ ...

დღეს ბევრი ბანანები უნდა ვიყიდო ))) ავოკადოც, არ მიყვარს ,მაგრამ ძალიან სასარგებლოა ... : )))



რა გემრიელობებია, ნახე : ))
user posted image

იმდენს იზამ ამიყოლიებ შენ მე მგონი smile.gif)

ძალიან კარგი იქნება,თუ ამყვები.

დღეს ისეთი დღე მაქვს, ვეგანური ტკბილეულის მთელი მარაგი გავანადგურე

როდესაც ვნერვიულობ, ვჭამ, ხან ხუთ ბანანს,ან მეტს,ან ვეგანურ ტკბილეულს ...



ახლა თავი ღორი მგონია და შეიძლება ვარ კიდეც facepalm.gif

Posted by: lombardooo 19 Oct 2018, 21:43
აყოლილი არ ვარ? იმდენ ხილს ვჭამ უუჰჰ

Posted by: Adi 20 Oct 2018, 00:46
ბოდიში მოიხადოს ვინც ამბობს რომ ვეგანური დიეტა არასრულფასოვანი და არასრულყოფილია. რომ ადამიანი ვერ მიიღებს საჭირო პროტეინებს და მინერალებს

არ გჯერა?



» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «






ისე რომ იცოდეთ ადამიანი თავისი აგებულებით ახლოა მცენარის მჭამელ ცხოველებთან და არა მტაცებლებთან
მაგალითად, მტაცებლებს აქვთ ბრჭყალები და კლანჭები, ჩვენ- არა. სხეულს იგრილებემ ენიდან, ჩვენ- კანის ფორებიდან, მათ სხეულზე 3-ჯერ უფრო გრძელი ნაწლავები აქვთ რომ ხორცი სწრაფად გადამუშავდეს და არ დალპეს, ჩვენ 12-ჯერ უფრო გრძელი -ისევე როგორც მცენარის მჭამელ ცხოველებს. ჩვენ 20-ჯერ ნაკლებად კონცენტრირებულ მარილმჟავას გამოვყოფთ კუჭში, ვიდრე ხორცისმჭამელი ცხოველები, იმათ ეს კუნთოვანი ხორცის გადამუშავებისთვის სჭირდებათ. ნერწყვის ფერმენტი რომელიც საჭიროა საჭმლის მონელის დროს რომელიც იწყება უკვე პირის ღრუში, საყლაპავი მილი სადაც ბალახის მჭამელებსაც და ადამიანსაც აქვთ ვიწრო რადგან უკვე გადამუშავებული ხვდება, მტაცებლების ღვიძლს აქვს უნარი გააუვნებელყოს ვიტამინი ა, ეს უნარი არ აქვს ბალახისმჭამელს და ადამიანის ღვიძლის რასაც შეიძლება მოყვეს ა ვიტამინის სიჭარბე და მოწამვლა.

მხედველობა
"მტაცებლები, როგორც წესი, ვერ არჩევენ ფერებს და ცუდად ხედავენ უმოძრაო ობიექტებს. მათი მხედველობა იჭერს უპირატესად იმას, რაც მოძრაობს. ბალახისმჭამლები და ადამიანი კი იოლად არჩევენ ცისარტყელას ფერების დიდ სიმრავლეს, აგრეთვე, უძრავ ობიექტებსაც. ეს მოწმობს იმას, რომ მათი უმთავრესი სასიცოცხლო ინტერესი ევოლუციის პროცესში კონცენტრირდებოდა მცენარეთა სამყაროზე, სადაც ფერი და ფორმა გვეხმარება იმის განსაზღვრაში, ვარგისია თუ არა ობიექტი საკვებად. გარდა ამისა, მტაცებლებისა და ყველაფრისმჭამელთა დიდ ნაწილს გააჩნია ღამის ძალიან კარგი ხედვა, მაშინ, როდესაც ღამით ბევრი ბალახისმჭამელიც და ადამიანიც ვერ არჩევს კარგად გარემომცველ ობიექტებს"


2016 წლის მეტა-განხილვა, რომელიც 96 კვლევას აერთიანებს, მოწმობს, რომ ვეგანური და ვეგეტარიანული დიეტა პირდაპირ კავშირშია კიბოსა და გულის დაავადებების რისკის კლებასთან. ასევე არსებობს სხვადასხვა მტკიცებულება, რომ ვეგანურ დიეტით წონაში კლება, ცხიმების დაწვაა შესაძლებელი, თუმცა, ცხადია, აუცილებელია ცხოვრების სტილის სხვა ასპექტების გათვალისწინებაც.
https://fit.ge/ვეგანიზმი/
* * *
lombardooo
QUOTE
აყოლილი არ ვარ? იმდენ ხილს ვჭამ უუჰჰ

აგიყოლიეს? biggrin.gif
ცუდები მაგენი givi.gif

Posted by: Taisiaa 20 Oct 2018, 09:32
QUOTE (lombardooo @ 19 Oct 2018, 21:43 )
აყოლილი არ ვარ? იმდენ ხილს ვჭამ უუჰჰ

დილა მშვიდობისა )))
გემრიელ ხორციან კერძს,თუ ხილს დააყოლებ, არაფერს ნიშნავს : ))))))



დღეს ვშიმშილობ,წყალზე ვიქნები ორი დღე და თვალში არავინ მომეხლართოს.)))

Posted by: lombardooo 20 Oct 2018, 10:36
QUOTE (Taisiaa @ 20 Oct 2018, 09:32 )
QUOTE (lombardooo @ 19 Oct 2018, 21:43 )
აყოლილი არ ვარ? იმდენ ხილს ვჭამ უუჰჰ

დილა მშვიდობისა )))
გემრიელ ხორციან კერძს,თუ ხილს დააყოლებ, არაფერს ნიშნავს : ))))))



დღეს ვშიმშილობ,წყალზე ვიქნები ორი დღე და თვალში არავინ მომეხლართოს.)))

ცხორი ცხორი ცხორი smile.gif))) ისადა,უხერხული კითXვა მაქვს- რამდენი კილო ხარ?

Posted by: Taisiaa 20 Oct 2018, 10:50
QUOTE (lombardooo @ 20 Oct 2018, 10:36 )
QUOTE (Taisiaa @ 20 Oct 2018, 09:32 )
QUOTE (lombardooo @ 19 Oct 2018, 21:43 )
აყოლილი არ ვარ? იმდენ ხილს ვჭამ უუჰჰ

დილა მშვიდობისა )))
გემრიელ ხორციან კერძს,თუ ხილს დააყოლებ, არაფერს ნიშნავს : ))))))



დღეს ვშიმშილობ,წყალზე ვიქნები ორი დღე და თვალში არავინ მომეხლართოს.)))

ცხორი ცხორი ცხორი smile.gif))) ისადა,უხერხული კითXვა მაქვს- რამდენი კილო ხარ?

დღეს ავიწონე და ზუსტად 60 კილო ვარ.

Posted by: kenj 20 Oct 2018, 13:33
QUOTE (Taisiaa @ 19 Oct 2018, 21:21 )

დღეს ისეთი დღე მაქვს, ვეგანური ტკბილეულის მთელი მარაგი გავანადგურე

როდესაც ვნერვიულობ, ვჭამ, ხან ხუთ ბანანს,ან მეტს,ან ვეგანურ ტკბილეულს ...




ნერვული სისტემის დაზიანების ნიშნები გაქვთ უკვე, თუ მარტო ხილზე იქნებით მერე უარესი იქნება ბევრი შაქარი ასაკი დაგეტყობა მალე კბილებზე პრობლემები + პარანოია ნუ აყვებით ტრენდს user.gif

Posted by: Taisiaa 20 Oct 2018, 14:06
kenj


სტრესის დროს ვეგანურ ტკბილეულს რომ ვჭამ და ჭიქა ყავას ვსვამ, ნიშნავს რომ ნერვული სისტემა დამიზიანდა ?

ეს ერთგვარი განტვირთვაა, მიხსნის სტრესს და თავს კომფორტულად მაგრძნობინებს.
უბრალოდ ბევრს არ ვჭამ და ზოგჯერ თუ სამსახურში ვერ ვახერხებ შესვენებას,შემდეგ ძალიან მშივდება და ჩვეულებრივზე მეტს ვჭამ ...
ეს მაწუხებს რათქმაუნდა : )

QUOTE
შაქარი ასაკი დაგეტყობა მალე კბილებზე პრობლემები


ჯერჯერობით თავს შესანიშნავად ვგრძნობ,შემდეგ დრო გვიჩვენებს...

Posted by: kenj 20 Oct 2018, 14:33
Taisiaa
ანუ ხილზე ხარ უმეტესად ? დიდი ალბათობით ტკბილ ხილსაც დიდი დოზით მიირთმევ, ვეგანური ტკბილეული რომელია ისე ?

პ.ს. აი სოციალური ქსელი რა მაშტაბებზეა გასული და ყველა ვინც ხილზეა ასაკის მატება ეტყობათ ძაან + კბილებზე პრობლემები აი ცნობილი ბლოგერ სასტავი რო ნახო ყველა ეგრეა, რატო იკლავს ხალხი ძალით თავს ვერ ვხვდები ტრენდია და აიტაცა ხალხმა ძირითადი 70 % ქალია.

Posted by: Taisiaa 20 Oct 2018, 17:33
kenj
QUOTE
ხილზე ხარ უმეტესად ?


ხილზე,ბოსტნეულზე,ვაკათებ სალათებს,სმუზებს და ვცდილობ,რომ გავიმრავალფეროვნო მენიუ.
იშვიათად ვიყენებ ზეთს,მხოლოდ სალათებში.



QUOTE
ვეგანური ტკბილეული რომელია ისე ?


ძალიან ბევრნაირია ბაზარზე,ასევე მიგზავნიან ხოლმე კეთილი ნათესავები : )))
ბევრს ჰგონია,რომ მშიერი ვარ, არადა არ ვარ : ))))



QUOTE
ასაკის მატება ეტყობათ ძაან + კბილებზე პრობლემები


მხოლოდ ორი კბილი მაქვს დაპლომბილი 26 წლის მანძილზე,ასე რომ ამაში ვერ დაგეთანხმები
ასაკზე კი რა გითხრა, 26 წლის გოგოსავით გამოვიყურები ჯერჯერობით :დ

ვარ მსუბუქად,სარკეში მომწონს საკუთარი თავი და იქიდან ვიღაც დასიებული, კარგი ნაჭამ -ნაკვები ტიპი რომ არ მიყურებს,მსიამოვნებს : )) ვვარჯიშობ, ბევრ წყალს ვსვამ და ვცდილობ,რომ დიდი დრო გავატარო ჰაერზე ...
ასევე რაც ასე დავიწყე ცხოვრება, სიგარეტს დავანებე თავი და ამაში ძალიან დამეხმარა ასეთი კვება ,ვისწავლე საკუთარ სურვილებზე უარის თქმა, ძალიან რთულია, აი სამი დღე ვაფშე ვერ ვაზროვნებდი ისე მინდოდა სიგარეტი და მას მერე ძალიან დიდი დრო გავიდა.

ვაკეთებ ასევე განტვირთვებს,შიმშილს,მაქსიმუმ 10 დღე გამიკეთებია და მაგის მერე 2-3 დღეს თვეში ერთხელ ვაკეთებ ხოლმე,ენერგიას მმატებს, მაჯანსაღებს ... თუმცა ეს სსვა თემაა, თუ დაინტერესდება ვინმე,დავწერ.

Posted by: KickOff 20 Oct 2018, 18:49
QUOTE (Lumtheus @ 16 Oct 2018, 20:25 )
QUOTE
არ ვცდილობ,ვთქვი უკვე.
ცდილობ რა თქვი და ამით ცდილობ ხორციჭამიების მარგინალიზებას :დდ რომელი ხოციწამია მოგადგა არიქა ხორცი ჭამეო ?? აი ვეგანები კი მართლა ტვინს ჭამენ ხოლმე იიი ველურებოოო :დდდდდ

ძალიან ბევრი ვეგანისგან შემიმჩნევია ეს yes.gif

არადა ხომ არიან ისეთი ვეგეტარიანელები და ვეგანები, ტვინს რომ არ გიღუნავენ დემაგოგიითა და თავისი რაციონით. მაგათ პატივისცემა და აი იმ უმეტესობა ტვინის მღუნველ დემაგოგს 0 პატივისცემა ჩემგან. მასეთების თვალწინ უნდა ააშიშხინო სტეიკი



Posted by: marimari11 20 Oct 2018, 20:26
ვეგანური ტკბილეული რომელია,? არ ასუქებს? :დ
გუშინ იმდენი შოკოლადი ვჭამე მეგონა მოვკვდებოდი
პატარა სტრესი და ეგრევე შოკოლადებს ვიყრი
ყოჩაღ როგორ შეგიძლიათ მარტო უმი ხილის და ბოსტნეულის ჭამა
მშურს თქვენი
მეც მინდა ვცადო ცოტა ხანი. თუ გავქაჩავ მაინტერესებს
ექსპერიმენტის პონტში
უბრალოდ ახლა და ახლო მომავალშიც არ ვიქნები ფსიქიკურად ისე სტაბილურად რომ ეგ შევძლო :დ

Posted by: Likri 20 Oct 2018, 22:19
marimari11
კაი რა.მე მგონია არ ინდომებ ხოლმე სათანადოდ თორე 2 წლისწინაბდელი შენი მონდომება რო მახსოვს ვარჯიშზე ,მერე ფოტოც რომ დავდეთ ♡
მესმის რთული რეჟიმი გაქვს გოგო ,მაგრამრავი რა.... sad.gif

Posted by: Keti-Ket 20 Oct 2018, 22:19
Taisiaa
დაახლოებით რამდენ კილოგრამ ხილსა და ბოსტნეულს ჭამ დღეში?

და თუ ასე საჯაროდ დაწერა არ გერთულება, სიმაღლეში და წონით რამდენი ხარ?

და დავიჯერო ორგანიზმი არ გთხოვს სხვა ნივთიერებებს?

Posted by: Taisiaa 20 Oct 2018, 22:33
marimari11
QUOTE
ვეგანური ტკბილეული რომელია,? არ ასუქებს? :დ

ბევრნაირია რავი :დ ასუქებს ,რომელი არ ასუქებს ერთი ... :დ


QUOTE
პატარა სტრესი და ეგრევე შოკოლადებს ვიყრი


მეც ასე ვარ,მაგრამ მე ბანანებს ვჭამ ხოლმე ,ან სტაფილოებს, რაც ცოტა ტკბილია, მშველის : )))
ხან შოკოლადებსაც :დ
QUOTE
მეც მინდა ვცადო ცოტა ხანი. თუ გავქაჩავ მაინტერესებს


გაქაჩავ,მე თუ შევძელი,შენც შეძლებ : )


Keti-Ket

QUOTE
დაახლოებით რამდენ კილოგრამ ხილსა და ბოსტნეულს ჭამ დღეში?


არ მაქვს ასე განსაზღვრულად,რამდენსაც მინდა,იმდენს ვჭამ.
მაგრამ ბევრი არ მინდება,დღეში ორჯერ ვჭამ, ხან ერთხელ და არც მინდება.


QUOTE
თუ ასე საჯაროდ დაწერა არ გერთულება, სიმაღლეში და წონით რამდენი ხარ?


177 და 60 კგ

QUOTE
დავიჯერო ორგანიზმი არ გთხოვს სხვა ნივთიერებებს?


აი ხორცს და თევზს არა,ვერც კი ვუყურებ,მძულს
არც სხვა რამეები მინდება,გადავეჩვიე, ერთადერთი კაპუჩინოს ვსვამ ხოლმე იშვიათად და ხაჭოს ვჭამდი ხოლმე ჩემ გაკეთებულს, ესაც ამოვიღე.


Posted by: marimari11 20 Oct 2018, 23:08
QUOTE (Likri)
კაი რა.მე მგონია არ ინდომებ ხოლმე სათანადოდ თორე 2 წლისწინაბდელი შენი მონდომება რო მახსოვს ვარჯიშზე ,მერე ფოტოც რომ დავდეთ ♡

მაშინ კვირაში 12 საათი ვვარჯიშობდი და დედა მახვედრებდა გამზადებულ საჭმელს
ახლა რანაირად ვიქნები ეგეთ ფორმაში :დ

იმდენი შოკოლადი ვჭამე დღესაც გული მერევა უკვე


Posted by: Keti-Ket 21 Oct 2018, 15:02
Taisiaa
კაპუჩინო ისე მიყვარს შაბათი კვირა რომ ძალიან მიხარია ერთ-ერთი ფაქტორი ეგ არის biggrin.gif

ისე კი ყოჩარ, ბევრი ვერ შეძლებს იმას რასაც შენ აკეთებ

Posted by: INA-INA 22 Oct 2018, 00:30
picaso2008
QUOTE
5. ორგანიზმში არასაკმარისი დონე ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავების.



სელი მდიდარია ომეგა 3-ით.


QUOTE
3. ვიტამინი B12-ის დეფიციტი ორგანიზმში რაც იწვევს ენერგიის ნაკლებობას და მეხსიერების დაქვეითებას. თუ ვეგანურ ცხოვრების წესს მისდევ აუცილებელია მიიღო ეს ვიტამინი რომელიც ძირითადად ცხოველურ საკვებშია.


ეს ვიტამინი ბ12 რატომ ხდება ყბა დაღებული თემა ვეგანობის დროს გამაგებინეთ ვინმემ )) გეგონება ხორცს ვინც ჭამს სულ წესრიგში აქვს ყველა ვიტამინი და ვეგანები ვინც ვართ ეგაა და ბ12 გვაკლია და დაგვენგრა ჯანმრთელობა )) მაგრამ ფქტი ხომ ჯიუტია უფრო უკეთესად ვარ ახლა ვიდრე ადრე როდესაც ხორცს ვჭამდი.
* * *
QUOTE (Universe @ 21 Sep 2018, 23:33 )
INA-INA
QUOTE
გემოვნება სასწაულად შემეცვალა, თუ თავიდან სალათებს ბევრ ცხიმს ვამატებდი და სუნელებს ეგენი აღარ მომწონდა, მერე თვითონ ბოსტნეული და მწვანილიც ))) აღარც გაღივებული მარცვლეული მიხარებდა გულს ))
დავედი ხილამდე და იქაც ერთ-ორ სახეობას ვჭამდი.

მოთხოვნილება, მადა გაგიქრა თუ უგემურად გეჩვენებოდა?
ზედმეტად საფიქრალი და საზრუნავი არაა სრულად უმი ვეგანური კვება? წინდაწინ უკვე მოსაბეზრებელი მგონია, თუმცა, მაინც ვაპირებ ცდას, რამდენად გავალ ფონს მხოლოდ იმ ბოსტნეულით, რასაც ამჟამადაც მივირთმევ.

მოთხოვნილება გამიქრა. თუ სახლში ხარ დიდ საზრუნავს არ წარმოადგენს, ხილი, ბოსტნეული სულაა მაცივარში, გამოიღე ჭამე.
პრობლემაა უფრო მგზავრობის დროს. სტუმრად. უნდა ატარო სულ თან რამე. ადრე მე მაგალითად დავდიოდი რამდენიმე დღიან
ლაშრობებში, უმ ვეგანურ კვებაზე სრულიად წარმოუდგენელია მასეთი რაღაც, რა უნდა წაიღო მაგდენი რომ 3-4 დღე გეყოს. ჩანთით მაგდენ ვაშლს და სალაშქრო აღჭურვილობას პირადად მე ვერ ვათრევ,ხომ გავღაფე სული ))) ან ქიშმიში,ფინიკი,კაკალი და ეგეთი რაღაცეები უნდა ატარო. ძალიან შეზღუდული მენიუ გექნება უმი ვეგანური კვების დროს.

* * *
ჯიმ"მორისონი

QUOTE
რა მიდნა კიდევ გკითხო
ის 4 თვე როდესაც იყავი მსგავს კვებაზე ვიზუალურად თუ შეიცვლაე
ამბობენ ახლგაზრდავებს ადამინსო
ნუ მე არ მჯერა მარა მაინც


გაახალგაზრდავების რა გითხრა, მაგრამ რა ეტაპზეც ხარ სიბერის, შემდეგ უკვე პროცესი დაბერების ნელა წავა. ყველაზე ძალიან კანს შევატყვე კარგ ფორმაში ჩაგდომა,
უფრო სუფთა გახდა და პრიალა. ზედმეტი ცხიმი გშორდება , მე გამხდარი ვარ და კიდევ უფრო ჩამომითხელდა გვერდები, იმ ადგილებში სადაც ზოგადად ქალებს ცხიმი უფროვდებათ, გვერდებზე და მუცელზე. თვალებს ქვევით შეშუპეპები უფრო გაიწოვა, კანზე რაიმე გაღიზიანება უფრო მალე შუშდება. უფრო ენერგიული ხდები. რავი დადებითის იქით მე არანაირი უარყოფითი შედეგი არ მქონია smile.gif

* * *
lombardooo
QUOTE
იმედია სოკო მაინც არ არის შეზღუდული,თორე გული რეჩხს მიყოფს ახლაა..


სოკოს ჭამენ უმი ვეგანები, მაგრამ სოკო ნებლაგასტნაია იდა, როგორაა ქართულად ?))) ანუ არამადლიანი საჭმელია ენერგიის თვალსაზრისით,
სულისთვის არ მოაქვს ენერგია და განვითარება. ასევე ნიორი და ხახვი. იოგები არ ჭამენ ამ სამ პროდუტქს საერთოდ. ან თუ იღებენ მხოლოდ სამკურნალოდ.
* * *
marimari11

ვეგანური ტკბილეული რომელია,? არ ასუქებს? :დ

უმი ვეგანური ტკბილეულია შეგილია ამის მიხედვით გააკეთო.

https://www.facebook.com/groups/494926297546420/permalink/496928984012818/

რაც შეეხება გასუქებას. აიურვედის მიხედვით ტკბილის მიღების დრო ეს დილის საათებია, ამიტომ ჭამე დილაობოთ და არა საღამოს. smile.gif შეგერგება და ზედმეტ ცხიმებში არ წავა. smile.gif

Posted by: Taisiaa 22 Oct 2018, 11:16
QUOTE (Keti-Ket @ 21 Oct 2018, 15:02 )
Taisiaa
კაპუჩინო ისე მიყვარს შაბათი კვირა რომ ძალიან მიხარია ერთ-ერთი ფაქტორი ეგ არის biggrin.gif

ისე კი ყოჩარ, ბევრი ვერ შეძლებს იმას რასაც შენ აკეთებ

ყველაფერი სურვილით და მონდომებით იწყება, თუ გინდა, ნამდვილად გინდა,გააკეთებ,შეძლებ.


ახლა ორი დღე ვშიმშილობდი და თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობ.
ბანანი მივირთვი და სამსახურში წამოვედი,ძალიან კარგად ვარ )) მთების გადადგმის შეგრძნებით...

Posted by: Keti-Ket 22 Oct 2018, 14:31
QUOTE
ველაფერი სურვილით და მონდომებით იწყება, თუ გინდა, ნამდვილად გინდა,გააკეთებ,შეძლებ

ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი სწორედ გადაწყვეტილებაა, დიდ სურვილზე დამყარებული გადაწყვეტილება თუმცა მე ვეგანობასთან დაკავშირებიტ ჩემი ხედვა მაქვს და ამ ეტაპზე არ მგონია, ვეგანად ჩამოყალიბების გადაწყვეტილება მივიღო

და თხილეულ ნიგვზეულობის ამბავი როგორ არის? იჭმევა? ან რა ტიპის საკვებად მიიჩნევა?

Posted by: kira001 22 Oct 2018, 20:10
ჯანსაღებო და გამჭვირვალეებო, ცილას საიდან იღებთ? თუ ესეც არ გჭირდებათ? biggrin.gif

Posted by: INA-INA 22 Oct 2018, 21:01
kira001

ელემენტარული გოგრის გული .

არა ისე არასოდეს არ გამიგია ვინც არავეგეტარიანელია ცილებს და ნახშირწყლებს დასდევდეს, თან რაღაც სასწაულად არაჯანსაღად იკვებებიან.
თუ გაისმის ვეგეტარიალებობა ან ვეგანობა მაშინ ახსენდებათ ვიტამინები და ცილები და ნახშირწყლები.
დამიჯერეთ ვინც ვეგანები ვართ უფრო ჯანსაღად ვიკვებებით და არაფერი არ გვაკლია )))



Posted by: სნეგირი2 22 Oct 2018, 22:16
kira001
QUOTE
ცილას საიდან იღებთ?

ხილიდან.

Posted by: kira001 22 Oct 2018, 23:39
INA-INA
QUOTE
არა ისე არასოდეს არ გამიგია ვინც არავეგეტარიანელია ცილებს და ნახშირწყლებს დასდევდეს

ვინც ვარჯიშობს, ბევრი დასდევს
QUOTE
დამიჯერეთ ვინც ვეგანები ვართ უფრო ჯანსაღად ვიკვებებით და არაფერი არ გვაკლია )))

აი ნოუ. მეც თქვენს რიგებში ვარ იმ განსხვავებით რო ჯანსაღად არ ვიკვებები.
ეგეც გავლილი მაქვს, რო გაიგებენ ვეგ ხარ და ვაიმე ბე12 და ვაიმე რკინა და ვაიმე მოკვდები და ა.შ. biggrin.gif უბრალოდ ვიკითხე, იმ პროპაგანდის გამო რო ცილა მხოლოდ ცხოველურშია. მცენარეულში კი მინიმალურა.

სნეგირი2
თხილეული, ლობიო, ბარდა, ბროკოლი და ოსპი უფრო არა, ვიდრე ხილი?

Posted by: Mmerisi 23 Oct 2018, 10:09
სულ არ ვთვლი საჭიროდ ვეგანობას არც დასაბუთებით და არც მის გარეშე, ვეგანი ვარ და ესეც ჯიგრულია, თვეში ერთხელ ომეგას გამო თევზს ვჭამ, სელსაც არ ვიკლებ.

სისულელეა მტკიცება რომ ვეგანობა აუცილებელია, რასაც ვერ ვიტყვი ვეგეტერიანელობაზე.
საუბარი არ მაქვს ვისაც რძის მჟავის აუტანლობა და მისთნანები აქვს.


კვერცხში და ხაჭოში კარგის მეტი არაფერია.

Posted by: სნეგირი2 23 Oct 2018, 12:34
kira001
QUOTE
ეგეც გავლილი მაქვს, რო გაიგებენ ვეგ ხარ და ვაიმე ბე12 და ვაიმე რკინა და ვაიმე მოკვდები და ა.შ.

QUOTE
უბრალოდ ვიკითხე, იმ პროპაგანდის გამო რო ცილა მხოლოდ ცხოველურშია. მცენარეულში კი მინიმალურა.

მე კიდევ, არა თუ ცილის, არამედ ნებისმიერი მეცნიერული (ზოგი მცენარეულს წაიკითხავს აქ, ჰაჰა) სისულელის, როგორიცაა ვიტამინები, მინერალები, ცილები/ცხიმები/ნახშირწყლები და ზოგადად მიკრო- და მაკროელემენტების აუცილებლობის ეტაპი მაქვს გავლილი. შესაბამისად, თუ უმი ხილის გარდა სხვა რამეს მივირთმევ, არა იმიტომ, რომ რაღაც მითიური "იქს" ნივთიერების მარაგი არ ამომეწუროს, არამედ იმიტომ რომ ჩვეულებრივი ნარკომანი ვარ, როგორც ყველა თქვენგანი.
QUOTE
თხილეული, ლობიო, ბარდა, ბროკოლი და ოსპი

კლავს.

Posted by: Taisiaa 23 Oct 2018, 13:43
Keti-Ket
QUOTE

და თხილეულ ნიგვზეულობის ამბავი როგორ არის?


მე არ ვჭამ, ან ძალიან იშვიათად და ისიც ჰა ჰა 2 ცალი )))
მაყრის მერე სახეზე და ქავილს იწვევს.

თუმცა ბევრი მიირთმევს და ენერგიასაც მატებს.


აი ჩირები მიყვარს და ძალიან კალორიული რომ არ იყოს, მთელი დღე მაგას შევჭამდი : ))))

Posted by: Taisiaa 28 Oct 2018, 21:15
რა ჩამკვდარია აქაურობა : ))))
ალოოო
ხორცს ჭამს ყველაა ? : )))))))))

Posted by: INA-INA 28 Oct 2018, 23:54
Taisiaa


მინდა ახლა ისევ 100% უმ ვეგანობაზე გადავიდე და თან იმას ვფიქრობ ადრე როგორ ვიყავი მასე )))
აშკარად კანზე ვატყობ რომ დაბინძურდა ორგანიზმი და განწმენდაა საჭირო.
დღეიდან დავიწყე, ნელ-ნელა უნდა გავზარდო ისევ ძალიან-ძალიან სასარგებლო რაღაცეების მიღება.


ვინ ხართ კიდევ ჩემს დღეში? მოტივაცია შევმატოთ ერთმანეთს. smile.gif

Posted by: თოვლი_ 29 Oct 2018, 07:20
INA-INA
QUOTE
ვინ ხართ კიდევ ჩემს დღეში? მოტივაცია შევმატოთ ერთმანეთს. 

იუთუბის ვიდეოები ჩართე შენთვის სამოტივაციო თემაზე როცა მოტივაციის საჭიროებას იგრძნობ
შედეგებზე სადაცაა საუბარი

საერთოდ შედეგებია ის რის გამოც ვიცვლით კვებას
რა შედეგები გექნება პლუსად კვების რეჟიმის შეცვლის სანაცვლოდ ისინი ჩამოწერე ფურცელზე და კედელზე გააკარი
მეორე ნაწილზე ფურცლის კი ის ჩამოწერე, რა უკუშედეგები ექნება იმას რომ ვნება თუ წაგძლევს დარღვევისა დაარღვევ
ხოდა როცა ვნება გეწვევა თუ გიღირს ის ყველაფერი რა ცუდი შედეგიც ექნება ვნებას აყოლას, მაშინ შენი თავის წინაშე სუფთა სინდისით დაარღვევ კვების რეჟიმს
როცა ვნებას ღრმად ვყავართ აყოლილი, გვავიწყდება რას ვკარგავთ მას დამორჩილებით. არ გაგვახსენდება.. ხოდა ამიტომ დადებითი და უარყოფითებიც, დაზეპირებულიც გვქონდეს და კედელზე გაკრულიც
რათა როცა გონება გადაკვეკეტება, ჩვენი თავისვე დატოვებულ მესიჯებში განსაცდელის დასაძლეველი სიტყვები დავინახოთ

Posted by: Taisiaa 29 Oct 2018, 08:24
INA-INA


მარტო არ ხარ ,მეც მაქვს ცდუნებები და ზოგჯერ მეც ძალიან ვცოდავ ხოლმე )))

კვება არ ამირევია,მაგრამ ყოველდღე მებრძვიან )))
ოჯახის წევრები, ნათესავები,მეგობრები, ყველა ცდილობს,რომ გამომკვებოს ))
მაცდუნებენ :დ

აი გუშინ გავიმარჯვე და არ დავლიე კაპუჩინო, ავდექი და წყალი ვჭამე : ))))))
იმ მომენტში ძალიან გამიჭირდა ჩემი სიყვარულის გაშვება, მაგრამ ასეა საჭირო : ))))
ანუ გამოდის,რომ რამდენიმე კვირაა ცხოველური საერთოდ არ მიმიღია, არც რძე და არც ხაჭო ...ნუ ხორცი,თევზი ... დიდი ხანია დავივიწყე, ვერც ვუყურებ და ჭამაზე ხო საერთოდ საუბარი არაა,ვერც სახლში ვამზადებ ვერაფერს ხორცისგან, არადა მიყვარს სამზარეულო....

მოტივაციისთვის ვიდეოებს ვრთავ,ვუყურებ ვეგან ოჯახებს და სტიმულს მმატებს, ჩემი ოჯახის წევრებივით არიან :დ
ვკითხულობ სტატიებს, რა საჭირო და სასარგებლოა ასეთი კვება, მამშვიდებს ამაზე ფიქრი.
ზოგადად კარცენოფობია მაქვს და ასეთი კვებით დამშვიდებული ვარ, როგორც კი რამე არაჯანსაღს შევჭამდი ხოლმე
აი მაშინვე მაწუხებდა, შიში მიპყრობდა, სინდისი მაწუხებდა, მერე კიდევ ორგანიზმი მატყობინებდა,რომ სტოპ ! არა!
უნდა მოვუსმინოთ ორგანიზმს, მაგრამ ამას ხშირად არ ვაკეთებთ,ვერ ვუგებთ, არ გვინდა გაგება ...

სახის კანს რაც შეეხება, მუდმივად მაწუხებდა ალერგია, ოდნავ რამე ცუდს და არაჯანსაღს რომ შევჭამდი,მაყრიდა, ქავილს იწვევდა და ვიტანჯებოდი.
რაც ამ კვებაზე გადავედი, სახე გამიკრიალდა,დამიმშვიდდა და გაჯანსაღდა ...

Posted by: neo> 29 Oct 2018, 10:31
ვაა, მე ვეგეტარიანელი ვარ მარა ვეგანიზმი უარესი ყოფიალა...
მუდმივად მენატრება ცხოველურ ცილა, მარა ხორცის/თევზის მიღებისას თითქოს უცხო სხეული ჩასახლდა ეგეთი შეგრძნება მაქვს :დ

ისე ის ვიტამინები რაც საჭიროა როგორ ირებენ ვეგანები საინტერესოა.
მე მაგფალიტად ლობიოზე მაქვს მოთხოვნილება, ცილებს სხვანაირად ვერ ვირებ,

Posted by: kira001 29 Oct 2018, 20:48
სნეგირი2
QUOTE
თხილეული, ლობიო, ბარდა, ბროკოლი და ოსპი

კლავს.

კაი ახლა მ რანაირად კლავს :დდდ
neo>
QUOTE
ისე ის ვიტამინები რაც საჭიროა როგორ ირებენ ვეგანები საინტერესოა.
მე მაგფალიტად ლობიოზე მაქვს მოთხოვნილება, ცილებს სხვანაირად ვერ ვირებ,

ხილ-ბოსტნეული ვიტამინების, მინერალების წყაროა და მაქედან, ვინც ვიცი ხილ ბოსტანზე მყოფი ყველანი ენერგიულები და ჯანმრთელები არიან



Posted by: სნეგირი2 29 Oct 2018, 21:24
kira001
QUOTE
რანაირად კლავს

ნელ-ნელა.

Posted by: kira001 30 Oct 2018, 01:26
სნეგირი2
იმედია არავინ დაიჯერებს
მარტო წმინდანებს ჯერათ მაგის biggrin.gif

Posted by: Taisiaa 30 Oct 2018, 10:31
QUOTE
ვაა, მე ვეგეტარიანელი ვარ მარა ვეგანიზმი უარესი ყოფიალა...


უკეთესი, ჯანმრთელობისთვის.

თავს,რომ კარგად,მსუბუქად გრძნობ,ძალიან მაგარია ....ახალი ამბავი ))
ლამაზად რომ გამოიყურები,უფრო ჯანსაღად,ეს გარშემომყოფებზეც კარგად მოქმედებს, სიხალისეს და სიმსუბუქეს ასხივებ ))
აი ამის გამო, საერთოდ მარტო ხილზე ღირს ცხოვრება ...
რასაც ვცდილობ და მგონია,რომ შევძლებ.

QUOTE
მუდმივად მენატრება ცხოველურ ცილა,

ეგ ეტაპი გავიარე დიდი ხანია, ახლა დღეში ერთხელ,ან ორჯერ ვჭამ ,მხოლოდ ხილს,იშვიათად სალათებსაც ვიმზადებ,ოდნავ ზეთით,არანაირი შაქარი და მარილი.
აღარც მინდება მეტჯერ ჭამა.
ბევრ წყალს ვსვამ და ვცდილობ ყოველდღე ვირბინო.
აი არ მგონია,ჩემზე უფრო ენერგიულად ხორცის მჭამელები იყვნენ )))

Posted by: სნეგირი2 30 Oct 2018, 16:03
kira001
QUOTE
იმედია არავინ დაიჯერებს

არც არავინ იჯერებს. კვდება ხალხი გარშემო.

Posted by: Taisiaa 30 Oct 2018, 16:31
სნეგირი2
ნუ გააგიჟე ეს ხალხი საერთოდ.))





........

Posted by: სნეგირი2 30 Oct 2018, 16:56
Taisiaa
შენ მაინც იცი, რაზეც ვსაუბრობ.

Posted by: Taisiaa 30 Oct 2018, 17:05
სნეგირი2
QUOTE
შენ მაინც იცი, რაზეც ვსაუბრობ.


დიახ.))



აქ მეტი ვეგანი არაა ? სულ ეს ვართ ?
ისე ვეგანური კავშირი ხომ არის ?
უნდა გავწევრიანდე : )))))

Posted by: სნეგირი2 30 Oct 2018, 17:08
Taisiaa
არც მე ვარ ვეგანი.

Posted by: Taisiaa 30 Oct 2018, 17:12
სნეგირი2


ვეგანურ გზაზე შემომდგარი ხომ ხარ ? : ))
რომელიც მოკირწყლულია ცდუნებებით.)))

Posted by: სნეგირი2 30 Oct 2018, 17:22
Taisiaa
QUOTE
ვეგანურ გზაზე შემომდგარი ხომ ხარ ? : ))

არასდროს!

შენ ალბათ "ვეგანი" და "ვეგეტარიანელი" გერევა ერთმანეთში. პრინციპში, ბევრს ეშლება.
თუ ჩემი გაინტერესებს, ამ ეტაპზე ვარ ლაქტო-ვეგეტარიანელი, რომელიც ფრუქტორიანელობის გზას ადგას.

Posted by: Taisiaa 30 Oct 2018, 17:26
სნეგირი2

QUOTE
შენ ალბათ "ვეგანი" და "ვეგეტარიანელი" გერევა ერთმანეთში


არაფერი არ მეშლება ...
ვანსხვავებ : )))



QUOTE
ლაქტო-ვეგეტარიანელი, რომელიც ფრუქტორიანელობის გზას ადგას.


სასიამოვნოა ))
ლაქტო-ვეგეტარიანელო, ფრუქტიანელობის გზაზე მდგარო : ))))


Posted by: სნეგირი2 30 Oct 2018, 17:40
Taisiaa
QUOTE
არაფერი არ მეშლება ...
ვანსხვავებ : )))

და მაინც მგონია რომ გერევა.
რასაც შენ ვეგანს ეძახი ეგ არის ვეგეტარიანელი, ხოლო რასაც ვეგეტარიანელს ეძახი, ეგ არის ლაქტო-ოვო ვეგეტარიანელი.

ვეგანი კი, უბრალოდ ვეგეტარიანელი აქტივისტია, რომელიც გარშემო ყველას ტვინს უ... ნუ, აღარ გავაგრძელებ.

Posted by: NEIRON 30 Oct 2018, 18:05
გამარჯობა
რა მაინტერესებს:
დანამატებს არ იღებთ?
რამდენი ხანია რაც ხორცეულს არ ჭამთ?
ზოგადად ჰერპესი, სტომატიტი მსგავსი ჩივილები თუ გაქვთ, ზოგადად, ყველა ვეგეტარიანელს გეკითხებით.
ეს წონაში დაკლების მიზნით გადაწყვიტეთ?

მე მაგალითად ხორცი თუ არ ვჭამე ყოველდღე ასე 200 გრ ან > ფილე ქათმის, ვერ ვნაყრდები ვერანაირად, ენერგია არ მაქვს ისე ვარ.

Posted by: Taisiaa 30 Oct 2018, 18:09
სნეგირი2


მემგონი კი შენ გერევა,როდესაც გგონია,რომ მე მერევა : )))



მე ვცდილობ,რომ ხილისა და ბოსტნეულის ჭამისგან,ნელნელა მხოლოდ ხილზე გადავიდე... როგორც შენ აღნიშნე,ფრუქტიანელი.

ეთიკური ვეგანებისგან განსხვავებით ,მოტივი პირველ რიგში ჯანმრთელობაა და შემდეგ სხვა დანარჩენი.





ვეგანიზმი კი ვეგეტარიანელობის მიმდინარეობაა,უფრო მკაცრი,დიეტური...



QUOTE
ვეგეტარიანელი აქტივისტია, რომელიც გარშემო ყველას ტვინს უ...


ყველას განსხვავებული ჰობი აქვს : ))))

Posted by: სნეგირი2 30 Oct 2018, 18:19
Taisiaa
ვეგანობა არის სამოქალაქო აქტივიზმის მიმდინარეობა, რომელიც გამორიცხავს ნებისმიერი ცხოველური პროდუქციის გამოყენებას, იქნება ეს კვებაში, თუ მრეწველობაში თუ სხვა. ვეგანები მოქმედებენ ეთიკური მოტივიდან და მოქმედებენ არა ფარულად, არამედ ღიად, რადგან მათი აქტივიზმი ითვალისწინებს ამ მიმდინარეობის მასობრივ პროპაგანდას. ვეგეტარიანელობა არის მიმდინარეობა, რომელიც უბრალოდ გამორიცხავს ნებისმიერ(!) ცხოველურ პროდუქტს, რაც ძირითადად მოტივირებულია ჯანმრთელობით. ანუ, შენ ხარ ვეგეტარიანელი და არა ვეგანი. განასხვავებენ ვეგეტარიანელობის სხვადასხვა მიმდინარეობებს: ლაქტო- ანუ, დაშვებული აქვს რძის პროდუქტები და ოვო- ანუ, დაშვებული აქვს კვერცხი. კიდევ არსებობს მესამე, მაგრამ სახელი აღარ მახსოვს, რომელსაც დაშვებული აქვს თევზეულობა. მე ამჟამად ვარ, ლაქტო-ვეგეტარიანელი, ანუ არ ვჭამ ხორცს, კვერცხს, თევზეულობას, მაგრამ ვჭამ რძის პროდუქტებს. არ ტეხავს, მეც მეშლებოდა თავიდან.

პ.ს. შეგიძლია ვიკიპედიაში გადაამოწმო: https://en.wikipedia.org/wiki/Veganism

Posted by: Taisiaa 30 Oct 2018, 18:43
სნეგირი2

არ მეშლება,ვიკიპედიის გამოყენება მეც შემიძლია : ))))
ლაქტო ვეგეტარიანელო : )))

ვეგანის და ვეგეტარიანელის კვების რაციონს შორის განსხვავება ისაა, რომ ვეგანები გამორიცხავენ კვერცხს და რძის პროდუქტებს, როგორიცაა ცხოველური რძე, ყველი , კარაქი და იოგურტი,ნუ კიდევ ბევრ სხვადასხვა რამეს.

დიახ ,სამოქალაქო მიმდინარეობაა და ვეგანური ცხოვრების წესის პროპაგანდას ახდენენ.
არ გამოიყენებენ,არანაირ ცხოველური წარმოშობის პროდუქციას,სხვადასხვა მიზეზით და სახელებიც განსხვავებული აქვთ,შესაბამისად.
არ გამოიყენებენ არც საკვებში,არც საყოფაცხოვრებო ნივთებში.



QUOTE
შენ ხარ ვეგეტარიანელი და არა ვეგანი


მე ვარ ადამიანი,რომელიც არ მიირთმევს არანაირ ხორცს,არც თევზს და ა.შ
არც რძის პროდუქტებს.
არც ისეთ პროდუქციას ვიყენებ,რომელიც არაა ვეგანური.
არც შამპუნებს და საერთოდ არაფერს არავეგანურს.
შესაბამისად არც ვიცვამ ბუნებრივ ბეწვს დ ა.შ

უბრალოდ მე არავის არ ვახვევ თავს ჩემი ცხოვრების წესს და არც სამოქალაქო მოძრაობაში ვარ ჩართული.
ახლა გინდა ვეგეტარიანელი მიწოდე და გინდა,ვეგანი ))

მაქვს ჩემი მიზეზები,თუ რატომ არ ვჭამ ხორცს. მგონია,რომ სტკივათ და ეს ძალადობაა,მკვლელობაა ჩვეულებრივი.
როდესაც ვჭამდი,აი მაგ შეგრძნებას ვერასოდეს დავივიწყებ,იმდენად ამაზრზენი იყო ჩემთვის,მითუმეტეს მაძალებდნენ,თურმე აუცილებელია და მსგავსი სისულელეები.

მეგონა,რომ მკვდარს ვჭამდი, პრინციპში რა განსხვავებაა ?
არანაირი.


ამხელა პოსტი ჯერ არ დამიწერია ისე ))
გილოცავ : )))))

Posted by: სნეგირი2 30 Oct 2018, 18:51
Taisiaa
QUOTE
ვეგანის და ვეგეტარიანელის კვების რაციონს შორის განსხვავება ისაა, რომ ვეგანები გამორიცხავენ კვერცხს და რძის პროდუქტებს, როგორიცაა ცხოველური რძე, ყველი , კარაქი და იოგურტი,ნუ კიდებ ბევრ რამეს.

ვეგანის და ვეგეტარიანელის კვების რაციონს შორის არანაირი განსხვავება არ არის.

Posted by: Taisiaa 30 Oct 2018, 18:54
QUOTE (სნეგირი2 @ 30 Oct 2018, 18:51 )
Taisiaa
QUOTE
ვეგანის და ვეგეტარიანელის კვების რაციონს შორის განსხვავება ისაა, რომ ვეგანები გამორიცხავენ კვერცხს და რძის პროდუქტებს, როგორიცაა ცხოველური რძე, ყველი , კარაქი და იოგურტი,ნუ კიდებ ბევრ რამეს.

ვეგანის და ვეგეტარიანელის კვების რაციონს შორის არანაირი განსხვავება არ არის.

იქნებ საერთოდ ერთიდაიგივეა ? spy.gif

Posted by: სნეგირი2 30 Oct 2018, 18:57
QUOTE (Taisiaa @ 30 Oct 2018, 18:54 )
QUOTE (სნეგირი2 @ 30 Oct 2018, 18:51 )
Taisiaa
QUOTE
ვეგანის და ვეგეტარიანელის კვების რაციონს შორის განსხვავება ისაა, რომ ვეგანები გამორიცხავენ კვერცხს და რძის პროდუქტებს, როგორიცაა ცხოველური რძე, ყველი , კარაქი და იოგურტი,ნუ კიდებ ბევრ რამეს.

ვეგანის და ვეგეტარიანელის კვების რაციონს შორის არანაირი განსხვავება არ არის.

იქნებ საერთოდ ერთიდაიგივეა ? spy.gif

https://iqtestnow.org/

Posted by: Taisiaa 30 Oct 2018, 18:58
QUOTE (სნეგირი2 @ 30 Oct 2018, 18:57 )
QUOTE (Taisiaa @ 30 Oct 2018, 18:54 )
QUOTE (სნეგირი2 @ 30 Oct 2018, 18:51 )
Taisiaa
QUOTE
ვეგანის და ვეგეტარიანელის კვების რაციონს შორის განსხვავება ისაა, რომ ვეგანები გამორიცხავენ კვერცხს და რძის პროდუქტებს, როგორიცაა ცხოველური რძე, ყველი , კარაქი და იოგურტი,ნუ კიდებ ბევრ რამეს.

ვეგანის და ვეგეტარიანელის კვების რაციონს შორის არანაირი განსხვავება არ არის.

იქნებ საერთოდ ერთიდაიგივეა ? spy.gif

https://iqtestnow.org/

მხოლოდ შენს შემდეგ : )))









.............

Posted by: სნეგირი2 30 Oct 2018, 19:14
QUOTE (Taisiaa @ 30 Oct 2018, 18:58 )
QUOTE (სნეგირი2 @ 30 Oct 2018, 18:57 )
QUOTE (Taisiaa @ 30 Oct 2018, 18:54 )
QUOTE (სნეგირი2 @ 30 Oct 2018, 18:51 )
Taisiaa
QUOTE
ვეგანის და ვეგეტარიანელის კვების რაციონს შორის განსხვავება ისაა, რომ ვეგანები გამორიცხავენ კვერცხს და რძის პროდუქტებს, როგორიცაა ცხოველური რძე, ყველი , კარაქი და იოგურტი,ნუ კიდებ ბევრ რამეს.

ვეგანის და ვეგეტარიანელის კვების რაციონს შორის არანაირი განსხვავება არ არის.

იქნებ საერთოდ ერთიდაიგივეა ? spy.gif

https://iqtestnow.org/

მხოლოდ შენს შემდეგ : )))

გავაკეთე. ქულის გაგება ფასიანი ყოფილა. დამენანა.

მხოლოდ კვების რაციონშია მათი თანხვედრა.

Posted by: kira001 30 Oct 2018, 19:38
ბიჭო აი, პედოფილებს რატო ვახვევთ საერთოდ ჩვენს აზრებს რო პედოფილია ძალადობაა, ცუდია. ან მოძალადეებს, მკვლელებს რატო ვუწევთ პროგანადას უფლებებზე და ჰუმანურობაზე? რო არ უნდა იძალადო სხვაზე და ა.შ. ან მშობლებს, რომლებსაც გაგდბეული ყავთ საკუთარი შვილები. შენ თუ შენ შვილს არ წიხლავ, ეგ შენი აზრია, ბრატ. მცემელებს და მოძალადეებს შეეშვი, ნუ ერევი
ტვინის ტყვნაა ჩეეულებრივი ხო?
ვეგანები, უფლება დამცველები, ჰუმანისტები. კლას და აწამოს ყველამ ის, ვინც უნდა, რაც უნდა
აააა უი ხო კანონი იცავს ორფეხა ჰომოსაპიენსს
ჰოდა, რისი თქმა მინდოდა, ვეგანიზმი არაა თავს მოხვევა. შენს თავს და შენ აზრს კი არ იცავ, არამედ სუსტებს, რომლებზეც ორფეხა უგულოები ძალადობენ.


Posted by: Taisiaa 30 Oct 2018, 19:40
სნეგირი2

QUOTE
მხოლოდ კვების რაციონშია მათი თანხვედრა.


დავიღალე პოსტვით, ფიქრითაც, გნებდები.

Posted by: სნეგირი2 30 Oct 2018, 19:51
kira001
მაშინ მტაცებლების ხოცვით დაიწყეთ, რადგან სიტყვა მათ არ ესმით.

Posted by: Taisiaa 30 Oct 2018, 21:09
NEIRON
QUOTE
დანამატებს არ იღებთ?

არა.
QUOTE
ზოგადად ჰერპესი, სტომატიტი მსგავსი ჩივილები თუ გაქვთ, ზოგადად,


არა,სტომატიტი მხოლოდ მაშინ თუ ლოყაზე ვიკბენ შიგნიდან : )))
თუმცა ეგ ალბათ სტომატიტი არცაა.

ანუ ამ კვებით გამოწვეული , არაფერი.

QUOTE
ხორცი თუ არ ვჭამე ყოველდღე ასე 200 გრ ან > ფილე ქათმის, ვერ ვნაყრდები ვერანაირად, ენერგია არ მაქვს ისე ვარ.


ნარკომანი ხარ ფაქტობრივად ))
ოღონდ ხორცზე დამოკიდებული.


* * *
QUOTE
შენს თავს და შენ აზრს კი არ იცავ, არამედ სუსტებს, რომლებზეც ორფეხა უგულოები ძალადობენ.


იცი რა ,ერთხელ სოფელში შევესწარი პატარა ხბოს მოათრევდნენ,არ მოჰყვებოდა, გრძნობდა უნდა მოეკლათ, ძალით მოათრევდნენ, ყურებში ხელი ჩაჭიდული და გაკოჭილი,მაშინ მივხვდი,რომ მე ამ ადამიანებივით არასდროს მოვიქცეოდი.
ჩამრჩა გონებაში.

კიდევ ერთხელ ვიდეოს ვუყურე,აი თავმოჭრილი ძროხა როგორ დარბოდა რამდენიმე წამი ,უთავოდ (( მერე დაეცა.
საშინელებაა ადამიანებს ასე რომ შეუძლიათ ცხოველებს მოექცნენ.


ადრე როდესაც თევზისგან ,ან ქათმისგან ვამზადებდი სხვადასხვა კერძებს, ჯერ ხო ვერ ვუყურებდი, არ შემეძლო, შემდეგ ვერც ვჭრიდი, სხვებს ვაჭრევინებდი და სამზარეულოს ხელთათმანით ვაგრძელებდი ...

შემდეგ მივხვდი,რომ უბრალოდ აღარ მინდოდა ამის კეთება,არც შეხება და არც მომზადება, მითუმეტეს ამით გამასპინძლება.

თუმცა ყველა იმას მიირთმევს,რაც უნდა,არც აქ დ არც არსად,არავის არ ვაძალებ,რომ ვაშლით და ბანანით იკვებოს მაინცდამაინც.

Posted by: Keti-Ket 30 Oct 2018, 21:26
მე კი როგორც ვიცი, ვეგანი კვების გარდა ზოგადად ცხოველთა უფლებების დამცველიცაა, ანუ არ იცვამენ ბეწვისგან, ტყავისგან დამზადებულ ტანისამოსს და აქტიურად პროპაგანდირებენ ამ იდეას

Posted by: kira001 30 Oct 2018, 21:31
ბავშვებიც ხოცვა რო ცხოველებივით ლეგალური იყოს, ხმას არ ამოიღებდით? არ გაუწევდით პროპაგანდას იმაზე რო ცუდია?
უბრალოდ ყველას არ შეგვიძლია შეგუება და ენის ჩაგდება ძალადობაზე.
თავიანთთვის ადამიანები არ არიან და ერევიან უმწეო ცხოველების ნებაში. უკითხავად ამრავლებენ, კლავენ, ჭამენ. პფფფ

Posted by: Taisiaa 30 Oct 2018, 21:48
kira001
QUOTE
ბავშვებიც ხოცვა რო ცხოველებივით ლეგალური იყოს


უკიდურესობებში ნუ გადავარდები.

Posted by: სნეგირი2 30 Oct 2018, 22:01
kira001
დაძალებით არაფერი არ ხდება, მითუმეტეს როცა საქმე ნარკომანიას ეხება.
ცხოველური წარმოშობის და ზოგადად, თერმულად დამუშვებული საკვები კი არის უმძიმესი ხარისხის ფსიქო-ფიზიოლოგიური ნარკოტიკი.

Posted by: NEIRON 30 Oct 2018, 22:02
QUOTE (Taisiaa @ 30 Oct 2018, 21:09 )
NEIRON
QUOTE
დანამატებს არ იღებთ?

არა.
QUOTE
ზოგადად ჰერპესი, სტომატიტი მსგავსი ჩივილები თუ გაქვთ, ზოგადად,


არა,სტომატიტი მხოლოდ მაშინ თუ ლოყაზე ვიკბენ შიგნიდან : )))
თუმცა ეგ ალბათ სტომატიტი არცაა.

ანუ ამ კვებით გამოწვეული , არაფერი.

QUOTE
ხორცი თუ არ ვჭამე ყოველდღე ასე 200 გრ ან > ფილე ქათმის, ვერ ვნაყრდები ვერანაირად, ენერგია არ მაქვს ისე ვარ.


ნარკომანი ხარ ფაქტობრივად ))
ოღონდ ხორცზე დამოკიდებული.


* * *
QUOTE
შენს თავს და შენ აზრს კი არ იცავ, არამედ სუსტებს, რომლებზეც ორფეხა უგულოები ძალადობენ.


იცი რა ,ერთხელ სოფელში შევესწარი პატარა ხბოს მოათრევდნენ,არ მოჰყვებოდა, გრძნობდა უნდა მოეკლათ, ძალით მოათრევდნენ, ყურებში ხელი ჩაჭიდული და გაკოჭილი,მაშინ მივხვდი,რომ მე ამ ადამიანებივით არასდროს მოვიქცეოდი.
ჩამრჩა გონებაში.

კიდევ ერთხელ ვიდეოს ვუყურე,აი თავმოჭრილი ძროხა როგორ დარბოდა რამდენიმე წამი ,უთავოდ (( მერე დაეცა.
საშინელებაა ადამიანებს ასე რომ შეუძლიათ ცხოველებს მოექცნენ.


ადრე როდესაც თევზისგან ,ან ქათმისგან ვამზადებდი სხვადასხვა კერძებს, ჯერ ხო ვერ ვუყურებდი, არ შემეძლო, შემდეგ ვერც ვჭრიდი, სხვებს ვაჭრევინებდი და სამზარეულოს ხელთათმანით ვაგრძელებდი ...

შემდეგ მივხვდი,რომ უბრალოდ აღარ მინდოდა ამის კეთება,არც შეხება და არც მომზადება, მითუმეტეს ამით გამასპინძლება.

თუმცა ყველა იმას მიირთმევს,რაც უნდა,არც აქ დ არც არსად,არავის არ ვაძალებ,რომ ვაშლით და ბანანით იკვებოს მაინცდამაინც.

ძალიან კარგია ჯანმთელობას არ ვნებს ისეთ წესს რომ იცავ, მაგრამ ვთვლი რომ ვიტამინი და დანამატი პროდუქტები უნდა მიიღოს ადამიანმა.


რაც შეეხება ზოგადად ცხოველებს და ფრინველებს, ქათამები მყავს დაჩაზე,5 ცალი, მაგრამ ვერცერთს ვერ გავიმეტებ დასაკლავად, ძაღლმა შემიჭამა ერთი და ეგ ვერ გამოვიგლოვეთ ახლაც, რომ არ უყურებ ხორცის მოპოვებას, იოლია.
ერთადერთი რისთვისაც მყავს, "სოფლის" კვერცხია, სულ სხვა გემო აქვს.
რაც შეეხება საქონლის ხორცს, საქონელის მომრავლება უფრო აზიანებს გარემოს მეთანით , ვიდრე ქათმის, ფარდობითია.

და რაც შეეხება უბრალოდ უკიდურესად მცენარეულზე რომ არიან,კვერცხზეც უარს რომ ამბობენ და ყველაფერ ცხოველურზე, ეგეც ფარდობითი ვარიანტია ჩემი გადმოსახედიდან, შეიძლება არ ჭამოს ადამიანმა ხორცი, მაგრამ იყიდოს სხვა პროდუქტი, რომლის დისტრიბუტორიც ჭამს ხორცს.

ჩემი გადმოსახედით, ჯანსაღი ცხოვრების წესი კარგია, ნორმის ფარგლებში ხორციც და მცენარეულიც ან მცენარეული და დანამატები.


Posted by: სნეგირი2 30 Oct 2018, 22:12
QUOTE
ნორმის ფარგლებში

ეჰ, რომ იცოდეთ რამდენი მილიარდი კეთდება მარკეტოლოგების მიერ ადამიანების შთაგონებით ამ ორი მარტივი სიტყვის მეშვეობით.

Posted by: Taisiaa 30 Oct 2018, 22:53
QUOTE
ვიტამინი და დანამატი პროდუქტები უნდა მიიღოს ადამიანმა


ეს ვინ მოიგონა ?

საკვებიდან რასაც იღებენ, არაა საკმარისი ?
ხალხი დღეში 4-5 ჯერ ჭამს, ამას პლიუს ვიტამინებ-დანამატები.))))

QUOTE
შეიძლება არ ჭამოს ადამიანმა ხორცი, მაგრამ იყიდოს სხვა პროდუქტი, რომლის დისტრიბუტორიც ჭამს ხორცს.



და რა გავაკეთოთ ? დისტრიბუტორს ავუკრძალოთ ?

Posted by: სნეგირი2 31 Oct 2018, 18:44
ადამიანის სახეობრივი კვების ზოგადი თეორია (by Alex Snegir)

თუ კი, ოდესმე ვინმე დამისვამს კითხვას თუ ვინ/რა არის ჩემი აზრით ადამიანზე ბრძენი, უყოყმანოდ ვუპასუხებ - ბუნება! წინამდებარე პოსტიც ზუსტად მის სიბრძნეს ეყრდნობა და ცდილობს ნათელი მოჰფინოს მის მიერ ჩადებულ სიღრმისეულ მექანიზმებს, კონკრეტულად კი სახეობრივი საკვების ირგვლივ, რათა ამ თემით დაინტერესებულთ უფრო ნაკლები პასუხგაუცემელი კითხვები დარჩეთ, ხოლო მათ, ვინც პირველად ეცნობა, დააფიქროს.

ბოლო წლებში სულ უფრო ფართოდ იკიდებს ფეხს ჯანსაღი ცხოვრების ისეთი წესები, როგორიც ვეგეტარიანელობა და raw vegan-ობა, ანუ უმი ვეგანობაა. კაცობრიობის გონება ნელ-ნელა ხვდება, რომ "ცილოვან-კუნთოვანი" თეორიები მასებში შემოგდებული კიდევ ერთი დიდი bullshit-ია დიდი ბიზნესის საკეთებლად, სხვათაშორის, ისევე როგორც კლასიკური ვეგანობა და უმი ვეგანობა, ოღონდ ამ თემაზე სხვა დროს. აქ არ ვისაუბრებთ ვეგანობაზე და მის ეთიკურ მხარეებზე, აქ ვისაუბრებთ ადამიანის ჭეშმარიტ სახეობრივ კვებაზე, კონკრეტულად კი, მცენარეული ნაყოფით (ხილით) კვებაზე. ამისთვის, პირველ რიგში, აუცილებელია განვსაზღვროთ, თუ რას წარმოადგენს მცენარეული ნაყოფი (შემდგომ ნაყოფი). ამის ნახვა https://en.wikipedia.org/wiki/Fruit-ზეც შეგვიძლია, თუმცა, მე მაინც ჩემი სიტყვებით განგისაზღვრავთ: ნაყოფი არის მცენარის მიერ, პერიოდულად (როგორ წესი, წელიწადში ერთხელ) თავისთავის გასამრავლებლად გაზრდილი მასა, რომელიც შიგნით აუცილებლად შეიცავს თესლს.

ნაყოფის არსის განსაზღვრების შემდეგ, აუცილებელია წამოვწიოთ ადამიანის, როგორც პლანეტა დედამიწისა და ზოგადად ბუნების, ბატონობის თემა, რომელზეც თავშივე გეტყვით, რომ სრულიად არ ვეთანხმები. მესმის, ბევრ ჩვენგანს სწამს, რომ საწყისშივე გარშემო ბუნება ადამიანისთვის და მისი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად არის შექმნილი, ანუ იგი ბუნების ბატონ-პატრონის პოზიციაში გვევლინება. უნდა გაგაწბილოთ, მაგრამ ჩემი და არა მხოლოდ ჩემი აზრით, ეს ასე არ არის. ჩვენ არ ვართ ბუნების ბატონები, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მისი ნაწილი ვართ და როგორც უდიდესი მექანიზმის ნაწილს, ჩვენც გვაქვს ამ მექნიზმში კონკრეტული ფუნქციას-მოვალეობები, რომელთაგან ერთ-ერთი სწორედ სახეობრივ კვებაზე გადის. კონკრეტულად კი, ეს ფუნქცია-მოვალეობა წარმოადგენს მათივე ნაყოფის მიღებით, ამ მცენარეების (ვაშლის, ბლის, ატმის და ა.შ.) გამრავლებას. ფაქტობრივად, ეს ჩაკეტილი წრიული პროცესია (როგორც თითქმის ყველა სხვა პროცესი დედამიწაზე), ანუ რასაც ვჭამთ, იმას "ვისაქმებთ", რათა ისევ აღმოცენდეს ის, რასაც შევჭამთ და ა.შ. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქონლის ნეხვი (ჩვენს შემთხვევაში, ადამიანის მიერ მხოლოდ(!) ნაყოფის კუჭში გადამუშავებით მიღებული განავალი) საუკეთესო ბუნებრივი სასუქია, რაზეც ნებისმიერი გლეხი თუ ფერმერი დაგემოწმებათ, ეს პროცესი კიდევ უფრო მეტ ლოგიკურ აზრს იძენს. რა თქმა უნდა, დღეს აღარავინ გადის მდელოში ამ ბუნებრივი "მისიის" შესასრულებლად, მაგრამ ჩვენ არ ვსაუბრობთ იმაზე თუ რა ხდება დღეს, ჩვენ პროცესებს, პირველ რიგში, განვიხილავთ ბუნებრივ-ისტორიულ ჭრილში.

გაგრძელება იქნება...

Posted by: Taisiaa 31 Oct 2018, 19:24

იქნებ მორწმუნეებმა ამას მაინც დაუჯეროთ.))
შემთხვევით ამოვიკითხე.

user posted image

Posted by: NEIRON 31 Oct 2018, 21:38
QUOTE (Taisiaa @ 30 Oct 2018, 22:53 )
QUOTE
ვიტამინი და დანამატი პროდუქტები უნდა მიიღოს ადამიანმა


ეს ვინ მოიგონა ?

საკვებიდან რასაც იღებენ, არაა საკმარისი ?
ხალხი დღეში 4-5 ჯერ ჭამს, ამას პლიუს ვიტამინებ-დანამატები.))))

QUOTE
შეიძლება არ ჭამოს ადამიანმა ხორცი, მაგრამ იყიდოს სხვა პროდუქტი, რომლის დისტრიბუტორიც ჭამს ხორცს.



და რა გავაკეთოთ ? დისტრიბუტორს ავუკრძალოთ ?

ვეგანობისას ვიგულისხმე, 4-5 ჯერ რომ ჭამო, ოღონდ იყო ვეგეტარიანელი, ან რო ფიტნესით დაიკავო თავი, აერობიკა და ეგ არა, სავარჯიშო მოწყობილობებზე, ვეგანობით უფრო ძვირი გიჯდება დანამატების ყიდვა (პროტეინი,კრეატინი,ბცაა, უამრავი, თუნდაც ბ ვიტამინი, დეფიციტში მიდის აქტიური ვარჯიშისას, საერთოდ ვეგანობისას ვითარდება ზოგი ვიტამინის დანაკლისი, მოიძიეთ ინფო ამ დეტალზე), ხილი კიდე ვერ უზრუნველყოფს სრულფასოვან კვებას შედეგის მისაღწევად.

ფოტოსთან დაკავშირებით:
სამედიცინო ლიტერატურაშიც კი, წააწყდები ზოგ ნათქვამს, რაც ცდისას არ მტკიცდება რომ მასეა, რადგან იყო დარღვეული კვლევის ჩატარება , რომ არაფერი ვთქვათ ძველ გადმოცემით დაწერილ სახელმძღვანელოზე.
რთულია ვეგეტარიანელობა , განა იმიტო ვწერ რომ ჩემი გამაქვს, არა, უბრალოდ მარტო ხილზე არ იყოთ, მიიღეთ ომეგა და სხვა დანამატები , წაიკითხეთ ბევრი ახალი კვლევები და არა ფორუმზე და ზოგ უბრალო საიტებზე, და შეგრძნებებზე, სადაც მის თავზე ირგებენ სასურველს.

Posted by: neo> 1 Nov 2018, 00:59
QUOTE (kira001 @ 29 Oct 2018, 20:48 )

neo>
QUOTE
ისე ის ვიტამინები რაც საჭიროა როგორ ირებენ ვეგანები საინტერესოა.
მე მაგფალიტად ლობიოზე მაქვს მოთხოვნილება, ცილებს სხვანაირად ვერ ვირებ,

ხილ-ბოსტნეული ვიტამინების, მინერალების წყაროა და მაქედან, ვინც ვიცი ხილ ბოსტანზე მყოფი ყველანი ენერგიულები და ჯანმრთელები არიან

ხორც ვინც არ ჭამს, ნელა ბერდება ჰო?
რიავიცი, ჩემზე მგონი პირიქით არის :დ კრიტიკულად არ მომწონს, ფიქრის დონეზეც ვერ ვუშვებ ხორცის ჭამას ..

არც ხილ ბოსტანს ვჭამ დიდად, და მგონი მაგის ბრალია რომ სუსტი ვარ ფიზიკურად.

Posted by: elchi 1 Nov 2018, 04:31
ვგონებ უკეთესი იქნება, თუ რეცეპტებს და თქვენს მიერ მომზადებული კერძების სურათებით გაგვანებივრებთ.

თემას ნუ აოფებთ, გთხოვთ.

Posted by: თოვლი_ 1 Nov 2018, 20:17
ფრუტარიანელების თემა ცალკე ხომ არ გავხსნათ აქ დარბევა დაგვიწყეს

Posted by: predictable 1 Nov 2018, 20:40
QUOTE (Taisiaa @ 31 Oct 2018, 19:24 )
იქნებ მორწმუნეებმა ამას მაინც დაუჯეროთ.))
შემთხვევით ამოვიკითხე.

user posted image

რომელი წიგნიდან არის ეს ნაწყვეტი?


//////////////////////////

Posted by: Taisiaa 1 Nov 2018, 20:55
predictable

QUOTE
რომელი წიგნიდან არის ეს ნაწყვეტი?

ბიბლიიდან.

Posted by: თოვლი_ 1 Nov 2018, 21:20
predictable
ძველი აღთქმა
დანიელ წინასწარმეტყველი
თავი პირველი
http://www.orthodoxy.ge/tserili/biblia_sruli/dzveli/danieli/danieli-1.htm

Posted by: elchi 1 Nov 2018, 21:27
რა გთხოვეთ???

ამ გვერდის პირველი სტატუსი ეტყობა არ წაიკითხეთ.

ნუ გამხდით იძულებულს ამ ფორუმის წესდების მიხედვით მივიღო ზომები.

Posted by: სნეგირი2 1 Nov 2018, 23:48
QUOTE
ვგონებ უკეთესი იქნება, თუ რეცეპტებს და თქვენს მიერ მომზადებული კერძების სურათებით გაგვანებივრებთ.

ეს რამე ხუმრობაა და ვერ მივხვდი?! რა რეცეპტები, თემა ვეგანობაზე და უმ-ვეგანობაზეა. მხოლოდ რეცეპტებით რატომ გვზღუდავ?!

Posted by: Taisiaa 1 Nov 2018, 23:57
elchi

ისე მართლა,მარტო ვაშლს და ბანანს ვჭამ მთელი დღეა,ეს ვინმეს აინტერესებს ?
რას გადავუღოთ ფოტო,რა დავდოთ ? ნუთუ არ შეიძლება, თან ვისაუბროთ და გამოცდილება გავუზიაროთ ერთმანეთს ?

Posted by: Likri 2 Nov 2018, 13:14
QUOTE
მოცვი,ალუბალი,გერკულესი,თაფლი და ეგაა .ამაზე გემრიელი საუზმე არ არსებობს

აუ,რა ძალიან მაგარი რამეა და რა ამგარი რეცეპტები დევს ,შევინახე ყველაფერი <3

ვეგანი არ ვარ ნამდვილად,მაგრამ კარგი თემაა ,რეცეპტებიანად

ხორცს არ ვჭამ მხოლოდ,მაგრამ ვკითხულობ თქვენ პოსტებს,საინტერესოა ძაან

Posted by: Taisiaa 2 Nov 2018, 15:48
QUOTE
მომზადებული კერძების სურათებით გაგვანებივრებთ.


გადავწყვიტე,გაგანებივროთ




user posted image


გახეხილი სტაფილო,ნახევარი ჭარხალი და ყვავილოვანი კომბოსტო,ზემოდან თხინა აქვს მოსხმული(ლიმონით).

ვერ ვიტყვი,რომ ძალიან გემრიელია,მაგრამ მშია : )))

ვერ ვახერხებ ბოლომდე ხილზე გადასვლას,არ მყოფნის სამწუხაროდ ((

Posted by: Mstyle 2 Nov 2018, 16:43
Taisiaa
რა აქვს ზემოდან? უფრო სწორად რისგან მზადდება?

Posted by: Taisiaa 2 Nov 2018, 16:47
QUOTE (Mstyle @ 2 Nov 2018, 16:43 )
Taisiaa
რა აქვს ზემოდან? უფრო სწორად რისგან მზადდება?

http://vinoge.com/samzareulo/sxvadasxva/sousi-Txina

აბა ნახე,ძალიან გემრიელია,ლიმონთან შეზავებული.

აქ არ მიყიდია,ისრაელში ვიყიდე,მაგრამ აქაც იქნება,ისე სახლშიც მომიზადებია.

Posted by: neo> 3 Nov 2018, 01:42
QUOTE
ყვავილოვანი კომბოსტო

ეს როგორ მოყვარს <3 მაიონეზთან ერთად, სუნელები, რამე რუმე, ოდნავ მწარე.

Posted by: elchi 3 Nov 2018, 04:08
QUOTE (Taisiaa @ 2 Nov 2018, 15:48 )
QUOTE
მომზადებული კერძების სურათებით გაგვანებივრებთ.


გადავწყვიტე,გაგანებივროთ




user posted image


გახეხილი სტაფილო,ნახევარი ჭარხალი და ყვავილოვანი კომბოსტო,ზემოდან თხინა აქვს მოსხმული(ლიმონით).

ვერ ვიტყვი,რომ ძალიან გემრიელია,მაგრამ მშია : )))

ვერ ვახერხებ ბოლომდე ხილზე გადასვლას,არ მყოფნის სამწუხაროდ ((

მშვენიერია.
კი ვარ "მეხორცე", მაგრამ მაქვს დღეები, როცა მხოლოდ ბოსტნეულს და ხილს გეახლებით.
ხილზე გადასვლა ადვილი არის.
შარშან ვიყავი ჩამოსული საქართველოში და ერთ თვეში 12 კგ მოვიმატე.
ჩამოვედი უკან და შევჯექი მკაცრ დიეტაზე, მხოლოდ ხილს და ბოსტნეულს გეახლებოდით.
ექვს თვეში 22 კგ დავიკელი, ახლა ვეღარ ვიმატებ წონაში.
ახლა ვარ 75კგ, არადა ჩემი მუდმივი წონა იყო 82-84კგ, სიმაღლეში 182 ვარ, ანუ იდეალური შესაბამისობაა

Posted by: kenj 3 Nov 2018, 12:06
QUOTE (kira001 @ 30 Oct 2018, 21:31 )
ბავშვებიც ხოცვა რო ცხოველებივით ლეგალური იყოს, ხმას არ ამოიღებდით? არ გაუწევდით პროპაგანდას იმაზე რო ცუდია?
უბრალოდ ყველას არ შეგვიძლია შეგუება და ენის ჩაგდება ძალადობაზე.
თავიანთთვის ადამიანები არ არიან და ერევიან უმწეო ცხოველების ნებაში. უკითხავად ამრავლებენ, კლავენ, ჭამენ. პფფფ

აბორტია ლეგალური სამაგიეროდ ჩემისხეულიჩემიარასაცმინდაიმასვუზავ yes.gif

Posted by: Taisiaa 3 Nov 2018, 13:33
elchi


QUOTE
ვიყავი ჩამოსული საქართველოში და ერთ თვეში 12 კგ მოვიმატე.
ჩამოვედი უკან და შევჯექი მკაცრ დიეტაზე, მხოლოდ ხილს და ბოსტნეულს გეახლებოდით.
ექვს თვეში 22 კგ დავიკელი


ვისაც წონის პრობლემა აქვს,ვურჩევ ხოლმე, რომ მენიუში ბევრი ბოსტნეული ჩართოს და რათქმაუნდა ხილი ...

Posted by: kira001 3 Nov 2018, 16:31
kenj
შენ სხეუსლ რასაც გინდ ამას უზამ კაცო. ქათმის, ძროხის, ღორის სხეული ნამდვილად არაა შენი და როგორმე თავად მიხედავენ wink.gif

Posted by: kenj 3 Nov 2018, 17:16
kira001
როგორც ვფიქრობდი ისე მიპასუხე, აი ძროხაზე რო ეტირება ხალხს და კვერცხს რო არ ჭამენ წიწილები ეცოდებათ მაგრამ აბორტს ჩემისხეულიჩემიარასაცმინდაიმასუვზავთ მპასუხობენ სულ მიკვირს, რაღაც ყალბ პროპაგანდას ხართ აყოლილი ადამიანი/ძროხა თანასწორიამდე მიდიხართ, ახალ რეალობაში ცხოვრობთ და ზემოდან მორალსაც კითხულობთ სისხლიმსმელი ხორცის მჭამელები ძროხას კითხა ვინმე რამე ? facepalm.gif
ჩემთვის უმთავრესი არის ადამიანი და მისი პირადი მდგომარეობა. თუ არ უნდა ხორცი არ უდნა ჭამოს თუ თვლის რომ ხორცი მავნებელი არ უნდა ჭამოს თუ თვლის რომ მედიცინა მისი მტერია და მისით მილიარდებს შოულობს ეგეც, პატივს ვცემ რადგან მისთვის მთავარი ღირებულება არის საკუთარი თავი ანუ ადამიანი მისი მდგომარეობა და არა რაღაც მარაზმამდე დასული კვერცხი და ფერმებში შევარდნა, თქვენი მიდგომას თუ გავყვებით ადამიანი და ძროხა თანასწორია და ჩვენ არ გვაქს უფლება მათი ბედი გადავწყვიტოთ, ცოტა გვერდიდანაც შეხედეთ. user.gif

Posted by: kira001 3 Nov 2018, 17:30
kenj
ქართული ფარშელი ხარ? საპატრიარქოში ამორეცხილი ტვინით ხო?


Posted by: kenj 3 Nov 2018, 17:37
kira001
არავითარ შემთხვევაში ლიბერასტი ვარ მამალი პროსტა მეორე უკიდურესობაა ეს
user.gif givi.gif

Posted by: Taisiaa 4 Nov 2018, 01:01
QUOTE
ქართული ფარშელი ხარ? საპატრიარქოში ამორეცხილი ტვინით ხო?

biggrin.gif




Posted by: Isane 4 Nov 2018, 03:09
"აჰა, მომიცია თქვენთვის ყოველი ბალახი,მთესველი თესლისა,რაც კი არსებობს დედამიწის ზურგზე,და ყოველი ნაყოფიერი ხე.ეს იყოს თქვენი საზრდო."


marimari11
QUOTE
ვეგანური ტკბილეული რომელია,?

სამარხოდ დამზადებული ყველაფერი ვეგანური არ გამოდის?
სამარხო "პეჩენია" მაგალითად. ანუ ყველაფერი ვეგანურია რაც დამზადებულია მცენარეული შემადგენლობით.
ანუ არა ცხოველურ საფუძვლებზე. ასე ცალკე რო იტყვიან ხოლმე ვეგანური ტკბილეულიო, არ მესმის.

* * *
სნეგირი2
QUOTE
ვეგანის და ვეგეტარიანელის კვების რაციონს შორის არანაირი განსხვავება არ არის.

ვეგანობა სრულიად გამორიცხავს ცხოველური პროდუქტების არსებობას რაციონში ვეგეტარიანელობისგან განსხვავებით. ლაქტო ვეგეტარიანელი მიირთმევს რძის და რძის ნაწარმს. ოვო ვეგეტარიანელი მხოლოდ კვერცხს. ლაქტო ოვო კვერცხსაც და რძის პროდუქტებსაც. ვეგანის შემთხვევაში კი სრულიად ამოღებულია ცხოველური შემადგენლობის საკვები. აქტივიზმი და პროპაგანდა კიდევ სხვა თემაა. მე შეიძლება ვიყო ვეგანი მაგრამ არ ვიყო აქტივისტი, ისევე როგორც ვიყო ათეისტი და არავის მოვუწოდებდე და აქტიურ პროპაგანდაში არ ვიყო ჩართული. ეგენი არიან როგორც იწოდებიან ეთიკური ვეგანები რომლებიც იცავენ არა მარტო კვების წესს, არამედ ეწინააღმდეგებიან ცხოველების ან ცხოველური პროდუქტების გამოყენებას ნებისმიერი მიზნით.
kira001
QUOTE
ჯანსაღებო და გამჭვირვალეებო, ცილას საიდან იღებთ? თუ ესეც არ გჭირდებათ?

რომელი ერთი ჩამოგითვალო..
kenj
QUOTE
ყველა ვინც ხილზეა ასაკის მატება ეტყობათ ძაან + კბილებზე პრობლემები

პირიქით, ხილი სასარგებლო ტკბილეულში გადის რომელიც შეიცავს ბევრ საჭირო და სასარგებლო მინერალებს. მალე აბერევს და კბილებზე პრობლემას უქმნის ადამიანს არაჯანსაღი ტკბილეული (ჟელიბონები, ნამცხვრები, შოკოლადები, ტორტები)

Posted by: სნეგირი2 4 Nov 2018, 11:26
Isane
მაშ, რა განსხვავებაა ვეგეტარიანელსა და ლაქტო-ოვო ვეგეტარიანელს შორის?

Posted by: Isane 4 Nov 2018, 14:22
სნეგირი2
კითხვა არასწორადაა ფორმულირებული.
ლაქტო ოვო ვეგეტარიანელობა არის ვეგეტარიანელობის განშტოება, სახე ერთ ერთი.
რომელშიც დაშვებულია კვერცხი და რძის პროდუქტები.
უპრიანი იქნებოდა კითხვა დასმულიყო ასე მაგალითად რა განსხვავებაა ვეგანობასა და ვეგეტარიანელობას შორის?
ან ლაქტო ვეგეტარიანელსა და ოვო ვეგეტარანელს შორის და ა.შ.
საუბრის დროს სასურველია უფრო დავაზუსტოთ ხოლმე ამა თუ იმ ტერმინის შინაარსი, რომ საკითხში ჩაუხედავი ადამიანები არ დავაბნიოთ. არ ეგონოთ, რომ ვეგეტარიანელობა და ვეგანობა ერთი და იგევეა, რომელთა შორისაც არანაერი განსხვავება არ არის.

Posted by: Taisiaa 4 Nov 2018, 14:26

ყველაფერი კარგად იკითხებოდა,მაგრამ

QUOTE
არანაერი


QUOTE
არანაერი


QUOTE
არანაერი


კარგით, რა user.gif

Posted by: Isane 4 Nov 2018, 14:30
ვერ გავიგე, გრამატიკული შეცდომაზე მიმანიშნებენ თუ რაშია საქმე?
ვთქვი რომ უფრო მეტი სიცხადე უნდა შევიტანოთ რომ არ ეგონოთ ჩაუხედავებს რომ ვეგანობა და ვეგეტარიანელობა ერთი და იგევეა და მათ შორის არანაირი განსხვავება არ არის. ასე არ ეგონოთ თქო ხალხს.

Posted by: Taisiaa 4 Nov 2018, 14:37
დიეტოლოგები დიდხანს ამტკიცებდნენ, რომ ხორცისგან თავის შეკავება არა მარტო აჯანსაღებს ორგანიზმს, არამედ სექსუალურ პოტენციასაც ზრდის. ამერიკელი მეცნიერები დაეჭვდნენ, გამოიკვლიეს ვეგეტარიანელთა სქესობრივი ცხოვრება და დაასკვნეს, რომ ეს "ბატონები" სიყვარულში საკმაოდ დუნენი (დუნე ძველი ქართული სიტყვაა, იგივეა, რაც ნელი ან ერთ ადგილზე მდგომი) არიან - ერთი სული აქვთ, დაიძინონ. ექიმებს მიაჩნიათ, რომ მათი სისუსტის მიზეზი თუთიის უკმარისობაა. ამ ელემენტს შეიცავს ხორცი და კვერცხი, რომლებიც ხელს უწყობს სასქესო ჰორმონების გამომუშავებას.


ამას რამდენად ეთანხმებით ? biggrin.gif



Posted by: სნეგირი2 4 Nov 2018, 14:40
Isane
შეკითხვა რიტორიკული იყო.
ვეგეტარიანელი არის ადამიანი, რომელმაც უარი თქვა ნებისმიერ ცხოველურ საკვებზე.
ვეგანი არის ვეგეტარიანელი, რომელიც ეწევა ამ თემის პროპაგანდას.
აგრეთვე, განასხვავებენ ლაქტო- (იღებს რძის პროდუქტებს), ოვო- (იღებს კვერცს) და პესკო- (იღებს ზღვის პროდუქტებს) ვეგეტარიანელებს.

Taisiaa
თუ რეალურად გაინტერესებს თემა:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: Isane 4 Nov 2018, 14:53
QUOTE
დიეტოლოგები დიდხანს ამტკიცებდნენ, რომ ხორცისგან თავის შეკავება არა მარტო აჯანსაღებს ორგანიზმს, არამედ სექსუალურ პოტენციასაც ზრდის. ამერიკელი მეცნიერები დაეჭვდნენ, გამოიკვლიეს ვეგეტარიანელთა სქესობრივი ცხოვრება და დაასკვნეს, რომ ეს "ბატონები" სიყვარულში საკმაოდ დუნენი (დუნე ძველი ქართული სიტყვაა, იგივეა, რაც ნელი ან ერთ ადგილზე მდგომი) არიან - ერთი სული აქვთ, დაიძინონ. ექიმებს მიაჩნიათ, რომ მათი სისუსტის მიზეზი თუთიის უკმარისობაა. ამ ელემენტს შეიცავს ხორცი და კვერცხი, რომლებიც ხელს უწყობს სასქესო ჰორმონების გამომუშავებას.

ესენი ალბათ გულისხმობენ ვეგანებს რომლებიც არ მოიხმარენ მათ შორის კვერცხს. თუ ვეგეტარიანელებზე საუბრობენ შეცდომაა მაშინ იმიტომ რომ ვეგეტარიანულობის ერთ ერთი ფორმა ოვო ვეგეტარიანელი მოიაზრებს რაციონში კვერცხს. გარდა ამისა თუთიას ადამიანი იღებს ყვავილოვანი კომბსტოდან, ბანანი შეიცავს ასევე საკმაო რაოდენობით თუთიას და ა.შ.

Posted by: kira001 4 Nov 2018, 14:53
Isane
რომლები აბა?
ვარჯიშის მერე გარეული ცხოველივით მშივდება და მაგისთვის მინდა თორე მკიდია ისე + სუსტი კუნთები მაქვს ძაან

Taisiaa
QUOTE
დიეტოლოგები დიდხანს ამტკიცებდნენ, რომ ხორცისგან თავის შეკავება არა მარტო აჯანსაღებს ორგანიზმს, არამედ სექსუალურ პოტენციასაც ზრდის.

კიბატონო ასეა, განსაკუთრებით ვეგანების შემთხვევაში. ჯერ მარტო ქოლესტერინისგან დაცულები არიან
თუთია მცენარეებშიც არის.

Posted by: Isane 4 Nov 2018, 14:58
kira001
QUOTE
რომლები აბა?


სად ვიპოვოთ ეს შესანიშნავი მიკროელემენტი?

ჯანსაღ და, რაც მთავარია, მრავალფეროვან საკვებს ხართ მიჩვეული? ეს იმას ნიშნავს, რომ თუთიის უკმარისობას მაინცდამაინც არ განიცდით. თუ უმადობას უჩივით, ამჩნევთ, რომ ჭრილობები ძნელად გიხორცდებათ, სქესობრივი ლტოლვა დაქვეითებული გაქვთ, მიდრეკილი ხართ ინფექციებისკენ, კანი გამოგიშრათ, გაქვთ ქერტლი - უნდა დაფიქრდეთ, ხომ არ გაქვთ თუთიის დეფიციტი. დეფიციტის თავიდან ასაცილებლად ჩართეთ ყოველდღიურ რაციონში ცოცხალი ხილი და ბოსტნეული, ყველი, კვერცხი, მარცვლეული, ზღვის პროდუქტები, სოია, დაცეხვილი მარცვლეულის პური.

წყარო: https://mkurnali.ge/rchevebi90/2912-thuthia.html
* * *
სნეგირი2
QUOTE
ვეგეტარიანელი არის ადამიანი, რომელმაც უარი თქვა ნებისმიერ ცხოველურ საკვებზე.

ნებისმიერ ცხოველურ საკვებზე უარს იძახის ვეგანი. ვეგეტარიანელში გააჩნია ვეგეტარიანელის რომელ ვარიაციას გულისხმობ.


QUOTE
ვეგანი არის ვეგეტარიანელი, რომელიც ეწევა ამ თემის პროპაგანდას.

ვეგანიზმი არის ვეგეტარიანიზმის მკაცრი ფორმა. რაც არ ნიშნავს რომ ეს უკანასკნელი და უპირველესი ერთი და იგივეა.

* * *
kira001

წეღან შემეშალა, მეგონა თუთიაზე მკითხე.
ცილებს საიდან ვიღებთ ხო? წიწიბურა, ლობიო, ბარდა, სოიო, ნიგოზი, თხილი, ტოფუ, ბადრიჯანი, ბრინჯი, კარტოფილი, მარცვლეული და ა.შ.

Posted by: Taisiaa 4 Nov 2018, 15:40
სნეგირი2

ვუყურე და კაკალზე რაც თქვა, ვერ წარმოვიდგენდი,რომ ასე მოქმედებდა biggrin.gif

http://russian7.ru/post/kakie-orekhi-luchshe-ne-est-muzhchinam/

ესაც წავიკითხე, საინტერესო სტატიაა.



kira001
QUOTE
ვარჯიშის მერე გარეული ცხოველივით მშივდება


კვირაში სამი დღე დავრბივარ,ხან სახლში,ხან გარეთ და იცი მეც როგორი მოვდივარ ? ხანდახან სახლამდე ვერ ვითმენ და გზაში ვჭამ ხოლმე ბანანებს . ))))

Posted by: Isane 4 Nov 2018, 15:41
kira001
თუ ვარჯიშობ ამას გადახედე. წინა გვერდებზე მედო და აქაც დავდებ:
https://fit.ge/ვეგანიზმი/

Posted by: სნეგირი2 4 Nov 2018, 15:47
Taisiaa
QUOTE
ვუყურე და კაკალზე რაც თქვა, ვერ წარმოვიდგენდი,რომ ასე მოქმედებდა

მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სტაჟიანი 100%-იანი ფრუქტორიანელი ხარ.

Posted by: Taisiaa 4 Nov 2018, 16:10
სნეგირი2

QUOTE
თუ სტაჟიანი 100%-იანი ფრუქტორიანელი ხარ.

გასაგებია.

ვერ გადავედი მხოლოდ ხილზე, ერთი კვირა,ან ორი კვირა ვძლებ და მერე ხან სტაფილოს ვჭამ, ხან კიტრს, ბოსტნეულს ვერ ვეშვები, ნარკომანი ვარ ჩვეულებრივი,სალათებზე დამოკიდებული.
ნელნელა ალბათ დავაღწევ თავს.

Posted by: სნეგირი2 4 Nov 2018, 16:42
Taisiaa
QUOTE
ვერ გადავედი მხოლოდ ხილზე

ასე სწრაფად არ ხდება. წლები სჭირდება.

Posted by: kira001 4 Nov 2018, 16:43
Isane
ჰო, მივხვდი.
QUOTE
ცილებს საიდან ვიღებთ ხო? წიწიბურა, ლობიო, ბარდა, სოიო, ნიგოზი, თხილი, ტოფუ, ბადრიჯანი, ბრინჯი, კარტოფილი, მარცვლეული და ა.შ.

QUOTE
თუ ვარჯიშობ ამას გადახედე. წინა გვერდებზე მედო და აქაც დავდებ:
https://fit.ge/ვეგანიზმი/

დანქე ^_^ გამოწერილი მაქვს ეს საიტი.

Taisiaa
QUOTE
კვირაში სამი დღე დავრბივარ,ხან სახლში,ხან გარეთ და იცი მეც როგორი მოვდივარ ? ხანდახან სახლამდე ვერ ვითმენ და გზაში ვჭამ ხოლმე ბანანებს . ))))

ჰაერზე სირბილი ძაან აშიებს კი. შავი შოკოლადიც კარგად ანაყრებს. "სამარხვო" biggrin.gif ვეგანური ბევრს არ ესმის


QUOTE
ვერ გადავედი მხოლოდ ხილზე, ერთი კვირა,ან ორი კვირა ვძლებ და მერე ხან სტაფილოს ვჭამ, ხან კიტრს, ბოსტნეულს ვერ ვეშვები, ნარკომანი ვარ ჩვეულებრივი,სალათებზე დამოკიდებული.

ერთი თვე ვიყავი მარტო ხილზე და სუ მციოდა + ძაან დავიკელი.
არადა სუ გათბობას და წონის მატებას ვცდილობ.
შენ როგორ ხარ ხოლმე ეგ ორი კვირა?

Posted by: DORO 4 Nov 2018, 16:52
kira001
QUOTE
თუთია მცენარეებშიც არის.

გოგრის გულები და მწყერის კვერცხია მაგით გაძეძგილი biggrin.gif

Posted by: kira001 4 Nov 2018, 17:12
DORO
ოღრაშულ გოიმობებს არ ვჭამ, ბრაწ wink.gif

Posted by: Taisiaa 4 Nov 2018, 17:45
სნეგირი2

ჰო, ვიცი : ) რძის პროდუქტების, კვერცხის ბოლომდე ამოღებასაც ერთ წელზე მეტი დასჭირდა ჩემს შემთხვევაში.
აი ხორცს კი, მანამდეც არ ვჭამდი,არც თევზს,უფრო ადრე ამოვიღე ანუ.


ისე მსგავსი ვიდეოები თუ კიდევ მოგეპოვება, დამილინკე ხოლმე .)))
არ დამზარდე ))
პოტენციის თემაზე აღარ მინდა biggrin.gif ზოგადად ამ თემაზე, ვეგეტარიანიზმზე ...



kira001
QUOTE
შენ როგორ ხარ ხოლმე ეგ ორი კვირა?


ენერგიულად,ხალისიანად,ზოგადად საკუთარ თავს რომ ვჯობნი,ყოველთვის კარგად ვარ ...

ისე,სულ მგონია ხოლმე რომ რაღაც მაკლია,ბოსტნეულის ამბავში, მიჩვეული ვარ ნარკომანივით.
კი არ მშია,უბრალოდ მინდა,რომ რასაც ვერ ვჭამ, ავკრძალე, ის ბოსტეული მივიღო.
მალე დავძლევ ამ ყველაფერს.



ოჯახში ბებო მაძალებდა ხოლმე,რომ მეჭამა ხორციანები კერძები... ნერვიულობდა, ბრაზდებოდა როდესაც არ ვჭამდი biggrin.gif და მემგონი მაგანაც იმოქმედა,რომ შემძულდა

საწყალი ,უჭმელი ბავშვი ვიყავი და სულ ამ ჭამაზე მატირებდნენ biggrin.gif
ადრე ხომ ასეთი გაგება იყო ? ხორცი უნდა ჭამოს ბავშვმა ! აუცილებელია !

Posted by: სნეგირი2 4 Nov 2018, 17:52
Taisiaa
QUOTE
ისე მსგავსი ვიდეოები თუ კიდევ მოგეპოვება, დამილინკე ხოლმე .)))
არ დამზარდე ))

ჩაუყევი მის არხს.

Posted by: Taisiaa 4 Nov 2018, 18:03
QUOTE (სნეგირი2 @ 4 Nov 2018, 17:52 )
Taisiaa
QUOTE
ისე მსგავსი ვიდეოები თუ კიდევ მოგეპოვება, დამილინკე ხოლმე .)))
არ დამზარდე ))

ჩაუყევი მის არხს.

ახლა ამას ვუყურებ, ძალიან მხიარულია : )))





მდედრობითი სქესის ვლოგერებს ვერ ვუყურებ,ნერვები მეწიწკნება მაგათი ტყლარწვისგან .)))))

Posted by: Isane 4 Nov 2018, 18:05
QUOTE
ბებო

ბავშვები საერთოდ ბებიებისგან შორს უნდა გაზარდოს ადამიანმა.
განსაკუთრებით ძველი თაობის ჩამყაყებული აზროვნების ბებოებისგან!

ბავშვობაში მეც მაძალებდა და მახსოვს ჩანგალი ჩავარტყი. ჰოდა მამაჩემა გამარტყა მახსოვს, დედაჩემაც არ დააკლო. ამის გამო შევიძულე და დღემდე არ ვაპატიე.
ერთადერთი პაპა მევასებოდა ეგ იყო ჩემიანი რასაც ქვია. დანარჩენი ყველა დედა#####ული ერთიმეორეზე მიჯრით!

Posted by: Taisiaa 4 Nov 2018, 18:06
იოგაზე არავინ დადიხართ ? რჩევა მჭირდება.

სად სჯობს ? ბევრი ცენტრია და გამოცდილება გამიზიარეთ, აცივდა ახლა და გარეთ ვეღარ ვირბენ,მეზარება.
რაღაცით მინდა,რომ დავკავდე ...
მხოლოდ შაბათ- კვირა სიარულს თუ აქვს აზრი?


Posted by: Isane 4 Nov 2018, 18:27
.............................................................................................................

Posted by: kenj 5 Nov 2018, 18:53
QUOTE (Taisiaa @ 4 Nov 2018, 16:10 )

ვერ გადავედი მხოლოდ ხილზე, ერთი კვირა,ან ორი კვირა ვძლებ და მერე ხან სტაფილოს ვჭამ, ხან კიტრს, ბოსტნეულს ვერ ვეშვები, ნარკომანი ვარ ჩვეულებრივი,სალათებზე დამოკიდებული.

ბოსტნეულს რატო უნდა შეეშვა ? ნარკომანი რატო ხარ ? ვაშლზე აპირებ მერე ცხოვრებას? დღესი სამი ვაშლი/ბანანი? (პირობითად)

Posted by: Taisiaa 5 Nov 2018, 19:05
kenj

https://en.m.wikipedia.org/wiki/Fruitarianism

ამას გადახედე,თუ ვერ გაიგებ,რუსულად ნახე.)))

ახლა ვერ დავწერ დეტალურად.

Posted by: kenj 5 Nov 2018, 19:48
Taisiaa
ვნახე უკვე ბევრჯერ user.gif დაჟე უფრო სიღრმეშიც წავედი ჰოდა შენც ნახე ეს მაინც ბევრი ბანანი არ ვარგაო user.gif
https://www.wellbeing.com.au/body/beauty/glycation-skin-health-common.html

Posted by: Taisiaa 5 Nov 2018, 20:35
kenj
მსგავსი სტატიები უამრავია, მე მხოლოდ გამოცდილებას ვეყრდნობი და მე ახლა ვცდი საკუთარ თავზე, აქამდე რაც მივიღე ესაა სუფთა კანი, უკეთესობისკენ შეცვლილი ფიგურა, სასიამოვნო აზრები, ვისწავლე მოსმენა ორგანიზმის, ვიგებ რა მოსწონს და რა არ მოსწონს, მაგრამ დარწმუნებული ვარ,რომ ეს ზღვაში წვეთია და უფრო მეტად გავუგებთ ერთმანეთს, მე და ჩემი ორგანიზმი.


ისე კი, არ ვჭამ ბევრ ტკბილ ხილს და ჯერ ბოსტნეულსაც ვჭამ, ავოკადო, მწვანე ვაშლი, გაყინული ჟოლო და ალუბალი მაქვს, ამით ვიკვებები ძირითადად ... პლიუს ბოსტნეული...

ხან ბანანებსაც ვჭამ,მაგრამ ყოველდღიურად ნამდვილად არა ...
უფრო მჟავე, მოტკბო ხილს ვჭამ.
და აი ბანანს რაც შეეხება ,ეგ არის მწვადი ჩემთვის და თავს ვინებივრებ ხოლმე : ))))

ჯერ ვერ გადავედი მთლიანად ხილზე, ასე უცებ ვერ ვახერხებ, ვეჩვევი ...

QUOTE
დღესი სამი ვაშლი/ბანანი?

ასე არ მაქვს განსაზღვრული, რამდენსაც მინდა ვჭამ,დღეში ნახევარი კილო ხილიც რომ ვჭამო,არ გამასუქებს . : ))) მაგრამ არ ვჭამ,რათქმაუნდა.





QUOTE
ვაშლზე აპირებ მერე ცხოვრებას?

ხილზე, სხვადასხვა ხილზე ...


ისე ავოკადო რა უგემურია sad.gif საერთოდ რატომ მოსწონთ ეგ ? სასარგებლო რომ არ იყოს,არც შევჭამდი ...


და გაიგე რატომ ხილი და არა ბოსტნეული? ნახე სტატია ?
და როგორც შენ ამბობ, თუ აქამდე ჩაეძიე,მე რატომ მეკითხებოდი ? givi.gif

Posted by: Keti-Ket 5 Nov 2018, 21:34
Taisiaa
QUOTE
ავოკადო

წიწაკით, ცოტა მარილითა და პილპილით სულ სხვა გემო ეძლევა. თუ არ შეიძლება სპეციებით გაზავება ვეგანებისთვის?

Posted by: Taisiaa 6 Nov 2018, 09:33
Keti-Ket
QUOTE
წიწაკით, ცოტა მარილითა და პილპილით


არ ვიღებ არცერთს, უკვე წლებია მარილი არ მიმიღია ...

და წიწაკას რაც შეეხება, არ მოქმედებს კარგად ....
ნაღვლის ბუშტს მიღიზიანებს...

ჩემი ოჯახის წევრებს უყვართ ავოკადო და ჩემთვის წყლის გემო აქვს : ))))

Posted by: Keti-Ket 6 Nov 2018, 16:26
Taisiaa
ეს პირადად შენ თუ ვეგანურ კვებაში აკრძალულია?

Posted by: Taisiaa 6 Nov 2018, 16:49
QUOTE (Keti-Ket @ 6 Nov 2018, 16:26 )
Taisiaa
ეს პირადად შენ თუ ვეგანურ კვებაში აკრძალულია?

დიეტური ვეგანები არ ჭამენ,როგორც ვიცი.

და მე იმიტომ არ ვჭამ,რომ მერე ნაღვლის ბუშტი დედას მაგინებს ხოლმე : )))))

Posted by: Taisiaa 8 Nov 2018, 19:45
user posted image







...

Posted by: sanfol 8 Nov 2018, 21:59
Taisiaa
ვეგანი ხარ?

Posted by: Taisiaa 9 Nov 2018, 00:28
sanfol


ჯერჯერობით, ვეგანს ვერ ვუწოდებ ჩემს თავს.
ძალიან რთულ გზას გავდივარ,ახლა დაახლოებით ორი კვირაა არცერთი ცხოველური წარმოშობის პროდუქტი არ მიმიღია...
თუმცა, მხოლოდ ეს არაა ჩემი მიზანი.

წლების წინ ამოვიღე ხორცი და შემდეგ ეტაპობრივად სხვა დანარჩენი...
ბოლოს ხაჭოსღა ვჭამდი და კაპუჩინოს ვსვამდი მხოლოდ, ამასაც დავემშვიდობე.

Posted by: sanfol 9 Nov 2018, 00:43
Taisiaa
ნუ ფაქტობრივად ვეგანი თუ არა ვეგეტარიანელი ხარ უკვე

Posted by: Taisiaa 9 Nov 2018, 00:44
sanfol

ფაქტობრივად კი.
მაგრამ საბოლოოდ,მხოლოდ ხილზე მინდა გადავიდე.

Posted by: sanfol 9 Nov 2018, 00:48
Taisiaa
საინტერესო იქნებოდა შენნაერი ადამიანის გაცნობა

ბევრი ვეგეტარიანელი მყავს სანაცნობოში მაგრამ ვეგანებს არ ვიცნობ, არც მხოლოდ ხილის მჭამელებს

Posted by: Taisiaa 9 Nov 2018, 00:57
sanfol

QUOTE
ბევრი ვეგეტარიანელი მყავს სანაცნობოში მაგრამ ვეგანებს არ ვიცნობ, არც მხოლოდ ხილის მჭამელებს

მეც რამოდენიმე ვეგანს ვიცნობ, ხილის მჭამელს მხოლოდ ერთს. ))))

Posted by: kenj 9 Nov 2018, 01:26
QUOTE (Taisiaa @ 8 Nov 2018, 19:45 )
user posted image







...

შენ კვერცხი უნდა ნახო რა სასარგებლოა + ზღვის პროდუქტები user.gif

Posted by: Taisiaa 9 Nov 2018, 09:12
kenj

QUOTE

შენ კვერცხი უნდა ნახო რა სასარგებლოა + ზღვის პროდუქტები 


მიირთვი, ბატონო )))









Posted by: INA-INA 11 Nov 2018, 19:22
Taisiaa

იოგას ყოველთვის აქვს აზრი,თუნდაც შაბათ-კვირას smile.gif
მე არსად არ მივლია იოგაზე. ბევრ იოგა კლუბებსა და პიროვნებებს გავეცანი ინტერნეტით. ჩემთვის ყველაზე მისაღებ კლუბს წავაწყდი oum.ru საიტიც მასე აქვთ და იუთუბზეც მონახავ. ბევრი ვიდეო აქვთ ასანების და ასევე ლექციების იოგაზე, ადეკვატურ ცხოვრებას ეწევიან და მარტო გიმნასტიკა არაა მათთვის იოგა. ნახე თუ მოგეწონა სახლშიც კარგად ივარჯიშებ მათი ვიდეოებით. smile.gif

Posted by: Master_Nick 11 Nov 2018, 19:36
ავოკადოს კომბინაციით რაიმე საინტერესო კერძის რეცეპტი შეგიძლით მომცეთ?

Posted by: INA-INA 11 Nov 2018, 20:43
Master_Nick

ყველაზე ცნობილი რაც ავოკადოსგან კეთდება მგონი გვაკამოლეა. ავოკადო,პამიდორი,ხახვი, შავი პილპილი, მწარე რაიმე წიწაკა, ლიმონი ან ლაიმი, ქინძი, მარილი. ესაა ძირითადი შემადგენლობა, რასაც ჭრიან ურევენ ერთად და მზადაა) ლიმონის წვენს ამატებენ.
მე ხახვი არ მიყვარს არ ვამატებ.
სალათებში ვურევ ასევე ავოკადოს. და ზოგჯერ ეგრეც ვჭამ)

Posted by: Datvlas-vin-gtxovs 14 Nov 2018, 18:49
bis.gif
მაგრად გამიხარდა თქვენი აღმოჩენა
რამდენი ყოფილხართ
მე ვეგეტარიანელი ვარ, ოღონდ თემა ვერ ვიპოვე biggrin.gif

3 წელი მისრულდება

მენიუ: კარტოფილი, ყველი, ლობიო
+ ბოსტნეული
+ მარცვლეული
+ ხილი
+ თაფლი

არც კვერცხი, არც ძეხვი, არც თევზი

მგონი მარხვას ვიცავ და არ ვიცი givi.gif war.gif facepalm.gif

ნელ'ნელა იზრდება ჩვენი რიცხვი

Posted by: Master_Nick 14 Nov 2018, 21:02
INA-INA
მადლობა რეცეპტისთვის, ამ ყველაფერს ყველი უხდება, თუმცა ვეგანები ყველს არ ჭამთ ხომ?

Posted by: INA-INA 15 Nov 2018, 02:02
Master_Nick

რა მადლობა smile.gif ხო არ ჭამენ, მე არეული გვაფიკებით ვარ ))) ხან უმი ვეგანი ვარ, ხან ვეგანი და ხან ვეგეტარიანელი. რასაც უკვე წლებია აღარ ვჭამ
ეს ხორცი და თევზია. ყველი შეიძლება უხდება, მაგრამ შეთავსება როგორია მაგ პროდუქტების ერთმანეთთან არ ვიცი. ვერ ვნახე კაი ცხრილი სადაც ჩამოწერილი იქნება რა პროდუქტი რასთან ჯობია ჭამო.

Datvlas-vin-gtxovs

შენი მენიუს მქონეებს მგონი ლაქტო ვეგეტარიანელებს უწოდობენ.

Posted by: Datvlas-vin-gtxovs 15 Nov 2018, 16:59
INA-INA
ვეგანები ჯანზე არიან (ჩვეულებრივად გრძნობენ თავს)?
ბოლო დროს მალე მინდება დაძინება
როგორც წავიკითხე ხორცის ამოღება იწვევს მაგას (ენერგიის მალე გამოლევას)

თუ არასწორად ვიცი?

Posted by: Master_Nick 15 Nov 2018, 20:49
INA-INA
თევზსაც არ ღებულობ? მე 1 წელი ხდება რაც ხორცეულზე უარი ვთქვი, თუმცა თევზის და ზღვის პროდუქტების გარეშე არ შემიძლია.

Posted by: INA-INA 15 Nov 2018, 21:40
Datvlas-vin-gtxovs

არიან, არიან)) ბევრი ვეგანი სპორტსმენი არსებობს)
აბა რა გითხრა მე კარგად ვარ ხორცის გარეშე და ყველაზე კარგად როდესაც უმ ვეგანურ კვებაზე ვარ. ძილი მინდება ნაკლები, 6 საათი თავისუფლად მყოფნის, როდესაც ადრე მინიმუმ 8 საათი უნდა მძინებოდა . ენერგია ულევი. შეიძლება დრო გჭირდება რომ ორგანიზმი გადაეწყოს. მერე გააჩნია რას ჭამ და როგორ) ზოგისთვის შემწვარი კარტოფოლი ჯანსაღია და ვეგანური და მე საერთოდ შემწვარი საკვები ამოღებული მაქვს.
* * *
Master_Nick

კი თევზიც ამოღებული მაქვს, თევზს შიშის ენერგია აქვს) რათ მინდა ახლა მაგ ენერგიებით კვება?) მცენარეებს სული მიძინებულ მდგომარეობაში აქვს და ადვილად ვითვისებთ.
სოკოს არ ვჭამ ასევე,მას პარაზიტული ენერგია აქვს. ასევე ნიორი და ხახვი. ქვედა ჩაკრებზე მოქმედებს ცუდად . შეიძლება სამკურნალოდ გამოვიყენო როდისმე,მაგრამ რასაც ეგენი კურნავენ სხვა მცენარეებიც ასრულებენ მაგ ფუნქციას. smile.gif

Posted by: Master_Nick 15 Nov 2018, 23:21
INA-INA
თევზზე პირველად მესმის ასეთ რამsmile.gif რა შიშის ენერგია? შენ საკვებს ენერგიების მიხედვით არჩევ?

Posted by: INA-INA 17 Nov 2018, 17:31
Master_Nick

კი ენერგიების მიხედვით ვარჩევ და ასევე როდის რის ჭამა ჯობია მაგასაც ვაქცევ ყურადღებას და რასთან ერთად smile.gif ვედებშია მასე თევზი დახასიათებული.

Posted by: Taisiaa 1 Dec 2018, 00:26
რამდენი ხანია არ შემომიხედავს ამ თემაში : )))


INA-INA

მადლობა ,დავიწყე იოგა )) ცოტა გამიჭირდა თავიდან,ახლა კარგად ვარ ... გამოვსწორდი ))
წიგნები ვიყიდე,ვიდეოებსაც ვუყურებ და ძალიან დამეხმარა.
კვირაში ორჯერ ვვარჯიშობ.




9 ნოემბრის შემდეგ ბოსტნეული არ მიმიღია,მარტო ხილზე ვარ, ციტრუსის სეზონი მეხმარება,მალე თუ არ გავყვითლდი,ყველაფერი კარგად იქნება : )))

ამ თემაში ჩემი ბოლო პოსტიც 9 ნოემბერს მქონია :დ



Posted by: INA-INA 13 Dec 2018, 21:57
user posted image

რას ვჭამთ რას ვსვავ?)) ისპანახი, ვაშლი, ჯანჯაფირი და სელი გავთქვიფე დღეს. ძალიან გემრიელია.

Taisiaa
მარტო ციტრუსებზე ხარ? არც ვაშლი, არც კარალიოკი, ყურძენი?

Posted by: Rin 17 Jan 2019, 11:23
გუშინ პირველად ვცადე უმი ბოსტნეული მიმეღო. ჭარხალი, სტაფილო, ბულგარულ წიწაკა, ზეითუნის ზეთი და მარილი. ცუდი არ იყო, მაგრამ ბევრი ვერ ვჭამე და არც დამანაყრა.

Posted by: Boyarg 17 Jan 2019, 11:39
ეს დედა აფეთქებული ვეგანური ყველი არსად არ იყიდება? ვერ ვპოულობ ვერსად რამე სპეციალური მაღაზია მაინც იყოს სადმე

Posted by: marimari11 17 Jan 2019, 12:19
QUOTE (Boyarg @ 17 Jan 2019, 08:39 )
ეს დედა აფეთქებული ვეგანური ყველი არსად არ იყიდება? ვერ ვპოულობ ვერსად რამე სპეციალური მაღაზია მაინც იყოს სადმე

ვეგანური ყველი რაღაა :დ
ყველი აღარ გამოდის მაშინ რზისგან თუ არაა

Posted by: Boyarg 17 Jan 2019, 12:28
marimari11
QUOTE
ვეგანური ყველი რაღაა :დ
ყველი აღარ გამოდის მაშინ რზისგან თუ არაა

არის უმარავი სახეობა ევროპაში,,, ეგ არ ვიცი ეხლანდელ ყველში რამდენი % ცხველური რძეა ვეგანობასთან არაფერ კავშირიშია რომ მეუბნებიან არაჟანი ჭამეო მაინც არ არის ეგ სუფთა რძეზე დამზადებულიო თითქოს რძის ფხვნლს მცენარეებისგან აზმადებდნენ..

user posted image

Posted by: kompasa mio 17 Jan 2019, 14:28
Boyarg
მეგობრები ყიდულობენ ვაკეში, მე9 საავადმყოფოსთან
ვიღაც კაცი ყიდის ჯიხურშიო sleep.gif
დაფასოებულია, რაღაც გიგანტური ყველები როა, ნაჭრებად იყიდება

მე გავსინჯე ეგ ყველი და არ მომეწონა
ტოფუ 10 თავით მირჩევნია

Posted by: Boyarg 17 Jan 2019, 15:31
kompasa mio
ტოფუს საზიზღარი გემო აქვს ადრე რო გავსინჯე მომეწონა არაფრის გემო ქონდა თითქოს ხაჭო იყო მაგრამ ამას წინებზე რაც ვიყიდე ყველას რაღაც საზიზღარი გემო აქ

Posted by: kompasa mio 17 Jan 2019, 18:39
QUOTE (Boyarg @ 17 Jan 2019, 15:31 )

ტოფუს საზიზღარი გემო აქვს

მომზადება უნდა იცოდე, თორემ შინაურ, დანამატებისგან თავისუფალ ტოფუს რისი გემო უნდა ქონდეს
დაწურვა უნდა, დაპრესვა, მერე კაკ მინიმუმ სოიოს სოუსში ამოვლება
წიწაკა/სუნელები და ტაფაზე ეგრევე. ან სუფში და სუფის სუნელების გემოს აიღებს

მაღაზიაში რომ ტოფუ იყიდება, ეგ დამარინადებული და შეზავებულია ხშირ შემთხვევაში

Posted by: Boyarg 17 Jan 2019, 19:57
kompasa mio
QUOTE
მაღაზიაში რომ ტოფუ იყიდება, ეგ დამარინადებული და შეზავებულია ხშირ შემთხვევაში

მემგონი მე ჭურვში ვზივარ,, მაღაზიებშის ად ნახულობთ ტოფუს ,, კივიში ვყიდულობ ხოლმე

Posted by: kompasa mio 17 Jan 2019, 20:06
Boyarg

აა არა, აქ არც ვიცი
იმპორტული ტოფუები ვიგულისხმე, საზღვარგარეთის სუპერმარკეტებიდან.




მე ძალიან მენატრება ქოქოსის რძე როა, სქელი, კრემისებული, კონსერვში
თუ ჩითავს აქ :'(

Posted by: Boyarg 17 Jan 2019, 20:29
kompasa mio
ეგ კარფურშია ხოლმე მაგრამ ფული ყოვეთვის მენანება ძვირია,,, სოიოს მარცვლებს სად ყიდულობთ ხოლმე ტოფუს რო აკეთებთ

Posted by: Keti-Ket 17 Jan 2019, 21:31
Boyarg
ტოფუ სუფთა სახით არც უნდა ჭამო. რითიც გააზავებ იმის გემოზე მიდის, მაგითია სწორედ კარგი

Posted by: Boyarg 17 Jan 2019, 22:10
Keti-Ket
QUOTE
ტოფუ სუფთა სახით არც უნდა ჭამო. რითიც გააზავებ იმის გემოზე მიდის, მაგითია სწორედ კარგი

ხოდა საქმეც მაგაშია რომ არ მიდიოდა იმ გაზავებულების გემოზე თავის საზიზღარ გემოს და სუნს ინარჩუნებდა რაღაცა კანალიზაციის

Posted by: INA-INA 26 Jan 2019, 00:57
Boyarg

მე სამგორში ვყიდულობ სოიოს მარცვლებს. თავი გადაიკლა აქაურიაო და რავი. ტოფუს გაკეთება არ მომაფიქრდა. გავაღივე, ღივები მივირთვი, მწნილიც გავაკეთე და კორეული სუპი))
* * *
ვეგანურ კაფე კივიში იყიდება ტოფუ, ოღონდ არ გამისინჯავს, არ ვიცი როგორია.
* * *
Rin

მასე იცის თავიდან, არ ნაყრდები. თუ ხშირად შეეცდები დღეში ერთხელ მაინც ცოცხალი საკვებით იკვებო გადაეწყობა ორგანიზმი.

Posted by: Boyarg 31 Jan 2019, 23:35
INA-INA
სამგორში ზუსტათ რა ადგილას ყიდულობ

Posted by: Isane 2 Feb 2019, 15:17
Datvlas-vin-gtxovs
QUOTE
ვეგანები ჯანზე არიან (ჩვეულებრივად გრძნობენ თავს)?


* * *
ჩვენი ექიმები აზრზე არ არიან. რო კითხო არ შეიძლება ვეგანობა და ადამიანი ასეთი კვებით დაიზიანებს ჯამრთელობას.
ან შეგნებულად ცრუობენ ან უვიცობას აქვს ადგილი. ან ორივე ერთად.
თუ ვინმეა ექიმი კითხვა მაქვს - ხშირად გამიგია და იძახიან რო ვეგანური რაციონიდან ვერ იღებს ადამიანი საკმარის ცილებს, ვიტამინებს, მიკრო და მაკრო ელემენტებს. მცენარეულ საკვებში არ მოიპოვე სრულად ამინომჟავები რომელიც არის შეუცვლელი და მხოლოდ ხორციდან არის შესაძლებელი რო მიიღოს ადამიანმაო. ჰოდა თუ ეს სიმართლეა როგორ ხდებიან სპორცმენები, ბოდიბილდერები და საიდან აგროვებენ ამხელა კუნთურ მასას? საიდან ამდენი ენერგია და ძალა მაგ ყველაფერს თუ ვერ იღებენ მცენარეული საკვებიდან? პროტეინებს სვამენ დამატებით ეგ არ ითვლება. იმიტომ რომ ეგ პროტეინებიც მცენარულ საფუძვლებზეა დამზადებული. ვეგანურია ანუ.

* * *

ყველაზე ნორმალური და ადეკვატური..
მარი მალაზონია love.gif

Posted by: Ratatat 2 Feb 2019, 18:20
QUOTE (Isane @ 2 Feb 2019, 15:17 )

ყველაზე ნორმალური და ადეკვატური..
მარი მალაზონია love.gif

ჯერ უარყოფითი და მერე დადებითიო,იმდენი აბაზრეს უარყოფითზე დადებითისთვის დრო აღარ დარჩა lol.gif

Posted by: Isane 3 Feb 2019, 01:42
Ratatat
QUOTE
ჯერ უარყოფითი და მერე დადებითიო,იმდენი აბაზრეს უარყოფითზე დადებითისთვის დრო აღარ დარჩა

მაგას ვინ დაეძებს. უვიცი ექიმებივით იმის მტკიცებას რო არ მოყვა რომ მხოლოდ ხორცშია შეუცვლელი ამინომჟავები და სხვაგან არა, ეგ ძაან დიდი რამეა.


Posted by: kira001 4 Feb 2019, 16:33
ერთი პერიოდი მარი მალაზონიას გადაცემებს ვუყურებდი და სუ მცენარეულ კვებას უწევს პროპაგანდას. უჯრედისით მდიდარ პროდუქტებს.


Posted by: INA-INA 8 Feb 2019, 01:23
Boyarg

ნავთლუღის ბაზარში. დიდი ბაზარი არაა მიაგნებ. smile.gif
* * *
ისე რა მარაზმია ქრისტიანულ ქვეყანაში სადაც ხალხი მარხულობს, ანუ ვეგანობს ვეგანობა არ ესმით. ბევრი მორწმუნე მღვდელი რომელიც სულიერად ვითარდება და უფრო ნატიფი ენერგიების შეგრძნებაზე გადადიან ხდებიან ვეგანები, აღარ უნდათ ძალადობის პროდუქტები და საერთოდ უარს იძახიან.

Posted by: Ratatat 8 Feb 2019, 10:01
Isane

ეგეც მართალია biggrin.gif

kira001

რა გადაცემაა,სად ვნახო?

Posted by: Isane 8 Feb 2019, 17:25
INA-INA
QUOTE
ბევრი მორწმუნე მღვდელი


ბევრი მორწმუნე მღვდელი თვითონ სარწმუნოების გაგნებაში არაა და ბიბლიაც არ აქვთ წაკითხული რომელ ვეგანობაზე და სულიერებაზეა საუბარი.


მამა დამიანე იშვიათი გამონაკლისია.

Posted by: kira001 9 Feb 2019, 18:13
Ratatat
QUOTE
რა გადაცემაა,სად ვნახო?

პირადი ექიმი - მარი მალაზონია << ასე ქვია. მე იუთუბზე ვნახე ხოლმე. ჩაწერე და ბევრს ამოაგდებს, რაც დაგაინტერესებს ნახე.
* * *
პ.ს. ანაფორიანი და ჰუმანიზმი რა შუაშია ერთმანეთთან? საპირისპირო რამეებია.
დამიანე გამონაკლისია. გამონაკლისი ყველგან არის

Posted by: m_lash 25 Feb 2019, 00:53
QUOTE
საიდან ამდენი ენერგია და ძალა მაგ ყველაფერს თუ ვერ იღებენ მცენარეული საკვებიდან? პროტეინებს სვამენ დამატებით ეგ არ ითვლება. იმიტომ რომ ეგ პროტეინებიც მცენარულ საფუძვლებზეა დამზადებული. ვეგანურია ანუ.



ალბათ არასდროს გივარჯიშია წონაზე თორე მაგ კითხვას არ დასვამდი
ქათმის თეთრი ხორცი, ბეეევრი თეთრი ხორცი, ბეევრი + ამინო, ვეი და რძე


წლების შემდეგ მიხვდებით რო ხორციც უნდა გეჭამათ და გადაიღებთ ვიდეოებს თუ როგორ ხსნილდება თქვენთვის და ატვირთავთ ვიდეოს თუბებზე, არაერთი შემხვედრია

მაინც რა მუღამი აქვს ასეთ ახირებას, იკვებე ყველაფრით

ისე ცოტა რო მოგუგლოთ , არ გაწყენდათ
https://www.bodybuilding.com/content/8-muscle-building-diet-essentials.html

Posted by: kira001 26 Feb 2019, 15:42
m_lash
facepalm.gif
ბებრული საბჭოური რჩევა-დარიგებები. გავიდა დრო, ბევრი რამე აღმოაჩინეს მას მერე. 2019 წელია უკვე

პ.ს გუგლი რა არის??

Posted by: m_lash 26 Feb 2019, 20:00
kira001

მოხუცებთან პრობლემები გაქვს ბავშვო?

აშკარად ბევრი რამ აღმოგიჩენიათ მას შემდეგ facepalm.gif

წარმატებები 2020 წლის გაიდლაინების ქექვაში popcorn.gif

Posted by: kira001 27 Feb 2019, 18:15
QUOTE
წარმატებები 2020 წლის გაიდლაინების ქექვაში

სპასიბა. გაიხარე, ბრად

Posted by: m_lash 27 Feb 2019, 22:02
QUOTE
სპასიბა. გაიხარე, ბრად


ბებრულ-საბჭოური არაფრის, ბავშვო

Posted by: INA-INA 3 Mar 2019, 15:11
user posted image

დაფქული სელისა და მრავალძარღვას თესლები (ფსილიუმი). მთლიანი ბაზილიკუმის თესლები. ბაზილიკუმი ქართულად როგორაა? თბილი წყალი და ბანანი. ძალიან მაგარი ფაფაა დილისთვის. მარტო სელითა და ბანანითაც მშვენიერია.

Posted by: kira001 4 Mar 2019, 19:49
INA-INA
QUOTE
ბაზილიკუმი ქართულად როგორაა?

საერთოდ რა არის, ეგეც არ ვიცი. პირველად გავიგე.
აუ რა კარგად გამოიყურება ^^ კაი სპორტული ჯანსაღი chups.gif
ჩიაც მოუხდება ან თხილეული რომელიმე.

Posted by: La_La_Land 5 Mar 2019, 06:36
INA-INA
ფუუ
როგორ ცოცხლობ
* * *
მოკვდებით ხორცს თუ არ ჭამთ, იმიტომ გახშირდა კიბოები და უბედურებები რომ ეს ვეგეტარიანელები მომრავლდნენ
ინტერნეტი სავსეა ისტორიებით სადაც ამბობენ ვეგეტარიანელები თუ როგორ იყვნენ ცუდად და ზოგი ქუჩაშიც იჯვამდა ვეგეტარიანელობის გამო ისეთ დღეში ჩავარდა და მერე დაანებეს
სანამ ასე რთული გზით არ მოგიწევთ მიხვედრა რომ არასწორ გზაზე დგახართ იქამდე გონს მოდით
ბავშვებზე მაინც იფიქრეთ რას ასწავლით, გინდა ვეგეტარიანელობის იდეა შეგიტენია მისთვის და გინდ კოკაინი მიგიცია

Posted by: kira001 5 Mar 2019, 17:42
QUOTE
მოკვდებით ხორცს თუ არ ჭამთ, იმიტომ გახშირდა კიბოები და უბედურებები რომ ეს ვეგეტარიანელები მომრავლდნენ
ინტერნეტი სავსეა ისტორიებით სადაც ამბობენ ვეგეტარიანელები თუ როგორ იყვნენ ცუდად და ზოგი ქუჩაშიც იჯვამდა ვეგეტარიანელობის გამო ისეთ დღეში ჩავარდა და მერე დაანებეს
სანამ ასე რთული გზით არ მოგიწევთ მიხვედრა რომ არასწორ გზაზე დგახართ იქამდე გონს მოდით
ბავშვებზე მაინც იფიქრეთ რას ასწავლით, გინდა ვეგეტარიანელობის იდეა შეგიტენია მისთვის და გინდ კოკაინი მიგიცია

აუ დავსქრინე და ფბ უნდა ვაფრიალო, ვაცინო ადამიანები ^_^
იმენა დასასქრინი პოსტია

Posted by: La_La_Land 5 Mar 2019, 19:25
kira001
იცინის ის ვინც ბოლოს იცინის
* * *
პმში რომ თქვი გოიმობააო, სწორედაც ვეგეტარიანელობაა გოიმობა, რომ არ იცით თავი რითი გამოიჩინოთ და ვეგეტარიანელები ხდებით სამარიაჟოდ.
სასაცილო ისაა როგორ უნდა იმარიაჟი რაიმეს მოკლებით, რაიმე რომ გქონდეს კიდევ იმით მარიაჟობდე ხო, მაგრამ რომ იკლებ რამეს იმით მარიაჟი?
ღარიებების მოგონილი იქნება ეს იდეა ვეგეტარიანელობის და მსგავსი რაღაცეების, მაგალითად მანქანა გაქვს იმარიაჟებ, მანქანა რომ არ გაქვს იმით მარიაჟობა ღარიბების მოგონილია.
მაგალითად ხორცები გაქვს საჭმელად იმარიაჟებ, ხორცები რომ არ გაქ და არ ჭამ ვეგეტარიანელი ხარ, ხორცის უფულობით მარიაჟობ.
მაგალითად ფული გაქვს იმარიაჟებ, ფული არ გაქვს კი და მაგით მარიაჟობა შურიდან არის გაჩენილი. მეც აი სამუშაოს ვეძებ მაგრამ იმით მარიაჟობა რომ ფული არ მაქვს? ეს უკვე აშკარა შურია. ერთერთი მიზეზი კი ვეგეტარიანელობის გაჩენის სწორედაც ეს იყო უფულოების შურიანი გასართობია და დანარჩენები გოიმებივით აყვნენ უბრალოდ რომ ვერ მიხვდნენ რა იყო. კლდიდან რომ ხტებოდეს ხალხი ეგ დანარჩენებიც მიყვებოდნენ.
სოფელში რომ თქვა მიდი ცადე როგორ დაგცინებენ ხორცს არ ვჭამო ეგ რომ თქვა. იტყვიან აი აბდალი ყოფილაო. ეს არის მოცლილი ქალაქელი ბავშვების გასართობი, საქმე რომ არ არქვთ და არ იციან თავი როგორ გამოიჩინონ, კომპიუტერის ეკრანთან გაზრდილები.

Posted by: kira001 5 Mar 2019, 20:13
La_La_Land
QUOTE
პმში რომ თქვი გოიმობააო

გამომიგზავნე რაღაც გვამების სურათები იიიიი ხირციიიიი და გოიმობაა უკიდურესი აბა რა არის biggrin.gif
ნუ აი უნიკალური ხარ საღადაოდ. სქრინი ვოლ.2
კიდე გაიჩითე მსგავსი იდეებით ფლზ

Posted by: La_La_Land 5 Mar 2019, 22:35
kira001
თქვენ ჩემზე როგორ უნდა იღადაოთ. ჯერ ესერთი კომპიუტერში ღადაობა გაგიგია.. ხომ ვთქვი არა კომპიუტერში ცხოვრობთ მეთქი. მალე ჩვეულებრივ ფსიქიკურ დაავადებად იქნება ვეგეტარიანელობა გამოცხადებული, სიგიჟედ. დედაჩემი საგიჟეთში მუშაობდა და იქ არიან ასე არ ჭამენ საჭმელს და არც ხორცს, ძალით აჭმევენ. ჯერ ესერთი როგორი სირცხვილია ქართველი ხინკალს რომ არ ჭამს, მთელი რუსეთი ჭამს.. ქართველების ამოხოცვა უნდათ და იმიტომ არის ეს ვეგეტარიანელობის პროპაგანდა განსაკუთრებით ამ ბოლო დროს საქართველოში, არაპირდაპირი ომით ცდილობენ საქართველოს მოსახლეობის შემცირებას. და მთელ მსოფლიოში ასეა. ევროპაში 1 შვილი ყავთ და ვეგეტარიანელები არიან სულ, ევროპაში ჩასული არაბები იგივე, ყიდულობენ სულ რძეებს, კვერცხებს, ხორცებს და მრავლდებიან, ყავთ დიდი შთამომავლობა. ვეგეტარიანელებს კი ბალახების ჭამით აღარ აქვთ გამრავლების თავი. ვეგეტარიანელები მალე აღარ იარსებებენ და ვინც იქნება დარჩენელი არაბების მიერ კონტროლირებადი მსოფლიოს საგიჟეთებში მხოლოდ. გირჩევ sv3rige-ის ვიდეოებს https://www.youtube.com/user/sv3rige/videos . რომელიც ყოფილი ვეგანი იყო და ახლა უმ ხორცს ჭამს. ასევე ბევრი ყოფილი ვეგანების ინტერვიუები უდევს არხზე და მათ საშინელ ისტორიებს ყვებიან თუ როგორ იყვნენ შემცდარი სატანისტურ ვეგანური მოძღვრებით. ილუმინატები სვამენ ცხოვლების სისხლს და ჭამენ უმ ხორცს და პახოდუ აგიტაციას ეწევიან ვეგანიზმის რომ ამოხოცონ მსოფლიო. რეკლამებს აყოლილი ადამიანებმა უნდა დამცინონ.. ? ჰაჰა.. თან ვის მიერ გაკეთებული რეკლამებს აყოლილებმა... თვითონ რომ ხართ სასაცილო მდგომარეობაში ეს მინდა გაიაზროთ. გადააგდეთ ეს რაღაც ცუდი აკვიატება და დაიწყეთ უმი კურდღლების და სხვა სასარგებლო ცხოველების ჭამა

Posted by: INA-INA 5 Mar 2019, 23:12
kira001

user posted image

აი ამის თესლებია, ჩიასავით ფუვდება ესეც. ერთი უნდა მოვსინჯო, იქნებ გაიხაროს ჩემს ქოთანშიც). პიცაზე ამატებენ, სალათებში. მგონი რეჰანის ბიძაშვილია)


კი ჩიაც მოუხდება და თხილეულიც, სხვა ხილიც. დღეს ვიდეოს ვუსმინე სელის სასარგებლო თვისებებზე და რავი უკვდავების წამალია))

Posted by: kira001 6 Mar 2019, 00:40
La_La_Land
ძაან ცუდად ყოფილა მართლა ჩვენი საქმეჰ. შენ კი როგორ ზრუნავ თურმე. არ ვიცი არა მგონია რამე გვეშველოს ჩვენ აწი და შენ იქნებ ლოცვებში მოგვიხსენიო. დაგიფასდება ზემოთ მეტად მადლიანი საქციელი

INA-INA
QUOTE
დღეს ვიდეოს ვუსმინე სელის სასარგებლო თვისებებზე და რავი უკვდავების წამალია

ეგ ძაან სერიოზული რამეა. თან რა გემრიელია ^^ ზეთიც და თესლებიც. ადრე არ მიყვარდა ასეთი სუფთა და კაი საკვები. ახლა მეგემრიელება რაღაც. ხილსაც წავეპარები ხოლმე

Posted by: INA-INA 6 Mar 2019, 16:10
kira001

მიხარია თუ გეგემრიელება smile.gif მე ხილზე ვგიჟდები, თბილ ქვეყანაში რომ ვცხოვრობდე სულ ხილს შევჭამდი.
სელის ნაჭერი იყიდება ნეტა სადმე? ჭამის გარდა სელის ტანსაცმლის ტარებაც კარგი იქნებოდა.

Posted by: mustafa_ibrahim 6 Mar 2019, 17:37
წინა გვერდზე მამა დამიანეს ვიდეო იდო, სადაც ამტკიცებს, რომ ადამიანი თავის ბუნებით ვეგანია, მე კიდე პირიქით მგონია, ამას მოწმობს ეშვების არსებობა და თვალების მდებარეობა, ისეთივე გვაქვს, როგორც მტაცებლებს. ადამიანი არის ყველაფრის მჭამელი ცხოველი. ამას ჩვენთან ყველაზე ახლოს მდგარი მაიმუნებზე დაკვირვებით მიხვდებით. შიმპანზე ჭამს როგორც ცხოველურ, ისე მცენარეულ საკვებს და ადამიანთან ყველაზე ახლოს მდგომი პრიმატია. იაპონელები ხომ ყველაზე ჯანმრთელ ერად ითვლება მსოფლიოში და არ არიან ვეგანები.
ყველამ თავის საქმე იცის, მაგრამ არ მგონია ვეგანურმა ცხოვრებამ, რამე სიკეთე მოუტანოს ადამიანს, მე უფრო შემოგდებული პროპაგანდა მგონია, რა მიზნებით არ ვიცი და არც მაინტერესებს დიდად...

Posted by: sanfol 6 Mar 2019, 17:52
La_La_Land
თოვლი გეყოფა ტროლაობა lol.gif lol.gif down1.gif

Posted by: M-I-K-I 7 Mar 2019, 00:16
აქედან ფბ-ზე თუ ხართ ვინმე ჩვენს ჯგუფში ?

