პროდ2-ში 6 ტური მოვილიეთ. ოქტომბრის პირველ უქმეებამდე შესვენებაა, ასე რომ შეგვიძლია აგვისტო-სექტემბერის მონაგარს გადავავლოთ თვალი:
პროდ-2-ში ამ სეზინში მწირად ვართ, სულ 15 მოთამაშე, მათგან მხოლოდ 4 არ გამოსულა სათამაშოდ, 6 თამაში ითამაშეს ორიაკელებმა, მერაბ შარიქაძემ და ნიკოლოზ ხატიაშვილმა(ბუკამ 6-ვე სასტარტოში). მონაგარიც მწირია, 2 ლელო და ერთი სინბინი.
აღსანიშნავია, რომ 15 მოთამაშიდან 7 ან ნაკრების წევრია ან მისი წევრობის კანდიტატი(ან უახლოესი რეზერვი).
ყველა გულდასაწყვეტი 2 ბექას ამბებია, ერთს უჭირს გუნდში დამკვიდრება, მეორე კი ტრამვას იშუშებს და დემეს ინფორმაციით(ჩვენით თუ ვიჩალიჩებთ, თორემ ჯურნალისტებს მაგრად კიდიათ) სავარაუდოდ ნოემბრის ტესტებიც გაუცდება.
მეორე ხაზში მწვავე კრიზისის ფონზე თვალში მოსახვედრია ვახტანგ მაისურაძის სათამაშო დრო და ასევე ნორმალურ ფორმაში ყოფნა.
კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: ორიაკში ბუკა 13 ნომერზე ,,ჩააჩოჩეს'' და კარგადაც ართმევს თავს(სანაკრებო პერსპექტივაში თაზო-ბუკას დუეტი უფრო მეტ ლეგიტიმაციას იძენს ჩემი აზრით, ნუ კაჭი ბაი-ბაის რომ გვეტყვის მერე).
მთლიანი სტატისტიკა თანდართულ ფაილში: