Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > პოლიტიკა > თქვენი შვილები გაუშვით ავღანეთში


Posted by: davita1985 7 Jun 2013, 11:34
ყველა ომში რიგითი მოქალაქეები, რიგითი სამხედრო მოსამსახურები იხოცებიან. ჩინიანები კი როგორც არაერთხელ თქმულა, გარბიან (ბრძოლის ველიდან ან ქვეყნიდან), ან სამძიმრებს ამბობენ და სიამაყით აცხადებენ, ჯარისკაცები საქართველოსთვის დაიღუპნენ, პატივს ვცემთ მათ ხსოვნას, ოჯახების მწუხარებას ვიზიარებთ, მათ საამაყო შვილები ჰყავდათო.
თქვენ,
განურჩევლად ჩინისა და რანგისა,
თანამდებობისა და პასუხისმგებლობის ხარისხისა,
არ გინდათ თქვენი შვილებით იამაყოთ? ისინი გაუშვათ ავღანეთში, ერაყში და ა.შ. სადაც როგორც თქვენ ამბობთ, საჭირო ხდება ქართული სისხლის დაღვრა იმისათვის, რომ როგორმე შევიდეთ ყველაზე დიდ სამხედრო ალიანსში.
თქვენ არ გინდათ გმირები გახდეთ?

http://www.kvirispalitra.ge/eka-lomidzis-blogi/17440-thqveni-shvilebi-gaushvith-avghanethshi.html

Posted by: Robin Hood 7 Jun 2013, 11:40
QUOTE
თქვენ არ გინდათ გმირები გახდეთ?

დარწმუნებული ვარ რომ პრეზიდენტის და პარლამენტარის კი არა
უბრალოდ გამგებლის ან პოლიციის უფროსის შვილიც არაა იქ

Posted by: dato2008 7 Jun 2013, 11:45
ამას ვაბმომ ამდენი ხანია.
მოგვცეს მიშამ მაგალითი. გაუშვას თავისი აიფონზე თითებგადატყავებული ვაშკაცი ავღანეთში

Posted by: Saturn 7 Jun 2013, 11:47
QUOTE
თქვენი შვილები გაუშვით ავღანეთში

შვილები თვითონ წყვეტენ ზრდასრულ ასაკში როგორ მოიქცევიან.

Mateo Falcone
QUOTE
კი.... განსაკუთრებით ქართველი შვილები

ავღანეთში არა მგონია რომელიმე მშობელი უშვებდეს შვილს.

Posted by: Irakli.B 7 Jun 2013, 11:47
ყველა მეომარი ვერ იქნება, ყველა ვერ გააცნობიერებს სიკვდილის რეალურ საფრთხეს. ნუ თხოვთ სხვას გააკეთონ ის რაც მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ.

კითხვა: ავღანეთში წასვლა ნებაყოფლობითია? თუ გარკვეულ რაოდენობამდე სავალდებულოა?

Posted by: ORVAL 7 Jun 2013, 11:50
გვეყოფათ რუსის დაკრულზე ჩუკინი

რა პათოსია ვერ გავიგე, რა შვილები და შვილიშვილები?

სამხედროები მიდიან საკუთარი სურვილით

ისე რომ დედიკოებს და მამიკოებს არ ეკითხებიან

და არც თქვენ, და არც თქვენს პატრონებს კრემლში

Posted by: Mateo Falcone 7 Jun 2013, 11:50
Saturn
QUOTE
შვილები თვითონ წყვეტენ ზრდასრულ ასაკში როგორ მოიქცევიან.

კი.... განსაკუთრებით ქართველი შვილები biggrin.gif

Posted by: kartsiv 7 Jun 2013, 11:50
მიშამ რომელი გაუშვას პატარა თუ დიდი შვილი smile.gif

Posted by: 5.11 7 Jun 2013, 11:51
dato2008
QUOTE
ამას ვაბმომ ამდენი ხანია.
მოგვცეს მიშამ მაგალითი. გაუშვას თავისი აიფონზე თითებგადატყავებული ვაშკაცი ავღანეთში



ესეც და აუცილებლად ბაბუაწვერაც თავის უტასთან ერთად.

ამ ვაჯკაცზე მეტი რითი არიან?


Posted by: СAФO 7 Jun 2013, 11:51
QUOTE
კითხვა: ავღანეთში წასვლა ნებაყოფლობითია? თუ გარკვეულ რაოდენობამდე სავალდებულოა?

მე როგორც ვიცი იმისათვის რომ უარი თქვა წასვლაზე უნდა გქონდეს გარკვეული მიზეზები ოჯახური ან რავიცი მე. ასე რომ არც თუ ისე ნებაყოფლობითია თუმც მოხალისეებიც არიან.

Posted by: gochino80 7 Jun 2013, 11:52
QUOTE (Saturn @ 7 Jun 2013, 11:47 )
QUOTE
თქვენი შვილები გაუშვით ავღანეთში

შვილები თვითონ წყვეტენ ზრდასრულ ასაკში როგორ მოიქცევიან.

მერე გამოდგეს რომელიმეს შვილი პატრიოტი და გადადგას ის ნაბიჯი რასაც ავღანეთში წასვლა ჰქვია , ზრდასრულები მხოლოდ გულაობასი არიან ისიც ბიუჯეტის ხარჯზე

Posted by: Irakli.B 7 Jun 2013, 11:54
gochino80
შენ გაქვს იმის თავი რომ ავღანეთში მარტო წახვიდე ისწავლო მათი ენა, გახდე ჯაშუში და ქართულ ჯარს მიაწოდო თალიბების შესახებ ინფორმაცია?

Posted by: Robin Hood 7 Jun 2013, 11:54
ORVAL
QUOTE
და არც თქვენ, და არც თქვენს პატრონებს კრემლში

შენ იმ მამაოს მრევლიდან ხო არ ხარ
რო იძახდა ვისაც მიშა არ უყვარს სატანააო..

აზროვნების დონე ემთხვევა.....

Posted by: OFYK 7 Jun 2013, 11:55
Robin Hood
QUOTE
დარწმუნებული ვარ რომ პრეზიდენტის და პარლამენტარის კი არა
უბრალოდ გამგებლის ან პოლიციის უფროსის შვილიც არაა იქ


იქაა ამაში გსაკვირი არაერია, იმიტომ რომ იქ უხდიან ხელფასს და თითქმის ყველა მიდის ამ ხელფასის გამო, მათთვის პროფესიაა ჯარისკაცობა როგორც სტომატოლოგი და ასე შემდეგ,

შეიგნეთ ეს და აპელირებას სხვის შვილებზე ნუ აკეთებთ რა, 930 დოლარი უჭირს ბერას რომ წავიდეს? არა და ამიტომაც არ წავა, აი ჯარში კი ბატონო


Posted by: davita1985 7 Jun 2013, 11:57
QUOTE
არც თქვენს პატრონებს კრემლში



ხო ხოცეთ ქართველი ბიჭები რუსების ჯინაზე.... ვაი თქვენს პატრონს!