Posted by: INA-INA 7 Mar 2019, 20:22
M-I-K-I

ბარემ ჯგუფიც დაგეწერა)
მე ეს ჯგუფი ვიცი

https://m.facebook.com/groups/494926297546420?ref=bookmarks

Posted by: M-I-K-I 7 Mar 2019, 20:41
INA-INA

ქართველი ვეგანები და ვეგეტარიანელები...ინგლისურად
მაგრამ იდეური ხალხი და არა დიეტაზე შემჯდარი

Posted by: INA-INA 7 Mar 2019, 23:05
M-I-K-I

ვერ ვნახე, გამიხარდება ბმულს თუ დადებთ) დიეტაზე მყოფი გაფანატებულები მეც არ მხიბლავს, ნამეტანი დაძაბულები არიან ხოლმე))

Posted by: M-I-K-I 8 Mar 2019, 01:06
INA-INA

ინებეთ
https://www.facebook.com/groups/1824570784464741/

თუმცა გაწევრიანებამდე ფილტრია ერთგვარი, პროვოკატორი რომ არ შემოიპაროს

Posted by: CurvaFiesole 19 Mar 2019, 00:58
La_La_Land
კარგი თერაპევტი ვიცი
და კიდევ, ბევრი წიგნი იკითხე სანამ შეგიძლია

Posted by: სნეგირი2 22 Mar 2019, 12:25
ავოკადო გადაარჩენს მსოფლიოს.

Posted by: INA-INA 22 Mar 2019, 19:56
სნეგირი2

ღვთაებრივი მისია დაეკისრა ავოკადოს და არ ვიცი?))

Posted by: INA-INA 30 Mar 2019, 23:45
user posted image


ჭინჭარი, ისპანახი და ფორთოხალი. ძალიან გემრიელი გამოვიდა love.gif

Posted by: Taisiaa 31 Mar 2019, 11:46
QUOTE (INA-INA @ 30 Mar 2019, 23:45 )
user posted image


ჭინჭარი, ისპანახი და ფორთოხალი. ძალიან გემრიელი გამოვიდა love.gif


გემრიელად გამოიყურება smile.gif
ჭინჭარი თუ ვიშოვე, ვცდი მეც აბა, სულ მეზარება
ხოლმე მომზადება, დაბლენდერებაც კი...
სხვებისთვის გამზადება უფრო მსიამოვნებს))
უბრალოდ ვრეცხავ ხილს და ვჭამ.


Posted by: INA-INA 2 Apr 2019, 22:07
Taisiaa

კარგია მასეც, ღეჭვა მნიშვნელოვანი პროცესია. smile.gif
ახლა ჭინჭრის სეზონია ბაზარში აქვთ-ხოლმე.ინფო გადავიკითხე და ც ვიტამინი უფრო მეტი აქვს ვიდრე ლიმონსო. და კაი კაი რაღაცეები წერია სულ))

Posted by: C.R.E.A.M. 3 Apr 2019, 19:13
მოდას ყვება უმეტესობა

Posted by: «Sophie» 3 Apr 2019, 19:21
ესეც კაი თემა ჩანს.

რძის პროდუქტების სიყვარულს ვერ ველევი და რით ჩავანაცვლო?

Posted by: C.R.E.A.M. 3 Apr 2019, 19:26
QUOTE («Sophie»)
რძის პროდუქტების სიყვარულს ვერ ველევი და რით ჩავანაცვლო?

რძის ფხვნილით

Posted by: «Sophie» 4 Apr 2019, 18:49
C.R.E.A.M.
ეგ ხო რძისგანაა დამზადებული და იგივე არ გამოდის?

Posted by: C.R.E.A.M. 4 Apr 2019, 18:54
QUOTE («Sophie»)
ეგ ხო რძისგანაა დამზადებული და იგივე არ გამოდის?

რა ვიცი რად გინდა ვეგანობა

Posted by: «Sophie» 4 Apr 2019, 19:10
C.R.E.A.M.
მოდაშია biggrin.gif
თან ცხოველები მეცოდება.

Posted by: C.R.E.A.M. 4 Apr 2019, 19:15
QUOTE («Sophie»)
მოდაშია biggrin.gif

მერე მოდის გამო ტეხავს

Posted by: Ratatat 5 Apr 2019, 01:57
M-I-K-I

მაგ ჯგუფში არ მიღებენ,ფაშისტები არიან ჩვეულებრივი up.gif

Posted by: M-I-K-I 5 Apr 2019, 02:05
Ratatat


ვეგანი ხარ თუ ვეგეტარიანელი

Posted by: Ratatat 5 Apr 2019, 03:26
M-I-K-I

ვეგეტარიანელი ოთხი წელია თითქმის,რაღაც პერიოდი ვეგანობა ვცადე და არ გამოვიდა გარკვეული მიზეზების გამო mad.gif

Posted by: INA-INA 5 Apr 2019, 21:14
«Sophie»

რძის პროდუქტების გემოს ვერ ჩაანაცვლებ)
ზოგადად კიდევ აკეთებენ ნუშის, სეზამის, ქოქოსის რძეებს. მე ძალიან მეგემრიელება.
აკეთებენ კიდევ ვეგანურ ყველსაც, დევს იუთუბზე ბევრი ვიდეო, ყველის გაკეთება არ მიცდია, რავი ბოლოში რომ სინჯავენ თავს იკლავენ რძის ყველს გავსო))მაგრამ არ მგონია მასე იყოს.
ტოფუ კეთდება მარტივად სოიოსგან.


Posted by: La_La_Land 9 Apr 2019, 00:12
ცოტა საკუთარი ხორცი რომ მოვიგლიჯო და უმად შევჭამო რა შეგრძნება იქნება ნეტა

Posted by: INA-INA 12 Apr 2019, 18:15
La_La_Land

სინჯე და აქ ვართ გაგვანდე))
ისე არსებობს რესტორანი სადაც სისხლს აგიღებენ და მერე მაგით საჭმელსაც მოგიმზადებენ.
* * *
ხორცის აჭრაზეც გადავლენ ალბათ მალე))

Posted by: სნეგირი2 12 Apr 2019, 19:20
ნატურალურ ვეგანობას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები, მაგრამ გენმოდიფიცირებული სოიოსა და სიმინდის ჭამას ისევ ნატურალური ცხოველური საკვები სჯობს, რა თქმა უნდა, თუ ეთიკური ვეგანი არ ხარ.

Posted by: INA-INA 13 Apr 2019, 12:53
user posted image

სეზამის რძე, ფინიკი, ქიშმიში, ფორთოხალი, ჯავზი. ძალიან მაგარია)

https://m.facebook.com/groups/494926297546420?view=permalink&id=789844924721221&ref=bookmarks

Posted by: glavbux 14 Apr 2019, 16:24
გამარჯობა. ხომ არ იცით ვეგანურ ანუ სამრხვო პასკას ვინმე აცხობდეს? ვიცი რომ მთლად პასკისნაირი ვერ იქნება, მაგრამ მიმსგავსევული სანებელების ხარჯზე.

Posted by: INA-INA 14 Apr 2019, 18:24
glavbux

იდეებს მოგაწვდი და თუ ხასიათზე ხარ თავად გააკეთე) რა თქმა უნდა პასკა ასი წელი არ იქნება, მაგრამ ვეგანური პეჩოი კი გამოვა)
ვეგანურ სამზარეულოში კვერცი ჩანაცვლებულია სელით. 1 კვერცხს ცვლის - 2 სუფრის კოვზ დაფქულ სელს დამატებული 3 სუფრის კოვზი წყალი. აჩერებთ 10-15 წუთი და გამოდის ჟელისებური მასა. კარაქს ცვლიან ქოქოსის ცხიმით, ან რავი მზესუმზირის ზეთით.
დანარჩენი დაამატეთ რაც ზოგადად ნამცხვრებს აქვს, ფქვილი, შაქარი და ის სანელებლები რაც გიყვართ.
მე ბანანს და ვაშლს დავამატებდი კიდევ. მერე სისქეს შევხედავდი, თუ ძალიან მშრალი მასა გამოვიდოდა პეჩენიების ფორმით გამოვაცხობდი, თუ უფრო სქელი არაჟანივით იქმებოდა კექსის ფორმაში ჩავასხავდი. ცხვება 180 გრადუსზე.
* * *
http://ecohuman.ru/category/rezepty/vypechka

ამ ბმულზეა ბევრი ვეგანური რეცეპტები.

Posted by: glavbux 14 Apr 2019, 20:32
INA-INA
დიდი მადლობა რჩევებისთვის. მე ვერ გავაკეთებ სამწუხაროდ. არ მაქვს მაგის იმედი, რომ რამე ნორმალური გამომივა. ვიფიქრე, იქნებ იყიდებოდეს მეთქი სადმე. თუ სხვა ვეგანებსაც მოენატრა პასკის გემო, იქნება კიდეც აცხობდეს და ყიდდეს ვინმე შეკვეთით.
მე უფრო კექსის ან ბულკის სტრუქტურის წარმოვიდგინე, ვიდრე პეჩენიასაცით ფხვიერის.

Posted by: INA-INA 15 Apr 2019, 00:12
glavbux

მე არ მიცდია გაკეთება, სისქე არ ვიცი როგორი იქნება, ამიტომ მოსინჯვა უნდა smile.gif გამოსვლით ყველა ვარიანტში გამოვა) ქოქოსის რძე შეიძლება დაამატო და კი იქნება ყველა ვარიანტში თხელი.
დიდი ხანია ვეგანი ხარ?

Posted by: kompasa mio 15 Apr 2019, 00:58
უფალმა ადამიანი ხორცის საჭმელად გააჩინა

user posted image

Posted by: Issen 15 Apr 2019, 04:09
m_lash
QUOTE
ალბათ არასდროს გივარჯიშია წონაზე თორე მაგ კითხვას არ დასვამდი

ალბათ კითხვის არსი ვერ გაიგე თორემ ასე არ უპასუხებდი.
QUOTE
წლების შემდეგ მიხვდებით რო ხორციც უნდა გეჭამა





ეს რატო ვერ მიხვდი: spy.gif
* * *
QUOTE
მაინც რა მუღამი აქვს ასეთ ახირებას, იკვებე ყველაფრით

ჩვენ ასე გვისწორდება და ასე ვიკვებებით.
QUOTE
ისე ცოტა რო მოგუგლოთ , არ გაწყენდათ

ვგუგლავთ
https://fit.ge/ვეგანი-სპო...
* * *
"ირგვლივ უამრავი მითი დადის იმის შესახებ, რომ ვეგანური დიეტის ფარგლებში შეუძლებელია საკმარისი რაოდენობით პროტეინის მიღება და შესაბამისად, შეუძლებელია სპორტული აღნაგობის მიღწევა და შენარჩუნება.

ტორონტოს სპორტული ნუტრიტიონისტი ნანსი გესთის განმარტებით, სავსებით შესაძლებელია ათლეტი ვეგანური დიეტით იკვებებოდეს, თუმცა მაინც შეძლოს სპორტული ფორმის შენარჩუნება.

აქამდე არსებული წარმოდგენებით, საუკეთესო გზა პროტეინის მისაღებად, ცხოველური ნაწარმი მიიჩნეოდა, თუმცა ბოლოდროინდელმა კვლევებმა, მათ შორის American Journal of Clinical Nutririon-ში გამოქვეყნებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მნიშვნელობა არ აქვს პროტეინი ცხოველური საკვებიდან იქნება მიღებული, თუ მცენარეული"

* * *
«Sophie»
QUOTE
რძის პროდუქტების სიყვარულს ვერ ველევი და რით ჩავანაცვლო?

Posted by: glavbux 15 Apr 2019, 22:11
INA-INA
მე არ ვარ ვეგანი. ჩემი შვილია. პასკას რომ ვიყიდი და ის ვერ შეჭამს, გული მტკივა. მინდა რამენაირად მასაც ვუყიდო. ვერ ვიპოვე გამკეთებელი (

Posted by: Issen 16 Apr 2019, 02:20
glavbux
QUOTE
გამარჯობა. ხომ არ იცით ვეგანურ ანუ სამრხვო პასკას ვინმე აცხობდეს? ვიცი რომ მთლად პასკისნაირი ვერ იქნება, მაგრამ მიმსგავსევული სანებელების ხარჯზე.

ყველაფერია სამარხვო და დავიჯერო სამარხო პასკა არ იშოვება?
მაინც და მაინც პასკა რო არ ჭამოს ალტერნატივად სამარხო კექსი არ წავა? ან მაფინები...


Posted by: glavbux 16 Apr 2019, 11:25
Issen
არად არაა სადაც არ ვიკითხე. ჩემი შვილისთვის მინდა. ადრე, როცა ჭამდა ძალიან უყვადა პასკა. წლიდან წლამდე ველოდებოდით. ახლა გული მწყდება, მე ვჭამო და მან ვერა. სიურპრიზი მინდოდა გამეკეთებინა

Posted by: Keti-Ket 16 Apr 2019, 22:48
glavbux
რაღაცნაირი სულშიჩამწვდომი აღმოჩნდა თქვენი ტექსტი.
იქნებ თვითონ გაუკეთოთ, ავოკადოსგან და ტოფუსგან აკეთებენ მილიონობით დესერტს. ცხადია კლასიკური პასკის გემო ვერ ექნება, თუმცა იმავე ტოფუსგან ბრაუნთან ძალიან ახლომდგომ ნამცხვრებსაც კი აკეთებენ.

Posted by: INA-INA 16 Apr 2019, 23:54
glavbux

თქვენ როგორც დედა დარდობთ, და იქნებ იმას სულ არ ადარდებს პასკას შეჭამს, თუ არა) კითხეთ?)

Posted by: glavbux 17 Apr 2019, 11:52
Keti-Ket
მადლობა :*. მე ვერ გამოვაცხობ. ძალიან არაკვალიფიციური ვარ ამ საქმეში სამწუხაროდ.

INA-INA
ერთხელ იკითხა, ნეტა არ არსებობსო სამარხვო პასკა? ხორცისგან განსხვავებით, ეს ვიცი ენდომება. გული მწყდება sad.gif

Posted by: Issen 19 Apr 2019, 02:05
INA-INA
QUOTE
თქვენ როგორც დედა დარდობთ, და იქნებ იმას სულ არ ადარდებს პასკას შეჭამს, თუ არა) კითხეთ?)

+
ჰო. მეც მგონია, რომ როგორც მშობელი განიცდის და, არც ისეა საქმე, მას (დედას) ჰგონია.

glavbux
შენ უფრო გადარდებს და აღიქვამ მშობლის გადმოსახედიდან ასე მძაფრად და მეეჭვება სინამდვილეში გული წყდებოდეს პასკას რო ვერ ჭამს.
სხვა უამრავი ტკბილეულია პასკაზე ბევრად გემრიელი.
თუნდაც ქიშმიშიანი სამარხო კექსი ნიგვზით და დარიჩინით.

Posted by: INA-INA 19 Apr 2019, 22:16
user posted image

ბეევრი ცოცხალი საკვები)

Posted by: Issen 20 Apr 2019, 02:05
INA-INA
თქვენ როუ ვეგანი ხართ?

QUOTE
ბეევრი ცოცხალი საკვები)

up.gif
* * *
picaso2008
QUOTE
1. დაბალი ქოლესტერინის დონე ორგანიზმში რაც ისევე არ ვარგა როგორც მაღალი.
2. კუჭის კიბოს გაზრდილი რისკი.
3. ვიტამინი B12-ის დეფიციტი ორგანიზმში რაც იწვევს ენერგიის ნაკლებობას და მეხსიერების დაქვეითებას. თუ ვეგანურ ცხოვრების წესს მისდევ აუცილებელია მიიღო ეს ვიტამინი რომელიც ძირითადად ცხოველურ საკვებშია.
4. ძვლების მინერალური სიმკვრივის დაქვეითება, ეს იწვევს ძვლების ადვილად მსხვრევადობას.
5. ორგანიზმში არასაკმარისი დონე ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავების.


ახსნას აზრი არ აქვს ფაქტები ჯობს










რაო, ძვლების ადვილად მსხვრევაო? ბ 12-ის ნაკლებობაო? ხო არ მომესმა? spy.gif

Posted by: kenj 20 Apr 2019, 17:01
Issen
ეგენი დიდი ალბათობით ვაი აიმ ნათ ვეგან ენიმორ ვიდეოებს დადებენ 1-2 წელიწადში user.gif


Posted by: Issen 20 Apr 2019, 17:35
kenj
QUOTE
ეგენი დიდი ალბათობით ვაი აიმ ნათ ვეგან ენიმორ ვიდეოებს დადებენ 1-2 წელიწადში

დაველოდოთ. ერთი ორი წლის მერე შენც აქ იქნები და მეც. (იმედია)

სანამ ვეგანი გავხდებოდი მეც მეუბნეოდნენ - ახლა არა და, ერთ ორ წელში დაგერხევაო.
არადა იმის მერე გავიდა 5 წელი და ბევრ მათგანზე კარგი ჯამრთელობა მაქვს. არც ბ 12-ის ნაკლებობას ვუჩივი, არც უენერგიობას, არც ძვლები მეფშვნება და გონებრივი უნარებიც არ დამქვეითებია.
* * *
პატრიკ ბაბუმიანი 9 წელზე მეტია უკვე რაც ვეგანია. წესით მაგარი დარხეული უნდა ქონდეს. კალცის ნაკლებობა, თუთიის დეფიციტი, დაბალი ქოლესტერინის დონე, ბ 12-ის ნაკლებობა და ზოგადად, ჯამრთელობის პრობლემები. ტიპი ამხელა ჯანზეა, ამხელა სიმძემეებს დაათრევს. თუ პიკასო 2008-ს დავუჯერებთ და კიდევ სხვათა პოსტებს, აქამდე წელში უნდა იყოს გადამტვრეული


ეს საერთოდ დაშლილი უნდა იყოს ატომებად lol.gif

Posted by: INA-INA 21 Apr 2019, 17:04
user posted image

ვგიჟდები ამ ნაზავზე. ვაშლი, ფორთოხალი, ბანანი.

Issen

რაღაც პერიოდებით 100% უმ ვეგანურ კვებაზე ვარ. ორგანიზმი იწმინდება კარგად.

Posted by: Issen 22 Apr 2019, 01:30
INA-INA

QUOTE
რაღაც პერიოდებით 100% უმ ვეგანურ კვებაზე ვარ. ორგანიზმი იწმინდება კარგად.


ისე, ზოგადად, პერიოდების გამოკლებით?

Posted by: INA-INA 22 Apr 2019, 13:26
Issen

მრავალფეროვნად)) უმეტესად ვეგანირი მენიუ მაქვს, ისე რომ უფრო მეტი უმი ვეგანური იყოს. იშვიათად ვიღებ რძის ნაწარმს.
რასაც არასოდეს არ ვჭამ ეს ხორცი და თევზია.

Posted by: Issen 23 Apr 2019, 01:55
INA-INA
QUOTE
მრავალფეროვნად)) უმეტესად ვეგანირი მენიუ მაქვს, ისე რომ უფრო მეტი უმი ვეგანური იყოს. იშვიათად ვიღებ რძის ნაწარმს.
რასაც არასოდეს არ ვჭამ ეს ხორცი და თევზია.

up.gif

Posted by: etc... 23 Apr 2019, 03:51
ვნების კვირაში ხორცს არ შევჭამ-თქო გადავწყვიტე და მეთქი ბარემ Raw ჩელენჯი.
დღეს თხილეულობა და ჩირებიც მივიღე, ხვალიდან მარტო ხილი და ბოსტნეული.
იმედია, შევძლებ ^^


.

Posted by: INA-INA 24 Apr 2019, 16:11
etc...

წარმატებები) თუ გაგიჭირდა სულ უმის ჭამა, მოთუშე ბოსტნეული, უფრო კარგად მიდის გარდამავალ ეტაპზე)

Posted by: etc... 24 Apr 2019, 16:20
INA-INA

დიდი მადლობა, გამხნევევისთვის smile.gif

დღეს მე-3 დღეა.
არ გადამიხვევია გეგმიდან, სულ უმ რაღაცეებს ვჭამ.
1 კვირის ხილი და ბოსტნეული მოვიმარაგე, დავახარისხე და ფოტო გადავუღე, რომ გამეაზრებინა რა უნდა მიმეღო.

დღეს ავიწონე და 1,5 კგ მაქვს დაკლებული, ეს არ დამიგეგმავს smile.gif))

ვგრძნობ სიმსუბუქეს, უფრო მეტ ენერგიას და თითქოს აზრებიც იწმინდება.

თუ შევძელი, გადავწყვიტე, თვეში 1 კვირა Raw ვეგანივით ვიკვებო ^^

* * *
user posted image
.

Posted by: INA-INA 25 Apr 2019, 00:13
etc...

საოცარი ეფექტი აქვს უმ ვეგანურ კვებას, ძალიან კარგი საშუალებაა ორგანიზმის გასაწმენდათ. თუ დიდი ხანი გააგრძელებ მერე უკვე ძილზე შეატყობ, ნაკლებს დაიძინებ და უფრო გამოძინებული იქნები. კანი საოცრად ნაზი გაგიხდება,თუ ცხიმიანია დარეგულირდება. ოფლის სუნი სხვანაირი გახდება. ხო წონაში გინდა არ გინდა იკლებ.
მოკლედ ჩემთვის საოცრებაა) ძალიან ბევრი რაღაც შეცვალა ჩემს ცხოვრებაში.
მშვენიერი მენიუ გაქვს)

Posted by: Dr_Zuzumbo 25 Apr 2019, 01:20
ჩემი ვარსკვლავი- წვენსაწურების როლს-როისი
ყოველდღე ვნებივრობთ ოჯახში- თან ჯანმთელობა

Posted by: სნეგირი2 25 Apr 2019, 02:04
QUOTE
1 კვირის ხილი და ბოსტნეული მოვიმარაგე, დავახარისხე და ფოტო გადავუღე

საწყის ეტაპზე აშკარად 1 დღის მარაგი უფრო ჩანს. : )))

Posted by: etc... 25 Apr 2019, 04:28
INA-INA

ვინც ჩამოყალიბებული ვეგანია, დარწმუნებული ვარ, ბევრად გაწმენდილი ორგანიზმი ექნება, ვიდრე ჩვენ _ ხორცის და სხვა საძაგლობების მჭამელებს ///

თუმცა, ჩემს კვებით ჩვევებზე მუდმივად უარს ვერ ვიტყვი და არც ვძალადობ საკუთარ თავზე...ამიტომ, პერიოდულადაც რომ გავაკეთო ეს დეტოქს-განტვირთვები, დადებითად იმოქმედებს, ვიცი smile.gif

გაოცებული ვარ, იმდენად არ მიჭირს.
ნუ, მე, ხახვი, ნიორი და სხვა სანელებლების ტიპის გემოებიც ამოვიღე და ასე მგონია რაღაც ღვთაებრივ კვებაზე ვარ smile.gif))

საუზმე : 1 წითელი ვაშლი, 1 ბანანი, 2 მანდარინი


სადილი : სალათის ფოთლების მიქსი, 1/2 ავოკადო, 1/2 პაპრიკა, 2 პატარა პომიდორი, 1 კიტრი, 4-5 პატარა სტაფილო

ვახშამი : 1 პატარა ჭიქა მარწყვი, 1 პატარა ჭიქა მოცვი + ან 2 ც. მანდარინი, ან 1 მწვანე ვაშლი.

+ თხილეული, მაგრამ ვცდილობ შეზღუდული რაოდენობით მივიღო.


წყალი, დეტოქს ჩაი, მწვანე ჩაი მინარევებით და ჯინჯერის ჩაი მინარევებით.


ესაა ჩემი ყოველდღიური მენიუ .
მადლობა, შენ, ყურადღებისათვის smile.gif

მომავალ 1 კვირიან განტვირთვაზე შევცვლი პროდუქტებს, რომ არ მომბეზრდეს...
ახლა ასე ერთფეროვანი მირჩევნია, უფრო ვაკონტროლებ, რომ ხელი არ წამიცდეს, მაინც.

ესევ ვახშამი ))

user posted image

Posted by: Master_Nick 25 Apr 2019, 07:06
INA-INA
თევზი გასაგებია და არც სხვა ზღვის პროდუქტებს ( კრევეტი, მიდია, რვაფეხა და ა.შ) არ ღებულობთ?

Posted by: INA-INA 25 Apr 2019, 16:22
etc...


ზუსტადაც რომ ღვთაებრივი კვებაა) იმ კუთხით რომ ცნობიერება იწმინდება და სამყაროს უფრო სხვანაირად აღიქვავ.
რა მადლობა smile.gif
თხილეულობას თუ ერიდები რძე შეგიძლია გააკეთო ნუშის, ძალიან გემრიელია ჩიასთან ერთად. აქ ბევრი რეცეპრია უმი ვეგანური.

https://m.facebook.com/groups/494926297546420?ref=bookmarks

Master_Nick

არა არ ვღებულობ. ზღვის წყალმცენარეები მიყვარს ნორი, ვაკამე.

* * *
etc...

თუ ჩაუღრმავდები შემდეგ შეგიძლია ისეთ ინფორმაციებსაც გაეცნო რა რასთან ჯობია მიიღო. ან დღის გარკვეულ მონაკვეთში რისი ჭამა ჯობია.

Posted by: etc... 25 Apr 2019, 18:00
INA-INA

რა საინტერესო ფეიჯია ^^
გადავხედე smile.gif

ორშაბათს შემოვალ და დავწერ , აბა, რა ცვლილებები ვიგრძენი ამ 1 კვირაში.

ფაქტია, წონაში უსწრაფერად დავიკელი, დღეს -2,5 კგ ვარ.

Posted by: Taisiaa 26 Apr 2019, 09:38
etc...



გამიხარდა აქ შენი დანახვა, ყველამ მასე დავიწყეთ, ნელნელა)))

აი ნახავ როგორ მოგეწონება 2kiss.gif

Posted by: INA-INA 26 Apr 2019, 21:46
user posted image

ჩემი ვახშამი, მიყვარს სულ ოდნავ მოთუშული ბოსტნეული ლიმონთან და სელის ზეთთან.

Posted by: etc... 27 Apr 2019, 01:25
Taisiaa

მომწონს, მაგრამ გუშინ და დღეს ძაან გამიჭირდა ///

სულ ოდნავ დავარღვიე...ნუ, მთავარია ცხოველური არაფერი მიმიღია, არც მაღალკალორიული.

ისე, დღეს ვინც ვნახე, ყველამ მითხრა რაღაც ცოტა "შეფერთხილი" ხარო , ზოგმა ქართულად, ზოგმა ინგლისურად smile.gif)) -3 კგ

საოცრებაა, როგორ წმენდს მთელ სხეულს ჯანსაღიი, ვეგანური კვება. მთელი ნაგავი, შლაკები და უბედურებები, გარეთ გამოაქვს...

ადრეც გამიკეთებია შეზღუდვები.
ერთხელ სრული 7 დღე ვიშიმშილე.
ერთხელ სრული 6 თვე შაქარი არ მიმიღია.

მოკლედ, ისევ უნდა მივხედო თავს!
ეტაპობრივად შევცვლი ჩემს კვებით ჩვევებს...

მადლობა, გამხნევებისთვის love.gif

Posted by: Taisiaa 27 Apr 2019, 09:01
etc...



მცირედი დარღვევები არაფერია
თავიდან მეც ვარღვევდი))

მერე დავიწყე ფიქრი რატომ ვარღვევდი და იცი,მშიოდა
smile.gif)
ბევრ ხილს და ბოსტნეულს არ ვიმარაგებდი და ეს მაიძულებდა, რომ დამერღვია,
მერე დავიწყე ზრუნვა.
ახლა 2 კგ ვაშლს და ფორთოხალი ხომ ვერ შეჭამ ადამიანი? ვერა, ხოდა ჭამე იმდენი რომ დანაყრდე, სხვადასხვა ხილი მიიღე ხოლმე, რომ არ მოგბეზრდეს და ხასიათზე არ იმოქმედოს...
მე მაგალითად როდესაც მშია ვერაფერზე ვერ ვფიქრობ და მალევე თუ არ ვჭამ, შეიძლება ნერვული შეტევა დამემართოს smile.gif))
სულ თან დამაქვს ხილი, სახლშიც სულ მიწყვია მაგიდაზე ბევრი ხილი, როცა მშია უცებ რომ მივიღო))))
არ მოიშიო, თან ატარე ხილი, ჩანთით სულაც არაა რთული და 2-3 საათში ერთხელ მიირთვი, რომ შიმშილამდე არ მიხვიდე და უენეგიობის გამო არ შემოგერღვას...
ხო და კიდევ, არ გაგასუქებს ხილი, ჭამე რამდენიც გინდა, თავიდან ყველა ბევრს ჭამს, სანამ არ გადაეწყობა ამ კვებაზე და არ მიეჩვევა, თან ორგანიზმისთვისაც არ იქნება სტრესი და საყვარლად გადაიტანთ 2kiss.gif

ხო და კიდევ, ჩირი და თხილეულიც შეგიძლია მიიღო, მცირე რაოდენობით რათქმაუნდა)) მაგრამ ესაც დაგეხმარება, სასუსნავები გემრიელები smile.gif)))))

-3კგ კი გილოცავ და ნახე ცოტა ხანში - 10 მოგილოცავ
biggrin.gif 2kiss.gif

Posted by: Boyarg 29 Apr 2019, 01:20
ტოფუს ვინ როგორ აკეთებთ თქვენი ვერსიები დაწერეთ

Posted by: Issen 30 Apr 2019, 04:14
INA-INA
QUOTE
საოცარი ეფექტი აქვს უმ ვეგანურ კვებას, ძალიან კარგი საშუალებაა ორგანიზმის გასაწმენდათ. თუ დიდი ხანი გააგრძელებ მერე უკვე ძილზე შეატყობ, ნაკლებს დაიძინებ და უფრო გამოძინებული იქნები. კანი საოცრად ნაზი გაგიხდება,თუ ცხიმიანია დარეგულირდება. ოფლის სუნი სხვანაირი გახდება. ხო წონაში გინდა არ გინდა იკლებ.

+1


Posted by: Keti-Ket 30 Apr 2019, 22:17
Boyarg
QUOTE
ტოფუს ვინ როგორ აკეთებთ

ვრეცხავ სოიოს მარცვალს, შემდეგ მთელი ღამით ვალბობ ცივ წყალში, დამბალ მარცვალს 100 გრამობით ვაბლენდერებ 2 ჭიქა წყალთან ერთად რამდენიმე ჯერზე რის შედეგადაც ვღებულობ სოიოს რძეს, შემდეგ ამ რძეს დაბალ ცეცხლზე ვაცხელებ ფაქტობრივად დუღილამდე და საბოლოოდ ვჭრი ლიმონის წვენით. აჭრილი მასა გადამაქვს დასაწრეტად და მიღებული მასა კი უკვე სასურველი ფორმის ტოფუდ გამომყავს

Posted by: etc... 2 May 2019, 05:40
ვნების კვირა _ სრული ერთი კვირა ვეგანურად ვიკვებე, შედეგად 3 კგ-ით შევმსუბუქდი და ორგანიზმმა გამოცოცხლება დაიწყო.

აღდგომის მერე 3 დღე ჩავაგდე...

ხვალ ისევ ვიწყებ 1 კვირიან განტვირთვას.
რაც ჰქონდათ ორგანიკი, ყველაფერი წამოვიღე. უფრო მრავალფეროვანი მინდოდა ჩემი მენიუ ყოფილიყო, სამწუხაროდ ამ სუპერმარკეტში მწირი არჩევანი დამხვდა..

რაღაცნაირად მიხარია ^^

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: Vermillion 2 May 2019, 17:33
ქათმი სხორცი რომ არ მიყვარდეს ძალიან, მეც ვეგანი გავხდებოდი sad.gif
სხვა ხორცს ვერ ვჭამ, მაგრამ ქამათი მიყვარს,
რა კარგი თემაა, ისეთ ლამაზ ფოტოებს დებთ ვეგანობა მომინდა jump.gif

Posted by: INA-INA 2 May 2019, 18:00
user posted image

ხილი რომ არ არსებობდეს რა მეშველებოდა))

ტოფუს გაკეთება ვცადე უმი ვეგანური მეთოდით არ გამომივიდა. ხასიათზე რომ მოვალ მოვსინჯავ ტრადიციული მეთოდით.

Posted by: etc... 5 May 2019, 22:51
სულ ცოტ-ცოტას ვარღვევ // მაგრამ, ძირითადად, უმი ხილით და ბოსტნეულით ვიკვებები.

user posted image


ფიფლ, წყალს როგორ სვამთ?
იცავთ რამე წესებს, შუალედებს ჭამამდე და ჭამის შემდეგ ?

ზოგადად, წყალი ძალიან მიყვარს, მინიმუმ 2 ლიტრს სულ ვსვამ, დიდ ნაწილს დილით, უზმოზე. წესებს არ ვიცავ...

Posted by: Issen 5 May 2019, 23:35
etc...
QUOTE
ფიფლ, წყალს როგორ სვამთ?

ჭამამდე 20 წუთით ადრე და ჭამის მერე ერთი ან ორი საათის შემდეგ.
QUOTE
იცავთ რამე წესებს, შუალედებს ჭამამდე და ჭამის შემდეგ ?

ყოველთვის ვერა მაგრამ ძირითადად ვიცავ.

QUOTE
ზოგადად, წყალი ძალიან მიყვარს, მინიმუმ 2 ლიტრს სულ ვსვამ, დიდ ნაწილს დილით, უზმოზე. წესებს არ ვიცავ...

თუ წყლისგან სარგებლის მიღება გინდა უნდა დაიცვა წესები.

https://www.youtube.com/watch?v=Vu-bGvVWSmU

წყლის მიღების ნორმა და წესები - ენდოკრინოლოგის რეკომენდაცია

Posted by: etc... 5 May 2019, 23:54
Issen

მადლობა, კონკრეტული რეკომენდაციებისთვის^^

აი, 2 საათიანი შუალედი, ჭამის შემდეგ, ცოტა რთული დასაცავია.

მე ერთი ჩვევაც მაქვს: საუზმეს, ლანჩს, სადილს....ყველაფერს, მაშინვე ცხელ ჩაის ვაყოლებ. მგონი ესეც არ ვარგა...

Posted by: Issen 6 May 2019, 01:15
etc...
QUOTE
მადლობა, კონკრეტული რეკომენდაციებისთვის^^

არაფრის.
QUOTE
აი, 2 საათიანი შუალედი, ჭამის შემდეგ, ცოტა რთული დასაცავია.

მიჩვევის ამბავია. მე ისედაც არ მინდება ჭამის მერე კაი ხანი წყლის დალევა.
QUOTE
მე ერთი ჩვევაც მაქვს: საუზმეს, ლანჩს, სადილს....

მე ცალკე მიყვარს დალევა ჩაი იქნება ეს თუ ყავა. მიტანით ვერაფერს ვატან, არ შემიძლია.
მაქსიმუმ შოკოლადთან ერთად მივირთვა ყავა.


Posted by: INA-INA 6 May 2019, 18:19
etc...
QUOTE
აი, 2 საათიანი შუალედი, ჭამის შემდეგ, ცოტა რთული დასაცავია.


გააჩნია რა ჭამე. წყალთან მიმართებაში პრინციპი ისაა, რომ კუჭის მჟავა არ გაანეიტრალოს წყალმა და საკვების მონელება მოხდეს(ანუ არ გაჩერდეს კუჭში უფრო მეტი ხანი)
არის გრაფიკები ინტერნეტში როგორი საკვები რამდენი ხანი ჩერდება კუჭში. სალათა 1 საათის მერე კუჭში აღარაა. 2 საათი ეს მძიმე მოხარშულ საკვებს სჭირდება. დაკვირვებითაც მიხვდები. ხილს რომ შეჭამ 40 წუთის მერე აღარაფერია კუჭში.

Posted by: blue15 7 May 2019, 17:50
მაგარი ხალხი, ვუერთდები თემას bis.gif ვეგანობა ჯანმრთელობაა, ოღონდ კვების კულტურა უნდა. ბოლომდე ვეგანი ვერ ვარ, მაგრამ ვეგეტარიანელი მაინც ვარ, თუმცა, ზოგჯერ, რამოდენიმე დღე, ვვეგანობ ხოლმე და აშკარად ვგრძნობ ხოლმე ენერგიის მატებას.. bis.gif

Posted by: Issen 8 May 2019, 14:13
არანაირი პრობლემაა არაა ვეგანობა როცა იცი რა მიირთვა. ვიღაც გახდება ვეგანი, მხოლოდ შემწვარ კარტოფილზე და მაკარონზეა. მერე ცოტა ხანში დაეწყება სისუსტე, უენერგიობა... მერე იქ კალცის ნაკლებობა და დააბრალებს ყველაფერს ვეგანობას.
გამოვა და იტყვის: "ორი თვე ვიყავი ძმაო ვეგანი და ისე დავსუსტდი, რო აღარაფრის თავი მქონდაო"
ამ დროს შენ *ლე იყო და არ გესმოდეს ვეგანობა, ვეგანობა რა შუაშია...


* * *
blue15
QUOTE
მაგარი ხალხი, ვუერთდები თემას  ვეგანობა ჯანმრთელობაა, ოღონდ კვების კულტურა უნდა. ბოლომდე ვეგანი ვერ ვარ, მაგრამ ვეგეტარიანელი მაინც ვარ, თუმცა, ზოგჯერ, რამოდენიმე დღე, ვვეგანობ ხოლმე და აშკარად ვგრძნობ ხოლმე ენერგიის მატებას.. 

up.gif

Posted by: etc... 8 May 2019, 18:38
საუზმე : ფორთოხალი, ბანანი, მანგო, მოცვი.

user posted image


INA-INA ნელ-ნელა დავიწყე. ვცდილობ დავიცვა წყლის მიღების წესები.
ძირითად პრინციპს რაც შეეხება, მე მაქვს იდეალურად გამართული ეგ სისტემა და მეტაბოლიზმიც.
უბრალოდ, ზედმეტად საშინელებებს ვჭამ და ხშირად, ორგანიზმი ამდენსაც ვერ უძლებს ///



Posted by: Issen 8 May 2019, 19:10
etc...
შენ რა გადაწყვიტე, ვეგანობა თუ ვეგეტარიანელობა?
თუ ფრუქტარიანელობა?



Posted by: etc... 8 May 2019, 19:18
QUOTE (Issen @ 8 May 2019, 19:10 )
etc...
შენ რა გადაწყვიტე, ვეგანობა თუ ვეგეტარიანელობა?
თუ ფრუქტარიანელობა?

არცერთი user.gif

უბრალოდ, პერიოდულად ასეთი კვება, ვგრძნობ როგორ მიხდება და წმენდს სხეულს, სულს, გონებას, აზრებს...

ამ ეტაპზე, ჩემთვის, ესეც საკმარისია smile.gif

Posted by: Issen 8 May 2019, 19:27
etc...

ჰოო.. ვეგანობა ცოტა სხვა რამეა ვიდრე უბრალოდ სხეულისა და აზრის წმენდების პროცედურა.
მეგონა შენც აპირებდი და უფრო პატივისცემით განვეწყე შენი ნიკისადმი.
თურმე დიეტა გაინტერესებს.

down1.gif

https://forum.ge/?showforum=99

Posted by: etc... 8 May 2019, 20:54
Issen

ჩემი მიზანი არანაირად არაა ვინმეს კეთილგანწყობის მოპოვება.

ტყუილად მიმითითებ ამ თემის დატოვებისკენ.

არ ვფიქრობ, რომ ვინმეს სპეციალური ნებართვა მჭირდება, ჩემი უწყინარი აზრების გადმოსაცემად.

Posted by: Issen 8 May 2019, 23:06
etc...

QUOTE
ჩემი მიზანი არანაირად არაა ვინმეს კეთილგანწყობის მოპოვება.


ეგ არ მიგულისხმია. ჩემი პოზიცია გამოვხატე უბრალოდ.
თემა ვეგანებზე და ვეგანიზმზეა და არა რაღაც ცხეულისა და აზრების დასაწმენდ პროცედურებზე.
შენ არც ვეგანი და არც როუ ვეგანი. ვეგეტარიანელიც კი არ ხარ.
სხეულის დაწმენდა აწმენდას რაც შეეხება მხოლოდ ხილის ჭამით არ არის გამოწვეული.
როდესაც მხოლოდ ხილს ჭამს ადამიანი, ცხადია, იქ არც მარილს იღებს, არც შაქარს და ა.შ. რაც რა თქმა უნდა დადებითად მოქმედებს მთელ რიგ შინაგან ორგანოებზე. მით უმეტეს თუ გაღიზიანებულია ეს ორგანოები და შედეგად ნერვული სისტემა მშვიდდება და დადებით ემოციებს იწვევს ადამიანში.
ან შეიძლება ადამიანს ქონდეს რაიმე საკვები პროდუქტისადმი ინტოლერანტობა. მაგალითად, ლაქტაზის აუტანლობა, ან გლუტენური ენტეროპათია და ცხადია, ამ პროდუქტების გამორიცხვისას, (ავტომატურად) ანუ მხოლოდ ცოცხალი ხილით და ბოსტნეულით კვება ამსუბუქებს სიმპტომატიკას. სხეული და აზრები მეც დამეწმინდა თავის დროზე რო გავიგე ლაქტაზის აუტანლობა მქონდა და მთლიანად ამოვიღე რძე და რძის ნაწარმი გლუტენთან ერთად. მერეღა აღმოვაჩინე რომ ცოცხალი ხილის ერთ ან ორ კვირიანი დიეტა რატომ მოქმედებდა ასე დადებითად ჩემს ორგანიზმზე და მივხვდი რომ მხოლოდ ხილი არაფერ შუაში იყო.

Posted by: etc... 9 May 2019, 05:00
ვახშამი : ისპანახი, ვაშლი, ბანანი, სტაფილო, მოცვი.


user posted image

Issen უმაღლესი ღირებულება ადამიანია, თავისი "რაღაც სხეულით და აზრებით" და არა ცალკე აღებული რომელიმე მიმდინარეობა.

მადლობა, ვრცელი რჩევისთვის smile.gif

Posted by: Issen 9 May 2019, 08:12
etc...

ჰო მაგრამ რამდენიმე დღიანი თუ კვირიანი მსგავსი დიეტის მერე ისევ რომ გვამს და მკვდარ სხეულს ჩაუშვებს, ეგ ტეხავს.
ტყუილად ვწერე. იმედია სხვა წაიკითხავს და ის მიხვდება.

Posted by: Taisiaa 9 May 2019, 16:53
QUOTE
ისევ რომ გვამს და მკვდარ სხეულს ჩაუშვებს, ეგ ტეხავს.

რომელიც მერე ორგანიზმში განაგრძობს გახრწნას facepalm.gif


Posted by: ებოლა 9 May 2019, 17:12
QUOTE (Issen @ 9 May 2019, 03:27 )
etc...

ჰოო.. ვეგანობა ცოტა სხვა რამეა ვიდრე უბრალოდ სხეულისა და აზრის წმენდების პროცედურა.
მეგონა შენც აპირებდი და უფრო პატივისცემით განვეწყე შენი ნიკისადმი.
თურმე დიეტა გაინტერესებს.

down1.gif

https://forum.ge/?showforum=99

გული დაგწყდა ხო ბრატ, ეხხ

ეხლა შეგილია შეურაწყოფაც კი მიაყენო. ან ნაკლები პატივისცემით განეწყო user.gif

Posted by: სნეგირი2 9 May 2019, 18:03
ზუსტად ამაზე ვწერდი უსათაუროში...

ვეგანობა ვეგანობად, მაგრამ ადამიანური ურთიერთობები არ უნდა გეშლებოდეთ. მერე დაწერენ, სად არიან აგრესიული ვეგანებიო. აქ ვეგანობაზეც კი არ არის საქმე. ადამიანს, ზოგადად, თავისი ფასეულებების სხვების თავზე მოხვევის დაუოკებელი მიდრეკილება აქვს და უმრავლეს შემთხვევაში ადამიანთა შორის კონფლიქტების მიზეზი სწორედ ეგ არის. უარი თქვით ხორცზე? ძალიან მაგარია! პატივისცემა პირადად ჩემგან, მაგრამ მოდი და სხვებს მიეცით საშუალება ისე იცხოვრონ, როგორც მათ სურთ და თუ მაინც თვლით, რომ სამყარო უსამართლოა და სამართლიანობის აღდგენის სურვილს ვერ იოკებთ, მაშინ მტაცებელი ცხოველების ამოწყვეტით დაიწყეთ.

პ.ს. ვეგეტარიანელი ვარ.

Posted by: Issen 9 May 2019, 20:08
ებოლა
QUOTE
გული დაგწყდა ხო ბრატ, ეხხ

ეხლა შეგილია შეურაწყოფაც კი მიაყენო. ან ნაკლები პატივისცემით განეწყო




სნეგირი2
არავინ არაფერს არ ახვევს და აძალებს. ეს თემა როგორც ზემოთ ვთქვი არის ვეგანობაზე და არ მომწონს როგორც ვეგანს ვიღაც რო აკნინებს რაღაც გაურკვეველი ვადიანი დიეტებით რომელიც მხოლოდ ასევე გაურკვეველ სულის და აზრის დაწმენდას ემხსახურება.
ვეგანი ხარ? აპირებ ვეგანობას და რჩევა გჭირდება? უბრალოდ დაინტერსებული ხარ? კი ბატონო. სხვა შემთხვევაში აქ პოსტვის აზრს ვერ ვხედავ.

პ.ს.მომავალში თუ იხმართ სკარბეზს, ვორნს მოგართმევთ.
ეს სიტყვიერი გაფრთხილებაა.
პატივი ეცით დამსწრე საზოგადოებას.

Posted by: etc... 9 May 2019, 20:16
QUOTE (Issen @ 9 May 2019, 20:08 )
ებოლა
QUOTE
გული დაგწყდა ხო ბრატ, ეხხ

ეხლა შეგილია შეურაწყოფაც კი მიაყენო. ან ნაკლები პატივისცემით განეწყო


არა ბრად, ღლეზე მკიდია.

სნეგირი2
არავინ არაფერს არ ახვევს და აძალებს. ეს თემა როგორც ზემოთ ვთქვი არის ვეგანობაზე და არ მომწონს როგორც ვეგანს ვიღაც რო აკნინებს რაღაც გაურკვეველი ვადიანი დიეტებით რომელიც მხოლოდ ასევე გაურკვეველ სულის და აზრის დაწმენდას ემხსახურება.
ვეგანი ხარ? აპირებ ვეგანობას და რჩევა გჭირდება? უბრალოდ დაინტერსებული ხარ? კი ბატონო. სხვა შემთხვევაში აქ პოსტვის აზრს ვერ ვხედავ.

უკომენტაროდ.

დაგარეპორტე.


.

Posted by: Issen 9 May 2019, 20:17
etc...
QUOTE
უკომენტაროდ.

დაგარეპორტე.


ყოჩაღ!

Posted by: სნეგირი2 9 May 2019, 20:27
Issen
QUOTE
ვეგანი ხარ? აპირებ ვეგანობას და რჩევა გჭირდება? უბრალოდ დაინტერსებული ხარ? კი ბატონო. სხვა შემთხვევაში აქ პოსტვის აზრს ვერ ვხედავ.

შენ აზრზე უნდა იარონ სხვა იუზერებმა? რატომ აძლევ შენს თავს უფლებას შენი აზრის მიხედვით გადაუწყვიტო სხვას მის აქ დაპოსტვას აზრი ექნება თუ არა?

Posted by: Tengiz@@ 9 May 2019, 20:29
Taisiaa
სნეგირი2
ხორცი რო ცუდია საიდან დაასკვენით?
აი მოხარშული ძროხის ხორცი მჭლე ან თევზი რატო არის ცუდი?

Posted by: Issen 9 May 2019, 20:35
სნეგირი2
QUOTE
შენ აზრზე უნდა იარონ სხვა იუზერებმა?

ჩემ აზრზე არ უნდა იარონ. პატივი უნდა სცენ თემას და მის შინაარს.
არ უნდა დააკნინო შენი რაღაც გაურკვევლი დიეტებით ვეგანიზმი და არ უნდა დაიყვანო კონკრეტულ ვითომ რაღაც სხეულის გაწმენდ დიეტაზე.
ვერ გავიგე შენ რა პრობლემა გაქვს?

Posted by: სნეგირი2 9 May 2019, 20:38
Tengiz@@
რასაც ჰქვია კლასიკური ხორცის მოყვარული არასდროს ვყოფილვარ. მაგ. მოხარშულ ხორცს საკუთარი ნებით არასდროს არ ვჭამდი. ფაქტობრივად, ხორცს ვიღებდი: ხინკლიდან, მწვადიდან, ქაბაბიდან, კოტლეტიდან და შაურმიდან. შევადარე პერიოდი, როცა ვჭამდი ხორცს და პერიოდი, როცა უარი ვთქვი მასზე. მეორე უკეთესი აღმოჩნდა. ერთი სიტყვით, ფსევდო-მეცნიერულ ენაზე თუ გაინტერესებს, სავსეა ინტერნეტი ამ მასალით, მაგრამ მე მაინც პირადი გამოცდილებით (შეგრძნებებით) გირჩევ დასკვნების გაკეთებას. ოღონდ ამისთვის ექსპერიმენტების ჩატარებაა საჭირო და არც თუ ისე ხანმოკლე. აი, მაგალითად, ვერასოდეს გაიგებ, რომ წყალი, რომელიც ონკანში მოდის საზიზღრობაა, სანამ რამდენიმე თვე, შეიძლება წელიც კი, არ შეწყვეტ მის მოხმარებას.
* * *
Issen
პირადად მე, ხორცს არ ვჭამ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ჯანმრთელობის მიზეზით და ის, რომ ჩემს გამო წელიწადში დამატებით რამდენიმე შინაური ცხოველი არ კვდება, არის მხოლოდ და მხოლოდ გვერდითი ეფექტი და არა მიზანი. ახლა ორი კითხვა: ამ თემაში პოსტვას დამიშლი? კონკრეტულად ამ თემაში, ან ზოგადად ფორუმზე ჩემზე მეტი გაქვს გაკეთებული ვეგანობის პოპულარიზაციისთვის?

Posted by: Issen 9 May 2019, 20:51
სნეგირი2
QUOTE
ახლა ორი კითხვა: ამ თემაში პოსტვას დამიშლი? კონკრეტულად ამ თემაში, ან ზოგადად ფორუმზე ჩემზე მეტი გაქვს გაკეთებული ვეგანობის პოპულარიზაციისთვის?

არასწორად გებულობ. დაშლით არავისთვის დამიშლია და არც მივცემ ამ უფლებას საკუთარ თავს. არ მომეწონა და კორექტულად მივუთეთი სადაც შეიძლება გაეგრძელებინა პოსტვა. ყოველთვის ვიტყვი და არასდროს მომეწონება ამხელა ფილოსოფია და ცხოვრების წესი დაყვანილი იქნას და დაკნინებული რაღაც კონკრეტულ დიეტის ფორმამდე. ცოტა ძნელი გასაგებია რასაც ვწერ ხორცის მჭამელებისთვის მაგრამ გამგები გაიგებს.
* * *
წესით შენ როგორც ვეგეტარიანელს და ვეგეტარიანული ცხოვრების პოპულარიზატორს უნდა გესმოდეს რასაც ვამბობ და რამაც გამოიწვია ჩემი ოდნავი გაღიზიანება.

Posted by: Taisiaa 9 May 2019, 21:23
Tengiz@@

მინდა ვიყო ჯანმრთელი, ხორცის ჭამა კი ამ ყველაფერს ეწინააღმდეგება.
ამიტომაა ცუდი პირველ რიგში.

ენერგიას მართმევდა, ახალგაზრდა ბებერივით ვიყავი...
დანარჩენი, ძროხებს და სხვა ცხოველებს რა პირობებში ზრდიან და რითი კვებავენ, მოიძიე ინტერნეტში, ეგაც მეორე მიზეზი.

ჩემი მენიუ ძირითადად ხილს შეადგენს, ხორცი კი წლების წინ ამოვიღე, მერე ნელნელა რძის პროდუქტები და კვერცხი მიჰყვა ამას, ნელნელა გარეგნულადაც კი შევიცვალე და თავს ჯანსაღად ვგრძნობ, ისეთი ენერგიული ვარ, ხანდახან მთელი დღე რომ ფეხზე ვარ, მერე ვვარჯიშობ... ღამე კიდევ ვფიქრობ ხოლმე რომ სადმე წავიდე, ვიარო, ვისეირნო, მთები გადავდგა biggrin.gif
ვერ ვიღლები, ადრე კი 5 კიბეზე ვერ ავდიოდი)))
ასე პლიუსებზე დაუსრულებლად შემიძლია ვწერო და ეს მახარებს
love.gif

Posted by: სნეგირი2 9 May 2019, 21:25
Issen
QUOTE
წესით შენ როგორც ვეგეტარიანელს და ვეგეტარიანული ცხოვრების პოპულარიზატორს უნდა გესმოდეს რასაც ვამბობ და რამაც გამოიწვია ჩემი ოდნავი გაღიზიანება.

დიდი ალბათობით, იმაზე კარგად მესმის ვიდრე თავად შენ და ზუსტად ამ მიზეზების ახსნას ვცდილობ ხალხისთვის (ვისაც ეს აინტერესებს და არა დაუკითხავად) და რახან ვეგანობის თემაა, აქაც დავწერ, ოღონდ ძალიან ზედაპირულად, რადგან ამ თემის გაშლა აქ არც რეალური მეჩვენება და არც სურვილი მაქვს. ჩემსა და ეთიკურ ვეგანებს შორის განსხვავება ის არის, რომ მათ ადამიანებზე მეტად ცხოველები უყვართ (რაც არაბუნებრივი მგონია), მე კი - პირიქით. ადამიანი, რომელიც საკუთარ ბინაში ღამე საპირფარეშოში გასვლისას იატაკს მობილურის ფანარს ანათებს, რათა შემთხვევით ტარაკანას არ დააბიჯოს, გეუბნები, რომ როგორც ადამიანი, სხვა ადამიანების ნებას (და ამ ნებაში არ ვგულისხმობ სადიზმს და ა.შ.) უფრო მაღლა ვაყენებ, ვიდრე ნებისმიერი ცხოველის ნებას და თუ სხვა ადამიანმა გადაწყვიტა, რომ ხორცით იკვებოს, მე პატივს ვცემ არა თავად ფაქტს, არამედ მის თავისუფალ ნებას, მითუმეტეს, რომ ამაში არაფერი არაბუნებრივი არ არის, რადგან ადამიანისთვის ხორცი ისეთივე საკვებია, როგორც ხილი. მეორე საკითხია, რამდენად მავნებელია ეს მისი ჯანმრთელობისთვის, თუმცა, ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობაც მისი და მხოლოდ მისია. ისევ და ისევ ვიმეორებ, რომ ადამიანებს დაუშალო ხორცის ჭამა, იგივეა, რომ გახვიდე ბუნებაში და გარეულ მტაცებელ ცხოველებს დაუშალო ნადირობა.

შენც გამოთქვი შენი აზრი, მეც გამოვთქვი და მოდი აქ მოვრჩეთ. თუ აქამდე ვერ შევთანხმდებით, ვერც შემდეგ შევთანხმდებით და უბრალოდ ორივე ტყუილად დროს დავკარგავთ. smile.gif

Posted by: ებოლა 10 May 2019, 14:30
Issen
QUOTE
არა ბრად, ღლეზე მკიდია.

ხორცის მჭამელობას ეშველება, აი ხორცში (ტვინში) გამჯდარ უზრდელობას ვერაფურს უშველი smile.gif

Posted by: etc... 10 May 2019, 16:07
მადლობა, რეაგირებისთვის.


* * *
ფიფლ, გაყინულ ხილს/ბოსტნეულს იგივე ეფექტი აქვს raw ვეგანური თვალსაზრისით?

"ჩაინიკური" კითხვაა, მაგრამ უმი და ცოცხალია, მაინც, გაყინული ? smile.gif)))
კენკრა მაქვს და სმუდებში/სმუზებში მინდა რომ გამოვიყენო.

user posted image

Posted by: Issen 10 May 2019, 16:45
QUOTE
პ.ს.მომავალში თუ იხმართ სკარბეზს, ვორნს მოგართმევთ.
ეს სიტყვიერი გაფრთხილებაა.
პატივი ეცით დამსწრე საზოგადოებას.

პირადად არავისთვის მიწოდებია ეგ სიტყვა.
დამსწრე საზოგადოებას პატივს ვცემ და ასევე მათგანაც მოვითხოვ პატივი სცენ თემას და მის შინაარს.
ერთჯერადი დიეტებისთვის არაა ეს თემა. გაცილებით ფართო ცნებააა ვეგანიზმი და არა ერთ ან ორ კვირიანი ხილის დიეტები.


etc...
არ ამიკრძალია არაფერი, სხვანაირად გაიგე და სხვებმაც ასევე მოთარგმნეს.
მოდერი არ ვარ და არსდროს შემითავსებია მისი ფუნქციები.
ზემოთ რო სიტყვა ვახსენე ბოდიშის მოხდა არაა პრობლემა თუ გაწყენინე..

Posted by: etc... 10 May 2019, 16:47
Issen

აღარ დამთაგო.
.
* * *
არ ვაპირებ არავითარ გარჩევებს.
ჯერ მეზარება, მერე არაფრისმომცემია.

გასაგებია შენი აზრი, პოზიცია და ზრდილობაც.

Good luck!

Posted by: Issen 10 May 2019, 16:49
etc...

QUOTE
აღარ დამთაგო.


ოკ.

Posted by: etc... 10 May 2019, 18:15
საუზმე :
ორთქლზე მომზადებული წიწიბურა, ისპანახი + ქრენბერის ჩირი, ავოკადო და დაწურული ლიმონი.

user posted image


Posted by: Issen 10 May 2019, 23:31
ვინ არიან ვეგანები და რითი იკვებებიან ისინი - ქართველი მიმდევრები "დღის იმედში"
https://www.imedi.ge/ge/video/33015/vin-arian-veganebi-da-riti-ikvebebian-isini--qartveli-mimdevrebi-dgis-imedshi
* * *
თქვენ არ ვიცი მაგრამ, დროთა განმავლობაში, თავიდან არა, უფრო რაც ვეგეტარიანელობიდან გადავედი ვეგანობაზე, ნელ ნელა, გვამის მჭამელებისადმი გამიჩნდა აუტანლობა და ზიზღის შეგრძნება. რო გავიგებდი, განსაკუთრებით გოგო ხორცის მჭამელია, სულ რომ მომწონებოდა, მომენტალურად მიქრებოდა ყველანაირი მოწონება. ინტიმურ ურთიერთობაზე ხო საუბარიც ზედმეტია. მახსოვს პირველად მაშინ დავიჭირე ჩემ თავში ეს შეგრძნება ჩემს წინ მჯდომმა გოგომ კატლეტი ჩაკბიჩა და ხაჭაპურიც მიაყოლა. გული ამერია და საცეკვაოდ რო გამომიწვია, რაღაცნაირი უსიამოვნო შეგრძნება მქონდა. არ ვიცი ეს რამდენად ნორმალურია ან თუ არ არის ნორმალური მაგრამ ფაქტია რო ეს ერთ ერთი ფაქტორია რამაც ჩემს ჩაკეტილობასა და ასოციალურობაზე მოახდინა გავლენა. მნიშვნელოვანი არა მაგრამ საკმაო გავლენა. თუმც ამას ხელი არაფერში შეუშლია ჩემთვის სასარგებლო და აუცილებელ განსახორციელებელ საქმიანობაში. რო ვთქვა რო მაწუხებს ეს მდგომარეობა მაგას ვერ ვიტყვი. უფრო ცივი და უმი გავხდი ურთიერთობაში.
ჰოდა მაინტერესებს სხვა ვეგანებისგან, თუნდაც, ვეგეტარიანელებისგან თქვენ შემთხვევაში როგორაა?


* * *
glavbux
თქვენი შვილი ხო ვეგანია, თქვენ რას იტყოდით?

Posted by: სნეგირი2 12 May 2019, 13:58
Issen
ეგ მომენტი მეტ-ნაკლებად ყველას უდგება და აქ კონკრეტულად ვეგანობა არაფერ შუაშია, რადგან მის ნაცვლად შეგიძლია აიღო ნებისმიერი ფასეულებათა კრებული (მაგ. რელიგია ან რამე სექტა). ერთ მაგალითს მოვიყვან. თინეიჯერობის ასაკში, როდესაც გატაცებული ვიყავი ცურვით და შესაბამისად ვვარჯიშობდი ბიჭებთან ერთად აუზზე, ხშირად ვამჩნევდი, რომ როდესაც ბიჭები შეამჩნევდნენ ვიღაც უცხოს ვინც პირველად ან მეასედ, მაგრამ "არაფროფესიონალურად" (არა ისე, როგორც მათ შეუძლიათ) ცდილობდა ბატერფლაით გაცურვას, თითქმის ყოველთვის ქედმაღლურად და დამცინავად აღნიშნავდნენ ამას და ამის მიზეზი მათი ქედმაღლობა და ამპარტავნება არ იყო, რადგან ბუნებით ძირითადად ძალიან კარგი ადამიანები იყვნენ. შემდგომ ბევრ სხვა სფეროშიც შემიმჩნევია იგივე. საქმე იმაშია, რომ ადამიანებს გვაქვს ასეთი თვისება, დავყოთ "ჩვენებად" და "სხვებად" ("ჩვენების" რიცხვი მხოლოდ ერთი ადამიანისგანაც შეიძლება შედგებოდეს). როცა "ჩვენების" წრე იკვრება რაღაც იდეოლოგიის, უნარ-ჩვევების და ა.შ. ირგვლივ, უნებლიედ ვიწყებთ "სხვებისკენ" ზემოდან, ზიზღით და ა.შ. ყურებას. უფრო კონკრეტულად კი ჩვენთვის მიუღებელი ხდება იმ "სხვების" ცხოვრების წესი ამ კონკრეტულ კონტექსტში. ძალიან ბევრი ვიმუშავე, რათა ეს მომენტი აღმომეფხვრა და ჯერაც ვერ ვიტყვი, რომ სრულიად აღმოვფხვერი. ყველაზე ნათლად ეს მომენტი ინტერნეტ ფორუმებზე ჩანს იუზერებს შორის დისკუსიასა და კამათში.

Posted by: ჯიმ"მორისონი 12 May 2019, 14:26
რამდენად საზიანო და სასარგებლოა ვეგაობა ჯამრთელობისთვის ?


Posted by: kira001 12 May 2019, 14:32
Issen
QUOTE
ნელ ნელა, გვამის მჭამელებისადმი გამიჩნდა აუტანლობა და ზიზღის შეგრძნება

სეიმ
უფრო იმიტო რო ჩემ თვალში ეგეთი ადამიანი უგულოა, არ აქვს ემპატიურობა. და ასეთები ძალიან შორს ჩემგან. უსასტიკესად მიჭირს გვამის მჭამელებთან ურთიერთობა. ტვინზე ლიბრ გადაკრულები არიან ჩემთვის. ზოგადად ნებისმიერი სახის ძალადობის ჩამდენი ხო აუტანელია, მაგრამ არც ისინი არიან ნაკლები ვინც თვალს ხუჭავს. თან რის გამო? რაღაცა კუჭის გამო >.< გურმანობაში და ჭამის სიყვარულში შემეჯიბროს ნებისმიერი გვამის მჭამელი biggrin.gif

ხორცის ჭამა რო თავისუფალი ნებაა, ეგ ცალკე დიაგნოზია :დდდ
* * *
ჯიმ"მორისონი სასარგებლოა ყველა მხრივ. ენერგიული ხარ, პოტენცია იმატებს გიჟივით, გემოებს უკეთ გრძნობ. ყნოსვა, მხედველობა უმჯობესდება, ხასიატიც. კანის სისუფთავეზე აღარაფერს ვამბობ. დაცული უამრავი წუწიანი დაავადებისგან და სუნებისგან (რომელიც ჰიგიენის მიუხედავად მაინც აქვთ ხორცისტებს >.< ).

Posted by: holden kolpildi 12 May 2019, 16:15
QUOTE
გვამის მჭამელებისადმი გამიჩნდა აუტანლობა და ზიზღის შეგრძნება.

ჩვეულებრივი სექტაა :დ


Posted by: INA-INA 12 May 2019, 17:16
სიყვარულის შენარჩუნებაა მთავარი ყველანაირ სიტუაციაში და ეს აგრესიაც არ გაგიჩნდებათ,რომელიც ძალიან ცუდია სულისთვის. ნეტა რითი ხართ სხვებზე უკეთესები? ხორცს რომ არ ჭამთ? ამ დროს თქვენში უფრო მეტი ზიზღი და აგრესია ვიდრე მათში ვინც ხორცს ჭამს. ნუ უყურებთ სხვებს ზევიდან, მოვა დროც და ისინიც მოვლენ ამ ეტაპამდე, სამყაროში ბევრი საფეხურებია, ჩვენს ზევითაც არიან ვიღაცეები ვისთვისაც ხორცის არ მჭამელები "დაბალი დონეა". მაგრამ განვითარებულები პირიქით გვეხმარებიან, რომ ცოდნა მოგვცენ და უფრო აგვამაღლონ. ასევე უნდა მოვექცეთ ჩვენ მათ ვინც ხორცს ჭამს. ურთიერთობით, საუბრით, პირადი მაგალითებით ცნობიერება შევუცვალო.(სექტანტი ხარ ასეთ სიტუაციაში ფაქტიურად, ნელი მოქმედების ბომბით, ვის როდის აუფეთქებ გონებას და გაუნათებ არ იცი))) ჩემი ოჯახის წევრებმა ყოველგვარი ტვინის ჭმის გარეშე ჩემი მხრიდან შეამცირეს ხორცი. თვეები ისე გადის არ ახსენდებათ. ძალიან ბევრი ადამიანი მეკითხება აზრს კვებასთან დაკავშირებით.
ასე, რომ ნუ ჩაიკეტებით, პირიქით გაიხსენით, ზიზღი და აგრესია რომ არ გექნებათ უფრო გაანათებს თქვენი სულები და ბევრისთვის მაგალითის მიმცემი იქნებით, დაეგულებით და როდისღაც აუცილებლად მოგაკითხავენ. როგორც ახლა ჩემმა ერთმა ახლო მეგობარმა დაანება თავი ხორცის ჭამას და მე მკითხა რჩევები. არადა 2 წლის წინ ეს სრულიად წარმოუდგენელი იყო. ხოდა მე ასეთი სიტუაციებით ვკაიფობ და თქვენ ფრთხილად იყავით მაგ ზიზღმა არ შეგჭამოთ იქით))) love.gif

Posted by: პიანისტი 12 May 2019, 17:19
lol.gif lol.gif lol.gif
ამხელა ზიზღი არაა კარგი სულისთვის, თუ სულის არ გჯერათ მაშინ გულისთვის boli.gif

Posted by: Tengiz@@ 12 May 2019, 17:25
რა გვამი რის გვამი ხალხო ეს სამყარო ისეა შედგენილი რომ ერთმანეთს ჭამენ ცოცხალი ორგანიზმები
კურდღელი რო გიყვარს და ეფერები ის თავის ბაჭიებს ჭამს რომ იცოდეთ
ღორიც ჭამს გოჭებს.
ხორცისმჭამელები ხო თავისთავად სხვა ცხოველებს ჭამენ .
თევზები თევზებს ჭამენ
ფრინველები მწერებს ბუზებს თევზებსც იჭერენ.
კატა თაგვს ჭამს ძაღლს ხორცი უყვარს
ადამიანს უყვარს ხორცი რაც არ უნდა ილაპარაკოთ ხორცი ათჯერ უფრო გემრიელია ვიდრე ბროკოლი და ყვავილოვანი კომბოსტო.
ხოდა პატივი ეცით იმ ხალხს ვინც ხორცს ჭამს რაა ნუ შეგზიზღდებათ.

Posted by: INA-INA 12 May 2019, 17:31
QUOTE
ადამიანს უყვარს ხორცი რაც არ უნდა ილაპარაკოთ ხორცი ათჯერ უფრო გემრიელია ვიდრე ბროკოლი და ყვავილოვანი კომბოსტო.


უმი ხორცი აიღე და ჭამე, ოღონდ მარილის გარეშე, პასუხს რომ მეტყვი როგორია გემოზე ერთ საიდუმლოს გაგიმხელ)

კი მასეა სამყაროში მიდის ენერგიებით კვება) უბრალოდ ცნობიერების ცონეს გააჩნია. ადამიანი არის ცნობიერი არსება და უნდა გაარჩიოს რა ჭამოს და რა არა.

Posted by: Taisiaa 12 May 2019, 17:32
QUOTE
ხორცი ათჯერ უფრო გემრიელია ვიდრე ბროკოლი და ყვავილოვანი კომბოსტო.


გაჩერდით biggrin.gif

Posted by: Tengiz@@ 12 May 2019, 17:40

INA-INA
QUOTE
კი მასეა სამყაროში მიდის ენერგიებით კვება) უბრალოდ ცნობიერების ცონეს გააჩნია. ადამიანი არის ცნობიერი არსება და უნდა გაარჩიოს რა ჭამოს და რა არა.

ცნობიერი არსება რომ არის მაგიტომ არის რო რა ხორციც იჭმევა დედამიწაზე 99% ადგილობრივი წარმოებაა
ანუ ამ ცხოველებს თვითონ ზრდიან /
ლამაზი ცხოველი რაც არის იმის მოკვლა აკრძალულია ირემი დათვი მგელი მელია ლომი არწივი და ა.შ
ესენი რომ მოკლა აკრძალულია რადგან ბუნებას ალამაზებს.
ძაღლს და კატას არ ვჭამთ რადგან ადამიანის მეგობრად ითვლება.
რავიცი კიდე უბრალოდ ძალიან გემრიელია ხორცი და ადამიანი ვერ ელევა.
მე პატივს ვცემ ყველა ვეგანს მაგრამ იმის გამო რომ ხორცს ვჭამ და შემიზიზღოს ეგ ბევრად უარესი მგონია ვიდრე ხორცის არ ჭამა.


QUOTE
უმი ხორცი აიღე და ჭამე, ოღონდ მარილის გარეშე, პასუხს რომ მეტყვი როგორია გემოზე ერთ საიდუმლოს გაგიმხელ)

უმ ხორცს ვჭამდი ბავშვობაში და ძალიან გემრიელია მიმალავდნენ ხოლმე და ვიპარავდი და ჩუმად ვჭამდი
ორგანიზმს რო შეაჩვევ უმ ხორცს მერე ტვინი დაპროგრამდება და ისევ უმ ხოცს მოგთხოვს
ეს შენ კი გეცოდინება ვეგანიზმიც ხო ესეა რაღაცას შეეჩვევი და მერე სხვა აღარ გინდება.
ხოდა უბრალოდ უმი ხორცი მიჩნეულია რომ სასარგებლო არაა თორემ გულწრფელად ვამბობ ბავშვობაში ბევრი მაქვს ნაჭამი.
ალბათ რამე ვიტამნინის ნაკლებობა მქონდა არ ვიცი უმი ხორცი მიყვარდა ხოლმე .

Posted by: kira001 12 May 2019, 17:51
ე ბიჯო რატო ძალადობთ? არ მევასება მოძალადე ადამიანი და ვაბშე რატო უნდა მევასებოდეს? არც პედოფილები და მანიაკები მევასება. არც სტალინი, ილო2 და ჰიტლერი და მსგავსები. უეჭველი უნდა მევასებოდნენ?
გამოვიდნენ აქ წმინდანები. პოჟიტივიიიიიიი იიიიიიიი

სული

facepalm.gif


Posted by: Tengiz@@ 12 May 2019, 17:55
Taisiaa
QUOTE
გაჩერდით

ეგრეა ქართული სუფრის ძირითადი ელემენტი არის ხორციანი საჭმელები და რძის პროდუქტები (ყველი ხაჭაპური )და ა.შ

Posted by: Issen 12 May 2019, 17:55
სნეგირი2
kira001
blue15
yes.gif
INA-INA
QUOTE
ნეტა რითი ხართ სხვებზე უკეთესები? ხორცს რომ არ ჭამთ? ამ დროს თქვენში უფრო მეტი ზიზღი და აგრესია ვიდრე მათში ვინც ხორცს ჭამს.

მხოლოდ ხორცის არ ჭამის გამო არა. თუმც, არც უამისობაა. მაგრამ იმასაც არ ვფიქრობ რომ მხოლოდ ამის გამო შეიძლება გეგონოს თავი სხვებზე მეტი. პირიქით, რაღაცეებში შეიძლება ბევრად ნაკლებიც ვარ. უფრო მეტი ზიზღი და აგრესიის ჩამდენები გაცილებით მეტია ხორცის მჭამელში ვიდრე ვეგეტარიანელებში ან ვეგანებში. არ ვამბობ რომ აგრესიულები საერთოდ არ ვართ მაგრამ ცხოველურს მეტი ცხოველური ენერგია შეაქვს ადამიანში და აქედან გამომდინარე ასეთი ადამიანი თუ აგრესიული იქნება გასაკვირი არაა. გარშემო თუ გავიხედავთ ძირითადად აგრესიიის ჩამდენები ჩვეულებრივი ხორცის მჭამელები არიან. არ ვიძახი რომ ყველა ხორცის მჭამელი აგრესიულია და მხოლოდ ხორცს დააბრალო არასწორი იქნება მაგრამ კორელაცია მეტია ხორცის მჭამელებთან აგრესიის გამოხატულების.

Tengiz@@
QUOTE
ადამიანს უყვარს ხორცი რაც არ უნდა ილაპარაკოთ ხორცი ათჯერ უფრო გემრიელია ვიდრე ბროკოლი და ყვავილოვანი კომბოსტო.

გემოვნება ძაან სუბიექტური რამაა. მე მაგალითად ყველაზე მეტად ხაჭაპური მეგემრიელებოდა და ტკბილეულიდან ნაყინი.

Posted by: INA-INA 12 May 2019, 17:55
Tengiz@@


მთლად ყველაფრის გარეშე?
მეც ვჭამდი უმს, ოღონდ შენელებულს, ხინკლისთვის გამზადებულს)) თან რა გემრიელად))

Posted by: Tengiz@@ 12 May 2019, 18:02
Issen
QUOTE
გემოვნება ძაან სუბიექტური რამაა. მე მაგალითად ყველაზე მეტად ხაჭაპური მეგემრიელებოდა და ტკბილეულიდან ნაყინი.

ხო გემოვნება ყველას სხვადასხვანაირი აქვს მაგრამ პროცენტულად ხორცის მოყვარულები არიან ძალიან დიდი პროცენტი
თვითონ ვეგეტარიანელებშიც კი რძის პროდუქტებს და კვერცხს ჭამენ .


INA-INA
QUOTE
მთლად ყველაფრის გარეშე?
მეც ვჭამდი უმს, ოღონდ შენელებულს, ხინკლისთვის გამზადებულს)) თან რა გემრიელად))

კი სულ უმს ვჭამდი ხოლმე ოღონდ მარტო მჭლე ხორცს.

Posted by: Issen 12 May 2019, 18:03
უმ ხორცს რა მაჭმევდე თან უმარილოს. უმარილოს შემწვარს და მოხარშულსაც ვერ ვჭამდი.
ხალშლამა რო ჩამოუტარებით მარილში არ ამომევლო რა მაჭმევდა ისე პირიდან ვყრიდი.
biggrin.gif
დაჟე ვინც უმარილოდ ჭამდა ჯამრთელი არ მეგონა ეგეთი ხალხი lol.gif
იმდენად წარმოუდგენელი იყო ჩემთვის ხორცის უმარილოდ ჭამა. smile.gif

Posted by: პიანისტი 12 May 2019, 18:04
QUOTE (kira001 @ 12 May 2019, 17:51 )
ე ბიჯო რატო ძალადობთ? არ მევასება მოძალადე ადამიანი და ვაბშე რატო უნდა მევასებოდეს? არც პედოფილები და მანიაკები მევასება. არც სტალინი, ილო2 და ჰიტლერი და მსგავსები. უეჭველი უნდა მევასებოდნენ?
გამოვიდნენ აქ წმინდანები. პოჟიტივიიიიიიი იიიიიიიი

სული

facepalm.gif

სად ვიძალადე ადამიანო , სახელიც არ იცი ჩემი და გძულვარ gigi.gif შენი ნებაა ეგ ,მცდარი ნება.
5 მილიარდი ადამიანი გძულს

Posted by: Issen 12 May 2019, 18:06
Tengiz@@
QUOTE
ხო გემოვნება ყველას სხვადასხვანაირი აქვს მაგრამ პროცენტულად ხორცის მოყვარულები არიან ძალიან დიდი პროცენტი
თვითონ ვეგეტარიანელებშიც კი რძის პროდუქტებს და კვერცხს ჭამენ .

პროცენტულად რო უფრო ბევრია ეგ იმას არ ნიშნავს რომ ხორცი ყველაზე გემრიელი საკვებია. ეგეც პროცენტულად უმრავლესობას მეეჭვება უმი ხორცი მოწონდეს და თან უმარილო. ის კი არადა უმრავლესობა მარილის გარეშე პირს არ დაადებს და სხვარამეს უფრო შეჭამს სუფრიდან ვიდრე უმარილო ხორცია.

Posted by: Tengiz@@ 12 May 2019, 18:10
Issen
QUOTE
პროცენტულად რო უფრო ბევრია ეგ იმას არ ნიშნავს რომ ხორცი ყველაზე გემრიელი საკვებია. ეგეც პროცენტულად უმრავლესობას მეეჭვება უმი ხორცი მოწონდეს და თან უმარილო. ის კი არადა უმრავლესობა მარილის გარეშე პირს არ დაადებს და სხვარამეს უფრო შეჭამს სუფრიდან ვიდრე უმარილო ხორცია.

უმ ხორცს რატო გადაეკიდე ჩემო კარგო ვეგეტარიანელები მარტო უმი საკვებით იკვებებიან
ალბათ 3 % იქნება უმი ვეგანი თვითონ ვეგეტარიანელებშიც
არ ვიცოდე მაინც როგორ დებენ შემწვარ და მოხრაკულ ბოსტნეულებს მოხარშულ ბოსტნეულს
ჩირსაც ჭამენ და რავიცი ბოსტნეულის სუპები სალათები და 1000 რამე.
შემწვარი კარტოფილი და 1000 რამე.


უმ კარტოფილს რატომ არ ჭამენ და რატომ წვავენ მაშინ დაგისვავ შეკითხვას?

Posted by: Issen 12 May 2019, 18:11
QUOTE
თვითონ ვეგეტარიანელებშიც კი რძის პროდუქტებს და კვერცხს ჭამენ .

ჭამენ მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს რო ყველაზე მეტად კვერცხი და რძის ნაწარმი უყვართ. არავეგეტარიანელიც მოიხმარს ხორცს მაგრამ არც ეგ ნიშნავს რომ იმას ყველაზე მეტად ხორცი უყვარს. ბევრი ხორცის მჭამელი ვიცი ჩემს გარშემო ყველის გარეშე ვერ გავძლებთ და ხორცს როგორმე შეველევითო.. ზოგი შემწვარ კარტოფილზე აბოდებს წნილთან ან საწებელასთან ერთად. ზოგს ქოთნის ლობიო არაფერს ურჩევნია, ზოგიც კიდე სოფელში ახალ ამოღებულ თონის ცხელ პურზე და ჭყლინტ ყველზე გიჟდება...
* * *
QUOTE
უმ კარტოფილს რატომ არ ჭამენ და რატომ წვავენ მაშინ დაგისვავ შეკითხვას?

უგემურია და იმიტო.
* * *
უაზრო კამათი გამოვა გემოვნებაზე. იმიტომ რომ გემოვნება არის თვითონ ძალიან სუბიექტური რაღაც.
ზოგს მღვდელი მოწონს ზოგს მღვდლის ცოლიო სადღაც მომიკრავს ყური.

Posted by: holden kolpildi 12 May 2019, 18:17
Issen
QUOTE
უგემურია და იმიტო.

ბოდიში მოიხდე :დ
ძაანკაია
მე ძალაინ მიყვარს და მეგემრიელება
ვაშლივით შემიძლაი ვჭამო დდ

Posted by: Tengiz@@ 12 May 2019, 18:17
Issen
QUOTE
უგემურია და იმიტო.

ხოდა ხორცზე რატო გაქვს პრეტენზია რომ მეუბნევი უმს რატო არ ჭამენო
არც ვეგანები ჭამენ უმ საკვებს .
უმ ლობიოს და უმ კარტოფილს რომელი ვეგანი შჭამს
უმ ყვავილოვან კომბოსტოს უმ ბადრიჯანს
რაც უმი იჭმევა ხილი და ზოგიერთი ბოსტნეული იმას ისედაც ყველა ჭამს ხორცის მჭამელებიც და ვეგანებიც/


Posted by: Issen 12 May 2019, 18:19
holden kolpildi
QUOTE
ბოდიში მოიხდე :დ
ძაანკაია
მე ძალაინ მიყვარს და მეგემრიელება
ვაშლივით შემიძლაი ვჭამო დდ

ბოდიში lol.gif

Posted by: სნეგირი2 12 May 2019, 18:20
ძირითადად მაინც მარილსა და სანელებლებზეა შემჯდარი ხალხი.
მჯერა, რომ პატარა თენგიზას უმ ხორცს უმალავდნენ, მაგრამ ეგ უფრო გამონაკლისი შემთხვევა მგონია.
მაგალითად მე, ერთი წლის ასაკში, ქობულეთში, სანაპიროზე კენჭებს ვჭამდი ხოლმე. ხუმრობის გარეშე. მშობლებმა მომიყვნენ.

Posted by: blue15 12 May 2019, 18:24
QUOTE (INA-INA @ 12 May 2019, 17:16 )
სიყვარულის შენარჩუნებაა მთავარი ყველანაირ სიტუაციაში და ეს აგრესიაც არ გაგიჩნდებათ,რომელიც ძალიან ცუდია სულისთვის. ნეტა რითი ხართ სხვებზე უკეთესები? ხორცს რომ არ ჭამთ? ამ დროს თქვენში უფრო მეტი ზიზღი და აგრესია ვიდრე მათში ვინც ხორცს ჭამს. ნუ უყურებთ სხვებს ზევიდან, მოვა დროც და ისინიც მოვლენ ამ ეტაპამდე, სამყაროში ბევრი საფეხურებია, ჩვენს ზევითაც არიან ვიღაცეები  ვისთვისაც ხორცის არ მჭამელები "დაბალი დონეა". მაგრამ განვითარებულები პირიქით გვეხმარებიან, რომ ცოდნა მოგვცენ და უფრო აგვამაღლონ. ასევე უნდა მოვექცეთ ჩვენ მათ ვინც ხორცს ჭამს.  ურთიერთობით, საუბრით, პირადი მაგალითებით ცნობიერება შევუცვალო.(სექტანტი ხარ ასეთ სიტუაციაში ფაქტიურად, ნელი მოქმედების ბომბით, ვის როდის აუფეთქებ გონებას და გაუნათებ არ იცი))) ჩემი ოჯახის წევრებმა ყოველგვარი ტვინის ჭმის გარეშე ჩემი მხრიდან შეამცირეს ხორცი. თვეები ისე გადის არ ახსენდებათ. ძალიან ბევრი ადამიანი მეკითხება აზრს კვებასთან დაკავშირებით.
ასე, რომ ნუ ჩაიკეტებით, პირიქით გაიხსენით, ზიზღი და აგრესია რომ არ გექნებათ უფრო გაანათებს თქვენი სულები და ბევრისთვის მაგალითის მიმცემი იქნებით, დაეგულებით და როდისღაც აუცილებლად მოგაკითხავენ. როგორც ახლა ჩემმა ერთმა ახლო მეგობარმა დაანება თავი ხორცის ჭამას და მე მკითხა რჩევები. არადა 2 წლის წინ ეს სრულიად წარმოუდგენელი იყო. ხოდა მე ასეთი სიტუაციებით ვკაიფობ და თქვენ ფრთხილად იყავით მაგ ზიზღმა არ შეგჭამოთ იქით)))    love.gif

ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ადამიანი გაცნობიერებულად ვეგანობს/ვეგეტარიანელობს, ძალიან დიდი პატივისცემა ჩემგან თქვენ, love.gif ნამდვილად, გეთანხმებით, რომ აგრესია და ზიზღი სულს ძალიან ვნებს და ძალიან ვწუხვარ თუ ჩემს ნაწერში ზიზღიც ერია, უბრალოდ, რომ ვუფიქრდები, ადამიანს, როდესაც უმწეო/უდანაშაულო ცოცხალი არსების წამება და მოკვლა ნორმა ჰგონია და ვითომც არაფერი, ისე შეუძლია სისასტიკია ჩადენა და საცოდავი არსების მოკვლა, ასეთ ადამიანს გული და ელემენტარული შეცოდების უნარი არ გააჩნია, მომიტევოს ყველამ.
მე პირადად, მედიტაციები რომ დავიწყე, მაშინ გავხდი ვეგეტარიანელი, გონება გამეხსნა და გავიაზრე, რომ სისასტიკით მოპოვებული საკვები, პირველ რიგში, ენერგეტიკისთვისაა ცუდი.

Posted by: Taisiaa 12 May 2019, 18:51
QUOTE (Tengiz@@ @ 12 May 2019, 17:55 )
Taisiaa
QUOTE
გაჩერდით

ეგრეა ქართული სუფრის ძირითადი ელემენტი არის ხორციანი საჭმელები და რძის პროდუქტები (ყველი ხაჭაპური )და ა.შ

იყოს მერე, მიირთვით ბატონო)))


ვისაც რა უნდა, ის ჭამოს)))
არავინ არ მძულს ამის გამო, არც მაინტერესებს...


ბავშვობაში მე ცომს ვჭამდი, მაგიდიდან ვიპარავდი და ვჭამდი, მაგრამ ახლაც კი არ ვჭამ biggrin.gif

Posted by: Tengiz@@ 12 May 2019, 19:21
Taisiaa
QUOTE
იყოს მერე, მიირთვით ბატონო)))


ვისაც რა უნდა, ის ჭამოს)))
არავინ არ მძულს ამის გამო, არც მაინტერესებს...


ბავშვობაში მე ცომს ვჭამდი, მაგიდიდან ვიპარავდი და ვჭამდი, მაგრამ ახლაც კი არ ვჭამ

ხო ვიღაცა ხორცს შეჭამს და ვიღაცა ბოსტნეულს და ხილს ეს ადამიანის არჩევანია.
უბრალოდ არ მიმაჩნია სწორედ რო ამტკიცებენ რო ვითომ ადამიანი ბალახისმწამელია.
ბალახისმჭამელი ხორცს არ შეჭამს და მითუმეტეს არ მოეწონება როგორც ადამიანს უყვარს
ბალახისმწამელები ეგრევე უმად ჭამენ ყველაფერს გინდა ბოსტნეული და გინდა ხორბალი და ეგეთი რაღაცეები
ღორს უყვარს კორმა და ქერი ქათამს უყვარს ხორბალი.
ძროხაც ყველაფერს უმად ჭამს და ისინი ხორცს არ ჭამენ
აი ადამიანი კორმას და ქერს ვერ შეჭამს უნდა გადამუშავდეს და გამოცხვეს პური და მერე იმ პურს შეჭამს,
ანუ როგორც ღორი და ძროხა ჭამს ეგრე ადამიანი ვერ გამოიკვებება .

მე მყავს თევზები დიდი აკვარიუმი მაქვს ხოდა რა ხდება დაახლოებით თევზების 90% არის ისეთი რომელიც იკვებება ცხოვეული საკვებით ანუ უყვარს ცხოველური საკვები
ხოდა 10% არის ისეთი რომელიც იკვებება მცენარეულით.
მშრალი საკვების გარდა კვირაში ორჯერ ვკვებავ ცოცხალი საკვებით ვაჭმევ ხოლმე ორაგულის ფილეს და კრევეტის ფილეს გიჟდებიან ისე უყვართ
ხოდა რომელიც მცენარეებს ჭამს ეგ თევზები არ ჭამენ მაგეებს,.
ადამიანიც რომ მარტო ბალახისჭამია იყოს არ შEჭამდა ხორცს დამიჯერე რადგან ბუნებაში არ არსებობს რო ბალახისჭამიამ ხორცის ჭამა დაიწყოს,

Posted by: INA-INA 12 May 2019, 21:12
blue15
მადლობა love.gif

კი სრულიად ცნობიერში ვარ მაგ კუთხით ხორცი და ალკოჰოლი ჩემთვის ეშაკია))
მედიტაცია კარგი რამეა. მე კიდევ ერთხელ ძალიან მძაფრად შევიგრძენი, რომ ყველაფერზე პასუხი თავად ჩემშია.
ზოგჯერ მავიწყდება, მაინც გარეთ მივედ-მოვედები-ხოლმე. არის ბევრი რაღაც რაც საერთო ინფორმაციაა და ყველასთვის ერთია. მაგრამ მერე უკვე ინდივიდამდე ანუ შენ სულამდე დადიხარ, ყველა სულს კიდევ თავისი გამოცდილება აქვს და შენზე სხვა პასუხს ვერ გაგცემს, შენში უნდა ეძიო, სხვისი გამოცდილება თავს არ უნდა მოიხვიო და არც სხვებს უნდა ატენო.
ცვლილებები დაიწყო შენით.
ზოგი წაიკითხავს რაღაცას და აქეთ ჩაგიტარებს ანალიზს, იმის მაგივრად რომ დაჯდეს და თავის თავს მიხედოს, გეგონება ისე შესტკივა გული დღე და ღამე გული უკვდება))
მოკლედ მედიტაცია კარგი რამეა)

* * *
ისე კიდევ საქართველოში უმეტესი ადამიანი მართლმადიდებელია, რელიგია ხორცს არ კრძალავს. ისეთი ფართოდ პოპულარული წმინდანები არ გვყოლია რომ ეთქვათ ხორცი არ ჭამოთო. იოგა მოდაში არაა( უმეტესობა თურმე ხორცს ჭამს და თავს იოგს უწოდებენ) სკოლაში ისტორიის წიგნი იმით იწყებოდა ადამიანმა გონებრივი განვითარება მაშინ დაიწყო ხორცი, რომ მიიღოვო.
რანაირად გინდა ახლა ეს ხალხი გაავეგეტარიანელო? ))
გილოცავთ ისედაც საკმარისი ვართ)) და უფრო გამრავლებას ვისურვებ)
ჩემთვის ესეც საოცრებაა ამდენი ვეგანი და ვეგეტარიანელი, რომ არსებობს.
მიხარიხართ
jump.gif
* * *
user posted image

გარდამავალ ეტაპზე ვინც ხართ და თევზს გინდათ თავი დაანებოთ უმაგრესი რეცეპტია. ტოფუს ჭრით თხლათ. ნორის ფურცელს ასხავთ სოიოს სოუსს, ხელით გადაანაწილებთ ფურცელი რომ ყველგან თანაბრად დასველდეს, ტოფუს ნაჭერს დაადებთ, გადაახვევთ და წვავთ. ძალიან გემრიელი გამოდის და რაღაცნაირად თევზის გემო აქვს და კიდევ უფრო გემრიელიცაა მე რომ მკითხო.
ზოგადად კიდევ ამ წვას თავი დაანებეთ არაა სასარგებლო))

Posted by: blue15 12 May 2019, 21:49
INA-INA
ძალიან სწორი პოსტია. love.gif

Posted by: ჯიმ"მორისონი 12 May 2019, 22:18
INA-INA
რა გემრიელი რამე სჩანს როგორ მზადება ?

Tengiz@@
ადამიანი არის მოაზროვენ არსება და ამიტომ მეტი მოეთხოვება.
ადრე ადამინს გადარჩენისთვის სჭირდებოდა ხორცის ჭამა,ისევე როგორც სხვადასხვა ცხოველებს სჭირდებათ.

დღეს უკვე აღარ არის მაგის აუცილებლობა!
მხოლოდ იმიტომ რომ ხორცი არის გემრიელი მოკლა ცოცხალი არსება და მირთვა-არ არის სწორი.

მოგეწონება ახლა შენ ჩვენზე ძლიერი არსებები რომ მოვიდენ და ჩვენ შეგვჭამონ ან ჩვენი საყვარელი ადამიანები ?

ჩვენთან გურიაში იციან ე.წ ღორის ქელეხი. ყიდულობენ პატარა საყვარელ გოჭუნას,ზრდიან და საზმთარში კერძოდ დეკემბრის ბოლოს კლავე.
მისგან აკეთებენ მწვადებს და ყაურმას. შემდეგ მიდის ქეიფი და დროს ტარება...

ის ხორცი გემრიელია,სუფრაზეც კარგად გამოიყურება,მაგრამ იცი რა პროცესი უძღვის ამ ყველაფერს წინ?
საწყალი ღუტუნა,რომელიც ვერაფერს გრძნობს ბედნერი თვალებით გაცქერის მისკენ მიმავალ პატრონს.
ჩაყობს თავს თავის "ჯამში" და შეექცევა თავის საკვებს. ამ დრო მას ეპარება ორი ძლიერი ხელის პატრონი ადამიანი და წვდებიან ფეხებში...
უცებ ღუტუნა ვერც მოდის აზრზე და ამ დროს მისი საყვარელი პატრონი ამაყად დიდი დანით ჭრის ყელს.
უყურებს საწყალი ღუტუნა თავის პატრონის ხარბ სახეის გამომეტყველბას და ვერ მიმხვდარა თუ რატომ გაიმეტეს ისე ასე სასტიკად...

up.gif
განა ღუტუუნას არ უნდოდა სიცოცხლე ?
რათქმა უნდა,ღუტუნა ოდესმე მოკვდებოდა,მაგრამ რატომ უნდა მოკვდეს შენი ხელით მხოლოდ იმიტომ რომ მისი ხორცი მიგაჩნია გემრიელად.


Posted by: Tengiz@@ 12 May 2019, 22:41
ჯიმ"მორისონი
ამაზე ერთ პასუხს გაგცემ ღრუტებს და ძროხებს და ცხვრებს და ქათმებს ადამიანი ამრავლებს
უვლის აჭმევს ასმევს და მერე კლავს,
დადასტურებული ფაქტია რო ადამიანმა რო გაუშვას შინაური ცხოველები
იქიდან 1% ვერ გადარჩება.
საკვებს ვერ იშოვნიან ზამთარში ბალახს ვერ იპოვნიან პლიუს ყინვა , ამას გარდა მტაცებლები შეჭამენ.


მეორე ფაქტორი ისაა რო ჭირდება ადამიანს ხორცი შეიცავს ისეთ ამინომჟავებს რო მცენარეში ვერ მოიპოვება
შეიცავს ისეთ ვიტამინებს რაც მცენარეში ვერ მოიპოვება.

ბარსელონა და მესი რო გევასება აბა წადი ნახე რითი იკვებებიან
კუნთების მშენებელი არის ხორცი ,ხორცი რო არ ჭამოს სპორცმენნმა რომელიც დღეში 5 საათს ვარჯიშობს გახდება 20 კილო საერთოდ ენერგია არ ექნება.
ყველა სპორტის სახეობაში მთავარი ინგრედიენტია ხორცი
ფეხბურთი კალათბურთი ჩოგბურთი და რავიცი ნებისმიერი სპორტი
ბოქსი ,შტანგის აწევა და რავიცი.

Posted by: ჯიმ"მორისონი 12 May 2019, 22:51
Tengiz@@
ხორცი არა ცილები biggrin.gif

რას ამბობ თენგიზ რას ვერ გადარჩებიან :დ
ოდესმე ყველა ვკვდებით-მთავარია გამომწყვდეული არ იქნებიან სატუსაღოში რომ მერე ვიღაცებმა დაკლან...

ჩემი მეგობარია ვეგანი 7 წელია უკვე და ჩემხელა კუნთები აქვს chups.gif


ტყუილა ეგ რომ ხორცის გარეშე ვერ ქაჩავს ადამიანი...
ძალიან დიდი თემა ეგ გასაშლელად და ახლა მეზარება მაგხელა პოსტების ცხობა.
მე პირადათ ვეგეტარიანელი ვარ უკვე 10 წელია ვეგანი ვერ გავხდები ჯამრთელობის პრობლემის გამო...

ხორცზე ნადმვილად არ მითქვამს უარი ცხოველებისადმი სიყვარულის გამო,უბრალოდ ხორცი მეზიზღება ბავშვობიდან....

up.gif

შემდეგ უფრო გავერკვიე და არასოდეს მინანაია ჩემი გადაწყვეტილება.

ერთი მინდა ავღნიშნო აგრესიულ ვეგანები არც მე მევასება...
საერთოდ არ მძულს ის ხალხი ვინც ხორცს ჭამს და არც აგრსიულ პროპაგანდას ვემხრობი ვეგანიზმის...

ვინც არ ვჭამთ ხორცს კარგად უნდა ავხსნათ თუ რატომ ვაკეთებთ ამას და რამდენად სასარგებლოა ჯამრთელობისთვის...
შემდეგ თავად გადაწყვეტენ სხვები გადმოვლენ თუ არა ჩვენს გუნდში.


Posted by: INA-INA 12 May 2019, 23:03
ჯიმ"მორისონი

რავი ჩემი ჭკუით ახსნა კი მოვაყოლე როგორ მზადდება და ვერ დავწერე ეტყობა გასაგებად))
ვნახავ ახლა ვიდეოს ეგ რეცეპტი სადაც ვნახე.
* * *


აი ესაა მაგ რეცეპტის ვიდეო.
იოგის ჯგუფია და ახლა ვეგეტარიანული, ვეგანური და უმი ვეგანური სამზარეულოს პროპაგანდაც დაიწყეს)) საინტერესო რეცეპტებია, გარდამავალ ეტაპზე ხალხს კვება რომ გაუადვილდეს ზუსტად ისეთები.

Posted by: kira001 12 May 2019, 23:50
პიანისტი
QUOTE
სად ვიძალადე ადამიანო , სახელიც არ იცი ჩემი და გძულვარ   შენი ნებაა ეგ ,მცდარი ნება.
5 მილიარდი ადამიანი გძულს

არ მძულს, ჯასთ გაბრაზებული ვარ. მცდარი არაა, სამარტლიანია :დდ

აი რატო მოგვეთხოვება უემოციობა, უგრძნობლობა, სიდებილე, აბსურდული სიყვარული ვიღაცეების მიმართ. იიი ვეგანი ხარ, ესე იგი ცაში იყურები შიყვარული, შიკეთეეეეეეე.
ენერეგტიკაზე ვინც ზრუნავს, ანუ ისევ საკუთარ თავზე, საკუთარ ჯანმრთელობაზე და ა.შ. მაგათ შეილძება კიდე.
მარა ვისი მიზეზიც მხოლოდ უსუსური უუფლებო არსებების მათი ნების საწინააღმდეგოდ მკვლელობის პროტესტია, არა. მარტივია

Posted by: პიანისტი 13 May 2019, 01:12
QUOTE (kira001 @ 12 May 2019, 23:50 )
პიანისტი
QUOTE
სად ვიძალადე ადამიანო , სახელიც არ იცი ჩემი და გძულვარ   შენი ნებაა ეგ ,მცდარი ნება.
5 მილიარდი ადამიანი გძულს

არ მძულს, ჯასთ გაბრაზებული ვარ. მცდარი არაა, სამარტლიანია :დდ

აი რატო მოგვეთხოვება უემოციობა, უგრძნობლობა, სიდებილე, აბსურდული სიყვარული ვიღაცეების მიმართ. იიი ვეგანი ხარ, ესე იგი ცაში იყურები შიყვარული, შიკეთეეეეეეე.
ენერეგტიკაზე ვინც ზრუნავს, ანუ ისევ საკუთარ თავზე, საკუთარ ჯანმრთელობაზე და ა.შ. მაგათ შეილძება კიდე.
მარა ვისი მიზეზიც მხოლოდ უსუსური უუფლებო არსებების მათი ნების საწინააღმდეგოდ მკვლელობის პროტესტია, არა. მარტივია

კარგია რო არ გძულს მთავარი ეგაა ^^ დანარჩენი შენი სურვილია ვინ მოგეწონება და გეყვარება gigi.gif


Posted by: Issen 13 May 2019, 01:32
Tengiz@@


QUOTE
მეორე ფაქტორი ისაა რო ჭირდება ადამიანს ხორცი შეიცავს ისეთ ამინომჟავებს რო მცენარეში ვერ მოიპოვება
შეიცავს ისეთ ვიტამინებს რაც მცენარეში ვერ მოიპოვება.

ბარსელონა და მესი რო გევასება აბა წადი ნახე რითი იკვებებიან
კუნთების მშენებელი არის ხორცი ,ხორცი რო არ ჭამოს სპორცმენნმა რომელიც დღეში 5 საათს ვარჯიშობს გახდება 20 კილო საერთოდ ენერგია არ ექნება.
ყველა სპორტის სახეობაში მთავარი ინგრედიენტია ხორცი
ფეხბურთი კალათბურთი ჩოგბურთი და რავიცი ნებისმიერი სპორტი
ბოქსი ,შტანგის აწევა და რავიცი.

https://forum.ge/?showtopic=34802331&view=findpost&p=53625164
https://forum.ge/?showtopic=34802331&view=findpost&p=54537570
https://forum.ge/?showtopic=34802331&view=findpost&p=54539815


ირგვლივ უამრავი მითი დადის იმის შესახებ, რომ ვეგანური დიეტის ფარგლებში შეუძლებელია საკმარისი რაოდენობით პროტეინის მიღება და შესაბამისად, შეუძლებელია სპორტული აღნაგობის მიღწევა და შენარჩუნება.

ტორონტოს სპორტული ნუტრიტიონისტი ნანსი გესთის განმარტებით, სავსებით შესაძლებელია ათლეტი ვეგანური დიეტით იკვებებოდეს, თუმცა მაინც შეძლოს სპორტული ფორმის შენარჩუნება.

აქამდე არსებული წარმოდგენებით, საუკეთესო გზა პროტეინის მისაღებად, ცხოველური ნაწარმი მიიჩნეოდა, თუმცა ბოლოდროინდელმა კვლევებმა, მათ შორის American Journal of Clinical Nutririon-ში გამოქვეყნებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მნიშვნელობა არ აქვს პროტეინი ცხოველური საკვებიდან იქნება მიღებული, თუ მცენარეული


განაგრძე კითხვა: https://fit.ge/ვეგანი-სპო...

Posted by: Tengiz@@ 13 May 2019, 02:27
Issen
QUOTE
ტორონტოს სპორტული ნუტრიტიონისტი ნანსი გესთის განმარტებით, სავსებით შესაძლებელია ათლეტი ვეგანური დიეტით იკვებებოდეს, თუმცა მაინც შეძლოს სპორტული ფორმის შენარჩუნება.

ესეთი კვლევები მილიონია , და კიდევ ადამიანის გენეტიკასაც გააჩნია 100 ადამიანიდან 1-2 იბადება ისეთი რომ სულ რო მწვანილზე იყოს მაინც კაი ტანი ექნება
მაგრამ 98% არაა ეგრე.
გენმოდიფიცერული სოიო და ტოფუ და რაღაცეები რატო უნდა ჭამო როცა შეგიძლია მიიღო ხორცით ყველა ამინომჟავა.
სოიოს 99% გენმოდიფიცერებულია ,ორგანული სოიო ძვირი ღირს ხორცზე ძვირი უფრო ძვირიც დაგიჯდება პლიუს და ბევრად ნაკლები საკვები ღირებულებები აქვს



ხორცი აგრეთვე მდიდარია ომეგა 3-ით
ვიტამინი ბ 12
და კიდევ ბევრი ელემენტით .






ორგანიკას საიტზე 400 გრამი სოიო ღირს 8 ლარი და კილოგრამი გამოდის 20 ლარი
მაშინ როცა ხორცი ღირს 12-15 ლარი.
და კიდე კაცმა არ იცის ეგ სოიო ორგანულია თუ არა შეიძლება არც არის ორგანული.

Posted by: blue15 13 May 2019, 08:12
Tengiz@@
QUOTE
გენმოდიფიცერული სოიო და ტოფუ და რაღაცეები რატო უნდა ჭამო როცა შეგიძლია მიიღო ხორცით ყველა ამინომჟავა.

სოკო შეიცავს ყველა იმ ამინომავას და ვიტამინს, რასაც ხორცი, ბ12, რკინა.....იდენტური შემადგენლობა აქვს ხორცის, მთელი რიგი თვისებების გამო, სოკოები მიიჩნევიან ცოცხალ ორგანიზმთა დამოუკიდებელ სამყაროდ, გარდამავალ საფეხურად მცენარეულიდან ცხოველურისაკენ.
* * *
QUOTE (ჯიმ"მორისონი @ 12 May 2019, 22:51 )
Tengiz@@
ხორცი არა ცილები biggrin.gif

რას ამბობ თენგიზ რას ვერ გადარჩებიან :დ
ოდესმე ყველა ვკვდებით-მთავარია გამომწყვდეული არ იქნებიან სატუსაღოში რომ მერე ვიღაცებმა დაკლან...

ჩემი მეგობარია ვეგანი 7 წელია უკვე და ჩემხელა კუნთები აქვს chups.gif


ტყუილა ეგ რომ ხორცის გარეშე ვერ ქაჩავს ადამიანი...
ძალიან დიდი თემა ეგ გასაშლელად და ახლა მეზარება მაგხელა პოსტების ცხობა.
მე პირადათ ვეგეტარიანელი ვარ უკვე 10 წელია ვეგანი ვერ გავხდები ჯამრთელობის პრობლემის გამო...

ხორცზე ნადმვილად არ მითქვამს უარი ცხოველებისადმი სიყვარულის გამო,უბრალოდ ხორცი მეზიზღება ბავშვობიდან....

up.gif

შემდეგ უფრო გავერკვიე და არასოდეს მინანაია ჩემი გადაწყვეტილება.

ერთი მინდა ავღნიშნო აგრესიულ ვეგანები არც მე მევასება...
საერთოდ არ მძულს ის ხალხი ვინც ხორცს ჭამს და არც აგრსიულ პროპაგანდას ვემხრობი ვეგანიზმის...

ვინც არ ვჭამთ ხორცს კარგად უნდა ავხსნათ თუ რატომ ვაკეთებთ ამას და რამდენად სასარგებლოა ჯამრთელობისთვის...
შემდეგ თავად გადაწყვეტენ სხვები გადმოვლენ თუ არა ჩვენს გუნდში.

up.gif
აი, ელემენტარულად, სულ მცირე სიკეთე მაინც თუ გააჩნია ადამიანს, მაგან პატარა გოჭს, ღორს, ხბოს, ა.შ. დანა/ ნაჯახი როგორ უნდა დააკაროს? რა სიმწარეა წარმომიდგენია sad.gif ასეთი ადამიანი არის მატრიცის მიერ დაბრმავებული სადისტი და მანდ დამთავრდა ყველაფერი, მიუხედავად იმისა, რომ არავინ მძულს, ასეთი ხალხის მიმართ პატივისცემა ვერ მექნება, მე ბოდიში, )) ხალხი იმას ეძახის ბუნებრივობას, რაც რეალურად დამამონებელი მატრიცის ნაწილია. ))
ნუ, არიან ისეთებიც, რომლებსაც გაუცნობიერებლად იკვებებიან ხორცით, რომლებსაც არსებების მოკვლა არ შეუძლიათ და ეცოდებათ ისინი, მაგრამ გარშემომყოფები აჯერებენ, რომ ხორცი კარგია და იბირებენ. ბავშვობაში მეც ასე ვიყავი, მეზიზღებოდა ხორცი, მაგრამ აუცილებელიაო და მეც ვიჯერებდი და ძალით ვჭამდი.


ნუ, ამ ხორცების ჭამას რა მოჰყვება ხოლმე ასაკში შესვლისას, ასე 40 წლიდან, ალბათ, ყველამ არ იცის, ჩემს ბებია-ბაბუებს, რომლებიც ძალიან მეხორცეები იყვნენ, ყველას ქოლესტერინმა და წნევამ მოუღო ბოლო, თორემ ისეთი ჯანმრთელები იყვნენ, დღესაც ცოცხლები იქნებოდნენ, ეს რომ არა. კიდევ, ბიძაჩემია სულ სტენდებზე, იმდენი ქოლესტერინი აქვს დაგროვილი. )) პ.ს.ყველაზე უარესი, უჯრედების გადაგვარებას იწვევს.
* * *
user posted imageuser posted image
user.gif
* * *
user posted image
პატალა გაბურძგნული love.gif

Posted by: Tengiz@@ 13 May 2019, 11:25
blue15
QUOTE
აი, ელემენტარულად, სულ მცირე სიკეთე მაინც თუ გააჩნია ადამიანს, მაგან პატარა გოჭს, ღორს, ხბოს, ა.შ. დანა/ ნაჯახი როგორ უნდა დააკაროს? რა სიმწარეა წარმომიდგენია  ასეთი ადამიანი არის მატრიცის მიერ დაბრმავებული სადისტი და მანდ დამთავრდა ყველაფერი, მიუხედავად იმისა, რომ არავინ მძულს, ასეთი ხალხის მიმართ პატივისცემა ვერ მექნება, მე ბოდიში, )) ხალხი იმას ეძახის ბუნებრივობას, რაც რეალურად დამამონებელი მატრიცის ნაწილია. ))
ნუ, არიან ისეთებიც, რომლებსაც გაუცნობიერებლად იკვებებიან ხორცით, რომლებსაც არსებების მოკვლა არ შეუძლიათ და ეცოდებათ ისინი, მაგრამ გარშემომყოფები აჯერებენ, რომ ხორცი კარგია და იბირებენ. ბავშვობაში მეც ასე ვიყავი, მეზიზღებოდა ხორცი, მაგრამ აუცილებელიაო და მეც ვიჯერებდი და ძალით ვჭამდი.


.

ნუ პრინციპში მეც ესეთი ვარ 2-3 წლის წინ მქონდა გეგმა რო კურდღელი მომეშენებინა
მაგრამ სინდისმა არ მომცა ამის გაკეთების უფლება რო გამეზარდა და მერე დამეხოცა .
საკუთარ სახლში რო გავზარდო ძროხა და ღორი იმას დავკლავ და შევჭამ
მაგრამ რო გავყიდო და ერთ კურდღელზე 3 ლარი დამრჩეს და 300 ცალი მოვკლა ერთ დღეში რაღაცა დიდი ძალა მაკავებდა რო არ გამეკეთებინა.



Posted by: Issen 13 May 2019, 11:44
Tengiz@@
QUOTE
ესეთი კვლევები მილიონია , და კიდევ ადამიანის გენეტიკასაც გააჩნია 100 ადამიანიდან 1-2 იბადება ისეთი რომ სულ რო მწვანილზე იყოს მაინც კაი ტანი ექნება
მაგრამ 98% არაა ეგრე.

კაი ტანზე არაა ეგ კვლევები ეგ კვლევები იმაზეა შეიძლება თუ არა მიიღო მცენარულიდან ყველა ის ამინომჟავა რომელიც ჭირდება ორგანიზმს. და თურმე შესაძლებელიაო. მითი ყოფილა ვეგანების არასპორტსმენობაო. ფაქტებიც მაგაზე მეტყველებს.
თან ეგ ერთი და ორი სპოტრცმენი არაა. შენ ეტყობა American Journal of Clinical Nutririon-ზე მეტი იცი.
კაი მოდი მაშინ შენ მითხარი რომელი ამინომჟავა არაა ისეთი რომელიც არ შედის როგორც ვეგეტარიანულ ისე ვეგანურ კვების რაციონში? დაასახელე კონკრეტულად ამინომჟავა/ამინომჟავებია რომელიც მხოლოდ ხორცშია და სხვაგან არსად არაა.. ლიზინი? ფენილალანინი? მეთიონინი? რომელი?
QUOTE
ხორცი აგრეთვე მდიდარია ომეგა 3-ით
ვიტამინი ბ 12
და კიდევ ბევრი ელემენტით .

ხორცი ომეგა 3 პირველად მესმის რომ მდიდარია. თევზი კი ბატონო მაგრამ ხორცი არა.
ომეგა სამი მოიპოვება ასევე სელის ზეთში ნიგოზში, კანოლის ზეთში, შეიცავს ასევე სოიოს მარცვალი და ტოფუ, გაღვივებული ხორბალიც და ა.შ. მცენარეულს უფრო მეტი წყარო გააჩნია ომეგა სამის
ბ 12 რაც შეეხება მხოლოდ ხორცში არაა. შეიცავს აგრეთვე რძე და რძის ნაწარმი, კვერცხი.

მკურნალის საიტიდან ავიღე ეს სია:
ვიტამინ ბ 12 წყაროები:
რძის ნაწარმი;
კვერცხის გული;
ხორცი (საუკეთესო წყაროა ძროხისა და ხბოს ღვიძლი;
თირკმელები;
საფუარი;
მცენარის მწვანე ნაწილები (თალგამის, სტაფილოს, ბოლოკის მწვანე ფურცლები), სალათა, მწვანე ხახვი;
გულ-ღვიძლის პაშტეტი,
საქონლის ენა;
ისპანახი;
ბარდა, ცერცვი, ოსპი;
ზღვის პროდუქტები - ზღვის კომბოსტო, კალმარები, კრევეტები, თევზი.

QUOTE
ორგანიკას საიტზე 400 გრამი სოიო ღირს 8 ლარი და კილოგრამი გამოდის 20 ლარი
მაშინ როცა ხორცი ღირს 12-15 ლარი.
და კიდე კაცმა არ იცის ეგ სოიო ორგანულია თუ არა შეიძლება არც არის ორგანული.

ეს უკვე სხვა თემაა.
* * *
რაც არ უნდა იძახო ფაქტი ჯიუტი და ვერავინს ვერსად წაუვა:

Posted by: Tengiz@@ 13 May 2019, 12:30
Issen
რაც არ უნდა მეკამათო სიმართლე ჩემს მხარეზეა რადგან შენც ძალიან კარგად იცი რო სპორტცმენი ხორციდან სოიოზე და ლობიოზე არ გადმოვა
ბ12 იძახიან რო მცენარეში არიო მაგრამ უამრავი კვლევაა სადაც ამბობენ რომ მხოლოდ ცხოველურ საკვებში მოიპოვება.
იმეგა 3 მთავარი წყარო თEვზია.
ბევრი შEუცვლელი ამინომჟავაა რომელიც მცენარეში არაა/

მცენარეში ბევრი პროტეინია მაგრამ ცხოველური პროტეინი განსხვავდება .

აი გუშინ რო დავწერე აკვარიუმზე 1 სახეობის თევზი მყავს ოღონდ სხვადასხვა ჯიშია ერთს უყვარს ცხოვეულური საკვები რომელშიც დიდი რაოდენობით პროტეინია და მერეს უყვარს მცენარეული.
ხოდა გუშინ დავწერე რო მცენარეულები არ ჭამენ ხორცს ცოცხლად რომ ვაძლევ.
ხოდა მცერეული თევზი რომელიც არის იმას ვაჭმევ სპირულინას არის გრანულებიანი საკვები რომელიც 100 გრამი ღირს 15 ლარი
მასში შედის დიდი რაოდენობით პროტეინი დაახლოებით 40%
მაგრამ ცხოველური საკვების მოყვარულებს არ უყვართ პირში ჩაიგდებენ და აფურთხებენ უკან აგდებენ და არც ეკარებიან 1-2 თუ შეჭამს ხოლმე.
მაშინ დაგისვავ კითხვას თუ მცენარეული პროტეინი ცხოველურისას ანაცვლებს მაშინ ჩემი თევზი რატომ ჭამს კრევეტის ხორცს და ორაგულის ხორცს და გიჟდება და რატომ არ ჭამს სპირულინას
რომელიც ასევე მაღალი რაოდენობის პროტეინია ოღონდ მცენარეული პროტეინი?

Posted by: Issen 13 May 2019, 23:00
Tengiz@@
QUOTE
რაც არ უნდა მეკამათო სიმართლე ჩემს მხარეზეა

შენ მხარეზე როგორაა კონკრეტული კვლევები და ვეგანი სპორტსმენების ვიდეოები დავდე.
QUOTE
შენც ძალიან კარგად იცი რო სპორტცმენი ხორციდან სოიოზე და ლობიოზე არ გადმოვა

ზემოთ რომ ვიდეოები დავდე ეგენი ზოგი ჯერ ვეგეტარიანულ კვებაზე გადმოვიდა და შემდეგ უკვე ვეგანურზე. ზოგიც პირდაპირ ვეგანურზე
მაგალითად, პატრიკ ბაბუმიანი 2005-6 წელს ჯერ ვეგეტარიანელი გახდა, შემდეგ უკვე რამდენიმე წელში ვეგანი.

QUOTE
ბ12 იძახიან რო მცენარეში არიო მაგრამ უამრავი კვლევაა სადაც ამბობენ რომ მხოლოდ ცხოველურ საკვებში მოიპოვება.

კვლევების ენდობი და ის კვლევა რო დავდე წინა გვერძე რა არ მოგეწონა რო დააიგნორე?
QUOTE
ბევრი შEუცვლელი ამინომჟავაა რომელიც მცენარეში არაა/

ჰოდა რომელი არაა თქო მცენარეში?
QUOTE
მცენარეში ბევრი პროტეინია მაგრამ ცხოველური პროტეინი განსხვავდება .

გეტყობა შენ ნუტრიციოლოგიაში კარგად ერკვევი და აბა აგვიხსენი რა განსხვავებაა მცენარეულ პროტეინში შემავალ ლიზინსა და ცხოველურ პროტეინში შემავალ ლიზინს შორის? სტრუქტურული? თვისებრივი?
QUOTE
აი გუშინ რო დავწერე აკვარიუმზე 1 სახეობის თევზი მყავს ოღონდ სხვადასხვა ჯიშია ერთს უყვარს ცხოვეულური საკვები რომელშიც დიდი რაოდენობით პროტეინია და მერეს უყვარს მცენარეული.
ხოდა გუშინ დავწერე რო მცენარეულები არ ჭამენ ხორცს ცოცხლად რომ ვაძლევ.
ხოდა მცერეული თევზი რომელიც არის იმას ვაჭმევ სპირულინას არის გრანულებიანი საკვები რომელიც 100 გრამი ღირს 15 ლარი
მასში შედის დიდი რაოდენობით პროტეინი დაახლოებით 40%
მაგრამ ცხოველური საკვების მოყვარულებს არ უყვართ პირში ჩაიგდებენ და აფურთხებენ უკან აგდებენ და არც ეკარებიან 1-2 თუ შეჭამს ხოლმე.
მაშინ დაგისვავ კითხვას თუ მცენარეული პროტეინი ცხოველურისას ანაცვლებს მაშინ ჩემი თევზი რატომ ჭამს კრევეტის ხორცს და ორაგულის ხორცს და გიჟდება და რატომ არ ჭამს სპირულინას
რომელიც ასევე მაღალი რაოდენობის პროტეინია ოღონდ მცენარეული პროტეინი?

შენ თევზებს რა მოწონთ და რა არა მაგაზე არ ვსაუბროთ. აქ საუბარია ამინომჟავებზე რომელზეც იძახი რომ არ მოიპოვება ვეგეტარიანულ და ვეგანურ კვების რაციონში და რომ, მხოლოდ ხორცშია ეს ამინომჟავები და ვიტამინები.


* * *
Продукты с повышенным содержанием отдельных незаменимых аминокислот
Валин: зерновые, бобовые, арахис, грибы, молочные продукты, мясо.
Изолейцин: миндаль, кешью, турецкий горох (нут), чечевица, рожь, большинство семян, соя, яйца, куриное мясо, рыба, печень, мясо.
Лейцин: чечевица, орехи, большинство семян, овёс, бурый (неочищенный) рис, рыба, яйца, курица, мясо.
Лизин: пшеница, орехи, амарант, молочные продукты, рыба, мясо, горох.
Метионин: бобы, фасоль, чечевица, соя, молоко, яйца, рыба, мясо.
Треонин: орехи, бобы, молочные продукты, яйца.
Триптофан: бобовые, овёс, сушёные финики[источник не указан 1678 дней], арахис, кунжут, кедровые орехи, молоко, йогурт, творог, рыба, курица, индейка, мясо.
Фенилаланин: бобовые, орехи, говядина, куриное мясо, рыба, яйца, творог, молоко. Также образуется в организме при распаде синтетического сахарозаменителя — аспартама, активно используемого в пищевой промышленности.
Аргинин (частично-заменимая аминокислота, образуется из аминокислот, поступающих с пищей, не путать с условно-заменимыми, которые образуются из незаменимых кислот, не поступающих с пищей): семена тыквы, арахис, кунжут, йогурт, швейцарский сыр, свинина, говядина, горох.
Гистидин (частично-заменимая аминокислота): соевые бобы, арахис, чечевица, тунец, лосось, куриные грудки, свиная вырезка, говяжье филе.
https://ru.wikipedia.org/wiki/Незаме
* * *
ვიღაც იძახდა მხოლოდ ხორცშია შეუცვლელი ამინომჟავებიო და ხო არ მომესმა? spy.gif

Posted by: La_La_Land 14 May 2019, 00:55
QUOTE (Tengiz@@ @ 12 May 2019, 22:41 )
ჯიმ"მორისონი
ამაზე ერთ პასუხს გაგცემ ღრუტებს და ძროხებს და ცხვრებს და ქათმებს ადამიანი ამრავლებს
უვლის აჭმევს ასმევს და მერე კლავს,
დადასტურებული ფაქტია რო ადამიანმა რო გაუშვას შინაური ცხოველები
იქიდან 1% ვერ გადარჩება.
საკვებს ვერ იშოვნიან ზამთარში ბალახს ვერ იპოვნიან პლიუს ყინვა , ამას გარდა მტაცებლები შეჭამენ.


მეორე ფაქტორი ისაა რო ჭირდება ადამიანს ხორცი შეიცავს ისეთ ამინომჟავებს რო მცენარეში ვერ მოიპოვება
შეიცავს ისეთ ვიტამინებს რაც მცენარეში ვერ მოიპოვება.

ბარსელონა და მესი რო გევასება აბა წადი ნახე რითი იკვებებიან
კუნთების მშენებელი არის ხორცი ,ხორცი რო არ ჭამოს სპორცმენნმა რომელიც დღეში 5 საათს ვარჯიშობს გახდება 20 კილო საერთოდ ენერგია არ ექნება.
ყველა სპორტის სახეობაში მთავარი ინგრედიენტია ხორცი
ფეხბურთი კალათბურთი ჩოგბურთი და რავიცი ნებისმიერი სპორტი
ბოქსი ,შტანგის აწევა და რავიცი.

+1

Posted by: °*Tiffany*° 14 May 2019, 21:23
მთავარია, არ გავბოროტდეთ და და ვისაც რა უნდა ის მიირთვას smile.gif)
ცხოველებს კიარა, ერთმანეთს "ჭამენ" ადამიანები, თვალს არ ახამხამებენ, ისე.

ეს და ტუტე-მჟავური ბალანსის თემა_ ორივე სასარგებლოა და სიამოვნებით ვკითხულობ. თუ აგრესიული ქადაგების ეპიზოდებს არ ჩავთვლით...

ორთქლზე მომზადებული ბროკოლი, "fისტაშკა", ლიმონის წვენი, 1 კოვზი ზეითუნის ზეთი, პილპილი, ოდნავ ჰიმალაის მარილი და სხვა სანელებლები.
უგემრიელესია.

ხვალიდან ისევ, ერთი კვირა, უმ საკვებს მივიღებ.
ამ პერიოდული განტვირთვებით და ცხოველური პროდუქტების ამოღებით, 1 თვეში უკვე 5 კგ-ით ნაკლებს ვიწონი.

user posted image

Posted by: Issen 15 May 2019, 17:11
ამას უყურეთ და მერე ვისაუბროთ ვეგანების აგრესიაზე.
https://www.imdb.com/title/tt0358456/
ხორცის მჭამელისგან არანაირ რჩევას არ მივიღებ სიყვარულებზე და სულიერებებზე.
* * *
°*Tiffany*°
QUOTE
მთავარია, არ გავბოროტდეთ და და ვისაც რა უნდა ის მიირთვას

ამით ადამიანი თავისდაუნებურად მხარს უჭერს ცხოველების კვლა ჭამას.
იმაზე დიდი უსიყვარულობა და სისტიკე არაფერია ყოვლად უდანაშაულო ცხოველი დაკლა. რომელსაც ისეთივი ტკივილის განცდა აქვს, როგორც ჩვენ ადამიანებს და გასტრონომიული მიზნებისთვის მოიხმარო. ეს რამდენად აღვივებს სიყვარულს საკითხავი ეგაა. ვეგანების აგრესიული ქადაგებები ყოფილა გასაკვირი და ცხოველებს როგორც ექცევიან სიყვარული და სულიერება.




QUOTE
ცხოველებს კიარა, ერთმანეთს "ჭამენ" ადამიანები, თვალს არ ახამხამებენ, ისე.

სრულიად უადგილო პათეტიკა. რა შუაშია ერთმანეთს ჭამენ?ეს იმას არ ნიშნავს რომ უდანაშაულო და უმწეო ცხოველების მიმართ დამოკიდებულებას მშვიდად და სიყვარულით ვუყუროთ. ადამიანებს კიდე დაუჭამით ერთმანეთი. ეს არანაირად არ უმსუბუქებს ცხოველს საკუთარ ყოფას.

Posted by: სნეგირი2 15 May 2019, 17:56
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: Issen 15 May 2019, 18:59
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «




* * *
QUOTE
ცხოველებს კიარა, ერთმანეთს "ჭამენ" ადამიანები, თვალს არ ახამხამებენ, ისე.

ეს მართლა რა შუაშია facepalm.gif

Posted by: °*Tiffany*° 15 May 2019, 19:45
Issen
მემგონი, შენ არავის დაუთაგიხარ და მოდერისგან მეორე გაფრთხილებას არ გამოკრა ხელი.


ძაან მეზარება შენნაირ აგრესიულ სექტანტებთან დისკუსია.


Posted by: Issen 15 May 2019, 20:22
°*Tiffany*°
QUOTE
მემგონი, შენ არავის დაუთაგიხარ და მოდერისგან მეორე გაფრთხილებას არ გამოკრა ხელი.

მე მგონი, ფორუმი საჯარო სივრცეა და ვის პოსტსაც მომინდება გამოვეხმაურები და ვუპასუხებ. ამისთვის მოდერის და არც არავის ნებართვა არ მჭირდება.
მოდერის გაფრთხილებას მეორედ რაზე უნდა გამოვკრა ხელი? კონკრეტულ სიტყვაზე გამაფრთხილა, მეორედ თუ იხმარებ, ვორნს მიიღებო. მე კიდე ის სიტყვა, ჯერ ჯერობით არ მიხმარია. lol.gif

QUOTE
ძაან მეზარება შენნაირ აგრესიულ სექტანტებთან დისკუსია.

სექტანტის წოდებისთვის შენ უფრო არ გამოკრა მოდერისგან ხელი რამეს ფრთხილად იყავი.
wink.gif

შეურაცჰყოფა არ მომიყენებია და არაფერი მსგავსი. სიტყვის თავისუფლად გამოხატვას კიდე ვერავინ ამიკრძლავს.
თავიდანვე რო მივმხვდარიყავი ვინც იყავი, ნაღდად არ გიპასუხებდი.
* * *

გავედი ცოტა ხანს მუსიკალურ პაუზაზე lol.gif

Posted by: °*Tiffany*° 15 May 2019, 20:29
QUOTE (Issen @ 15 May 2019, 20:22 )

თავიდანვე რო მივმხვდარიყავი ვინც იყავი, ნაღდად არ გიპასუხებდი.

Same here.
გადავხედე შენს ჰარმონიულ პოსტინგს და
ტიპს, რომელსაც საკუთარი მშობლები სძულს და აგრესია აქვს მათ მიმართ, რა უნდა მოსთხოვო.

მეტჯერ არ ვაპირებ შენს დათაგვას.
მოცლილი ხარ აშკარად smile.gif))

Posted by: Issen 15 May 2019, 20:31
°*Tiffany*°
QUOTE
Same here.
გადავხედე შენს ჰარმონიულ პოსტინგს და
ტიპს, რომელსაც საკუთარი მშობლები სძულს და აგრესია აქვს მათ მიმართ, რა უნდა მოსთხოვო.

facepalm.gif კარგად გადახედე იქნებ სხვა ჰარმონიულ პოსტებსაც მიაგნო მაგალითად ბახის ან მოცარტის მუსიკას lol.gif
QUOTE
მეტჯერ არ ვაპირებ შენს დათაგვას.

up.gif
QUOTE
მოცლილი ხარ აშკარად

ნამდვილად, სამსახურის მერე განსაკუთრებით მოცლილი ვარ ხოლმე lol.gif

Posted by: MITIATO 15 May 2019, 20:31
Issen
QUOTE
დროა შეიგნოთ ხალხნო, რომ ამ სამყაროში ყოველი არსება — ადამიანი, ცხოველი, ფრინველი, მწერი თუ მიკროორგანიზმები ერთმანეთის თანასწორნი არიან და თანაბარი უფლებებით სარგებლობენ,


ისა და მცენარეებმა რა დაგიშავეს? თუ ეგენი ცოცხლები არ არიან?
რახან მოჭრისას არ კივიან და სისხლს არ ღვრიან, ამიტომ უნდა ვჭამოთ? user.gif


საერთოდ რა მინდა ამ თემაში, მაგრამ გულწრფელად გაოცებული დავრჩი არავეგეტარიანელების/არავეგანების მიმართ გამოჩენილი აგრესიით.

Posted by: Issen 15 May 2019, 20:37
MITIATO
QUOTE
ისა და მცენარეებმა რა დაგიშავეს? თუ ეგენი ცოცხლები არ არიან?

ჯერ ერთი, ადამიანი მრავალ მცენარეთაგან ჭამს მხოლოდ ნაყოფს, მცენარეს სტოვებს უვნებელს (ხილი, უმეტესობა ბოსტნეული, კაკალი, კენკრა ა.შ.) მეორეც, მცენარე ადამიანისგან და ცხოველისგან განსხვავდება სასიცოცხლო ორგანიზაციით, არ გააჩნია ნერვული სისტემა რომელთანაც დაკავშირებულია ტკივილის შეგრძნება. მესამე, სწორედ მეცხოველეობა არის მთავარი მიზეზი და წყარო ყოველწლიური ტროპიკული ტყეების გაჩეხვისა და გარემოს დაბინძურების. რასაც მოყვება ათასობით მცენარეთა სახეობის განადგურება ერთი წლის განმავლობაში. მეოთხეც ხშირად რო ვაჭრით მცენარეს ახალი მცენარე იზრდება იმის ადგილას. მაგალითად ვაზს ჭირდება გასხვლა და უნდა მოაჭრა არასაჭირო ადგილები რომ იმისადგილას ახალი და უფრო ჯამრთელი ამოვიდეს. აი ღორს თავს რო გააგდებინებ იმას მეორე თავი აღარ ამოუვა ნამდვილად lol.gif
* * *
QUOTE
საერთოდ რა მინდა ამ თემაში, მაგრამ გულწრფელად გაოცებული დავრჩი არავეგეტარიანელების/არავეგანების მიმართ გამოჩენილი აგრესიით.

https://www.imdb.com/title/tt0358456/
შენ ამას უყურე და გაოცებული დარჩენა მერე ნახე lol.gif
* * *
°*Tiffany*°
MITIATO
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

ქიში lol.gif

Posted by: INA-INA 16 May 2019, 00:02
user posted image

ნეტაი თქვენ რა, სიყვარული აგვამაღლებს კი არა(ნუ ეგეც) და მწვანე სალათის მადლი არ მოგკლებოდეთ love.gif

Posted by: BeerLover 16 May 2019, 01:45
არასდროს არ მესმოდა ეს ზიზღის და აგრესიის კულტურა ამ საკითხში

რატო არ გკიდიათ ვინ რას შეჭამს... ვისაც რა გაუსწორდება ის ჭამოს...

მე პირადად ხორცის გარეშე ვერ წარმომიდგენია ჩემი ცხოვრება, თუ ვინმე ამის გამო ცუდ ადამიანად მთვლის მაგარი დაბერილი ქონია biggrin.gif ასევე ანალოგიურად არაფერი არ არის არაადეკვატური იმაში რო გარკვეული მიდგომების გამო ცხოველურ პროდუქტს არ მოიხმარდეს ადამიანი...

მოგცლიათ რა biggrin.gif

Posted by: Issen 16 May 2019, 02:19
INA-INA
QUOTE
ნეტაი თქვენ რა, სიყვარული აგვამაღლებს კი არა(ნუ ეგეც) და მწვანე სალათის მადლი არ მოგკლებოდეთ

რაც არ არსებობს ეგ ვერ აგვამაღლებს და სალათის ფურცლები ნამდვილად უწყობს ამაღლებას ხელს lol.gif

Posted by: La_La_Land 16 May 2019, 03:28
QUOTE (BeerLover @ 16 May 2019, 01:45 )
არასდროს არ მესმოდა ეს ზიზღის და აგრესიის კულტურა ამ საკითხში

რატო არ გკიდიათ ვინ რას შეჭამს... ვისაც რა გაუსწორდება ის ჭამოს...

მე პირადად ხორცის გარეშე ვერ წარმომიდგენია ჩემი ცხოვრება, თუ ვინმე ამის გამო ცუდ ადამიანად მთვლის მაგარი დაბერილი ქონია biggrin.gif ასევე ანალოგიურად არაფერი არ არის არაადეკვატური იმაში რო გარკვეული მიდგომების გამო ცხოველურ პროდუქტს არ მოიხმარდეს ადამიანი...

