Appoხო მანდ შევედი და ვერაფერი გავარკვიე მეც.მერე დავურეკე და გამომიგზავნეს ეს სია.
კორპორატიულზე ეს ტარიფები მომცა და ეხლა ვგულაობ.
ზოგადად ამ ნომერიდან სარგებლობისას, თქვენი ორგანიზაციის ნომრებთან საუბარი და SMS-ის გაგზავნა გახლავთ სრულიად უფასო.
გარდა აღნიშნული ნომრებისა, ადგილობრივ ოპერატორებთან ზარის წამოწყების ღირებულება შეადგენს 3 თეთრს, შემდეგ ბილაინზე 1 წუთი - 0 თეთრი, სხვა ქსელებთან - 3 თეთრი. SMS - 1 თეთრი, 1MB - 10 თეთრი.
ყოველთვიური სააბონენტი შეადგენს 0,25 ლარს, რომელიც ჩამოგაკლდებათ ძირითადი ბალანსიდან.
თქვენს ტარიფზე ხელმისაწვდომია შემდეგი მიქს პაკეტები:
MIX 3: ულიმიტო ზარები შიდა ქსელში, ულიმიტო SMS, 300 MB.
აქტივაციის კოდი *120*3#, ფასი 3 ლარი, ვადა 30 დღე.
MIX 10: ულიმიტო ზარები და SMS-ები საქართველოში ნებისმიერი მიმართულებით, 1 GB.
აქტივაციის კოდი *120*10#, ფასი 10 ლარი, ვადა 30 დღე.
პაკეტები პროლონგირებადია, 10 დღიანი საშეღავათო პერიოდით
დარჩენილი ბალანსის შესამოწმებლად აკრიფეთ *129#OK
გმადლობთ დაინტერესებისთვის! ეს არის თქვენს ტარიფზე ხელმისაწვდომი ინტერნეტ პაკეტების სრული ჩამონათვალი, საიდანაც შეგიძლით აირჩიოთ თქვენთვის სასურველი:
500MB - აქტივაციის კოდი *120*50#, ფასი 2 ლარი
1GB - აქტივაციის კოდი *120*01#, ფასი 3 ლარი
5GB - აქტივაციის კოდი *120*05#, ფასი 7 ლარი
15GB - აქტივაციის კოდი *120*15#, ფასი 10 ლარი
ვადა - 30 დღე
პაკეტები პროლონგირებადია, 5 დღიანი საშეღავათო პერიოდით
დარჩენილი მეგაბაიტების შესამოწმებლად აკრიფეთ *107#OK
მადლობ მომართვისთვის!