Posted by: СAФO 7 Jun 2013, 11:58
QUOTE (5.11 @ 7 Jun 2013, 11:51 )
dato2008
QUOTE
ამას ვაბმომ ამდენი ხანია.
მოგვცეს მიშამ მაგალითი. გაუშვას თავისი აიფონზე თითებგადატყავებული ვაშკაცი ავღანეთში



ესეც და აუცილებლად ბაბუაწვერაც თავის უტასთან ერთად.

ამ ვაჯკაცზე მეტი რითი არიან?


ვაიმე ნუ აი ვგიჟდები ამ ბიჭზე თსვისი საქციელების გამო. არ ვიცოდი თუ იქ მსახურობდა ეგაც და ყოჩაღ ბრავო. ეტყობა რა დედის გაზრდილია.

ეს ჩვენი გმირების ქვეყანა სადაც ჩვენი მეფეები და მათი მცირეწლოვანი შვილები ერთად იბრძოდნენ და როგორ ერთი არ გამოდგა ამ მაღალჩინოსანის წრეებიდან ვაჟკაცი და გმირი ერთი რააა და კიდე.

ნუ ამბობთ ყველას არ შუძლიაო. ისრაელში ყველა განურჩევლად გოგოსი თუ ბიჭისა სამხედრო სამსახურში მიდის ას რომ მოდით რააააააა

Posted by: Z A Z A 7 Jun 2013, 11:58
QUOTE (ORVAL @ 7 Jun 2013, 11:50 )
გვეყოფათ რუსის დაკრულზე ჩუკინი

რა პათოსია ვერ გავიგე, რა შვილები და შვილიშვილები?

სამხედროები მიდიან საკუთარი სურვილით

ისე რომ დედიკოებს და მამიკოებს არ ეკითხებიან

და არც თქვენ, და არც თქვენს პატრონებს კრემლში

რუსეთი რომ არ იყოს რა გეშველებოდათ.facepalm.gif

Posted by: ORVAL 7 Jun 2013, 11:59

Robin Hood
QUOTE
შენ იმ მამაოს მრევლიდან ხო არ ხარ

არა მე იმ ბებიის მრევლიდან ვარ შვილიშვილებს ავღანეთში რომ არ უშვებენ

Posted by: aloha__ 7 Jun 2013, 11:59
QUOTE (5.11 @ 7 Jun 2013, 11:51 )
dato2008
QUOTE
ამას ვაბმომ ამდენი ხანია.
მოგვცეს მიშამ მაგალითი. გაუშვას თავისი აიფონზე თითებგადატყავებული ვაშკაცი ავღანეთში



ესეც და აუცილებლად ბაბუაწვერაც თავის უტასთან ერთად.

ამ ვაჯკაცზე მეტი რითი არიან?


პიარის პონტშია, ბებიამაგისამ, იბრძვის რას ამბობ tongue.gif

Posted by: Mohikan 7 Jun 2013, 12:00
ვეთანხმები პათოსს. თუ პრინცი უილიამი (თუ ჰარი, ზუსტად არ მახსოვს) წავიდა საბრძოლველად (შეიძლება ფორმალურად, მაგრამ მაინც) ესენი რატო არ კადრულობენ. წავიდნენ და იომონ. კლუბებში სიარულში და ქალებთან წერაობაში მაგრები არიან... დედიკოს ბიჭები. მაგრამ ამ ხალხის შემყურე მე პირადად საერთოდ გამიქრა სურვილი ამ ქვეყნისვის თავი გავწირო

Posted by: Unico 7 Jun 2013, 12:01
მე მინდა ისინი წავიდნენ ავღანეთში, ვისაც სამშვიდობო მისიის ჯარისკაცების დაღვრილი სისხლის ე.წ. "შედეგის" სჯერა : ) ვისაც უნდა რომ ჩვენები ავღანეთში დარჩნენ და გააგრძელონ ეს იდიოტური ვითომ სამშვიდობო მისია.

მაგათ უნდა აქექინო უდაბნოს ქვიშა, მაგათ უნდა დაანახო ცხვირწინ აფეთქებული სატვირთო და მეორეჯერ აღარ იტყვიან მსგავს სისულელეს user.gif

ომი თუა, თქვან პირდაპირ რომ ომია და ნუ არქმევენ სამშვიდო მისიას vik.gif

Posted by: dato2008 7 Jun 2013, 12:01
OFYK
QUOTE
იქაა ამაში გსაკვირი არაერია, იმიტომ რომ იქ უხდიან ხელფასს და თითქმის ყველა მიდის ამ ხელფასის გამო, მათთვის პროფესიაა ჯარისკაცობა როგორც სტომატოლოგი და ასე შემდეგ,

შეიგნეთ ეს და აპელირებას სხვის შვილებზე ნუ აკეთებთ რა, 930 დოლარი უჭირს ბერას რომ წავიდეს? არა და ამიტომაც არ წავა, აი ჯარში კი ბატონო

პრინცი ჰარი მაგარი გაჭირვებულია როგორც ჩანს

Posted by: ORVAL 7 Jun 2013, 12:02
Z A Z A
QUOTE
რუსეთი რომ არ იყოს რა გეშველებოდათ.

თქვენს მამა მარჩენალს რა ეშველებოდა, თორემ საქართველოზე ბედნიერი ქვეყანა არ იქნებოდა დღეს

Posted by: Z A Z A 7 Jun 2013, 12:03
ნატო უნდათ სხვისი სიცოცხლის ხარჯზე.facepalm.gif თქვენზეა ნათქვამი: სხვისი ჭირი ღობეს ჩხირიო.

Posted by: Georgian_90 7 Jun 2013, 12:06
ეს ჯარისკაცები თავისი ნებით მიდიან ავღანეთში, მათ არავინ აძალებს იქ სამსახურს. ისინი იბრძვიან ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის ცივილიზებული სამყაროს მხარდამხარ. ხო ვთქვათ ნატოზე უარი და მერე რომ დავრჩებით პირისპირ ჩრდილოელ გველეშაპთან გვიანი იქნება თავში ხელის რტყმა

Posted by: OFYK 7 Jun 2013, 12:07
dato2008
QUOTE
პრინცი ჰარი მაგარი გაჭირვებულია როგორც ჩანს


აი ვიცოდი რომელიმე იუზერი ამას რომ დამიწერდა და თავიდანვე არ ჩავწერე ეს განმარტება,

საქართველოოოოოოოოოოოოოოოოოოო, აქაა ესე, სხვა ქვეყანაში სამხედრო სამსახურიდან არჩევენ და მიყავთ ჩვენებს კი ამაში ფულს უხდიან,

მაგ პრინცს რაც შეეხება დიდი ნაწილი მისი წასვლა პიარი იყო და ეს ბრიტანელებმაც იციან და აღნიშნავდნენ,

ასევე დამიჯერე იქ სადაც ჰარი იყო სხვა დისციპლინაა ჩვენი ბაზებისგან განსხვავებით, ნაგვის მანქანას კი არა გორდონ ბრაუნს გაჩხრიკავდნენ მაგ ბაზაზე, ჩვენთან კი ნაცნობი მჯდარა ნაგვის მანქანაზე და მაგას ვაკადრებდით?

