ბოდიშით და ძალიან მეცინება როცა ვკითხულობ რომ ფილმი თურმე ჩინელები და რუსები რომ ანადგურებენ და ამერიკა გვარჩენს მაგაზეა ან იმაზე რომ ჰოლივუდური კლიშეები ყოფილიყო
არაფერი პირადული უბრალოდ ძალიან გულთან მივიტანე და ცვეტში მეწყინა რომ ასეთი გენიალურობის დანავა მაგ მხრივ შეძლეს
ნუ ვილნევი საოცარი კაცია და ფილმი რავიცი მართლა ძალიან მაგარია
მისი ისტორიაა გენიალური
რამდენიმე ცხოვრებისეული და მთავარი მომენტი აქვს გაშლილი
მე მხოლოდ ამ შემთხვევაში ერთზე მინდა ვისაუბრო თუ როგორ დაამარცხა ემი ადამსის გმირმა სიკვდილი
მოგეხსნებათ ყველაფერი დაინახა, ანუ მომავალი უკვე იცოდა და არაფერი შეცვალა, სიკვდილი ხო ზოგადად ყველასთვის ჩვენთვის საშიშია, სიკვდილზე ხომ არ ვფიქრობთ და გგვგონია რომ მოხუცებულობის დროს მოვა, სიკვდილი ტაბუდადებული თემაა და გვეშინია მისი
არადა სიკვდილი ყველა წამიერია და ყველაზე ახლოსაა ჩვენთან
ზუსტად ასე იყო ადამსის გმირი, მიიღო სიკვდილი საკუთარი შვილის, სიკვდილის მიღება კი საშუალებას იძლევა რომ მაქსიმალურად პროდუქტიული იქნები და შეძლებ იმის გაკეთებას რაც გინდა, რადგან როცა სიკვდილს არ ვიღებთ და ტაბუდადებულია და მასზე არ ვფიქრობთ და მხოლოდ გვეშინია, ყველანაირად ხელი გვეშლება მაქსიმალურად გამოვიყენოთ ჩვენი შესაძლებლობები.
მართლა ყველაზე მაგარი მომენტი იყო როცა ეკითხება შვილი თუ გინდაო და კის პასუხობს, იცის რა დასასრული ისტორიის
მაგრამ კმაყოფილდება ყველა წამით, იმ წამით რომელიც შვილთან ანუ სიცოცხლესთან უნდა გაატაროს, კმაყოფილდება და უდიდეს ბედნიერებას ანიჭებს თითოეული წამი გატარებული მასთან და ა.შ
ცხოვრებაში კი ასე არ არის თითოეული წამისგან სიამოვნებას არ ვიღებთ, განა ვერ, არა იმიტომ რომ ფინიში არ ვიცით
სიტყვაზე იუზერი Xის ფინიში რომ 5 წელიწადში იყოს ის მაქსიმალურად ყველაფერს შეძლებდა, მის თავისგან მაქსიმუმს გამოიღებდა და დატკბებოდა თითოეული წამით
მაგრამ რადგანაც იუზერმა Xმა ფინალი არ იცის იგი არ ტკბება ყველა წამით რადგან ქვეცნობიერად მაინც სიკვდილი გგვგონია რომ არ მოვა ჯერ
და როცა მოვა მაშინ უკვე დროც იქნება.
ემის გმირმა კიდევ ერთ-ერთი ყველაზე მაგარი. ყველაზე დამაფიქრებელი და ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო
დატკბა რა საყვარელ შვილთან გატარებული თითოეული წამით, მიუხედავად შედეგისა და მიუხედავად ცხოვრების დარჩენილი წლების ტრავმისა და გლოვისა.
აჯობა რა სიკვდილს, თითოეული წამი/წუთი/საათი/დღე/კვირა/თვე და ა.შ გამოიყენა ღირებულად და გმირულად შეხვდა დასასრულს
ეს მხოლოდ ერთი ნაწილია ფილმის. მაგრამ ჩემი აზრით მთავარი
რომ დრო არასდროსაა ბევრი, რომ ფინიში ყველა წამს შეიძლება დადგეს და დროს გამოყენება სჭირდება
ნუ საუნდი რავი, აკვდება სიტუაციას
Where Something Good Is Always Cooking.