მოგცლიათ რა biggrin.gif

+1

ხორცის გარეშე რა აზრი აქვს სიცოცხლეს?
მწვადს, ხინკალს და შაურმას თუ არ ჭამ საქართველოში რა უნდა ქნა სხვა? რას შვებიან ვაბშე ვეგანები როგორ ცხოვრობენ drug.gif ოდესმე თუ ვნახავ ვეგანს როგორც უცხოპლანეტელს ისე დავაკვირდები ალბათ

Posted by: °*Tiffany*° 16 May 2019, 09:26
raw არ გამომივიდა დღეს, შაბათ-კვირას ისევ მომიწევს ჩაგდება _ სტუმრად მივდივარ და იქ ვაშლის და სტაფილოს ჭამას ვერ დავიწყებ//// ხვალ-ზეგ და მერე ორშაბათიდან შაბათამდე ვაპირებ, ჯამში 7 დღე გამომივა. პროდუქტები მოვიმარაგე დღეს. ტრადიციულ ხილ-ბოსტნეულს და თხილეულობას, სხვადასხვა სასარგებლო მარცვლები შევმატე, ბურღულეულიდან : ქინოა. არასოდეს მომიმზადებია და უნდა ვცადო.

user posted image


ეს დღევანდელი სადილი : არაფერი ცხოველური smile.gif))

user posted image



Posted by: INA-INA 16 May 2019, 22:43
Issen

როგორ არ აგამაღლებს, ხომ უყურებ ზევიდან ხორცის მჭამელებს))

°*Tiffany*°

ისე სადმე წასვლა უმი ვეგანობის დროს მართლა პრობლემაა, რამდენი უნდა ათრიო თან))

Posted by: Issen 16 May 2019, 22:44
INA-INA
QUOTE
როგორ არ აგამაღლებს, ხომ უყურებ ზევიდან ხორცის მჭამელებს))

lol.gif ეგ მერე ყვავილოვანი კომბოსტოს დამსახურებაა და არა სიყვარულის lol.gif

Posted by: INA-INA 16 May 2019, 22:54
დღეს კვებასთან დაკავშირებულ თემებში მოვხვდი. 18 ადამიანიდან 3 ვიყავით ვეგეტარიანელი. მოკლედ სულ ბოლოს დასკვნა იყო (ჯანმრთელობას ჯანდაბამდე გზა ჰქონია)) კლიმატზე დადებითი ზეგავლენა რომ მოვახდინოთ უნდა შეიზღუდოს ცხოველური პროდუქტების მოხმარებაო.
სამყარო მაინც შეიცოდეთ smile.gif


user posted image
* * *
Issen

სამყაროს სიყვარულია ეგ კომბოსტო და შენც, ხოდა ნუ ფშიკავ ტყუილად ფეხებს))

Posted by: Issen 16 May 2019, 23:11
INA-INA
QUOTE
სამყაროს სიყვარულია ეგ კომბოსტო და შენც, ხოდა ნუ ფშიკავ ტყუილად ფეხებს))

უფრო ადამიანის შრომის განსხვავებული ფორმების givi.gif

Posted by: BeerLover 16 May 2019, 23:22
La_La_Land

მე არ მაქ გართულება, ვიცნობ რამოდენიმეს, მარა ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან... აი ზოგი ძAან არის გასული biggrin.gif

რომში გავიცანი ერთი ვეგანი, ლამის გვაგინა სუყველას ბოლოს lol.gif არაადამიანები და სადისტები და მკვლელები და რეები აღარ გვეძახა, მეთქი წადი შვილო დაისვენე, ჰაერი გამოიცვალე, იმკურნალე, რა დღეში გაქ ნერვები biggrin.gif

Posted by: °*Tiffany*° 17 May 2019, 02:52
QUOTE (INA-INA @ 16 May 2019, 22:43 )
ისე სადმე წასვლა უმი ვეგანობის დროს მართლა პრობლემაა, რამდენი უნდა ათრიო თან))

თან, როცა შენ გეპატიჟებიან, საგანგებოდ, უკვეთავენ მაგიდას, საჭმელს...კონტეინერებით მოძრაობა არ გამოდის //

მარტო ხილზე როგორ ძლებთ...სასტიკად მშივდება.
დღეს ბოსტნეულმა+თხილეულობამ და სეზამის მარცვლებმა მიხსნეს, თორემ პირველივე სტეიკ-ჰაუსში გავვარდებოდი smile.gif))

* * *
user posted image
.

Posted by: სნეგირი2 17 May 2019, 17:42
სტუმრად არ ვიცი და კაფეში/რესტორანში ფრეში ან/და ხილის ასორტი კარგი მშველელია ხოლმე.

Posted by: INA-INA 17 May 2019, 21:47
°*Tiffany*°

მარტო ხილზე დიდი ხანი არც ვყოფილვარ.
ისე საკუთარ თავზე დაკვირვებით შემიძლია ვთქვა რომ როდესაც უმ ვეგანობაზრ ვიყავი, თავიდან ვჭამდი ყველაფერს, თან ზეთიანს და სუნელებიანს. ნელ-ნელა სუნელები მეზედმეტა, ამოვიღე, მერე ზეთიც, მერე ბოსტნეულიც და სულ ხილი მინდებოდა. ეს ეტაპი სადაც 2 თვის მერე დადგა.

Posted by: სნეგირი2 17 May 2019, 21:51
INA-INA
რადგან საბოლოოდ ხილია ჩვენი საკვები. უმრავლესობა მაგ გზას გადის. ბუნებრივად მაინც ხილამდე დადიხარ.

Posted by: INA-INA 17 May 2019, 22:04
სნეგირი2

კი საკუთარ თავზე მართლა მასე გამომივიდა. სადმე თბილ ქვეყანაში უნდა გადავსახლდე)) ისე ამ რუსებში ეს ბალი რა პოპულარულია, სულ მანდ ყრიან ეს ხილისტები და უმი ვეგანები))

Posted by: Tengiz@@ 17 May 2019, 22:41
°*Tiffany*°
QUOTE
პროდუქტები მოვიმარაგე დღეს. ტრადიციულ ხილ-ბოსტნეულს და თხილეულობას, სხვადასხვა სასარგებლო მარცვლები შევმატე, ბურღულეულიდან : ქინოა. არასოდეს მომიმზადებია და უნდა ვცადო.

რა ღირს ეგენი სად ყიდულობ?
ქინოა და ჩიას თესლი და ეგეთი პროდუქტები

Posted by: °*Tiffany*° 18 May 2019, 02:04
Tengiz@@


ამერიკაში ვცხოვრობ.
ზუსტად არ მახსოვს თითოეულის ფასი, ბევრი რაღაც შევიძინე ერთად. დაახლოებით 7-10$. ორგანიკია ესენი ყველა.
თან, ჰიპერმარკეტს გააჩნია. ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ფასია, იმიტომ, რომ ALDI-ში ვიყიდე, Whole Foods-ში უფრო ძვირია.


თბილისის ფასებს აქ შეგიძლია შეადარო:

http://organika.ge/product/chia-400/

გუდვილშიც ჰქონდათ, როგორც მახსოვს.
აგროჰაბსაც ექნება.




* * *
INA-INA

ალბათ, ორგანიზმს გააჩნია.
მე ინსულინ-რეზისტენტული მიდრეკილება მაქვს დამარტო ხილზე ვერ ვიქნები smile.gif



Posted by: Tengiz@@ 18 May 2019, 03:25
°*Tiffany*°
QUOTE
ამერიკაში ვცხოვრობ.
ზუსტად არ მახსოვს თითოეულის ფასი, ბევრი რაღაც შევიძინე ერთად. დაახლოებით 7-10$. ორგანიკია ესენი ყველა.
თან, ჰიპერმარკეტს გააჩნია. ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ფასია, იმიტომ, რომ ALDI-ში ვიყიდე, Whole Foods-ში უფრო ძვირია.


თბილისის ფასებს აქ შეგიძლია შეადარო:

http://organika.ge/product/chia-400/

გუდვილშიც ჰქონდათ, როგორც მახსოვს.
აგროჰაბსაც ექნება.

გასაგებია მე მეგონა აქ იყიდე
კი ორგანიკას საიტზე ყიდიან მაგრამ ძალიან ძვირები ღირს მაგის ყიდვა არ შემიძლია
ადამიანური ფასი რო იყოს სადმე ეგ მაინტერესებდა

Posted by: INA-INA 18 May 2019, 12:27
°*Tiffany*°

ან რატომ უნდა იყო) ყველას ორგანიზმი ინდივიდუალურია. აურვედ ექიმებს რომ ვუსმენ, ყველა იძახის რომ უმი ვეგანური კვება ყველასთვის არაა, რაღაც პერიოდი კი ორგანიზმი, რომ გაიწმინდოს და მუდმივად არ ურჩევენ, ფსიქიკის დაზიანებას იწვევს და დადიან თურმე დანერვოზებული))

Tengiz@@
ადრე წავიკითხე ვეგანურ ჯგუფში მარკეტ თურსაში იყიდება ჩია, ქენუა. ფასი ჩიაზე 500 გრ. 9 ლარამდე იყო ქენუა 7 ლარამდე.

* * *
user posted image

პურს ვინც ვერ ელევით ასეთი პეჩოები შეგიძლიათ მოსინჯოთ. საფუარის გარეშეა. სამგზავროთაც კარგია. სუნელებიც შეიძლება დაემატოს, მზესუმზირა, გოგრის გული. მე მთლიანად რომ არის დაფქული ქორბლის მარცვალი ისეთი ფქვილით გავაკეთე.
შემდეგში ტკბილი უნდა მოვსინჯო, დაბლენდერებულ ფინიკს და ქიშმიშს დავუმატებ. რაღაც მაიმუნობების ყიდვას ეს ჯობია ვაჭამო ხალხს))



Posted by: Tengiz@@ 18 May 2019, 12:43
INA-INA
QUOTE
ადრე წავიკითხე ვეგანურ ჯგუფში მარკეტ თურსაში იყიდება ჩია, ქენუა. ფასი ჩიაზე 500 გრ. 9 ლარამდე იყო ქენუა 7 ლარამდე.

დიდი მადლობა

Posted by: Keti-Ket 18 May 2019, 14:37
INA-INA
QUOTE
მთლიანად რომ არის დაფქული ქორბლის მარცვალი ისეთი ფქვილით გავაკეთე

გაფიცებ სად იშოვე ეგ ფქვილი? გაზვიადების გარეშე, რამდენიმე წელია ვეძებ. ჭვავის აღმოვაჩინე და ხორბლის ვერა

Posted by: Gio707 18 May 2019, 14:54
კაი გაძლება გაქვთ თქვენ biggrin.gif გაფასებთ

რაც გადავიკითხე ბოლო გვერდები :დ ისტერიკა დამეწყო ისე მომშივდა biggrin.gif

სალათები კი მიყვარს, ბროკოლზე ვაფანატებ, სოკო კარტოფილთან ერთად არაფრის გარეშე შებრაწული , მაგრამ

ხორცი რომ არ მივიღო ჩათვალე რომ მკვდარი ვარ ...

Posted by: °*Tiffany*° 18 May 2019, 15:13
QUOTE (INA-INA @ 18 May 2019, 12:27 )
უმი ვეგანური კვება ყველასთვის არაა, რაღაც პერიოდი კი ორგანიზმი, რომ გაიწმინდოს

აქ ვარ მეც smile.gif

თან, მჯერა, რომ მარხვა/პერიოდული შეზღუდვა ზუსტად ადამიანის სულის და სხეულის შვებისთვის დაწესდა და ცხოველური პროდუქტებზე სამუდამოდ უარის თქმა აუცილებელი არაა...

ძალიან მაინტერესებს ხოლმე მიზეზ-შედეგობრივი კავშირები. ვინ რატომ ირჩევს ამა თუ იმ ცხოვრების წესს.
ვეგანების დიდ ნაწილს, მე რაც მომისმენია და შეხება მქონია, ძირითადად რძის პროდუქტების და ლაქტოზის აუტანლობა ჰქონდა. ზოგის ორგანიზმი ღორის ხორცს ვერ იტანდა. ანუ, არჩევანზე გარკვეულმა გარემოებებმაც იმოქმედა..

მე, პირადად, პერიოდულად უმი ვეგანობის იდეა მომწონს, ძალიან. ხილი და ბოსტნეული, თანაბრად.
ძველ წონას უნდა დავუბრუნდე და უაზრო დიეტებს ეს ხერხი ვარჩიე. ამიტომაც დავინტერესდი და ვპოსტავ ამ თემაში smile.gif

პ.ს. პეჩოები თქვენი შემოქმედებაა ? რა "ვიდზეა" smile.gif





* * *
ჩიას პუდინგის მომზადების გამოცდილება არ მაქვს, ნუშის რძეს ვიყიდი და გავაკეთებ. უჯანსაღესი საუზმეაო.

თურმე, ბოლომდე რომ მიიღო სარგებელი ამ ჯადოსნური მარცვლებისგან, 15-20 წუთი მაინც უნდა გააჩერო წყალში, რძეში( ნუშის, ქოქოსის, სოიოს)...უნდა გაფუვდეს და გარსი დარბილდეს.

user posted image

რა საიტია არ ვიცი, მაგრამ ამომწურავად წერია ჩიას სასარგებლო თვისებებზე.


https://m.sputnik-georgia.com/tips/20190225/244476870/Cia-chia-Salvia-hispanica-Cias-sasargeblo-Tvisebebi.html?mobile_return=no

Posted by: INA-INA 18 May 2019, 19:47
Tengiz@@

არაფრის)

Keti-Ket

საქართველოში არ მიყიდია. ფეისბუქზე ნახე ბიოველი, ისინი ყიდიან საქართველოში მოყვანილ ბიოპროდუქტებს. აქვთ ქართული ჯიშის ხორბალი წითელიდოლი, თვითონ მარცვალსაც ყიდიან და ფქვილსაც. დაურეკე კითხე როგორი ფქვილია. ან კიდევ წისქვილი ნახე სადაც დაგიფქვავენ. მიიტანე შენი ხორბალი. ადრე მასე დედაჩემი სიმინდს აფქვევინებდა და ხორბალსაც იქნებ ფქვავენ. გაკითხვა უნდა.

°*Tiffany*°

ნუშის რძე ძალიან მარტივად კეთდება. თუ გეხალისება თავად მოსინჯვა, აი აქაა რეცეპტი.

https://m.facebook.com/groups/494926297546420?view=permalink&id=500482596990790

მე რავი ნაყიდს ვერიდები, რაც მინახავს ნუშის რძეები შენახვის ვადა აქვთ 1 წელი და ალაგია მაცივრის გარეშე, და აი ხო აზრზე ხარ რა დაამატეს, მაგდენი ხანი, რომ გაძლოს)) მაცივარში 3 დღე ძლივს ძლებს. ზავხულში 1 დღეზე მეტს არც ვაჩერებ.



* * *
პეჩოები კი ჩემი გაკეთებულია. პიკნიკზე მივდიოდი ვეგანებთან ერთად და ესენი გავიყოლე. მოეწონათ ძალიან.
ჩიას პუდინგი ძალიან მარტივია, ერთი ორჯერ რომ გააკეთებ დაამუღამებ შენ როგორი სისქისაც მოგწონს და ისე გააკეთებ. ხილი შეგიძლია დაამატო, ან ჩირები და ისე მიიღო. იუთუბზე ტონა ვიდეოებია.
აქ რამდენიმე რეცეპტია.

https://m.facebook.com/groups/494926297546420?view=permalink&id=685267828512265

https://m.facebook.com/groups/494926297546420?view=permalink&id=511508799221503

Posted by: °*Tiffany*° 18 May 2019, 21:15
INA-INA

ვაუ. შენ როგორ სიღრმისეულ ცოდნას ფლობ smile.gif

მადლობა! გადავხედავ ყველაფერს და პრაქტიკაში გამოვიყენებ ^^

პ.ს. გეხალისება ძაან ზუსტი შეფასებაა smile.gif))
რაღაც ახალი, სასარგებლო გასართობია ჩემთვის.

ტუტე-მჟავურ ბალანსზე ავენთე ასე, მახსოვს.
მაგრამ ხანგრძლივი პერსპექტივით ასეთი კვება ფანტასტიკის სფეროა, ჩემთვის.
ამიტომ, არ დავისტრესავ თავს და პერიოდულად გავაკეთებ ხოლმე განტვირთვებს.
მინდა ტრადიციად დავამკვიდრო და თვეში 1 კვირა სრულად raw ვეგანურად ვიკვებო. ჯერ არ გამომდის, ბოლომდე, მაგრამ მივალ აქამდეც.

Posted by: სნეგირი2 18 May 2019, 21:32
QUOTE
ყველა იძახის რომ უმი ვეგანური კვება ყველასთვის არაა

ოღონდ ამას ნუ დაწერთ, სულ ეს ერთი თხოვნა მაქვს, თორემ ვიღაც დაიჯერებს.

Posted by: ჯიმ"მორისონი 18 May 2019, 21:53
INA-INA
ვეგანები და ვეგეტარიანელების ჯგუფი რომ არის ფბ-ზე იქ მთავაი ადმინი ხომ არ ხართ ?

Posted by: Thats 19 May 2019, 01:26
ჯიმ"მორისონი
QUOTE
ვეგანები და ვეგეტარიანელების ჯგუფი რომ არის ფბ-ზე იქ მთავაი ადმინი ხომ არ ხართ ?

ჯგუფს ეგრე ქვია ვეგანები და ვეგეტარიანელები?

Posted by: °*Tiffany*° 19 May 2019, 20:31
საუზმე თუ დესერტი smile.gif)
ჩია, მჯერად, მომზადებულია წყალზე, შესაბამისი რძის უქონლობის მიზეზით. 20 წუთი გავაჩერე სულ.

მეორე ფენა დასრესილი ბანანი, ბოლოს კენკრა + ნუშის და fისტაშკის ნატეხები.

უჯანსაღესობა, უგემრიელესობა.

user posted image

user posted image

Posted by: Thats 20 May 2019, 00:10
INA-INA
QUOTE
უმი ვეგანური კვება ყველასთვის არაა

ცხადია ყველასთვის არაა. მხოლოდ მაღალი ცნობიერების და სულიერების ადამიანებისთვისაა. ისევე როგორც ვეგანობა და ვეგეტარიანელობა.
ყოველთვის მქონდა შინაგანი მისწრაფება ასეთი კვებისკენ ოღონდ არ ვიცი რატომ. ზოგადად ეგეთი ტიპი ვარ მიყვარს ყველაფერი უბრალო და სადა. ვერ ვეგუებოდი ხორციან და თევზიან მსუყე საკვებს. ორგანული დარღვევაც არაფერი მქონია. ჩვეულებრივ ვინელებდი მაგრამ რატომღაც რო ვჭამდი შინაგანად მაწუხებდა და ვფიქრობდი არ მეჭამა. ჰოდა ამ პროცესში ნელ ნელა საბოლოოდ ამომივიდა ეს მდგომარეობა და ჯერ ვეგეტარიანულზე გადავედი შემდეგ უკვე ვეგანურ კვებაზე.

Posted by: სნეგირი2 20 May 2019, 12:08
QUOTE
ცხადია ყველასთვის არაა. მხოლოდ მაღალი ცნობიერების და სულიერების ადამიანებისთვისაა. ისევე როგორც ვეგანობა და ვეგეტარიანელობა.

რა ცნობიერება? რა სულიერება? biggrin.gif

ვისაც სიცოცხლის წყურვილი აქვს ისინი შეძლებენ, მაგრამ ასეთი ძალიან ცოტაა. ადამიანების უმრავლესობა ### ცხოვრების გამო ქვეცნობიერად სიკვდილს ეძებს.

Posted by: Thats 20 May 2019, 17:27
სნეგირი2
QUOTE
ვისაც სიცოცხლის წყურვილი აქვს ისინი შეძლებენ, მაგრამ ასეთი ძალიან ცოტაა. ადამიანების უმრავლესობა ### ცხოვრების გამო ქვეცნობიერად სიკვდილს ეძებს.

რა სიცოცხლის წყურვილი? რა შეძლება?
სიცოცხლის წყურვილი ქონი არ ნიშნავს ვეგეტარიანელობას ან ვეგანობას.
შეიძლება ვეგანი იყო და ბევრად არასწორ რაღაცეებს იღებდე ვიდრე ხორცის მჭამელი.
გაცილებით მავნე პროდუქტებია მარილი და შაქარი. მე თუ მარიალიანებს და დიდი რაოდენობით შაქარს მოვიხმარ და კიდევ შემწვარ მოხრაკულს ვერანაირად ვიქნები ხორცის მჭამელზე უკეთესი რომელიც მოხარშულს, უმარილოს და ორთქლზე მოთუშულს მოიხმარს. პლიუს ტკბილის მაგივრად მოიხმარს მხოლოდ ხილს და თაფლს. ამიტომ ავტომატურად ეს ორი მიმდინარეობა აპრიორი არ ნიშნავს ჯანსაღ კვებას და სიცოცხლის წყურვილს.

Posted by: სნეგირი2 20 May 2019, 18:50
Thats
უმ ვეგანობასა და ფრუქტორიანელობაზე ვსაუბრობ. ვეგეტარიანელობა და ვეგანობა დიდი ვერაფერი შეღავათი ჯანმრთელობისთვის.

Posted by: °*Tiffany*° 20 May 2019, 19:33
უკიდურესობებში ვარდებითsmile.gif)

ბალახისმჭამელობის კვირეული მაქვს :
კიტრი, პომიდორი, რუკოლა, ავოკადოს დიპი და სეზამის მარცვლები.

user posted image



Posted by: Issen 24 May 2019, 23:50

STOP IT! GO VEGAN! შეაჩერე ეს! გახდი ვეგანი !


Posted by: თოვლი_ 9 Jul 2019, 11:13


შაბათს თუ ხორცი და ყველი არ ჭამა ჭეშმარიტი მართლმადიდებელი აღარაა ანუ ადამიანი?

:\


Posted by: *Mandala 9 Jul 2019, 14:43
QUOTE (თოვლი_ @ 9 Jul 2019, 11:13 )


შაბათს თუ ხორცი და ყველი არ ჭამა ჭეშმარიტი მართლმადიდებელი აღარაა ანუ ადამიანი?

:\

აბა შენ რა გეგონა , ერთმა მამაომ მითხრა ტუც! მაგით ღვთის ნების საწინააღმდეგოდ მიდიხარ , ცუდი გოგო ხარ შენო gigi.gif

Posted by: თოვლი_ 10 Jul 2019, 01:08
*Mandala
თუ ესაა ღვთის ნება, გამოდის უნდა დაემორჩილოს ადამიანი. თუ ვეგანობა ღვთის ნების საწინააღმდეგოა, გამოდის სატანურია. ეს წუთისოფელი არ უნდა იყოს ადამიანისთვის მიზანი, სასუფეველი უნდა იყოს. ცხოველები ამ წუთისოფლისანი არიან, ეს სამყარო განადგურდება ერთ დღესაც, ამ სამყაროსეულის მოფრთხილება იგივეა, ლარნაკს უფრთხილდებოდე არ გაგიტყდეს და ბოლოს მაინც გაგიტყდეს. ამ წუთისოფლისას ვთქვათ ფუტკრებს თუ ვუფრთხილდებით და ვზოგავთ თაფლი არ წავართვათ, ამით ამქვეყნიური სიამის ხიბლში ვვარდებით, რა კარგი ვარო მერე თავზე ვიტყვით. ვინც ჩვენსავით არ იქცევა კი ცუდი გამოდის. ეს უკვე მიყავს ადამიანს იქითკენ, რომ განკითხვა დაიწყოს, ადამიანმა დაიწყოს გადაწყვეტა ვინაა კარგი და ვინ ცუდი. ადამიანი რომ ამბობს ასეა კარგი და არა ისეო, რაზეც არ უნდა იყოს თემა, ეს უკვე ხიბლია. შენ თუ ადამიანი რაიმეს აკეთებ, რაც მიგაჩნია კარგად, რომ კარგს აკეთებ, ეს უკვე სიამაყეა და ცოდვაა. ღვთის სიტყვებიდან გამომდინარე უნდა იმჯელოს ადამიანმა ყველაფერზე, მის სიტყვებს მიყვეს და მისით არაფერი არ მოიმოქმედოს ღვთის დაუკითხავად. ამით ადამიანი მიაღწევს იმას, რომ როცა მის ნებაზე თავიდან ბოლომდე იტყვის უარს და ღვთის ნებაზე გადავა, ყველა ცოდვას ჩამოირეცხავს, საკუთარ თავს ჩამოირეცხავს, განიღმრთობა, ღმერთი გამოეცხადება. ამ ქვეყნად არა არის სხვა ბედნიერება გარდა ღვთის მორჩილებისაო უპოვარმა ბერმა თქვა. დაწერილია თუ გიყვარს უფალი შენი შეასრულებ მის სიტყვებსაც შემდეგ მოვა ის და გამოგეცხადებაო.

მაინც ვერ ვხვდები რა წყალში გადავვარდე

QUOTE
იოანეს სახარება თავი 14
1 "ნუ შეკრთება თქვენი გული. იწამეთ ღმერთი და მიწამეთ მე.
2 მამაჩემის სახლში ბევრი სავანეა; ასე რომ არ ყოფილიყო გეტყოდით. მე მივდივარ, რათა ადგილი მოგიმზადოთ.
3 როცა წავალ და ადგილს მოგიმზადებთ, ისევ მოვალ და ჩემთან წაგიყვანთ, რათა, სადაც მე ვარ, თქვენც იქ იყოთ.
4 და სადაც მე მივდივარ, თქვენ იცით ის გზა”.
5 უთხრა თომამ: "უფალო, არ ვიცით, სად მიდიხარ, და გზა როგორღა გვეცოდინება?”
6 უთხრა მას იესომ: "მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. მამასთან ვერავინ მიდის, თუ არა ჩემით.
7 მე რომ მიცნობდეთ, მამაჩემიც გეცნობებოდათ. ამიერიდან იცნობთ მას და გიხილავთ იგი”.
8 უთხრა ფილიპემ: "უფალო, გვიჩვენე მამა და საკმარისი იქნება ჩვენთვის”.
9 უთხრა მას იესომ: "რა ხანია, თქვენთან ვარ და ვერ მიცნობ, ფილიპე? ვინც მე მიხილა, მამა იხილა. როგორღა ამბობ, გვიჩვენეო მამა?
10 ნუთუ არ გწამს, რომ მე მამაში ვარ და მამა ჩემშია? სიტყვებს, მე რომ გეუბნებით, ჩემით კი არ ვამბობ, არამედ ჩემში მყოფი მამა აკეთებს საქმეებს.
11 მერწმუნეთ, რომ მე მამაში ვარ და მამა ჩემშია. თუ არა და, თვით საქმეებს მაინც ერწმუნეთ.
12 ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ვისაც ჩემი სწამს, საქმეებს, მე რომ ვაკეთებ, ისიც გააკეთებს, და მათზე დიდსაც გააკეთებს, რადგან მე მამასთან მივდივარ.
13 რასაც ჩემი სახელით ითხოვთ, გავაკეთებ, რათა განდიდდეს მამა ძეში.
14 თუ რამეს ითხოვთ ჩემი სახელით, მე გავაკეთებ.
15 თუ მე გიყვარვართ, დაიცავთ ჩემს მცნებებს.

16 მე მამას შევევედრები და ის სხვა ნუგეშისმცემელს მოგივლენთ, რათა თქვენთან იყოს საუკუნოდ.
17 ჭეშმარიტების სულს, რომლის მიღებაც არ შეუძლია წუთისოფელს, რადგან ვერ ხედავს და არც იცნობს მას; თქვენ კი იცნობთ, რადგან თქვენთან რჩება და თქვენში იქნება.

18 ობლად არ დაგტოვებთ, მოვალ თქვენთან.
19 კიდევ ცოტაც და წუთისოფელი ვეღარ მიხილავს, თქვენ კი მიხილავთ; რადგან მე ცოცხალი ვარ - თქვენც იცოცხლებთ.
20 იმ დღეს გაიგებთ, რომ მე მამაჩემში ვარ, თქვენ ჩემში ხართ, და მე - თქვენში.
21 ვისაც ჩემი მცნებები აქვს და იცავს მათ, ის არის ჩემი მოყვარული, ჩემს მოყვარულს კი მამაჩემიც შეიყვარებს; მეც შევიყვარებ მას და მე თვითონ გამოვეცხადები”.
22 იუდამ, არა ისკარიოტელმა, ჰკითხა: "უფალო, რას ნიშნავს, რომ ჩვენ გამოგვეცხადები და არა წუთისოფელს?”
23 მიუგო იესომ და უთხრა: "ვისაც ვუყვარვარ, ის დაიცავს ჩემს სიტყვას და მამაჩემიც შეიყვარებს მას, ჩვენც მივალთ და მასში დავიდებთ ბინას.
24 ვისაც არ ვუყვარვარ, არ იცავს ჩემს სიტყვებს. ხოლო სიტყვა, თქვენ რომ ისმენთ, ჩემი კი არაა, არამედ ჩემი მომავლინებელი მამისა.

25 ეს გელაპარაკეთ თქვენთან ყოფნისას.
26 ხოლო ნუგეშისმცემელი, სულიწმიდა, რომელსაც ჩემი სახელით მოავლენს მამა, გასწავლით და გაგახსენებთ ყველაფერს, რაც თქვენთვის მითქვამს.
27 მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, ჩემს მშვიდობას გაძლევთ თქვენ. წუთისოფელი რომ იძლევა, მე ისე არ გაძლევთ. ნუ შეკრთება თქვენი გული და ნურც შეშინდება.
28 ხომ მოისმინეთ, რაც გითხარით: მე მივდივარ და კვლავ მოვალ თქვენთან. რომ გყვარებოდით, გაიხარებდით, რადგან ვთქვი: მამასთან მივდივარ-მეთქი, რადგან მამა ჩემზე დიდია.
29 ახლა გითხარით ეს, სანამ ამხდარა, რათა ირწმუნოთ, როცა ახდება.
30 ბევრს აღარ ვილაპარაკებ თქვენთან, რადგან მოდის ამ წუთისოფლის მთავარი და არაფერი აქვს ჩემში.
31 მაგრამ, რათა გაიგოს წუთისოფელმა, რომ მიყვარს მამა და, როგორც მამამ მამცნო, ისე ვაკეთებ; ადექით, წავიდეთ აქედან.

Posted by: lilu777 10 Jul 2019, 07:10
°*Tiffany*°

მე ყოველდღე ვჭამ მაგას smile.gif მხოლოდ სეზამის მაგივრად ჩია და ზეითუნის ზეთი და ბალზამიკო. სხვათაშორის მე არ ვუკეთებ , მაგრამ შტოშის ჩირიც უხდება მაგას
* * *

ეხლა ჩიმიჩურის სოსუსი ვისწავლე პიტნით რომ კეთდება და ჭკუაზე არ ვარ smile.gif

Posted by: *Mandala 10 Jul 2019, 09:57
თოვლი_
ვერც გაიგებ , მგონი აქ ვერავინ ვერაფერს გავიგებთ boli.gif

Posted by: თოვლი_ 6 Aug 2019, 00:58
სასაცილო კიარის ბაზარი არაა მაგრამ მე როგორც ყველაფერში ეჭვის შემტანი ამის რეალურობასაც რომ არ გამოვრიცხავ

mad.gif mad.gif lol.gif lol.gif lol.gif drug.gif facepalm.gif

user posted image

Posted by: qaosi 18 Aug 2019, 21:01
სალამი,

მარტო დავრჩი სახლში და რამე კარგის გაკეთებას ვერ მასწავლით?

აქ რამდენიმე წინადადებას მოვკარი თვალი და ხორცი, კვერცხი და მსგავსი რაღაცეები გასინჯული არ მაქვს, სატანისტი ვარ? ჩემი არჩევანი არ ყოფილა, უბრალოდ, რომ ვუყურებ ვერ ვჭამ :დ

Posted by: TONYMONTANA 1 Sep 2019, 10:33
qaosi
აბა რით საზრდოობ?...…………………………..

Posted by: satis 17 Sep 2019, 11:52
up...............
.....................................
* * *

...................................................................

Posted by: max-14 17 Sep 2019, 21:45
user posted image
თემასთან ახლოსsmile.gif
კიტრი,პომიდორი,სალათის ფურცელი,ზეითუნი,წიწაკა,ნიგოზი-კარგი იყო

Posted by: satis 18 Sep 2019, 01:50
QUOTE
კიტრი,პომიდორი,სალათის ფურცელი,ზეითუნი,წიწაკა,ნიგოზი-კარგი იყო

up.gif

Posted by: INA-INA 22 Sep 2019, 10:52
user posted image

user posted image

უმი ვეგანური გრანოლა

#გაღივებული ჭვავი, ან ხორბალი
# გაღივებული წიწიბურა
#ქიშმიში, ფინიკი (რომელიმე, ან
ორივე სიტკბოსთვის)

ეს ზევით ჩამოწერილი ინგრედიენტები საკმარისია. მეტი ხალისი და პირის გემოს გართობა, თუ გვნებავს ათასი რაღაც შეიძლება დავამატოთ smile.gif ქოქოსის ფანტელები, ბანანი(ნებისმიერი სხვა ხილი, რაც გიყვართ) თხილეული, ჯავზი, მიხაკი, ვანილი, გოგრის გული, ქოქოსის ცხიმი, ჯინჯერი, ჩია, სელი, სეზამი, პიტნა...

ვაბლენდერებთ გაღივებულ ჭვავს, ქიშმიშს და ფინიკს, ვამატებთ გაღივებულ წიწიბურას. ძლიერი ბლენდერი არ მაქვს, ამიტომ ჭვავი წყალთან ერთად დავაბლენდერე. თუ მასა წყლიანი გამოვიდა ამისთვის არსებობს ძალიან კარგი საშუალება - დაფქული სელი, ვაყრით იმდენს, რომ ზედმეტი სითხე შეიწოვოს. ვურევთ კარგად, ვანაწილებთ პაწუკა ბურთულებად და ვაშრობთ საშრობში 35 ან 40 გრადუსზე იქამდე სანამ არ გამოშრება. სადღაც 18 საათი ვაშრე. ასევე ხილს, თუ დაამატებთ და მასა გათხელდება დაამატეთ სელი.
გრანოლები ძალიან გემრიელი გამოდის, ასეთი კარგი, თუ იქნებოდა არც მეგონა smile.gif გადააჭარბა მოლოდინს და ნებისმიერ ქარხნულ წარმოებას))

არ გამიზომია რამდენი რა ვუქენი. სავარაუდოდ მოსინჯეთ ერთი ერთზე ჭვავი და წიწიბურა, ძირითად მასას ეგ ქმნის. მინიმუმ 1 მუჭა ქიშმიში. მერე გემოზე ნახეთ, თუ უფრო ტკბილი გინდათ დაუმატეთ. იმპროვიზაციის კარგი საშუალებაა ეს გრანოლა. რა გემოსაც გინდა იმას მისცემ smile.gif

როგორ გავაღივოთ ჭვავი ➡️ https://m.facebook.com/groups/494926297546420?view=permalink&id=496998427339207

როგორ გავაღივოთ წიწიბურა ➡️ https://m.facebook.com/groups/494926297546420?view=permalink&id=513449269027456

ასეც შეიძლება გამომშრალი ახრამუნოთ, ან მცენარეულ რძესთან ერთად მიირთვათ ❤️

როგორ კეთდება ნუშის რძე➡️ https://m.facebook.com/groups/494926297546420?view=permalink&id=500482596990790

როგორ კეთდება ქენუას რძე ➡️ https://m.facebook.com/groups/494926297546420?view=permalink&id=797117193993994

როგორ კეთდება სეზამის რძე ➡️ https://m.facebook.com/groups/494926297546420?view=permalink&id=497242913981425
* * *
user posted image

უმი ვეგანური გრანოლა ბანანით, ძალიან უგემრიელესი❤️

Posted by: თოვლი_ 16 Nov 2019, 08:18
https://www.imdb.com/title/tt7455754/

ვინმეს ვეგანობაზე გადმოსაბირებლად გამოდგება ეს დოკუმენტური ფილმი

Posted by: gramatikikina 19 Nov 2019, 04:03
QUOTE (თოვლი_ @ 9 Jul 2019, 11:13 )


შაბათს თუ ხორცი და ყველი არ ჭამა ჭეშმარიტი მართლმადიდებელი აღარაა ანუ ადამიანი?

:\

მარხვა სხვა რამეა, ვეგანობა სხვა
ეს კაცი ლაპარაკობს ხორცისმჭამელებისგან ხორცზე თავის შეკავებას კონკრეტულ დღეებში რელიგიური მიზნებიდან გამომდინარე
მარაზმში ვარდებიან მარხვის გამო
ზოგ მღვდელს თურმე ორშაბათიც დამატებული აქვთ მრევლს აშიმშილებენ ესე
და სინამდვილეში ჩვეულებრივი ხალხისთვის დიდი მარხვაც არ არისო, ესე გამიგია
დიდი მარხვები მარტო ბერებისთვის არისო

Posted by: satis 22 Nov 2019, 07:33
gramatikikina
QUOTE
მარხვა სხვა რამეა, ვეგანობა სხვა

ვეგანი ხო არ ხარ შემთხვევით? givi.gif

Posted by: ვიღაც 22 Nov 2019, 11:04
ვეგეტარიანელი ვარ ოღონდ რძის ნაწარმი(რძე,მაწონი,ხაჭო,არაჟანი,კარაქი,ყველი) არაფერი მიყვარს და კვერცხსაც არ ვჭამ, მარა აი ნაყინს და ტორტს ვჭამ ხოლმე და შოკოლადებსაც. ვეგანები რომ არიან სნიკერსს ან რამე ეგეთებსაც არ ჭამენ ხო? იმის გამო რომ ვეგანი ვარ თქო ვთქვა ნაყინის და ტორტის ჭამაზე არ ვამბობ უარს :დ გრძელვადიან პერიოდში ვეგანი გავხვდები ალბათ თავისით :დ

Posted by: Kaifistka 30 Nov 2019, 16:49
მოკლედ ძალიან დიდი ხანი ვიკვებებოდი ვეგანურად.
მე მივანაბე სტრესი და რაღაც ცხოვრებისეული პრობლემები მქონდა.
ვმუშაობდი სამსახურში სადაც ვერ ვასწრებდი რომ გამეკეთებინა ჩემთვის საჭმელი.
ხოდა ახლა ვუბრუნდები ეგეთ კვებას ისევ. ნეტფლიქსზე ვნახე ეს ფილმი რომელიც იუთუბზე დევს მთლიანად
ეგ @@@ სამსახური მივატოვე
ნუ 80% მცენარეულად ვიკვებებოდი მაინც მაგრამ ის 20%იც უნდა დავანებო თავი.



მაგრამ ეს ვნახე პირველად უძლიერესი ფილმია

იუთუბზე დევს პირდაპირ რუსულად და ნეტფლიქსზე თავისთავად
https://www.youtube.com/watch?v=zh7GRNnGbhU&t=4s
ეს ინგლისურად
https://movies123.pics/movie/the-game-changers/O6qX28bT/McC7lPdv-watch-free.html

raw vegan არ მინდა მაგრამ მინდა უფრო მეტი ვეგანური საჭმელების და ტკბილი სნეკების კეთებაც ვისწავლო.
და ახლა ჩამჯდარი ვარ იუთუბზე და ექსპერიმენტებს ვაკეთებ სამზარეულოში.
რამე კარგ არხზე მივიღებ რეკომენდაციებს.


არადა ვეგანურად რომ ვიკვებებოდი აი არაფერი არ მაწუხებდა. ძალიან საკაიფოდ ვიყავი, წონაშიც მაგრად დავიკელი.
ახლა დამემართა სახსრების ანთება და პლევრიტი, რევმატიზმი მიტევს და მაგის გამო. აი ასეთი შეგრძნება მაქვს რომ ყველაფერი მტკივა და სიცხე მაქვს თან ყველა დღე.
და რევმატიზმის დროს არადა ნომერ პირველი კვებაა მცენარეული და ხორცი ყველანაირ ანთებას იწვევს უდა უწყობს ხელს.
ხოდა ვეშვები ისევ.
ამჯერად იმედია მთელი ცხოვრება გავქაჩავ და არამარტო წელიწადნახევარი.
მაგაზე მეტი იმიტომ ვერ გავქაჩე რომ მიხვვდი რომ მე საჭმელების გაკეთება კიდე იმდენად არვიცი.
ხოდა ამიერიდან ვისწავლი.

ხო ამ თემას გადავხედე და წყვილ წყვილი სისულეები წერია რომ ესეიგი თურმე მცენარეული კვებით დაგაკლდებათ ყველაფერი. ამ ორ ფილმს უყურეთ და მერე თუ გინდათ ჭამეთ ხორცი და რძის პროდუქტები მაგრამ მერე გეცოდინებათ რომ ნაგავს ჭამთ.

და კიდე მივხვდი რომ ექიმების უმრავლესობა საერთოდ აზრზე არაა კვებაზე და უნივერსიტეტში მთელი მსოფლიოს მაშტაბით ეგ აუცილებლად უნდა შეუტანონ სწავლის პროცესში როგორ შველის კვება უამრავ დაავადებას.

Posted by: snis 30 Nov 2019, 19:56
სისულელეა ვინც ამბობს რო ვეგანური კვება არასრულფასოვანი და არასაკმარისია.
რეალობა საწინააღმდეგოზე მეტყველებს.
კონკრეტული კვლევები და სპორცმენი ვეგანები არიან რომლებიც მშვენივრად გრძნობენ თავს და არაფერი აკლიათ.
პატრიკ ბაბუმიანს რა აკლია? კარლს ლუისი რომელიც ვეგანი გახდა პირველად დაამყარა ასმეტრიან სპრინტში დაამყარა მსოფლიო რეკორდი. სკოტ ჯურეკი? რომელიც 20 წელია ვეგანია. ბარნი დუპლესი? ავი ლიანი? და ა.შ. თუ არასრულყოფილია და ნაკლოვანია ვეგანური კვება, ლოგიკურად, რაც ამ ადამიანებს შეუძლიათ და აკეთებენ, ვერ უნდა შეეძლოთ. პლიუს, უნდა გაუარესებულიყო მათი შედეგები ვეგანურ კვებაზე გადასვლის თანდათან. ლოგიკაში ვერ ჯდება მათი მიღწევები და ის, რომ ვეგანური კვებიდან ადამიანი ვერ იღებს საკმარის მინერალებს. ურთიერთგამომრიცხავი და საწინააღმდეგო მოცემულობაა. პროტეინებს სვამენ გასაგებია მაგრამ ეგ პროტეინებიც ვეგანურია. პროტეინებსაც იმიტო სვამენ რო სპორცმენს საკვების გარდა ჭირდება დამატებით მიიღოს ცილები და ამინომჟავები რასაც მხოლოდ საკვებით ვერ უზრუნველყოფენ. ისევე როგორც ხორცის მჭამელებიც იღებენ დამატებით პროტეინებს და სხვა საშუალებებს.
* * *

ნწ, აშკარადა აკლიათ ამათ პროტეინები.. yes.gif

Posted by: akhieli 10 Dec 2019, 14:23
სოიოს ხორცს,რომ ეძახიან სად ვიყიდო? ესეც,ხომ ვეგანურია და ძალიან სასარგებლო!

Posted by: Kaifistka 21 Dec 2019, 15:31
akhieli
QUOTE
სოიოს ხორცს,რომ ეძახიან სად ვიყიდო? ესეც,ხომ ვეგანურია და ძალიან სასარგებლო!


ტოფუც ქვია.
არვიცი თბილისში სად იზიდება მე ემიგრანტი ვარ.
სხვადასხვანაირი არსებობს.
დიდ სუპერმატკეტებში იქნება ალბათ.


-----------------------------------------

3 კვირა გამოდის ვეგანურ კვებაზე.
კუჭის მოქმედება ძალიან მომიწესრიგდა. სახე გამისუფთავდა.
ხანდახან არის რაღაცები რაც ვჭამე და არ ვიცოდი რომ რძე ქონდა ცოტა შემადგენლობაში ან კვერცხი.
მაგრამ საბოლოო ჯამში არ მენატრება არცერთი ხორც პროდუქტი.
რაც უფრო დრო გადის უფრო და უფრო კარგად ვარ ამ კვებაზე.

ჭამასაც მოვუკელი და 2.5 კილო დავიკელი.
რამის ჭამა რომ მომინდება ესე სუსნაობა ხილი და ბოსტნეული მაქვს სულ სახლში. ასევე მცენარეაულ ბაზაზე ვეგანური იოგურტები.
ასევე თხილეული მაქვს ბევრი სახლში, გოგრის თესლები, ქეშიუ, კაკალი, ჩვეულებრიივ თხილი.

ასევე თავიდან ვსწვალობ საჭმელების კეთებას.
სხვა საჭმელების და მარტო მცენარეული პროდიუქტების გამოყენებით.

რამდნეიმე სხვადასხა გადაცემები ვნახე ზოგადად წონის კლებაზე და რაც დრო გადის უფრო და უფრო ვრწმუნდები რომ ადამიანის საკვები არის ხილი, ბოსტნეული, მარცვლეული, თხილეულობა და არმც და არმც ხორცი, რძე, ყველი, კვერცხი და ა.შ.

Posted by: Tiktak 22 Dec 2019, 01:15
Thats
კარგით რა... კვების და ინტელექტის ერთმანეთთან ასე დაკავშირება და ყველა ადამიანის, ვისაც გარკვეულ პროდუქტებზე უარის თქმა არ შეუძლია " დაბალი ცნობიერების და სულიერების ადამიანებად" დაშტამპვაა სწორედ "უმაღლესი" ცნობიერება და სულიერება

Posted by: stylee 25 Dec 2019, 16:30
QUOTE
სისულელეა ვინც ამბობს რო ვეგანური კვება არასრულფასოვანი და არასაკმარისია.


არაა სისულელე, ვეგანურად კვება შესაძლებელია მხოლოდ ტროპიკებში, სადაც ზამთარ-ზაფზულ მიაქვს ხილს და ბოსტნეულს იქაურობა. იქაური ხილი ცხიმებს და ცილებს შეიცავს და უზრუნველყოფს ადამიანის ორგანიზმს მაგ მასალით.
ზომიერ სარტყელში, რომელსაც ჩვენ განვეკუთვნებით იძულებული ხარ მიიღო ცხოველური ცხიმი. ზაფხულში კი გაქაჩავ თავისუფლად, მარა ზამთარში შანსი არაა ორგანიზმმა არ მოგთხოვოთ რაიმე ცხოველური, კვერცხი, რძე, თევზი და ა,შ.(იმიტომ რომ ცივა და ცხიმის ფენა ჭირდება სხეულს). ხოდა საკუთარი თავის არ მოსმენა და ჭირვეულობა აუცილებლად გაგიფუჭებთ ჯანმრთელობას ადრე თუ გვიან.

Posted by: snis 25 Dec 2019, 20:04
stylee
QUOTE
არაა სისულელე, ვეგანურად კვება შესაძლებელია მხოლოდ ტროპიკებში, სადაც ზამთარ-ზაფზულ მიაქვს ხილს და ბოსტნეულს იქაურობა. იქაური ხილი ცხიმებს და ცილებს შეიცავს და უზრუნველყოფს ადამიანის ორგანიზმს მაგ მასალით.
ზომიერ სარტყელში, რომელსაც ჩვენ განვეკუთვნებით იძულებული ხარ მიიღო ცხოველური ცხიმი. ზაფხულში კი გაქაჩავ თავისუფლად, მარა ზამთარში შანსი არაა ორგანიზმმა არ მოგთხოვოთ რაიმე ცხოველური, კვერცხი, რძე, თევზი და ა,შ.(იმიტომ რომ ცივა და ცხიმის ფენა ჭირდება სხეულს). ხოდა საკუთარი თავის არ მოსმენა და ჭირვეულობა აუცილებლად გაგიფუჭებთ ჯანმრთელობას ადრე თუ გვიან.


facepalm.gif

Posted by: Lamorac 3 Jan 2020, 08:34
Kaifistka
ზუსტად ეგ ფილმი ვნახე გუშინ ნეტფლიქსზე და თვალებგაფართოებულივუყურებდი.

მერე ავდექი და რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი ინტერნეტში გადავამოწმე მეთქი რამე უზუსტობა ხომ არ არის ფილმშითქო. ყველაფერი სწორად და უზუსტესი ფაქტებით აქვთ გადმოცემული.


შვარცნეგერი ჩემი კუმირია და ეგეც რომ გამოვიდა ბოლოს მაგან ბოლო მომიღო.

არადა ვერ წარმომიდგენია მცენარეებით როგორ უნდა ვიარსებო. ყველაზე მეტად ის მაფერხებს, რომ ვვარჯიშობ და მასის დაკარგვა არ მინდა. არადა ფილმს თუ დავუჯერებთ ეგ ცხოვრების სტილი ზუსტადაც სპორტსმენებზეა გათვლილიო...

მოკლედ გაუგებრობაში ვარ.



QUOTE
ექიმების უმრავლესობა საერთოდ აზრზე არაა კვებაზე

ექიმები ცალკე თემაა.

ამას წინათ წეილი ვიტკინე და მეთქი გადავიღებ სურათს. მივედი ექიმთან და აბა რა გგონია წონებს რომ ეჭიდავებიო. წონების აწევა და ვარჯიში ადამიანისთვის არაბუნებრივი მდგომარეობა არისო და თავის სტრესში ჩაგდებაო. დაანებე ყველაფერს თავიო. drug.gif



აი ვინც სტაჟიანი ვეგანია იმისგან მაინტერესებს: მე ყველა ვეგანი აქამდე გამხდარი მეგონა. აი სული რომ არ უდგიათ ისეთები. ხოდა სტერეოტიპია ეს?

Posted by: elchi 3 Jan 2020, 09:53
Lamorac

გავბედავ და გიპასუხებთ.
ამ განყოფილებაში თითქმის ყველამ იცის, რომ გამოუსწორებელი "ხორცისტი" ვარ.
ყოველდღე რომ არ გეახლოთ ხორცი, გავფშიკავ ფეხებს.
თქვენ წარმოიდგინეთ და მაქვს პერიოდები, გადაებმება რამოდენიმე კვირა და მხოლოდ ბოსტნეულით ვიკვებები, თვითონ გამკვირვებია რა "ჭირი" მჭირს.LOOOL
ასეთი დასკვნა გამოვიტანე, თავის დაძალებით არც "ხორცისტი" არ უნდა იყვე და არც სრული ვეგეტარიანელი.
ბოლობოლო ადამიანები ვართ, დედამიწაზე დომინანტი არსებები ვართ ჯერჯერობით, ყველა არსებასთან შედარებით, ჩვენი ტვინი ბევრად განვითარებულია სხვებთან შედარებით.

ასე ვფიქრობ, მიბაძვა დამღუპველია.

-მიიღეთ ისეთი საკვები, რომელსაც ორგანიზმი გთხოვთ, მანდ დამთავრდება ყველანაირი პრობლემა.
იყავით საკუთარი თავის ექიმები, თქვენზე უკეთესად არავინ არ იცის, თუ რა სჭირდება თქვენს სხეულს.

პ.ს. კიკინ, ვიცი რომ ვერ მოითმენ და შემიკიკინებ. დაალაგე და ისე მომადექი, თორემ კატების თემაში შემოვალ.
lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: Lamorac 3 Jan 2020, 10:16


QUOTE
ასე ვფიქრობ, მიბაძვა დამღუპველია.

-მიიღეთ ისეთი საკვები, რომელსაც ორგანიზმი გთხოვთ, მანდ დამთავრდება ყველანაირი პრობლემა.
იყავით საკუთარი თავის ექიმები, თქვენზე უკეთესად არავინ არ იცის, თუ რა სჭირდება თქვენს სხეულს.


გეთანხმები იმაში, რომ მიბაძვა დამღუპველია. ანუ ვეგეტარიანელი არ უნდა გახდე იმიტომ რომ ტრენდულია ან განსხვავებულია. კი ბატონო, გეთანხმები.


აი იმ ნაწილში ვერ დაგეთანხმები, რომ უნდა მივიღოთ ის რასაც ორგანიზმი გვთხოვს. ორგანიზმი ეგრე შაქარსაც ითხოვს. იმიტომ რომ შაქარი ნარკოტიკივითაა და ჩVეულებრივი დამოკიდებულება გიჩნდება, მაგრამ წინააღმდეგობას წევ შენს თავთან და უარს ამბობ ხო?

მსგავსი მაგალითი კიდევ უამრავი შეიძლება მოვიყვანოთ.


ანუ მარტივად რომ ვთქვათ ცხოვრებაში სწორი გადაწყვეტილებების მიღება მარტივი არასდროს არ არის და ყოველთვის საკუთარ თავთან (ამ შემთხვევაში ორგანიზმთან) ბრძოლას მოიცავს.

ხოდა, ეხლა ვცდილობ გამოვარკვიო ვეგეტარიანელობაც ეს ერთერთი სწორი გადაწყვეტილება ხომ არ არის, რომელიც თავიდან რთულია (რადგან კომფორტის ზონიდან გამოდიხარ), მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში მომგებიანი.

თორემ ამ ეტაპზე ხორცისტი ვარ და ბუნებრივია მთხოვს ორგანიზმი. დღეში ექვსჯერ ვჭამ და აქედან მინიმუმ 4 ჭამა ხორცია ან თევზი.

Posted by: elchi 3 Jan 2020, 13:00
Lamorac

ძალიან ცოტა დაფიქრება გვმართებს ადამიანებს, ისედაც ამდენი პრობლემა გვაქვს მოსაგვარებელი დედამიწაზე.

ჩვენ უნდა გავაკონტროლოთ ჩვენი მოთხოვნილებები, მერე მანდ უნდა დამთავრდეს ყველაფერი.
ვინც მასეთ ცხოვრების წესს აირჩევს, ჩათვლის რომ გაჩნდა იქ, სადაც მისი კუთვნილი ადგილი იყო.
დამერწმუნეთ, ძალიან ადვილია ამ ყველაფრის გაგება.

მიიღეთ ის საკვები, რასაც ორგანიზმი გთხოვთ, თან აკონტროლეთ, უიმედოთ გადასარჩენები რომ არ გახდეთ.

Posted by: snis 4 Jan 2020, 07:50
Lamorac

QUOTE
მე ყველა ვეგანი აქამდე გამხდარი მეგონა. აი სული რომ არ უდგიათ ისეთები. ხოდა სტერეოტიპია ეს?


კალორაჟის ამბები უნდა იყოს ეგ ვიდრე უფრო ვეგანობის.
თორემ მცენარეული საკვები არანაკლებ არის კალორიული და ცხიმის შემცველი.
არაქისის კარაქი, შოკოლადები, ფუნთუშეულობა, უამრავი სახის ნამცხვარ ტკბილეული.
აქედან გამომდინარე სტერეოტიპი უფროა ვიდრე რეალობა.
მე პირადად კაი ხანია უკვე რაც ვეგანი ვარ და ნაღდად ვერ იტყვის ვინმე ჩემზე რო ლოყა ლოყაში აქვს გავარდნილიო.
პირიქით, იმასთან შედარებით როგორც უნდა ვიყო ზედმეტი წონა მაქვს.
ძვალ მსხვილიც ვარ მაგრამ ხორციც არ მაკლია..

ჩემთვისაც ბევრჯერ უთქვამთ ხორცს შენ არ ჭამ და არაფერიო და მაინც არ ხარ გამხდარიო.
არადა რა შუაშია ხორცი და თევზი სიმსუქნესთან.
იმ ხორცს რო ჭამენ, ზედ პურსაც ხო აყოლებენ? პურს აღარ თვლიან რატომღაც და ბრალდება ყველაფერი ხორცს.
მერე იმ ხორცს მარილსაც ხო უშვრებიან? მარილი სითხეს აკავებს და გახდომაში უშლის ხელს. მერე ტკბილსაც ხო აყოლებენ?
ჰოდა ეგაა.







* * *
elchi
QUOTE
მიიღეთ ის საკვები, რასაც ორგანიზმი გთხოვთ, თან აკონტროლეთ, უიმედოთ გადასარჩენები რომ არ გახდეთ.

ორგანიზმი ხანდახან ისეთ რამეს მთხოვს რო არ მეჭმევა ამიტომ ხო არ შევჭამ?
მაგალითად, ლაქტაზას აუტანლობა მაქვს და თან ალერგიულიც ვარ რძის მიმართ.
ამიტომ რძიანს რო მთხოვს ავტომატურად ვაიგნორებ და არ ვჭამ.

მესმის შენ იძახი ნორმალურ სიტუაციაში როდესაც არაფრის ალერგიული და ინტოლერანტული არ ხარ მაგრამ ასე წინა გვერძეც დაიწერა ორგანიზმი შაქარსაც ითხოვს და სამედიცინო ლიტერატურიდან ვიცით თუ რამდენად მავნებელი პროდუქტია ეგრეთ წოდებული რაფინირებული შაქარი და რამდენი დაავადაბის გამომწვევია.

ანალოგიურად არის მარილი. რომელსაც თეთრი სიკვდილი უწოდა ჭკვიანმა ხალხმა.
კაცმა არ იცის უკვე რამდენი ხანია აღარ მოვიხმარ მარილს.
შაქრის მაგივრად ფრუქტოზის დამატკობელს ვხმარობ. და ტკბილეულსაც ვცდილობ ისეთი ვიყიდო რომელიც ჩვეულებრივი შაქრით არაა დამტკბარი.

* * *
Lamorac

ტორონტოს სპორტული ნუტრიტიონისტი ნანსი გესთის განმარტებით, სავსებით შესაძლებელია ათლეტი ვეგანური დიეტით იკვებებოდეს, თუმცა მაინც შეძლოს სპორტული ფორმის შენარჩუნება.

აქამდე არსებული წარმოდგენებით, საუკეთესო გზა პროტეინის მისაღებად, ცხოველური ნაწარმი მიიჩნეოდა, თუმცა ბოლოდროინდელმა კვლევებმა, მათ შორის American Journal of Clinical Nutririon-ში გამოქვეყნებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მნიშვნელობა არ აქვს პროტეინი ცხოველური საკვებიდან იქნება მიღებული, თუ მცენარეული.


https://fit.ge/ვეგანი-სპო...

Posted by: Boyarg 9 Jan 2020, 19:29
წეღან ვცადე პირველად სტაფილოს კრემ სუპის გაკეთება,, ძაან მჟავე და მძაფრი გამომივიდა ნუ ეს ლიმონის ბრალია,, მაგრამ რაღაც სუნელები ვერ წავიდა,, დარიჩინი და დაფნა გამოვიყენე და ძალიან მძაფრად წავიდა თქვენ რას მირჩევთ რა სუნელებზე დავსვა

Posted by: elchi 10 Jan 2020, 15:07
snis

თითქმის ერთნაირები ვყოფილვართ.
შაქარს ვერიდები მაქსიმალურად, შეიძლება წლები გავიდეს და ახლოს არ მივეკარები, ხილი კი ბატონო.
ზოგჯერ წამომივლის და ორ დღეში კაი მოზრდილი შოკოლადის ტორტი მარტომ ორ დღეში შემიძლია "გავანადგურო".

უგემრიელეს ნამცხვრებს, ტორტებს და ეგეთ რამეებს აცხობს მეუღლე, აქ არ წერს არაფერს, მხოლოდ კითხულობს, ახლაც ხელუხლებელი ნაპოლეონი დევს მაცივარში.
-რა გეტაკა, რატომ არ ეკარებიო?
არ მინდა, არ მთხოვს ორგანიზმი, იდოს მანდ და "იყვეი რაო".

მარილზე კიდევ, ადრე მუჭით ვაყრიდი ნებისმიერ კერძს, მომიხდა ცუდი ამბავი და ექიმმა ყველანაირი საკვები, რომელშიც მარილის პროცენტული რაოდენობა 10%ს აჭარბებდა, ხელი არ უნდა მეხლო, თავიდან გამიჭირდა, სადღაც სამი თვის შემდეგ ძალიან მინიმალურ რაოდენობას ვიყენებ საჭმელებში მაგ "თეთრ სიკვდილს", ისიც იმ შემთხვევაში, როცა სტუმრები მომდიან.
ჩავთვალოთ რომ მარილიანს არ გეახლებით.

ბოსტნეული ძალიან მომწონს, გასულა კვირა და ხორცს არ გავკარებივარ, მხოლოდ ბოსტნეულით ვიკვებებოდი.
ამიტომ ვთქვი ზემოთ, რასაც ორგანიზმი გთხოვს ის მიიღე, მაგრამ "თავ კონტროლი გაუწიეო."


Posted by: Rmargve 16 Jan 2020, 21:05
გამარჯობა, ვიტამინებს & საპლემენტებს იღებთ ვეგანები? დამაკვალიანოთ იქნებ, 6 თვეა ვეგანი ვარ და ვფიქრობ, რომ არასრულფასოვნად ვიკვებები

Posted by: თოვლი_ 22 Jan 2020, 10:02
Rmargve
ჰანიბალ ლექტერის ავატარიანი ვეგანი მაგარია lol.gif

Posted by: თოვლი_ 22 Jan 2020, 10:16
ვეგანი რომელსაც პარტნიორი ვეგანი არ ყავს, რანაირად გამოდის მაინც ვეგანი, ხომ მის სხეულში გადავა მისი პარტნიორის მიღებული არავეგანიური ნივთიერებები

Posted by: Rmargve 23 Jan 2020, 14:06
QUOTE (თოვლი_ @ 22 Jan 2020, 10:02 )
Rmargve
ჰანიბალ ლექტერის ავატარიანი ვეგანი მაგარია lol.gif

თვით დისციპლინის მიმდევარი ვარ და ვეგანობა საიდ ეფექტად გამოდის lol.gif

Posted by: snis 27 Feb 2020, 15:40
Rmargve
QUOTE
გამარჯობა, ვიტამინებს & საპლემენტებს იღებთ ვეგანები?

მე პირადად არა.
არ ვგრძნობ მაგათ საჭიროებას.

* * *
თოვლი_
QUOTE
ვეგანი რომელსაც პარტნიორი ვეგანი არ ყავს, რანაირად გამოდის მაინც ვეგანი,

რაის პარტნიორი ვეგანი, ხორცის მჭამელებთან მეგობრობაზეც უარს ვაცხადებ..
ახლო ურთიერთობაზე და მეგობრობაზე ზედმეტია საუბარი.

Posted by: Kaifistka 3 Mar 2020, 12:17
მოკლედ ხორცს ან ცხოველურ პროდუქტებს რომ ვჭამდი ადრე სულ მეძინებოდა.
ახლა ეგრე აღარ ვარ. აი ჭამის მერე ძილის სურვილი საერთოდ აღარ ამქვს, პირიქით ენერგიაზე და ჯანზე ვარ.


* * *
Rmargve

B12 და D ვიტამინი გინდა.
B12 ვიტამინი არის მიწაში და დაბინძურებილი საკვებიდან იღებენ ცხოველები და ადამიანებიც ადრე. ასევე მდინარის წყლის დალევისგან იღებდნენ ადამიანები.
ახლა ისე ბინძურია ყველაფერი, ყველაფერი უნდა გარეცხო და მდინარის წყლის დალევაზე საუბარი ზედმეტია.
ფერმის ცხოველებსაც არ აქვთ ეს და საკვებში უმატებენ.

და D ვიტამინი ზოგადად ძაან ბევრს აკლია. ბ12 ვიტამინი კიდე ვეგანმა სულ უნდა სვა აი აულ.
არსებობს მაღაი დოზებით და თვეში ერთხელ გასაკეთებელი შპრიცებიც თუ დალევა გეზარება.
ბ12 ზე რომ აიღო ანალიზი აზრი არ აქვს, ადამიანის ორგანიზმში მგონი 4 წელია მარაგი, მაგრამ მე პირადად მაშინაც კი მაკლდა როცა ხორცს ვჭამდი.
რომ არ მიიღო სერიოზული გამოუსწორებელი შედეგები აქვს.

და არ დაგავიწყდეს მარცვლეულის ჭამა აი ლობიოები სხვადასხვა წითელი, თეთრი, შავი(ეს განსაკუთრებით სასარგებლოა), მწვანე, ოსპი, თურქული ბარდა, ისე ბარდა, წიწიბურა, ქინოა და ა.შ.
ძალიან მნიშმვნელოვანია ასევე კენკრა დღეში ერთი მუჭა კენკრა უნდა ჭამო. შეგიძლია იყიდო მოყინული, რომელიც უფრო იაფია, არის კენკრა რამდნეიმე სხვადასხვა ერთად მოყინული ეგ ყველაზე კარგია.
დილით შვრიის ფაფა შეგძლია გაიკეთო მაგითი ან შეიკი გააკეთო მცენარეული რძით, ბანანით და კენრით.
ასეევე თესლები აი მაგალითად გოგრის თესლები, მზესუმზირა გარჩეული შეგიძლია მოაყარო საჭმელებს. ძალიან ძალიან კარგია და ბევრი ვიტამინები აქვთ.
ომეგა 3 ის შემცველი ნიგოზი და ჩიას მარცვლები, ჩიას ყველაფერში ვაყრი რაც მომხვდება. ჩიას პუდინგების მომზადებაც მარტივია, დაამტებ მცენარეულ რძეს და სხვა რაღაცეებს გემოვნების მიხედვით რეცეპტები იუთუბზე გააჩერებ მაცივარში მეორ დღეს მზადაა. ნიგვზიანი კერძებით კიდე ქართული სამზარეულო მდიდარია.
და კალციუმის შემცველი მცენარეულ სკავებიც.
არაფერი არ დაგაკლდება თუ ასე იკვებე.



Posted by: თოვლი_ 30 Mar 2020, 14:57
ძაღლი ვისაც გყავთ ვეგანური კვებით როგორ ზრდით რას აჭმევთ? ამ ბოლო დროს ვფიქრობ ძაღლის ყიდვას მაგრამ ყოველთვის იმ მომენტმა დამაყოვნა რომ ყვენა ძაღლის საჭმელი რაც იყიდება რაღაც ხორც ან თევზ ნარევია ისეთი სუნი აქვს. და ვეგანურად რომ კვებო არის რამე ეგეთი პონტი ოღონდ იაფად? ცხოველური პროდუქტების ჭამის წინააღმდეგი ვარ და ძაღლს შანსი არაა როგორ უნდა ვაჭამო, მაშინ არ მინდა ძაღლი სხვა გზა თუ არ არის. კოკერ სპანიელი მყავდა ბავშვობაში და ისევ ეგ ჯიში მინდა დავითრიო, მაიმარკეტზე გადავხედე ადრე ძაღლებს და ისეთი საყვარელი კოკერ სპანიელის ფოტოები იდო მაშინ გადავწყვიტე, ოღონდ ამ არავეგანური კვების ამბავმა დამაყოვნა და გადავიფიქრებ თუ შეუძლებელია ვეგანურად კვება ძაღლის

Posted by: Tengiz@@ 30 Mar 2020, 15:04
თოვლი_
რა ვეგანური კვება სულ გადაირიე? შენ თუ გინდა იკვებე ძაღლმა რა დაგიშავა
ძაღლის ბუნება ეგეთია რო ხორცი უნდა ჭამოს.
არ იყოლიო თუ უნდა დატანჯო.

Posted by: Boyarg 30 Mar 2020, 20:15
Tengiz@@
QUOTE
ძაღლის ბუნება ეგეთია რო ხორცი უნდა ჭამოს.

ეგ მართალია,, მე როგორც ვეგანი ვერ ჩამოვყალიბდი რიგ საკითხებში, ერთერთი საკითხია ეგ,, მოკლედ აქ თუ არიან ვეგანები საინტერესოა მათი პოზიცია

ანუ როცა შინაური ცხოველი გყავს კატა ავიღოთ მაგალითად იმას ხომ აჭმევთ ისეთ პროდუქტს რომელიც ხორცისგან მზადდება ანუ კლავ ერთ ცხოველს მეორეს რომ აჭამო ამაზე რა აზრის ხართ

ვეგანური მსოფლმხედველობა ემიჯნება მეცხოველობის ინდუსტრიას მეცხოველეობის ინდუსტრია კი ქმნის საკვებს ძარლისთვის და კატისთვის,, რა აზრის ხართ ამაზე

თოვლი_
ყიდვა რათ გინდა შეიფარე რომელიმე უპატრონო დვარნიაშკა,, ყიდვით ხელს უწყობ ბაზარს რომელშიც ცხვოლებეით ვაჭროებნ,,

ან აი ვეგანები არ დაფიქრებულხართ? რათ უნდა ადამიანს ცხოლი სახლში მხოლოდ და მხოლოდ პირადი კაპრიზის გამო (ესეც ხო სპეცისიზმია) ცხოველს ცნობიერ დონეზე რომ სურდეთ თქვენი სიყვარულით ისაზრდოოს კიდე ჰო მაგრამ ცხოველს არ აქვს ცნობიერება smile.gif ის სხვა არის უპატრონო ზაზუნას რო შეიფარებ ან ნებისმიერ ცხოველს,,

მაგრამ დაისვება კითხვა რა ვუყოთ ძაღლებს ან მათ კვებას ძაღლი ხო საუკუნოვანი სელექცირების შედეგია ისევე როგორც სხვა შინაური ცხოველები მოკლედ ეს საკითხები მაწუხებს აბა რას ფიქრობთ

Posted by: Tengiz@@ 30 Mar 2020, 23:09
Boyarg
QUOTE
ეგ მართალია,, მე როგორც ვეგანი ვერ ჩამოვყალიბდი რიგ საკითხებში, ერთერთი საკითხია ეგ,, მოკლედ აქ თუ არიან ვეგანები საინტერესოა მათი პოზიცია

ანუ როცა შინაური ცხოველი გყავს კატა ავიღოთ მაგალითად იმას ხომ აჭმევთ ისეთ პროდუქტს რომელიც ხორცისგან მზადდება ანუ კლავ ერთ ცხოველს მეორეს რომ აჭამო ამაზე რა აზრის ხართ

ვეგანური მსოფლმხედველობა ემიჯნება მეცხოველობის ინდუსტრიას მეცხოველეობის ინდუსტრია კი ქმნის საკვებს ძარლისთვის და კატისთვის,, რა აზრის ხართ ამაზე

მეგობარო ეს სამყარო ესეა მოწყობილი ცოცხალი არსებების 80% ზე მეტი სხვა ცოცხალ არსებას ჭამს მხოლოდ 20% თუ იქნება რომელიც
იკვებება მცენარეებით ,წყალმცენარეებით და სხვა პროდუქტებით რომელიც არ შეიცავს ცხოველურ პროდუქტს.
თუ შენი იდეოლოგიაა რო ცოცხალი არსება არ მოკლა მაშინ ისეთი ცხოველი აიყვანე ან სხვა არსება რომელიც ბუნებით არის ვეგანი.
თუთიყუში მაგალითად ხორბალი და ეგეთი რაღაცეები უყვარს. კიდე სხვებიც არ ვიცი ეხლა ზუსტად მოიძიე ინფორმაცია/
კატა და ძაღლი ძალიან ცოდოა კატა არის მტაცებელი არსება კატისებრთა ოჯახის წევრები არიან სუფთა მტაცებლები
ანუ ეგეთები შეიქმნენ ხორცი რო არ ჭამონ მოკვდებიან. ძაღლიც ეგეთია ოღონდ კატისებრთა ოჯახს ჩამორჩება მაგრამ ძაღლის პირველი საჭმელიც ხორცია. ნუ დატანჯავ ცხოველს სხვანაირი აგებულება აქვს ის არაა ადამიანი რო ვეგანურად იკვებოს მთელი ცხოვრება.
ან შეგიძლია თევზი იყოლიო ოღონდ თევზებიც 80% უყვარს ცხოველური საკვები ანუ თევზებიც ჭამენ ხორცს და ძალიან უყვართ შენ წარმოიდგინე
მე თვითონ მყავს და გიჟებს გვანან ისე უყვარს ანუ ბუნებაა მაგათი . შენ ვერ შეცვლი შენ შეგიძლია შენი იდეა გააგრძEლო მაგრამ კატას და ძაღლს ნუ დატანჯავს ამის გამო ან გამოკვებე ნორმალურად ან არადა არაა აუცილებელი რო იყოლიო.
იყოლიე ის რაც ბუნებრივად არის ვეგანი.
ძაღლიც და კატაც მტაცებელია ორივე.

Posted by: Boyarg 30 Mar 2020, 23:24
Tengiz@@
ეგ ვიცითქო გეთანხმები,,, სხვა რაღაცა ვიკითხე,, სხვა საგანს შევეხე,, სპეციისზმი ყველანაირ ცხოველს გულისხმობს ყველანაირ ექსპლატაციის ფრომას ცხოველებზე მაგალითად ზღვის გოჭი რო ვიყიდო ან თთიყურში გალიაში ეგეც სპეცისიზმია,, და მითუმეტეს რომ გავამართლო მეცხოველეობის ინდუსტრია რომელიც კატებისთვის და ძაღლებისთვის საკვებ პროდუქტებს ამზადებს ესეც ხო სპეცისისზმია?

Posted by: Tengiz@@ 30 Mar 2020, 23:38
Boyarg
QUOTE
ეგ ვიცითქო გეთანხმები,,, სხვა რაღაცა ვიკითხე,, სხვა საგანს შევეხე,, სპეციისზმი ყველანაირ ცხოველს გულისხმობს ყველანაირ ექსპლატაციის ფრომას ცხოველებზე მაგალითად ზღვის გოჭი რო ვიყიდო ან თთიყურში გალიაში ეგეც სპეცისიზმია,, და მითუმეტეს რომ გავამართლო მეცხოველეობის ინდუსტრია რომელიც კატებისთვის და ძაღლებისთვის საკვებ პროდუქტებს ამზადებს ესეც ხო სპეცისისზმია?

ძაღლი და კატა არაა სპეციზიმი პირიქით ორივეს ჭირდება ერთმანეთი
ანუ ძალიან კარგად გრძნობენ თავს ადამიანთან მაგრამ თუ წესივრად არ გამოკვებაც არ უნდა იყოლიო
ზღვის გოჭზე ვერ გეტყვი კატაც და ძაღლიც ჭკვიანი არსებებია ძაღლს ძალიან მაღალი ინტელექტი აქვს ძაღლები ადამიანის გულისთვის თავს წირავენ
და ძაღლებს პოლიციაში ამუშავებენ .
შენ თუ სპეციზიმად თვლი არ იყიდო მე არ ვთვლი სპეციზიმად.
მთავარია რა ცხოველიც გყავს ის არ დატანჯო ანუ შეუქმნა შესაბამისი საცხოვრებელი გარემო და კვებო ნორმალურად და თუ მარტოა სიტყვაზე მოუუყვანო მეწყვილე და ა.შ

Posted by: Boyarg 31 Mar 2020, 12:28
Tengiz@@
ანუ ამართლებ მეცხოველეობის ინდუსტრიას რომელიც ცხოველებს კლავს რო გამოკვაბეოს სხვა ცხოველები,, ანუ ძროხას ვკლავთ რომ გამოვკვებოთ შინაური ცხოველები?

Posted by: Tengiz@@ 31 Mar 2020, 15:32
Boyarg
QUOTE
ანუ ამართლებ მეცხოველეობის ინდუსტრიას რომელიც ცხოველებს კლავს რო გამოკვაბეოს სხვა ცხოველები,, ანუ ძროხას ვკლავთ რომ გამოვკვებოთ შინაური ცხოველები?

რას ქვია ვამართლებ
შენ ვერ გაქვს გააზრებული უბრალოდ რო ეს დედამიწა არაა შექმნილი ეგრე როგორც შენ გინდა რო იყოს.
ძროხა და ღორი ადამიანს თავისთვის უნდა და არა ძაღლისთვის და კატისთვის
ძაღლს და კატას ნასუფრალი თუ შეხვდებათ.
ადამიანს ჭირდება ხორცი ადამიანს რო ხორცი არ ჭირდებოდეს ისპანახი და ბადრიჯანი 2 ლარი ღირს და ძროხის ხორცი 17 ლარი
ხოდა იმიტომ იხდის იმდენს რო ჭირდება.
მე პატივს ვცემ ვეგანებს და მათ იდეოლოგიას კი ბატონო მაგრამ თქვენ ვერ შეცვლით სამყაროს.
ეგრე მოეწყო ირემი და ანტილოპა რო არ იყოს მგელი და ვეფხვი და ლომი არ იქნებოდა რადგან იმით იკვებება
ვეფხვი ეგრე შეიქმნა მას არ შეუძლია ცხვარი და ძროხასავით ბალახი ძოვოს.
სამყარო რო ისეთი იყოს რო ერთმანეთი არ ჭამონ ცოცხალმა არსებებმა 90% ცოცხალი არსებების განადგურდებოდა
წყლის ბინადრებიდან დაწყებულიდა და ცაში რაცაა უმეტესობა მტაცებელია.
არწივი და ეგეთები რო არ ვთქვათ ბეღურაც კი მტაცებელია ბუზებს და მწერებს ჭამს.
მე თვითონ ვჭამ ხორცს უბრალოდ მთხოვს ორგანიზმი თან ისეთი ვიტამინებია რაც მცენარეში არაა.
ამით იმის თქმა მინდა რო ნუ შეიძულებ იმ ხალხს ვინც ხორცს ჭამს.
ჩვენი სარწმუნოებაც არ გვიკრძალავს ხორცის ჭამას

Posted by: თოვლი_ 31 Mar 2020, 16:10
user posted image

Posted by: MAKIAVELI_ 24 May 2020, 22:15
ადრე მაღიზიანებდა ის მომენტი როდესაც სტუმრად ვიყავი და სუფრაზე მჯდომი საზოგადოება ისედ მზერას მტყორცნიდა თითქოს
უცხოპლანეტელი ვიყავი რადგან ხორცის ჭამაზე უარს ვამბობდი.

ერთი ეპიზოდი დამამახსოვრდა რომელიც იმერეთის ულამაზეს კუთხეში ზესტაფონში გადამხდა თავს.
სუფრასთან მოვკალათდი და აღმოვაჩნიე რომ მარტო ტყემალი და ჭადია ჩემი საჭმელი.
დავიწყე სასმელზე მიყოლება ჭადის და ტყემლის
ყველა მე მიყურებს განცვიფრებული. ოჯახის დიასახლის მეუბნება: "შვილო არ მოგწონს ჩემი გაკეთებული ვარია ? კი არ გაცოცხლდება ან ჭირი კი არი ჰქონდა"
არა,ხორცს არ ვჭამ-თქო მივუგე და უცებ არ მორთო კივილი გასაფუჭებელი ვარია სად მქონდა შვილო გეთქვა ადრე.
რაღაცნაირად დამნაშავედ ვიგრძენი თავი,მაგრამ სიცილი ამიტყდა.

დღეს უკვე აღარ მიკვირს უცნაური გამოხედვები ხალხის.
ისე ბევრი ვართ უკვე


მე როდესაც გადავწყვიტე ვეგანობა არც ისე ბევრი ხალხი იყო ჩემს სამეგობრო თუ სანაცნობო წრეში
დღეს უკვე მკვეთრად განსხვავებული სიტუაცია და ხალხიც ისე აღარ გვიყურებს თითქოს სხვა სამყაროდან ვიყოთ.

ეგ კი არა ჩემს მეგობრებს ძალიან მოსწონთ ჩემი გაკეთებული ხინკლები და სხვადასხვა კერძები.

Posted by: sisae 29 May 2020, 01:08
MAKIAVELI_

არ უნდა იარო ეგეთ დაბალი დონის საზოგადოებაში და საერთოდაც ვთვლი რო მაქსიმალურად არ უნდა ვიურთიერთოთ ლეშის მჭამელებთან.

ზოგადად უნდა მოერიდო მსგავს სიტუაციებს. თუ საჭიროა ამისთვის ჩამოიშორო ის ხალხი რომლის გამოც იძულებული იქნები ისეთ სუფრებზე იარო სადაც შენ შემოგხედავენ როგორც "სხვას".

სადაც დაგჭირდება წამდაუწუმ უხსნა რატო არ ჭამ, ირონიული და დამცინავი მზერებით შემოხედვები.
"კაცმა ყველაფერი უნდა ჭამოს" და მსგავსი *ლე კომენტარები.










* * *
QUOTE
ბევრი ვართ უკვე


უფრო ბევრი რო ვიყოთ კიდევ მეტად უნდა გავააქტიუროთ და დავხვეწოთ პროპაგანდის საშუალებები.
უნდა გავიდეთ სკოლებში, უნივერსიტეტებში, მოეწყოს შესაბამის თემატიკაზე ფილმების ჩვენება და მერე ამის განხილვა.

ყველა თუ არა ერთ ადამიანსაც თუ შევაცვლევინეთ აზრი ესეც დიდი რამე იქნება.
აუცილებელია ინფორმაციულად ვიყოთ მზად ყველანაირად შეიარაღებულია. უნდა ვფლობდეთ ყველა იმ არგუმენტს და კონტრარგუმენტს რომელიც გამოყენებულია ხორცისმჭამელების წინააღმდეგ. უნდა ვიყოთ დამაჯერებლები, მოქნილები, სხარტები.
მოვიყვანოთ სამეცნიერო მტკიცებულებები, ავუხსნათ თუ რამხელა ზიანი მოაქვს მეცხოველეობას და რამდენი ტყე იჩეხება ფერმებისთვის.

ჩვენ უნდა ვეცადოთ სამყაროს უკეთესობის შეცვლაში თუნდაც ერთი აგური დავდოთ!
ეს პროცესი დაწყებული და გარდაუვალია. შეუქცევადად წავა წინ. უბრალოდ ჩვენ უნდა დავეხმაროთ დაჩქარებაში.

Posted by: banannaco 1 Jun 2020, 23:06
ვეგანო კულინარებო, ხომ არ გიცდიათ ვეგანური სააღდგომო პასკის (კულიჩი) გამოცხობა? წარმატებით დატესტილი მზა რეცეპტი ვერ ვნახე, ჩემით კი ვვარაუდობ ინგრედიენტების ვეგანურ ალტერნატივებს, მაგრამ გამოცდილი რეცეპტი კარგი იქნებოდა. user.gif

Posted by: rossomacha 16 Jun 2020, 18:56
я пробовала стать вегетарианкой, но не смогла долго без мяса, хотя знаю, что в вегетарианской кухне есть все необходимые для здоровья и жизни вещества

Posted by: sisae 17 Jun 2020, 00:11
..............................................................................

Posted by: Tiktak 18 Jun 2020, 14:07
sisae
თქვენ ვეგანების სახელიც სადმე თავიც არ აიფეთქოთ..... შემეშინდა რომ წავიკითხე ტექსტი, ფანატიზმსაც აქვს საზღვარი.

Posted by: ElChico 18 Jun 2020, 22:42
ვეგანა არ ვარ მაგრამ ვცდილობ 1 კილოზე მეტი ხორცი არ ვჭამო ერთ კვირაში.
ხოლოთ თავზი არ ითველბა.

კაი ნებისყოფა გაქვთ up.gif

მაგრამ პატარა ბავშვებისთვის არაა მისაღები ვეგანა კვება.

Posted by: INA-INA 27 Jul 2020, 21:21
ჭარხლის ჰუმუსი

ჭარხალი
ტაჰინი(სეზამის პასტა)
სუნელები

3 საშუალო ზომის ჭარხალი მოვხარშე. (ორთქლზეც შეიძლება მოთუშოთ)
დავაბლენდერე წყალთან ერთად. (შეიძლება ნახარში წყალი გამოიყენოთ). ოღონდ ბევრი არ მოგივიდეთ რომ წყალწყალა მასა არ გამოვიდეს.
დავამატე 4 სუფრის კოვზი ტაჰინი და სუნელები: ძირა, ყვითელი ყვავილი, კურკუმა, ასაფეტიდა, პილპილი.
თქვენი გემოვნებით კიდევ ბევრი რამე შეიძლება დაამატოთ, მწვანილები, ჯინჯერი და ა. შ.
ეს არის უგემრიელი, ულამაზესი, ჰაეროვანი მასა, სასწაულია პირდაპირ, ფერი ხომ საოცრება. ჭარხალი  კარგია გემოგლობინისთვის, ტაჰინი კიდევ კალცის საბადოა))
* * *
user posted image


Posted by: HCl 21 Oct 2020, 09:09
გამარჯობა ყველას.
სადმე იყიდება ტოფუ? არა სილკირებული.
და ჩეჩი/ჩიქფი/ნუტი/თეთრი მუხუდო? კონსერვებად ძაან ძვირი გამოდის...

Posted by: Artist 12 Nov 2020, 20:24
გამარჯობათ ვეგანებო და ამ თემის ყველა მონაწილეს მივესალმები...
როგორც ვატყობ აქ ხორცის მჭამელნიც ბლომად არიან აგრეთვე ვეგეტარიანელები
და ვეგანელებიც... მე სამი წლის გამოცდილება მაქვს ვეგანური კვების..

ეხლა ევროპაში ძაან წინ სვლაშია ვეგანური საკვები... მაგალითად ვეგანური ხორცი იყიდება და გემოთიც არ ჩამოუვარდება ნამდვილს:
user posted image user posted image

იყიდება აგრეთვე გატარებული ვეგანური ხორცი, რომლითაც შეიძლება კატლეტების გაკეთება, ძაან ჰაეროვანი გამოდის... ანდა ღვეზლების..
აგრეთვე ვცადე და კარგი გამოვიდა ასეთი ხორცით ხინკლის გაკეთება... უბრალოდ ცომი ვერ მოვარგე კარგად... თორემ ხორცი ძაან კარგად ჩაჯდა...
user posted image

Posted by: elchi 13 Nov 2020, 08:33
რამოდენიმე ბოლო გვერდი წავიკითხე და ასეთი რამ მინდა გითხრათ:

-არავითარი გაფრთხილება და ვორნი, პირდაპირ ერთ თვიან ბანს მიიღებს ის ფორუმელი, ვინც სხვას "ლეშიჭამიას" უწოდებს და ის კიდევ, ვინც ვეგეტარიანელს "ბალახისმჭამელად" მოიხსენიებს.

ყველას ჩვენი გემოვნება გვაქვს.

არ შევუშალოთ ხელი ერთმანეთს.

მივირთვათ ის, რასაც ორგანიზმი გვთხოვს და საჭიროა ჩვენი ჯანმრთელობისათვის.

გავუფრთხილდეთ ერთმანეთს!!!

Posted by: Minimalist 2 Dec 2020, 04:09
QUOTE (INA-INA @ 27 Jul 2020, 21:21 )
user posted image

რა ლამაზია :O

Posted by: INA-INA 12 Dec 2020, 18:21
Minimalist

კი ულამაზესი ფერის გამოდის)

user posted image

გაღივებით ვინები ხართ დაკავებული?

Posted by: Artist 27 Dec 2020, 21:46
QUOTE
RAW ვეგანიზმი

მე როგორც მივხვდი ეს უფრო ექსტრემული ვეგანიზმია, ანუ მოხარშვის და შეწვის გარეშე ვეგანიზმია...
აგერ ტორტიც ასეთი ტიპის ვეგანიზმიდან გამომდინარე გაკეთებული ანუ უმად:

user posted image

Posted by: techademy 16 Mar 2021, 22:20
დავფიქსირდები

არაჯანსაღ რაღაცებს დავყრი მომავალში biggrin.gif

Posted by: DeveloperX 28 Apr 2021, 11:32
QUOTE
მაგალითად ვეგანური ხორცი იყიდება და გემოთიც არ ჩამოუვარდება ნამდვილს

როგორ უნდა ჩამოუვარდებოდეს, როცა "ნამდვილი" ძეხვეულობაც სოიოსგან არის გაკეთებული. ადამიანების ნაწილი ვერც კი ხვდება რომ სინამდვილეში ვეგეტარიანელია. : )))

Posted by: atuna1985 14 Jan 2022, 17:56
გამარჯობათ, Facebook-ზე ვეგანების ჯგუფი (ქართველების) თუ იცით, რომ მითხრათ (ყველაზე მოქოქილი). მადლობა

Posted by: isuki 14 Jan 2022, 18:30
atuna1985
QUOTE
გამარჯობათ, Facebook-ზე ვეგანების ჯგუფი (ქართველების) თუ იცით, რომ მითხრათ (ყველაზე მოქოქილი). მადლობა

https://ru-ru.facebook.com/groups/287184959170973/

Posted by: jezz 29 Jan 2022, 15:37
ტკბილეუილის გარეშე მაგრად მიჭირს..
საქართველოში კიდევ ნაკლებადაა ვეგანური ტკბილეული რომ დაგიკმაყოფილოს მოთხოვნილება რაც ჩემს ორგანიზმს აქვს.
ნუ ზოგისთვის პრობლემა არაა.
ამიტო ვეღარ ვქაჩავ ვეგანობას.

არ შემიძლია ბაუნდების, სნიკერსების და ემენდემსების გარეშე.
კრემებისა და ორცხობილების.

თორე არანიარი ყველი, კარაქი და ხაჭოს ცალკე აღებულის მოთხოვნილება არ მაქვს..

Posted by: vita. 22 Feb 2022, 19:34
ვეგანური საუზმე

user posted image

user posted image

Posted by: ninicool 25 Feb 2022, 01:41
atuna1985
https://www.facebook.com/groups/1089002824767301

Posted by: vita. 25 Feb 2022, 23:10
user posted image

ვაშლი, kale -ის ფოთლები( არ ვიცი ქართულად როგორ ითარგმნება, ლიმონი, ჯინჯერი, ქინძი, ნიახურის ღეროები.

ვიტამინების ბომბი.

Posted by: snep 13 Jul 2022, 16:12
user posted image
https://www.facebook.com/TVFormula/photos/a.128179955230397/898444524870599/


Posted by: ninicool 24 Jul 2022, 19:59

atuna1985
ესეც იყოს

https://www.facebook.com/groups/360390547959886

snep
გაუჭირდებოდა.


Posted by: t-panda 21 Sep 2022, 03:00
პროტეინი მაკლდება რაციონში და რას მირჩევდით რომელი წყაროდან სჯობს რომ ავიღო?

Posted by: androabuladze 4 Apr 2023, 16:01


t-panda
QUOTE
პროტეინი მაკლდება რაციონში და რას მირჩევდით რომელი წყაროდან სჯობს რომ ავიღო?

ორაგულიდან



Artist
QUOTE
ვეგანური ხორცი იყიდება და გემოთიც არ ჩამოუვარდება ნამდვილს

“ვეგანური ხორცი” არის highly processed პროდუქტი.
შეიცავს უამრავ ქიმიურ დანამატს და შეუძლებელია, ჯანსაღი იყოს.

თუ ვეგანია ადამიანი, ბოლომდე ვეგანი იყოს.
და ხორცზე თუ დორბლები მოსდის ვინმეს,
მაშინ მიიღოს ნამდვილი მჭლე ხორცი და არა რაღაც ხიმია.


Posted by: nrvous 16 Apr 2023, 20:37
androabuladze
გვამის ნაგლეჯი რო აინტერესებდეს, აქ არ იკითხავდა. რატო უწერ ორაგულს? ბოროტი ხარ?

QUOTE
შეიცავს უამრავ ქიმიურ დანამატს და შეუძლებელია, ჯანსაღი იყოს.

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif გვამის ნაგლეჯები ხო რას ამბობ, ჯანსაღია biggrin.gif

Posted by: snizi 25 Apr 2023, 19:25
t-panda
QUOTE
პროტეინი მაკლდება რაციონში და რას მირჩევდით რომელი წყაროდან სჯობს რომ ავიღო?

https://www.bbcgoodfood.com/howto/guide/best-sources-protein-vegans

აქ ვეგანურია და ვეგეტარიანული თუ გინდა კიდევ უფრო მარტივი და ხელმისაწვდომია.
კვერცხი, ყველი, ხაჭო და ა.შ

თუ ჭამა გეზარება მაგალითად როგორც მე, შეგიძლია პროტეინის ფხვნილი დაითრიო და იქიდან მიიღო.
ან რამე პროტეინით მდიდარი იოგურტები და სხვადასხვა სახის სასუსნავები.


Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)