Posted by: Z A Z A 7 Jun 2013, 12:08
QUOTE (ORVAL @ 7 Jun 2013, 12:02 )
Z A Z A
QUOTE
რუსეთი რომ არ იყოს რა გეშველებოდათ.

თქვენს მამა მარჩენალს რა ეშველებოდა, თორემ საქართველოზე ბედნიერი ქვეყანა არ იქნებოდა დღეს

რომელ მამა მარჩენალს?facepalm.gif ახალი თქვი და თქვით ნაცებმა რამე დაგიძველდათ რუსეთუმეები, აგენტები, მოღალატეები.

Posted by: СAФO 7 Jun 2013, 12:09
არა ვაფშე რომ არავინ წავიდეს მანდ არ შიეძლება და საკუთარ ქვეყანას და ტაკუცუნებს რომ მივხედოთ? ისედაც ერთი ციცქნა ნაცია ნდა ერი ვართ და სხვის ომებში რატომ უნდა ნადგურდებოდეს ჩვენი გენოფონდი?

Posted by: kniaz1 7 Jun 2013, 12:10
QUOTE
 თქვენი შვილები გაუშვით ავღანეთში, არ გინდათ თქვენი შვილებით იამაყოთ?


მერე კემბრიჯები ვინ დაამთავროს?

ნასტავლი შვილებით ამაყობენ.

Posted by: Dibergg 7 Jun 2013, 12:10
QUOTE (Robin Hood @ 7 Jun 2013, 11:40 )
QUOTE
თქვენ არ გინდათ გმირები გახდეთ?

დარწმუნებული ვარ რომ პრეზიდენტის და პარლამენტარის კი არა
უბრალოდ გამგებლის ან პოლიციის უფროსის შვილიც არაა იქ

თქვენი აზრით მეომრები ძალით გაყავთ?
1. მამა ან დედა შვილს იშვიათად თუ ეტყვის წადი იომე.
2. მშობელი ვერ აუკრძალავს, მას შეუძლია დაბრკოლებები შეუქმნას შვილს.
3. მოუნდება შვილს დაბრკოლებების გადალახვა?

Posted by: Borati 7 Jun 2013, 12:13
და ბიძინიემ გაუშვა უტა თუ როგორ არის საქმე???

მე ვაჟკაცი მეზრდება, ჯერ 5 წლისაა, მაგრამ როდესაც დრო მოვა და მისი არჩევანი ჯარში წასვლა იქნება მე სიამაყით დავულოცავ გზას!!!

Posted by: ORVAL 7 Jun 2013, 12:16
Z A Z A
QUOTE
რომელ მამა მარჩენალს? ა

რომელიც აირჩიეთ

СAФO
QUOTE
არა ვაფშე რომ არავინ წავიდეს მანდ არ შიეძლება და საკუთარ ქვეყანას და ტაკუცუნებს რომ მივხედოთ?

არავინ თუ არ წავა ის მოვა და აქ მოგიწევს ომი

თავის დროზე კრემლს ბოლომდე რომ მიწოლოდნენ და მოსკოვამდე მისულიყვნენ მსოფლიო კოალიცია

ატომი ნაგასაკში კი არა მოსკოვში რომ ჩამოეგდოთ იანკებს, ასეთ დღეში არ ვიქნებოდით დღეს

Posted by: Nirvana11 7 Jun 2013, 12:17
არ გინდათ რა ეს უტრირება, ავღანეთში რატომ უნდა წავიდნენ? ავღანეთში მიდიან საკონტრაქტო ჯარისკაცები, აი ჩვეულებრივ ჯარში კი უნდა მიდიოდნენ და პახაობდნენ სამინისტროების დაცვებში და სხვა დაწესებულებებში ისე როგორც სხვა არა გავლენიანი მამიკოს შვილები, რაც მოსათხოვია ის მოითხოვეთ smile.gif

QUOTE
თქვენ არ გინდათ გმირები გახდეთ?

ჯარისკაცი ომში გმირობის კი არა სამშობლოს გამო მიდის, გმირობა მხოლოდ ტანმდევი შედეგია smile.gif \

СAФO
QUOTE
საკუთარ ქვეყანას და ტაკუცუნებს რომ მივხედოთ?

ოდესმე მიხვდებით იმას, რომ იქ ისინი პირველ რიგში საკუტარი ქვეყნისტყვის არიან? თუ ტქვენ საკუთარი ქვეყნისთვის ბრძოლა საქართველო რუსეთის საზღვარზე ბრძოლა გგონიათ? ნუ აკნინებთ იქ მყოფების როლს არ ხართ ტქვენ ის ადამიანები, რომლებსაც მათი განსჯის უფლება ჰქონდეთ, თურმე დამპყრობლები არიან ქართველები და ღირსებიც არიან რომ იხოცებიან sad.gif

Posted by: kniaz1 7 Jun 2013, 12:18
QUOTE
და ბიძინიემ გაუშვა უტა თუ როგორ არის საქმე???

მე ვაჟკაცი მეზრდება, ჯერ 5 წლისაა, მაგრამ როდესაც დრო მოვა და მისი არჩევანი ჯარში წასვლა იქნება მე სიამაყით დავულოცავ გზას!!!



ხო, 15 წელიწადში არც ნატო არც ოკუპირებული ქვეყნის ტერიტორიები არ გვექნება. yes.gif

Posted by: ალდე 7 Jun 2013, 12:18
Saturn
QUOTE
შვილები თვითონ წყვეტენ ზრდასრულ ასაკში როგორ მოიქცევიან.

რა თქმა უნდა!

თუმცა...

გულწრფელად თქვი, შენ თვლი, რომ ვინც ავღანეთში, მანამდე ერაყში, იბრძოდა და დღესაც იბრძვის ქართველი საქართველოსთვის იბრძოდა და გმირია?

რა თქმა უნდა პასუხი იქნება შენგან დადებითი!

და არ გინდა მაგ. შენ ასევე გაღიარონ გმირად?
ოღონდ არ გვითხრა ახლა, რომ სამხედრო საქმეში პროფი არ ხარ, იგივე შენი პროგრამისტობით შეგიძლია ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს სამხედრო მისიებში მოიხადო შენი პატრიოტული ვალი!
მაგრამ ნიზლავს ჩამოვალ, რომ არ იზამ ამას, რადგან... და ამისთვის მილიონ მიზეზს მოიტან!

სამწუხაროა, რომ უმეტესობა იმათგან, ვინც ამ მისიებში იღებს მონაწილეობას, მათი მოტივაცია არის უფრო მატერიალური, და ამას ვამბობ არა მხოლოდ ჩემს აზრს, ეს ბევრისთვის ცნობილი ფაქტია!
ასევე უფრო კონკრეტული და მერკანტილური ინტერესი ჰქონდა წინა ხელისუფლებას, დღევანდელი ხელისუფლება კი ინერციით აგრძელებს უწინდელის კურსს!

ვნახოთ ხელისუფლების რომელ წარმომადგენლის ოჯახის წევრს ეყოფა ვაჟკაცობა და სანამდე მაღალჩინოსნები ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით და მწუხარე სახეებით ამართლებენ ამხელა მსხვერპლს სამშობლოსთვის და სანამ ქართველი ჯარისკაცები იქნებიან ამ მისიებში, თავადაც იქ მოიხდიან სამხედრო ვალდებულებას!!!

სააკაშვილის შვილი ჯერ კიდევ პატარაა ამისთვის, მაგრამ სააკაშვილს ხომ ჰყავს ძმები, ან უახლოესი სხვა ნათესავები, ან იგივე ივანიშვილის უფროსი შვილი სრულიად ეკუთვნის ასაკით იქ სამსახური, ანდა...
მოკლედ სია შეიძლება გრძელი იყოს!

ხოდა ველით!!!



Saturn
QUOTE
ავღანეთში დღეს იბრძვის დასავლეთი, ცივილიზებული სამყარო. თუ მიზანი არის საქართველო იყოს მისი ნაწილი, მაშინ ომშიც უნდა დაუდგე გვერდზე.
...
QUOTE
რატომ არ უნდა გითხრა? არ ვარ და...


სხვა უნდა დაუდგეს და არა მე, სხვისი სისხლი უნდა დაიღვაროს და არა ჩემი. მოკლედ სჯობს სხვა იყოს გმირი!

ჩტო ი ტრებოვალოს დაკაზაც!


Posted by: The Good 7 Jun 2013, 12:21
ნუ სპეკულირებთ რა ეს ლატენტური რუსეთუმეები.

ქვეყანას ყავს არმია და ყველა არმიის მოვალეობაა დაიცვას ქვეყნის ინტერესები სადაც არ უნდა იყოს.
დიახაც ომში ვართ, რუსეთთან ომში, და ის ბრძოლაც რომელიც ავღანეთში მიმდინარეობს ამ ბრძოლის ნაწილია.
არმიაში ყველა და ყველას შვილები ვერ იქნებიან ან რატომ უნდა იყვნენ?
როცა ტოტალური ომია მაშინ ყველა ომობს, რეზერვიც, კაციც და ქალიც...
ისიც კარგად იცოდეთ, რომ ჯარისათვის ფულია საჭირო და ვინც მუშაობს და გადასახადს იხდის ისიც ამ ერთიანი სახელმწიფო სისტემის ნაწილია.

თუ ვინმეა ძალით წასაყვანი, რათა გაკვეთილი მიიღოს ცხოვრებიდან, ჩემი აზრით ეს ის გონებჩლუნგი მურთაზა ბირჟავიკები არიან დღედაღამე რომ ბირჟაზე ყრიან და ფურთხებით, ყვერების ფხანითა და ჩემი დედას შევე,,,ით
სკდებიან.

Posted by: gochino80 7 Jun 2013, 12:21
QUOTE (Irakli.B @ 7 Jun 2013, 11:54 )
gochino80
შენ გაქვს იმის თავი რომ ავღანეთში მარტო წახვიდე ისწავლო მათი ენა, გახდე ჯაშუში და ქართულ ჯარს მიაწოდო თალიბების შესახებ ინფორმაცია?

მემგონი ჩინოვნიკების შვილებზე ვსაუბრობთ

Posted by: dato2008 7 Jun 2013, 12:24
OFYK
QUOTE
საქართველოოოოოოოოოოოოოოოოოოო, აქაა ესე, სხვა ქვეყანაში სამხედრო სამსახურიდან არჩევენ და მიყავთ ჩვენებს კი ამაში ფულს უხდიან,

კარგი.
ქართველი მეფეები ვერავის შოულობდნენ ომში გასაშვებად თუ მაგრა უჭირდათ თვითონ რომ მიუძღოდნენ ჯარს.

Posted by: Saturn 7 Jun 2013, 12:24
ალდე
QUOTE
შენ თვლი, რომ ვინც ავღანეთში, მანამდე ერაყში, იბრძოდა და დღესაც იბრძვის ქართველი საქართველოსთვის იბრძოდა და გმირია?

ავღანეთში დღეს იბრძვის დასავლეთი, ცივილიზებული სამყარო. თუ მიზანი არის საქართველო იყოს მისი ნაწილი, მაშინ ომშიც უნდა დაუდგე გვერდზე.

QUOTE
ოღონდ არ გვითხრა ახლა, რომ სამხედრო საქმეში პროფი არ ხარ

რატომ არ უნდა გითხრა? არ ვარ და...

QUOTE
სამწუხაროა, რომ უმეტესობა იმათგან, ვინც ამ მისიებში იღებს მონაწილეობას, მათი მოტივაცია არის უფრო მატერიალური, და ამას ვამბობ არა მხოლოდ ჩემს აზრს, ეს ბევრისთვის ცნობილი ფაქტია!

რა თქმა უნდა. საქართველოში კი არა აშშ-ში მიდის ხალხი შეიარაღებულ ძალებში იმ მიზნით, რომ ფული დააგროვოს. სრულიად ნორმალური მოტივაციაა.

Posted by: Z A Z A 7 Jun 2013, 12:25
QUOTE (ORVAL @ 7 Jun 2013, 12:16 )
Z A Z A
QUOTE
რომელ მამა მარჩენალს? ა

რომელიც აირჩიეთ

ბრავო, ბრავო მაგარი რამე დაწერე. facepalm.gif დაგიფასებენ.

Posted by: Irakli.B 7 Jun 2013, 12:29
gochino80
ჩინოვნიკის შვილი რადგან არის დოგმაა, რომ საომრათ წავიდეს?

Posted by: urfinjus8 7 Jun 2013, 12:30
რა ალიაქოთია თითქოს ქართველი ჯარისკაცები ვინმეს იქ მოტყუებით ან ძალით ყავს გარეკილი, პირველ რიგში იმ ხალხის არჩევანის უპატივცემლობაა ვინც ავღანეთში კონტრაქტით მსახურობს და ვიღაც პაცეფისტების, ლატენტური რუსეთუმეების, შეშფოთებული დეიდების, გაუწონასწორერელი ფსიქიკის თინეიჯერების გადასაწყვეტი და გასაკითხი არაა ვინ სად იმსახურებს მთავარია რუსების მხარეზე არ იბრძოლონ. სახემწიფომ რომ ოფიციალურად გამოიყვანოს იქ მაინც იმსახურებენ ქართველები ვისთვისაც ხელსაყრელია კონტრაქტი და ის გამოცდილება რასაც ასეთი სახის ოპერაციები იძლევა. სწავლებებზეც კი მსხვერპლი გათვალისწინებულია არათუ საბრძოლო პირობებში.

Posted by: Argentinian 7 Jun 2013, 12:32
QUOTE
თქვენ არ გინდათ გმირები გახდეთ?

smile.gif

ომში საზარბაზნე ხორცი უბრალო ხალხია, ეს ესე იყო და ასევე დარჩა კიდეც.



Posted by: gorostrodnidi 7 Jun 2013, 12:33
Z A Z A]
QUOTE

რუსეთი რომ არ იყოს რა გეშველებოდათ.facepalm.gif

+1
ასევე სიტყვა ლატენტური რომ არ იცოდნენ ჩავარდებოდა ფორუმი

Posted by: giorgi219 7 Jun 2013, 12:37
არავინ აიძულებს იქ წასვლას ქართველებს და ფულის გამო მიდიან მხოლოდ იქ.

ფულის გამო რისკავენ და ფულის გამო ჩადიან.

პატრიოტები საქართველოში დარჩებიან იქ კი ფულის მოყვარული ჯარისკაცები მიდიან და თუ რაიმე მოუვათ თავიანთ თავს მოჰკითხონ და არა ხელისუფლებას.


Posted by: seta 7 Jun 2013, 12:38
Irakli.B
QUOTE
ყველა მეომარი ვერ იქნება, ყველა ვერ გააცნობიერებს სიკვდილის რეალურ საფრთხეს. ნუ თხოვთ სხვას გააკეთონ ის რაც მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ.

არავითარ ერთეულებზე არ არის საუბარი. საუბარია გაჭირვებაზე და ოჯახის რჩენაზე.


Posted by: natalir 7 Jun 2013, 12:39
ჩემი ორი ბიძაშვილია ავღანეთში. უფრო სწორედ, ერთი რამდენიმე თვის წინ დაბრუნდა, მეორე ახლაც იქაა. და ყოველ ჯერზე სისხლი მეყინება, როცა აცხადებენ თავდასხმაზე და მითუმეტეს ქართველის დაღუპვაზე.
და კი, შეიძლება გადაიხედოს ჩვენი აისაფში ჩართულობის პირობები, მაგრამ საერთოდ გაყვანას მხარს ვერ დავუჭერ. სამწუხაროდ, ჩვენ უფრო გვჭირდება ჩვენი იქ ყოფნა, ვიდრე ნატოს თითქმის 100 000 ჯარს 1500 ქართველის.

Posted by: mrpitkina 7 Jun 2013, 12:40
urfinjus8
QUOTE
რა ალიაქოთია თითქოს ქართველი ჯარისკაცები ვინმეს იქ მოტყუებით ან ძალით ყავს გარეკილი, პირველ რიგში იმ ხალხის არჩევანის უპატივცემლობაა ვინც ავღანეთში კონტრაქტით მსახურობს და ვიღაც პაცეფისტების, ლატენტური რუსეთუმეების, შეშფოთებული დეიდების, გაუწონასწორერელი ფსიქიკის თინეიჯერების გადასაწყვეტი და გასაკითხი არაა ვინ სად იმსახურებს მთავარია რუსების მხარეზე არ იბრძოლონ. სახემწიფომ რომ ოფიციალურად გამოიყვანოს იქ მაინც იმსახურებენ ქართველები ვისთვისაც ხელსაყრელია კონტრაქტი და ის გამოცდილება რასაც ასეთი სახის ოპერაციები იძლევა. სწავლებებზეც კი მსხვერპლი გათვალისწინებულია არათუ საბრძოლო პირობებში.


სირიაში უფრო მაგარი დაგნარია და ხომ არ გავუშვათ იქაც ჩვენი ჯარისკაცები გამოცდილების მისაღებად?

ვერც კი ხვდებით თვითონ რამხელა შეურაცხყოფას აყენებთ ჯარისკაცებს როცა ირიბად ამბობთ რომ კონტრაქტით ანუ ფულის გულისთვის არიან იქ და მათი არჩევანია წავლენ თუ არა და სხვისი საქმე არააო

ჩემი არჩევანია ბევრი რამის კეთება რაც მომესურვება იმას გავაკეთებ მაშინ და არავინ დამიშალოს,სახელმწიფო რისთვის არსებობს მაშინ და რატო მიკრზალავენ მე რასაც მინდა იმის კეთებას?




Posted by: metiska85 7 Jun 2013, 12:42
giorgi219
ერეკლე მეორეც იბრძოდა ინდოეთში ნადირშაჰის გამო ქართული ლაშქარით მარა რა....... მოღალატეიყო?
ქართველები ყოველთვის ომობდა სხვა ქვეყნის სასარგებლოდ. უბრალოდ საუკუნებშია სხვაობა

Posted by: mrpitkina 7 Jun 2013, 12:44
giorgi219
QUOTE
არავინ აიძულებს იქ წასვლას ქართველებს და ფულის გამო მიდიან მხოლოდ იქ.

ფულის გამო რისკავენ და ფულის გამო ჩადიან.

პატრიოტები საქართველოში დარჩებიან იქ კი ფულის მოყვარული ჯარისკაცები მიდიან და თუ რაიმე მოუვათ თავიანთ თავს მოჰკითხონ და არა ხელისუფლებას.


შენით გახვალ ეხლა აქედან თუ ნახევარ ფორუმს ბანი გინდა აგვკიდო


Posted by: gochino80 7 Jun 2013, 12:45
რა მაინტერესებს იცით რომ იძახიან ჩვენი ჯარის ავრანეთში ყოფნა აცერებს რუსეთის აგრესიასო და 2014 რომ გამოგვყავს დანაყოფი ესე იგი დავუპყრივართ რუსეტს და ეგააა თუ ახალი კონფლიქტური რეგიონი გაჩნდება და იქ წავალთ? გვყავს იქ ჯარი მარა ხომ ხედავტ რა ამბავშიაქ მაინც რუსეი აგერ 300 მეტრით გადმოწიეს ე.წ საზღვარი და რას მიკეთებს ნატო ?

Posted by: The Good 7 Jun 2013, 12:47
mrpitkina

QUOTE
სირიაში უფრო მაგარი დაგნარია და ხომ არ გავუშვათ იქაც ჩვენი ჯარისკაცები გამოცდილების მისაღებად?


კარგი იდეაა თუ ნატო გადაწყვეტს სირიაში შესვლას.
მაგრა გამისწორდება თუ იმ ბაზის დაცვას ქართველებს ანდობენ საიდანაც რუსებს გამოაპინტრიშებენ. ეგ ხომ მაგათი საბოლოო ბაზაა ხმელთაშუა ზღვაზე.

Posted by: zloy_zulus 7 Jun 2013, 12:47
ყველა ბიჭი ერთის გარდა სოფლიდანაა...
სოფელი ისეთი სისწრაფით იცლება, საინტერესოა, რამდენიმე წელში, ქართული ჯარი ვითი შეიმსება?
სოფელია სწორედ ქართული მეომრული სულის მატარებელი...

Posted by: OFYK 7 Jun 2013, 12:48
dato2008
QUOTE
ქართველი მეფეები ვერავის შოულობდნენ ომში გასაშვებად თუ მაგრა უჭირდათ თვითონ რომ მიუძღოდნენ ჯარს.


აი ძალიან ცუდ შედარებას აკეთებ ეხლა ჩემი აზრით? და შუა საუკუნეებში ვართ ეხლა?

Posted by: t-90 7 Jun 2013, 12:50
The Good
The Good
QUOTE
ქვეყანას ყავს არმია და ყველა არმიის მოვალეობაა დაიცვას ქვეყნის ინტერესები სადაც არ უნდა იყოს.დიახაც ომში ვართ, რუსეთთან ომში, და ის ბრძოლაც რომელიც ავღანეთში მიმდინარეობს ამ ბრძოლის ნაწილია.

მერე რატომღაც აღმოჩნდება ომი რო დაიწყება რო არმიის ნახევარი საზღვარგარეთაა და ის ნახევარი რაც აქ არის არაფრის მაქნისია.

Posted by: dato2008 7 Jun 2013, 13:06
OFYK
QUOTE
აი ძალიან ცუდ შედარებას აკეთებ ეხლა ჩემი აზრით? და შუა საუკუნეებში ვართ ეხლა?

საუკუნეს რა მნიშვნელობა აქვს? თქვენი პოსტის აზრი ის იყო რომ ქართველები ვართ ესეთი ცუდები, თუ საშუალება გვაქვს სხვის შვილებს ვიფარებთ წინ და ჩვენ შვილებს ვმალავთო და შუა საუკუნეში ქართველები არ ვიყავით თუ რატომაა განსხვავება

Posted by: ggg77 7 Jun 2013, 13:17
მივბაძოთ ისრაელს,სადაც ერი და ბერი ყოველთვის მობილიზებულია თავისი ქვეყნის ინტერესების დასაცავათ და ქალი და კაცი ყველანი გადიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს...........ასეთ შემთხვევაში წერტილი დაესმება ყოველგვარ სპეკულაციებს.


Posted by: zloy_zulus 7 Jun 2013, 13:18
QUOTE (ggg77 @ 7 Jun 2013, 13:17 )
მივბაძოთ ისრაელს,სადაც ერი და ბერი ყოველთვის მობილიზებულია თავისი ქვეყნის ინტერესების დასაცავათ და ქალი და კაცი ყველანი გადიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს...........ასეთ შემთხვევაში წერტილი დაესმება ყოველგვარ სპეკულაციებს.

yes.gif

სამხედრო სამსახური უნდა იყოს სავალდებულო ყველასთვის

Posted by: kniaz1 7 Jun 2013, 13:23
http://www.radikal.ru
11 детей в возрасте от года до восьми лет погибли под развалинами дома в результате воздушного налёта сил НАТО в районе Шигал.
Провинция Кунар, Афганистан. 7 апреля 2013. Фото: AFP
Дети и одна женщина не успели выбраться из дома, который оказался под огнём авиации НАТО в ходе её спецоперации против талибов. Ещё шесть местных жительниц получили ранения разной степени тяжести. http://russian.rt.com/article/6933/

მერე გიკვირთ თავს ,რომ იფეთქებენ.

Posted by: Saturn 7 Jun 2013, 13:24
mrpitkina
QUOTE
ჩემი არჩევანია ბევრი რამის კეთება რაც მომესურვება იმას გავაკეთებ მაშინ და არავინ დამიშალოს,სახელმწიფო რისთვის არსებობს მაშინ და რატო მიკრზალავენ მე რასაც მინდა იმის კეთებას?

სხვა მოქალაქის უფლებებს ნუ დაარღვევ და აკეთე რაც გინდა.

Posted by: mrpitkina 7 Jun 2013, 13:27
Saturn
QUOTE
ჩემი არჩევანია ბევრი რამის კეთება რაც მომესურვება იმას გავაკეთებ მაშინ და არავინ დამიშალოს,სახელმწიფო რისთვის არსებობს მაშინ და რატო მიკრზალავენ მე რასაც მინდა იმის კეთებას?

სხვა მოქალაქის უფლებებს ნუ დაარღვევ და აკეთე რაც გინდა.


შენ გაიხარე

ეხლა მოვხარშავ და გავიჩხერ,ხომ არ დამიჭერენ შენს იმედზე ვარ იცოდე

Posted by: KGA 7 Jun 2013, 13:27
ORVAL
და მიშას შვილს ან ვინმე სხვისას რატო არ უჩნდება ეგ სურვილი,იმიტომ რომ კარგად ცხოვრობენ ხო..ესეიგი ფულია ყველაფერი ხო?

Posted by: pirania11 7 Jun 2013, 13:31
QUOTE
ეხლა მოვხარშავ და გავიჩხერ,ხომ არ დამიჭერენ შენს იმედზე ვარ იცოდე


ანგიზა მომაქვ და მოვდივარ დანარჩენი დაიკიდე

Posted by: bondouka100 7 Jun 2013, 13:48
QUOTE (mrpitkina @ 7 Jun 2013, 12:44 )
giorgi219
QUOTE
არავინ აიძულებს იქ წასვლას ქართველებს და ფულის გამო მიდიან მხოლოდ იქ.

ფულის გამო რისკავენ და ფულის გამო ჩადიან.

პატრიოტები საქართველოში დარჩებიან იქ კი ფულის მოყვარული ჯარისკაცები მიდიან და თუ რაიმე მოუვათ თავიანთ თავს მოჰკითხონ და არა ხელისუფლებას.


შენით გახვალ ეხლა აქედან თუ ნახევარ ფორუმს ბანი გინდა აგვკიდო

სანამ სავალდებულო სამსახური არ შემოვა და ყველა დედიკოს და მამიკოს სვილებს ცხვირით მიწას არ ახნევინებენ, ვერ მიხვდებიან რა არის ჯარი, პატრიოტიზმი, და ჯარის მეგობრობა. იმ ბიჭების უმრავლესობას შეურაცყოფას თუ მივაყენებთ ამით მთელიქვეყანა დარჩება წაგებული. ომში მიდიან ერთმანეთის გულისთვის, მეგობრების გულისთვის და თავს წირავენ ჯერ მეგობრებისათვის და აქედან გამომდინარე სამსობლისათის. მაგრამ ვინც საომარ მოქმედებაში არ ყოფილა ვერ გაიგებს ამას. ამიტომ უნდა იყოს სავალდებულო ჯარი თუნდაც 6 თვით. ყველა მოქალაქემ უნდა იმსახუროს ივანიშვილებმაც, სააკაშვილებმაც ალასანიებმაც და დობორჯგინიძეებმაც.
იმაზე თუ გიფიქრიათ წლის განმავლობაში რამდენი ადამიანი იღუპება ავტოავარიაში? სიმთვრალის და გაუზრდელობის გამო? საშუალოდ 600 -700 კაცი იყო დაახლოებით. ამაზე განგაში არ ავტეხოთ? თუ მანქანით დაღუპულს არა აქვს მნიშვნელობა ქვეყნისთვის?

Posted by: Saturn 7 Jun 2013, 13:50
mrpitkina
QUOTE
ეხლა მოვხარშავ და გავიჩხერ,ხომ არ დამიჭერენ შენს იმედზე ვარ იცოდე

კანონის რომ არ უნდა დაარღვიო, მაგის დაწერა დამავიწყდა.

Posted by: Melano 7 Jun 2013, 14:08
QUOTE
არ გინდათ თქვენი შვილებით იამაყოთ? ისინი გაუშვათ ავღანეთში, ერაყში და ა.შ. სადაც როგორც თქვენ ამბობთ, საჭირო ხდება ქართული სისხლის დაღვრა იმისათვის, რომ როგორმე შევიდეთ ყველაზე დიდ სამხედრო ალიანსში. თქვენ არ გინდათ გმირები გახდეთ?

არ ჩამოყალიბებულა საქართველოში ჯერ კიდევ ამდაგვარი ელიტა
ელი ტა,რომელიც თავის მუცლის ამოყორვაზე,კი არა ,ქვეყნის კეთილდღეობაზე ფიქრობს,
თუ დავრჩებით და განვვითარდებით,როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა
ელიტის ნაშიერიც წავა და იმსახურებს ჯარში
როგორც პრინცი ჰარრი,ან ბაიდენის შვილი smile.gif

Posted by: 11papilon11 7 Jun 2013, 14:13
QUOTE (5.11 @ 7 Jun 2013, 11:51 )
dato2008
QUOTE
ამას ვაბმომ ამდენი ხანია.
მოგვცეს მიშამ მაგალითი. გაუშვას თავისი აიფონზე თითებგადატყავებული ვაშკაცი ავღანეთში



ესეც და აუცილებლად ბაბუაწვერაც თავის უტასთან ერთად.

ამ ვაჯკაცზე მეტი რითი არიან?


ვისაც გჯერათ რომ პრინცი ჰარი საბრძოლო ოპერაციებში იღებს მონაწილეობას უბრალოდ გულუბრყვილოები ხართ,ეს შოუს ნაწილია,ისევე როგორც ბევრი სხვა რამ.თვალები ფართოდ გაახილეთ ხალხო,გამოფხიზლდით.

Posted by: Irakli.B 7 Jun 2013, 14:19
QUOTE (seta @ 7 Jun 2013, 11:38 )
Irakli.B
QUOTE
ყველა მეომარი ვერ იქნება, ყველა ვერ გააცნობიერებს სიკვდილის რეალურ საფრთხეს. ნუ თხოვთ სხვას გააკეთონ ის რაც მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ.

არავითარ ერთეულებზე არ არის საუბარი. საუბარია გაჭირვებაზე და ოჯახის რჩენაზე.

"გთხოვთ, ნუ გვიწოდებთ ყველას ფულზე გაყიდულებს! მე და ჩემმა მეგობრებმა, აქ რომ მოვდიოდით, ვიცოდით, რომ ომი დაგვხვდებოდა - ყოველ ნაბიჯზე სიკვდილი იქნებოდა ჩასაფრებული, მაგრამ მაინც წამოვედით. მე მწამს, რომ აქ ჩემს სამშობლოს ვემსახურები... დიახ, ყველა მსგავს ტრაგედიაზე დანაშაულის გრძნობა მაქვს ჩემი მეგობრების მიმართ, მაგრამ თავს იმით ვიმშვიდებ, რომ მათ დაწყებულ საქმეს გავაგრძელებ! ჩვენ ოკუპანტები არ ვართ. ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ საქართველოში არ იყვნენ რუსი ოკუპანტები ”

http://www.tabula.ge/ge/verbatim/71919-isaf-is-misiashi-monatsile-qartveli-samxedro

Posted by: seta 7 Jun 2013, 16:08
Irakli.B

QUOTE
ჩვენ ოკუპანტები არ ვართ. ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ საქართველოში არ იყვნენ რუსი ოკუპანტები ”

აბა, ავღანელს ჰკითხე...


Posted by: OFYK 7 Jun 2013, 16:22
dato2008
QUOTE
თქვენი პოსტის აზრი ის იყო რომ ქართველები ვართ ესეთი ცუდები, თუ საშუალება გვაქვს სხვის შვილებს ვიფარებთ წინ და ჩვენ შვილებს ვმალავთო და შუა საუკუნეში ქართველები არ ვიყავით თუ რატომაა განსხვავება


არ მითქვამს ეგ არსად, გავიმეორებ რომ ჩვენს სამხედროებს იქ უხდიან ფულს, ხელფასს, რომელიც ამ ოჯახებისთვის არის ძალიან მაღალი და ამიტომ მიდიან და ამიტომ ნუ გიკვირთ რომ არ არიან იქ პარლამენტარის სვილები მეთქი,

პრინცი ჰარი კი ჯარში იყო და იქედან წავიდა (ყველაფერს დანარჩენს რომ თავი დავანებოთ)

რა შუაშია აქ სხვისი შვილების ამოფარება?

Posted by: ErK 7 Jun 2013, 20:48
OFYK
QUOTE
ჩვენს სამხედროებს იქ უხდიან ფულს, ხელფასს, რომელიც ამ ოჯახებისთვის არის ძალიან მაღალი და ამიტომ მიდიან და ამიტომ ნუ გიკვირთ რომ არ არიან იქ პარლამენტარის სვილები მეთქი,

ავღანეთში თავის გაწირვა სამშობლოსთვის გაღებული მსხვერპლი რომაა, ეგ ვიცით. მაგრამ ხან თავად სამშობლოსთვის შეწირული მსხვერპლი არ ყოფილა მნიშვნელოვანი.
QUOTE
ჩვენ ჩვენს შვილებს არ ვეუბნებით, რომ თქვენ, ჩვენო შვილო, იმისთვის დაიბადეთ და გაგაჩინეთ, რომ სამშობლოს გმირულად უნდა შეეწირო

არ ყოფილა საქმე მარტო ფულში. smile.gif

Posted by: TENGIZI87 7 Jun 2013, 21:09
მეგობრებო ხვალ აქცია არის თუ არა ?
1-2 კაცს ვუთხარი წამოვალთო მითხრეს და აქ არაფერი არ წერიუა აქციაზე ??

Posted by: tox-rex7010 7 Jun 2013, 21:32
თემის ავტორი თვითონ გაუშვებდა თავის შვილს?

ვინც სხვის ომში მიდის იმიტომ, რომ ცხოვრებაში ნაკლებად გაუმართლა და თავის დამკვიდრების სხვა გზა არა აქ.

მარტო იმიტო ვცემ მასეთ ადამიანს პატივს რომ მამაძაღლობით და სხვისთვის ცხოვრების გამწარებით ფულის შოვნის მაგივრად ღირსეულად ცდილობენ ცხოვრებაში გზის გაკაფვას love.gif love.gif love.gif

Posted by: kalebind 7 Jun 2013, 21:36
ORVAL
კრემლი
კრემლმა
კრემლის
კრემლს
კრემლით
კრემლად
კრემლო

კრემლები
კრემლებმა
კრემლების
კრემლებს
კრემლებით
კრემლებად
კრემლებო

Posted by: OFYK 7 Jun 2013, 22:55
ErK
QUOTE
მაგრამ ხან თავად სამშობლოსთვის შეწირული მსხვერპლი არ ყოფილა მნიშვნელოვანი.


სადმე ვთქვი რომ მნიშვნელოვანი არაათქო?

Posted by: vakelibomji 7 Jun 2013, 23:38
urfinjus8

QUOTE
მაინც იმსახურებენ ქართველები ვისთვისაც ხელსაყრელია კონტრაქტი და ის გამოცდილება რასაც ასეთი სახის ოპერაციები იძლევა. სწავლებებზეც კი მსხვერპლი გათვალისწინებულია არათუ საბრძოლო პირობებში.


შენი ოჯახი რომ ელოდებოდეს "груз-200"-ს ავღანეიდან დაწერდი მაგ სიტყვებს?

Posted by: GuruloOo 7 Jun 2013, 23:47
11papilon11
QUOTE
ვისაც გჯერათ რომ პრინცი ჰარი საბრძოლო ოპერაციებში იღებს მონაწილეობას უბრალოდ გულუბრყვილოები ხართ,ეს შოუს ნაწილია,ისევე როგორც ბევრი სხვა რამ.თვალები ფართოდ გაახილეთ ხალხო,გამოფხიზლდით.

აბა რა, ეს ერთნაირად ერთობა ლას-ვეგასშიც და ავღანეთშიც.დაეტიოს იქ სადაცაა რა, ეგენიღა გვაკლია მაგალითებად.

Posted by: IOSKAMAN 7 Jun 2013, 23:59
თავისი ნებით მიდიან ესეიგი...

ნებით მიდიან იმიტომ რომ უხდიან... (აბა გიჟის მეტი არავინ წავა უსასყიდლოდ 3000 კილომეტრზე საობრად)

ფულს |თუ უხდიან საომრად, ესეიგი დაქირავებულები არიან...

დაქირავებული ჯარი უცხო ტერიტორიაზე ადგილობრივების ნების საწინააღმდეგოდ

არის ოკუპანტი.

ჰოდა აბა თავისი ნებით თუ მიდიან და დაქირავებულები თუ არიან და სხვის ომში ომობენ, სულაც არ მეცოდება არცერთი, ისევე როგორც არ მეცოდება რუსი ჯარისკაცი, რომელსაც სული გასძვრება საქართველოს ტერიტორიაზე.

Posted by: 7171 8 Jun 2013, 00:03
IOSKAMAN
QUOTE
ჰოდა აბა თავისი ნებით თუ მიდიან და დაქირავებულები თუ არიან და სხვის ომში ომობენ, სულაც არ მეცოდება არცერთი, ისევე როგორც არ მეცოდება რუსი ჯარისკაცი, რომელსაც სული გასძვრება საქართველოს ტერიტორიაზე.


ესენი ხომ იწვიან ცოდვით, იმაზე იმტვრევენ თავს, რაში და როგორ გამოიყენონ მაგათი სიკვდილი.

Posted by: ErK 8 Jun 2013, 00:34
OFYK
QUOTE
სადმე ვთქვი რომ მნიშვნელოვანი არაათქო?

არც მე მითქვამს, ეს შენი აზრია-მეთქი.

თემა ვისზეცაა, ერთ-ერთი მათგანის სიტყვები მოვიტანე, - რომ სამშობლოსთვის გმირულად შეწირვა (იგრძნობა ირონიაც) სულაც არაა სასახელო საქმე.
ადრე, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, საჯაროდ მაინც, ეს სასახელო საქმე იყო.
მაგრამ ახლა პიროვნების კულტის ეპოქაა და კოლექტიურის ქვეშეცნეული ფსიქოლოგიური ზეწოლა სულაც დასაგმობია.

Posted by: ლივერმენ 8 Jun 2013, 00:40
ავღანეთში რო მოხდე ჯერ კონტრაქტზე უნდა წახვიდე ჯარში და რომელი თანამდებობის პირი გაუშვებს კონტრაქტზე თავის შვილს ? არ ურჩევნია შსს - ში ან სადმე სამინისტროში რო მოსვას თბილად ? chups.gif უფრო მეტი ანაზღაურებით

Posted by: ასიდი 8 Jun 2013, 00:41
dato2008
QUOTE
ამას ვაბმომ ამდენი ხანია.
მოგვცეს მიშამ მაგალითი. გაუშვას თავისი აიფონზე თითებგადატყავებული ვაშკაცი ავღანეთში



რაღა მარტო მიშას ვაჟიშვილი?

ბიძოს უფროსი შვილი ხომ არის სრულწოვანი, მისი გაშვებაც მოითხოვე ბარემ, ისაა დღეს მთავრსარდალი, ის გვმოძღვრავდა გუშინ საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის აუცილებლობაზე...

გაუგებარია ეს შენი შერჩევით დამოკიდებულება, თავად თუ გაქვს ახსნა ამ ფენომენის, ჰა?

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)